You are on page 1of 2

შესავალი

შესავალი

4
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის „მოდერნისტული არქიტექტურის  შესავალი
კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2018-2020
წლებში განახორციელა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა გეთის
ფონდის (Getty Foundation) პროგრამა „შევინარჩუნოთ მოდერნისტული არქიტექტურის“
(Keeping It Modern) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო წარმოადგენს პროექტის ერთგვარ ანგარიშს და მისი განხორციელე-
ბის შედეგად მიღებული გამოცდილებისა და ფართო კონტექსტის მიმოხილვით, მიზნად
ისახავს, წაახალისოს მოდერნისტული არქიტექტურის დაცვის შემდგომი ინიციატივები სა-
ქართველოში.
თავი 1 მოგვითხრობს ომის შემდგომი მოდერნიზმის ჩამოყალიბების ისტორიაზე და აღ­
წერს ამ სტილის შემოსვლასა და განვითარებას საქართველოში. ამავე თავშია მიმოხი-
ლული გვიანი მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნების პრობლემატიკა საქართვე-
ლოში.
თავი 2 ჩამოთვლის მოდერნისტული არქიტექტურის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცი-
ებსა და ამ თემაზე შექმნილ საერთაშორისო დოკუმენტებს.
თავი 3 აყალიბებს მოდერნისტული არქიტექტურის იმ ძირითად ატრიბუტებს, რომლებიც
წარმოადგენს მის დასაცავ ფასეულობას და ამისთვის მოიშველიებს კონკრეტულ მაგა-
ლითებს საქართველოდან.
თავი 4 წარმოგვიდგენს ერთი ძეგლის მაგალითს, კერძოდ კი მოგვითხრობს თბილისის
ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის ღირებულებების შენარჩუნებისა და პოპულა-
რიზაციისათვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და ხსენებული პროექტის ღონისძიე-
ბების ერთგვარ ანგარიშადაც გვევლინება.
თავი 5 აღწერს ლურჯი ფარის გუნდის მიერ წინა თავში მოთხრობილი აქტივობების გან­
ხორ­ცი­ელ
­ ე­ბის შედეგად მიღებულ გამოცდილებას და მისი გათვალისწინებით, აყალიბებს
რჩევებსა და რეკომენდაციებს საბჭოთა მოდერნისტული შენობების დაცვისთვის სა­ქართ­
ვე­ლოში.
თავი 6 წარმოადგენს კონკრეტული მაგალითების კრებულს და მასში აღწერილია 4 შენო-
ბის მდგომარეობა საქართველოდან, ხოლო მე-5 ქვეთავი ეთმობა მე-20 საუკუნის მეორე
ნახევრის არქიტექტურული მემკ­ვიდ­რე­ო­ბის მდგომარების მიმოხილვას ესტონეთში.
სახელმძღვანელოს დანართში მოცემულია მე-20 საუკუნის არქიტექტურული მემკ­ვიდ­
რე­ობ­ ის თემაზე გამოცემული პუბლიკაციებისა და კულტურული მემკ­ვიდ­რე­ო­ბის დაცვის
საერთაშორისო კონვენციების, ქარტიებისა თუ სხვა დოქტრინული დოკუმენტების ნუსხა
და აგრეთვე, „მეოცე საუკუნის კულტურული მემკ­ვიდ­რე­ო­ბის კონსერვაციის მიდგომები,
მადრიდი – ნიუ დელის დოკუმენტი“, რომელიც არის საერთაშორისო სახელმძღვანელო
და საორიენტაციო სტანდარტი მე-20 საუკუნის მემკ­ვიდ­რე­ო­ბის ღირსშესანიშნავი ადგი-
ლებისა და ძეგლების შენარჩუნებისა და მართვისთვის.
ვფიქრობთ, სახელმძღვანელო გამოადგება როგორც მოდერნისტული არქიტექტურის
დაც­ვით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას, სპეციალისტებსა და სტუდენტების, ისე
ამ პერიოდის შენობების მფლობელებსა თუ მესვეურთ.

You might also like