You are on page 1of 3

უმაიანთა პერიოდის საკულტო არქიტექტურა:მეჩეთები

პირველი მართლმორწმუნე ხალიფების შემდეგ ძალაუფლება


უმაიანთა დინასტიის ხელში გადადის, რომელსაც სათავე მექის
კურაიშის ტომის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აბუ სუფიანმა
დაუდო. უმაიანთა მმართველობა იწყება 661 წელს და გრძელდება 750-
მდე . მთავარ სატახტო ქალაქს დამასკო წარმოადგენდა მოგვიანებით
კი სრულიად არაბყლი სახალიფოს დედაქალაქი გახდა. მათი
მმართველობის პერიოდში საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდა ,
ამ ტერიტორიებზე მუსლიმები აარსებდნენ ახალ ქალაქებს, აგებდნენ
ბრწყინვალე სასახლეებს, მეჩეთებს და სხვა წმინდა სალოცავებს
უმაიანთა ეპოქაში აიგო ისეთი ბრწყინვალე არქიტექტურული
ანსამბლები , როგორიცაა კლდის მეჩეთი იერუსალიმში და დამასკოს
დიდი მეჩეთი , რომელთა არქიტექტურულ და მხატვრულ
გადაწყვეტაში ნათლად იკვეთება სხვადასხვა კულტურათაშორისი
ურთიერთობები. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე
ბრწყინვალე და საინტერესო ეპოქა,როდესაც ისლამური ხელოვნების
ძირითადი პრინციპები დაიხვეწა და ჩამოყალიბდა.
კლდის ტაძარი იერუსალიმში, რიმელიც აბდ ალ-მალიქის
ოერიოდში აშენდა წარმოადგენს მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ
სიწმინდეს და ხელოვნების უბრწყინვალესს ძეგლს . დღემდე
გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს ნაგებობის ფუნქცია, რადგან იგი
მუსლიმთათვის საკრებულო მეჩეთს არ წარმოადგენდა . ის იყო ერთ-
ერთი მთავარი სასწაულის მირაჟის ადგილი ( მოციქულის ღამეული
მოგზაურობა). კლდის ტაძარი წრიულ ნაგებობას წარმოადგენს ,
ორმაგი წრიული გარშემოსავლელებით , რომელიც გარსს არკრავს
ცენტრალურ კლდოვან ნაწილს. კლდის მომიჯნავე წრე ოთხი იდი
თაღოვანი სვეტებით არის გარშემორტყმული, მათ შორის დამატებითი
სამ-სამი , ხოლო გარეთა ოქტაგონი რვა ძირითადი და ორ-ორი
შუალედური სვეტებით არის შედგენილი. ოქტაგონის გარშემოა
დამათარიღებელი წარწერა . ტექსტი როზეტებით ექვს ნაწილად არის
გაყოფილი. პირველი ხუთი ნაეილი ყურანის სურებია და მიძღვნილია
ღმერთისადმი , ხოლო მეექვსე ნაწილი შეიცავს ტაძრის აგების თარიღს
და ამგების სახელს . ( ცნობილია რომ აბასიანმა ხალიფამ ალ-მამუნმა
უმაიანი აბდ ალ მალიქის სახელი თავისი სახელით ჩაანაცვლა).
კლდის ტაძარი ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებულ
მარტირიუმების ტიპს განეკუთვნება , რომლებიც წმინდა მოწამეთა
საფლავებზე შემდება. უმაიანთა პერიოდის ტაძარს ოქროს ფონიანი
მოზაიკები ამკობდა (შიგნიდან და გარედან) თუმცა მოგვიანებით
ოსმალეთის სულთნის ბრძანებით გარეთა მორთულობები თურქული
შორენკეცებით შეიცვალა და გუმბათი ოქროთი დაიფარა. ინტერიერის
ქვედა ნაწილები ძირითადად სხვადასხვა ფერისა და ჯიშის
მარმარილოთია მოპირკეთებული, ხოლო კედლები ოქროსფონიანი
მოზაიკებით არის მორთული. ასე და ამგვარად კლდის ტაძარი ალ
