You are on page 1of 3

სემინარი 2

1. რით განსხვავდება XIX საუკუნის არქეოლოგია


თანამედროვისაგან? მოიყვანეთ მაგალითები.

როგორც უკვე გაირკვა , XIX საუკუნე მართლაც, რომ დიდი


არქეოლოგიური აღმოჩენების პერიოდი იყო , არქეოლოგებს კი
თავგადასავალთა მაძიებლებლებად თვლიდნენ . რთული არ არის ისაუბრო
მე-19 საუკუნისა და დღევანდელი არქეოლოგიის განსხვავებაზე .
ინტელექტუალური ინტერესები იყო ძველ პერიოდში ის მთავარი
მოტივაცია , რამაც განაპირობა ჩაძირულ ცივილიზაციებსა და დაკარგულ
სამყაროზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა . არქეოლოგებისთვის
მთავარი მიზანი იყო მოეპოვებინათ მაქსიმალური ცნობები არტეფაქტების
კვლევის შედეგად . ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ჰაინრიხ შლიმანის
მაგალითი , ვინაიდან მას მიზანდასახულობით ვერავინ ვერ შეედრება . მან
1871 წელს ტროას (ლეგენდარული ქალაქის) ძებნა დაიწყო . პირველ
წლებშივე გადათხარა 325000 კუბური მიწა და დაამტკიცა , რომ ჰომეროსის
მითებს ჰქონდათ რეალური საფუძველი .

XIX საუკუნის არქეოლოგიისგან განსხვავებით , დღევანდელი ვითარება


მკაფიოდ განსხვავებულია , თუკი ადრე ერთ თვეში დაკარგული
ცივილიზაციების აღმოჩენა შეეძლოთ , ახლა ძალიან ცოტას თუ გაუღიმებს
ბედი , რომ დიდი აღმოჩენის ავტორები გახდნენ. ვერ პოულობენ იმაზე
უფრო ნიშანდობლივს , ვიდრე კერამიკა ან ფილიგრანულად
დამზადებული ქვის იარაღია .

2. კითხვები , რომელზეც ცდილობს პასუხი გასცეს თანამედროვე


არქეოლოგიამ .

ის ფუნდამენტური შეკითხვები , რომლებზეც პასუხის გაცემას ცდილობენ


არქეოლოგები , არის შემდეგი :

1. რატომ განვსხვავდებით ეთმანეთისგან , როგორც გიოლოგიურად , ისე


კულტურულად ?
2. რითი ვგავართ და განვსხვავდებით ერთმანეთისგან ?
3. როდის გაჩნდა მრავალფეროვნების ფაქტორი და რატომ ?
3. რაში სჭირდება არქეოლოგია იმ თანამედროვე საზოგადოებას ,
რომლებსაც არ გააჩნიათ წერილობითი ისტორია? მოიყვანეთ
მაგალითები .

სწორედ არქეოლოგიაა ის უმთავრესი , რომელსაც შუძლია დაუბრუნოს ისტორია


იმ ხალხებს , რომლებსაც საკუთარი წარსულის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ , ეს
კი მხოლოდ იმით არის განპირობებული , რომ მათი ისტორია ზეპირად
გადაეცემოდა თაობიდან თაობას , ეს კი დროდადრო ,ბუნებრივია, ქრებოდა .
ბევრი ხალხი , რომელმაც ახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა , არქეოლოგიური
კვლევა-ძიების საშუალებით ცდილობს შეისწავლოს წინაპართა ნაკვალევი .
მრავალი წლის განმავლობაში ტანზანიასა და ზამბიაში გამოყოფდნენ სახსრებს
გათხრებისათვის , რომელთა შედეგები მალევე გაჩნდა მოსწავლეებისა და
სტუდენტების სახელმძღვანელოებში .

4. არქეოლოგია და პოლიტიკა .
არქეოლოგიას ხშირად იყენებენ ნაციონალური შუღლის გასაჩაღებლად . XX
საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში ნაცისტებმა არიული რასის უპირატესობის
დასამტკიცებლად არქეოლოგია გამოიყენეს „საბუთად“ . მას ასევე იყენებენ
ევროპის , მათ შორის კავკასიის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები . საყურადღებოა,
რომ კავკასიის კონფლიქტების ლიდერებად და აქტიურ მონაწილეებად , სწორედ
არქეოლოგები , ისტორიკოსები და ეთნოლოგები გვევლინებიან . წარსულის
კვლევა იშვიათად შეიძლება ჩაითვალოს ნეიტრალურად . არქეოლოგებს
მუშაობისას აუცილებლად შემოაქვთ საკუთარი კულტურული ფასეულობები .
ამდაგვარ ქვეცნობიერ ქმედებებს კი არაფერი აქვთ საერთო არქეოლოგიის
მიზანმიმართულ გამოყენებასთან სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების
განხორციელებისათვის .

