You are on page 1of 70

1)ძველი აღმოსავლეთის ქრონოლოგიური და

გეოგრაფიული ჩარჩოები
ესაა უძველესი კლასობრივი საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ისტორია,
რომლებიც სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნებში წარმოიშვა ხელსაყრელი პირობებით.
პრიმიტიული ტექნიკითაც კი ხალხის ფართო მასების ენერგიული შრომით
ხერხდებოდა უხვი მოსავლის მიღება. ტერმინი „აღმოსავლეთი“ ამ რაიონის
აღსანიშნავად შემუშავდა ევროპაში. ეს ტერიტორია მოიცავს იმ უძველეს ქვეყნებს
რომლებიცაა: ეგვიპტე, შუამდინარეთი (მესოპოტამია), მითანი, სირია-პალესტინა,
ხეთების სამეფო, ფინიკია, ირანი, ურარტუ, ინდოეთი, ჩინეთი. ესაა კაცობრიობის
ისტორიის უძველესი ეტაპი კლასობრივი საზოგადოებების განვითარების მხრივ.
სწორედ ამ პერიოდში იწყება ქონებრივი დიფერენციაცია, საირიგაციო სისტემების
მოწყობა, კანონთა არაერთი კრებულის შექმნა, რაც ყველაზე მთავარი და
გარდამტეხია-დამწერლობის დაბადება.ძველი შუამდინარეთის სოციალური და
პოლიტიკური ცხოვრების სფეროში მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია
უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული
პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების შესასრულებლად საჭირო იყო
ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან განაპირობა მოსახლეობის ისეთ
რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა და ათასწლეულებით
შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III ათასწლეულის ხანის
შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე) დაფარული იყო მცირე
სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს პოლიტიკუ ერთეულს,
რომლის ცენცრი ქალაქია, მისი მეთაური კი ენსი, ან ლუგალი, რომელიც ავრცელებს
ძალაუფლებას გარშემო ტერიტორიაზე. ასეთი პოლიტიკური გაერთიანებები
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, თუმცა იყო გამუდმებული
ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით შედგენილმა მეფეთა
სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი ხდება თუ რომელი ქალაქის მიერ იყო
შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური ერთეული.პირველ კულტურებში
ძირითადად განიხილება ეგვიპტისა და შუამდინარეთის. ქრონოლოგიურად
უძველესი ქალაქი არის ერიდუ, სადაც პირველად გაჩნდა სამეფო ხელისუფლება.
ეგვიპტის გადმოსახედიდან ისტორია ითვლება X უცნობი დროიდან ძვ.წ. 3000
წლამდე, რასაც წინაისტორიული ან წინადინასტიური ეწოდება.ეგვიპტისთვის
უძველესია ბადარაული კულტურა, მის შემდეგ მოდის ამრატიული კულტურა,
სადაც უკვე ჩნდება უკვე იარაღი, ანუ ყალიბდება პოლიტიკური პროცესი და აგრესია.
ძველი ეგვიპტის ფარაონებმა შექმნეს პირველი ქვეყანა სრული ცენტრალიზაციით,
რაც პირველია ისტორიაში. ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციების კვლევისას
აღსანიშვანია ფაქტი, რომ საწარმოო შრომა ძირითადად მოდიოდა თავისუფალ
ადამიანებზე და არა მონებზე, განსხვავებით ანტიკური ეპოქის ქვეყნებისა
(საბერძნეთი რომი).ანუ სოციალურ-ეკონომიკურ წყობილებას არ შრიძლება ეწოდოს
მონათმფლობელური. მიუხედავად სამხედრო ტყვეების დიდი რიცხვისა, მათი
გამოყენება მონუშ შრომაშ მცირეა. მსხვილ მიწათმფლობელობაში მონათა
ექსპლუატაცია რთული იყო, ამიტომ არჩევდნენ მონების ყმებად გადაქცევას და
წვრილი მეურნეობის განვითარებას. ამგვარად ეპოქა ახლოს დგას ადრეფეოდალურ
თუ წინაფეოდალურ წყობასთან, ვიდრე მონათმფლობელობასთან. სწორედ ძველ
აღმოსავლეთში ყალიბდება სახელმწიფო მართვის მოდელები, სოციალური ფენები,
საგადასახოდო სისტემები, გაღმერთებისა და გაადამიანურების ფაქტები. ამ ხანის
სწავლა საინტერესოა საქართველოს ისტორიის თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ
ქართველი ხალხი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ხალხს წარმოადგენს. იგი ადრე
გამოდის ცივილიზებული ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ ძველი აღმოსავლეთის
ხანაში ქართველთა შორეულ წინაპრბს ურთიერთობა ჰქონდათ რიგი
ძველაღმოსავლური სახელმწიფოს მოსახლეობასთან (ხეთებსა და მითანის
სამეფოები, ურარტუ, ირანი და სხვა). ამა თუ იმ მოვლენის განსაზღვრა-განხილვაში
გვეხმარბა ბიბლიაც, თუმცა ის, როგორც რელიგიური დატვირთვისკრებული,
ისტორიული მსჯელობისთვის გამოუსადეგარია. ეგვიპტის ისტორიის
პერიოდიზაციის გადმოცემაში ლომის წვლილი შეიტანა ძვ.წ. III ს-ის ეგვიპტელმა
ქურუმმა პტოლემაიოსმა. მან დაყო ეგვიპტის ფარაონები დინასტიების მიხედვით
მენესიდან მაკედონელამდე 30 ნაწილად, ხოლო მენესამდელი ეპოქა შეავსო
ღმერთებისა და ნახევრადღმერთების ლეგენდარული დინასტიებით. უამრავ ცნობას
ინახავს ასურეთის მეფე ასურბანიფალის უდიდესი ბიბლიოთეკაც. ამ მეფემ მოკრიბა
ყველა ხელნაწერი, რომელსაც კი მისწვდა და ერთად მოუყარა თავი. ხაზგასასმელია
მცირე აზიის სოფელ ბოზაღქოიში აღმოჩენილი 10000-მდე ტიხის ფირფიტა.
სტრაბონის გადმოცემული გეოგრაფია და პლუტარქეს ეგვიპტის რელიგია ბევრ
ინფორმაციას შეიცავს. ასევე კტეზიასი, რომელმაც სპარსეთის მეფის კარზე ექიმად
მუშაობისას შეადგინა „სპარსეთის ისტორია“. ეგვიპტური იეროგლიფებისა და
ლურსმნული წარწერების ამოკითხვისას ყურადღება მიექცა წყაროებში
დადასტურებულ მოვლენათა დათარიღების საკითხს, რადგანაც ძველაღმოსავლურ
ხანაში მცხოვრებ ხალხებს, რომლებმაც შექმნეს პირველი კლასობრივი
საზოგადოებები, არ გააჩნდათ დროის გაზომვის ერთნაირი ქრონოლოგიური სიტემა.
ცხადი იყო ერთადერთი ფაქტი, რომ ყველა ეს მოვლენა იყო ქრისტემდე. მართალია
არ იყო ქრონოლოგიური სიტემა, მაგრამ იყო დროის განსაზღვრის პრაქტიკა
პირობითად აღებული მომენტიდან ცალკეული წლების გადაანგარშების
საშუალებით. ციურ მნათობებზე დაკვირვებამ განაპირობა წელიწადის დროებისა და
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების ვადები. ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ მზის
კალენდარი ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათ-ში. ეგვიპტელებმა იაგარიშეს 1460 წლიანი
„სოთისის პერიოდი“, ანუ ვარკვლავ სირიუსის მოძრაობის ციკლი. შუამდინარეთის
ხალხთა კულტურის შესწავლა ძვ.წ. IV ათ-დან იწყება, კერძოდ, 3800-3500 წწ-დან.
უკვე ურუქის ტერიტორიაზე კულტურა ჩანს 3500-3000 წწ-ში. სწორედ ეს პიროდი
მოიხსენიება „კულტურულ რევოლუციად“ შუამდინარეთის ისტორიაში.
ლურსმნული დამწერლობის უძველესი კვალი ეკუთვნის ურუქის IV ფენას (IV ათ-ის
დასასრულს).

2)შუამდინარული ქალაქ-სახელმწიფოები.
ძველი შუამდინარეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში
მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და
მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების
შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან
განაპირობა მოსახლეობის ისეთ რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა
და ათასწლეულებით შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III
ათასწლეულის ხანის შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე)
დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს
პოლიტიკუ ერთეულს, რომლის ცენცრი ქალაქია, მისი მეთაური კი ენსი, ან ლუგალი,
რომელიც ავრცელებს ძალაუფლებას გარშემო ტერიტორიაზე. ასეთი ქოლიტიკური
გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, თუმცა იყო
გამუდმებული ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით
შედგენილმა მეფეთა სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი ხდება თუ რომელი
ქალაქის მიერ იყო შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური ერთეული.
ქრონოლოგიურად უძველესი ქალაქი არის ერიდუ, სადაც პირველად გაჩნდა სამეფო
ხელისუფლება. მაგრამ დროის სვლამ ერიდუ უკან დახია და ის აღარ ასრულებდა
აქტიურ როლს შუამდინარეთში. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოვიდა ქალაქი ური,
რომელმაც ადრედინასტიურ ხანაში (ძვ.წ. III ათ-ის I ნახ-ში) მიაღწია დიდ ეკონომიკუ
და პოლიტიკურ ძლიერებას, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების
შედეგად მოპოვებული მდიდარი მასალა, რომელიც ეკუთვნის ურის I დინასტიის
ხანას. მეფეთა სიაში ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს ქალაქი ურუქი,
დამწერლობის სამშობლო. აქ მეფობდა გილგამეში, რომლის გარშემოც შეიქმნა
უამრავი ლეგენდა და რაც მთავარია, დაიწერა გილგამეშის ეპოსი, ცნობილი როგორც
გილგამეშიანი. ერთ-ერთ ასეთ გადმოცემაში საუბარია გილგამეშისა და ქალაქ ქიშის
მეფე აგას ბრძოლაზე. ქალაქი ქიში პრეტენზიას აცხადებდა მთელს შუამდინარეთზე
და მისმა მეფემ გილგამეშს ელჩები გაუგზავნა ჩაბარების მოთხოვნით. გილგამეშმა კი
აზრი ჰკითხა უხუცესთა საბჭოს, რომელმაც არ ისურვა ბრძოლა და დანებებისკენ
მოუწოდა მეფეს. ამის მერე გილგამეშმა აზრი ჰკითხა გურუშთ, ანუ მოქალაქეთა
კრებას იგივე კითხვით, რომლებიც ემხრობიან ბრძოლას თავისუფლებისათვის.
ბრძოლა შედგა და, როგორც ვიგებთ, დასრულდა ზავის დადებით. ეს ისტორია
გვიყვება ძალიან დიდ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დროს
სახალხო მმართველობის ორგანოებს, რომლებიც ადრეული ხანიდანვე
შემონახულიყო. ანუ მეფე ვალდებულია მათ შეეკითხოს გადაწყვეტილების მიღება,
მაგრამ იკვეთება გარემოებაც, რომ ის არაა ვალდებული დაემორჩილოს უხუცესთა
საბჭოს. ანუ ფაქტია ამ პერიოდიდან უკვე დაიწყო მეფის შეუზღუდავი დესპოტური
ხელისუფლების ჩამოყალიბება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო
ქალაქსახელმწიფოები: ლაგაში (რომელის მეფე ეანათუმიც იპყრობს ურუქის,
ლარსასა და ერიდუს სამეფოებს, რითაც აერთიანებს სამხრ. შუამდინარეთს), უმა
(რომლის მეფე ლუგალზაგესმაც შემდგომ ჰეგემონობა მოიპოვა სამხრეთ
შუამდინარეთში), ოპისი, ლარსა (ერთი პერიოდი, როდესაც აქ ელამელი რუმსუენი
მეფობდა, ლარსას სამეფო გაბატონდა სამხრ. შუამდინარეთში), ადაბი, ნიფური
(შუმერთა უზენაესი ღვთაება ენლილის ტაძრის წმინდა ქალაქი), ისინი (ამ ქალაქის
მეფე ლიფითიშთარმა შექმნა ერთ-ერთი უძველესი კანონთა კრებული ხამურაბამდე),
მარი, ეშნუნა, აქადი. ეს უკანასკნელი ძალიან დიდ ისტრორიას ფლობს. ქ. აქადი
დაარსეს სემიტებმა III ათ-ში, რაც შემდგომ იქცა ჩრდილოეთ შუამდინარეთის
ცენტრად, საიდანაც სარგონ აქადელის ხელით გაერთიანდა ჩრდ და სამხ. არანაკლებ
მდიდარი ისტორია აქვს ბაბილონს, რომელიც წინასარგონულ ხანაში ტიგროსსა და
ევფრატს შორის აღმოცენდა და შემდგომში შუამდინარეთის უდიდეს რელიგიურ
ცენტრად იქცა, პოლიტიკური თვალსაზრისით კი ორჯერ შეძლო დიდების მოპოვება.
ძველი ბაბილონის ხანაში აქ შეიქმნა უმნიშვნელოვანესი სამართლის კრებული
„ხამურაბის კანონები“.ამ ქალაქსახელმწიფოებში და ზოგადად ძველი აღმოსავლეთის
ისტორიაში მონური შრომა არ იყო ისეთი ფართო, როგორც ანტიკურ ეპოქაში და
ძირითადი წარმოება ყველა სფეროში თავისუფალ მეთემეებზე მოდიოდა, გარდა
ბაბილონის ახალი სამეფოს ეპოქისა, სადაც საირიგაციო სამუშაოებზე ძირითადად
სამხედრო ტყვეებს ამუშავებდნენ.

3)შუამდინარეთი ურუქის ხანაში


ძველი შუამდინარეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში
მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და
მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების
შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან
განაპირობა მოსახლეობის ისეთ რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა
და ათასწლეულებით შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III
ათასწლეულის ხანის შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე)
დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს
პოლიტიკურ ერთეულს, რომლის ცენტრი ქალაქია, მისი მეთაური კი ენსი, მეფე ან
ლუგალია, რომელიც ავრცელებს ძალაუფლებას გარშემო ტერიტორიაზე. ასეთი
პოლიტიკური გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ,
თუმცა იყო გამუდმებული ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია
მოგვიანებით შედგენილმა მეფეთა სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი
ხდება თუ რომელი ქალაქის მიერ იყო შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური
ერთეული. ქრონოლოგიურად უძველესი ქალაქი არის ერიდუ, სადაც პირველად
გაჩნდა სამეფო ხელისუფლება. მაგრამ დროის სვლამ ერიდუ უკან დახია და ის აღარ
ასრულებდა აქტიურ როლს შუამდინარეთში. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოვიდა
ქალაქი ური, რომელმაც ადრედინასტიურ ხანაში (ძვ.წ. III ათ-ის I ნახ-ში) მიაღწია
დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას, თუმცა მეფეთა სიაში ყველაზე დიდ
ყურადღებას იქცევს ქალაქი ურუქი, დამწერლობის სამშობლო.ურუქში აღმოჩენილი
კულტურა ეკუთვნის ძვ.წ. IV ათ-ის ბოლოსა და III ათ-ის დასაწყისს. ის ელ-უბაიდში
აღმოჩენილ კულტურის (3800-3500) შემდგომ ჩამოყალიბდა 3500-3000 წწ-ში და
განვითარდა. სწორედ ურუქის ამ პერიოდის კულტურის შექმნა მიიჩნევა
„კულტურულ რევოლუციად“ შუამდინარეთის ისტორიაში. ეპოქის მთავარი მიღწევა
სამეთუნეო ჩარხია, კერამიკის კარგი გამოწვა და პროპორციებია. არქიტექტურის
განვითარება შეიჩნევა ყველა ნაგებობაში. ურუქის V აქეოლოგიურ ფენაში
(XXXIV)იპოვეს ქვის ფუნდამენტზე აგებული სვეტებიანი ტაძარი, ძირითადი მასალა
კი აგურია, შიდა ინტერიერში მოზაიკა. ვითარდებ სპილენძის დამუშავება, რაც წინ
სწევს მეურნეობას. სწორედ ამ პერიოდში მოიგონეს დამწერლობა, რისი შექმნის
აუცილებლობაც განაპირობა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული
მომენტების საჭიროებამ. ურუქის IV არქეოლოგიურ ფენაში (IV ათ-ის დასასრული)
ნაპოვნია ლურსმნულის უადრესი პიქტოგრაფიული სამეურნეო ტექსტები. III-II
არქეოლოგიური ფენის კულტურები უკვე III ათ-ის დასასრულს განეკუთვნება (3000-
2800). ამ უკანასკნელი ეპოქის ბოლოს მთელი სამხ. შუამდინარეთის ათვისება უკვე
მომხდარი ფაქტია და აღმოცენდა რიგი ქალაქები, მათ შორის ურუქი. გადმოცემით აქ
მეფობდა გილგამეში(XXVII), რომლის გარშემოც შეიქმნა უამრავი ლეგენდარული
ისტორია და რაც მთავარია, დაიწერა გილგამეშის ეპოსი, ცნობილი როგორც
„გილგამეშიანი“. არის მრავალი გადმოცემა და ერთ-ერთ ასეთ გადმოცემაში საუბარია
გილგამეშისა და ქალაქ ქიშის მეფე აგას ბრძოლაზე. ქალაქი ქიში პრეტენზიას
აცხადებდა მთელს შუამდინარეთზე და მისმა მეფემ გილგამეშს ელჩები გაუგზავნა
ჩაბარების მოთხოვნით. გილგამეშმა კი აზრი ჰკითხა უხუცესთა საბჭოს, რომელმაც
არ ისურვა ბრძოლა და დანებებისკენ მოუწოდა მეფეს. ამის მერე გილგამეშმა
მიიმართა „გურუშთ“, ანუ მოქალაქეთა კრებას იგივე კითხვით, რომლებიც ემხრობიან
ბრძოლას თავისუფლებისათვის. ბრძოლა შედგა და, როგორც ვიგებთ, დასრულდა
ზავის დადებით მხარეებს შორის. ეს ისტორია გვიყვება ძალიან დიდ ფაქტს, თუ
რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დროს სახალხო მმართველობის ორგანოებს,
რომლებიც ადრეული ხანიდანვე შემონახულიყო. ანუ მეფე ვალდებულია მათ
შეეკითხოს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იკვეთება გარემოებაც, რომ ის არაა
ვალდებული დაემორჩილოს უხუცესთა საბჭოს. ანუ ფაქტია ამ პერიოდიდან უკვე
დაიწყო მეფის შეუზღუდავი დესპოტური ხელისუფლების
ჩამოყალიბება.მესოპოტამიის ამ ეპოქის და მის შემდგომ კულტურულ ღირებულებას
მოწმობს არა მხოლოდ მდიდარიარქეოლოგიური მასალა, არამედ„გილგამეშიანის“
არსებობა (აღმოაჩინეს ასურბანიფალის ნინევიის ბიბლიოთეკაში). ესაა დღეისათვის
ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო
მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო
ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის
მეფის გილგამეშის შესახებ.ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია
მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე
ამაღლებულ ენქიდუს შორის. ენქიდუ შექმნეს ღმერთებმა, რათა დაებალანსებინათ
სამყაროში გილგამეშის სიძლიერე. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ
ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით
ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია
სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან,
საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში
ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს
ურუქში. გილგამეშის მიზანი უკვდავების მოპოვებისაკენ სწრაფვაა, რომელსაც ვერ
ახერხებს, რადგანაც ადამიანური ბუნებისთვის არაა ეს. მსგავსი ფილოსოფიური
გააზრება ადამიანსა და ცხოვრებაზე იმდენად დიდ მნიშვნელობად იქცა, რომ ეს
ისტორია ერთგვარი ბიბლიაა ძველი აღმოსავლეთისათვის.ურუქის ხელმეორედ წინა
პლანზე წამოწევა მოხდა მისი მეფე უთეხენგალის დროს (XXII), რომელმაც იკისრა
შუამდინარეთის დამაქცეველ მომთაბარე გუთების წინააღმდეგ კოალიციის
მეთაურობა და დაამარცხა კიდევაც მათი მეფე თირიქანი (დაატყვევა). უთეხენგალმა
აღადგინა შუმერისა და აქადის სამეფო. სწორედ ამის შემდეგ დაწინაურდა ურის III
დინასტია.გილგამეშის შემდგომი საუკუნეების განმავლობაში ურუქი ინარჩუნებს
ისტორიულ ღირებულებას, თუმცა არა მუდამ დამოუკიდებელ მდგომარეობაში,
რადგანაც ეს ქალაქი არაერთი დიდი იმპერიისა და სამეფოს ხელიდან ხელში
გადადიოდა. მაგალითად ლუგალზაგესი, რომელმაც ურუქაგინას ჩამოგდების
შემდეგ გაილაშქრა და აიღო ურუქი, გააერთიანა სამხ. შუამდინარეთი და თავის
ტიტულატურაშიშეიტანა „ურისა და ურუქის მეფე“, ლაგაშის მეფე ეანათუმი,
რომელმაც დაიპყრო ურუქი, ლარსას მეფე რიმსუენი, ბაბილონის მეფე ხამურაბი და
სხვა.

4)შუამდინარეთი ლაგაშის პერიოდში


ძველი შუამდინარეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში
მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და
მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების
შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან
განაპირობა მოსახლეობის ისეთ რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა
და ათასწლეულებით შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III
ათასწლეულის ხანის შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე)
დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს
პოლიტიკუ ერთეულს, რომლის ცენცრი ქალაქია. ასეთი პოლიტიკური
გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, თუმცა იყო
გამუდმებული ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით
შედგენილმა მეფეთა სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი ხდება თუ რომელი
ქალაქის მიერ იყო შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური ერთეული. ერთ-ერთი
ასეთი ქალაქ სახელმწიფო იყო ლაგაში, რომლის შესახებაც ისტორიას ვეცნობით
სატაძრო არქივებში დაცული ტექსტებით. ძვ.წ. 2500-2370 ლაგაშს მართავენ ძლიერი
მეფეები, რომლებმაც შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიის გაერთიანება
ძალაუფლების ქვეშ. ამ მეფეთა დინასტიის დამაარსებელია ურნანშე. ურნანშეს დროს
შედგენილ ტექსტებში ის დიდ აღმშენებლად მოიხსენიება და ერთ-ერთ ბარელიეფზე
ჩანს, რომ თვით ენსს მიაქვს საშენი აგური, ანუ ხაზი ესმება მის პირად ინტერესესს
ტაძრების შენებისა. ლაგაში სამხსდრო ძლიერებაშია ურნანშეს შვილიშვილის
ეანათუმის დროს. მისი წინამორბედების დროს ლაგაში არის ვასალი ქიშის მეფე
მესილიმასი. ეანათუმმა სწორი პოლიტიკით არამარტო შეძლო გათავისუფლება,
არამედ კიდევაც დაიპყრო და შეიერთა ქიშის სამეფო. დიდხანს ებრძოდა ეანათუმი
უმას მეფე უშის. ამ ორ ქალაქს შორის ბრძოლის მიზეზი ნაყოფიერი სარწყავი არხების
ხელში ჩაგდების სურვილი იყო. ეს კონფლიქტი უმამ დაიწყო, რომელმაც მიიმხრო
ოპისი და ქიში, მოთხარა სასაზღვრო ბოძები, აიღო ველი და მიადგა ლაგაშს.
ქალაქთან ეანათუმმა სასტიკად დაამარცხა მოკავშირეთა ჯარი და შეიჭრა უმაში. მან
არა მარტო ნაყოფიერი ველი, არამედი მეტიც დაიკავა. მისი ეს ბრწყინვალე ისტორია
მოთხრობილია ე.წ. „ძერათა სტელაზე“ (მტრის გვამებით მოფენილ ველზე
დაფრინავენ ძერები. აქვეა თავად ეანათუმი, რომელიც მუძრვის ჯარს). ეს სტელა
უძველესი ბარელიეფის შედევრია. ასევე ძერათა სტელა გვაცნობს იმდროინდელ
სამხედრო სტანდარტს- ჩანს შუბები, მუზარადები, საომარი ეტლები, სადაც აბამდნენ
ვირებს. ეანათუმმა მეზობლებზეც გაილაშქრა და დაიმორჩილა ოდესღაც ძლიერი
ური, ხოლო ურუქი, ლარსისა და ერიდუს აღებით გააერთიანა სამხ. შუამდინარეთი.
ამ წარმატებით მან ჩრდილოეთს მიაპყრო მზერა- სძლია ქიშსა და ოპისს. ასევე
ეანათუმი მოგვითხრობს ელამში გამარჯვებასაც. აქტიური სამხედრო მოღვაწეა მისი
შვილიშვილი ენთენემა. დიდი სამხედრო კამპანიებისათვის საჭირო რესურსი
შემოდიოდა გადასახადებით, მაგრამ როდესაც დასრულდა ომები და დაიწყო
მშვიდობიანობის ერა არისტოკრატიამ უარი თქვა გადასახადების შემცირებასა და
ერთი მეორე მიზეზის მიყოლებით ზრდიდნენ მას ხალხისა და ქურუმებისთვის. ამან
ყოველ ზღვარს გადააჭარბა ლუგალანდას მეფობისას (XXV ს-ის 80-
იანებში).პირველად სამეფო კარმა დააზარალა სატაძრო სივრცე. მეფეს სურდა ამ
სიმდიდრის ქონა და შეძლო კიდეც. საბუთებშ იკითხება, რომ ქალღმერთ ბაბას
უმდიდრესი სატაძრო ქონება დედობალ ბარნამთარას საკუთრებაა. ანუ ქურუმები
სრულად უნდა ყოფილიყვნენ ენსის მსახურნი და მისი გადასახადების მხდელნი.
ამან გააჩინა ოპოზიციური მისწრაფებები. მაშინდელი ისტორიკოსის ცნობებით,
ლუგალანდას საფინანსო პოლიტიკა უმახინჯესი ფორმისა იყო. მეფის ხალხი თემებს
ძარცვავდნენ გადასახადის აკრეფის საბაბით. გადასახადს მეთევზედან მეთემემდე
იხდიდა ყველა. უნდა გადაეხადა კაცს ფული თუ ის ცოლს გაშორდებოდა. მწყემსს
უნდა ეხადა ცხვრის გაკრეჭის უფრო მეტი თუ ცხვარი იყო თეთრი. ბევრს
ართმევდნენ ჭირისუფლებს. სიტუაციით ისარგებლა ლაგაშის წარჩინებულმა
ურუქაგინამ, რომელმაც ხალხის უკმაყოფილება მეფისკენ მიმართა. ლუგალანდა
აჯანყების გარეშე გადააყენეს, დაუზუსტებელია მისი და დედოფლის ბედი. 2370
გამეფდა ურუქაგინა. ის არ იყო მეფური სისხლის და ემყარებოდა ხალხსა და
ქურუმობას. თავიდანვე გაატარა რეფორმები ხალხისა და ქურუმობისთვის. მეფობის
6 წელში გააუქმა ლუგალანდას ბინძური საგადასახადო სისტემა. შეამცირა
გადასახადების ამკრეფნი. შეიზღუდა არისტოკრატთა ძალმომრეობა. მაგალითად
მიიღეს კანონი ასე, რომ „თუ მდიდრის მეზობლად ცხოვრობს ღარიბი და მდიდარს
სურს ამ ღარიბის სახლი უნდა შესთავაზო ფული, თუ უარს მიიღებს არ უნდა
წაართავას“. განიდევნენ მევალეები, ქურდები და მკვლელები. მეფე ამაყად აცხადებს,
რომ ქვრივები და ობლები დაიცვა, სავალო კაბალისგან კი ხალხი გაათავისუფლა.
მისი თქმით მან ღვთაება ნინგირსუსთან დადებული პირობა გამოსცა კანონების
სახით (კანონებმა ვერ მოაღწია და დიდი ალბთობით გაანადგორეს მეფის
ჩამოგდებისას). ურუქაგინამ სატაძრო ქონება გამოაცხადა ხელშეუხებლად და მოხსნა
გადასახადები, მაგრამ მიწაზე გავლენა მაინც ჰქონდა. მიზნად იყო გვაროვნულ
დარგში არისტოკრატიის უფრო დასუსტება, მაგრამ ვერ მოესწრო. რეფორმაციის
გარდა, იყოპ დიდი აღმშენებლობაც. მოეწყო სარწყავი არხები, ტაძრები და
სასახლეები, გამარგრდა ქალაქის კედლები, რათა აემაღლებინა
თავდაცვისუნარიანობა. მალე მოახდა კიდევაც შეტევა უმას მეფე ლუგალზაგესისგან,
რომელსაც მიემხრო ურუქაგინას ოპოზიცია არისტოკრატია, რეფორმებით
უკმაყოფილო წრე-„მეხუთე კოლონა“. ლუგალზაგესმა ისარგებლა შიდა
მოურიგებლობით შეიჭრა ქალაქში. ურუქაგინა ჩამოაგდდეს, ლაგაში ააოხრეს.
გაუქმდა მისი რეფორმებიც. ლუგალზაგესმა მალევე აიღო ურუქი, ლარსა და ადაბი,
რითაც გახდა ურისა და ურუქის მეფე. მისი მიზანი იყო ჩრდილოეთიც და,
მიუხედავად ქიშის მეფე ურზაბაბას დამარცხებისა, მაინც ვერ გაბატონდა, რადგანაც
ადგილობრივი სემიტები უკვე დიდ ძალად ქცეულიყვნენ. სამხრეთ შუამდინარეთის
ძლიერი მეფის ხელში ყოფნან გააძლიერა რეგიონი. გაიყვანეს ახალი სარწყავი არხები
და დაიწყო აღმშენებლობა. ახალი ადმინისტრაციის ცენტრები ური და ურუქი
გაბრწყინდნენ. ლუგალზაგესი ამაყობს, რომ სამეფოში სიმრვიდეა და მინდვრები
ირწყვება. ლუგალზაგესს უწია ურუქაგინას ცოდვამ და მისი პარპაში დიდხანს არ
გაგრძელდა. ასპარეზზე გამოვიდა ჩრდ. შუამდინარეთში შექმნილი სემიტური
გაერთიანება, კერძოდ, აქადის მეფე სარგონი. შუამდინარეთმა ვერ დაიტია ეს ორი
დიდი მეფე და დაიწყო ობრძოლა. გაიმარჯვა სარგონმა, რომელმაც ლუგალზაგესი
მსხვერპლად შეწირა.

5)შუამდინარეთი აქადის პერიოდში


ძველი შუამდინარეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში
მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და
მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების
შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან
განაპირობა მოსახლეობის ისეთ რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა
და ათასწლეულებით შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III
ათასწლეულის ხანის შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე)
დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს
პოლიტიკუ ერთეულს, რომლის ცენცრი ქალაქია. ასეთი პოლიტიკური
გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, თუმცა იყო
გამუდმებული ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით
შედგენილმა მეფეთა სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი ხდება თუ რომელი
ქალაქის მიერ იყო შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური ერთეული.ერთ-ერთი
ასეთი ქალაქი იყო აქადი, ტიგროსსა და ევრფრატს შორის ყველაზე ახლო მანძილზე,
ძვ.წ. III ათ-ის შუა ხანებში სემიტების მიერ დაარსებული. მის სწრაფ დაწინაურებას
ხელი შეუწყო სავაჭრო გზებმა. ეს ქალაქი მალე გახდა სემიტური ჩრდილოეთის
პოლიტიკური ცენტრი, რომლის მმართველმაც გააერთიანა შუამდინარეთი. აქადის
ძლიერი დინასტიის პირველი წევრია სარგონი (2369-2314). მისი სახელი
მოღვაწეობიდან გამომდინარე ძალიან პოპილარული გახდა მაშინვე. შეთხზულმა
ლეგენდებმა ბევრი ცნობა ბუნდოვანიც კი გახადა. ერთი ლეგენდით მისი მამა
უცნობია, დედა რარიბი ქალი იყო, რომელმაც პატარა სარგონიკალათით ევფრატს
გაატანა. ის იპოვა წყლის მზიდავმა აქიმ, რომელმაც ის აღზარდა. მეორე ლეგენდის
მიხედვით სარგონი შეიყვარა იშთარმა, რომელმაც ის გაამეფა აქადში. მეფეთა სიაში
სარგონი მებაღედ წერია, რომელსაც ქიშის მეფე ურზაბაბამ მერიქიფეობა უბოძა.
ფაქტია სარგონი არ იყო მეფური წარმომავლობის და ტახტიც ხელში ჩაიგდო
უზურპაციის გზით ურზაბაბას კარზე რომელიღაც არეულობისას. მოვლენა ემთხვევა
ლუგალზაგესის ლაშქრობას ქიშზე და ურზაბაბას დამარცხებას.სარგონმა აქადში
თავი გაიმეფა და დაირქვა შარუქინი „ჭეშმარიტი მეფე“. ლეგებდა იმაზე, რომ
ღმერთმა უბოძა ტახტი მის ლეგიტიმაციას ემსახურება. გამეფებისთანავე სარგონმა
აიღო ლუგალზაგესისაგან დასუსტებული ქიში. ქიშის აღებით ის გაბატონდა ჩრდ.
შუამდინარეთზე და სტრატეგიული ადგილი მოიწყო სამხრეთისათვის
ბრძოლისთვის. გზაზე იდგა ლუგალზაგესი, რომელთან საუმრადაც სარგონმა
გამონახა მიზეზი - ლუგალზაგესმა სარგონს უარი უთხრა დამოყვრებაზე, რაზეც
სარგონი ატყდა. ომი დამთავრდა ლუგალზაგესის სრული განადგურებით.
დატყვევებული მეფე სარგონმა გაატარა ენლილის ჭიშკარში და მსხვერპლად
შესწირა. ახალა მიზანი იყო სამხ-ში ლუგალაზაგესის მომხრე ქალაქთა კოალიცია.
სარგონმა პირველივე შეხვედრისას გაიმარჯვა, აიღო ური, ლაგაში და მიაღწია
სპარსეთის ყურეს, რომლის წყალშიც ამოავლო თავისი ხმალი. გაერთიანდა მთელი
შუამდინარეთი. სარგონის ასეთი წარმატება განაპირობა არმიის მოწყობამ. შეიქმნა
მუდმივი ჯარი და შესაბამისი იარაღი. წარმატების მიზეზი იყო ასევე მსახურეული
არისტოკრატიის წინ წამოწევა და გვაროვნული არისტოკრატიის დასუსტება, რითაც
წინ წავიდა ცენტრალიზაციის პროცესი. ოლქებში დაინიშნენ მეფის პოლიტიკის
გამტარებლები. გავლენის მქონე წრეში დასაყრდენი ქონისთვის მან შუმერული
პანთეონის ღმერთები თავის ღვთაებებად გამოაცხადა, ხოლო ნიფური იმპერიის
უწმინდესი ადგილი. დიდი შრომა ჩადო ქიშის აღდგენაზე. სატაძრო ქონების სწორად
მართვისთვის მან ქალიშვილი ენხუდუანა ქ. ურში ნანას ტაძრის მთავარ ქურუმად
დასვა. გვაროვნული არისტოკრატია არ გატყდა და სარგონის მეფობის ბოლო წლებში
აჯანყდა. აჯანყება სარგონმა ჩაახშო და ილაშქრა სუბართუს ქვეყანაში. ისევ მოხდა
ახალი აჯანყება შიმშილის გამო, მაგრამ სარგონს არ დასცალდა ბრძოლა. გამეფდა
მისი ძე რიმუში, რომელმაც ჩაახშო აჯანყება. მისი მეფობის მეცხრე წელს მოეწყო
შეთქმულება და რუმუში მოკლეს. გამეფდა მის ძმა მანიშთუშუ. მანიშთუშუ
ლაშქრობს ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ. ცნობილია მისი
საზღვაო ლაშქრობაც {ინფორმაცია არ გვაქვს}. გვაქვს „მანშთუშუს ობელისკი“,
რომელზეც საუბარია მის დროინელ სააადგილმამულო საკითხებზე. მეფემ იყიდა
1300 ჰექტარი დიდი გვაროვნული ოჯახებიდან, თუმცა საინტერესოა ის, რომ ერთ
კონკრეტული მიწა მხოლოდ მისი ყველა მესაკუთრის ნებართვით გაიყიდებოდა.
გვარი იშლებოდა დიდ და მცირე პატრიარქალურ ოჯახებად ან საოჯახო თემებად.
ოჯახთა მამები ქმნიდნენ უხუცესთა საბჭოებს. თემის წევრთა საერთო კრებას უნდა
დაემტკიცებინა ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების გასხვისების საკითხი,
რადგანაც თემი იყო ყველა მიწის უმაღლესი მფლობელი. მეფემ მიწები რატომ
შეიძინა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ სამეფო ფონდისთვის, რათა
გაცემულიყო მსახურეულ არისტოკრატიაზე სამსახურის პირობით. მანიშთუშუ
შეცვალა ნარამსუენმა, რომლის დროსაც აქადის იმპერია ძლიერების ზენიტშია.
გამეფებისას მოუწია საწინააღმდეგო აჯანყების ჩახშობა, რომელსაც მეთაურობდა
ქიშის მეფე იფხურქიში, რომელიც ქიშელებმა აირჩიეს. ამის შემდეგ დაიწყო დიდი
საგარეო პოლიტიკის წარმოება. ჩრდ-ით ლაშქრობისას მიაღზია ევფრატის სათავეს,
ასევე ფინიკიის დას. საზღვარს. ნარამსუენი მისწვდა მცირე აზიის ოლქებს და
დაამარცხა ადგილობრივი კოალიცია. ეს უკანასკნელი ლაშქრობა ემსახურებოდა
სავაჭრო-საქარავნო გზების უსაფრთხოებას. დაარბიეს მაგანის ქვეყანა და ელამის
ოლქები. ერთ-ერთ დოკუმენტით ვიგებთ, რომ ელამელი მმართველები
ნარამსუენთან დებენ მეგობრობის ფიცს. მეფეს არ სჯეროდა ოლქის მმაღტველთა
ერთგულების, ამიტომაც ისინი ჩაანაცვლა უახლოესი პირებით. ქურუმთა
სასარგებლოდ გატარებული ღონისძიებებით უზრუმველყო კულტის მსახურთა
ერთგულება. მალევე დაიწყეს მისი ღმერთად მოხსენიებაც „აქადის ღმერთი“. ვაჟები
იყვნენ შარქალიშარი „ყველა მეფის მეფე“ და ბინქალიშარი „ყველა მეფის მემკვიდრე“.
მეფობის ბოლოს დაიწყო ზაგროსის მთებიდან გუთიების შემოსევა, რომლებთან
ბრძოლასაც შეეწირა ნარამსუენი. გუთიებმა შუამდინარეთში იბატონეს საუკუნეზე
მეტხანს (2250-2140) და დააქციეს ქვეყანა. მოიშალა კარგი ირიგაცია, შეწყდა ნაოსნობა
და დაიბეგრა ხალხი. ჩრდილოეთი იყო ცუდად. სამხრეთში შედარებით კარგი
სიტუაცია იყო. მდიდარი ქალაქებიდან ყველაზე კარგად იყო ლაგაში, რომლის
აღმავლობას ენს ურბაბას დამსახურებაა XXII ს-ის I-ნახ. მას არ ჰქონდა პირდაპირი
მტრობა გუთიებთან და ამით სამხ. შუამდინარეთის რაღაც ნაწილს იმორჩილებდა.
ურბაბას შემდეგ ენსი არის მისი სიძე გუდეა II-ნახ. მის დროს ლაგაში ყვავის და თავს
კეთილ მწყემსს უწოდებს. ის იხდიდა ყოველ წელს ხარკს მშვიდობის
შესანარჩუნებლად. გუდეა იძიებდა სახსრებს არა მარტო ლაგაშისთვის, არამედ
ურისთვისაც. შუმერის ისტორიაში ის მშენებელი ენსია. ელამიდან მოიწვია
ქვითხუროები და ხელოსნები, რათა სამეფოში აღმშენებლობა დაწყებულიყო.
უმაღლეს დონეზე იყო ვაჭრობა.

