You are on page 1of 12

სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვცია

III კურსი

მარიამ თოდუა

1970-1972 წლებში ტიმოთესუბანში


ჩატარებული
სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამშაოების
კრიტიკული ანალიზი

1
სარჩევი

შესავალი...................................................................................................................................................3
ზოგადი სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა და ინსტიტუციური გავლენები...........................5
საკონსერვაციო სამუშაოები...................................................................................................................7
დასკვნა....................................................................................................................................................12

2
შესავალი

რა არის კულტურული მემკვიდრეობა? რატომ უნდა დავიცვათ და ვინ უნდა


დაიცვას? როგორ ? რა მეთოდებით? რას ნიშნავს ძეგლის კონსერვაცია და
რესტავრაცია? და როგორ უნდა მოხდეს მისი დაცვა ავთენტურობის სრული
შენარჩუნებით? ...

ამ კითხვებზე „სწორი“ პასუხის გაცემას მსოფლიო დიდი ხანია ცდილობს. ძეგლთა


გარშემო შექმნილ პრობლემებს ხედავს და ამ პრობლემების სხვადასხვა გზით
გადაჭრაზე ფიქრობს. ამ მხრივ, არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი ...
კონკრეტული თარიღის დასახელება და ზღვარის გავლება თუ როდიდან იწყება
საქართველოში ისტორიულ ძეგლთა კონსერვაცია/რესტავრაცია რთულია.
მითუმეტეს, რთულია განვსაზღვროთ თარიღი ამ დარგის ისე ჩამოყალიბებისა,
როგორადაც მისი მნიშვნელობა და მიზნები დღეს გვესმის, და არა როგორც მხოლოდ
ძეგლის „შეკეთება“ და მისთვის ფუნქციის აღდგენა.

მუდამ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ინტერესდებოდნენ ძეგლთა


მდგომარეობით, მათი ღირებულებითა თუ მნიშვნელობით. თუმცა, ამ მხრივ,
უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ხდება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე
საუკუნის დასაწყისში, ასპარეზზე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც
უმნიშვნელოვნეს ყურადღებას ანიჭებენ კულტურული მემკვიდრეობის მოვლასა და
შენარჩუნებას და თუმც, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და უდიდესი
გამოცდილება დასაგროვებელი, ნელნელა მზადდება ნიადაგი სრულყოფილი
სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისა და კვლევის ჩატარებისა.

საქართველოში რესტავრაცია/კონსერვაციის ისტორიაზე დაკვირვებისას და


მითუმეტეს, შეფასებისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ რა სოციო-
პოლიტიკურ მდგომარეობაში მიმდინარეობდა ეს პროცესები. რა მდგომარეობა იყო
კულტურის სფეროში ამ დროს, რა ახდენდა გავლენას პროცესის განვითარებაზე თუ
პირიქით შეფერხებაზე, რა ინსტიტუციებმა იქონიეს გავლენა დარგის
ჩამოყალიბებაზე ... თავისუფლების დაკარგვა, ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ,
ეროვნული მოძრაობა, აჯანყებები, საბჭოთა წყობილების მშენებლობა,
კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, რეპრესიები, პირველი და მეორე მსოფლიო
ომი, შემდეგ საბჭოთა რეჟიმის კრიზისი... ამ პროცესთა (და არამარტო)
პარალელურად ვითარდებოდა რესტავრაცია/კონსერვაციის დარგი საქართველოში.

