You are on page 1of 5

ქართველი ხალხის წარმომავლობა

ამა თუ იმ ხალხის ეროვნებად ჩამოყალიბება ხანგძლივი ისტორიული პროცესის შედეგია. ამ


პროცესს მეცნიერებაში ეთნოგენეზი ეწოდება.მეცნიერება იცნობს ორი სახის ეთნოგენეზს-
პირველი გულისხმობს, ხალხის ისტორიის საწყის სტადიას,როდესაც ერთ გეოფრაფიულ
გარემოში მცხოვრებ მონათესავე და ზოგჯერ არამონათესავე ტომებს უყალიბდებათ საერთო
ნიშნები: საერთო ენა,კულტურა,სამეურნეო ტრადიციები,მსოფლიო აღქმა.

მეორე ტიპის ეთნოგენეზი ახალი დროის მოვლენაა,იგი შეიძლება განვითარდეს მიგრციების


შედეგად,უკვე ჩამოყალიბებულ ეთნოსთა ასიმილაციისა და კონსოლიდაციის გზით.

ბიბლიური ტრადიცია ქართველი ხალხის წარმომავლობის შესახებ ასეთია: ბიბლიური


ტექსტის სხვადასხვა ადგილას შეტანილია ხალახთა „წარმომავლობის ნუსხები“. ზოგჯერ ისინი
ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მთავარი ამ ნუსხებში არის სქემა - მსოფლიო ხალხები
მომდინარეობენ საერთო წინაპრისაგან - ადამისა და ევასაგან,ან - წარღვნის შემდგომ ნოეს
ნაშიერთაგან.ბაბილონის ენათა გაყოფის შემდეგ ,ნოეს ნათესავები - სემის,ქამის და იაფეტის
შთამომავლები - ქვეყნიერებაზე განიბნენ. იაფეტის შთამომავალი თარგამოსია მიჩნეული
სომეხთა და ქართველთა,რანთა და მოვაკნელთა,ჰერთა და ლეკთა,მეგრელთა და კავკასიანთა
მამამთავარი.თარგამოსი იყო ნოეს შვილიიაფეტის,შვილის თარშის ძე.თარგამოსი დამკვიდრდა
ორ მთას არარატსა და მასისს შორის.(„ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანა
მამათა“.ლ.მროველი XIს.)

უძველეს ქართულ საისტორიო თხზულებაში - „მოქცევაი ქართლისაი“-სქრონიკაში კი


მოთხრობილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველთა გადმოსახლება სამხრეთიდან, ე.წ.
არიან ქართლიდან(ირანის ქართლიდან).

ქართველი ხალხის ეთნოგენეზისადმი მეცნიერული ინტერესი XIXს-ში გაჩნდა,მაგრამ მეტ


ნაკლებად მწყობრი მეცნიერული თეორიები მხოლოდ XXს-ში ჩამოყალიბდა,რადგან ამ დროს
მეცნიერთა განკარგულებაში აღმოჩნდა მრავალფეროვანი მასალა - ენობრივი მონაცემები და
არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული ფაქტები,რომლებმაც არსებულ თეორიათაგან
ზოგი უარყო,ზოგი კი ახლებურად გააშუქა.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურდა ისტორიული


პროცესის უწყვეტობა პირველყოფილი ადამიანის სადგომებიდან, რკინის
ინდუსტრიამდე.გამოვლინდა რამდენიმე მძლავრი არქეოლოგიური კულტურა,რომელთა შორის
მემკვიდრეობითობის უწყვეტი ჯაჭვი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური ფაქტებიტ მტკიცდება,რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი მუდმივად


ცხოვრობდა კაცობრიობის დასაბამიდან.აქ განვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი ჩავარდნა არ
შეინიშნება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა თუ ტომის შემოღწევას და
ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივი კულტურული,ეკონომიკური და სხვა ხასიათის
კონტაქტები ჰქონდა ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან,ხალხებთან. ეს ყველაფერი აისახებოდა
ადგილობრივ ენებსა და კულტურაზე.უძველესი ლექსიკის საშუალებით შეიძლება აღვადგინოთ
ის ბუნებრივი გარემოც,რომელშიც ადამიანს უხდებოდა ცხოვრება, დავადგინოთ ის ხალხები,
რომლებიც ემეზობლებოდნენჩვენს წინაპრებს და ა.შ. ამ საკითხების გარკვევაში მეცნიერებს
დიდ დახმარებას უწევს როგორც ენათმეცნიერება,ისე არქეოლოგია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ქართველი ერი ავტოქტონურერია(ადგილობრივი,ძირძველი) და


არა მოსული.

