You are on page 1of 5

IV.

ლექცია

მსოფლიოს ძირითადი გეოეკონომიკური სკოლები

აშშ

ცივი ომის შემდგომ პერიოდში ამერიკელმა მეცნიერმა ედვარდ ლუტვაკმა


სამეცნიეროÿÿლიტერატურაში დაამკვიდრა ცნება `გეოეკონომიკა~. ამ ტერმინით მან აღნიშნა
დასავლეთის (უპირველესად აშშ) ქვეყნის მომავალი პოლიტიკა საერთაშორისო
ურთიერთობების სფეროში, რომელიც მან გააჟღერა 1990 წლის ზაფხულში ჟურნალ `ნაციონალ
ინტერესტს~–ში გამოქვეყნებულ სტატიაში `გეოპოლიტიკიდან ეკონომიკისაკენ. კონფლიქტის
ლოგიკა, ვაჭრობის გრამატიკა~ . ასეთი გეოეკონომიკა _ წერს ე. ლუტვაკი _ მოითხოვს
ეკონომიკური შეტევისა და თავდაცვის ხერხების დამუშავებას, რომელიც მიმართული იქნება
მთავარი მიზნისკენ _ უზრუნველყოს დასაქმების ყველაზე კარგი შესაძლებლობა საკუთარი
მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის და თუ საჭირო გახდა უცხო ქვეყნის მოსახლეობის
ზიანის მიყენების ხარჯზეც. ე. ლუტვაკის საწყის ფორმულირებაში კი გეოეკონომიკის
დანიშნულება, მისი მისია შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: თუ მისი (ერის) შიდა
ერთსულოვნება კონსოლიდირებული უნდა იყოს საფრთხის თავიდან აცილებისკენ. დღეს ასეთ
საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკა. კლასიკურ გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკას შორის
ძირითადი განსხვავება, ამ მეცნიერის აზრით უნდა განისაზღვროს ორი მომენტით: ა) მსოფლიო
პოლიტიკის დიდი პრურალიზმით, სადაც სამხედრო-ძალოვანი მოდალურობა უკვე ღიად
აღარაა დომინანტი; ბ) იმით, რომ თუ ადრე სახელმწიფოები მსოფლიო ომების სუბიექტები და
მისი არეალის შემქმნელები იყვნენ, ამჟამად ქვეყნებს ბრძოლა უწევთ მსოფლიო ეკონომიკის
არენაზე, რომელსაც ისინი მთლიანად ვერ ფარავენ, რადგან ამ არენის მნიშვნელოვან ნაწილს
იკავებს პრივატული, მათ შორის ტრანსნაციონალური კაპიტალი, რომლის ლოგიკა და
ინტერესები შეიძლება არ დაემთხვეს ერის გეოეკონომიკურ ამოცანებს.

მოგვიანებით ე. ლუტვაკმა განავითარა თეზისი `კონსოლიდირებულ ეკონომიკურ


საკითხთან~ დაკავშირებით და მეცნიერულ ბრუნვაში შემოიტანა შემდგომში არცთუ
პოპულარული ტერმინი `ტურბოკაპიტალიზმი~, რითაც მან აღნიშნა დედამიწაზე მოძრავი
ფინანსური დინებები და `სიღარიბის აჩრდილი~, რომლებმაც სახელმწიფოების წინაშე
წარმოქმნა კიდევ ერთი ახალი, კონტროლს დაუქვემდებარებელი პრობლემა, რომლებსაც
ამჟამად გეოფინანსებს უწოდებენ . ამ ტერმინის ე. ლუტვაკისეული გაგება გულისხმობს, არა
მხოლოდ ტერმინ `გეოპოლიტიკასთან~ რაიმე საპირწონეს, არამედ ამ ტერმინით იგი
`დაუპირისპირდა~ ასევე ტერმინებს `მერკანტილიზმი~ და `ეკონომიკური ომი~.

ე. ლუტვაკის აზრით, ორპოლუსიანი მსოფლიოს შემდგომ სამხედრო სიძლიერე


გადადის მეორე პლანზე, სახელმწიფოთა იერარქია, მათი რანგი და ქმედითუნარიანობა
საერთაშორისო არენაზე დღეს მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერით განისაზღვრება.