ამჯერად, 1970-იან წლებზე შევჩერდებით და ამ პერიოდში საკონსერვაციო-


სარესტავრაციო მიდგომებზე ვისაუბრებთ, ერთ-ერთ ძეგლზე - ტიმოთესუბანზე

3
ჩატარებული სამუშაოების მაგალითზე. რა ძირითადი ტენდენციები იყო
დამახასიათებელი ამ პერიოდის რესტავრაციისთვის და რით განსხვავდებოდა ამ
პერიოდის მიდგომები გასული წლებისგან, რა ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ
პროცესზე და როგორი იყო ზოგადი სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში,
რასთანაც, ცხადია, დაკავშირებული იყო სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროცესების
წარმართვა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა, ასე თუ ისე, საკმაო დრო გავიდა და იმ
პერიოდისთვის (1970-იანი წლები) უკვე არსებულ დიდ გამოცდილებას მეტი
გამოცდილება და ცოდნა დაემატა, საინტერესო და დიდად სასარგებლოა კიდევ
ერთხელ მივუბრუნდეთ წარსულის ამ ფურცელს და სამომავლოდ
გავითვალისწინოთ თუ რამ გააამართლა, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო, რა
პრობლემების წინაშე იდგა ეს დარგი და ამ დარგში მომუშავე ხალხი და
ამავდროულად, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ვიფიქროთ თანამედროვე
რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე და რასაკვირველია,
მათი გადაჭრის გზებზე.

4
ზოგადი სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა და ინსტიტუციური
გავლენები
საქართველოში რესტავრაცია/კონსერვაციის ისტორიაზე დაკვირვებისას და
მითუმეტეს, შეფასებისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ რა სოციო-
პოლიტიკურ მდგომარეობაში მიმდინარეობდა ეს პროცესები, რაც საშუალებას
მოგვცემს ობიექტურად შევაფასოთ ჩატარებული სამუშაოები.

1970-იანი წლების დასაწყისი ახალი ეტაპია ქართული რესტავრაცია-კონსერვაციის


განვითარების ისტორიაში. ამ დროისთვის არსებობს სამეცნიერო ბაზა, რაც ხელს
უწყობს მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომების დამკვიდრებას, სამეცნიერო და
პრაქტიკული სამუშაოების თანაბარი მნიშვნელობის გააზრებასა და მათ ერთობლივ
წარმართვას. აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს ქართული ხელოვნების ისტორიის
ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი საზრუნავი არქიტექტურული ძეგლების დაცვა და
რესტავრაციასთან დაკავშირებული პრობლემებია. გარდა ამისა, დაახლოებით 20
წელიწადია, რაც სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნო
(1949) დაარსდა და ამოქმედდა სამეცნიერო-მეთოდური საბჭო (1948), რომელიც
წარმართავდა სახელოსნოს მუშაობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 70-იან წლებში
საბჭო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და საწარმოო სახელოსნოს
დირექცია ვალდებულია კვირაში ერთხელ ანგარიში ჩააბაროს სამინსტროს,
მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამ პერიოდში ასევე ფუნქციონირებდა
ფოტოლაბორატიორია, სადაც ხდებოდა ძეგლების ფიქსაცია სამუშაოების
დაწყებამდე და შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის კვლავ, 1964 წლიდან,
იბეჭდება ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, სადაც ქვეყნდება სამეცნიერო-კვლევითი
ინფორმაცია სარესტავრაციო-საკონსერვაციო დარგში მიმდინარე სამუშაოების
შესახებ. 1970 წელს საქართვლოს მთავრობის დადგენლების თანახმად, თბილისის
სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტთან შეიქმნა არქიტექტორ-
რესტავრატორთა მოსამზადებელი განყოფილება. ამავე პერიოდში რუსეთში ტარდება
მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონფერენცები, სადაც ქართველი მეცნიერებიც
აქტიურად იღებენ მონაწილეობას და უმნიშვნელოვანესია ქართველ მეცნიერთა
პოზიცია - რომელიც მეტად პროგრესულია და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
უცილობელ ჩარევას და მხატვრობის სქემის აუცილებელ აღდგენას. კიდევ ერთი
წინგადადგმული ნაბიჯია საწარმოო სარესტავრაციო სახელოსნო ჯგუფში სხვადასხვა
პროფესიის მქონე ადამიანების გაერთიანება (თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ამის
აუცილებლობა მანამდე არ ჰქონდათ გააზრებული, შეგვიძლია ექვთიმე თაყაიშვილის
ექსპედიციები გავიხსენოთ, როცა თან აუცილებლად მიჰყავდა სხვადასხვა
პროფესიის წარმომადგენლები). სახელოსნოში გაერთიანებულები არიან გეოლოგი,

