You are on page 1of 3

მცხეთის ჯვრის მონასტერი

ნინი

მცხეთის ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი.ის მდებარეობს


მცხეთაში მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან,შეტანილია მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ტაძრის სახელწოდებას ისტორიული
საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან
ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა
ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც . VI საუკუნის II
ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია
ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში გუარამის ძემ -
ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმებისა და ერისმთავართა სახლობის სხვა
წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი , რომელიც
ზედ გადაეხურა ხის ჯვარს.საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა , დიდმა
ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია.

ქარდავა

ჯვრის პატარა ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობა .გუმბათის ნახევარსფეროში


გამოსახულია რელიეფური ჯვარი,რომელსაც აქვს როგორც მხატვრული , ისე
კონსტრუქციული დანიშნულება. ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა და
გარე ფორმების მხატვრულად გააზრებულ შესაბამისობას. ჯვრის ტაძარი ბოლნისის
სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს
წარმოადგენს.ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას
ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და
შორდიან ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული . აქ მთავარი ფასადები
აღმოსავლეთ და სამხრეთისაა.

ნინი

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ-ერთი უძველესი


ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის
რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე , ტაძრის სამხრეთ –
დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ
ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების ,
კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება .ჯვრის
მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გადმოცემიტ ცნობილია , რომ
ჯვრის მცირე ტაძარი აშენებულია ქართლის პირველი ერისმთავარი- გუარამის მიერ .
გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტვიი სწროკუტხა ნაგებობაა , შიგნით ჯვრისებრი
მოხაზულობა აქვს.

კესო
ჯვრის მონასტრის კომპლექსი მთავარი ტაძრის, მცირე ეკლესიის, გალავნის , კოშკის
ნანგრევებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან შედგება . მთავარი ტაძარი ჯვარ -
გუმბათოვანი ნაგებობაა და 586-604 წლებით თარიღდება. ეკლესიის გეგმის საფუძველი
კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქია. ფასადები და ინტერიერი ღია ვარდისფერი , ზოგან კი
შედარებით მუქი , კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კავდრებითაა ამოყვანილი .
კედლის წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება მკაცრადაა დაცული .
ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით მთის კლდოვან დაბლობებსა და
მთლიანად გარემოს ორგანულად ერწყმის. ნაგებობა ნარმოადგენდა საკურთხევლის
წინა ჯვრის პოსტამენტს, რომლის წყობაში წარწერიანი ქვა იყო ჩართული. წარწერაში
მოსხენიებული არიან ტაძრის არქიტექტორები. ეს ქვა საქართველოს სახელმწიფო
მუზეუმში ინახება. დარესდღეობით შემორჩენილია მხატვრობის მცირე ფრაგმენტები .

ქარდავა

ჯვრის მცირე ეკლესია დიდი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი VI საუკუნის II


ნახევრით თარიღდება. ტაძარი გარედან სწორკუთხა ნაგებობაა , შიგნით კი ჯვრისებრი
მოხაზულობა აქვს. ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი
კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და
ინტერიერში მკაცრად არის დაცული. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი ჯვაროვანი
კამარით ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი
ბემით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთ და
დასავლეთ კედლებში მოზრდილი სარკმლებია, დანარჩენ ორ კედელში კი –
ტიმპანებიანი გასასვლელები. ნაგებობის სამხრეთით და ჩრდილოეთით კარიბჭეებია .
სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძრებს აერთიანებს. კარიბჭეების შესასვლელები
თაღოვანია. თაღები ნახევარსვეტებს ეყრდბა. ჩრდილოეთის კარიბჭისთვის მოგვიანებით
აღმოსავლეთიდან აფსიდი მიუშენებიათ. აფსიდის კონქი მოზაიკით იყო შემკული .
ეკლესიის დასავლეთ კედლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს თაღოვანი ნიშია
განედლებული ჯვრის გამოსახულებით. სავარაუდოდ აქ კათოლიკოსის ტახტი იდგა .
კარიბჭეების ნახევარსვეტები პროფილირებული ბაზისებითა და კოვზისებრი ორნამენტით
შემკული კაპიტელებითაა დეკორირებული. კარიბჭეებს ქვის საზეიმო, მაღალი , ღია
კიბეები ჰქონდა. ეკლესია მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე დგას, რომელიც
შენობას საზეიმოიერს ანიჭებს. ეკლესიაში ოთხი სამარხია. ტაძარი ძალიან დაზიანებული
სახითაა მოღწეული.

ჭულუხაძე

კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა, რომელიც გეგმით არაწესიერი


მრავალგვერდაა და მთის რთულ რელიეფს მიჰყვება. მისგან მხოლოდ XVI-XVII
საუკუნეების მცირე ფრაგმენტმა მოაღწია. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში
კოშკია, შემორჩენილია სამი სართული. კოშკი ყორე ქვითაა ნაგები და გეგმით ტრაპეციას
წარმოადგენს. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. შეიმჩნევა სართულშუა
კოჭოვანი გადახურვის ნაშთები. პირველი სართულის კედლებში სამი სათოფურია , მეორე
სართულზე კი – ორი სარკმელი და ორი ოთკუთხა ნიში. მეორე სართულზე,
აღმოსავლეთით პატარა სათავსია კამაროვანი გადახურვითა და ერთი სარკმლით .
სათავსის კარის შეისრული თაღი და კამარა აგურითაა ნაგები. მესამე სართულიდან
შემორჩენილია მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლის კედლები. დიდი ტაძრის სამხრეთ-
აღმოსავლეთით მეორე კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილია კოშკის ორი სართული.
პირველი სართული ცილინდრულია, მეორე კი – ოთკუთხა.ჯვრის კომპლექსის სამხრეთით
შეიმჩნევა მეორე გალავნის კვალი.

ჭულუხაძე

გუმბათის ყელის სარკმლებიდან თანაზომიერად შემოსული შუქი, უხვად განათებული


საკურთხეველი, შედარებით ნაკელბად განათებული დანარჩენი აფსიდები და
ცაბნელებული ნიშნები ხელს უწყობს ინტერიერის მხატვრულ ორგანიზაციასა და შიდა
სივრცის ჰარმონიული პროპორციების აღქმას.თავდაპირველად ტაძარი მოუხატავი იყო .
სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოაიკით.მხატვრობის
შემორჩენილი ფრაგმენტები მოწმობენ, რომ ტაძრის ინტერიერი მოგვიანებით იყო
მოხატული.

კესო

ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები უფრო გვიანდელია .წლების


განმავლობაში ჯვრის კომპლექსისთვის ბევრი ზიანი იქნა მიყენებული , ბუნებით თუ
ადამიანის ხელით და ამჟამად ის მსოფლიოს 100 განადგურების პირას მისულ უმთავრეს
კულტურულ ძეგლთა შორისაა.ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთი მხრიდან
გალავანში არის ჩასასვლელი წმინდა ნინოს წყაროზე. აღნიშნულ ადგილამდე ჩადის
ვიწრო ბილიკი.

You might also like