6)შუამდინარეთი ურის მე-3 დინასტიის დროს

ძველი შუამდინარეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში


მომხდარი მოვლენები აქ განპირობებულია უდიდესი საირიგაციო სამუშაოებით და
მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით. ამ კოლოსალური სამუშაოების
შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან
განაპირობა მოსახლეობის ისეთ რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა
და ათასწლეულებით შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო. ძვ.წ. III
ათასწლეულის ხანის შუამდინარეთი (ტიგროსსა და ევფრატს შორის მიწაზე)
დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმნინი აღნიშნავს
პოლიტიკუ ერთეულს, რომლის ცენცრი ქალაქია.ასეთი პოლიტიკური
გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, თუმცა იყო
გამუდმებული ბრძოლა პირველობისთვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით
შედგენილმა მეფეთა სიებმა, რომელთა მონეცემებითაც ცნობილი ხდება თუ რომელი
ქალაქის მიერ იყო შექმნილი ესა თუ ის მსგავსი პოლიტიკური
ერთეული.ქრონოლოგიურად უძველესი ქალაქი არის ერიდუ, სადაც პირველად
გაჩნდა სამეფო ხელისუფლება. მაგრამ დროის სვლამ ერიდუ უკან დახია და ის აღარ
ასრულებდა აქტიურ როლს შუამდინარეთში. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოვიდა
ქალაქი ური, რომელმაც ადრედინასტიურ ხანაში (ძვ.წ. III ათ-ის I ნახ-ში) მიაღწია
დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური
გათხრების შედეგად მოპოვებული მდიდარი მასალა, რომელიც ეკუთვნის ურის III
დინასტიის ხანას.შუამდინარეთის კვლევისას ხელისუფლების გაძლიერების
უტყუარი მოწმეა კანონთა კრებულების გამოცემა. ერთ-ერთი ამათგანი შედგენილია
ურის III დინასტიის პირველიწარმომადგენლის ურნამუს (2132-2113) სახელით. ესაა
დღეისთვის უძველესი კანონები. შესავლით ვიგებთ, რომ მეფე-კანონმდებელმა
ურნამუმ მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა სამხედრო ძლიერების
ამაღლებისათვის. მალევე ურნამუმ გაილაშქრა მეზობელ ლაგაშის მმართველ გუდეას
სიძისა და მემკვიდრის ნამახანის წინააღმდეგ (დაამარცხა და ტყვედ წაყვანილი
მოკლა). ამის მერე ურნამუმ დაიწყო რეფორმების გატარება და საკანონმდებლო
საქმიანობა, რისი შედეგიცაა ზემოთ ხსენებული კანონები- ეს თითქმის ერთადერთი
წყაროა ურის მესამე დინასტიის მმართველ ურნამუს შესახებ. ამასთან ერთად
უმნიშვნელოვანესი წყაროა სამშენებლო წარწერები , რომლებშიც საუბაია მის მიერ
ჩატარებულ სააღმშენებლო საქმიანობაზე. შუამდინარეთის ერთიანმა სახელმწიფომ
ისევ მიაღწია სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებას ურნამუს მომდევნო მეფის
შულგის ზეობაში (2112-2065). შულგიმ არაერთხელ ილაშქრა ზაგროსის მთიანეთში
მცხოვრები ტომების წინააღმდეგ, რითაც მათ დაუკარგა შუამდინარეთზე შესევის
სურვილი. შულგიმ დალაშქრა ელამიც და გაუნადგურა ანშანის ოლქი, სადაც დასვა
მოხელე. ამის მერე ის გაემართა სუბართუსა და ჩრდ. ტიგროსის ოლქებისაკენ. აქ
წარმატებულმა ლაშქრობამ ხელი შეუწყო მის შემდგომ ლაშქრობას სირიაში.
ყოველივე ამის მერე აღდგა ერთიანი შუმერულ-აქადური სახეწლმწიფო. შულგის
ტიტულებს მიემატა ქიშის მეფეც, რაც მსოფლიოს მბრძანებლის სინონიმია. შულგიმ
თავი ღმერთადაც კი გამოაცხადა და ოფიციალურად გაუთანაბრდა უმაღლესი
ღვთაების კულტს. შემდგომი მეფეები ვეღარ არიან ისეთი ძლიერები. სიტუაცია
გაართულა ამორეველთა ტომების შემოსევის განახლება, რომლებთან პირველი
შეტაკებაც კერ კიდევ აქადის მეფე შარქალიშარს მოუხდა. ამორეველებს ებრძვიან
შულგის მემკვიდრეები ამარსუენა და შუსუენა (XXI-ის II-ნახ). შუსუენამ მეფობის
მეოთხე წელს ააშენა დასავლეთის კედელი, მაგრამ ტყუილად. აღმოსავლეთიდან
ელამელებმა დაიწყეს შემოსევა, დასავლეთიდან ამორეველებმა, რამაც მალევე ურის
დაცემა გამოიწვია. ურის III დინასტიის ბოლო მეფეა იბისუენა (2046-2024), რომელიც
აღმოსავლეთიდან შემოჭრილ ელამელებთან დამარცხდა, ის დაატყვევეს და
წაიყვანეს ელამში (2024). ამავე წელს დაეცა ური. დაიშალა ერთიანი შმერულ-
აქადური სახელმწიფო, რომლის ადგილასაც რამდენიმე სახელმწიფო აღმოცენდა.
ურის მესამე დინასტიის პერიოდში ვითარდება მიწათმოქმედება და მეურნეობის
ისეთი დარგები როგორიცაა მებაღეობა, მეცხოველეობა. შეინიშნება ხელოსნური
ნაწარმის დაგრგების აღმავლობა. ვითრდება საშინაო და საგარეო ვაჭრობა. თემის
შიგნით სწრაფად მიმდინარეობს ქონებრივი დიფერენციაცია. სახელმწიფოს მეთაურს
ამ დროისთვის წარმოადგენს შეუზღუდველი, სიცოცხლეშივე გაღმერრთებული
მეფე, რომლის მკიცე ცენტრალიზებულ ხელისუფლებასაც უსიტყვოდ ემორჩილება
მმართველობის ბიუროკრატიული აპარატი. ცალკეული ოლქის მმართველთა
თანამდებობაზე ყოფნას ან სხვაგან გადაყვანას განაპირობებს მეფე. ამის გამო ეს
მმართველები ვერ ახერხებენ თავიანთ საგამგებლოს გადაბირებას და მეფის
წინააღმდეგ აჯანყებას. ცენტრალიზებული ხელისუფლების არსებობის უტყუარი
მაგალითია სწორედ რომ კანონთა კრებულის არსებობა.

7)ბაბილონი ხამურაბის ხანაში

ურის მესამე დინასტიის დაცემის შემოდგომ ყალიბდება ხანა , რომელიც მოიცავს


ძვ.წ 2000 – 1600 წლებს და იწოდება ძველბაბილონური ხანის სახელით, ამ ხანაში
წარმოიქმნა და დაწინაურდა მრავალი ქალაქი , როგორებიცაა მაგალითად: ისინი ,
ლარსა , ეშნუნა შემოდგომ პერიოდში კი გაძლიერდა ძვ.წ მესამე ათასწლეულში
წარმოქმნილი ბაბილონის სამეფო. ამ ქალაქების წარმოაქმნაში დიდი გავლენა
იქონიეს ამორეველებმა. ზოგი მეცნიერი ცალკე გამოყოფს , ისინისა და ლარსას
პერიოდსაც კი , მაგრამ იქიდან გამომდინარე , რომ სოციალური სტრუქტურა
შეიძლება ითქვას ერთანაირია ბაბილონის და ამ ქალაქების , ძირითად შემთხვევაში
მაინც ერთად ,,ძველბაბილონურ ხანაში’’ აერთიანებენ. ეს ხანა ხასიათდება ერთიანი
ცენტრალიზებული ხელისფულების მეურნეობის დაშლითა და საოცრად ვითარდება
კერძო საკუთრება , მევახშეობა , მონათმფლობელობა , საგრძნობლად იზრდება
მონათა რაოდენობა ამ ხანის შუამდინარეთში. სწორედ ამ ხანის გართულებული
მდგომარეობა სხვადასხვა სოც.ფენის ურთიერთობა გახდა მრავალი იურიდიული
დოკუმენტის წარმოშობის მიზეზი , მაგალითად როგორებიცაა „ ბილალამას
კანონები’’ , ხამურაბის კანონები , ლიფითიშთარის კანონები და სხვა. ახლა კი
ვისაუბროთ უშუალოდ ხამურაბის მეფობაზე.
შუამდინარეთის პოლიტიკურ ერთეულთაბრძოლაში ძვ.წ. XVIII ს-ში ებმება
ბაბილონიც, რომელიც გაძლიერდა ბაბილონის I ამორეული დინასტიის მეექვსე
მეფის- ხამურაბის დროს. თავად ქ.ბაბილონი აღმოცენდა წინასარგონულ ხანაში
ტიგროს-ევფრატთან. ძვ.წ. XIX ს-ში აქ იჭრებიან ამორეველთა ტომები სუმუაბუმის
მეთაურობით, რომელიც ძვ.წ. 1895 წ. იპყრობს ისინის სამეფოს ჩრდილოეთს და
აარსებს ახალ სამეფოს ცენტრით ბაბილონში. ამორეველთა დინასტიის პირველი
წევრები აღმშენებლობას ეწეოდნენ. გაძლიერებისათვის მთავარი დაბრკოლება იყო
სამხ. შუამდინარეთში გაბატონებული ელამი, დასაყრდენით ლარსაში, სადაც
მეფობდნენ ელამელი უფლისწულები ვარადსუენი და რიმსუენი. ბაბილონის ერთ-
ერთი წევრი სინმუბალიტი (1812-1793) ებრძოდა ელამს და ემხრობოდა ისინის
სამეფოს, თუმცა მალევე იძულებული გახდა დამორჩილებოდა რიმსუენის
უზენაესობას. ამავე დროს ძლიერდება ქ. აშურის მეფე შამშიადად I, რომელიც
იმორჩილებს ჩრდ. შუამდინარეთს. ასეთ ვითარებაში ბაბილონში მეფდება
სინმუბალიტის ძე ხამურაბი (1792-1750), რომელიც თავიდან იძულებულია ცნოს
რიმსუენის უზენაესობა და ქ. მარის პრეტენზიები, რაც შამშიადადის მორჩილებას
ნიშნავს. ახალმა მეფემ აირჩია დიპლომატიის პოლიტიკა. ის კარგ ურთიერთობას
ინარჩუნებს ქ. მარის მეფესთან, რათა მისი გამოყენებით მოიშოროს საერთო
სამხრეთელი მტერი. ასევე მოჩვენებითი მეგობრობით ის ახერხებს რიმსუენის
გამოყენებას და მისივე მხარდაჭერით ახერხებს ურუქის, ურისა და ისინის აღებას.
შეერთებული მოსახლეობის გადასაბირებლად იწყებს დიდ სამეურნეო სამუშაოებს
(გაიყვანა სარწყავი არხები, ცნობილი-„ხამურაბის სიმდიდრე“). ამის მერე
შამშიადადთან ბარიერის შესაქმნელად ინტერესდება ჩრდ. ტერიტორიებით.
შამშიადადის სიკვდილით (1783) ხამურაბმა ქ. მარის ტახტიდან ჩამოაგდო
შამშიადადის შვილი იასმახადიდი და გაამეფა ზიმრილიმი. ზიმრილიმთან მუდმივი
კავშირისთვის დანიშნა თავისი მოხელეები მჭიდრო ურთიერთობისთვის. მეფობის
30-ე წელს ზიმრილიმთან ერთად ლაშქრობს ჩრდ-ში სუბართუზე, სადაც დაამარცხა
ელამელები. ამგვარად დას და ჩრდ დაცულია ყველანაირი შემოსევისგან. 1 წლის
შემდეგ ხამურაბმა ილაშქრა რიმსუენზე (1761) და გაიმარჯვა, რუმსუენი გაიქცა.
ლარსაც ხამურაბმა შეიერთა და ასე გაერთიანდა სამხ. შუამდინარეთი. თუმცა
მიუხედავად გამარჯვებისა, ბზარი გაჩნდა ზიმრილიმთან, როცა მან უარი თქვა
რიმსუენის წინააღმდეგ ლაშრობაში ჩართვაზე (ზიმრილი მიხვდა რომ მომავალში
ხამურაბი ვერ შეეგუებოდა მარის დამოუკიდებელი სამეფოს არსებობას). ხამურაბმა
32-ე წელს დაიპყრო მარი, თუმცა მალევე ზიმრილიმი ისევ აჯანყდა და ამჯერად
ხამურაბმა მეორედ ილაშქრა, რითაც მიწასთან გაასწორა მარი. მომდენო წელს
მეორედ ილაშრა ჩრდ-ში და ხელმეორედ შემომტკიცა ოლქები- ეშნუნა და აშურიც კი.
ამგვარად ხამურაბის სამეფო უძლიერესი გახდა წინა აზიის ქვეყნებში.
დამორჩილებულია ელამის არაერთი ოლქი. დაწინაურდა ვაჭრობა. შეიძლება ამ
დროს დაუკავშირდა პირველად ეგვიპტესაც.ხამურაბის დროინდელი საზოგადოება
იყოფა თავისუფალ და არათავისუფალ ნაწილებად. „ავიულუმი“-სრულუფლებიანი
მესაკუთრეა მიწებით, „მუშქენუმი“-არამესაკუთრე და არასრულუფლებიანი და
„ვარდუმი“-მონა. მსხვილ მიწათქმოქმედებთან ერთად იყვნენ წვრილებიც. შეიმჩნევა
სავალოკაბალით გამწვავებული ქონებრივი დიფერენციაცია, რისი მსხვერპლი
ავილუმიც ხდებოდა. ამის გამოსწორებას ემსახურებოდა მისი კანონები გადასახდელი
პროცენტის მაქსიმუმის განსაზღვრაში. ასევე უშუალოდ მონა არ იყო წამყვანი
სამუშაო ძალა.

8) ხამურაბის კანონები
ძველბაბილონური საზოგადოების დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური
ურთიერთობების შესასწავლად ჩვენს განკარგულებაშია წერილობითი წყაროები,
კერძოდ, იურიდიული დოკუმენტები. ძველარმოსავლური იურიდიული
აზროვნების მწვერვალს წარმოადგენს ხამურაბის კანონები, რომელიც შეიქმნა XVIII
ს. 60-50-იან წლებში. შედგენილი უნდა იყოს მისი მეფობის მეორე ნახევარში.
კანონები დაწერილია შავი ბაზალტის ქვის სტელაზე, რომელიც ერთხელ
ელამელებმა გაიტაცეს XII ს-ში. ის აღმოაჩინეს 1901 წელს საფრანგეთის მიერ
წარმოებული გათხრების დროს სუზაში, სანამ კანონები იწყება უშუალოდ მანამდე
გამოსახულია ხამურაბი შამაშის წინ მჯდომარე , რომელიც გვიყვება თავის
დამსახურებაზე ქვეყანაში , რა გააკეტა , რისთვს გააკეთა და ასშ. ბოლო ნაწილსში
წერია ისიც , რომ დაისჯება ნებისმიერი, ვინც შეეცდება შეცვალოს ან ამოიღოს ამ
კანონებიდან რომელიმე მაინც. სტელა გვაცნობს მაშინდელი ბაბილონის სამეფოს
სოციალური და კულტურული ცხოვრების ნორმებს, სამართლებლივ და ფინანსურ
საკითხებს. მასზე წარმოდგენილი ლურსმნული ტექსტი იყოფა სამ ნაწილად:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. 35 მუხლი გადაფხეკილია როგორც ჩანს
ელამელთა მიერ. ზოგიერთი გადაშლილი კანონი აღმოაჩინეს თიხის ფირფიტებზე.
სავარაუდოდ ეს კანონები გადაშლილი იყო ელამელი მმართველის მიერ , რომელსაც
სურდა აქ თავისი სახელის დაწერა , მაგრამ , როგორც ჩანს ეს ვერ მოუსწვრია. ჯამში
ხამურაბის კანონები შეიცავდა 282 მუხლს. საზოგადოება დაყოფილი იყო 3 ნაწილად:
„ავილუმი“-სრულუფლებიანი მესაკუთრეა მიწებით იგივე ,,კაცი’’, „მუშქენუმი“-
არამესაკუთრე და არასრულუფლებიანი იგივე მეფის ,,თაყვანისმცემელი’’ და
„ვარდუმი“-მონა. აღსანიშნავია ,რომ ავილუმი წარმოადგენდა არა მარტო მსხვილ
მიწათმფლობელთა ფენას და ასრიტოკრატიას , არამედ წვრილ მიწათმფლობელებსაც
, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქონებრივი დიფერენციაციის მსხვერპლნი ხდებიან
და სავალო კაბალის შედეგად მონებად გადაიქცევიან , დიდი ნაწილი კანონების
სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ემსახურება. ხამურაბმა გაითვალისწინა
სავალო კაბალით გამოწვეული ქონებრივი დიფერენციაციის პრობლემა. მევახშეობის
ზრდისა და ავილუმტა გაღატაკების შესაჩერებლად კანონდება გადასახდელი
პროცენტის მაქსიმუმი (ფულადი სესხი-33%, მარცვლეული-20%). შემცირდა სავალო
კაბალის ვადაც. ლიფითიშთარის კანონებმა ვადა განსაზღვრა, შრომა ვალის ორმაგად
გადახდის დროით, ხოლო ხამურაბმა 3 წლით. განისაზღვრა შეურაცჰყოფის
მიყენების შემთხვევაში ჯარიმა და ფიზიკური სასჯელი. ხარუმაბის კანონებში
კარგად ჩანს ქონებრივი დიფერენციაცია ავილუმთა შორის ,ერძოდ, ის, რომ
მუშქენუმი ავილუმთან შედარებით ნაკლებ პრივილეგირებულია. თუ ავილუმს
რომელიმე ორგანოს დაუზიანებდნენ, დამნაშავესთვისაც იგივე უნდა გაეკეთებინათ,
მაგრამ მუშქენუმი რომ დაეზიანებინა ავილუმს უბრალოდ ჯარიმა უნდა ეხადა.
თავად მუშქენუმი მეფის სამსახურშია და სარგებლობს სახელმწიფო მიწით ,
რომელიც მას სამსახურის პირობით გადაეცემა. მუშქენუმს აკომპლექტებდა
ძირითადად თავისუფალი მეთემე , მაგალითად ერთ-ერთ ბაბილონურ ტექსტში
ნახსენებია , რომ შვილი მამას სთხოვს , რომ ის თემში დააბრუნოს , შედგად ირკვევა ,
რომ ეს ადამიანი (შვილი) მეფის სამსახურში ტავისი ნებით შევიდა , მაგრამ ახლა
აღარ სურს ამის კეთება და სახლში , თემში დაბრუნება უნდა , რაც ამავე ტექსტის
მიხედვით ჩანს , რომ მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ძველბაბილონური
სამართლის ძეგლებით დაკანონებული იყო მონების უუფლებო მდგომარეობა, რომ
მათ არ შეეძლოთ ქალაქიდან გასვლა. ბილალამას კანონების მსგავსად ხამურაბის
კანონებშიც იხსენიება რომ მუშქენუმს შეიძლება ჰყოლოდა მონა. აქაც მონობის
მტავარი წყარო ლაშქრობები იყო და ამ ლაშქრობების დროს ხელში ჩაგდებული
ტყვეთა დიდი რაოდენობა , რომელსაც ხშირ შემთხვევაში მონად აქცევდნენ ,
მოგვიანო ხანებში სავალო კაბალაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა მონობის
, ქონებრივი დიფერენციაცია სწრაფი ტემპით იზრდება ,რაც საბოლოოდ ავილუმთა
გაღატაკებისა და მონად გახდომის საფუძველი ხდება. კანონთა მთელი რიგი
მუხლები აწესებს მეომრის ნაკვეთის ხელშეუხებლობას, რომ მას ვერ წაირებს
კრედიტორი. ამით მეფე ინარჩუნებდა მიწას. თუ მეომარი ტყვედ ვარდებოდა
გამოსასყიდს იხდიდა თემი. განისაზღვრა გადასახადი სარწყავ წყალზე და ფაქტიც,
რომ სარქწყავი სიტემის უმაღლესი მესაკუთრე მეფეა. იკვეთება რომ ხამურაბის დროს
მეფე უმაღლესი კანონმდებლობისა და აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი
პირია.

9)ეგვიპტის პერიოდიზაცია
ძველი ეგვიპტის პერიოდიზაცია არის ძველი ეგვიპტის 3000-წლიანი ისტორიის
ორგანიზებისთვის. III საუკუნის ბერძნულენოვანი ეგვიპტელი ქურუმის მანეთოს
მიერ ჩაწერილი 30 დინასტიის სისტემა დღესაც გამოიყენება, თუმცა გამოიყენებოდა
„პერიოდების“ და „სამეფოების“ სისტემა დინასტიების დაჯგუფება თანამედროვე
წარმოშობისაა (მე-19 და მე-20 სს.). თანამედროვე სისტემა შედგება სამი ხანისგან
(ძველი, შუა და ახალი სამეფოები), რომლებიც გადანაწილებულია გარდამავალი
პერიოდებით (ხშირად განიხილება კრიზისის ან ბნელი საუკუნეების დრო) და
ადრეულ და გვიან პერიოდებს შორის. ქრონოლოგიური პირველობა აღწერაში
ეკუთვნის ჰეკატე მილეტელს ძვ.წ. V ს-ში. თუმცა მისი ნაშრომი ძირითადად
ბუნებაზე მოგვითხრობს. დიოდორე სიცილიელმა გადმოგვცა სამეფო რიტუალები,
ადმინისტრაციული ორგანიზება, მედიცინა და სხვა. შესწავლის პრობლემა იყო ის,
რომ ბერძენი მოგზაურების ეგვიპტეში ჩასვლა დაემთხვა ამ ცივილიზაციის
დასასრულის მოახლოებას. სიტუაცია გაართულა ალექსანდრე დიდის გამარჯვებამ,
რითაც 332 წელს საერთოდ დაკარგა დამოუკიდებლობა ეგვიპტემ. პერიოდიზაციის
გადმოცემაში დიდი წვლილი შეიტანა ძვ.წ. III ს-ის ეგვიპტელმა ქურუმმა
პტოლემაიოსმა. მან დაყო ეგვიპტის ფარაონები დინასტიების მიხედვით მენესიდან
მაკედონელამდე 30 ნაწილად, ხოლო მენესამდელი ეპოქა შეავსო ღმერთებისა და
ნახევრადღმერთების ლეგენდარული დინასტიებით.უძველესი ხანა წინადინასტირუ
ხანაა , რომელიც მრავალი მეცნიერის მიერ იქნა შესწავლილ-გამოკვლეული და
შესაბამსად რამდენიმე განვიტარების ნაწილი გვხვდება აქაც , პირველი და უძველესი
ეტაპი არის ბადარიული კულტურის სახელით ცნობილი პერიოდი, რომელმაც
სახელი მიიღო აღმოჩენის ადგილიდან გამომდინარე ( ელ-ბადარი) ეს კულტურა
აღმოაჩინეს კატონ-ტომსონმა და ბრანტონმა . ბადარიელები ცხოვრობდნენ მუდმივ
დასახლებებში , მისდევდნენ მიწათქმოქმედებასა და მესაქონლოებას ჰქონდათ
ოვალური ტიპის სამარხები და ასევე სპილენძისაგან ამზადებდნენ სამკაულს ,
იარაღს და ასშ. (ეს კულტურა არის სამხრეთული ეგვიპტური ცივილიზაციის
უძველესი განშტოება) , შემდეგი წინადინასტიური პერიოდებია ნაქადა პირველი
იგივე ამრატიული კულტურა , ნაქადა მეორე იგივე გერზეული კულტურა და
სემაინური კულტურა , თითოეული ჩამოთვლილი კულტურა აღმოაჩინა პეტრიმ
(ინგლისელმა მეცნიერმა) გამოკვლევები ჩატარდა ნაქადასა და ელ-ბალასასის
ტერიტორიაზე), ასევე შეიძლება გამოვყოთ ჩრდილოეთური ეგვიპტური კულტურა .
ჩამოთვლილთაგან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნაქადა მეორე ანუ
გერზეული კულტურა , ამ ხანაში შეინიშნება ხალხის დიდი მასის გადმოსახლება
ნილოსის ნაპირებზე , ეს ხალხი მარავლ სიახლეს სთავაზობს ეგვიპტურ
ცივილიზააციას , ისინი უკვე ცხოვრობენ კვადრატულ სახლებში , რომლებსაც სხვა
წინამორბედი კულტურებისაგან განსხვავებით აქვს ფანჯრები და კარებები ,
უმნიშვნელოვანესია ის , რომ ძალიან ვითარდება კერამიკა , ასევე პირველად გაჰყავთ
ამ ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემები , შესაბამისად ეწევიან ინტენსიურ
სამეურნეო საქმიანობებს , ასევე იგონებენ ქვის საბურღავი იარაღები , რომელიც
გამოიყენებოდა ასევე სოფლის მეურნეობაში. ახლა კი გადავიდეთ დინასტიურ
ხანაზე უძველესი პერიოდი არის არქაული ეგვიპტე. I და II დინასტიები „არქაული
ეგვიპტეა“ (ძვ.წ. 3100-2780) ამ პერიოდის შემდეგ მმართველებზე გვაქვს ცნობა : მენესი
(გამერთიანებელი ეგვიპტესი პირველი ფარაონი , რომელმაც უდიდესი ძალისხმევით
გააერთიანა და შემდეგ მრავალი რეფორმა გაატარა აქ და ხასეხამუი , რომელიც იყო
მეორე დინასტიის ბოლო წარმომადგენელი და დაქორწინდა ჩრდილოეთ ეგვიპტის
საგვარეულოს წარმომადგენბელზე , რითიც დაამთავრა ანთესის თქმის ,,მუდმივი
დაძაბულობა);III-VI დინასტიები „ძველი სამეფო“ (ძვ.წ. 2780-2280) ძველი სამეფო
იგივე პირამიდების ხანა , ეს არის ყველაზე ბრწყინვალე ხანა ეგვიპტის ისტორიაში
ფარაონი ამ ხანის დროს გაღმერთებულია , სწორედ ასეთი სულიერი და
ეკონომიკური ბაზისი ხდება საფუძველი ისეტი გრანდიოზული შენობების აგებისა ,
როგორიც პირამიდებია , ცნობები გვაქვს ჯოსერზე , რომელიც იყო ერთ-ერთი
პირველი ფარაონი ამ ხანის ეგვიპტისა და პირველი მესაკუთრე პირველი პირამიდისა
, ასევე მნიშვნელოვანია ხეფრენის , ხეოფსის მიკერინის პირამიდები და ასშ, ამავე
ხანებში შეინიშნება მკვეთრ დასუსტება ფარაონის ძალაუფლების , რაც ნომარქების
მიერ კერძო საკუთრებაში მიწების გადასვლის შედეგია , რაც ყველაზე კარგად
გამოიხატება ფარაონი პეპი მეორის დროს.;VII-X და XI დინასტიის დასაწყისი
„პირველი გარდამავალი პერიოდი“ (ძვ.წ. 2280-2016) ეს არის სწორედ მეოთხე
დინასტიაში დაწყებული ნომარქების გაძლიერების შედეგი , სწორედ ამ ხანიდან
იწყება ,,პესიმისტური’’ მოტივების გაჩენა , მოსახლეობა ცუდ დრეშია , გახშირდა
მკვლელობები , ძარცვა , ქვეყანას აღარ ჰყავს ოდესღაც ძლიერი მმართველები , ახლა
ისინი ფაქტობრივად მხოლოდ მემფისზე ბატონობენ , ისიც ფორმალურად , ქვეყნის
გამგებლები ხდებიან გაუმაძღარი ნომარქები , რომელებიც უფრო და უფრო აწვებიან
ქვეყნის ეკონომიკას და აჩანაგებენ ამით. ; XI-ის II ნახევრიდან XIV-მდე დინასტიები
„შუა სამეფო“ (ძვ.წ. 2079-1594)( შუა სამეფოს პერიოდი იწყება ეგვიპტის მეორე
გამაერთაინებლის მენტუხეტეპ მეორის პერიოდით ძვ.წ 2061-2010 მან შეძლო და
გააერთიანა დაქსაქსული და გაუბედურებული ეგვიპტე , რითიც საფუძველი ცაუყარა
მის შემდგომ ძლიერებას , მაგრამ ამ ხანის ბოლოს მაინც შეინიშნება დასუსტება
ქვეყნის , რაც შემდეგ ჰიქსოსების შემოტევებით დამთავრდა და დაიწყო მეორე
გარდამავალი პერიოდი; XV-XVII დინასტიები „მეორე გარდამავალი პერიოდი“
(ჰიკსოსები) (ძვ.წ. 1675-1567)(ჰიქსოსები , როგორც მანეთონი წერდა ,,მთის ხალხო’’ ,
ანუ ,,უცხო ხალხი , მოვიდა ქვეყნის სათავეში , ისინი აქ მე-18 საუკუნიდან იწყებენ
დასახლებას ჯერ მშვიდობიანად , მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხელში იგდებენ
ეკონომიკურ სადავეებს და ბოლოს ძვ.წ 1700 წლისათვის ქვემო ეგვიპტეში
მაგრდებიან , სადაც ქალაქი ავარისი დაარსეს, მოგვიანებით ჰიქსოსი მეფე სალათისი
იმორჩილებს ეგვიპტელთა დედაქალაქს , რითიც იწყება ჰიქსოსთა ბატონობა.
ეგვიპტური ტრადიცია ამ ხანას აღწერს , როგორც დამანგრეველ და ყველაზე ცუდ
ხანად ეგვიპტის ისტორიაში , ეგვიპტური მემატიანე ამბობს , რომ ამ დროს ჰიქსოსები
ანგრევდნენ ტაძრებს , შეურაცხყოფდნენ ღმერთებს , ხოცავდნენ ხალხს და ასშ ,
მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყო , ისინი კი არ ანგრევდნენ ტაძრებს , პირიქით
აშენებდნენ , ისნი კი არ შეურაცხყოფდნენ ეგვიპტელთა ღმერთებს , არამედ მათ
ეთაყვანებოდნენ , რაც მაგალითად იმითაც დასტურდება , რომ ისინი თავიანთ
ტიტულატურაში მზის ღმერთ ,,რას’’ ახსენებენ , შესაბამისად ეგვიპტელთათვის არ
ყოფილა ცუდი ეს ყველაფერი , პირიქით შეიძლება კარგიც იყო , რადგან ამით ისინი
დარწმუნდნენ , რომ მხოლოდ ეგვიპტელები არ არიან ,,ადამიანები’’ და არსებობს
მათზე ძლიერი ცივილიზაციებიც , ასევე უდიდესი დამსახურებაა ჰიქსოსების ის ,
რომ ისინი მრავალ სამხედრო სიახლეს გაეცნენ და მათი გამოყენებაც დაიწყეს ,
თუნდაც ეტლშებმული სამხედრო ცხენები , მშვილდისრები და ასშ, ჰიქსოსთა
ბატონობა არ იყო ცუდი პერიოდი ეგვიპტისთვის , უბრალოდ თვითნონ ფაქტი იყო
არმოსაწონი ამ ეთნოსისთვის დღის ბოლოს ხომ უბრალო მომთაბარე ბარბაროსებმა
დაიმორჩილეს , უკვე ათასწლეულზე დიდ ხანს არსებული
ქვეყნის ,,ცივილიზებული’’ წარმომადგენლები ,,ადამიანები’’.; XVIII-XX დინასტიები
„ახალი სამეფო“ (ძვ.წ. 1570-1080) ( ეს არის პერიოდი უდიდესი ეგვიპტელი
ფარაონებისა , როგორებიც არიან ამენჰოტეპ მეოთხე , იახმეს პირველი , რამსეს მეორე
, რამსეს მესამე , თუტმოს მესამე და ასშ , ეს დრო შეიძლება ითქვას ყველაზე უფრო
სტაბილურია , იწყება ძლიერი მმართელით და ასე გრძელდება თითქმის ხუთი
საუკუნე , იახმესი მეორე გამაერთიანებელია ეგვიპტის , მან ჰიქსოსები დაამარცხა და
სირიის ქალაქებიდანაც კი განდევნა , რითიც პრაქტიკულად მათ ქვეყენაში
შემოსვლის მცირედი ალბათობაც კი მოუსპო , თუტმოს მესამე უდიდესი ეგვიპტის
მმართველია , ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი სარდალია მსოფლია ანტიკურ
ცივილიზაციაში , ამავე ხანაში მოღვაწეობდა პირველი პიროვნება , ამენჰოტეპ
მეოთხე 16 წლის ჭაბუკი , რომელმაც უდიდესი რეფორმები გაატარა ქვეყანაში ,
რითიც შეიძლება იტქვას მთლიანად შეცვალა არსებული წეს-წყობილება , სამეფო
სტრუქტურა , ის დაუპირისპირდა ღმერთებს, ამასთან ერთად ამავე დინასტიაში
ვხვდებით რამსეს მეორეს , რომელიც დაუპირისპირდა ხეტებს და მათ წინააღმდეგ
უდიდესი სამხედრო ექსპედიციები ჩაატარა , მის დროს მოპხდა ,,ქადეშის ბრძოლა’’,
ბოლო ძლიერი მმართველი კი არის რამსეს მესამე , რომელიც გადმოცემის ტანახმად
უკეთესი სტრატეგოსი და სარდალიც კი იყო რამსეს მეორესტან შედარებით , რაც
წყაროების სიმწირის გამო ვერ მტკიცდება , მაგრამ ერთი რამ ფაქტია , მის დროს
ძალიან ძლიერი ეგვიპტე , რაც ,რა თქმა უნდა, ძლიერი მმართველის გარეშე
შეუძლებელია. XXI დინასტიიდან იწყება „გვაინდელი პერიოდი“ ეს ხანა არის ბოლო
პერიოდი ეგვიპტის უდიდესი და უძველესი ცივილიზაციის , შეინიშნება
ეპიზოდური სიძლიერე , მაგრამ მაინც საბოლოოდ ეგვიპტე პრაქტიკულად ვერარ
აღწევს იმის ნახევარსაც კი რაც ძველ, შუა ან ახალი სამეფოების ძირითად ნაწილში ,
იყო , ეგვიპტეში ძლიერი მმართველების დეფიციტია , ვერარ უძღვებიან ისინი
სამეფოს , რის გამოც ეს უძველესი ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნის სათარეშო მოედანი
ხდება , ის ხან ერთის უღელქვეშაა , ხან მეორის ,სანამ სამუდამოდ არ დაასრულებს ის
ისტორიას არაბთა მომთაბარე ტომების შემოტევის შედეგად!