5
მინერალოგი, ბიოლოგი, ქიმიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი და
მხატვრობის რესტავრატორი. ე.ი კედლის მხატვრობის კომპლექსურობა სრულიად
გააზრებულია. საკონსერვაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მათი სამუშაოები
ეტაპობრივად არის გადანაწილებული - ძეგლზე პირველ რიგში გეოლოგი მიდის,
შემდეგ ბიოლოგები და ქიმიკოსები ნიმუშებს იღებენ ანალიზისთვის (აღებული
ნიმუშები ანალიზისთვის უმეტესად რუსეთში იგზავნება). ამრიგად, თავს იჩენს
ორიგინალი მასალის, ორიგინალი ტექნოლოგიის შესწავლის სურვილი და ცდა.
ბოლოს კი ძეგლზე კედლის მხატვრობის რესტავრატორები მიდიან.

საკონსერვაციო სამუშაოები

6
კედლის მხატვრობის ჰეტეროგენურობა და კომპლექსურობა განაპირობებს
მეთოდოლოგიათა კომპლექსურობის აუცილებლობად. ე.ი, რაც ზემოთ უკვე
ვახსენეთ: მნიშვნელოვანია, ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში
რესტავრატორ-კონსერვატორებთან ერთად სხვადასხვა პროფესიის
წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ.

ბუნებრივი გარემოთი, გამოყენებული მასალით, ფიზიკური ისტორიით და ა.შ


თითოეული ძეგლი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თითოეული
შემთხვევა სპეციფიკურია. შესაბამისად, ვერ იარსებებს კონკრეტული ფორმულა,
რესტავრაცია-კონსერვაციის „სწორად“ წარმართვისთვის, რომელიც ყველა
შემთხვევას „მოერგება“. თუმცა, არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლის
აუცილებლობაზეც თანხმდება თანამედროვე კონსერვაციის სფერო. თითოეული
ჩარევისას, გასათვალისწინებელია რომ: უმთავრესია კულტურული/ისტორიული
მნიშვნელობის შენარჩუნება, მინიმალური ჩარევა, ორიგინალი მასალების ცოდნა,
ფიზიკური ისტორიისა და მდგომარეობის გააზრება, ჩარევების მეთოდისა და
მასალის ცოდნა, შექცევადობა, დამატებული მასალის თავსებადობა და
სტაბილურობა, უსაფრთხოება და დოკუმენტაცია. სწორედ ამ პრინციპებზე
გავამახვილებთ ყურადღებას ტიმოთესუბნის საკონსერვაციო-სარესტავრაციო
სამუშაოების კრიტიკული ანალიზისას.

დოკუმენტაციაში საუბარი ძეგლის ისტორიით იწყება, აქვე ვიგებთ წინა


სარესტავრაციო სამუშაოებზე ინფორმაციას: 1956-57 წლებში სამეცნიერო-
სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ ეკლესიის შეკეთებაზე და ქვის ლორფინების
გადახურვის შესახებ. ასევე, მოყვანილია ტაძრის პირველი აზომვის (1939წ) და
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ხელმეორედ აზომვის თარიღები (1953).

პირველი ეტაპს 1969 წლის იანვარში ძეგლზე მისვლა და ვიზუალური დაკვირვება


წარმოადგენს, ამავე ეტაპზე შედგა სქემები და აღიწერა მომავალი საკონსერვაციო
სამუშაოები, ასევე, თან მიაქვთ რამდენიმე ნიმუში ლაბორატორიული
კვლევებისთვის. გაზაფხულამდე დარჩენილ დროს იყენებენ რუსეთში სხვადასხვა
ქალაქში ისტორიული ძეგლების მონახულებისთვის. ეცნობიან მხატვარ-
რესტავრატორთა მუშაობას, მოსკოვში კონსერვაციისა და რესტავრაციის საკავშირო
ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევ ლაბორატორიაში იქაურ რესტავრატორთა და
ქიმიკოსთებთან ერთად სინჯავენ ტიმოთესუბნიდან წაღებული კედლის მხატვრობის
ფრაგმენტებს, ეცნობიან ახალი წებოებისა და ფისების თვისებებს. ამრიგად, პირველ
ეტაპს ფიზიკური ისტორიისა და მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა, რაც
ძალიან ლოგიკურია და მნიშვნელოვანი ფაქტორია სამუშაოების სწორი და

