You are on page 1of 60

1.

ქართული ენის საარსებო სივრცე და


ქართველთა
ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურული
განვითარების გზა~
 I. წინარექრისტიანული ეპოქა
1.1 პრაქტიკულად არ არსებობს ცივილიზაცია, რომლის წარმომავლობა არ იყოს დაკავშირებული
ლეგენდებთან. ლეგენდების უკან ხან რეალობაა, ხან- ზღაპარი. ჩვენ ჯერ კიდევ ჰეროდოტემ
გვასახელა- კოლხები ძვ. ეგვიპტელებად მონათლა მათი შავგვრემნობისა და ხუჭუჭთმიანობის გამო,
აღმ. საქ-ოს მოსახლეობას კი ჯერ ანტიკურმა ბერძნებმა, შემდეგ კი კომუნისტმა ისტორიკოსებმა
დაუწყეს ძიება ბასკებთან. ლეონტი მროველმა „ქართლის ცხოვრებაში“ ქართველები ღვთაებრივს
დაუკავშირა: ბიბლიური წარღვნის შემდეგ ნოეს შვილის იაფეტის შვილიშვილის თარგამოსის 8
შვილზე გადანაწილდა კავკასია და არმენია. (ქართლოსი, კავკასი, ბარდოსი..)
1.2 ქართველთა ეთნოგენეზის მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნიდან იწყება. იოსებ ფლავიოსის
(ებრაელი ისტორიკოსი 1-ლი საუკუნე) მოსაზრებით, ქართველთა წინაპრები მც. აზიაში ძვ.წ II
ათასწ. თაბალ/თობელები უნდა ყოფილიყვნენ (თეიმ. ბატონიშვილიც ამ აზრზეა).  ლურსმული
დამწერლობის გაშიფვრამ ბიბლიური თაბალები და მუშქი/მოსხი რეალურ ხალხებად აქცია და
ქართველებთან მჭიდროდ დააკავშირა (ი. ჯავახიშვილიც იზიარებს ამ მოსაზრებას). მუშქი/მოსხი-
უკავშირდება მესხს.
ჩრდ.-აღმ.ში მობინადრე მესხები, ჯერ ხეთებისგან შევიწროებულები, მერე ხეთების ცივილიზაციის
„ზღვის ხალხების“ მიერ განადგურების შემდეგ, გადასახლდნენ აღმოსავლეთში, დღევანდელი
მესხეთის ტერიტორიაზე, ადგილობრივებში აითქვიფნენ, შეითვისეს ცხოვრების წესი და მივიღეთ ის,
რასაც დღეს ქართულს ვეძახით.
ცნობილი მეცნიერი გუმილიოვის აზრით, ყოველი ცივილიზაციის საცხოვრებელი გარემო-პირობები
განსაზღვრავს ამ ცივილიზაციის წესს, კულტურას. გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია აყალიბებს
ხალხს ეთნოსად. ყალიბდება ადამიანის ფიზიკური ტიპი, მისი სამეურნო-კულტურული ტიპი, ანუ
ცხოვრების წესი. თუ ადამიანი მოწყდება მას, იგი დაკარგავს ეთნიკურ იდენტობას, ენას (ყველაზე
ბოლოს- მაგ. ფერეიდნელები და ტაო-კლარჯელი ქართველები დღემდე იმეორებენ რომ გურჯები,
ანუ ქართველები არიან). ჩვენს ბუნებრივ გარემოსთან მოწყვეტა გამოიწვევს იდენტურობის
დაკარგვას, რადგან ბუნებრივი გარემო განსაზღვრავს ჩვენს ეთნიკურობას (მტერი სწორედ ამიტომ
გვიჩეხდა ვენახს.. შენსავე მიწაზე სხვისი ცხოვრების წესით ცხოვრებასაც იგივე შედეგამდე
მიყავხარ) +ნიკიტა ხრუშჩოვი კახეთში გლეხობას ურჩევდა ვენახების ნაცვლად სიმინდი დაეთესათ,
რაც ერის მომავალი კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა.. ერი სოციალური ურთიერთობაა,
რომელიც გარემოსთან კავშირში ყალიბდება.
1.3 მიწათმოწყობისა და სამეურნეო ცხოვრების ის ტიპი, რომელიც დღესაც ჩვენი ცხოვრების
საფუძველია, ძვ.წ მე-3 ათასწლეულიდან იკვეთება მტკვარ-არაქსის კულტურიდან. ეს არის
მონოგენური(ერთგვაროვანი) დასახლება, რომელშიც მეურნეობის ძირითადი დარგი
მიწათმოქმედებაა, მესაქონლეობა კი- დამხმარე. ძვ.წ მესამე ათასწ-დან ვრჩელდება ბედენური და
თრიალეთური კულტურები, რომლებმაც ბარში ჩაანაცვლეს მტკვარ-არაქსის მშვიდობიანი კულტურა.
ისინი მთაში ავიდნენ და ამგვარად შეინარჩუნეს თავიანთი კულტურა. ძვ.წ მე-14-13 საუკუნეში
შეიმჩნევა მათი უკან, ბარში დაბრუნება, ადგილობრივ კულტურასთან სინთეზის შედეგად ქმნის გვიან
ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანის კულტურას. ეს ფენომენი კარგადაა ასახული სამლოცველოების ტიპში,
დაკრძალვის ტიპი, დასახლების ფორმა.. პირობითაც ჩვენ მას აღმოსავლურ ქართულ კულტურას
ვუწოდებთ.
2.1 ეთნოსის შექმნას განსაზღვრავს 4 ფაქტორი: 
● საცხოვრისი ტერიტორია თავისი ბუნებრივი პირობებით
● სამეურნეო-კულტურული ტიპი
● ენა
● ფსიქიკური მოწყობა, იგივე აზროვნების წესი. 
+ჟესტიკულაცია, ემოციები და მათი გამოხატვის ფორმები.
საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს იმას, რომ ჩვენს წინაპრებს აქტიური
ურთ. ჰქონათ ასურელებთან, ხუთებთან. ურარტუელებთან.. ხალხთა მიგრაციები საქართველოს
ტერიტორიაზე რამდენიმე ნაკადად განხორციელდა. პირველი დიდი ნაკადი იყო ბედენური და
თრიალეთური კულტურის ხალხი, რომლებიც, სავარაუდოდ, მც. აზიის აღმ. რეგიონებში სახლობდნენ.
მცირე აზიიდან სამხ-დას. საქართველოში „ხალხთა დიდი გადასახლებისა“ და ასიმილაციის შედეგია
დღეს იმ ხალხის შექმნა, რომელსაც ქართველებს ვუწოდებთ. ქართველთა საბოლოო სამოსახლოა
სამხ. კავკასია- ამის მითური ტრანსფორმაციაა „ამირანის“ ლეგენდა (დაახლ. 3500 წლის წინ).
3.1 ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი ქართველური სახელმწიფოებრივი გაერთიანებებით-
დიაოხითა და კულხათი იწყებს (ასე მოიხსენიება ურარტულ და ასურულ ტექსტებში). ძვ.წ მერვე
საუკუნეში ბერძნულ წყაროში ვხვდებით კოლხეთის ქვეყანა „კოლხიდას“. შემდეგ ვხვდებით ტერმინ
კოლხეთს, რომელიც აღნიშნავდა მთელ დასავლეთ ამიერკავკასიის ზღვისპირეთს, რაც ნიშნავს იმას,
რომ კოლხების გარდა ამ გაერთიანებაში სხვა ტომებიც შემოდიოდნენ. ი. ჯავახიშვილის აზრით
კოლხა უკავშირდება კოლას, (თურქეთში მდებარე კოლა-არტაანის ოლქი), სადაც უნდა ყოფილიყო
„კოლაელთა“ (კოლხთა) პირველი გაერთიანება, რომელიც, თავის მხრივ, მეგრელ-ლაზთა წინაპარი
ტომი ჩანს. ამას ასევე ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ზანური სახელწოდებები: არტანუჯი-
არტანის ყურე, ართვინი, არტაანი.. (კოლ-ხი, დიაო-ხი, ტაო-ხი, მოსო-ხი-მესხი -სუფიქსი -ხი,
ჯავახიშვილის აზრით, ქართული ეროვნების აღმნიშვნელია).
„არგონავტების მითში“ ნახსენებია კოლხეთი. „არგონავტიკას“ ჩვენთვის ენობრივადაც უდიდესი
მნიშვნელობა აქვს: როდესაც ხომალდმა კოლხეთის საზღვრებს მიაღწია, მათ დაინახეს საგანგებო
ნიშნები, რომლებსაც კოლხები „კვირბებს“ უწოდებდნენ, „კირიბი“ მეგრულად ცხვარს ნიშნავს
🡪მინიმუმ ძვ.წ მე-3 საუკუნეში კოლხეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა თანამედროვე
მეგრულ-ლაზურს წინარე ზანური მეტყველება, ანუ წინარექართული ენა უკვე დაშლილია სამ
ქართველურ ენად. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბერძენი არგონავტების მეტყველებაშ შესული
არაერთი დასავლურ-ქართველური სიტყვა შემდგომში ძველ  ბერძნულში დამკვიდრდა. 
3.2 ბერძნულ წყაროებში ვხვდებით პირველად ტერმინ „იბერიას“, რომელიც აღმ. საქ-ოს აღნიშნავს.
ბერძნულ-რომაულ სამყაროში ერთი და იმავე სახელით მოიხსენიებდნენ განსხვავებულ ხალხებს.
ვარაუდის მიხედვით, პლატონთან ნახსენები იბერებიც კავკასიის იბერებს გულისხმობდა. ამ
ტერმინის შესახებ ჯანაშიას აზრით „იბერი“ უკავშირდება ჰეროდოტეს მიერ ნახსენებ „სასპერებს“.
უძველეს წყაროებში იბერია იხმარებოდა ძველი ირლანდიის აღსანიშნავად, ასევე ბიბლიაში
ებრაელების აღმნიშვნელი სახელია იბერი.. ქართული ისტორიული წყაროები მხოლოდ მე-5
საუკუნიდან გვამცნობს სახელებს. „შუშანიკის წამებაში“ ვხვდებით „ქართლს“, ტერმინს-
„ნათესავით ქართველი“. ეს არ უნდა ყოფილიყო პირველი წერილობითი ნაწარმოები, ივ.
ჯავახიშვილის აზრით, ტერმინები „ქართველი“-„ქართუელი“ და „ქართლი“ 7 საუკუნით ადრე უნდა
დამკვიდრებულიყო. 
მეგრულად ქართველი იწოდება „ქორთუ“, რაც ლინგისტური კანონზომიერებით სრული შესატყვისია
ქართვ-ელ-ი ფორმის „ქართვ“ ფუძისა. ვ თანხმოვნის ადგილას ისტორიულად უ ხმოვანი იყო.
ქართველი-ქართუელი. მეგრელები და სვანები თბილისის აღსანიშნავად იყენებენ სიტყვას „ქართ“.
ქართველთა ტომობრივი თუ სახელმწიფოებრივი გაერთიანებების სახელთა ანალიზი აჩვენებს, რომ
ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ენები უძველესი დროიდან თანაარსებობენ. ამ ენებს
უწოდებენ ქართველურ ენებს, მიიჩნევა გენეტიკურად მონათესავე ენებად, რაც ნიშნავს იმას, რომ
საერთო ფუძიდან წარმოიშვნენ. ფარნავაზით იწყება ნაციონალური ისტორია, საერთო ეთნიკური და
ენობრივი ნიშნით აღბეჭდილი, თუმცა ამავე დროს ყალიბდება ქართველთა ენობრივი მოდელი,
რომელიც გულისხმობს ქართველურ ენათა მტკიცე თანაარსებობას ქართულის, როგორც
ოფიციალური ენის სტატუსის აღიარებით. შესაბამისად, ეთნონიმი „ქართველის“ ზოგადეროვნულ
სახელად ქცევა მეტად რთული და ხანგრძლივი პოლიტიკური და ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგია.
პირველად ლეონტი მროველი აყალიბებს ქართველის ზოგადეროვნულ მნიშვნელობას. ქართველია
ის, ვინც 1. ქართულ ენას ფლობდა 2. ქართულ კულტურას ეზიარებოდა 3. ქართული სახელმწიფოს
ისტორიის პატივმცემელი და ეროვნული მახსოვრობის მატარებელი იყო 4. ქართველი ხალხის
კეთილდღეობას ემსახურებოდა. ამგვარად, სისხლისმიერ წარმომავლობას „ქართველობისთვის“
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 