5. აქვს თუ არა თანამედროვე არქეოლოგიას მონოპოლია წარსულის წარმოჩენაზე?


და თუ არა , რატომ ?

თანამედროვე არქეოლოგიას არ აქვს მონოპოლია წარსულის წარმოჩენაზე .

წარსული ხშირ შემთხვევაში შეიძლება იქცეს გაკვეთილად აწმყოსა და


მომავლისთვის. აქედან გამომდინარე , მარტივია ითქვას, რომ იგი
საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია , ამიტომაც ცდილობენ შეინარჩუნონ
კულტურული ფასეულობები . ჩვენ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ
ესკიმოსები. ისინი ინახავენ სიცოცხლის შენარჩუნების მექანიზმებს დედამიწაზე
ყველაზე უფრო მკაცრი კლიმატის პირობებში . წარსულის გაკვეთილებს ისინი
აწმყოშიც იყენებენ .

ბევრ ტრადიციულ საზოგადოებაში წინაპრები ითვლებიან საკუთარი მიწის


მცველებად და განასახიერებენ როგორც წარსულს , ასევე აწმყოსა და მომავალს .
ვინაიდან ასეთია რეალობა , არქეოლოგებს არ აქვთ უფლება ივარაუდონ , რომ
მხოლოდ ისინი არიან დაინტერესებულნი წარსულით . მიუხედავად იმისა , რომ
დასავლურ მეცნიერებაში არქეოლოგია წარმოადგენს ერთადერთ მეთოდს ,
რომელიც შეისწავლის დროში კულტურულ ცვლილებებს , მაინც არ აძლევთ
არქეოლოგებს უფლებას ექსკლუზიურად იყვნენ გაბატონებული წარსულზე .

ზოგიერთ საზოგადოებას , რომელსაც წარსული ძალიან ღირებულად მიაჩნია ,


განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე არქეოლოგებს . უხუცესები
იღებენ პასუხისმგებლობას აიცვან ზეპირსიტყვიერი ტრადიცია . ბევრ
ტრადიციულ საზოგადოებაში წარსული მეტად პერსონალიზირებულია და არ
ენდობიან არქეოლოგებს . სვამენ პრინციპულ კითხვხვებს : რა შეუძლიათ
არქეოლოგებს , რომლებიც ძირიტადად უცხოები არიან, შესთავაზონ კულტურულ
ჯგუფს , თუკი მათ უკვე აქვთ საკუტარი ისტორიის ცოცხალი ვერსია ? რატომ ნდა
მისცენ არქეოლოგებს უფლება აწარმოონ გათხრები მათი წინაპრების სამარხებისა
და სხვა სიწმინდეების ?

6. რა იწვევს თანამედროვე არქეოლოგიის კრიზისს? მოიყვანეთ


მაგალითები .
არქეოლოგიური დისციპლინა, სამწუხაროდ , შეეჯახა კრიზისს - ძეგლების
განადგურებას , რომელიც გამოწვეულია ერთი მხრივ , სამრეწველო
განვითარებასთან დაკავშირებულ ფართომასშტაბიან მშენებლობასთან . მეორეს
მხრივ , განძის მაძიებლობასთან . არქეოლოგიას ნდობას უკარგავენ ფართო
საზოგადოებებში .

არქეოლოგიური ძეგლები წარმოადგენენ ,, გადაშენების პირას მდგარ სახეობას“ .


ძველი ნამოსახლარები ნადგურდებიან ისეთი სისწრაფით , რომ მსოფლიო
არქეოლოგიური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი უკვე გაქრა .

შეიძლება ითქვას , რომ დედამიწაზე მზარდი მოსახლეობის მოთხოვნებებმა


მიაყენეს გამოუსწორებელი დანაკლისი არქეოლოგიურ საქმიანობას .

You might also like