7
ეფექტური გზის განვითარებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, არ არის
საკმარისი ინფორმაცია რომ განისაზღვროს ორიგინალი ტექნოლოგია.

შემდეგი გვერდები დოკუმენტაციაში ძირითადად ჩატარებული სამუშაოების


ქრონოლოგიას წარმოგვიდგენს. როგორც ვკითხულობთ, 1970 წლის 15 მაისს
დაწყებულა და ოქტომბრამდე გაგრძელებულა სარესტავრაციო სამუშაოები.
დოკუმენტაციის ამ მონაკვეთზე ძალიან ზოგადად არის მითითებული თუ რა სახის
ჩარევები განხორციელდა (გაწმენდა/გამაგრება). 1971 წლიდან განახლებულა
სამუშაოები ტიმოთესუბანში და ამავე წელსვე დაიწყო, როგორც ვკითხულობთ,
„სრული დოკუმენტაციის შედგენა“. სამუშაოები გრძელდება 1972 წელსაც, ამ ეტაპზე
სარესტავრაციო-საკონსერვაციო საქმიანობაში ჩართულები არიან სამხატვრო
აკადემიის ფერწერის რესტავრაციის მეორე კურსელები, რომლებიც კედლის
მხატვრობის სქემებს იხატავენ და ხელოვნებათმცოდნეები ეკატერინე პრივალოვა და
ჯილდა იოსებიძე.

ამ შუალედებში ისინი კვლავ მიდიან რუსეთში, სადაც ეცნობიან ახალ მასალებსა და


მეთოდოლოგიას. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: „ ამ მოგზაურობის დროს ჩვენ
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზოგიერთ მსგავსებასთან ერთად ქართული
კედლის მხატვრობა განსხვავდება რუსულისაგან გრუნტისა და ფერების
ტექნოლოგიით, დაავადებათა ნაირსახეობით...“ რაც, შესაბამისად ნიშნავს იმას რომ
„სპეციფიურობის გათვალისწინებით უნდა წარმოებდეს სარესტავრაციო სამუშაოები
ქართულ ძეგლებში.“ როგორც ვიცით, ამ პერიოდიდან რუსეთიდან აქტიურად
შემოდის სინთეტური მასალები. ამ მხრივ, დიდი არჩევანი არც არის. გიწევ
„შემოთავაზებულ“ მასალას დათანხმე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა
კონკრეტული ძეგლისთვი შემთხვევაში არცთუ სასარგებლო აღმოჩნდეს. ზემოთ
მოყვანილი მოსაზრება სწორედაც ეჭვქვეშ აყენებს შემოთავაზებული მასალის
სანდოობასაც და უნივერსალურობასაც. კონკრეტული ძეგლის სპეციფიკურობა,
თითოეული შემთხვევის „განსხვავებულობა“ და სპეციფიკური მეთოდოლოგიის
შემუშავების აუცილებლობა გააზრებული აქვთ, თუმცა სამუშაოების ამ მხრივ
წარმართვას აფერხებს ზოგადი სოციო-პოლიტიკური ვითარება, მათ უწევთ იმ
მასალის გამოყენება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.