10)ეგვიპტე არქაულ პერიოდში


არქაული ეგვიტე მოიცვს პერიოდს ძვ.წ 3100 წლიდან 2780 წლამდე , ეს არის პირველი
და მეორე დინასტიების ხანა. აქედან იწყება ეგვიპტის ,,ისტორიული’’ პერიოდი,
ეგვიპტის ერთი ხელისუფლებისთვის დაქვემდებარება მოახერხა სამხრეთელმა
მმართელმა სახელად მენესმა (ეს ყველაფერი მოხდა 3100 წელს), რაც ასევე
დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებითაც, არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ
ეგვიპტის გაერთიანება არ არის უბრალოდ ერთი სამეფოს მიერ მეორეს დაპყრობა , ეს
არის ბუნებრივი პროცესის დაბოლოები , რასაც საბოლოოდ ქვეყნის გაერთინებამდე
მივყავართ, ეგვიპტის ტერიტორიაზე მუდმივად არსებობდა ორი განსხვავებული
ტერიტორია ფაქტობრივად სამეფო , რომლებსაც გეოგრაფიული პირობების გამო
(ნილოსის გამო) ერთმანეთთან ფაქტობრივად კონტაქტი ან არ ან იშვიათ
შემთხვევაში ჰქონდათ. გასაკვირი არაა ის ფაქტიც , რომ ეგვიპტის მეფეები ორივე
სამეფოსთის დამახასიატებელ სიმბოლოებს ატარებდნენ. (ზემო ეგვიპტე - შროშანი ,
ქვემო ეგვიპტე - პაპირუსი). თვითონ ეგვიპტეც ,,კემესთან’’ ერთად იწოდება ,
როგორც ვიცით ,,ორ სამეფოდ’’ , რაც განპირობებულია სწორედ ზემოთ
დასახელებული გეოგრაფიული პირობებით. ეგვპტის გაერთიანები შემდეგ ზემო
ეგვიპტის მმართელთა ოჯახს და ზოგადად ამ სამეფოს გამოყოფა არ უცდია ერთიანი
ეგვიპტის სამეფოსაგან , მაგრამ პატარ-პატარა დაპირისპირებები მუდმივად
არსებობდა და მიმდინარეობდა ორ მმართველ საგვარეულოს შორის, სწორედ ამის
გამო ეგვიპტოლოგი ანთესი ამბობდა , რომ : ,,ამ დროის მნიშვნელობა მის
დაძაბულობაშია’’ . უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც , რომ ეგვიპტური დამწერლობაც
სწორედ ამ პერიოდში პირველი დინასტიის ხანაში შეიქმნა.

მენესმა გამეფებიდან მალევე დაიწყო რეფორმების გატარება , ერთ-ერთი


პირველი რეფორმა იყო ის , რომ მან დედაქალაქი გადაიტანა მემფისში , ადრინდელი
დედაქალაქი მდებარეობდა სამხრეთში და შესაბამისად იქიდან მთელი ეგვიპტის
მართვა ძალიან რთული იქნებოდა , სწორედ ამან განაპირობა დედაქალაქის ახალ
ერთეულში გადატანა. მის სახელს უკავშირდება ეგვიპტის 42 ადმინისტრაციულ
ერთეულად ,ნომად დაყოფა , რომლებსაც სათავეში ჩაუყენა ნომარქები.

ამ ხანის ბოლოს, მეორე დინასტიის ბოლო მმართველის ხასეხამუის პერიოდში


ორ მმართელ დინასტიას შორისაც დამთავრდა შეტაკებები , ხასეხამუი დაქორწინდა
ჩრდილოეთ ეგვიპტის საგვარეულოს წარმომადგენელზე , რითიც დამთავრდა მათ
შორის დაპირისპირება

აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ ამ ხანაში აღინიშნება ფარაონების გაღმერთება ,


ისინი თუ თავდაპირველად ნომარქებთან ერთად იხსენიებოდნენ მოგვიანო
პერიოდში ეს ასე აღარაა , ისინი მხოლოდ ღმერთებთან ერთად იხსენებიან და
მათთან კი მხოლოდ რამდენიმე პირს აქვს ურთიერთობა.

ეგვიპტე შინაომების მიუხედავად მაინც ავრცელებს თავის ძალაუფლებას ნუბიის


ხალხებზე , ლიბიელებზე , სინაის ტომებზე და სხვა.
არქაულ პერიოდში ვითარდება ეგვიპტური კულტურა , ხელოვნება , იქმნდება
დამწერლობა და სხვა მარავლი , რამ , რაც შემდეგ ეგვიპტის შემდგომი განვიტარების
საწინდარი ხდება.

11)ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტის ხანა არის ერთ-ერთი ბრყინვალე პერიოდი ეგვიპის ისტორიაში ,


რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ 2780 წლიდან 2280 წლამდე ეს არის მესამე - მეექვსე
დინასტიების პერიოდი,სხვაგვარად ცნობილი ,როგორც ,,პირამიდების ხანა’’ ,
სწორედ ამ ხანაში იგება ის უდიდესი ნაგებობები -პირამიდები , რომლებიც ერთ-
ერთი ღირსშესანისნაობაა , პირველი პირამიდა აგებული არის ჯოსერის ამ ხანის
ერთ-ერთი პირველი ფარაონის მიერ , აქვე აღვნიშნოთ , რომ ძველ ეგვიპტეზე არ
გვაქვს დიდი რაოდენობით ინფორმაცია , რის გამოც მთავარ წყაროდ ვიყენებთ
მანეთონის ქრონიკებს. პირამიდები არის ფარაონების ძალაუფლების ერთ-ერთი
გამოხატულება , სწორედ ეს ადამინის მიერ აგებული პირველი ქვის ნაგებობა არის იმ
ეკონომიკური და სულიერი ბაზისის შედეგი , რაც ამ ხანის ეგვიპტესა და მის
მმართველს გააჩნდა , აღსანიშნავია ისიც , რომ პირველი პირამიდის არქიტექტორი ,
რომელსაც ეკუთვნოდა ეს იდეა სიბრძნის ღმერთად შერაცხეს , ეს იყო ჯოსერის
ხუროთმოძღვარი სახელად იმჰოტები.

ამ ხანის ეგვიპტის ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა ,


რომელიც ტავისმხრივ ეფექტურად ფუნქცინირებისთვის საჭიროებდა კარგად
მომუშავე საირიგაციო სისტემებს , რომლებიც ადამიანთა გაერთიანებებისა და დიდი
ძალისხმევის შედეგად იმართებოდა. ამ ხანაში დამთავრდა ადმინისტრაციულ
ერთეულებად დაყოფა , ნომარქებს დაევალათ თავიანთ ნომებში წესრიგის
დამყარება , გადასახადებისა და მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობის
აკრეფა , რასაც , როგორც ვიცით ეწოდებოდა ,,ხორის გაცილება’’ ხორის გაცილება
არქაულ ეგვიპტეში ყოველ ორ წელში ერთხელ იმართებოდა ფარაონის მიერ , ახლა ეს
ყველაფერი ყოველწლიურია და ნომარქებს ევალებათ მისი ჩატარება , ანუ
რეალურად ,დაბეგრილი მოსახლეობისაგან სარგებლის, გადასახადების მიღება.

ძველ ეგვიპტეს არ ჰყავს რეგულარული ჯარი და ფლოტი , მაგრამ თითოეული


ნომარქი ვალდებულია სამეფო ხელისუფლებისთვის გამოიყვანოს მის ნომზე
შეწერილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა , რის შედეგადაც დაპყრობითი
პოლიტიკა კვლავ გრძელდება . გრძელდება ექსპედიციები ლიბანსა და ბიბლოსში ,
საიდანაც ეგვიპტეში შემოჰქონდათ ხე , რომლის ნაკლებობასაც განიცდიდა სამეფო.

ამ ხანაში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე იმყოფებიან პირველი ვეზირები. ისინი


იღებენ მონაწილეობას იმ რთულ სახელმწიფო წყობილებაში ,სადაც თითოეული
ადამიანი დაბეგრილია და მასზე ინფორმაცია ინახება სამეფოს კანცელარიებში ,
საიდანაც იმართება მთელი მოსახლეობა , რის გამოც ეს ხალხი ხშირად ,,ღმერთის (ამ
შემთხვევაში ფარაონის) მსახურებად’’ იწოდება.

არქაულ ეგვიპტეში ყველა სამეფო მოხელე და მაღალი თანამდებობის პირი ფარაონის


კმაყოფაზე იყო , მაგრამ ბიუროკრატიული აპარატის გაზრდისა და გართულების შედეგად
ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდა , ფარაონმა დაიწყო მოხელეებისთვის მიწების დარიგება ,
რომელიც შეესაბამებოდა მათ თანამდებობას. მოხელეებმა დაიწყეს ამ მიწების კერძო
საკუთრებად გადაქცევაზე ზრუნვა (ფარაონი მათ მხოლოდ სამსახურის პირობით აძლევდა),
(ეს ყველაფერი ხდება მეოთხე დინასტიის დროს)

მიუხედავად მცირე წინააღმდეგობებისა მეოთხე დინასტია წარმოადგენს ზენიტს


ეგვიპტის ძლიერებისა , სწორედ ამ ხანაში მოღვაწეობენ უდიდესი პირამიდების მფლობელი
ფარაონები , ხეფრენი , ხეოფსი და მიკერინი.

მეოხე და მეხუთე დინასტიების ცლის მიზეზი ზუსტად არ ვიცით , მაგრამ ე,წ ,,ვესტკარის
პაპირუსი’’ ამას საკმაოდ ხატოვნად გვიყვება. ყოველშემტხვევაში ფაქტია , რომ ეს ყველაფერი
უზურპაციით არ მომხადარა , რასაც ამტკიცებს ის ფაქტი , რომ ცნობები მოგვეპოვება
რამდენიმე პირზე , რომელიც ბიუროკრატიულ აპარატში მოღვაწეობდნენ და თავიანთ საქმეს
, როგორც მეოთხე დინასტიის , ისე მეხუთე დინასტიი პერიოდში ასრულებენ.

შეინიშნება რელიგიური ცვლილებებიც , დაწინაურდა მზის ღმერთი ,,რა’’


ჰელიოპოლისიდან , რომლის ქურუმებმაც შემდგომ პერიოდში მოიხვეჭეს უდიდესი
ძალაუფლება , რომელიც შემდეგ კიდევ ერთი პრობლემა ხდება ქვეყნისათვის.

რელიგიურ ცვლილებებთან ერთად შეინიშნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცლილებებიც


, ამის ნათელი მაგალითია ის , რომ ხშირია ამ ხანაში მომენტები , როდესაც უმაღლესი
თანამდებობები სამეფო კარზე უვარდებად არამეფური წარმოშობის პირებს. ნელ-ნელა მეფის
მიერ ბოძებულ მიწებზე , რომლებიც ფაქტობრივად მოგვიანებით მეხუთე დინასტიის ხანაში
მემკვიდრეობითად გადაიქციეს ნომარქებმა, ყალიბდება მსხვილი მიწათმფლობელთა ფენა ,
რომლის კონტროლიც საკმაოდ უჭირს შემდგომ ფარაონს , ამ ტერტორიებზე გადასახადების
აკრეფაც ძალიან რთულდება, რასაც ემატება თავისმხრივ ფარაონის უზენაესობის ეჭვქვეშ
დაყენება და მისი ძალაუფლების შესუსტება. ამავე დროს სატაძრო მიწები განთავისუფლდა
გადასახადებისაგან ,რაც ასევევ იწყვევს მოგვიანებით ქურუმების მეფის ოპოზიციაში
ჩაყენებას და ასშ.

მნიშვენლოვანია შემდეგი გარემოებაც , უმაღლესი ქურუმებისა და არისტოკრატების


სამარხებში კვლავ ჩნდება ავტობიოგრაფიები , რაც არქაული ხანის შემდეგ აღარ გვხვდებოდა
, ეს უკვე ნიშნავს ქურუმობისა და არისტოკრატიის ფაქტობრივად დამოუკიდებლობისაკენ
და ურჩობისაკენ სწრაფვას ,ნელ-ნელა ფარაონის ერთპიროვნულ მმართველობას საძირკველი
ეცლება. აღსანიშნავია , რომ ეს ყველაფერი არ ჩანს გარეგნულად , თუნდაც მაგალითად
მეექვსე დინასტიის დროს ეგვიპტე კვლავ აწარმოებს დიდ ექსპედიციებს სხვადასხვა
ქვეყანაში მიუხედავად იმისა , რომ ფარაონი ფაქტობრივად არანაირ ძალას აღარ
წარმოადგენს. ამ გარემოებას ამტკიცებს მე-6 დინასტიის ბოლო ფარაონის პეპი მეორის
მმართველობა, ის ფარაონი იყო 94 წელი , მაგრამ რეალურად რაიმე მნიშვნელოვანი არ
გაუკეთებია , ამ ხანის მდგომარეობა საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი ერთ-ერთი
სამხრეტელი დიდგვაროვნის ანხტიფის წარწერებში. პეპი მეორის შემდეგ რეალურად
სრულდება ეგვიპტის ძველი სამეფოს ისტორია და იწყება მეორე გარდამავლი ხანა , ქვეყანა
იშლება მრავალ ადმინისტრაციულ ერთეულად და ბატონობისათვის ნომარქები ერთმანეტს
ებრძვიან. აღსანიშნავია ისიც , რომ თუ ადრე ფარაონის სამარხთან ახლოს ნომარქის სამარხის
აგება დიდ პატივად ითლებოდა , ახლა ასე არაა , ისინი იმარხებიან ამ პერიოდიდან თავიანთ
სამფლობელოებში , რადგან ისინი უკვე რეალურად ფარაონზე ძლიერებიც არიან.

12)ეგვიპტის შუა სამეფო

ძვ.წ 2079-1594 წწ.

147-148 გვ

ეგვიპტის შუა სამეფოს პერიოდს წინ უძღოდა პირველი გარდამავალი პერიოდი , ერთ-ერთი
ყველაზე მძიმე პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში , რომელიც მოიცავს ხანას ძვ.წ 2280 წლიდან
2016 წლამდე , ეს არის მეშვიდე - მეატე დინასტიების ხანა , ეს ფარაონები რეალურად
ფარაონები აღარ არიან , მათი ძალაუფლება ფორმალურია , ქვეყანა რეალურად ნომარქებზე
არის დამოკიდებული და მათ მიერ იმართება , ზოგ ნომარქს მეფეზე დიდი ტერიტორიები და
ძალაუფლება ჰქონდა , იმატა მკვლელობებმა , ძარცვამ და ეს პერიოდი ეგვიპტეში გახდა
ბუდე ყველაფერი სიბროტისა. ფარაონები რამდენიმე წელსაც კი ვეღარ ძლებენ ტახტზე ,
მაგალითად მეშვიდე დინასტიის 70 ფარაონი ვიცით მანეთონის ქრონიკების მიხედვით ,
რომლებიც ძირითადად 70 დღეს მეფობდნენ , ეს ნაყოფია მე-4 დინასტიაში დაყწებული და
მე-5-მე-6 დინასტიებში გაძლიერებული ნომარქების ძალაუფლებისა და თავხედობისა. მე-8
დინასტიის მმართველები მხოლოდ მემფისსა და მის მიმდაბერე ტერიტორიებს მართავდნენ.

დაახ. ძვ.წ 2242 წელს ფარაონი ხდება ვინმე ახტოი , ის იყო მე-20 ნომის
(ჰერაკლეოპოლისის) ნომარქი. თავდაპირველად საკმაოდ აქტიურად იბრძოდა მემფისის
მიმდებარე ტერიტორიების შემოსაერთებლად და წარმატებებსაც აღწევდა. ახტოის
მემკვიდრეები 2052 წლამდე მმართველობდნენ და ამ ხანას ჰერაკლეოპოლისური ხანა
ეწოდება (მე-9-მე-10 დინასტიები) , ამავე დროს სამხრეთში ძლიერდებიან თებეს ნომარქები ,
მეშვიდე - მეათე დინასტიების დროს ამ ადმინისტრაციულ ერთეულს მართვადნენ ერთი და
იმავე ოჯახის წარმომადგენლები - ინტეფები. აღსანიშნავია , რომ ისინი არ
უპირისპირდებიან ჰერაკლეოპოლისელტა დინასტიას (ახტოის დინასტიას) , რაც ალბათ
იმით უნდა იყოს გაპირობებული ,რომ ორივე მხარეს თავისი პრობლემები ჰქონდა , მაგრამ
ნელ-ნელა თებელები ძალიან ძლიერდებიან , განსაკუთრებით ნომარქის დროს , რომელიც
მომავალში გახდება მენტუხეტეპ მეორე , ის იმორჩილებს თითქმის ყველა
ჰერაკლეოპოლისურ ნომს და აერთიანებს ქვეყენას.

აღსანიშნავია , რომ თებე ადრე უბრალო პატარა დასახლება იყო , ამონით (ომის
ღმერთით) სათავეში, მაგრამ ამ პერიოდში , როგორც ვხედავთ ძალიან ძლიერია და დიდ
წარმატებებს აღწევს. საინტერესოა ისიც , რომ უკვე ძვ.წ 2132 წლიდან თებელი მმართველი
თავის თავს ,,ფარაონს’’ უწოდებს , სწორედ ამ ,,ფარაონის’’ დინასტიის მეხუთე
წარმომადგენელი იყო მენტუხეტეპი , რომელიც ეგვიპტის ისტორიაში მეორე
გამაერთიანებლის სახელით შევიდა.

გვ 149.

მენტუხეტეპII გამეფების დროიდანვე იწყებს ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას: ის ამაგრებს


საზღვრებს, ზრუნავს ვაჭრობაზე, ეწევა სააღმშენებლო საქმიანობას. წესრიგს ამყარებს სინაისა
და ლიბიის ტერიტორიაზე. მის დროს ასევე მიმდინარეობდა გაცხოველებული მუშაობა
მაღაროებში. რეგულარულად იგზავნებოდა ქარავნები ნუბიასა დაპუნტში ძვირფასი
ნედლეულის ჩამოსატანად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ფარაონი მაინც ვერ იბრუნებდა ისეთ ძალაუფლებას, როგორიც


ძველი სამეფოს ფარაონებს ჰქონდათ.

ნომარქების ძალაუფლება გაიზარდა და მათი ყველა ფუნქცია და თანამდებობა უკვე


მემკვიდრეობით გადადიოდა. ნომარქებს ჰყავდათ საკუთარი ჯარი, ჰქონდათ საკუთარი
ბიუროკრატიული აპარატი და მნიშვნელოვან მოვლენებს ნომარქების წლებით
ათარიღებდნენ.

ასევე ამ პერიოდში ძალიან ძლიერდებიან თებეს (ამონის) ქურუმები.

გვ 150.

ცვლილებები შეინიშნება დაბალ ფენაშიც. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ


იმ ფაქტს, რომ მაშინ ადამიანები სახემწიფო სამუშაოებზე თავს არიდებდნენ, რაც
პირამიდების ეპოქაში გამორიცხული იყო. ეს ყველაფერი შემოგვინახა ე. წ. „ბრუკლინის
პაპირუსმა“.

ამ პერიოდში ასევე ეგვიპტურ ლიტერატურაში ჩნდება „სკეპტიკური“ და „პესიმისტური“


მოტივები, რომლებიც ეჭვ ქვეშ აყენებენ ადამიანების მარადიულ არსებობას, სახელმწიფოსა
და სამეფო ძალაუფლების უდრეკობასა და სიძლიერეს.

მენტუხეტეპ II-მ (ძვ.წ 2061-2010 წწ) იმეფა 51 წელი. მის შემდეგ მცირე ხნით მეფობს მისი
რამდენიმე მემკვიდრე და მათით სრულდება XI დინასტია.

XI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო მენტუხეტეპ IV, რომელმაც საკუთარი სარკოფაგისათვის


ქვის ბლოკების ჩამოსატანად ნუბიაში გაგზავნა 20000 კაცისაგან შემდგარი ექსპედიცია.
ექსპედიციას სათავეში ედგა სამხრეთ ეგვიპტის ზედამხედველი ამონემხატი.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით ამონემხატმა ქვების ჩამოტანის შემდეგ გამიყენა საკუთარი


სამხედრო რაზმი და ავიდა ეგვიპტის სამეფო ტახტზე, როგორც XII დინასტიის პირველი
ფარაონი.

ამონხეტეპი ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შეასუსტა


ნომარქების ძალაუფლება და პრაქტიკულად ჩამოართვა საუკუნეების მანძილზე
მოპოვებული უფლებები.

ამონემხატმა, ისევე როგორც თავის დროზე მენესმა, ააშენა ახალი ქალაქი „იტ-ტაუი“ („ორივე
ქვეყნის დამმარცხებელი“) და დედაქალი იქ გადაიტანა.
გვ 151.

ამონემხატ I-მა ნომების მმართველებად დასვა ერთგული პირები, თუმცა ზოგიერთ ნომზე
ურჩმა ნომარქებმა შეინარჩუნეს ძალაუფლება. ასევე მან ნომარქებს წაართვა ნომში არსებული
ქურუმობის ზედამხედველობის ფუნქცია. მან ყველა საზღვარი ძველ ადგილს დაუბრუნა,
გაამაგრა ეგვიპტის საზღვრები და სამხრეთში ეგვიპტის გავლენა კვლავ ნილოსის მეორე
ჭორომამდე გაავრცელა.

ამონემხატ I წარმოშობით არ ეკუთვნოდა სამეფო ოჯახს და ამის გამო ჰქონდა შიში, რომ მისი
სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე სხვა დინასტია ავიდოდა, ამიტომ მეფობის მეოცე წელს
ტახტზე თანამმართველად აიყვანა საკუთარი ვაჟი სენუსერტი. შემდგომ ეს პრაქტიკა
ტრადიციად გადაიქცა შუა სამეფოს ფარაონებს შორის.

ამონემხატ Iგარდაიცვალა მეფობის ოცდამეათე წელს სამეფო კარზე მომხდარი შეთქმულების


შედეგად, როდესაც სენუსერტ Iლიბიელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში იყო წასული. ეს ფაქტი
აღწერილია ორი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებში: „სინუხეტის თავგადასავალში“ და
„ამონემხატის დარიგება თავისი შვილისათვის“, სადაც გადმოცემულია ფარაონის დარიგება
თავისი შვილისათვის.

გვ 152.

სენუსეტრ I-ის დროს ქვეყანა უფრო და უფრო ძლიერდება მშვიდობიანად ასრულებს


მეფობას, ხოლო მისი მემკვიდრეების დროს ეგვიპტე სულ უფრო ძლიერდება.

ამ ძლიერების კულმინაციას წარმოადგენს ამონემხატ III-ის მეფობა ძვ.წ 1841-1792 წლებში.


მისი მეფობის პერიოდში საბადოები რეგულარულად მუშავდებოდა და სავაჭრო გზები
ბაბილონსა და ანატოლიამდე აღწევდა.

ამონემხატ III-ის პერიოდში სრულდება ფაიუმის ტბის კულტივიზაცია, რის შედეგადაც


ფაიუმის ტბის მიდამოები ოაზისად გადაიქცა. ასევე ფარაონმა გააშენა ქალაქი
კროკოდილოპოლისი, სადაც ააგო უამრავი ტაძარი და სამარხი. ეს ამ ადგილს უწოდებენ
„ლაბირინთს“.

ეგვიპტის ბრწყინვალება საოცარი სისწრაფით ეცემა ამონემხატ III-ის მემკვიდრეების


ამონემხატ IV-ის და სებეკკარას ( სავარაუდოდ იგი იყო ამონემხატ IV-ის და და მეორე ქალი
ფარაონი ეგვიპტის ისტორიაში ნიტოკრისის შემდეგ) დროს.

სებეკკარა იყო ბოლო ფარაონი XII დინასტიაში.

ამის შემდეგ მანეთონის ქრონიკებისა და ტორინოს ცხრილის მიხედვით მოდის დინასტია,


რომელიც შედგებოდა 50-ზე მეტი წარმომადგენლისაგან, რომელთაგან ძირითადი ნაწილი 1-3
წელს მეფობდა, ხოლო მეფობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი 13 წელი იყო. ეს იყო XIII ძვ.წ
1778-1625 წლებში.

გვ 153-154.

მიუხედავად იმისა, რომ XIII დინასტიაში ძლიერი ფარაონები არ იყვნენ ქაოსი და ანარქია
მაინც არ იყო ქვეყანაში. არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ყველა ნომი
ემორჩილებოდა ფარაონს. ეგვიპტის პრესტიჟი ურყევი იყო პალესტინაში, ნუბიაში, ლიბიაში,
ბიბლოსში და სხვ. მხოლოდ ქალაქმა ქსოისმა მოახერხა ერთგვარი დამოუკიდებლობის
მოპოვება.

ყველაფრის მიუხედავად, მთავარი საფრთხე იყო პალესტინიდან მოსული ხალხი, რომლებსაც


თანამედროვე ეგვიპტელები „ბელადებს“ („მთის ხალხს“ ანუ „უცხო ქვეყნის მეფეებს“)
უწოდებდნენ. (მთიანი ქვეყანა ეგვიპტურ ენაში უცხო ქვეყნის სინონიმია).

მანეთონი ამ სემიტური მოდგმის ხალხს უწოდებდა ჰიქსოსებს.

ჰიქსოსები თავდაპირველად ძლიერ ძალას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ უკვე ძვ.წ 1700


წლიდან მათ ქვემო ეგვიპტის ნაწილი დაიკავეს, აითვისეს და გაამაგრეს ქალაქი ავარისი,
ხოლო შემდეგ იგი ცენტრად აქციეს. ძვ.წ 1675 წელს მათი მეფე სალათისი იპყრობს მემფისს,
რითიც შეძლება ითქვას, რომ XIII დინასტიის მმართველობა სრულდება. მანეთონს აქვს
მოცემული ამ წლის შემდეგ ეგვიპტის 18 ფარაონის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ისინი დიდი
ალბათობით თავიანთ ფუნქციას კარგავენ და ფორმალური ფარაონები არიან.

შუა სამეფოს ხანაში მოხდა მრავალი ცვლილება ბიუროკრატიულ აპარატში. მაგალითად


ქვემო ეგვიპტის ზედამხედველის თანამდებობის გამოყოფა. ასევე
მეჭურჭლეთუხუცესისთანამდებობა, რომლის დამსახურებით მეფის ქონება გამოეყო
სახელმწიფო ქონებას.

ასევე შუა საუკუნეების ეგვიპტის ლიტერატურა მიჩნეულია კლასიკურ ლიტერატურად.

12.2)მეორე გარდამავალი პერიოდი 1675-1567 XV-XVII


გვ 155-156

ჰიქსოსი მეფეები ერთიანდებიან XV დინასტიაში.

ჰიქსოს ფარაონებზე ბევრი არაფერია ცნობილი წყაროების სიმცირის გამო.

ჰიქსოსთა ბატონობა მთლიან ეგვიპტეზე სავარაუდოდ მესამე მმართველის დროს


გავრცელდა, რადგან გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები მისი სახელით მთლიან ეგვიპტის
ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

მეოთხე ჰიქსოსი ფარაონი იყო აპოპი ძვ.წ 1620-1580 წლებში. მისი მეფობიდან დაიწყო
ჰიქსოსი ფარაონების ძალაუფლების შესუსტება.

გვიანი პერიოდის ეგვიპტელები ჰიქსოსების ბატონობას აღწერენ, როგორც საშინელ პერიოდს,


როდესაც ჰიქსოსები მათ თტაძრებს ანგრევდნენ, ღმერთებს თაყვანს არ სცემდნენ და ხალხს
ხოცავდნენ.

რეალურად ეს ყველაფერი ასე არ იყო, ჰიქსოსები აგებდნენ ეგვიპტურ ტაძრებს და იცავდნენ


ეგვიპტურ ტრადიციებს. გვიანი ეგვიპტელების ამგვარი დამოკიდებულება გამოწვეული
უნდა იყოს იმ უსიამოვნო ფაქტით, რომ მათი უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა უცხოელმა
ბარბაროსებმა დაიპყრეს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ფიქსოსი ფარაონების
ლიტერატურაში იხსენიება ღმერთი რა.
ჰიქსოსები ყველანაირად ცდილობდნენ ეგვიპტელებთან შერწყმას და მათ დამსგავსებას.
ისინი ირქმევდნენ ეგვიპტურ სახელებს, ითვისებდნენ ეგვიპტურ კულტურას, ენას და
რელიგიას.

ჰიქსოსების მმართველობის ბოლო პერიოდში მათი ძალაუფლება სუსტდება, ხოლო თებეს


ეგვიპტელების ძალაუფლება იზრდება.

თებეს ნომარქმა სეკენენრამ მოახერხა ჰიქსოსების განდევნა თებედან და დაამარცხა აპოპის


არმია და იგი ტყვედ ჩაიგდო. ამ ამბებს მოგვითხრობს ამონის კარნაკის თაძარში ნაპოვნი
სტელა, რომლის ტექსტი შედგენილია სეკენენრას მემკვიდრის კა-მესუს ბრძანებით.

ამ თებეს მმართველებს მანეთონი აერთიანებს XVII დინასტიაში.

გვ 157.

ძვ.წ 1567 წელს თებეს მმართველმა იახმეს I-მა საბოლოოდ მოახერხა ჰიქსოსების განდევნა
ეგვიპტის მთელი ტერიტორიიდან. იახმეს Iსეკენენრას ვაჟი და კა-მესუს უმცროსი ძმაა, მაგრამ
იმის გამო, რომ მისი გამარჯვება ჰიქსოსების ეპოქის დასასრულის მაუწყებელი იყო,
ეგვიპტურმა ტრადიციამ იგი XVIII დინასტიის დამაარსებლად აღიარა.

ჰიქსოსელთა ბატონობამ გარკვეული დადებითი შედეგი იქონია ეგვიპტეზე. მაგალითად, მათ


შეარყიეს ეგვიპტელთა უძლეველობის რწმენა, ისინი აღმოჩნდენ ის ხიდი, რომელმაც
ეგვიპტეს გზა გაუკაფა დასავლეთ აზიისაკენ, მათ ეგვიპტეში შემოიტანეს რთული აზიური
მშვილდი, მსუბუქი საბრძოლო ეტლი და ცხენი. ამ ყველაფერმა კი ეგვიპტე მძლავრ იმპერიად
გადააქცია.

13)ეგვიპტის ახალი სამეფო


ძვ.წ 1570-1080 წწ.

გვ 158.

ახალი სამეფოს პირველი წარმომადგენელი იყო იახმეს I (1570-1546 წწ.). რომელმაც


პირველი სამი წელი მოანდომა ჰიქსოსების განდევნას. მან ისინი არამარტო ქვეყნიდან
განდევნა , არამედ სდია პალესტინის ტერიტორიებამდე და შემდეგ სირიის
ქალაქებიდანაც კი განდევნა , რითიც ფაქტობრივად სრულიად აღკვეთა მათი
შემოტევის შესაძლებლობაც კი.

მან ქვეყანაში წესრიგის დამყარების შემდეგ გაილაშქრა ნუბიაში, რომელიც


ჰიქსოსების ბატონობის პერიოდში გამოეყო ქვეყანას. პირველივე შეტევაზე
ჩრდილოეთ ნაწილი დაიმორჩილა, შემდეგ კი თანდათან სამხრეთითაც წაიწია და
შექმნა ადმინისტრაციული რგოლი ნუბიაში, სადაც ნიშნავდა მოხელეებს.
თავდაპირველად მან იქ თავისი ვაჟი ისიც იახმესი და უბოძა მას ტიტული „ფარაონის
ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. აქ ხშირად ინიშნებოდნენ ფარაონის
შვილები და ჰქონდათ ტიტული ,,მეფის ვაჟი ‘’ , მაგრამ იყო შემთხვევებიც , როდესაც
ის სხვა პირის გამგებლობაში ხვდებოდა.

იახმესმა მეფობის მეორე ნახევარში დაიწყო სააღმშენებლო საქმიანობა,მოაწესრიგა


ეგვიპტის საგარეო საქმეები და გაამაგრა საზღვრები.

