You are on page 1of 4

გეოგრაფიული დეტერმინიზმი სათავეებთან

გეოგრაფიული დეტერმინიზმი - გეოგრაფიული და სოციალური ტერმინი, რომელიც


აღნიშნავს საზოგადოებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულბას. იდეა
გეოგრაფიული დეტერმინიზმისა 2 ათას წელზე მეტს ითვლის. ამ სწავლების სოციალური
ფუნქცია სხვადსხვა ეპოქაში გარკვეულ სახეცვლილებას განიცდიდა, რაც არსებული
პოლიტიკური წეს-წყობილების, რევოლუციის მიზეზების ან კოლონიალიზმის
გამართლებაში გამოიხატებოდა.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც იწყება თანამდროვე გაგებით მეცნიერების


ჩამოყალიბება, მრავალი მოაზროვნის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: რა განაპირობებს
სხვადასხვა გარემოსა და ისტორიულ ეპოქებში სოციო - ისტორიულ მრავალფეროვნებას ?
ერთ - ერთი პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან შეკითხვაზე იყო ის, რომ სხვადასხვა
საზოგადოებები განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ, რაც წარმოადგენს მათი
მრავალფეროვანი სოციალური, კულტურული, ინტელექტუალური და ეკონომიკური
ცხოვრების მიზეზს.

თავისთავად, ამგვარი თეორია არ შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ დეტერმინიზმად.


გეოგრაფიულ დეტერმინიზმზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუნებრივი
გარემო წარმოადგენს სოციალური ცხოვრების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს.

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი სწავლულის ჰიპოკრატეს ნაშრომში - „ჰაერის, წყლისა და


ადგილების შესახებ“ ეს თეორია ჩანასახოვანი ფორმით გვხვდება. სახელგანთქმული ექიმი
ამტკიცებდა, რომ ადამიანთა გარეგნულ სახესა და წეს - ჩვეულებებში აისახება ქვეყნის
ბუნება. ჰიპოკრატეს მოსაზრება განავითარა არისტოტელემ, რომელიც წერდა თავის
„პოლიტიკაში“: „ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობენ დაჯილდოვებულნი
არიან დიდი სიმამაცით, მაგრამ არ ჰყოფნით გონება სახელმწიფოებრივი საქმეების
გადასაწყვეტად. ამიტომ მათ არ შეუძლიათ იბატონონ მეზობლებზე. აზიის მოსახლეობა კი
პირიქით, გამოირჩევა გონებრივი განვითარებით, მაგრამ აკლიათ სიმამაცე. ამიტომ ისინი
ცხოვრობენ მორჩილებასა და მონურ მდგომარეობაში“. არისტოტელეს თეორიას ნაწილობრივ
იზიარებდა რომაელი ისტორიკოსი პოლიბიოსიც.

თუმცა, გეოგრაფიული დეტერმინიზმის პირველი ჩამოყალიბებული კონცეფცია შეიქმნა XVI


საუკუნეში. მისი შემოქმედი გახლდათ ფრანგი სწავლული ჟან ბოდენი. თავისი თეორია
მეცნიერმა განავითარა ორ ნაშრომში - „მსუბუქი შემეცნების მეთოდი“ და „ექვსი წიგნი
სახელმწიფოს შესახებ“.

ბოდენი მიიჩნევს, რომ ბუნებრივ ფაქტორებს შორის სწორედ კლიმატი თამაშობს გადამწყვეტ
როლს კაცობრიობის ისტორიასა და სოციალურ ცხოვრებაში. ის გამოყოფს სამ ძირითად
კლიმატურ ზონას - სამხრეთის, ჩრდილოეთის და ზომიერ ზონას. მეცნიერს შემოაქვს
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცნებაც, რომელშიც აღმოსავლეთს აკუთვნებს სამხრეთის
ზონას, ხოლო დასავლეთს - ჩრდილოეთისას. ამას გარდა, საზოგადოების ცხოვრებაზე
გავლენას ახდენს ისეთი ბუნებრივი ფაქტორები, როგორებიცაა მთიანი, ჭაობიანი ან უდაბნო
გარემო, ასევე ნაყოფიერი და უნაყოფო ნიადაგი. თუმცა, გადამწყვეტი მაინც კლიმატი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში სითბოს რაოდენობა მცირეა, ბოდენის აზრით, ამ


ზონაში მაცხოვრებლებს მეტი შინაგანი სითბო აქვთ. რაც შეეხება სამხრეთის მკვიდრთ, მათ
მზის სითბო უხვად აქვთ, მაგრამ აკლიათ შინაგანი სითბო. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით
სწავლული ასკვნის, რომ საკუთარი შინაგანი სიმხურვალის გამო ჩრდილოელები უფრო
ამტანნი, უშიშარნი და აქტიურნი არიან. ბოდენის აზრით, სამხრეთელთა აზროვნება მეტადაა
მიდრეკილი მჭვრეტელობისკენ, ხოლო ჩრდილოელნი - ხელოსნობისა და
გამომგონებლობისკენ. რაც შეეხება ზომიერი კლიმატის მოსახლეობას, ის ძირითადად
სხვადსხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას.

ჟან ბოდენი თვლის, რომ ნაყოფიერი ნიადაგის მაცხოვრებლები ფუფუნებისკებ არიან


მიდრეკილნი, ხოლო უნაყოფო ქვეყნები სახელოვანი მეომრებითა და ხელმარჯვე
ოსტატებითაა დასახლებული. სწავლულს მაგალითისთვის მოჰყავს ატიკა. ამ მხარის
vvუნაყოფო მიწებმა აიძულა ათენელები ხელოვნებაში უდიდესი წარმატებისთვის მიეღწიათ.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორიას იზიარებდა XVII – XVIII საუკუნეების მოღვაწე


ჟან-ბატისტ დიუბო. საკუთარი შეხედულებები მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „კრიტიკული
ფიქრები ფერწერისა და პოეზიის შესახებ“. ამ წიგნში ავტორი განიხილავს არა კაცობრიობის
ისტორიას მთლიანობაში, არამედ - ხელოვნების ისტორიას.

