You are on page 1of 154

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკის დეპარტამენტი

დავით ქათამაძე

გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკა

(ლექციების კურსი)

ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობის I კურსის მაგისტრანტებისათვიის

ბათუმი 2017

1
სარჩევი

1. გლობალიზაციის თანამედროვე კონცეფციები: თეორიულ-მეთოდოლოგიური


ასპექტები ------------------------------------------------------------------------------- 4
2. გლობალიზაცია და ანტიგლობალისტური მოძრაობა --------------------------- 14
3. გლობალიზაციის არსი და მისი შემსწავლელი თეორიები ---------------------- 24
4. გლობალიზაციის ეკონომიკური განზომილება----------------------------------- 34
5. ეკონომიკის ლიბერალიზაცია და გლობალიზაცია ------------------------------- 44
6. გლობალიზაცია და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ------------------- 54
7. გლობალიზაციის სოციალური განზომილება ------------------------------------ 64
8. ლგლობალიზაციის პოლიტიკური განზომილება ---------------------------------- 74
9. გლობალიზაცია და ეროვნული სახელმწიფო ------------------------------------- 84
10. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ევოლუცია: ძირითადი დეტერმინანტები 94
11. რეგიონული ინტეგრაციის კონცეფციების შედარებითი ანალიზი ----------- 104
12. გლობალიზაცია და რეგიონული ინტეგრაცია: ერთიანობა და წინააღმდეგობა-114
13. გლობალური ეკონომიკა, როგორც განვითარების სისტემა -------------------- 124
14. ეკონომიკური დიპლომატიის არსი და მიზნები გლობალიზაციის პირობებში -134
15. გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგია ------------------ 144

გამოყენებული ლიტერატურა: --------------------------------------------- 154

2
ლექცია 1.
შესავალი

თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის შესახებ თამამად შეიძლება ითქვას,


რომ „აჩრდილი დადის მსოფლიოში, აჩრდილი გლობალიზაციისა”. ამ „აჩრდილს” სა-
ავდრო ღრუბელივით ზოგისათვის სასიცოცხლო ნალექები და აყვავება მოაქვს, ზო-
გიერთისათვის კი – წყალდიდობა, ნგრევა და უბედურება. გლობალიზაცია ერთდრო-
ულად დღევანდელი მსოფლიოს შვილიც არის და მშობელიც. ის ურთულესი ეკონო-
მიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენაა, რომელიც მოიცავს
მსოფლიოში მიმდინარე ერთიანი ეკონომიკური სივრცის ქმნადობისა და ფუნქციო-
ნირების ურთულეს პროცესებს და თავის მხრივ, შედგება ერთმანეთთან ინტეგრირე-
ბული, „ინსპირატორი” ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის, ფინანსების, კულტურისა და
სხვა სფეროებისაგან, სადაც წამყვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ გლობალიზაციას.
უამრავ პოზიტიურ ასპექტთან ერთად, ეკონომიკურ გლობალიზაციას აშკარად
პრობლემური შედეგებიც ახლავს თან. ეს დუალიზმი იმდენად საგრძნობია, რომ მან
სოციალური და ინტელექტუალური ძალები მსოფლიოში ორად გაჰყო - გლობალის-
ტებად და ანტიგლობალისტებად, ავანგარდისტებად და რეტროგრადებად. ქართუ-
ლი საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტე-
ბი, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დიდ ყურადღებას აქცე-
ვენ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესს, მის დადებით და უარყოფით მხა-
რეებს, დასავლეთში არსებულ აზრთა სხვადასხვაობებს. მათი ყურადღების საგანია
ის დადებითი შედეგები და საფრთხეები, რომელიც მოაქვს გლობალიზაციას.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რა შანსი აქვს მძიმე ეკონომიკურ-ფინანსურ მდგო-
მარეობაში ჩავარდნილ საქართველოს ეკონომიკას სასურველი ადგილი დაიკავოს
უკიდეგანო „გლობალიზაციის ოკეანეში”. გლობალიზაცია რთული და მრავალწახნა-
გოვანი კატეგორიაა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა სფეროზე; პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე, იდეოლოგაზე. რელიგია-
ზე. ეკონომიკური გლობალიზაცია არის მსოფლიო გლობალიზაციის ერთ-ერთი მნი-
შვნელოვანი ნაწილი, და იმავდროულად, მისი მთავარი განმსაზღვრელი საფუძველი.

3
თემა I. გლობალიზაციის თანამედროვე კონცეფციები: თეორიულ-მეთოდოლოგიური
ასპექტები

I. 1. გლობალიზაციისადმი მეცნიერული კვლევის მიდგომები

მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან გლობალიზაციასთან დაკავშირებული პო-


ლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული პრობლემები მსოფლიოს პო-
ლიტიკური, საქმიანი და აკადემიური წრეების აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.
ბოლო 20 წლის მანძილზე გლობალიზაციის თემატიკა წარმოადგენს სოციალური და
არამარტო სოციალური მეცნიერების ცალკეული მიმართულების აქტიური კვლევის
ობიექტს. გლობალიზაციის განხილვისას ყურადღება მახვილდება სხვადასხვა ფაქ-
ტორზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა სოციალური მეცნიერების კვლევის ობიექტთან.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალიზაციის
კომპონენტებს შორის პირველობის დაზუსტება. გლობალიზაციასთან დაკავშირებით
არ არსებობს ერთიანი მიდგომა თვით ცალკეული მეცნიერების წარმომადგენლებს
შორის. მ. ჩეშკოვის აზრით, „გლობალიზაციის შესახებ მეცნიერების კრიზისი მდგო-
მარეობს მეცნიერების უუნარობაში განსაზღვროს მისი კვლევის საგანი და ობიექტი.
გლობალიზაციის კვლევის დროს მეცნიერული მიდგამებიდან აღსანიშნავია:
1. მონოდისციპლინარული მიდგომა. გლობალიზაცია განიხილება როგორც
მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ან სოციალური მოვლენა;
2. ისტორიული მიდგომა ხაზს უსვამს გლობალიზაციის ისტორიულ ხასიათს;
3. იდეოლოგიური მიდგომა, რომელიც უპირატესად დამახასიათებელია განვი-
თარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეცნიერებისათვის და აქცე-
ნტი კეთდება ანტიამერიკანიზმსა და ანტივესტერნიზმზე. ზოგადად, ამ ქვეყნების მე-
ცნიერების შეხედულებები წარმოადგენს ე.წ. ანტიგლობალისტური მოძრაობის გან-
ვითარების ინტელექტუალურ საფუძველს და მის მასტიმულირებელ ინსტრუმენტს;
4. ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც გლობალიზაციის პროცესს
განიხილავს სხვადასხვა მეცნიერული მიმართლებების (დარგების) თვალსაწიერიდან.
აკადემიურ წრეებში გლობალიზაციის პროცესის მიმართ წინააღმდეგობრივი
დამოკიდებულება ვლინდება თვით ტერმინ - გლობალიზაციის განმარტებისას. რო-
გორც უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ველინგი აღნიშნავს „რთული აღმო-
4
ჩნდა გლობალიზაციის განსაზღვრა კონცეპტუალურად და ჩვენება ემპირიულად”.
გლობალიზაციის დეფინიციის განსხვავებულობა განპირობებულია შემდეგი ძირი-
თადი გარემოებით: გლობალიზაციის კვლევისას ცალკეული მეცნიერების წარმომად-
გენლები (ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციოლოგია) ყურადღებას ამახვილებენ გლობა-
ლიზაციის სხვადასხვა ასპექტზე. პოლიტიკური მეცნიერები უპირატეს მნიშვნელო-
ბას ანიჭებენ ბიპოლარული სისტემის დაშლის, ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთო-
ბების, ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარების საკითხებს, სოციოლოგები ყურა-
დღებას ამახვილებენ კულტურის უნივერსალიზაციაზე, ეკონომისტები „კორპორაცი-
ების მზარდ როლზე, ახალ ეკონომიკურ წესრიგსა და ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე.
არსებობს განსხვავებული შეხედულებები ეკონომიკური მეცნიერების ცალკე-
ული მიმართულების წარმომადგენლებს შორის: ნეოლიბერალისტები აქცენტს აკე-
თებენ ვაჭრობის ლიბერალიზაციის უპირატესობებსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგა-
ნიზაციის მზარდ როლზე, მაშინ როცა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის
მომხრეები ხაზს უსვამენ ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს მნიშვნელობას.
ამდენად, უმჯობესია გლობალიზაციასთან მიმართებაში ცნობილი ქართველი
და უცხოელი მეცნიერების შეხედულებათა მოკლე მიმოხილვა, მათ საერთო და გან-
მასხვავებელ თავისებურებათა ჩვენებით. ზოგადად, გლობალიზაციის პროცესთან
დაკავშირებით არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება:
1. გლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი პროცესია;
2. გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის
მქონე ქვეყნებისა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის საშიშ ტენდენციას.
გლობალიზაციის ყოვლისმომცველი და წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამო-
მდინარე, გლობალიზაციისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სავსებით ლო-
გიკურია. ეკონომიკის სფეროში გლობალიზაციის თაობაზე არსებული კონცეფციების
ლაიტ-მოტივი არის ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის ინტენსიფიკაციის შედე-
გად ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ქვეყნებს შორის ურ-
თიერთდამოკიდებულების ზრდის ხაზგასმაა. მსოფლიო განვითარების ზოგიერთი
მკვლევარი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გლობალიზაციის თანამედროვე პროცეს-
ში არაფერია ახალი. ის განიხილება როგორც „ურთიერთდამოკიდებულების ზრდისა
და ერთიანი პლანეტარული სივრცის ფორმირების საუკუნივანი პროცესი”. ზოგიერ-
თი მეცნიერი ერთმანეთს აიგივებს ინტერნაციონალიზაციასა და გლობალიზაციას.
5
I. 2. გლობალიზაციის შესახებ სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები

ზოგიერთი მკვლევარი (კ. ენსლინი, ე. ინოზემცევი და სხვა) ერთმანეთთან აიგ-


ივებს ინტერნაციონალიზაციის და გლობალიზაციის პროცესებს, „საზოგადოების შე-
სახებ მეცნიერებისათვის ცნობილია ორი პროცესი, რომელთაც საზოგადოება აიყვანა
მთლიანობის უფრო მაღალ საფეხურზე, ხოლო ცალკეული სოციალური მოვლენა -
ურთიერთგანპირობებულობის უფრო მაღალ დონეზე. პირველი არის სამრეწველო
რევოლუციის ეტაპზე ეროვნულ სახელმწიფოთა წარმოქმნა - მეორე ასეთივე მასშტა-
ბური პროცესი XX საუკუნეში გავრცელდა, რომელმაც მიიღო ინტერნაციონალიზაცი-
ის სახელწოდება. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მესამე პრო-
ცესი, რომელსაც გლობალიზაცია შეიძლება ვუწოდოთ არ არსებობს..”. გლობალიზა-
ციის ზოგიერთი მკვლევარის შეხედულებით „განსახილველი რჩება საკითხი იმის შე-
სახებ, თუ როდის გაჩნდა ეკონომიკური გლობალიზაციის მითი. ამ კითხვაზე პასუხი
II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისა და 1972 წლის სანავთობო კრიზისით იწყება.
გლობალიზაციის საწყის წერტილთან დაკავშირებით სოციალური მეცნიერე-
ბის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის არსებობს არაერთგვაროვანი მიდგომა და პე-
რიოდიზაცია ძირითადად XV-XX საუკუნეებს მოიცავს, სსფ-ის ექსპერტის ვ. ტანზას
მოსაზრებით „გლობალიზაციის თანამედროვე ტალღაში ახალი არაფერია, წარსულ-
შიც იყო პერიოდები, როცა საქონლისა და კაპიტალის ნაკადები სწრაფად იზრდებო-
და და მათი წილი მშპ-ში ისეთივე მაღალი იყო, როგორც დღეს”. ინდოელი წარმოშო-
ბის, ამერიკელი ეკონომისტი, გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამც-
ველი ჯაგდიშ ფხაგვატი აღნიშნულ პროცესს განმარტავს „როგორც საგარეო ვაჭრო-
ბის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოკლევადიანი კაპიტალის ნაკადების, სა-
მუშაო ძალისა და საერთოდ, მოსახლეობის გადაადგილების, ასევე ტექნოლოგიების
გაცვლის საფუძველზე მსოფლიო სისტემაში ეროვნულ ეკონომიკების ინტეგრაციას”.
ამ განმარტებას ეთანხმება ამერიკელი ეკონომისტი ჯ. სტიგლიცი, რომლის მი-
ხედვით „გლობალიზაცია არის ქვეყნებისა და ერების სულ უფრო მჭიდრო ინტეგრა-
ცია, რომელიც განპირობებულია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე დანახარჯე-
ბის მნიშვნელოვანი შემცირებით, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ცოდნის,
ადამიანების (შედარებით ნაკლები ხარისხით) ეროვნულ საზღვრებს მიღმა გადაად-
გილებაზე ხელოვნური ბარიერების მოსპობით. გლობალიზაციის პროცესით უკმაყო-
6
ფილება გამოწვეულია ეკონომიკური თეორიის მიმართულების - საბაზრო ფუნდამე-
ნტალიზმის დომინირებით”. ს. ფიშერის შეხედულებით „ეკონომიკური გლობალიზა-
ცია არის ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომელიც ეფუძნება
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის, საერთაშორისო ფინანსური ნაკადების მო-
ცულობისა და სამუშაო ძალის საზღვარგარეთ ემიგრაციის კარდინალურ ზრდას.
საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო ბანკი ყურა-
დღებას ამახვილებს გლობალიზაციის ეკონომიკურ კომპონენტზე. აღნიშნული ინს-
ტიტუტის წარმომადგენელთა მოსაზრებით „გლობალიზაცია არის მსოფლიო ქვეყნე-
ბის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, როგორც საქონლის, მომსახურების საერთა-
შორისო გადაადგილების, კაპიტალის ინტერნაციონალური ნაკადების მზარდი მო-
ცულობისა და ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელების შედეგი”. ამ მოსაზრებას ეხ-
მიანება გ. ანილიონისისა და ნ. ზოტოვას შეხედულება, რომლებიც ამ მოვლენას გა-
ნიხილავენ როგორც „კაპიტალის მსოფლიო მოძრაობის ინტენსიფიკაციის შედეგს”.
პროფესორ რ. გოგოხიას განმარტებით, „მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია
ნიშნავს მსოფლიოს მომცველი ეკონომიკური ურთიერთობების ქსელის წარმოშობასა
და განვითარებას. უფრო კონკრეტულად კი, გლობალიზაცია არის სახელმწიფოთა
შორის საქონლისა და მომსახურების, წარმოების ფაქტორების, მათ შორის, განსა-
კუთრებით - შრომის, კაპიტალისა და ცოდნის თავისუფალი მოძრაობა”. პროფესორ ე.
მექვაბიშვილის მოსაზრებით, „ეკონომიკის გლობალიზაცია, რა თქმა უნდა ობიექტუ-
რი პროცესია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში განაპირობებს ბევრ პროგრესულ
ცვლილებას, თუმცა მას ახლავს მრავალი მწვავე პრობლემა და წინააღმდეგობა”.
პროფესორ თ. ჩიკვაიძის აზრით, „მიზანშეწონილია შევაფასოთ გლობალიზა-
ცია: როგორც საყოველთაო ტენდენცია, როგორც პრობლემა; როგორც მომავალი; რო-
გორც საყოველთაო ტენდენცია”. გლობალიზაცია გამოხატავს ყოფიერებისა და ცნო-
ბიერების ყველა ელემენტის ურთიერთდაახლოებას, შერწყმას ან კონგლომერატიზა-
ციას. ამიტომ ზოგჯერ იგი იწვევს თავისთავადობისა და იდენტურობის მოშლას. მაგ-
რამ ეს ყოველთვის არ არის აუცილებელი, რადგანაც გლობალიზაცია უშვებს ურთი-
ერთდაპირისპირებულთა გაერთიანებასაც. როგორც პროცესი, გლობალიზაცია არის
ობიექტურ და სუბიექტურ პროცესთა განვითარების შედეგი. იგი, როგორც გარეგანი
ექსპანსია, ასევე ხორციელდება ამ სისტემის შიგნით ლოკალიზაციის პროცესითაც.
გლობალიზაცია ფასდება უარყოფითი და დადებითი შედეგების თანაფარდობით.
7
I. 3. გლობალიზაციის პრობლემების კვლევის თავისებურებები

პროფესორ ნ. ჭითანავას აზრით, „გლობალიზაცია არის ისტორიული პროცესი


მისთვის დამახასიათებელი ეტაპებით, თავისებურებებით, ტენდენციებით, კანონზო-
მიერებებით. იგი ადექვატურად ასახავს შრომის გადანაწილების მრავალმხრივ პრო-
ცესს, სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოს, მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების
ყველა სფეროს (პოლიტიკას, იდეოლოგიას, კულტურას, ეკონომიკას, ისტორიას, ხე-
ლოვნებას, რელიგიას და ა.შ). იგი აერთიანებს ერთმანეთთან კავშირში მყოფ ინტეგ-
რაცის და ავტონომიზაციის პროცესს, ერთ მხრივ, დამოუკიდებლობას, მეორე მხრივ,
ალიანსის შექმნისკენ სწრაფვას. ამიტომ გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანია”.
აკადემიკოსების ო. ბოგომოლოვისა და ა. ნეკიპელოვის აზრით „ქვეყნებსა და
ერებს შორის მზარდმა ურთიერთდამოკიდებულებამ, მიუხედავად მათი განვითარე-
ბის დონეებს, კულტურას, რელიგიასა და ისტორიულ ტრადიციებს შორის არსებული
განსხვავებისა, მიაღწია იმ სტადიას, რომელსაც ასახავენ ტერმინ -გლობალიზაციით.
ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია, როგორც„ მსოფლიოს
ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის საფუძ-
ველს წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება.
გლობალიზაციის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმა-
ნეთს უახლოვდება ფასები საქონლის,მომსახურების, ფასიანი ქაღალდების რეალიზა-
ციისას, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ბაზრების საქმიანობაში იხსნება ბარიერები”.
გლობალიზაციის პოლიტიკური ასპექტებიდან მთავარია ეროვნული სახელმ-
წიფოს როლის ტრანსფორმაციისა და სახელმწიფო საზღვრის ტრანსფარენტულობის
ზრდის ხაზგასმა. ზოგიერთი მეცნიერი (მაგ., აკადემიკოსი ე. სერგეევი) თვით სახელ-
მწიფოთა შიგნით გამოყოფს ე.წ. „გლობალიზებულ რაიონებს (მაგ., რუსეთში მოსკოვ-
სანკტპეტერბურგის დერეფანს) რომელთაც ის განიხილავს როგორც „ჭიშკარს გლობა-
ლურ მსოფლიოში”. თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის პრობლემების ზოგიერ-
თი მკვლევარი (ჰ. მარტინი, ხ. შუმანი, მ. დელიაგინი და სხვა) ყურადღებას ამახვი-
ლებს საერთაშორისო ორგანიზაციების და ტრანსნაციონალურ ბანკების, ასევე რეგი-
ონების მზარდ როლზე, სახელმწიფო როლის შესუსტებაზე, მასობრივი ცნობიერების
ფორმირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებასა და გავლენაზე.

8
ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის
პრემიის ლაურეატი ლ. თუროუ, რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „გლობა-
ლიზაციის ფორმების განსხვავებულობის მიუხედავად, მათი არსი საერთოა და ემყა-
რება კომერციული ფირმების მიერ მაქსიმალური მოგების მიღების სურვილს”. ლ.
თუროუ ეროვნულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, ეროვნული მთავრობის რო-
ლის შემცირების, ცივი ომის დასრულებისა და პატარა ქალაქ-სახელმწიფოების არსე-
ბობის ფაქტორების ემპირიული შედეგების საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ „50
წლის შემდეგ თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოთა უმრავლესობა აღარ იარსე-
ბებს”. ლ. თუროუს განმარტებას ეხმიანება პროფესორ ზ. დავითაშვილი: „გლობალი-
ზაციის მთავარი ნიშანი არის სახელმწიფო საზღვრების მოშლა, ეროვნული ეკონომი-
კის გლობალური ეკონომიკით, ეროვნული კულტურის გლობალური კულტურით,
ხოლო ეროვნული ცნობიერების კი გლობალური ცნობიერებით ჩანაცვლება”.
ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი ფ. მორო დეფარჟი გლობალიზაციას განმარ-
ტავს როგორც პროცესს, „რომელიც ფარავს საერთაშორისო თეატრის ყველა მონაწი-
ლის (სახელმწიფოების, კომპანიების, ორგანიზაციების, ინდივიდების) ქმედებებს,
რომლებიც იძულებულნი არიან იაზროვნონ გლობალურ ანუ პლანეტარულ დონე-
ზე”. „Financial Timess”-ის საერთაორისო რედაქციის მთავარი რედაქტორი პ. მარტინი
მიიჩნევს, რომ „სწორედ გლობალიზაციამ გამოუთხარა ძირი საბჭოთა კავშირს...გლო-
ბალიზაციის წინააღმდეგ ნებისმიერი გამოსვლა ატარებს ღრმა ამორალურ ხასიათს”.
გლობალიზაციის სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებით საგულისხმოა ცნო-
ბილი ინგლისელი სოციოლოგის ე. გიდენსის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც
„გლობალიზაცია უპირატესად სოციალური მოვლენაა და ის შეიძლება განისაზღვ-
როს, როგორც სოციალურ ურთიერთობათა ისეთი ინტენსიფიკაცია, რომელიც დაშო-
რებულ ადგილებს ისეთნაირად აკავშირებს, როცა ადგილობრივი მოვლენები ყალიბ-
დება ათასობით კილომეტრის იქით მომხდარი მოვლენებით და პირიქით.” გლობა-
ლიზაციას ასევე ხშირად აიგივებენ მუნდიალიზაციასთან. გლობალიზაციას მუნდია-
ლიზაციის ინგლისურენოვან ვერსიად მიიჩნევენ, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი (დ.
კოლიარი) გლობალიზაციას განიხილავს „მუნდიალიზაციის უმაღლეს და უკანასკ-
ნელ სტადიად”. გლობალიზაციის იდეოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით საგუ-
ლისხმოა ა. პანარინის მოსაზრება იმის თააობაზე, რომ „გლობალიზაციის იდეას აქვს
ყველანაირ შანსი იმის, რომ გადაიქცეს ახალი მსოფლიო იდეოლოგიის საფუძვლად”.
9
I. 4. გლობალიზაციის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები

გერმანელი სოციოლოგი ბეკი განასხვავებს გლობალიზაციას და გლობალიზმს.


გლობალიზმს ის განმარტავს როგორც მოვლენას, როცა მსოფლიო ბაზარი ზღუდავს
ან საერთოდ ცვლის პოლიტიკურ ქმედებებს. უ. ბეკის მიხედვით, გლობალიზაციის
ყველა ასპექტი - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ექვემდებარება მსოფ-
ლიო ბაზარს. იგი წარმოადგენს პროცესს, როცა ეროვნული სახელმწიფოები და მათი
სუვერენიტეტი იფარება ტრანსნაციონალური აქტორებით და ემორჩილება მათ”.
თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გლობალიზაციის წინააღმდეგობ-
რივმა ხასიათმა დაბადა ისეთი შეკითხვაც კი „არსებობს გლობალიზაცია საერთოდ?”.
ამერიკელი პროფესორის ჩ. ჯონსონის აზრით, „გლობალიზაცია ტიპიური ამერიკუ-
ლი აბსტრაქციაა, ისეთივე როგორც თავისუფალი ვაჭრობა. ეს აბსტრაქცია სპეციალუ-
რად არის მოფიქრებული, რომ ყველამ დაინახოს გლობალიზაცია, როგორც გარდუვა-
ლი და შეუჩერებელი ისტორიული ძალა, რომელიც აშშ-იც კი ძლივს ეწყობა”. ამ მო-
საზრებას ნაწილობრივ იზიარებს რუსი მკვლევარი ა. ბოგატუროვი, რომელიც გლო-
ბალიზაციას განიხილავს, “როგორც 2/3-ით ვირტუალურ ფაქტს”.
ამრიგად, გლობალიზაციას განიხილავენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ღი-
რებულებით ჭრილში. ჯერ შევჩერდეთ ე. წ. ეკონომიკურ გლობალიზაციაზე. ეკონო-
მიკის ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, „ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა
გააუმჯობესოს”. ეს ეხება ტრანსაქციებს, როგორც რომელიმე ქვეყნის შიგნით, ისე მა-
თი საზღვრებს გარეთაც. თუმცა შიდა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს
შორის არსებობს საკმაოდ დიდი განსხვავება. გლობალიზაცია ეს არის მსოფლიო სის-
ტემის სრულიად ახალი მდგომარეობა, რომელიც სუფევს თანამედროვე მსოფლიოში.
ეს არ არის მხოლოდ უნიკალური ტექნოლოგიები ან ცალკე აღებული პროგრესული
მიმართულებები, არამედ ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სტადია,
რომელშიც შევიდა სამყარო და იგი უნდა მივიღოთ, როგორც არსებული ფაქტი.
ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ მთელი კაცობრიობის წინაშე არა-
ერთხელ მწვავედ გამოიკვეთა იმის განცდა, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის
ადამიანები სულ უფრო ურთიერთდამოკიდებულნი გახდნენ, ვიდრე ეს მათ ადრე
ჰქონდათ წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და საგანგაშო სიგნალი იყო
მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა, რომელმაც, თავის მხრივ, განაპირობა ცივი
10
ომის პერიოდის ძალთა ბალანსის ჩამოყალიბება, ურთიერთშეკავების პოლიტიკის
ფორმირება და სხვა. სამხედრო ტექნოლოგიაში მომხდარმა ამდაგვარმა გარღვევამ
მწვავედ დაანახვა კაცობრიობას, რომ მართლაც ყალიბდება გლობალური სისტემა. შე-
საბამისად, უსაფრთხოების საკითხების მიმართ საჭიროა გლობალურ, და არა ადგი-
ლობრივ, ლოკალურ გადაწყვეტილებათა მიღება. XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო
მსოფლიო ბაზრის, უპირველესად კი ევროპის განუყოფელი ბაზრის ჩამოყალიბება.
ევროპის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო პირველმა მსოფლიო
ომმა. შეიძლება ითქვას, რომ სამოცდათხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ მოიხსნა ის
ხელოვნური ბარიერები, რომელიც წარმოქმნილი იყო მანამდე კაპიტალისტურ და
სოციალისტურ სახელმწიფოებს შორის და დაიწყო ერთიანი გლობალური ბაზრის ჩა-
მოყალიბება. გლობალური ბაზრის შექმნას მოსდევს განვითარება ტექნოლოგიურ
სფეროში, კომპიუტერიზაციის მანამდე არნახული ტემპი. ამას მოჰყვა ტელეკომუნი-
კაციებში ახალი ტიპის ტექნოლოგიის ჩამოყალიბება, შემოვიდა ახალი პროგრესული
ტექნიკური კავშირგაბმულობის სისტემები. ამ სფეროში პროგრესული სისტემები
იძლევა იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია გადაიცემოდეს ციფრული კოდირებით.
შეიქმნა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი საოცარი ფენომენი, რასაც ინტერ-
ნეტი ჰქვია. მისი მეშვეობით მკვეთრად დაჩქარდა ცოდნის აკუმულაციის, ურთიერთ-
შეჯერების და ურთიერთსტიმულირების პროცესი. თანამედროვე მოაზროვნე ფრენ-
სის ფუკუიამა თავის წიგნში „ისტორიის ბოლო ადამიანი, ანუ ისტორიის დასასრუ-
ლი” თვლის, რომ ლიბერალიზმის იდეების მეფობა არის გლობალიზაციის პროცესთა
ბოლო სტადია, რომელშიც შევა კაცობრიობა”. გლობალიზაცია ეკონომიკური პროცე-
სია, რადგან კოსმოპოლიტიზმისაკენ მიისწრაფვიან ბაზრები, და არა სახელმწიფოები.
რატომ დადგა მწვავედ გლობალიზაციის თემა დღის წესრიგში უახლოეს ის-
ტორიაში? 1997 წლის დამლევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაიწყო
ეკონომიკური კრიზისები, ფინანსური კოლაფსების სერია. ამ სიაში პირველი იყო
საბანკო სისტემის კრახი ტაილანდში 1997 წელს. ამ დროისათვის ტაილანდში მოხდა
ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაცია. ტაილანდში იყო სამოცი მთა-
ვარი ბანკი, რომელთაგან ორმოცდათვრამეტი ერთ დღეს გაკოტრდა. ეს იყო პირველი
სიმპტომი. ვერავის წარმოედგინა მაშინ, რომ ბანგ¬კოკში მიმდინარე ფინანსურ პრო-
ცესს შეეძლო გავლენა მოეხდინა ნიუ-იორკის, ტოკიოს ან ლონდონის ბირჟებზე.

11
I. 5. სხვადასხვა სახის მეცნიერული დისციპლინის კავშირი გლობალიზაციასთან

გლობალიზაციას, როგორც ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი საკვანძო


მიმართულებას, მჭიდრო კავშირი აქვს მეცნიერების სხვა ქვედარგებთან, ისეთებთან,
როგორიცაა ფილოსოფია, მათემატიკა, სტატისტიკა, ისტორია, გეოგრაფია, პოლიტო-
ლოგია, ეკონომიკა, და სხვები. მაგალითად, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალიზაციის,
როგორც ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი საკვანძო ქვედარგის, აშკარად თვალ-
ში საცემი ტენდენციაა მისი მათემატიზაცია. ევროპული სტანდარტის მიხედვით, თა-
ნამედროვე მეცნიერ-ეკონომისტი მათემატიკური განათლების გარეშე, ითვლება არა-
კვალიფიცირებულ ეკონომისტად. რასაკვირველია, მათემატიკის გარკვეული დოზით
ცოდნა აუცილებელია არა მარტო ეკონომისტებისათვის, არამედ სხვებისთვისაც. საკ-
მაოდ ბევრი ეკონომიკური მოვლენის აღწერა ხდება ფუნქციონალური დამოკიდებუ-
ლებითა და დინამიკური პროცესების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირებით.
ფორმულები საჭიროა იმისათვის, რათა ეკონომისტებმა მოახდინონ რეალური
პროცესების მორგება თეორიაზე და არა თეორიის პროეცირება მოახდინონ რეალურ
პროცესებზე. თანამედროვე ეკონომიკური პროფილის სახელმძღვანელოების კითხ-
ვის დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეკონომიკური თეორია გადაიქ-
ცა გამოყენებითი მათემატიკის ერთ-ერთ მიმართულებად, სადაც არც იმდენადაა
აუცილებელი რეალიების გათვალისწინება. უკანა პლანზეა გადასული დაკვირვების,
განსჯის, კავშირების ძებნის, დასკვნების გამოტანის მეთოდები. ეკონომისტი ყველაზე
უკეთ გრძნობს უფსკრულს თეორიულ მოდელს და რეალურ მონაცემებს შორის.
სტატისტიკა, ტექნიკური ჟარგონი და ეკონომეტრიკული მეთოდები ზოგჯერ
გამოდიან ერთგვარი დამცველი ეკრანის როლში. თანამედროვე ადამიანი ღია კონფ-
ლიქტში იმყოფება რეალობასთან. აშკარად პარადოქსალური და ანომალური იდეები
ზოგჯერ ემსახურებიან ცალკეულ ჯგუფებს, კოალიციებს, პოლიტიკოსებს, სახელმწი-
ფო მოხელეებს, მეცნიერებს და ელექტორატის ცალკეულ წრეებს. კონფლიქტი არსე-
ბობს ცოდნასა და პოლიტიკას შორის. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პოლონელ პრო-
ფესორს ლ. ბალცეროვიჩს, რომლის შეხედულების თანახმად, „ცუდი ეკონომიკური
პოლიტიკა ორ „ტყუპ ძმაზე“ დგას. მათგან ერთია საზოგადოებრივ ჯგუფთა ინტერე-
სის ზეწოლა, ხოლო მეორე კი არის -ეკონომიკური მეცნიერების ცუდი ცოდნა

12
თანამედროვე საზოგადოებაში იგნორირებულია წარსული და დროის ფაქტო-
რი, როგორც კულტურულ. ისე სოციალურ ცხოვრებაში. საზოგადოებრივი ცხოვრე-
ბის ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ეკონომიკაშიც შეუძლებელია სიტუაციის შეფა-
სება მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლის გარეშე. საქართველოს რეალობაშიც სო-
ციალური გამოცდილების უდიდესი ნაწილი უბრალოდ გადაგდებული აღმოჩნდა.
შედეგად კი მივიღეთ ისტორიით მანიპულაციის მცდელობა. მსოფლიოში თანდათან
ფეხს იკიდებს საკომუნიკაციო სივრცის ენერგეტიკასთან დაკავშირებული კვლევები.
ზღვრული კომუნიკაციურობის თეორიის კონცეფციის ჩამოყალიბება შესაძლე-
ბელი გახდა უმდიდრესი მსოფლიო ფილოსოფიური, ისტორიული და ეკონომიკური
აზრის შერწყმის შედეგად. ზღვრული კომუნიკაციურობის კონცეფცია ყალიბდება
ფილოსოფიისა და კულტურის, მორფოლოგიის, გეოპოლიტიკის, ეთნოლოგიის, ეკო-
ნომიკისა და გეოგრაფიის მიჯნაზე. ცნება „ზღვრული” ნიშნავს ცენტრალურის საწი-
ნააღმდეგოს, მომიჯნავეს. ზღვრული ფუნქციები თავს იჩენენ ბუნებრივ, პოლიტი-
კურ, ეკონომიკურ, ეთნიკურ, აღმსარებლურ, ინფორმაციულ, კონვენციალურ და სხვა
ზღვრებში. აღნიშნული კონცეფცია შეიძლება გახდეს ცალკე განხილვის საგანიც.
თუმცა ჩვენი აზრით, მომავალი სწორედ კაცობრიობის მიერ მოპოვებული უზ-
არმაზარი, ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის სინთეზურად გა-
მოყენებაშია. ამ მიზანს ემსახურება ახლად გამოკვეთილი მიმართულება ეკონომი-
კურ მეცნიერებაში- „გეოეკონომიკა”. ეკონომიკური მეცნიერების სწორედ ეს მიმარ-
თულება გახდება ყველაზე ობიექტური, რეალობასთან მიახლოებული, განსხვავებუ-
ლი და ძალიან საინტერესო განხრა, რომელიც ეკონომიკის, ფილოსოფიისა და პოლი-
ტოლოგის მეთოდთა შერწყმით პასუხს გასცემს ძალიან ბევრ საჭირბოროტო კითხვას.
გლობალიზაციის პირობებში ეროვნული სახელმწიფოს ეკონომიკური როლი
აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნებული, თუმცა მოდიფიცირებული სახით. ეკო-
ნომიკის გლობალიზაციის მოდელებში - განიხილება დღეისათვის გაბატონებული
მოდელი, რომელსაც საფუძვლად უდევს „ვაშინგტონის კონსესუსის” დოქტრინა და
„საბაზრო ფუნდამენტალიზმის” მეთოდოლოგია. განვითარებადი ქვეყნები თუნდაც
რომ ცდილობდნენ ამ მოდელის გამოყენებას, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევ-
დნენ, რადგანაც თავიანთი ეკონომიკური განუვითარებლობის გამო, მათ არ შეუძლი-
ათ თანამედროვე კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება და გლობალურ მსოფლი-
ოში წარმატებული ჩართვა. მსგავსი დასკვნა კეთდება პოსტკომუნისტურ ქვეყნებზეც.
13
ლექცია 2.
თემა II. გლობალიზაცია და ანტიგლობალისტური მოძრაობა

II. 1. გლობალიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტები

გლობალიზაციის პროცესს გააჩნია როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგე მხა-


რეები. გლობალიზაციის მომხრეები და მოწინააღმდეგენი თანაარსებობენ არამარტო
ერთსადაიმავე კონტინენტზე, არამედ ერთსადაიმავე რეგიონში, ქვეყანაშიც, რაიონ-
შიც, ქალაქშიც, მუნიციპალიტეტში და ერთიდაიგივე ოჯახშიც კი. ამის მიზეზი გლო-
ბალიზაციის მრავალფეროვნება. გლობალიზაციას განსაკუთრებულად კრიტიკულად
აფასებენ განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სოციალისტური ქვეყ-
ნების მეცნიერ-ეკონომისტთა უმრავლესობა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახელმ-
წიფოს მონაწილეობით ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებელ განვითარებას.
ეს ქვეყნები გლობალიზაციის პროცესს განიხილავენ ეროვნული ეკონომიკის
განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამავე დროს აღნიშნული ქვეყნების მეცნიერ
-ეკონომისტთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებენ ეროვნულ ტრადიციებზე,
ფასეულობებზე, კულტურულ თვითმყოფადობასა და გლობალიზაციის უარყოფით
გავლენაზე ანუ ისინი აქცენტს აკეთებენ გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიურ კულ-
ტურულ-პოლიტიკურ შედეგებზე. გლობალიზაცია ასოცირდება მეცნიერულ-ტექნი-
კური პროგრესის მზარდ მასშტაბებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
განვითარებული ქვეყნების ტრანსნაციონალური კორპორაციების როლის ზრდასთან.
ყოველივე ეს ზრდის გლობალიზაციის პროცესისადმი შედარებით ნაკლებად
განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას. ამდენად, გლობა-
ლიზაცია, მისი ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის მიუხედავად, წარმოქმნის წი-
ნააღმდეგობრივ მოძრაობას. გლობალიზაციის საწინააღმდეგო ტენდენციებს აღნიშნა-
ვენ სხვადასხვა ტერმინით, რომელთა შორის აღსანიშნაცია დიფერენციაცია, რეგი-
ონალიზაცია, ლოკალიზაცია და სხვა. ყველა ზემოთაღნიშნული ტერმინი ეხება სა-
ზოგადოებრივი ურთიერთობის სრულიად სხვადასხვა სფეროს. დიფერენციაცია
ხაზს უსვამს ეკონომიკის განვითარების დონეებსა და ინდივიდებს შორის სხვაობას.
რეგიონალიზაცია პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ამსახველი ფენომე-
ნია, ხოლო ლოკალიზაცია კი – სხვადასხვა ქვეყნებს შორის კულტურათა სხვაობისა
14
და ამათუიმ საზოგადოებასთან ცალკეულ ინდივიდთა თვითიდენტიფიკაციის გამო-
მხატველი ტერმინია. გლობალიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებმა ანტიგ-
ლობალისტური მოძრაობის სახელწოდება მიიღო, რომელიც საკმაოდ მზარდ, მაგრამ
არათანმიმდევრულ ზრდად მასშტაბებს იღებს. გლობალიზაციის წინააღმდეგ გამო-
დიან ცალკეული ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე აკადემიური წრეების წარმო-
მადგენლები, რომლებიც ხაზს უსვამენ მის წინააღმდეგობრივ ხასიათს, რაც სავსებით
ლოგიკურია გლობალიზაციის მრავალასპექტიანი ხასიათიდან გამომდინარე.
გლობალიზაციისაგან განსხვავებით, რომელსაც მრავალი სტატია თუ მონოგ-
რაფია ეძღვნება მსოფლიოში, ანტიგლობალისტური მოძრაობა შედარებით უფრო ნა-
კლებად არის შესწავლილი. განსხვავებული მოსაზრებებია თავად ანტიგლობალის-
ტური მოძრაობის განმარტებებთან დაკავშირებით. გლობალიზაციისა და ანტიგლო-
ბალისტური მოძრაობის განმარტებანი მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული და ურ-
თიერთგანპირობებულნი არიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად დაჩქარდა
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. თავად მეცნიერება იქცა მწარმოებლურ ძალად.
წინა პლანზე წამოიწია საინფორმაციო ტექნოლოგიები. სწორედ ინფორმაციუ-
ლი ტექნოლოგიები გადაიქცა გლობალიზაციის მამოძრავებელ ძალად, რომელიც არ-
ღვევს ქვეყნებს შორის არსებულ ადმინისტრაციულ ბარიერებს. ის აერთიანებს ეროვ-
ნულ, რეგიონულ და გლობალურ ფინანსურ ბაზრებს. შედეგად, ფინანსური და ინფო-
რმაციული ნაკადები, ტექნოლოგია და კონკურენცია იძენს გლობალურ ხასიათს.
XX საუკუნეში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უპრეცედენტო დაჩქარებამ
და XXI საუკუნის პირველ ათწლეულში საინფორმაციო ნაკადების მოცულობის მკვე-
თრად ზრდამ წარმოშვა წინააღმდეგობის ტალღა განვითარებადი და გარდამავალი
ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან. საინფორმაციო ტექნოლოგიების უმთავრესი
თავისებურებაა ამ ტექნოლოგიების მეშვეობით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გავ-
ლენის მოხდენის შესაძლებლობა. იმ ქვეყნებს, რომელთაც დიდ წარმატებას მიაღწიეს
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დარგში, გააჩნიათ სხვა ქვეყნების
მოსახლეობის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის და ამის საფუძველზე ამ ქვეყნების
პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებაზე გავლენის გაფართოების ხელ-
შეწყობის შესაძლებლობა. საინფორმაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო აძლიერებს
მაღალგანვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძალაუფლებას და შესა-
ბამისად სხვა ქვეყნების მათზე დამოკიდებულების ხარისხს.
15
II. 2. ანტიგლობალისტური მოძრაობის ევოლუციის ეტაპები

გლობალიზაციის მართვის პროცესი დაკავშირებულია ობიექტური ხასიათის


წინააღმდეგობებთან, თუმცა დედამიწის მოსახლეობის მეოთხედ ნაწილს ჯერაც არა
აქვს გაცნობიერებული გლობალიზაციის რეალური მახასიათებელი ნიშან-თვისებები
და თავისებურებანი. მსოფლიო ეკონომიკის ევოლუციის თანამედროვე ეტაპისათვის
დამახასიათებელია კარდინალური ცვლილებები საბაზრო მექანიზმის ფუნქციონი-
რების ხასიათში. შედეგად წარმოიქმნა გლობალური ეკონომიკური პრობლემები და
გლობალურ დონეზე რადიკალურად გამწვავდა სოციალური პრობლემები.
მსგავსი ხასიათის პრობლემების წარმოქმნამ დასაბამი მისცა გლობალიზაციი-
სადმი წინააღმდეგობის გრძელ ტალღას. გლობალიზაცია (განსაკუთრებით მისი ნეო-
ლიბერალური ვარიანტი) მიჩნეული იქნა მსოფლიო ბოროტებისა და ძალადობის მა-
საზრდოებელ ერთ-ერთ ძირითად წყაროდ. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების
პროცესში ამ პრობლემების წარმოქმნა განპირობებულია ღია ეკონომიკის პრინციპე-
ბის გლობალური მასშტაბით დანერგვით. იმავდროულად გააქტიურდა საერთაშორი-
სო ინსტიტუტებიც, რომელთა საქმიანობაც ორიენტირებული იყო განვითარებადი
და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სახელმწიფოს როლის შემცირებაზე.
მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესების ყოველგვარმა ლიბერალიზაციამ
და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის კარდინალურმა ცვლილებამ, რომელიც ყველ-
აზე უფრო მეტად საგრძნობი იყო საბჭოური ქვეყნების საბაზრო რელსებზე გადასვლ-
ის პირობებში, განაპირობა უკმაყოფილების ზრდა მოსახლეობის ყველა ფენაში. ან-
ტიგლობალისტური მოძრაობის ევოლუცია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად:
1. 1990-1995 წლები – დროის ამ ინტერვალში გლობალიზაციისადმი წინააღმ-
დეგობა ძირითადად დამახასიათებელი იყო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნე-
ბისათვის. დროის ამავე პერიოდს ემთხვევა მექსიკის სავალუტო-საფინანსო კრიზისი,
რაც გახდა წინააღმდეგობის გაძლიერების მიზეზი ლათინურ ამერიკაში. ამ პერიოდ-
ში შედარებით ნაკლები სიმწვავით იდგა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გატა-
რებული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის საკითხი, რაც სხვა მრავალ ობიექტურ
მიზეზებთან ერთად განპირობებული იყო ამ ინსტიტუტების პოლიტიკისადმი გარდ-
ამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გატარებული რეფორმების ადაპტაციის ობიექ-
ტური აუცილებლობით, აგრეთვე ცალკეულ სახელმწიფოთა მთავრობების მიერ ეკო-
16
ნომიკური რეფორმების დამოუკიდებლად გატარების უუნარობით. ამ პერიოდში
მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ინსტიტუტების როლი მსოფლიო ეკონო-
მიკის ევოლუციის ძირითადი დეტერმინანტების განსაზღვრის თვალსაზრისით. ამა-
ვე პერიოდს დაემთხვა ნეოლიბერალური გლობალიზაციის აღზევება, რომლის უმთა-
ვრესი დეტერმინანტი ეკონომიკის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის,
შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა, რაც თავის მხრივ განვითარებად და
გარდამავალ ქვეყნებში სოციალური დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენდა;
2. 1995-2000 წლები – ამ პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გან-
ვითარებულმა სავალუტო-საფინანსო კრიზისმა წარმოქმნა გლობალიზაციისადმი წი-
ნაღმდეგობის ახალი ტალღა, უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამავე პე-
რიოდში გაიზარდა უნდობლობის ხარისხი საერთაშორისო ინსტიტუტების, განსაკუ-
თრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო მოსა-
ლოდნელი კრიზისული ვითარების პროგნოზირება და პრევენცია. აქვე აღსანიშნავია
ის გარემოებაც, რომ კრიზისამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ხასიათდე-
ბოდნენ როგორც ნეოლიბერალური გლობალიზაციის შედეგად ეკონომიკური წარმა-
ტების მიღწევის სანიმუშო ქვეყნები. აღნიშნულ პერიოდში გააქტიურდა სავალუტო
ფონდის რეფორმირების თაობაზე დისკუსია, რომელიც არ შეესაბამება ახალ რეალი-
ებს. ძლიერდება გლობალიზაციის მიმართ პროტესტი ახლა უკვე მდიდარ ქვეყნებში.
შესაბამისად ამ მოძრაობამ მიიღო „ანტიგლობალისტური მოძრაობის” სახელი;
3. 2000 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა გლობალიზაცი-
ის რეგულირების აუცილებლობაზე, რაც 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისმა
განაპირობა. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი საჭიროებს გადახედვას და ახალ კონ-
ფიგურაციას. უნდა შეიცვაალოს მსოფლიო ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანაფა-
რდობა, ხელახლა უნდა გადანაწილდეს მათ შორის აქამდე განაწილებული ფუნქცი-
ები, უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს განახლებული როლი და ა. შ. ასევე გააქტი-
ურდა დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირების თაობაზე.
ამავე პერიოდში იწყება მსჯელობა გლობალიზაციის „ადამიანურ სახეზე”, ანუ
წინა პლანზე იწევს მისი სოციალური განზომილება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების არცერთი მკვლევარი არ უარყოფს გლობალი-
ზაციის ობიექტურ ხასიათს. გლობალიზცია ეკონომიკური ფენომენია, მაშინ როცა ან-
ტიგლობალისტური მოძრაობა ხასიათდება, როგორც სოციალური მოვლენა.
17
II. 3. ანტიგლობალისტური მოძრაობის ძირითადი წინააღმდეგობანი

ანტიგლობალისტური მოძრაობა მიმართულია დასავლეთის განვითარებული


ქვეყნებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მხრიდან წარმართუ-
ლი გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის წინააღმდეგ. ანტიგლობალისტუ-
რი მოძრაობის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ გლობალიზაციის ნეო-
ლიბერალური მოდელის შედეგად შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებაზე,
როგორც ცალკეულ ქვეყნებს, ისე სოციალურ ჯგუფებს შორის, საერთაშორისო ეკონო-
მიკური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობის არა-
ეფექტიანობაზე და ზიანზე, რომელიც მოაქვთ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისათვის.
ანტიგლობალისტური მოძრაობა ხაზს უსვამს გლობალიზაციის „ადამიანური
ხასიათის” აუცილებლობაზე, მაშინ როცა მათი აზრით, ნეოლიბერალური გლობალი-
ზაცია უპირატესად კორპორაციების გლობალიზაციაა წარმოებისა და კაპიტალის
გლობალური მასშტაბებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ანტიგ-
ლობალისტური მოძრაობის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც არ
წარმოადგენს მხოლოდ მდიდარი ქვეყნების მიერ გატარებული პოლიტიკისადმი ნაკ-
ლებად განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგობის ამსახველ მოძრაობას, არამედ მა-
სში ასახულია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი მოსახლეობის ნაწილი.
ანტიგლობალისტური მოძრაობის ბირთვი მემარცხენე იდეოლოგიის ადამია-
ნები, მარქსისტები და სოციალურ-დემოკრატიული აზრის მქონე ადამიანები არიან,
რომლებიც გლობალიზაციას აკრიტიკებენ განვითარების კაპიტალისტური გზის მი-
უღებლობის გამო. „ნეომარქსისტების აზრით, მსოფლიო იყოფა ცენტრად, პერიფერი-
ებად და ნახევარპერიფერიებად.“ მსგავსი დაყოფის კრიტერიუმს წარმოადგენს წარმ-
ოების ტიპი. მათი აზრით, „გლობალიზაცია არის ამერიკული იმპერიალიზმისა და
მონოპოლისტური კაპიტალის მიზანმიმართული სტრატეგია, რომლის მიზანია მსო-
ფლიოში ეკონომიკური უთანასწორობის დამყარება, „მსოფლიო ცენტრი-ქვეყნების”
მონოპოლიების მიერ „პერიფერიული ქვეყნებისა და რეგიონების ექსპლოატაცია”.
ნეომარქსიზმის იდეოლოგიის თანახმად, გლობალიზაციის ტერმინმა შეცვალა
იმპერიალიზმის ტერმინი. ანტიგლობალისტური მოძრაობა ღებულობს სხვადასხვა
ფორმას, დაწყებული საპროტესტო გამოსვლებით, დემონსტრაციებით (ვმო-ს, „დიდი
რვიანის”, ეკონომიკური ფორუმების, ვაშონგტონში, პრაღაში, ბრიუსელში, მსოფლიო
18
ბანკისა და სსფ-ს მიერ გამართული შეხვედრებისას), რომელიც მიმართულია ცალკე-
ულ სახელმწიფოებზე, მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებზე გლობალიზაციის მიერ
მოხდენილი უარყოფითი შედეგის შერბილება-განეიტრალებისაკენ, დამთავრებულ
გლობალიზაციის სრული მიუღებლობით, რომელიც ხშირად განიხილება როგორც
ახალი იმპერიალიზმი, დასავლური კულტურის ექსპანსია (თავს მოხვევა) სხვა ქვეყნ-
ებზე, ანუ მსოფლიოს ვესტერნიზაცია, რომელიც აზიანებს ქვეყნების ცივილიზაციას.
ზოგადად, ანტიგლობალისტური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან
გლობალიზაციის პროცესისადმი წინააღმდეგობის ძირითადი მიმართულებებია:
1. ეკონომიკის სფეროში – ქვეყნებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანა-
წილება, შედეგად მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის გაჩენილი უფსკრულის ზრდა,
ვაჭრობის უსამართლო ხასიათი, კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობის დამანგრევე-
ლი ზეგავლენა სუსტი საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებზე, პირდა-
პირი უცხოური ინვესტიციების შემოფარგვლა განვითარებული ქვეყნებით, ტრანსნა-
ციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მი-
ერ გატარებული პოლიტიკის არაეფექტიანობა და სხვა;
2. პოლიტიკურ სფეროში – ეკონომიკის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს
როლის შემცირება, ერთპოლუსიანი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგი,
არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეუსაბამობა თანამედროვე მსოფლიო
განვითარების მოთხოვნებთან და მათი რეფორმის აუცილებლობა;
3. სოციალურ სფეროში – სოციალურ ჯგუფებს შორის შემოსავლების არათანა-
ბარი გადანაწილება, სიღარიბის დონისა და სოციალური დაძაბულობის ზრდა, სახე-
ლმწიფოს როლის შემცირება სოციალურ სფეროში და ა. შ.;
4. კულტურის სფეროში – დასავლური ღირებულებების თავსმოხვევა, ეროვ-
ნული ტრადიციებისა და განვითარების თავისებურებების უგულებელყოფა და ა. შ.
ამრიგად, ანტიგლობალისტური მოძრაობის ძირითადი მიმართულებებია ან-
ტიკაპიტალიზმი ანუ ე.წ. საბაზრო ფუნდამენტალიზმის მიუღებლობა, ანტიამერიკა-
ნიზმი ან ზოგადად ანტივესტერნიზმი. ანტიგლობალისტები ეწინააღმდეგებიან საბა-
ზრო ეკონომიკის უნიკალურობის იდეას და სამართლიანად შეაქვთ ეჭვი მის მიერ
გლობალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის უნარში. ანტიგ-
ლობალისტები აგრეთვე ეწინააღმდეგებიან ვესტერნიზაციას, ტრანსნაციონალური
კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ პოლიტიკას.
19
II. 4. ანტიგლობალისტური მოძრაობის ეკონომიკური ასპექტები

მსოფლიო ეკონომიკა თანამედროვე ეტაპზე დაყოფილია გარკვეულ სეგმენტე-


ბად. შესაბამისად განსხვავებულია მსგავსი დიფერენციაციის განმსაზღვრელი კრი-
ტერიუმები: ცივილიზაციის, ინდუსტრიალიზაციის, განათლებისა და ქვეყნების სო-
ციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით. ანტიგლობალისტური მოძ-
რაობის ეკონომიკური ასპექტები შეიძლება განხილული იქნეს ორი მიმართულებით:
1 წინააღმდეგობა ლიბერალიზმს და პროტექციონიზმს შორის; 2. წინააღმდეგობა ბაზ-
რის თვითრეგულირების უნარსა და სახელმწიფო რეგულირების საჭიროებას შორის.
ანტიგლობალისტები ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკური (განსაკუთრებით საგა-
რეო ეკონომიკური) ურთიერთობების ლიბერალიზაციის ნეგატიურ ასპექტებზე.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ანტიგლობალისტური მოძრაო-
ბის თეორიულ საფუძვლებს წარმოადგენს პროტექციონიზმისა და ნეომერკანტილიზ-
მის ეკონომიკური კონცეფციები. ანტიგლობალისტური მოძრაობის გაძლიერების
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის ეკონომიკის გახსნილობასა და ეკონომიკის პრო-
ტექციონისტულ დაცვას შორის არსებული წინააღმდეგობრივი ურთიერთობანი.
ანტიგლობალისტური მოძრაობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ეკო-
ნომიკის გახსნილობას, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით დროის ხანმოკლე ინტერ-
ვალში ასოცირდება კონკურენციის ზრდის შედეგად სამუშაო ადგილების შემცირე-
ბასთან, ეროვნული ტრადიციებისა და ეროვნული თავისებურებების შესუსტებასთან
და ზოგადად, განიხილება როგორც განვითარებული ქვეყნების მხრიდან შედარებით
ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ექსპლოატაცია. ანტიგლობალისტური მოძრაო-
ბის ბირთვს წარმოადგენს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
ცხადია, რომ მეცნიერებატევად დარგებში დასაქმებული ადამიანები ანუ პოს-
ტინდუსტრიული საზოგადოების წარმომადგენლები გაცილებით უფრო ნაკლებკრი-
ტიკულად იქნებიან განწყობილნი გლობალიზაციის მიმართ. თუმცა ხაზგასმულია ის
გარემოება, რომ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში „მსოფლიო მოსახლეობის”
მხოლოდ 2-3% ცხოვრობს „ცოდნის ეკონომიკის” პირობებში, 15% – პოსტინდუსტრი-
ულ საზოგადოებაში – ინფორმაციული ტიპით, 10% – ინდუსტრიულ ეკონომიკაში,
ხოლო დანარჩენი 70% –ტრადიციულ ეკონომიკაში, რაც ანტიგლობალისტური მოძ-
რაობის საკმაოდ მაღალი პოპულარობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გარემოებაა.
20
ანტიგლობალისტური მოძრაობის წარმომადგენლები მოითხოვენ სპეკულაცი-
ური კაპიტალის მოძრაობაზე ე. წ „ტობინის გადასახადის” შემოღებას. ამდენად, იკვე-
თება ეკონომიკის სფეროში ანტიგლობალისტური მოძრაობის წინააღმდეგობის ორი
ძირითადი მიმართულება: 1. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და; 2. კაპიტალის მოძრაო-
ბის ლიბერალიზაცია. ანტიგლობალისტების ნაწილი მხარს უჭერს „ალტერნატიულ
გლობალიზაციას“ ანუ „გლობალიზაციას ქვემოდან” ნეოლიბერალურ „ზემოდან
გლობალიზაციასთან” შედარებით. ვაჭრობის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით,
ჯაგდიშ ბჰაგვატი აღნიშნავს „ხშირად ავიწყდებათ, რომ განვითარებად სამყაროში
პროტექციონიზმის დონე შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში.
თუმცა სრულიად სამართლიანი და ობიექტურია გლობალიზაციის მოწინააღმ-
დეგეთა მოსაზრებები სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწე-
სების თაობაზე. ანტიგლობალისტური მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუ-
მენტს წარმოადგენს მსოფლიო ინვესტიციების, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინ-
ვესტიციების შემოფარგვლა განვითარებული ქვეყნების ჯგუფით, რაც თავის მხრივ
განაპირობებს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამორ-
ჩენილობის ზრდას. ანტიგლობალისტური მოძრაობის წარმომადგენლები ხაზს უსვა-
მენ აგრეთვე კომპანიების უარყოფით როლს განვითარებად ქვეყნებში, რაც გამოიხა-
ტება მათ მიმღებ სახელმწიფოთა პოლიტიკაზე ზემოქმედების შესაძლებლობაში.
ანტიგლობალისტური მოძრაობის გაძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს
წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობა. აქ განსაკუ-
თრებით გამოსაყოფია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სავა-
ლუტო ფონდის როლი, რომლებიც ხშირად განიხილებიან, როგორც ამერიკის შეერ-
თებული შტატების პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსიის უმთავრესი ინსტრუმენ-
ტი. ეს უკანასკნელი კი წინააღმდეგობას ჰბადებს თვით განვითარებულ ქვეყნებს შო-
რის, მათ შორის თავად ამერიკაშიც კი, რომლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი
ეწინააღმდეგება ამერიკის ჰეგემონურ ძალაუფლებას მსოფლიოში, რომ არაფერი
ვთქვათ განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების მოსახლეობაზე. მათი აზრით
აშშ–მ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შიდაეკონომიკურ პრობლემებს და არა გარეს.

