You are on page 1of 3

შუალედურის თემა :

ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები


თიკო კინწურაშვილი ( III კურსი -დირიჟორი)

VI საუკუნეში ბევრი ბაზილიკა, სამეკლესიიანი ბაზილიკა და მცირე ერთნავიანი


სამლოცველო აშენდა , საკულტო არქიტექტურის უმთავრეს თემადაც გუმბათოვანი ტაძრის
თემა იქცა. რა თქმა უნდა მაშინდელ გუმბათიან ეკლესიათა უმეტესობამ ჩვენამდე ვერ
მოაღწია , ზოგი სულ განადგურდა ,ზოგიც გადააკეთეს , მაგრამ დარჩენილთა მიხედვით
შეგვიძლია საკმაოდ ნათელი სურათის წარმოდგენა. ირკვევა , რომ VI-VII საუკუნეებში
გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობდა : ტეტრაკონქის ვარიანტები,
„თავისუფალი ჯვრის“ ტიპი -აგრეთვე რამდენიმე ვარიანტით , „ ჩახაზული ჯვრის ტიპი „ და
სხვა.

ერთ-ერთ მაგალითად კი შეგვიძლია შიომღვიმის მონასტრის ძველი ეკლესია


მოვიყვანოთ (VIს-ის 50-60-იანი წლები ). მონასტრის დამაარსებელი ასერელ მამათაგანი
შიო მღვიმელი გახლდათ, რომელსაც განმარტოებული და მაღალი ადგილი შეურჩევოა
კლდეების ძირში . ეკლესიის გეგმა ელემენტარულია - უბრალო ჯვარი ,რომლის მოხაზულობა
გარედანაც ჩანს. ერთი საკურთხევლის აფსიდი და სამინ სწორკუთხა მკლავი . ამგვარად, ეს
ე.წ „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობაა ესეიგი მთელ ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ
გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება . მის ბირთვს შეადგენს რვანაწილედი შეკრული კამარით
გადახურული ცენტრალური კვადრატი. შეკრული კამარა თავისი ფორმით სფერულ გუმბათს
უახლოვდება . აქ უკვე მკაფიოდაა გამოსახული ქართული გუმბათების აღნაგობა:
ნახევარსფერული ნაწილი, ე.ი საკუთრივ გუმბათი , დამყარებულია ე.წ. გუმბათის ყელზე ,
რომელშიაც სარკმლებია გაჭრილი . ყელიანი გუმბათი თითქოს მეორე სართულია ,შიგნითაც
და გარეთაც იგი შნობის გვირგვინად , მის ხუროთმოძღვრულ დომინანტად იქცევა. ამ
პერიოდის გუმბათის ყელი ჩვეულებრივ რვაწახნაგოვანი მოცულობაა, სარკმლენბი თითო
წახნაგგამოშვებით აქვს, მისი სიგანე მით უფრო გარედან - თვალსაჩინოდ სჭარბობს
სიმაღლეს , ხოლო სახურავი უმეტესად რვაწახნაგოვანსავე პირამიდს წარმოადგენს.

იმ პერიოდში მსგავსი გეგმის მქონე სხვა ნიმუშებიც მოიძებნება და აგრეთვე


„თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ვარიანტებიც. ეგრეთ წოდებული „ერელაანთ
საყდარი“ ,რომელიც ახმეტასთან მდებარეობს აგრეთვე „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა, ერთი
აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით.

ასევე დიდ ყურადღებას იქცევს ტეტრაკონქის ტიპის ტაძრები . ტეტრქკონქის უადრესი


ნიმუშთაგანია მანგლისის ტაძარი თავდაპირველი სახით ( აგებული V საუკუნეში ) . მისი გეგმა
შემდეგნაირი გახლდათ: ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატს ოთხ მხრივ ეკვროდა
აფსიდები, მაგრამ გარედან ტეტრაკონქი არ ჩანდა, იგი ოქტოგონში იყო მოქცეული.

ნინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარრის მაგვარი კომპოზიცია , საქართველოში მეორე არ


მოიძებნება . ის დიდ მნიშვნელობას იძენს , თუ მას განვიხილავთ ევოლუციური
თვალსაზრისით, ერთის მხრივ,როგორც უბრალო ტეტრაკონქის განვითარებას , მეორე მხრივ
კი, იმ ჯგუფის ძეგლთა უშუალო წინამორბედს ,რომელსაც სათავეში უდგას მცხეთის ჯვრის
სახელგანთქმული ტაძარი, უმაღლესი მწვერვალთაგანი ჩვენი ეროვნული ხელოვნებისა .

მცხეთის ჯვრის ტაძარი აგებულია წმინდა ნინოს მიერ აღმართული პატიოსანი ჯვრის
გარშემო, როგორც ამ უნიკალური სიწმინდის ბუდე და სანაწილე. ჯვრის მონასტრის
კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთიდან 1.5
კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე. ტაძრის სახელწოდებას
ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ
ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა
ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II
ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII
საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის
გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც
სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით
ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით). შუაში
კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ
პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI
საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ -
ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ
გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). საუკუნეთა
მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.

