You are on page 1of 7

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო

აკადემია

რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი

ფრანგული გოთიკა და მისი განსხვავება გერმანული გოთიკისგან

ლექტორი: თამარ ხუნდაძე

სტუდენტი: ანნა სებისკვერაძე

თბილისი

2023
ფრანგული გოთიკა

შუა საუკუნეებში ევროპაში კულტურების (კერძოდ; ანტიკური, ძვ.


გერმანული, სლავური, კელტური და ქრისტიანული) სინთეზი ხელოვნების
სხვადასხვა დარგში. აღსანიშნავია გოთიკა - კერძოდ, შუა საუკუნეების
არქიტექტურა. გოთიკა მომდინარეობდა ბარბაროსების (გუთების)
ხელოვნებისგან, რომელშიც მივიწყებული იყო რომაული წესები თუ ტექნიკა.
XVI საუკუნის შუა ხანებისთვის მან მალევე მოიკიდა ფეხი მთელს ევროპაში,
ხოლო შემდგომ განვიდარდა ნეოკლასიკური სტილი (იტალიური რენესანსის
გავლენით). გოთიკა მოიცავს XIX საუკუნემდე არსებულ შუა საუკუნეების
კულტურას. მეცხრამეტე საუკუნემდე ეს პერიოდი მოიაზრებოდა, როგორც
კულტურული დაცემისა და დეგრადაციის ხანად. გოთური ხელოვნების
ცენტრი საეკლესიო ხუროთმოძღვრებაა. გოთურ ტაძრებს, რომლებიც
ძირითადად კათედრალებს წარმოადგენდნენ, ქალაქის ცენტრალურ
მოედნებზე აგებდნენ. გოთურ ტაძრებში ტარდებოდა ღვთისმსახურება,
იმართებოდა თავყრილობები, იკითხებოდა ლექციები, მის წინ იმართებოდა
თეატრალური წარმოდგენები.

გოთური ტაძრის ტიპი ბაზილიკური სამი ან ხუთ ნავიანია ანუ


რომანულის მსგავსი, კაპელების გვირგვინითა და ტრანსეპტით. მაგრამ
საგრძნობლად გაიზარდა ტაძრის პროპორციები თუ ზომები, რამაც
თავისთავად განაპირობა ახალი კონსტრუქციების შემოღება; ნახევარწრიული -
შეიცვალა შეისრული კამარებით, რომელიც დასერილი იყო ,,ნერვიურებით“
ანუ შვერილი წახნაგებით. ეს შესაძლებლობას იძლეოდა შექმნილიყო უფრო
მაღალი და ფართო სივრცის გადახურვა, კედლების შემსუბუქება. ასევე
გოთიკისთვის დამახასიათებელია კონტრფორსები - მათ შენობას გარედან
მიშენებდნენ ხოლმე გასამყარებლად, სწორედ მათზე გადადის არკუბანტების
მეშვეობით კამარის გვერდითი სიმძიმე. შესაძლებელი გახდა ნაგებობების
პროპორციების გაზრდა, რამდენადაც შემსუბუქდა კონსტრუქციები.

გოთური ტაძრის სივრცე შემდეგნაირია: გახსნილი, მაღალი, ფართო, იგი


გახსნილია კამარებით, თაღებით, ნერვიურებით დასერილი სვეტებითა და
სარკმლიანი თუ ნიშებიანი კედლებით. გოთიკაში ფორმები უფრო მსუბუქი
და ჰაეროვანი ხდება. ტაძარი აღარ არის მასიულიგი უფრო გახსნილია დიდი
პორტალებითა და ფერადმინიანი სარკმელებით, ისეთი განცდა გვეუფლება,
თითქოს შენობა იმდენად ზეცაშია ატყორცნილი, რომ მისი დემატერიალიზაცია
ხდება. გოთიკაში რელიეფური ქანდაკება მჭიდრო კავშირშია
ხუროთმოძღვრებასთან, თუმცა აქ ფიგურები მრგვალ ქანდაკებას არიან
მიახლოებულნი, ამისდა მიუხედავად, მაინც არქიტექტურის ნაწილად
აღიქმება, შენობასთან ერთად ერთიან რიტმს ქმნის. გოთიკური
არქიტექტურისთვის ასევე დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ
მსრაფვი ტაძრები, საზეიმო ხასიათის რატუშები, ვიტრაჟები, ქანდაკების,
არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი.