როგორც ჩანს, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამ საქმეს. მაგალითად, ფერწერული


ფენის ზედაპიზე ნადების მოსახსნელად გამხსნელს არ იყენებენ და მის ნაცვლად,
ნაცად და საიმედო მექანიკურ ხერხს ირჩევენ. კვლავ ტრადიციულ მეთოდების
ერთგულებაშიც ჩანს მათი სიფრთხილე - მარტივად არ ენდობიან შემოთავაზებულ
სინთეტურ მასალებს. იმ ადგილებში, სადაც ფერწერული ფენა დაზიანებული
დახვდათ, ზედაპირული ნადები ბოლომდე არ მოცილებულა, რადგან აბსოლუტური
წმენდა დამატებით დაზიანებებს გამოიწვევდა. ზოგადად კი სექლ ფენას ლანცეტით
8
აშორებდნენ, სველი ბამბით კი მარმარილოს ფხვნილს ან გაცრილ ქვიშას უსვამდნენ,
რაც წყლითა და რბილი ფუნჯით ცილდებოდა. გაშრობის შემდეგ დარჩენილ ლაქებს
კი პურის ცომითა და საშლელით ამოიყვანდნენ. როგორც ვხედავთ, ამ პერიოდშიც
პირდაპირი, პრევენციული და პასიური ჩარევებიდან არჩევანი კვლავ პირდაპირზე
კეთდება. ამგვარი ჩარევა შესაძლოა აგრესიულ ჩარევად მივიჩნიოთ და არა
მინიმალურად. მითუმეტეს საქმე ფერწერული ფენის წმენდას ეხება, რომელიც
სრულიად შეუქცევადი პროცესია, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ჩარევა ნაკლები
ინტენსივობით მომხდარიყო. მეორე მხრივ, სრულიად ჩაურევლობას შესაძლოა
უარეს შედეგამდე მივეყვანეთ. ეს ორი, თითქმის ერთმანეთის გამომრიცხავი პასუხი
განპირობებულია იმით რომ მიუხედავად ზოგადი აღწერილობისა, ზუსტი
წარმოდგენა მხატვრობის იმ დროინდელ მდგომარეობაზე ვერ შემექმნა და შესაძლოა
ეს იმიტომ რომ ხშირად ხაზგასმული არ არის დაზიანებათა გამომწვევი მიზეზები,
არც არსებულ პრობლემათა აქტიურობა...

დაზიანებათა ტიპები, მათი დახასიათება და შესაძლო გამომწვევი მიზეზები არ არის


ცალკე გამოყოფილი, თუმცა მათ იკონოგრაფიის „თვალიერებისას“ წავაწყდებით.
იკონოგრაფია კი დეტალურად არის აღწერილი და თან ერთვის გრაფიკული სქემები.
კომპოზიციის დახასიათებისას პარარელებებს ავლებს ამ პერიოდის სხვა კედლის
მხატვრობებთან. (მაგ; ყინწვისი) ამ სტრიქონების კითხვისას შევხვდებით
ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის დაზიანებაზე. მაგალითად, გუმბათის ყელის
მხატვრობის დახასიათებისას დასძენს: „ ეკლესიის სხვა ნაწილებთან შედარებით
გუმბათის მხატვრობა უკეთაა შენახული. ფერის მთავარი ავადმყოფობა
აქერცლილობა და გამომარილებაა, რაც სახურავიდან წყლის ჩასვლითაა
გამოწვეული.“

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია დამატებული მასალის


თავსებადობა, შექცევადობა და სტაბილურობა. რამდენად იყო ეს
გათვალისწინებული ტიმოთესუბნის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების
შესრულებისას?!

საკონსერვაციო-სარესტავრაციო მასალის და მეთოდოლოგიის სწორად შერჩევის


წინაპირობა ორიგინალი ტექნოლოგიის შესწავლაა. ცალკე თავი ეთმობა კედლის
მხატვრობის ტექნოლოგიურ საკითხებს, საიდანაც დიდ ინფორმაციასაც ვიღებთ და
ასევე, ვხვდებით რომ იმ პერიოდისთვის ამ მხრივ დიდი ცოდნაა დაგროვებული.
თუმცა, ინფორმაცია ზოგადია. ზოგად ტექნოლოგიურ საკითხებზე საუბრისას ამა თუ
თუ ტექნოლოგიური შეცდომების მაგალითია მოყვანილი. კონკრეტულად
ტიმოთესუბანთან დაკავშირებული კი რამდენიმეა. მაგ; სქოლიოში ვკითხულობთ
რომ „ ტიმოთესუბნის ეკლესიის გუმბათის ყელში შელესილობა მთელ ზედაპირზე
პატარ-პატარა ნაწილებადაა დამსკდარი, შესაძლოა ეს კირის უვარგისობამ გამოწვია.