ისტორიის დამხმარე დისციპლინები

1.წყაროთმცოდნეობა:- დღეისათვის ძირითადად გამოყოფენ წყაროების ორ კატეგორიას:


ნარატიულსა და ნივთიერს.ზოგჯერ კი ამატებენ აბსტრაქტულ წყაროებსაც. ნარატიული
წყაროებია, თხრობითი წყაროები(ზეპირიც და წერილობითიც). ნივთიერი წყაროებია:
არქიტექტურული ძეგლები,სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები,საყოფაცხოვრებო
ნივთები,გერბები,მონეტები,ადამიანის ჩონჩხის ნაწილები სა სხვა.

აბსტრაქტული წყაროებია: სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ინსტიტუტები,დაუწერელი


კანონები, ადათ - წესები,ტოპოგრაფიული სახელები და ა.შ

2. არქეოლოგია: - არქეოლოგიას ხატოვნად „ნიჩბით შეიარაღებულ ისტორიასაც“


უწოდებენ.არქეოლოგია,როგორც მეცნიერება XVIIIს-ის ბოლოს და XIXს-ის დასაწყისში
ჩამოყალიბდა.

1709წ.სამხრეთ იტალიაში აღმოჩნდა ახ.წ 79 წ. ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად


განადგურებული,ჩამარხული ძველი ქ.ჰერკულანუმი,1748 წ.დაიწყო ჯუზეპე ფიორელიმ ქ.
პომპეის გათხრები.

XIX ს-ეს დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების ეპოქას უწოდებენ. 1873 წელს გერმანელმა
არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა აღმოაჩინა ქ.ტროა,ხოლო 1876წ. მიკენური კულტურის და მათი
მეფის აგამემნონის სამარხი.

1898-99 წ-დან 1917 წლამდე რობერტ კოლდევეიმ ბაბილონში აღმოაჩინა ნაბუქოდონოსორის


სასახლე, ბაბილონის გოდოლი და სემირამიდას ბაღები.

XXს-ის 20-იან წლებში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა


აღმოაჩინა.

XX ს-ის 30-იან წლებში ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანსმა კ.კრეტაზე მინოსური


კულტურის,ლაბირინთის ფორმის სასახლე აღმოაჩინა.

არქეოლოგიას საქართველოში, 1871 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ფრიდრიხ ბაიერნმა(1817-86).

3.ეთნოგრაფია-ეთნოლოგია: მსოფლიო ხალხთა შემსწავლელი მეცნიერებაა.ამ მხრივ


საყურადღებოა ჰეროდოტე ჰალიკარნასელი(ძვ.წ Vს). ის პირველი დაინტერესდა ხალხთა
წარმოშობის საკითხით.საქართველოში კი ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბატონიშვილი(1696-
1757),ნაწარმოებით „აღწერა სამეფოსა საქართველოისი“.(1745წ)

4.პალეოგრაფია: ძველი ნაწერების შემსწავლელი მეცნიერებაა.

ლურსმული დამწერლობა 1802 წ.ამოიკითხა გერმანელმა გეორგ ფრიდრიჰ გროტეფენდმა,ხოლო


საბოლოო გაშიფვრა მოხდა 1857 წელს ოთხი მეცნიერის: ჰინსკის,ოპერტის,ტალბოტის და
რაულინსონის მიერ.

ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრა უკავშირდება ჟან ფრანსუა შამპოლიონის სახელს.

საქართველოში 1940 წ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არმაზის ბილინგვა(ორენოვანი წარწერა,


ბერძნულ-არამეულ ენებზე),რომელიც 1941 წელს გაშიფრა გიორგი წერეთელმა.

5. ნუმიზმატიკა: მონეტების შემსწავლელი მეცნიერებაა.საქართველოში ნუმიზმატიკური


მეცნიერების ფუძემდებელია მიხეილ ბარათაშვილი(1784-1856). მან1844 წ.პეტერბურგში რუსულ
და ფრანგულ ენებზე გამოსცა „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“.

6..ბონისტიკა: ფასიანი ქაღალდებისა და ქაღალდის ფულის შემსწავლელი


მეცნიერებაა.ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში გაჩნდა.მას იყენებდნენ მონღოლებიც.
ქარალდის ფული პირველად ევროპაში გაჩნდა 1662 წელს შვედეთში.

