You are on page 1of 6

გიგა ტატიშვილი , მედიახელოვნება , გრაფიკული დიზაინი , II კურსი

Ქართული ხელოვნების ისტორია , I შუალედური


ქვათახევი
ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და


სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი
ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის
ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ
ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი
ეკლესიის კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია
გეგმა, გუმბათი საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია
ბოძების ერთი წყვილი, მეორე - აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის
კედლებთანაა შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე
დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).

ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე


აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით
გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი
თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით.
მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე
გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები
შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი,
დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია
მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით,
მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის.
სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში,
თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი
XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის
არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

Ბეთანია
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა
გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული.
სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა.
ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის
ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ
ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით
უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.

ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური


მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის
შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი
ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია
(შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები).
საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები,
რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის
მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის
ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების
მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.

რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს


ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს.
მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას
თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის
ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული
მისი ოთხი ფრესკიდან.

ფიტარეთის მონასტერი
ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების
ტიპს განეკუთვნება და განეკუთვნება ბეთანია–ქვათახევის ეკლესიათა
ხუროთმოძღვულ ტიპს, ამას ძეგლის არქიტექტურული ანალიზი ცხადყოფს[8]

ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. კარიბჭე სამხრეთიდან ჰქონდა


და დღემდეც ასე მოაღწია. ტაძრის შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ფარგლავს
სამნაწილიანი საკურთხეველი, რომლის ცენტრში აფსიდია მოთავსებული,
გვერდებზე კი სადიაკვნე და სამკვეთლოა. აფსიდი დარბაზიდან ღრმა ბემით არის
გამოყოფილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ნარჩენებია. თვით აფსიდს ერთი
საფეხური უვლის და მთავარი სარკმლის ქვეშ სამსაფეხურიანი ჩამოსასხდომია
მღვდელმთავართათვის. იქვე, განაპირებში, საშუალო სიმაღლის თითო ნიშია.
ბემასთან კარებით იყო დაკავშირებული სადიაკვნე და სამკვეთლო (სადიაკვნეს კარი
გვიან ამოუშენეს). გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. თითოეულ მათგანს
თითო კარი აქვს ბემისა და ცენტრალური სივრცის მხრიდან გაჭრილი. ყველა
არქიტრაული გადახურვითაა.
სადიაკვნეს გეგმა კვადრატს უახლოვდება. მისი გვერდის კედლები თაღებითაა
დამუშავებული, ხოლო მთლიანად კამარითაა გადახურული. სადიაკვნეს
აღმოსავლეთის ნაწილი ღრმა და განიერი აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე
თითო მოზრდილი ნიშია. განათების წყაროა აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთი
სარკმელი. სამკვეთლო გადაწყვეტითა და პროპორციით ახლოს დგას
ზემოაღწერილთან. სათავსის ოთკუთხა ნაწილი სიგანაზეა გაწეული და კამარითაა
გადახურული. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული. ღრმა აფსიდის
ცენტრში მცირე ზომის სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნიშია. როგორც აქ,
ისე სადიაკვნეშიც, დარბაზიდან შემოსასვლელის თავზე ტიმპანია მოწყობილი.

ტაძრის ცენტრალური ნაწილი გუმბათქვეშა სივრცეა. გუმბათი საკურთხევლის


კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები
შეისრული მოხაზულობისაა. თაღები გუმბათის ძირს გამავალ სარტყლამდე სამ-სამ
საფეხურს აკეთებს. უკანასკნელი მათგანი კი ლილვოვანია და ცენტრებში მარყუჟი
იქმნება. თვით სარტყელი რთული პროფილისაა და საკმაოდ შვერილი. გუმბათის
მაღალი ცილინდრიც სარტყლითვე მთავრდება, მხოლოდ ქვედა სარტყელთან იგი
მარტივპროფილიანია.

ტაძრის გეგმის ჯვრული მოხაზულობა, რომელიც შიგნით იქმნება, გარდა


საკურთხევლისა, სწორკუთხა მოხაზულობისაა. მათი გადამხურავი კამარები
(აღმოსავლეთი ბემა) შეისრული ფორმისაა. კამარები ერთნაირი სიბრტყითაა
მოქცეული, თაღების გარეშე. ასევე, გუმბათის საყრდენებთან პილასტრები არ არის
გამოყოფილი. იმპოსტები კი ოთხივე კუთხეში საკმაოდ მეტყველია.

ტაძრის დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს შეისრული ფორმის თაღებით


უერთდება. ეს თაღები რთული პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო
პილასტრები – სწორკუთხა ბაზისებს. რაც შეეხება გვერდითა მოკლე ნავებს, ისინი
გადახურულია სიზუსტეს მოკლებული ცილინდრული კამარებით.
ეკლესიას, თავიდანვე ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა, რომელიც მდებარეობს
სამხრეთი მკლავის დასავლეთის კუთხეში, მისი გადახურვა სწორკუთხაა, შიგნიდან
ტიმპანით

You might also like