You are on page 1of 2

საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და მისი

მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნები


1188 წელს გელათისადმი გაცემულ შეწირულობის სიგელში, ქართველ მეფეთა
ტიტულატურების შინაარსი მეტად მნიშვნელოვანია. იგი ნათელ წარმოდგენსა გვაძლევს
ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, კერძოდ , მფლობელობის საზღვრებზე .თამარის
ტიტულატურაში სწორედ ქართველი მეფის მფლობელობაში მყოფი ქვეყნებია
ჩამოთვლილი ; აფხაზთა , ქართველთა , რანთა , კახთა, სომეხთა ( ტაშირ- ზორაკერტი),
შრვანშა ( შრავანი) და შჰანაშა (შირაკი სამეფო)- აქ შვიდი სამეფოა ჩამოთვლილი , რომელიც
მეფე თამარის გამგებლობაში შედიოდა .თამარის ტიტულატურაში რეალურად ასისახა XII
საუკუნის მიწურულისა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური
სიძლიერე და გეოგრაფული სიდიდე.

მეფე თამარის შორსმჭვრეტელური პოლიტიკის წყალობით , საქართველოს სახელმწიფო


ზოგ ქვეყანას უშუალოდ იერთებდა - ,, სამეფოდ იჭერდა’. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა , როცა
დაპყრობილ ან შემოსაერთებელ ქვეყანაში ქრისტიანული მოსახლეობა ჭარბობდა . ქვეყნები
სადაც მოსახლეობა არაქრისტიანი,მუსლიმური სარწმუნოების მიმდევარი იყო,
საქართველოს სახელმწიფოსთან სხვა დამოკიდებულებაში იყვნენ. ასეთი დამოკიდებულების
ქვეყნები ,,ყმადნაფიცობის’’ პირობით იყვნენ სახელმწიფოსთნ , ე.ი საქართველოს მეფესთან
ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ. ამასტან ეს ქვეყნები გარკვეული ოდენობის ხარკს
უხდიდნენ საქართველოს. საკუთრივ მოხარკე ქვეყნებიდან საქართველოს სამეფო კარი
ზოგისაგან ერთდროულად იღებდა ხარკს, ზოგისაგან კი რეგულარულად.

XIII საუკუნის დასაწყისიში საქართველოს მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნები მეტი ჰყავდა,


ვიდრე ,, სამეფოდ დაჭერილი’’, შემოერთებული მიწები. XIII საუკუნის დასაწყისისათვის ,,
სამეფოდ დაჭერილ’’ მიწათა რიგში შირვანის დასავლეთი ნაწილი და ჩრდილოეთი სომხეთი.
ფართო და ვრცელი იყო თმარის დროს საქართველო, საქართველოს აღმოსავლეთის
საზღვარი ჩაღან- უსუნზე ანუ თეთრ წყლებზე გადიოდა, თეთრი წყლის აღმოსავლეთით
შირვანი მდებარეობდა. საკუთრივ საქართველოს ეთნიკური საზღვარი უფრო დასავლეთით -
გიშის წყალზე გადიოდა. საქართველოს სახელფწიფო და ეთნიკურ საზღვრებს შუა იყო
ყაბალა.საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით შავ ზღვამდე აღწევდა. სამხრეთი
საზღვარი- კარნუ ქალაქამდე , საქართველოს სამხრეთი საზღვარი ჩნს მდ.რახსი დანახჭევანი.
თამარის დროინდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი სპერია ( ჯავახეთის
სპერამდის’’) ჭოროხის ზემო წელზე მდებარე პროვინცია.

XII საუკუნის ათიან წლების საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი გადიოდა კავკასიონის


მთაქვარი ქედის გასწვრივ და საკუთრივ ჩრდილოეთი კავკასიის ნაწილი ( დვალეთი ,ხევი,
თუშეთი) უშუალოდ სამეფოში შემოდიოდა. ჩრდილო-დასავლეთით უკიდურესი წერტილი
ნიკოფსია იყო, ჩრდილო- აღმოსავლეთიტ კი - შამახის მთა. კავკასიონის (ე.ი საქართველოს
ჩრდილოეთის საზღვრის) მიღმა მდებარეობდა საქართველოს ყმადნაფიცი (ვასალური)
ქვეყნები : ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი,
დარუბანდი.საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ აგრეთვე აღმოსავლეთ შირვანი და რანი.

საქართველოს ხარკს უხდიდნენ:ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო,კარნუ- ქალაქის


საამირო,ნახჭევანის საამირო .

You might also like