You are on page 1of 3

 არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანის ნასახლარის კვალი

თავდაპირველად ადრე რკინის ხანაში, ხოლო მოგვიანებით XIII-XIV


საუკუნეებში ჩნდება. სავარაუდოდ, აქ იყო მცირე დასახლება, რომელიც XV
საუკუნეში ქალაქად იქცა. თუმცა, გრემის, როგორც სტრატეგიულად და
პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება,
როცა იგი კახეთის პირველმა მეფემ, გიორგიმ, კახეთის სამეფოს
დედაქალაქად აქცია. ამის შემდეგ, ის კახეთის სამეფოს არა მხოლოდ
პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრსაც წარმოადგენდა შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში. მთლიანი
აღმოსავლეთ საქართველოს მსგავსად, შაჰ-აბასის ლაშქრობები ახალი
დედაქალაქისთვისაც ურთულესი გადასატანი აღმოჩნდა. ამ ლაშქრობებმა
გრემი თითქმის სრულიად დაანგრია და ყველანაირი დიდება წაართვა, რის
შემდეგაც მან აყვავება ვეღარ შეძლო და დაკარგა თითქმის ყველანაირი
სტატუსი. ამ ლაშქრობებიდან წლების შემდეგ როსტომ მეფის მემატიანე
წერს: ,,იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეულ
ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ ქმნილნი.”
XV საუკუნის შუახანებში გრემი, როგორც ირკვევა კლასიკური
ფეოდალური ქალაქი ხდება. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით
და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით
მდებარეობს მდინარე, ჩრდილოეთით კი - მთები. ქალაქი დაახლოებით
მოიცავდა 50 ჰექტარს, რომელიც დაცული იყო გალავნით. გრემის
არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან
შედგებოდა. ჩვენ აქ ვხვდებით გუმბათოვან მთავარანგელოზთა სახელობის
ეკლესიას, სამსართულიან სასახლე-სამრეკლოს, სამეურნეო ნაგებობებს,
დამცავ გალავანს და საიდუმლო გასავლელს მდინარისაკენ. აგრეთვე
ქალაქში არსებობდა აბანოები, ბაზარი და ქარვასლა. ქალაქის 3 მთავარი
ნაწილია: მთავარანგელოზთა კომპლექსი, სამეფო რეზიდენცია და სავაჭრო
უბანი. გრემის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილად ითვლება
მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელიც კლდოვანი ქედის
დაბოლოებაზეა წამომართული და შედგება მაღალ გალავანშემორტყმული
გუმბათოვანი ეკლესიის, 3 სართულიანი სასახლეის, სამრეკლო და
სამეურნეო ნაგებობებისაგან. Ტაძარი გეგმის მიხედვით კვადრატში
ჩახაზული ჯვარია და არქიტექტურული ტიპით ცეკნტრალურგუმბათოვან
ტაძართა გვიან შუა საუკუნეობრივ ტიპს მიეკუთვნება. ტაძარს უფრო
ადრეული ძეგლებისგან, პირველ რიგში, სამშენებლო მასალა გამოარჩევს.
იგი მთლიანად აგურით არის ნაგები და მხატვრულ ეფექტს მისი ფერი და
სხვადასხვა სიბრტყეზე ფიგურათა განთავსება ქმნის. მას სამი მხრიდან აქვს
შესასვლელი - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძრის
მოხატულობის თავდაპირველი ფენა შესრულებულია ლევან კახთა მეფის
დროს, სადაც თავადაც არის გამოსახული. ეს მოხატულობა XVII საუკუნის
დასაწყისში არც თუ ისე ხარისხიანად არის გადაკეთებული რუსი
მხატვრების მიერ. სასახლე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარზე უფრო
ადრე უნდა იყოს აგებული. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც გრემი გახდა
კახეთის მეფეთა რეზიდენცია - ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის,
გიორგი VIII-ის, ანუ კახეთის პირველი მეფის, გიორგი I-ის დროს. სასახლე
აგებულია თავდასაცავად ადვილ ადგილას და წარმოადგენს ერთგვარ
სინთეზს სამეფო სასახლისა და ამ პერიოდისთვის სახასიათო თავდაცვითი
ნაგებობისა. გარდა ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მიშენებული აქვს
კუთხის კოშკი, სათოფურებითა და სართულშორისი დამაკავშირებელი
ღიობებით. Სასახლის ესტეტიკაშიც, როგორც ტაძრისაში, გამოხატულია
შუა საუკუნეობრივი არქიტექტურა. სასახლესა და ტაძარს გარს მაღალი
გალავანი შემოსდევს, ამხრეთ კუთხესთან კი შემორჩენილია მდინარე
ინწობისკენ გასასვლელი საიდუმლო გვირაბი. ციხე-ქალაქის ნაწილს
შეადგენდა გალავნის გარეთ მდებარე შენობებიც. მათ შორის სამეფო
რეზიდენცია, სადაც იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა,
რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა. ვრცელი ტერიტორიაზე
იყო გაშენებული სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრშიც მდებარეობდა
ქულბაქები ანუ დახურული ბაზარი და ქარვასლა. აქვე აღმოჩნდა
აღმოსავლური სტილის აბანო, ცხელი და ცივი წყალმომარაგების
სისტემითა და შესაბამისი დანიშნულების ოთახებით. გრემი წყლით
მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან. გამოყვანილი არხის
საშუალებით. Სავარაუდოდ, აბანოები განკუთვნილი იყო აქ ჩამოსული
უცხოელებისათვის. ისტორიული გრემის კომპლექსი 1975 წლიდან
მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს. სასახლე-სამრეკლოში გამოფენილია
ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად მოპოვებული
არტეფაქტების ნაწილი. მუზეუმში სულ დაცულია 2 056 ექსპონატი. გრემში
აღმოჩენილი ნივთების ნაწილი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია
დაცული. მუზეუმ-ნაკრძალში ასევე წარმოდგენილია ფერწერული
ნამუშევრების სერია - მეფეთა პორტრეტები. გრემის ბოლო რესტავრაცია
2011 წელს დასრულდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ზაქარაია პარმენ, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს, თბილისი, 1990.
ზაქარაია პარმენ, საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბილისი, 1988.
ჭილაშვილი ლევან, კახეთის ქალაქები, თბილისი, 1980.

You might also like