II. ადრეული ქრისტიანობის ეპოქიდან მე-11 საუკუნემდე


4.1 ახ.წ. პირველი საუკუნეებისთვის დამახასიათებელია, ერთი მხრივ, რეალური სახელმწიფოებრივი
განმტკიცება, მეორე მხრივ, აქტიური საგარეო ურთიერთობები იმდროინდელი ევრაზიის ორ
უმნიშვნელოვანეს იმპერიასთან- სპარსეთი, რომი. ამ დროიდან საქართველოს სულ უხდება ორ
ფრონტზე, ორ ძალას შორის ლავირების პოლიტიკის წარმოება. თუმცა, ასევე გამონაკლისი
პერიოდებიც იყო- არაბობა, მონროლობა- როცა მტრის ალტერნატივაც არ გაგვაჩნდა. ტრადიციული
მიწათმოქმედება და მესაქონლეობა- უმთავრესი ძალა იყო ხარი. საუკუნეების განმავლობაში
ყალიბდებოდა ფეოდალური იერარქია ევროპული ვასალიტეტის საფუძველზე.
5.1 იწყება ქრისტიანობის გავრცელება და საეკლესიო აღმშენებლობა, თუმცა ქრისტიანობა ჯერ
კიდევ არ არის სახელმწიფო რელიგია. წმ, ანდრია პირველწოდებულისა და წმ. სვიმონ კანანელის
მიერ ქრისტიანობის ქადაგებას და წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას გადამწყვეტი მნიშვნელობა
ჰქონდა მომავალი საქართველოს ისტორიისთვის. 
5.2 ქართული ენის საარსებო სივრცე იცვლება არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ეცვლება
კულტურულ-რელიგიური ღირებულებებიც. ენის სიცოცხლისუნარიანობა დიდად იყო დამოკიდებული
ქართველთა ეთნიკურ-კულტურული იდენტობის ხარისხზე. გარდამტეხი მოვლენა იყო ქრისტიანობის
ერთადერთ რელიგიად გამოცხადება. პირველმოციქულთა მიერ სახარების თარგმნის წყალობით
გაჩნდა- სალიტერატურო ენა. 
ქრისტიანული ეპოქის მითოსი- მე-10 საუკუნის მოღვაწის ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს „ქებაი და
დიდებაი ქართულისა ენისაი“- ენის სულიერი ძალმოსილების ქებათა-ქება. 
მკვლევარი ნ. დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ ეს ძეგლი მსგავსად სირიული, კოპური და სომხური
ანალოგიური ხასიათის ძეგლებისა, შეიქმნა ქართული ენის რელიგიური ლეგიტიმაციის მცდელობით
ბერძნულთან მიმართებით. ბერძნულ სამყაროში შემუშავებული იყო სამი წმინდა ენის თეორია:
ებრაული- კაცობრიობის პირველი ენა, ბერძნული- სიბრძნისა და მეცნიერების ენა, დასავლეთ
რომის იმპერიის საყოველთაო ენა- ლათინური. ეს დასტურდება „წმინდა არგუმენტებით“- ქრისტეს
ჯვარზე წარწერა ამ ენებზეა შესრულებული. მაგრამ ლათინური ძალიან ახალგაზრდაა, ებრაული კი
იუდაიზმის სიმბოლოა. შესაბამისად, ერთადერთი ენა, რომელსაც შეუძლია სრულყოფილად
გამოხატოს ქრისტიანობის საიდუმლო, არის ბერძნული ენა. ვინფრიდ ბოედერი იოანე ზოსიმეს გზას
ასე ხსნის: ჰიმნოგრაფმა წმინდა ენების ბადალი არგუმენტი ქართულისთვის ენის ისტორიიდან კი არ
მოიყვანა, არამედ ესქატოლოგიური მომავლიდან: თუ ებრაულისთვის თავდაპირველობა მისი
სიწმინდის არგუმენტია, ქართულისთვის ამის ბადალ არგუმენტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ
ქართული იქნება განკითხვის და კაცობრიობის უკანასკნელი ენა. 
5.3  ქართულ ენას რთული და აღმატებული გზის გავლა უწევს. 
ა. ქართული სიტყვა ჯერ ქართლში იბრძვის. პირველი გამარჯვებაა მირიან მეფის
საქციელი-სპარსულ-ქართული წარმოშობის მეფემ დაივიწყა სპარსული და შეისწავლა ქართული.
საბოლოო გამარჯვება უკავშირდება იაკობ ხუცესს, იწერება „შუშანიკის წამება“.
ბ. არაბთა მიერ დაპყრობილი ქართლიდან იმოგზაურებს ქართული ენა ნერსე ერისთავსა და აბო
თბილელთან ერთად ჩრდ. კავკასიაში,ჩააღწევს აფხაზეთში და იგრძნობს სპარსულ ენასთან ჭიდილში
გამარჯვებას, მაგრამ მთავარი გმირობა ამინც ბერძნულთან გაჯიბრება და დამარცხებაა.. დას.
საქ-ოს ეკლესია-მონასტრებში ისევ ბერძნულადაა წირვა-ლოცვა.
გ. ახალი მისია გრიგოლ ხანძთელის დახმარებით- სამხრეთით, ტაო-კლარჯეთს მოეფინება
ქართული სიტყვა, მონასტრები.. ითარგმნება წიგნები.. სადაც ტაძარია, იქ ქართული ენაა, და იქ
საქართველოა. ფარნავაზის მიერ ქართულით მოხაზულ სივრცეს ქართული ეკლესია იბრუნებსს, ანუ
ქართული ენის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მყარდება რელიგიური ლეგიტიმაციით. 
ანუ: მე-10 საუკუნისთვის საქართველოა ყველგან, სადაც ტაძარში ქართულად მიმდინარეობს
წირვა-ლოცვა. შემოიხაზა ქართული ენის საარსებო სივრცე .ბერძნულთან გაჯიბრების პირველი
ეტაპი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
6.1 ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იმდროინდელ იბერიაში განსაზღვრავდა
ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ასევე სამეფო ხელისუფლებისა და მისი ერთგული
წარჩინებულების  ძალაუფლების გამდიდრებას. იბერიასა და დას. კოლხეთს პოლიტიკური არჩევანი
უნდა გაეკეთებინა ბიზანტიასა და მაზდეანულ ირანს შორის. „ორი საქართველოს“ ინტერესები
უმეტესად მიმართული იყო ბიზანტიისკენ. რისკიან სამხედრო ოპერაციებზე გაცილებით მომგებიანი
და ეფექტური იყო ადამიანის მანკიერი ბუნების გამოყენება. მაგალითისთვის, ვარსქენის მიერ
ქრისტიანობის უარყოფა და ზოროასტრიზმის მიღება ირანის საგარეო პოლიტიკის გამარჯვებად
შეიძლება ჩაითვალოს. 
6.2 ქართლის მეფე ვახტანგი არა მარტო ჭკვიანი მეფე, არამედ კარგი დიპლომატიც იყო. მან მტერი
გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის. ირანელთა დახმარებით გაანეიტრალა ჩრდ კავკასია,
დაბლოკა უღელტეხილები. ჩრდილოეთიდან თავდასხმების შიშები სასანიდ და სეფიან შაჰებსაც კი
ტანჯავდა. ირანის დახმარებით ხდება ეგრისის დიდი ნაწილის დამორჩილება, კლარჯეთის
ბიზანტიისთვის წართმევა და ციხექალაქ არტანუჯის გამაგრება, ჰერეთის საერისთავოს შექმნა,
ჩრდ-აღმ საზღვრების გამაგრება. ერთი შეხედვით, ვახტანგ მეფე მაზდეანური ირანის მეგობრად და
ბიზანტიის მტრად უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ ვახტანგი ფეოდალია და იგი საკუთარი
ინტერესებით გამოდის, ასევე იგი მეფეა, ყველა მას უნდა ემორჩილებოდეს, ეს კი ვარსქენს არ
აწყობს. აშკარა წინააღმდეგობაა მათ შორის, თანაც საეჭვოა, რომ მეფემ ვარსქენი დატოვოს
სტრატეგიულად ისეთი საერისთავოს მმართველად, როგორიც ირანის მოსაზღვრე ქვემო ქართლი
იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართლის მეფე აშკარა პრობიზანტიური ორიენტაციის ხდება
(ბიზანტიასთან ზავისა და პოლიტ. ქორწინების შემდეგ). ვარსქენი რელიგიას იცვლის და შაჰის
გარანტიებითა და მფარველობით ბრუნდება საპიტიახშოში. იგი განწირულია, ვახტანგი მას
პროირანული პოზიციისთვის აკვლევინებს, ეს პოლიტიკური მკვლელობა კი ანტიირანული აჯანყების
დაწყების ნიშანია. 
დაპირისპირებაა მიქაელ მთავარეპისკოპოსსა და ვახტანგს შორის. მეფეს სურს, რომ ეკლესია
დაიმორჩილოს, ეკლესიის წანამძღვარსაც, ორონდ პირიქით. საბოლოოდ, მიქაელი განიდევნა და
მეფის ფავორიტი პეტრე კათალიკოსი გახდა, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და მეფის
ხელისუფლება გაძლიერდა. 
6.3  ქართლი-ეგრისი ირანსა და ბიზანტაის შორის იხლიჩებიან, საბოლოოდ კი მესამე
დამპყრობელი- არაბები იმარჯვებენ. მათთან ბრძოლას უამრავი ქართველი შეეწირა, ხშირი იყო
რელიგიის შეცვლა, ცდუნება დიდი იყო- ისლამის მიღების შემთხვევაში ყველანაირი
ვალდებულებისგან ათავისუფლებდნენ ხალხს. მე-8-9 საუკუნეებში ფეოდალიზაციის პროცესი
ვითარდება.. „სამშობლოს“ სინონიმი „მამული“ იქცა, ბრძოლა პირადი ძალაუფლებისა და
სამფლობელოს გაფართოებისთის.. სიტყვა „მამულს“ ილია ჭავჭავაძემ შესძინა ეროვნული ერთობისა
და რელიგიური მნიშვნელობა- ენა, მამული, სარწმუნოება. მე-9 საუკუნისთვის ყალიბდება
დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეულები- აფხაზთა სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, კახეთის
საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო და თბილისის საამირო. 
6.4 მე-6 საუკუნიდან იწყება სამონასტრო მშენებლობა. აღმ, ევროპაში- ბიზანტიის ტერიტორიაზე და
წინა აზიაში, შენდება მონასტრები, რომლებშიც ქართველი ბერები მოღვაწეობენ. ქართული ენის,
როგორც ქართველთა კულტურულ-რელიგიური ერთიანობის განმსაზღვრელი უმთავრესი
ღირებულების ფორმირება მე-10 საუკუნიდან დაუკავშირდა ქართველ ბერ-მონაზონთა თარგმნით
საქმიანობას არა მარტო „ქართლსა შინა“, არამედ მის გარეთაც (საბერძნ.).
6.5 ერთობა და ერთ პირზე ყოფნა (წერს გიორგი მცირე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“)-
ახასიათებდა ყველას, ერთობის საფუძველი კი რწმენის გარდა, საფუძვლად ედო ქართული ენის
ბერძნულთან მიმართებით ემანსიპაციის სურვილი, რაც მჟღავნდებოდა დაუღალავ მთარგმნელობით
საქმიანობაში. ამის კლასიკური მაგალითია ათონელი მამების მოღვაწეობა, განსაკუთრებით ექვთიმე
და გიორგი ათონელების.
6.6 ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავში“ იოანე მთაწმინდელი ჩივის საქართველოში წიგნთა
სიმცირეზე, იმიტომ, რომ მათ რელიგიური დანიშნულება აქვთ, ასევე ენის კულტურულობის და
დაწინაურების ნიშნად აღიქმება წიგნთა სიმრავლე. მართლაც, ექვთიმემ 50-ზე მეტი წიგნი თარგმნა..
6.7 გიორგი მცირე აღნიშნავს, რომ, რადგანაც საბერძნეთი ჩვენგან შორს იყო, მომრავლდა
სომხურიდან თარგმნილი წიგნებიო. (????) 🡪 მე-10 საუკუნისთვის ქართული ენის აღმატებულობა
იმდენად ჭეშმარიტია, რომ გაჯიბრების ობიექტი მხოლოდ ბერძნულია!
6.8 გატოლების სურვილი იმდენად დიდია ქართველებისგან, რომ ბერძენმა და ასურელმა მამებმა 60
ქართველი ბერი დაასმინეს ანტიოქიის პატრიარქთან- მართლმადიდებლები არ არიან და გააძევეთო.
გიორგი მთაწმინდელმა ითავა პატრიარქთან საუბარი, მან კი უთხრა, რომ წარმოშობით კი
ქართველი ხარ, მაგრამ განსწავლულობით ბერძენიო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მალე
საქართველოშიც გაჩნდებოდა განათლების ისეთივე კერები, როგორიც საბერძნეთში იყო. 
რეზიუმე: 
მე-10-11 საუკუნეებში საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში წელში გაიმართა
და კულტურულ ენათა რიგებში დადგა ქართული ენა. ის ისმოდა ყველგან, სადაც ქართველი ბერები
იყვნენ, შესაბამისად, უფრო ანგარიშგასაწევი ხდებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ქართული ენა უკვე
აღარ იყო ღარიბი და უღონო. ქართულმა ენამ მოახერხა შეექმნა ერთიანი საურთიერთო სივრცე:
ქართულ-ბერძნული, და, რაც მთავარია, შეენარჩუნებინა წონასწორობა კულტურული, რელიგიური,
და, საერთოდ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 