მისი სიკვდილის შემდეგ ძვ.წ 1546 წელს ტახტს იკავებს მისი ვაჟი ამონხეტეპ I(1546-
1526 წწ). ის წარმატებით ებრძოდა ლიბიელებსა და ნუბიელებს. ასევე მის დროს
სრულად ჩამოყალიბდა სამეფო ბიუროკრატიული აპარატი. მან ყველა პრივილეგია
შეუნარჩუნა სამეფო რეზიდენციას , რომელიც მოპოვებულ იქნა მეთორმეტე
დინასტიის მმართველობის ხანაში, როდესაც მნიშვნელოვნად შეეზრუდა მსხვილ
მიწათმფლობელებსა და არისტოკრატებს უფლებები. ქვეყანა სავსებით
დაქვემდებარებული იყო ფარაონის ძალაუფლებას. ამ პერიოდში წმინდა და საერო
ბიუროკრატიას დაემატა სამხედროც და ეგვიპტეს უკვე ჰყავს რეგულარული არმია და
ფლოტი. ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის მთავარი ვეზირის თანამდებობა.

იახმესი არის XVIII დინასტიის პირველი წარმომადგენელი.

გვ159-160.

ამონხეტეპ I-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ერთადერთი ტახტის მემკვიდრე იყო


მისი და იახმესი. იახმესი ძმის მეფობის პერიოდშივე დაქორწინდა ამოხეტეპთან
დაახლოებულ სამხედრო პირზე თუტმოსზე, რომელიც ამონხეტეპის გარდაცვალების
შემდეგ გახდა ფარაონი, როგორც თუტმოს I.

თუტმოს I-ის (1526-1508 წწ) მეფობის პერიოდით იწყება ეგვიპტის სამხედრო


ბრწყინვალების ხანა. მის სახელს უკავშირდება ნუბიის მესამე ჭორომამდე
დამორჩილება, წარმატებული ლაშქრობები დასავლეთ აზიაში და მითანის
დამარცხება. თუტმოს I-მა ასევე ააშენა ციხე-სიმაგრეები დამორჩილებულ
ტერიტორიებზე და დამორჩილებული ტერიტორია დაყო 5 ნაწილად, რადგან უკეთ
ემართა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო მისმა სწრაფმა და მოძრავმა არმიამ, რომელიც
იმართებოდა ფარაონის მიერ , ძველი ეგვიპტური ტრადიცია გვამცნობს , რომ
ფარაონი იღებდა ბავშვობიდანვე სამხედრო განათლებას და ის უკვე ზრდასრული
წარმოადგენდა უძლიერესსა და უჭკვიანეს სარდალს. მის სახელს მიეწერება
ევფრატის ნაპირებთან სასაზღვრო სტელის დატოვება , რაც უნდა იყოს ფარაონის
გამარჯვების ინაუგურაცია , რადგან მან უდიდესი დარტყმა მიაყენა მითანს და
დაიმორჩილა ის.

მის პერიოდში შეინიშნება გაცხოველებული ვაჭრობაც, რაც ასევე ქვეყნის


გამდიდრებას უწყობდა ხელს. დამორჩილებული და თავისუფალი ქვეყნებიდან
ეგვიპტეში შემოდიოდა აურაცხელი ქონება და ამით , რასაკვირველია, ეგვიპტე
მდიდრდებოდა.
თუტმოს I-ის შემდეგ ტახტზე ადის მისი ვაჟი თუტმოს II. იგი არ იყო თუტმოს I-ის
პირველი ცოლის იახმესის („ღვთაებრივი მეუღლის“) შვილი. ის იყო მეორე რიგის
ცოლის მუტ-ნეფრეტის შვილი. აქედან გამომდინარე, პოზიციის განმტკიცებისათვის
ის ქორწინდება ნახევარდაზე (იახმესისა და თუტმოს I-ის ქალიშვილზე)
ხატშეფსუტზე. თუტმოს II-ზე ჯერი იმიტომ შეჩერდა, რომ თუტმოს I-ის ორი უფროსი
ვაჟი გარდაიცვალა.

თუტმოს II-მ და ხატშეფსუტმა იმეფეს ძვ.წ 1508-1490 წლებში. სუსტი ჯანმრთელობის


მქონე თუტმოს IIგარდაიცვალა ძვ.წ 1490 წელს, რაც ძირითადად გაუთავებელი
ბრძოლების შედეგი იყო მომთაბარეებისისა და ნუბიელების წინააღმდეგ.

მათ მხოლოდ ქალიშვილი დარჩათ მემკვიდრედ, სახელად ნეფრუ-რა, მაგრამ


თუტმოს II-ს მეორე რიგის ცოლისაგან ისიდასაგან ჰყავდა ვაჟი თუტმოს III, რომელიც
დაქორწინდა ნახევარდა ნეფრუ-რაზე და ლეგიტიმურად გახდა ფარაონი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც , რომ ფარაონი ქორწინდებოდა თავდაპირველად


მხოლოდ მეფური წარმომავლობის ქალზე , ხშირად საკუთარ დაზე , რომელსაც
მინიჭებული ჰქონდა ,,ღვთაებრივი მეუღლის’’ ტიტული. (ეს ტრადიცია ძველი
ეგვიპტის პერიოდიდან მოდის).

ფარაონი ასევე ხშირად პოლიტიკური შემთხვევების გამო იძულებული იყო


დაქორწინებულიყო , რომელიმე ნომარქის ან თუნდაც სხვა ქვეყნის მმართელის
ქალიშვილზე , ეს ქალები ითვლებოდნენ ფარაონის ,,მეორე რიგის ცოლებად’’ და
მათი შვილები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდნენ სამეფო კანდიდატები
ან ფარაონები.

თუტმოს III და ნეფრუ-რა 9 წლისები იყვნენ და ამის გამო ქვეყნის სათავეში დროებით
მოვიდა ხატშეფსუტი. მან თავი ფარაონად გამოაცხადა და ერთგული პირები
შემოიკრიბა, რომელთაც სათავეში ედგა უბრალო წარმოშობის სამხედრო და
დედოფლის საყვარელი სენ-მუტი.

ხატშეფსუტი თავდაპირველად თავის უფლებებს არ სცილდება, მაგრამ მალე თავს


ერთადერთ მემკვიდრედ აცხადებს და იწყებს ერთპიროვნულ მმართველობას.

მან თავისი უფლებების განსამტკიცებლად უბრალო წარმოშობის ხალხი შემოიკრიბა


და მათ დიდი თანამდებობები დაურიგა. მათ შორის იყო უბრალო წარმოშობის სენ-
მუტი, რომელსაც გადაეცა 80-ზე მეტი ტიტული.

გვ 161.

ხატშეფსუტი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას აზიის კოლონიებს და გადართული


იყო შუა სამეფოს დროინდელი ფარაონების პოლიტიკაზე ანუ ის ძირითადად
კონცენტრირებული იყო აფრიკის ტერიტორიაზე.სწორედ ეს მდგომარეობა კარგად
გამოიყენა მითანის სამეფომ და პოზიციები აღიდგინა, დაიკავა თითქმის მთლიანი
ტერიტორია , რაც ეგვიპტეს აზიაში ჰქონდა დამორჩილებული , დაუკავშირდა
სირიელ მეფეებს და შემდგომ დიდი არმია შეკრიბა ეგვიპტეზე თავდასასხმელად.

სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ხატშეფსუტის ჩამოგდება მისი პოლიტიკით


შეწუხებული დიდგვაროვნების მიერ , რომელბმაც მხარი დაუჭირეს თუტმოს მესამეს
და ის გაამეფეს.

თუტმოს III-მ გამეფებიდან მალევე შეკრიბა ჯარი და დაამარცხა მითანი და დაიბრუნა


დაკარგული ტერიტორიები.

თუტმოს III-მ მეფობის 31-ე წელს კვლავ გაილაშქრა მითანზე, მაგრამ მითანის მეფემ
შუამდინარეთის მთებში დაიხია. თუტმოს III-მ ვერ მოახერხა საწადელის ასრულება,
მაგრამ მან უკან წამოსვლისას აიღო რამდენიმე ქალაქი, ერთ-ერთი იყო ქადეში,რითაც
ეგვიპტის პოზიცია გაამაგრა დასავლეთში. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს
ეწყობოდა ლაშქრობები დასავლეთში.

გვ 162-163.

თუტმოს III-მ(ძვ.წ 1490-1436 წწ. სხვა მონაცემებით ძვ.წ 1479-1425 წწ) მმართველობის
33-ე წელს დაიმორჩილა მითანის აღმოსავლეთ პროვიმციების ნაწილი, ასევე მან 35-ე
და 42-ე წლებში დაამარცხა მითანის ჯარი, რომელთაც სურდათ ეგვიპტის გაძევება
სირიის ქალაქებიდან.

მან ამ დამორჩილებულ ტერიტორიაზე დანიშნა მმართველები, რომლებსაც „უცხო


ქვეყნის მეფეები“ ეწოდებოდათ.

მის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ახალ ტრადიციას-სირიელი დიდებულების


შვილების ეგვიპტეში გაზრდას ეგვიპტურ ყაიდაზე, რითაც ისინი ეგვიპტისთვის
ერთგულ და სანდო პირებად იზრდებოდნენ.

თუტმოს III-მ ასევე დაიმორჩილა ნუბია ნილოსის მე-4 ჭორომამდე. ის ნიშნავდა


ერთგულ პირებს სხვადასხვა თანამდებობაზე. ასევე მან ვეზირის თანამდებობა გაყო
ორ ნაწილად , ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანამდებობებად , რითიც უკეთესად
მართავდა ქვეყანას და ამ თანამდებობების პირებსაც. მოკლედ , რომ ვთქვათ თუტმოს
მესამემ ეგვიპტე უძლიერეს იმპერიად გადააქცია ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციაში
, რის გამოც ის უდიდეს პიროვნებად არის აღიარებული.

ეგვიპტემ მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცა ამონხეტეპ II-ისა და თუტმოს IV-ის


დროს.

თუტმოს IV დაქორწინდა მითანის სამეფოს მმართველის არტატამას ქალიშვილზე,


რითაც პოტენციურ მოკავშირედ გაიხადა მოძლიერებული ხეთების სახელმწიფოს
წინააღმდეგ.
XVIII დინასტისს ენერგიული ფარაონების მართვის შედეგი კარგად გამოჩნდა
ამონჰეტეპ III-ის (ძვ.წ 1397-1360 წწ) დროს, რომლის პერიოდში ძირითადად
მიმდინარეობდა გრანდიოზული მშენებლობები.

მაგრამ ამ პერიოდში ვხვდებით წინააღმდეგობებს, რომელიც კარგა ხანს მწიფდებოდა.


ეს იყო სამხედრო არისტოკრატიის ახალი სოციალური ფენა, რომელიც სულ უფრო და
უფრო ძლიერდებოდა.

გვ 164-165-166.

ამონხეტეპ III-ის შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილი ამონხეტეპ IV (ძვ.წ 1370-1353 წწ).

ამონხეტეპ IV-მ გაატარა მრავალი რეფორმა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


იყო რელიგიური რეფორმა, კერძოდ, მთავარ ღვთაებად გამოაცხადა ატონი და სხვა
ყველა ღმერთი აკრძალა და მათი ხსენებაც კი ისჯებოდა.

ამონხეტეპ IV ტახტზე ავიდა 16 წლის ასაკში და ყველა ეს რეფორმა პირველივე წელს


გააკეთა.

ამონხეტეპ IV-მ მოგვიანებით სახელიც გადაირქვა და დაირქვა ეხნტონი, საკუთარ


ცოლს ნეფერტიტს არქმევს ნეფერ-ნეფრუ-ატონს (მშვენიერი ატონის მშვენება). მალევე
კი მან ახალი ქალაქი ააშენა, სახელად ახეტატონი და სამეფო რეზიდენცია იქ
გადაიტანა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ფერწერაში. თუ აქამდე ეგვიპტური


ტრადიცია ფარაონს ულამაზეს არსებად მიიჩნევდა და ეს ფერწერაშიც ჩანდა,
ეხნატონის დროს ფარაონი არის წარმოდგენილი ისეთი როგორიც არის. ასევე ამ
პერიოდში ხდება ფარაონის გაადამიანურება და ადამიანური ემოციებით მისი
წარმოსახვა.

ასევე მან ცვლილებები შეიტანა დამწერლობაში.სასაუბრო ენა მის დროს, შუა სამეფოს
ხანის ენისაგან განსხვავებული იყო, მაგრამ სალიტერატურო ენა იყო შუა სამეფოს ენა,
რომელსაც მხოლოდ ქურუმები და არისტოკრატიის წარმომადგენლები
კითხულობდნენ და სხვები ვერა. შესაბამისად მან შექმნა ახალი სამეფოს ენა,
რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის.

ასევე არსებობს აზრი, რომ ეხნატონი არის პირველი პიროვნება კაცობრიობის


ისტორიაში.

მისი გარდაცვალების შემდეგ ფარაონებმა ყველაფერი ძველებურად შეცვალეს და


ძველ ყაიდაზე დაბრუნდნენ.

მისი გარდაცვალების შემდგომ გამეფდა მისი ორი სიძე ჯერ სმენხკარა (ძვ.წ 1355-
1352), შემდეგ ტუტანხამონი (ძვ.წ 1352-1343).
აღსანიშნავია ისიც, რომ ეხნატონი დიდად ყურადღებას არ აქცევდა აზიურ
კოლონიებს, მაგალითად მითანის სამეფოს, რომლის მოკავშირეც ეგვიპტე თუტმოს IV-
ის პერიოდიდან იყო. შედეგად მითანმა ხეთებთან ბრძოლაში ტერიტორიის ნაწილი
დაკარგა.

გვ 167-168.

ტუტანხამონის გარდაცვალების შემდეგ მისი ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე


მეუღლე ანხსენპაატონი მდგომარეობის შეცვლას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. იგი
დაქორწინდა ხანდაზმულ ვეზირზე, ეიეზე, რომელიც მალე გარდაიცვალა. (ეიეს
ჰქონდა ტიტული ,,ღვთის მამა’’ , რის გამოც ის მეცნიერტა ერთი ნაწილის აზრით ,
შეიძლება ამენჰოტეპ მეოთხის მამა ყოფილიყო)

ანხსენპაატონი ასევე დაქორწინდა სუფილულიუმა I-ზე ხეთების მეფის ვაჟზე,


ზანზანაზე , რომელიც მალევე გარდაიცვალა და შესაბამისად ეს დინასტირი კავშირი
ფუჭი აღმოჩნდა.

საბოლოოდ ამ დინასტიის ბოლო წარმომადგენელი ხდება ხორემხები (ძვ.წ 1339-1304


წწ), რომელმაც უზურპაციით ჩაიგდო ტახტი ხელში.

ხორემხებმა მეფობის დასაწყისშივე დაიწყო ეხნატონის ცვლილებების შეცვლა და


ძველ ყაიდაზე დაბრუნება. მან დაანგრია ახეტატონი , ატონის ტაძარი (კარნაკი),
აკრძალა ატონის ხსენება და თითქმის ყველა თანამდებობის პირი , რომელიც
დაწინაურებული იყო ეხნატონის დროს ან მოკლა ან გადაასახლა.

ხორემხები არის XVIII დინასტიის ბოლო ფარაონი.

ხორემხების შემდეგ ტახტს იკავებს მასთან ყველაზე დაახლოებული პირი ვინმე


რამსესი (იგი იყო სამხედრო, როგორც ხორემხები).

რამსეს I-ის გამეფებით იწყება XIX დინასტია.

რამსესი მეფობდა ძვ.წ 1304-1303 წლებში.

რამსეს I იყო ძალიან მოხუცებული და თანამმართველად დანიშნა საკუთარი ვაჟი


სეთი I.

სეთი I-მა განაგრძო ხორემხების მმართველობის პოლიტიკა (ეხნატონის რეფორმების


სრულად აღმოფხვრა).

მან ასევე აღადგინა წესრიგი პალესტინაში, სირიის ქალაქებში.

სეტი I მეფობდა ძვ.წ 1303-1290 წლებში. მისი მმართველობის ხანა ხდება


ახალი ,,ერის’’ დასაწყისი , რომლემაც შეამზადა ეგვიტე იმ დიდი ცვლილებებისთის ,
რომელიც მისმა შვილმა რამსეს მეორემ გაატარა და გააკეთა.
სეტი I-ის შემდეგ ფარაონი ხდება რამსეს II(ძვ.წ 1290-1223 წწ).

რამსეს II თავიდანვე დაუპირისპირდა ხეთების სამეფოს მეფეს მუვათალს, რომელიც


დაამარცხა მეფობის მეხუთე წელს, ხოლო შემდეგ მოხდა ქადეშის ბრძოლა, რომელიც
ისე დამთავრდა, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და საბოლოოდ რამსესის
მეფობის 32-ე წელს დაიდო ზავი და რამსესი დაქორწინდა მუვათალის ქალიშვილზე.

გვ 169.

რამსეს II-მ დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაატარა თავის რეზიდენცია პერ-რა-


მესესში.

რამსეს II-ის შემდეგ ტახტზე ადის მისიმეთოთხმეტე ვაჟი მერნეპტახი (ძვ.წ 1223-1211
წწ), რადგან მეცამეტე უფროსი ვაჟი დაიღუპა

მერნეპტახის ძირითადი მიღწევა არის ზღვის ხალხის დამარცხება, ასევე ის იბრძოდა


სირიაში და აიღო მრავალი ქალაქი: ქანაანი, ისრაელი და სხვა.

მერნეპტახის შემდგომ მმართველებზე დიდად ცნობები არ მოგვეპოვება. მაგალითად,


XX დინასტიის დამაარსებელ სეტნახტზე, მაგრამ ცნობები არის მის შვილ რამსეს III-ზე,
რომელიც ცნობების მიხედვით რამსეს II-ზე მაგარი სტრატეგოსი იყო. მან ზღვის
ხალხი საბოლოოდ განდევნა ქვეყნიდან. მისი მეფობით მთავრდება ეგვიპტის
ძლიერება, ის ითვლება ბოლო ძლიერ მმართველად ეგვიპტის ისტორიაში.

მის შემდეგ ეგვიპტე ძლიერ სუსტდება და კარგავს ნუბიასა და სინაის


ნახევარკუნძულის მაღაროებს.

მეცნიერთა აზრით, ასეთი დასუსტება გამოიწვია იმან, რომ ეგვიპტელები არ


იცნობდნენ რკინას და იყენებდნენ ბრინჯაოს იარაღს.

გვ 170.

რამსეს III-მ ჩაუყარა საფუძველი რამსესიდების დინასტიას. მის შემდეგ 8 რამსესი


გამეფდა ძვ.წ 1160-1080 წლების პერიოდში.

რამსეს XI ბოლო ფარაონი იყო ეგვიპტის ახალ სამეფოში ძვ.წ 1110-1080 წლებში.

რამსესიდების დროს ეგვიპტე იმდენად სუსტი იყო, რომ ფარაონებს იმის


ტერიტორიაც აღარ ჰქონდათ, რომ საკუთარი სამარხები აეგოთ. თანამდებობის
დარიგებაც აღარ შეეძლო.

რამსეს XI-ის პერიოდში სამხრეთ ეგვიპტის რეალური გამგებელი იყო ამონის მთავარი
ქურუმი ხერიხორი, ქვემო ეგვიპტის ფაქტიური ერთპიროვნული მმართველი კი იყო
მთავარი ვეზირი და ამონის ქურუმი ნესი-ბა-ნებ-ჯედი (სმენდესი).
სმენდესმა იმდენად მოიხვეჭა ძალაუფლება, რომ ის XXI დინასტიის დამაარსებელი
გახდა.

ამ ორი ფაქტობრივი მმართველით დამთავრდა ახალი სამეფოს ხანა.

სმენდესის მეფობის წლების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ მანეთონის ქრონიკების


მიხედვით ის ძვ.წ 1069-1043 წლებში მეფობდა.

ძვ.წ X საუკუნის ბოლოს ეგვიპტის სათავეში ახალი ოჯახი მოვიდა, რომლებმაც XXII
დინასტია ჩამოაყალიბეს.

ამის შემდეგ ეგვიპტე ვეღარასდროს აღწევს წარმატებებს და შემდეგ უბრალოდ ერთი


დამპყრობლის ხელიდან მეორეს ხელში გადადის სანამ ძვ.წ 642 წელს არაბული
დაპყრობის მსხვერპლი არ ხდება , რითიც ამ უდიდესი ცივილიზაციის ისტორია
წყდება.

14)ამენჰოტეპ მე-4 (ეხნატონი)

ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდია ამენჰოტეპ


მეოთხის ხანა ე.წ ამარნას ეპიზოდი , ის იყო მე-18 დინასტიის წარმომადგენელი და
მეფობდა ძვ.წ 1370-1355 წლებში. მის სახელს უკავშირდება მარავლი რეფორმა ,
რითიც ის დაუპირისპირდა არსებულ წეს-წყობილებას , ტრადიციებს ,
დიდებულებს , სახელმწიფო მოწყბას და თვით ღმერთებსაც კი , ის გამეფებისას სულ
რაღაც 16 წლის იყო , რაც უფრო განაცვიფრებს ადამიანს. ფუძე ამ ყველაფრის
გაკეთებისა იყო ის, რომ ჰელიოპოლისის კოსმოგონიით ქაოსის ღვთაება ნუნისგან
შექმნა შემოქმედი ღმერთი ატუმი, რომლისგანაც არის შექმნილი შემდგომი
ღმერთები შუ (ჰაერი) და ტეფნუტი (სისველე), ამ ორიგან შეიქმნა გები (მიწა) და
ნუტი (ზეცა). ანუ ეხნატონმა გაიზრა იდეა ისტორიისა, რომ ყველაფრის საწყისი
შემოქმედი იყო ატუმი. მოიხსენიებენ, როგორც მეფე ერეტიკოსს. მან გამეფებიდან
მალევე დაიწყო რელიგიური რეფორმის გატარება, თავდაპირველად დაიწყო თებეში,
ამონის სამშობლოში ატონის - მზის ღმერთის ტაძრის მშენებლობას , მეფობის მეექვსე
წელს კი ის გადადის თავისივე აშენებულ ქალქში ახეტ-ატონში , რაც ნიშნავს
,,ატონის ჰორიზონტს’’ , ეს ქალაქი მდებარეობდა დღევანდელი თელ-ამარნას
ტერიტორიაზე , ამასთან ერთად ის იღებს ახალ სახელსაც , ,,ეხნატონი’’ , რაც ნიშნავს
,,ატონის მსახურს’’ , უცვლის სახელს თავის მეუღლესაც ნეფერტიტსაც , რომელსაც
ნეფრუ-ატონს (მშვენიერია ატონის მშვენება) არქმევს. ეხნატონი ანადგურებს ყველა
ღმერთს , მათ კულტებს , კრძალავს მათ ხსენებას , ის სიტყვა ,,ღმერთებსაც’’ კი
კრძალავს , რადგან არ არსებობს მის თვალში არანაირი ,,ღმერთები’’ , არამედ ღმერთი
ატონი. მისი პერიოდის ცვლილებები ძირითადად აღინიშნება ფერწერაში
მხატვრობაში და ასშ თუ აქამდე ფარაონი ულამაზეს არსებად გვევლინება
მხატვრობაშ , ახლა ასე არაა , ამისი ყველაზე ნატელი მაგალითი თვითონ
ამენჰოტეპის გამოსახულებააა , ამენჰოტეპი არა ,როგორც ულამაზესი ,,ღმერთი’’ ,
არამედ ,როგორც ავადმყოფი , დასნეულებული ადამიანი ისე გვევლინება , რაც
სრულიად კავშირშია რეალობასთან , ეხნატონი სუსტი აღნაგობის დაავადებული
ადამიანი იყო , რომლემაც მოინდომა , რომ ეს ყველაფერი მხატვრობაში არ
დამალულიყო. ამით ეხნატონმა უარყო ფარაონის ღვთაებრიობის იდეა , ფარაონი
ჩვეულებრივ ადამიანად წარმოაჩინა. ეს ყველაფერი ლიტერატურაშიც ჩანს , ფარაონი
ჩვეულებრივი ადამიანივით გამოხატავს ემოციებს თავისი ქალიშვილის
გარდაცვაების გამო და ასშ.
ეხნატონის სახელს უკავშირდება შემდეგი რეფორმაც: მან იმროინდელი ეგვიპტის
სალაპარაკო ენად გამოაცხადა ახალეგვიპტური ენა , მანამდე გამოიყენებოდა შუა
სამეფოს ეგვიპტური დამწერლობა , რომლის წაკითხვასაც მხოლოდ გარკვეული
განათლების მქონე პპირები ძირითადად ქურუმები და არისტოკრატები ახერხებდნენ
, ამიერიდან ყველას მიეცა ამის შესაძლებლობა , ეს ფაქტი იმასაც მიუთითებს , რომ
ფარაონმა ფაქტობრივად უგულებელყო დიდებულები და დიდი ყურადრება მიაქცია
დაბალ ფენას , ამიერიდან მაღალი რანგის მოხელეები დაბალი ფენიდან არიან
ეგვიპტურ წყაროებში ნახსნეებია , რომ მათ ,,არც დედა ჰყავთ და არც მამა’’ , რაც
სწორედ მათ წარმომავლობაზე და დაბალ სოციალურ სტატუსზე უნდა
მიუთითებდეს. არსებობს ისეთი დამოკიდებულებაც , რომ ეხნატონი კაცობრიობის
ისტორიის ,,პირველი პიროვნებაა’’ , რაც უთუოდ მის მიერ გატარებული მრავალი
რეფორმით და რაც მთავარია განსხვავებულობით გამოიხატება , ის პირველია , ვინც
ასეთი ურჩობა გადაწყვიტა სამეფო ბიუროკრატიის ,ღმერთების მიმართ ,
შესაბამისად ხალხში ისე დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა , მან ხომ უარყო
და შეურაცხყო ის ღმერთები , რომლებსაც თავისი მემამულეები თითქმის ორი
ათასწლეული ეთაყვანებოდნენ. მის პერიოდში ეგვიპტე ვერც საგარეო პოლიტიკით
ვერ გამოირცევა , ამენჰოტეპი იმდენად იყო საშინაო საქმეებით გართული , რომ
ფაქტობრივად დაავიწყდა მისი ,,მოკავშირე’’ მითანის სამეფო , რომელიც ხეთების
გაძლიერებულმა სამეფომ , შემდეგ კი ასურეთმა გაანადგურა და თავის პროვინციად
აქცია. ამიტომ გასაკვირი არცაა რომ მისი გარდაცვალებიდან მალევე შემდეგმა
ფარაონებმა მისი გატარებული რეფორმების აღმოფხვრა დაიწყეს , განსაკუთრებით
გამოირჩეოდა ხორემხები ძვ.წ1339-1304 , რომელმაც ატონის ღვათებისა და
ეხნატონის ხსნენებაც კი აკრძალა.

15)ხეთების ცივილიზაციის პერიოდიზაცია


ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კვლევისას მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მცირე
აზიის აზიური ნაწილი, კერძოდ, ანატოლიის ტერიტორია. ეს რეგიონი კაცობრიობის
ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა, სადაც ხდებოდა სხვადასხვა წარმოშობის
ხალხთა ერთმანეთში შერევა. ძველაღმოსავლურ ხანაში აქ ბევრი პატარა
პოლიტიკური ცენტრი შეიქმნა, თუმცა ვერცერთმა ვერ გასტანა ჩვენს დრომდე გარეშე
ფაქტორების გამო. უძველესი ხანიდანვე დაწინაურებული იყო აღმოსავლეთ
ანატოლია, სადაც წარმოიქმნა ხეთების სამეფო, ხათი, რომელიც უდიდეს
პოლიტიკურ ძალად იქცა ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. II ათ-ის განმავლობაში.
ანტიკური ხანის ავტორებს არ შემოუნახავთ ცნობები ამ ხანის მცირე აზიაზე,
საერთოდაც არ იცოდნენ ამ დროს ანატოლიაში ცივილიზაცია შეიქმნა. არც ბიბლია
გვაწვდის ცნობებს, თუმცა ძველ აღქმაში ნახსენებია რამდენჯერმე ხეთები, მაგრამ აქ
არა მეორე ათასწლეულის ეპოქა, არამედ პირველი ათასწლეულის სირიაში
მცხოვრები ხეთები იგულისხმებიან. ისტორიის შესწავლა მოხდა ე.წ. კაბადოკიური
ფირფიტების აღმოჩენით. ხეთების ისტორიას ავსებს ეგვიპტურ-ასურულ-
ბაბილონური ტექსტებიც. არქეოლოგ ტექსიეს აზრით სოფელი ბოზაღქოი უნდა
ყოფილიყო ქ. ფტერია, სადაც კრეზისი და კიროსი ერთმანეთს შეებრძოლნენ.
უდიდესი წინსვლა იყო ბოზაღქოიში 10000 აქადურ ენაზე დაწერილი ფირფიტის
პოვნა ფირფიტის პოვნა. კაბადოკიური ფირფიტების ინფორმაცია მოიცავს ძვ.წ. XIX-
XVIII სს-ს. ფირფიტების უმეტესობა დაწერილია „ქანესურად“, ანუ იმ ენაზე,
რომელზეც ლაპარაკობდნენ ხეთები ძვ.წ. II ათ-ში. ძვ.წ. I ათ-ის ანატოლიაში
დადასტურებულ ენებად იხსენიებიან: ლიკიური, ლიდიური და კარიული. არის
ხათურ ენაზე დაწერილი ფირფიტებიც, რაზეც უნდა ესაუბრა ხათის ხალხს ძვ.წ. III ათ-
ში. დოკუმენტებიდან აღსანიშნავია „ანითას ტექსტი“, ხათუსილი I-ანალები,
თელიფინუს კანონები და ტექსტი, სადაც საუბარია ლაბარნადან თელიფინუმდე
პერიოდზე, მეფეთა ავტობიოგრაფიები და სხვა. ეგვიპტურ იეროგლიფებში „ხეთა“
პირველად იხსენიება XVIII დინასტიიდან, როცა თუტმოს III-მ ევფრატი გადალახა.
ეგვიპტელმა პოეტმა პენტაურმა შემოგვინახა ისტროია კადეშთან ბრძოლაზე. გვაქვს
რამზეს II-სა და ხათუსილი III-ის საზავო საბუთები. ასურულ-ბაბილონურ წყაროებში
ხათი პირველად იხსენიება სამსუდითანას მეფობისას, როცა ხეთებმა მოსპეს
ბაბილონის პირველი დინასტია. დიპლომატიურ ცნობებს ინახავს მეფე ერეტიკოსი
ამენხოტეპ IV. ბიბლიაში ნახსენები ხეთები შემდგომი ათასწლეულიდან არიან. ეს
პატარა საერისთაოები ხეთების სამეფოს დამხობის შემდგომ შეიქმნენ. როგორც
რეგიონი, ერთ-ერთ უძველეს განსახლების ზონად ითვლება. ადამიანს აქ ქვედა
პალეოლითიდან აქვს ნაცხოვრები. წინახეთური ხანის მოსახლეობაზე წერილობით
წყაროებში გარკვევით არაფერია, თუმცა ადგილობრივებად მივიჩნევთ ხათურად
მოსაუბრე პროტოხეთებს, რომლებმაც შექმნეს ალაჯა I-II და ალიშარ III ფენების
კულტურები. II ათ-ში აქ არიან უკვე ინდოევროპელები (დასტურდება სახელებით),
რომლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ XX ს-ზე უფრო ადრე. ამავე ხანაში ჩანან სემიტები,
თუმცა არა ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ვაჭართა წრეში. პროტოხეთებისა და
ინდოევროპელების შერევით შეიქმნა ხეთური ეთნოსი. ადრეულ ეპოქაში ვაჭრობის
მაღალ დონეწე მეტყველებს სავაჭრო ორგანიზაციების დაარსებაც: ქარუმი (სავაჭრო
კოლონია), ვაბართუმი (სავაჭრო ფაქტორია). სამეურნეო ცხოვრების წინსვამ
იმოქმედა მოსახლეობაზე და აღმ. მცირე აზიაში უკვე ჩამოყალიბებულიყო ათამდე
ქალაქ-სახელმწიფო რუბაუმ, ანუ მეფით და რუბათუმ, ანუ დედოფლით.
ჩამოყალიბებულიყო რაბითუმიც, ანუ არისტოკრატია. მეორე ათ-ის დასაწყისშვე იყო
ბრძოლა პირველობისთვის, სადაც დაწინაურდა ბურსახანდა. დაწინაურებუ იყო
ქანიშიც,რომელიც გაძლიერდა ქიულ-თეფე II კულტურის დროს (XIX). შედარებით
გვიანდელ ეპოქაში დაწინაურდა ქუსარა, ნესიტების ადრინდელი ცენტრი, მეფეების
ფითხანასა და ანითას მეფობისას (1790-1750). ანითას მეფობისას ქუსარამ მოიცვა
ცენტრ. მცირე აზიის ზეგანი. ადრეული მცირე აზიის შემდგომ იწყება ძველი სამეფოს
პერიოდი, რომელიც მოიცავს ძვ.წ. 1650-1500 წლებს. ხეთური ისტორიული ტრადიცია
ხეთების ისტორიის პირველ პერიოდს ქუსარას უკავშირებას, ასევე ფუძემდებელი არა
ანითა, არამედ ლაბარნაა. სამეფოს ერთ-ერთმა ბოლო წევრმა თემიფინუმ ვერ
შეინაჩუნა ტახტი. ლაბარნამ თავისი მეფობისას შეიერთა და მოიცვა ხმელტაშუადან
შავ ზღვებს შორის მიწა. ძვ.წ. XVII ს-ში ხათუსული I-მა დედაქალაქი ქუსარადან
ხათუსაში გადაიტანა, რომელმაც იარსება სამეფოს დაცემამდე. უკვე მურსილი I
ახერხებს და 1595 წელს ანადგურებს ბაბილონის I დინასტიას. ხათუსული-მურსილი
მეფობით ხეთების ამეფო ძლიერი სამხედო სისტემისაა. ამ დროს იწყება ხურითების
შემოსევა. ძველ სამეფოში ხშირია ბრძოლა ხელისუფლების განმტკიცებისათვის. ამავე
პერიოდის ბოლოს თელიფინუმ გადაჭრა ტახტის საკითხი, რომ გამეფება
მემკვიდრეობით მოხდებოდა.ამის შემდგომ მოდის შუა სამეფოს ეპოქა, რომელიც
მოცავს 1500-1450 წლებს. ამ პერიოდზე წყაროები მცირეა, მაგრამ მაინც ფიქსირდება,
და გვაქვს მეფეთა რიგი 7 სახელით. შუა სამეფოს დროს, მიუხედავად თუთხალიაII-ის
რამდენიმე წარმატებული ლაშქრობისა, ხეთები სუსტდებიან, ეგვიპტე და მითანი კი
აქტიურდებიან.შემდგომი ეპოქა უკვე ახალი სამეფოს ხანაა ძვ.წ. 1450-1200 წლებში.
ახალი სამეფოს დამაარსებლად ითვლება სუფილულიუმა (1425-1386), რომელმაც
ქვეყანა ხელმეორედ ააღორძინა. მუვათალის პერიოდიდან კი ახლო კონტაქტია
ეგვიპტესთამ (1345-1310). თუთხალია IV-ის (1280-1250) დროიდან ძლიერება ეცემა,
რაც გამოაწორეს შემდგომმა მეფეებმა ამავე საუკუნის ბოლოს. თუმცა ქასქების
შემოსევა ასუსტებდა ქვეყანას და მათი მოგერიებაც არ იყო მარტივი. არცავაას
ქვეყნებსაც დამოუკიდებლობა სურდათ. მუდმივმა ომებმა შეარყია ეკონომიკა.
საუკუნის მიწურულს სიტუაცია დაამძიმა ზღვის ხალხების მოძრაობამ, რომლებიც
ვერავინ შეაჩერა. ძვ.წ. 1200 წელს ხათი დაეცა.ხეთური კანონების პირველი ნაწილი
მურსილი I-ის დროსაა შექმნილი, მეორე ძველი სამეფოს ბოლოს, მესამე XIII ს-ის II ნახ-
ის.