21
II. 5. ანტიგლობალისტური მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები

ანტიგლობალისტთა თვალსაზრისით, აშშ-ს მთავრობამ გაცილებით მეტი ყუ-


რადღება უნდა დაუთმოს შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას
და გაატაროს შედარებით უფრო ნაკლებად ექსპანსიონისტური საგარეო ეკონომიკუ-
რი პოლიტიკა, რაც ხშირად წარმოშობს გამოწვევებს აშშ-ს უსაფრთხოებისათვის. მსო-
ფლიოში მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარების
პროცესი, რომელიც ხასიათდება მაღალგანვითარებულ ქვეყნებსა (რომლებისთვისაც
უმთავრესი საწარმოო რესურსის როლს ასრულებს ცოდნა და ინფორმაცია) და და-
ნარჩენ მსოფლიოს შორის არსებული უფსკრულის გაღრმავებითა და გაფართოებით.
თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური გლობალიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მა-
ხასიათებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს ის, რომ გლობალიზაცია ხელს უწყობს
განვითარებული ქვეყნების სიმდიდრის ზრდას, მაშინ როცა გლობალიზაცია დროის
ხანმოკლე ინტერვალში ვერ უზრუნველყოფს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანათა განვი-
თარების დონის დაჩქარებას. თუმცა როგორც ჯაგდიშ ბჰაგვატი აღნიშნავს „ანტიგ-
ლობალისტური განწყობა ჭარბობს ჩრდილოეთის განვითარებულ ქვეყნებში, მაშინ
როცა სამხრეთის ღარიბი ქვეყნების პოლიტიკოსების და მოსახლეობის დიდი ნაწილი
გლობალიზაციას შედარებით პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს. მდიდარ ქვეყნებში სა-
ზოგადოების დიდი ნაწილის ასეთი განწყობის გამომწვევ ფაქტორებს განეკუთვნება:
1. სამხრეთის ქვეყნების მოსახლეობის მზარდი მიგრაცია განვითარებულ სახე-
ლმწიფოებში, რაც ხშირ შემთხვევაში უმუშევრობის ტემპების ზრდის ერთ-ერთი გან-
მაპირობებელი ფაქტორია. იმიგრანტები, რომლებიც უმეტესწილად დაბალი კვალი-
ფიკაციის მქონე სამუშაო ძალაა მიმღები ქვეყნებისთვის, კონკურენციულ ბრძოლაში
ებმებიან მდიდარი ქვეყნების შრომატევად დარგებში დასაქმებულ სამუშაო ძალას-
თან, რაც ამძაფრებს მიმღები, მაღალგანვითარებული ქვეყნების სოციალურ გარემოს;
2. დაბალგანვითარებული ქვეყნების მხრიდან მრავალწლიანი მრავალმხრივი
მოლაპარაკების შედეგების საფუძველზე განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტის მო-
ცულობის ზრდა, რაც ამ ქვეყნებში განაპირობებს პროტექციონისტული პოლიტიკით
დაცულ შრომატევად დარგებში წარმოების მოცულობის შემცირებას და შესაბამისად
უმუშევრობის ზრდას. მსგავსი ტენდენცია მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სოცია-

22
ლური დანახარჯების ზრდას, რომლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს გადასახა-
დების ზრდა. ეს ზრდის უკმაყოფილების როგორც ღარიბ, ისე მდიდარ ფენებშიც.
გლობალიზაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი
მიზეზი არის ისიც, რომ იდეოლოგიური ზეწოლიდან და ლობიზმიდან გამომდინარე
გლობალიზაციის პროცესთან მრავალი ქვეყნის მიერთება მიმდინარეობს არა ოპტიმა-
ლური, არამედ მაქსიმალური სიჩქარით. ამრიგად, ანტიგლობალისტური მოძრაობის
ძირითადი მოთხოვნები კონცეპტუალურად შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთნაირად:
1. მსოფლიო შემოსავლების შედარებით უფრო თანაბარი გადანაწილება;
2. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მხრიდან განვითარებადი და
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში
ჩარევის შემცირება და ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების თავისებურებათა
გათვალისწინებით მათ მიმართ დიფერენცირებული პოლიტიკის გატარება;
3. სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობის შეზღუდვა;
4. ახალი, სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება.
უდავოა, რომ XXI საუკუნის I ათწლეულში მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე
მწვავედ დადგა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების საკითხი. ეს
კი, თავის მხრივ, აძლიერებს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების, კერძოდ
კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ უნდობლობას და ხაზს უსვამს აღნიშ-
ნული ორგანიზაციის რეფორმირების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვ-
რას. ანტიგლობალისტური მოძრაობა, მიუხედავად მისი წარმომადგენლების მრავა-
ლფეროვნებისა, მთელი სიმწვავით ასახავს და დღის წესრიგში აყენებს გლობალური
ეკონომიკის განვითარების აქტუალურ პრობლემებს, ამ სფეროში მსოფლიო თანამე-
გობრობის (მდიდარი ქვეყნების) მხრიდან ადექვატური რეაგირების აუცილებლობას.
ამრიგად, გლობალიზაციის თანამედროვე კონცეფციების მთავარ მოტივს წარ-
მოადგენს ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, მსოფ-
ლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ეროვნული სახელმწიფოს
როლის შემცირების ფონზე, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორი-
სო ორგანიზაციების გააქტიურება, მსოფლიო განვითარების პროცესში მათი მზარდი
მნიშვნელობა. გლობალიზაციის პროცესი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანა-
მედროვე ეტაპზე პოლიტიკურ–ეკონომიკური პროცესების ურთიერთგადაჯაჭვიდან
გამომდინარე, ხაზს უსვამს გლობალიზაციის პროცესების კვლევის აუცილებლობას.
23
ლექცია 3.
თემა III. გლობალიზაციის არსი და მისი შემსწავლელი თეორიები

III. 1. გლობალიზაციის არსი

ტერმინი გლობალიზაცია ინგლისური (გლობე) სიტყვაა, რაც ნიშნავს დედამი-


წას, გლობუსს, ხოლო გლობალ კი – მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტე-
რმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახე-
ლთან, რომელმაც ის 1983 წლის სტატიაში გამოიყენა. გლობალიზაციის პროცესთან
დაკავშირებით, ზოგადად არსებობს ორი რადიკალურად განსხვავე¬ბული შეხედუ-
ლება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ
პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას,
ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც
ემუქრება არა მარტო სახელმწიფოებს, მათ ეროვნულობას, არამედ იგი განიხილება,
როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია.
სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი ვლინდება არაერთგვაროვანი
დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ – გლობალიზაციის განმარ-
ტებისას. ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია როგორც „მსოფ-
ლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის სა-
ფუძველს წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის გაღრმა-
ვება. გლობალიზაციის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმა-
ნეთს უახლოვდება ფასები, საქონლის, მომსახურების, ფა¬სიანი ქაღალდების რეალი-
ზაციისას, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრების მუშაობაში იხსნება ყოველგვარი ბარიერი”.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი – „გლობალიზაცია” ტექნიკური მეცნიერებიდან
არის „ნასესხები”. ინფორმატიკის ენაზე გლობალიზაცია ნიშნავს ისეთი პროგრამული
ბირთვის შემუშავების პროცესს, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებელი
ქვეყნის ენასა და სტანდარტებზე. ჩვენი აზრით, თანამედროვე მრავალმხრივი აღქმით
გლობალიზაციას შეიძლება ვუწოდოთ საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, თანა-
მედროვე ტექნოლოგიების, ადამიანების, მათი კვალიფიკაციისა და სულიერი ფასეუ-
ლობების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება, ახალ ინტერნაციონალურ, გლობალურ-
რეგიონულ, ტერიტორიულ თუ ვიზუალურ სივრცეებში კოორდინაცია. ეს არის პრო-
24
ცესი, რც საშუალებას აძლევს ფინანსურ და საინვესტიციო ბაზრებს იმოქმედონ საერ-
თაშორისო ასპარეზზე, დერეგულირების და გაუმჯობესებული კავშირების შედეგად.
გლობალიზაცია არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ვიძენთ ყოველდღი-
ური ცხოვრების გამოცდილებას. იგი ხასიათდება საქონლისა და იდეების გავრცელე-
ბით (დიფუზიით). მას შეუძლია გამოიწვიოს კულტურული წარმოსახვის სტანდარ-
ტიზაცია მსოფლიო დონეზე. უხეში სახით გავრცელებული შეხედულებები გლობა-
ლიზაციის შესახებ შესაძლებელია დავიყვანოთ შემდეგ ხუთ თეზისამდე: გლობალი-
ზაცია არის ა) ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა; ბ) გლობალური პრობლემების აღ-
მოცენება; გ) რამდენიმე ქვეყნის მიერ გავლენების ხელში ჩაგდება; დ) პროცესების
გავრცელება მსოფლიოში; ე) ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვა.
გლობალიზაცია არის ურთიერთობათა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მსოფ-
ლოს წამყვან მოთამაშეებს შეუძლიათ ისეთ პროცესთა ინიცირება და მათზე ამათუიმ
სახით გავლენის მოხდენა, რომლებიც საბოლო ჯამში განაპირობებენ საზოგადოებ-
რივი განვითარების ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით. მეოცე საუკუნის ოთხმოცი-
ან წლებამდე ტერმინი `გლობალიზაცია” საერთოდ არ არსებობდა ის ერთ-ერთმა პი-
რველმა გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა ტ. ლევიტმა 1983 წელს. მან ამ ტერმინით
აღნიშნა ცალკეული საქონლის ბაზრების შერწყმა, გლობალიზაცია გულისხმობს მსო-
ფლიო ერის ფორმირებას, ეროვნული საზღვრების და შეზღუდვების გაუქმებას.
გლობალიზაცია მასიურად 1990 წლიდან გამოიყენება, როცა გამოქვეყნდა ჰარ-
ვარდის ბიზნეს-სკოლის იაპონელი კონსულტანტის კ. ომეს წიგნი „მსოფლიო საზღვ-
რებს გარეშე” და მ. ელბროუს კრებული „გლობალიზაცია, შემეცნება და საზოგადო-
ება”. მ. ელბროუმ ამ ტერმინში გააერთიანა ყველა ის პროცესი, რომელთა წყალობით
ცალკეული ქვეყნის ერები ერთვებიან ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში.
ამგვარად, თუ დასაწყისში გლობალიზაცია იყო წმინდა ეკონომიკური შინაარ-
სის ტერმინი ძალიან სწრაფად მან შეიძინა ფართო გლობალური მნიშვნელობა და მო-
იცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო (პოლიტიკა, სოციალური მხარე, კუ-
ლტურა, მენტალიტეტი). იგი იქცა გაერთიანების, შერწყმის სინონიმად. ჯ. ბეილისი
და ს. სმიტი განასხვავებენ გლობალიზაციის სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას.
ჯერ ერთი ეს არის ინტერნაციონალიზაცია, როცა გლობალიზაციაში გულისხმობენ
სახელმწიფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების გაქრობას. მეორეს
მხრივ, ეს პროცესი არის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება შეზღუდვების მოხსნაში.
25
III. 2. გლობალიზაციის განვითარების ისტორიული ასპექტი

თანამედროვე ეტაპზე წმინდა პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური მოვლე-


ნების ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია. გლობალიზაცია პოლიტიკურ ელფ-
ერს სძენს ეკონომიკურ საკითხებს. ხშირ შემთხვევაში წმინდა პოლიტიკურ პროცე-
სებს ერთი შეხედვით გააჩნია ეკონომიკური მიზნები და საფუძვლები. გლობალიზა-
ცია ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გადახლართვის უპრეცედენტო შე-
დეგია. ისტორიული ხასიათიდან გამომდინარე, გლობალიზაციის კვლევის მთავარ
მეთოდად მიჩნეულია ისტორიულისა და ლოგიკურის ერთიანობის მეთოდი. გლობა-
ლიზაციის ევოლუციის ასპექტში განხილვა იძლევა მისი გაცნობიერების საშუალებას.
გლობალიზაცია არ წარმოადგენს ერთი რომელიმე სახელმწიფოს, ინსტიტუტ-
ის, რეგიონული თუ სოციალური ჯგუფის შედევრს, იგი მოიცავს ყველა სახელმწი-
ფოს ინტეგრირების სხვადასხვა ხარისხით. გლობალიზაციის ანალიზის საწყისი წერ-
ტილია მისი როგორც ობიექტური პროცესის გაცნობიერება. გლობალიზაციის ზოგიე-
რთი მკვლევარი მიუთითებს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციის შე-
დარებით დაბალ ხარისხზე. თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკა ბევრად უფრო
ნაკლებად ღია და ინტეგრირებულია, ვიდრე იყო 1870-1914 წლებში, რომელიც მიჩნე-
ული იყო გლობალიზაციის პირველ ერად. ნიშანდობლივია განსხვავება, რომელიც
არსებობდა პირველ მსოფლიო ომამდე არსებულ გლობალიზაციის პერიოდს და თა-
ნამედროვე ეტაპს შორის, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ისე მთლიანი მსოფლიო
ეკონომიკის კუთხით. ამ მხრივ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება:
1. გლობალიზაციის პირველ ეპოქაში (1820-1914 წლებში) მსოფლიო ვაჭრობა
ატარებდა დარგთაშორის ხასიათს, დღეს იგი შიდადარგობრივი ხასიათისაა;
2. პირველ პერიოდში ვაჭრობა ტარდებოდა განვითარებულ და განვითარებად
ქვეყნებს შორის. დღეს კი საქონელგაცვლა ტარდება განვითარებულ ქვეყნებს შორის;
3. თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსურ
გლობალიზაციას, განსაკუთრებით სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობას, რომელიც
არ იყო დამახასიათებელი გლობალიზაციის პირველი ეტაპისათვის. იგი გლობალი-
ზაციის წინააღმდეგობრივი ხასიათის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია;

26
4. თანამედროვე პერიოდის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თავისებურებაა
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორა-
ციების მზარდი როლი გლობალური ეკონომიკის განვითარების პროცესში;
5. გლობალიზაციის პირველ პერიოდში სახელმწიფოს როლი მკვეთრად განსხ-
ვავდებოდა თანამედროვე პერიოდთან შედარებით, როცა სახელმწიფოს როლი ეკო-
ნომიკის რეგულირებაში განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას;
6. ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა აგრეთვე განვითარებად ქვეყნებს შორის;
7. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ტენდენციას წარმო-
ადგენს რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ინტენსიური ხასიათი;
8. მკვეთრი განსხვავება ეკონომიკის სტრუქტურულ შემადგენლებს შორის.
თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე პროცესები კარდინალურად განსხვავდება იმ
ტენდენციისგან, რომელიც არსებობდა პირველ მსოფლიო ომამდე. ამავე დროს თანა-
მედროვე პერიოდისათვის დამახასიათებელია ერთიანი ეკონომიკური სისტემისაკენ
სწრაფვა, სხვადასხვა სახის საქმიანობის უნიფიკაცია, რომელიც არ იყო დამახასიათე-
ბელი მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყნებს შორის ურთიერთობებისათვის. თანამე-
დროვე ეტაპზე მიმდინარე გლობალიზაცის პროცესი მნიშვნელოვანი და გაცილებით
წინააღმდეგობრივი მოვლენაა, ვიდრე ერთი საუკუნის წინ მიმდინარე პროცესები.
ამავე დროს, გლობალიზაციის პროცესების განხილვისას მთავარი აქცენტი კე-
თდება ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდაზე. ცხადია, რომ გლობა-
ლიზაცია ზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას საგარეო ეკონომიკუ-
რი ურთიერთობების ინტენსიფიკაციით და გლობალური პრობლემების წარმოქმნით.
გლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთი მაჩვენებლით, როგორიცა: კომერცია,
პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, შემოსავალი. დღეისათვის უნდა გაითვალისწინონ
პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობა, კულტურა და გარემოს დაცვითი საკითხებიც.
ინდექსი, რრომელიც ზომავს სამ მაჩვენებელს – ეკონომიკას, სოციალურ ვითა-
რებას და პოლიტიკას არის – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი. გლო-
ბალიზაცია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიული ევოლუციის ლოგიკური შედეგი და
ობიექტური ხანგრძლივი ისტორიული პროცესია, რომელიც ვითარდება ქვეყნებს შო-
რის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კვალობაზე. მან 1980-იანი
წლების ბოლოს მიიღო მრავალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ
და ტექნიკურ ფაქტორთა კომბინაციის შედარებით უმტკივნეულო სინთეზის სახე.
27
III. 3. გლობალიზაციის განვითარების კანონზომიერებანი

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და იგი ასახავს ცვლილებებს საზოგა-


დოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრო-
ბისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. გლობალიზაცია ასახავს ვაჭ-
რობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერების რღვევისა და ქვეყნების ურთიერთდა-
მოკიდებულების ზრდის შედეგად. სპეციფიკურად ეკონომიკურ კონტექსტში გლობა-
ლიზაციის არსის ქვეშ იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსა-
კუთრებით სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ თავისუფალი ვაჭრობის შედეგი.
1910-1950-იან წლებს შორის მიმდინარე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კა-
ტაკლიზმებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობა
და მოცულობა. მაგრამ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, გაგრძელებული მე-
ორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ჩამოყალიბდა ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუ-
ტები (სსფ და მსოფლიო ბანკი), რადიკალურად შეიცვალა გლობალიზაციის კურსი.
გლობალიზაცია გამოიხატება მოსახლეობის, ფულის, კაპიტალის, ნეედლეუ-
ლისა და სხვა საწარმო ფაქტორების სახელმწიფოთა შორის თავისუფალ გადაადგი-
ლებაში ანუ ღია და ინტეგრირებული ეკონომიკის ფორმირებასა და რეალიზაციაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზა-
ციების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში
მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი.
1970-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე რო-
გორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით. მიუხედავად იმისა,
რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლო-
ბალიზაციის თითოეული (ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული) ასპექტის
როლის, მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექ-
ნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციის სფერო-
ში, რაც უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში.
მუნდიალიზაცია (მუნდია _ მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც
გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიკური ტერიტო-
რიის (მაგ., ქალაქის, დაბის, ქვეყნის) – დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომ-
ლებისთვისაც დამატებით იქმნება მსოფლიო მასშტაბის, შესაბამისი, ადექვატური
28
უფლება-მოვალეობანიც. ამდენად მუნდიალიზაცია გლობალიზაციის ერთგვარი გა-
მოხატულებაა. გლობალიზაცია ეს არის საყოველთაო ტენდენცია, ობიექტური რეა-
ლური პროცესი, რომელიც იწვევს ახალ პრობლემებს, ახალ შესაძლებლობებს, რომე-
ლიც იწვევს მსოფლიო მასშტაბით შექმნილი სტრუქტურების იდენტურობის მოშ-
ლას, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის უარყოფითი ეფექტის მომტანი, რადგანაც გლო-
ბალიზაცია ხშირად იწვევს დაპირისპირებულთა გაერთიანებასაც.
გლობალიზაცია არის ობიექტურ და სუბიექტურ პროცესთა განვითარების შე-
დეგი, რომელიც ხორციელდება გარეგანი ექსპანსიით, მოცემული სისტემის შიგნით
მიმდინარე ლოკალიზაციის პროცესით. ამიტომ გლობალიზაციის სამომავლო ეფექ-
ტის დახასიათებისას იგი უნდა შეფასდეს მისგან მიღებული დადებითი და უარყო-
ფითი შედეგების ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავროულად გლობალიზაცია
ისტორიული პროცესია, მისთვის დამახასიათებელი ეტაპებით, თავისებურებებით,
ტენდენციებითა და კანონზომიერებით. ამ კანონზომიერებამ ზუსტად უნდა ასახოს
შრომის საერთაშორისო დანაწილების მრავალმხრივი პროცესი. ეს პროცესი სცილდე-
ბა ეკონომიკურ ჩარჩოს და მოიცავს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ყველა მხარეს.
გლობალიზაცია ერთმანეთთან აკავშირებს ინტეგრაციისა და ავტონომიზაციის
პროცესებს, ერთის მხრივ, ქვეყნების დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ, ალ-
იანსების შექმნისაკენ მათ მისწრაფებას. გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი პროცე-
სია. ქვეყნების კულტურას, რელიგიებს ისტორიულ ტრადიციებსა და ეკონომიკური
განვითარების დონეთა შორის განსხვავების მიუხედავად ქვეყნების მზარდმა ურთი-
ერთდამოკიდებულებამ მიაღწია უმაღლეს სტადიას. გლობალიზაცის შედეგად ცალ-
კეულ ქვეყანაში თანაბრდება ცხოვრების პირობები, ერთმანეთს უახლოვდება ფასები.
სხვადასხვა ქვეყნის სასაქონლო, სავალუტო, საფინანსო ბაზრებზე იხსნება ბარიერები
გლობალიზაციის პოლიტიკური ასპექტებიდან აღსანიშნავია ეროვნული სახე-
ლმწიფოს როლის ტრანსფორმაციისა და სახელმწიფო საზღვრების ტრანსფარენტუ-
ლობის ზრდის ხაზგასმა. დიდ სახელმწიფოებში გამოყოფენ გლობალიზებულ რაიო-
ნებსაც, რომლებიც განიხილებიან „გლობალური მსოფლიოსაკენ გამავალ ჭიშკარს”.
თანამედროვე მეცნიერ-ეკონომისტები გლობალიზაციის როლის გაძლიერებაში მთა-
ვარ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კორპორაციებს.
სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს გლობალიზაციის განვითარებაში რეგიონული
ინტეგრაციების, საერთაშორისო ბანკების და ინფორმაციული ტექნოლოგიის როლიც.
29
III. 4. ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდის მიზეზები

ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდას განაპი-


რობებს მთელი რიგი ფაქტორები: 1. უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გან-
ვითარება და ზოგადად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სწრაფი ტემპი; 2. გადამ-
მუშავებელი მრეწველობის, განსაკუთრებით მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმ-
ოების სწრაფი ზრდა, რომელიც იძლევა პროდუქციის ფართო დივერსიფიკაციის შე-
საძლებლობას; 3. საგარეო ვაჭრობის სიმძიმის ცენტრის დარგთაშორისი ვაჭრობიდან
შიდადარგობრივზე გადასვლა; 4. საწარმო პროცესის ცალკეულ ელემენტად დაშლა.
ზოგიერთი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ჩაერ-
თო კაპიტალის ექსპორტის პროცესში, რამაც თავის მხრივ, გააღრმავა შრომის საერთა-
შორისო დანაწილების პროცესი, გააფართოვა საქონელგაცვლის პროცესი, მომსახუ-
რებისა და ფინანსური რესურსების მოძრაობის ხარისხი, რამაც გამოიწვია ეროვნულ
ეკონომიკათა ურთიერთდამოკიდებულების ზრდა. გლობალიზაციას თუ მარტო ურ-
თიერთდამოკიდებულების ზრდამდე დავიყვანთ, ამ პროცესის გაძლიერებაზე კარლ
მარქსი მიუთითებდა: „ეროვნული კარჩაკეტილობის ადგილას მოდის ერებს შორის
ყოველმხრივი ურთიერთდამოკიდებულების ზრდა.“
გლობალიზაციისა და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდის
ურთიერთშედარებითი ანალიზისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების
ხაზგასმა, რომ გლობალიზაცია ამცირებს ორმხრივ ურთიერთდამოკიდებულებას და
ზრდის ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთდამოკიდებულებას, რაც ასევე არ
იყო დამახასიათებელი პირველ მსოფლიო ომამდე არსებული მსოფლიო ეკონომიკი-
სათვის. გლობალიზაცია როგორც პროცესი ზრდის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი,
რთული და კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს.
ზოგადად ურთიერთდამოკიდებულება, და მათ შორის ე. წ. „რთული ურთი-
ერთდამოკიდებულება” სხვა არაფერია თუ არა გლობალიზაციის ყოვლისმომცველი
პროცესის განვითარების შედეგად საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა
სფეროებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება, რომელიც
უფრო ინტენსიურს ხდის გლობალიზაციის პროცესს და აძლევს მკაფიო გამოხატულ
კომპლექსურ ხასიათს. ურთიერთდამოკიდებულების ზრდა ვლინდება შემდეგში:

30
1. ცალკეული ქვეყნის ინტერნაციონალიზებული კომპანიების ურთიერთდა-
მოკიდებულება და კომპანიების გადასვლა საქმის გლობალურ სტრატეგიაზე;
2. მაკრო-დონე – ეროვნულ ეკონომიკებს შორის რთული ურთიერთკავშირი;
3. მეგა-დონე – ცალკეული ეროვნული ეკონომიკის განვითარების პროცესში
საგარეო ფაქტორის მზარდი როლი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების როლის
ზრდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მიმართულებათა განსაზღვრის კუთხით.
ამდენად, ორმხრივი მარტივი ურთიერთდამოკიდებულება დამახასიათებე-
ლია ინტერნაციონალიზაციის პროცესისათვის, მაშინ როცა რთული, მრავალმხრივი
ურთიერთდამოკიდებულება გლობალიზაციის ძირითადი მახასიათებელია. ამავე
დროს გლობალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე ურთიერთდამოკიდებულება და მნიშვ-
ნელოვნად აღემატება გლობალიზაციის მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას. გლო-
ბალიზაციის განსაზღვრის საწყისი წერტილია მისი გამიჯვნა ინტერნაციონალიზაცი-
ის პროცესისაგან და გლობალიზაციის ეკონომიკური კომპონენტის პირველადობის
ხაზგასმა. ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს გლობალიზაციის განვითარების სა-
ფუძველს. იგი არის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების წინამორბედი ეტაპი.
გლობალიზაციაზე საუბრისას ადგილი აქვს ორი განსხვავებული პროცესის
ერთ კონტექსტში განხილვას. ერთის მხრივ, არსებობს პოპულარული პოლიტიკური
იდეოლოგია, რომლის ფარგლებშიც გლობალიზაციის ქვეშ მოიაზრება დასავლეთ ევ-
როპის ქვეყნებისა და აშშ-ს მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკურ-ეკონომიკური და კუ-
ლტურული ექსპანსია, ასევე ზეეროვნული მარეგულირებელი სტრუქტურების ფორ-
მირება, მეორეს მხრივ, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომი-
კური პროცესები გარკვეულწილად ამყარებენ ზემოთთქ¬მულ იდეოლოგიას.
თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაცია უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ევ-
როპა-ამერიკის ანუ დასავლეთის მსოფლიო მასშტაბით ექსპანსიასთან. თუმცა ხაზგა-
სმულია ის გარემოება, რომ გლობალიზაცია გარკვეულწილად წარმოადგენს ეკონო-
მიკურ ურთიერთობათა განვითარების ლოგიკურ შედეგს. გლობალიზაციის პროცესი
ვითარდებოდა ადამიანის განვითარების, მისი ცოდნის ამაღლების პარალელურად,
რაც თავის მხრივ, მიუთითებს გლობალიზაციის ობიექტურ, გარდუვალ ხასიათზე.
თუმცა არც ობიექტურობა და არც გარდუვალობა არ ნიშნავს პროგრესულობას. გლო-
ბალიზაცია პროგრესულია იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს ევოლუციის შედეგს.

31
III. 5. გლობალიზაციისა და ლიბერალიზაციის ურთიერთშედარებითი ანალიზი

ამდენად, გლობალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობათა ისტო-


რიული განვითარების შედეგს. შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების
პოსტინდუსტრიული ეტაპი წარმოადგენს გლობალიზაციის მკაფიო გამოვლინების
სტადიას. გლობალიზაცია უპირატესად დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს განვითარების
შედეგია, რაც ამ პროცესში სწორედ ევროპა-ამერიკის ექსპანიის მოაზრებას განაპირო-
ბებს. თუმცა გლობალიზაცია წარმოადგენს არა მარტო ამ ქვეყნებისა და რეგიონების,
არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის და რეგიონის განვითარების მამოძრავებელ ძალას.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა ქვეყანა ან რეგიონი მიაღწევდა განვითარ-
ების პოსტინდუსტრიულ ეტაპს გლობალიზაციაში ნაგულისხმევი იქნებოდა სწორედ
ამ ქვეყნისა თუ რეგიონის ექსპანსია, რომელიც გარდუვალია განვითარების პოსტინ-
დუსტრიულ სტადიაზე. გლობალიზაცია ობიექტური მოვლენაა და მისი შემდგომი
განვითარება ნაკლებადაა დამოკიდებული ცალკეული ქვეყნის ინტერესებზე. გლობა-
ლიზაცია განვითარების შინაგანად მახასიათებელი თავისებურებაა. ეკონომიკის გა-
ნვითარების პოსტინდუსტრიული ეტაპი, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების
ევოლუციის ლოგიკური შედეგია, განაპირობებს თავად ამ ეკონომიკურ ურთიერთო-
ბათა ექსპანსიას. იმავდროულად 1990-იან წლებ¬ში დასავლეთის პოსტინდუსტრიუ-
ლი ქვეყნების თაოსნობით გლობალიზაციას ხელს უწყობდა სოციალისტური სისტე-
მის დაშლა, ანუ გლობალიზაციის მიღწევის კვაზიალტერნატიული მიმართულების
მოსპობა, რამაც კაპიტალისტური სისტემის ფარგლებში მიმდინარე ინტერნაციონა-
ლიზაციის პროცესებს მისცა უშუალოდ მსოფლიო დონეზე გადასვლის საშუალება.
გლობალიზაცია ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციის შედეგია,
რომელიც სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების
ცალკეულ ეტაპზე. შესაბამისად, გლობალიზაცია ვერ განვითარდებოდა ეროვნული
ეკონომიკების მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში.
გლობალიზაციის პროცესის ანალიზისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს გლო-
ბალიზაცია და ლიბერალიზაცია ერთიდაიგივე პროცესია ან გლობალიზაცია სხვა
არაფერია თუ არა ლიბერალიზაციის გაგრძელება. მსგავსი შეხედულება მცდარია.
რადგან ეკონომიკური ლიბერალიზაცია წარმოადგენს გლობალიზაციის საფუძველს.
იგი ხაზს უსვამს გლობალიზაციის ეკონომიკური კომპონენტის პირველადობას.
32
გლობალიზაციის განვითარება, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ეკონო-
მიკის სფეროს მოიცავდა, ახლა უკვე სცდება ეკონომიკის ფარგლებს და მოიცავს სო-
ციალურ ურთიერთობათა ყველა სფეროს. იგი გავლენას ახდენს თვით ლიბერალიზა-
ციის მიმართულებებსა და დინამიკაზე. გლობალიზაციის ანალიზის უმთავრესი მი-
ზანია გაარკვიოს თუ რა ფაქტორებმა აქცია გლობალიზაცია 1990-იან წლებში მსოფ-
ლიო მეურნეობის განმსაზღვრელ პროცესად, რატომ მიიღო მან გამოკვეთილი სახე
დროის სწორედ მოცემულ პერიოდში. ცხადია, რომ არა სოციალიზმის დაშლა, გლო-
ბალიზაცია ვერ განვითარდებოდა მთელ მსოფლოში და ის მხოლოდ კაპიტალიმით
შემოფარგლებოდა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა გლობალიზაციის გლობალურ ხასიათს.
მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში საქმე გვექნებოდა
ინტერნაციონალიზაციის პროცესთან, რომელიც ცალკეული სისტემის შიგნით ვითა-
რდებოდა ინტენსიურობის სხვადასხვა ხარისხით. მისი სისტემათაშორისი ხასიათი
საკმაოდ შეზღუდული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ-იდეოლოგიური თუ ეკონომი-
კურ-დოგმატური ხასიათის ასპექტებით. გლობალიზაციის პროცესის განვითარება
შეფერხებული იყო ორი ანტაგონისტური ბლოკის არსებობის პირობებში. იმავდროუ-
ლად გლობალიზმი ცვლის ახალი დროის სცენიდან გასულ ან მნიშვნელოვნად შევიწ-
როებულ იდეოლოგიებს–ლიბერალიზმს და კომუნიზმს. გლობალიზაცის საფუძველს
განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, წარმოადგენს ლიბერალიზმის პრინციპები.
სოციალიზმის დაშლის გარეშე გლობალიზაცის შესახებ მსჯელობა ყოველგვარ
აზრს იყო მოკლებული, რადგანაც მასში ვერ ვიგულისხმებით მსოფლიო მასშტაბით
მიმდინარე მოვლენებს, რაც უადგილოს გახდიდა ტერმინის „გლობალურის” გამოყე-
ნებას. გლობალიზაცია შეიძლება ეწოდოს ლიბერალიზაციის იდეების ექსპანსიურ გა-
ვრცელებას, რადგანაც ლიბერალიზმის იდეები გახდა როგორც საერთაშორისო ორგა-
ნიზაციების, ისე წამყვანი ქვეყნების მიერ განხორციელებული პოლიტიკის განმსაზღ-
ვრელი დეტერმინანტი. ცალკეული ქვეყნის მიმართ გარედან თავს მოხვეული ლიბე-
რალიზმის პოლიტიკა უფრო გლობალიზმია, რადგანაც ხშირად განვითარებული (და
არამარტო განვითარებული) ქვეყნები ლიბერალური პოლიტიკის გატარებით ცდი-
ლობენ მათი ეროვნული ინტერესების დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების მიზნე-
ბის მიღწევას. იძულებითი ლიბერალიზმი გლობალიზმით ცნობილი იდეოლოგიაა.

33
ლექცია 4.
თემა IV. გლობალიზაციის ეკონომიკური განზომილება

IV. 1. ეკონომიკური ნაციონალიზმის პოლიტიკა

გლობალიზმი იდეოლოგიაა და არა პროცესი. იგი გლობალიზაციის პროცესის


განვითარების ინტელექტუალური ხელშეწყობისა და გლობალიზაციის პროცესში ჩა-
რთულ ცალკეულ ჯგუფთა ინტერესების შესაბამისად წარმართვის თეორიული კონ-
ცეფციაა. სოციალიზმის დაშლის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ძირითა-
დი ვექტორი გადის ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციაზე, რამაც ხელი
შეუწყო გლობალიზაციის შეუფერხებლად განვითარებას. გლობალიზაცია არ წარმო-
ადგენს ერთი მიმართულებით განვითარების პროცესს. დროის გარკვეულ მომენტში
ადგილი აქვს პროცესების ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით განვითარებას.
გლობალიზაციის ისტორიულმა პროცესმა კაცობრიობის განვითარების თანა-
მედროვე ეტაპზე მიიღო გამოკვეთილი სახე, რაც ნათლად ადასტურებს იმ თეზისს,
რომ გლობალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა განვითარების ის ეტაპი, როცა კაცობრი-
ობამ გააცნობიერა პლანეტის ბუნებრივად განუყოფელი მთლიანობა. ეკონომიკის
გლობალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ღია ეკონომიკის პრინციპების მსოფლიო მასშ-
ტაბით დამვიდრების საფუძველზე, ერთიანი, გლობალური ეკონომიკური სისტემის
ფორმირების პროგრესულ ისტორიულ-ლოგიკური პროცესია. გლობალიზაცია მსოფ-
ლო ისტორიაში სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების ზრდით, ხაზს უსვამს
პლანეტარული ცივილიზაციის გარდუვალ ერთიანობას. გლობალიზაციის მრავალ
სახეობათა განვითარების საფუძველი ეკონომიკური გლობალიზაციაა, რომლის საფ-
უძველს წარმოადგენს ვაჭრობის, წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია.
ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი განსაზღვრავს ეროვნული ეკონომი-
კების სტრუქტურული შემადგენლების პროპორციებს, მათი ურთიერთქმედების მე-
ქანიზმსა და განვითარების ძირითად მიმართულებებს, აგრეთვე ცალკეულ ეკონომი-
კურ აგენტთა ფუნქციონირების ნორმებსა და სტანდარტებს. გლობალიზაცია მოიცავს
სოციალურ ურთიერთობათა ყველა სფეროს პოლიტიკურს, სამართლებრივს, სოცია-
ლურს, კულტურულს და ა. შ. იგი განაპირობებს აღნიშნულ სფეროებს შორის ურთი-

34
ერთდამოკიდებულების ზრდას, თუმცა ცალკეულ ქვეყნებს შორის დამოკიდებულე-
ბის ზრდა არ ნიშნავს ადამიანთა საქმიანობის ყველა მიმართულებით უნიფიკაციას.
ცალკეულ სახელმწიფოთა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების აღიარებისა და
დამკვიდრების საფუძველზე, გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამი-
სად განვითარების შესაძლებლობა ანუ გლობალიზაციის პირობებში ადგილი აქვს გა-
ნვითარების საფუძვლების უნიფიკაციას, რომელიც ობიექტური აუცილებლობით არ
განაპირობებს მათი შემდგომი განვითარების ერთგვაროვნებას. გლობალიზაციის გან-
ვითარების ტემპები შესაძლებელია შენელდეს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა,
მაგრამ ეს არ ნიშნავს გლობალიზაციის პროცესის გაქრობას. ეს პროცესი ვერ გაქრება,
რადგანაც იგი აერთიანებს მთელ პლანეტას, მის მოსახლეობას, სახელმწიფოებს, სა-
მოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს და ა.შ. გლობალიზაცის დამუხრუჭება პრო-
ტექციონისტული განწყობის ფონზე, მხოლოდ პროცესის შემნელებელი პროცესია.
ზოგადად, ეკონომიკური ნაციონალიზმის პოლიტიკა საკმაოდ მოკლევადიანია
იმისათვის, რომ შეაჩეროს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განვითარების ისეთი ყო-
ვლისმომცველი პროცესი, როგორიც გლობალიზაციაა. ანტიგლობალისტური მოძრა-
ობის ერთ-ერთი დევიზი „შეაჩერეთ გლობალიზცია” ჰბადებს შეკითხვას: ვინ, რამ ან
როგორ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი? რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ გლო-
ბალიზაცია არავის ემორჩილება. ზემოთაღნიშნული დევიზი ეხმიანება მოსაზრება
იმის თაობაზე, რომ გლობალიზაცია დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს მიერ წარმართუ-
ლი პროცესია, თუმცა საეჭვოა, რომ ამ ქვეყნებმა რომ მოისურვოს გლობალიზაციის
აღმოფხვრა, ისინი ვერ მიაღწევენ ამ შედეგს. ეს იმით არის განპირობებული, რომ
გლობალიზაციამ მილიონობით ადამიანს მოუტანა დამატებითი შესაძლებლობები,
ახალი პერსპექტივები, და ზოგადად კაცობრიობის განვითარების ახალი რეალობები.
იმავდროულად, განვითარებულ ქვეყნებს შორის არსებული მძლავრი პოლი-
ტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, განვითარებადი ქვეყნების, მათ
შორის აზიის უდიდესი სახელმწიფოების (ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის) ჩართ-
ვა რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრი-
ანება ევროკავშირში გლობალიზაციის პროცესის შეჩერებას აქცევს ამ ქვეყნების პო-
ლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგო მოვლენად. ჩნდება ასეთი
კითხვა: თუ გლობალიზაცია შეჩერებადია, რა ინსტრუმენტებით იქნება შესაძლებე-
ლი მისი შეჩერება? ერთადერთი ასეთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იზოლაცია.
35
IV. 2. პროტექციონისტული პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები

პროტექციონისტული პოლიტიკა ზიანს აყენებს არამარტო იმ ქვეყნებს, რომე-


ლთა მიმართაც ტარდება ეს პოლიტიკა, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მიმართა-
ვენ აღნიშნულ პოლიტიკას. სახელმწიფოთა შორის დამყარებული ეკონომიკური ურ-
თიერთობანი ნათლად ავლენს, რომ ამ ურთიერთობათა მაგისტრალურ მიმართულე-
ბას წარმოადგენს ლიბერალიზმი. უდავოა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიულ
განვითარებაში იყო გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ ეს არცვლიდა მაგისტრალურ
ვექტორს, არამედ ამ კრიზისებს გლობალიზაციის პროცესში შეჰქონდა კორექტივები
ურთიერთობათა თვისებრივად ახალი მიმართულების წარმოშობა–განვითარებით.
ამდენად, გლობალიზაციის შეჩერება ქვეყნებს შორის ყოველგვარ ურთიერთო-
ბათა გაწყვეტის ტოლფასია, რაც ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრესულ
მოვლენად. გლობალიზაციის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია უბრალოდ შემ-
ჩერებლის არარსებობის, შეჩერების შესაძლო ინსტრუმენტების არაპროგრესულობისა
და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისათვის მისი უკიდურესად უარყოფითი შედეგე-
ბის მოტანის გამო. გლობალიზაცია, თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუ-
ტურ ბოროტებასა და არც აბსოლუტურ სიკეთეს. მისი დადებითი შედეგებით სარგე-
ბლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონეზეა და-
მოკიდებული. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის თავისებურებიდან მთავარია
მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის ინტელექტუალურ
ადამიანთა თანამშრომლობით შემოიფარგლება, რაც არა მარტო ცალკეული ქვეყნის,
არამედ მთლიანი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი არის.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ადამიანთა განვითარება წარმოადგენს უპ-
ირველეს მიზანს, რადგან მხოლოდ მაღალგანვითარებულ მსოფლიო საზოგადოებას
შეუძლია რელიგიურ-ეროვნული დოგმების გადალახვა, მსოფლიოს, როგორც ყველა-
სათვის ერთიანი სისტემის გაცნობიერება-გათავისება და ზრუნვა მის შემდგომ განვი-
თარებაზე. შესაბამისად, გლობალიზაციის პროცესის პოზიტიურობა გამოხატლებას
ჰპოულობს, უპირველეს ყოვლისა, პლანეტარული ცივილიზაციის ერთიანობის დაფ-
იქსირებაში, რომელიც ცივილიზაციათა შეჯახების მოსაზრების მიუხედავად, ისტო-
რიულად კაცობრიობის განვითარების ერთი (მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელი-
გიური, ევოლუციური თუ დარვინისტული) სა¬წყისიდან გამოდინარეობს.
36
გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარების შედეგს. შესაბამისად, მას არ ძა-
ლუძს მაღალგანვითარებული კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნების ეროვ-
ნულ თავისებურებათა იგნორირება. გლობალიზაცია შესაძლებელს ხდის სხვა ქვეყნე-
ბის პოზიციური გამოცდილების გაზიარებას. ამდენად, ზოგიერთი მეცნიერის შეხე-
დულება„გლობალიზაციის მსოფლიო კატასტროფასთან ასოცირების” თაობაზე დრო-
მოჭმული ეკონომიკური აზროვნების „მარქსისტული ეკონომიკური იდეოლოგიის”
გამოძახილია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე მსოფლიოში მიმდინა-
რე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან. მსოფლიოში მიმდინარე ყოველმხრივი
გლობალიზაციის პირობებში კაცობრიობის წინაშე წარმოიქმნება გლობალური (ეკო-
ლოგიური, ენერგეტიკული, სასურსათო, სოციალური და სხვა) პრობლემები, რომელ-
თა გადაწყვეტაც მოითხოვს მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავებას.
ყველასათვის ცნობილია, რომ გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია, მაგრამ
აუცილებლობას წარმოადგენს მისი განვითარების ფორმებზე, მეთოდებსა და ტემპებ-
ზე ზემოქმედება. მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ გლობალიზაციის პოზიტიური შე-
დეგებით სარგებლობა მოითხოვს კაცობრიობის ისტორიაში მიღწეული განვითარე-
ბის ყველაზე პროგრესული საფუძვლების მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დამკვიდრებას
და მათ შემდგომ ევოლუციას ცალკეული ქვეყნის ეროვნულ ინტერესთა შესაბამისად.
ამრიგად, XXI საუკუნის I ათწლეულში მსოფლიო საფინანსო ბაზარმა, ტრანს-
ნაციონალურმა კორპორაციებმა და ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, საინვესტი-
ციო და საპენსიო ფონდებმა ქვეყნები კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირეს ერთმა-
ნეთს. ისინი განაპირობებენ რადიკალურ ცვლილებას, ვიდრე მსოფლიო ისტორის ნე-
ბისმერი იმპერია, იდეოლოგია, რელიგია, პოლიტიკური მოძრაობა თუ ორგანიზცია.
ამრიგად, XX საუკუნის I ნახევარში ორი მსოფლიო ომის შედეგად შეფერხდა
გლობალიზაციის ისტორიული განვითარება. გლობალიზაციის სხვა სახეებთან შედა-
რებით ობიექტური, პროგრესული და ამავე დროს გარდუვალი ვარიანტის – ეკონო-
მიკური გლობალიზაციის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი წერტილია 1948 წე-
ლი, როცა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების თაოსნობით დაარსდა გენერალუ-
რი შეთანხმება ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ, 1995 წლიდან მის ბაზაზე დაარსდა
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამავე პერიოდში აშშ-მ დაიწყო „მარშალის გეგმის”
ამოქმედება, რომლის მიხედვით მან მოკავშირედ აქცია დასავლეთ ევროპა.

37
IV. 3. გლობალიზაციის ეკონომიკური ეფექტიანობა

გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესი, როგორც ეროვნულ ეკონომი-


კათა რთული, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება, XX საუკუნის 50-იანი
წლებიდან, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციით იწყება, რომე-
ლიც ამ პერიოდში უმთავრესად აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა.
ამას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობდა არსებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც
ზღუდავდა განვითარებული ქვეყნების კაპიტალის მსოფლიო მასშტაბით მოძრაობას.
ამრიგად, გლობალური ეკონომიკის ფორმირების დასაწყისი დაკავშირებულია
როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ფაქტორებთან. ეკონომიკური გლობალიზა-
ციის პროცესი, XX საუკუნის 80-იან წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გატარებუ-
ლი ნეოკონსერვატიული რეფორმების შედეგად გადავიდა განვითარების ახალ საფე-
ხურზე. ამ რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს როლი
ეკონომიკაში. მართალია გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების პროცესს, მაგრამ
პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგად.
1990-იანი წლებში გლობალიზაცია ჩამოყალიბდა მსოფლიო ეკონომიკის შემდ-
გომი განვითარების განმსაზღვრელ მოვლენად. ეკონომიკური ფაქტორი პოლიტიკუ-
რი გლობალიზაციის პროცესთა ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარება პოლიტიკური ურთიერთდამოკი-
დებულების ზრდის საფუძველია. პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ცალკეული
ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული, გავლენას ახ-
დენს ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებათა ზრდაზე. გლობალიზაციის უმთა-
ვრესი მახასიათებელია პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებათა
ზრდა. გლობალიზაციის განვითარება და ინტენსიფიკაცია წარმოადგენს პო¬ლიტი-
კურ-ეკონომიკური პლურალიზმის გაღრმავების წინაპირობას. ამ დროს მნიშვნელო-
ვანია სწორედ ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის შეფასება, რომელიც თავის
მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე ასიმეტრიულია. ურთიერთ-
დამოკიდებულების ხარისხი მაღალია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს
შორის და საკმაოდ დაბალია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის.