1130-1150 წლებში, ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი


გოთიკური ნაგებობები, რომელსაც “ფრანგული წარმოშობის
ხელოვნებას”(ლათ. francigenum opus) უწოდებდნენ. კაპეტინგების
მმართველობის პერიოდში გოთურმა არქიტექტურამ განსაკუთრებული
პოპულარობა მოიპოვა, რადგან ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული
გაზრდამ გამოიწვია რელიგიური ნაგებობების გაფართოების საჭიროება, ასევე
ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოოებს შორის კონკურენციამაც
(თითოეულ ეპისკოპოსს სურდა მის მეზობელზე უფრო ლამაზი და დიდი
ტაძარი).ქვემოთ განვიხილავთ ფრანგული გოთიკის სამ მაგალითს:

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ნოტრ–დამი ასევე ცნობილი როგორც პარიზის ღვთისმშობლის


გოთიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ
ნაწილში. იგი დღემდე მოქმედი პარიზის ეპარქიის რომაულ-კათოლიკური
კათედრალია. 1163 წელს - მშენებლობას, რომელიც პატრონიკეთი დაიწყო,
საფუძველი ჩაეყარა. ხოლო 1182 წელს - მისი მშენებლობა დასრულდა. 1196
წელს - მთავარი კორპუსის მშენებლობა დასრულდა, 1208 წელს -
დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა. სხვა
ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლამდე გაგრძელდა. ძეგლი
მრავალჯერ გადაკეთდა. XIX საუკუნის შუა წლებში იგი კვლავ განაახლეს.
ნოტრ-დამის ტაძარი ამ დროისთვის მაინც არ იყო საკმარისად მსუბუქი და
დახვეწილი. XIII საუკუნის შუა წლებში არქიტექტორებმა, ტაძრის წინა ხედის
დასრულების შემდეგ, დაძლიეს მისი მასიური სიმძიმე და მიღწეულ იქნა
განივი ნავის ფასადის გოთიკური სიმსუბუქე.
რაც შეეხება ტაძრის არქიტექტურას; იგი ხუთნავიანი ბაზილიკური ტიპის
ნაგებობაა, რომლის პროპორციები საკმაოდ დიდია (130 მეტრი სიგრძე, 50
მეტრი სიგანე, 34 მეტრი სიმაღლე), მასში ვხვდებით მრავალ ქანდაკებას,
ჭედურ თუ ჩუქურთმიან დეტალებს. ტაძარი იყოფა ჰორიზონტალურად
გაშ ილ იარუსებად, რომლის ქვემოთაც სამ ნაწილიანი პორტალია, მის თავზე
ვხედავთ ბიბლიური გმირების სკულპტურებს (,,მეფეთა გალერეა“). სამ დიდ
ვიტრაჟულ სარკმელს ვხვდებით შუა იარუსზე. ზედა ნაწილი კი ორი დიდი
კოშკითა და თაღნარით სრულდება. დღესდღეობით, ტაძარი შემკულია XIX
საუკუნეში შექმნილი ასლებით, ხოლო რეალური სკულპტურების დაცულია
კლუნის მუზეუმში.

შარტრის საკათედრო ტაძარი

შარტრის ტაძარზე ნათლად ჩანს მაღალ გოთიკაზე გადასვლა. 1145 წელს


რომანული სტილის ნაგებობის ფუნდამენტზე ახალი შენობის აღმართვა
დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, 1194 წლის ხანძარს მხოლოდ ტაძრის
დასავლეთის ადრეულ გოთურ სტილში შესრულებული ფასადი გადაურჩა.
1194-1220 წლებში, საკმაოდ მცირე დროში, აღადგინეს კათედრალის
ძირითადი კარკასი. როგორც მაღალი გოთიკისთვის არის დამახასიათებელი
ისე, ეკლესიის ინტერიერი კიდევ უფრო ფართო, ერთიანი, გაშლილია.
შარტრის აძრის ფორმები დინამიური, მსუბუქი და ზემოთ მსწრაფვია. უკვე
ჩნდება ,,პერსპექტიული პორტალები“ (მრავალთაღიანი). სამხრეთ და
ჩრდილოეთ პორტალები დასავლეთ პორტალებთან შედარებით უფრო რთული
და მრავალნაწილიანი სტრუქტურისაა. რომელთა წაწვეტებული თავები
არღვევენ ფასადის ჰორიზონტალურ დაყოფას, იჭრებიან ზედა ეგისტრში.
აღსანიშნავია, ტაძრის სიუხვე სკულპტურებისა თუ ვიტრაჟების სახით.
ტაძარი მუდმივად განახლებას განიცდის.