იტალია

ცოტა მოგვიანებით გეოეკონომიკის ფორმირება დაიწყო იტალიაში, რომლის


ფუძემდებლად ითვლებიან კარლო ჯანი და პაოლო სავონა. ეს მკვლევარები გეოეკონომიკას
განიხილავენ, როგორც `ყველა ეკონომიკური მიზანდასახულობისა და სტრუქტურის ერთიან
სტრატეგიაში მოქცევას ამა თუ იმ ქვეყნის დონეზე, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში
არსებულ სიტუაციას~, მათ შორის, სიტუაციას ფინანსურ ბაზრებზე, რომელზეც მოძრაობს
კაპიტალი და რომელიც არც ერთ სახელმწიფოსთან არ ასოცირდება, თუმცა ისინი თვითონ
ირჩევენ სად გადაიხადონ, ან არ გადაიხადონ გადასახადები. ე.ლუტვაკის კვალდაკვალ
სახელმწიფოს (როგორც ერის ინტეგრაციის ინსტიტუტის) მთავარ საფრთხედ, ეროვნული
ეკონომიკური საზღვრების მოშლის პირობებში, იტალიელი ავტორებიც მიიჩნევენ არა ღარიბთა
სოციალურ ამბოხს, არამედ კაპიტალის მისწრაფებას „მდიდართა ბუნტისაკენ“. ასეთი ბუნტი კი
საფუძველი ხდება ეროვნული კონსოლიდაციის შესუსტების, იმ ეკონომიკურად წარმატებულ
ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობიან სახელმწიფოთა
მხრიდან მხარდაჭერას. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ არავითარი სურვილი დააფინანსონ
ნაკლებად განვითარებული მეზობელი ტერიტორიები და მზად არიან შექმნან „არქიპელაგი……
სიმდიდრის კუნძულისა, სიღარიბის ოკეანის შუაგულში“ .

კ. ჯანისა და პ. სავონას პათოსია განამტკიცონ ეროვნული სახელმწიფო, რომელიც


იჭყლიტება „მტაცებლურ ქალაქებსა“ და მზარდ გეოეკონომიკურ იმპერიებს შორის
(ევროკავშირის მსგავსი).

რამდენადაც ახალი ტექნოლოგიები ამცირებენ მოთხოვნილებას სამუშაო ძალაზე,


იტალიელი გეოეკონომისტები მთავრობებისათვის ვერ ხედავენ სხვა გზას, თუ არა მათი უარი
მრავალ სოციალურ გარანტიაზე საზოგადოების ქვედა ფენების (ღარიბთა) მიმართ, იმ მიზნით
რომ ინტენსიურად შეუწყონ ხელი კაპიტალს, რათა ეროვნულ ტერიტორიაზე შექმნან
`სიმდიდრე ნაკლები სოციალური დანახარჯებით“.
ამდენად, ე. ლუტვაკის მიერ ზემოთ ფორმულირებული პრინციპი `დასაქმების ყველაზე
კარგი შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის~, იცვლება ლოზუნგით
„მეტი ღარიბი, ნაკლები უმუშევარი“. კ. ჯანი და საერთოდ იტალიური გეოეკონომიკის მამები,
დასცინიან ყბადაღებულ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს, როგორც `დემოკრატიის
დეფიციტს, რომლის დროსაც „სულ უფრო მეტი დეფიციტი და სულ უფრო ცოტა დემოკრატიაა „
. ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამ ეჭვის გარეშეა, კ. ჯანი, პ. სავონა და მათი კოლეგები
დაჯერებული ეტატისტები არიან. მათ ერთი სურვილი აქვთ შეინარჩუნონ იტალიის ეროვნული
სახელმწიფო, რისთვისაც ისინი იმ უკანასკნელ ხარკს იღებენ, რაც შეიძლება მოითხოვოს ახალმა
მსოფლიო წესრიგმა, რასაც ეწირება ღარიბთა ცხოვრების დონე, პენსიონერთა უზრუნველყოფა
და უფროსი თაობის იმედები. იტალიელთა თანამემამულის ნ. მაკიაველის სიტყვებით
„სახელმწიფო მუდმივად უნდა იყოს მზად დაიცვას ეროვნული ინტერესები და არ დაიცვას
ნებისმიერ ფასად არსებული ხელშეკრულებები“.

ამდენად, თუ ე. ლუტვაკი ფიქრობდა გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის


ერთმანეთისაგან გამიჯვნას, იტალიელი კორპუსის გენერალ კ.ჯანისათვის გეოეკონომიკა
წარმოადგენს არა გეოპოლიტიკის ალტერნატივას, არამედ მის შეზღუდულ ნაწილს
განსაკუთრებული მეთოდოლოგიით, სადაც გამოიყენება გეოპოლიტიკური ლოგიკა სპეციალურ
ვარიანტში, როგორც „დინებების ლოგიკა“ (რომელიც უკავშირდება რესურსებს, კერძოდ,
ფინანსურ დინებებს). ამ ახალ ხარისხში გეოეკონომიკამ უნდა ითანამშრომლოს გეოპოლიტიკის
სტრატეგიულ დარგთან – გეოსტრატეგიასთან, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს არა უბრალოდ
სამხედრო ძალის დასაყრდენში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, `ტერიტორიულ_პოლიტიკური
ლოგიკის~ დასაბუთებაში.

ყოველ შემთხვევაში როგორც ე. ლუტვაკი, ასევე კ. ჯანი გეოეკონომიკას მოიაზრებენ


როგორც სახელმწიფოს კურსს, რომელიც უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობას XXI-ს.
ტრანსნაციონალიზებულ მსოფლიოში.