16)ხეთების ძველი სამეფო


ძველაღმმოსავლური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია ხეთების
სამეფო ,,ათასი ღმერთის ქვეყანა’’ , რომელმაც ფაქტობრივად სხვა რამდენიმე
აღმოსავლურ ქვეყანასთან ერთად შექმნა თავისი ხანა , ხეთების სამეფო უკვე ,
როგორც ორგანიზებული ფაქტობრივად იმპერია არსებობდა ძვ.წ 1650-1200 წლებში ,
მაგრამ , რა თქმა უნდა, ის აქამდეც მცირე ქალაქების სახით გვევლინება და
შესაბამისად ამ ქალაქებზეც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია. ხეტების სამეფო
მდებარეობდა მცირე აზიის ტერიტორიაზე , მცირე აზია არის თურქეთის
აღმოსავლეთ ნაწილი , აზიური ნაწილი , რომელსაც ანატოლიაც ეწოდება , იგივე
,,anadolu’’ . მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაშ იკვლევდნენ ამ ცივილიზაციას და
აწყდებოდნენ მარავლ პრობლემას, უმნიშვნელოვანესია არქეოლოგიური
ექსპედიციები აქ. პირველი ადამიანი , რომელმაც აქ იმოგზაურა და ჩაატარა
არქეოლოგიური ექსპედიცია იყო ფრანგი მეცნიერი ტექსიე , (ეს ყველაფერი მე-19
საუკუნის 30 იან წლებში მოხდა), გათხრები ჩატარდა ბოღაზქოის სოფელსა და
იაზილიქაიას გამოქვაბულში , აღმოჩნდა მრავალი საინტერესო ინფორმაცია ,
რომელიც უთუოდ რომელიღაც ახალ დიდ ცივილიზაციას ეხებოდა, აქ ჩაატარეს
ექსპედიციები შემდგომ შანტრმა , შეფერმა , არჩიბალდ სეისმა , უილიამ რაიტმა და
ასშ. უდიდესი წვლილი ამ ყველაფერში შეიტანა ჰუგო ვინკლერმა , რომელიც
სათავეში ედგა 1906-1912 წლების არქეოლოგიურ გათხრებს ბოღაზქოიში , სადაც
აღმოაჩინა 10 000-მდე ფირფიტა. ამ პერიოდში მეცნიერები უდიდეს პრობლემას
წააწყდნენ , ისინი ვერ კითხულობდნენ ამ წარწერებს იქიდან გამომდინარე , რომ არც
კი იცოდნენ რომელ ენაზე იყო შექმნილი ეს ფირფიტები. უდიდესი როლი ხეთური
ენის გაშიფვრაში იქონია ჩეხი მეცნიერის ბრედრჟიხ ჰროზნის კვლელებმა , რტიც
დადგინდა 1915 წელს, რომ ეს იყო ინდოევროპული ენა , რითიც წინ წაიწია ამ
ცივილიზაციის სწავლის საქმე.

ძვ.წ მეორე ათასწლეულის ხეთების ისტორია ძირითადად შეისწავლება


ხეთური ,,კაბადოკიური ფირფიტებით’’ , რომლემბიც აღმოაჩინეს 1880-იანი
წლებიდან ძირითადად ქიულ-თეფეს ტერიტორიაზე.

მნიშვენლოვანი წყაროა ასევე ,,ანითას ანალები’’ , ხათუსილი


პირველის ,,ანალები’’ ,,ანდერძი’’ და სხვა მეფეების მატიანეები. პირველად უცხოურ
წყაროებში ხეტების სამეფო იხსენიება თუტმოს მესამის პერიოდში , როდესაც ისინი
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიის გამო. ასევე
მნიშვნელოვანია რამსეს მეორის ცნობები ხეთებთან ბრძოლის შესახებ ,,ქადეშის
ბრძოლა’’. ხეტური ტექსტები ნაპოვნია მარის , ალალახის , უგარითის სამეფოს
ტერიტორიაზე და სხვა.

მეურნეობა
მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მრავალი კულტურული ფენა , ამ
კულტურულ ფენებს მეცნიერები ორ ნაწილად დასავლეთანატოლიურ და
აღმოსავლეთანატოლიურ ნაწილებად ჰყოფენ , ანატოლია მდებარეობს
სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაში , ზღვებისაგან იზოლირებული შიდა რაიონების
კლიმატი იყო კონტინენტური , რაც კარგ პირობებს ქმნიდა საცხოვრებლად, სწორედ
ამ ტრიტორიაზე განვითარებული იყო , როგორც მესაქონლეობა ისე
მიწათმოქმედების მრავალი დარგი. საინტერესოა , რომ ამ ხანის ხეთურ
ცივილიზაციაში ვერ განვითარდა საირიგაციო სისტემების მოწყობა-გაყვანა , რადგან
მცირე აზიის ეს ტერიტორია დაქსელილი იყო მცირე ზომის მდინარეებით ,
რომლებიც ზაფხულობით პატარავდებოდა, წყლის დონე იკლებდა და შესაბამისად
ირიგაციისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა. ხეტების სამეფო ასევე საკმაოდ მდიდარი
იყო სხვადასხვა წიაღისეულითა და რესურსით მაგალითად : სპილენძი ,ვერცხლი და
სხვადასხვა ლითონი , რის შედეგადაც ვითარდება მეტალურგია. ამათუმი ანუ
ლითონი 40-ჯერ უფრო მეტი ღირდა ვიდრე ვერცხლი. ამასთან ერთად ასევე
ვითარდება ხელოსნობა და ვაჭრობა , ხეტები კაბადოკიის ტერიტორიაზე ქმნიდნენ
სავაჭრო კოლონიებს , რომლებსაც ეწოდებოდა ,,ქარუმი’’ , ,,ქარუმის’’ ცენტრი იყო
ქალაქ ქანიშში. ვაჭრებს ხეტების სამეფოში შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილი
და ბრინჯაოს დამზადებისთვის საჭირო ლითონი - კალა , აქედან კი ყიდულობდნენ
ტყავს , ლითონს , მატყლს.

მოსახლეობა
,,მცირე აზიის’’ ტერიტორიაზე ადამიანთა განსახლება იწყება პალეოლითის ხანიდან
სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება , რომ ხეტების სამეფოს
ტერიტორიაზე ძვ.წ მესამე ათასწლეულში ცხოვრობდნენ პროტოხეთები რომელტა
ვინაობაც არ ვიცით, ძვ.წ მეორე ათასწლეულიდან კი ჩნდებიან ინდოევროპული
ეთნიკური ელემენტები , რომელთა ენდოევროპელობასაც ზოგერთი სახელი და
ტერმინი მოწმობს.

უძველესი ისტორიიდან ძველ სამეფომდე.


ხეთების ძველი სამეფოს საფუძველი ეყრება ჯერ კიდევ მეორე ათასწლეულის
დასაწყისიდან , როდესაც არსებობდა მცირე აზიისა და კაბადოკიის ტერიტორიაზე 10
მდე პოლიტიკური ერთეული , რომელბიც ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ
ჰეგემონობის მოსაპოვებლად.თავდაპირველად ამ ბრძოლებში იმარჯვებს
ბურსახანდა , რომელიც შემდეგ ,,დიდ მეფედაც’’ კი იწოდება. შემდგომში
დაწინაურდა ქალაქ-სახელმწიფო, რომლის სახელიც არის ნესა იგივე ქანიში ,
რომლის სამ ძლიერ მმართელზე , კერძოდ ლაბარშაზე , ინირასა და ვარშამაზე გვაქვს
ინფორმაცია , ბოლო ორ მმართელზე გვაქვს ინფორმაცია მამას ქვეყნის მმართველის
ანუმხირბის წერილებიდან , რომელიც მოგვვითხრობს ამ ორ სამეფოს შორის
დაპირისპირებებზე. ძლიერია ასევე ქუსარას სამეფო ფითხანასა და ანითას
პერიოდში , ფითხანა და ანითა გვევლინებიან ხეთების ძველი სამეფოს წინაპრებად ,
მათ ხანას ეწოდება ადრეული ეტაპიც , ისინი მმართველობდნენ 1790-1750 წლებში.
მათზე ინფორმაცია მოგვეპოვება მაგალიტად ,,ანითას ანალებიდან’’ და სხვა , ანითას
დაულაშქრავს ნესა და იონების ტერიტორია , სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია.
ხეტების ძველი სამეფოს უშუალო დამფუძნებლად მიიჩნევა ლაბარნა , შემდეგში
ხათუსილი პირველად წოდებული , მან თელიფინუს წარწერების მიხედვით მიღწია
დიდ წარმატებებს და მცირე ქალაქი დიდ სამეფოდ აქცია , მასვე მიეწერება
ქუსარადან დედაქალაქის ხათუსაში გადატანა , რაც გამომდინარეობდა
სტრატეგიული ინტერესებიდან და საჭიროებიდან. ლაბარნას მემკვიდრეებმა
წინაპრის დაწყებული საქმე გააგრძელეს და უდიდეს წარმატებებს აღწევდნენ , ისინი
იყვენენ მურსილი პირველი , ხანთილი და ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი ამ
სამეფოსი თელიფინუ . თელიფინუსა და ხანთილის შორის პერიოდში ხეტების
მეფეები არ იყვნენ იმდენად ძიერები , რადგან ისინი მუდმივად გართულები იყვნენ
სამეფო ტახტისთვის ბრძოლებით , შესაბამისად არ ჰქონდათ ისეთი ძალაუფლება ,
რომ ისტორიაში თავიანთი თავები დაემკვიდრათ , როგორც ძლიერი მეფეები.
ხეტების საგარეო პოლიტიკა ძირითადად მიმართული იყო ორი მნიშვნელოვანი
ოლქის , კერძოდ ხურისა და ხალაფის (ჩრდილოეთ სირია) დასამოჩილებლად , ეს
ორი სამეფო ამ ხანაში უკვე საკმაოდ ძლიერია და თავისი ინეტრესების შესაბამისად
ავრცელებენ თავიანთ სამეფოს საზღვრებს და უფრო და უფრო ძლიერდებიან.
სწორედ ამ ხანებში შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილება რამაც გამოიწვია სწორედ
ასეთი დიდი დაპყრობითი პოლიტიკა ხეთების , ეს არის ცხენიანი საბრძოლო
ეტლბის გამოჩენა, რომლებსაც ინტენსიურად იყენებდნენ ხეთები და მათი კარგად
ორგანიზებული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენდა.

ჩრდ. სირია ხეთებისთვის , როგორც ვახსენე მუდმივად წარმოადგენდა სამიზნეს,


რაც მისი მატერიალური და სტრატეგიული ღირებულებენიდან გამოდინარეობდა , აქ
ლაშქრობები დაიწყო ხათუსილიმ და გააგრძელა მურსილი პირველმა , ხათუსილიმ
ხალაფსაც და მის მეფე იარიმლიმ მესამესაც შეუტია და საკმაოდ დაასუსტა , მაგრამ
საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა , ეს ყველაფერი გააკეთა მისმა მემკვიდრემ ,
მურსილიმ , მურსილი ხალაფის სამეფოს განადგურების შემდგომ იბრძვის
ბაბილონის წინააღმდეგ , ბაბილონის მეფე ამ პერიოდში იყო სამსუდათინი ,
რომელიც მან დაახ.1595 წელს დაამარცხა , რამაც შემდეგ გამოწივია ბაბილონის
სამეფოს პირველი დინასტიის დიდად დაკნინება და მოგვიანებით განადგურება. ამ
ყველაფერმა გამოიწვია ხეტების სამეფოს პოზიციების დიდად განმტკიცება , ეს
სამეფო ამიერიდან ძლიერ და წამყვან სამეფოტა რიგში ჩადგა , ფაქტობრივად
მთლიანი ჩრდ.სირია ხეთებს დაემორჩილა. ამ დაპყრპობითმა პოლიტიკამ შემდეგ
ახალი სამეფოს პერიოდში ეგვპტესტან ურთიერთობის გაფუჭებაც გამოიწვია,
რომლებიც ერთმნეთს დაუპირისპირდნენ სირიის გამო.

ხათუსლი-მურსილის პიერიოდიდან საკმაოდ აქტიურად გამოდიან ხეთების


წინააღმდეგ ხურიტები. ხშირ შემთხვევაში ,სადაც ხეთები იბრძონდნენ მოსახლეობის
ნაწილს ხურიტები შეადგენდნენ და შესაბამისად მათთან ბრძოლაც უწევდათ ხეთ
მონარქებს. ხურიტების შემოსევები დამანგრეველი იყო , ისინი ყველანაირად
აზიანებდნენ ქვეყანას , როგორც ეკონომიკურად , ისე დემოგრაფიულად , ერთხანს
მათ დედაქალაზეც კი აპირებდნენ შემოტევებს. სწორედ მათი აქტიური თავდასხმები
გახდა საფუძველი იმისა , რომ ხათუსილიმ დედაქალაქი გადაიქტანა ქუსარადან
ხათუსაში.
ძველი სამეფოს არსებობის განმავლობაშ მუდმივად დიდ ძალას ფლობდა
სახალხო კრება ე.წ პანკუ. მასში თავდაპირველად მონაწილეობდა ნებისმიერი
მამაკაცი , რომელსაც ხელში ხმლის აღება და ბრძოლა შეეძლო , მაგრამ მოგვიანებით
მისი შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა ამიერიდან მასში მხოლოდ მაღალი
ფენის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მასვე ჰქონდა ძალიან დიდი
უფლებები ,კერძოდ , სასამართლოს ის განაგებდა , ის ნიშნავდა ტახტზე მეფის
მემკვიდრეს , ასევე პანკუს დადგენილებით მხოლოდ მეფის დისწული შეიძლება
გამხდარიყო მეფე , თელიფინუს პერიოდამდე კი მეფე მხოლოდ ასახელებდა
მემკვიდრეს , კრება კი უკვე ამტკიცებდა ან არ ამტკიცებდა დასახელებულ
მემკვიდრეს მეფედ. საბოლოოდ ეს ყველაფერი ტელიფინუს დროს შეიცვალა , მან
გამოსცა კანონი რის მიხედვითაც მეფე გახდებოდა მეფის უშუალო მემკვიდრე ,ანუ
უფროსი ვაჟი , თუ მეფეს არ ჰყავდა ვაჟი მაშინ მეფობის კანდიდატი ხდებოდა მეფის
სიძე. დანარჩენი კანდიდატები საერთოდ გამოირიცხა მისი კანონმდებლობით .
მიუხედავად ამისა , პანკუ მაინც ფლობდა გარკვეულ ძალაუფლებას თელიფინუს
გატარებული რეფორმის შედეგადაც.

ამ დროინდელი ხეთების საზოგადოება იყოფოდა ორ ნაწილად , ესენი


იყო :თავისუფალი და არათავისუფალი ფენები. თავისუფალი ფენიდან გამოირჩევა
ადამიანთა კლასი , რომელსაც ,,სასახლის ძეების’’ სახელით მოიხსენიებდნენ, მათ
ძირითადად სამეფო სამეხოლეო აპარატში მუშაობა ევალებოდათ . არათავისუფალი
ფენიდან იყვნენ მონები , მონებზე ჩვენ არ გვაქვს დიდი ინფრომაცია , ერთადერთი
მონებზე ნახსენებია მონების აჯანყება , რომელიც შევიდა ,,თელიფინუს ტექსტში’’,
შესაბამისად უნდა იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ დიდი აჯანყება
მომხდარა , სხვა შემთხვევაში ისეთ მნიშვნელოვან წყაროში როგორიც ტელიფინუს
ტექსტია არ იქნებოდა შეტანილი.

17)ხეთების ახალი სამეფო


ხეთების სამეფო ამ პერიოდში ძვ.წ 1450-1200 განიხლიბა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
ქვეყანა აღმოსავლური ქვეყნების ისტორიაში , ის ეგვიპტის , ასურეთის , ბაბილონიშ
სწორი და ხშირად მათზე უფრო ძლიერი სახელმწიფოცაა. 1280 წლამდე ხეთებმა
უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს , თუთხალია მესამის პერიოდიან დაწყებული 1450-
1425 , მისი შვილით სუფილულიუმ პირველით გაგრძელებული 1425-1386. ხეთების
სამეფო უფრო და უფრო ძლიერდება სუფილულიუმას მემკვიდრეების არნუვანდა მე-
2 ის 1386-1385 და მურსილი მეორის პერიოდში 1385-1345 , მუვათალის პერიოდიან
კი 1345-1310 ხეთებს საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა აქვთ ეგვიპტესთან , ეს
ურთიერთობა გრძელდება მურსილი მესამისა 1310-1304 და ხათუსილი მესამის
პერიოდშიც 1304-1280. მათ შემდეგ ხათის ძალაუფლება ნელ-ნელა კლდებულობს ,
შემდეგი მეფეები ვეღარ აღწევენ დიდად წარმატებებს (თუთხალია მეოთხე 1280-1250)
, არნუვანდა მესამე (1250-1230) , სუფილულიუმ მეორე (1230-1200).
ხეთების უერთიერთობა არცავასთან. თუ ძველი სამეფოს მონარქები არცავას
გაძარცვიტა და ნადავლის წამოღებით კმაყოფილდებოდნენ ახალი სამეფოს
პერიოდში ეს რადიკალურად იცვლება , მათ უკვე სურთ არცავას ნახევრად
ვასალური მდგომარეობაში ჩაყენება და მისგან უფრო მეტი სარგებელის მიღება.
აღსანიშნავია , რომ არცავას მეფეებს ურთირთობა აქვთ ეგვიპტესთანაც , რაც იმის
მოწმობაა , რომ ის საკმაოდ ძლიერი სამეფოა. დიდი ბრძოლების გადახდა მოუწიათ
სუფილულიუმას და მის მემკვიდრეებს , რაც საბოლოოდ ხეტების გამარჯვებითა და
არცავას დამორჩილებით დამთავრდა. დაიდო ამ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება ,
რომელიც ითვალისწინებდა , რომ არცავას მეფეები რეგულარულად გაუგზავნიდნენ
ჯარსა და ხარკს ხეთებს , ამასთან ერთად ფაქტობრივად ხეტების მონაპირე ოლქის
ფუნქციასაც შეასრულებდნენ და დაიცავდნენ ქვეყნის საზღვრებს.

ხეთების ბატონობა ჩრდილოეთ სირიაში. ხეთების სამეფომ დიდ წარმატებებს


მიაღწია ჩრდილოეთ სირიაში , სადაც სუფილულიუმას პერიოდში ფაქტობრივად
ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი :ქარხემიში , ალალახი და სხვა დაიმორჩილეს და
შესაბამისად ჩრდ.სირიაც მათი გავლენის სფერო გახდა. (აქ სუფილულიუმა თავის
შვილებს ამეფებს - ფიასილისა და თელიფინუს)

ეგვიპტესთან შეტაკება, ქადეშის ბრძოლა.

ჩრდილოეთ სირიაში გატარებული პოლიტიკის შედეგად ხეტებსა და ეგვიპტელებს


შორის დაიწყო დაპირისპირება , ეს ტერიტორია ორივე სამეფოსთვის მიმზიდველი
იყო და ორივეს სურდა დამორჩილება, ეგვიპტელებმა ამენჰოტეპ მეოთხისა და მის
მიერ გატარებული რეფორმების შედეგად დაკარგეს აქ კონტროლი , მაგრამ უკვე მე-
19 დინასტიის პერიოდში ეგვიპტელებმა კვლავ მოინდომეს აქ ბატონობა ,
შესაბამისად ორი სამეფოს ინტერესების გაგადკვეთამ გამოიწვია დაპირისპირება ,
ხეტების მეფე მუვათალი და ეგვიპტის ფარაონი რამსეს მეორე ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ მდ.ორონტის ნაპირებთან , სადაც წარმატებას ხეტების მეფემ
მიაღწია , მაგრამ ეგვიპტელებმა უკან დახევა მოახერხეს. მოგვიანებით ხეტების მეფე
ხათუსილი მესამემ ზავი შესტავაზა ეგვიპტეს , ეს ყველაფერი ზოგი ცნობით 1296 ,
ზოგი ცნობით კი 1274 წელს მოხდა , ამით მოგვარდა ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის
დაწყებული დაპირისპირება.

ხური-მითანთან ურთიერთობა.

ხურიტებთან ურთიერთობა , როგორც ვიცით იწყება ძველი სამეფოს პერიოდიან , ეს


ყველაფერი გრძელდება ახალ სამეფოშიც , ხურიტებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი
საკმაოდ ძლიერი სამეფო - მითანი , რომელიც მეტოქეობდა ,როგორც ეგვიპტეს , ისე
ხეთებსაც. სუფილულიუმასა და მითანს შორის საკმაოდ დიდი დაპირისპირებები
მიიმდინარეობდა, რაც დამტავრდა მიტანის დამარცხებით და იქ ხეთური გავლენის
დამყარებით , მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანო ხანებში ვერ გაგრძელდა ,
სუფილულიუმას მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს მითანის კონტროლო. საბოლოოდ
მითანი ასურეთის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც ადადნირარი პირველისა და
სალმანასარის დაპყრობითი პოლიტიკის შედეგი იყო.

ბრძოლა ქასქების ტომებთან.

ქასქები იყვნენ პონტოს მთებში მოსახლე მომთაბარე ტომები , რომლებთანაც ხეთებს


მუდმივად ჰქონდათ დაპირისპირება დაწყებული ძველი სამეფოს პერიოდიდან.
ვერცერთა ხეთმა მეფემ ვერ შეძლო მათი თარეშის საბოლოო აღკვეთა, აღსანიშნავია ,
რომ ხეთები მათ ხშირად ქირაობდნენ და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე
იყენებდნენ.

ურთიერთობა ახიავასთან.

ახიავას ზუტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია , არსებობს მოსაზრება , რომ ეს


უნდა იყოს მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორია , აღსანიშნავია , რომ
ზოგიერთი მეცნიერი მათ ბერძნულ , კერძოდ ,კი მიკენურ ტომებად მიიჩნევს.
ხეტების არცერთ მეფეს არ ულაშქრია ახიავაში და პირიქით არც მათ გამოულაშქრავთ
ხეტების სამეფოში , რაც დასტურდება , რომ მათ ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდათ ,
მეტიც ისინი უშუალო მეზობლები არ იყვნენ მაგრამ ურთიერთობა მაინც ჰქონდათ
დაწყებული სუფილულიუმას პერიოდიდან, სუფილულიუმა ახიავას მეფეს თავის
თანასწორად მიიჩნევს.

ხეთების სამეფოს დაცემა.

ხეთების სამეფოს დასუსტება იწყება ჯერ კიდევ თუთხალია მეოთხის პერიოდიან


დაახ. 1280 წელი , ამ პერიოდიან ხეტების სამეფოში ხშირდება შიდა არეულობები ,
ამას ემატება ქასქების გაუთავებელი შემოსევები , ქვეყანა იმდენად დასუსტებული
იყო ეკონომიკურად , რომ ერთ-ერთი ხეთი მმართელის პერიოდში , ის ტვიროსის
მეფე ამურაბსაც კი სთხოვს რესურსებით დახმარებას , რათა რამენაირად გადარცეს ,
ასეთ გართულებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას დაეღტო ე.წ ზღვის ხალხის
გადმოსახლება , რამაც საბოლოოდ დაასრულა ხეტების სამეფოს არსებობა , ეს ამბები
აღწერილია ეგვიპტურ წყაროებში. ხეტების ბოლო მეფე იყო სუფილულიუმ მეორე ,
რომელიც ვერ გაუმკლავდა ამ ყველაერს და დაახ. 1200 წელს ქვეყანა განადგურდა.

სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობანი ახალი სამეფოს პერიოდში.

ხეთების სამეფოს ეკონომიკა ძირიტადად დამოიკიდებული იყო სოფლის


მეურნეობაზე , შესაბამისად დიდი ყურადრება ექცეოდა ამ სფეროს , რასაც მოწმობს
თუნდაც ის , რომ ხეტების საკანონმდებლო სისტემაში 100 ზე მეტი კანონო სოფლის
მეურნეობას ეხებოდა. განვითარებული იყო მევენახეობა , მეფუტკრეობა , მებაღეობა ,
უმნიშვნელოვანესი იყო ასევე მეცხოველეობაც , განსაკუთრებით დიდი ყურადღება
ექცეოდა ცხენს. ხეთები ქმნიდნენ , როგორც მათთვის სამყოფ პროდუქტს , ისე ჭარბ
პროდუქციასაც , რაც თავის მხრივ იწვევდა ვაჭრობის განვითარებას , რადგან მათ ამ
პროდუქტის სხვაგან გატანა უწევდათ.

მიწათმფლობელობისა და მიწაზე საკუთრების ფორმები.

ხეთების სამეფოში არსებობდა სამეფო , სატაძრო , სათემო და სხვადასხვანაირი


მიწები , რომლებიც განიხლებოდა მეფის საკუთრებად. ამ მიწებზე არსებობდა
სამეურნეო ერთეულები , რომლებიც იყო ცალკეული ოჯახების მფლობელობაში.
სახელმწიფო მიწებთან ერთად არსებობდა კერძო მიწებიც , მსხვილი და წვრილი
მიწათმფლობელების მიწები . ამ მიწებზე არსებობდა ე.გ ,,ნაკვეთის ადამიანი’’ ,
რომელიც სავარაუდოდ იყო ეკონომიკურად დამოიკდებული ნაკვეთის მფლობელის
ოჯახზე , მაგრამ ის შემოსავლის 1/3 -ს იღებდა და განაყოფის შემთხვევაშიც ქონების
ამავე ნაწილს მიიღებდა.

ხელოსნობა და ვაჭრობა.

ხეტების სამეფოში ძალიან მაღალ დონეზე იყო ხელოსნობაც , რაც პირველ რიგში
იმით იყო განპირობებული , რომ ამ სამეფოს ტერიტორიაზე მოიპოვებოდა მრავალი
რესურსი (ლითონი) , არსებობდნენ შესაბამისად ხელოსნებიც , რომლებიც
პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. ხეტების სამეფოში ხელოსანს
უწოდებდნენ ,,იარაღის ადამიანს’’. მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის
განვითარებამ და შემდეგ ჭარბი პროდუქტის გაჩენამ დიდად იქონია გავლენა
ვაჭრობაზე და განავითარა ის , არსებობდა ვაჭართა საკმაოდ პრივილეგირებული
ფენაც.

საზოგადოებრივი კლასები და სოციალური დიფერენციაცია.

ხეთების სამეფოში არსებობდა როგორც თავისუფალი , ისე არათავისფუალი ფენა ანუ


მონები. მონათა წყარო ძირითადად სამხედრო ნადავლი იყო ტყვეების, მაგრამ
არსებობდა შემთხვევებიც , როდესაც მონა სავალო კაბალით ხდებოდა. მეპატრონეს
შეეძლო მონა მოეკლა იმ შემტხვევაში თუ ის წინააღმდეგობას გაუწევდა , მაგრამ
არსებობდა კანონებიც , რომლებიც მონის ღირსაბას იცავდნენ. თავისუფალი ფენა
საკმაოდ ჭრელი იყო ამ ხანის ხეთების სამეფოში , ყველაზე დიდ და ასევე ყველაზე
დაბალ ფენას წარმოადგენდნენ მეთემე გლეხები , ისინი ხშირად ერწყმოდნენ კიდეც
მონებს და კარგავდნენ თავისუფლებას. შემდეგ საშუალო და მაღალ ფენას
წარმოადგენდნენ მეომრები , ქურუმები და ვაჭრები , რომლებიც ხშირად ხდებოდნენ
სამეფო კარის წარმომადგენლები.

18)ასურეთის სამეფოს პერიოდიზაცია


ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კვლევისას უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს
ასურეთი, თანამედროვე ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტიგროსის
შუა წელზე მდებარე ოლქი. მერმიმდელი ასურეთის მოსახლეობის თავდაპირველ
ბირთვს შეადგენენ, როგორც ჩანს, ხურიტული და მათი მონათესავე ტომები. ამ
ოლქებს ჯერ კიდევ შუმერები იხსენიებენ „სუბართუდ“ ძვ.წ. II ათ-ის თავის
ტექსტებში. ძვ.წ III ათ-ის II ნახ-ში ბაბილონის ჩრდილოეთით მდებარე ოლქში ჩნდება
აქადური- სემიტური მოსახლეობა, როგორც ნავარაუდებია სავაჭრო მიზნებით.
ამგვარად III ათ-ის შუა წლებიდან შემდგომი ასურეთის მიწაზე იქმნება სემიტური
დასახლებები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო ასური, რომელიც
შემდგომში გახდა სახელმწიფოს ცენტრი. იმის გამო, რომ ასურეთის მიწაზე გადიოდა
ოდითგანვე დიდი სავაჭრო გზები ინფორმაციაც შესაბამისად მოგვეპოვება. ასურეთის
უძველესი ისტორია, იქ კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის
პირობები ჩვენთვის თითქმის უცნობია. თუმცა ვიცით, რომ აქადური დინასტიის
ხანაში ეს ტერიტორია აქადური პოლიტიკური გავლენისა და შეიძლება მისი
ძალაუფლების ქვეშაცაა. სარგონ I-მა დაიპყრო სუბართუს ქვეყანა XXIV საუკუნეში, რაც
დასტურდება ტექსტებით. სარგონ აქადელის ვაჟმა რიმუშმა კი შემდგომი ასურული
ქალაქის ნინევიის ადგილას დააარსა ქალაქი. შემდგომ პერიოდში დასტურდება ურის
III დინასტია ამ ტერიტორიაზე, რომელიც აკონტროლებდა ასურეთის აღმოსავლეთს.
ასურში ურის მეფის მოხელე იჯდა. XXI ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, როცა
ურის ძალა გადაწონა ელამმა ასურეთი გათავისუფლდა და აქ დამოუკიდებელი
პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა. ასურის მმართველი ფუზურასური XX ს-ის 80-
იანებში აქ აარსებს დამოუკიდებელ აქადური ჩამომავლობის დინასტიას.
ფუზურასურის შვილიშვილი იშაკუმი ულუშუმა (XX) იღებს ბაბილონის ოლქებს და
ურამდე აღწევს. ამ დინასტიის ხანაში იქმნება ასურული სავაწრო კოლონიები
კაბადოკიაში- „ქანესი“. დიდ ინფორმაციას გვაწვდის ქიულ თეფეს არქივი, რომელიც
3 თაობას მოიცავს და XX-XIX სს. განეკუთვნება. XIX ს-ში ასურული სავაჭრო
კოლონიების არსებობა წყდება, რადგანაც სურელები კარგავენ პოზიციებს
კაბადოკიაში. ფუზურასურის დინასტია მოსპო ამორეველმა შამშიადად I-მა (1815-
1782), ძალაუფლება კი ამორეველთა ხელში გადავიდა- შამშიადადმა თავს არა
უბრალოდ იშაკუმი, არამედ შარ-ქიშათი „მრავალთა მეფე“ უწოდა. შამშიადადის
სახელმწიფო დაამხო ხამურაბის ბაბილონმა. ხამურაბმა ილაშქრა ასურეთის მხარეში,
არ შეიერთა, მაგრამ დაასუსტა. ხამურაბის სახელმწიფოს დამხობის მერე გამოჩნდა
ხურითო ტომების გაერთიანება - მითანის სამეფო. მითანის მეფე შაუშატარმა (1500)
ასურეთი დალაშრა, გაძარცვა და თავისი ბატონობის ქვეშ მოაქცია. ამ პერიოდში
ასურეთის როლი დაეცა და სავაჭრო გზებმაც გადაინაცვლეს. თავად ასურეთსაც აღარ
აქვს იმის ძალა, რომ თავისი სავაჭრო კოლონიები გაიყვანოს შორს.XV ს-ის
დასაწყისიდან მითანი სუსტდება და ეგვიპტე აძევებს სირიიდან. ამით ასურეთი
ცდილობს თავისუფლების მოპოვებას და დროდადრო აღწევენ კიდევაც. საუკუნის
მეორე ნახ-ში ჩანან მმართველები მეფის ტიტულით, რომლებიც მეზობლებთან
ხელშეკრულებებს დებენ, თუმცა XIV ს-ის 70-იანებამდე ასურეთი მაინც მითანის
ძალაუფლებაში შედის. 1370 წელს მითანი ხეთებთან მარცხდება და ასურელი
ასურუბალიტი თავს ითავისუფლებს. ამ მეფიდან იწყება დამოუკიდებლობა და ე.წ.
შუაასურული ხანა. ცნობები ამ პერიოდზე ფარაონ ამენჰოტეპ IV-თან მიმოწერაში ჩანს.
მედე ადადნირარ I (1307-1275) ლაშქრობს მითანში და მიდის ქარხემიშამდე. მისი
შვილი სალმანასარ I (1275-1245) ურარტუს უტევს და იმარჯვებს. სწორედ ამ
პერიოდში ყალიბდება დამპყრობლური პოლიტიკა. თუქულთინინურტა I,
მიუხედავად სამხედრო პოლიტიკისა, ვერ იმორჩილებს დამპყრობილ მიწებს.
პრობლემა ხდება მომტაბარეთა საკითხიც, რომლებიც ევფრატზე გადმოვიდნენ და
ჩრდ. შუამდინარეთში დასხდნენ. მეფობის მე-11 წელს თუქულთინინურტა იღებს
ბაბილონს. მის დროს მითანის უმეტესი მიწა შეითვისეს. დამპყრობლური პოლიტიკა
ავითარებს პარაზიტულ მეურნეობას. თუქულთინინურტას შემდეგ ასურეთი
სუსტდება, თუმცა ნაბუქოდონოს I-მდე. ძლიერება აღდგა ტიგლათფილესრI-ის (1115-
1077) დროს. ის ამარცხებს მიტანსა და ნაირის ქვეყნების გაერთიანებას. მისი
მემკვიდრეების დროს ასურეთი ხელახლა ეცემა, რაც განაპირობა არამეულ ტომტა
შემოსევამ. ნელ-ნელა იკარგება დაპყრობილი მიწები და სუსტდება მუდმივი ომების
გამო. ხელმეორედ აღმავლობა იწყება ასურნასირფალ II-ის დროს (885-860). ის
აღადგენს XIII-XII სს.-ის საზღვრებს. მისი ვაჟი სალმანასარ III (860-825) ყოველწლიურ
ლაშქრობებს აწყობს ყველა მხარეს და უმეზობლდება ურარტუს. მისი მემკვიდრეების
დროს აშკარა კრიზისია და იწყება აჯანყებები, შემდეგ კი მიწების დაკარგვა. ასევე
ურარტუ იწყებს შეტევას. 745 წელს გამეფდა ტიგლათფილესერ III, რომელიც დიდ
სამხედრო კამპანიას ეწევა ყველა მიმართულებით. იქმენა კარგად ორგანიზებული
არმია, რომლის დახმარებითანც ხერხდება ძლიერების შენარჩუნება. მისი მემკვიდრის
შესახებ ცნობები მწირია, მაგრამ ვიცით, რომ დაამარცხა ტვიროსისა და ისრაელის
კოალიცია. ასევე სალმანასარ V ატარებს საგადასახადო რეფორმას, რომლითაც ის
ქალაქებს ართმევს შეუვალობის უფლებას თანხის აკრეფაში. მალევე ამას მოჰყვა
დიდვაჭართა უკმაყოფილება, მოეწყო გადატრიალება და სალმანასარი მოკლეს. 717
წელს მეფე სარგონ II იღებს ქარხემიშს და მთელს სირიას. ასევე მოაოხრა ურარტუ და
აიღო მუსასირი. ასევე ილაშქრა ბაბილონში, მაგრამ იმის გამო, რომ ასურეთი აღარ
იყო უწინდელივით ძლიერი, ბაბილონს შეუნარჩუნა შიდაკულტურული
დამოუკიდებლობა. სარგონი აგებს ახალ დედაქალაქსაც დურ-შარუქინს (707 წელს აქ
გადმოიტანა სამეფო რეზიდენცია). მის ვაჟ სინაქერიბს (705-680) აჯანყებულ იედეასა
და ბაბილონის წინააღმდეგ უწევს ლაშქრობა, ეს უკანასკნელი კი საშინლად დაანგრია
689 წელს. სინაქერიგმა მეფობის ბოლოს დედაქალაქი გადაიტანა ნინევიაში. მოკლეს
უკმაყოფილო დიდებულებლა (680).მისი ვაჟი ასარქადონი (680-669) აღადგენს
ბაბილონს და გადასახლებულებს უკან დააბრუნებს. სწორედ ასარქადონის დროს
მეორეხარისხოვანი ხდება დაპყრობითი პოლიტიკა და აქტიურდება ერთიანობის
შენარჩუნებაზე მუშაობა (სირთულეებია აჯანყებების გამო). სწორედ ამიტომ ილაშქრა
მან ეგვიპტეში და დაიმორჩილა, რათა უზრუნველყო სამეფოს სამომავლო
უსაფრთხოება. შემდეგი მეფის ასურბანიფალის დროს აჯანყებაა ბაბილონში (ძმა
შამაშ-შუმუქინი აუჯანყდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამეფებული იყო). იწყება
სამეფოს შიგნით დიდი უკმაყოფილება დაპყრობილთა და გადასახლებულთა
მხრიდან. თავად გაბატონებული კლასიც ორ მხარედ გაიყო. VII 50-იანებიდან საკითხი
უკვე საზღვრების შენარჩუნებაზეა, მაგრამ რამდენიმე ოლქი დაკარგულია. 657-655
წლებში ეგვიპტეში ფარაონი გახდა ფსამეტიქე, რომელიც ანადგურებს ასურულ ჯარს.
655 წელს ომია ელამთან, მაგრამ წარმატებული. 653 წელს აუჯანყდა ძმა. 626 წელს
ბაბილონში გამეფდა ნაბუფალასარი და ასე გახდა ის დამოუკიდებელი. ამის მერე
ნაბუფალასარი შეეკრა მიდიის მეფე კიაქსარს და ბრძოლა დაუწყო ასურეთს. 614 წელს
ასური დაეცა. 612 წელს ახალბაბილონურმა და მიდიურმა არმიამ აიღო ნინევია.
გადარჩენილი ასურელები ასურუბალიტის მეთაურობით ხარანს შეეფარებიან. 605
წელს ქ. ქარხემიშის კედლებს შეანგრევს ნაბუქოდონოსორი და საბოლოოდ დაამხობს
ასურეთს. ბოლო მეფე ასურუბალიტი აქვე კვდება.