9
ტენდენცია, რომ ორიგინალი ტექნოლოგია შეისწავლონ და ამის მიხედვით
დაიგეგმოს სარესტავრაციო სამუშაოები, ნამდვილად არის, თუმცა ეს ეტაპი ჯერ
კიდევ დასახვეწია. ტექნოლოგიის სათანადო დონეზე ვერ/არ გამოკვლევა და
შესაბამისად, მისი მახასიათებლების ვერ გათვალისწინება სარესტავრაციო-
საკონსერვაციო მუშაობისას შესაძლოა არასათანადო თანამშრომლობის შედეგი
ყოფილიყო. კედლის მხატვრობის ნიმუშების ანალიზის პასუხები,როგორც
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ საკმაოდ გვიან მოსულა - „ამ თითქმის გაუგებარი
და დაგვიანებული ანალიზის პასუხები (მივიღეთ მაშინ, როცა ვამთავრებდით
სარესტავრაციო სამუშაოებს) ჩვენ ცხადია, არ გვისარგებლია“. ამრიგად, როგორც
ჩანს, ჯერ-ჯერობით (ზემოთ უკვე ნახსენები) ეტაპების განხორციელება
ქრონოლოგიური სიზუსტით ვერ ხერხდება, რაც, ცხადია პრობლემას წარმოადგენს
საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროცესისთვის. პრობლემაა ასევე „თითქმის
გაუგებარი“ მონაცემები, მნიშვნელოვანია მიღებული შედეგი ინტერპრეტაციის
საშუალებას იძლეოდეს, კითხვაზე პასუხს სცემდეს და ვახერხებდეთ მონაცემთა
ინფორმაციად ქცევას.

რაც შეეხება დამატებული მასალის თავსებადობას, შექცევადობას და სტაბილურობას,


როგორც ჩანს, ამ პერიოდისთვის წლების წინ გამოყენებულმა მასალებმა თუ
მიდგომებმა მეტნაკლებად თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები
„გამოაჩინეს“. ამიტომ, იციან რომ „არაორგანული შემაკავშირებელნი არ არიან
საიმედონი“, მაგალითისთვის, დროთა გნმავლოაში ბათქაში შეიძლება კვლავ
მოცილდეს კედელს , ხოლოდ ჩასხმული გამაგრებული მასა ზედეტ ტვირთად
დააწვება მას. „თუ აუცილებლად არ სჭირდება ზედმეტი შემაკავშირებელი ფრესკას
მხოლოდ აწუხებს“. მეტად უსაფრთხო გზად ლითონის ლურსმანს მიიჩნევენ, თუმცა
დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ უსაფრთხოს არ დავარქმევდით, 70-იანი
წლებისთვის კი დამახასიათებელია ეს მიდგომა. ისინი ფიქრობენ და ცდილობენ
დამატებული მასალა იყოს მინიმალური, თუმცა, მასალის შექცევადობაზე
ყურადღება გამახვილებული არ არის. ვიცით, რომ აქერცლილი მხატვრობა კვერცხის
გულის ხსნარით გუმაგრებიათ მხატვრობა, ასევე გამოუყენებიათ სინთეტური
მასალები. ორივე შემთხვევაში მითითებულია ჩარევის დრო (მაგ; რა შუალედით და
რამდენჯერ წაუსვეს) და ტიპი (მაგ; ბამბის დახმარებით). ხოლო მასალათა
გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრიტერიუმები გაანალიზებული არ არის, ყოველ
შემთხვევაში, დოკუმენტაცაში არ ჩანს.