III. ქართული რენესანსი


7.1 ხანგრძლივი ბრძოლა ჰეგემონობისთვის დამთავრდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს
შექმნით, ბაგრატ ბაგრატიონის სამეფო დინასტიის მმართველობით. ერთიანი ქართული სამეფოს
შექმნა არ შედიოდა არც ბიზანტიის და არც ხალიფატის ინტერესებში. ამავე დროს, დაპირისპირებაა
არისტოკრატიასა და აზნაურობას შორის- სამეფო საგვარეულოსა და კლდეკარის ერისთავების,
ბაღვაშების საგვარეულოს შორის.. ისტორიული კუთხით თუ შევხედავთ, ბაღვაშების ქმედება
ფეოდალური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხელისუფლება უჩვეულო ლიბერალობას იჩენს,
კლდეკარის ერისთავს ბერად აღკვეცენ, მის შვილს კი სპასალარობას უბოძებენ. 
7.2 მე-11 საუკუნიდა საქართველოს გაძლიერების საშუალებას თურქ-სელჩუკები არ აძლევენ.
საქართველო გამუდმებული თავდასხმების ობიექტი ხდება. „დიდმა თურქობამ“ მოშალა ქვეყნის
მართვა-გამგეობა. აღმოსავლეთში თურქი ტომები თარეშობენ. ასეთ მდგომარეობაშ ადის დავით
მეოთხე ტახტზე. დავითის არსენალში ურჩთა წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენებოდა დასაჭურისება,
დაბრმავება.. „მსტოვრების“ აპარატის მეშვეობით განხორციელებულმა რეპრესიებმა ბოროტთა
წინააღმდეგ, ქვეყანაში ტერორზე დამყარებული წესრიგი განამტკიცა (ივანე მრისხანეს
„ოპრიჩნინა“).. მეფე, რომელმაც ქვეყანაში ნამდვილი აბსოლუტიზმი დაამყარა. დაიწყო ქვეყნის
გათავისუფლებისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა. ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებით
ისარგებლა, თურქებს შეუწყვიტა ხარკი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი. დიდგორში დაამარცხა
სელჩუკები, დაიპყრო თბილისი, დმანისი- საქართველო გაერთიანებულია. იწყება ახალი ეპოქა
ახალი მიზნით: ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნა საქართველოს სუვერენობით.
7.3 ქართულ ენას შესძინა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფუნქცია. განთლებისა და შეგნების ჟამი
დგებოდა. მოღვაწეობდნენ: ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი.. ეფრემ მცირემ
(მე-11ს) ბერძნულიდან თარგმნილ ტექსტს დაურთო „შეისწავეები“, ანუ გრამატიკული ფორმების
განმარტებები.მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი გრამატიკული ტერმინის შექმნა, ასევე სასვენი
ნიშნების შემოღება. თეოლოგიურ-ფილოსოფიფური წიგნების თარგმნაში მას დახმარებია იოანე
პეტრიწი (მე-11-12სს). 
7.4იოანე პეტრიწი ფოლოსოფიურ განათლებას ეზიარა ბიზანტიაში მოღვაწე მიქაელ პსელოსისა და
იოანე იტალოსის ხელმძღვანელობით. მათ ახასიათებდათ ბერძნული წარმართული აზრების
განახლება, რის გამოც იდევნებოდნენ. იტალოსი თავისი მოსწავლეებითურთ გააძეეს
კონსტანტინოპოლიდან. იოანე პეტრიწონის მონასტერში უნდა მისულიყო, სადაც მიიღებდა
ზედწოდება- პეტრიწს. პეტრიწი მოწინავე ფილოსოფიური იდეების განვითარებას უწყობდა ხელს და
ელოდა ჟამს, როცა ისინი ხორცს შეისხამდნენ სასწავლო ცენტრის სახით. იოანე პეტრიწი ჩაუდგა
დავითის გელათის აკადემიას(„სხუა ათინა“, ათინური, ბერძნული სიბრძნის ახალი კერა).
რეზიუმე: გელათი-დასავლეთში, იყალთო- აღმოსავლეთში - ორი საგანმანათლებლო, სამეცნიერო
და კულტურული ცენტრი აღმაშენებლის ხმლითა და ჭკუით შემოსაზღვრულ ქართველთა
სახელმწიფოში, რომელსაც ამიერიდან „საქართველო“ ერქმევა.
8.1 მემკვიდრე დემეტრეს პოლიტიკა უფრო თავდაცვითი იყო, ვიდრე შეტევითი (არსებულის
განმტკიცება). ქართველებმა განძა აიღეს, კარიბწე კი დღემდე გელათში ინახება. 31 წლიანი
მმართველობის შემდეგ ტახტზე გიორგი III ადის.
8.2 გიორგის დრის საქართველომ სომხეთი შემოიმტკიცა, შარვანში გაიმტკიცა პოზიციები.
დემეტრე+ივანე ორბელი შეთქმულებაში ცნეს და სიკვდილით დასაჯეს. ტახტზე თამარი ადის.
არისტოკრატია ჯანყდება და საკანონმდებლო ორგანოს, იგივე პარლამენტის დაარსებას მოითხოვს.
ორ ქალს გზავნის თამარი, გარიგება შედგა. შამქორი, ბასიანი, ტრაპიზონის შექმნ- წარმატებული
საგარეო პოლიტიკა. თამარი წმინდანად შერაცხეს, მის დროს აკრძალული იყო სიკვდილით დასჯა.
თამარის ეპოქა- ეს არის ქართული კულტურის რენესანსი, ქართული გენის განვითარების პიკი.. 
8.3 თამარის საქართველოში ქართული ენა ყველაზე განვითარებული და მრავალფუნქციური იყო.
შეიქმნა საერო მწერლობის ძეგლები: ამირანდარეჯანი, ვეფხისტყაოსანი, ვისრამიანი,
აბდულმესიანი, თამარიანი.. ქართველტა გარდა აქ სხვა ეთნოსებიც ცხოვრობენ, შესაბამისად
ქართული კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ენა ხდება. ქართულ მწერლობაში აღმოსავლური
საერო თემატიკა გაძლიერდა. სპარსულ-არაბული ლექსიკა გზას იკაფავს ქართულ სალიტერატურო
ენაში..
რეზიუმე: ქართულიე ნის ჰეგემონობის სივრცე არასდროს არ ყოფილა ასეთი მასშტაბური, როგორიც
მე-12-13 საუკუნეებში იყო. ქართული ენა ძალიან ღრმად ჩაიდო ქართულ ცნობიერებაში, რის გამოც
მომდევნო საუკუნეებში ტერიტორიების დაკარგვამ, გადასახლებებმა და ა.შ, ვერაფერმა ვერ შეარყია
ქართული ენის ხსოვნა. 

IV. დაცემის ეპოქა


9.3 მე-14 საუკუნეში გიორგი მეხუთის გამჭრიახი პოლიტიკის წყალობით თავი დააღწია მონღოლებს.
მან გააერთიანა ქვეყაანა, +თავი გამოიჩინა, როგორც მშვენიერმა კანონმდებელმა- „ძეგლისდება“
და „ხელმწიფის კარის გარიგება“ დღემდე შედევრია. „გაბრწყინებულ“ საქართველოს თემურ ლენგმა
დაუსვა წერტილი. არასტაბილურმა პოლიტ. სიტუაციამს და ცალკეული თავადების ლიდერობისკენ
სწრაფვამ დაშალა საქართველო სამეფო-სამთავროებად. 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებას
ამგვარ მდგომარეობაში შეხვდა საქართველო, ამან კი 5 საუკუნით მოწყვიტა ევროპულ
ცივილიზაციას. 
9.4 1555 ირან-ოსმალეთმა გაიყო საქართველო. ამ პერიოდიდან დასავლეთში ფეხს იკიდებს
„ტყვეთა სყიდვა“. კათოლიკე მისიონერების ცნობით, სამეგრელოს მოსახლეობა ნახევრამდე
შემცირებულა.. ორივე დამპყრობელი ცდილობდა ისლამის გავრცელებას. უმრავლესობა
თანამდებობებისა და ხელფასის გამო აღიარებდა ისლამს. ეს ეპოქა სავსეა ტრაგიძმით: ქეთევან
წამებული, 9 ძმა ხერხეულიძე, შალვა, ელიზბარ ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი, თევდორე
მღვდელი.. შაჰ აბასი, ჩვენი დაუძინებელი მტერი, მაგრამ ირანის უბრწყინვალესი მეფე,
რეფორმატორი, რომელმაც მთელ ევროპას გააცნო თავისი ქვეყანა.