რეიმსის ტაძარი

რეიმსის ტაძარში მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა ფრანგი


მონარქების მეფედ კურთხევის ცერემონია. მანამდე ტაძრის ადგილას
უძველესი ეკლესია იდგა, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველი ქრისტიანი
ფრანგი მეფე მოინათლა (ხლოდვიგი). 1211 წელს ძველი ეკლესია ხანძარს
ემსხვერპლა, მის ადგილას 1212-1311 წლებშ ახალი ტაძარი ააგეს. ტაძარი
მაღალი, ფართო და ჰაეროვანია, განათებულია ფერადი შუქით, ვხვდებით
მრავალ ერთმანეთში შერწყმულ თაღებს, რელიეფებსა, ფასადებსა და
ვიტრაჟებს. სკულპტურები ჩასმულია სამკუთხა აეებში, პორტალის
ტიმპანებში - დიდი სარკმელები, ფასადის ცენტრალური მრგვალი სარკმელის
ჩარჩოს შეისრული ფორმა აქვს.
ფრანგული გოთიკა და მისი განსხვავება გერმანული გოთიკისგან

გერმანიაში გოთური სტილი საფრანგეთთან შედარებით უფრო გვიან


განვითარდა. ზოგადად გერმანელი ხელოვნებათმცოდნეები მიდრეკილნი
არიან დაინახონ გერმანულ მხატვრულ გენიაში დაინახონ სილამაზის გოთური
იდეალის ყველაზე ნათელი და სრულყოფილი გამოხატულება, ისინი
მიიჩნევენ, რომ გოთიკა და ზემოთ აღნიშნული გენია ერთმანეთისთვის არიან
შექმნილნი. გერმანული გოთიკა, ნამდვილად, იყო გერმანული ხელოვნების
აყვავების ხანა, თუმცა მან ბოლომდე არა, მაგრამ შეიძლება ითქვას რთულად
მიიღო რენესანსის იდეალები.

რთულია, ზუსტად გაზომო და ზუსტად აწონო ხელოვნების დიდი


მიღწევების მნიშვნელობა. გერმანელები თვლიან, რომ მხოლოდ მათ
არქიტექტურაშია გამოვლენილი გოთიკის არსი და ყველა შესაძლებელი სახით
არის გამოვლენილი. ნამდვილად,
მხოლოდ მათ გოთიკაშია
შეუჩერებელი, შეუზღუდავი
იმპულსი, რომელსაც ცისკენ
მიჰყავს შენობა, ჰმატებს მას
მიუწვდომლობისა და
ამოუხსნელობას. გერმანელმა
არქიტექტორებმა მთავარი
შესასვლელის ზემოთ შეცვალეს
ფრანგული ვარდი ლანცენტის
სარკმლით და ამით დაარღვიეს გვერდითი ჰორიზონტები. ფრანგულ
გოთიკაში, უფრო მეტი ჰარმონიულობით, თუმცა მაინც, ზოგადი რიტმი
ზღუდავს იმპულს, თითქოს გონებისა და ლოგიკის ჩარჩოებში აქცევს მას.
თუმცა ფრანგებისთვის ეს იმპულსი არა შეზღუდული, არამედ -
მოწესრიგებულია, რაც შენობას მატებს მეტ სიცხადეს, სისრულესა და
იმავდროულად ელეგანტურობას. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული
გოთიკისთვის უცხოა გერმანული გოთიკისთვის დამახასიათებელი
შეუზღუდავი იმპულსი, რომელიც არ ამაღლებს ადამიანს, პირიქით - აბნევს,
ქაოტურობის განცდას მატებს. ფრანგული გოთიკისთვის მნიშვნელოვანია
ყველაფერში გარკვეული წონასწორობისა და ჰარმონიის განცდა.

ბიბლიოგრაფია

https://deliciously.ru/ka/emigration/francuzskaya-gotika-osobennosti-gotiki-
francii.html

https://otvet.mail.ru/question/40750810

https://ucnauri.com/230816/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83
%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%
E1%83%A2/

You might also like