38
უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობათა განვითარების გზაზე ბარიერების მოხ-
სნით გაიზრდება ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი. ამდენად, ერთმნიშვნელო-
ვანესია ის, რომ განვითარების დონის ზრდის შემდეგ განვითარებულ და განვითარე-
ბად ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი გაიზრდება, რაც გლობა-
ლიზაციის დადებითი ეფექტის განვითარებად ქვეყნებზე გავრცელების წინაპირობაა.
განვითარების დონის ამაღლების კვალობაზე ურთიერთდამოკიდებულების
ზრდა ატარებს იმპერატიულ ხასიათს. გლობალიზაციის განვითარება ხელს უწყობს
ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულების ზრდას და პირიქით, რაც თავის მხრივ
იწვევს გლობალიზაციის სოციალურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილების აუცილ-
ებლობას. თანამედროვე გლობალიზებული ეკონომიკა, რომელიც ფორმირების პრო-
ცესშია, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკების ერთობლიობაა.
კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ცვლის მსოფლიო ეკონომიკის ფუ-
ნქციონირების ხასიათს. ის თანდათანობით გვევლინება ერთიან გლობალურ ეკონო-
მიკურ სისტემად. იგი, თავის მხრივ, ნიშნავს არა ეროვნული ეკონომიკების განვითა-
რების სტრატეგიათა ერთგავროვნებას, არამედ განვითარების საფუძვლების უნიფი-
კაციას და ცალკეულ ეროვნულ ეკონომიკათა ფუნქციონირების პროცესში მსგავსი ნი-
შნების ზრდას. მსოფლიო ეკონომიკის მკვლევარებს შორის არსებობს აზრთა სხვადა-
სხვაობა გლობალურ ეკონომიკაში გაწევრიანებულ ქვეყნებთან დაკავშირებით.
ზოგიერთი მათგანი გლობალურ ეკონომიკაში გაწევრიანებულად მიიჩნევენ
აშშ–ს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და 10 არადასავლურ ქვეყანას – ჩინეთს, იაპონი-
ას, ინდოეთს, ბრაზილიას, თურქეთს, პოლონეთს და ა. შ. ზოგიერთი მკვლევარი
იაპონიას გლობალური ეკონომიკის მიღმა ტოვებს და ე. წ. „პოსტინდუსტრიული ეკო-
ნომიკის” თანამეგობრობას განსაზღვრავს აშშ-თი და დასავლეთ ევროპის ქვეყნებით.
ისინი მთავარ აქცენტს აკეთებენ ეროვნული ეკონომიკის ტექნოლოგიური განვითა-
რების დონეზე. გლობალური ეკონომიკის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს კა-
პიტალის ინტენსიური მოძრაობის შედეგად საერთაშორისო წარმოების გაფართოება.
ეს უკანასკნელი იწვევს ეროვნულ ეკონომიკათა ურთიერთგადაჯაჭვას. იგი
მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მსოფლიო მასშტაბის პრობლემების გადასაწყვე-
ტად სახელმწიფოთა მზარდ ურთიერთქმედებას. XXI საუკუნის I ათწლეულში მნიშ-
ვნელოვნად გაფართოვდა კაპიტალის მოძრაობის არეალი, რომელმაც მოიცვა ყოფილ
სოციალისტური ქვეყნები. ამდენად, ქვეყნები მონაწილეობენ კაპიტალის ექსპორტში.
39
IV. 4. გლობალური ეკონომიკის ფორმირების თავისებურებანი

გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობა განისაზღვრება არა მარტო კაპიტალის


მოძრაობის პროცესში მონაწილეობით და ტექნოლოგიური განვითარების დონით,
არამედ ამ სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არსებული ტექნოლოგიების გა-
მოყენების უნარი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია სამუშაო ძალის კვალიფიკაცი-
ის ხარისხზე. აღნიშნული ორი კრიტერიუმი (კაპიტალის ექს¬პორტში მონაწილეობა
და არსებული ტექნოლოგიების გამოყენება–განვითარების, ახალი ტექნოლოგიების
შექმნის უნარი) შეიძლება მიჩნეული იქნეს გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობის
განმსაზღვრელად, ხოლო კაპიტალის მოძრაობის პროცესში და ახალი ტექნოლოგი-
ების შექმნაში ლიდერობა განსაზღვრავს ქვეყნის წონას გლობალურ ეკონომიკაში.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გლობალური ეკონომიკის
მიღმა დარჩენილია ეროვნული ეკონომიკის განვითარების პირველ ეტაპზე მყოფი
ქვეყნები ანუ ტრადიციული საზოგადოება. ქვეყნების აღნიშნულ კატეგორიას განე-
კუთვნებიან ტროპიკული აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის უღარიბესი ქვე-
ყნები. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესი მოითხოვს მასში შემავალი
ქვეყნების კლასიფიკაციას გარკვეული ნიშნის მიხედვით. ცნობილია, რომ ურთიერთ-
დამოკიდებულებისა და ურთიერთზეგავლენის მაღალი დონით ხასიათდებიან გან-
ვითარებული ქვეყნები. სწორედ ისინი წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკის აქ-
ტიურ მონაწილეებს, ხოლო დანარჩენი ქვეყნები მათზე არიან დამოკიდებული მაღა-
ლი ხარისხით, ანუ წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკის პასიურ მონაწილეებს..
ამერიკა ქმნის მსოფლიო მშპ-ს 30%-ს და წარმოადგენს მსოფლიო საფინანსო
სისტემის მთავარ ღერძს. მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის ანალოგიური წონით ხა-
სიათდება ევროკავშირი. თანამედროვე ეტაპზე თუ მხედველობაში მივიღებთ მხო-
ლოდ აქტიურ, სრულყოფილად მონაწილე ქვეყნებს, გლობალური ეკონომიკა შემოფა-
რგლულია აშშ-ით, ევროკავშირითა და იაპონიით. ისინი განვითარების ახალ ეტაპზე
გადავიდნენ XX საუკუნის 70-იან წლებში, რამაც გაზარდა აღნიშნულ ქვეყნებს შორის
ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის მასშტაბი. მათ უმთავრეს მახასიათებელ თვისე-
ბას წარმოადგენს მეცნიერებაზე დაფუძნებული წარმოების სფეროს განვითარება.
გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობა დამოკიდებულია ტექ-
ნოლოგიური განვითარების დონეზე. როგორც ამერიკელი ეკონომისტი გელბრეითი
40
აღნიშნავდა „ტექნოლოგია ანუ მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება არის
თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ცენტრალური მახასიათებელი”. თანამედ-
როვე ეტაპზე ტრანსნაციონალური კორპორაციების შერწყმის პროცესის განმაპირობე-
ბელ მთავარ მიზეზს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე დანახარჯთა
ზრდა. გლობალური ეკონომიკის ფორმირების განმსაზღვრელი ძალაა მეცნიერება და
ინტელექტი, რომელსაც ეკონომიკა გადაჰყავს განვითარების ახალ დონეზე.
იმ პირობებში, როდესაც ინფორმაცია და ცოდნა ხდება უშუალო მწარმოებლუ-
რი ძალა, წარმოიქმნება მონოპოლისტური რესურსი, რომელიც ხასიათდება აბსოლუ-
ტურად ახალი თვისებებით, რომელთანაც საზოგადოებრივ წარმოებას არ ჰქონია მა-
ნამდე შეხება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცალმხრივ დამოკიდე-
ბულებას. განვითარებული ქვეყნების საქონელი, რომელიც დაფუძნებულია მეცნიე-
რებაზე, ეს არის ის მონოპოლისტური საქონელი, რომელიც იყიდება მონოპოლისტუ-
რი ფასით. მწარმოებელთა საბაზრო ძალა და შესაბამისად მის მიერ გამოყენებული
ტექნოლოგიების კონკურენციული ეფექტიანობა იზრდება ერთგვაროვანი საქონლი-
დან რთული, უნიკალური საქონლისაკენ მოძრაობისას, რომელთაც მიეკუთვნება არა-
მარტო უნიკალური მოწყობილობები, არამედ რთული სამომხმარებლო საქონელიც
ეს საქონელი ეყრდნობა მასობრივ ცნობიერებაზე მოქმედ ტექნოლოგიებს. მსო-
ფლიო ეკონომიკის ფასწარმოქმნის მექანიზმი ასახავს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონო-
მიკასა და აგრარულ-ინდუსტრიულ ეკონომიკებს შორის არსებულ ურთიერთობებს.
პირველი ეყრდნობა მეცნიერებას და გამოირჩევა შრომის მაღალი მწარმოებლობით.
იგი აწარმოებს უნიკალურ საქონელს. განვითარებადი ქვეყნები ხასიათდებიან შრო-
მის დაბალი მწარმოებლურობითა და წარმოებული საქონლის დაბალი მეცნიერება-
ტევადობით. თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკონომიკის სრულყოფილად მონა-
წილე ქვეყნებს შორის არსებობს მზარდი ტექნოლოგიური ურთიერთდამოკიდებუ-
ლება, რადგანაც ნებისმიერ დარგში არცერთი სახელმწიფო არ ფლობს აბსოლუტურ
უპირატესობას. გლობალური ეკონომიკა ეფუძნება არა ტრადიციული საქონლით ურ-
თიერთვაჭრობას ან ტრადიციულ დარგებში კაპიტალის გადაადგილებას, არამედ
მეცნიერებატევადი საქონლით ვაჭრობას და ინფორმაციულ, უახლეს ტექნოლოგიას.
ეს მიდგომა განიხილება ვესტერნიზაციის პოლიტიკის ინსტრუმენტად. ამის გამო,
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ვეღარ წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს.
41
IV. 5. ეროვნული ეკონომიკის განვითარების ინსტრუმენტები გლობალიზაციის
პირობებში

გლობალიზაციაში ზოგიერთი ქვეყნის მონაწილეობის დაბალი დონე იძლევა


შესაძლებლობას ქვეყნები დაიყოს გლობალური ეკონომიკის არასრულყოფილად მო-
ნაწილეებად და მის მიღმა დარჩენილ ქვეყნებად. გახსნილობის მაღალი დონის მქონე
ქვეყნებს გააჩნიათ გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროცესში მო-
ნაწილეობის უფრო მეტი შესაძლებლობა. გლობალური ეკონომიკური ფორმირების
პროცესში მონაწილეობის ხარისხი დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე:
ცალკეულ ქვეყანაში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის არსებობა ან მისი ფორმირე-
ბის ტემპები, საერთო ეკონომიკური პოტენციალი, მისი პოლიტიკური და სამხედრო
სიძლიერე, საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღებაზე სახელმწი-
ფოს მხრიდან ზეგავლენის შესაძლებლობა, ქვეყნის ტრანსნაციონალური კორპორაცი-
ების გლობალურად ფუნქციონირების ხარისხი ანუ ე.წ.„მეორე ეკონომიკის” არსებობა
გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირებაში მონაწილეობის დონე გა-
ნისაზღვრება ქვეყნის შესაძლებლობით აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ურ-
თიერთობების სამივე განზომილებაში: ეროვნულ სახელმწიფოებს შორის დამყარე-
ბულ ურთიერთობებში, სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის
დამყარებულ ურთიერთობებში, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შორის დამყარე-
ბულ ურთიერთობებში. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებუ-
ლი შეხვედრების შედეგი იყო ტარიფების შემცირება, საქონლისა და კაპიტალის ბაზ-
რების ლიბერალიზაცია, რომელიც აძლიერებს გლობალიზაციის ტენდენციას.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს თა-
ვისუფალ სავაჭრო ზონებად გადაქცევისაკენ, რაც ამწვავებს ურთიერთობებს განვი-
თარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. იმავდროულად ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭიროა ქვეყნებმა განახორციელონ ეკონომიკის
დერეგულირება და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია.
გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთადერთ ინს-
ტრუმენტს წარმოადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა წარმატებით გატარება. ქვეყანა,
რომელიც მიმართვას პროტექციონისტული პოლიტიკის გარკვეულ მეთოდებს, ადრე
თუ გვიან სხვა ქვეყნების მხრიდანაც წააწყდება ანალოგიურ ქმედებებს.
42
გლობალიზაცია ხასიათდება ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამო-
კიდებულებისა და ურთიერთშეღწევადობის ზრდის მაღალი ხარისხით, როცა ცალკე-
ული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნების პოლიტი-
კაზე და იმავდროულად ზემოქმედებს სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესებზე, წარ-
მოების ფაქტორთა გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის გამჭვირვალობით,
მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების, საერთაშო-
რისო და რეგიონული ორგანიზაციების მზარდი როლით, სახელმწიფოთა მიერ ეკო-
ნომიკური მიზნების უპირატესობით გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მიზნებ-
თან შედარებით. ეკონომიკური გლობალიზაცია ეროვნულ ეკონომიკათა შორის დამ-
ყარებულ ურთიერთობებს აქცევს მათი განვითარების უმთავრეს ფაქტორად.
გლობალიზაცია ვითარდება ქვეყნებს შორის საქონლის, კაპიტალის, მომსახუ-
რების, ტექნოლოგიების, ცოდნის, კულტურულ მიღწევათა გაცვლით და მისგან გამო-
წვეული ცვლილებებით ცალკეული ქვეყნის საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ეკო-
ნომიკის გლობალიზაციის მამოძრავებელი ძალაა შეფარდებით და კონკურენციულ
უპირატესობათა ძიება, დანახარჯთა შემცირება წარმოების ფაქტორთა გლობალური
განაწილებისა და სინთეზის ახალი კომბინაციის გზით. გლობალიზაციის პირობებში
ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის უნიფიკაციას, რაც გამოიხატება გარემოს
მდგომარეობაზე, საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაში, სტატისტიკაში, განათლე-
ბის სფეროში ყველა ქვეყნისათვის ერთიანი სტანდარტების შემუშავება-გამოყენებაში.
XX ს-ის დასაწყისთან ანუ ტრანსნაციონალური კორპორაციების დაარსების პე-
რიოდთან შედარებით არსებითად შეიცვალა მათი საქმიანობის შინაარსი და მიმარ-
თულებები. თანამედროვე გლობალიზებად ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორ-
პორაციები არ იზღუდებიან ეროვნული საზღვრებით, მოქმედებენ გლობალური მასშ-
ტაბით და გვევლინებიან გლობალიზაციის ძირითად მამოძრავებელ ძალად.
წარმოებისა და კაპიტალის მოძრაობის ინტერნაციონალიზაციის შედარებით
ახალი მოვლენაა ტრანსნაციონალური ბანკების წარმოქმნა. რაც ფინანსური გლობა-
ლიზაციის განვითარების წინაპირობაა. ფინანსური გლობალიზაციის პროცესები მიმ-
დინარეობს გაცილებით სწრაფი ტემპით წარმოების ანალოგიურ პროცესებთან შედა-
რებით. არსებობს არაერთგვაროვანი შეფასება ტრანსნაციონალური კომპანიების საქ-
მიანობასთან დაკავშირებით, ტრანსნაციონალური კომპანიები არის განვითარების
იდეალური აქსელატორი, აწვდის რა მიმღებ ქვეყანას კაპიტალსა და ტექნოლოგიას.
43
ლექცია 5.
თემა V. ეკონომიკის ლიბერალიზაცია და გლობალიზაცია

V. 1. გლობალიზაციის უარყოფითი ასპექტები

ტრანსნაციონალური კორპორაციები გარკვეულწილად ზღუდავს მიმღები ქვე-


ყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ხშირ შემთხვევაში გვევლინე-
ბა სოციალური პრობლემების გამწვავების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად. მაგ., სამხ-
რეთ კორეამ და ტაივანმა წარმატებით გამოიყენეს ტრანსნაციონალური კორპორაცი-
ები თავიანთი ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპების მისაღწევად. აღსანიშნავია ის გა-
რემოებაც, რომ გლობალიზაციას გააჩნია უარყოფითი ასპექტებიც, რომელთაგან აღ-
სანიშნავია ეკოლოგიური ეფექტი. იგი უმთავრესად გამოწვეულია კორპორაციების
ფუნქციონირებით. ეს დებულება საეჭვოა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:
1. კორპორაციები ფლობენ ბევრად უფრო პროგრესულ ტექნოლოგიებს, ვიდრე
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რაც მათ აძლევთ გარე-
მოზე ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური გავლენის შემცირების შესაძლებლობას;
2. გარემოს დაცვის კანონმდებლობა და მისი აღსრულება განვითარებად ქვეყ-
ნებში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოზე
ნეგატიური გავლენა ხდება არა ტრანსნაციონალური კომპანიების მტაცებლური ბუ-
ნების გამო, არამედ იმის გამო, რომ მიმღები ქვეყნების გარემოსდაცვითი კანონმდებ-
ლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ან არ სრულდება სათანადო დო-
ნეზე, რაც მიუთითებს შესაბამისი ინსტიტუტების არაეფექტიან ფუნქციონირებაზე;
3. სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვისა და ეკონომიკის განვითარების ხელშემ-
წყობი საჭირო კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობას შორის არჩევანი,განვითარების
გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, ღარიბ ქვეყნებში, რომელეთაც აქვთ საერ-
თაშორისო სტანდარტების გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ამცირებს, კორპორა-
ციების მოტივაციის ხარისხს განახორციელოს ინვესტირება აღნიშნულ ქვეყანაში;
4. გასათვალისწინებელია, რომ შედარებით დაბალი ხარისხის გარემოსდაცვი-
თი კანონმდებლობა შეიძლება გახდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორ-
ციელების დამატებითი სტიმული, განვითარებადი ქვეყნების კორპორაციებისათვის.

44
ასევე ტრანსნაციონალურ კორპორაციებსა და სახელმწიფოს შორის არსებული
ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ეროვნული მთავრობის უნარი
მოლაპარაკება აწარმოოს სათანადო დონეზე, რაც უმთავრესად ეროვნული ეკონომი-
კური დიპლომატიის მომზადებისა და განხორციელების ინსტრუმენტების ხარისხ-
ზეა დამოკიდებული. მსოფლიო ეკონომიკაში კორპორაციების როლის გაძლიერების
ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს სავალუტო-საფინანსო კრიზისები.
ცნობილია, რომ 1997-98 წლებში ე. წ. „აზიური კრიზისის” დროს ამ ქვეყნების
საფონდო ბაზრები დატოვა წვრილმა და საშუალო კაპიტალმა, რომელიც ძლიერაა
დამოკიდებული ეკონომიკის კონიუნქტურულ რყევაზე. მათი შეცვლა მოხდა მსხვილ
კომპანიათა კაპიტალით. ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესის განვითარებაში
განსაკუთრებული როლი გააჩნიათ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიერ
საბაზრო ეკონომიკაზე აღებულმა ორიენტაციამ, მათი ბაზრების გახსნამ და სწრაფვამ
გამხდარიყვნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. გლობალიზაცი-
ის ეკონომიკური განზომილების ანალიზის დროს მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ
გატარებული რეფორმების როლის განსაზღვრა გლობალიზაციის განვითარებაში.
ზოგადად, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათ-
ვის გლობალიზაცია ადაპტაციის პროცესია პოსტინდუსტრიული ეკონომიკების მქო-
ნე ქვეყნების აშშ-ის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კურსთან, რომელიც ამ ქვეყნის
ეროვნული ინტერესებიდან და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობს.
ამავე დროს, XX საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში გატარე-
ბული ნეოკონსერვატიული რეფორმების ძირითადი პრინციპები (დერეგულირება,
ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია) მულტიპლიკატორის ეფექტით ვრცელდება მსოფ-
ლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად და
გარდამავალ ქვეყნებში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მეშვეობით.
ამრიგად, 1980-იან წლებში, ყველა ის პროცესი, რაც მისაღები იყო აშშ-ს ეკონო-
მიკური განვითარებისათვის, სავალდებულო გახდა მთელი მსოფლიოსათვის. შესა-
ბამისად, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გატარებულ
რეფორმებს შორის მთავარი ადგილი უკავია დერეგულირებას. გლობალიზაციის ანა-
ლიზისას უმთავრესია მათ შორის თანმიმდევრობის დაცვა. ეკონომიკური ნაციონა-
ლიზმისა და ეკონომიკური პროტექციონიზმის აღორძინების იდეოლოგიები წარმმა-
რთველია. და შესაბამისად, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლეა.
45
V. 2. ვაჭრობის ლიბერალიზაციის როლი გლობალიზაციაში

ამრიგად, გლობალიზაციის პროცესის განვითარების ანალიზისას, თუ ინდიკა-


ტორად გამოვიყენებთ ცალკეული ქვეყნის, განსაკუთრებით განვითარებადი და გარ-
დამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებებს,
უმთავრესი ხდება დერეგულირების, პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის პოლი-
ტიკის გატარება თავისთავად, არამედ აღნიშნული პროცესებისა და ლიბერალიზაცი-
ის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებს შორის ეფექტიანი თანმიმდევრულობის დაცვა.
ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში მყისიერმა ლიბერალიზაციამ შესაძლებე-
ლია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება, მაგრამ სწრაფ ლიბე-
რალიზაციას არძალუძს ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება, რომელიც
წარმოადგენს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და განათლების სფეროების
რეფორმირების რთული კომბინაციის შედეგს. როგორც ცნობილი ეკონომისტი ჯაგ-
დიშ ფჰაგვატი აღნიშნავს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კრიზისის მთავარი
მიზეზს წარმოადგენდა ფინანსური სფეროს სწრაფად გატარებული ლიბერალიზაცია.
ცნობილია, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია ქმნის ეკონომიკური ზრდის გარკ-
ვეულ სტიმულებს, ხელს უწყობს რა მწირი რესურსის ეფექტიან გამოყენებას, ზრდის
ქვეყნის სავალუტო შემოსავლებბს და ახალ ტექნოლოგიებზე მიღწევადობას. როგორც
ცალკეული (განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის) ქვეყნების ეკონომიკური
განვითარების ისტორია ადასტურებს, ზოგადად გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა
წარმოუდგენელია ღია სავაჭრო ურთიერთობების გარეშე. გრძელვადიან პერიოდში
თავისუფალი ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცალკეული ქვეყნის ეკონომი-
კის სტრუქტურის პროგრესული მიმართულებით ცვლილების პროცესში. განვითარე-
ბადი ქვეყნების ძირითად საექსპორტო საქონელს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის
პროდუქცია, შედარებით დაბალტექნოლოგიური საქონელი და ნედლეული.
გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია და ამ ქვეყნების სრულყოფილი
ჩართვა გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესში ხელს უწყობს შედარებით
დაბალგანვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური
ზრდისათვის აუცილებელი კაპიტალის შემოდინებას, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის
პროგრესული სტრუქტურული ცვლილებისა და აღნიშნული ქვეყნების გლობალიზა-
ციის პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა,
46
მოკლევადიან პერიოდში გლობალიზაციისა და ლიბერალიზაციის პოლიტიკის შე-
დეგების პოზიტიური ეფექტი დაბალია ღარიბი ქვეყნების მიერ განცდილ ზარალზე.
განვითარებად ქვეყნებზე გლობალიზაციის გავლენის შეფასებისას გასათვალი-
სწინებელია ის გარემოება, რომ შედარებით თავისუფალი სავაჭრო სისტემის, კაპიტა-
ლისა და ტექნოლოგიების თავისუფალი მოძრაობის გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ
ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება. გლობალიზაციის პოზიტიური
გავლენის მაგალითად მიჩნეულია ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტე-
მპები, რომლებშიც ღია ეკონომიკის პრინციპებზე ეკონომიკის გადაყვანამ ხელი შეუწ-
ყო სიღარიბის შემცირებას. ეს ქვეყნები წამყვან პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი
მსოფლიო მშპ-ში და საერთაშორისო ვაჭრობაში ხვედრითი წილის მიხედვით.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გლობალიზაციის დადებითი
ეფექტი არათანაბრად ნაწილდება თუნდაც ერთიდაიმავე ქვეყნის სხვადასხვა სოცია-
ლურ ჯგუფებს შორის. ამდენად, თავისუფალ ვაჭრობას გააჩნია პოზიტიური ასპექ-
ტები, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც ატარებს
მხოლოდ ლიბერალურ ან პროტექციონისტულ საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკას.
ჯაგდიშ ბჰაგვატის მოსაზრებით, „უკანასკნელ ათწლეულში ღარიბი ქვეყნები დარწ-
მუნდნენ პროტექციონისტული პოლიტიკის არაშორსმჭვრეტელობაში. ამდენად, თა-
ნამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებას წარ-
მოადგენს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაცია.
თუმცა არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის მთავრობაც შეძლებდა ლიბერალ-
იზაციის პოლიტიკის თანმიმდევრულად გატარებას. საგარეო ეკონომიკური პოლი-
ტიკის ორი, რადიკალურად განსხვავებული მიმართულების თანაფარდობა დამოკი-
დებულია ქვეყნის ეკონომიკის მიზნებზე და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე.
პროტექციონისტული პოლიტიკის ანალიზის დროს საჭიროა აღინიშნოს ურთიერთ-
მიმართება ცალკეული სფეროს დაცვის და თავისუფლების ზრდის ასპექტებს შორის.
ხშირად ბევრად ეფექტურია ეკონომიკის გარკვეული სფეროს დაცვა, ვიდრე
მისი დატოვება გლობალურ კონკურენციულ გარემოში, ანუ თავისუფლების მაღალი
ხარისხის უზრუნველყოფა. ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ პროტექციონისტული
პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში გარკვეულწილად ეფექტიანიცაა, რადგანაც პრო-
ტექციონისტული პოლიტიკით დაცულ საწარმოებში დასაქმებულია გარკვეული რა-
ოდენობის სამუშაო ძალა, რომელიც ამ დროში ეფექტიანადაა გამოყენებული.
47
V. 3. გლობალიზაციის განვითარების შედეგები ცალკეული ქვეყნის ეკონომიკაში

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განვითარებადი ქვეყნები პერიოდულად


ცდილობდნენ მოეხდინათ ვაჭრობის ლიბერალიზაცია. თუმცა 1970-იან წლებში მსო-
ფლიო ეკონომიკაში განვითარებულმა მოვლენებმა (სავალუტო კურსთა არასტაბილ-
ურობამ, ნავთობზე ფასთა მკვეთრად ზრდამ, საერთაშორისო კონკურენციის გამწვა-
ვებამ ახალინდუსტრიულ ქვეყნებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების წარმა-
ტებამ, გლობალურმა სტაგფლაციამ და ა. შ.) გარკვეულწილად შეასუსტა ვაჭრობის
ლიბერალიზაციის ტემპები და ბიძგი მისცა პროტექციონიზმის აღორძინებას.
ამრიგად, ეკონომიკური გლობალიზაციის განხილვისას მთავარია აღნიშნული
პროცესის ზემოქმედება განვითარების ცალკეული დონის ქვეყნებზე. აქ განხილული
ეკონომიკური ასპექტები იძლევა შემდგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას:
1. გლობალიზაცია დიდ სარგებელს აძლევს განვითარებულ ქვეყნებს, განსაკუ-
თრებით მოკლევადიან პერიოდში, რასაც ძირითადად განაპირობებს აღნიშნულ ქვეყ-
ნებში ტრანსნაციონალური კორპორაციების კონცენტრირება, საბაზრო მექანიზმის
მოქმედებისა და მათი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხი, რო-
მელიც ეფუძნება „ცოდნის ეკონომიკას”, გლობალიზაციის ნეგატიური ასპექტები ნი-
ველირდება სახელმწიფოს აქტიური სოციალური პოლიტიკით;
2. მოკლევადიან პერიოდში გლობალიზაციის ზეგავლენა განვითარებადი და
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე საკმაოდ განსხვავებული და დიფერენცი-
რებულია. ამ ქვეყნების კონკურენციის დაბალი ხარისხი წარმოქმნის სტრუქტურულ
ცვლილებებს ეკონომიკაში და ამწვავებს ამ ქვეყნებში სოციალურ პრობლემებს.
გლობალიზაციის განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო
წარმოების განვითარებას მსოფლიო რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების მე-
შვეობით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი, მათ შორის, უპირველეს
ყოვლისა, აღსანიშნავია მსოფლიოს ყველა ქვეყნის სწრაფვა ექსპორტის ხელშეწყობა-
განვითარებისაკენ, რაც თანაბრად ეხება როგორც განვითარებულ, ისე განვითარება-
დი და გარდამავალი ქვეყნებს. ამდენად, თანამედროვე ეტაპზე, არამარტო ტრანსნა-
ციონალური კორპორაციები, არამედ საშუალო და უფრო მცირე ფირმებიც კი ვერ ავი-
თარებენ საკუთარ წარმოებას მხოლოდ შიდა ბაზრით და საგარეო ბაზარზე გადიან.

48
საბოლოო ჯამში, კომპანიების საგარეო ბაზარზე აღებული ორიენტაცია ხელს
უწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საერ-
თაშორისო ბაზარზე კონკურენციის, რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ზრდას
და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების ამაღლებას. ამდენად, მნიშვ-
ნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ხელის შემშლელი ბარიე-
რების შემცირების ან გაუქმების შედეგად კონკურენციის ზრდა საერთაშორისო არე-
ნაზე, ასევე კონკურენციის ზრდის შედეგად ქვეყნები სპეციალიზირდებიან სწორედ
იმ საქონლის წარმოებაში, რომლის დამზადებაშიც ისინი ფლობენ უპირატესობას
არამარტო სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, არამედ გლობალურ დონეზე.
გლობალიზაცია, რომელიც გამოხატულია ბარიერების შემცირების შედეგად
ერთიანი გლობალური ეკონომიკის ფორმირებით, გულისხმობს საერთაშორისო რე-
სურსების ეფექტიან განაწილება-გამოყენებას, ქვეყნების ოპტიმალურ სპეციალიზაცი-
ას, და საბოლოო შედეგით მსოფლიო ეკონომიკის წარმოების მოცულობის ზრდას.
ეკონომიკის სფეროში გლობალიზაციის პროცესის განვითარების თეორიულ საფუძ-
ველს წარმოადგენს ეკონომიკური ლიბერალიზმის კონცეფცია. თანამედროვე ეპოქაში
გლობალიზაციის კონცეფციად წოდებული თეორიები, განსაკუთრებით ეკონომიკის
გლობალიზაციის სფეროში, თავისი არსით წარმოადგენს ეკონომიკური ლიბერალიზ-
მის კონცეფციის მოდიფიცირებულ და თანამედროვე პერიოდისათვის დამახასიათე-
ბელი მოვლენების თეორიულ-სისტემური ანალიზით შევსებულ ვარიანტებს.
სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებაში ლიბერალური აზრის
ისტორიულმა განვითარებამ და 1950-იანი წლების შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუ-
ტების წარმოქმნამ დასაბამი მისცა ლიბერალიზმის კონცეფციის პრინციპების გამოყე-
ნების გლობალურ მასშტაბებს. მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერ-
თობების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს პო-
ლიტიკურ-ეკონომიურ ყოფაში მოიძებნება ლიბერალიზმის თუნდაც ემპირიულ დო-
ნეზე არსებობის ნიშნები. ეკონომიკის სფეროში გლობალიზაციისა და ლიბერალიზა-
ციის თეორიული ასპექტების ურთიერთმიმართების განსაზღვრის საწყისი წერტი-
ლია ეროვნულ ეკონომიკაზე ორი დიალექტიკურად განვითარებადი პროცესის ზეგა-
ვლენის ანალიზი. ეროვნულ ეკონომიკაზე ეკონომიკური გლობალიზაციის და ლიბე-
რალიზაციის პროცესის შეფასების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ქვეყნების საგა-
რეო და შიდა ეკონომიკურ ურთიერთობებში ლიბერალიზაციის შედეგების ანალიზი.
49
V. 4. იმპორტ-ექსპორტის ურთიერთკავშირის გავლენა გლობალიზაციაზე

არსებობს განსხვავება ეროვნულ ეკონომიკაზე საგარეო ვაჭრობისა და კაპიტა-


ლის მოძრაობის ლიბერალიზაციის გავლენას შორის. საგარეო ვაჭრობის ლიბერალი-
ზაციის პროცესმა გლობალურ დონეზე ინსტიტუციურად გაფორმებული სახე 1950-
იან წლებში მიიღო. ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალური შეთანხმების გა-
ფორმების შედეგად დაიწყო ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირების, ხოლო
ზოგიერთ შემთხვევაში მათი გაუქმების პროცესი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ
სავაჭრო ურთიერთობათა მნიშვნელოვანმა ლიბერალიზაციამ განსაკუთრებული რო-
ლი შეასრულა როგორც ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარების,
ისე მსოფლიო ეკონომიკაში მათი ინტეგრაციის დონის ამაღლების პროცესში.
ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაციისა და ეკო-
ნომიკური ზრდის თეორიული კონცეფციების ემპირიული დადასტურების ნათელი
გამოხატულებაა. ამ მოსაზრებას ადასტურებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების
მხრიდან სხვა ხელშემწყობ გარემოებებთან (მაგ., სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ რო-
ლთან) ერთად ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების შედეგად ეკო-
ნომიკურ ზრდის სწრაფი ტემპის მიღწევა. ამის ხარჯზე, აღნიშნულმა ქვეყნებმა დრო-
ის მცირე მონაკვეთში მიაღწიეს ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილების საპირისპიროა ლათი-
ნური ამერიკისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან იმპორტშემცვლელი
წარმოების განვითარების ეკონომიკური სტრატეგიის სრული ფიასკო. მეორე მსოფ-
ლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებ-
ლობა. 1950-იან წლებში ცალკეული განვითარებადი ქვეყანა, ეკონომიკური ზრდის
ხელშეწყობის მიზნით, დაადგა იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის ეკონომი-
კური სტრატეგიის განხორციელების გზას. ამ პერიოდში გავრცელებული იყო მოსაზ-
რება იმის შესახებ, რომ ყოფილი კოლონიური ქვეყნების ეკონომიკური განვითარების
მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ამ ქვეყნებში მრეწველობის აღორძინება რაც
ორიენტირებული იქნებოდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით შეცვლაზე.
შესაბამისად ამ ქვეყნებში იმპორტის შეცვლის გზით მრეწველობის განვითარე-
ბა მიჩნეული იქნა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველყოფის
მექანიზმად. იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური სტრატეგიის
50
განხორციელების საწყის ეტაპზე აღნიშნული პოლიტიკა ხასიათდებოდა საკმაოდ მა-
ღალი ეფექტიანობით. თუმცა გრძელვადიან პერიოდში აღნიშნულმა პოლიტიკამ ვერ
უზრუნველყო კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების განვითარება და შესა-
ბამისად ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა. 1980-იანი წლებიდან ქვეყ-
ნები, რომლებიც ატარებდნენ იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაცის პოლიტიკას,
გადავიდნენ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებისაკენ. 1982 წლის
დავალიანების კრიზისმა დაარწმუნა განვითარებადი ქვეყნების მთავრობები, რომ
„დახურული” ეკონომიკის პოლიტიკა აღარ იყო მდგრადი. ეს ეხება პატარა ქვეყნებს.
ეს ქვეყნები ძალიან დიდი ოდენობით იღებდნენ სესხს, რათა დაეფარათ სავა-
ჭრო დეფიციტი, რომელიც გამოწვეული იყო იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკით.
მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ შეძლეს მდგრადი ეკოპნომიკური განვითარების
მიღწევა და საბოლოო ჯამში დაუგროვდათ დიდი ოდენობით საგარეო ვალი, რომ-
ლის მომსახურება მათ არ შეეძლოთ. არგენტინამ, ჩილემ, თურქეთმა, მექსიკამ, განამ
და უგანდამ, რომლებიც ადრე იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის მიმდევრები იყვ-
ნენ, შეცვალეს თავიანთი მიდგომა და დაიწყეს „ღია ეკონომიკის” პოლიტიკის გატა-
რება. 1980-იანი წლების განვითარების სტატისტიკური მონაცემები მოწმობს ღია ეკო-
ნომიკის სტრატეგის წარმატებას პროტექციონისტულ პოლიტიკასთან შედარებით
გლობალიზაციის ეკონომიკური განზომილება (უპირატესად სავაჭრო კომპო-
ნენტი) ხელს უწყობს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში
სიღარიბის დონის შემცირებას. ამდენად, სამართლიანია ჯაგდიშ ბჰაგვატის მოსაზ-
რება იმასთან დაკავშირებით, რომ ღია ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა და სიღარი-
ბის შემცირება განხილული უნდა იქნეს ერთიან კონტექსტში, მჭიდრო კორელაციაში.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია ნათლად ადასტურებს ლიბერალური
ვაჭრობის პოზიტიურ გავლენას ცალკეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
უდავოა, რომ მსგავსი გავლენა გამოკვეთილია გრძელვადიან პერიოდში, ხო-
ლო რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ლიბერალიზებული საგარეო ვაჭრობა ეკო-
ნომიკის ფუნქციონირების პროცესში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების
განმაპირობებელი ფაქტორია, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზოგიერთ არაკონკურენ-
ტუნარიან სექტორში იწვევს წარმოებისა და შესაბამისად დასაქმების შემცირებას. სა-
გარეო ვაჭრობის სფეროში ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან ბარიერების შემცირება
და ქვეყნის მიერ საგარეო ვაჭრობის რეგულირებაში მისი როლის მინიმიზაცია,
51
V. 5. კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციის შედეგები

სახელმწიფოთა მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე ზოგიერთი ფუნქ-


ციის დელეგირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიო რესურსების ეფექტიან
განაწილებას, გამოყენებასა და ცალკეული ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებას. საგა-
რეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციის II ეტაპის – კაპიტალის მოძრა-
ობის ლიბერალიზაციის შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავდება საგარეო ვაჭრობის
ლიბერალიზაციის შედეგებისაგან. აღნიშნული განსხვავება თვალსაჩინოა სპეკულა-
ციური კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, რომელიც XXI
საუკუნის პირველ ათწლეულში საერთაშორისო ფინანსური კრიზისების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. რაც შეეხება პირდაპირი უც-
ხოური ინვესტიციების მოძრაოპას, რომელიც 1990-იანი წლებიდან განვითარებად და
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში განუხრელად იზრდება, წარმოადგენს ამ
სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
ამდენად, თუ საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია დაკავშირებულია მნიშვნე-
ლოვან ეკონომიკურ ეფექტიანობასთან, კაპიტალის (უპირატესად სპეკულაციური)
მოძრაობის ლიბერალიზაცია ხშირ შემთხვევაში ხდება ცალკეული ქვეყნის ეკონომი-
კური ზრდის დაქვეითების მიზეზი. როგორც ჯაგდიშ ბჰაგვატი ამბობს „ვაჭრობის
ლიბერალიზაციის სარგებელი უდავოა, მაშინ როცა კაპიტალის მოძრაობის ლიბერა-
ლიზაციის შედეგები საეჭვოა.” რაც შეეხება შიდა ეკონომიკურ ურთიერთობებს, ლი-
ბერალიზაციის პოლიტიკის ნათელი გამოხატულებაა 1980-იან წლებში აშშ-ს და დიდ
ბრიტანეთში გატარებული ე. წ. „რეიგანომიკის” და „ტეტჩერიზაციის” პოლიტიკა.
ამ შემთხვევაში სახეზეა სხვაობა შიდა და საგრეო ეკონომიკურ ურთიერთობა-
თა ლიბერალიზაციას შორის. შიდა ეკონომიკურ ურთიერთობებში ლიბერალიზაცი-
ის პოლიტიკის შედეგია ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების პროცესში სახელ-
მწიფოს როლის მნიშვნელოვანი შესუსტება, ხოლო საგარეო ეკონომიკურ ურთიერ-
თობათა სფეროში ხდება ლიბერალიზაცის შედეგად სახელმწიფოს მარეგულირებელ
ფუნქციების თვით ამ ქვეყნების მიერ შექმნილ ზეეროვნულ ორგანოებზე გადაცემა
ამდენად, საეჭვოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ „გლობალურ ეკონომიკას წარ-
მართავს მხოლოდ საბაზრო ძალები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ცალკეულ
ქვეყნის მიერ გატარებულ მონეტარისტულ პოლიტიკაზე.” აღნიშნული მოსაზრება
52
ასახავს თანამედროვე მსოფლიოში ეროვნულ სახელმწიფოსა და ტრანსნაციონალურ
კორპორაციებს შორის ძალთა თანაფარდობაში მიმდინარე ცვლილებებს. აქედან გა-
მომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული სახელმწიფოები კარგავენ ძალა-
უფლებას. იმ დებულებას, რომელიც დომინირებს ე. წ. „ბაზრის უხილავი ხელის” მო-
მხრეთა ნაშრომებში, არაფერი აქვს საერთო ლიბერალიზმის თეორიასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს „ულტრალიბერალიზმის კონცეფციის” თაობაზე, რომე-
ლიც ეროვნულ სახელმწიფოებს უტოვებს მხოლოდ გლ;ობალური საბაზრო ძალების
დამხმარე როლს და ხაზს უსვამს ეროვნულ სახელმწიფოთა მხრიდან სოციალური
ფუნქციის დაკარგვის აუცილებლობას. გლობალიზაციის პირობებში „ბაზრის მომხ-
რეები“ ზედმეტად აზვიადებენ ტრანსნაციონალური კორპორაციების, ზოგადად საბა-
ზრო ძალთა როლს და ყურადღების მიღმა ტოვებენ ცალკეული ქვეყნის მოსახლეო-
ბის უმრავლესობას, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.
ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკა, თავისუფლების ხარისხის ზრდის საფუძ-
ველზე საერთო ეფექტიანობის ამაღლებისაკენ მიმართული პოლიტიკაა. ლიბერალი-
ზმი გულისხმობს არაეფექტიანი რეგულირების შემცირებას. იგი სრულიად არ უარ-
ყოფს ზოგადად ეკონომიკის რეგულირების შესაძლებლობას და ხშირ შემთხვევაში
აყენებს ამის აუცილებლობასაც. შიდა ლიბერალიზმის პროცესი გულისხმობს სახელ-
მწიფოს როლის შესუსტებას, ხოლო საგარეო ურთიერთობათა ლიბერალიზმი – სახე-
ლმწიფო ფუნქციების გარკვეულწილად შენარჩუნებას, მაგრამ ზეეროვნული ორგანო-
ების მეშვეობით. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზეეროვნული ორგანი-
ზაციების პოლიტიკა უპირატესად განისაზღვრება ეროვნული სახელმწიფოების (გან-
საკუთრებით მაღალგანვითარებული ქვეყნების) ეკონომიკური პოლიტიკით.
ეკონომიკის რეგულირების სფეროში სახელმწიფოს როლის ტრანსფორმაცია
განსაკუთრებით თვალსაჩინოა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე
ქვეყნების მაგალითზე. ამდენად, შიდა ურთიერთობებში ლიბერალიზმსა და საგარეო
ურთიერთობათა ლიბერალიზმს შორის ზღვარი უდავოა, როგორც ლიბერალიზმის
პოლიტიკის განხორციელების მასშტაბების, ისე მექანიზმების, ინსტრუმენტების, ინ-
სტიტუციური ასპექტებისა და რეალური შედეგების თვალსაზრისით. საგარეო ეკო-
ნომიკურ ურთიერთობათა სფეროში ლიბერალიზმის პრინციპის დამკვიდრება გახდა
როგორც რეგიონული ინტეგრაციის, ისე ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარე-
ბის საწინდარი. ვაჭრობის მოძრაობის გზაზე გარდუვალია ბარიერების შემცირება.
53
ლექცია 6.
თემა VI. გლობალიზაცია და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა

VI. 1. კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები მსოფლიო ეკონომიკაში

ამრიგად, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაცია ეჭვქვეშ აყე-


ნებს პროტექციონისტული რეცეპტებით ცალკეული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის
განვითარების შესაძლებლობას. „ეკონომიკური გლობალიზაციის მიმართ წინააღმდე-
გობა და ეკონომიკაში პროტექციონიზმის დანერგვა არასწორი ტაქტიკაა, როგორც
მდიდარი, ისე ღარიბი ქვეყნებისათვის.” ლიბერალიზაცია, რეგიონული ინტეგრაცია
და გლობალიზაცია ცალკეული ქვეყნის, რეგიონული ბლოკების, სოციალური ჯგუ-
ფების განსხვავებული ინტერესებიდან და მათი რეალიზაციის განსხვავებული ინსტ-
რუმენტებიდან გამომდინარე, ერთი მიმართულებით წინააღმდეგობრივად განვითა-
რებად პროცესს წარმოადგენს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული სამი
პროცესის განვითარება წარმოადგენს როგორც ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის, ისე
გლობალური ეკონომიკის ფორმირებისა და შემდგომი განვითარების საფუძველს.
გლობალიზაციის პროცესი უშუალო გავლენას ახდენს ცალკეული ქვეყნის ეკო-
ნომიკის კონკურენტუნარიანობის ხარისხზე. თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის
კონკურენტუნარიანობის ამაღლება ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა,
განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალი დონის ქვეყნების-
თვის. გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება
ყველა ქვეყნისათვის იძენს უპირატეს მნიშვნელობას დასაქმების ხელშეწყობისა და
სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებებთან შედარებით. გლობალური კონკურენციის
გამწვავების შედეგად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკელი ქვეყნის ეკონომი-
კური პოლიტიკის შესაბამისობა სხვა ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
მსოფლიო ეკონომიკაში თითოეული ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნე-
ლოვნად არის დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ სი-
ვრცეში ინტეგრაციის დონეზე, რაც შესაძლებელია გახდეს როგორც კონკურენტული
უპირატესობის შეძენის ან არსებული უპირატესობის ამაღლების, ისე ეკონომიკის ცა-
ლკეულ სფეროში მსოფლიო ეკონომიკაში ნაკლებად ინტეგრირების პირობებში არსე-
ბული კონკურენტუნარიანობის დაკარგვის განმაპირობებელი მიზეზი. გლობალიზა-
54
ცია და ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მჭიდრ-
ოდ ურთიერთდაკავშირებული, წინააღმდეგობრივად განვითარებადი პროცესებია.
1980-იანი წლებიდან გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენტუნარი-
ანობის ურთიერთმიმართების საკითხები გახდა აქტიური მსჯელობის საგანი. ეკონო-
მიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია კონკურენტუნარიანობას
განსაზღვრავს როგორც „კომპანიების, დარგების, რეგიონებისა და ქვეყნების უნარს
შექმნან შემოსავლებისა და ხელფასების შედარებით მაღალი დონე და ამავე დროს
დარჩნენ ღია საერთაშორისო კონკურენცისათვის.” კონკურენტუნარიანია ის სახელმ-
წიფო, რომელიც ერთმანეთთან ათავსებს მაღალი ტექნოლოგიის ბაზაზე საერთაშო-
რისო ვაჭრობის სფეროში წარმატებას, შემოსავლებისა და ხელფასების მაღალ დონეს.
კონკურენტუნარიანობა დინამიური ხასიათისაა, რომელიც გამოხატავს ეროვ-
ნული ეკონომიკის მოქნილობის უნარს, სტრუქტურულ ცვლილებებთან ადაპტაციის
შესაძლებლობას. კონკურენტუნარიანობა იმ ფაქტორთა ერთობლიობაა, რომლებიც
განსაზღვრავენ ცალკეულ ქვეყანაში შრომის მწარმოებლურობის დონესა და მისი გან-
ვითარების ხარისხს, რომელიც შეიძლება მიღწეული იქნას ეკონომიკაში. ეკონომიკა
კონკურენტუნარიანია იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის
მაღალ ტემპებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ქვეყნის კონკურენტუნა-
რიანობასთან დაკავშირებულ ნაშრომებს შორის აღსანიშნავია ცნობილი ამერიკელი
მეცნიერ-ეკონომისტის მ. პორტერის სამეცნიერო კვლევა „ქვეყნების კონკურენტული
უპირატესობა”, რომელშიც მკვლევარი გამოყოფს ქვეყნის კონკურენციული უპირატე-
სობის განმსაზღვრელ ორ ძირითად და ოთხ დამხმარე დეტერმინანტს.
აღნიშნულ ოთხ დეტერმნანტს წარმოადგენს: 1. ფაქტორული პირობები; 2. ში-
და მოთხოვნის პირობები; 3. მონათესავე დარგების არსებობა; 4. ფირმის სტრუქტურა,
სტრატეგია და შიდადარგობრივი კონკურენცია. ასევე ორი დამხმარე დეტერმინანტი:
სახელმწიფოს როლი და შემთხვევა. აღნიშნული დეტერმინანტები ცნობილია, რო-
გორც „კონკურენტული რომბი”, როგორც მ. პორტერი აღნიშნავს „საერთაშორისო
კონკურენციაში წარმატებას განსაზღვრავენ არა იმდენად წარმოების ფაქტორები, არა-
მედ სად და რამდენად ეფექტურად გამოიყენებიან ისინი”. მ პორტერი აღნიშნავს,
რომ თანამედროვე პირობებში არცერთ ქვეყანას არ ძალუძს კონკურენტუნარანი იყოს
ყველა პოზიციაში, რამდენადაც მისი რესურსები შეზღუდულია.” აღნიშნული მოსაზ-
რება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალიზაციის გათვალისწინებით.
55
VI. 2. მ. პორტერის კონკურენციული მოდელი

მ პორტერი გამოყოფს ქვეყნის კონკურენტულ ზრდის შემდეგ სტადიებს: ზრდა


ბუნებრივი რესურსების, ინვესტიციების, ინოვაციების და ბოლოს სიმდიდრის საფუ-
ძველზე. მ პორტერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გლობალური კონკურენციის
შედეგად იზრდება ეროვნული სახელმწიფოს მნიშვნელობა. მაგრამ აქვე უნდა აღინი-
შნოს ისიც, რომ მ. პორტერის მოდელი არ ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ კომპა-
ნიებსა და კონკურენტუნარიანობის ეროვნულ „რომბს” შორის დამოკიდებულებას.
„რომბი” არასაკმარისად აფასებს კორპორაციების მიერ საზღვრის სხვადასხვა მხარეს
განხორციელებულ, დამატებითი ღირებულების შემქმნელ საქმიანობებს შორის გაზ-
რდილ ურთიერთქმედებას, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ეროვნული
კონკურენტული უპირატესობის „რომბის” ყველა კომპონენტზე. ამიტომ პორტერის
„რომბში” გასათვალისწინებელია ტრანსნაციონალური კომპანიების ფაქტორიც.
ცნობილი ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტის კრუგმანის მოსაზრებით: „ქვეყნის
კონკურენტუნარიანობის უპირველესი მიზანია მოქალაქეების რეალური შემოსავლე-
ბის არსებული დონის შენარჩუნება, რაც ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში არსებული ცხოვ-
რების დონეში. ამ მოსაზრებით ქვეყნის კონკურენტიანობა არა საბოლოო მიზანი,
არამედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა, ანუ მისი ძირითადი მიზანია მოსახლეობის
ცხოვრების დონის ზრდა თავისუფალი და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებუ-
ლი ბაზრის პირობებში ვაჭრობის, წარმოებისა და ინვესტიციების საშუალებით.”
ფ. ჰარისონმა მოახდინა ზემოთ აღნიშნული შეხედულებების შერწყმა კონკურ-
ენტიანობისათვის მიკრო და მაკრო დონის მიდგომებში, კერძოდ, მწარმოებ¬ლობაზე
დაფუძნებულ ინდექსში (მიკრო დონე) და ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეალურ შე-
მოსავალში (მაკრო დონე). ამ კლასიფიკაციის შესაბამისად აღწერილია ქვეყნის საერ-
თაშორისო კონკურენტიანობის განმსაზღვრელი სხვა და სხვა სახის პარამეტრები.
მიკრო დონის პარამეტრები, რომლებიც უკავშირდება კომპანიას ან მრეწველობას და
მაკრო პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურენტუნარიანობას ეროვნულ
დონეზე. გლობალიზაციის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ურთიერთ-
დამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მეცნიერები პ. ჰერსტი და გ.
ტომპსონი აღნიშნავენ, რომ „II მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკების ინტეგრაციის
ზრდამ განაპირობა სხვადასხვა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება”.
56
მათი აზრით, „საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის საკითხი გლობალიზა-
ციის პრობლემის გავრცელებასთან ერთად წარმოიშვა – ეს ორი პარალელური მი-
მართულება.” აღნიშნული მეცნიერები განიხილაავენ საერთაშორისო კონკურენტუნა-
რიანობის თეორიულ კონცეფციებს და იყენებენ ორ მიდგომას. 1. ადგილობრივი ინ-
ტერესების მიდგომა ანუ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ადგილობრივი
წყაროების ანალიზი; და 2. გეოეკონომიკური მიდგომა, რომელშიც აქცენტი გაკეთე-
ბულია საერთაშორისო სისტემაში სამი ძირითადი სუბიექტის (აშშ-ს, ევროკავშირისა
და იაპონიის) სტრატეგიულ ურთიერთობებზე პ. ჰერსტი და გ. ტომპსონი მათ ნაშრო-
მში აღნიშნავენ, რომ კონკურენტუნარიანობა ორი მიმართულებით არის განხილული.
პირველი გაყიდვის უნარია, რომელიც ორიენტირებულია სავაჭრო ბალანსზე,
და მეორე, ადგილმდებარეობის მიმზიდველობა, რომლის მიხედვით კონკურენტუნა-
რიანობის უმთავრესი საზომი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თუმცა აღ-
ნიშნულ მეცნიერთა მოსაზრებით „ორივე მიდგომა ურთიერთდაკავშირებული და
ურთიერთშემავსებელია”. თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის პროცესი – კავშირ-
გაბმულობის მაღალტექნოლგიური საშუალებები, დაბალი დანახარჯები ტრანსპორ-
ტზე და შეუზღუდავი ვაჭრობა მსოფლიოს აქცევს ერთიან ბაზრად, რაც ზრდის გლო-
ბალურ კონკურენციას. გლობალური კონკურენციის ზრდის შედეგად ევროპის სოცი-
ალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში გაღრმავდა სოციალური
უთანასწორობა. გლობალური კონკურენცია არ ექვემდებარება ერთ უნივერსალურ
პრინციპს. იგი დანგრევით ემუქრება სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკებს”.
ჯაგდიშ ბჰაგვატი გლობალიზაციის პროცესის განხილვისას ხაზგასმით აღნიშ-
ნავს, რომ „გლობალიზაცია არ წარმოქმნის სიღარიბეს, არამედ ხელს უწყობს მის დაძ-
ლევას”. ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების – თ. ჩიკვაიძისა და ა. სილაგაძის მოსაზ-
რებით, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე `განმსაზღვრელი
ხდება კონკურენტუნარიანობა ცოდნის, განათლების, ტექნოლოგიების სფეროში, მე-
ნეჯმენტში და ა. შ.” გლობალიზაციის პირობებში წარმოების ფაქტორთა მხოლოდ რა-
ოდენობრივი მხარე არ განაპირობებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. გლობალიზა-
ციის პირობებში ეროვნული ეკონომიკების კონკურენციული უპირატესობის უმთავ-
რეს ფაქტორს წარმოადგენს ინდივიდის, და მისი საზოგადოების განვითარების დო-
ნე. აქ საუბარია არა იმდენად რესურსებზე, არამედ მისი გამოყენების ეფექტიანობაზე.