7.ჰერალდიკა: გერბების შემსწავლელი მეცნერებაა.საქართველოში გერბები XVIII ს-დან


გავრცელდა. XIX ს-ის დასაწყისში ქართული გერბები დასავლეთში დაკანონებულ ფორმას
მიუახლოვდა.

8. გენეალოგია: პიროვნებათა,ცალკეულ საგვარეულოთა ისტორიას შეისწავლის.პირველი


ქართული ორიგინალური თხზულება,სადაც საგვარეულო ნუსხაა მოცემული არის სუმბატ
დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“(XIს)

XVIII ბოლოს დას-ის XIXს-ის დასაწყისში ვრცელი გენეალოგიური ნაშრომიშეადგინა იოანე


ბატონიშვილმა .(ქართლ-კახეთის სამეფოს 62 სათავადო და 200-ზე მეტი სააზნაურო სახლი).

9.სფრაგისტიკა: ბეჭდებისა და საბეჭდავების ემსწავლელი მეცნიერებაა.საქართველოში


საბეჭდავები გაჩნდა ქრ.შ-დე XIVს-ში.ძვ.წ. VI- IVსს.გვხვდება წარწერიანი (ბერძნული)
საბეჭდავები.ქართულწარწერიანი ბეჭდების უძველესი ნიმუშები XVს-ის 70-იანი წლებიდან
გვხვდება.

10. ვექსილოლოგია: დროშებისა და მათი წარმოშობის შემსწავლელი მეცნიერებაა.ქართული

დროშებისათვის ტრადიციული იყო წმ.გიორგის გამოსახულება.(თეთრ ფონზე წითელი ჯვარი)


თეთრ დროშაზე წითელი ჯვრის გამოსახულება დავით აღმაშენებლის დროს
შემოუღიათ,როდესაც საქართველომ ჯვაროსანთა მსგავსად,წმ.გიორგის მფარველობა
მიიღო.1375 წელს ბარსელონაში,ანონიმ კატალონიელ ბერს გამოუქვეყნებია მსოფლიოს
ქვეყნების უძველესი ატლასი.(დღეს მისი ორიგინალი მადრიდის ბიბლიოთეკაში
ინახება).ატლასში იმ დროის ევროპის ,აზიისა და ჩრდ.აფრიკის ქვეყნების დროშებთან ერთად 4
ქართული დროშაცაა აღწერილი.

ისტორიული ქრონოლოგიის ძირითადი სისტემები

ქრონოლოგია - დამხმარე ისტორიული დისციპლინაა,რომელიც საშუალებას გვაძლევს


დავადგინოთ,დროის რა მონაკვეთია გასული ისტორიული ფაქტიდან ჩვენამდე.VIIIს-დე
საქართველოში თარიღები აითვლებოდა ამა თუ იმ მეფის ზეობის წლების მიხედვით.VIIIს-დან
საქართველოში ფეხს იკიდებს ქრისტიანული ქვეყნისათვის დამახასიათებელი სამი
ქრონოლოგიური სისტემა:დასაბამითგან,ქრონიკონით და ქრისტესით.

მათ პარალელურად საქართველოში გავრცელებული იყო მუსლიმური ერა,რაც საქართველოში


არაბთა ბატონობით იყო განპირობებული.

1.დასაბამითგან - ბიბლიურ კოსმოგონზე დაყრდნობით ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა


შეიმუშავეს კონცეფცია,რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ქრისტეს დაბადებამდე 5500 წლის წინ.ამ
თარიღმა სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყანაში განსხვავებული სახე მიიღო.მაგ,ბიზანტიური
სისტემის მიხედვით ქვეყნის დასაბამიდან იესო ქრისტეს დაბადებამდე 5508 წელი იყო
გასული.საქართველოში უხმარიათ ასევე 5492 წლიანი სისტემაც. ჩვენში ყველაზე უფრო
გავრცელებული იყო სისტემა,რომელიც დასაბამითგან ქრისტეს დაბადებამდე 5604 წელს
ითვლიდა.ამ წელთაღრიცხვის მიხედვით,2009 წელს ქვეყნის დასაბამიდან 7613 წელი
შესრულდა(5604+2009=7613)

