You are on page 1of 4

Რესტავრაცია, I კურსი

Ნინო ქულაშვილი

Შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა


შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარება იწყება
IV საუკუნეში, ქართლის გაქრისტიანებასთან ერთად.
შუა საუკუნეების მთელი მონუმენტური არქიტექტურა ქვისაა.
კედლების მოსაპირკეთებლად თლილი ქვა იხმარება,
გადასახურავად – კამარები. აგურს დიდ ხანს მეორეხარისხოვანი
ადგილი ეჭირა. მხოლოდ XVI-XVIII სს-ში დაიმკვიდრა მან უმთავრესი
ადგილი აღმ. Საქართველოში. მხოლოდ V ს-ის მიწურულიდან
დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს
ბაზილიკებიც სავსებით თავისებურია...
ამ შენობათა პირველი და ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია ბოლნისის
სიონი. გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით —
მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა ,
ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია. ბოლნისის
სიონი სამნავიანი ბაზილიკაა საკურთხევლის შვერილი
ნახევარწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერიით
ჩრდილოეთის ფასადის გაყოლებით (მთელ სიგრძეზე), მეორე
მცირე თაღოვანი გალერიით და სანათლავი ოთახით სამხრეთის
მხარეს. ნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი
წყვილით. ფართო კედლები მოპირკეთებულია მშვენივრად
გათლილი ქვით. ეს ქვა საკვირველი სილამაზის ფირუზისფერ-
მომწვანო ტუფია. ბოლნისის გარეგნული სახე მთლიანად ძლიერ
შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთრივ ფასადებს აქ ჯერ კიდევ არა
აქვს მოპოვებული სრული მხატვრული დამოუკიდებლობა, ჯერ
კიდევ არა აქვს სავსებით შემუშავებული და დასრულებული სახე .
შიგნით კი ყველაფერი გვაგრძნობინებს არქიტექტორის მტკიცე
მაორგანიზებელ ხელს - საერთო პროპორციებიც, რომლებიც
მონუმენტურობისა და დიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს,
მკაცრი, დახვეწილი ფორმებიც, ძუნწი მორთულობის გააზრებული
გამოყენებაც.
VI საუკუნიდან უმთავრესი მნიშვნელობა მოიპოვა ცენტრულ-
გუმბათოვანმა ეკლესიებმა. ქართული ეკლესიის ბირთვს
წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომლის გარშემო
განლაგებული ოთხი მკლავი ქმნის ჯვრის ფორმას. გარედან ჯვარი
ზოგჯერ სწორკუთხედშია ჩასმული, ზოგჯერ გამომჟღავნებულია
სწორკუთხა მკლავების სახით, ზოგჯერ რვაწახნაგშია ჩასმული.
ეკლესიებში შიგნით მხოლოდ აღმ. მკლავს აქვს ნახევარწრიული
აფსიდი, სხვა მკლავები სწორკუთხაა. განსაკუთრებული
მნიშვნელობა მოიპოვა ტეტრაკონქის თემამ: ძვ გავაზი, VI ს. (სადაც
იგი უმარტივესი სახითაა წარმოდგენილი), ნინოწმინდის
კათედრალი (კვრის მკლავებს შორის, დიაგონალებზე,
ჩამატებულია თითო სათავსი, შენობა ბევრად ყფრო დიდია),
მცხეთის ჯვარი და მისი ტიპის ძეგლები:ატენის სიონი, ძველი
შუამთის დიდი ეკლესია, მარტვილის კათედრალი (ყველა VII ს.).
თბილისის ანჩისხატის ბაზილიკა. VI საუკუნე სხვა უმთავრესი
ქართული ბაზილიკები VI საუკუნისაა. ერთი ამათგანი, ე.წ. ანჩისხატი,
თბილისშია, მის ძველ უბანში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა
ნაპირზე - ეს დედაქალაქის უძველესი შენობაა. ანჩისხატი
სამნავიანი ნაგებობაა, სამი შესასვლელი აქვს: თითო-თითო -
გვერდის კედლებში და დასავლეთით. დასამახსოვრებელია, რომ
საკურთხევლის აფსიდი გამოშვერილი კი აღარ არის, როგორც
ბოლნისში, არამედ ჩამალულია ეკლესიის საერთო სწორკუთხა
მოხაზულობის ფარგლებში - შემდეგში ეს ბევრად უფრო ხშირი და
დამახასიათებელი იქნება, ვიდრე შვერილი აფსიდების გამოყენება.
საკურთხევლის გვერდით აქ უკვე არის სადიაკვნე და სამკვეთლო,
ამგვარად, საკურთხევლის განვითარებული სამნაწილედი სახე ამ
დროს საქართველოში უკვე ცნობილია. ღია ლუნეტები და
ნალისებრი თაღები ანჩისხატშიაც არის. ეს ეკლესია უფრო გვიან
ძლიერ გადააკეთეს.
VI ს. დასასრული და VII ს. I ნახევარი შუა საუკუნეების ქართული
ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანაა. ამ პერიოდის
ძეგლები სრული მხატვრული სიმწიფით გამოირჩევა და იმ
დროინდელი მსოფლიო ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებს
მიეკუთვნება. მკაფიოდ არის გამოკვეთილი სტილური ნიშნები – ეს
მკავრი, კლასისური სტილის არქიტექტურაა, ნათელი ტექტონიკით,
დინჯი, დახვეწილი პროპორციებით, გაწონასწორებული,
სიმეტრიული კომპოზიციებით; ნათლად არის დასახული ფასადის
მხატვრული გააზრების ამოცანა; ფასადთა მორთულობას
დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს მაგრამ (კვლავ დას.
ქვეყნებისა და ბიზანტიისაგან განსხვავებით) გარკვეული ადგილი
ეთმობა სკულპტურულ რელიეფებს, რომლებიც მხატვრული
მახვილის როლსაც ასრულებენ.
VII ს. 20-30-იან წლებში აშენდა ახალი ტიპის ტაძარი, წრომის წაძარი,
რაც ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შემდეგი
განვითარების მომასწავლებელი იყო. ესაა წაგრძელებული
ეკლესია, რომელსაც აქვს ერთადერთი (საკურთხევლის) აფსიდი და
3 სწორკუთხა მკლავი; გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ
ბოძს (ყველა ადრინდ. ეკლესიაში გუმბათი კედლებს
ეყრდნობოდა) , ეკლესიის მასები სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის.
პირველად აქ არის გამოყენებული ჩამოყალიბებული სახით
აღმოსავლეთის ფასადის სამკუთხა ნიშები, რომლებიც უფრო გვიან
ქართული გუმბათოვანი ეკლესიის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
წრომის ტაძარი ერთ-ერთი უადრესი დასრულებული ნიმუშია
საქრისტიანო სამყაროში გავრცელებული ე. წ. „ჩახაზული ჯვრის“
ტიპის ეკლესიისა.
ქართულ ხუროთმოძღვრებაში VII ს. II ნახ. - X ს. I ნახევარი მიჩნეულია
გარდამავალ ხანად. ხუროთმოძღვრება ამ დროს ვითარდებოდა
ცალკეულ ქართულ სამეფო-სამთავრეოებში – აფხაზეთში, ტაო-
კლარჯეთში, კახეთში, ქართლში. დამახასიათებელია ფორმათა და
თემათა სიჭრელე, შემოქმედებითი ძიება. თანდათან შემუშავდა
ახალი ცხოველხატული სტილი, ჩამოყალიბდა საეკლესიო
შენობების ახალი ტიპები. ამხანას მიეკუთვნება ფეოდალური
სასახლეები კახეთში (ნეკრესის მონასტერში, ვაჩნაძიანსა და
ვანთაში) - გრძელი ოთხკუთხა ორსართულიანი შენობები.
X ს. ბოლო ათეული წლები - XIII-XIV სს. მიჯნა შუა საუკუნეების
ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანაა, რომელიც
უმეტესად ემთხვევა ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლის ბოლო
ეტაპებსა და გაერთიანებული სახელმწიფოს ძლიერების ხანას.
წერილობითი წყაროებისა და შემორჩენილი ძეგლების მოხედვით
ჩანს რომ ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა ქალაქებში: გორში,
თბილისში, ქუთაისში, გუდარეხში, დმანისში, სამშვილდეში;
შენდებოდა ხიდები (ბესლეთისა, რკონისა და სხვა), არხები,
წყალსადენები, აბანოები, ქარვასლები, საავადმყოფოები, გზები,
სამეფო სასახლეები (გეგუთის სასახლე ქუთაისის მახლობლად).
ფართოდ გაიშალა თავდაცვითი მშენებლობა – ციხესიმაგრეები
იცავდა უმთავრეს ცენტრებს (ხერთვისი, ოძრხე, ოქროსციხე,
თმოგვი, აწყური, ხორნაბუჯი და სხვა).
X ს. II ნახ. და XI ს. I ნახ. გავრცელდა ტრიქონკის ტიპი (ოშკი,
ალავერდი, ბაგრატის ტაძარი) შემდეგ ხანაში გაქრა. გარედან ჯვრის
მკლავები ან სწორკუთხედის ფარგლებში დარჩა, ან სწორკუთხა
შვერილები შექმნა. აღმოსავლეთ მხარეს გვხვდება (უდრო
იშვიათად, უმეტესად დასავლეთ საქართველოში) გამოშვერილი
მრავალწახნაგა აფსიდები. პროპორციები წინანდელთან
შედარებით ბევრად უფრო აზიდულია, დამახასიათებელია
ცხოველხატულობა, დინამიკურობა, რაც ვლინდება შენობათა
მასებშიც და ფასადთა მორთულობაშიც (დეკორატიული თაღების
სისტემა, მოჩუქურთმებული საპირეები, კარნიზები, ჯვრები,
როზეტები; XI ს-ში – სკულპტურული დეკორიც), რომელიც ამიერიდან
არსებით როლს თამაშობს. შიგნით კედლები და კამარები
ერთიანად მოხატულია.
XIII-XIV სს. მიჯნის ძეგლებში შესამჩნევია ერთგვარი რეაქცია წინა
ხანის ძლიერი ცხოველხატულობისადმი, ეკლექტიზმისა და
ხელოსნურობის ნიშნები.
XV ს. ხუროთმოძღვრებაში ძირითადად აღადგენდნენ თემურლენგის
შემოსევათა დროს დაქცეულ საცხოვრებელ, სამეურნეო შენობებსა
და ეკლესიებს (სვეტიცხოვლის აღდგენა ალექსანდრე I-ის მიერ).
XVI-XVIII სს-ში მშენებლობა მიმდინარეობდა უკვე ფეოდალურად
დააქუცმაცებულ ქვეყანაში. ამით აიხსნება ბევრი ფეოდალური
რეზიდენციისა და მათთან დაკავშირებული ეკლესიების აგება.

You might also like