19)შუაასურული პერიოდი
ასურეთი ძველ აღმოსავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
წევრია , ის არის სახე მილიტარისტული სახელმწიფოსი , რომელმაც მიაღწია
უდიდეს წარმატებებს და თავის პიკში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ
სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო. ის მდებარეობდა ბაბილონის
ჩრდილოეთით , ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში , ის , როგორც
მილიტარისტული სახელმწიფო , ძირითადად დამოკიდებული იყო ,,პარაზიტულ
მეურნეობაზე’’ ანუ ლაშქრობებსა და მეზობელი ხალხის რბეაზე. ასურტმა
განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო : პირველი არის ასურეთის უძველესი
ისტორია რა დროსაც ფაქტობრივად ასურეთი სხვადასხვა ქვეყნის გავლენას ატარებს ,
მაგალიტად თავდაპირველად ის აქადის სამეფოს ემორჩილება , ყოველშემთხვევაში
სარგონსა და რიმუშს დიდი გავლენა აქვთ ამ სამეფოზე , აღსანიშნავია , რომ სარგონმა
სუბართუს ოლქებში გაილაშქრა და მისმა შვილმა კი ნინევიის მახლობლად ააგო
ქალაქი , რომელსაც შემდგომ თავისი სახელი უწოდა. აქადის სამეფოს დაცემის
შემდგომ მოგვიანებით ასურეთი ურის მესამე დინასტიის მფლობელობაშია , ამ
დინასტიის მოხელეები ასურეთს განაგებენ, მაგრამ უკვე ელამელების მოსვლისა და
ურის მესამე დინასტიის დაცემის შედეგად ასურეთი მოიპოვებს
დამოუკიდებლობას , ცნობები გვაქვს მაგალითად იშაკუნ ილუშუმაზე, იშაკუნი
იგივეა , რაც ,,მეფე’’ , ილუშუმას ბაბილონში ლაშქრობა და ბაბილონის გარკვეული
ნაწილის ხელში ჩაგდება არის ცნობილი , ასევე ცნობილია პაპამისის პიროვნებაც ,
სწორედ ეს ადამიანი იყო ფუძემდებელი ასურეტის დამოუკიდებელი სახელმწიფოს
მმართველი დინასტიისა , მისი სახელი არის ფუზურასური. ფუზურასურის
დინასტიას ბოლო მოუღო ამორეველმა შამშიადად პირველმა 1815-1782 , მაგრამ ,
როგორც ვიცით ,შემდეგ შამშიადადის სამეფოს იმორჩილებს ხამურაბი , შედეგად
ასურეთის სამეფო გადადის ბაბილონის მფლობელობაში , საბოლოოდ კი ის ხდება
გაძლიერებული მითანის სახელმწიფოს მსხვერპლი , მითანის მეფე შაუშატარი
დაახ.1500 წელს იმორჩილებს ასურეთის სახელმწიფოს.
მითანის დასუსტება და ასურეთის გაძლიერება. მე-15 საუკუნის
ბოლოს მითანის სამეფო საგრძნობლად სუსტდება და საბოლოოდ ხეთების მეფე
სუფილულიუმას მსხვერპლი ხდება , რასაც კარგად იყენებს ასურეთი და
ძლიერდება. დამოუკიდებელი ასურეთის მეფე ხდება ასურუბალიტ პირველი 1365-
1330 წლებში რითიც იწყება ,,შუაასურული ხანა’’ , ასურუბალიტი თავიდანვე დიდ
ყურადღებას უთმობს ასურეთის პოლიტიკურ ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან და
შედეგად თავიდანვე ცდილობს მოკავშირეების გაჩენას , მაგალითად ამისი მოწმობაა
მისი ორი ელჩობა ეგვიპტეში , ამენჰოტეპი მეოთხის კარზე , პირველი ელჩობის
დროს ის უბრალოდ ძღვენს მიართმევს ამენჰოტეპს , მაგრამ მეორე ელჩობის დროს
სანაცვლოდ ოქროს ითხოვს. შემდგომ ასურუბალიტი ცდილობს ევფრატის
სანაპიროზე გასვლას და აქ ფეხის მოკიდებას , რადგან ეს ტერიტორია დიდ
ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას , მაგრამ აქ ის წააწყდა დიდ პრობლემას
ბაბილონის სამეფოს სახით , ამ ტერიტორიის დამორჩილებით ის ფაქტობრივად ომს
გამოუცხადებდა ბაბილონს , რადგან აქ ბატონ-ბატრონი ბაბილონი იყო , რასაც
ასურუბალიტი მოქნილი პოლიტიკით პასუხობს და ბაბილონის მეფეს ბარნაბურიაშს
ტავის ქალიშვილს მიატხოვებს , რის შედეგადაც ბაბილონს მოკავშირედ გაიხდის ,
ევფრატზე გასასვლელს მოიპოვებს და ამასთან ერთად შესაძლებლობა მიეცემა , რომ
ბაბილონის შიდა საქმეებში ჩაერიოს. მოგვიანებით ბაბილონში დაიწყო არეულობა
სამეფოს ტახტის გამო , რასაც ის კარგად იყენებს და იქ თავის შვილიშვილს
ქურიგალზუს ამეფებს.

ასურუბალიტის მემკვიდრეები აგრძელებენ წინაპრის პოლიტიკას , ადადნირარის


პერიოდიდან 1307-1275 ქვეყანა ფართოვდება დასავლეთითა და აღმოსავლეთით ,
იმორჩილებენ დიდ ნაწილს მითანის სამეფოსი, ასევე შეინიშნება ცდა დაპყრობითი
პოლიტიკის კანონიერად და ღმერტებისათვის მოსაწონად გამოცხადებისა.
დაპყრობები გრძელდება მისი მემკვიდრის სალმანასარ პირველის დროს 1274-1245 ,
ის ძირიტადად წარმატებებს აღწევს მერმინდელი უარარტუს წინააღმდეგ, მის
პერიოდში შეიძლება ითქვას ყალიბდება ასურეთის დიდდამპყრობლური
პოლიტიკა , რომელიც უფრო და უფრო აგრესიული ხდება თუქულთინინურტა
პირველის პერიოდში 1244-1208 წლებში , მანამდე მეფეები დალაშქრულ
ტერიტორიებზე არანაირ მკაცრ რეფორმებს არ ატარებდნენ , შედეგად ეს
დამორჩილებული ხალხი მალავე იწყებდა წინააღდეგობის გაწევას , რის
შესაჩერებლადაც თუქულთინურტამ დაპყრობილი მოსახლეობა გადმოასახლა
საკუთრივ ასურეთის ტერიტორიზე ,რითიც მათი აჯანყების ალბათობა და
შესაძლებლობა საგრძნობლად შეასუსტა. ის ეწეოდა უდიდეს დაპყრობით
პოლიტიკას , მან დალაშქრა ცრდილოეთ სირიის ტერიტორია , ელამური ოლქები ,
ჩრდილოეთით ნაირის 43 ,,მეფე’’ დაამარცხა და ბოლოს 1233 წელს ბაბილონი აიღო
მისი მეფე კასტილიაშ მე-4 კი ტყვედ ჩაიგდო, რითიც ასურეთი არნახულ
მასშტაბებამდე გააფართოვა , ის ასევე დაპყრობილი მოსახლეობის დამონებისა და
მათი ეკონომიკური რესურსების ხარჯზე ეწევა უდიდეს სააღმშენებლო პოლიტიკას.
მისი მმართველობის ბოლო პერიოდი ზუსტად არ ვიცით , მაგრამ სავარაუდოდ ის
სამეფო კარზე მომხდარ ერთ-ერთ აჯანყებას ემსხვერპლა. მას შემდეგ ასურეთი
სუსტდება , ასპარეზზე გამოდის ბაბილონის ახალი დინასტია ნაბუქოდონოსორ
პირველის ტაოსნობით , რომელიც ასევე დიდ გავლენას იქონიებს შემდგომ
ასურეთზეც, მაგრამ ამავე პერიოდში ის ისევ ძლიერდება ტიგლათფილესერ
პირველის დროს 1115 – 1077 წლებში , ის თავიდანვე იწყებს აქტიურ დაპყრობით
პოლიტიკას იმორჩილებს მცირე აზიის აღმოსავლეთში წარმოქმნილ მუშქების
სამეფოს , შემდეგ აიღო მითანის სამეფო , დალაშქრა ნაირის ქვეყნები ,
დაიმორჩილა ,სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი , დახარკა ფინიკიური ქალაქები :
ბიბლოსი , სიდონი , ტვიროსი , განდევნა არამეელთა ტომები , მეფობის ოცდამეათე
წელს (ძვ.წ 1085) იმორჩილებს ბაბილონის სამეფოსაც , რითიც ის უძლიერეს სამეფოდ
გადაიქცევა , მაგრამ ეს ძლიერება დოებითი აღმოჩნდა , არამეელები კვლავ
გააქტიურდნენ , ტიგლათფილესერის მემკვიდრეები კი ვერარ აუდიან მათ
შემოტევებს რის შედეგადაც ასურეთი კარგავს ძველ პრესტიჟსა და სიძლიერეს.

ასურეთის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება , რასაკვირველია , ხელს უწყობდა


ეკონომიკის განვითარებას , ეკონომიკა ნაწილობრივ დამოკიდებული იყო ვაჭრობაზე
, მაგრამ იქიდან გამომდინარე , რომ ხეთების ძლიერი სამეფო ასურეთს ვაჭრობაში
ხელს უშლიდა და ამასთან ერთად სავაჭრო გზებმა გადაინაცვლეს დასავლეთით , ეს
მცირე სარგებელიც რეალურად მოესპო ასურეთს და მხოლოდ ე,წ პარაზიტული
ეკონომიკა დარჩა ანუ ძარცვა-რბევით ქონების მითვისება.

ამ ხანაში მიწას ძირითადად აკონტროლებდა სასოფლო თემი , მიწა იყოფოდა


ცალკეულ ფონდებად , რომლებსაც ცალკული ოჯახები პატრონობდნენ და
უვლიდნენ , ამასთან ერთად დასტურდება მიწის გასხვისების , გაყიდვის ფაქტები ,
მაგრამ საკმაოდ მწირია.

ამ ხანის ასურეთის ოჯახი პატრიარქალური წყობილებისაა , მაგრამ მას ნელ-ნელა


ბზარი უჩნდება და დროთა განმავლობაში იყოფა. გაყოფის შემთხვევაში უფროს ვაჟს
ქონების 2/3 რჩებოდა დანარჩენი კი სხვა ძმებს შორის ნაწილდებოდა.

ამ ხანის ასურულ ძეგლებში საუბარია ქალზეც, ამ ძეგლებიდან ქალი საკმაოდ


უუფლებო ჩანს , მამაკაცი ფაქტობრივად ყიდულობდა ქალს და ოჯახში მას
ფაქტობრივად არ ჰქონდა უფლებები , ქმრის გარდაცვალების შემთხვევაშ იქს სხვა
მამაკაცის ხელში გადაიოდა და თუ ოჯახში არ იყო მამრობითი სქესის
წარმომადგენელი 10 წელზე უფროსი , მაგ შემთხვეევაში მას გარკვეული
ძალაუფლება ეძლეოდა . მკვეთრად განსხვავდბოდა ასევე თავისუფალი და მონა
ქალი , რაც კანონებითაც დასტურდება.

ასურეთში , რა ტქმა უნდა , დადასტურებულია მონათა შრომის გამოყენება ,


ასურელი მეფეები გვიამბობენ თუ რამდენი ათასი მონა ჩაიგდეს მათ ხელთ , მაგრამ
აღსანიშნავია , რომ ისინი მათ ყველას მონებად არ აქცევდნენ , არამედ სამეფო
მოხელეებად განამწესებდნენ , აწამებდნენ , ან მსხვერპლად შესწირავდნენ ღმერთებს.
როგორც ჩანს , მონები ძირითადად სამხედრო ნადავლს წარმოადგენდნენ , მაგრამ
ქონებრივი დიფერენციაციის პროცესში ხშირი იყო სავალო მონობაც , დაბალი
სოცლიარუ ფენების წარმომადგენლები ხშირად ვერარ იხდიდნენ დაკისრებულ ვალს
და შედეგად მონები ხდებოდნენ ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე.

20) ასურეთის ახალი იმპერია ,ხელახალი გაძლიერება


მიუხედავად II ათ-ში არამეელთა შემოსევისა, ასურეთმა შეინარჩუნა თავისი ოლქები
და გაძ
ლიერების პოტენციალი. დიდი წინსვლაა ასურნასირფალ II-ის დროს (885-860) მან
დალაშქრა ევფრატთან მცხოვრები არამეელები და დაიმორჩილა. აღმოსავლეთის
მთიანეთში ლაშქრობით აღადგინა ის ძლიერება, რაც XIII-XII სს-ში იყო. მანვე
დახარკა ფინიკიის ქალაქები: ტვიროსი, სიდონი და ბიბლოსი, ასევე დაამარცხა
ნაირის მხარე. თავისი სისასტიკით ის გზაზე ანადგურებდა ყველაფერს. იგივე
პოლიტიკას ატარებს მისი ვაჟი სალმანასარ III (860-825). ის ყოველ წელს აწყობს
ლაშქრობებს ყველა მიმართულებით. ნაირის ქვეყნებში ლაშქრობის შემდეგ ჩრდ-ით
უკვე ურარტუსთან აქვს საქმე ასურეთს. გამანადგურებლად ილაშქრა ბაბილონში და
ტახტზე თავისი კაცი დასვა. მისი მემკვიდრეების დროს აშკარა კრიზისია.
დაპყრობით პოლიტიკას აჯანყებების ჩახშობა ანაცვლებს და იკარგება ზოგიერთი
ოლქი. გაძლიერებული ურარტუ აქეთ უტევს ასურეთს და ბევრ პრობლემას უქმნის.
745 წელს გამეფდა ტიგლათფილესერ III. 743 წელს ის ლაშქრობს სირიაში არფადის
წინააღმდეგ, თუმცა გზად ბრძოლა უხდება ურარტუელ სარდურ III-თან, რომელსაც
ამარცხებს, 740 წელს კი ალყით იღებს არფადს შემდეგ კი დამასკოს. მეორე წელს მას
ისევ უწევს აქ ლაშქრობა და დამორჩილება. ურარტუში პირველ ლაშქრობას (737)
მეთაურობს სარდალი დასაზვერად. ამ დროს ასურელებიიჭრებიან მიდიის მიწაზე
და ხარკი მოაქვთ. 736 წელს თვით მეფე იჭრება ურარტუში და ლაშქრავს ვანის ტბის
მიწებს. ჩრდ-ო და ცენტრ სირიას იმორჩილებს, ოლქებად აქცევს და ხალს ასახლებს.
ტიგლათფილესერი ერევა ბაბილონის ტახტისთვის ბრძოლაშიც და თავს მეფედ
აცხადებს, თუმცა ნომინალურად ქმნის ორი სამეფოს კავშირს და არ იერთებს მას. მან
შეამცირა მეფის ნაცვალთა ოლქები და მათ ადგილას პატარა ოლქები შექმნა,
რომელთა მმართველებიც ემორჩლებოდნენ „მეფის მაცნეს“ (ამ პრაქტიკით
უზრუნველყო დიდი აჯანყებების პერსპექტივის გაქრობა). გატარდა სამხედრო
რეფორმა და შეიქმნა მუდმივი ჯარი, სამეფოს ძირითადი ბირთვის. ეს ჯარი მეფის
კმაყოფაზე იყო, რის გამოც მასში ეწერებოდნენ ღარიბებიც, ასე იზრდებოდა არმია.
ჯარი დაიყო სხვადასხვა ნაწილებად: ქვეითები, ეტლოსნები, ცხენოსნები. სამხედრო
სტრატეგიული სამუშოებისათვის გამოიყო სპეც. რაზმები, რომ მთელი ჯარი არ
დატვირთულიყო. ხშირ ხმარებაში შემოვია რკინის შეიარაღება. სწორედ
ორგანიზებული არმია იყო წარმატების გზა. ტიგლათფილესერის ვაჟია სალმანასარ
V, რომელზეც ბევრი არ ვიცით, მაგრამ, მან დაამარცხა აჯანყებული ტვიროსი,
რომელმაც მიიმხრო ისრაელის მეფე ოსია. თუმცა მან ამყა კი მოაყწო, მაგრამ
ქალაქების აღებას ვერ მოესწრო. ცნობილია ამ მეფის რეფორმებიც. ამ დროს ბატონი
კლასი გაიყო ორად: ქურუმები, მიწათმფლობელები დავაჭრები. რეფორმით ქალაქებს
წაართვა საგადასახადო შეუვალობა, რათა აღეკვეთა ბატონი კლასიდან ბოროტად
სარგებლობა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება, მოეწყო შეთქმულება და სალმანასარი 722
წელს მოკლეს. ტახტზე ავიდა სარგონ II (722-705), ქალაქებს დაუბრუნა ძველი
შეუვალობა. გამეფებისთანავე ილაშქრა ისრაელის სამეფოში და აიღო დედაქალაქი
სამარია, ისრაელის მიწაზე კი ბაბილონელები ჩამოასახლა. ამ დროს ურარტუს მეფე
რუსა შეეკრა მუშქების მეფე მითა და ქ. ქარხემიში. 717 წელს სარგონმა აიღო
ქარხემიში და დაიპყრო მთელი სირია. 2 წელში ილაშქრა ურარტუშიც და 714 წელს
აიღო მუსასირი. ამის შემდგემ საკითხი იდგა ბაბილონზე, რომელიც ქალდველმა
მარდუქაფალიდინმა მიწები ქალდეველებს დაურიგა და ადგილობრივი
მმართველები დაიჭირა. 710 წელს სარგონმა სარგონმა ის დაამარცხა და აიღო
ქალდეველთა ცენტრი ბით-იაქინი. სარგონმა ააგო ახალი დედაქალაქი დურ-
შარუქინი, სადაც გადაიტანა რეზიდენტია. ის კვდება 705 წელს და მეფდება ვაჟი
სინაქერიბი (705-680), რომელიც ტიგლათფილესერის პოლიტიკას ატარებს, რის
გამოც იმხედრებს ბაბილონს (მარდუქაფალადინი დაბრუნდა). 702 წლის ლაშქრობით
მან ბაბილონი და ელამელები დაამარცხა. ამ დროს აჯანყდა იუდეას მეფე
ფინიკიასთან და არაბებთან ერთად. სინაქერიბმა გაანადგურა აჯანყება და
იერუსალიმი დიდი ხარკის სანაცვლოდ დათმო. 689 წელს ისევ აჯანყდა ბაბილონი
და სინაქერიბმა უკვე სასტიკად დაანგრია ქალაქი. ბოლო წლები გაატარა ნინევიაში,
რომელიც აქცია დედაქალაქად. 680 წელს ის მოკლეს და გამეფდა ვაჟი ასარქადონი
(680-669), რომელიც ქურუმების პოლიტიკას ატარებს და აღადგენს ბაბილონს,
შუამდინარეთის უდიდეს რელიგიურ ცენტრს. მის დროს დაპყრობითი პოლიტიკა
მეორე პლანზეა და საკითხი დგას ერთიანობის შენარჩუნებასა და საზღვრების
დაცვაზე (დაწყებულია აჯანყებები). ამ მიზნით ილაშქრა მან 671 წელს ეგვიპტეში და
დაიქვემდებარა ის. ასარქადონის წყალობით ასურეთმა შეინარჩუნა საზღვრები და
ეგვიპტის დაპყრობით შექმნა საერთაშორისო ავტორიტეტი. ახალასურული ხანის
მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ დარგს წარსულის მსგავსად მესაქონლეობა
წარმოადგენდა, სიახლე არის აქლემების გამოყენება. მათ იყენებდნენ, როგორც
ტვირთმზიდავ, ისე სამხედრო დანიშნულებებით.განვითარდა მიწათმოქმედებაც,
განსაკუთრებით მებაღეობა და მევენახეობა, ამ ხანაშივე შეინიშნება ცდა ასურელების
მიერ, რომ მოეშენებინათ ,,ქსოვილის მომცემი ხე’’ ანუ ბამბის მცენარე. ამავვე ხანაში
საგრძნობლად ფართოვდება ირიგაცია, ასურელები ადრეც ცდილობდნენ ამ
ყველაფერს, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უშლიდათ, თუმცა ამ ხანიდან
მათ მაინც მოახერხეს დიდი საირიგაციო სისტემების გაყვანა. შინიშნება ხელოსნური
წარმოების საგრძნობლად განვითარებაც, განსაკუთრებით მინის ჭურჭლის წარმოება,
ასევე კერამიკული ფილების (კაფელის) წარმოებად და სხვა.მაღალ დონეს აღწევს
მეტალურგიაც, თუ აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა ბრინჯაო, ახლა გვხვდება
რკინა, რომელიც თავისმხრივ ზრდის იარაღის ეფექტურობას, სწორედ ამ სიახლეების
შედეგია სარგონ II-ის და მისი მეკვიდრეების წარმატებები საგარეო პოლიტიკაში.
მეურნეობის მრავალი დარგის, განსაკუთრებით კი მეტალურგიის გამნვითარებამ
ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას, აღდგა ძველებური აქტიური ვაჭრობა,
ასურეთზე გადიოდა არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო გზა. მეფეებიც
საკმაოდ დიდ ყურადრებას აქცევდნენ ვაჭრობის საკითხს, კერძოდ, კი გზების
გაყვანა-მოწესრიგებას, რაც უმნიშვნელოვანესი იქნებოდა, როგორც ვაჭრობისათვის,
ასევე ჯარის გადაადგილებისათვის. მიუხედავად ამ პერიოდში ვაჭრობის ასეთი
დაწინაურებისა მაინც ვერ უზრუნველყოფს ასეთი ეკონომიკა ასურეთის
მოსახლეობისა და პოლიტიკის საჭიროებებს, ამას ერთვოდა ის, რომ ასურელი
მეფეები ეკონოკმიკურ დასაყრდენს მხოლოდ მეზობლების დაპყრობასა და ძარცვა-
გლეჯვაში ხედავდნენ და ხშირად დაპყრობილი სამეფოს ტერიტორიებს
ანადგურებდნენ, ეს ,რასაკვირველია, ცუდად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ
ხანის ასურეთის საზოგადოება კვლავ ინარჩუნებს გვაროვნულ-თემური
საზოგადოების ნიშნებს , მაგრამ შეინიშნება მაინც ქონებრივი დიფერენციაცია, რაც
იწვევს დაბალი ფენის უფრო და უფრო გაღატაკებას , რაც თავისმხრივ ცუდად
მოქმედებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობაზე, ადამიანთა რიცხვი ჯარში
მცირდება, როგორც ვიცით, ჯარის ძირითადი ნაწილი შედგებოდა თავისუფალი
მეთეემებისაგან და ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათი რიცხვი
კლებულობს, შესაბამისად ასურელმა მეფეებმა შექმნეს ე.წ ,,სამხედრო კოლონისტთა’’
ფენა, რომელიც ითვალისწინებდა ღარიბი მოსახლეობისთის მიწების დარიგებასა და
მათი საზღვრისპირა ტერიტორიაზე დასახლებას, რათა ქვეყნის საზღვრები დაეცვათ.
მონობა კვლავ გვხვდება ასურეთის ამ ხანაშიც, მაგრამ ის,როგორც ადრეულ
პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობისა არაა. არსებობდა შემთხვევებიც, როდესაც
ასურელი მეფეები მიწებს ურიგებდნენ მონებს, რომლებიც შემდეგ ემსახურობოდნენ
მათ და ამ მიწიდან მოპოვებული ქონების რაღაც ნაწილიც მათ რჩებოდათ. ამავე
ხანაში თავისუფალი მოსახლეობა,კერძოდ, ქურუმები მსხვილი მიწათმფლობელები
და ვაჭრები სარგებლობდნენ დიდი შეღავათებით და გადასახადს არ იხდიდნენ.

ახალასურული ხანის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ დარგს კვლავ მესაქონლეობა


წარმოადგენდა , სიახლე არის აქლემების გამოყენება. მათ იყენებდნენ , როგორც
ტვირთმზიდავ , ისე სამხედრო დანიშნულებებით.

განვითარდა მიწათმოქმედებაც , გფანსაკუთრებით მებაღეობა და მევენახეობა , ამ


ხანაშივე შეინიშნება ცდა ასურლების მიერ , რომ მოეშენებინათ ,,ქსოვილის მომცემი
ხე’’ ანუ ბამბის მცენარე.

ამავვე ხანაში საგრძნობლად ფართოვდება ირიგაცია , ასურელები ადრეც


ცდილობდნენ ამ ყველაფერს , მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უშლიდათ ,
თუმცა ამ ხანიდან მათ მაინც მოახერხეს დიდი საირიგაციო სისტემების გაყვანა.
შინიშნება ხელოსნური წარმოების საგრძნობლად განვითარებაც , განსაკუთრებით
მინის ჭურჭლის წარმოება , ასევე კერამიკული ფილების (კაფელის) წარმოებად და
სხვა.

მაღალ დონეს აღწევს მეტალურგიაც , თუ აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა


ბრინჯაო , ახლა გვხვდება რკინა , რომელიც ტავისმხრივ ზრდის თუნდაც
მაგალიტად იარაღის ეფექტურობას , სწორედ ამ სიახლეების შედეგია შეიძლება
იტქვას სარგონ მეორისა და მისი მეკვიდრეების წარმატებები საგარეო პოლიტიკაში.

მეურნეობის მრავალი დარგის , განსაკუთრებით კი მეტალურგიის გამნვითარებამ


ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას , აღდგა ძველებური აქტიური ვაჭრობა ,
ასურეთზე გადიოდა არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო გზა. მეფეებიც
საკმაოდ დიდ ყურადრებას აქცევდნენ ვაჭრობის საკითხს , კერძოდ , კი გზებისა და
ასშ გაყვანა -მოწესრიგებას , რომლიც უმნიშვნელოვანესი იქნებოდა , როგორც
ვაჭრობისათვის , ასევე ჯარის გადაადგილებისათვის.

მიუხედავად ამ პერიოდში ვაჭრობის ასეთი დაწინაურებისა მაინც ვერ


უზრუნველყოფს ასეთი ეკონომიკა ასურეთის მოსახლეობისა და პოლიტიკის
საჭიროებებს , ამას ერთვოდა ის , რომ ასურელი მეფეები ეკონოკმიკურ დასაყრდენს
მხოლოდ მეზობლების დაპყრობასა და ძარცვა-გლეჯვაში ხედავდნენ და ხშირად
დაპყრობილი სამეფოს ტერიტორიებს ანადგურებდნენ , ეს ,რასაკვირველია ცდად
აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამ ხანის ასურეთის საზოგადოება კვლავ ინარჩუნებს გვაროვნულ-თემური


საზოგადოების ნიშნებს , მაგრამ შეინიშნება მაინც ქონებრივი დიფერენციაცია , რაც
იწვევს დაბალი ფენის უფრო და უფრო გაღატაკებას , რაც თავისმხრივ ცუდად
მოქმედებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობაზე , ადამიანთა რიცხვი ჯარში
მცირდება , როგორც ვიცით, ჯარის ძირითადი ნაწილი შედგებოდა თავისუფალი
მეთეემებისაგან და ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათი რიცხვი
კლებულობს, შესაბამისად ასურელმა მეფეებმა შექმნეს ე.წ ,,სამხედრო კოლონისტთა’’
ფენა , რომელიც ითვალისწინებდა ღარიბი მოსახლეობისთის მიწების დარიგებასა და
მათი საზღვრისპირა ტერიტორიაზე დასახლებას, რათა ქვეყნის საზღვრები დაეცვათ.

მონობა კვლავ გვხვდება ასურეთის ამ ხანაშიც , მაჰგრამ ის ,როგორც ადრეულ


პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობისა არაა. არსებობდა შემთხვევებიც , როდესაც
ასურელი მეფეები მიწებს ურიგებდნენ მონებს , რომლებიც შემდეგ ემსახურობოდნენ
მათ და ამ მიწიდან მოპოვებული ქონების რარაც ნაწილიც მატ რჩებოდათ. ამავე
ხანაში ტავისუფალი მოსახლეობა ,კერძოდ , ქურუმები მსხვილი
მიწათმფლობელები , ვაჭრები და ასშ სარგებლობდნენ დიდი შერავატებით და
როგორც წესი გადასახადს არ იხდიდნენ.

ასურეთის სახელმწიფოს დასუსტება და დაღუპვა.


ასურეთის მეფე ასარქადონი 669 წელს ეგვიპტეში ლაშქრობის დროს იღუპება ,
ტახტზე ადის მისი შვილი ასურბანიფალი , რომელიც ბაბილონიშ მეფედ თვაის ზმას
შამაშ-შამუქინს დასვამს , ასურეთის პოზიცია კვლავ მტკიცეა , ისინი შემოიერთებენ
ფინიკიის ქალაქებს ტვიროსს , არვადს , ამასთან ერთად კავშირს დაამყარებენ
ლიდიის მეფე გუგუსთან , მაგრამ ეს გარეგნული სიძლიერე მდგრადი ვერ აღმოჩნდა ,
ასურეთი ვეღარ უძლებს ასურეთში გადმოსახლებუთა წინააღმდეგობას , მრავალი
ტომის შემოტევას , ბაბილონში დაწყებულ წინააღმდგებობებს და ძალიან სუსტდება.
არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა ასურულ არისტოკრატიაში იქმნება
მოწინააღმდეგე დაჯგუფებები მეფის წინააღმდეგ.

ასურეთის სამეფოს დანაწაევრება იწყება მას შემდეგ , რაც ეგვიპტის ერთ-ერთი


ოლქის მმართველმა ფსამეტიქემ თავი ფარაონად გამოაცხადა და ასურეტთან
დადებული ხელშეკრელება უარყო , ეს ყველაფერი ძვ.წ 657-655 წლებში მოხდა ,
ფსამეტიქე დაუკავშირდა ლიდიის მეფეს და ერთობლივად დაიწყეს წინააღმდეგობის
გაწევა , ეგვიპტე ასურეთისთვის დაკარგული აღმოჩნდა.

ძვ.წ 655 წელს იწყება ელმათან ომი , რომელიც ასურბანიფალის გამარჯვებით


დამთავრდა , მან აიღო მათი დედაქალაქი სუზა და ასეთ რთულ მდგომარეობაში
წარმატებას მიაღწია , მაგრამ მალევე 653 წელს აჯანყდა მისი ძმა ,ბაბილონის მეფე
შამაშ-შამუქინი , რომელიც დაამარცხა ასურბანიფალმა , მაგრამ უდიდესი ზიანი
მიადგა ასურეთს , ასურბანიფალი ძვ.წ631-627 წლების პერიოდში იღუპება და ტახტს
იკავებს მისი მემკვიდრე ასურუტელილანი , მას თავიდანვე დიდი აჯანყებების
გადატანა მოუწია , რამაც შემდეგ დიდი გავლენა იქონია მის შემდეგ მმართველობაზე
და საგრძნობლად დაასუსტა მონარქის ძალაუფლება , ასეთი მდგომარეობა კარგად
გამოიყენა ქალდეური ტომის ბელადმა ნაბუფალასარმა და ბაბილონის ტახტი
დაიკავა ძვ.წ 626 წელს , რითიც დაიწყო ასურეთისა და ბაბილონის ხანგრძლივი
სისხლისმღვრელი ომი , რომელსაც შემდგომ ახლადგაძლიერებული მიდიის სამეფოს
შემოტევა დაემატა , მისმა მეფემ კიაქსარმა ძვ.წ 615 წელს ასური აიღო რა დროსაც
ასევე მან ნაბუფალასართან დადო ხელშეკრულება თავისი ქალიშვილი მიათხოვა და
ორმა მონარქმა შემდეგ ახალი ბროლისთვის დაიწყო მზადება. შემდეგი ბრძოლა
მოხდა ძვ.წ 612 წელს რა დროსაც ასურეთის მეფე იყო სინშარიშქუნი , სინშარიშქუნი
ამ ბრძოლის დროს გარდაიცვვალა , ნინევიაც დაეცა. ერთადერთი მოწინააღმდეგე
კიაქსარსა და ბაბუფალასარს ჰყავდა ნინევიის ბრძოლიდან გაქცეული
ასურბანიფალის ძმა ასურუბალიტი ,რომელიც ხარანში გამაგრდა , მათ შორის
ბრძოლა გაიმართა 605 წელს ქარხემიშთან , ნაბუქოდონოსორმა ასურუბალიტი
დაამარცხა , ასურეთის იმპერია დაეცა.

ასურეთის კულტურა.