2. ქრონიკონი-ქორონიკონი.წელთაღრიცხვის სისტემა,რომელსაც შუა საუკუნეებში


მართლმადიებლურ სამყაროში აქტიურად იყენებდნენ. ეს სისტემა VI ს-ის შუა ხანებში შექმნა
რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ.საქართველოში ქვეყნის დასაბამს,როგორც ითქვა ქრისტეს
დაბადებამდე 5604 წლით ანგარიშობდნენ.ამ დროიდან მოყოლებული, მთელი პერიოდი იყოფა
თანაბარ 532 წლიან ციკლებად ანუ მოქცევებად.ეს იყო მზისა და მთვარის სრული მოქცევის
ნამრავლი. 28(მზის ციკლი)X19(მთვარის ციკლი)=532.ყოველი 532 წლის შემდეგ თვის ერთი და
იგივე რიცხვი შეესაბამება კვირის ერთსა და იმავე დღეს.532 წლიანი ციკლის ათვლა ხდებოდა
მოქცევათა მიხედვით.მოქცევა კი ამგვარად გამოიანგარიშებოდა :მიაჩნდათ,რომ ჩვ.წ-ის 780
წელს დასაბამითგან ქრისტეს დაბადებამდე გასული იყო 12 მოქცევა ,თითოეული 532
წლიანი.5604 იყოფოდა 532-ზე,რაც იძლეოდა 10 მოქცევას და 284 წელს ნაშთად.მე-11-ე მოქცევა
მთავრდებოდა ჩვ.წ-ის 248 წელს(284+248=532),ხოლო მე 12-ე მოქცევა -780 წელს.

საქართველოს საისტორიო წყაროებში ძირითადად საქმე გვაქვს მე-13-ე და მე-14-ე


მოქცევებთან,რომელთაგან მე-13-ე დაიწყო ჩვ.წ-ის 781 წელს,ხოლო მე-14-ე -1314 წელს.2009
წელი არის მე-15-ე მოქცევის ქორონიკონი 165.

3. ქრისტესით- ქრისტეს შობიდან- წელთაღრიცხვის ამ სისტემისათვის ძირითადი საყრდენია


იესო ქრისტეს დაბადების თარიღი.VI ს-ში დიონისე მცირემ წამოაყენა კალენდრის გარდაქმნის
კიდევ ერთი ვარიანტი.მანამდე ევროპაში ძირითადად დიოკლეტიანეს წელთაღრიცხვით
სარგებლობდნენ.დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მოეწყო ქრისტიანთა ყველაზე
მასშტაბური დევნა.სწორედ ამიტომ დიონისე მცირემ გადაწყვიტა ამ წელთაღიცხვის
შეცვლა.დიოკლეტიანეს წელთაღრიცხვის 249-ე წელი გამოცხადდა ქრისტეს დაბადებიდან 533
წლად.ასე დამკვიდრდა ახალი წელთაღრიცვა „ქრისტეს დაბადებიდან“, ანუ „ქრისტესით“.

4.მაჰმადიანური წელთაღრიცხვა ანუ ჰიჯრა-წელთაღრიცხვის ეს სისტემა VII ს-ში


ჩამოყალიბდა.ამავე პერიოდიდან უნდა გავრცელებულიყო საქართველოშიც.

ჰიჯრა არაბულად გაქცევას ნიშნავს. 622 წელს ისლამის რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი
მექიდან მედინაში გადავიდა.ეს თარიღი მუსლიმური წელღაღრიცხვის საყრდენად
იქცა.მუსლიმური კალენდარი მთვარის კალენდარია და 354 დღისგან შედგება.ბუნებრივ ანუ
მზის კალენდარს იგი 10 დღითა და 21 საათით ჩამორჩება. 33 წელიწადში ეს სხვაობა 1 წელიწადს
იძლევა.

ამდენად, ქრისტიანული წელთაღრიცხვიდან მუსლიმურ ერაზე თარიღის გადაყვანა უბრალო


მათემატიკური გამოთვლით შეუძლებელია.იმისათვის,რომ გავარკვიოთ ჰიჯრის ესა თუ ის
წელი ქრისტიანული წელთაღრიცხვის რომელ წელს შეესაბამება საჭიროა შემდეგი ფორმულის
გამოყენება :622+ (Vგავამრავლოთ32და გავყოთ 33)= X.ამ ფორმულაშიVჰიჯრის წელია,ხოლოX
აღნიშნავს ახალ ქრისტიანულ ერას.

მაგ.შიდა ქართლში ატენის ტაძარში შემონახულია წარწერა, რომელშიც ბუღა თურქის მიერ
თბილისის აღებაზეა საუბარი.წარწერაში მოხსენიებულია ქორონიკონით 73,ხოლო ჰიჯრით 239
წელი.ორივე შემთხვევაში ქრისტეშობიდან 853 წელია. 622+ (239 გამრავლებული 32 და
გაყოფილი 33)= 622+ 231=853.ასევე ქორონიკონით 73+ 780 =853.

You might also like