57
VI. 3. ახალგაზრდა დარგთა დაცვის კონცეფცია

რესურსების ეფექტიანი გამოყენება მისი მფლობელის (გამომყენებლის) ცოდ-


ნისა და განათლების ფუნქციაა. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში უმ-
თავრესი როლი ეკუთვნის ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონეს, ქვეყნის
სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გლობა-
ლიზაციის დონეს. განათლებასა და სამეცნიერო კვლევების მაღალ დონეზე დაფუძნე-
ბული კონკურენციული უპირატესობა წარმოადგენს ყველაზე მდგრად და სტაბი-
ლურ უპირატესობას. ბუნებრივ რესურსებს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭე-
ბა. ქვეყნის კონკურენციული უპირატესობის განსაზღვრაში, მით უმეტეს თანამედ-
როვე, ნანოტექნოლოგიების ეტაპზე, ნანოტექნოლოგიის განვითარება ნიშნავს მაკრო-
დან ნანოზე გადასვლას არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისით.
აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარების შედეგია ე. წ. „ნანოეკონომიკის”
წინმსწრები განვითარება. აქედან გამომდინარე, ფაქტორული პირობებიდან გადამწყ-
ვეტ მნიშვნელობას იძენს ცალკეული ქვეყნის სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ხარის-
ხი, ადამიანის განათლების დონე, ახალი ტექნოლოგიების შექმნის, გამოყენებისა და
არსებულის განვითარების უნარი. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გაწევრიანებუ-
ლია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც ზღუდავს ეროვნული ეკონომი-
კის შიდა ბაზრის პროტექციონისტული ღონისძიებებით დაცვას, რაც ყველა ქვეყნის
კომპანიას აძლევს სხვა ქვეყნების კომპანიებთან შეღწევის შესაძლებლობას.
ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ღია ეკონომიკის ზეგავლენის
შეფასება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. მსოფლიო ვაჭ-
რობის 60% მოდის განვითარებულ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე, რომელთაც ეკონომი-
კის მსგავსი სტრუქტურა გააჩნიათ. ამავე დროს საერთაშორისო ვაჭრობა უპირატესად
შიდადარგობრივ ხასიათს ატარებს, რაც თავის მხრივ, იაპონიასა და ახალინდუსტრი-
ულ ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
თანამედროვე მსოფლიოში შეფარდებითი უპირატესობის კონცეფცია გარკვეუ-
ლწილად იცვლება კონკურენციული უპირატესობის კონცეფციით, რომლებიც ერთ-
მანეთთან არიან მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულნი. ამავე დროს, კონკურენციუ-
ლი უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების პროცესში აქტიური როლი ეკუთვ-
ნის სახელმწიფოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ კუთხით განსაკუთ-
58
რებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ გატარებული საგარეო ეკონომიკური პო-
ლიტიკის გავლენა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დონეზე. აღსანიშნავია, რომ
იმპორტის ჩანაცვლების საგარეო-სავაჭრო სტრატეგია, რასაც 1970-იან წლებში იყენებ-
და განვითარებადი ქვეყნები, ვერ უზრუნველყო ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდა.
მსგავსი შედეგის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით აღსანი-
შნავია ახალგაზრდა დარგთა დაცვის არგუმენტის მრეწველობის ცალკეულ სფეროებ-
ში გამოყენების ეკონომიკური შედეგების გაუთვალისწინებლობა. იმპორტის ჩანაცვ-
ლების სტრატეგიის კრახს ასევე უკავშირებენ განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის
ბაზრისა და საკუთრების არასრულყოფილებას. ახალგაზრდა დარგთა დაცვის კონცე-
ფცია წარმოადგენდა იმპორტშემცვლელი სტრატეგიის თეორიულ საფუძველს.
ამ არგუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში საქონლის საიმ-
პორტო ფასთან შედარებით შიდა ფასების მაღალი დონის პირობებში იმპორტიორებ-
თან წარმატებული კონკურენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინვესტიციებ-
ის მიმართვა ადამიანურ რესურსში. მსგავსი ინვესტიციების მოძიების ყველაზე მისა-
ღებ მეთოდს წარმოადგენდა საბაჟო ტარიფის შემოღება, თუმცა როგორც იმპორტშემ-
ცვლელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკის განვითა-
რების ისტორია ადასტურებს იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ ვერ გაამართლა.
განვითარებად ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციის პირველი მცდელობები ეკუ-
თვნოდათ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც ქმნიან ფილიალებს ამ ქვე-
ყნებში, მაგრამ ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ქვეყნის განვითარებისთვის აუც-
ილებელი ისეთი წინამძღვრების ფორმირების ხელშეწყობას, როგორიცაა ახალი ტექ-
ნოლოგიების დანერგვა და ინვესტირება განათლებისა და სამეცნ. კვლევის სფეროში.
თუმცა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შემდგომ ეტაპზე მსგავსი შეხე-
დულება შეიცვალა და ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგია გახდა მრავალი ქვე-
ყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამის უმთავრეს მიზ-
ეზს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების
მიერ მიღწეული წარმატებები, რომლებმაც აირჩიეს ექსპორტზე ორიენტირებული
სტრატეგია, და შესაბამისად, მიაღწიეს საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარია-
ნობის მაღალ ხარისხს. ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ისტორია ნათლად
ადასტურებს, რომ კონკურენტუნარიანობის ამაღლება მჭიდრო კავშირშია ღია ეკონო-
მიკის პრინციპების დანერგვასთან და ქვეყნის წარმოების საგარეო ორიენტაციასთან.
59
VI. 4. კონკურენტუნარიანობის შეფასების მაჩვენებლები

განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში, რომელიც ხასიათდება უდიდესი გა-


დახდისუნარიანი შიდა მოთხოვნით, აღნიშნული ფაქტორი სულ უფრო ნაკლებად წა-
რმოადგენს ეროვნული ეკონომიკის კონკურენციული უპირატესობის განმსაზღვრელ
ფაქტორს. მაგ., გერმანიის ეკონომიკაში მშპ-ს ზრდის ტემპის უზრუნველყოფაში შიდა
ფაქტორის წილი შეადგენს 1,3 პუნქტს და ასეთივე ტემპი არის მოსალოდნელი შემდე-
გი სამი წლის განმავლობაშიც. უახლოეს წლებში მხოლოდ საზღვარგარეთული მოთ-
ხოვნის ზრდას შეუძლია უზრუნველყოს ეროვნული ეკონომიკის 2%-ის გადალახვა.
აღნიშნული დეტერმინანტი ანუ მოთხოვნა შიდა ბაზარზე სულ უფრო ნაკლე-
ბად მნიშვნელოვანია აშშ-ს ეკონომიკისათვის. მიუხედავად სხვა განვითარებულ ქვე-
ყნებთან შედარებით, მშპ-ში ექსპორტის დაბალი ხვედრითი წონისა (10%) ნათელ და-
დასტურებას წარმოადგენს ამერიკული კორპორაციების „მეორე ეკონომიკა”.
ამრიგად, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მოთხოვ-
ნა შიდა ბაზარზე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ქვეყნის კონკუ-
რენციული უპირატესობის ამაღლების საკითხში აღნიშნულს ადასტურებს 1990-იანი
წლებიდან თითქმის ყველა ეროვნული ეკონომიკის სწრაფვა ჩაერთოს რეგიონულ ინ-
ტეგრაციულ პროცესებში, რომელიც თავის მხრივ, საგარეო ეკონომიკური ურთიერ-
თობების განვითარების გზაზე გულისხმობს ბარიერების შემცირებას. ეს კი ინტეგრა-
ციულ პროცესებში მონაწილე ქვეყნების მხრიდან განიხილება სწორედ ეროვნული
ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს დეტერმინანტად.
მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მდებარე-
ობს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, 1989 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე
კონკურენტუნარიანი 55 ქვეყნის ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის
რეიტინგს. აქ კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ 323 მაჩვენებელს, რო-
მელიც დაჯგუფებულია კონკურენტუნარიანობის 4 უმთავრეს ფაქტორად.
ამ ფაქტორებიდან თითოეული, თავის მხრივ, 5 სუბ-ფაქტორად იყოფა. ესენია:
1. ეკონომიკური საქმიანობა, ფასდება 79 კრიტერიუმით და მოიცავს შემდეგ
სუბ-ფაქტორებს: შიდა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, დასაქმება, ფასების დონე;

60
2. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ეფექტიანობა, ფასდება 72 კრიტერიუმის
მიხედვით. მოიცავს სუბ-ფაქტორებს: საჯარო ფინანსები, ფისკალური პოლიტიკა,
სტრუქტურული პოლიტიკა, ბიზნესის კანონმდებლობა, სოციალური პოლიტიკა;
3. ბიზნესის ეფექტიანობა, რომელიც ფასდება 71 კრიტერიუმის მიხედვით და
მოიცავს შემდეგ სუბ-ფაქტორებს: მწარმოებლურობა, შრომის ბაზარი, ფინანსები, მე-
ნეჯმენტი, გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობის ხარისხი; და
4. ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, რომელიც ფასდება 101 კრიტერი-
უმის მიხედვით. მოიცავს შემდეგ სუბ-ფაქტორებს: ტექნოლოგიური ინფრასტრუქტუ-
რა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის, გარემოს ვითარება და განათლება.
აღსანიშნავია ისიც გარემოებაც, რომ ერთადერთი ეროვნული ეკონომიკა, რო-
მელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას არის აშშ, რაც
განპირობებულია ამ ქვეყნის ძლიერი პოზიციებით მეცნიერებატევადი, უახლესი ინ-
ფორმაციული და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებასა და ექსპორტში. 2010 წლის
მდგომარეობით მეორე ადგილზეა სინგაპური, მესამეზე ჰონგ-კონგი, ევროკავშირის
ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობით ხასიათდებიან ლუქსემბურ-
გი (მე-5-ე ადგილი), დანია (მე-6-ე ადგილი) და შვედეთი (მე-9-ე ადგილი). ევროკავ-
შირის ყველაზე დაბალ-კონკურენტუნარიანი ქვეყნებია პოლონეთი, რუმინეთი და
იტალია (შესაბამისად, 44-ე, 45-ე და 46-ე ადგილები). აღსანიშნავია ფინეთის კონკუ-
რენტუნარიანობამ 2005 წლიდან (მე-6-ე პოზიცია) გადაინაცვლა მე-15-ე ადგილზე.
ფინეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „საბჭოთა კავ-
შირის დაშლის შემდეგ, რომელზეც მოდიოდა ფინეთის ექსპორტის 20%, ფინეთის
ეკონომიკა მძიმე კრიზისში აღმოჩნდა. 1993 წელს მისი წარმოების ეკონომიკა შემცირ-
და 10%-ით. 1999 წელს ფინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა შეადგინა 3,8% (ანუ ყვე-
ლაზე მაღალი ევროს ზონაში). ფინეთის ეკონომიკის ასეთი წარმატება აიხსნება იმ გა-
რემოებით, რომ „კომუნიკაციების მსოფლიო ლაბორატორიად” წოდებულ ფინეთში
მოქმედებს კომპანია „ნოკია” – მობილური ტელეფონების წარმოებაში მსოფლიო ლი-
დერი, ასევე 80 ახლად შექმნილი სპეციალური სატელეკომუნიკაციო კომპანია.
თანამედროვე ეტაპზე, ელექტრონული და ელექტროტექნიკური საქონლის ექ-
სპორტი ფინეთის მთლიანი ექსპორტის 30%-ს შეადგენს, ყოფილი სოც. ქვეყნებიდან
კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხით ხასიათდება ესტონეთი (23-ე ადგილი),
ჩეხეთი (28-ე ადგილი), სლოვაკეთი (30-ე ადგილი) და სლოვენია (32-ე ადგილი).
61
VI. 5. ქვეყნების რეიტინგი კონკურენტუნარიანობის მიხედვით

აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე აშკარად ვლინდება მეცნიერებასა და ტექ-


ნოლოგიურ განვითარებაზე, ასევე განათლების სფეროში სახელმწიფო დანახარჯების
ზრდის უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკით-
ხში. აღსანიშნავია, რომ ესტონეთის მაღალი კონკურენტუნარიანობის საფუძველს წა-
რმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის მაღალი ხარისხი, ასევე მომ-
სახურების სფეროს, ფინანების, ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან რეიტინგში ასევე მოხვდნენ ლიტვა (36-
ე ადგილი), უნგრეთი (38-ე ადგილი) და ბულგარეთი (39-ე ადგილი), ხოლო ყოფილი
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ესტონეთის და ლიტვის გარდა, 55 ყველაზე
კონკურენტუნარიან ქვეყნებს შორის არის რუსეთიც (47-ე ადგილი) და უკრაინა (54-ე
ადგილი). რუსეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ძირითადად განპირობებუ-
ლია რუსეთში, მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებით, რომელთა შორის აღსა-
ნიშნავია აეროკოსმოსური წარმოება, ასევე მსოფლიო ბაზარზე რუსული შეიარაღების
საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობა და ენერგომატარებლების მაღალი ფასი.
ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აღნიშნულ რეიტინგში მოხვდნენ ჩილე (26-ე
ადგილი), კოლუმბია (41-ე ადგილი), ბრაზილია (43-ე ადგილი), მექსიკა (50-ე ადგი-
ლი), არგენტინა (52-ე ადგილი), და ვენესუელა (55-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ ლა-
თინური ამერიკის ქვეყნებიდან რეიტინგში პირველად მოხვდა პერუ, რომელიც 35-ე
ადგილზეა და შესაბამისად, ამ კუთხით ის წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას.
აფრიკის კონტინენტიდან რეიტინგში მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლი-
კაა წარმოდგენილი (53-ე ადგილი). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1997-99 წლებში
მომხდარმა საფინანსო კრიზისმა უდიდესი ზეგავლენა იქონია აღნიშნული რეგიონის
ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე. სამხრეთ კორეა, რომელი 1998 წელს აღნიშნულ
რეიტინგში 36-ე ადგილზე იყო, 1999 წელს იგი უკვე 41-ე ადგილზე გადავიდა, ხოლო
2010 წელს კი – 31-ე ადგილზე. ასეთ წარმატებას უდავოდ შეუწყო ხელი სამხრეთ კო-
რეის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართვამ მეცნიერებატევადი დარგების განვითა-
რებისა და რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვისაკენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საფინანსო კრიზისის შედეგად 1998 წელს მკვეთ-
რად დაეცა ინდონეზიის რეიტინგი (1998 წლის მე-40-ე ადგილიდან 2002 წლის 47-ე
62
ადგილამდე). 2010 წლის რეიტინგში ინდონეზია 51-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული
ასახავს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმის,რომ ეს ქვეყნები ხასიათდებიან სტაბილური
ფინანსური მდგომარეობით, დიდი სავალუტო რეზერვებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მათ
კონკურენტუნარიანობაზე. სავალუტო-საფინანსო კრიზისს უფრო ნაკლები გავლენა
ჰქონდა იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომლებიც ხასიათდებოდნენ შედარებით სტაბი-
ლური ეკონომიკური ზრდით. ამ რეიტინგში აზიის დიდი სახელმწიფოები – ჩინეთი
და ინდოეთი კარგ პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი (მე-17-ე და 29-ე ადგილზე).
თანამედროვე ეტაპზე ინდოეთის ეკონომიკის წარმატება ძირითადად დაფუძ-
ნებულია ქვეყნის მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე და არა კონკურენტუნარია-
ნობის ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ბუნებრივი რესურსები. ინდოეთში, ისევე რო-
გორც ჩინეთში აქცენტი კეთდება უახლესი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე,
რაც მეტყველებს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის მაღალ
ხარისხზე და მისი ამაღლების საკმაოდ დიდ პოტენციალზე. აზიის წამყვანი სახელმ-
წიფოს – იაპონიის კონკურენტუნარიანობა დაეცა (1998 წლის მე-20-ე ადგილიდან
2002 წლის 30-ე ადგილამდე, ხოლო 2010 წლის მონაცემებით – 22-ე ადგილზე).
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე ქვეყნდება „მსოფლიო
კონკურენტუნარიანობის ანგარიში”, რომლის უმთავრესი მიზანია შეაფასოს თუ რამ-
დენად ხელსაყრელი ან ხელისშემშლელია ეროვნული გარემო ქვეყანაში მოქმედი კო-
მპანიების შიდა ან საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისათვის. ქვეყნების რეიტი-
ნგის ამსახველი უმთავრესი ინდექსებია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინ-
დექსი და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი.
ინდექსების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ასახავენ კრებსით
მონაცემებს, და შესაბამისად ითვალისწინებენ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდ-
ღეობასთან დაკავშირებულ ერთზე მეტ ასპექტს. გლობალური კონკურენტუნარიანო-
ბის ინდექსი ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე გლობალიზაცის პროცესის
ზეგავლენას და გამოითვლება 249 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც დაჯგუფებუ-
ლია რვა ფაქტორად. კერძოდ ესენია: შიდა ეკონომიკა, ინტერნაციონალიზაცია, სახე-
ლმწიფოს პოლიტიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა, მეცნიერება-ტექ-
ნოლოგია და სამუშაო ძალის ხარისხი, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი,
რაც განსაზღვრავს კომპანიებისა და დარგების მწარმოებლურობას (ეფექტიანობას).
63
ლექცია 7.
თემა VII. გლობალიზაციის სოციალური განზომილება

VII. 1. გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია

გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში კონკურენტუნარიანობის


განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ეკო-
ნომიკის სტრუქტურა და ეკონომიკის დარგთა შორის არსებული თანაფარდობა.
გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკის სტაბილური განვითარება და-
მოკიდებულია პოსტინდუსტრიული, ინფორმაცული ეკონომიკის არსებობაზე ან მი-
სი ფორმირების სისწრაფეზე, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება მეცნიერებატევადი
დარგების უპირატეს განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში მონათესავე
დარგების არსებობა მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს მდგრადი კონკურენციული უპი-
რატესობის შექმნას, როცა ის ხელს უწყობს მეცნიერებატევად დარგთა განვითარებას.
ინფორმაციული ტექნოლოგიები უფრო ეფექტიანად აქცევენ არა რეალურად
მიმდინარე პროცესების, არამედ მათი აზრის მსვლელობის მართვას, ვინც ამ პროცე-
სებს ხელმძღვანელობს. სწორედ აქედან გამომდინარეობს აშშ-ს მაღალი კონკურენ-
ტუნარიანობა და მისი მსოფლიო ლიდერობა. გლობალიზაციის პროცესის ინტენსი-
ფიკაცია ხელს უწყობს კომპანიების თითქმის ერთიანი, უნიფიცირებული მოდელის
ფორმირებას. აქ უპირატესობა ენიჭება კომპანიათა ამერიკულ მოდელს, რასაც ხელი
შეუწყო გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში კომპანიათა ფუნქციონი-
რების იაპონური მოდელის კონკურენტუნარიანობის გარკვეულმა შესუსტებამ.
ამდენად, გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებ-
ში ქვეყნის კონკურენტული „რომბის” დეტერმინანტები განიცდიან გარკვეულ ტრანს-
ფორმაციას. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციული უპირატესობის
„რომბში” სახელმწიფოს როლი ასრულებს მხოლოდ დამხმარე დეტერმინანტის ფუნქ-
ციას, სახელმწიფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის კონკურენ-
ტუნარიანობის ამაღლებაში, განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკო-
ნომიკის მქონე ქვეყნებში. გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობა და-
მოკიდებულია ცალკეულ ქვეყანაში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებაზე.

64
აქედან გამომდინარე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვე-
ყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა
ენიჭება კონკურენტუნარიანობის კლასიკურ ფაქტორებს. ამ ქვეყნებში კონკურენტუ-
ნარიანობის ამაღლების საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს
ხელშემწყობ როლს. აღნიშნული მოსაზრება მტკიცდება იმ გარემოებით, რომ უდიდე-
სი ხარჯები, რომელსაც მოითხოვს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ამ ქვეყნებში
კორპორაციების არარსებობის გამო, აუცილებელია სახელმწიფომ იტვირთოს.
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სახელმწიფო არის ერთადერთი ინ-
სტიტუტი, რომელსაც მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით შეუძლია
ეკონომიკის განვითარების დონის ამაღლება, რომელიც იძლევა არა მარტო მსოფლიო
სამეცნიერო–ტექნიკური მიღწევების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ იმის სა-
ფუძველსაც, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იქნება ახალი ტექნოლოგიის გამოგონე-
ბა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მეცნიერებატევადი წარმოება, რომელსაც ყვე-
ლა სახის წარმოებასთან შედარებით გააჩნია დიფერენციაციის უდიდესი უნარი.
ქვეყნებს, რომელთაც გააჩნიათ საშუალო დონის სამეცნიერო-ტექნიკური პერ-
სონალი (გარდამავალი ქვეყნები სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება) უტ-
ოვებს იმის შესაძლებლობას, რომ განავითარონ ახალი ტექნოლოგიები. მეცნიერება-
ტევადი წარმოება, ინფორმაციული და ნანოტექნოლოგიები არის ის დარგები, რომ-
ლებშიც წარმატება უზრუნველყოფს ცალკეული ქვეყნის მდგრად კონკურენციულ
უპირატესობას. ამის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-კვ-
ლევითი სამუშაოების დაფინანსებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მეცნიე-
რებატევად დარგებში, სახელმწიფო მართვის სისტემის ეფექტურობის ზრდაში და ა.შ
გლობალიზაციის, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ეროვნუ-
ლი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დონეს, ასევე უპირატესი
მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ამ უკანასკნელი სფეროს განვითარებას, არამედ მეც-
ნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ანუ ქვეყნებს შო-
რის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების დონეს, რომელიც თა-
ნამედროვე ეტაპზე მიმდინარეობს უპირატესად განვითარებული ეკონომიკის მქონე
ქვეყნებს შორის. სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვ-
ნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნების ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
65
VII. 2. რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა

განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნული კო-


ნკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო
სამეცნიერო მიღწევებთან ადაპტაციას და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის
გაღრმავებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე საზოგადოების ინტელექტის მიხედვით
სტრატიფიკაციას, რომელიც პოსტინდუსტრიული ეკონომიკის, საზოგადოების ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პი-
რობებში ეროვნულ ეკონომიკათა კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მახასიათებელს
წარმოადგენს ასევე რეგიონულ ინტეგრაცულ პროცესებსა და იმ ეკონომიკურ დაჯგუ-
ფებებში ჩართვა, რომელშიც წარმოდგენილნი არიან პოსტინდუსტრიული ქვეყნები.
განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან მიღწევადობის, მათთან სამეცნიერო-
ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გათვალისწინებით, ყოველივე
ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის
მქონე ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებისათვის აუცილებელი
წინამძღვრების შექმნას. საბოლოო ანგარიშით შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ქვეყნის
ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის საფუძველს წარმოადგენს მისი მო-
ქალაქეების, საერთოდ მთლიანი საზოგადოების განვითარების მაღალი დონე.
თანამედროვე ეტაპზე ინტენსიურად ვითარდება კრიტიკული ტექნოლოგიები,
რომლებიც სრულიად ახალ ეკონომიკას და ცხოვრების წესს იმკვიდრებს ინფორმატი-
კის, კომუნიკაციებისა და წარმოების სფეროში: პროგრამული უზრუნველყოფა, მიკ-
როელექტრონიკა, ოპტოელექტრონიკა, მაღალმწარმოებლური ელექტრონულ–კომპი-
უტერული ქსელები, გადამმუშავებელი მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის გა-
მოყენებით, მიკრო- და ნანოტექნოლოგიები და რთული სისტემის ტექნოლოგიები.
გლობალურ ეკონომიკაში ყოველი ეროვნული ეკონომიკის ადგილის განმსაზ-
ღვრელი იქნება არა მარტო აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, არამედ
მათი განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის უნარი, რომელიც გულისხ-
მობს ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების მაღალ დონეს. ეს
უკანასკნელი კი მხოლოდ პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების შემთხვევა-

66
შია შესაძლებელი, რომელიც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის მახასიათებელია.
ის ეფუძნება ინტელექტსა და მისი განვითარება-რეალიზაციის შესაძლებლობებს.
გლობალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ქვეყნებს შორის ეკონომი-
კური წინააღმდეგობა მოიცავს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მთელ სპექ-
ტრს – კაპიტალისა და სამუშაო ძალის საერთაშორისო მოძრაობას, საგარეო ვაჭრობას,
სავაჭრო პოლიტიკას და ა.შ. გლობალური ეკონომიკის ფორმირების საფუძველს წარ-
მოადგენს ეკონომიკური გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი ხასიათი და ლიბერა-
ლიზაცია, რაც ასახვას ჰპოულობს ლიბერალიზაციის პოლიტიკისა და ცალკეული
ეროვნული ეკონომიკის განვითარების მიზნების წინააღმდეგობრივ ურთიერთობაში.
ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად იგებენ ცალკეული ქვეყნები და მო-
სახლეობის გარკვეული ჯგუფები. სახელმწიფოებიდან მოგებას იღებენ განვითარე-
ბული ქვეყნები, ზარალდებიან მათი შრომატევადი დარგები, თუმცა სახელმწიფოები
ახორციელებენ მათ დაცვას პროტექციონისტული პოლიტიკის მეშვეობით. განვითა-
რებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იგებენ საექსპორტო დარგები,
ზარალდება იმპორტშემცვლელი დარგები. გლობალიზაციის სოციალური განზომი-
ლების განხილვისას მთავარია გლობალიზაციის გავლენა საზოგადოებრივ სტრატი-
ფიკაციაზე, მისი როლი სხვადასხვა ფენებს შორის განსხვავების ნიველირებაზე.
გლობალიზაციის უარყოფით სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებით აღსა-
ნიშნავია, რომ ზოგადად, სოციალური უთანასწორობა კაცობრიობის მთელი ისტორი-
ის მანძილზე არსებობდა და ის არ წარმოადგენს უშუალოდ გლობალიზაციის პრო-
ცესის საერთაშორისო განვითარების შედეგს. გლობალური ეკონომიკის წინააღმდე-
გობრივი ხასიათი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მსოფლიოში მიმდინარე
სოციალური ფრაგმენტაციის პროცესით, ანუ ე. წ. „ინტელექტუალურ” კლასსა და მო-
სახლეობის სხვა ჯგუფებს შორის არსებული წინააღმდეგობრივი ურთიერთობებით.
ბევრი მკვლევარი გამოყოფს აღნიშნულ კლასს, როგორც გლობალური ეკონო-
მიკის ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების მამოძრავებელ ძალას, რაც უდ-
აოდ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. პოსტეკონომიკური საზოგადოება წარმოიშობა იქ
და მაშინ, სადაც და როცა დაიძლევა შრომა, როგორც საქმიანობა, რომელიც ნაკარნა-
ხევია მატერიალური აუცილებლობით და მის ადგილას მოდის აქტიურობა, რომლის
მამოძრავებელ მოტივს წარმოადგენს ადამიანის სურვილი, გახდეს ისეთი, როგორიც
შეუძლია იყოს, მისი მისწრაფება შეესაბამებოდეს მის შიდა ბუნებას.
67
VII. 3. ეკონომიკური წინააღმდეგობის არსი და როლი გლობალიზაციის
განვითარებაში

ყურადღებას იმსხურებს ის გარემოება, რომ თუ ადამიანის მამოძრავებელ მო-


ტივს წარმოადგენს არაუტილიტარული მიზნები, მაშინ ის ემსახურება ადამიანის
სხვა თვისებებს – სიამაყეს, უსაფრთხოებას, რეპუტაციას. ინტელექტუალთა ცალკე
კლასად გამოყოფა სულაც არ ნიშნავს მათ ერთიანობას, არამედ იგი ხაზს უსვამს გან-
ვითარების მაგისტრალურ მიმართულებას, რადგანაც ცოდნის დონის ამაღლება ყო-
ველთვის და ყველგან წარმოადგენდა, როგორც გარე სამყაროს, ისე თვით ადამიანის
ფსიქოლოგიური მოწყობისა და მისი მამოძრავებელი მოტივების შესახებ პროგრესის
საფუძველს. ეკონომიკური წინააღმდეგობის არსი, რაც ვლინდება დღეს, არის წინააღ-
მდეგობა პოსტინდუსტრიულ და აგრარულ-ინდუსტრიულ საზოგადოებებს შორის.
პირველში საზოგადოების სტრატიფიკაციის კრიტერიუმი ინტელექტია. ამი-
ტომ სახელმწიფო პოლიტიკა ასეთ ქვეყნებში ყოველთვის მიმართულია სწორედ ინ-
ტელექტზე და არსებული მატერიალური მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნვე-
ლყოფაზე. აქ პირველ ადგილზე გამოდის პრესტიჟი და უსაფრთხოება, ხოლო მეორე
ტიპის ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვრება ქონებრივი თვალსაზრისით
მაღლა მდგომი ფენების მიერ. თუმცა ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას
იმსახურებს ის ფაქტი, რომ ცალკეული ინდივიდები, სოციალური ჯგუფები და ერე-
ბი, რომლებიც სარგებლობენ ტექნოლოგიური პროგრესის სრული უპირატესობით,
განაგებენ სიმდიდრეს, რომელიც მათ არ მიუთვისებიათ ჩაგრული კლასების ექსპ-
ლუატაციის შედეგად, არამედ ეს დოვლათი მათ შექმნეს შემოქმედებითი მიდგომით,
არ წაურთმევიათ ძალით, არამედ ეს მათ შეიძინეს საბაზრო გაცვლის შედეგად.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი იწვევდა ახალი საზოგადოებრივი ურთი-
ერთობების ჩამოყალიბებას და მასში ინდივიდთა ადგილისა და როლის ახლებურ
ინტერპრეტაციას. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში ასეთი ცვლილებების შე-
დეგად ფორმირებულმა საზოგადოებამ სამეცნიერო ლიტერატურაში მიიღო პოსტინ-
დუსტრიული საზოგადოების, ინფორმაცული საზოგადოების, მასობრივ მოხმარების
ეპოქის, ცოდნის საზოგადოების, პოსტეკონომიკური საზოგადოების სახელწოდება.
მეცნიერების მიერ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებე-
ბის ამსახველი ყველა სახელწოდების საერთო ნიშანს წარმოადგენს ყურადღების გა-
68
მახვილება მეცნიერებატევადი საქონლის წარმოებასა და მომსახურების სფეროს
მზარდ მნიშვნელობაზე, ეკონომიკაში ცოდნის განმსაზღვრელ როლზე. გლობალური
ეკონომიკის ფორმირების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ მაღალგანვითარებუ-
ლი ქვეყნები, ხოლო მათი ეკონომიკის განვითარება დამყარებულია ინტელექტზე. შე-
საბამისად, სწორედ მეცნიერება განსაზღვრავს თანამედროვე გლობალური ეკონომი-
კის ფუნქციონირების ხასიათს და მისი შემდგომი განვითარების მიმართლებებს.
განვითარებულ ქვეყნებშიყალიბდება ე. წ. პროიდეალისტური საზოგადოება,
რომელშიც უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პრესტიჟსა და რეპუტაციას. ამავე დროს
ამ საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეული ინდივიდის
შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობებს. მსოფლიო ეკონომი-
კის მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ მომავალი გლობალური საზოგადოების
შემდეგ მოდელებზე: ტრანსნაციონალური საზოგადოება – სახელმწიფო საზღვრების
მოშლით, საერთაშორისო საზოგადოება – საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვანი
როლით, გავლენის სფეროების მიხედვით დიფერენცირებული საზოგადოება – ინტე-
გრირებული ცალკეული გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით, პოლარიზებული სა-
ზოგადოება – სამხედროდან ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონკურენციაზე გადასვლით.
თანამედროვე ეტაპზე წინააღმდეგობებს წარმოშობს წარმოების სხვადასხვა
სფეროებს შორის თანაფარდობა, თუ რომელი თამაშობს განმსაზღვრელ როლს ცალ-
კეული ქვეყნის ეკონომიკაში, ანუ წინააღმდეგობებს განაპირობებს ერთის მხრივ, მეც-
ნიერებატევად, და მეორეს მხრივ, კაპიტალტევად და შრომატევად დარგებს შორის
თანაფარდობა. მეცნიერებატევადი დარგები გამოირჩევიან უფრო მაღალი ეფექტია-
ნობითა და კონკურენციული უპირატესობით და აქედან გამომდინარე, ისინი ხასია-
თდებიან უფრო მაღალი შემოსავლიანობით, ვიდრე კაპიტალტევადი და შრომატევა-
დი დარგები. ეროვნულ ეკონომიკებს შორის წინააღმდეგობის უმთავრეს მიზეზია
ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის დონეებს შორის არსებული განსხვავება.
ცნობილია, რომ პრაგმატიზმი უმთავრესად დასავლეთის ქვეყნებისათვის არის
დამახასიათებელი, რასაც ხელს უწყობს ისტორიულად ჩამოყალიბებული საზოგადო-
ებრივი ურთიერთობა, რამაც აღნიშნულ ქვეყნებში ხელი შეუწყო კაპიტალის საწყის
დაგროვებას და მის შემდგომ ევოლუციას, წარმოების განვითარებას შრომატევადი-
დან კაპიტალტევადისაკენ და თანამედროვე ეტაპზე – მეცნიერებატევადისაკენ. წინა-
აღმდეგობათა საფუძველი წარმოიშვა მეურნეობების ტრადიციებს შორის სხვაობამ.
69
VII. 4. სამუშაო ძალის გლობალიზაციის პროცესი

როგორც მაქს ვებერი აღნიშნავდა, „მხოლოდ დასავლეთში ვხედავთ მეცნიერე-


ბას ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, თეორია, ფილოსოფია, ცხოვრების უმა-
ღლეს პრობლემებზე მსჯელობა ცნობილია ჩინელებისათვის, ინდოელებისთვის, მაგ-
რამ რაციონალური მეცნიერება და ტექნიკა ამ ქვეყნებისათვის უცხოა. აზიელებს აინ-
ტერესებთ ისეთი თეორია, რომლიდანაც მიღებული ცოდნა ხელს უწყობდა ყოველდ-
ღიურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ტექნიკურ–ეკონომიკური ამოცანების გადასაჭ-
რელად მეცნიერების მისწრაფება ახასიათებს დასავლეთის მეცნიერ–ეკონომისტებს”.
მაღალგანვითარებული ქვეყნების ტრანსნაციონალური კორპორაციები ახდე-
ნენ კაპიტალტევადი და შრომატევადი დარგების გადატანას განვითარებადი და გარ-
დამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს აღნიშნულ
ქვეყნებში მოხმარების ზრდას, მაგრამ მეორეს მხრივ, განაპირობებს საზოგადოების
სტრატიფიკაციას. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევები კიდევ უფრო აღრ-
მავებს პოსტინდუსტრიულ და აგრარულ-ინდუსტრიულ საზოგადოებებს შორის არ-
სებულ წინააღმდეგობებს. ინფორმაციის გავრცელების საზღვრების გახსნის პირობე-
ბში უახლესი ტექნოლოგიების (კომპიუტერისა და ინტერნეტის) გავრცელება განვი-
თარებად ქვეყნებში, ნათელს ჰფენს მათ ჩამორჩენას სხვა ქვეყნებისაგან, არაერთი კუ-
თხით, რაც იწვევს მათ მიერ სუსტი განვითარების მიზეზების ძიების გაძლიერებას.
ყოველ ინდივიდს თუ ინდივიდთა ჯგუფს აქვს იმის მიდრეკილება, რომ წარუ-
მატებლობის მიზეზი ეძიოს საგარეო სფეროში. ამ მხრივ, გამონაკლისს არც სახელმ-
წიფოები წარმოადგენენ. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული წინაღმდეგობები ივსება
რელიგიურ-იდეოლოგიური კომპონენტებით, რომლებიც უფრო მწვავე ხასიათს აძ-
ლევენ წინააღმდეგობებს. გლობალიზაციის გაძლიერება, რომელიც გამოხატულია სა-
მუშაო ძალის გადაადგილების ლიბერალიზაციის ზრდით, წარმოადგენს გლობალი-
ზაციის ერთ-ერთ ნეგატიურ ასპექტს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისათვის.
სამუშაო ძალის გლობალიზაციის პროცესი უფრო ნელი ტემპით მიმდინარე-
ობს, ვიდრე საქონლისა და კაპიტალის ბაზრებისა, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვან
და მზარდ მაჩვენებელს წარმოადგენს. გლობალიზაციის პროცესში მიგრაციული პო-
ლიტიკა გადადის ზეეროვნულ დონეზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ძა-
ლის მიგრაციის ეფექტიან მართვას. მიგრაციული პროცესების მართვაში, რომელიც
70
გულისხმობს მიგრაციულ კონტროლს და ინტეგრაციას, გამოიყენება სხვა მეთოდე-
ბიც, როგორიცაა საგარეო დახმარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო
სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს დონორი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის
ემიგრაციის პროცესს. ამ სახის დახმარება განვითარებადი ქვეყნებისადმი ხორციელ-
დება როგორც სახელმწიფოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ამდენად, გლობალიზაციის პირობებში სამუშაო ძალის მიგრაცია, რომელიც
აღწევს უდიდეს მასშტაბს მოითხოვს ზეეროვნულ დონეზე რეგულირებას. წარმოების
გადატანა შედარებით იაფი სამუშაო ძალის მქონე ქვეყნებში განაპირობებს უმუშევ-
რობის ზრდას განვითარებულ ქვეყნებში. აქ იზრდება სამუშაო ადგილების მოპოვე-
ბისათვის გამართული კონკურენცია. გლობალიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის
მწარმოებელთა მოგებას საერთაშორისო რესურსების უფრო ეფექტიანი კომბინაციის
შედეგად და გარკვეულწილად აუმჯობესებს მომხმარებელთა მდგომარეობას პრო-
დუქციის მრავალფეროვნებით დაკმაყოფილებისა და შედარებით დაბალ ფასად შეძე-
ნის გათვალისწინებით, ზრდის განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონეს. მსგ-
ავსი ტენდენციები აძლიერებს პროტექციონისტულ განწყობას განვითარებულ ქვეყ-
ნებში და ძირს უთხრის გლობალური თავისუფალი ვაჭრობის იდეას. ამავე დროს,
სწორედ გლობალური თავისუფალი ვაჭრობის ტენდენციების გაძლიერება ხდება ღა-
რიბ ქვეყნებში სიღარიბის მასშტაბების შემცირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
საზოგადოების დიფერენციაცია და მისი სტრატიფიკაცია შემოსავლების დონე-
ების მიხედვით ზრდის სოციალურ დაძაბულობას, რაც საბოლოო ჯამში ასუსტებს
დასავლეთის მაღალგანვითარებული სახელმწიფოების ძლიერების საფუძველს და
საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ურთიერთობების სტაბილურობას. გლობალი-
ზაციის პირობებში მსგავსი ტენდენციების გაძლიერება, განსაკუთრებით განვითარე-
ბადი ქვეყნების მასშტაბით, მსოფლიოს აახლოებს განვითარების ე. წ. „ბრაზილიულ
მოდელთან”, რომელიც გამოირჩევა სოციალური უთანასწორობის დიდი მასშტაბით.
ნეოლიბერალური გლობალიზაციის რეგულირების გარეშე, მისი განვითარე-
ბის შემთხვევაში, ის შეიძლება მივიჩნიოთ გლობალური მასშტაბით საზოგადოებრივ
ურთიერთობათა მიკრომოდელად. განვითარებადი ქვეყნებიდან იაფი სამუშაო ძა-
ლის ემიგრაცია წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში სოციალური დაძაბულობის
ზრდის ერთ-ერთ ძირითად წყაროს. გარკვეულწილად იზრდება ქსენოფონია, რომე-
ლიც გლობალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინებაა.
71
VII. 5. გლობალური ეკონომიკის სოციალური განზომილება

ის ფაქტი, რომ გლობალიზაციას თან ახლავს ქსენოფონია, სხვაგვარად არც შე-


იძლება იყოს, რადგანაც ყოველი მოძრაობა თავის თავში ბადებს ახალ, საპირისპირო
მოძრაობას. სწორედ ამიტომაც, ნაციონალიზმი, შოვინიზმი, სეპარატიზმი და ფუნდა-
მენტალიზმი მსოფლიოში გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება. გლობალური
ეკონომიკის სოციალური განზომილებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია განვითარებულ
ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის შედეგად წარმოების შემცირება, უმუშევრობის
ზრდა ღარიბ/საშუალო ფენაში, და მათი შემოსავლების შემცირება, ხოლო განვითარე-
ბად ქვეყნებში კი ყოველივე ამას თან ახლავს სიღარიბის მასშტაბების შემცირება.
ამრიგად, არაერთგვაროვანია გლობალიზაციის გავლენა განვითარებული და
განვითარებადი ქვეყნების ცალკეულ სოციალურ ჯგუფებზე. საეჭვოა ანტიგლობალი-
სტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გლობალიზაცია განვითარებად ქვეყნებს და
მათ მოსახლეობას ჩააყენებს უარეს დღეში. გლობალიზაციის სოციალური განზომი-
ლების მკვეთრად გამოხატული წინააღმდეგობრივი ხასიათი შეიცავს მნიშვნელოვან
ელემენტებს გლობალიზაციის პროცესის დასამუხრუჭებლად. საზოგადოებაში პრო-
ტექციონისტული განწყობის ზრდამ, რომელიც განპირობებულია უცხოური კონკუ-
რენციისა და იაფი სამუშაო ძალის მიგრაციის ზრდით, შეიძლება უბიძგოს განვითა-
რებულ ქვეყნებს პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებისაკენ. მაღალგანვითა-
რებული ქვეყნების საშუალო ფენა მნიშვნელოვან ზარალს განიცდის გლობალიზაცი-
ისაგან. აღნიშნული ფენა წარმოადგენს სახელმწიფოს სოციალური კეთილდღეობის
საფუძველს და მისი შემდგომი განვითარება სწორედ ამ ჯგუფზეა დამოკიდებული.
გლობალური ეკონომიკა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, შეიცავს არანა-
კლებ საფრთხეებს განვითარებული სახელმწიფოებისათვის, ვიდრე განვითარებადი
და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. გლობალიზაციის ტენდენციების
ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სხვა თანაბარ პირობებში გლობალი-
ზაცია, გრძელვადიან პერიოდში, უფრო დიდ საფრთხეს უქმნის განვითარებულ ქვეყ-
ნებს, ძირს უთხრის რა მისი კეთილდღეობის სახელმწიფოს სოციალურ საფუძვლებს.
გლობალური ეკონომიკის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების გა-
დაწყვეტა შეუძლებელია ნეოლიბერალური გლობალიზაციის მეშვეობით. განვითა-
რებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სახელმწიფოს როლის შესუს-
72
ტება გაზრდის პოლიტიკური ფრაგმენტაციისა და .ეკონომიკური წინააღმდეგობების
რელიგიურ-იდეოლოგიური კომპონენტებით შევსების საშიშროებას, გააღრმავებს სო-
ციალურ-ეკონომიკურ ფრაგმენტაციას და აქედან გამომდინარე, შეუძლებელს გახდის
არა მარტო ამ ქვეყნების მონაწილეობას გლობალურ ეკონომიკაში, არამედ ეჭვქვეშ
დააყენებს რეალური, გლობალური ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინააღმდეგობები არსებობს თვით განვითა-
რებულ სახელმწიფოებს შორის, უმთავრესად ეკონომიკურ-ტექნოლოგიურ სფეროში,
რომელიც არ ივსება რელიგიურ-იდეოლოგიური კომპონენტები. იგი წარმოადგენს
განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს, თუმცა გლობალიზაციას, რომელსაც ზოგჯერ
განიხილავენ როგორც აშშ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპანსიას, წინააღმდეგო-
ბით ეკიდებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (მაგ., საფრანგეთსა და გერმანიაში).
თანამედროვე პერიოდში განვითარებულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი წინაა-
ღმდეგობები ეკონომიკურთან ერთად ატარებს კულტურული თვითმყოფადობის შე-
ნარჩუნების ხასიათს, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ყოველი ქვეყნის
ეროვნული კულტურის უნიკალურობა. ამრიგად, სახელმწიფოთაშორისი წინააღმდე-
გობები მით უფრო ნაკლები სიმწვავისაა, რაც უფრო მეტი ურთიერთდამოკიდებუ-
ლება და ურთიერთგადაჯაჭვა არსებობს ეროვნულ ეკონომიკებს შორის და რაც უფ-
რო მაღალია მათი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონე.
გლობალიზაციის პროცესი მოითხოვს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკუ-
რი პოლიტიკის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და მათი ეკონომიკის სტრუქტურუ-
ლი გარდაქმნის ხელშეწყობას. განვითარებული ქვეყნები კარგავენ კონკურენციულ
უპირატესობას ტრადიციულ სექტორებში და ამ მხრივ უპირატესობა განვითარებადი
ქვეყნების სასარგებლოდ გადადის, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს ეკონომი-
კის სტრუქტურის ცვლილების მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის მოდერნიზებას.
მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით სა-
ხელმწიფოს მხრიდან ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, როგორიცაა კად-
რების მომზადება-გადამზადების კურსი აშკარად კარგავს თავის პირვანდელ აქტუა-
ლობას, რადგანაც გლობალიზაციის პირობებში შესაძლებელია გადამზადებული, მა-
ღალი კვალიფიკაციის მუშახელი წავიდეს საზღვარგარეთ და იქ დასაქმდეს, ქვეყნის
შიგნით კი უმუშევრობის პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრას. ამიტომ თანამედროვე პი-
რობებში მდიდარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია.
73
ლექცია 8.
თემა VIII. გლობალიზაციის პოლიტიკური განზომილება

VIII. 1. გლობალიზაციის პოლიტიკური ასპექტი

გლობალიზაცია მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობის ისეთ სფერო-ებს,


როგორიცაა: პოლიტიკა, იდეოლოგია, კულტურა და რელიგია. იგი ერთმა-ნე¬თთან
აკავშირებს ინტეგრაციისა და ავტონომიზაციის პროცესებს, ერთის მხრივ, ქვეყნების
დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ, ალიანსების შექმნისაკენ მათ მისწრაფებას.
გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი პროცესია. ქვეყნების კულტურებს, რელიგიებს
ისტორიულ ტრადიციებსა და ეკონომიკური განვითარების დონეთა შორის არსებუ-
ლი განსხვავების მიუხედავად ქვეყნების მზარდმა ურთიერთდამოკიდებულებამ მია-
ღწია უმაღლეს სტადიას. გლობალიზაციის შედეგად ცალკეულ ქვეყანაში თანაბრდე-
ბა ეკონომიკური ცხოვრების პირობები, ერთმანეთს უახლოვდება ფასები, სხვადასხვა
ქვეყნის სავალუტო-საკრედიტო, საფინანსო-საფონდო ბაზრებზე იხსნება ბარიერები.
გლობალიზაციის პოლიტიკური ასპექტებიდან აღსანიშნავია ეროვნული სახე-
ლმწიფოს როლის ტრანსფორმაციისა და სახელმწიფო საზღვრების ტრანსფარენტუ-
ლობის ზრდის ხაზგასმა. დიდ სახელმწიფოებში გამოყოფენ გლობალიზებულ რაიო-
ნებსაც, რომლებიც განიხილებიან „გლობალური მსოფლიოსაკენ გამავალ ჭიშკარს”.
თანამედროვე მეცნიერ-ეკონომისტები გლობალიზაციის როლის გაძლიერებაში მთა-
ვარ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კორპორაციებს. სულ
უფრო მზარდ როლს ასრულებს გლობალიზაციის განვითარებაში რეგიონული ინტე-
გრაციების, საერთაშორისო ბანკებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების როლიც.
ისინი იწვევენ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფოს მარეგუ-
ლირებელი ფუნქციის შესუსტებას. მიუხედავად გლობალიზაციის ფორმების განსხ-
ვავებულობისა, მათი შინაარსი საერთოა და ემყარება კომერციული ფირმების მიერ
მაქსიმალური მოგების მიღების სურვილს. ეროვნულ სახელმწიფოებთან დაკავში-
რებით, ეროვნული მთავრობების როლის შემცირების, ადგილობრივი რეგიონული,
ტერიტორიული კონფლიქტების წარმოქმნისა და ქალაქ-სახელმწიფოთა დაარსების
შედეგების ანალიზი იძლევა იმის დასვნის გაკეთების საშუალებას, რომ 50 წლის შემ-
დეგ მსხვილი ეროვნული სახელმწიფოები, თავიანთი ფორმით, აღარ იარსებებენ.
74
შესაბამისად, სამართლიანად ამტკიცებენ ეკონომისტები, რომ გლობალიზაცი-
ის საბოლოო შედეგი სახელმწიფოთა ეროვნული საზღვრების მოშლაა, ეროვნული
ეკონომიკის გლობალური ეკონომიკით, ეროვნული კულტურის გლობალური კულ-
ტურით, ხოლო ეროვნული ცნობიერების გლობალური ცნობიერებით ჩანაცვლებაა.
გლობალიზაცია ფარავს მსოფლიო ეკონომიკის ყველა მონაწილის (სახელმწი-
ფოების, კომპანიების, ორგანიზაციებისა და ინდივიდების) ქმედებებს, რომლებიც
იძულებულნი ხდებიან იაზროვნონ გლობალურ (პლანეტარულ) და არა ლოკალურ
დონეზე. სწორედ გლობალიზაციამ გამოუთხარა ძირი მსოფლიოს ისეთ იმპერიებს,
როგორიცაა რომის, ბიზანტიის, საბჭოთა და სხვა იმპერიებს. ამ იმპერიების მცდელო-
ბის მიუხედავად, მათ ვერ დაანგრიეს გლობალიზაციის სტრუქტურები. სოციალური
ასპექტის თვალსაზრისით, გლობალიზაცია სოციალური მოვლენაა, რომელიც შეიძ-
ლება განისაზღვროს როგორც სოციალურ ურთიერთობათა ინტენსიფიკაცია. ის ურ-
თიერთდაშორებულ ადგილებს ისეთნაირად აკავშირებს, რომ ეროვნული მოვლენები
ყალიბდება ათასობით კილომეტრის იქით მომხდარი მოვლენებით და პირიქით.
იდეოლოგიური თვალსაზრისით, გლობალიზაცია შეიძლება გადაიქცეს ახალი
მსოფლიო იდეოლოგიის საფუძვლად. გლობალიზაციის ყველა ასპექტი – პოლიტი-
კური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური, ექვემდებარება მსოფლიო ბა-
ზარს და წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფოების, მათი სუვერე¬ნიტე¬ტის ტრანს-
ნაციონალური აქტივობითა გადაფარვისა და დამორჩილების პროცესი. თუმცა უნდა
აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გლობალიზაციას გააჩნია წინააღმდეგობრივი ხასია-
თი, რაც კითხვის ქვეშ აყენებს მის მხარდამჭერთა არგუმენტებს. პრაქტიკოსები ერთ-
ხმად აცხადებენ, რომ გლობალიზაცია სამყაროს ტიპიური ამერიკული აბსტრაქციაა.
მას სხვაგვარად ამერიკანიზაციასაც უწოდებენ და ხშირად ამერიკის შეერთე-
ბული შტატების მხრიდან პოლიტიკური იდეოლოგიის ექსპანსიის მოწინააღმდეგე-
ები გლობალიზაციას აიგივებენ ამერიკანიზაციასთან. ეს აბსტრაქცია სპეციალურად
არის მოფიქრებული ამერიკული იდეოლოგიის იმ სულისჩამდგმელთა მიერ, რომელ-
თაც სურთ მთლიანი მსოფლიოს დაპყრობა ამერიკის მიერ. ეს იდეა იმიტომ არის მო-
გონილი ამერიკელების მიერ, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გლობალიზაცია აღიქვას
როგორც გარდუვალი და შეუჩერებელი ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერ აჩე-
რებს ვერც ერთი ქვეყანა და მათ შორის ვერც ამერიკა. ამიტომ ამ იდეოლოგიის მომხ-
რეთა მიზანია გლობალიზაცია მსოფლიოში დანერგონ როგორც შეუჩერებელი ძალა.
75
VIII. 2. ქვეყნის პოლიტიკური საზღვრები და გლობალიზაცია

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს რჩება ისე-


თი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, როგორიცაა ახალი სამუ-
შაო ადგილების შექმნა ახალ სექტორებში ან ეკონომიკის არსებულ კონკურენტუნა-
რიან დარგებში, რაც თავის მხრივ მოითხოვს დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე. განვითარებად ქვეყნებში გლობალიზაციის და-
დებითი შედეგები არათანაბრად ვრცელდება. ამ ქვეყნებში იგებს შედარებით კვალი-
ფიცირებული სამუშაო ძალა და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა, მაშინ როცა გარკ-
ვეულწილად ზარალდება დაბალი განათლებისა და სოფლის მოსახლეობა.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფოს როლი, რომელიც მიმარ-
თული იქნება მოსახლეობის განათების დონის ამაღლების ხელშეწყობისაკენ. გლობა-
ლიზაციის პროცესის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ძვრები შეაქვს როგორც განვითა-
რებული, ისე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სოცია-
ლური პოლიტიკის პრიორიტეტებში. განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანია ახა-
ლი სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ როცა განვითარებად და გარდამავალი ეკო-
ნომიკის მქონე ქვეყნებს ჯერ კიდევ გააჩნიათ სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღ-
ლებით კონკურენციული უპირატესობის შეძენის, ამაღლების შესაძლებლობები.
1970-იან წლებში ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების ერთმანეთისა-
გან იზოლირებულად განხილვა შეუძლებელი გახდა, ხოლო 1990-იან წლებში გლო-
ბალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციამ ახალი იმპულსი შესძინა მსოფლიო განვი-
თარების ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების მჭიდრო კორელაციაში განხი-
ლვას. მსოფლიო განვითარების პროცესში პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები წა-
რმოადგენს გლობალიზაციის დეტერმინანტებს, რაც განაპირობებს გლობალიზაციის
სისტემურ ხასიათს და განსაზღვრავს მისი შემდგომი განვითარების მიმართულებებს.
1990-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო სისტემამ განიცადა მნიშვნელოვანი
ცვლილებები. მათ შორის ყველაზე დრამატული ცვლილებები პოლიტიკაშია. სოცია-
ლისტური სისტემის დაშლის შემდეგ სახე იცვალა მსოფლიო პოლიტიკურმა რუკამ,
რადიკალურად შეიცვალა ევროპა, ევროპასა და მის უახლოეს ტერიტორიაზე ჩამოყა-
ლიბდა ოცზე მეტი ახალი სახელმწიფო. ეს ქვეყნები ისწრაფვიან მსოფლიო თანამე-

76
გობრობაში ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად, რაც მეტად
ცვლის მსოფლიოს ადრინდელ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სტრუქტურას.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფოთა საზღვრების ტრანსფარენტულობის ზრ-
დაში შეიძლება დანახული იქნეს გლობალიზაციის არსი. ეროვნული სახელმწიფოს
საზღვრები თავდაპირველად გამჭვირვალე გახდაეკონომიკურ სფეროში. შემდეგ აღ-
ნიშნული პროცესი გადავიდა სოციალურ, სამხედრო, პოლიტიკურ და სხვა სახის ურ-
თიერთობებზე, ასევე სხვა რეგიონებზე. თუმცა განვითარებადი და გარდამავალი
ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მიგრაცის ზრდის გათვალისწინებით.
განვითარებული ქვეყნები დაინტერესებულნი არიან სახელმწიფო საზღვრების
არა გამჭვირვალობით, არამედ მისი განმტკიცებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სა-
ხელმწიფო საზღვრები საკმაოდ ხანგრძლივ პერსპექტივაში შეინარჩუნებს თავის ფუ-
ნქციას. აქ მხედველობაში არაა მიღებული სახელმწიფო საზღვრის გამჭვირვალობა
საქონლის, მომსახურების კაპიტალის, ინფორმაციის გადაადგილებისათვის. სახელმ-
წიფო საზღვრის გამჭვირვალობის ზრდა ატარებს არათანაბარ, შერჩევით ხასიათს
(საზღვრები ხდება გამჭვირვალე ისეთი რეგიონული ეკონომიკური კავშირის შიგნით,
როგორიცაა ევროკავშირი და ნაფტა, მაგრამ ისინი სხვებისთვის დახურული რჩება).
როგორც ევროკავშირის ევოლუცია ადასტურებს სახელმწიფო საზღვრის გაქ-
რობა ხდება ინტეგრაციულ დაჯგუფებათა განვითარების იმ პერიოდში, როცა მასში
შემავალი სახელმწიფოები ხასიათდებია ეკონომიკური განვითარების თითქმის ერთ-
ნაირი – მაღალი დონით და ფორმირებულია პოსტინდუსტრიული ეკონომიკა. მსოფ-
ლიო პოლიტიკური რუკის კარდინალური ცვლილების, ეროვნულ ეკონომიკებს შო-
რის ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთშეღწევადობის ხარისხის ზრდის
შედეგად სახელმწიფო საზღვრები გარკვეულწილად კარგავს მის მნიშვნელობას, მაგ-
რამ არ ქრება, არამედ ხდება უფრო გამჭვირვალე, იძლევა საქონლის, მომსახურების,
კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების სულ უფრო მეტ შესაძლებლობას.
საზღვრის გამჭვირვალობა არ ნიშნავს, მისი როგორც პოლიტიკურ-გეოგრაფი-
ული კატეგორიის გაქრობას. ქვეყნების პოლიტიკურ–ეკონომიკური საზღვრები ერთ-
მანეთს არა მარტო არ ემთხვევა, არამედ ისინი ძირფესვიანად განსხვავდება ერთმანე-
თისაგან, რადგანაც ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი არ განისაზღვრე-
ბა მისი ტერიტორიის მოცულობით ან მოსახლეობის სიმრავლით. ქვეყნების რეიტინ-
გი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით წამყვანი ადგილები პატარა ქვეყნებს უკავია.
77
VIII. 3. პოლიტიკური დემოკრატიის დაცვის პრობლემები გლობალიზაციის პირობებში