ასურული კულტურის , ლიტერატურის , არქიტექტურის და ზოგადად


კულტურული ღირებულებების მქონე ძეგლები ძირითადად მოიპოვება
ასურბანიფალის ბიბლიოთეკიდან, რომლეიც აღმოაჩინეს ნინევიაში არქეოლოგირუ
გათხრების დროს , აღსანიშნავია , რომ აღმოჩენილი ძეგლების უმეტესობა წმინდად
ასურული არაა , მათ თითქმის არაფერი შეუქმნიათ დროში მდგრადი და უშუალოდ
მათი , ისინი ძირითადად განიცდიდნენ დიდ გავლნეას ბაბილონური კულტურის ,
ეს კარგად აიხასება მათ რელიგიურ ოანთეონში , ერთადერთი განსხვავება ისაა , რომ
მათი პანთეონის მთავარი ღმერთი არის ასური , რომელზეც თითქმის არ არსებობს
არანაირი წყარო , დანარჩენი კი არის ზუსტი ანალოგი ბაბილონური პანთეონის ,
ასურის შემდეგ მოდის ანუ, ენლილისა და იშთარის ტრიადა, მათი არქიტექტურაც
დიდწილად ბაბილონური გავლენისაა , მაგრამ მაინც აქვთ გარკვეული მიღწევები .
ისინი შენობებს აგებდნენ ხელოვნურ მიწაყრილებზე ბორცვებზე , კედლებ
ამოჰყავდათ გამოუწვავი თიხის აგურით - ალიზით. შენობებს სარკმლები მხოლოდ
ჭერზე უკეთდებოდა , შესაბამისად შენობის დიდ ნაწილს სინათლის წყარო
ფაქტობრივად არ ჰქონდა. შენობების შესამკობად იყენებდნენ სხვადასხვა ფერისა და
ფორმის ფილებს , ასევე ხარისა და ლომის ქანდაქებებს. ცნობილია ასევე ასურული
ბარელიეფები , რომლებზეც ხშირად გამოსახულია ნადირობის სცენები ,
აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ ძირითად შემთხვევაში ცენტრალური ფიგურა მეფეა ,
რაც , რა თქმა უნდა , მის გაღმერტებას და ხოტბის შესხმას ემსახურება.

21) ძველი პალესტინა


გეოგრაფიულად ესაა მოგრძო ზოლი. მდინარე იორდანე პალესტინას ყოფს
დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებად, შემდეგ კი მკვდარ ზღვას ერთვის. დას.
ცნობილი იყო ნაყოფიერებით. ჩრდ-აღმ-ში იყო კარგი მეურნეობა. ხე-ტყე არ იყო,
ამიტომაც ფინიკიიდან მოჰქონდათ, თუმცა იყო კერამიკის მასალა. ძველ პალესტინას
ეწოდა „ქანაანი“. ამ რეგიონში შეიქმნა ქრისტიანობა და იუდაიზმი, რასაც მოჰყვა
გათხრები და შეიქმნა „ბიბლიური არქეოლოგია“. გვაქვს ეგვიპტელ ფარაონთა
ჩანაწერებიც, რადაგანაც პალესტინაზე გადიოდა ეგვიპტიდან მომავალი სავაჭრო
გზები. სრაელ-იუდეის შექმნის შემდეგ შესასწავლად გამოიყენება ბიბლიაც,
რომელშიც შევიდა ლეგენდები, ისტორია, სამართალი და პოლიტიკა. ბიბლიის
საისტორია ფასს სწავლობს „ბიბლიის კრიტიკა“. გერმანემლმა იულიუს ველჰაუზენმა
პირველად გამოიყენა ეს მეცნიერება კვლევაში. რაც ვიცით აქ პირვანდელი
ისტორიიდან ისაა, რომ ადამიანის კვალი პალეოლითიდანაა. აქვეა მეზოლითიც.,
იგივე ნატუფიური კულტურა, რომელშიც მისდევდნენ მეთევზეობას. ამ კულტურის
ბოლოს VI ათ-ში ჩნდება დასახლება საკულტო ნაგებობებით. შემდგომ მოდის
ღასული კულტურა, რომელსაც ეკუთვნის ქალაქები ბეთშანი და მეგიდო. ამ
პერიოდში სახლები უკვე სწორკუთხოვანია. ნეოლითსა და პალეოლითში
დასახლებები მცირეა, თუმცა ბრინჯაოს ხანიდან ჩნდება ქალაქთა სიხშირე
(ბრინჯაოს ხანა: ადრე 3000-2000, შუა 2000-1500, გვაინი 1500-1200). ადრებრინჯაოში
ხდება ეთნიკური ცვლილება. არასემიტ აბორიგენებს III ათ-ში ერევიან მომტაბარე
სემიტები, რომლებიც ქმნიან ქალაქებს და მესაქონლებას ანაცვლებენ
მიწათმოქმედების ათვისებით. რადგან გაბატონებულ სემიტებს ქანაანელები ერქვათ
აქაურობასაც ქანაანი ეწოდა. სიტყვა პალესტინა ბერძნულია. ქანაანელები დას.
სემიტები იყვნენ და მათი ენაც აქედანაა. ეგვიპტე აქ ძვ.წ III ათ-ში ლაშქრობს, ხოლო
ძვ.წ. XVIII ს-დან პალესტინა ჰიქსოსთა ცენტრი გახდა. II ათ-დან იჭრებიან ხურიული
ტომები. ამ აღრევით შეიქმნა ეთნიკურად ჭრელი ჰიქსოს ტომთა ერთობა. ჰიქსოსები
ეგვიპტეშიც გაბატონდნენ, მაგრამ როცა ისინი იქიდან გამოყარეს ეგვიპტელები მათ
პალესტინის მიწაზე ებრძვიან. თუტმოს I აქ მყარად იდგა, მაგრამ თუტმოს III
ძალაუფლებას იმტკიცებს, რასაც მოჰყვება სირია-პალესტინის ქალაქთა აჯანყება
ქადეშის მეთაურობით. პალესტინურ ქალაქებში პირველი იყო მეგიდო. მეგიდო აიღო
თუტმოსმა და იქ თავისი მოხელე დასვა, ასევე გაზაშიც თავისი მმართველი მოიყვანა,
ადგილობრივი მმართველობები კი ვასალობის პირობით დატოვეა. ქანაანური
ელიტის შვილები ეგვიპტეში იზრდებოდნენ, მაგრამ მაინც იყო პროტესტი, რასაც
აღვივებდა მითანი. ამენჰოტეპ II ამის გამო ორჯერ ლაშქრობს სირია-პალესტინაში.
დამსჯელი საქმე განაგრძო თუტმოს IV-მ და აიღო ქ. გეზერი. ეხნატონის დროს
გავლენა აქ სუსტდება, მაგრამ ხეთები მძლავრობენ (XIV). ეგვიპტის სისუსტემ ქალაქ-
სახელმწიფოთა დაპირისპირება წარმოშვა. ეგვიპტის ძალა ვრცელდება
იერუსალიმზე, რომლის მმართველმა პუტიფეხამ ფარაონს სთხოვა დახმარება და
მიიღო ეტლები. მე-18 დინასტიის ბოლოს სირიაზე ხეთები ძლიერდებიან და
ქანაანზე მომთაბარეთა შემოსევაა. გავლენას აქ აღადგენს ფარაონი სეტი I
ლაშქრობით. მისი ვაჟის რამსეს II-ის დროს სირიისათვის ბრძოლა კულმინაციაშია
ხეთებთან. კადეშის (1312) ბრძოლით ეგვიპტე შეირყა. რამსესი ლაშქრობს გალილეაში
და მოაბიტელთა ტომზე. ეგვიპტე-ხეთების მეტოქეობა ამ მიწაზე 1296 წელს ზავით
დასრულდა ხათუსილი III-თან (პალესტინა დარჩა ეგვიპტეს). მალევე ქანაანი ჯანყდება და
ახშობს მერნეპტახი (მის წყაროში პირველად ჩანს სიტყვა ისრაელი). ზღვის ხალხების
შემოსევა აზარალებს პალესტინას. აქ სახლდება ფილისტიმელთა ტომი, რომელთა
დამხარებითაც ცდილობს ეგვიპტე გავლენის აღდგენას. ასურეთის გავლენა უკუაგდებს
ეგვიპტეს ტიგლათფილესერ I-ის დროს, თუმცა ცოტა ხნით. ამ ორი ძალის სისუსტით
ისარგებლა ადგილობრივმა ძალამ და გავლენა ისრაელ-იუდეა-ფილისტიმელთა
ხელში გადავიდა. ამპერიოდში ვითარდება ხელოსნობისა და ხელსაქმის დარგები. აქ
ჯერ არ იყო ერთი სახელმწიფო, არამედ ქალაქ-სახელმწიფოები მეფითა და
არისტოკრატიით. მიწათმფლობელობელურ ურთიერთობას ვიგებთ ბიბლიითაც,
როცა აბრაამმა მიწა შეიძინა ნებართვით, რადგანაც სხვა თემიდან იყო. თემი არ
წყვეტდა ყიდვა-გაყიდვას, უბრალოდ სამართლებლივად ერეოდა. სოციალურ
განვიტარებას აფერხებდა ეგვიპტე. მათ სირია-პალესტინა გაყვეს ოლქებად და
დანიშნეს მოხელე „რაბიცუები“. ადგილობრივი დამწერლობა ჩნდება II ათ-ის II ნახ-
ში (აქადურ-ლურსმნული და ეგვიპტური). ამავე პერიოდში პალესტინაში იჭრებიან
ებრაული ტომები (დას. სემიტური მოდგმისანი არიან). ბიბლიურად ისინი მანამდე
ეგვიპტის ტყვეები არიან. ამ წყობაში სოციალური უჯრედი გვარია და უხუცესი
ლიდერი. გვარები სულ 12 ტომად ერთიანდებოდნენ. სიდიდით გამოირცეოდა
ეფრაიმისა და იუდეას ტომი. მათ ქანაანის დაპყრობა XII ს-ში დაიწყეს, როცა ის
დაშლილია. ომებმა დაარღვია თემური ფორმები და შეიქმნა მყარი კავშირები.
მაგალითად „დებორას სიმღერა“ ისტორიაა, რომ ქანაანელთა შემოტევის გამო
ებრაელები დებორასა და ვარაკის მეთაურობით ქანაანელ სისარას წინააღმდეგ
გაერთიანდნენ და გაიმარჯვეს.ომისას ტომის ბელადი მსაჯული იყო, ამიტომაც ამ
პერიოდს მსაჯულთა ეპოქა ეწოდება. გაერთიანებებმა დაშალა თემური წყობა.
ქანაანელები ებრაელებს უხდიან ხარკს, თუმცა მალევე ერთიანდებიან
ფილისტიმელებისა და მოაბიტელების წინააღმდეგ. გაერთიანებას სჭირდებოდა
სახელმწიფო და ძვ.წ. II ათ-ის ბოლოს იქმნება ისრაელი, რომლის მეფეცაა საული
(1050-1030) ბენიამინის ტომიდან. ამონელები ებრაელებს ავიწროებდნენ ალყა
მოარტყეს ქ. იაბეშს, თუმცა საულმა ისინი დაამარცხა, რითაც გამოაცხადეს მეფედ. ამ
დროს ფილისტიმელებმა ისრაელიდან გაყარეს მჭედლები, რომ ებრაელებს იარაღი
აღარ ჰქონოდათ. საული და მისი ძე იონათამი აჯანყდნენ და გაიმარჯვეს. მალევე
საული დალაშქრავს მომთაბარე ამალექიტებს სამხ. იუდეას ასაღებად და ამით
ამთავრებს ქანაანელთა დამორჩილებას. თუმცა საული ვაჟთან ერთად შეეწირა
ფილისტიმელებთან ბრძოლად. საქმე განაგრძო დავითმა (1030-990). საულს დარჩა ძე-
„იაშბალი“, რომელიც ჩრდ. სირაელში მეფედ გამოაცხადეს, თუმცა ის არ სცნო იუდას
ტომმა, სადაც ავტორიტეტი დავითია, რომელსაც ცოლად ჰყავს საულის შვილი
(იუდამ ის გაამეფა). დავითმა აიღო ფილისტიმელთა ქალაქი გათი, დაიმორჩილა
მოაბიტელები და ილაშქრა ამონიტელებზე, ასევე დაამარცხა არამეელები და დამასკო
აიღო. შეიქმნა მყარი ბიუროკრატია და სასამართლო. გაერთიანებას დასჭირდა
ცენტრი და საულის რეზიდენციას გიბეაში დავითმა არჩია იერუსალიმი, რომელშიც
დაამარცხა ქანაანური ტომი და ქალაქი წმინდად გამოაცხადა. ებრაელთა ღვთაება
იაჰვეც აქ გადმოიტანა. დავითის მერე გამეფდა მისი ძე სოლომონი (990-950). მან
გაატარა რეფორმები და ააყვავა ქვეყანა. ქვეყნის 12 ტომად დაყოფა ჩანაცვლდა
ადმინისტრაციული დაყოფით და ოლქებში თავისი მოხელეები დასვა
გადასახადების ასაკრეფად. განვითარდა მეურნეობა და დაუმეგობრდა ეგვიპტე-
ფინიკიას. ცოლად მოიყვანა ფარაონის შვილი და მზითვად ერგო ქ. გეზერი. მთავარი
შემოსავალი სავაჭრო გადასახადი გახდა. სოლომონმა ააგო იაჰვეს ტაძარი. ხე-ტყე
ტვიროსის მეფე ჰირამს გამოართვა, ასევე მუშებიც. ცუდი სურათი იყო კულისებში.
მშრომელ მასას დააწვა საშინელი ექსპლუატაცია და ხარჯი. ეკონომიკა დასუსტდა. ეს
არ მოეწონათ ჩრდ-ის მდიდარ რაიონებს, რომლებსაც დიდი გადასახადები შეეხოთ.
ტვიროსს ვალი სამეფოს მიწებით გადაუხადს. ამის გამო ჩრდ. ტომ ეფრაიმის მოხელე
იორობეამმა შეთქმულება მოაწყო. სოლომონი გაიქცა. მისი 40 წლიანი მეფობით
მთავრდება ერთიანი ისრაელის 100 წლიანი ეპოქა.იუდასა და ბენიამინის ტომმა
მეფედ სოლომონის ძე როვოამი აირჩია. ჩრდ-მა მისი აღიარებისათვის მოითხოვა
გადასახადების შემცირება, უარის მიღებისას კი ინტერესებიც გაიყო. ამით ისარგებლა
ფარაონმა შეშონკმა და იორობემას მისცა სამხედრო ძალა, რომელმაც დაამარცხა
იუდეველთა ჯარი. ისრაელი გაიყო ჩრდ. და სამხ. ნაწილებად. ფაქტია სოლომონის
სახელმწიფოს ბრწყინვალება მხოლოდ გარეგნულია. ჩრდ-ი ისრაელის სამეფოა,
სამხრეთი იუდეის. ებრაელებმა მიწათმოქმედება ქანაანელებისგან აითვისეს.
სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყო მთავარი ექსპორტის საგანი. ბუნებრივი
რესურსის სიმწირის გამო ზოგიერთი რესურსი შემოჰქონდათ. განვითარდა
ხელოსნობა და რკინა-სპილენძის დამუშავება. მეთემეებს „მიწის ხალხი“ ეწოდა.
შემდგომ პერიოდში იმძლავრა ქონებრივმა დიფერენცირებამ და ბევრმა მეთემემ
დაკარგა მიწა. მევახშეთა მონებში ბევრი იყო გაღატაკებული მეთემე. ისრაელ-
იუდეაში ორნაირი ბეგარა იყო: შრომითი და ნატურალური. მონობა იყო მუდმივი და
დროებითი. ბიბლიურად არიან „სახლის შვილნიც“, ანუ სახლს მიკედლებული
თავისუფლები. წესით და კანონით ისრაელ-იუდეველი არ უნდა ყოფილიყო
სამუდამო მონა. მათი მონობის მიზეზი კაბალა იყო. ომებმა და სიღატაკემ გამოიწვია
რელიგიური მოძრაობა. წინასწარმეტყველნი ამხელდნენ ღარიბთა
ექსპლუატაციას.ისრაელის სამეფომ დამარცხების გამო არამეელებს ქვეყნის ჩრდ.
ნაწილი მისცა. სიტუაცია გამოასწორა ისრაელის მეფე ომრიმ (876-869). მან დახარკა
მოაბის სამეფო და ახალ დედაქალაქ სამარაში დაიწყო აღმშენებლობა, თუმცა
ქვეყანაში დაწყებული იყო შიდაკლასობრივი ბრძოლა. VII ს-ის II ნახ-ში ასურეთი
გაძლიერდა, აიღო სირია და დაემუქრა ისრაელს. ტიგლათფილესერ III ისრაელს
ართმევს გალილეას, მაგრამ როცა მოკვდა სირია-პალესტინა აჯანყდა. ასურეთმა ამის
გამო 3 წლიანი ალყით აიღო სამარია. სარგონ II-მ ისრაელის განადგურების მიზნით
ხალხი გადაასახლა. ისრაელის დაცემით გაძლიერდა იუდეა და აქ გადავიდნენ
გადარჩენილები. იუდეის მეფე იოსიამ თავისი რეფორმით განსაზღვრა, რომ ებრაელი
მონა 6 წელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ. რელიგიურ რეფორმაში კი სურდა
არაიუდეველური ელემენტების ამოყრა. იუდეის დამოუკიდებლობა დაასრულა
ფარაონმა ნეხომ (იოსია მოკლა 602 წელს). მალევე ბაბილონი ამარცხებს აგვიპტეს და
იუდეას ხარკავს. ეგვიპტე-ბაბილონის ომით ისარგებლა იუდეას მეფე იოაკიმმა (607-
657) და აჯანყდა. ახალი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ლაშქრობს და იღებს
იერუსალიმს, ხალხს კი ასახლებს ბაბილონში. იერემია წინასწარმეტყველი ხალხს
სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მაინც იყო პროტესტი. 586 წელს
ნაბუქოდონოსორი მეორედ იღებს იერუსალიმს და ხალხს ასახლებს. იუდეას სამეფო
ნადგურდება. ორმა გადასახლებამ კი წარმოქმნა ტყვეობის პერიოდი (586-537).
მიწისფლობელნი და ქურუმები ამას ვერ შეეგუვნენ. აქ გაჩნდა რელიგიურ-
პოლიტიკური მიმდინარეობა-მეთაურია იეზეკიელი. გადასახლება დაბრალდა
ცოდვებს. იეზეკიელს სურდა თეოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა დავითის
მემკვიდრეების მეფობით, რომლის წევრებიც იქნებოდნენ იაჰვეს კულტის წევრები.
აქემენიდების იმპერიამ დაამხო ბაბილონი და 537 წელს კიროსმა დაბრუნების
უფლება მისცა, იმედით, რომ პალესტინაში დამკვიდრებით ეგვიპტეს შეაკავებდა.
დაბრუნებით შეიქმნა სატაძრო თემი, თუმცა ირანი არ ენდობოდა ამ თემს მათი
ავტონომიის გამო. დავითის შთამომავლის ზორობაბელისა და ქურუმი ეზრას
შრომით დასრულდა საქმე ძვ.წ. V-IV სს-ში, ვიდრე პალესტინა მაკედონელმა არ
აიღო. ამ ეპოქის შესწავლაში დიდი ფასი აქვს ბიბლიის ძველ აღთქმას, იუდაიზმის
მთავარ მოძღვრებას, რომლის კრებულიც ძვ.წ. II ს-ში ჩამოყალიბდა და მთლიანობაში
1000 წელი იქმნებოდა. ებრაელთა ისტორიას მოგვითხრობენ წინასწარმეტყველები.

22)ახალი ბაბილონი
VII ს-ის ბოლოს შუამდინარეთში ისევ ბაბილონია ჰეგემონი-ახალი სამეფო.
განსხვავებით ხამურაბის ძველი ბაბილონისაგან, ახალს ქალდეურ ბაბილონსაც
უწოდებენ, რადგანაც მის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით სემიტურ ტომებს-
ქალდეველებს. მათი ბელადების ბრძოლით ბაბილონი ასურეთისაგან
გათავისუფლდა. ქალდეური დინასტია ბაბილონში 9 ათეულიწელი ბატონობდა,
თუმცა ისინი სრულად ასიმილირდნენ ბაბილონელებთან. გვიანი ბაბილონის
შესწავლა დაიწყეს მე-19 საუკუნეში გერმანელთა გათხრებით, თუმცა მოპოვებული
მასალის დიდი ნაწილი მდინარე ევფრატის ადიდებამ გაანადგურა. ახალი
ბაბილონის შესწავლაში გვეხმარება ბიბლია, ჰეროდოტე, სტრაბონი და დიოდორე,
ასევე ბაბილონელი ქურუმი ბეროსი. ასურეთის ძლიერებისას ბაბილონმა
რამდენჯერმე სცადა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ყველაზე შეუპოვარი იყო
ქალდეური ბაბილონის მეფე მარდუქაფალადინის ბრძოლა ძვ.წ. მე-8 ს-ის ბოლოს
(მეფობდა 722-710, 703-702 წწ.) მთავარი მოკავშირე ბაბილონისთვის იყო ელამი,
თუმცა ხშირი იყო საერთო ენის გამოუნახველობა, რითაც საეგებლობდა ასურეთი.
მარდუქაფალადინი იყო ქალდეური სამთავროს ბით-იაქინის მეფე. მისი
თავისუფლებისაკენ მისწრაფება აღკვეთა ასურეთის მეფე სარგონ II-მ (722-705),
რომელმაც ილაშქრა და დაიმორჩილა ბაბილონი, თუმცა შეუნარჩუნა
შიდაკულტურული დამოუკიდებლობა, რადგანაც ასურეთი აღარ იყო ისეთი ძლიერი,
როგორც ადრე, და ბაბილონის მხრიდან შემდგომ გამოწვეულ პრობლემებს შესაძლოა
ვერ გამკლავებოდა, თანაც ეს უკანასკნელი დიდი აღმავლობის გზაზე იდგა.
ბაბილონის არისტოკრატია და ქურუმობა ვერ შეეგუა ასურეთის გავლენას და 698
წელს აჯანყდა, რის გამოც ბაბილონი მსხვერპლი გახდა ასურეთის მეფის სინაქერიბის
(705-689) სისასტიკისა, რომელმაც დაანგრია ქალაქი. მისმა ვაჟმა ასარქადონმა (681-
668) მამისგან განსხვავებული პოლიტიკა აწარმოა, რადგანაც ქურუმთა წრის
პოლიტიკას ატარებდა და აღადგინა ამ დიდი რელიგიური ცენტრის შენობები.
ბრძოლები დამოუკიდებლობისთვის იყო 652-648 წლებში შამაშშუმუქინის, ასურეთის
მეფე ასურბანიფალის ძმის დროს. შამაშშუმუქინს ეხმარებოდნენ არაბები და
ელამელები. მას ასევე ეხმარებოდა მარდუქაფალადინის ვაჟი ნაბუბელშუმათუ.
ასურბანიფალი გვიყვება, რომ ძმამ ელცები გაუგზავნა კეთილი სურვილით, რა
დროსაც აჯანყდა. ასურბანიფალმა ილაშქრა, აიღო ბაბილონი და ძმა სასახლის
ცეცხლშივე დაწვა. გაითელა ელამელთა და არაბთა არმიებიც. ნაბუბელშუმათუმ
სასოწარკვეთისაგან თავი მოაკვლევინა თავის მეაბჯრეს. ბაბილონის შანსი გახდა
ასურეთის ძლიერების შერყევა, რასაც იწვევდა დაპყრობილთა პროტესტი და შიდა
უთანხმოება, ასევე მეზობლების სიძლიერე. ეს უკანასკნელი მიზეზი კი ართულებდა
ასურეთის ეკონომიკურ დონეს, რადგანაც ის პარაზიტულ მეურნეობაზე იდგა.
ბაბილონის ტახტი 626 წელს ხელთ იგდო ასურეთის ყოფილმა მხედართმთავარმა
ნაბუფალასარმა, რომელიც შეეკრა მიდიის მეფე კიაქსარს და მასთან ერტად შეუტია
ყოფილ ბატონს. მან სცადა ქ. ასურის აღება, მაგრამ არ გამოუვიდა. 614 წელს ასური
დაეცა და დაკარგა დაბყრობილი მიწები. ნაბუფალასარმა და კიაქსარმა დინასტიური
ქორწინებაც შეკრეს. მალევე ასურეთის მეფე სარაკმა წააქეზა არამეელები და
ბაბილონს შეუტია, თუმცა კიაქსარმა 612 წელს კიაქსარმა ასურეთი გაანადგურა და
ნინევია აიღო, სარაკი მოკვდა. ამ დროს ფარაონმა ნეხომ სირია დალაშქრა,
ნაბუფალასარი დაამარცხა და გადარჩენილ ასურელებს მიეშველა, რომლებიც
ასურუბანიფალის მეთაურობით ქარხემიშში გამაგრდნენ. 605 წელს ნაბუფალასარის
ვაჟმა ნაბუქოდონოსორმა შეანგრია ქარხემიში და აიღო, რითაც საბოლოოდ დაეცა
ასურეთი. 604 წელს მოვკდა ნაბუფალასარი და ნაბუქოდონოსორი გამეფდა. 595 წელს
მან ილაშქრა იერუალიმზე. მიდია ქორწინების გამო უსაფრთხოა, ეგვიპტე სუსტია,
მცირე აზიაში კი მხოლოდ ლიდია და კილიკიაა. ამ დროს იუდეა ხარკს უწყვეტს
ბაბილონს და მეფე იოაკიმი ეგვიპტის იმედადაა. ნაბუქოდონოსორმა დალაშქტა ის და
3 თვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი დანებდა (იოაკიმი გადაასახლეს ბაბილონში). აქ
ტახტზე დასვა სედეკია. ეგვიპტემ ვერაფერი გაბედა და ასე აიღო ბაბილონმა
პალესტინა. მალევე პალესტინა და ფინიკია ბრძოლისთვის ემზადებიან და ეგვიპტეც
ძლიერდება. ფარაონმა აპრიამ სიდონი აიღო, მას მიემხრო სედეკია.ამ კოალიციას
ბაბილონ-მიდიის ომის იმედი ჰქონდა, მაგრამ მიდია ურარტუს ებრძოდა და
ბაბილონი თავდაცვით კედელს აშენებდა მიდიასთან. 587 წელს ნაბუქოდონოსრმა
ისევ ილაშქრა იერუსალიმზე. ეგვიპტემ უკან დაიხია, იუდეის ბოლო დასაყრდენი
დაეცა, სედეკია დააბრმავეს, მოსახლეობის 20% გადაასახლეს. ამის მერე ბაბილონმა 13
წლიანი ალყა მოარტყა ტვიროსს, მაგრამ ვერ აიღო და 574 წელს მეფე ითობალმა არჩია
ზავი. 585 წელს მიდია-ლიდიას შორის ზავში ბაბილონ-კილიკია უშუამავლები არიან.
მიდია არ არღვევს მშივიდობას ბაბილონთან. ნაბუქოდონოსორის ეპოქა იყო დიდი
აღმშენებლობის. ზრუნავდა მთავარი ღმერთის მარდუქის ტაძარზე. ის მოკვდა 562
წელს. მისი ძლიერება ქურუმთა და დიდი არისტოკრატების დამსახურება იყო,
რადგან მათ პოლიტიკას ატარებდა. მისი ძე აველ-მარდუქი იუდეველთა მეფე
იეხონიას ციხიდან უშვებს და იახლოვებს, თუმცა მალევე გადატრიალების
მსხვერპლი ხდება, რადგან მამის პოლიტიკაზე არ იყო. გამეფდა ნაბუქოდონოსორის
სიძე ნერიგლისარი, რომელმაც ცოტა ხანს იმეფა და რომ მოკვდა იმავე წელს მოუკლეს
შვილი ლაბაშ-მარდუქი. გამეფდა ბოლო მონარქი ნაბონიდი, რელიგიური
ფანატიკოსი, რომელიც არ უსმენდა ქურუმებს და უძველეს მწამსს მისდევდა. მას
პროასურული აზრები ჰქონდა. ესაგილის ქურუმებს ეს არ მოეწონათ და არც ის
ტვიროსის სამეფო რომ აღადგინა. ამ დროს სპარსი კიროსი ებრძვის მიდიას, რითაც
სარგებლობს ნაბონიდი და იღებს ხარანს. თუმცა ნაბონიდს ცუდი დამოკიდებულება
ჰქონდა ტრადიციებთან და გააცდინა ბელის ხელის მოკიდება, ანუ ძალაუფლების
ქონის აღნიშნვა, რის გამოც ქურუმებმა ძალაუფლება ჩააბარეს მის ძე ბალთაზარს.
მალევე კიროსმა აიღო გუთიუმი და მიიმხრო ელამი. 546 წელს ელამი უტევს
ბაბილონს. კიროსი ბაბილონს მოადგა და დაეცა ოპისი. აქედან იწყება სისუსტე. მეფის
ოპოზიცია კიროსს ეახლა და ქალაქი უბრძოლველად ჩააბარა. ლომის წვლილი
შეიტანა ამ საქმეში ყოფილმა ბაბილონელმა დიდებულმა უგბარუმ.538 წელს კიროსმა
აიღო ბაბილონი და ნაბონიდი გადაასახლა. ებრაელი ტყვეები დააბრუნეს უკან.ახალი
ბაბილონის სამეფოს ეკონომიკა ეყრდნობოდა სოფლის მეურნეობას. ძველი
სამეფოსგან განსხვავებით ცალკეული პირები მეტ ქონებას აგროვებდნენ. შეიცვალა
მონათა სრომის ფორმაც. იყვნენ მონა ხელოსმებიც, რომლებიც თავისუფლად
ვაწრობდნენ და ცხოვრობდნენ პირობით, რომ პატრონს გარკვეულ დროში
გადაუხდიდნენ მონის ფასის 1/5-ს. იყო ასეთი მონა დაიან-ბელუცური, რომელსაც
საკუტარი სახლიც კი ჰქონდა და ისეთი დიდი წარმოება, რომ ამ მონის მესაკუთრე
მისი გადახდილი პროცენტით მდიდრდებოდა. მონების საჭიროება გაზრდილი იყო
შრომებზე, კერძოდ საირიგაციო სისტემებზე. მტავარი მონათმფლობელები ქურუმები
იყვნენ. უდიდესი ქონება ჰქონდა ბაბილონის მარდუქის ტაძარს. ახალი სამეფოს
პოლიტიკა ქურუმთა ძლიერებაში იყო. ისინი იყვნენ სავაჭრო ზედაფენის ინტერესთა
მცველნი, თუ მეფე უხვევდა ქურუმთა გზას, ხდებოდა მათი მსხვერპლი. იქმნებოდა
სავაჭრო სახლები, სადაც ერთიანდებოდნენ ვაჭრები. კულტურული თვალსაზრისით
წინსვლაა ასტრონომიაში. გამოთვალეს წელი მზით, აქამდე კი ითვლებოდა
ვარსკვლავებით. ამ დროშივე გამოთვალეს პლანეტათა დგომა. მათი თვის
ხანგრძლივობა 0,4 წმ-ით ჩამორჩება ჩვენსას. დაადგინეს მზის დაბნელების ზუსტი
დრო. იმის გამო, რომ ქვეყანა ქურუმთა გავლენაში იყო, გაქრა მეფის ნადიმობისა და
ნადირობის სცენები, შემოვიდა მხოლოდ ღმერთები. ახალი სამეფოს დედაქალაქის
აღმშენებლობა სრულად ნაბუქოდონოსორზე მოდის, რადგანაც ასარქადონის
აღდგენილი დაანგრია ასურბანიფალმა. დაიყეს კერამიკის მოკირწყვლა. შეიმჩნევა
გარდასულ დროთა ფორმების აღდგენა. მწერლები აქადის დინასტიის ნიშნებს
იყენებენ საუბრისას. მთავარი ღმერთი მარდუქია, იყვნენ სხვებიც, მაგრამ
გავრცელებულია მონოთეიზმის იდეა, რომ ყველა ღმერთი მარდუქშია.

23)აქემენიდური ირანი (სპარსეთი)


23.1) გეოგრაფიული გარემო
ირანი გეოგრაფიულად წარმოადგენს ე.წ ირანის ზეგანს , რომელსაც დაახლოებით
2,5 მლ კმ2 ფართობი უკავია , დასავლეთით ირანს ესაზღვრება ზაგროსის მთიანეთი ,
ადგილი , სადაც შემდეგ ელამური ცივილიზაცია ყალიბდება და რომელის
გავლენასაც დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ირანი , ჩრდილოეთით კასპიის
ზღვა , სამხრეთით სპარსეთის ყურე , აღმოსავლეთით კი ჰინდიკუშის მთები .

ირანის დას. და ჩრდ. ნაწილის მთის წინა ზოლი საკმაოდ ნაყოფიერ ტერიტორიას
წარმოადგენდა .
როგორც ვახსენე ირანის დასავლეთით ზაგროსის მტებში ელამელები
ცხოვრობდნენ , მათი სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მდებარეობდა პერსიდა
(პარსა , თანამედროვე ფარსი).

ირანი ყოველტვის წარმოადგენდა რესურსებითა და წიარისეულით მდიდარ


ტერიტორიას , მისის სიმდიდრე ლითონი , ხე-ტყე და ნაყოფიერე ველები მუდმივად
ხდებოდა მეზობელთა სამიზნე და შესაბამისად ხშირი იყო თავდასხმები , მაგრამ
მეორე მხრივ აქ გამაგრებულ ელამურ , შემდეგ მიდიურ და ბოლოს ირანულ
ცივილიზაციებს საკმაოდ ძლიერი სამეფოს შექნმნის შესაძლებლობაც ეძლეოდათ.

ირანი გეოგრაფიულად იყოფა 5 რაიონად , ესენია: 1)ელამი - ზაგროსის მთიანეთი


2)მიდია 3)კასპიის სზღვასა და ელბრუსის მთაგრეხილს შორის მოქცეული
ტერიტორია 4)პართია და ჰირკანია 5)აღმოსავლეთის ოლქი , რომელიც მდ. ინდის
დაბლობებს ებჯინება.

23.2) წყაროები
ირანის ისტორიის შესასწავლად უმნიშვენლოვანესია ამ ტერიტორიაზე მოსახლე
სამი ცივილიზაციის წყაროების კვლევა , პირველ რიგში ელამალების , შემდეგ
მიდიელების და ბოლოს თვით სპარსელების.

მიდიის , როგორც პოლიტიკური ერთეულის ისტორია მოციავს ძვ.წ მე-9-7


საუკუნეების პერიოდს. ამ სამეფოზე პირველი ინფორმაცია გვაქვს ძვ.წ მე-3
ათასწლეულის შუმერულ და ბაბილონური წარწერებიდან , რომლებშიც გამოიხატება
ამ ხალხის დაინტერესება მიდიის მიწებზე, უმნიშვნელოვანესია ასურული
წყაროები , რომლებიც ძირითადად ამ ტერიტორიაზე ლაშქრობებსა და მათ
გამარჯვებებს ასახავს, ასევე მოგვეპოვება ურარტული და ბერძნული წყაროებიც.

ანტიკური ავტორებიც გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევენ მიდიელების შესახებ


მაგ. (ჰეკატეოს მილეტელი , ქსენოფონტე , დიონისე მილეტელი , ჰეროდოტე
ჰალიკარნასელი და სხვა) უმნიშვნელოვანესი მაინც ჰეროდოტეს ცნობებია , ის
გამდოგვცემს ამ ცივილიზაციის ისტორიის გაბმულ თხრობას , რაც ფაქტობრივად
ერთადერთია ძველ ავტორების ნაშრომებს შორის მიდიაზე. მნიშვნელოვანია
ავესტაც , მაზდეანთა წმინდა წიგნი.

აღსანიშნავია , რომ მიდიელები იყვნენ ინდოევროპული ცივილიზაციის ირანული


შტოს წარმომადგენლები. ეს ინფორმაცია გვაქვს ენობრივი მონაცემების შედარების
საფუძველზე.

***
ირანის აქემენიდური ხანის წინაკლასობრივი ისტორიის შესწავლა ძირითადად
არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით მიმდინარეობს , კლასობრივი კი
ძირითადად აქემენიდი მეფეების წარწერებითა და წერილობითი წყაროებით , მათგან
აღსანიშნავია კიროს მეორის ფასარგადანის წარწერა , დარიოს პირველის ბისუტუნის
კლდის წარწერა , ასევე უმნიშვნელოვანესია 1933-1934 წლების არქეოლოგიური
გათხრები , რომელის შედეგადაც აღმოაჩინეს არქივები ელამურ , მიდიურ და
საპრსულ ენებზე დაწერილი. ასევე იყო სხვა აქემენედითი შაჰების
წარწერები )არტაქსერქსეები , დარიოსები და სხვა.)

