You are on page 1of 3

მათე სულხანიშვილი

1. oSki da xaxuli
2. kumurdo da nikorwminda

1. oSki agebilia X-ის II ნახევარში, ტრიკონქის პირველი წარმომადგენელი


. ტრიკონქი: სამი აფიდით დასრულებული აღმ. სამხ. და ჩრ. მკლავები. ამ
შემთხვევაში გვერდითი აფსიდები არღვევენ გეგმის საერთო სწორკუთხა
მოყვანილობას და გარედან წარმოქმნის ჯვრის მკლავებს. ოშკში
გვერდით აფსიდებს _ ისევე როგორც საკურთხევლისას, გვერდებზე აქვს
ორ სართულიანი ოთახები, რომლებიც სრულდება აფსიდით, იმ
განსხვავებით, რომ საკურთხევლიდან გაჭრილია გასასვლელი
პასტოფორიუმებში. გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ
ბურჯს, თუმცა ისინი მაქსიმალურად კედლისკენაა მიწეული, რითაც
მაქსიმალურად აღიქმება გუმბათქვეშა სივრცე. გუმბათქვეშა
კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა ხდება
აფრატრომპული კონსტრუქციით. დასავლეთის მკლავი
წაგრძელებულია, გვერდებზე მიუყვება 4 წყვილი პილასტრი, მათზე
გადასულია კამარის საბჯენი თაღები. ამ მკლავის ჩრდილოეთით არის
ეკვდერი, რის მეორე სართულზეც მოწყობილია პატრონიკე. სამხრეთით,
ერთი სართულის სიმაღლის გალერეა მიუყვება დასავლეთის კედელს.
ტაძრის ინტერიერი კარგადაა განათებული, გუმბათს აქვს 12 სარკმელი,
აქ გვხვდება შეწყვილებული სარკმლებიც. აქ დეკორატიული
მორთულობა უტოლდება კონსტრუქციულს.

ხახულიც Xის II ნახევარშია აგებული, ქტიტორი: დავით კურაპალატი.


წარმოადგენს ნახევრადთავისუფალ ჯვრის ტიპის ვარიანტს. გუმბათი
ეყრდნობა საკურთხევლისა და პასტოფორიუმებს შორის გამყოფი
კედლის შვერილებს და ორ ბურჯს, აქვს დამატებითი ორი წყვილი
ბურჯი დასავლეთ მკლავში. აქაც გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება
აფრა-ტრომპული კონსტრუქციით. საკურთხევლის აფსიდში
გამოჭრილია 9 ნახევარწრიული ნიშა. საკურთხეველი არ უკავშირდება
პასტოფორიუმებს. სამხრეთის გალერეა და ჩრდილოეთის მინაშენი
გვიანი ხანისაა.
ოშკთან შედარებით ხახულში დასავლეთ მკლავი მოკლეა, თუმცა
სიგრძივი ღერძის გასაზრდელად საკურთხევლის ბემა გადიდებულია.
გუმბათქვეშა სივრცე ოშკში მეტადაა გამოთავისუფლებული, ნაკლებად
განათებულია ხახული, ოშკი მეტად მასშტაბურია. დეკორატიული
მორთულობა თითქმის ერთნაირადაა გამოყენებული.

2. კუმურდო Xის II ნახევარშია აგებული, მდებარეობს ახალქალაქში,


მაშენებელი- ლეონ III აფხაზთა მეფე და იოანე ეპისკოპოსი. წარმოადგენს
ექვსაფსიდიანი ეკლესიის სახეშეხვლილ ვარიანტს. გარედან გეგმით გავს
თავისუფალი ჯვრის ტიპის ვარიანტს, ხაზგასმულია სიგრძივი ღერძი,
დასავლეთ მკლავში დამატებით ორი წყვილი ბურჯია. გვერდით
მკლავები სრულდება ორ-ორი წყვილი აფსიდით , ისინი ერთმანეთისგან
გაყოფილია კედლებით. სწორედ ამ კედლის, საკურთხევლის
პასტოფორიუმებისგან გამყოფ, და დასავლეთ მკლავის გამყოფ კედლის
ექვს შვერილს ეყრდნობა ექვს წახნაგა გუმბათი. გუმბათქვეშა
რვაკუთხედიდან გუმბათზე გადასვლა ხდება აფრა-ტრომპების
საშუალებით. საკურთხეველი არ უკავშირდება პასტოფორიუმებს. რაც
შეეხება განათებას, გვხვდება გარდამავალი პერიოდისათვის
დამახასიათებელი ცხოველხატული განათება, რაც გამოიწვია სივრცის
დანაწევრებამ.

ნიკორწმინდა_ XI ის I ნახევარში, რაჭაში, ბაგრატ მესამემ ააგო.


კუმურდოს მსგავსად ექვსაფსიდიანის სახეშეცვლილი ვარიანტია და
გარედან გეგმაზე იხაზება თავისუფალი ჯვარი, გვერდითი აფსიდები
ტიპური ექვსაფსიდიანი ეკლესიების მსგავსად დიაგონალურადაა
განლაგებული. საკურთხეველი პირდაპირ უკავშირდება სამკვეთლოსა
და სადიაკვნეს. დას. მკლავის სამხ. და ჩრდ.-იდანაც აქვს მცირე
ეკვდერები . ექვსწახნაგა გუმბათი ეყრდნობა კედლის შვერილებს, და
მასზე გადასვლა ხდება აფრული კონსტრუქციით.
ექვსაფსიდიანი ტაძრები შენდება გარდამავალ პერიოდში Xის II
ნახევრამდე. გეგმაზე გარედან იწერება 12 წახნაგით და შიგნით
დიაგონალურადაა წრეზე განლაგებული ექვსი აფსიდი რაც გარკვეულ
რიტმს ქმნის. კუმურდოში მართალია აფსიდები არაა დიაგონალურად
განლაგებული, მაგრამ ბემები დიაგონალურადაა, რაც ხელს უწყობს
წრიული მოძრაობის აღქმას. კუმურდოსა და ნიკორწმინდის
/განსხვავებით ექვსაფსიდიანებისგან/ ინტერიერი არ შეესატყვისება
წაგრძელებულ, ჯვრული მოხაზულობის ფასადს.

You might also like