1990-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკის არსებული თავისებურება გახდა


გეოეკონომიკის უპირატესი მნიშვნელობა გეოპოლიტიკას და გეოსტრატეგიასთან შე-
დარებით. ეს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლიტიკას, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში ბატონობდა ეკონომიკაზე, ბოლო წლებში დაქვემდებარებული, უფრო
სწორად ადაპტირებული როლი დარჩა, რომელიც უკვე არ განსაზღვრავს ეკონომიკის
განვითარებას, არამედ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკურ ურთიერთობებს ქვეყ-
ნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსს. ეს დიდ უპირატესობას ანი-
ჭებს მდიდარ ქვეყნებს, რომელთაც განვითარებად ქვეყნებზე გავლენის ისეთი უწყი-
ნარი იარაღი აქვთ, როგორიცაა ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება. ეს
ეკონომიკური ბერკეტები გახდა განვითარებული ქვეყნების საგარეო ეკონომიკის არ-
სენალის შემადგენელი ნაწილი, პოლიტიკურ, სამხედრო ინსტრუმენტებთან ერთად.
თანამედროვე ეტაპზე ადგილი აქვს გლობალური მასშტაბით პოლიტიკურ ურ-
თიერთობათა ეკონომიზაციისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა პოლიტიზაციის
მზარდ პროცესს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის პოლიტიკური დე-
მოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულე-
ბების დანერგვისაკენ, ანუ შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკური
სისტემის ერთიანი, საერთო საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი. თავისუფლება,
დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ლიბერალური ბაზარი – ყოველივე ეს ის ფასეუ-
ლობებია, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას მთელი თავისი არსებობის მანძილზე.
XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი
მიმდინარეობდა ნეოლიბერალური გლობალიზაციის ეგიდით, რომელმაც პრაქტიკუ-
ლი გამოხატულება ჰპოვა ე. წ. „ვაშინგტონის კონსესუსის” დოქტრინაში. მისი მთავა-
რი პრინციპი არის ეკონომიკის ლიბერალიზაცია. აღნიშნული დოქტრინა არ წარმო-
ადგენს გლობალური ეკონომიკის ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების სა-
უკეთესო ვარიანტს, რადგანაც იგი არ ითვალისწინებს განვითარების პროცესში ერო-
ვნული თავისებურებების, კულტურისა და თვითმყოფადობის მნიშვნელობას. ეს დო-
ქტრინა თანდათან ცვლილებებს განიცდის უმთავრესად განვითარებაში ეროვნული
ფაქტორის გათვალისწინებით. ნეოლიბერალური გლობალიზაცია ამწვავებს მსოფ-
ლიოში არსებულ წინააღმდეგობებს და მათ ზოგიერთ შემთხვევაში აძლევს უმწვავეს
78
ფორმას, რასაც ადასტურებს მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს – აშშ-ის წინააღ-
მდეგ მიმართული 2001 წლის 11 სექტემბრის და შემდგომი ტერორისტული აქტები.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და იაპონიამ განიზრახეს
გლობალურ კაპიტალიზმზე გადასვლის ხელმძღვანელობა. ამისათვის საჭირო იყო
მსოფლიო ვაჭრობისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა, სსფ-ს მეშვე-
ობით რუსეთის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების ინტეგრირება
მსოფლიო ეკონომიკაში. განვითარებადი და პოსტკომუნისტური ეკონომიკის მქონე
ქვეყნებისათვის შეთავაზებული გლობალიზაციის მოდელი, კერძო ინვესტიციები და
ამერიკელ ექსპერტთა რჩევები განიხილებოდა საკმარის პირობად ამ ღარიბი ქვეყნე-
ბის საყოველთაო აღორძინებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
1991 წლის დასაწყისში ერაყში სამხედრო კამპანიის წარმოების დროს აშშ-ს
პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამ-
ყარების შესახებ, რომელიც ხაზს უსვამდა მსოფლიოში ამერიკის დომინირებად
როლს. იგი თავისი არსით იყო ერთპოლუსიანი მსოფლიო, მაგრამ ერთპოლუსიანი
მსოფლიო თვით ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურობითაც კი ვერ
უზრუნველყოფდა მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას, მისი ეროვნული, რელიგი-
ური, კულტურული მრავალფეროვნების გამო, ხოლო მსოფლიო ხალხთა ერთგვარო-
ვანი მასის ჩამოყალიბება ერთიანი კულტურით, ფასეულობებით შეუძლებელია.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხრიდან ერთპოლუსიანი საერთაშორისო წესრი-
გის მიუღებლობა განპირობებულია ეროვნული სახელმწიფოების ინტერესებს შორის
წინააღმდეგობრივი ურთიერთობებით და ამ ინტერესთა რეალიზაციის განსხვავებუ-
ლი მეთოდებით. პოსტინდუსტრიული მსოფლიოს სწრაფი ექსპანსია, რომელიც ხში-
რად მოიაზრება გლობალიზაციის ქვეშ, შეუძლებელია. გლობალიზებული ეკონომი-
კა, ლიბერალური დემოკრატიის არსებობის პირობებში აიძულებს სახელმწიფოებს
გაატაროს ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გა-
მომდინარე პოლიტიკა. თუმცა გლობალური ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოთა
შორის არსებული რთული ურთიერთდამოკიდებულება იწვევს აღნიშნულ კატეგო-
რიების გარკვეულ ტრანსფორმაციას. განვითარებული ქვეყნები, უპირველეს ყოვლი-
სა აშშ, უსაფრთხოებას მსოფლიო დონეზე იცავენ და ცდილობენ ეკონომიკის განვი-
თარების არსებული დონის შენარჩუნებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
VIII. 4. ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობის ხელშემწყობი ფაქტორები
79
ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობათა დამყარება ხდება უპირატესად არ-
სებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ხოლო გლობალური ინტერე-
სები და გლობალური უსაფრთხოების კატეგორიები ხშირ შემთხვევაში წინააღმდე-
გობრივ ურთიერთობებშია ცალკეულ სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კა-
ტეგორიასთან. გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებს შორის ფინანსური რესურსების
თავისუფალი გადაადგილება, რაც ეკონომიკური გლობალიზაციის უმთავრესი მახა-
სიათებელია, ცალკეულ ქვეყნებში წარმოშობს პოლიტიკური ხელისუფლების შესუს-
ტენის რეალურ საფრთხეს. ეს ეხება განვითარებადი და გარდამავალ ქვეყნებს.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პოლიტიკურ-ინსტიტუციონალურ
სტრუქტურებს წარმოადგენენ სსფ, მსოფლიო ბანკი და ვმო. საერთაშორისო ეკონომი-
კური ორგანიზაციები, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლება გააჩნიათ განვითარე-
ბულ ქვეყნებს, ვერ აკონტროლებენ საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებს. საერთაშო-
რისო ეკონომიკური ორგანიზაციების არსებულ სისტემას, მათი საქმიანობის მიმარ-
თულებებსა და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას არ ძალუძს კრიზისების აღმოფხ-
ვრა, რადგანაც ეს ინდივიდუალური ინვესტორებისა და კორპორაციების მოქმედების
შედეგია. ისინი გლობალიზაციის აქტიური მომხრეები და მამოძრავებელი ძალები
არიან. საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო კრიზისების შემდეგ საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას სიმბოლური ხასიათი გააჩნია.
ეს დახმარებები უფრო მეტად მიმართულია სოციალური დაძაბულობის თავი-
დან ასაცილებლად, ვიდრე კრიზისის აღმოსაფხვრელად ან ეკონომიკაში სტრუქტუ-
რული ცვლილებების გასატარებლად. 1997-1998 წლებში საფინანსო კრიზისმა დაას-
რულა გლობალიზაციის გარკვეული ეტაპი. ათწლეულის განმავლობაში „ვაშინგტო-
ნის კონსენსუსმა” მიჩქმალა მსოფლიოს რეალური პრობლემები, რომლის უმთავრესი
გამოხატულება არის მსოფლიო საზოგადოების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა.
ხოლო სსფ უზრუნველყოფდა ამერიკის ლიდერობას, ახორციელებდა მის დიქტატს,
ყურადღების მიღმა ტოვებდა მასზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომ.ინტერესებს.
მსოფლიო მასშტაბით ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობის ხელ-
შემწყობ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს მათი ბაზირების ქვეყნების ეკო-
ნომიკური პოლიტიკა. განვითარებული სახელმწიფოები ყოველმხრივ უწყობდა და
დღესაც უწყობს ხელს მათ გასვლას მსოფლიო ბაზარზე. ამ ქვეყნებში ხორციელდებო-
80
და მიზანმიმართული პოლიტიკა უდიდესი კომპანიების გასაძლიერებლად. ტრანსნა-
ციონალური კორპორაციების საქმიანობა არ არის დაკავშირებული მარტო ეკონომი-
კურ მიზნებთან, არამედ მას თან სდევს გარკვეული პოლიტიკურ-კულტურული და
იდეოლოგიური მიზნებიც. ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მიმღებ ქვეყნებში საქ-
მიანობის განვითარებით შეაქვთ ბაზირების ქვეყნებისათვის დამახასიათებელი თა-
ვისებურებები, რასაც ხშირად „კულტურის ექსპორტსაც” უწოდებენ. ჯერ კიდევ 150
წლის წინ კ. მარქსი და ფ. ენგელსი წერდნენ, რომ „ბურჟუაზიამ მსოფლიო ბაზრის
ექსპლოატაციის გზით ყველა ქვეყნის წარმოება და მოხმარება გახადა კოსმოპოლი-
ტური. განადგურებულია ტრადიციული დარგები, მათ დევნიან მრეწველობის ახალი
დარგები, რომელთა წარმოება ხდება ყველა ცივილიზებული ერის სადავო საკითხი”
ეს თანაბრად ეხება როგორც მატერიალურ, ისე სულიერ წარმოებას. ცალკეული
ერის სულიერი საქმიანობის ნაყოფი ხდება საერთაშორისო მონაპოვარი. გლობალი-
ზაციის მთავარი მახასიათებელია არა მარტო მთელი მსოფლიო მასშტაბით ფინანსუ-
რი ან ინფორმაციული ბაზრის ფორმირება, არამედ ფინანსურ-ინფორმაციული სივრ-
ცის შექმნა, რომელშიც ხორციელდება კაცობრიობის საქმიანობა. თანამედროვე გლო-
ბალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის მოძრაობის სიჩქარე პრაქტიკულად ტოლია
ინფორმაციის მოძრაობის სიჩქარის და რამდენჯერმე აღემატება ინფორმაციის ანა-
ლიზისა და გაცნობიერების სისწრაფეს. ინფორმაციული საშუალებები აპატარავებს
მსოფლიოს, ხელს უწყობს განსხვავებული კულტურების ურთიერთშერწყმას.
ამის შემდეგ ყოველი მათგანი გარკვეულ დეფორმაციას განიცდის, ითვისებს
რა სხვა ცივილიზაციის დადებით თუ უარყოფით თვისებებს. ტრანსნაციონალური
კორპორაციები მოქმედებენ რა გლობალური სტრატეგიის მეშვეობით, მნიშვნელოვან
ზეგავლენას ახდენენ მიმღები ქვეყნების პოლიტიკაზე, რომლებიც ხშირად იძულებუ-
ლნი არიან ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი ინტეგ-
რირების სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, მოახდინონ ადაპტაცია კორპორა-
ციების მოთხოვნებთან. შესაბამისად მიმღები ქვეყნების მხრიდან ტრანსნაციონალუ-
რი კორპორაციების საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობა მინიმუმდე არის დაყ-
ვანილი. კორპორაციების განსხვავებული თავისებურებაა მათი მხრიდან მიმღები სა-
ხელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა.
VIII. 5. ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეგავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე

81
ტრანსნაციონალური კორპორაციებს შეუძლიათ გარკვეულწილად შეცვალონ
მიმღები ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის საფუძ-
ველს წარმოადგენს ამ კომპანიების უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები. ფინანსე-
ბის მეშვეობით მათ შეუძლიათ ძლიერი ლობის შექმნამიმღები სახელმწიფოს ხელი-
სუფლებაში, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა განვითარებადი და გარდამავალი ეკონო-
მიკის მქონე ქვეყნების ცხოვრებაში. მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კო-
რპორაციების როლის გაძლიერების საფუძველს წარმოადგენს: 1. ისინი ახდენენ ძლი-
ერ გავლენას შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე; 2. შიდა პოლიტიკა განსა-
ზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას; 3. ეროვნული სახელმწიფო ახდენს ტრანსნა-
ციონალური კორპორაციებზე თავისი უფლებების გარკვეული ნაწილის დელეგირე-
ბას, რომლითაც უკეთესად მიიღწევა ეროვნული ინტერესები; 4. ამ ეროვნულ ინტე-
რესთა განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური კორპორაციები.
ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ეროვნული ეკონომიკის განვითარე-
ბის სტრატეგიული მიზნების ურთიერთმიმართება დამოკიდებულია რამდენიმე მნი-
შვნელოვან ასპექტზე. სახელმწიფოს შეუძლია ეროვნული ეკონომიკის განვითარების
დონის ამაღლება ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში უცხოური კაპიტალის მო-
ნაწილეობის გარეშე, თუ სახეზეა რამდენიმე აუცილებელი ფაქტორი, რომელთა შო-
რის განსაკუთრებით აღსანიშნავია: 1. კაპიტალის განვითარებული ბაზარი ანუ ფინა-
ნსური რესურსების არსებობა; 2. მაღალი ხარისხის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენცი-
ალი და კვალიფიცირებული სამუშაო ძალა; 3. ტექნოლოგიური განვითარების მაღა-
ლი დონე და უახლეს ტექნოლოგიებთან მიღწევადობა; 4. სახელმწიფოს მიზანმი-
მართული, თანმიმდევრული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომე-
ლიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას.
აღნიშნული ფაქტორები წარმოადგენს მხოლოდ პოსტინდუსტრიული ეკონო-
მიკის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესო-
ბაში არასათანადო დონეზეა წარმოდგენილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა-
თვის აუცილებელი ფაქტორები. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური გან-
ვითარების ხელშეწყობის მიზნით სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უცხოური ინვეს-
ტიციების შემოსვლის წახალისებაა მათი დივერსიფიკაციის გათვალისწინებით, ცალ-
კეულ ქვეყნებზე ცალმხრივი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით.

82
ამრიგად, ტრანსნაციონალური კორპორაციები და სახელმწიფოები მსოფლიო
ეკონომიკაში თითქმის ერთნაირი სიძლიერის პარტნიორები გახდნენ, რომლებიც თა-
ნამშრომლობენ და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, ქმნიან რა გლობალური ეკონო-
მიკის ორი თვისობრივად განსხვავებული მარეგულირებელი ქვესისტემის გარკვეულ
კომპბინაციას. ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესმა და მისმა თანამედროვე პა-
რამეტრებმა გარკვეულწილად გაამწვავა ცალკეული ქვეყნის ეროვნული სუვერენიტე-
ტის, იურისდიქციის, ეროვნული ფასეულობებისა და კულტურული ტრადიციების
პრობლემა, რომელიც არსებობს ყველა ქვეყანაში. გლობალიზაციის პოლიტიკური გა-
ნზომილება საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად,
რომელიც განპირობებულია გეოპოლიტიკური ცვლილებით, ასევე ხასიათდება მსო-
ფლიო ეკონომიკის უმთავრეს მონაწილეებს შორის თანაფარდობის ტრანსფორმაცი-
ით, რაც ხშირად ასოცირდება ეროვნული სახელმწიფოს როლის შემცირებასთან.
გლობალიზაციის არსისა და მისი ძირითადი დეტერმინანტების შესახებ ნების-
მიერი დისკუსია საბოლოო ჯამში დაკავშირებულია აღნიშნული ყოვლისმომცველი
პროცესის სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე გავლენის საკითხთან. 1990-იანი წლები-
დან გლობალიზაციის პროცესიდაან მიღებული სარგებელი და საერთაშორისო ეკო-
ნომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოს როლის შემცირება წარმოადგენს ერთ-ერთ
ყველაზე განსჯად საკითხზე. აღსანიშნავია, რომ განსხვავებულია ეკონომიკური და
პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენელთა შეხედულებები გლობალიზაციისა
და ეროვნუ¬ლი სახელმწიფოების ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით:
1. რეალისტები ეროვნულ სახელმწიფოს განიხილავენ საერთაშორისო ურთი-
ერთობებისა და მსოფლიო ეკონომიკის ძირითად სუბიექტად. ისინი ურთიერთდამო-
კიდებულებას განიხილავენ სახელმწიფოთა მიერ წარმართულ პროცესად;
2. ლიბერაალები ხაზს უსვამენ ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტებას.
აქ ურთიერთდამოკიდებულების ზრდას განიხილება პოზიტიურ მოვლენად;
3. სტრუქტურალიზმის მიმდევრები, რომლებიც ზოგადად ახლოს დგანან ნეო-
მარქსისტებთან. ისინი გლობალიზაციას განიხილავენ, როგორც აბსოლუტურად ნე-
გატიურ მოვლენას განვითარებადი და გარდამავალი ეკონოკის ქვეყნებისათვის.

ლექცია 9.
თემა IX. გლობალიზაცია და ეროვნული სახელმწიფო
83
IX. 1. სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის პირობებში

გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის პირობებში სახელმწიფოს როლ-


თან დაკავშირებით დომინირებს ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება: 1.
გლობალიზაცია ამცირებს ეროვნული სახელმწიფოს როლს ეკონომიკური საქმიანო-
ბის რეგულირების პროცესში; 2. გლობალიზაციის პროცესი განაპირობებს ეროვნული
სახელმწიფოს როლის ზრდას. ეროვნული სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური სუ-
ბიექტის როლი თითქმის დასრულებულია. სახელმწიფოს როგორც სისტემას ემუქრე-
ბა გაქრობის საშიშროება. ამიტომ გლობალიზაციის პირობებში აუცილებელია სახელ-
მწიფო სისტემის მოდიფიკაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეროვნული სახე-
ლმწიფოს როლის შესუსტება და მისი, როგორც ინსტიტუტის გაქრობის საშიშროება.
ცალკეული სახელმწიფოს ეკონომიკური ნაციონალიზმის პოლიტიკა, რომე-
ლიც ტარდება ცალკეული ქვეყნის, მისი მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტე-
ბის ინტერესების შესაბამისად, ხდება უაზრობა. გლობალიზაციის პირობებში ეროვ-
ნული სახელმწიფო ხდება ძალიან პატარა გლობალური პრობლემების გადასაწყვე-
ტად. გლობალიზაციის პრობლემატურ საკითხთა შორის უმთავრესია თანამედროვე
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაშემქმნელ სუბიექტებს შორის თანაფარდო-
ბისა და გლობალური განვითარების მიმართულებებზე მათი ზემოქმედების ხარის-
ხი. არსებითი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს სამ სუბიექტს შო-
რის – ეროვნული სახელმწიფო, ტრანსნაციონალური კორპორაციები და საერთაშო-
რისო ორგანიზაციები – თანაფარდობის ტრანსფორმაციის ანალიზს.
მსოფლიო ეკონომიკის ზემოთ აღნიშნული სამი ძირითადი ინსტიტუტი დრო-
ის სხვადასხვა პერიოდში წარმოიქმნა 1648 წლიდან საერთაშორისო პოლიტიკური და
ეკონომიკური ურთიერთობების უმთავრეს მონაწილეს (შემადგენელს) წარმოადგენს
ეროვნული სახელმწიფო (ეროვნული ეკონომიკა). ტრანსნაციონალური კორპორაცი-
ების წარმოშობა დაკავშირებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყის-
თან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მათი როლის ზრდა
უპირატესად XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, განვითარებული ქვეყნების
კორპორაციების მიერ საზღვარგარეთ კაპიტალის მასობრივი გატანის დაწყებიდან.

84
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სწორედ ტრანსნაციონალური კორპო-
რაციები წარმოადგენენ ეკონომიკური გლობალიზაციის უმთავრეს მამოძრავებელ ძა-
ლას, რომელიც მნიშვნელოვანწილად შესაბამისობაშია განვითარებული სახელმწი-
ფოებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ გატარებულ პოლი-
ტიკასთან. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თანამედროვე ეტაპზე ტრანსნაციონა-
ლური კორპორაციების წონა მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთო-
ბებში მნიშვნელოვნად აღემატება ზოგიერთი სახელმწიფოს განვითარებადი და გარ-
დამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წონას. ამდენად, ტრანსნაციონალური კორპო-
რაციები თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის აქ-
ტიური მონაწილეები არიან და მათი როლი გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება.
ეს ფაქტორი ბადებს არაერთგვაროვან მიდგომებს ტრანსნაციონალური კორპო-
რაციების საქმიანობასთან დაკავშირებით და ზოგიერთ სახელმწიფოში მათი საქმია-
ნობა განიხილება, როგორც „ახალი იმპერიალიზმის” თანამედროვე ფორმა. თანამედ-
როვე პერიოდში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები შეიქმნა მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლო-
ბამ, წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციამ, რაც უდავოდ ზრდის და
ართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, მოითხოვა გარკვეული მა-
რეგულირებელ-შემათანხმებელი ინსტიტუტების – ზესახელმწიფოებრივ ორგანოთა
შექმნა, როგორიცაა გაერო, მისი სპეციალიზებული დაწესებულებებით (საერთაშორი-
სო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და ა. შ.).
ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების როლი
გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ,
რაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმები სწორედ აღნიშ-
ნული ორგანიზაციების რეცეპტების შესაბამისად წარიმართა. ასევე ხაზგასმულია ის
გარემოებაც, რომ ეს ორგანიზაციები უპირატესად განვითარებული ქვეყნების მიერ
იმართება და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ-ეკონო-
მიკურ მიზნებს ემსახურება. ნათელია, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის განვითა-
რება დამოკიდებულია მძლავრიი ქვეყნების პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია
ეკონომიკური განვითარების დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.
IX. 2. სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციების გადაფასება
გლობალიზაციის პირობებში
85
გლობალური ეკონომიკის ფორმირება და მისი შემდგომი განვითარება გულის-
ხმობს გარკვეული მარეგულირებელი ორგანიზაციული სტრუქტურების არსებობას,
რომელთა მიერ გატარებული პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გლობალუ-
რი ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათს. იგი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის,
როგორც ორგანული მთლიანობის სტრუქტურულ ერთეულებს. ამ სტრუქტურების
მოქმედების არეალი მოიცავს როგორც ცალკეულ ტერიტორიებს, ისე მთელ მსოფლი-
ოს. ყოველი სტრუქტურული ერთეულის წარმოშობა დაკავშირებულია განსაზღვრუ-
ლი მიმართულებით მოქმედებასთან ან გარკვეული საქმიანობის ხელშეწყობასთან.
ეკონომიკური პროცესების ინტენსიფიკაცია და გართულება, რომელმაც მოიც-
ვა ადამიანთა საქმიანობის ყველა სპექტრი, განაპირობებდა მსოფლიო ეკონომიკის შე-
მადგენელ ინსტიტუციურ სტრუქტურებს გააჩნიათ განსხვავებული ისტორია, საქმია-
ნობის მიმართულებები და ეკონომიკაზე ზემოქმედების განსხვავებული ბერკეტები,
რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ განსხვავებულ წონას გლობალური ეკო-
ნომიკის განვითარების პროცესში. თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ფუნქციო-
ნირების ხასიათი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მასში მოქმედი ინსტიტუცი-
ური სტრუქტურების ურთიერთქმედებით, რომელთა შორის უმთავრესია ეროვნული
სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაცი-
ები. აღნიშნული სტრუქტურები ქმნიან გარკვეულ მთლიანობას და როგორც გლობა-
ლური მთლიანობის ნაწილები გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან.
მაგრამ ყოველი მათგანი შეიცავს იმ საერთო ელემენტებს, რომლებიც უზრუნ-
ველყოფენ მსოფლიო ეკონომიკის ერთიანობას. აღნიშნული სტრუქტურები, ერთი შე-
ხედვით, ქმნიან მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მისი თვითმყოფადო-
ბის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ურთიერთგამაწონასწორებელ სისტემებს.
მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აღნიშნული სამი ინს-
ტიტუტის ევოლუციის პროცესში აშკარად იკვეთება შემდეგი კანონზომიერება: ეროვ-
ნული სახელმწიფო დანარჩენ ორ ინსტიტუტზე ახდენდა გარკვეული ფუნქციების
დელეგირებას, უმთავრესად საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში.
სართაშორისო სავალუტო ფონდი შეიქმნა ქვეყნებს შორის სავალუტო-საკრე-
დიტო ურთიერთობათა რეგულირებისთვის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია კი
შეიქმნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა რეგულირებისათვი-
86
სა და სავაჭრო პოლიტიკის შეთანხმებისათვის. ამ საერთაშორისო ორგანიზაციების
შექმნიდან ეკონომიკის განვითარებაში სწრაფად იზრდება საგარეო ფაქტორის როლი.
თანამედროვე პირობებში საგარეო ფაქტორი გვევლინება ეროვნული ეკონომი-
კის განვითარების უმთავრეს განმსაზღვრელად, რაც თავისთავად ზრდის იმ ორგანი-
ზაციების როლს, რომლებზეც ეროვნულმა სახელმწიფოებმა მოახდინეს საგარეო სფე-
როში ფუნქციების გარკვეული ნაწილის დელეგირება. ამავე დროს გლობალიზაციის
პროცესების პარალელურად ვითარდება ე. წ. ფრაგმენტაციის ანუ რეგიონული ტერი-
ტორიული ერთეულების მნიშვნელობის ზრდა საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკო-
ნომიკაში, რასაც „გლობალურ პარადოქსაც” უწოდებენ. მეცნიერები რეგიონების მზა-
რდი როლით და მათი გადასვლით მსოფლიო დონეზე ხსნიან ეროვნული სახელმწი-
ფოს როლის შესუსტებას, რაც განაპირობებს მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაციას.
პოლიტიკური ფრაგმენტაციის პროცესი (რეგიონების მზარდი როლი) ზრდის
საერთაშორისო სისტემის ანარქიულობას. ცალკეული რეგიონების მზარდი მნიშვნე-
ლობა არ უარყოფს დასავლურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია არა მარტო ეროვ-
ნულ სახელმწიფოებზე, არამედ პირიქით – ამტკიცებს მას. რეგიონების გასვლა საერ-
თაშორისო დონეზე, მათი მზარდი როლი, სხვა არაფერია თუ არა მათ მიერ ეროვნუ-
ლი სახელმწიფოსათვის მახასიათებელი ნიშნების შეძენა, რაც თავის მხრივ წარმოად-
გენს დასავლურ მოდელის ტრანსფორმაციის პროცესის უარყოფას. პოლიტიკურ ფრა-
გმენტაციის პროცესი საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ზრდის არასტა-
ბილურობის ნიშნებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შეიარაღების პირობებ-
ში კიდევ უფრო გაზრდის .გლობალური სისტემის არასტაბილურობის ნიშნებს.
თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები შეიძლე-
ბა განხილულ იქნას როგორც ჭიდილი სახელმწიფო-ცენტრისტულ და საბაზრო ძა-
ლების მეშვეობით მსოფლიო ეკონომიკის თვითრეგულირების შესაძლებლობებს შო-
რის. ყოველივე ეს ასახავს ბოლო ათწლეულში ეკონომიკის პოლიტიზაციისა და პო-
ლიტიკის ეკონომიზაციის მზარდ მასშტაბებზე გადასული პროცესების სირთულეს.
ამ სირთულეების აღმოსაფხვრელად იყენებენ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს,
ისე გლობალური ინტერესებისა და გლობალური უსაფრთხოების კატეგორიებს.
IX. 3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფოს ურთიერთობის რეგულირება

87
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებით
არსებობს მრავალი არაერთგვაროვანი მოსაზრება, რომელთა შორის აღსანიშნავია:
1. ანტიგლობალისტური მოძრაობის მომხრეთა მხრიდან საერთაშორისო ორგა-
ნიზაციების საქმიანობის სრული მიუღებლობა, მათ მიმართ აშკარა წინააღმდეგობა;
2. მოსაზრება, რომელიც მიუთითებს ამ ინსტიტუტების საქმიანობის არაეფექ-
ტიანობაზე და მათი მოდერნიზაციის აუცილებლობაზე. ასეთი შეხედულება ფართო-
დაა გავრცეებული თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში;
3. მოსაზრება, რომელიც ეხმიანება „ბაზრის უხილავი ძალების” მოტრფიალეთა
შეხედულებებს. ამ მოსაზრებით საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში
ჩარევა მიუღებელია როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
ამდენად, XXI საუკუნის I ათწლეულში მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირე-
ბაში არსებულმა პრობლემებმა გარკვეულწილად შეამცირეს საერთაშორისო ინსტი-
ტუტებისადმი ნდობის ხარისხი. აღსანიშნავია გლობალური მართვის საკითხთან და-
კავშირებით არსებული თანამედროვე ოთხი ძირითადი კონცეფციის დეტერმინანტი:
1. მსოფლიო მთავრობის კონცეფცია, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს ე. წ.
„გადიდებულ მოდელს” წარმოადგენს ანუ გლობალური მთავრობა საერთაშორისო
მასშტაბით შეასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც ასრულებს მთავრობა ქვეყანაში;
2. გაერო-ს რეფორმირების კონცეფცია, რომლის მიხედვით უშიშროების საბჭო
შეასრულებს მთავრობის ფუნქციას, გენერალური ასამბლეა–პარლამენტის ფუნქციას;
3. გლობალური განვითარების პოლიტიკური მართვა ჰეგემონი სახელმწიფოს
(აშშ-ს) მიერ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ნატო-ში, ეთგო-ში და დიდ რვიანში;
4. კორპორაციული გლობალური მართვის კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს
ყველაზე პოპულარულ კონცეფციას გლობალიზაციის თეორეტიკოსებს შორის, რამ-
დენადაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებისა და მათი რეალიზაციის პროცესს.
თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები
შექმნილია სახელმწიფოების მიერ, თავად სახელმწიფოებისათვის. ისინი მოწოდებუ-
ლნი არიან დაარეგულირონ სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები და არა იმისა-
თვის, რომ განსაზღვრონ მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ის ფაქტორები, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიოში ასრულებენ
ტრანსნაციონალური კორპორაციები. ამ კუთხით საინტერესოა შემდეგი მოსაზრება:

88
1. კორპორაციები ასრულებენ მთავარ როლს გლობალიზებად მსოფლიოში, მა-
შინ როცა ქვეყნები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ეკონომიკურ გლობალიზაციაზე;
2. კორპორაციები არსებითად ზემოქმედებენ ბაზირების ქვეყნის პოლიტიკაზე;
3. კორპორაციები უფრო გაძლიერდებიან და წარმოქმნიან მონოპოლიზაციას;
4. სახელმწიფოები კარგავენ კონტროლს კორპორაციების განვითარების პროცე-
სზე, მაშინ როცა მათ მუშაობაზე გლობალური კონტროლის დაწესება ვერ ხერხდება;
5. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა საერთაშორისო წესებისადმი დაუმო-
რჩილებლობის მიზნით შეიძლება შექმნან ალიანსები, რომლებიც წარმატებით გაუწე-
ვენ კონკურენციას ეროვნულ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს;
6. კორპორაციების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ შეიძლება გაუჩ-
ნდეთ „ძალის გამოყენების კანონიერი უფლების” მოპოვების სურვილი, რომელსაც
თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოები ფლობენ.
ასეთ პერსპექტივას აქვს არსებობის უფლება, რადგანაც ტრანსნაციონალური
კორპორაციები ეკონომიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ შესაძლებლობებთან ერ-
თად წარმოადგენენ მონოპოლისტებს ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის სამხედ-
რო ტექნოლოგიების სფეროში, რომლებიც მუშავდება სწორედ კორპორაციების
სტრუქტურებში. გარკვეულად სამართლიანია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თანა-
მედროვე პერიოდში კორპორაციები მიეკუთვნებიან ყველაზე განვითარებულ, ეფექ-
ტიანი და გავლენიანი ორგანიზაციების ტიპს, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას.
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ხელს უწყობენ
უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც ამ ეტაპზე უმთავრესად ორიენტირე-
ბულია კაპიტალტევად დარგებზე. ამ ქვეყნების სწრაფვა მოიზიდონ უცხოური კაპი-
ტალი, იწვევს სახელმწიფოს როლის ტრანსფორმაციას, და ამწვავებს გლობალიზაცი-
ის წინააღმდეგობრივ ხასიათს. სწორედ კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია გა-
ნაპირობებს სახელმწიფოს როლის ტრანსფორმაციას განვითარებად და გარდამავალ
ქვეყნებში და ზრდის ამ ქვეყნებში გლობალიზაციისადმი ნეგატიურ დამოკიდებულ-
ებას. ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ ტნკ-ები არ აქვთ „ძალის” გამოყენების საშუალება.
ამიტომ მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ითზე, ვინც შეეცდება წინააღმდეგობა
გაუწიოს მათ. ამ შეხედულებას იზიარებს აშშ-ს იდეოლოგიის მოწინააღმდეგენი.
IX. 4. უცხოელ ინვესტორებთან სახელმწიფოს ურთიერთობების რეგულირება
გლობალიზაციის პირობებში
89
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში
ტრანსნაციონალური კორპორაციების მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, მრავალ
სახელმწიფოში ასეთი კომპანიების არარსებობა,ასევე ეროვნულ სახელმწიფოთა (უპი-
რატესად განვითარებული ქვეყნების) მხრიდან გატარებული პოლიტიკის და საერთა-
შორისო ორგანიზაციების არსებობის გათვალისწინებით, შეუძლებელია უახლოეს პე-
რსპექტივაში ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა მიიღონ „ძალის გამოყენების ლე-
გალური უფლება”. 1970-იან წლებამდე სახელმწიფოს პოლიტიკა განისაზღვრებოდა
პრივილეგირებული ფენების მიერ და ემსახურებოდა მათ ინტერესთა რეალიზაციას.
საზოგადოების სტრატიფიკაციის კრიტერიუმს განსაზღვრავდა მატერიალური მხარე.
1970-იანი წლებიდან მაღალგანვითარებული ქვეყნების სახელმწიფოს პოლი-
ტიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული საზოგადოების ფართო ფენების მო-
თხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. ანუ ხდება სახელმწიფოს როლის სოციალიზა-
ცია. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს ფუნქცია არ შესუსტებულა, არამედ პირიქით –
კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგანაც იგი ემსახურება საზოგადოების არა ცალკეულ
ჯგუფთა, არამედ მისი მასების ინტერესთა რეალიზაციას. ეს მოვლენა შეიძლება განი-
ხილოს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, პროგრესული ევოლუცია, როგორც
დემოკრატიაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ლოგიკური შედეგი.
ამავე დროს სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკით შეუძლია კეთილსა-
სურველი საგარეო პირობების შექმნა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკუ-
რი განვითარების დონე და უდიდესი ტრანსნაციონალური კორპორაციების არსებო-
ბა. შესაბამისად, როცა საუბარია სახელმწიფოს როლის ტრანსფორმაციაზე. ეს ნაკლე-
ბად ეხება გლობალური ეკონომიკის სრულყოფილ მონაწილეებს (დასავლეთის გან-
ვითარებულ ქვეყნებს) უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ს. სახელმწიფო როლის ტრანს-
ფორმაცია ეხება გლობალური ეკონომიკის არასრულყოფილ მონაწილეებს (განვითა-
რებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს). ამ უკანასკნელთა ეროვნული
ეკონომიკის განვითარებაში საგარეო ფაქტორის ზრდის გამო, სულ უფრო მეტად უხ-
დებათ სახელმწიფო მარეგულირებელ და ისტორიულ ფუნქციებზე უარის თქმა.
ამ ქვეყნებმა უცხოური კაპიტალის მოსაზიდად უარი უნდა თქვან სახელმწი-
ფოს გარკვეულ პრეროგატივებზე. როგორც მაქს ვებერი აღნიშნავდა „ყოველი სახელ-
მწიფო ცდილობდა მოეზიდა თავისუფლად მიმოქცევადი კაპიტალი, ხოლო ეს უკა-
90
ნასკნელი კარნახობდა პირობებს, რომლის მიხედვითაც ის თანხმდებოდა ემსახურა”.
თუმცა მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი ხშირ შე-
მთხვევაში გაზვიადებულია ბაზრის აბოლოგეტების ნაშრომებში, მაშინ როცა სახელ-
მწიფო როგორც ინსტიტუტი წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირე-
ბელი ჩარჩოების ჩამომყალიბებელ ინსტიტუტს. ასევე მნიშვნელოვანია ე. წ. „ბაზრის
ჩავარდნების” გათვალისწინება, რომელიც უდავოა, როგორც ცალკეული ეროვნული,
ისე რეგიონული და გლობალური ეკონომიკის დონეებზე.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესები
ვითარდება იმ ფარგლებში, რომელსაც ადგენენ ეროვნული-სახელმწიფოები. ასევე
მნიშვნელოვანია ეროვნული სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო ეკონომიკუ-
რი ორგანიზაციების მიერ გატარებული პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის
პროცესში მონაწილეობის მაღალი ხარისხი. ამდენად, ეროვნული სახელმწიფოები
(უმთავრესად მაღალგანვითარებული სახელმწიფოები) იღწვიან იმ წესების გლობა-
ლურ დონეზე დასამკვიდრებლად, რომელიც თანხვედრაშია მათ შიდა და საგარეო
ეკონომიკურ ინტერესებთან. ყოველივე ეს ხშირად კორპორაციების მხრიდან არის
ნაკარნახევი და მათ მიერვე არის ინიცირებული. სახელმწიფო წარმოადგენს საერთა-
შორისო დონეზე ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავები-
სა და მათი განხორციელების პროცესში მონაწილე უმთავრეს ინსტიტუტს.
გლობალიზებად ეკონომიკაში სახელმწიფო იძენს სხვა ფუნქციებსაც, რომელ-
თა შორის ცალკე აღსანიშნავია: საერთაშორისო წესების შემუშავებაში მონაწილეობა,
რომელიც ყოველთვის განისაზღვრება შიდა ეკონომიკური მიზნებით; ამ წესებთან
ეროვნული ეკონომიკის ადაპტაცია; ეკონომიკის დაცვა, რაც ძირითადად განპირობე-
ბულია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიზნებით;
ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში სრულყოფილი ინტეგ-
რირების ხელშეწყობა, რომელიც ძირითადად განისაზღვრება კაპიტალის საერთაშო-
რისო მოძრაობაში სრულყოფილი მონაწილეობით და ამ ქვეყნის მოსახლეობის გან-
ვითარების დონით, ასევე ეროვნული მწარმოებლებისათვის მისაღები საერთაშორი-
სო წესების დამკვიდრების ხელშეწყობითა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით.
IX. 5. სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის პირობებში

91
სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ
„პლანეტის ეკონომიკური გაერთიანების კვალდაკვალ მოხდება პოლიტიკური გლო-
ბალიზაცია, რომელიც დამთავრდება მსოფლიო მთავრობის წარმოქმნით”. გლობალი-
ზაციის პირობებში ეროვნული სახელმწიფოს როლი ტრანსფორმირდება. ის არ გულ-
ისხმობს მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან ფუნქციების დაკარგვას. გლო-
ბალიზაციის პირობებში ადგლი აქვს ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან გლობალურ
ეკონომიკაში ეროვნული ეკონომიკის სრულყოფილი ინტეგრირების ხელშემწყობი
ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
1. ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლება და კონ-
კურენტუნარიანობის განმახორციელებელი ფაქტორების განვითარების ხელშეწყობა;
2. ეროვნული ეკონომიკის ჩართვა რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში და ინ-
ტეგრაციული პროცესების განვითარების ხელშეწყობა;
3. სახელმწიფოს აქტიური სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სა-
მუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისაკენ.
გლობალიზაციის განვითარება ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს ეკონომიკური
პოლიტიკის აუცილებლობას. გლობალიზაციის განვითარების შედეგად სახეზეა სა-
ხელმწიფოს ფუნქციების ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევა-
ში გამოხატულია, როგორც გარკვეული ფუნქციების დაკარგვით, ასევე ახალი ფუნქ-
ციების შეძენით. თანამედროვე მსოფლიოში იცვლება მსოფლიო ეკონომიკის უმთავ-
რეს სუბიექტებს შორის თანაფარდობა, სადაც აშკარაა სახელმწიფოს მხრიდან ზოგი-
ერთ ფუნქციაზე უარის თქმა. მსოფლიო ეკონომიკის ზოგიერთი მკვლევარი გამო-
ყოფს ეროვნული სახელმწიფოს შემდეგ ოთხ ფუნქციას: 1. ეკონომიკური ურთიერთო-
ბების სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობათა გარანტი; 2. ფულადი
მასის პარამეტრებზე კონტროლი; 3. ეროვნული ინტერესების მიზნების შემუშავება
და რეალიზაცია; 4. ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ფორმირება და ადაპტაცია.
ამდენად, გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ფუნქციებიდან განსაკუ-
თრებულ ადგილს იკავებს ეროვნული ეკონომიკის ორგანული, სრულყოფილი ინტე-
გრირება გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. გლობალიზა-
ციის პროცესი ამ ქვეყნების წინაშე აყენებს სპეციალიზაციის, კონკურენციისა და თა-
ნამშრომლობის საერთაშორისო სისტემაში ეროვნული ეკონომიკის პროფილის გამოკ-
92
ვეთისა და ეკონომიკის გლობალური კვლავწარმოებითი პროცესის შემადგენელ ნაწი-
ლად გადაქცევის პრობლემატურ ამოცანას. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ
„გლობალური წარმოების 9/10 ნაწილი ხორციელდება ეკონომიკური სუბიექტების
მიერ, რომლებიც არ შედიან ტრანსნაციონალურ კვლავწარმოებით პროცესში”.
სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან ისეთი
სახის ეკონომიკური, სოციალური და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმა-
ნათლებლო პოლიტიკის წარმოება, რომელიც სისტემურად შეუწყობს ხელს აღნიშნუ-
ლი ფუნქციის რეალიზაციას. სახელმწიფოს ცენტრისტული მიდგომა გლობალიზე-
ბად ეკონომიკაში წარმოადგენს დომინანტურ კონცეფციას. სახეზეა სახელმწიფოს
მხრიდან ახალი ფუნქციების შეძენისა და არა მხოლოდ მათი დაკარგვის პროცესი,
რომელიც ხშირად მოიაზრება ეროვნული ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში.
ამავე დროს მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელ ცალკეულ ეროვნულ ეკონომი-
კაში ტრანსნაციონალური კორპორაციების არარსებობიდან გამომდინარე, ასევე იმის
გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოკლებულნი არიან ეროვ-
ნული სახელმწიფოსათვის მახასიათებელ ატრიბუტებს და მათ არ ძალუძთ ამ უკა-
ნასკნელის ყველა ფუნქციის სრულყოფილი განხორციელება, გლობალური ეკონომი-
კის განვითარების ინსტიტუციურ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფო.
აღნიშნული აუცილებელია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქო-
ნე ქვეყნების გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის რამდე-
ნიმე მიზეზის გამო: 1. პოლიტიკური ფრაგმენტაციის მიუღებლობა; 2. შერეული ეკო-
ნომიკური სისტემის მშენებლობის საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი სოცია-
ლურ-ეკონომიკური ფრაგმენტაციის შესუსტება; 3. ქონებრივი სერტიფიკაციიდან ინ-
ტელექტის მიხედვით სტრატიფიკაციაზე გადასვლის დაჩქარება; 4. არ არსებობს ინს-
ტიტუტი, რომელზეც სახელმწიფოს შეეძლება ყველა ფუნქციის დელეგირება; 5. აღ-
ნიშნული ქვეყნების უმრავლესობას არ გააჩნია ტრანსნაციონალური კორპორაციები,
რომლებზედაც მოახდენდა იგი გარკვეული ფუნქციების დელეგირებას; 6. საერთაშო-
რისო ორგანიზაციებში გადამწყვეტი ხმის უფლება გააჩნიათ მაღალგანვითარებულ
ქვეყნებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს.

ლექცია 10.
თემა X. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ევოლუცია
93
X. 1. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დეტერმინანტები

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე საყო-


ველთაო გლობალიზაციის პროცესი ხაზს უსვამს საერთაშორისო ეკონომიკურ და
მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს შორის არსებულ განსხვავებას. საერთაშორისო ეკო-
ნომიკური წესრიგი ასახავს წესრიგის გარკვეულ ფორმას ანუ ეროვნული ეკონომიკე-
ბის ფუნქციონირების ერთობლიობას, რომელთაც ეფუძნება ქვეყნებს შორის არსებუ-
ლი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი
გულისხმობს წესრიგს როგორც ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთობებში, ასე-
ვე წესრიგს ცალკეული ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში.
ამრიგად, მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი მოიცავს საერთაშორისო ეკონომი-
კურ წესრიგს. იგი გულისხმობს წესრიგს შიდა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთო-
ბებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ურთიერთგანპირობებულია. მეოცე საუკუნის II
ნახევარში მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა წესრიგმა განვლო ცვლილებათა 2
ეტაპი. პირველი ეტაპი მოიცავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს 1980-იანი
წლების ჩათვლით, როცა მსოფლიო დაყოფილი იყო 3 ნაწილად: კაპიტალისტური,
სოციალისტური და განვითარებადი, ე. წ. „მესამე სამყარო”, რომლებიც ერთმანეთისა-
გან განსხვავდებოდნენ ეკონომიკური განვითარების დონით, ეკონომიკის ფუნქციო-
ნირების ხასიათით, პოლიტიკის და ეკონომიკის შესახებ მსოფლმხედველობით დაა.შ.
მეორე ეტაპია XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი, როცა სოციალისტური
სისტემის დაშლის შემდეგ გარკვეულწილად შესუსტდა დასავლეთ-აღმოსავლეთის
წინააღმდეგობა, მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – სამხედრო-იდეოლოგიური
წინააღმდეგობის მოსპობით, რასაც ადასტურებს ყოფილი სოციალისტური სახელმ-
წიფოების სწრაფვა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და საბაზრო ურ-
თიერთობათა დამკვიდრებისაკენ. შედეგად, წინა პლანზე წამოიწია განვითარებულ
და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებულმა წინააღმდეგობებმა. შესაბამისად სიმ-
ძიმის ცენტრი გადაინაცვლა ეკონომიკურ-ტექნოლოგიურ სფეროზე. ორი ანტაგონის-
ტური ბლოკის მთავარი სახელმწიფოები – აშშ და საბჭოთა კავშირი – ცდილობდნენ
მათი გავლენის ქვეშ მოექციათ სხვა, უმთავრესად „მესამე სამყაროს” სახელმწიფოები.

94
ორ (კაპიტალისტურ და სოციალისტურ) სისტემას შორის წინააღმდეგობები
მოიცავდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მთელ სპექტრს: როგორც პოლი-
ტიკურ, ისე იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს. გლობალიზაციის-
კენ სწრაფვა მეოცე საუკუნის II ნახევრის მთავარი პოლიტიკური მიმართულება იყო,
რომელშიც თავისებური წვლილი შეჰქონდა საბჭოთა კავშირსაც. გლობალიზაციისა-
კენ სწრაფვაში ამ ქვეყნებს შორის განსხვავება იმაში იყო, რომ საბჭოთა კავშირი იყე-
ნებდა სოციალიზმის, კომუნიზმის იდეებს, რაც შეიძლება დახასიათდეს როგორც სო-
ციიალისტური გლობალიზაცია ანუ გლობალიზაცია იდეოლოგიის მეშვეობით.
საბჭოთა კავშირის დაშლამ, კომუნიზმის როგორც უტოპიური იდეოლოგიის
დასამარებამ დაამტკიცა სოციალისტური გლობალიზაციის უპერსპექტივობა. საბჭო-
თა კავშირისაგან განსხვავებით აშშ გამოდიოდა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლე-
ბის, ადამიანის უფლებების დაცვის, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის
იდეებით, რასაც შეიძლება ეწოდოს პოლიტიკურ-ეკონომიკური გლობალიზაცია. ეს
კი II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იყო მდიდარი ქვეყნების, განსაკუთრებით –
აშშ-ის პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსე-
ბული წინააღმდეგობების გარდა, არსებობდა წინააღმდეგობები განვითარებულ და
განვითარებად ქვეყნებს შორის, ე. წ. ჩრდილოეთ-სამხრეთის წინააღმდეგობა, რომე-
ლიც უმთავრესად ატარებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხასიათს და თავისი სიმწვა-
ვით ჩამორჩებოდა კაპიტალისტურ და სოციალისტურ სისტემებს შორის არსებულ
ყოვლისმომცველ წინააღმდეგობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო წესრიგი
და მათ შორის საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი ეფუძნებოდა აშშ-ის წამყვან
როლს მსოფლიო ეკონომიკაში. აშშ წარმოადგენდა წესრიგის განმსაზღვრელ ქვეყანას.
აღნიშნული პერიოდი გაგრძელდა 1971 წლის 15 აგვისტომდე, როცა აშშ-ის
პრეზიდენტმა როლანდ ნიქსონმა უარი განაცხადა დოლარის ოქროზე ფიქსირებული
კურსით გაცვლაზე. ამავე პერიოდისათვის დამახასიათებელია საერთაშორისო ეკო-
ნომიკური წესრიგის განმსაზღვრელი სამი ფუძემდებლური ფაქტორის არსებობა: 1.
ფიქსირებული კურსების რეჟიმი დოლარის როლით; 2. ვაჭრობის ლიბერალიზაცია;
3. აშშ-ის ეკონომიკური დახმარება იაპონიისადმი, მის მოკავშირეთა გასაზრდელად.
X. 2. საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ფუძემდებლური პრინციპები

95
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ხასიათდებოდა აშშ-ის ჰეგემონური
როლით ე. წ. კაპიტალისტური სისტემის შიგნით. ის წარმოადგენდა ჰეგემონს, რო-
გორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. სოციალისტური
სისტემის შიგნით საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი ემყარებოდა ადმინისტრა-
ციული-მბრძანებლური ეკონომიკური სისტემის პრინციპებს მისთვის დამახასიათე-
ბელი საკმაოდ პრიმიტიული ხასიათის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებით,
რომელიც ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა უბრალო საქონელგაცვლით.
თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „აშშ-
ის საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგიის „მარშალის გეგმის” საწინაა-
ღმდეგოდ საბჭოთა კავშირმა შეიმშავა ე. წ. „მოლოტოვის გეგმა”, რომლის განხორ-
ციელებაც დამთავრდა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ფორ-
მირებით”. ამავე დროს განსხვავდებოდა ცალკეული საერთაშორისო ეკონომიკური
წესრიგის ფუძემდებლური პრინციპები. კაპიტალისტური სისტემის ფარგლებში საე-
რთაშორისო ეკონომიკური წესრიგი ეფუძნებოდა საბაზრო ეკონომიკის განსხვავე-
ბულ მოდელებს, ვაჭრობის ევოლუციური ლიბერალიზაციის პრინციპს და საბოლოო
ანგარიშით, საბაზრო, ღია ეკონომიკის დამკვიდრების კონცეფციას.
სოციალისტური სისტემის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკური წესრი-
გის ძირითად დეტერმინანტს წარმოადგენდა გეგმიანი ეკონომიკა, სახელმწიფოს მა-
დომინირებელი როლი. საბაზრო პრინციპების არარსებობა და საგარეო ეკონომიკური
ურთიერთობების სახელმწიფო მართვადობის მაღალი ხარისხი. ამავე დროს, მეოცე
საუკუნის 60-იან წლებამდე დასავლეთ ევროპისა და იაპონიის ეკონომიკური პოლი-
ტიკის პრიორიტეტს წარმოადგენდა ომის დროს დანგრეული ეკონომიკის აღდგენა.
თუმცა აღნიშნული პერიოდიდან დასავლეთ გერმანიისა და იაპონიის მხრიდან
ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მიღწევის შემდეგ, აშშ კაპიტალისტური
სისტემის ფარგლებში ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაიქმნა „აბსოუტური ჰეგე-
მონიიდან შეფარდებით ჰეგემონიამდე”. XX საუკუნის 70-იან წლებში დიდი მნიშვნე-
ლობა შეიძინა განვითარებადი ქვეყნების სწრაფვამ „ახალი საერთაშორისო ეკონომი-
კური წესრიგის” დასამკვიდრებლად. 1974 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სე-
სიამ მიიღო დეკლარაცია „ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის შესახებ”.
მისი „სამოქმედო პროგრამის” ერთ-ერთ ძირითად დეტერმინანტს წარმოად-
გენდა ეროვნული სახელმწიფოების როლის ზრდა მიმღები ქვეყნების მხრიდან ტრან-
96
სნაციონალური კორპორაციებისათვის ქცევის წესების შემუშავე ბის აუცილებლობის
თვალსაზრისით. იმავე წლის დეკემბერში განვითარებადმა ქვეყნებმა სოციალისტუ-
რი ბლოკის სახელმწიფოთა მხარდაჭერით, გაეროს გენერალური ასამბლეის მომდევ-
ნო სესიაზე მიაღწიეს „სახელმწიფოთა უფლებებისა და ვალდებულებების ქარტიის”
მიღებას, რომელიც ავსებდა და აკონკრეტებდა წინა დადგენილებას `“მსოფლიო ეკო-
ნომიკის რეგულირების შესახებ”. ამავე დროს 1976 წელს რომის კლუბმა გამოაქვეყნა
მოხსენება „მსოფლიო წესრიგის” შესახებ ეკონომისტის ი. ტინბერგენის რედაქციით”.
თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ კონცეფციების ძირითადი პარამე-
ტრები დარჩა შეუსრულებელი, რაც განპირობებული იყო მრავალი პოლიტიკურ-ეკო-
ნომიკური მიზეზით, მათ შორის ორი ანტაგონისტურად განწყობილი სოციალურ-
ეკონომიკური სისტემის არსებობით „ახალი საერთაშორისო წესრიგის” კონცეფცია
ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკური ლიბერალიზმის კონცეფციას და მასში ჩადებული
იდეები წარმოადგენდა პროტექციონისტული თეორიის პრინციპების გათვალისწინე-
ბის შედეგს. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ევოლუცია მიმდინარეობდა ლიბერა-
ლურ და პროტექციონისტულ კონცეფციებს შორის წინააღმდეგობის განვითარებით.
მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ყველა
კონცეფცია შემოსაზღვრული იყო მხოლოდ ე.წ. კაპიტალისტური სისტემის ქვეყნე-
ბით და ის ნაკლებად ეხებოდა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს. ამ პერიოდამდე მსო-
ფლიო ეკონომიკური წესრიგი რეალურად არ არსებობდა და წარმოადგენდა კაპიტა-
ლისტური, სოციალისტური და „მესამე სამყაროს” ქვეყნების ეკონომიკურ წესრიგთა
ერთობლიობას, რომლებიც ხშირად რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან
მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან მსოფლიო გახდა ერთპოლუსიანი სისტემა.
აღნიშნული პერიოდიდან აშშ-ისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების
მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საგარეო ეკონომიკუ ურთიერთობებში წეს-
რიგი, ანუ საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, დაფუძნებულია ქვეყნებს შორის
აღნიშნული ურთიერთობების ლიბერალიზაციაზე, რაც გამოიხატება საქონლის, მომ-
სახურების, კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციით. ამავე დროს, მსოფლიოს მრა-
ვალ ქვეყანაში შიდა ეკონომიკური ურთიერთობებიც ძირითადად ეყრდნობა მსოფ-
ლიო ეკონომიკური ლიბერალიზმის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს..
X. 3. გლობალური მართვის თეორიულ-ინსტიტუციური ასპექტები

97
ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ, სწორედ ეკონომიკური
ურთიერთობების ლიბერალიზმი წარმოადგენს არსებული მსოფლიო ეკონომიკური
წესრიგის წინააღმდეგობრივი ხასიათის უმთავრეს განმაპირობებელ მიზეზს. ამიტომ
ის ობიექტური აუცილებლობით აყენებს ახალი, მართვადი, სამართლიანი მსოფლიო
ეკონომიკური წესრიგის კონცეფციის შემუშავების საკითხს. გლობალიზაციის ისტო-
რიულმა პროცესმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სპონტანურად ვითარდე-
ბოდა, მეოცე საუკუნის ბოლოს სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოცია-
ლური ფაქტორების თანხვედრიდან გამომდინარე, მიაღწია განვითარების იმ დონეს,
როცა მისი მართვა ობიექტური აუცილებლობა გახდა. მსოფლიო ეკონომიკის განვი-
თარების თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გა-
რკვეულად მართვადი პროცესი. საერთაშორისო დონეზე მარეგულირებელი ინსტი-
ტუტების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო.
თუმცა, გლობალიზაციის პროცესმა დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად
ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქ-
ტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწ-
ყობს ხელს გლობალური წინააღმდეგობების შესუსტებას. „მსოფლიო წესრიგის პო-
ლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტები განსხვავებული, მაგრამ მჭიდროდ ურ-
თიერთდაკავშირებულნი არიან. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის საფუძველი არის
გლობალიზაცია და ლიბერალიზაცია. რაც შეეხება მსოფლიო წესრიგის პოლიტიკურ
კომპონენტებს, აქ უმთავრესია პოლიტიკური დემოკრატიის გავრცელების პროცესები
საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი, სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებით.
ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, გლობალიზაციის, როგორც ცალკეუ-
ლი ქვეყნის, ასევე მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ხელშშემწყობ ფა-
ქტორად გადაქცევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო ორგანიზაცი-
ების მოდერნიზაციასთან. მსოფლიო ეკონომიკის ზოგერთი მკვლევარი მიუთითებს
ე.წ. „ეკონომიკური გაეროს” შექმნის შესახებ, რომელიც პოლიტიკურისაგან განსხვავე-
ბით, ნაკლებ ბიუროკრატიულ ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდეს, რამდენადაც ფი-
ნანსური რესურსი გამოირჩევა გადაადგილების მაღალი სისწრაფით და შესაბამისად,
ის მოითხოვს რეგულირების უფრო მეტ სისწრაფეს, ვიდრე პოლიტიკური პროცესი.
თანამედროვე ეტაპზე აუცილებელია არსებული საერთაშორისო ორგანიზაცი-
ების, განსაკუთრებით საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების რეფორმირება.
98
აღსანიშნავია, რომ არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმირების საკი-
თხი განიხილება თვით აღნიშნული ორგანიზაციების სპეციალისტების მიერ. „საერ-
თაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობისადმი კრიტიკული მიდგომა პირობითად
შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად. მათ შორის მეოთხე ჯგუფი მოიცავს საერთაშორისო
სავალუტო ფონდის, აგრეთვე მსოფლიო ბანკის წამყვანი ექსპერტების შეხედულებებს
ფონდის საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ”. აშშ კრიტიკულად არის განწყობილი
ისეთი ორგანიზაციების მიმართ, როგორიცაა სსფ, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფ-
ლიო ორგანიზაცია. შესაბამისად აქტიურად განიხილება მათი რეფორმირების აუცი-
ლებლობის საკითხი, „რომელთაც უნდა აიღონ დამატებითი პასუხისმგებლობა გან-
ვითარების, ეკოლოგიური, ჯანდაცვის და განათლების პრობლემების გადაწყვეტაზე”.
ამ ორგანიზაციების დახმარება განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის
მქონე ქვეყნებისადმი აუცილებელია მიმართულ იქნეს ამ ქვეყნებში განათლების დო-
ნის ამაღლებისაკენ და არა მოკლევადიანი პრობლემების გადაწყვეტისაკენ. როგორც
აღვნიშნეთ, გლობალიზაციის დადებითი დადებითი შედეგებით სარგებლობა პირ-
დაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის გან-
ვითარების დონეზე. სწორედ საზოგადოების განვითარების, განათლების დონის ამა-
ღლება უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანიზაციების ფუნქციონირების მთავარ მიზანს.
გლობალური რეგულირების თავისებურ ხედვას გვთავაზობს ინგლისელი მეც-
ნიერი ე.გიდენსი, რომლის მიხედვითაც გლობალური მართვის სისტემა შეიძლება ჩა-
მოყალიბდეს იგივე სქემით, რომელიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის ისეთი პო-
ლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებას, როგორიცაა: წარმომადგენლობითი ორგანო
(პარლამეტი), ადმინისტრაციული (კომისია) და მთავრობათაშორისი ორგანო (მინის-
ტრთა საბჭო), ასევე სრულუფლებიანი სასამართლო, მაგ., ვაჭრობის მსოფლიო ორგა-
ნიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი შეიძლება ერთ ორ-
განოდ გაერთიანდეს, ხოლო გაერო დაიყოს პარლამენტად და საბჭოდ. ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია უნდა გაფართოვდეს გლობალურ
დონემდე და გააძლიეროს პრეროგატივები ევროკავშირის უფლებების დონემდე.

