You are on page 1of 2

ქართლი- საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა.

ქართლმა
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობის
ჩამოყალიბებაში,არამედ ერთიანი ქართული კულტურისა და ენის შექმნაში.

თავდაპირველად ქართლი სამ: შიდა ქართლის,ქვემო ქართლის და ზემო ქართლის


ერთეულებად იყოფოდა. მათ წყაროებში სხვა სახელწოდებითაც შევხვდებით. ასე მაგალითად:
შიდა ქართლი- ,,ზენა სოფელი’’; ქვემო ქართლი - ,,ქვენა სოფელი’’. რაც შეეხება ზემო ქართლს,
მას მესხეთიც ეწოდებოდა ( ისტორიული სამცხე- საათაბაგო).

ქართლს დასავლეთიდან იმერეთი, აღმოსავლეთიდან კახეთი, ჩრდილოეთიდან რუსეთი,


სამხრეთიდან სომხეთი და აზერბაიჯანის ნაწილი,ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან სამცხე-
ჯავახეთი ესაზღვრება .

მდინარეებიდან აღსანიშნავია: მტკვარი, ალგეთი, ხრამი, ლიახვი, ძამა და ა.შ.


ტბებიდან აღსანიშნავია: ჯანდარი, კუმისი,ბატეთი,ერწო და ა.შ.
ცნობილი კანიონი: დამბაშის ;
ქვემო ქართლი შედგება შემდეგი მუნიციპალიტეტებისგან: ბოლონისის (ძველი სახელწოდება
ლუქსემბურგი), გარდაბნის, მარნეულის,თეთრიწყაროს,დმანისის და წალკის. მხარეში შემავალი
თვითმართველი ქალაქია რუსთავი.

შიდა ქართლი მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს: კასპი, ხაშური, გორი, ქარელი. ასევე, შიდა
ქართლის ჩრდილოეთ ნაწილი ოკუპირებულია და ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის’’
სეპარატისტული რეჯიმის სახელით არის ცნობილი.

ქვემო ქართლის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ბოლნისის სიონი, ბეთანია,


სამშვილდე,ფიტარეთი, დმანისის ნაქალაქარი, , ბირთვისი და ა. შ.

შიდა ქართლის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:სურამის ციხე, უფლისციხე, ატენის


სიონი, გორის ციხე, ყინწვისი,სამთავისი, ურბნისი, ქვათახევი და სხვა.

ბოლნისის სიონი- ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


ძეგლი, აშენებულია V საუკუნეში. ამ ტაძარზეა შესრულებული ქართული დამწერლობის
უძველესი ნიმუშები, რომლებიც თარიღდება 493-494 წლებით.

ბეთანია- ჯვარ- გუმბათოვანი ტაძარი, აშენებულია XII-XIII საუკუნეებში. მდებარეობს


თბილისიდან 16 კილომეტრში, მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპიროზე. ამ ტაძრის კედელზე
შემორჩენილია გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ფრესკები. იმავე საუკუნის
მონასტერია ყინწვისი, სადაც დაცულია ასვე თამარ მეფის ფრესკა.

სამშვილდე - ერთ-ერთი უძველესი ციხე- ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს


თეთრიწყაროში. დღეს შემორჩენილია ნანგრევის სახით. სამშვილდე პირველდ იხსენიება
ქართლის სამეფოს წარმოქმნისთანავე, ძვ.წ IV-III საუკუნეებში.

ფიტარეთი- მონასტერი და ძველი ქართული კულტურის კერა. აქ მდიდარი წიგნსაცავი


იყო,მდებარეობს თეთრიწყაროში. აშენებულია XIII საუკუნეში.
ბირთვისის ციხე- იგივე ,,შეუპოვარი’’. ის აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა ქართლში.
პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და


საქალაქო ცენტრი. არსებობდა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში. მდებარეობს გორიდან 10
კილომეტრში.

ატენის სიონი- აშენებულია VII საუკუნეში, წააგავს მცხეთის ჯვრის მონასტერს. მდებარეობს
გორიდან 10 კილომეტრში( აქვეა დაცული ცნობა, არაბი სარდლის ბუღა თურქის შემოსევის
შესახებ).

გორის ციხე- ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.


არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. I ათასწლეულში ძლიერი
სიმაგრე იყო. ,,გორის ციხედ’’ წყაროებში XIII საუკუნეში მოიხსენიება.

ქვათახევის მონასტერი, მდებარეობს კასპში, აგებულია XII- XIII საუკუნეებში.


სურამის ციხე- სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს,მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის
ეკლესია, კოშკი და სასახლე. ვარაუდობენ, რომ ის აშენებულია ძვ.წ II საუკუნეში. ქართულ
ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625
წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად.

You might also like