9.5 რა ხდება ამ დროს ქართულ ენობრივ-რელიგიურ სივრცეში? დაიწყო ისტორილად


ჩამოყალიბებული იდენტობის პარადიგმის: „ქართულენოვანი, ე..ი მართლმადიდებელი, ე.ი
ქართველი“-ს რღვევა. 
1. გაჩნდა ცნება „ფერეიდნელი ქართველი“. მე-17 საუკუნეში შაჰ აბასმა კახეთიდან 300ათასი
ქართველი გადაასახლა ისპაჰანში, ყველაზე კომპაქტური დასახლება შეიქმნა ფერეიდანში, სადაც
ქართველებმა სოფლებს ქართული სახელები დაარქვეს. შთამომავლები გამაჰმადიანდნენ, მაგრამ
შენარცუნეს ქართული ენა, ხსოვნა საქართველოზე..
2. ყველაზე რთულ ვითარებაში სამხრეთ საქართველო იყო. ჩნდებიან მაჰმადიანი ქართველები.
ჯაყელების გვარის პირველი წარმომადგენელი ბექა მაჰმადიანდება, ოჯახი კი ისევ
მართლმადიდებელია. მე-17 საუკუნისთვის მაღალი ფენა გამაჰმადიანებულია, ეს პროცესი
გლეხობაში ნელა მიმდინარეობდა და საბოლოოდ მე-19 საუკუნეშ დასრულდა. სამცხე-ჯავახეთის
დიდებულებს ჯერ კიდევ ახსოვდათ ქართული, ქართულ-თურქული ორენოვნება იყო ფეოდალებში,
გლეხები ძირითადად ქართულად ლაპარაკობდნენ. იხსნებოდა თურქულენოვანი სკოლები,
შემოიყვანეს ხოჯა-მოლები.. 
3.მე-17 საუკუნიდან სამხრეთ საქართველოში კათოლიკე ქართველებიც ჩნდებიან, მაგრამ აქაც არაა
ერთგვაროვნება. ნაწილი სომხური კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. დროთა
განმავლობაში ისინი ივიწყებდნენ ენას, იცვლიდნენ გვარს და ეროვნებას კარგავდნენ. საბოლოოდ,
1886 წელსრუსებმა ისნი სომხებად გამოაცხადა, კათოლიკურ ეკლესიებში აკრძალა ქართულ ენაზე
წირვა, ღმრთისმსახურების ენად სომხური დაკანონდა.
4. კათოლიციზმი ზოგადად მე-16 საუკუნიდან ვრცელდება, თუმცა პირველი მისიონერები მე-13
საუკუნეში ჩნდებიან. გიორგი ბრწყინვალის დროს დაარსდა თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო.
ასეთი უერთიერთობა საქართველოს მეფეებსა და პაპს შორის, ორმხრივი ინტერესის მავენებელია.
რომის პაპის უკან გავლენიანი ევროპული სახელმწიფოები იდგნენ, რომელთა პოლიტიკურ და
სამხედრო მფარველობას მიელტვოდა საქართველო. იტალიელი მისიონერები დიპლომატიურ
ურთიერთობებს ამყარებდნენ მეფეებთან და მთავრებთან, აარსებდნენ სკოლებს, ეწეოდნენ
ქველმოქმედებას.. 1629 წელს  ქართველი მწიგნობრის ნიკიფორე ირბახის დახმარებით რომში
ქართული სტამბა მოაწყვეს და დაბეჭდეს პირველი ქართულ-იტლიური ლექსიკონი. ეს ლექსიკონი
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნია. მე-17 საუკუნეში გორში მოღვაწე ბერნარდო ნეაპოლელმა
შექმნა იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური ლექსიკონები, რომლებშიც გრამატიკაც იყო
შეტანილი.  1643 წელს დაიბეჭდა ქართული ენის პირველი გრამატიკა ლათინურ ენაზე, რომლის
ავტორი იყო გურიაში მოღვაწე მისიონერი ფრანჩესკო მაჯო..
5. ამ ნაშრომებმა ხელი შეუწყო ქართული სამეცნიერო აზრისა და მხატვრული ლიტერატურის
განვითარებას, სათავე დაუდო ქართულ ლექსიკოგრაფიას და ევროპულ განათლებას. თავის მხრივ,
ევროპაში გაღვივდა ინტერესი ქართველთა მიმართ. პროცესი- საქართველოს „აღმოჩენა“ და
პირიქით, ქართველთა მიერ ევროპული ორიენტირების მოსინჯვა..