მალიქის უნიკალურ და უდიდეს ქმნილებას წარმოადგენს, რომელიც
სირია პალესტინის ტერიტორიაზე არსებული ანტიკური და
ბიზანტიური მშენებლობის ტრადიციების ნაზავს წარმოადგენს.
ალ აკსას მეჩეთი, რომელიც კლდის ტაძრის სამხრეთით
მდებარეობს ნაგებობა ცნობილია, როგორც შორეული მეჩეთი. მეჩეთი
ქააბას შემდეგ ყვეკაზე ძველი და სიწმინდით მესამე მეჩეთია . მის
მშენებლობას ხალიფა უმარს ან მუავიას მიაწერენ. მეჩეთი აბდალ ალ
მალიქის დროს განახლდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანამატი
ხალიფას სასახლე იყო , რომლიდანაც ხიდი გადადიოდა და პირდაპირ
მეჩეთში შედიოდი. მეჩეთი წარმოადგენს ოთხკუთხა დიდი ზომის
ნაგებობას შიდა ეზოთი, სალოცავი დარბაზითა და მექისაკენ
მიმართული მიჰრაბით. კლდის ტაძრისგან განსხვავებით ამ ნაგებობამ
ბევრი რესტავრაცია განიცადა ამიტომ რთულია მისი პირვანდელი
სახის აღდგენა. ადრეული ნაგებობებიდან შემორჩენილია სვეტები და
გადახურვის ნაწილი. დღესდღეობით მას ოთხი მინარეთი აქვს ,
რომლებიც მამლუქთა პერიოდშია აგებული.
დამასკოს მეჩეთი აგებულია ალ ვალიდისი მიერ . სამწუხაროდ
მეჩეთმა 1893 წელს მომხდარი ხანძრის გამო ძველი დეკორის ნაწილი
დაკარგა. ამ პერიოდში დამასკოს მოსახლეობა გაიზარდა ამიტომაც
აუცილებელი გახდა დიდი სივრცე ქონა. წარმართული და შემდეგ
ქრისტიანული ტაძარი კედლებით კედლებით არშემორტყმულ
სივრჩეში მოეწცა. მუსლიმებმა ეს კედლები მეჩეთისთვის გამოუყენეს .
ისინი მაღალ თაღოვან გალერეეებს წარმოადგენს , რომლებიც გარს
შემოუყვება მთავარ სალოცავ დარბაზს. მეჩეთის სალოცავი დარბაზი
მასიური სვეტებით სამ სივრცედ არის დაყოფლი
, ცენტრალური ნავი მიმართულია კიბლისაკენ . მეჩეთი
გადახურულია ძელური გადახურვით. თავდაპირველად მეჩეთი სამი
გუმბათით იყო დამშვენებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი
შემორჩენილია და იგი აღმართულია ინტერიერის იმ ნაწილის თავზე
სადაც მთავარი ხერემონიები იმართებოდა. ამ ადგილს მაკსურა
ეწოდება და იგი უმაიანთა პერიოდის დამახასიათებელი ნიშანია.
მეჩეთის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მიჰრაბი.მეჩეთი
მდიდრულად იყო მოპირკეთებული ძვირფასი მასალით. ნაგებობის
ქვედა იარუსები სხვადასხვა ხარისხის მარმარილოს ფილებით, ხოლო
ზედა ნაწილი სმალტის მოზაიკით იყო მორთული. დიდ პანელებზე
ფანტასტიკური პეიზაჟები იყო გამოსახული მდინარეებით, ტყეებით,
სახლებითა და სხვადასხვა ზომის პავილიონებით .ეს მოზაილები
სამოთხის პეიზაჟებს გადმოსცემდა . საკრებულო მეჩეთის გვწრდით
მდებარეობდა ხალიფას რეზიდენცია რომელიც ასევე მდიდრულად
იყი მოპირკეთებული.
ამრიგად, უმაიანთა პერიოდის საკულტო არქიტექტურის განხილვამ
ნათლად გვიჩვენა რომ, იმდოინდელი ისლამური არქიტექტურული
ნაგებობები სხვადასხვა დაპყრობილი ტერიტორიებიდან იყო
ნასესხები. ასევე ხაზგასმითაა მეჩეთის ინტერიერის მოზაიკები
რომლებიც ხალიჩისიებურია და ერთი შეხედვით უნიკალურ ხდის
ნაგებობას.

You might also like