X. 4. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ქმედითუნარიანობა

99
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის შესახებ
თავისი ხედვა აქვს ცნობილ გერმანელ მეცნიერს, სოციოლოგს უ. ბეკს. როგორც გიდ-
დენსი, უ. ბეკიც თვლის, რომ ევროკავშირს შეუძლია იქცეს ისეთ ინსტიტუციურ წარ-
მონაქმად, რომელიც ეფექტიან წინააღმდეგობას გაუწევს ნეოლიბერალურ გლობალი-
ზაციას და თავისი ბრიტანელი კოლეგისაგან განსხვავებით, მიაჩნია, რომ ევროკავში-
რი უნდა გახდეს „ტრანსნაციონალურ სახელმწიფოთა სისტემის” ერთი ელემენტი,
რომელსაც ძალუძს გლობალიზაციის შემობრუნება კონსტრუქციულ ჩარჩოში”.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქ-
ტურა წარმოადგენს პოსტინდუსტრიული ეკონომიკის, საზოგადოების ნაყოფს და ნა-
კლებად სავარაუდოა ის წარმატებით მოერგოს მსოფლიოში არსებულ ინდუსტრიულ
-აგრარულ საზოგადოებებს. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესში უმთა-
ვრეს როლს თამაშობს გლობალური ეკონომიკის სრულყოფილი მონაწილეების – დი-
დი შვიდეულის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრები, რომელიც 1975 წელს იღებს სათა-
ვეს და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. ცნობილია, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე გა-
ნისაზღვრება მსოფლიო ეკონომიკის, საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემატური
საკითხები და ხდება მათი გადაწყვეტის პრიორიტეტული მიმართულებები.
ამ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმება, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილად
განსაზღვრავს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმარ-
თულებებს. თუმცა მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში „დიდი რვიანის”
მუშაობის ეფექტიანობა მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზად მკვლევარებს მოჰყავთ
ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში გამართულ სამიტებზე სულ უფრო ნაკლები ყურად-
ღება ეთმობა „დიდი რვიანის” ქვეყნების ეკონომიკური პრობლემების განხილვას.
ამ დროს აქცენტი უფრო მეტად ეთმობა საერთაშორისო ტერორიზმისა და უსა-
ფრთხოების გლობალურ საკითხებს. ეს ხდება იმ დროს, როცა აღნიშნული ქვეყნების
წინაშე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პრობლემები დგას (უმუშევრობა, საგადა-
მხდელო დეფიციტი, ინფლაცია და ა.შ.). გლობალური ეკონომიკის ფორმირების პერ-
სპექტივები ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ქმედით-
უნარიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში და მათ შესაბამისობას გლობალიზებული
ეკონომიკის განვითარების რეალიებთან. გლობალური ეკონომიკის ფორმირება მოი-
თხოვს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ფუნქციათა ტრანსფორმაციას.

100
აუცილებელია აღნიშნული ორგანიზაციების მხრიდან ეროვნული სახელმწი-
ფოს გარკვეული ფუნქციების ან უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფოთა ეკონომიკის
პოლიტიკის ეფექტიანი კოორდინაციის განხორციელება. ამ კუთხით არსებული მო-
საზრებიდან გამომდინარე, აღსანიშნავია მსოფლიო მთავრობისა და მისი შესაძლო
კონფიგურაციის საკითხი. ახალი საერთაშორისო წესრიგის კონცეფციებიდან გამოსა-
ყოფია ე. წ. „მსოფლიო გენერალური კომიტეტის” ფორმირების კონცეფცია, რომლის
მიხედვითაც საჭიროა გლობალური მართვის ცენტრალური ორგანოს ჩამოყალიბება.
მსოფლიო მთავრობის იდეასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება,
რომ ზოგიერთი მკვლევარი მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებას ვარაუდობს XXI
საუკუნის შუა პერიოდში (ტ. ბოსველი, ჟ. უაგარი) ან XXI საუკუნის ბოლოს. აღნიშ-
ნულ იდეასთან დაკავშირებით საინტერესოა ჯ. სტიგლიცის მოსაზრება იმის თაობა-
ზე, რომ „სამწუხაროდ არ არსებობს მსოფლიო მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი
იქნებოდა ყველა ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და გლობალიზაციას გააკონტროლებ-
და ისეთი მეთოდებით, რომლებიც თანაფარდობაში იქნებოდა ეროვნული მთავრო-
ბების მიერ მოსახლეობის განათლების პროცესებზე მიმართავის მეთოდებთან“.
მსოფლიო მთავრობის ფორმირების აუცილებლობის საკითხი პირდაპირ კავშ-
ირშია ჭეშმარიტად გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების შესაძლებლობასთან
და ფუნქციონირების მსგავსი ხასიათის მქონე გლობალური ეკონომიკის ფორმირების
სისწრაფესთან. გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების პერსპექტივა გარკვეულ
არგუმენტს ჰმატებს ე. წ. „მსოფლიო მთავრობის” ფორმირების იდეას, თუმცა, რამდე-
ნად მისაღები იქნება ეს ეროვნული სახელმწიფოებისათვის და რამდენად ქმედითუ-
ნარიანი იქნება აღნიშნული ინსტიტუტი, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო
ურთიერთობების თანამედროვე ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვანია. აქვე აღსანიშნავია ის-
იც, რომ სახელმწიფოები პასუხს აგებენ ქვეყნის მოსახლეობის, და არა გლობალური
საზოგადოების, ეროვნული და არა მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესების წინაშე.
მსოფლიო მთავრობის იდეამ, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ უტოპურად გამოიყურე-
ბა, შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძინოს გარკვეული კონტურები.
აღნიშნული პირდაპირპორპორციულ კავშირშია ყოველგვარ ბარიერს მოკლებული
გლობალიზებული ეკონომიკის შიდა და გარე პოლიტიკის ფორმირების პროცესთან.
X. 5. გლობალური მთავრობის ფორმირების იდეა

101
ანგარიშგასაწევია იმ მეცნიერთა მოსაზრება, რომლებიც მიუთითებენ „გლობა-
ლიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ან გაეროს შესაბამისი ქვედანაყოფის” შექმ-
ნის აუცილებლობაზე. მიგვაჩნია, რომ უპრიანია გაეროს ეკონომიკური და სოციალუ-
რი საბჭოს შემადგენლობაში „გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკის განვითა-
რების” კომისიის ჩამოყალიბება, რომლის ფუნქციონირების მთავარი მიზანი იქნება
ცალკეული ქვეყნისათვის გლობალიზაციის პრობლემების მეტ-ნაკლები ზომით დაძ-
ლევის, გლობალიზაციის დადებითი ეფექტის მსოფლოში სიმეტრიული განაწილება.
ზომიერთი მკვლევარის აზრით, აუცილებელია კომისიაში ყველა ქვეყნის თა-
ნასწორუფლებიანობა, მათი ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, გადა-
წყვეტილების მიღება კონსესუსის წესით და მათი სავალდებულო ხასიათი როგორც
ეროვნული სახელმწიფოებისათვის, ასევე ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და
ინდივიდუალური ინვესტორებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნული გულისხმობს
ეროვნული სახელმწიფოების მიერ, მათი განვითარების დონისა და ეროვნული ინ-
ტერესებიდან გამომდინარე, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ცალკეული მი-
მართულების ლიბერალიზაციის გარკვეულ რეგულირებას ამ კომისიის მეშვეობით.
ამ მექანიზმის სრულყოფილი ამოქმედება შეასუსტებს გლობალიზაციისადმი
ნეგატიურ დამოკიდებულებას და შექმნის ისეთ პირობებს, რომლის მეშვეობით ლი-
ბერალიზმზე და არა ულტრალიბერალიზმზე დაფუძნებული გლობალიზაცია დაამ-
ტკიცებს თავის პროგრესულობას. ამ კომისიის ჩამოყალიბებით შეიქმნება გლობალი-
ზაციის პროცესების მარეგულირებელი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც თვით-
დამკვიდრების შემდეგ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ავტონომიურ უნივერსალურ
ორგანიზაციად – „მეგაეკონომიკისა და გლობალიზაციის ორგანიზაციის” სახელით.
ასევე მიზანშეწონილია აღნიშნულ გლობალურ ინსტიტუტში საერთაშორისო
სავალუტო ფონდისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტეგრირება და მისი
მეშვეობით ეკონომიკური გლობალიზე¬ციის წინააღმდეგობრივი პროცესის პლანე-
ტარული მასშტაბით რეგულირება. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ გლო-
ბალიზაციას არაერთგვაროვანი შედეგები მოაქვს მსოფლიოს ცალკეული რეგიონის
ქვეყნებისათვის, აუცილებელია ამ ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს გლობალიზაციის
რეგიონული კომიტეტები აფრიკისათვის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, დასავლეთ
ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევრო-
პის ქვეებისათვის (რეგიონული კომიტეტები არსებობს გაერო-ს სოც-ეკონ. საბჭოში).
102
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალიზაციის საერთაშორისო ორგანიზა-
ციის ჩამოყალიბება ეროვნულ სახელმწიფოებს (განსაკუთრებით განვითარებადი და
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს) მისცემს გლობალიზაციის ნეგატიური ას-
პექტების აღმოფხვრის შესაძლებლობას. ამავე დროს, აღნიშნული კოლექტიური ინს-
ტიტუტის ჩამოყალიბება, რომელშიც გაწევრიანდება გაეროში შემავალი ყველა წევრი
-სახელმწიფო, გარკვეულწილად გაზრდის სახელმწიფოს როლს გლობალიზაციის
რეგულირებაში და საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო ეკონო-
მიკაში. გლობალიზაციის პროცესმა არ უნდა უარყოს ეროვნული სახელმწიფოს გან-
მსაზღვრელი როლი მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.
ამრიგად, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში
სულ უფრო მძაფრდება შემოსავლების ქვეყნებს შორის უთანასწოროდ გადანაწილე-
ბის პრობლემა. მაღალგანვითარებული ქვეყნები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო
განვითარებადი ქვეყნები კი კიდევ უფრო ღარიბდებიან, ანუ მსოფლიო შემოსავლე-
ბის გადანაწილება ხდება მაღალგანვითარებული ქვეყნების სასარგებლოდ. ამიტომ
მსოფლიო მასშტაბით იზრდება სოციალური უსამართლობის შეგრძნება. განვითარე-
ბადი ქვეყნები მოითხოვენ ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამყარებას,
სადაც დაცული იქნება მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ინტერესებიც.
ამას დაემატა 1990-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკაში აღმოსავლეთ ევროპი-
სა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ჩართვა ახლად შეძენილი დამოუკიდებ-
ლობის სტატუსით, რომელთაც საკუთარი პრეტენზიები გააჩნიათ შრომის საერთაშო-
რისო დანაწილებაში ჩართვისა და მსოფლიო ეკონომიკაში მათთვის ღირსეული ად-
გილის დამკვიდრების თვალსაზრისით. მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგში მიმდინარე
ტენდენციების გასარკვევად საჭიროა უფრო დაწვრილებით იქნეს შესწავლილი მაღა-
ლგანვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების
მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დადგინდეს მათ შორის არსებული განსხვავებანი და
საერთო მახასიათებელი ნიშნები, მათი ურთიერთქმედების შესაძლებლობანი და სა-
ზღვრები. ამისათვის საჭიროა დადგინდეს თუ რა გავლენას ახდენს გლობალიზაციის
ტენდენციები თითოეული ამ ჯგუფის ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკაზე და როგორ
შეუძლიათ ვმო-ს ქვეყნებს იმოქმედონ ისე, რომ არ დაარღვიონ მისი პრინციპები.
ლექცია 11.
თემა XI. რეგიონული ინტეგრაციის კონცეფციების ურთიერთშედარებითი ანალიზი
103
XI. 1. რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების ძირითადი
მიმართულებები

საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოადგენს წინააღმდეგობრივად


განვითარებად პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესს, სადაც ნათლად ვლინდება წინა-
აღმდეგობრივი ურთიერთობები ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკუ-
რი მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპების თანაფარდო-
ბას შორის. გლობალიზაციის და საერთაშორისო ინტეგრაციის სწორედ პოლიტიკური
და ეკონომიკური თეორიების ჭრილში განხილვა წარმოადგენს ინტეგრაციული პრო-
ცესების მიზეზების, მიზნებისა და თავისებურებების გაცნობიერების უმთავრეს შე-
საძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ინტერდის-
ციპლინური მიდგომაა ცალკეული პროცესების შეცნობის საუკეთესო ინსტრუმენტი.
ინტეგრაციისა და გლობალიზაციის კვლევა, რომელიც თავის მხრივ, პოლიტი-
კურ-ეკონომიკური ფენომენია, სწორედ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მიდგომას მოით-
ხოვს, რაც გამორიცხავს მოვლენის ცალმხრივ ინტერპრეტაციას. იგი პროცესს განიხი-
ლავს მასზე ზემოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. რეგიონული ინტეგრა-
ციული პროცესების განვითარებისას დომინირებს ორი მიმართულება: 1. ბაზრების
დაახლოების ბაზაზე ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდა; 2. ინტეგრაცი-
ული პროცესები, რომლებიც ძლიერდება სახელმწიფოს მაორიენტირებელი როლით.
ცნობილია, რომ გლობალიზაციისა და საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრა-
ციის თეორიებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკონომიკურ კონცეფცი-
ებს, რომლებშიც ხაზგასმულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინ-
ტენსიფიკაციის მნიშვნელობა ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრო-
ცესზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინტეგრაციის ეკონომიკური თეორიები ლი-
ბერალური ვაჭრობის თეორიის ნაწილია და ადრინდელი მკვლევარები (ა. სმითი, დ.
რიკარდო, ჯ. ს. მილი) ყურადღებას ამახვილებდნენ საგარეო ვაჭრობის შედეგებზე.
თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ინტეგრაციული პროცესების გაღრმა-
ვების შედეგად გაფართოვდა საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის კვლევის
საგანი. ის მოიცავდა არა მარტო საერთაშორისო ვაჭრობას, არამედ ეკონომიკურ ურ-
თიერთობათა მთელ სპექტრს (კაპიტალისა და სამუშაო ძალის საერთაშორისო მოძრა-
104
ობა, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა და ა. შ.). ეკონომიკური ინტეგრაციის
შედარებით გვიანდელ თეორიებში (ადრეული ნეოლიბერალიზმი, გვიანი ნეოლიბე-
რალიზმი, სტრუქტურალიზმი, დირიჟიზმი, ნეოკეინსიანელები და ა. შ) აქცენტი კეთ-
დება ეკონომიკური ინტეგრაციის ცალკეულ ასპექტებზე (ერთიანი საბაზრო სივრცის
ფორმირება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია, უნიფიკაცია და ა. შ.)
ამავე დროს, ეკონომიკური მეცნიერების ცალკეული მიმართულების წარმომა-
დგენლები ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში უპირატესობას ხშირ შემთხ-
ვევაში ანიჭებენ კომპანიებს ანუ საბაზრო ძალებს. ცნობილი ჰოლანდიელი ეკონომის-
ტი ი. ტინბერგენი განასხვავებს „პოზიტიურ” და „ნეგატიურ” ინტეგრაციას. ნეგატი-
ური ინტეგრაცია გულისხმობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო
ძალის მოძრაობის გზაზე ბარიერების უბრალო გაუქმებას, რასაც როგორც ეკონომი-
კური თეორიიდან არის ცნობილი, თან ახლავს კონკურენციის ზრდა, ფასების შემცი-
რება, ხარისხის ზრდა და საბოლოო შედეგით, ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება.
პოზიტიური ინტეგრაცია კი გულისხმობს რეგულირების გარკვეული წესებისა
და ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან საქონლის, მომ-
სახურებისა და წარმოების ფაქტორთა მობილურობას. აღნიშნულ მოსაზრებაშიც წინა
პლანზე არის წამოწეული ზეეროვნულ დონეზე ეკონომიკის რეგულირების აუცილე-
ბლობა. ბ. ბალასას უმთავრესი დამსახურებაა ეკონომიკური ინტეგრაციის განვითა-
რების სტადიების ერთიანი, მდგრადი კონცეფციის ჩამოყალიბება. რეგიონული ინტე-
გრაციული პროცესების პირველი ეტაპია თავისუფალი ვაჭრობის ზონა.
თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემთხვევაში ინტეგრაციული დაჯგუფების
წევრ-ქვეყნებს შორის საბაჟო ბარიერები მცირდება ან უქმდება. ამავე დროს ინტეგრა-
ციის პირველ საფეხურზე, ინტეგრაციული დაჯგუფების წევრი-ქვეყნები მესამე ქვეყ-
ნების მიმართ ავტონომიურად აწესებენ საბაჟო გადასახადებს. თავისუფალი ვაჭრო-
ბის ზონის შესახებ შეთანხმება მთლიანად შეესაბამება ვაჭრობის მსოფლიო ორგანი-
ზაციის კონცეფციას, რომელიც მიმართულია ქვეყნებს შორის ვაჭრობის ლიბერალი-
ზაციისაკენ. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემთხვევაში არ ხდება
ზეეროვნული საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციების შექმნა.

XI. 2. რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების ეტაპები

105
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემთხვევაში
არ მიმდინარეობს პოზიტიური ინტეგრაცია. ამავე დროს, მსოფლიოში არსებული ინ-
ტეგრაციული დაჯგუფებების უმრავლესობა სწორედ თავისუფალი ვაჭრობის ზონის
საფეხურზე იმყოფება, რაც განპირობებულია სახელმწიფოთა სწრაფვით, შეინარჩუ-
ნონ ავტონომიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება, ანუ ადგილი აქვს
ნეგატიურ ინტეგრაციულ პროცესებს. რეგიონული ინტეგრაციული პროცესების შე-
დარებით მაღალი საფეხურია – საბაჟო კავშირი. ინტეგრაციული გაერთიანების შიგ-
ნით სავაჭრო შეზღუდვები უქმდება. მესამე ქვეყნების მიმართ ტარდება ურთიერთშე-
თანხმებული სავაჭრო პოლიტიკა და წესდება ერთიანი საბაჟო გადასახადები. საბაჟო
კავშირი ვმო-ს ფარგლებში მოქმედებს და ადგილი არ აქვს პოზიტიურ ინტეგრაციას.
რეგიონული ინტეგრაციის პროცესების განვითარების შემდგომი საფეხურია
საერთო ბაზარი, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ინტეგრაციული დაჯგუფე-
ბის შიგნით საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი
გადაადგილებას. საერთო ბაზრის შემთხვევაში გარკვეულწილად ადგილი აქვს საგა-
რეო-ეკონომიკური პოლიტიკის კორდინაციას. საერთო ბაზრის ჩამოყალიბება მრავა-
ლი სამართლებრივი ნორმის ჰარმონიზაციას გულისხმობს. ამ შემთხვევაში კავშირი
გადის ვმო-ს კონცეფციის ფარგლების გარეთ, მაგრამ პოზიტიურ ინტეგრაციას ჯერ
კიდევ არ აქვს ადგილი. რეგიონული ინტეგრაციული პროცესების შემდეგი საფეხუ-
რია ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს დასახულ მიზ-
ნებთან ეკონომიკური პოლიტიკის შეზღუდულ კოორდინაციას. სწორედ ამ საფეხურ-
ზე იწყება გლობალურ დონეზე მიღწეული პოზიტიური ეკონომიკური ინტეგრაცია.
რეგიონული ინტეგრაციული პროიცესების უმაღლესი საფეხურია სრული ეკო-
ნომიკური ინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს ფულად-საკრედიტო და სოციალური
პოლიტიკის უნიფიკაციას, ერთიანი ვალუტის შემოღებას, ერთიანი ცენტრალური
ბანკის არსებობას და ა.შ. ამ შემთხვევაში უკვე სახეზეა პოზიტიური ინტეგრაცია.
მსოფლიოში არსებული ინტეგრაციული გაერთიანებიდან მხოლოდ ევროკავ-
შირმა შეძლო თანმიმდევრულად გაევლო ინტეგრაციული პროცესების ყველა ზემოთ
აღნიშნული საფეხური, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს ინტეგ-
რაციული პროცესების კლასიკური მაგალითი ვუწოდოთ. ასევე არსებობს „ბაზრების
ინტეგრაცია” და „პოლიტიკის ინტეგრაცია” ანუ ინტეგრაცია „ზემოდან” პოლიტიკურ
ფაქტორთა პრიმატით, და ინტეგრაცია „ქვემოდან” ანუ ეკონ. ფაქტორების პრიმატით.
106
ინტეგრაციული პროცესების ისტორია სწორედ „ბაზრების ინტეგრაციის” ანუ
„ქვემოდან” ინტეგრაციის უპირატესობას ადასტურებს. ცხადია, რომ არსებობს მნიშვ-
ნელოვანი განსხვავება ინტეგრაციისა და გლობალიზაციის სტატიკურ–დინამიკურ
ეფექტებს შორის. სტატიკური ეფექტები ვლინდება ინტეგრაციული პროცესის ან ქვე-
ყნების გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის დაწყებისთანავე ანუ იმ პირობებში, როცა
ქვეყნის ეკონომიკა იწყებს ფუნქცონირებას ღია ეკონომიკის პრინციპზე დაყრდნობით
გლობალიზაციისა და ინტეგრაციის დინამიკური ეფექტები ვლინდება გრძელ-
ვადიან პერიოდში, რაც უპირატესად ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებში, რე-
სურსების ოპტიმალურ განაწილებაში და ეკონომიკის საერთო ეფექტიანობის ზრდა-
ში გამოიხატება. სწორედ, პოზიტიური ეფექტების მაქსიმიზაცია წარმოადგენს გლო-
ბალიზაციის პირობებში სახელმწიფოს უმთავრეს ფუნქციას. ეკონომიკური ინტეგრა-
ციის თეორიაში პირველად ბ. ბალასამ მოახდინა ეკონომიკური ინტეგრაციის დინა-
მიკური ეფექტების სისტემატიზაცია და ინტეგრაციული დაჯგუფების წევრი-ქვეყნე-
ბის მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდაზე ინტეგრაციის ზეგავლენის შეფასება.
ბ. ბასალას მიხედვით ინტეგრაციის დინამიკური ეფექტებია: 1. წარმოების გა-
ფართოების შედეგად მასშტაბის ეკონომია, რომელიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში,
თუ ბაზრის გაფართოება აძლევს ფირმებს და ცალკეულ დარგებს იმ საწარმოო სიმ-
ძლავრეების გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც არ იყო გამოყენებული ინტეგ-
რაციული პროცესების დაწყებამდე; 2. საგარეო ეკონომია, რომელიც გამოიხატება
მთლიანად ეკონომიკაში სპეციფიკური დანახარჯების შემცირებით; 3. პოლარიზაცი-
ის ეფექტი, რომელიც გამოხატება ბაზრების გახსნის შედეგად ცალკეული ქვეყნის
არაკონკურენტუნარიანი დარგებიდან წარმოების ფაქტორების გამოთავისუფლებაში;
4. რეალური ინვენსტიციების განთავსებასა და 5. ეფექტიანობაზე ზემოქმედება.
თავისუფალი ვაჭრობის ზონის და საბაჟო კავშირის უპირატესობებს ა. მ. ელ-
აგრას კონცეფციის მიხედვით მიეკუთვნება: 1. შეფარდებითი უპირატესობის კანონის
შესაბამისად სპეციალიზაცის გაღრმავების შედეგად წარმოების ეფექტიანობის ზრდა;
2. წარმოების ზრდა მასშტაბის ეკონომიკის ეფექტის უკეთ გამოყენების შედეგად; 3.
კონკურენციის გამწვავების შედეგად წარმოების ეფექტიანობის ამაღლება; 4. სამეცნი-
ერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოების ფაქტორების ცვლილებები.
XI. 3. საერთაშორისო ინტეგრაციის პოლიტიკური თეორიები

107
ეკონომიკური ინტეგრაციის შედარებით მაღალი ეტაპი იძლევა დამატებით
უპირატესობებს: 1. წარმოების ფაქტორების მობილურობის ამაღლება ბარიერთა მოხ-
სნის შედეგად; 2. ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკის კოორდინაცია;
3. ეკონომიკური ზრდის, სრული დასაქმების და შემოსავლების სამართლიანი განა-
წილების ინტეგრაციული დაჯგუფების ქვეყნების საერთოდ მიზნად გადაქცევა.
აქვე აღსანიშნავია პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენელთა განსაკუთ-
რებული წვლილი ინტეგრაციის თეორიის განვითარებაში. საერთაშორისო ინტეგრა-
ციის პოლიტიკური თეორიებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია ფედერალიზმი,
ფუნქციონალიზმი და ისტორიული ინსტიტუციონალიზმის კონცეფციები. ფედერა-
ლიზმის მიმართულების წარმომადგენლები ასაბუთებენ ზეეროვნული მარეგული-
რებელი ორგანოების აუცილებლობას, რომელთაც უკეთესად შეუძლიათ ზოგიერთი
პრობლემის გადაწყვეტა, ვიდრე სახელმწიფოების სამმართველო ორგანოებს.
ამდენად, ფედერალიზმის წარმომადგენლები გარკვეულად ასუსტებენ ეროვნ-
ული სახელმწიფოს მნიშვნელობას ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში და
უპირატესობას ანიჭებენ ზეეროვნულ ორგანოებს. ფუნქციონალისტები ეწინააღმდე-
გებიან ფედერალიზმის და ე. წ. „მსოფლიო მთავრობის” შექმნის იდეას, რომელიც საკ-
მაოდ აქტუალურია თანამედროვე ეპოქაშიც. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონალისტე-
ბის ბევრი იდეა გამართლდა, მათ შორის სპეციალიზებული ორგანიზაციების შექმნა,
რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის პრობლემების გადასაწყვეტად არის მიმართული.
ნეოფუნქციონალიზმის მიმართულების წარმომადგენლები ინტეგრაციის პრო-
ცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პოლიტიკურ ფაქტორს. მათი აზრით,
ინტეგრაცია სპონტანური პოლიტიკური ურთიერთქმედების შედეგია, რომელიც ობ-
იექტურად განაპირობებს ზეეროვნული რეგულირების აუცილებლობას. ნეოფუნქცი-
ონალისტების აზრით, ზეეროვნული რეგულირება ხელს შეუწყობს ინტეგრაციულ
დაჯგუფებაში მყოფი ქვეყნების საერთო ინტერესების გამოვლენას და რეალიზაციას.
ამავე დროს, ზეეროვნული რეგულირება მიჩნეულია რეგიონული ინტეგრაცი-
ული პროცესების წარმატებული ფუნქციონირების ყველაზე მყარ გარანტად. ამ მიმა-
რთულების წარმომადგენელთა აზრით, ზეეროვნული ორგანოები ფლობენ მდგრა-
დობის უფრო მეტ ხარისხს, ვიდრე ეროვნული სახელმწიფო. ამრიგად, სამივე პოლი-
ტიკური კონცეფციის (ფედერალიზმის, ფუნქციონალიზმისა და ნეოფუნქციონალიზ-
მის) საერთო დამახასიათებელი თავისებურებაა ინტეგრაციული პროცესების განვი-
108
თარებაში ეროვნული სახელმწიფოს როლის შემცირება. საერთაშორისო ინტეგრაციის
პოლიტიკური თეორიებიდან მხოლოდ ახალი ინსტიტუციონალიზმისა და ისტორი-
ული ინსტიტუციონალიზმის წარმომადგენლები ანიჭებენ გარკვეულ მნიშვნელობას
ეროვნული სახელმწიფოების როლს ინტეგრაციულ პროცესებში, თუმცა ასევე მიუ-
თითებენ რეგულირების ზეეროვნული ორგანების მნიშვნელობაზე. ორივე მიმართუ-
ლების წარმომადგენელთა აზრით, „ინსტიტუტებს აქვთ მნიშვნელობა”, თუმცა განსხ-
ვავებულია მათი შეხედულებები ინსტიტუტების ფუნქციონირების მიმართულებაზე.
ახალი ინსტიტუციონალისტების აზრით, ზეეროვნული ინსტიტუტები სასარ-
გებლოა ეროვნული სახელმწიფოებისათვის და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთო-
ბების პრიმატზე მიუთითებენ, ხოლო ისტორიული ინსტიტუციონალისტები ხაზს
უსვამენ ცალკეული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და მათ აქ-
ტიურ პოლიტიკურ როლს. რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების
ანალიზის დროს ყურადღება მახვილდება ინტეგრაციული პროცესების საფუძველზე.
ამ თავლსაზრისით ეკონომისტთა არსებულ მოსაზრებებს შორის მთავარია:
1. საბაზრო ძალთა ურთიერთქმედება. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორი არა-
საკმარისი პირობაა რეგიონული ინტეგრაციული პრო¬ცესების განვითარებისათვის;
2. ფორმალური ინტეგრაციული ჯგუფების ჩამოყალიბება, როცა სახელმწიფო-
ები შეთანხმების თანახმად ქმნის ინტეგრაციულ ჯგუფებს (პოლიტიკური ფაქტორი).
თუმცა აღნიშნულიც არასაკმარისი პირობაა წარმატებული ინტეგრაციისათვის.
საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკურ-ეკონომიკური თეორიების
მოკლე მიმოხილვიდან ნათელია, რომ აღნიშნული პროცსების განვითარებაში ეროვ-
ნული სახელმწიფოს როლი ერთი შეხედვით შესუსტების, ხოლო საერთაშორისო ურ-
თიერთობებისა და მსოფლიო ეკონომიკის სხვა მონაწილეების (ტრანსნაციონალური
კორპორაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების) მნიშვნელობა გაძლიერების ტენ-
დენციით ხასიათდება. წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაცია რთული მოვლენაა,
რომელიც ვითარდება ეკონომიკურ და პოლიტიკური ფაქტორების სინთეზის ბაზაზე.
ყოველივე ეს განაპირობებს ამათუიმ ქვეყნის ინტეგრაციის გარე, არაწევრ ქვეყნებზე
ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, უცხოური ინვესტიციების დივერსი-
ფიკაციას და ა. შ. ინტეგრაციის მაღალი ეტაპი იძლევა დამატებით უპირატესობას.
XI. 4. რეგიონული ინტეგრაციის კონცეფცია

109
მეოცე საუკუნის 60-იანი წლების განმავლობაში, იმ ენთუზიაზმის ტალღაზე,
რომელიც მოჰყვა რეგიონული ჯგუფების რაოდენობრივ ზრდას და ეკონომიკური ინ-
ტეგრაციის განვითარებას, საერთაშორისო პოლიტიკაში რეგიონები განისაზღვრებო-
და, როგორც `სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირო-
ბებს გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე, მა-
თი დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმა-
ლური ორგანიზაციების რიცხვის, პოლიტიკური დამოკიდებულების მიხედვით”.
მსოფლიო დონის ეკონომისტი ნაი მიიჩნევდა, რომ ინტეგრაციის პროცესი მო-
იცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების –
ყოფილი კოლონიების რიცხვის ზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა ზესა-
ხელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდა; მრვალამხ-
რივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება და მძლავრი ქვეყნების დაახლოება ეკონომიკუ-
რი ინტეგრააციის საშუალებით. რეგიონული ინტეგრაცია შეიძლება გაგებული იყოს
როგორც პირობა ან პროცესი, როგორც აღწერა სისტემისა უკვე არსებული ელემენტე-
ბით; ანდა გამოყენებული იყოს იმის ასახსნელად, თუ რატომ არსებობს გარკვეული
პოლიტიკური სისტემა და რატომ ვითარდება იგი ამა თუ იმ მიმართულებით.
საყურადღებოა რეგიონული ინტეგრაციის შემდეგი სახით განსაზღვრება:
„მანამადე ავტონომიურად არსებულ გაერთიანებს შორის ურთიერთქმედების ინტენ-
სიური და მრავალმხრივი კავშირების შექმნა და შენარჩუნება. ეს კავშირები თავისი
ხასიათით ნაწილობრივ შეიძლება იყოს ეკონომიკური, ნაწილობრივ სოციალური, ნა-
წილობრივ კი პოლიტიკური. პოლიტიკურ ინტეგრაციას თან ახლავს ეკონომიკური
და სოციალური ურთიერთქმედების მაღალი დონე”. რეგიონული ინტეგრაცია შეიძ-
ლება ატარებდეს როგორც ფორმალურ ხასიათს – რაც გამოიხატება პოლიტიკური გა-
დაწყვეტილებებით, ისე შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური ცნებებით – რაც გუ-
ლისხმობს ურთიერთქმედებას ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში.
მსოფლიო რეგიონებს შორის ინტეგრაცია შეიძლება იყოს კომპლექსური და
მრავალმხრივი პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან აქტორთა სხვადასხვა ტიპები.
ეს აქტორები მოქმედებენ საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და
ასევე არიან ამ სფეროების დამაკავშირებელნი. რეგიონულმა ინტეგრაციამ, როგორც
სამართლებრივმა პროცესმა, რომელიც გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებას
ქვეყნების ჯგუფებს შორის, ბუნებრივია, შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა.
110
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს საბაჟო კავში-
რებს, შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ანდა თავისუფალ ბაზარს, რის
შედეგადაც იქმნება ეკონომიკური მოღვაწეობის ლიბერალიზაციისათვის აუცილებე-
ლი პირობები და მიიღება რეგულირებისათვის საერთო წესები სხვადასხვა სახის
ეროვნული კანონების სანაცვლოდ. რეგიონული პოლიტიკური ინტეგრაცია შეიძლება
გულისხმობდეს არა მხოლოდ ინსტიტუციონალური მექანიზმების ფორმირებასა და
გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს, არამედ ასევე თანმხვედრი ფასეულობე-
ბისა და მიზნების ჩამოყალიბებას, უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტას.
გლობალიზაციის სფეროში მოქმედმა წინააღმდეგობებმა, არსებულმა დისკრი-
მინაციამ ქვეყნების უმრავლესობა აიძულა დარაზმულიყვნენ საერთო ინტერესების
ირგვლივ, შეექმნათ ცალკეული რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციები, ერთად
ეზრუნათ საერთო პრობლემების გადასაჭრელად, ერთობლივად ებრძოლათ მათ წი-
ნააღმდეგ. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციების ფორმირება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მცირე ერებისათვის, რომელთაც არ ძალუძთ დამოუკიდებლად იბ-
რძოლონ თავიანთი ინტერესების დასაცავად. ეკონომიკური ინტეგრაციის შექმნა იძ-
ლევა რეგიონულ ჭრილში „თამაშის” საერთო წესების შემუშავების შესაძლებლობას.
მით უმეტეს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციისა და ინტე-
რნაციონალიზაციის პირობებში, როცა მიმდინარეობს ეკონომიკური ცხოვრების საე-
რთო სისტემაზე გადასვლა, მცირე ერებს სულ უფრო უძნელდებათ ეროვნული თვი-
თმყოფადობის შენარჩუნება. ამ ფონზე რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციებისა
და სავაჭრო ბლოკების ჩამოყალიბება ქმნის ღია ეკონომიკის პირობებში იმპორტისა-
გან სამამულო დარგთა დაცვის, მასშტაბზე ეკონომიის მიღწევისა და გასაღების შიდა
ბაზრების სივიწროვისაგან თავის დაღწევის რეალურ შესაძლებლობას. ქვეყნებს შო-
რის ეკონომიკური თანამშრომლობის ჰარმონიზაციის, მიზნით, მსოფლიოს ცალკეუ-
ლი სახელმწიფოები (ერთ რეგიონში შემავალი ქვეყნები), რომელთაც მსგავსი ისტო-
რიულ-კულტურული მახასიათებლები, საერთო სამომხმარებლო თვისებები და გასა-
ღების მსგავსი ბაზრები გააჩნიათ), გაერთიანდენ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.

XI. 5. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმირების წინაპირობები, მიზეზები


და განმსაზღვრელი ფაქტორები

111
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი მიზეზია საქონლისა და
მომსახურების წარმოების მოცულობის ზრდა ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანო-
ბის უზრუნველყოფით. თანამედროვე ინტეგრაციული გაერთიანებები რეგიონულ
ხასიათს ატარებს. მსგავს რეგიონულ ინტეგრაციებში გაერთიანება მცირე ქვეყნებს სა-
შუალებას აძლევს გაძლონ მძაფრ საერთაშორისო კონკურენციას, რასაც ისინი ვერ
შეძლებდნენ დამოუკიდებლად. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის, როგორც
სამეურნეო კავშირთა ინტერნაციონალიზაციის ხარისხობრივად ახალი და ბევრად
უფრო რთული ეტაპის ძირითად მიზანს წარმოადგენს ცალკეულ მეურნეობათა ბევ-
რად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთზემოქმედება, წარმოების კონცენ-
ტრაცია, სახელმწიფოთაშორის ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებული გატარება.
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
1. წარმოების ინტერნაციონალიზაცია და ახალი მონოპოლიების შექმნა;
2. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მომხდარი ღრმა ეკონომიკური ძვრე-
ბი, როცა საწარმო კავშირები ასახავენ ფირმებს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებას,
რომლებიც შეადგენენ შიდადარგობრივი სპეციალიზაციის საიმედო საფუძველს;
3. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, რომელიც იწვევს წარმოებისა და ბაზ-
რის ინტერნაციონალიზაციას ხარისხობრივად ახალ დონეზე. ის გამოწვეულია ტექ-
ნიკური შედეგების გაცვლის აუცილებლობითა და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს;
4. ეკონომიკის ღიადობა და ვაჭრობის თავისუფლება, რამდენადაც ვაჭრობის
ლიბერალიზაციამ გააადვილა ეროვნულ მეურნეობათა ადაპტირება საგარეო პირობე-
ბის მიმართ, ხელს უწყობდა მათ ბევრად უფრო აქტიურ ჩართვას შრომის საერთაშო-
რისო დანაწილებასა და აგრეთვე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობაში;
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოებს ეტაპობრივად, რომელთაგან
თითოეულს გააჩნია თავისი სპეციფიკური მახასიათებლები. ამიტომ ყველა ეტაპზე
წესდება ბარიერები და იქმნება ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური კავშირების და
წარმოების ბევრად უფრო ხელსაყრელი წინაპირობები. გლობალიზაციის საფუძველ-
ზე, რაც ეფუძნება შეფარდებით უპირატესობათა პრინციპს, გლობალიზაციას შეუძ-
ლია რესურსების უფრო ეფექტური განთავსება და მატერიალური კეთილდღეობის
უფრო მაღალ დონეზე მიღწევა. ყოველი ქვეყნის რესურსები და ტექნოლოგიური დო-
ნე განსხვავებულია. ამიტომ ყოველ მათგანს შეუძლია ერთიდაიგივე საქონელი სხვა-
დასხვა ხარჯვით აწარმოოს. შეფარდებით უპირატესობათა გამოყენების საფუძველზე
112
მსოფლიოს შეუძლია გეოგრაფიული და ადამიანისეული რესურსების სპეციალიზა-
ციის უპირატესობათა უფრო სრულად გამოყენება. ე.ი. როგორც მსოფლიო, ისე ყოვე-
ლი ქვეყანა შემოსავლებს გაზრდის რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებით.
გლობალიზაციის უარყოფითი ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ დარგში მსო-
ფლიო მასშტაბის მონოპოლისტების წარმოქმნა მთელ რიგ სტრატეგიულ და მაღალი
ნორმატიული მოგების მქონე დარგებში ანადგურებს კონკურენტებს თრგუნავს ჯან-
საღ კონკურენციას და დარგში მხოლოდ ორი-სამი ფსევდო-კონკურენტის დარჩენით
ქმნის ფასადურ კონკურენციას, მაგრამ გლობალიზაციის დადებითი ეფექტი ის არის,
რომ უცხოური ფირმების მხრიდან გამართული მონოპოლისტური კონკურენცია აიძ-
ულებს ეროვნულ ფირმებს, გადავიდნენ დაბალხარჯიან ახალ ტექნოლოგიაზე, სიახ-
ლეთა დანერგვაზე, წარმოების ორგანიზების ახალი მეთოდების გამოყენებაზე.
გლობალიზაცია მომხმარებელს აძლევს პროდუქციის უფრო ფართო ასორტი-
მენტიდან უკეთესის არჩევის შესაძლებლობას. ამიტომ გლობალიზაცია ეკონომიკუ-
რად დასაბუთებული მოვლენაა. მიუხედავად გლობალიზაციის მომხრე მრავალი არ-
გუმენტის არსებობისა, მას მაინც მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. აქამდე განიხილე-
ბოდა ისეთი საერთაშორისო სავაჭრო შეზღუდვები, რომელიც თანაბრად ვრცელდე-
ბოდა ყველა უცხოური მოვაჭრე, ან კონკურენტი ქვეყნის მიმართ. მაგრამ ბევრი საქო-
ნლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია დისკრიმინაციის გამოხატულებაა, რა-
დგან სავაჭრო შეზღუდვები შერჩევით წესდება არა ინტეგრაციის წვერ ქვეყნებს შო-
რის, არამედ ინტეგრაციის ფარგლებს გარეთ მყოფი სხვა ქვეყნების მიმართ. როცა იმ-
პორტისადმი განხორციელებული სავაჭრო პოლიტიკა ატარებს დისკრიმინაციულ ხა-
სიათს, მაშინ ინტეგრაციის გარედან იმპორტირებული საქონელი იბეგრება უფრო მა-
ღალი ბაჟით, ვიდრე კეთილად განწყობილი ქვეყნიდან. როგორ უნდა მოვეპყროთ იმ
ქვეყანას, რომელიც ჩვენი პროდუქციის მიმართ ატარებს დისკრიმინაციას? ამ კითხვა-
ზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ, რა სახე აქვს ჩვენი პროდუქციის დისკრიმინა-
ციას და რა მიზანს ემსახურება იგი (დემპინგი _ფასობრივი დისკრიმინაცია).

ლექცია 12.

