You are on page 1of 7

რეფერატი

შესავალი ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიაში -


ჯგ:1
 სტუდენტი: მარიამ ჯაფოშვილი
 მეცნიერებათა და ხელოვენების ფაკულტეტი:
გერმანისტიკა- V სემესტრი
ლექტორი: გიორგი ბუღაძე
1. ტაჯ-მაჰალი- ინდური, სპარსული და
ისლამური სტილის ნაზავი.
ტაჯ-მაჰალი, მავზოლეუმის კომპლექსი აგრაში,
დასავლეთ უტარ-პრადეშის შტატში, ჩრდილოეთ
ინდოეთში. იგი ააშენა მუღალის იმპერატორმა შაჰ
ჯაჰანმა თავისი მეუღლის მუმთაზ მაჰალის
უკვდავსაყოფად, რომელიც 1631 წელს მეთოთხმეტე
შვილის, ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე წუთში
გარდაიცვალა. ის იმპერატორის თანამგზავრი იყო მათი
ქორწინების, 1612 წლის, შემდეგ.
უშუალოდ კომპლექსის ხუთი ძირითადი ელემენტი -
მთავარი კარიბჭე, ბაღი, მეჩეთი, ჯავაბი და მავზოლეუმი
(მისი ოთხი მინარეთის ჩათვლით) - ჩაფიქრებული და
შემუშავებული იყო, როგორც ერთიანი არსება მოღოლთა
სამშენებლო პრაქტიკის დებულებების მიხედვით, რაც არ
იძლეოდა შემდგომ დამატებას ან შეცვლას. მასზე
მშენებლობა დაახლოებით 1632 წლიდან დაიწყო, ხოლო
მასზე სულ 20 000 ადამიანი მუშაობდა ინდოეთიდან,
სპარსეთიდან, ოსმალეთის იმპერიიდან და ევროპიდან,
რათა თავად მავზოლეუმი დასრულებულიყო 1638-1639
წწ-ში. ზემოთ ჩამოთვლილი შენობები დასრულდა 1643
წლისთვის და დეკორაციული სამუშაოები გაგრძელდა

1
დაახლოებით 1647 წლამდე. საერთო ჯამში, 42 ჰექტარი
კომპლექსის მშენებლობა 21-22 წელს გაგრძელდა.
კომპლექსის გეგმები მიეკუთვნება იმ პერიოდის
სხვადასხვა არქიტექტორებს, თუმცა მთავარი
არქიტექტორი ალბათ იყო უსტად აჰმად ლაჰავრი(Ustad
Aḥmad Lahawrī), სპარსული წარმოშობის ინდიელი.
 არქიტექტურა
ტაჯ-მაჰალის მშენებლობაზე დიდი გავლენაა აქვს აზიურ,
სპარსულ და მუსლიმურ არქიტექტურას. დახვეწილი ქვის
გრავიურები მიუთითებს ინდუისტურ სტილზე.
7 მეტრის სიმაღლის ფართო ცოკოლის შუაში,
მავზოლეუმი არის თეთრი მარმარილოსგან, რომელიც
ასახავს ფერებს მზის ან მთვარის შუქის ინტენსივობის
მიხედვით. მას აქვს ოთხი თითქმის იდენტური ფასადი,
რომელთაგან თითოეულს აქვს ფართო ცენტრალური
თაღი, 33 მეტრამდე იზრდება მის მწვერვალზე და
ჩახერგილი კუთხეები. ეს უკანასკნელი კი აერთიანებს
პატარა თაღებს.
დიდებული ცენტრალური გუმბათი, რომლის სიმაღლე 73
მეტრს აღწევს ბოლოში, გარშემორტყმულია ოთხი მცირე
გუმბათით. მთავარი გუმბათის შიგნით არსებული
აკუსტიკა კი იწვევს ფლეიტის ერთი ნოტის ხუთჯერ
რეკვას.
შენობას აქვს რვაკუთხა ფორმა, რვა კამერით,
რომლებიც განასახიერებენ ყურანის რვა ნაწილს. ამ
კამერებზე ორი გუმბათი მაღლა დგას, შიდა ერთის
სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო გარე გუმბათი ზუსტად
პროპორციულია. მავზოლეუმის ინტერიერი
ორნამენტირებულია დაბალი რელიეფური
ჩუქურთმებითა და ნახევრადძვირფასი ქვებით.
შენობაში ჩვენ ვერ შევხვდებით ადამიანების ან
ცხოველების გამოსახულებებს, რაც მომდინარეობს
ისლამური ტრადიციიდან, რომ საკუთარი თავი არ
წარმოაჩინონ ღმერთად, ღვთაებრივად. ამის ნაცვლად,
ტაჯ-მაჰალი კალიგრაფითაა მორთული, რომელიც
ძირითადად შეიცავს ნაწყვეტებს ყურანიდან.
პირველ რიგში, ტაჯ-
მაჰალმა მომხიბლა
თავისი თოვლივით
თეთრი ფერით, შემდეგ
კი მისმა ისტორიამ და
მან, როგორც
სიყვარულის სიმბოლომ.
ასევე Pietra dura-მ,
რომელიც ტაჯ-მაჰალში
წარმოადგენს ყვავილებს ან გეომეტრიულ ნიმუშებს.
2. გურჯაანის ყველაწმინდა
გურჯაანის ყველაწმინდის ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესია არის ქართული მართლმადიდებლური
ეკლესია, რომელიც აშენდა მე-8 ან მე-9 საუკუნეში, შუა
საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების
„გარდამავალ პერიოდში“. ის მდებარეობს
საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთით, კახეთში,
ქალაქ გურჯაანში.
 არქიტექტურა
ტაძარი აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული
ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა
კედლები, აფსიდა, გვერდითი ნავები და პატრონიკეები;
შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის
გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა

