You are on page 1of 2

უძველესი ცივილიზაციები

ძვ.წ. IV ათასწლეულში ჩამოყალიბდა უძველესი ცივილიზაციები, ანუ


სახელმწიფოებრივი გაერთიანებები - ეგვიპტე და შუმერი. ესენი იყო სამდინარო
ცივილიზაციები: ეგვიპტე - ნილოსის პირას, შუმერი - ევფრატისა და ტიგროსის
პირას.
მდინარე უზრუნველყოფდა მიმდებარე ტერიტორიის ნაყოფიერებას, თანაც, ადამიანს
ორგანიზებულ შრომას აჩვევდა. ეს შენიშნა „ისტორიის მამამ“ - ჰეროდოტემ (ძვ. წ. V
საუკუნე) თავის თხზულებაში „ისტორია“.
მეოთხე ათასწლეულის ბოლოს გაერთიანდა ეგვიპტე (ზემო, ანუ სამხრეთი და ქვემო,
ანუ ჩრდილოეთი სამეფოები). მეფე-ღმერთი - ფარაონი. მათ ჰქონდათ
იეროგლიფური დამწერლობა.
შუმერები სახლდებიან სამხრეთ შუამდინარეთში (მესოპოტამიაში), მდინარეებს
ევფრატსა და ტიგროსს შორის,დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე. მათ ჰქონდათ
ლურსმული დამწერლობა. შექმნეს პირველი კანონები, რომლებმაც ჩვენამდე
ფრაგმენტულად მოაღწია.
შუმერები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებში. ერთ-ერთი იყო
ურუქი.
ძვ.წ.III ათასწლეულში სემიტური მოდგმის ხალხმა - აქადელებმა (მეფე სარგონ
დიდი) მოახდინეს შუმერების ასიმილაცია. შუმერები განადგურდნენ.

ძვ.წ. II ათასწლეულში დაარსდა ასურეთი და ბაბილონი, როგორც სემიტური ქალაქ-


სახელმწიფოები მესოპოტამიაში. ისინიც სამდინარო ცივილიზაციები იყო.
ქალაქი ბაბილონი მდებარეობდა იმ ადგილას, სადაც მდ. ტიგროსი და ევფრატი
ყველაზე მეტად უახლოვდება ერთმანეთს, ანუ ვაჭრობისთვის მეტად მოსახერხებელ
ადგილას.
ხამურაბი - ბაბილონის მეფე. მან მოახერხა პატარა ქალაქ-სახელმწიფო მთელი
შუამდინარეთის ბატონად ექცია. ხამურაბი ცნობილია კანონებით, რომლებიც
დაწერილია შავი ქვის სტელაზე და დღემდეა შემორჩენილი.

ქალაქ-სახელმწიფო ასურეთი მდებარეობდა ჩრდილო მესოპოტამიაში, მდ. ტიგროსის


შუა წელზე. ასური //აშური იყო მათი ღვთაება.

ძვ.წ I ათასწლეულში დაარსდა ურარტუ მცირე აზიის ნახევარკუნძულის


აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის ტბასთან.
მისი მეფეები იყვნენ :
1) მენუა (ძვ.წ. IX ს )
2) არგიშთი I (ძვ.წ. VIIIს-ის პირველი ნახ.)
3) სარდურ II (ძვ.წ. VIIIს-ის მეორე ნახ.)

პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები და მათი


ურთიერთობა ასურეთთან და ურარტუსთან

უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა ძვ.წ. XII


საუკუნეში. მდებარეობდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
უძველესი ქართული ცივილიზაცია ასურულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც
დაიაენი, ურარტულში - დიაოხი, ბერძნულში - ტაოხი . (დედაქალაქი-ზუა)

IX საუკუნეში აღმოსავლეთ შავისზღვისპირეთში, დღევანდელ დასავლეთ


საქართველოს ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო (დედაქალაქი -
ილდამუში).

ძვ.წ. XII საუკუნეში ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I უტევს ჩრდილოეთით


მდებარე უძველეს ქართულ ცივილიზაციას, ანუ პირველ ქართულ
სახელმწიფოებრივ გაერთიანებას - დაიაენ/დიაოხს (პირველი ქართველი მეფე -
სიენი). ასურეთის მეფემ სიენი შეიპყრო, თავისი ქვეყნის დედაქალაქ აშურში წაიყვანა
და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა.

VIII საუკუნის I ნახევარი - ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ილაშქრა დიაოხში და აიღო
მისი დედაქალაქი ზუა. დააკისრა ხარკი - ბევრი მინა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი...
მენუას და არგიშთის, აგრეთვე, კოლხას, ლაშქრობების შედეგად, დიაოხი წყვეტს
არსებობას (XII-VIII სს.). მისი ტერიტორია ურარტუმ და კოლხეთმა გაიყვეს.

VIII საუკუნის II ნახევარი - ურარტუს მეფე სარდურ II-მ ორჯერ ილაშქრა კოლხეთში
და ააოხრა მისი დედაქალაქი ილდამუში.

You might also like