113
თემა XII. გლობალიზაცია და რეგიონული ინტეგრაცია: ერთიანობა და
წინააღმდეგობრივი ხასიათი

XII. 1. გლობალიზაციასა და რეგიონულ ინტეგრაციას შორის წინააღმდეგობრივი


ხასიათი

მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესების ისტორია ადასტურებს


„ბაზრების” ანუ ეკონომიკური ფაქტორების პრიმატით განპირობებული ინტეგრაცი-
ის უპირატესობას პოლიტიკური ფაქტორების პრიმატით განპირობებულ ინტეგრაცი-
ასთან შედარებით. შესაბამისად, რეგიონული ინტეგრაცია და გლობალიზაცია უპი-
რატესად ეკონომიკური ფენომენია და სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების ინ-
ტენსიფიკაცია წარმოადგენს ინტეგრაციის და გლობალიზაციის განვითარების საფუ-
ძველს გაუმართლებელია იმ საკმაოდ გავრცელებულ მოსაზრებაზე დათანხმება იმას-
თან დაკავშირებით, რომ „გლობალიზაცია არც მთლად ეკონომიკური მოვლენაა, ამი-
ტომ წარსულში ის უნდა განხილული იქნეს როგორც პოლიტიკური მოვლენა”.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელ ტენდენ-
ციებს –გლობალიზაციის და რეგიონული ინტეგრაციის პროცესებს შორის შეინიშნება
გარკვეული შიდა წინააღმდეგობები. აქედან გამომდინარე, იქმნება გლობალიზაციისა
და რეგიონული ინტეგრაციის გარკვეული შეუთავსებლობისა და ზოგიერთ შემთხვე-
ვაში მათი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის თაობაზე შთაბეჭდილება.
„საერთაშორისო რეგიონალიზაცია წარმოადგენს გლობალიზაციის დიალექტიკურ
უარყოფას, რადგანაც რეგიონული კავშირები მოიცავს მხოლოდ ცალკეულ სახელმწი-
ფოებს”. ნათელია, რომ რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ინტენსიფიკაციისა
და გლობალიზაციის განვითარების წინააღმდეგობრივი ურთიერთობების თეორი-
ული ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ეტაპზე.
რეგიონული ინტეგრაცია პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტუ-
რული ფენომენია, რომელიც პირველად ცვლის სახელმწიფოს (როგორც ინსტიტუ-
ტის) ფუნქციონირების თავისებურებებს. რეგიონალიზმი თანამედროვე მსოფლიოს
განვითარების უმთავრესი დამახასიათებელი თავისებურებაა, რაც თავის მხრივ, მსო-
ფლიოში, თანამედროვე მსოფლიო ურთიერთობებში წარმოადგენს არსებული მსოფ-
ლიო წესრიგის ცვლილებების უმთავრეს წინააღმდეგობას. გლობალიზაციის, ისევე
114
როგორც რეგიონული ინტეგრაციული პროცესების სირთულე და წინააღმდეგობრივი
ხასიათი განპირობებულია შემდეგი უმთავრესი მიზეზებით: 1. ცალკეული ქვეყნის
ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების შეუსაბამობა, ანუ ზოგადად ეკონომიკასა
და პოლიტიკას შორის წინააღმდეგობა, რომელიც განიხილება სახელმწიფოსა და ბაზ-
რის წინააღმდეგობად: 2.ლიბერალიზმს და პროტექციონიზმს შორის წინააღმდეგობა.
თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ცალკეული ქვეყანა შესაძლოა ჩაერ-
თოს პირდაპირ, ანუ რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის გარეშე,
რაც დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის სტრატეგიაზე, მის პოლიტიკურ-ეკონომი-
კურ კურსზე, თუ რა ფორმით ჩაერთოს ის გლობალიზაციის ობიექტურ პროცესებში.
თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1980-იანი წლებიდან რეგიონული ინტეგრა-
ციული პროცესები ინტენსიურად ვითარდებოდა, შეიქმნა ახალი დაჯგუფებები. სა-
ხელმწიფოები წარმოდგენილნი არიან არაერთ ინტეგრაციულ გაერთიანებაში. მსოფ-
ლიო ეკონომიკის განვითარების ამ პერიოდს დაემთხვა გლობალიზაცის გაძლიერება.
გლობალურ სივრცეში ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირება ობიექტ-
ური აუცილებლობაა. თუმცა გლობალურ დონეზე ეროვნულ ეკონომიკებს შორის თა-
ნამშრომლობის ტემპებისა და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალმხრივი მარე-
გულირებელი წესების შემუშავების შენელება, რომლის ნათელ დადასტურებასაც წა-
რმოადგენს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ე. წ. „განვითარების რაუ-
ნდის” შეფერხება, ზრდის რეგიონულ ინტეგრაციულ დაჯგუფებათა მნიშვნელობას.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გლობალური მარ-
თვის ეფექტიანი სისტემის ფორმირების შეუძლებლობა უბიძგებს ეროვნულ სახელმ-
წიფოებს გაიღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობები რეგიონულ ფარგლებში. ამ თვა-
ლსაზრისით რეგიონული ინტეგრაციული პროცესები წარმოადგენს პასუხს გლობა-
ლური მართვის ეფექტიანი სისტემის არარსებობაზე. ამავე დროს, რეგიონული ინტე-
გრაციული პროცესები წარმოადგენს თანამშრომლობის ყველაზე წარმატებულ და აპ-
რობირებულ ფორმას სავაჭრო და სავალუტო პოლიტიკის ურთიერთშეთანხმებისათ-
ვის. გლობალიზებული ეკონომიკა ფორმირების პროცესშია და ამ ეტაპზე, მსოფლიო
ქვეყნების ნაწილი იმყოფება გლობალიზაციის მიღმა. რეგიონული ინტეგრაცია რეგი-
ონული თანამშრომლობის უფრო ეფექტიანი მექანიზმის გამოყენების ინსტრუმენტია.
XII. 2. რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში მოქმედი კანონზომიერებანი

115
რეგიონული ინტეგრაცია წარმოადგენს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის
უფრო სამართლიანი მექანიზმების გამოყენების ინსტრუმენტს, რომლებზე არ არის
მიღწეული შეთანხმება მრავალმხრივ, გლობალურ დონეზე. რეგიონული ინტეგრაცია
არის თანამშრომლობის გაღრმავების უმთავრესი ინსტრუმენტი. ინტეგრაციული
პროცესების მსგავსი მიმართულებით განვითარება იმის დასტურია, რომ ამ ეტაპზე
ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი არ შეესაბამება ცალკეული ქვეყნის ინტე-
რესს. ინტეგრაციული პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური ეკონომ. ორ-
განიზაციები ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავების ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ მაღალ-
განვითარებული ქვეყნები ეწინააღმდეგებიან შიდა ბაზრის გახსნას განვითარებადი
და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პროდუქციისათვის (კერძოდ, შრომა-
ტევადი და აგრარული საქონლისათვის). გლობალური ეკონომიკის პირობებში ინტე-
გრაციულ პროცესებში ჩართვა წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკაში შემავალი ყველა
ეკონომიკის საერთო მახასიათებელ ნიშანს, მათი განვითარების დონის მიუხედავად.
შესაბამისად, რეგიონული ინტეგრაციული პროცესები ღებულობს გლობალურ
მასშტაბს. ეს პროცესი უმთავრესად განპირობებულია ცალკეულ ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებაზე ინტეგრაციული პროცესების პოზიტიური, დადებითი ზეგავლენით.
ამ მოსაზრებას ადასტურებს ევროკავშირის განვითარების ისტორია და მისი ფუნქცი-
ონირების თავისებურებები. ევროკავშირი წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაციის
კლასიკურ და ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესზე ინტეგრა-
ციის გაღრმავების პოზიტიური ეფექტის გავრცელების შთამბეჭდავ მაგალითს.
ევროპის სავალუტო-ეკონომიკური კავშირის შექმნა და მსოფლიო ეკონომიკაში
ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება არ ეწინააღმდეგება გლობალიზაციას. თანა-
მედროვე ეტაპზე, ეროვნულ სახელმწიფოთა მხრიდან ეკონომიკური განვითარების
სტიმულირების მიზნით მიმდინარე რეგიონალიზაციის პროცესები შეიძლება განვი-
ხილოთ როგორც გლობალიზაციის ევოლუციური და წინააღმდეგობრივი ხასიათი.
თუმცა, ინტეგრაციული პროცესების ინტენსიფიკაციიდამ გამომდინარე, და
იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებები არ წარმო-
ადგენენ ჩაკეტილ ციხე-სიმაგრეებს. ცხადია, რომ რეგიონალიზაცია, უფრო სწორად
კი, ღია რეგიონალიზმის პრინციპზე დაფუძნებული რეგიონთაშორისი ურთიერთო-
ბების განვითარება წარმოადგენს გლობალიზაციის წინა ეტაპს. ამიტომ, გლობალიზა-
116
ციის პროცესით შესაბამისად ძლიერდება ცალკეულ სახელმწიფოთა ეკონომიკური
ინტეგრაციის მასშტაბი. გარკვეულწილად გაუგებარია ზოგიერთი მეცნიერის პოზი-
ცია, რომლებიც გლობალიზაციაში ლამის მოიაზრებენ „მსოფლიო კატასტროფას”,
ხოლო მის საფუძვლად კი მიიჩნევენ ინტერნაციონალიზაციას, და მისგან გამომდინა-
რე, რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებს – ობიექტურ მოვლენად. რეგიონული ინ-
ტეგრაციული პროცესების ანალიზის დროს იკვეთება შემდეგი კანონზომიერება: გან-
ვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან რეგიონულ ინ-
ტეგრაციულ პროცესებში ჩართვა განვითარების იგივე დონის ქვეყნებთან ნაკლები
სარგებლის მომტანია, ვიდრე განვითარების მაღალი დონის სახელმწიფოებთან.
ამას ძირითადად განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: 1. ეკონომიკის ერთგვა-
როვანი სტრუქტურა, რაც აფერხებს დარგთაშორისი ვაჭრობის განვითარებას; 2. გან-
ვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ძირითად საექსპორტო
პროდუქციას წარმოადგენს შრომატევადი პროდუქცია და ნედლეული, რაც თავის
მხრივ, ხასიათდება დიფერენციაციის ნაკლები ხარისხით. შესაბამისად, შიდადარგო-
ბრივი ვაჭრობის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დაბალია; 3. ამ ქვეყნების ურ-
თიერთშევსების პოტენციალი საკმაოდ მცირეა, რაც წარმატებული ინტეგრაციული
პროცესების განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი პირობაა.
გლობალიზაციის პროცესი ეროვნულ ეკონომიკურ მოდელებზე მოქმედებს აღ-
ნიშნული მიმართულებითაც. ცნობილია, რომ ინტეგრაციული პროცესბი გააქტიურ-
და სწორედ გლობალიზაციის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გამნსაზღვრელ
მოვლენად ჩამოყალიბების და გამოკვეთის პერიოდში. გლობალიზაცია იძულებულს
ხდის ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი მოდელის მქონე ქვეყანას ჩაერთოს
რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში. ინტეგრაციული პროცესი უპირატესად იყო
ევროპული პოსტინდუსტრიული ეკონომიკების მახასიათებელი თავისებურება. ბო-
ლო პერიოდში ინტეგრაციული პროცესებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს ყველა ეკონო-
მიკის მახასიათებელ თვისებას, მათი ეკონ. განვითარების მოდელების მიუხედავად.
გლობალიზაციაში ეკონომიკისათვის რეგიონალიზმის უპირატეს მნიშვნელობას ადა-
სტურებს მ1990-იან წლებამდე ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის გარეშე
„ჩაკეტილი ეროვნული ეკონომიკების“ წარუმატებელი განვითარების მაგალითი.
XII. 3. წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმირების წინაპირობები

117
ინტეგრაციული დაჯგუფების წარმატებით ფუნქციონირების მაგალითი არც
ისე ბევრია. წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია რამდენი-
მე წინამძღვრის არსებობა. ამ უკანასკნელიდან უმთავრეს როლს თამაშობს პოსტინ-
დუსტრიული ეკონომიკის არსებობა ან აუცილებლობას წარმოადგენს თუნდაც ერთი
პოსტინდუსტრიული სახელმწიფოს არსებობა, რომელიც შეასრულებს ეკონომიკური
ინტეგრაციის ლოკომოტივის როლს. ამ უკანასკნელ თეზისს ადასტურებს ევროკავში-
რის ისტორია. ევროპის ქვეყნების გაწევრიანება რეგიონულ ეკონომურ ინტეგრაციაში
მოხდა მის წევრ–ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების შემდეგ.
არის იმის შემთხვევებიც, როდესაც ქვეყნები არ მონაწილეობენ რეგიონულ ინ-
ტეგრაციულ დაჯგუფებებში, მაგრამ მაინც საკმაო წარმატებას აღწევენ. აქ იგულისხ-
მება ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ნორვეგიის და სხვათა ეროვნული ეკონო-
მიკები. მაგ., ჩინეთის წინსვლამ ეკონომიკის რეფორმირების გზაზე.... მისი ეკონომი-
კური გავლენის ზრდამ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მსოფლიო ეკონომიკაში ერთ-
ერთ ლიდერად მისი გადაქცევის პერსპექტივამ შექმნა ახალი პირობები მეზობელი
სახელმწიფოების დაახლოებისათვის. სამმა ქვეყანამ (ჩინეთმა, იაპონიამ და სამხრეთ
კორეამ) გადალახეს რა მწარე ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური უთანხ-
მოებანი, დაადგნენ აღმოსავლეთ-აზიური თავისუფალი ბაზრის ფორმირების გზას.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გლობალიზაციის პროცესების შედე-
გად კონკურენციის გამწვავებამ ობიექტური აუცილებლობით განაპირობა ქვეყნებს
შორის სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებ-
ლობა, რაც თავის მხრივ ინტეგრაციული პროცესების შემდგომი გაღრმავების საწინ-
დარია. მაგ., ევროკავშირის უახლეს ათწლეულში ტექნოლოგიური განვითარების
სტრატეგიის შემმუშავებელი ავტორების ამოსავალი წერტილია ის გარემოება, რომ
კვლევითი სამუშაოებისათვის აუცილებელი რესურსების საჭიროება მუდმივად იზრ-
დება. შესაბამისად, არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ შეუძლია თავად უზრუნვე-
ლყოს ტექნოლოგიური გარღვევები, რაც იქნება ახალი ბაზრის დაპყრობის გარანტი.
ინტეგრაციულ პროცესებში ეკონომიკის ჩართვის წარმატება დამოკიდებულია
ეკონომიკის განვითარების დონეზე. წარმატებული ინტეგრაციის მიღწევა შეუძლებე-
ლი ხდება აგრარულ-ინდუსტრიულ სტადიაზე. ამას ადასტურებს რეგიონული ეკო-
ნომიკური ინტეგრაციების ფორმირების მცდელობის წარუმატებელი მაგალითები
აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ამას განაპირობებს შემდეგი მიზეზები: 1. აღნიშ-
118
ნული სახის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი საგარეო ფაქტორებზე და
უფრო ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ დამყარებული მა-
ღალგანვითარებულ ქვეყნებთან, ვიდრე ერთმანეთთან. უმთავრესია ამ ქვეყნების ტე-
ქნოლოგიური დამოკიდებულება განვითარებულ სახელმწიფოებზე; 2. თანამედროვე
ეტაპზე რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში ჩართვისას ესათუის სახელმწიფო უპი-
რატესობას ანიჭებს პოლიტიკურ მიზეზებს, ვიდრე ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
ცნობილია, რომ რეგიონული ინტეგრაციული პროცესები ხელს უწყობს მასში
შემავალი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ანუ მოსახლეობის მატერიალური
უზრუნველყოფის დონის ამაღლებას, რაც პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმი-
რების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
რეგიონული ინტეგრაცია არის ძლიერი ხელშემწყობი პირობა პოსტინდუსტრიული
ეკონომიკის ფორმირებისათვის. აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყნების ინტეგრაციულ
დაჯგუფებათა განუვითარებლობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მათი გრძელვა-
დიანი მიზნები, რომლებიც გულისხმობენ ინ ტეგრაციულ ბლოკებში მაღალგანვითა-
რებული ქვეყნების ჩართვას. ამას ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალი-
სტური ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, რასაც ზოგიერთმა
მათგანმა წარმატებით გაართვა კიდეც თავი, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების
(ეკვადორის, გვატემალას, სალვადორის) მიერ ნაფტაზე შეერთების მცდელობა.
ამრიგად, აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყნების ინტეგრაციული დაჯგუფებები
წარმოადგენენ გარდამავალ ეტაპს ანუ საფეხურს, რომელიც აუცილებელია ინტეგრა-
ციულ დაჯგუფებებში განვითარებული ქვეყნების გაწევრიანებისათვის. განვითარე-
ბადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ზემოთ
აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით. როგორც მსოფლიო ეკონომიკის ბევ-
რი მკვლევარი მიუთითებს, მოსალოდნელია სამი უდიდესი დაჯგუფების წარმოქმნა
(ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ევროკავშირი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყ-
ნები იაპონიისა და ჩინეთის წამყვანი როლით. აღნიშნულ რეგიონებში (ლათინური
ამერიკის ქვეყნებში და აზიის ქვეყნებში) პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმი-
რების შემდეგ ისინი შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის ანალოგიურ დაჯგუფებად.
XII. 4. რეგიონულ ინტეგრაციებში განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის
ქვეყნების ჩართვის დადებითი ეფექტი

119
გლობალიზაციის პირობებში, ყოველი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ფუ-
ნქციონირების თავისებურებას წარმოადგენს არა ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა
თავისთავად (განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის
იმავე დონის ქვეყნებთან), არამედ გაწევრიანება იმ ინტეგრაციულ დაჯგუფებებთან,
რომლებშიც წარმოდგენილნი არიან მაღალგანვითარებული ქვეყნები. თუმცა, რეგიო-
ნული ინტეგრაციული პროცესების განვითარებას განვითარებადი და გარდამავალი
ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებიც იმყოფებიან განვითარების განსხვავებულ
საფეხურზე, გააჩნია ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი ეკონომიკური
პოლიტიკის კოორდინაციითა და ერთიანი მონეტარული პოლიტიკის გატარებით.
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან რეგი-
ონულ ინტეგრაციულ პროცესებში აქტიური ჩართვისა და მათი მონაწილეობით არსე-
ბული დაჯგუფებების ინტეგრაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის დადები-
თი ეფექტი იქნება შემდეგი: 1. აღნიშნული ქვეყნები აქტიურად იქნებიან ჩართულნი
გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესში; 2. შემცირდა მაღალგანვითარე-
ბულ სახელმწიფოებზე ამ ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხი; 3. აღნიშნული ურ-
თიერთობები ხელს შეუწყობს ინტეგრაციულ პროცესში მონაწილე ქვეყნების ეკონო-
მიკურ განვითარებას; 4. საკმაოდ მაღალია ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერ-
თობების გაღრმავების თანმდევი, დადებითი პოლიტიკური და სოციალური ეფექტი;
5. ეს პროცესი ხელს შეუწყობს გლობალური, კომპლექსური ეკონომიკური სისტემის
ჩამოყალიბებას, რაც უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების საწინდარია.
ამ ქვეყნების ფარგლებში რეგიონული ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება
ხელს შეუწყობს მათ შორის დამყარებულ ეკონომიკურ ურთიერთობათა ინტენსიფი-
კაციას, მათ საექსპორტო დარგებს მჭიდროდ დააკავშირებს ეკონომიკის სხვა დარგებ-
თან, რაც აღნიშნულ ქვეყნებს ნაკლებად დამოკიდებულს გახდის მაღალგანვითარე-
ბული ქვეყნების მიერ წარმართულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. მონე-
ტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია სავალუტო კურსთა მართვის
ღონისძიებათა კოორდინირება, რომელიც შექმნის ერთიან ფულად ერთეულზე გადა-
სვლის წინაპირობას ინტეგრაციის სხვა წინაპირობათა უზრუნველყოფის ფონზე.
როგორც, გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის მოხსენებაშია აღ-
ნიშნული, მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებადი ქვეყნების ინტეგრირებიდან მოგე-
ბის მიღება დამოკიდებულია: 1. შიდა საწარმოო პოტენციალის, კვალიფიკაციისა და
120
ტექნოლოგიების განვითარების დონეზე; 2. ბაზრის მხარდამჭერი ინსტიტუტების
განვითარებაზე; 3. ინფრასტრუქტურის განვითარების დონეზე. განვითარებად ქვეყ-
ნებს შორის ინტეგრაციული პროცესების განვითარება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მათ მიერ კოლექტიური დიპ-
ლომატიის ეფექტურ გამოყენებას გლობალიზაციაში ეფექტიანი ჩართვის მიზნით.
გლობალიზაციის და რეგიონალიზაცის ურთიერთკავშირის განხილვის დროს
არსებით მნიშვნელობას იძენს შემდეგი გარემოებანი: რეგიონალიზაციის პროცესი არ
ეწინააღმდეგება გლობალიზაციის პროცესს, არამედ ის წარმოადგენს გლობალიზაცი-
ის ევოლუციური განვითარების ამ ეტაპისათვის დამახასიათებელ თავისებურებას.
ამდენად, იკვეთება გლობალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის ურთიერ-
თმიმართების შემდეგი კანონზომიერებანი: 1. გლობალიზაცია და რეგიონული ინტე-
გრაცია წარმოადგენს დიალექტიკურად განვითარებად პროცესს; 2. რეგიონულ ინტე-
გრაციას სახელმწიფოები განიხილავენ გლობალიზებულ ეკონომიკაში ინტეგრირების
ხარისხის ამაღლების ინსტრუმენტად: 3. რეგიონალიზაცია წარმოადგენს გლობალი-
ზაციის უარყოფითი ასპექტების შერბილების ინსტრუმენტს; 4. რეგიონული ინტეგ-
რაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ეტაპს გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების
გზაზე; 5. ამით შესაძლებელი ხდება გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირება.
მსოფლიო ეკონომიკაში რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ტენდენციის
გაძლიერების მიუხედავად, თანამედროვე ეტაპზე აღნიშნული პროცესი არ ხასიათ-
დება სტაბილური თანმიმდევრობის პრინციპით, რაც თავის მხრივ დასტურდება
მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მრავალი რეგიონული ეკონომიკური დაჯგუფების
ინტეგრაციული პროცესების პირველ საფეხურზე – თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე
შეჩერებით. „სავაჭრო შეთანხმებათა რიცხვი 1990 წლის მაჩვენებლიდან –2007 წელს
20-დან 159-მდე გაიზარდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი სახის შეთანხმებები
ძირითადად ფორმდებოდა ორმხრივ დონეზე განვითარებად და გარდამავალი ეკო-
ნომიკის მქონე ქვეყნებს შორის.” აღნიშნული განპირობებული ეკონომიკური და ეკო-
ნომიკური ეფექტიანობის პრინციპთან შედარებით განვითარებადი ქვეყნების მიერ
პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპზე აშკარად უპირატესობის მინიჭებით.
XII. 5. თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული ინტეგრაციის ფარგლებში

121
რეგიონული ინტეგრაციის პროცესი არის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინტე-
ნსიფიკაცის საფუძველზე განვითარებული რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ფე-
ნომენი, სადაც ინტეგრაციის პოზიტიური ეკონომიკური ფაქტორები (საერთაშორისო
ვაჭრობა, ქვეყნებს შორის კაპიტალისა და სამუშაო ძალის მიგრაცია) ეროვნულ სახე-
ლმწიფოთა პოლიტიკურ მიზნებთან ერთად ქმნიან გარკვეულ სინთეზს. სწორედ
ისინი წარმოადგენენ გლობალიზაციის ნეგატიური ასპექტების შემცირების უმთავ-
რეს წინაპირობას. ცალკე აღებული ეკონომიკური ეფექტიანობისა და პოლიტიკური
მიზანშეწონილობის პრინციპების საფუძველზე წარმოქმნილი ინტეგრაციები ვერ
უზრუნველყოფენ ინტეგრაციის წარმატებულ ფუნქციონირებას, ინტეგრაციის მაღალ
საფეხურზე გადასვლას და გლობალიზაციის უარყოფითი ასპექტების მინიმიზაციას.
თანამედროვე ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავება მიმდინარეობს არა მარტო
ცალკეულ ეროვნულ ეკონომიკებს (რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართ-
ვით), არამედ თვით რეგიონალ ინტეგრაციულ ბლოკებს შორის, რაც გლობალიზაცი-
ის როგორც ეროვნულ ეკონომიკებზე და მათი ფუნქციონირების მოდელებზე, ისე რე-
გიონულ ინტეგრაციულ ჯგუფებზე ზემოქმედების მახასიათებელია. როგორც ცნობი-
ლია, 1997 წელს დაიდო თანამშრომლობის შეთანხმება „მერკოსურს” და ევროკავშირს
შორის, ასევე ნაფტასა და ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალის გაერთიანების
საფუძველზე გადაწყვეტილია ახალი ტრანსნატლანტიკური ეკონომიკის წარმოქმნა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1996 წელს შეიქმნა კიდევ ერთი საერთაშო-
რისო ორგანიზაცია – ასემი, რომელიც აერთი ანებს ევროკავშირისა და ასეანის ქვეყნ-
ებს, იაპონიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეას. ყოველივე ზემოთ აღმიშნული მიუთითებს
ეროვნული ეკონომიკების რეგიონალიზმისა და გლობალიზაციის პროცესების შეთან-
ხმებაზე მიღწევისაკენ, რომლებიც კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
ამრიგად, ცალკეული ქვეყნის მხრიდან მეგაეკონომიკაში სრულყოფილი მონა-
წილეობის, გლობალიზაციის პოზიტიური ეფექტების მაქსიმიზაციისა და მისი ნეგა-
ტიური ასპექტების შესუსტების ერთ-ერთი უმთავრესი გზაა ინტეგრაციული პროცე-
სების გაღრმავება, რომელიც არ უარყოფს სახელმწიფოს წარმმართველ როლს ქვეყნის
შიდა და საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების, მათი
განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის კუთხით.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს გლობალიზაციას და რეგიონალიზაციას. გლობალიზაცია სამეცნიერო და
122
პოლიტიკურ წრეებში შემოვიდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. გლობალიზაცია
აისახება სხვადასხვა ხალხისა და სახელმწიფოების პოლიტიკურ, სოციალურ-კულ-
ტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობათა ურთიერთდამოკიდებულების
ზრდაში, მათი ურთიერთკავშირის მკვეთრ გაფართოება–გართულებაში. ამ შემთხვე-
ვაში საკითხი ეხება ადგილობრივი ერების მსოფლიო საზოგადოებად გარდაქმნას.
გლობალიზაციის პროცესი განპირობებულია ისტორიული განვითარების მსვ-
ლელობით. ცხადია, იგი აგრძელებს ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ უკანასკნე-
ლის სუბიექტებად გამოდიოდნენ, უმთავრესად, სუვერენული, დამოუკიდებელი სა-
ხელმწიფოები. გლობალიზაციის განმასხვავებელი თავისებურება იმაში მდგომარე-
ობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური პროცესები არ სცნობენ საზღვრებს. გლობალიზა-
ციის პროცესის ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, იგი ექცევა სხვადასხვა
დისციპლინების ინტერესთა სფეროში. ამასთან, ყველა მათგანი შეისწავლის არამარ-
ტო პრობლემების თავის ასპექტს, არამედ გამოიყენებს თავისი ცნებების აპარატს.
ეკონომისტებისათვის ამ მოვლენაში მთავარი არის საკითხის ფინანსური მხა-
რე. გლობალური ტრანსნაციონალური კომპანიების ჩამოყალიბება, მსოფლიო ვაჭრო-
ბის ინტენსიფიკაცია, ეკონომიკის რეგიონალიზაცია და სხვა. ფილოსოფოსებისთვის
გლობალიზაცია აისახება ადამიანურ ღირებულებათა უნივერსალიზაციაში, ხოლო
სოციოლოგები ამ ფენომენში უპირველეს ყოვლისა, ხედავენ ადამიანის ცხოვრების
ერთიანი წესის ჩამოყალიბებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და სხვ. გლობალი-
ზაციის ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება ჯერ კიდევ არ არსებობს.
სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკი-
დებულება, უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ გლობალიზაცის განმარტებაში ვლინ-
დება. ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია როგორც „მსოფლი-
ოს ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის საფუძ-
ველს წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაცის გაღრმავება.
გლობალიზაცის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმანეთს უახ-
ლოვდება ფასები, საქონლის, მომსახურების, ფასიანი ქაღალდების რეალიზაცის შე-
დეგად სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური და საფონდო ბაზრების საქმიანობაში იხსნება
ბარიერები“. გლობალიზაცია ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას.
ლექცია 13.
თემა XIII. გლობალური ეკონომიკა, როგორც განვითარების სისტემა
123
XIII. 1. გლობალური ეკონომიკის ფორმირება და განვითარება

გლობალიზებადი ეკონომიკა ქმნის ეროვნული მეურნეობების ფუნქციონირე-


ბის ერთიან საფუძველს. გლობალური ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების მე-
ქანიზმი წარმოადგენს მსოფლიო დონეზე ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთობე-
ბის, ეკონომიკური პროცესების რეგულირების ფორმებისა და მეთოდების განმსაზღვ-
რელ სისტემას, რომელიც ემყარება მსოფლიო თანამეგობრობის სამართლებრივ ნორ-
მებს და განსაზღვრავს გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს.
გლობალური ეკონომიკა ფორმირების პროცესშია. რამდენად სწრაფად არის შე-
საძლებელი გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირება? ეკონომიკის გლობალიზა-
ციის, გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია განვითა-
რებული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორზე, რომელიც უმთავრესად მი-
მართულია ეკონომიკური განვითარების დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა
და მისი ამაღლებისაკენ. ამ პროცესის განვითარების ტემპები დამოკიდებულია გან-
ვითარებული ქვეყნების და მათი ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებზე.
გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების იდეა სიცოცხლისუნარიანი იმ
ზღვრამდე, სანამ ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებო ემთხვევა განვი-
თარებული ქვეყნების ეროვნულ მთავრობათა ინტერესებს. ამავე დროს, გასათვალის-
წინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გან-
ხორციელების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელს შეუწყობს გლობა-
ლური ეკონომიკის ფორმირების დაჩქარებას. ეკონომიკური ნაციონალიზმის გაძლიე-
რება განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად დაამუხრუჭებს გლობალიზებული
ეკონომიკის ჩამოყალიბებას. გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების მხარდასა-
ჭერად ეროვნული სახელმწიფოები იძულებულნი არიან შეინარჩუნონ სოციალური
სტაბილურობა და შეანელონ პროტექციონისტული განწყობის გაძლიერება ანუ შეი-
ნარჩუნონ „საშუალო ფენის” სტაბილურობა და ხელი შეუწყონ მის განვითარებას.
გლობალური ეკონომიკის ფორმირება და მისი შემდგომი განვითარება არის
რთული, წინააღმდეგობრივი პროცესი, რომელიც გამომდინარეობს სხვადასხვა ქვეყ-
ნის განსხვავებული ეროვნული ინტერესებიდან, რადგანაც ხშირ შემთხვევაში რთუ-
ლია ლიბერალური ბაზრის პრინციპების ეროვნული ეკონომიკის განვითარების
124
სტრატეგიულ მიზნებთან შეხამება და იმავდროულად სოციალური სტაბილურობის
შენარჩუნება, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა
არ უარყოფს სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობას.
თუმცა საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის ლიბერა-
ლიზაციის პოლიტიკის თავსებადობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, და რაც მთა-
ვარია, აუცილებელია საბაზრო მექანიზმის მოქმედების მაღალი ხარისხი, რაც თავის
მხრივ, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ივსება სახელმწიფოს მაო-
რიენტირებელი ფუნქციით. თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი
განვითარება ობიექტური აუცილებლობით მოითხოვს გლობალიზაციის პოლიტიკი-
სა და ცალკეული ქვეყნის (განსაკუთრებით გარდამავალი და განვითარებადი ეკონო-
მიკის მქონე ქვეყნების) ინტერესებს შორის თავსებადობის მაღალ ხარისხს.
გლობალური ეკონომიკის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული არა
მარტო განვითარებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცი-
ების პოლიტიკაზე, არამედ მასზე დიდ გავლენას ახდენს გლობალური პრობლემების
არსებობა, რომელთა გადაწყვეტა აღემატება ნებისმიერი სახელმწიფოსა თუ საერთა-
შორისო ორგანიზაციის ძალას და მოითხოვს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალისხმევის
კონსოლიდაციას. გლობალური ეკონომიკის განვითარება წარმოშობს ახალ პრობლე-
მებს, რომლებიც ერთნაირად ეხება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყ-
ნებს (კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სამუშაო ძალის მიგრაცია და ა.შ.) რომ
არაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ და სხვა სახის მთელ რიგ გლობალურ პრობლემებზე.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები უფრო მეტ სიმწვავეს იძენს ეკონომიკის ლი-
ბერალიზაციის პირობებში. წმინდა საბაზრო მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ აღ-
ნიშნული პრობლემების გადაჭრას და რამდენადაც ლიბერალიზაციის პირობებში
ეროვნული სახელმწიფოს როლი ამ პრობლემების გადაჭრაში შეზღუდულია და აღ-
ნიშნული პრობლემები ატარებს გლობალურ ხასიათს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს
გლობალური, ზეეროვნული რეგულირების აუცილებლობაზე. სპეკულაციური კაპი-
ტალის მოძრაობის შედეგად საერთაშორისო სავალუტო კრიზისების აღმოსაფხვრე-
ლად საჭიროა კაპიტალის გაადგილებაზე გადასახადის დაწესება, ოფშორულ ცენტ-
რებში აქტივების განთავსების მარეგულირებელი ქმედითი მექანიზმის შემუშავება.
XIII. 2. პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების საფუძვლები

125
ფულადი კაპიტალის გადაადგილებაზე გადასახადის დაწესების იდეა ეკუთვ-
ნის ცნობილ ეცონომისტს, ნობელის პრემიის ლაურიატს ჯ. ტობინს, რომლის მიხედ-
ვითაც უცხოური ვალუტით ყველა გარიგებაზე საჭიროა დაწესდეს გადასახადი 1%-
ის ოდენობით. ეს ხელს შეუწყობდა ეროვნული სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალის
მოძრაობის კონტროლს, აცილებული იქნებოდა სპეკულაციური შეტევები ცალკეული
ვალუტის მიმართ, ცენტრალურ ბანკებს მისცემდა საპროცენტო განაკვეთის ისეთი მე-
თოდებით მართვის შესაძლებლობას, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ქვეყნის
ეკონომიკურ სიტუაციასთან, მოეხდინათ სავალუტო კურსების სტაბილიზაცი და ა. შ.
რაც შეეხება სამუშაო ძალის მიგრაციას, ამასთან დაკავშირებით ჯ. ბჰაგვატისა
და სხვა მეცნიერების მიერ შემოთავაზებული იყო იდეა, რომლის მიხედვითაც საზ-
ღვარგარეთ გამგზავრების მსურველმა პირებმა აუცილებლად უნდა გადაიხადონ გა-
დასახადი, რომლის სიდიდეც ტოლი იქნება ბიუჯეტიდან მიგრანტტების განათლება-
სა და სხვა სახის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა. კერძოდ, „ბჰაგვატის მიერ შე-
მოთავაზებული იქნა გადასახადი ე. წ. „ტვინების გადინებაზე”, მაღალკვალიფიციური
სპეციალისტების მიგრაციის ზრდის გამო. ეს გადასახადი მოახდენს ქვეყნის სა-
ზოგადოებრივ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების კომპენსაციას”.
აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისათ-
ვის, საიდანაც სამუშაო ძალის (განსაკუთრებით მაღალკვალიფიცირებული სპეციალ-
ისტების) გადინებამ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც ცნობილია, პოს-
ტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს სწორედ მაღა-
ლკვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა. აქედან გამომდინარე, ჯ. ბჰაგვატის მიერ
შემოთავაზებული გადასახადი სრულიად მისაღებია. ამავე დროს, გლობალიზაციის
პირობებში კონკურენციის გამწვავება, რომელიც კონკურენტებს შორის არსებული
მცირე განსხვავების პირობებში ხელს უწყობს პროგრესს, უფრო სუსტი მხარის მიერ
თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევის კონცენტრაციის გამო.
თანამედროვე პირობებში განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის
დიდი განსხვავების გათვალისწინებით შეიცავს გლობალური მონოპოლიზმის, სტი-
ქიური საბაზრო ურთიერთობებისა და აქედან გამომდინარე, არასამართლიანი კონ-
კურენციის წარმოქმნის საშიშროებას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეუძლებელს გა-
ხდის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პოსტინდუსტ-
რიული ეკონომიკის ფორმირებას და აქედან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკის
126
სტაბილურ განვითარებას, გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარება მჭიდ-
როდ არის დაკავშირებული მიკრო- ანუ კორპორაციების დონეზე ერთიანი მოდელის,
სტანდარტის შემუშავებაზე, სადაც აქცენტი კეთდება ამერიკული კორპორაციის მო-
დელზე, რადგან სწორედ ამ კორპორაციების ძლიერებას ეფუძნება აშშ-ის ეკონომიკა.
გლობალიზაციის პროცესმა აშკარად წარმოაჩინა ამერიკული მენეჯმენტის
უპირატესობა იაპონურთან შედარებით, სადაც გლობალური ეკონომიკის ფორმირე-
ბის პროცესმა გამოკვეთა სუსტი მხარეები. ამავე დროს, აღსანიშნავია თვით პოსტინ-
დუსტრიული ეკონომიკის მქონე (აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის) ქვეყნების კომპანი-
ების მოდელებს შორის არსე ბული განსხვავება. აშშ-ში კომპანიების მიერ ფინანსური
რესურსების მოზიდვა უმთავრესად ხორციელდება საფონდო ბირჟების, კაპიტალის
ბაზრის მეშვეობით. ანუ ჩამოყალიბდა ე. წ. „აქციონერული კაპიტალიზმი”. ევროპის
ქვეყნებში დაფინანსების აღნიშნული წყარო ნაკლებად არის განვითარებული და
უპირატესობა ენიჭება დაფინანსების სხვა წყაროს. მაგ., გერმანიაში „რეინის კაპიტალ-
იზმის” სახელწოდებით ცნობილი პრინციპის მიხედვით, დაფინანსება ხდება სტრა-
ტეგიულ პარტნიორთა მეშვეობით, საფრანგეთში ასეთ წყაროს სახელმწიფო ბიუჯეტი
წარმოადგენს, ხოლო სკანდინავიის ქვეყნებში „საყოველთაო კეთილდღეობის სახელ-
მწიფოს” ფარგლებში მნიშვნელოვანია კორპორაციებზე სახელმწიფოს ზეგავლენა.
გლობალიზაციის პირობებში დასავლეთევროპული მოდელი გარკვეულწილ-
ად კარგავს მიმზიდველობას, რის გამოც აქტუალური ხდება რეფორმების გატარება,
რომელიც კომპანიებს შეუნარჩუნებს და აუმაღლებს კონკურენტუნარიანობას. მსოფ-
ლიოს მასშტაბით კორპორაციული საქმიანობის სფეროში, ორიენტირება ხდება ინგ-
ლისურ-საქსურ მოდელზე, რომელიც გლობალიზაციის პროცესსში ხდება კორპორა-
ციული საქმიანობის ყველაზე ხელსაყრელი ფორმა. კონტინენტური ევროპის ქვეყნე-
ბის კომპანიათა მოდელის უპირატესობა გამოხატულებას პოულობს მის სოციალურ
ორიენტაციაში, რაც კონკურენციის გამწვავების ფონზე შეიძლება გახდეს კონკურენ-
ტუნარიანობის დაცემის საფუძველი. პოსტინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკებში
არსებული კორპორაციული საქმიანობის სახეებს შორის კონკურენცია გრძელდება,
შეითვისებენ რა ერთმანეთისთვის მახასიათებელ სხვადასხვა სახის თავისებურებებს.

XIII. 3. რეგიონული ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება

127
თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაცია უპირატესად ხორციელდება რეგიონა-
ლიზმის მეშვეობით. გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარება დამოკიდებუ-
ლი იქნება უპირატესად რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებების მიერ წარმარ-
თულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც განისაზღვრება წევრი ქვეყნების ეკონო-
მიკური პოლიტიკით. ამის ნათელი დადასტურებაა ევროკავშირის თავისებურებები.
ერთიანი ფულადი ერთეულის შემოღება და ფართო უფლებების მქონე ევროპის ცენ-
ტრალური ბანკის შექმნა არის ნახტომი ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში.
როგორც ეროვნული ბანკები, ევროპის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელია
პოლიტიკური ხელისუფლებისაგან. ევროპის ცენტრალური ბანკის უფლება-მოსილე-
ბანი არის დელეგირებული. მას ეს უფლებები გადასცეს ეროვნულმა სახელმწიფო-
ებმა, თუმცა დელეგირების მექანიზმი ისეთია, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს აქვთ
ძალიან ცოტა შესაძლებლობები დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ინტერესები. ეკო-
ნომიკური და სავალუტო კავშირის შექმნით ეროვნულ სახელმწიფოებს რჩებათ და-
მოუკიდებლობა ფისკალური პოლიტიკის გატარებაში. ეკონომიკის რეგულირების ამ
მეთოდის მნიშვნელობა იზრდება, რადგანაც ინტეგრაციაში შემავალი სახელმწიფო-
ები ამ მიზნისთვის ვერ იყენებენ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას.
თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ევროს გარეშე საერთო ბაზარი არ იქ-
ნებოდა სრულყოფილი და ვერ შეძლებდა თავისი მიზნების მიღწევას: დასავლეთ ევ-
როპის კონკურენტუნარიანობის გაზრდას წარმოების დაბალი დანახარჯების მქონე
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, და აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ ეკონომი-
კასთან შედარებით. გარდა ამისა, მხოლოდ ეკონომიკური განვითარების თვალსაზ-
რისით ძლიერ ევროპას შეეძლო აღმოსავლეთით გაფართოება. ევროს შემოღება არის
ეკონომიკური ინტეგრაციის ლოგიკური შედეგი და მსოფლიო ეკონომიკის გლობა-
ლიზაციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემული ადექვატური პასუხი.
საბოლოო ანგარიშით, ევროკავშირის ერთიანი ფულადი ერთეულის შემოღება
ემსახურება საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობათა განვითარებას. ინტეგრაცი-
ული პროცესები დასავლეთ ევროპაში განვითარდა რეგიონის სახელმწიფოების პო-
ლიტიკური ინტერესების დაახლოების ფონზე, ხოლო ეს ინტერესები განმტკიცებუ-
ლი იქნა ისტორიულად მჭიდრო კულტურული ურთიერთობებით, რაც იძლევა იმის
მტკიცების შესაძლებლობას, რომ ევროპა დაიბრუნებს პირვანდელ პოზიციებს, რამ-
დენადაც სწორედ ევროპაში დაირწა მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი.
128
საბოლოო ანგარიშით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი არის ძლიერი, დე-
მოკრატიული და განათლებული ერი-სახელმწიფოების პირმშო. ევროკავშირზე ერო-
ვნული სახელმწიფოების მხრიდან ზოგიერთი უფლების გადაცემამ კი არ შეასუსტა,
არამედ პირიქით, გააძლიერა ისინი. ზეეროვნული ორგანოები გამოიყენება მხოლოდ
იმ სფეროებში, სადაც მათ შეუძლიათ უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება
და განხორციელება, ვიდრე ეროვნულ სახელმწიფოებს. ძლიერი ეროვნული სახელმ-
წიფოების გარეშე არ იყო და არც იქნება მყარი ინტეგრაცია. რეგიონული ინტეგრაცი-
ულ პროცესთა გაღრმავება, ევროკავშირის ანალოგიური დაჯგუფებების წარმოქმნა,
სხვა დადებით შედეგებთან ერთად შეამცირებს გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყო-
ფითი თავისებურების (განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომი-
კის მქონე ქვეყნებისათვის) სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობის მასშტაბებს.
ევროკავშირის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული თავისებურებები გვაფიქ-
რებინებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული ინტეგრაციული დაჯგუ-
ფებების ჩარჩოებში არსებულ ვალუტათა უფრო მცირე რაოდენობა ან საერთოდ, ერ-
თიანი მსოფლიო ფულადი ერთეული გვესახება საერთაშორისო საფინანსო სისტემის
შედარებით მაღალი სტაბილურობის გარანტად. ამ შეხედულებაზე მოგვიყვანა ევ-
როკავშირის ერთიანი ვალუტის – ევროს წარმატებულმა ფუნქციონირებამ, რადგანაც
ევროპა წარმოადგენს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესთა საცდელ ლაბორატორიას.
სრული რეგიონული ინტეგრაცია წარმოადგენს რთულ, წინააღმდეგობრივ და
ხანგრძლივ პროცესს. ეროვნული სახელმწიფოები ძნელად თუ შეელევიან ეროვნული
დამოუკიდებლობის ამსახველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს–ეროვნულ ვალუ-
ტას (განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომლებიც რეალური და-
მოუკიდებლობის უქონლობიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის სიმბოლოებს
„ებღაუჭებიან”). თუმცა გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოების მიერ ფულად-
საკრედიტო სფეროში ავტონომიური პოლიტიკის გატარების ისედაც შეზღუდული
შესაძლებლობა ადრე თუ გვიან უბიძგებთ მათ რეგიონული ვალუტის შემოღებისაკენ,
რომელიც წარმოადგენს ინტეგრირებული პროცესების სიმწიფის ლოგიკურ შედეგს.
ეს გრძელვადიანი პროგნოზია, თუმცა ნ. ანჩიშკინის სიტყვებით: „განსხვავება პროგ-
ნოზირებასა და ყავაზე მკითხაობას შორის ისაა, რომ მეორე ხანდახან ახდება”.
XIII. 4. ერთპოლუსიანობის პრობლემა გლობალურ ეკონომიკაში

129
გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარება, არსებული საერთაშორისო
ორგანიზაციების რეფორმირების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალი
საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესთან. როგორც ზემოთ
ავღნიშნეთ, გლობალური ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარებისათვის
ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომი-
კის მქონე ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობა და
ჩამოყალიბება. მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით არსებობს კანონზომიერება, რო-
მელიც შეინიშნება 1815 წლის ვენის კონგრესის პერიოდიდან. ამ კანონზომიერების
მიხედვით ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი იცვლება ორპოლუსიანი წესრიგით.
აღნიშნული ლოგიკის მიხედვით თანამედროვე პერიოდში არსებული მსოფ-
ლიო გახდება ორპოლუსიანი რეგიონული ინტეგრაციული პროცესების გაძლიერების
საფუძველზე, შემდეგ კი იგი გახდება მრავალპოლუსიანი რომელიც მიჩნეული არის
ყველაზე მყარ სტრუქტურად მსოფლიო წესრიგის სხვა სახეებს შორის. საერთაშორი-
სო პოლიტიკისა და მსოფლიო ეკონომიკის ზოგიერთი მკვლევარი (მაგ., კანადელი
მეცნიერი ა. ბეტლერი) ხაზს უსვამს ბიპოლარული სისტემის უპირატესობას ერთპო-
ლარულთან შედარებით და მეორე პოლუსად ჩინეთს მოიაზრებენ. თუმცა ცნობილია,
რომ ორპოლუსიანი სისტემა არსებობდა მსოფლიო ისტორიაში, რომლის დროსაც
მიმდინარეობდა გამალებული შეიარაღება, სხვადასხვა ქვეყანაში იყო სახელმწიფო
გადატრიალების მრავალი მცდელობა თუ რეალიზაცია (ირანი, ავღანეთი, კონგო და
სხვა), ადგილი ჰქონდა ძლიერი ქვეყნების არაპირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას.
მსოფლიო ერთპოლუსიანი სამყაროდან მიისწრაფვის ორ- და მრავალპოლუსი-
ანი მსოფლიოსაკენ. ამავე დროს გასათვალისწინებელია პოლიტიკური, ეკონომიკუ-
რი, სამხედრო და იდეოლოგიური კომპონენტების სინთეზი, რომელიც უზრუნველ-
ყოფს მსოფლიოში ერთი ან რამდენიმე პოლუსის ფორმირებას. ცნობილია, რომ მრა-
ვალპოლუსიანი მსოფლიოს იდეის მხარდასაჭერად გამოდიან საფრანგეთი და რუსე-
თი. თუმცა, მრავალპოლარულობა იმ შემთხვევაში იქნება სტაბილურობის მყარი გა-
რანტი, როცა პოლუსებს შორის არ არსებობს იდეოლოგიური წინააღმდეგობა, რომე-
ლიც პოლუსად ფორმირების მთავარი მახასიათებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში
ერთ მხარეს აღმოჩნდება აშშ-ევროკავშირი, ხოლო მეორე მხარეს სხვა დანარჩენი.
თუმცა ამ შემთხვევაში არ ირღვევა ზემოთ აღნიშნული კანონზომიერება პო-
ლუსების ევოლუციის შესახებ. თანამედროვე მსოფლიოში მეორე პოლუსად ჩამოყა-
130
ლიბების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს აზიაში იაპონიის ან ჩინეთის მეთა-
ურობით. XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა აზიის
როლი მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, რომელიც თანამედროვე ეტაპზე წარ-
მოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე დინამიურად განვითარებად რეგიონს.
თუმცა არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც ხელს უშლის აზიის, რო-
გორც ერთიანი ცენტრის ფორმირებას: 1. რეგიონის ფარგლებში მიმდინარე ინტეგრა-
ციული პროცესების ჯერ-ჯერობით ფორმალური ხასიათი; 2. რეგიონის ქვეყნების
ეკონომიკების საექსპორტო ორიენტაცია, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდის
მათ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებზე; 3. ისტორიული არაკეთილგანწ-
ყობილება აზიის უდიდეს სახელმწიფოებს შორის: 4. რეგიონში გამოკვეთილი ლიდე-
რი-სახელმწიფოს (სამხედრო–ეკონომიკური კუთხით) არ არსებობდა, რაც მნიშვნე-
ლოვან დაბრკოლებას წარმოადგენს რეგიონის ერთიანი გავლენის ზრდისათვის.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანამედროვე ეტაპზე შეინიშნება იაპონიას-
ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა
და ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისაკენ სწრაფვის ტენდენცია, რაც უდავოდ
გაზრდის რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ გავლენას. ამავე დროს იაპონიის მონა-
წილეობა აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს პოსტინდუს-
ტრიული ეკონომიკის პრინციპების რეგიონის მასშტაბით დამკვიდრებას. თუმცა აღ-
სანიშნავია, რომ აზიის რეგიონში არსებობს რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბების ტენ-
დენცია (იაპონიის, ჩინეთისა და/ან ინდოეთის მეთაურობით), რაც შეიძლება განვიხი-
ლოთ როგორც მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების წინაპირობა, რამდენა-
დაც ამ ქვეყნებს შესწევს უნარი კონკურენცია გაუწიონ დასავლეთის წამყვან ქვეყნებს.
თანამედროვე ეტაპზე, გლობალური ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური გან-
ვითარებისათვის ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს ბიპოლარული მსოფლიო
წესრიგი, სადაც პოლუსებს წარმოადგენენ ის ქვეყნები თუ ქვეყანათა ჯგუფი, რომლე-
ბშიც ფორმირებულია პოსტინდუსტრიული ეკონომიკა (აშშ და ევრო კავშირი) და არა
ეკონომიკური განვითარების მიხედვით მკვეთრად განსხვავებული ქვეყნები. ორპო-
ლუსიანი მსოფლიო წესრიგი, განსხვავებული ქვეყნების მონაწილეობით მსოფლიო
ორგანიზაციების ფუნქციების ფონზე, კიდევ უფრო გააღრმავებს წინააღმდეგობებს.
XIII. 5. ნეოლიბერალური და სოციალური საბაზრო მოდელების სინთეზი

131
ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი მხოლოდ მაშინ არის პროგრესული, როცა
პოლუსები ხასიათდებიან თითქმის ერთნაირი ეკონომიკური განვითარების დონით
და მათ შორის ადგილი არა აქვს იდეოლოგიურ-რელიგიურ წინააღმდეგობებს. აღნი-
შნულ აშშ-ისა და ევროკავშირის) ქვეყნებს შორის პროგრესული კონკურენცია მნიშვ-
ნელოვნად შეუწყობს ხელს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირებას და არსებული საერთაშორისო ორგა-
ნიზაციების ეფექტიანობის ამაღლებას. რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებების
როლის ზრდა, გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე არსებული საერთაშორისო
ორგანიზაციების პასუ ხისმგებლობის ამაღლება, პოსტინდუსტრიული ქვეყნების მო-
ნაწილეობით ბიპოლარული წესრიგი, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზით აზიაში
ძლიერი პოსტინდუსტრიული ქვეყნების (იაპონიისა და კორეის) მონაწილეობით.
ინტეგრაციული დაჯგუფებების შექმნის შედეგად მრავალპოლუსიანი საერთა-
შორისო წესრიგი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს გლობალურ წინააღმდეგობა-
თა შესუსტებას. გლობალური ეკონომიკის შემდგომი, მდგრადი განვითარების უზრ-
უნველსაყოფად აუცილებელია ნეოლიბერალური და სოციალური საბაზრო ეკონომი-
კის მოდელების გარკვეული სინთეზით წარმართვა, რამდენადაც მსოფლიო მასშტა-
ბოთ ნეოლიბერალური გლობალიზაციის უარყოფითი თავისებურების – შემოსავლე-
ბის მკვეთრი დიფერენციაციის, ასევე არსებული სხვა სოციალური პრობლემების შემ-
ცირება შეუძლია სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია გლობალური
ეკონომიკური სისტემის ფორმირება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნ-
და შეასრულონ სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკაში არსებული ეროვნული
სახელმწიფოს როლის გარკვეული ნაწილი. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო
ეკონომიკური წესრიგის მიმართულებები აუცილებელია ითვალისწინებდეს ქვეყნე-
ბის განვითარების დონეებს შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას. შესაბამისად, სა-
ერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისადმი
უნიფიცირებული მიდგომა აუცილებელია შეცვალოს ინდივიდუალური მიდგომით.
ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის კონცეფციის ძირითადი მიმართუ-
ლებები უნდა ასახავდეს გლობალიზაციის პროცესის უარყოფითი შედეგების შემცი-
რების, მათი განვითარების სტიმულატორად ტრანსფორმაციის მიმართულებებს. არ-
სებული საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს განვი-
132
თარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პოსტინდუსტრიული ეკო-
ნომიკის ფორმირების ხელშეწყობისაკენ. ამ უკანასკნელი მიზნის რეალიზაციას ხელს
შეუწყობს სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობაზე ე. წ. „ტობინის” გადასახადის და-
წესება, რაც მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ძალისხმევით არის შესაძლებელი.
გლობალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება მოითხოვს ეროვნული
ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებას, საზოგადოებრივ ურთიერთო-
ბებში საბაზრო მიდგომებისა და სტანდარტების, საბაზრო საზოგადოების ფორმირე-
ბის დაუშვებლობის, ყველა რელიგიის თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის
პრინციპის აღიარებას, გლობალურ ეკონომიკაში სოციალური ორიენტაციის ზრდას.
გლობალური ეკონომიკის ფორმირება, რომელიც დაეფუძნება ფუნქციონირე-
ბის ერთიან საძირკველზე, არ უარყოფს ქვეყნებსა და ქვეყანათა ჯგუფებს შორის წი-
ნააღმდეგობებს, არამედ იგი გადაჰყავს ახალ თვისობრივ განზომილებაში, რომელიც,
თავის მხრივ, ემყარება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, სახელმწიფოთაშორისი
და რეგიონთაშორისი ურთიერთობების, ტრანსნაცინალური კორპორაციებისა და სა-
ერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების ახალ საფეხურს. აროგორც ზემოთ
მოყვანილი ანალიზიდან ჩანს, გლობალიზაცია არის უდიდესი და უმნიშვნელოვანე-
სი პროცესი, რომელმაც შეცვალა სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
ამრიგად, გლობალიზაციის პროცესი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრო-
ბისა და ინვესტიციების სტიმულირებას, კულტურულ გაცვლას, ტურიზმისა და მიგ-
რაციის ზრდის ტენდენციებს, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა
და გავრცელებას. გლობალიზაციის პროცესი ამცირებს ადგილობრივ მთავრობათა
მხრიდან საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.
ადგილობრივ მთავრობებს უჭირს პროტექციონისტულ ღონისძიებათა გატარე-
ბა ადგილობრივი წარმოების დაცვის მიზნით. თანამედროვე ეკონომიკა, ისევე რო-
გორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა უამრავი სფერო, უნდა გავაანალიზოთ გლო-
ბალიზაციის კონტექსტში და განვიხილოთ როგორც გლობალური ეკონომიკა. მსოფ-
ლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტა-
ლის ინტერნაციონალიზაციის კანონზომიერ შედეგს. გლობალური ეკონომიკის მახა-
სიათებელია ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არნახული ზრდა.
ლექცია 14.
თემა XIV. ეკონომიკური დიპლომატიის არსი და მიზნები გლობალიზაციის პირობებში
133
XIV. 1. ეკონომიკური დიპლომატიის არსი

XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ


ფაქტორთა შორის თანაფარდობის ცვლილება გეოეკონომიკური ფაქტორის სასარგებ-
ლოდ ნათლად ავლენს გლობალიზაციის ყოვლისმომცველ პროცესში ეკონომიკური
კომპონენტის დომინირებად როლს. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში
მიმდინარეობს და მზარდი ტენდენციით ხასიათდება საგარეო პოლიტიკის ეკონომი-
ზაციისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიზაციის პროცესი, რაც
განსაკუთრებით გამოკვეთილია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე
ქვეყნებში. საგარეო პოლიტიკის ეკონომიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად ამაღლებს
ეკონომიკური დიპლომატიის ადგილს ამათუიმ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
რ. ხასბულატოვის განმარტებით „ეკონომიკური დიპლომატიის ცნება აღნიშ-
ნავს ჩვეულებრივი დიპლომატიის ტრადიციული არსენალიდან სახელმეიფოს მიერ
მრავალმხრივი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებას, მათ გაფართოებას ეკო-
ნომიკური ღონისძიებებით (სავაჭრო პოლიტიკით, დახმარებით, სესხებით, ტექნო-
ლოგიების გადაცემით ან მიღებით და ა. შ.), რომელიც გააფართოებს სახელმწიფოს
დიპლომატიურ საქმიანობას. საუბარი მიდის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ
ურთიერთობებზე გაერო კონფერენციების ჩარჩოებში ეროვნული და გლობალური
პრობლემების გადასაჭრელად“. ეკონომიკური დიპლომატია დიპლომატიის ტრადი-
ციულ მეთოდებთან ერთად უდიდეს როლს თამაშობს საგარეო ურთიერთობებში.
ეკონომიკური დიპლომატია არის საგარეო პოლიტიკის, ზოგადად საერთაშო-
რისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების სრული სპექტრის სინთეზი
და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე წარმოადგენს ცალკე-
ული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების, მიზნების დიპლომატიური მე-
თოდებით განხორციელების, უმთავრეს ინსტრუმენტს. ეკონომიკური დიპლომატიის
რეალური პოტენციალის თანმიმდევრული, მიზანმიმართული განხორციელების
კლასიკურ „ნიმუშს’’ წარმოადგენს ევროკავშირის მიღწევები პოლიტიკურ, ეკონომი-
კურ, სავალუტო და სხვა სფეროებში. სწორედ ევროკავშირის წევრი–ქვეყნების, განსა-
კუთრებით გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკური დიპლომატიის დამსახურებაა
მსოფლიოში უდიდესი, ანალოგიის არმქონე ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნა.
134
ეკონომიკური დიპლომატიის შინაარსი, ფორმები და რეალიზაციის მექანიზმე-
ბი ძირითადად დამოკიდებულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და
მის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ეკონომიკურ დიპლომატიას გააჩნია როგორც
საერთო, ისე სპეციფიკური ნიშნები, როგორც ცალკეული სახელმწიფოსათვის, ისე
რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებების მიხედვით. აქედან გამომდინარე, განსხ-
ვავებულია სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის მიზნები. სახელმწიფო-
თა განვითარების მიხედვით ეკონომიკური დიპლომატიის მიზნები იყოფა ორ ჯგუ-
ფად: 1. მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური დიპლომატიის მიზნები; 2.
განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკური დიპლომატიის მიზნები.
მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური დიპლომატიის მიზანია არსე-
ბული ეკონომიკური განვითარების დონის შენარჩუნება-განვითარება და ეროვნული
ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთლიანად მსოფლიო მასშტაბით. აშშ
-ის დიპლომატიაში „უკანასკნელ წლებში პირველ ადგილზე დგას საერთაშორისო
ეკონომიკის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ნავთობი, ფინანსები და ვაჭრობა’’. გან-
ვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური დიპლომა-
ტიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების დონის ზრდა
მსოფლიო ეკონომიკაში აქტიური და სრულყოფილი ინტეგრაციის მეშვეობით.
თუმცა გლობალიზაციის პირობებში კონკურენციის გამწვავება, ეროვნულ მწა-
რმოებელთა ინტერესების დაცვა და საერთოდ, ეროვნული ეკონომიკის განვითარე-
ბის სპეციფიკური მიზნების განხორციელების მნიშვნელოვანი გართულება განსაზღ-
ვრავს ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის.
ეკონომიკური დიპლომატია ხორციელდება სამ დონეზე: 1. მიკრო დონე – ცალ-
კეულ კომპანიებს შორის ურთიერთობები ე.წ. „კორპორაციული დიპლომატია’’, რომ-
ლის ნათელი დადასტურებაა მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალურ კომპანიებს
შორის გავრცელებული ე. წ. „სტრატეგიული ალიანსები’’ ; 2. მაკრო დონე – ცალკეულ
ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები – ზოგადად ეროვნული სახელმწიფოს
ეკონომიკური დიპლომატია, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა;
3. მეგა დონე –საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატია’’.
XIV. 2. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური
დიპლომატიის მიზნები