3
ნავი, კედელ-კამარა-გუმბათებიანად. ჩვეულებრივი
კვადრატული აგურის გარდა, აქ გვხვდება საგანგებო
ფორმის აგური სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური
დეტალებისათვის. ნავებიცა და გუმბათიც გადახურულია
ღარისებური კრამიტით.
ტაძრის ინტერიერი სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი
ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი
აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისაგან შედგება.
პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია
რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით.
დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე
აღმოსავლეთი.
ნალისებრი აფსიდის გვერდით საკურთხევლის დამხმარე
სათავსები: სამკვეთლო (ჩრდილოეთით) და სადიაკვნეა
(სამხრეთით). მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან
ეკვრის კამარებით გადახურული ორი გვერდითი ნავი,
რომლებიც ერთმანეთს თავიანთივე სიგანის ნავით
უკავშირდებიან დასავლეთის მხრიდან. სამივე ნავი
ორსართულიანია, აღმოსავლეთ ბოლოებში დამატებითი
სამლოცველო ეკვდერებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი სამ
იარუსად განლაგებული თაღებით იხსნება და წარმოქმნის
პატრონიკეს.
აღმოსავლეთ ფასადი-ის სხვა ფასადებზე მეტად არის
გაფორმებული. დეკორატიული მორთულობის ძირითადი
ელემენტია ქვის წყობაში თითო საფეხურით
შეღრმავებული, ნალისებური თაღებით დაბოლოებული
არეები, რომლებიც შიდასტრუქტურულ დანაწილებას
იმეორებენ. შუა ნაწილის ორი თაღი ყველაზე მაღალია და
შესაყართან დეკორატიული ჯვარი ადგათ თავზე.
გვერდით ნავებში ორ-ორი თაღით, სარკმლებია. ამათგან
პირველი სართულის სარკმლებს თავზე ჯვრები აქვთ
გამოსახული.
სამხრეთ ფასადზე, პირველი სართულის დონეზე შირიმით
მოპირკეთებული ფართო კარია. მის თავზე შირიმისავე
ქვის წყობით გამოყვანილი ყვითელი ჯვარი რიყის ქვის
წყობაშია ჩასმული და შემოფარგლულია ნალისებური
თაღით. შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის
გარშემოსასვლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და
სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ,
დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ
მახვილს ქმნის მის ცენტრში. რიტმულობის
შთაბეჭდილების ზრდის შუა ნავის სარკმლებიც და
განსაკუთრებით ორი გუმბათის ყელი დასაფეხურებული
საფასადო სიბრტყეებითა და მათ შორის დატოვებული
ინტერვალით. ჩრდილოეთი ფასადი არქიტექტურული
ფორმებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ აქ არ არის
ტაძარში შესასვლელი. ჩრდილოეთ პატრონიკეს ოთხი
ღიობი.
ვფიქრობ, ეს არქიტექტურული ძეგლი ხასიათდება იმ
სტილისტური მრავალფეროვნებით, რომელიც იმ
პერიოდს ახასიათებდა რომელშიც ის იქნა აშენებული.
მიმაჩნია, რომ გურჯაანის ყველაწმინდა, ორი სრულიად
განსხვავებული არქიტექტორული ტიპის შერწყმაა. შიდა
სივრცე - სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ მუბათოვანი
გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი
რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს
სხვა ქართული ძეგლებისაგან.