დიუბო აღნიშნავს, რომ ხელოვნების ისტორიაში იყო აღმასვლისა და დაღმასვლის


პერიოდები, რომელთაგანაც შეიძლება გამოვყოთ ოთხი დიდი პერიოდი: 1) ეპოქა, რომელიც
იწყება ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპე II - ის გამეფებამდე 10 წლით ადრე; 2)
იულიუს კეისრისა და ოქტავიანე ავგუსტუსის ეპოქა; 3) რომის პაპების - იულიუს II - ის და
ლეონ X - ის ეპოქა; 4) ლუი XIV - ის ეპოქა. ხელოვნების აყვავებისა და დაცემის მიზეზების
კველევისას მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ ფაქტორებზე.

როგორც დიუბო გვეუბნება, არსებობენ ქვეყნები, რომლებშიც ვერასოდეს დაიბადებიან ვერც


დიდი მხატვრები და ვერც დიდი პოეტები. ასეთები არიან ჩრდილოეთის ქვეყნები.

ამ მოვლენის მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ადგილობრივ კლიმატში, უპირველეს


ყოვლისა, ჰაერის ხარისხში. „რადგანაც, - წერს დიუბო, - ადამიანის სული და სხეული
ურთერთქმედებენ ერთმანეთზე, ამიტომ სულის ხასიათი განპირობებულია სისხლის
ხარისხით. სისხლით იკვებება ჩვენი სხეული ყველა ორგანო, რომელიც მიაწვდის მათ იმ
ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვისა და მოზარდის ზრდისთვის“. სწავლული
ასკვნის, რომ - „სისხლის ხარისხი დიდწილად არის განპირობებული იმ ჰაერის ხარისხით,
რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. განსაკუთრებით იმ ჰაერისა, რომელსაც ბავშვობაში ან სიყრმეში
ჩავისუნთქავდით, რადგანაც სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის ფორმირება.
სწორედ, ამიტომ განსხვავდებიან სხვადსხვა კლიმატის პირობებში მაცხოვრებელი ხალხები
ერთმანეთისგან საკუთარი ინტელექტითა და მიდრეკილებებით. თვით ჰაერის ხარისხი კი
დამოკიდებულია ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლებულ წყალზე. ნიადაგის სხვადსხვა
შემადგენლობა განსხვავებულ ჰაერს წარმოქმნის“.

სხვადასხვა ხალხების სულისა და მიდრეკილებების განმსაზღვრელ ფაქტორად ჰაერის


მიჩნევა დიუბოს საშუალებას აძლევს განმარტოს, თუ რატომ აქვთ განსხავებულ ეპოქებში
ერთი და იმავე ერებს განსხვავებული წეს - ჩვეულებები და მიდრეკილებები. საქმე იმაშია,
რომ ჰაერის თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი
ისტორიის მანძილზე კონკრეტული საზოგადოების თვისებათა ცვლილებისა.

ამ თეზისის დასადასტურებლად დიუბოს მოჰყავს კონკრეტული მაგალითი: „თუ განსხვავება


იტალიელებსა და ფრანგებს შორის განპირობებულია ამ ქვეყნებში ჰაერის
არაერთგვაროვნებით, ასევე წარმატებით შეიძლება დავასკვნთ, რომ ფრანგებს შორის
სხვადასხვა ეპოქებში ზნე - ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შეცვალა განპირობებულია
კლიმატის ცვლილებით“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, გეოგრაფიული დეტერმინიზმის თვალსაზრისით,


ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს შარლ მონტესკიეს. მისი აზრით, საზოგადოებრივი
მოწყობის თვალსაზრისით გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი. მონტესკიე წერდა:
„არიან ქვეყნები, როლებშიც ცხელი კლიმატი იმდენად ფიტავს სხეულს და აძაბუნებს სულს,
რომ მათი მაცხოვრებლები ყოველნაირ მძიმე სამუშაოს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის
შიშით ასრულებენ. ასეთ საზოგადოებებში მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც
სამოქალაქო საზოგადოება აქ პოლიტიკურ მონობაში იმყოფება“.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილის რელიეფი წარმოადგენს. „აზიაში, - ვკითხულობთ


მონტესკიეს ნაშრომში, - ყოველთვის არსებობდნენ ვრცელი იმპერიები; ევროპაში კი
პირიქით, ამგვარი იმპერიები დიდხანს ვერ ძლებდნენ. საქმე იმაშია, რომ აზიაში ვრცელი
ვაკეები მრავლად გვხვდება, რომლებიც ნაკლებად არიან დასერილი მთებითა და ხევებით.
რადგანაც ეს რეგიონი სამხრეთითაა, მთებში თოვლის საფარი სწრაფად დნება და ნაკლებად
წყალუხვნი მდინარეები ადამიანისთვის არ წარმოადგენენ რთულად გადასალახ ბარიერს.
ამიტომ აზიაში ხელისუფლება ყოველთვის დესპოტური უნდა იყოს. ამ ქვეყნებში არსებული
უკიდურესი მონობა საფუძველს ქმნის დიდი სახელმწიფოებისა და იმპერიების
არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადვილად დაიშლებოდა წვრილ და
უფრო მცირე ზომის ერთეულებად, რაც ქვეყნის ბუნებრივი დაყოფისთვის შეუთავსებელი
იქნებოდა“.

You might also like