აღსანიშნავია , რომ მათი წარწერები ძირითადად სამ ენაზეა შედგენილი :ესენია


ძველსპარსული , ელამური და აქადური ენები.

უმნიშვენლოვანესია ასევე ირანულ რეზიდენციებსა და მთავარ ქალაქებში


არსებული სასახლეები და სხვა შენობა-ნაგებობები , ბაბილონური ქრონიკები და
სხვა.

მოკლედ, რომ ვთქვათ ზემოთ ნახსენები ტერიტორიის კლასობრივი ისტორია ძვ.წ


მე-3 ათასწლეულის ბოლოდან იწყება , როდესაც ჩამოყალიბდა ერთ-ერთი უძველესი
სახელმწიფო - ელამური სახელმწიფო და შემდეგ მას მოჰყვნენ მიდიური და
უშუალოდ აქემენიდური ცივილიზაციები.

23.3) მიდიის სამეფო


მიდიის სამეფოს ტერიტორია შედგება სამი ძირიტადი ოლქისაგან , ესენია :
ატროპატენას მიდია , ქვემო მიდია და პარეტაკენეს მიდია. ქვემო მიდიის
ტერიტორიაზე არსებობდა სევე ჰამადანის რაიონი , სადაც იყო შემდგომ მიდიის
სამეფოს დედაქალაქი ეკბატანა) მიდიას გარდა ამ ძირითადი ოლქების ეკუთვნოდა
კასპიის ზღვისპირა ოლქიც , რომელიც დასახლებული იყო სხვადასხვა მომთაბარე
ტომებით. ამასთან ერთად მიდიელებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ
ალბანელებთან , ლურისტანში მცხოვრებ კასიტებთან , ელამელტა პერსიდასთათნ.
აღსანიშნავია , რომ ქვემო მიდია ნაკლებად იყო განვიტარებული ატროპატენას
ტერიტორიასტან შედარებით , საინტერესოა ისიც , რომ უძველესი მიდიის
მოსახლეობა საკმაოდ ჭრელია ეთნიკური შემადგენლობით.

ძვ.წ მე-3-1-ლი საუკუნეების მიდიის მოსახლეობა შემდეგია: მიდიის სამეფოს


ნაწილი უკავიათ ლულუბეელებს , ნაწილი გუთიებს , ასევე კასიტებსა და
ელამელებს.

ძვ.წ პირველი ათასწლეულის დამდეგიდან მიდიურ ეთნიკურ შემადგენლობაში


შეინიშნება შუა აზიიდან გადმოსული ირანულენოვანი მოსახლეობაც.
ამავე ხანებში მიდიის ტერიტორიაზე ყალიბდება ორი მნიშვნელოვანი
პოლიტიკური ერტეული ესენია : ზამუას ოლქის სამეფოები და მიდიის ტომთა
კავშირი , აღანიშნავია , რომ ზამუას სამეფოებიდან მალევე დაწინაურდა ერთი
სამეფო სახელად მანა, რომელიც შემდეგ აქტიურად ებმება ასურელებსა და
ურარტუელების წინააღმდეგ ბრძოლებში. აღსანიშნავია , რომ მიდიისთვის შემდეგ
პოლიტიკური ცენტრი ხდება მანას ტერიტორია , მაგრამ ამ პერიოდში (ძვ.წ მე-9
საუკუნე) ის დამოუკიდებელია.

მანას სამეფო მუდმივ ბრძოლებშია ჯერ ურარტუსთან და შემდეგ ასურეთთან ,


საუბედუროდ მას იმდენი ძალა არ გააჩნდა , რომ მედგარი წინააღმდეგობა გაეწია ,
შედეგად ის ურარტუს გავენის სფერო ხდება , რის გამოც 788-745 წლებში
განმათავისუფლებელი ომები მიმდინარეობს. მოგვიანებით ასურეთიც გადმოდის
შეტევაზე , განსაკუთრებით ტიგლათფილასარ მესამის დროს ძვ.წ 745-727 , ის აქ 745
წლიდან ლაშქრობს და უდიდეს ზიანს აყენებს , ეს ლაშქრობები გრძელდება სარგონ
მეორის დროსაც 722-705 ძვ.წ , მათი ლაშქრობების დროს მიდიასა და მანას სამეფოს
ტერიტორიაზე იქმნება ასურეთზე დამოკიდებული პოლიტიკური ერთეულები ჯერ
ორი , ხოლო მოგვიანებით ხუთი.

***
ასურელთა შემოტევების შედგეად მიდიის ტომტა კავშირის ცენტრალური
ტერიტორია უჭირავთ ასურელებს , მათ აღმოსავლეთით არსებობდა ასევე
მიდიელთა ტომთა კავშირის ნაწილი , რომელიც დამოუკიდებელი იყო და ძლიერ
ჩამორჩებოდა დასავლეთის მიდიურ ტომებს განვითარების დონით , ამავე ხანებში
ძვ.წ მე-8-მე-7 საუკუნეების მიჯნაზე ასპარეზზე გამოდიან სკვითები და
კიმირიელები წინა აზიაში , რომლებიც მეტოქეობას უწევენ ასურელებს და
ფაქტობრივად მიდიელთა მოკავშირეები არიან , ამავე ხანებში რთული
მდგომარეობაა შექმნილი ასურეთისთვის მიდიაში , რომლებიც არ ემორჩილებიან
ასურულ ხელისუფლებას და ემზადებიან აჯანყებისთვის. ძვ.წ 673 წელს მოეწყო
დიდი აჯანყება მიდიელების , მანას სამეფოსა და კიმირიელების მონაწილეოპბით , ეს
აჯანყება აჯანყების მეთაურის სახელის მიხედვით ქაშტირატის აჯანყების
სახელითაა შესული ისტორიაში. 672 წლიდან ასურელები ცდილობენ
მოლაპარაკებების დაწყებას , ამავე დროს მოკავშირეების ერთმანეთის წინააღმდეგ
ამხედრებას , რაც რეალურად გამოსდით. ამ ხანებში სკვითების მეფე იყო პარტატუა ,
რომელიც ასარქადონის (ასურეთის მეფის) მცდელობების შედეგად მის მხარეს
გადადის , ასარქადონი მას თავის ქალიშვილს მიათხოვებს, რითიც მიდია და მანა
ძლიერ მოკავშირეს კარგავენ. შედეგად მიდიელები მარცხდებიან და აქ მყარდება
სკვითების კონტროლი , რომელიც 28 წელს გაგრძელდება , მაგრამ მიდიის სამეფო ამ
საუკუნის ბოლოს ძალიან ძლიერდება , ეს გაძლიერება დაკავშირებულია მიდიის
მეფე კიაქსართან , რომელმაც მეშვიდე საუკუნის 20 იან წლებში არა მარატო მოახერხა
სკვითების განდევნა , არამედ მთლიანი ირანის ზეგანი დაიკავა , ამასთან ერთად
შექმნა საკმაოდ მოქნილი და ძლიერი არმია , რაც უდიდეს წინააღმდეგობას უწევდა
ასურეთს, ამავე პერიოდში ასურეთის დაცემის მსურვეები ბევრნი იყვნენ
მიდიელებთან ერთად , შესაბამისად ისინიც ემზადებოდნენ მათ წინააღმდეგ
გამოსასვლელად , ერთ-ერთი იყო ბაბილონის სამეფო , რომელიც ასურეთის მეფეს
აუჯანყდა , ბაბილონის ბუნებრივი მოკავშირე კი ასურეთის უდიდესი
მოწინააღმდეგე მიდია აღმოჩნდა , ძვ.წ 616 წელს ნაბუფალასარი ასურეთის ჯარს
ამარცხებს , ამას დაერთო 614 წელს კიაქსარის ასურზე თავდასხმა , ასური დაეცა ,
ამავე პერიოდში ნაბუფალასარი და კიაქსარი მოკავშირეები ხდებიან დინასტიური
ქორწინებით , მოგვიანებით 612 წელს ნაბუფალასარი და კიაქსარი შეთანხმებულად
მოქმედებენ და ნინევიას , იღებენ , ბოლოს ასურბანიფალის ძმას ასურუბალიტს 605
წეკს ნაბუქოდონოსორი ამარცხებს , რითიც სრულდება ასურეთის გრანდიოზული
ისტორია.

კიაქსარი ასურეთის დამორჩილების შემდეგ ებრძვის ლიდიელებს , მათ შორის


გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ძვ.წ 585 წელს , ლიდია დამარცხდა. ამავე წელს მიდიის
მეფე კიაქსარი გარდაიცვალა , ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ასტიაგმა (ძვ.წ 585-549) ,
ასტიაგის წინააღმდეგ ძვ.წ 553 წელს გამოდის სპარსეთის მეფე კიროსი , რომელიც
ასტიაგს ემორჩილებოდა და მიდიის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. აჯანყება
კიროსისთვის ცუდად წარიმართა , მიდიელები მარტივად ამარცხებდნენ მათ , მაგრამ
ეს ყველაფერი შეცვალა შემდეგმა მდგომარეობებმა : მიდიელთა არისტოკრატიისა და
ჯარის ნაწილი გადავიდა კიროსის მხარეს , ამასთან შექმნილ მდგომარეობას კარგად
იყენებს ბაბილონის მეფე ნაბონიდი და ძვ.წ 553 წელს მიდიის პროვინციების ნაწილს
იკავებს , შედეგად ბრძოლის ბოლო პერიოდი მიდიელებისთვის სრული კრახით
დამთავრდა - მიდიამ დამოუკიდებლობა დაკარგა , სპარსეთი მთლიან მიდიის
სამეფოს დაეფლა.

მიდიის სამეფოს მოსახლეობის შემადგენელი ძირითად მოსახლეობის ნაწილს


ეწოდებოდა ე.წ ,,კარა’’ , რომელიც ტავისმხრივ მოიცავდა , როგორც მწსხვილ
მიწათმფლობელებსა და მაღალ ფენას , ასევე დაბალ ფენასაც . კარასთან ერთად
ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ასევე იყო ,,ქურტაში’’ , რომელიც ირანულ ,,გრდას’’
შეესაბამება , ეს ორი ტერმინი აღნიშნავს მონას.

23.4) აქემენიდური ირანი


თავდაპირველად უნდა აღინიშნოს , რომ სპარსელები ცხოვორბდნენ პერსიდას ,
ირანის ზეგანის ერთ-ერთი ოლქის ტერიტორიაზე. ამ ქალაქის მმართველი დინასტია
ძვ.წ მეშვიდე საუკუნიდან ხდება აქემენიდთა საგვარეულო , რომელმაც სახელი
მიიღო პირველი მმართველის აქემენისაგან , აქემენის შვილის ტეისპას პერიოდში კი
ეს დინასტია იყოფა ორ შტოდ : პირველი შტოს წარმომადგენლები იყვენენ კიროს
პირველი ,კამბის პირველი და კამბის პირველის ვაჟი კიროს მეორე , რომელიც
ბერძნული წყაროების მიხედვით კამბისს მანდანეს , ასტიაგის ქალიშვილისგან
ჰყავდა. მეორე შტო ჩამოაყალიბა ტეისპას ვაჟმა არიარამნმა , ამ დინასტიის
წარომადგენელია მაგალითად დარიოს პირველი , რომელიც ირანის ისტორიაში ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

უძველეს დროში პერსიდა ელამური კულტურის მატარებელი იყო , ფიქრობენ ,


რომ აქ მდებარეობდა უძველესი ელამური ოლქი ანშანი , აღსანიშნავია , რომ კიროს
მეორე თავის წარწერებში მის წინაპრებს კიროს პირველს , კამბისს და ასშ იხსენიებს
,,ანშანის მეფეებად’’.

სპარსელები შედარებით ნაკლებად გნვითარებულები იყვნენ და მათი


სოციალური სტრუქტურის მთავარი ელემენტი იყო საგვრეულო თემი.

როგორც ვიცით კიროს მეორე ასტიაგის ქალიშვილის მანდანეს ვაჟი იყო და


შესაბამისად კიროსის მიერ დაწყებული აჯანყება რეალურად დინასტიურ ბრძოლას
ჰგავს , მრავალი ისტორიკოსი ანტიკური ხანის სპარსეთის სამეფოს მიდიას უწოდებს.

აჯანყება ძვ.წ 553 წელს დაიწყო და უკვე ძვ.წ 550 წლისათვის კიროსის
გამარჯვებით დამთავრდა , ამავე ხანებში კი ლიდიის მეფე კროისოსმა გადაწყვიტა
თავისი სამეფოს საზღვრების გაზრდა და კიროსს შემოუტია , კიროსსა და კროისოსს
შორის ბრძოლა მოხდა ძვ.წ 546 წელს პტერიასთან , კროისოსი დამარცხდა და თავისი
სამეფოს დედაქალაში სარდში გამაგრდა , სადაც მოკავშირეებს უხმო დასახმარებლად
,მაგრამ კიროსმა მალევე შუტია მას და ამავე წელს ლიდიის სამეფო დაიმორჩილა.
მოგვიანებით ირანელების წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება , რომელიც კიროსმა ჩაახშო
და ლიდიელებს იარაღის ტარებაც კი აუკრძალა. ირანს ლიდიის დაპყრობით გზა
გაეხსნა ეგეოსური სამყაროსკენ , იონური კოლიენებისაკენ და თვითონ იონიისაკენ ,
რაც ,როგორც ახალ დაპყრობით არეალს , ასევე სავაჭრო ურთიერთობების
მნიშნელოვნად გაზრდას უდრიდა. ლიდიის დამორჩილების შემდეგ კიროსმა
დაიმორჩილა კილიკია და შემდეგ კი მზადება დაიწყო ახალი დიდი დაპყრობიტი
ექსპედიციისთვის - ბაბილონის დაპყრობისთვის. ბაბილონში ამ პერიოდში საკმოად
ცუდი დამოკიდებულება იყო მმართველი არისტოკრატიის და განსაკუთრებით მეფე
ნაბონიდის მიმართ შესაბამისად ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა კიროსმა (ნაწილი
ქურუმებისა და არისტოკრატების ბაბილონიდან კიროსის მხარეს გადმოვიდა) და 538
წელს საბოლოოდ ბაბილონი ირანმა დაიმორჩილა.

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ კიროსი ტიპიური დამპყრობელი არაა , ის არ


ანადგურებს და არ აოხრებს დამორცლებულ ტერიტორიას , არამედ პირიქით ,
აძლიერებს რითიც მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს , მაგალითად ბაბილონის
შემთხვევა , რომ განვიხილოთ , ის არ ანგრევს ამ ქალაქს , თავს ბაბილონის მეფედ
გამოაცხადებს , რაც ასევე მოუთითებს იმას , რომ ბაბილონური პოლიტიკის
გამტარებელია და მის წინააღმდეგ არ წავა თუ ბაბილონელები წინააღმდეგობას არ
გაუწევენ , ამასთან ერთად ბრძანებს ტაძრების აღდგენასა და მშნენებლობას , ამასთან
ერთად ნაბუქოდონოსორის გადმოსახლებულ ებრაელებსა და იუდეველებს ნებას
მისცემს , რომ ტავიანთ სამეფოში დაბრუნდნენ , ამასთან ერთად კიროსი მათ
რელიგიურ ცენტრსა და დედაქალაქს იერუსალიმს თვითმმართველ სატაძრო
ქალაქად აქცევს.

კიროსი ასევე იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი არისტოკრატიის


სასიკეთოდ , კერძოდ, ის მათ გადასახადებს არ ახდევინებს და ამასთან ერთად
საზოგადოებრივი სამუშაოებსაგანაც ატავისუფლებს , ამიტომ ისინი ფაქტობრივად
არასდროს გამოსულან მეფის წინააღმდეგ მის პერიოდში. კიროსის საშინაო
საქმეების გამგებლობაც დიდად არ განსხვავდება მიდიელი მმართველების
მმართველობისაგან, სამეფო ადმინისტრაციულ ერტეულებადაა დაყოფილი ,
რომლებსაც სატრაპები მართვენ , აქა-იქ გვხვდება ავტონომიური ქალქებიც
მაგალითად იერუსალიმი ფინიკიური ქალაქები და სხვა , ასევე რამდნეიმე ნახევრად
დამოუკიდებელი ტომებიც არსებობს და ასშ.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, კიროსს კვლავ სჭირდებოდა გარკვეული


ტერიტორიების კონტროლი , ერთ-ერთი ამ ტერიტორიებიდან იყო ბაქტრიის სამეფოს
ტერიტორია , რომლის მიწებიც ნაყოფიერებით გამოირჩეოდა ,ასეთი ძლიერი სამეფოს
კონტროლი კიროსს საშუალებას მისცემდა განემტკიცებინა ხელისუფლება შუა აზიაში. ჩვენ
არ ვიცით ის თუ როდის და როგორ ილაშქრა ან თუ ილაშქრა საერთოდ კიროსმ
აბაქტრიაში ,მაგრამ ვიციტ ის , რომ კიროსი იბრძოდა მასაგატების , კიმირიელებისა და სხვა
მომტაბარე ტომების წინააღმდეგ , რომელთა დამარცხებაც საწინდარი იყო ბაქტრიისა და მისი
მიმდებარი ტერიტორიების კონტროლის , კიროსი სწორედ ამ ტომებტან ბრძოლის დროს
გარდაიცვალა , ირანის ტახტი კი დაიკავა მისმა ვაჟმა კამბისეს მეორემ 530-522. კამბისესის
ერტადერთი საფიქრალი ამ ხანაში იყო ეგვიპტის დამოჩილება , რადგან მხოლოდ ეგვიპტის
დაპყრობა ჰქონდა დარჩენილი ირანს მთელ ახლო არმოსავლეთში გასაბატონებლად ,
კამბისმა დაიწყო მზადება , თავისმხრივ ეგვიპტის ფარაონი ამასის მეორეც ემზადებოდა და
ბერძნების ჯარი დაიქირავა , მაგრამ კამბისმა მოახერხა ამ ბერძნული ჯარის გადმობირება,
ბერძენტა ერთ-ერთი სარდალი ფანეტი კამბისის მხარეს გადმოვიდა . შესაბამისად
ლაშქრობის საფუძველი უკვე შემზადებული იყო , რაც ბოლოს კამბისმა ძვ.წ 526 წელს
დააგვირგვინა და ეგვიპტეს შეუტია , ეგვიპტური ჯარი დამარცხდა პელუსიასთან , ეგვიპტე
უკვე 525 წლისათვის ირანმა დაიმორჩილა . აღსანიშნავია , რომ ისეთი სასტიკი
ადამიანისთვის , როგორიც კამბისესი იყო უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდა მას
ეგვიპტელებისა და ზოგადად დაპყრობილი ხალხის მიმართ , ის მამამისივით საკმაოდ
შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდა დაპყრობილ ქვეყნებში , კერძოდ მან თავისი თავი
ფარაონად გამოაცხადა და შესბამისად ხაზი გაუსვა , რომ იყო ეგვიპტური პოლიტიკის
გამტარებელი , აღსანიშნავია , რომ ფსამეტიქე (ამასის მეორე ბრძოლის დაყწბის წინ
გარდაიცვალა და უკვე ბრძოლის დროს ფსამეტიქე გახდა ეგვიპტის ფარაონი ) შეიწყნარა და
ცოცხალი დატოვა , აღსანიშნავია ისიც , რომ სანამ ბრძოლას დაიწყებდა კამბისმა თავისი ძმა
ბარდია მოკლა საიდომლოდ , რითიც ტახტის მოცილე ჩამოიშორა.
ძვ.წ 524-523 წლებში კამბისი წარუმატებლად ლაშქრბს ნუბიაში , რაც კარგად გამოიყენა
ფსამეტიქემ და აჯანყდა , მაგრამ ნუბიიდან დაბრუნებულ კამბისს საკმაო ძალა ჰქონდა
შენარჩუნებული ,რომ ეს აჯანყება ჩაეხშო , აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდნენ. ამავე
ხანებში არასასურველი ცნობები მოვიდა ირანიდან , კერძოდ , თითქოს ბარდია გადარჩა და
ძმას აუჯანყდა , მართლაც მთელი შუა აზია აჯანყების ცეცხლში იყო გახვეული , რის გამოც
კამაბისს მოუწია ირანში დაბრუნება , მაგრამ სირიაში მყოფი შეთქმულებას ემსხვერპლა.

ბარდიას სახელს ამოფარებული იყო მაგი გაუმატა , იგივე ცრუბარდია , რომელმაც


სემდეგ თავი მეფედ გამოაცხადა და მცირე ხნით მეფობდა კიდეც , სანამ მის წინააღმდეგ
დარიოს პირველი აქემენიდების მეორე შტოს წარმომადგენელი , ჰისტასპის შვილი არ
გამოვიდა და ტახტიდან ჩამოაგდო.

ძვ.წ 522 წელს ირანის ტახტი დაიკავა დარიოს პირველმა ძვ.წ 522-486. დარიოს პირველს
გამეფებიდან მალევე მოუწია ბაბილონში , ელამში დაყწბული აჯანყებების ცაქრობა , მაგრამ
მალევე აჯანყდა მთელი შუა აზია დაწყბული ბაქტრიიდან დამთავრებული არმენიით.
უდიდესი აჯანყება მოხდა მიდიაში , აქ ერთ-ერთმა პიროვნებამ სახელად ფრავარტაშმა
ტახტი ჩაიგდო ხელთ და ხშატრიტი დაირქვა , თავდაპირველად დარიოსის სარდალმა
მეიდარნამ ვერ მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა , მაგრამ საბოლოოდ 521 წლისათვის
გამარჯვებული მაინც დარიოსი გამოვიდა , ამავე დროს უდიდსი აჯნყება მიმდინარებდა
არმენიის ტერიტორიაზე , აღსანიშნავია, რომ ბისუტუნის წარერებში პირველად იხსენიება
პოლიტიკური ერთეული-არმენია. ეს აჯანეყებაც დარიოსის გამარჯვებით დამთავრდა,
რითიც მან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი აჯანყების ჩახშობა მოახერხა. ამის შემდეგ
დარიოსის საზრუნავი სახელმწიფოში რეფორმების გატარება და ხელისუფლების
განმტკიცება გახდა , აღსანიშნავია ისიც , რომ ამ აჯანყებებისა და ზოგადად მმართველობის
დროს ის ეყრდნობოდა ძირითადად 7 გვარსა და მათ სამხედრო ძალას. დარიოსი ხარხებს ,
რომ ძვ.წ 519 წელს ეგვიპტეში აღიდგინოს ძალაუფლება , შემდეგ კი ატარებს
ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

ეკონომიკური რეფორმა : მოიჭრა ,,დარიკი’’ ოქროს ფული , რომელიც იწონიდა 8.4 გრამს ,
მისი მოჭრა მხოლოდ მეფეს შეეძლო და ფასობდა ოცჯერ მეტს ვიდრე ვერცხლის ფული ,
ასევე მოიჭრა ვერცხლის ფული ,,სიკლი’’ , რომელიც იწონიდა 5,6 გრამს , მისი მოჭრის
უფლება ჰქონდა , როგორც მეფეს , ისე სატრაპს. ეს რეფორმა მიზნად ისახავდა ფულად-
საფინანსო სისტემის მოწესრიგებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური , სავაჭრო და
ასშ ურთიერთობების უკეთ წარმრართვასა და მოგვარებას.

ადმნისტრაციული რეფორმა : ქვეყანა დაიყო 20 ადმინისტრაციულ ოლქად-სატრაპიად ,


რომელსაც სატრაპები, როგორც წესი ირანელი დიდებულები ჩაუდგნენ სათავეში. მათ
ჰქონდათ , როგორც სამხედრო უფლებები (ჯარის ამოყვანა) , ასევე მათ ხაზინაში შეჰქონდათ
თავიანთ სატრაპეიებში აკრეფილი გადასახადები. არსანიშნავია , რომ დასავლეთის
სატრაპიები (ბაბილონი , ასურეთი , სირია-პალესტინა ) იხდიდნენ ორჯერ მეტს ვიდრე
აღმოსავლეთის სატრაპიები , მაგალითად მიდია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოლქი იხდიდა
450 ტალანტს ,როდესაც ბაბილონს 1000 ტალანტი შეჰქონდა სახელმწიფო ხაზინაში.

სამხედრო რეფორმა : დარიოსის დროს იქმნება ე.წ ,,უკვდავთა’’ 10 000 კაციანი არმია ,
რომელიც მეფის პირადი გვარდია იყო.
აჯანყებების ჩახშობისა და საშინაო ვითარების მოწესრიგების შემდეგ დარიოსი გადადის
დაპყრობით პოლიტიკაზე , კერძოდ , ის იმორჩილებს სკვითებს , 515 წელს თრაკიას და
ბოლოს გაილაშქრებს ბერძნულ პოლისებზეც. პირველი ლაშქრობა ბოსფორის გავლით
სახმელეთო შეტაკება იყო , რომელიც წარუმატებლად დამთვარდა და დარიოსს დაანახა , რომ
ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ძალიან სახიფათო იყო , რის გამოც
ამის შემდეგ დარიოსი ზღვით უტევს ბერძნებს , ეს ბრძოლა მოხდა მარათონის ველზე ძვ.წ
490 წელს , რომელშიც ირანელები სასტიკად დამარცხდნენ , დარიოსი ამის შემდეგ
ემზადებოდა მეორე მნიშვნელოვანი შეტევისთვის , მაგრამ 486 წელს დაიწყო აჯანყება ,
როდესაც ის გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა მისმა მემკვიდრემ ქსერქსემ 486-465.

ქსერქსეს საკმაოდ რთულ ვიტარებაში მოუწია გამეფება , კერძოდ , ეგვიპტე


აჯანყებულია , ირანმა დიდი დამარცხება იწვნია მარათონთან და ასშ. ამ სირთულეების
მიუხედავად , ის საკმაოდ კარგად წარუძღვა ქვეყანას ,კერძოდ 484 წელს დაამარცხა ეგვიპტის
აჯანყებულები და ეგვიპტეში თავისი ძმა აქემენი გაამეფა. ამის შემდეგ ქსერქსე იწყებს
მზადებას დიდი ომისთვის ბერძნების წინააღმდეგ , შეკრიბა უდიდესი არმია , არმია
დაყოფილი იყო იმდენ ნაწილად რამდენი სატრაპიც იყო , სატრაპები მართავდნენ თავიანთ
სატრაპიაში მოსახლე ტომებს , ქვეითი ჯარი დაყოფილი იყო 30 კონტიგენტად , ჯარში
მონაწილეობდნენ უკვდავთა მეომრები. ასევე ფინიკიელები და კვიპროსელებიც , რომლებიც
უძღვებოდნენ ფლოტს , ჯარის ფორმალურ მთავარსარდლად დანიშნული იყო შაჰის ძმა
აქემენი , მაგრამ რეალური მმართველი და წინამძღოლი თვითონ ქსერქსე იყო , ბრძოლა
მოხდა თერმოპილესთან (480), სადაც ბერძნები დამარცხდნენ , მაგრამ უდიდესი ზიანი
მიაყენეს ირანელტა ლაშქარს. შემდეგი ბრძოლა გაიმართა ზღვაში
სახელწოდებით ,,სალამინის ბრძოლა’’ , სადაც ირანელთა ფლოტი სასტიკად დამარცხდა , მას
შემდეგ ირანელები პლატეასტან დამარცხდნენ 479 წელს და ამავე წელს მიკალეს კონცხთან
ორი მნიშვნელოვანი ბრძოლაც წააგეს , რის შედეგადაც ისინი სრულიად განდევნეს
ბერძნებმა. (თერმოპილესტან ბერძნებს ლეონიდასი მეთაურობდა)

ქსერქსემ ამ მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა ბაბილონში გაემკაცრებინა თავისი


პოლიტიკა, კერძოდ მან უარი თქვა ბაბილონის მეფობაზე , რითიც ის ფაქტობრივად რიგით
სატრაპიად აქცია , ასევე დაანგრევინა მარდუქის ტაძარი , რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო
საყრდენი პუნქტი ანტიირანული აჯანყებებისა.

ქსერქსეს მრავალი რეფორმაც მიეწერება , რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სპარსული


კალენდრის შეცვლა და , რაც მთავარია რელიგიური რეფორმა , რომელიც ითვალისწინებდა
ერტი რელიგიის , აჰურამაზდას კულტის სავალდებულა თაყვანისცემას , რასაც უნდა
ეღეკვეტთა ქურუმთა სეპარატისტული გამოსვლები და განეპირობებინა ქვეყნის ერთიანობა.

ქსერქსე და მისი ვაჟი დარიოსი 465 წელს მომხდარი შეტქმულების მსხვერპლნი გახდნენ ,
დაიწყო ორ დარჩენილ ვაჟს არტაქსერქსესა და ვიშტასპის შორის ბრძოლა , რომლეიც 462
წელს არტაქსერქსე პირველის გამეფებით დამთავრდა , აღსანიშნავია , რომ ბერძნები
არტაქსერქსეს მხარგრძელს ეძახიან. ძმებს შორის ომის პერიოდში ეგვიპტე ირანის
დამოკიდებულებიდან გატავისუფლდა , შესაბამისად არტაქსერქსეს საზრუნავი მისი
დამორჩილება იყო , განდგომილი ეგვიპტის ფარაონი იყო , ფსამეტიქეს ვაჟი ინირა ,
რომელიც არტაქსერქსეს მიერ გამოგზავნილ სარდალთან ბაგაბუხშუსტან (მეგაბიზთან)
დამარცხდა , მეგაბიზმა მას პირობა მისცა , რომ არ მოკლავდნენ და ტყვედ ქმნილი ინირა
შაჰთან მოიყვანეს , შაჰმა პირობა არ შეასრულა და ის მოკლა , რამაც ბაგაბუხშუს განაწყენება
გამოიწვია. ბაგაბუხშუ სწორედ ამ მიზეზის გამო აუჯანყდა შემდეგ შაჰს , ეს სახელმწიფო
მოხელის ერთ-ერთი პირველი განდგომის შემთხვევა იყო. მეგაბიზი აჯანყების დროს
გარდაიცვალა , აჯანყება დამარცხდა , მაგრამ მეგაბიზის ვაჟი გადარჩა ზოპირი , გადმოცემის
თანახმად სწორედ მისგან ჰქონდა ძირითადი ინფორმაცია ჰეროდოტე ჰალიკარნასელს
აქემენიდური ირანის შესახებ. ამავე დროს ძვ.წ 449 წელს დაიდო ბერძენ-სპარსელებს შორის
ზავი , რითიც ეგეოსის ზღვის სანაპიროები დაკარგეს სპარსელებმა , ეს ირანის საგარეო
პოლიტიკაში უდიდესი მარცხი იყო.

არტაქსერქსე პირველი ძვ.წ 424 წელს იღუპება და ამით იწყება ბრძოლა სამეფო
ტახტისთვის ,თავდაპირველად მეფე ხდება არტაქსერქსეს უკანონო ვაჟი ქსერქსე მეორე ,
მაგრამ ის მალევე ჩამოაგდეს ტახტიდან და საბოლოოდ გაამეფეს ოხა შემდეგში დარიოს
მეორედ წოდებული. დარიოს მეორეს პერიოდში ქვეყანა ძალიან დასუსტდა , იხლართებოდა
მრავალი ინტრიგა სამეფო ტახტზე , რომელიც ძირითადად დედაფალ პარსატიდას
უკავშირდება , ამავე ხანებში აღინიშნება დიდი წინააღმდეგობა ბაგაბუხშუს საგვარეოლოდან
, სავარაუდოდ ეს საგვარეულო ოპოზიციაში ჩაუდგა სამეფო საგვარეულოს. აჯანყდა
ლიდიის მეფეც ,მეფის მამის ბიძაშვილი პისუფი , რომლის დასამარცხებლადაც გაიგზავნა ,
ტისაფერნი , ამ უკანასკნელმა დაამარცხა პისუფი და სახელი გაითქვა მისი ერთგული
ქმედებებიტა და პოლიტიკით.

ძვ.წ 407 წელს მცირე აზიის ყველა სატრაპიის მმართველად გამოცხადდა კიროსი , შაჰის
ერთ-ერთი შვილი , რომელსაც შემდეგ კიროს უმცროსი უწოდეს. კიროს უმცროსი საკმაოდ
ჭკვიანი და ერთგული პირი აღმოჩნდა , მაგრამ ძვ.წ 405 წლიდან სამეფო კარის წინააღმდეგ
გამოდის , ამ პერიოდში გარდაიცვალა შაჰი და მეფე გახდა არტაქსერქსე , კიროსის
ძმა ,სწორედ ამის გამო დაიწყო ძმებს შორის უთანხმოება ,კიროსმა დაიწყო არმიის შეგროვება
შაჰის წინააღმდეგ გამოსასვლელად. კიროსის მოკავშირეებად გამოდიან ბერძნები ,მათი
დახმარებით ჰყავდა 10 000 კაციანი ჯარი კიროსს , ამ დაქირავებული ბერძენტა ჯარის
ლიდერად დაინიშნა კლეარხი, ასევე ერთ-ერთი სარდალი იყო უმნიშვნელოვანესი
პიროვნება სახელად ქსენოფონტე , რომელმაც დაწერა ნაშრომები , ამ ბრძოლისა და
ზოგადად ირანის სახელმწიფოზე. აჯანყება დასრულდა კიროს უმცროსის დამარცხებით ,
კიროსი ბრძოლაში გარდაიცვალა.

ამ შეტაკების შემდეგ , გამარჯვებული არტაქსერქსე გადაწყვეტს , რომ შეუტიოს ბერძნებს ,


რადგან მთავარ ძალას კიროსის არმიაში ისინი წარმოადგენდნენ და ამით ერთგვარად
სამაგიერო გადაუხადოს მათ. მაგრამ ბერძნები შეტევას პირველი იწყებენ და აოხრებენ ერთი
წლის განმავლობაში ირანის მცირე აზიულ მხარეს. ბრძოლა მალევე წყდება , მაგრამ
ირანელები ძალიან დაზარალდნენ ამით.

ძვ.წ 365 წელს სირიაში აჯანყდა სატრაპი არიაბარზანი , ამას დაერთო ეგვიპტის ფარაონის
ტახის შემოტევა ძვ.წ 361-360 წლებში. ამ აჯანყებებისა და გართულებული საშინაო
პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა არტაქსერქსე მეორე ძვ.წ 358 წელს , ტახტი კი დაიკავა
არტაქსერქსე მესამემ ძვ.წ 358-338 , ის თავდაპირველად დიდ წარმატებებს აღწევს და
აჯანყებებს ახშობს , განდგომილ სატრაპებს იმორჩილებს , ძვ.წ 348-345 წლებში იბრძვის
სირიაში , ფინიკიაში , პალესტინაში , ეგვიპტეში და სხვა. ის ასევე ცდილობს სატრაპებს
ჩამოართვას ჯარის ყოლის უფლება ,რაც მათ სეპარატისტულ ქმედებებს ჩაახშობდა , რის
გამოც მოკლეს ძვ.წ 338 წელს (მკვლელი იყო საჭურისი ბაგოი) , ტახტზე კი დიდებულებმა
დასვეს ვინმე სახელად ოარსი ძვ.წ 338-336 , მაგრამ მისი მეფობა არ მოეწონათ და მალევე
მთლიანი ოჯახი ამოუწყვიტეს და თვითონაც მოკლეს , ტახტზე კი დასვეს აქემენიდთა
გვერდითი შტოს წარმომადგენელი დარიოს მესამე ძვ.წ 336-330 , რომლის დროსაც ინგრევა
და სრულდება აქემენიდთა უძლიერესი აღმოსავლური ქვეყნის ისტორია.

***

You might also like