You are on page 1of 2

არქ. რესტავრაცია IIIკ.

მათე სულხანიშვილი

ვენეციის ქარტია არის საერთაშორისო დოკუმენტი, მატერიალური, უძრავი


ძეგლების დაცვის შესახებ. იგი შინაარსობრივად განსაზღვრავს ძეგლთა
(კონსერვაციის) დაცვის საერთო ნორმებს. შედგება 16 პარაგრაფისგან, სადაც:
პირველი სამი მუხლი განმარტავს ძეგლის არსს, მისი დაცვის მეთოდსა და
მნიშვნელობას, 4-დან 8 მუხლამდე კონსერვაციას, 9 დან 13-მდე რესტავრაციას, მე-14
ისტორიულ ადგილებს, მე-15 არქეოლოგიურ გათხრებს, მე-16 კი პუბლიკაციებს
შეეხება.

დოკუმენტის მიხედვით ძეგლად მოიაზრება მხატვრული და ისტორიული ან


ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა, ასევე მისი გარემოც. ძეგლის ნაწილია მასში
არსებული ყველანაირი სახვითი ხელოვნების ნიმუშიც. კონსერვაცია გულისხმობს,
თავისთავად, ძეგლის დაცვას შემდგომი დაზიანებისგან, აღსანიშნავია ისიც, რომ
ძეგლში მოიაზრება არა მარტო მისი თავდაპირველი მასალა, არამედ მასზე
არსებული ყველა შრე რომელიც დამატებულია ისტორიულ ვითარებაში, რაც
მოხსენებულია რესტავრაციის მე-11 მუხლში (აქ ნათქვამია არა მარტო რესტავრაციის
მეთოდში გასათვალისწინებლად, არამედ ზოგადად ძეგლთან მიმართებაში). ყველა
ის საშუალება, რომელიც ძეგლის მასალის ავთენტურობის, ანუ მისი ნივთიერი
ქსოვილის, შესანარჩუნებლად გამოიყენება მიიჩნევა კონსევაციად. მაშინაც კი როცა
ძეგლის სტრუქტურის დაცვისათვის გარდაუვალია წყობის დამატება ან გადახურვის
მოწყობა, არის კონსერვაცია.

რესტავრაცია კონსერვაციისგან გამიჯნულია, ვენეციის ქარტია გულისხმობს, რომ


რესტავრაცია ემსახურება ძეგლის არქიტექტურული ჩანაფიქრის გამოვლენას, ისე
რომ არ დაირღვეს ავთენტურობა და არ მოქმედებდეს რაიმე ვარაუდის მიღმა,
რესტავრაციის მიზანია, რომ ძეგლს აღუდგეს მთლიანობის განცდა და ამასთანავე
ატარებდეს ისტორიულ კვალს თუმცა "სათანადოდ" გასათვალისწინებელია მისი
ღირებულება.

ქარტიაში დასაზუსტებელია სიტყვა ძეგლის მნიშველობა, რადგანაც დღეს-დღეობით


არსებობს როგორც მატერიალური, მოძრავი და უძრავი, ისე არამატერიალური
ძეგლები.

ძეგლის შესანარჩუნებლად ხშირად აუცილებელია დაზიანებული მასალის შეცვლა


ახლით, მოსაზრებასთან ახლოს დგას ვენეციის ქარტიის მე-12 მუხლი როცა
"ნაკლული ელემენტების შევსება უნდა მოხდეს ახლით"ის "უნდა გამოირჩეოდეს"
არსებულისგან. თუმცა განსხვავებული მასალით შევსებული ნაწილები ზოგჯერ
არაადეკვატურია მაგალითად იაპონიაში ხშირია ხის არქიტექტურა რომელიც
მუდმივად განახლებას მოითხოვს, შესაბამისად ავთენტურობა უნდა მივანიჭოთ ამ
შემთხვევაში არა მატერიალურ ქსოვილს, არმედ არქიტექტურულ მთლიანობას. იმის
გამო რომ ეს მეთოდი წინააღმდეგობაშია ქარტიის მე-11 საჭიროა მოხდეს ცალკე
მეთოდად აღნიშვნა-შეცვლის მეთოდი.

არსებობს ასლების გაკეთების პრაქტიკაც, თუ კი ძეგლის შემადგენელი ნაწილისთვის


გარდაუვალია განადგურება და აუცილებელია მისი მოხსნა, ამიტო საჭიროა მე-7
მულში შევიდეს შესწორება.

You might also like