135
მსოფლიო ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მოქმე-
დი სუბიექტების (ეროვნული სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების,
ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული
პირების) რაოდენობის ზრდა აფართოებს ეკონომიკური დიპლომატი ის მოქმედების
არეალს. თუმცა ნათელია, რომ მრავალ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის
მქონე ქვეყანაში ტრანსნაციონალური კორპორაციების არარსებობიდან გამომდინარე,
აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკურ დიპლომატიას ახორციელებენ უპირატესად მაკ-
რო- და მეგადონეზე. გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობა განისაზღვრება არამარ-
ტო კაპიტალის მოძრაობაში მონაწილეობით და ტექნოლოგიური განვითარების დო-
ნით, არამედ არსებული ტექნოლოგიების მაქსიმალური ეფექტით გამოყენების უნა-
რით, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონეზე.
ამრიგად, იკვეთება განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების
ეკონომიკური დიპლომატიის შემდეგი უმთავრესი მიზნები: 1. კაპიტალის საერთაშო-
რისო მოძრაობაში ქვეყნის მონაწილეობის ხარისხის ამაღლება. კერძოდ, უცხოური
ინვესტიციების მოზიდვის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის, ერ-
ოვნული კაპიტალის საზღვარგარეთ დაბანდების, ერთობლივი საწარმოების ფორმი-
რების, და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხე-
ლშეწყობა და ა. შ.; 2. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების ანუ მეცნიე-
რებატევადი წარმოების განვითარების ხელშეწყობა; 3. საერთაშორისო ეკონომიკურ
ორგანიზაციებში კოლექტიური ეკონომიკური დიპლომატიის გამოყენება ეკონომიკის
განვითარების მიზნის გათვალისწინებით; 4. რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ეროვნული ეკონომიკური დიპლომატიის მოკლევადიანი მიზანია ეკონომიკუ-
რი ზრდის უზრუნველყოფა განვითარების საგარეო ფაქტორის გამოყენების მეშვეო-
ბით, ხოლო გრძელვადიან მიზანს კი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის
სრულყოფილი ინტეგრაციისა და შესაბამისად, ინტეგრაციის მაღალი ხარისხიდან გა-
მომდინარე ეკონომიკის ფუნქციონირების მაქსიმალურად ხელსაყრელი საშინაო და
საგარეო პირობების უზრუნველყოფა. ქვეყნის მხრიდან მსოფლიო ეკონომიკაში სრუ-
ლყოფილი მონაწილეობის მთავარი გზაა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება.
აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტა-
პზე ეკონომიკური დიპლომატიის მიზნებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა. ინტეგრაციის პროცესის გაღ-
136
რმავების შედეგად მათ ეძლევათ შესაძლებლობა, კოლექტიური დიპლომატიის ინსტ-
რუმენტების ეფექტიანი გამოყენებით უფრო აქტიურად იმოქმედონ და დაიცვან თა-
ვიანთი ინტერესები საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცი-
ებში. რეგიონული ინტეგრაციის დადებითი შედეგი იქნება ისიც, რომ ამ ქვეყნებს ეძ-
ლევათ მათ საქონელზე განვითარებული ქვეყნების ბაზრის გახსნის შესაძლებლობა,
ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან შეიძლება გაკეთდეს გარკვეული დასკვნები
საქართველოს საგარეო ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების სფეროში არსე-
ბული პრობლემებისა და მათი გადაჭრის შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისო
ეკონომიკაში საქართველოს სრულყოფილი ინტეგრაცია წარმოუდგენელია აქტიური
ეკონომიკური დიპლომატიის გარეშე, რომელიც შექმნის უცხოეთის ქვეყნებთან ინტე-
ნსიური კავშირების საფუძველს, რითაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას.
ეკონომიკური დიპლომატია მოწოდებულია ხელი შეუწყოს როგორც ეროვნულ
ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების, უახლესი ტექნოლოგიების მოზიდვას, ასევე
ეროვნული სამეწარმეო კაპიტალის ექსპანსიას, საზღვარგარეთის ინვესტიციების გან-
ხორციელებას, როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური ინვესტიციის სახით, რაც გა-
ზრდის ეროვნული ეკონომიკის ტრანსნაციონალიზაციის ხარისხს და მსოფლიო ეკო-
ნომიკაში საქართველოს ინტეგრირების დონეს. ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში
ეკონომიკური კომპონენტის პრიორიტეტულობის აღიარებაზე მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული საქართველოს მაკროეკონომიკური წარმატება და სტაბილიზაცია.
ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ეკონომიკური კომპონენტის პრიორიტეტუ-
ლობის აღიარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს საგარეო
პოლიტიკური მიზნის – ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყ-
ნის ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, რაც ეფუძნება ეკონომიკური განვითარების
დონის ამაღლებას. თანამედროვე ეტაპზე საქართველოში შიდა ინვესტიციების სიმ-
ცირიდან და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დაბალი დონიდან გამომდინარე ეკონომიკუ-
რი განვითარების დონის ამაღლება დამოკიდებულია უცხოური ინვესტიციების მო-
ზიდვისა და საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაციის დონეზე. ეს მოითხოვს ჩვენი ქვეყ-
ნის საგარეო ეკონომიკის დიპლომატიური უზრუნველყოფის რაციონალიზაციას.
XIV. 3. ეკონომიკური დიპლომატიის როლი გლობალურ ეკონომიკაში

137
ეკონომიკური დიპლომატიის როლი უაღრესად დიდია თანამედროვე გლობა-
ლურ ეკონომიკაში, მით უფრო რეგიონულ ინტეგრაციებში მონაწილეობისა და კოლ-
ექტიური ეკონომიკური დიპლომატიის ერთიანი ძალისხმევით წარმართვის ხარჯზე
ქვეყნებს ეძლევათ საერთო ინტერესების ერთობლივად დაცვის რეალური შესაძლებ-
ლობა. მით უფრო რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციებში განვითარებადი ქვეყნე-
ბის საქონლის შესვლა შეზღუდულია სხვადასხვა არასატარიფო ბარიერებით (ეკო-
ლოგიური, ტექნიკური და სხვა სახის მოთხოოვნების გამკაცრებით). ასევე განვითა-
რებად ქვეყნებს ეძლევათ იმის შესაძლებლობაც, რომ მიაღწიონ განვითარებული ქვე-
ყნების მხრიდან აგრო–პროდუქციის სუბსიდირების შემცირებას, რაც განვითარებადი
და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია ის გარემოება, რომ სწორედ
რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებისაკენ (როგორც თვით ამ ქვეყნების ფარგლებ-
ში, ასევე განვითარებული ქვეყნების მონაწილეობით არსებულ ინტეგრაციულ ბლო-
კებთან მიერთების თვალსაზრისით) უნდა იყოს მიმართული განვითარებადი და გა-
რდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური დიპლომატიის ვექტორი, რაც შეამ-
ცირებს მისი განვითარების პროცესზე გლობალიზაცის ნეგატური გავლენის ხარისხს.
გლობალიზაციის მიერ განვითარებად ქვეყნებზე ნეგატიური გავლენა აისახე-
ბა თუნდაც იმაში, რომ ერთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებს (პოლი-
ტიკურად და ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებში) შეუძლია მკვეთრი გავლენის მოხდე-
ნა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს მიერ
წარმართული საგარეო ეკონომიკური დიპლომატიის როლი გლობალურ ეკონომიკა-
ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ ახდენს თავისუფალი ვაჭრობის პროპაგანდას.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების რღვევა საშუალებას აძლევდა ამერიკულ
კომპანიებს აეთვისებინათ ახალი შესაძლებლობები. იმ დროისათვის მათ არ ჰყავდათ
რეალური კონკურენტი, რადგან ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დანგრეული იყო. თა-
ვისუფალი ვაჭრობის იდეა იყო ის, რომლის რეალობაში გადმოტანის შემთხვევაშიც
აშშ მოახდენდა მსოფლიოს დიდი ნაწილის ეკონომიკურ ექსპანსიას, რაც განორციელ-
და კიდეც. აშშ-ის წამყვანი კომპანიები, ისეთები როგორიცაა კოკა–კოლა, პეპსი,
მაკდონალდს, GM და ეიფლი, ნახულობენ დიდ მოგებას ამერიკის ფარგლებს გარეთ.
აშშ-ის ეკონომიკა ხშირად განიხილება როგორც მსოფლიო ეკონომიკის „მამოძ-
რავებელი ძალა”. შედეგად, ამ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნების-
138
მიერი ნიშანი ახდენს უარყოფით ეფექტს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე. უკანასკნელმა
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც გამოიწვია აშშ-ის საბანკო სისტემის კრა-
ხმა და რომელიც „დომინოს” პრინციპით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოზე, წამოჭ-
რა საკითხი: შეუძლია თუ არა გლობალურ ეკონომიკას თავიდან აიცილოს აშშ-ის ცი-
კლური განვითარების ზემოქმედება? მიუხედავად მსოფლიოში ახალი უმსხვილესი
„მოთამაშეების” (მაგ., ჩინეთის) გამოჩენისა, აშშ-ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
არ შესუსტებულა. „მესამე ბაზრის” ეფექტი და ფინანსური ინტეგრაციის ზრდა ხელს
უწყობს ციკლური განვითარების შედეგების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.
ცხადია აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებები გაცილებით მეტად მოქ-
მედებს მის უშუალო პარტნიორებზე, ქვეყნებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი სავაჭრო
ურთიერთობები აქვთ მასთან. შედარებით დიდ გავლენას ახდენს აშშ-ის ეკონომიკის
ცვლილებები კანადაზე, მექსიკაზე, სამხრეთ კორეაზე, ჩრდილოეთ და ცენტრალურ
ამერიკაზე. რაც შეეხება ევროკავშირსა და იაპონიას მათ ეკონომიკაზე აშშ-ის გავლენა
შედარებით მცირეა. აშშ თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან იყენებს შეთან-
ხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მას ამგვარი შეთანხმება აქვს დადებული 17
ქვეყანასთან. ესენია: ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, დომინიკების რესპუბლიკა,
სალვადორი, გვატემალა, კოსტა-რიკა, ჰონდურასი, ისრაელი, იორდანია, მექსიკა, მა-
როკო, ნიკარაგუა, სინგაპური, ომანი და პერუ. პანამასთან და კოლუმბიასთან მსგავსი
შეთანხმებები გაფორმებულია და დასამტკიცებლად გადაცემულია კონგრესში.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ლიდერია მსოფლიო ეკონომიკაში, იგი არ არის
ლიდერი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავტომშენებლობა, ელექტრონიკის წარმოება,
რობოტექნიკა, ნავთობქიმიური და ქიმიური მრეწველობა. ამ დარგების პროდუქცია
არანაკლება და ხშირად უკეთესადაც და უფრო დაბალი დანახარჯებით იწარმოება
სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში (იაპონია, გერმანია, საფრანგეთი). ყოველივე ეს
კითხვის ქვეშ აყენებს აშშ-ის კონკურენტუნარიანობას, როგორც საერთაშორისო, ისე
შიდა ბაზარზე. ამის გამო ამერიკული კომპანიები ახდენენ წარმოების გატანას უცხო-
ეთში, რაც ხელს უწყობს ამ კომპანიებს კონკურენციულ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
ამერიკული კორპორაციების გაძლიერებას ხელს უწყობს ეკონომიკური ლიბერალი-
ზაციის პროცესი, რომელიც განსხვავდება შედეგების და ინსტრუმენტების მიხედვით
XIV. 4. აშშ-ის როლი გლობალური ეკონომიკის განვითარებაში

139
აშშ-ის მსხვილი კომპანიების საზღვარგარეთ გასვლა ზიანს აყენებს ამერიკის
შრომის ბაზარს, რადგანაც კომპანიები მასობრივი ოფშორინგის განხორციელების კვა-
ლდაკვალ აუქმებენ კონკრეტულ ოპერაციებს და ამცირებენ სამუშაო ადგილებს თა-
ვიანთ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და საერთაშორი-
სო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება აშშ-ის უჯდება ქვეყანაში უმუ-
შევრობის ზრდად და საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუარესებად. მაგ.,
1970-2002 წლებში ამ მიზეზით აშშ-ში სამუშაო დაკარგა 2,9 მლნ-მა ადამიანმა, საიდა-
ნაც 2,5 მლნ დასაქმებული იყო წარმოების ხოლო 400 ათასი – მომსახურების სფერო-
ში. სამაგიეროდ, ამდენივე რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნა იმ ქვეყნებში, სა-
დაც აშშ-ის კომპანიებმა განახორციელეს ოფშორინგი. ეს კი უდაოდ წინგადადგმული
ნაბიჯია ინვესტიციების მიმღები ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საქმეში.
აშშ-ის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე აძლიერებს დოლარი, რომელიც გამო-
იყენება საერთაშორისო ოპერაციების უდიდეს ნაწილში. დოლარი ჩართულია ვალუ-
ტით მსოფლიო ვაჭრობის 89%-ში. აქედან გამომდინარე, დოლარის კურსის ცვლილე-
ბა უშუალო გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე და ასტიმულირებს ან ანე-
ლებს მას. დოლარის კურსის ცვლილება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ნავთობის მო-
თხოვნა-მიწოდებაზე, ფინანსურ ბაზრებზე და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის
მთავრობის ხელთ უპყრია მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის მძლავრი ინსტრუმენ-
ტი, რომლის გამოყენებაც მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვისაც შეუძლია. დო-
ლარის კურსის ცვლილება ხორციელდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ.
საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ-ის როლის უკეთ წარმოსაჩენად მოვიყვანოთ
კონკრეტული ციფრები. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყნის ექს-
პორტმა 2016 წელს შეადგინა 1,92 ტრლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა კი – 2,31 ტრლნ
დოლარი. ამასთან ერთად, ბოლო წლებში ექსპორტი უფრო მეტად მცირდებოდა, ვი-
დრე იმპორტი. 2015 წელთან შედარებით ექსპორტი შემცირრდა 5%-ით, ხოლო იმპო-
რტი – 3%-ით. 2016 წელს აშშ-ის ექსპორტმა შეადგინა 13,1% მშპ-სთან მიმართებაში.
ეს მაჩვენებელიც შემცირებულია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
(9,5%). 2016 წელს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს ამერიკული პროდუქციისათვის
წარმოადგენდნენ კანადა, მექსიკა, ჩინეთი, იაპონია და გერმანია.
2016 წლის მონაცემებით, აშშ-ის წილი მსოფლიო მშპ-ში შეადგენდა დაახლოე-
ბით 10%-ს. ბოლო პერიოდში აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი
140
მხრიდან დაემუქრა საფრთხე. კერძოდ, ერთი მხრივ, ევროკავშირი, რომლის წილიც
მსოფლიო მშპ-ში დაახლოებით 13%-ია და რომლის ვალუტა–ევრო წარმოადგენს დო-
ლარის ერთადერთ ღირსეულ კონკურენტს. მეორე მხრივ, ჩინეთი, რომლის ეკონომი-
კაც იზრდება უსწრაფესი ტემპებით. ასევე გასათვალისწინებელია იაპონიის და სამ-
ხრეთ კორეისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდაც. ექსპერტთა აზრით, 2040 წლისა-
თვის ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა იქნებიან წამყვანი ეკონომიკ. მოთამაშეები.
გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია. სულ უფრო იზრდება ქვეყნების ეკო-
ნომიკური ურთიერთდამოკიდებულება, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ინფ-
ორმაციის გაცვლის მასშტაბი. გლობალიზაცია, პირველ რიგში, ამცირებს ინდუსტრი-
ულად განვითარებული ქვეყნების პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე, აძლევს რა მათ
დამატებით შესაძლებლობებს. რაც შეეხება აშშ-ს, იგი გლობალიზაციის პროცესებს
იყენებს სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიისათვის. საზღვრე-
ბის გახსნა ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს მიიღონ იაფი ნედლეული და გამოი-
ყენონ იაფი მუშახელი, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენციულ უპირატესობას.
ამრიგად, XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშ-
ლის შემდეგ, აღნიშნული სახელმწიფოს არაბუნებრივი, უტოპური იდეოლოგიის და-
სამარებით ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში,
დადგა დეიდეოლოგიზაციის ეპოქა, ანუ წარმოიქმნა იდეოლოგიური ვაკუუმი, რაც
ეწინააღმდეგება კაცობრიობის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებასთან.
საბოლოო ანგარიშით, ცივილიზაციის მიღწევები წარმოადგენს რაციონალური
იდეოლოგიის შედეგს. იდეოლოგია მძლავრი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში,
რომელიც შეიძლება იქცეს საზოგადოების, ეკონომიკის განვითარების როგორც დამმ-
უხრუჭებელი (კომუნისტური იდეოლოგია), ასევე განვითარების ხელშემწყობ ძალად.
ნათელია, რომ ყოველ იდეოლოგის არსი გამოხატულებას პოულობს მის პროგ-
რესულობაში. გლობალიზაციის პირობებში, რომელსაც ხშირად ბრალს სდებენ ეროვ-
ნული იდეოლოგიის შესუსტებაში, ობიექტური აუცილებლობით აყენებს შესაბამისი
ეროვნული იდეოლოგიის შემუშავების საკითხს. თუმცა, გლობალიზაციის პროცესი
ასუსტებს განვითარების დაბალი დონის ქვეყნების სპეციფიკას. მას არ ძალუძს მაღა-
ლგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ თავისებურებათა შესუსტება.
XIV. 5. ეკონომიკური დიპლომატიის როლი ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის
ფორმირებაში
141
ქვეყნის მიერ წარმართული საგარეო ეკონომიკური დიპლომატია დიდ როლს
ასრულებს მისი ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის ფორმირებაში. ეროვნული
ეკონომიკური იდეოლოგია თავისი არსით, თეორიული კონცეფციაა, რომელშიც ასა-
ხულია ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები, მათი მიღწევის მეთოდები
და ინსტრუმენტები. იგი სრულად შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან ეროვნულ ინ-
ტერესებს და გამომდინარეობს მისგან. ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგია შეიძ-
ლება წარმოვიდგინოთ როგორც ეროვნული ეკონომიკის გრძელვადიანი სტრატეგი-
ული მიზნის მიღწევისთვის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტუ-
ლი მიმართულების ამსახველი თეორიული კონცეფცია.
ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის, ისევე როგორც ნებისმიერი იდეოლო-
გიის შემუშავება სახელმწიფოს პრეროგატივაა. მას გააჩნია თეორიული, პრაქტიკული
და შემეცნებითი ფუნქცია. თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის პირობებში ყოვე-
ლი ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს
მის შესაბამისობა მსოფლიოს განვითარების ტენდენციებთან, ზოგადსაკაცობრიო ფა-
სეულობებთან. შესაბამისად აუცილებელია იგი ითვალისწინებდეს ეროვნული ეკო-
ნომიკური განვითარების არსებულ დონეს. „მხოლოდ იმ ერს და სახელმწიფოს შეიძ-
ლება ჰქონდეს წარმატებული განვითარების იმედი, რომელიც ნათლად გააცნობიერ-
ებს დროის იმპერატივებს და პრიორი ტეტს ზოგადსაკაცობრიო მიზნებს მიანიჭებს”.
ეკონომიკური იდეოლოგიის შემეცნებითი ფუნქცია გამოხატულებას ჰპოვებს
საზოგადოების მხრიდან მის მხარდაჭერაში. ანუ ის უნდა ასახავდეს საზოგადოების
განვითარების გრძელვადიან ინტერესებს და ემსახურებოდეს მისი რეალიზაციის ხე-
ლშეწყობას. ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის პრაქტიკული ფუნქციის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ყველა: მოკლევადიანი თუ
გრძელვადიანი ღონისძიება აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს იდეოლოგიის
მიზნებთან ანუ არ ეწინააღმდეგებოდეს ეროვნული სტრატეგიული მიზნის მიღწევას.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სიცოცხლისუნა-
რიანი შეიძლება იყოს მხოლოდ რაციონალურ-ლიბერალური ეკონომიკური იდეო-
ლოგია, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მსოფლიო განვითარების ტენდენ-
ციებს და შეესაბამება გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს. ამავე დროს აღნიშნული

142
იდეოლოგია მაქსიმალურად ითვალისწინებს ქვეყნის ისტორიული განვითარების
თავისებურებებს, და რაც მთავარია, ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს.
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ყოფილი სოციალისტური ქვეყნები,
და მათ შორის საქართველოც, დაადგა ეკონომიკური ტრანსფორმაციის გზას, რომე-
ლიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო
ეკონომიკაზე გადასვლას, რაც წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში ამ ქვეყნების
სრულყოფილი მონაწილეობის ძირითად დეტერმინანტს. როგორც ქართველი მეცნი-
ერები აღნიშნავენ „გარდამავალი ეკონომიკის პრობლემები, ისევე როგორც ეკონომი-
კური ტრანსფორმაციის პრობლემები რთული, გრძელვადიანი და ძალზე მნიშვნე-
ლოვანია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით”, ხოლო „გარდამა-
ვალი ეკონომიკა ფაქტიურად არის ძველი ცენტრალიზებული, ადმინისტრაციული
სისტემის საბაზრო სისტემად გადაქცევისა და იმავე დროს ნეოეკონომიკის ანუ პოსტ-
ინდუსტრიული ეკონომიკის შესაბამისი წინამძღვრების, საფუძვლების შექმნა”.
როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცეს-
ში „გაფართოებული სიღარიბის საზღვრები – უმეტესად საშუალო კლასის – მაღალ-
კვალიფიციური მუშაკების, ინჟინერ-ტექნიკური ინტელიგენციის, მეცნიერების, კუ-
ლტურის, განათლების, მედიცინის მუშაკთა ხარჯზე”. აქედან გამომდინარე, უპირა-
ტესად გაუარესდა საზოგადოების იმ ნაწილის მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების საფუძველს. ამ გარემოებამ განაპი-
რობა საქართველოში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების წინამძღვრების
დამუხრუჭება და განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის გაღრმავება.
ამას სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის მიზეზებთან ერთად განა-
პირობებდა მეცნიერებასა და განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრი შემ-
ცირება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განათლებაზე (მშპ-სთან მიმართებაში) 1993
წელს შეადგენდა 0,6%-ს, 1997 წელს – 1,6%-ს, 2016 წელს კი 3%, მაშინ როცა აღნიშნუ
ლი ხარჯები 1990 წელს იყო 7,2%. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში,
პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პროცესში აღებული კურსი, რომელმაც ეკო-
ნომიკის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის, განათლებასა და მეცნიერე-
ბაზე გაწეული დანახარჯების შემცირებაში ჰპოვა გამოხატულება, შეუძლებელს ხდი-
და პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების წინამძღვრების ჩამოყალიბებას.
ლექცია 15.
143
თემა XV. გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგია

XV. 1. ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგიის მიზნები

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არ შეინიშნებოდა მოკლევადი-


ან და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირე-
ბის არცერთი წინამძღვარი, რომელიც წარმოუდგენელია ძლიერი საშუალო ფენის ჩა-
მოყალიბების გარეშე. ამ უკანასკნელში უმთავრესად წარმოდგენი ლია ცოდნის მატა-
რებელი კლასი, რომელიც თანამედროვე ეტაპზე მოქცეულია სოციალური პირამიდის
ქვედა ნაწილში. საქართველოში ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობდა ე.
წ. „ვაშინგტონის კონსესუსის” ნეოლიბერალური ხასიათის რეფორმებით, რასაც ხელს
უწყობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პოზიციაც.
თუმცა „ვაშინგტონის კონსესუსის” რეცეპტების პრაქტიკული რეალიზაციამ გა-
მოავლინა როგორც წარმატების მაგალითები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ასო-
ცირებულია ცენტრალური ევროპის ქვეყნებში პრივატიზაციასა და მაკროეკონომიკუ-
რი სტაბილიზაციის პროგრამების ეფექტიან რეალიზაციასთან, ისე რეკომენდაციების
ბევრი მიმართულებით წარუმატებლობას, სადაც არ იქნა ბოლომდე მიყვანილი საბა-
ზისო რეკომენდაციები ან ამ რეკომენდაციებმა ვერ მიიყვანა ჩენი ქვეყანა ეკონომიკუ-
რი ზრდის განახლებასთან. პოსტსოციალური ტრანსფორმაციის წლები ითვლება და-
კარგულ წლებად, რადგან ამ პერიოდში ვერ მოხერხდა პოსტინდუსტრიული ეკონო-
მიკის ფორმირების წინაპირობების შექმნაც კი. „საბაზრო ეკონომიკის თვითდამკვიდ-
რების იმედით ერთი ხელისმოსმით დაინგრა არსებული სისტემა ისე, რომ მის ადგი-
ლას არ შექმნილა რაიმე ახალი უკეთესი, თუნდაც ეკონომიკური ნერგებიც კი”.
ეროვნული ეკონომიკის იდეოლოგიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს არა მარ-
ტო პოსტინდუსტრიული ეკონომიკური მოდელის ფორმირება, არამედ მისი სოცია-
ლიზაციის ფუნქციის რეალიზაცია. ცნობილია, რომ „ქვეყნის ეკონომიკური განვითა-
რების მოდელი არის ეროვნული მეურნეობის მთლიანობის შემქმნელი ელემენტების
ერთობლიობა და მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ელემენტების მჭიდრო კა-
ვშირს და ურთიერთქმედებას. თავისი ხასიათით ისინი არიან ბუნებრივი, ტექნოლო-
გიური, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური”. ეკონომი-

144
კურ ლიტერატურაში საუბარია სამი ტიპის ეკონომიკურ მოდელზე, რომლებიც წარ-
მოდგენილნი არიან მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური მოდელებით.
აღნიშნული მოდელებია: ნეოლიბერალური მოდელი, სოციალურად ორიენტი-
რებული (მრავალი მსგავსი მახასიათებლის გათვალისწინებით აქვე აერთიანებენ სო-
ციალურ-დემოკრატიული ტიპის ეკონომიკასაც) და აღმოსავლეთ-აზიური, რომელთა
უმთავრეს განმასხვავებელ თავისებურებად მიჩნეულია სახელმწიფოს როლი ეკონო-
მიკაში. გლობალიზაცის პროცესი ეროვნული ეკონომიკის მოდელებზე ზემოქმედებს
რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შორის უმთავრესია სახელმწიფოს როლის
ცვლილება და რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართულობის ხარისხი. ყოველ
ეკონომიკის ფუნქციონირების სპეციფიკას განსაზღვრავს მისი განვითარების დონე
ამათუიმ ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების თავისებურებას განსაზღვრავს
ასევე საზოგადოების ინტერესები. ანგლოსაქსურ–ნეოლიბერალურ მოდელში (უპი-
რატესად აშშ-ში) სოციალური თანასწორობის იდეა დიდი პოპულარობით არ სარგებ-
ლობს, ანუ „აშშ-ში არ დგას საზოგადოების სოციალური თანასწორობის მიღწევის
ამოცანა”. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აშშ-ის ეკონომიკაში არსებობს
ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიცაა სიღარიბის პრობლემა. „მოსახლეობის თითქ-
მის 13%-ისათვის არ არის გადაწყვეტილი სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხი, 44
მილიონზე მეტ ადამიანს არა აქვს არავითარი სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.”. მეოცე
საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ინტენსურად ვითარდება
„საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს” კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს სა-
ხელმწიფოს როლს ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების თვალსაზრისით.
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფცია ხაზს უსვამს ასევე სა-
ხელმწიფოს როლს აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარების კუთხით. დასავ-
ლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიზარდა სახელმწიფო სექტორის წილი, ხოლო სახელ-
მწიფოს მიერ წარმართული მონეტარლური და ფისკალური პოლიტიკის პრიორიტე-
ტულ მიმართულებებს წარმოადგენდა: კერძო სექტორის სტიმულირება სუბსიდი-
ებით ან სხვა ხელშემწყობი ღონისძიებებით, სოციალური უზრუნველყოფის, განათ-
ლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის საკითხები და ა. შ. სოციალურად ორიენტირე-
ბული საბაზრო ეკონომიკის მოდელის მქონე ევროპულ ქვეყნებში დიდი მნიშვნელო-
ბა აქვს სოციალური თანასწორობის იდეას. საბაზრო ეკონომიკის გერმანული და შვე-
დური მოდელი სოციალური თანასწორობის რეალიზაციის ნათელი მაგალითია.
145
XV. 2. ამერიკული და ევროპული პოსტინდუსტრიული ეკონომიკების
ურთიერთშედარებითი ანალიზი

ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან ნათლად ვლინდება საზოგადოებრივ ინტერე-


სთა სხვაობა, რომელიც არსებობს პოსტინდუსტრიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
აღნიშნული იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ერთმანეთისაგან განვასხ-
ვავოთ ამერიკული პოსტინდუსტრიული და ევროპული პოსტინდუსტრიული ეკო-
ნომიკა. პირველი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ლიბერალური ეკონომიკა სახელ-
მწიფოს შედარებით მცირე როლით ეკონომიკის რეგულირების პროცესში, ხოლო მე-
ორე – როგორც სოციალური პოსტინდუსტრიული ეკონომიკა. ეკონომიკური ურთი-
ერთობების ხასიათის განმაპირობებელი საზოგადოებრივი ინტერესები გარკვეულწი-
ლად ვითარდება ევოლუციური გზით. მასზე გავლენას ახდენს ისტორიული, პოლი-
ტიკური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ფაქტორი, რომელთა შორის უდ-
იდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ფაქტორს (სახელმწიფოს ისტორიულ როლს).
ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფოს როლი ისტორიულად მაღალი იყო (ევ-
როპა), ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობების მთავარ სუბიექტს წარმოადგენდა
ინდივიდი, საზოგადოებრივ ინტერესთა ევოლუცია მიმდინარეობს სოციალური თა-
ნასწორობის იდეის რეალიზაციის მიმართულებით. როგორც ცნობილი ინგლისელი
პოლიტოლოგი ლ. ზიდენტოპი აღნიშნავს „ევროპული კაპიტალიზმის საფუძვლები
და ის, რაც შემდეგ სამრეწველო რევოლუციაში გადაიზარდა, საჭიროა ვეძიოთ შუა
საუკუნეების ქალაქების ინდივიდუალიზმში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იქ წარ-
მოიშვა საზოგადოების, როგორც ინდივიდების და არა ოჯახების ერთობლიობის კონ-
ცეფცია”, ხოლო სადაც საზოგადოებრივი ურთიერთობების მთავარ სუბიექტს წარმო-
ადგენს ინდივიდი, მაგრამ სახელმწიფოს როლი შედარებით დაბალი იყო, საზოგად-
ოებრივი ინტერესი არაა მიმართული სოციალური თანასწორობის მიღწევისაკენ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ანუ საზოგადოებრივი ინტერესისა და სახელმ-
წიფოს ისტორიული როლის განსხვავებულობა, განაპირობებს ეკონომიკის რეგული-
რებაში სახელმწიფოს განსხვავებულ როლს და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური
ურთიერთობების რეგულირების მიზნით სახელმწიფოთა განსხვავებულ ეკონომი-
კურ პოლიტიკას. ამერიკულ და ევროპულ პოსტინდუსტრიულ ეკონომიკებს, მიუხე-
დავად ეკონომიკის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის განსხვავებისა,
146
გააჩნია მრავალი საერთო თავისებურება. მათ შორის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
ორივე სახის პოსტინდუსტრიული საზოგადოება ეფუძნება ინდივიდუალიზმის პრი-
ნციპზე და ინდუსტრიულ-აგრარული ეკონომიკებისაგან განსხვავებით, რომელშიც
სმითისეული „მატერიალისტი ეგოისტი ადამიანის” ზეობაა, მიმართულია, უპირვე-
ლეს ყოვლისა, ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციისაკენ.
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის პირობებში „მატერიალისტი ეგოისტი ადა-
მიანი” ტრანსფორმირდება „იდეალისტ ეგოისტ ადამიანად”. ორივე სახის პოსტინ-
დუსტრიულ ეკონომიკაში უპირატესი ყურადღება ეთმობა ადამიანისეული კაპიტა-
ლის განვითარებას, მისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციი-
სათვის პირობების გაუმჯობესების, განათლების, მეცნიერების ანუ საერთოდ საზო-
გადოების განვითარების დონის ამაღლებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახე-
ლმწიფოს მიერ გაწეული დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ მცირდება,
1990-იანი წლებიდან, როცა ეკონომიკის გლობალიზაცია გახდა მსოფლიო ეკო-
ნომიკის განვითარების განმსაზღვრელი პროცესი, მიმდინარეობს ნეოლიბერალური
და სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შერწყმა სოციალური თანასწო-
რობის, სასტარტო შესაძლებლობების გამოთანაბრების იდეის პრაქტიკაში რეალიზა-
ციისაკენ მისწრაფების გათვალისწინებით, რაც ე. წ. „კონსესუსის, ადამიანთა შორის
ჰარმონიული ურთიერთობების” საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა. დღეი-
სათვის აღინიშნება პოსტინდუსტრიული ეკონომიკების ამ ტიპების დაახლოება, მაგ-
რამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირე-
ბის საწყის ეტაპზე მოახერხებს ორივე ტიპის სინთეზის ერთობლივად რეალიზაციას.
ეს უკანასკნელი წარმოადგენს თვით პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ევო-
ლუციის შედეგს და მისი ერთბაშად რეალიზაცია შეუძლებელია. საქართველოს ეკო-
ნომიკური იდეოლოგიის მიზანი უნდა იყოს ევროპული სტილის პოსტინდუსტრი-
ული ეკონომიკის ფორმირება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება ქვეყნის ისტორი-
ულ წარსულს, გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს, საერთოდ მსოფლიო ცივილიზა-
ციის განვითარების მთავარ ორიენტირს. ის წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკაში სა-
ქართველოს სრულყოფილი ჩართვის საწინდარს. ნეოლიბერალური თეორიის პრინ-
ციპები ვერ უზრუნველყოფს ევროპული პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმი-
რებას, რამდენადაც უშვებს მკვეთრ ქონებრივ დიფერენციაციას და სახელმწიფოს
მცირე როლს თავის საზოგადოებაში სოციალური თანასწორობის მისაღწევად.
147
XV. 3. სახელმწიფოს როლი ეროვნული ეკონომიკის რეგულირებაში

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ


`როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიერ მიღებული გამოცდილე-
ბიდან ჩანს, კარგად ფუნქციონირებადი კონკურენტული ბაზრები იმთავითვე არ წარ-
მოიქმნება. ამისათვის აუცილებელია კარგად მომზადებული სოციალური ინფრასტ-
რუქტურა და ინსტიტუტები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ ბაზრის დამანგ-
რეველ ძალებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი აუცილებელია იმ პირობების
შესაქმნელად, რომელიც ბაზრებს მისცემს ფორმირებისა და ეფექტიანად ფუნქციონი-
რების შესაძლებლობას”. ნეოლიბერალური ხასიათის რეფორმების საფუძველს კი
წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს ჩაურევლობა.
ცნობილია, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ერთიანი, უნიფიცირებუ-
ლი მოდელი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ცალკეული ეკონომიკის ფუ-
ნქციონირების სპეციფიკურობის გამო. ამავე დროს, არც იმის მტკიცება შეიძლება,
რომ სახელმწიფო ყოველთვის და ყველგან ხელს უშლის ეკონომიკის სტაბილურ ფუ-
ნქციონირებას. ყოველი ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში და მის შემდგომ გა-
ნვითარებაში უდიდეს როლლს თამაშობდა ეროვნული სახელმწიფო. აღსანიშნავია ის
გარემოება, რომ ყოველი ეროვნული ეკონომიკა ფუნქციონირებს სახელმწიფოსთვის
მახასიათებელი რეგულირების მექანიზმით შედარებით ერთგვაროვან ეკონომიკურ-
სამართლებრივ სივრცეში, რომელსაც განაპირობებს საერთო კულტურულ-ისტორიუ-
ლი მემკვიდრეობა, საზოგადოებრივი განვითარების დონე და მისი ინტერესები.
ამავე დროს, „სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა საზგადოებრივი ანუ
სოციალური საქონლის (საზოგადოებრივი სიკეთის) წარმოება, რომელიც წარმოდგე-
ნილია განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახით, რასაც საერთოდ არ აწა-
რმოებს საბაზრო სისტემა ან კიდევ არ შეუძლია აწარმოოს ის საკმაო რაოდენობითა
და ხარისხით”. თუმცა როგორც პროფესორი ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს: „სახელმწი-
ფო რეგულირების სფერო საქართველოში საკმაოდ შეზღუდულია, რაც ქმნის იმის
ილუზიას, რომ თითქოს ეს ჯდებოდეს ანგლო-ამერიკული მოდელის სქემაში. ყველა-
ზე მკაფიოდ ეს იკვეთება სიღარიბისა და უთანასწორობის საკითხის მიმართ სახელ-
მწიფო პოლიტიკაში, რაც გამოირჩევა გარკვეული გულგრილობით (რასაც გაუმართ-
ლებლად რატომღაც ლიბერალიზმს უწოდებენ), როცა უთანასწორობა რეალურად
148
არც არანაირად არ არის ხელისუფლების .საზრუნავი, ხოლო სიღარიბის დაძლევა კი
განეკუთვნება იძულებითი (სახელმწიფოს მხრიდან) ქველმოქმედების სფეროს”.
სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში დამოკიდებულია მის ეფექტიანობაზე ანუ
იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სახელმწიფო ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ეკო-
ნომიკურ განვითარებას, კონკრეტულად საქართველოში კი პოსტინდუსტრიული
ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას. სახელმწიფოს მიერ სწორი ეკონომიკური პო-
ლიტიკით გატარებით საქართველოში შესაძლებელია პოსტინდუსტრიული ეკონომი-
კის ფორმირების დაჩქარება. გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს არასრულყოფი-
ლი მონაწილეობა მიუთითებს არა სახელმწიფოს როლის შესუსტების, არამედ პირი-
ქით, მისი გაძლიერების აუცილებლობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეროვნუ-
ლი ეკონომიკისა და საზოგადოების სრულყოფილი ინტეგრირება მსოფლიო თანამე-
გობრობაში ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინე-
ბით, „სახელმწიფომ უნდა ითამაშოს უმთავრესი როლი, კერძოდ გლობალიზაციის
პირობებში და სახელდობრ იმიტომ, რომ განვითარება მიმდინარეობს არათანაბრად”.
ეროვნული ეკონომიკური იდეოლოგია აუცილებელია ემსახურებოდეს ეკონო-
მიკის პროგრესული მიმართულებით გარდაქმნის პროცესს. გლობალიზაციის გლო-
ბალური ეკონომიკის ფორმირების პირობებში წამყვან მიმართულებას წარმოადგენს
ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, ინტელექტის
მიხედვით საზოგადოების სტრატიფიკაცია, ინდივიდუალიზმის პრინციპის დამკვი-
დრება, სასტარტო პირობების გამოთანაბრება, ეკონომიკის სოციოლოგია, თანამედ-
როვე ტექნოლოგიების გამოყენება-განვითარება და ა. შ. ანუ ის უმთავრესი მიზნები,
რომელიც ახასიათებს პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას და ნეოეკონომიკას.
როგორც პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფუძემდებელი ლ. ბელი აღნიშ-
ნავდა „განსხვავება დაკავებულ საზოგადოებრივ მდგომარეობასა და მიღებულ შემო-
სავლებში განპირობებულია ტექნიკური ცოდნისა და განათლების დონეებს შორის
არსებული სხვაობა. აღნიშნული ატრიბუტების გარეშე შეუძლებელია შრომის ახალი
სოციალური დანაწილების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც წარმოადგენს ამ
საზოგადოების უმთავრეს მახასიათებელს”. დღეს პირველხარისხოვანი ამოცანაა ადა-
მიანისეული კაპიტალის განვითარების დონის ამაღლება. პოსტინდუსტრიული ეკო-
ნომიკა ფორმირდება იქ, სადაც ადამიანის განვითარების დონე მატერიალური დონი-
დან გადადის ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის ფაზაზე.
149
XV. 4. ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონის ამაღლება

ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის ფაზაზე კოლექტივი-


ზმის პრინციპთან შედარებით ინდივიდუალიზმის პრინციპს ენიჭება უპირატესობა.
ამ დროს საზოგადოების სტრატიფიკაციას განსაზღვრავს ინტელექტუალური განვი-
თარების დონე. ინტელექტის მიხედვით საზოგადოების სტრატიფიკაცია გაცილებით
უფრო სამართლიანია, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით,
რამდენადაც ინტელექტი თანდაყოლილია, ბუნებრივია და არა შეძენილი, ხოლო ყო-
ველი პროგრესული იდეოლოგია შეიძლება იყოს მხოლოდ ბუნებრივი ან ისეთი, რო-
მელიც ხელს შეუწყობს ბუნებრივის ევოლუციას. ეროვნული ეკონომიკური იდეო-
ლოგიის უმთავრეს მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს ინდივიდის, საზოგადო-
ების განვითარების დონის ამაღლება, რამდენადაც გლობალიზაციის დადებითი შე-
დეგებით სარგებლობა უშუალო კავშირშია საზოგადოების განვითარების დონესთან.
საქართველოში ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფოსა და
ბაზრის არა დაპირისპირება, არამედ მათი ოპტიმალური ურთიერთზემოქმედება,
რომელიც არ დაუშვებს მკვეთრ ქონებრივ დიფერენციაციას, უზრუნველყოფს სწრაფ
გადასვლას ინტელექტის, ცოდნის მიხედვით საზოგადოების სტრატიფიკაციაზე. ეს
ხელს შეუწყობს პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების წინამძღვრების ჩამო-
ყალიბებას, რამდენადაც როგორც ცალკეული, ისე მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის
ფუნქციონირების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის, როგორც ყველაზე დი-
დი ფასეული რესურსის, მოთხოვნილებათა მაქსიმალური დაკმაყოფილება, მისი შე-
მოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია მხოლოდ პოსტინდუსტრიული ეკონომიკის
ფორმირების შემთხვევაში. ამრიგად, აუცილებელია, რომ ეროვნული ეკონომიკის
იდეოლოგიის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენდეს არა მარტო სასოფლო-სამე-
ურნეო პროდუქციის წარმოების წახალისება, იმ მოტივით, რომ ჩვენ ისტორიულად
აგრარულ ქვეყანას წარმოვადგენდით, არამედ აუცილებელია ეროვნული ეკონომიკუ-
რი იდეოლოგია მიმართული იყოს მეცნიერებატევადი, რთული, უნიკალური საქონ-
ლის წარმოების წახალისება-ხელშეწყობისაკენ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს
მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო კვლევებისა და განათლების
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელშეწყობა.
150
საქართველოში აუცილებელია შერეული ეკონომიკური სისტემის ფორმირება,
რომლის ეფექტიან ფუნქციონირებაში, როგორც პროფესორი რ. გოგოხია აღნიშნავს
„მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი, ამ უკანასკნელს არ ძა-
ლუძს შეცვალოს კონკურენტული საბაზრო ორგანიზაცია. ის უნდა მიესადაგოს მას
და ორივე უნდა რეალიზდებოდეს როგორც შერეული ეკონომიკის ქვესისტემა”.
პოსტინდუსტრიულ და აგრარულ–ინდუსტრიულ საზოგადოებებს შორის არ-
სებული მკვეთრი განსხვავება არის სწორედ ის პუნქტი, რომელიც მიუთითებს სახე-
ლმწიფოს დიფერენცირებულ როლზე ეკონომიკაში, ეროვნული ეკონომიკის განვი-
თარების დონის მიხედვით. საქართველოში, სადაც ბაზრის თვითრეგულირების მექა-
ნიზმი სუსტია და ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, სწო-
რედ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თვითრეგულირების მაღალი ხარისხის მქო-
ნე საბაზრო მექანიზმების ჩამოყალიბებას. სტიქიურ საბაზრო ეკონომიკას სახელმწი-
ფოს მნიშვნელოვანი როლის გარეშე არ ძალუძს პოსტინდუსტრიული ეკონომიკის
ფორმირებისათვის აუცილებელი წინამძღვრების ჩამოყალიბება–ფუნქციონირება.
როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნეოკეინსიანური მიმართულების
გამოჩენილი წარმომადგენელი ე. ჰანსესი აღნიშნავდა: „მიმითითეთ ქვეყანაზე დაბა-
ლი საზოგადოებრივი დანახარჯებით და მე დაგისახელებთ ქვეყანას ცხოვრების და-
ბალი დონით. აშშ-ში განათლების სფეროში დაბანდებული 100 დოლარი გამოიწვევს
შრომის მწარმოებლურობის უფრო სწრაფ ზრდას, ვიდრე საწარმო შენობებში, მან-
ქანებსა და მოწყობილობებში დაბანდებული 100 დოლარი. გარდამავალი ეკონომიკის
მქონე ქვეყნების უმრავლესობაში არ არსებობს ტრანსნაციონალური კორპორაციები.
შესაბამისად, გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესში აქტიური ჩარ-
თვისათვის ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფოს ხელშემწყობი
როლი. კომპანიების ხელთ არსებული კაპიტალის კონცენტრაცია და ცენტრალიზაცია
მათთვის წარმოადგენს სწორედ იმ ობიექტს, საიდანაც იწყება გლობალური ეკონომი-
კის ფორმირების პროცესში სრულყოფილი მონაწილეობა. თანამედროვე მსოფლიოში
ურთიერთობის ერთ-ერთი ვექტორი გადის სწორედ კომპანიებს შორის ურთიერთო-
ბაზე, რაც მოითხოვს ეროვნული ეკონომიკის შიგნით ძლიერი კომპანიების ფორმი-
რების, მსოფლიო ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას.
ამრიგად, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული კაპიტალის ექს-
პანსიას, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის ტრანსნაციონალიზაციის ხარისხს.
151
XV. 5. სახელმწიფოს როლი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში

ეროვნული კაპიტალის ექსპანსია და საზღვარგარეთ როგორც პირდაპირი, ისე


უცხოური ინვესტიციების განხორციელება გაზრდის მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის
ინტეგრირების დონეს. გლობალური ეკონომიკის არეალის გაფართოება და მისი ცალ-
მხრივი განვითარების (განვითარებული ქვეყნების ჩარჩოებში) აღმოფხვრა დაკავში-
რებულია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, კონკურენციული უპირატესო-
ბის საფუძველზე უდიდესი კომპანიების შექმნისათვის ხელშეწყობაში, რომელთაც
შეუძლიათ გარკვეული ნიშის დაკავება მსოფლიო ბაზარზე. გარდამავალ ქვეყნებში
ტრანსნაციონალური კორპორაციების არარსებობა მიუთითებს სახელმწიფოს უმნიშვ-
ნელოვანეს როლზე განათლებისა და კვლევით სამუშაოთა დაფინანსების კუთხით.
როგორც ქართველი მეცნიერები აღნიშნავენ, „სწორედ ტრანსფორმაციული
კრიზისის დროს 1990-1993 წლებში უნგრეთის მშპ-ში საბიუჯეტო ხარჯებმა მიაღწიეს
მაქსიმალურ დონეს – 62%-ს, პოლონეთსა და სლოვაკეთში კი ეს მაჩვენებელი დასტა-
ბილიზირებულია 50%-ის დონეზე. ამასთან განსაკუთრებით საინტერესოა ამ ხარჯე-
ბის სტრუქტურა. ყველა ქვეყანაში აღინიშნებოდა ეკონომიკური ზრდის თავსებადობა
მასშტაბურ სახელმწიფო ხარჯებთან განათლებასა და მეცნიერებაზე. მაგ., უნგრეთმა,
ჩეხეთმა და პოლონეთმა 1990-იანი წლების განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა
განათლებაზე ხარჯების წილი მშპ–ში. იგივე შეიძლება ითქვას ტექნიკურ პროგრესზე
სახელმწიფო ხარჯებისა და ეკონომიკური ზრდის დინამიკის თავსებადობაზე. იქ,
სადაც ეს ხარჯები მაღალია, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, და პირიქით.
ამავე დროს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოს
როლი ისტორიულად მაღალი იყო, ასევე თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფო ხარჯე-
ბის წილი, მათ შორის მეცნიერებსა და განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები მშპ-
ში საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ვითარდება
ევოლუციურად, და რომელზეც დიდ გავლენას ახდენს ისტორიული წარსული, მიმა-
რთულია სოციალური თანასწორობისაკენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ ქვეყნებში
არ არსებობს მკვეთრი ქონებრივი დიფერენციაცია. ხუთ ქვეყანაში (პოლონეთში, ჩე-
ხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და უნგრეთში) მდიდარი მოსახლეობის 10%-ის სუ-
ლადობრივი მაჩვენებელი უღარიბესი ფენის შემოსავლებს 4,5 _ 5,5ჯერ აღემატება.

152
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ამ ქვეყნებში ევროპული პოსტინდუსტრი-
ული ეკონომიკის ფორმირების წინამძღვრების არსებობაზე. ოცდამეერთე საუკუნის
მეორე ათწლეულში საქართველოს დღის წესრიგში დგას ევროკავშირში და ნატოში
გაწევრიანება და მათთან ურთიერთობათა გაფართოება-გაღრმავების საკითხი. თანა-
მედროვე ეტაპზე განსაკუთრებული სიმწვავით დადგა საკითხი საგარეო ვაჭრობისა
და ზოგადად საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ქვეყნების მზარდი
ურთიერთდამოკიდებულების კიდევ უფრო გარღრმავება–გაფართოების თაობაზე.
ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ღია ეკონომიკის საფუძველზე საერ-
თაშორისო კონკურენციის გამწვავება ამცირებს მთავრობის მიერ ავტონომიური ეკო-
ნომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას და ზოგადად, ზღუდავს ქვეყნის
სუვერენიტეტს. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში გაიზარდა ეკონომიკის სფეროში
ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი, რომლის შემცირების მიზნით ქვე-
ყნები უპირატესობას ანიჭებენ ცალკეულ საკითხებზე მრავალმხრივ მოლაპარაკებებს.
შესაბამისად, მრავალმხრივი შეთანხმებები ასახავენ ეროვნულ სახელმწიფოთა
მიდგომას ურთიერთდამოკიდებულების ზრდის პროცესისადმი. ეროვნული სახელმ-
წიფოები ვაჭრობას მიიჩნევენ როგორც ყოვლისმომცველი ეკონომიკური რეფორმების
ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
ეს იდეოლოგია შემუშავებულია ამერიკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის
მიერ. და მიმართულია ქვეყნების სოციალური დიფერენციაციის გაღრმავებისაკენ.
აღსანიშნავია ის გარემოება რომ ზემოთაღნიშნული ავტორიტეტული საერთაშორისო
ინსტიტუტის რეიტინგების მიხედვით, ქვეყნის შიგნით საზოგადოების ცალკეულ ფე-
ნებს შორის სოციალური თანასწორობის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაკავე-
ბული მაკრო–ეკონომიკური პოზიციები მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
XXI საუკუნის მეორე ათწლეულის საქართველოში უკვე შეინიშნება პოსტინ-
დუსტრიული ეკონომიკის ფორმირების წინამძღვრები. რა თქმა უნდა, საქართველო-
სათვის ლიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზ-
ნების მიღწევის ინსტრუმენტი. თუმცა ლიბერალიზაცია თითქმის არასდროს არ ატა-
რებდა სავალდებულო ხასიათს. საგარეო სავაჭრო პოლიტიკის გატარებისას მნიშვნე-
ლოვანია თანმიმდევრობის დაცვა, ამ პოლიტიკის შესაბამისობა ეკონომიკის წინაშე
არსებულ პრობლემებთან. საგარეო სავაჭრო პარტნიორთა მრავალფეროვნება ეკონო-
მიკას ხდის ნაკლებმგძნობიარეს საერთაშორისო ვაჭრობაში მიმდინარე ძვრებისადმი.
153
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეთერია ე. გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკა. თეორია და პოლიტიკა.


გამომცემლობა “უნივერსალი”, თბილისი. 2009 წ. გვ., 266;
2. დავითაშვილიზ.ნაციონალიზმი და გლობალიზაცია.“მეცნიერება”,თბ,2003.გვ.444;
3. ჰერსტი პოლ. ტომპსონი გრემ. გლობალიზაცია (კრიტიკული ანალიზი), გამომ-
ცემლობა “დიოგენე”, თბილისი, 2005 წ. გვ. 337.
4. გეგუჩაძე ქ. ბერიძე ბ.. გლობალიზაცია გამომცემლობა. “მათუმი”. 2003 წ. გვ. 43.
5. გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის განვითარება: გამოწვევები და შე-
საძლებლობები შრომების კრებული. გამომ “უნივერსალი”, თბ. 2008 წ.გვ.,424;
6. გლობალიზაცია, მსოფლიო კრიზისი და სამხრეთ კავკასია. საერთაშორისო სამეც-
ნიერო კონფერენციის მასალების კრებული. “ინოვაცია”, ქუთაისი. 2009, გვ. 322;
7. Международные экономические отношения. Учебник. \Под ред. Б. М. Смитиенко.
Москва. Изд. «ИНФРА—М». 2005 г. 514—с

154

You might also like