3. ვესტმინსტერის სააბატო - გოთური


არქიტექტურა

5
ვესტმინსტერის წმინდა პეტრეს
კოლეგიური ეკლესია,
საყოველთაოდ ცნობილი
როგორც ვესტმინსტერის
სააბატო, არის ქრისტიანული
ეკლესიის შენობა, რომელიც
მდებარეობს ქალაქ ლონდონში,
ინგლისში, ვესტმინსტერის
სასახლისა და პარლამენტის
სახლების დასავლეთით.
ვესტმინსტერის სააბატოს აქვს
ხანგრძლივი და მდიდარი
ისტორია.
 მეათე-მეთორმეტე საუკუნეების დასაწყისი:
ვესტმინსტერის სააბატო თარიღდება მეათე
საუკუნით. ამბობენ, რომ მდინარე ტემზაზე
ადგილობრივ მეთევზეს წმინდა პეტრეს ხილვა
ჰქონდა და დააარსა ეკლესია (ე.წ. თორნი),
რომელიც იქცა თემის სახლად.
ვესტმინსტერის სააბატო არის ვრცელი, გოთური
დიზაინი, რომელიც ჩართულია მრავალსაუკუნოვან
ბრიტანულ ისტორიასა და ტრადიციაში. იგი 5
არქიტექტურული თავისებურებით ხასიათდება:
1. თაღოვანი ჭერი: სააბატოს აქვს ნეკნებიანი
თაღოვანი ჭერები, რომლებიც გამოსახულია
გამოფენილი სხივების სერია ცენტრალური
ფოკუსური წერტილების გასწვრივ, რათა შექმნან
უნიკალური, სტრუქტურული სახე სარდაფების
გასწვრივ.
2. მფრინავი საყრდენები: მფრინავი საყრდენები
ამაგრებენ სტრუქტურის გარე კედლებს, რაც
საშუალებას აძლევს მას უფრო სტაბილურად
გაუძლოს არახელსაყრელ პირობებს ან ძალას.
3. წვეტიანი თაღები: წვეტიანი თაღი არის ნაგებობა
მოღუნული გვერდებით, რომლებიც ერთმანეთს
ხვდებიან მკვეთრად წვეტიან წვერში. გარე წვეტიანი
თაღები, რომლებსაც ხედავთ სააბატოს გვერდებზე,
შემდგომში მფრინავი საყრდენებით იყო
დამაგრებული, ხოლო ჭერის შიდა ნაწილი ნეკნიანი
კამარებით იყო მორთული.
4. ვარდის ფანჯრები: ვარდის ფანჯრები არის
ფანჯრები, რომლებსაც აქვთ ვარდის ფორმა,
ჩვეულებრივ ივსება ვიტრაჟებით და გოთური
არქიტექტურის საერთო მახასიათებელია. დიდი
ვარდის ფანჯარა არის სააბატოს ჩრდილოეთ
ტრანსეპტის ფოკუსი. სააბატო ადრე შეიცავდა უფრო
მეტ ვიტრაჟს, თუმცა ბევრი მათგანი მეორე
მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
5. გეომეტრიული დიზაინი. სააბატოს დეკორის დიდი
ნაწილი მოიცავს ნახატებს, განმეორებით ფორმებს,
რომლებიც ქმნის ერთიანობისა და
პროპორციულობის განცდას მთელ დიზაინში.
ამ არქიტექტურული ძეგლით მოხიბლული ვარ, რადგან
ეს ადგილი დიდი ისტორიის მატარებელია, გარდა მისი
შესანიშნავი დიზაინისა. დიდი ბრიტანეთის ისტორიას აქ
ეყრებოდა საფუძველი, როცა ხდებოდა მონარქების
კორონაცია, სამეფო ქორწილები, აქვე ვხვდებით
ცნობილ ადამიანთა სამარხებს (ჰენრი V, ჯორჯ II,
ელიზაბეტ I და მერი I და სხვა.

You might also like