V. აღორძინების ეპოქა
10.1 ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა საუკეთესოდ განასახიერებენ ეპოქის სულისკვეთებას.
ვახტანგი ცდილობდა დოპლომატიური ურთიერთობის დამყარებას ვატიკანთან და რომთან, დააარსა
სტამბა, სადაც დაიბეჭდა სახარება და ვეფხისტყაოსანი. იგი წუხდა, რომ ქართული წიგნების
არარსებობის გამო ქართველები უგულებელყოფილნი იყვნენ სხვა ერებისგან. ამავე დროს,
სულხან-საბამ იმოგზაურა ევროპის გარშემო, ქვეყნის გადასარჩენად თითქმის კათოლიკობაც კი
მიიღო. დაწერა „მოგზაურობა ევროპაში“, სადაც წერია, რომ თურქეთის ბაზარში თვისტომებს
გადაეყარა. გაუკვირდა ის, რომ აფხაზმა იცოდა ქართული, რაც მიგვანიშნებს, იმაზე, რომ ქართული
ენის საარსებო სივრცე დანაწევრებული იყო.  ასევე, მან შექმნა „სიტყვის კონა“- ქართული
ლექსიკონი. იმ დროისთვის საფრანგეთში ფრანგული ენის ლექსიკონის და გრამატიკის შესაქმნელად
სტამბა დააარსეს, აქ კი ერთმა კაცმა ითავა ეს საქმე. მან დამოუკიდებლად შეიმუშავა ლექსიკონის
შედგენის პრინციპებზე, თუმცა, ამავე დროს იგი იცნობდა სხვა ენებზე შესრლებულ მსგავს ნაშრომებს.
იტალიელ მისიონერთა მიერ შედგენილი ქართული ლექსიკონების გავლენაც იგრძნობა.. ასევე
გრამატიკული გავლენა- ქართული სიტყვები სქესის კატეგორიის მიხედვით აქვს დაყოფილი,
ევროპული ენების მსგავსად: მეფე/მეფა, ჭაბუკი/ჭაბუკა.. საბას ლექსიკონი ნათლად წარმოაჩენს
ქართული ენის სიტყვათქმნადობის ამოიუწურავ შესაძლებლობებსა და მის ლექსიკურ
მრავალფეროვნებას. „სიტყვის კონა“ სცილდება ლექსიკონის ფარგლებს და ამავდროულად არის
ენციკლოპედიურიც, თარგმნითიც და დიალექტურიც. იგი ასევე ფიქრობდა
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სისტემაზეც, დაწერა „სიბრძნე-სიცრუისა“.. მოგვიანებით დავით
გურამიშვილიც შეეხო დიდაქტიკურ საკიტხებს. 
მე-18 საუკუნეში ევროპული იდეები რუსეთის იმპერიიდანაც მოცანს. იზრდება
კულტურულ-საგანმანათლებლო გავლენაც. ამის მაგალითია ანტონ კათალიკოსი, რომელმაც
უმაღლესი საერო და სასულიერო განათლება მოსკოვში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ
სათავეში ჩაუდგა ქართულ ეკლესიას. ასევე ქართულო საზოგადოების მეცნიერულ,
საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებასაც. მეფის თანადგომით შექმნა სახელმწიფო ტიპის
სკოლები, სემინარები, ბიბლიოთეკები, თეატრალური დასი, აღადგინა ვახტან მექვსისეული სტამბა და
განაახლა წიგნების ბეჭდვა. ქმნიდა ახალ სახელმძღვანელოებს, აქტიურად მიმარტავდა წინაპართა
გამოცდილებას, განსაკუთრებით იოანე პეტრიწის საქმიანობას.  ანტონის „ქართული გრამატიკა“
არის პირველი ქართულად დაწერილი გრამატიკა, რომლის საფუძველზეც წარიმართა მომავალში
ქართული ენის მეცნიერული შესწავლა. 
10.2 ქართული ენის საარსებო სივრცე მე-18 საუკუნეში პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა აღწერა.
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“- გადმოცემულია ქართველთა ზნე-ჩვეულებანი, წესი და
სამართალი, მეფეთა და სარწმუნოების, წარჩინებულთა გვარების შესახებ, ქართველთა ფიზიკურ და
სულიერ თვისებათა და ჩაცმა-დახურვის თავისებურებები. მიუხედავად დაშლილობისა,
საქართველოს ერთიანობას 3 ნიშანი განსაზღვრასო: ეროვნება-ქართველი, ენა-ქართული და
ბაგრატოვანთა სამეფო გვარის აღიარება ქართველთა მეფედ. ვახუშტი თავისებური ინტერპრეტაციით
იმეორებს გიორგი მერჩულეს განმარტებას: საქართველოა ყველგა, სადაც ქართულად
ლაპარაკობენ.. ყოველი კუთხის აღწერისას იგი დიდ ყურადღებას ამახვილებსქართული ენის
ფუნქციონირებაზე. მეგრელებზე იგი ამბობს, რომ ქართული იციან, თუმცა თავისი ენა აქვთ,
რომელსაც ქართულთან სიახლოვის გამო „წამხდარ ქართულს“ უწოდებს. ვახუშტის აღწერა არის
პირველი ობიექტური აღწერა ქართველთა და ქართული ენის საარსებო სივრცისა. 
სახეზეა მკაცრი რეალობა: ქართველები კათოლიკეებიც არიან, მართლმადიდებლებიც, მუსლიმებიც,
ანუ დარღვეულია რელიგიური ერთიანობა. იცვლება პოლიტიკური ვექტორიც- კათოლიკური
ევროპიდან ერთმორწმუნე რუსეთისკენ. 
VI. რუსული იმპერიალიზმი და საქართველო
11.1 ერეკლე მეფემ არეულობა არა მარტო სამეფოში, არამედ ოჯახშიც დატოვა. გიორგი მე-12-მ
რუსეთს ჩააბარა სამეფო იმ პირობით, რომ მემკვიდრეებსა და თავად-აზნაურებს პრივილეგიები
შეუნარჩუნდებოდათ.იმპერატორმა პავლე პირველმა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მეფე აღარ
აუშვა ტახტზე და ქართლ-კახეთი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. პავლე პირველს თავადმა იაშვილმა
საფეთქელში საფერფლე ჩაარტყა და მოკლა. ტახტზე ალექსანდრე პირველი ავიდა, მან მამის
პოლიტიკა გააგრძელა. ტახტის მემკვიდრე და მთელი სანათესაო რუსეთში გადაასახლა, ამის შემდეგ
კი რუსეთი დას. საქართველოს მიუბრუნდა. მე-19 საუკუნის სამოციანი წლებისთვის საქართველოს
ტერიტორიების დაპყრობა დამთავრებულოი იყო, ერთიანი საქარტველო რუსეთის იმპერიის ნაწილი
გახდა.
11.2 მე-19 საუკუნეში ქართული სახელმწიფოებრიობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. ქართულ
ენაზე თიტქმის მთლიანად რუსული ენობრივი პოლიტიკა ახდენდა გავლენას. ამ პოლიტიკას
საფუძვლად ედო ასიმილატორული ღონისძიებები:
1. ეტაპობრივად დაიწყო რუსი მოსახლეობის შემოყვანა. სამხედრო კოლონიები, მოსამსახურეთა
დასახლება, ასეე ეკლესიის წიაღში გაჩენილი და გაძევებული სექტანტები.. საერთო ჯამში 21 რუსული
სოფელი აღირიცხა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში. რუს-თურქეთის ომის შემდეგ დაიწყო
ჩერქეზი, ადიღელი, აბაზი, აფხაზი მოსახლეობის თურქეთში გასახლება, იმ მოტივით, რომ ისინი
მუსულმანები იყვნენ- „მუჰაჯირობა“. აფხაზების 70-80% გადაასახლეს.
2. განათლების სისტემაში გაბატონდა რუსული ენა. მე-19 საუკუნის 409-იან წლებამდე მხოლოდ
ორი რუსულენოვანი გიმნაზია ფუნქციონირებდა. გამოდიოდა „ტფილისის უწყებანი“ ქართულ ენაზე,
რომელიც მალე დაიხურა. 
11.3 საქართველოს დამორჩილების შემდეგ ჯერი მიდგა ჩრდ. კავკასიაზე. მიზანი: მოთაფლული
ქართველების ხელებით შეეპყროთ კავკასიური წინააღმდეგობის მეთაური შამილი და დაეჩოქებინათ
ჩრდ. კავკასია. იწყება მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობის ეპოქა. ბრიტანულ
პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოცდილებაზე აღზრდილ ვორონცოვს სწამდა, რომ ენობრივი და
კულტურული მრავალფეროვნება წყარო იყო იმპერიის ძლიერებისა და არა მისი სისუსტის
მაჩვენებელი. კავკასიასი ფართო და საფუძვლიანი რეფორმისტული გეგმით ჩამოვიდა, რომელიც
ითვალისწინებდა საქართველოს უმტკივნეულო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სერწყმას რუსეთის
ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოებრივ სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, ევროპეიზაციის გზით
ქართული კულტურის აღორძინებასა და განვითარებას. მისი 9წლიანი მმართველობისას დაარსდა
რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, ბიბლიოთეკა, ჟურნალი
„ცისკარი“, კავკასიის მუზეუმი.. ახალგზარდებისთვის დაწესდა სტიპენდიები რუსეთის
სასწავლებელში, დაფუძნდა სკოლები, ასევე ქალთა სასწავლებლები.. ეკლესია-მონასტრების
აღდგენა-რესტავრაცია, ძველი ქართული ტექსტების გამოცემა.. მისი პოლიტიკა ნაკარნახევი იყო
რუსეთისგან, მაგრამ სასარგებლო იყო საქართველოსთვის.
11.4 მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა. როგორც
ილია ამბობდა, მთავარი იარაღი „ენა და კალამი’’ იყო. ქართული ენის ინტერესების დასაცავდ
გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი:
1. შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
2. გაიხსნა ქართული სკოლები
3.აღდგა ქართული ტეატრი
4. დაარსდდა ჟურნალ-გაზეთები
5. იაკობ გოგებაშვილის „დედაენისა“ და „ბუნების კარის“ შექმნამ გადაარცინა ენა და ქართულ
საგანმანათლებლო სისტემას ჩაუყარა საფუძველი.
6. მწერლობამ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ ენას
7.ილიას „ენა მამული სარწმუნოება“, +დააარსა ბანკი..
11.5 რუსეთმა: კავკასიის ოლქში აკრძალა ქართულად სწავლება, ქართული პოედაგოგები გაყარეს..
ცდილობდნენ შიდა დაპირისპირებას- მეგრელები, სვანები და აწარლები არაქართველებად
გამოაცხადეს.. დაიწყეს მეგრული ანბანის შედგენა, სახარების თარგმნა, მაგრამ მეგრელებმა ეს
სასაცილოდ მიიღეს. მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ეკლესიის გარუსების პოლიტიკა.
ეგზარხოსმა პავლემ აკრძალა ქართული ენა სასწავლებლებში, ხოლო გამორიცხულმა იოსებ
ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი, რის გამოც ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და
ქართველები. ცენზურამ აკრძალა სიტყვა „საქართველოს“ ხმარება.

12.1 მე-20 საუკუნეში ქართველმა ბოლშევიკებმა ეროვნული წინამძღოლი-ილია მოკლეს. 1917


წელს მოხდა სოციალისტური რევოლუცია, რა დროსაც დაიშალა რუსეთის იმპერია, 1918წ 26 მაისს
საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1921 წლამდე. 3წლიანი დამოუკიდებლობა ეროვნული
თვითშეგნების გასაღვივებლად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 1918 წელს დაარსდა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენის მეცნიერული შესწავლა, რაც
გასაბჭოების შემდეგაც გაგრძელდა. 1921 წელს შეიქმნა ქართულ ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი
საბჭო, რომელსაც ლექსიკონების მომზადება დაევალა. უნივერსიტეტის დაარსებით ბიძგი მიეცა
ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ენის განვითარებას. დაიწყო ახალი ეტაპი ქართული
სალიტერატურო ენის ისტორიაში. 
12.2 საბჭოთა კავშირში 70-ზე მეტი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა „ახალი
ხალხის-საბჭოთა ხალხის“ ჩამოყალიბება და მხოლოდ რუსული ენის გაბატონება. მეთოდები:
დემოგრაფიული სურათის შეცვლა, მიგრაციები, რუსი მუშახელების ჩამოსახლება.. საურთიერთობო
ენად რუსული გამოიყენებოდა, ქართული თანდათან საოჯახო ენად გადაიქცეოდა, რაც ყველაზე
საშიში იყო, რადგან დაირღვეოდა ქართული ენის ერთიანი საარსებო სივრცე. 