ზოგადად, რაც შეეხება დოკუმენტაციას, რომელიც სამი სახით არის წარმოდგენილი


(ტექსტი, ფოტო, სქემები), არ არის სტრუქტურირებული. გიწევს რამდენჯერმე
გადახედვა, რომ მის „თავისებურ სტრუქტურაში“ გაერკვიო და მიჰყვე. მაგალითად,
კედლის მხატვრობის იმჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გამოკვეთილი (ცალკე

10
თავი) არ არის და ტექსტის კითხვისას ინფორმაციის თანდათანობითი შეკრება
გიწევს.

დოკუმენტაციას თან ახლავს ფოტოები. თუმცა, ფოტოებზე აღწერის უქონლობა,


შეიძლება ითქვას გაუგებარს ხდის და აძნელებს მათ აღქმას. ასევე, მოცემულია ფოტო
რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ, თავისთავად ეს მნიშვნელოვანი
ნაწილია, მაგრამ კვლავ, აღწერის არ დართვა, მის დანიშნულებას ბუნდოვანს ხდის,
მკითხველი ძნელად თუ მიხვდება რა სახის ჩატარებული სამუშაოა წარმოდგენილი
ფოტოზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლე და


ჯანმრთელობა დაცული იყოს. სხვა ფაქტორებთან ერთად, პირველი და უმთავრესი
ხარაჩოების მდგრადობა და მასალათა არატოქსიკურობა (ან ნაკლებტოქსიკურობა)
წარმოადგენს. ამ მხრივ, პრობლემას წარმოადგენდა ხარაჩო. მასალის უკმარისობის
გამო ბევრგან აკლდა სავალი ბილიკები და მოაჯირები, ხოლო მუშაობისას კი
გადატანა უწევდათ. ხარაჩოს გაუმართაობა, ცხადია, სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოებზე გავლენას მოახდენდა და ამავე მიზეზით (სიმაღლესთან ერთად)
გუმბათის ყელსა და აფრებზე მუშაობა გაუჭირდათ.

ამრიგად, 1970-იანი წლები ახალი ეტაპია ქართული რესტავრაცია-კონსერვაციაში,


ზოგიერთი ტრადიციული მასალა თუ მიდგომა კვლავ აქტუალური, თუმცა
პარარელურად ძირეული ცვლილებები ხდება - მეტი ყურადღება ექცევა ორიგინალ

11
ტექნოლოგიას, გააზრებულია კედლის მხატვრობის კომპლექსურობა, ცხადი ხდება
რომ რესტავრატორებთან ერთად ამ საქმეში გაერთიანებულები უნდა იყვნენ
ქიმიკოსები, ბიოლოგები, გეოლოგები... ჯერ-ჯერობით მთელი სიცხადით არა, მაგრამ
ნელნელა იწყება ფიქრი გამოყენებული მასალის მომავალზე - რა შედეგი ექნება
კონკრეტულად ამ მასალას რამდენიმე წლის შემდეგ?! ეჭვქვეშ დგება ამა თუ იმ
მასალის „უნიკალურობა“ და ასევე, რაც უკვე ვთქვით, სქემათა აუცილებელი
აღდგენა.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ავთენტურობა? სად მთავრდება მინიმალური ჩარევა?


და საერთოდაც, სად გადის ზღვარი „ყალბ“ და ავთენტურ ძეგლს შორის?

ვფიქრობ, ამ კითხვაზე ერთმნიშველოვანი პასუხის გაცემა თანამედროვე


კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროსაც უჭირს. ამიტომ, იმას, რასაც წლების შემდე -
დღეს „შეცდომებს“ უწოდებენ ხოლმე, ვფიქრობ, არა შეცდომები, არამედ
გამოცდილებაა (თუმცა, მეორე საკითხია რა ფასად დაუჯდა ეს ძეგლს).
გამოცდილების გარეშე კი „სწორ“ პასუხამდე ვერ მივალთ. დღეს, როცა ახალი
გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გამოცდილება
მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ღირსეულად გადავჭრათ არსებული პრობლემები.

12

You might also like