რუსეთი

რუსეთში ეს ცნება მკვიდრდება 1995-1996 წწ. და თავიდან გამოიყენებოდა დიდი


სივრცეების გეოპოლიტიკის ტრადიციულ სტილში. რუსული „გეოეკონომიკა“ ფორმირების
საწყის ეტაპზე ორიენტირებულია ორ მიმართულებაზე : ა) შეიმუშაოს ის ხერხები და
სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის ავტონომიური ბაზრის ფორმირებას და ბ)
მიიტაცოს `ახლო საზღვარგარეთის~ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს მიმართულებები
ამჟამადაც ძალაში რჩება, იმის მიუხედავად, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი სრულად ახალ
მოთხოვნებს უყენებს რუსეთს.

როგორც ზემოთ დავინახეთ კ. ჯანისათვის გეოეკონომიკა წარმოადგენს გეოპოლიტიკის


შიდა მეთოდოლოგიური დიფერენციაციის შედეგს, ხოლო ე. კოჩეტოვისათვის იგი არის
კონიუქტურათმცოდნეობის უმაღლესი ფორმა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მეცნიერი
თავისი კვლევის კონცენტრირებას ახდენს ცივილიზაციური განვითარების ისეთი მოდელის
ძიებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს `არა მხოლოდ ურთიერთობების სფეროს~,…არამედ
საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესებში თანამშრომლობას, ამ ჯაჭვის ნაწილის გატანას
ეროვნული ჩარჩოების მიღმა. (ეკონომიკური საქმიანობის ტრანსნაციონალიზაცია)~. ამ ავტორის
მონოგრაფიაში გატარებულია აზრი, რომ საჭიროა მსოფლიო პროცესების ყველა მონაწილემ
მიიღოს სარგებელი, ამ პროექტებისაგან, (განსხვავებით გეოპოლიტიკისაგან), სადაც ერთის
გამარჯვება ნიშნავს მეორის დამარცხებას.

ე. კოჩეტოვისაგან რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს გვთავაზობს პ.


შედროვიცკი, რომელიც წერს, რომ `ეროვნულ-ტერიტორიული საზღვრები ჩვენს თვალწინ
კარგავენ ეკონომიკურ აზრს~ და იგი არ ენდობა არც `ეროვნული კაპიტალის ენაზე მომავლის
დაგეგმვას~ და არც `ქვეყანა-სისტემების~ სიცოცხლისუნარიანობას. მისთვის მისაღებია
მსოფლიო, სადაც წინა პლანზე გამოდის მსოფლიო დიასპორები. მსხვილი ტრანსრეგიონული
გაერთიანებები, ან ქვეყნების სტრატეგიული ალიანსები, მსოფლიო ქალაქები (მსოფლიო
გეოეკონომიკური ქსელის ინფრასტრუქტურული კვანძები) ანთროპოსტუქტურები (ერთად
შეკრული ჯგუფები და ასოციაციები, რომლებიც იყენებენ, ერთის მხრივ, საქმიანობის
ორგანიზაციის ქსელურ ფორმებს და მეორე მხრივ, კულტურულ პოლიტიკას მსოფლიო
პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის, სადაც `დიასპორები, ანთროპოსტუქტურები და
მსოფლიო ქსელები გადაიქცევიან გადაწყვეტილების მიღების ცენტრებად, რომელიც შემდეგ
ფორმდება სახელმწიფოთა ვალდებულებებად~. ეს არია ის ახალი სტრატეგია, რომელსაც
რუსეთი იყენებს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენების შესანარჩუნებლად.

ამდენად, გეოეკონომიკის ფორმირების სათავეებთან დგას სამი მიმართულება:


ამერიკული, იტალიური და რუსული, რომლებიც კონცეფტუალური ხედვითა და საფუძვლებით
მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როგორც ზემოთ დავინახეთ `გეოეკონომიკის~
ცნება შემთხვევით არ აღმოცენებულა, თუმცა არსებობს ამ ტერმინის გაშიფვრის რამდენიმე
ვარიანტი, ერთი რამ ნამდვილად არ იწვევს ეჭვს, კერძოდ, ყველა შემთხვევაში ეს ტერმინი
გამოიყენება პოლიტიკის, ეკონომიკისა და სივრცის შერწყმის აღნიშვნისათვის რთულად
დანაწევრებულ მთლიანობაში. მეორეს მხრივ, ვფიქრობთ, ამ ტერმინის შემოტანა გარკვეულად
ავსებს ამ სფეროში არსებულ ლექსიკის დეფიციტს, კონკრეტულად იგი აფიქსირებს
თანამედროვე მსოფლიოში იმ პროცესს, როცა ეკონომიკა უპირატესად ასრულებს
მმართველობით და სახელისუფლებო ფუნქციებს, როგორც ლოკალურ ისე გლობალურ
დონეებზე.

You might also like