2.ენა და ვინაობა ქართველთა


ისტორიაში, კრებული: ქართველურ ენათა
სტრუქტურის საკითხები
ენას მრავალი ფუნქცია აქვს, და მათ შორის ერთ-ერთი ამა თუ იმ ჯგუფის გაერთიანება და
სხვებისაგან გამიჯვნაა, ამასთან, ეს უკანასკნელი სულაც არ უნდა იყოს უსათუოდ მტრული.
ქართულს გაერთიანების, გამიჯვნისა და ლეგიტიმაციის ეს ფუნქცია მხოლოდ მე-19 საუკუნიდან
მოყოლებული კი არ შეუძენია, არამედ მთელი ისტორიის მანძილზე ეკისრებოდა, არა მუდმივად,
მაგრამ კვლავ და კვლავ. ენა პრობლემატურ სიტუაციებში კვლავ და კვლავ ხდება
იდენტიფიკაციის საშუალება.

ელინობის დაცემის ხანაში ალბათ სირიასა და, იქიდან გამომდინარე, სომხეთშიც, საქართველოშიც
და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა ერთგვარი იდეა ხალხური ენისა, რამაც
ადგილობრივ ენებს, მანამდე პოლიტიკურად, კულტურულად თუ რელიგიურად
პრივილეგირებულები და აღიარებული რომ არ იყვნენ, ახალი ღირსება შესძინა, რომელიც
პირდაპირ ქრისტიანურ ღვთიურ განგებად იქნა გააზრებული.

მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ხალხური ენის იდეამ საქართველოც მოიცვა, არის იმ დროისთვის
ახლად შექმნილი ქართული ანბანი, რომლის კონსტრუქციული პრინციპები ბერძნული იყო და ამით
დიდად პრესტიჟული. ის, რომ ქართულმა ხალხური ენის ფუნქცია შეიძინა, ნათლად ჩანს იქიდან, რომ
იგი ორ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გამოიყენება:
1. მონუმენტურ წარწერებში - რომლებიც ძალაუფლებასა და მარადიულობისკენ სწრაფვას
განასახიერებენ;
2. ადრევე თარგმნილ ბიბლიაში - ენის სარწმუნოებრივი ფუნქცია მხოლოდ წმინდა
პრაქტიკული მოსაზრებით ნაკარნახევად უნდა მივიჩნიოთ.

ანბანის შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე: მონუმენტური წარწერები არამეულად, ბერძნულად თუ


ლათინურად მანამდეც იწერებოდა. მაგრამ ანბანი ამ ადრეულ ხანაში საიმედო გარანტი იყო
ვინაობისა და სხვებისგან გამიჯვნისა, ვიდრე თვით ენა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად,
ძნელად თუ მოიშორებდა „ბარბაროსული ენის“ ბერძნულ იარლიყს.

იმ პერიოდში პრაქტიკულად არაფერი ვიცით ქართველთა დამოკიდებულების შესახებ საკუთარი


ენისადმი. მე-10 საუკუნეში კი სხვანაირადაა საქმე, რადგან გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში“ რამდენიმე მინიშნებას ვხვდებით ქართულის მნიშვნელობის შესახებ. იქ
მოთხრობილია, რომ გრიგოლი დიდგვაროვანი ჩამომავლობისაა და ქრისტიანულად იზრდებოდა. ის
წიგნიერი იყო, რომელმაც არაერთ ენაზე იცოდა მწიგნობრობა, მათ შორის დაისწავლა
სამოძღვრო ქართულ ენაზე დაწერილი წიგნებიც.

გრიგოლი განათლებული პოლიგლოტის ტიპად წარმოგვიდგება, რომელიც მსოფლიო მეცნიერებასაა


ნაზიარები; ამასთან, საკუთარი ენა, უკვე როგორც სამეცნიერო ენა, პირველ ადგილზე დგას.

შემთხვევითი არაა, რომ ნაწარმოებში საჭირო გახდა ცნება „საქართველოს“ განსაზღვრება


ეკლესიისა და ენის ურთიერთშეკავშირებით:

„ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და
ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

გიორგი მერჩულესთან ქვეყანა და ენა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ხაზი გაესმის


პრესტიჟს, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ ამ ორივეს შესძინა.

მთელს ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმსახურება ბერძნულად სრულდებოდა. ერთადერთი


გამონაკლისი იყო საქართველო, სადაც საღვთისმსახუროდ დაკანონებული ენა იყო ქართული.
ქართულმა ეკლესიამ ამ პერიოდში მირონის ხარშვის უფლების მოპოვებით დიდად განიმტკიცა
დამოუკიდებლობა ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ცენტრებისგან; მირონის
იერუსალიმიდან აღარ შემოტანით კი, ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველო ეკლესიურად
გამოeყო ბიზანტიას.

იოანე ზოსიმე თავის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“-ში ქართულ ენას სარწმუნოებრივ
კონსეკრაციას ანიჭებს - რადგან განკითხვის დღის ენა ხდება და საღმრთო საიდუმლოთა
მატარებელი - ფუნქციას, რომელიც ქართულს ბიბლიური წინასწარმეტყველებით დაჰკისრებია.
ქართულის ბოლო ენად გამოცხადებით ზოსიმემ ქართული კონკურენციაში მოახვედრა წმინდა
ენებთან - ებრაულსა, ბერძნულსა და ლათინურთან.

მე-11 საუკუნის თხზულების „ცხორებაი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთვმესი“ მიხედვით
ვიგებთ, რომ ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, რომელმაც
ავადმყოფს, რომელსაც მეტყველება საერთოდ არ შეეძლო, ქართულად კარგად მეტყველების უნარი
დაუბრუნა. ღვთისმშობელმა ქართულისკენ მოაქცია ეფთვმე, იმგვარად, როგორც სხვა
სიტუაციებში ადამიანები გამოცხადების, სიზმრის თუ ღვთიური განგების გზით ჭეშმარიტი
სარწმუნოების ან წმინდანური ცხოვრებისკენ მოექცევიან ხოლმე.
ზემოთ ხსენებული გზებით ხდება ქართულის სარწმუნოებრივი კონსეკრაცია და ლეგიტიმაცია,
რასაც პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

ლეონტი მროველის წიგნიდან „ცხორება ქართველთა მეფეთა“ ვიგებთ, რომ ბაბილონის გოდოლის
შენების შემდეგ ირღვევა ენისა და ტერიტორიის საერთოობა. შედეგად, ჩნდება ხალხები, რომლებიც
ენობრივად და ტერიტორიულად გამიჯნულნი არიან ერთმანეთისგან. ქართველები ჯერ სომხურ
ენაზე საუბრობენ. მოგვიანებით დათმობენ ისინი სომხურს და გადადიან ახალ ენაზე,
ქართულზე. ენა მხოლოდ ახლა იძენს საკუთარ, ვინაობის მიმცემ ფუნქციას - ენობრივი
თვალსაზრისით, ამ დროის ქართველ მეფეებს არა აქვთ ეთნიკური ორიენტაცია, მათ ყველა ამ
ხალხის ენები იციან.

როცა დასრულდა უცხოთა ბატონობა, კერძოდ, ხანა ალექსანდრე მაკედონელისა, რომელიც


ბერძნული კულტურული და ენობრივი ექსპანსიით გამსჭვალული მრავალეროვანი სახელმწიფოს
სიმბოლო იყო, გამეფდა ფარნავაზი - პირველი ჭეშმარიტად ქართველი მეფე, რადგანაც მან
„განავრცო ენა ქართული“ და გამოაცხადა ქართული სახელმწიფო ენად. მანვე აღამაღლა
ქართული სამწიგნობრო ენად, ანუ რანგში გაუთანასწორა ბერძნულსა და სხვა სამწიგნობრო
ენებს.

მოკლედ, ლეონტი მროველი თავის წიგნში ეხება ენას, როგორც ეროვნული სუვერენტიტეტის
სიმბოლოს, ერის არსებობის საწყისს.

