You are on page 1of 5

ქუთაისი

საქართველოს სამეფო
• ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოშიქუთაისის
დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური
ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.)
დედაქალაქად 978 წელს ბაგრატ III-მ საქართველოს სამეფოს
 დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე
ქუთაისი საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქის ტიტულს
ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად
იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი,
ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების 
ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და
ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა
განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. 
• 1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან
განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი
საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად
რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც „საყდარსა დავითიანსა“
უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი
ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს 
ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ
აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას. ორმეფობის ხანაში, 1259-
1329 წლებში, ქუთაისი დავით VI ნარინის და მისი მემკვიდრეების
სატახტო ქალაქი იყო. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის
გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია.
ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ
დაიწყო ქუთაისის დაქვეითება.
რუსეთის იმპერია
• 1804 წლის 25 აპრილს მეფე სოლომონ II იძულებული გახდა რუსეთის
იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა
იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა. ქუთაისში, ისევე როგორც მთელს
ქვეყანაში, რუსეთის ჯარი ჩადგა.  1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის
 სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. რიონის მარცხენა ნაპირზე
აშენდა ევროპუული ტიპის სამხედრო და ადმინისტრაციული შენობები. 1821
 წელს გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, 1830 წელს სკოლა. 1840 წლიდან
იყო ქუთაისის მაზრის ცენტრი, 1846 წლიდან კი ასევე ქუთაისის გუბერნიისა.
საგრძნობლად იმატა მოსახლეობამ. ამ პერიოდში მეფეთა სასახლის ადგილი
რუსეთის მხედრობის ყაზარმებმა დაიკავა. რუსული ადმინისტრაცია ახალ
ქალაქში განთავსდა, ხოლო თვით ქალაქის განვითარება რიონის მარცხენა
ნაპირზე გაგრძელდა. აქ იყო ძირითადი საცხოვრებელი უბნები, ბაზარი
მრავალრიცხოვანი სავაჭრო და სახელოსნო რიგებით, ახალი
სამლოცველოები და ყაზარმები

You might also like