You are on page 1of 28

ავტორი:ცოტნე ქალებაშვილი

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტულია დარგია ანუ საქართველოს მოსახლეობის


უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია ტურისტებზე. სამწუხაროა რომ რესურსი რაც გვაქვს კერძოდ
ციხესიმაგრეები არ ვიყენებთ. ისტორიულად საქართველოს უამრავი შემოსევა და ომი ახსოვს, ამისა და
გამო შენდებოდა ციხე-კოშკები ანუ მათი რაოდენობა ძალიან დიდია. ევროპის მაგალითი რომ ავიღოთ, მათ
დიდი თანხა მიიღეს ციხესიმაგრეებით. მაგალითად ავიღოთ შვედეთი, პირველ რიგში ამ ქვეყანაზე ის უნდა
ვთქვათ რომ ის ტურიზმზე არ არის ჩამოკიდებული და მთავარი პრიორიტეტი მათვის ის არც არის.
სკანდინავიური ქვეყნის ტურიზმი ზუსტად რომ ციხესიმგარეებზე გადის. ციხესიმაგრეების პროექტს შეუძლია
დაასაქმოს უამრავი არქიტექტორი, რესტავრატორი და სხვა. ციხესიმაგრეების პოპულაცია საქართველოში
საერთოდ არ ხდება, ჩვენ კარგად ვერ ვაფასებთ და კარგად ვერ ვხედავთ თუ რამხელა პოტენციალი აქვს
ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით.
ბუჩუკუნის ციხე მდებარეობს ბოლნისისა და დმანისის
ხევების გამყოფ „რკინის მთაზე“, საიდანაც იღებს
სათავეს ბოლნისისწყლის მარცხენა შენაკადი
„რკინისწყალი“. აგებულია კონუსური მთის თხემზე.
მასთან მისვლა კლდეში გაჭრილი ბილიკით შეიძლება.
მისი კედლები მცირე ეზოს ქმნის და შემორჩენილ
კედლებში სათოფურებია დატანილი. იგი შესაძლოა
ერეკლს II-ის დროს იყოს აგებული რკინის საწარმოს
დასაცავად. მის მახლობლადაა ოთხკუთხა კოშკი,
ნაგები თანაბარი ზომის ქვებით სწორ რიგებად და ადრე
შუა საუკუნეების უნდა იყოს.
როგორც ზევით მოგახსენეთ ერთ-ერთი პრობლემა
ზუსტად რომ ციხესიმაგრეების პოპულაცია
საერთოდ არ ხდება. ახლა მოგახსენებთ ასეთ
მაგალითებს. არამარტო უცხო ინვესტიციები შემოვა
არამედ გაიზრდება შიდა ტურიზმი. ხშირია
როდესაც საქართველოს მოქალაქეები ზუსტად
რომ ტურისტული ადგილების ნაკლებობის გამო
უცხო ქვეყნებში მიდიან, იმას არ ვამბობ
ტურისტული დანიშნულებები ცოტა არის
საქართველოში, ერთ ადგილას ყოველ წელს
მისვლა, ეს არის მიზეზი რის გამოც საქართველოს
მოქალაქეები ამჯობინენ უცხოთში დასვენებას.
სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ
სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.
თავდაპირველად აქ დასახლებულა სამი კომლი - სამი წევრი და ამის გამო ეწოდა
თურმე სამწევრისი.

ციხე თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია ,


გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები .
გამოირჩევა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა
დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე
პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტები, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან .
შემდეგი სამშენებლო ფენის (XVI-XVIII სს.) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით
დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება
მეორე (სამხრეთ მონაკვეთი), ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა
ეკლესიისა). გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია
ფანასკერტელ-ციციშვილების (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.
ციხიდან ნახევარი კმ-ის დაშორებით, სოფლის თავზე, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირის
მაღალ გორაკზე აღმართულია წმინდა გიორგის VII ს-ის პირველი მეოთხედით
დათარიღებული ჯვრის ტიპის ეკლესია
პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,
სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან
მთაზე. ის შუა საუკუნეების ძეგლია.

პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ციხე ავალიშვილების
ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. იგი ლიკანიდან ისტორიულ სოფელ ფაფისა და
ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას
დარაჯობდა.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური
ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან
დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის
შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი
დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია
სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ. ზოგან გამოირჩევა
ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის
ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.
მოქცევის ციხე
მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების
ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში,
მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო
გზის მარცხენა მხარეს, კლდოვან გორაკზე.

სლესის ციხე მე- XI საუკუნის ძეგლია, სოფელ აწყურის სამხრეთით,


მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე. სლესა
სოფელიც იყო და ციხეც.

შემორჩენილია ერთი კოშკი. ზღუდე-გალავნისა და მის შიგნით


არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. კოშკი
ნაგებია კლდის დამუშავებული ქვით. ციხე ნაგებია ქვიტკირით,
გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-
აღმოსავლეთი მხარე.

შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს


„სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს
ქვეშის ციხე
ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში , მდინარე მაშავერის მარცხენა
სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ . ქვეშის მახლობლად ).
ციხე აგებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან
ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ქვეშის ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება . იგი უნდა ყოფილიყო VII ს . „სომხურ გეოგრაფიაში “
მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და ,
შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. XII ს. ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქტობა
განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე და ქვემო
ქართლის კიდევ ორი ციხესიმაგრე - ორბეთი და კაენი, საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს
და მის შვილს. მაგრამ 1191 წელს ვარდან დადიანი ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა თამარ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას
გიორგი რუსის სასიკეთოდ და ამით განიპირობა კიდეც აღნიშნული ციხის დაკარგვა . ამის შემდგომ თამარ მეფემ ქვეშის ციხე თავის
მომხრე და ერთგულ თორელთა საგვარეულოს საგამგებლოდ გადასცა.
ამიერიდან ქვეშელებად იწოდებოდათორელთა ის განშტოება, რომელიც ამ ციხეს ფლობდა . ასეთები იყვნენ სწორედ
ჯავახიშვილები, რომელთაც 1468 წ. მეფე ბაგრატ VI-ისაგან გამოუსყიდიათ ქვეშის ციხე. ამ გამოსყიდვის სიგელით ვიგებთ , რომ
აღნიშნულ პერიოდში ქვეში ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას . ალბათ , ამას ხელს უწყობდა აქ გამავალი საბაჭრო
გზებიც, რომლის გამოისობით ქვეში ერთგვარი საბაჟო პუნქტიც ყოფილა . მაგრამ ჯავახიშვილების ხელში ციხე დიდხანს არ
დარჩენილა. კონსტანტინე II გამეფების შემდეგ, ქართლში დაწინაურებას იწყებს ბარათაშვილთა საგვარეულო , რომლებიც მეფესაც
უმოყვრდებიან და როგორც ჩანს, ქვეშიც სწორედ ამ დროიდან ხდება მათი საგამგებლო. ყოველ შემთხვევაში , 1486 წელს იაყუბ
ყაენის საქართველოში ლაშქრობის დროს სწორედ ბარათაშვილები გამოდიან დმანისისა და ქვეშის ხევების დაცვაზე
პასუხისმგებლები.
ქვეში მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრედ რჩებოდა XVI ს. ბოლოსთვისაც, რაზეც მიანიშნებს მისი არჩევა ქართლის მეფის ძირითად
რეზიდენციად. XVII-XVIII სს. ქვეშის ციხე საორბელიანოს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო. მისი მიმდებარე ტერიტორია ამ
დროისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ქართველებით ყოფილა დასახლებული . XVIII ს .40-იან წლებში ციხეში მნიშვნელოვანი სამუშაოები
ჩაატარა მსახურთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა. XVIII ს. ბოლოსთვის ქვემო ქართლი აოხრდა და გაპარტახდა . შესაბამისად ,
ქვეშის ციხეც დაცარიელდა. XIX ს. დასაწყისში იგი უკვე რუსების ხელშია. მაგალითად , 1812 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის
აჯანყების დროს ქვეშის ციხეში კავკასიის მთავარმმართებლის ტორმასოვის ჯარის ნაწილი იდგა .
ჭაპალის ციხე
ჭაპალის ციხე – ციხესიმაგრე ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭაპალასთან. მდინარეების მაშავერასა და ბოლნისისწყალის შესართავის მარჯვნივ 2-3 კმ-
ზე.

ჭაპალას ციხე აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე.
წყაროებში იხსენიება 1664 წლის საბუთში, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ
სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წ. შეისყიდა თავადმა დიმიტრი ორბელიანმა.
შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით;
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა
სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები (XI-XIII სს.). ციხის ძირში ნასოფლარი და
ორი ეკლესიის ნანგრევია. იქვე, მდ. მაშავერაზე, XVII საუკუნის ქვის თაღიანი ხიდია.
ბერდიკის ( ფოლადაურის ) ციხე
ბერდიკის ( ფოლადაურის ) ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში, ბოლნისის
მუნიციპალიტეტში, მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს,
ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე.

სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და


ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია
აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას,
რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.
ხულუტის ციხე
ხულუტის ციხე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი ქვემო ქართლში,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში,
ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ციხეს საკმაო სტრატეგიული მდებარეობა აქვს,
ხეობაში გამვლელი მას გვერდს ვერ აუქცევდა.

აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2


ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი
უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-
დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს
კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7
სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად.
მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.

კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება


აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი
სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა
მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ
სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი
ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
ოქროს ციხე
ოქროს ციხე – ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე
დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე
დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა
ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა
სამფლობელოს შუაგულში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი
აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ
ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების
მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ
გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად
უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც
დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის
ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია
მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს
ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ
ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.
უქიმერიონის ციხე
უქიმერიონი — ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს
მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა. წყაროებში პირველად VI საუკუნეში იხსენიება. არის
მოსაზრება, რომ მდებარეობდა ცხენისწყლის ხეობის გასწვრივ მაგისტრალზე, რომელიც
მუხურისს ლეჩხუმსა და სვანეთთან აკავშირებდა (ვარაუდობენ, რომ მდინარე ცხენისწყლის
მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევები უქიმერიონისაა). სხვა
მოსაზრებით, უქიმერიონი ქუთაისში გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის ომის
დროს; ბიზანტიის ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, უქიმერიონისა და ქუთაისის
ციხეების მფლობელი მტკიცე კონტროლს უწევდა ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილს, ლეჩხუმსა
და სვანეთს.
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე  აჭარაში , ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ზედა თხილვანაში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე .
ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები , ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები .
ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში . იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და
ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს , ისინი ამ ციხეს აფარებდნენ
თავს.
XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა , ქვის წმ . გიორგის
ეკლესია ააგო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ .
ციხის ეტაპობრივ რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს.
ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული . ამას ადასტურებს
ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს
ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ .
XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ . 1815
წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი  სელიმ ხიმშიაშვილი, მან აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე.
ახალციხის ფაშამ, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკური მდგომარეობით , ფაშობა წაართვა და
ბოლოს ისე გათამამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა სელიმს და სიკვდილი მიუსაჯა . 1815
წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მის სიკვდილის დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო , 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში , თან ერთი წლის
სამყოფი საგზალიც შეიტანა. მაჰმუდ-ფაშამ 15 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა . ორი თვის
განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი , მაგრამ ციხეს ვერასგზით ვერ მიუდგა . ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი
გაუგზავნა: “შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო ”. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა ,
სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია , მუჰამედის მიერ მოსყიდული იქნა . სელიმი
ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდენ, სამი დღე -ღამე არ აძინეს , რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო . ბოლოს ნახეს ერთი
არტანუჯელი სომეხი, მისცეს ერთი ოქრო და რომელმაც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ , სწორედ იმ ადგილას რომელსაც ახლა “სერი -
ყანა” ჰქვიან. სიკვდილის წინ მან ამაყად განაცხადა: მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით , რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება . ამის
ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო. მოგვიანებით ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ
ორი საათიც არ გასულიყო, რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: ”თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო “. მაჰმუდ -ფაშამ ამის მაგიერ
სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა : ‘”ფირმანი რა უყავიო ”. სიკვდილის
შემდეგ მოვიდაო – რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია , აღარც მე მეცოდებიო ”. და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ .
სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო ”, ხოლო ტანი კი სოფელ ნიგაზეულში ქართველებმა
დაასაფლავეს.
კვავლო
კვავლო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის
მუნიციპალიტეტში,ომალოს თემში. სოფელ ომალოდან 7-8 კილომეტრში, მდინარე პირიქითი
ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში. XIX
საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი, XX საუკუნის 20-იან წლებში კი 27 კომლი (სულ 43
მაცხოვრებელი).

ნასოფლარში შემდეგი ძეგლებია: კოშკი, საქვაბე და ციხე-სახლი. ნასოფლარს აქვს შვიდი


სალოცავი: ა) სადროშაე, ბ) სატაბლეო, გ) ღვთისმშობელი, დ) კარატისჯვარი, ე) ხახმატისჯვარი, ვ)
კარუკუღმართი, ზ) საგანძური კოშკი. დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილოეთით, კლდეზე.
განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული.
ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამოშლილია II, III და IV
სართულებისგადახურვა, მთელ სიაღლეზე დაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. საქვაბე. დგას შუა
სოფელში. შენობათა გეგმით ოთხკუთხა, ნაგებია ფიქლით – მშრალად. შესასვლელი მთავარი
ფასადის მხრიდან (სამხრეთიდან) აქვს. შიგნით სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კერა კერაში
ჩადგმულია ლუდის მოსახარში. 900 ლიტრი ტევადობის სპილენძის ქვაბი, რომელიც კედლებზე
გადებულ მორზე ჯაჭვით იყო ჩამოკიდებული. ინტერიერის ვენტილაციის მიზნით,ა აღმოსავლეთ
კედლის ზედა ნახევარი, მთელს სიგრძეზე, გახსნილია. კედელთან მოხარშული ლუდის (დარკოს)
ჩასაწურად, დადგმული იყო მთლიანი ხისგან გამოთლილი ნავი. დასავლეთ კედელში
მოწყობილია მცირე ზომის თახჩა. სახურავი ფიქლისაა – ცალკალთა. დაქანებულია
დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. სახურავი ეყრდნობოდა ხის ორ დიდი ბოძს. ციხე-სახლი.
არქიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კიდევ უფრო ბევრი ციხეა საქართველოში, ძიების პროცესში უფრო ვრწმუნდებოდი თუ რაოდენ დიდ
სიმდიდრეს ვკარგავთ როგორც მატერიალურ ისე შეიძლება ითქვას სულიერსაც. სამწუხაროდ
დავივიწყეთ ჩვენი ერის ისტორია, თუ რა გვაქვს, რას წარმოვადგენთ, როგორი იყო საქართველო
ადრე...

"ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას
ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ
მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და
თავისი ისტორია არ ახსოვს"
ილია ჭავჭავაძე

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ჩვენი ისტორია მემკვიდრეობა


გაგვამდიდრებს

ავტორი: ცოტნე ქალებაშვილი

You might also like