ჯვრის გეგმის საფუძველს ნინოზმინდის ტაძრის მსგავსად აქაც კუთხისოთახებიანი


ტეტრაკონქი შეადგენს. მაგრამ ეს კუთხის ოთახები აფსიდების ღერძების პარალელურადაა
განლაგებული. შენობის ბირთვს ჩვეულებისამებრ კვადრატი წარმოადგენს ,რომლის თავზეც
აღმართულია რვაწახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი.გუმბათია მთელი შიგა სივრცის
პროპორციისა და ფორმის განმსაზღვრელი. რაც შეეხება ჯვრის გარეგნულ სახეს , ის
ნათლად ასახავს შიგა სივრცის დანაწევრებას.მაგრამ აქ არა მხოლოდ პასიური განმეორებაა,
იმისა რასაც შიგნითა კონტურები კარნახობდა, არამედ შიგა და გარე ფორმენის
მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. დიდი ტაძრის არქიტექტურაში დასრულებული სახით
არის წარმოდგენილი ქართული ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის
დამახასიათებელი ნიშნები: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა , შენობის
ცალკეული ნაწილების ურთიერთშერწყმა, პროპორციების დახვეწილობა , მშვიდი
შეწონასწორებული, სტატიკური კომპოზიცია, სადა და მახვილი ფორმები, მასიური, მაგრამ არა
მძიმე პროპორციები; შესანიშნავად შესრულებული კედლის წყობა; ზომიერი დეკორატიული
მორთულობა და არქიტექტურასთან ორგანული შერწყმა, შიდა სივრცისა და გარეგნული სახის
სრული მხატვრული შესატყვისობა, ორგანული ურთიერთობა გარემოსთან, კონსტრუქციული,
გადაწყვეტის ლოგიკურობა.
ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურამ სათავე დაუდო „ჯვრის ტიპის“ ტაძრების მშენებლობას
საქართველოში (მარტვილის ტაძარი, ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია).
ჯვრის ტაძარი არის კლასიკური სტილის ნაწარმოები, ნიმუში ფეოდალური ხანის ქართული
არქიტექტურის განვითარების პირველი მაღალი ეტაპის (წრომი, ბანა) მხატვრულად სავსებით
დასრულებული ნაწარმოებისა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული
არქიტექტურის საერთო ევოლუციაში.

წრომის ტაძარი( VII საუკუნის 30- იანი წლები) ქართლში, ხაშურის რაიონში , მტკვრის
მარჯვენა ვაკე ნაპირზე მდებარეობს. მხატვრული ღირსებიტ იგი შეიძლება თვით მცხეთის
ჯვარსაც კი გავუტოლოთ , იმავე დროს , იგი უკვე შეიცავს ბევრ ისეთ ნიშანს, რომლებიც
ქართული საეკლესიო არქიტექტურის განვითარებას ასახავს. აღსანიშნავია ის ფაქტი ,რომ
იგი გეგმით „ჩახაზული ჯვრის“ ტიპს მიეკუთვნება , რომელიც იმ დროს ყალიბდებოდა ახლო
აღმოსავლეთის ქვეყნების საკულტო ხუროთმოძღვრებაში. გუმბათი აქ კედლებს კი არ
ეყრდნობა , არამედ ოთხ ცალკე მდგომ ბოძს . აფსიდი მხოლოდ ერთია , აღმოსავლეთით -
საკურთხევლის.შენობის ინტერიერში კი გარკვევითაა გამომჟღავნებული სიგრძივი ღერძი.
წრომის შემდგომ ქართულ არქიტექტურაში საბოლოოდ დამკვიდდრდა ჯვრის ოთხივე
მკლავის , ე.ი ოთხივე ფასადის შუა ნაწილების , ფრონტონით დაგვირგვინება. ეს მკლავები
სივრცეში , გუმბათის ყელის გარშემო , მკაფიოდ გამოსახავს ჯვრის ფორმას.

და ბოლო ტაძარი რომელიც „თავისუფალი ჯვრის „ ტიპისაა გახლავთ სამწვერისის


ეკლესია , ქართლის რაიონში. აქაც ერთი აფსიდი და სამი სწორკუთხა მკლავია :
დასავლეთისა უფრო ღრმაა , ვიდრე დანარჩენი ორი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი
იმიტომ სჭარბობს მეორე ღერძს , მაგრამ ნაკლებად შესამჩნევად.

ზემოთხსენებული ტაძრები , მართლაც რომ ხელოვნების ის ნიმუშებია , რომელშიც ვერც


ერთ დეტალს ვერ შეცვლი ისე , რომ მთელის დარღვევა არ გამოიწვიოს, და ვფიქრობ რომ
სწორედა ამაშია ამ ნაგებობების უნიკალურობა, სიმარტივეში ჩაღვრილი სირთულეებიცა და
გენიალურობაც .

You might also like