ერთიანი ქართული სახელმწიფო როგორც ეთნიკური, ისე ენობრივი თვალსაზრისით შედეგია


ისტორიული პროცესისა, რომელიც 3 ეტაპად მიმდინარეობს:

1. ტერიტორიული და ენობრივი ერთობა - ტერიტორიული ერთობა შედეგია იმისა, სხვადასხვა


ხალხები ქართლში იყრიან თავს. ენობრივი ერთობა ხორციელდება ხალხების მიერ, არ
დაუშვებენ პრობლემატურ მრავალენოვანებას, როგორც ეს პოლიგლოტი მეფეების დროს
იყო ფარნავაზამდე.
2. ტერიტორიული და ენობრივი განყოფა - ქართველები უარს ამბობენ სომხურზე.
3. ახალი ტერიტორიული და ენობრივი ერთობის შექმნა - ქართლისა და მისი ენის.

ვახტანგ VI-ის დროს აღორძინდა იდეა ქართული წიგნებისა და საქართველოს პრესტიჟის


შესახებ, როგორც ადრე ათონელებთან. ვახტანგი წუხს, რომ ქართველები უგულვებელიყოფიან
სხვა ერთაგან.

ვახტანგის თაოსნობით დაარსდა პირველი ქართული სტამბა, დაიბეჭდა და ქართულად


ითარგმნა არაერთი წიგნი, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიის წიგნით მომარაგებას.

ვახუშტი ბატონიშვილთან ასეთი ვითარებაა: ქართველი, როგორც წესი, ლაპარაკობს ქართულად და


ეკუთვნის, როგორც წესი, ქართულ ქრისტიანულ ეკლესიას, მაგრამ ამ პროტოტიპის გვერდით, ისევე,
როგორც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, არსებობს შემთხვევები, რომელთა ნათლად
კატეგორიზება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მკვეთრი საზღვრის გავლების სწორედ ეს
შეუძლებლობა უმზადებს ნიადაგს განსახილველი „ეგზემპლარების“ საკუთარი კონცეფციისთვის
მოსარგებად: მართალია, მეგრელებს თავისი ენა აქვთ, მაგრამ მეგრული თავის „პროტოტიპს“ -
ქართულ სტანდარტულ ენას - მაინც საკმაოდ ჰგავს იმისთვის, რომ ქართული ეწოდებოდეს, თუმცა -
„წამხდარი“ ქართული.
პოლიტიკურად რთული ვითარებაა სამხრეთ საქართველოში. აქ ენა და სარწმუნოება, როგორც
გამონაკლისი, ერთმანეთს სცილდება: სამხრეთ საქართველოს ზედა ფენა გამაჰმადიანდა, მათი
საჯარო ენაც ქართულის ნაცვლად თურქული გახდა. მაგრამ საქართველოსადმი კუთვნილების
ნაწილი, შინ სალაპარაკო ქართულის სახით რჩება. სამხრეთ საქართველოს გათურქებული ზედა
ფენა ქართველებია, რადგან, თუ არ ლაპარაკობენ, იციან მაინც ქართული, მაგთი ქვეშევრდომნი
კი თავისი ენითა და სარწმუნოებით ქართველობის ორმაგ კრიტერიუმსაც კი პასუხობენ.

ვახუშტი ქართველს უწოდებს იმას, ვინც ქართულ ეროვნულ ერთობას და ქართულ ეკლესიას
განეკუთვნება მაშინ, როდესაც ან სარწმუნოების კრიტერიუმი არ არის სრულად დაცული (სამხრეთ
საქართველოს ზედა ფენა), ანდა ენისა (ენობრივი უმცირესობები ან მაგალითად, მეგრელები).

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვითარება იცვლება. ერის ახალი კონცეფცია სარწმუნოებას
აღარ საჭიროებს; ქართველთა ერთობა ენით უფრო განისაზღვრება, ვიდრე სარწმუნოებით.
ილია ჭავჭავაძეც კი, რომელიც თვითონ მორწმუნე იყო, არ ცდილობს, ქართველთა ვინაობა
სარწმუნოებით განსაზღვროს, მიუხედავად ლოზუნგისა „ენა, მამული, სარწმუნოება“. ის უფრო
ენას ცნობს ფენომენად, რომელსაც ასევე სოციალურად მრავალფეროვანი საზოგადოების
ერთიან ერად შეკავშირება ძალუძს, რადგან ერის არსებითი ასპექტია.

3. ენა, იდენტობა და საისტორიო


კონცეპტები, ნაწილი II, თავი V, ქართული ენის
ლეგიტიმაციის საკითხი შუა საუკუნეებში
                                 XI საუკუნის ქართული საისტორიო კონცეფცია (დობორჯგინიძე)
ლეონტი მროველის საისტორიო კონცეფციის, მისი „კავკასიური პროექტის“ შესახებ არაერთი
საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. მეცნიერებს შორის აზრთასხვადასხვაობაა შესავლისა და
ტექსტის ძირითადი ნაწილის სტრუქტურულ ერთიანობასთან დაკავშირებით, ყველა მათგანი იზიარებს
თვალსაზრისს, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალ ნაწილში დასტურდება ისტორიის ქრისტიანული
კონცეფცია. იგი კავკასიური მასშტაბისაა და კავკასიის ხალხთა გენეტიკური ერთიანობის იდეის
დამკვიდრებას ემსახურება (საერთო წარმომავლობის მითი თარგამოსის შთამომავლობის
თაობაზე..). ეს მითი „კავკასიური პროექტის“ მხოლოდ ერთი ნაწილია და იგი სისხლხორცეულად
არის დაკავშირებული მეორე მითთან. ესაა ქართველთა ენა. ლეონტი მროველის ქართველთა ენის
კონცეფცია ნაკლებათაა დამუშავებული სამეცნიერო ლიტერატურაში. გამონაკლისია ვინფრიდ
ბოედერი, რომელმაც ენის მითი 3 საფეხურად დაყო (ტომობრივი, ტერიტორიული ენობრივი ერთობა;
მერე განყოფა; ბოლოს ახალი ტერიტორიული და ენობრივი ერთობის შექმნა). სწორედ ბოედერმა
მიაგნო ქართულის, როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის სიმბოლოს“ არსებით როლს.
 ლეონტი მროველის კონცეფციაში ამ ისტორიულ პროცესს აგვირგვინებს „ჩუენი ნათესავის“, ანუ
ეთნიკურად ერთიანი ჯგუფის, ჩამოყალიბება ენით შეკავშირებულ ერთობად. ამის აშკარა
გამოხატულებას ხედავს ბოედერი სპარსული წარმოშობის მეფის, მირიანის, ქართველთა კანონიერ
მეფედ აღიარების ლეგენდაში. 
  ტექსტის ტიპოლოგია იძლევა საშუალებას, გამოიყოს სამი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლებზეც
ლეონტი მროველი საკუთარი წინაპრის ყოფას აფიქსირებს:
ა. „ნათესავით ქართველი“ უნივერსალური ისტორიის საფეხურზე. მისი თქმით, ჩვენი ისტორია
უნივერსალური ისტორიის განუყოფელი ნაწილია- თარგამოსი ბაბილონის ამბების უშუალო
მონაწილეა. გოდოლის დანგრევისა და ენატა განყოფის შემდეგ ტარგამოსი წამოვიდა და დამკვიდრდა
ორ მტას, არარატსა და მასისს შორის. ლეონტი მროველისა და ქართული ისტორიოგრაფიისთვის,
ზემოთხსენებული საერთო კავკასიური იდეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განსხვავებით სომხური
ისტორიოგრაფიისა (მოსე ხორენელი)- ცდილობენ უნივერსალური ისტორიის კიდევ უფრო ღრმა
ფენიდან დაიწყოს საკუთარი ამბის თხრობა, მაგალითისთვის, ბაბილონის ნანგრევებში კი არ
აფიქსირებს პირველად თავის წინაპრებს, არამედ მშენებლობის პროცესში..
ბ. უნივერსალურის შემდეგ ლეონტი მროველი აღადგენს მომდევნო, შედარებით ვიწრო,
რეგიონალურ კონტექსტს, ანუ აღწერს საერთო გენეტიკური წინაპრის შვილტა და შვილიშვილთა
განსახლებას და „ყოფას“ კავკასიის მასშტაბით. [თარგამოსის შთამომავალთა შორის რვა
გამორჩეულ გმირს ასახელებს ლეონტი მროველი. საერთო წარმომავლობის ეს ეთნოსები ენობრივად
ჭრელია, ანუ კავკასიაში მცხოვრებთა „რეგიონალური იდენტობა“ საერთო წინაპრით და
ტერიტორიითაა მარკირებული: მამა ერთი ჰყავთ და ერთ რეგიონში ცხოვრობენ. ამ საერთო
რეგიონალურ დონეზე ეს ეთნოსები გასაოცარი ენობრივი ნიჭით-პოლიგლოტობით ახერხებენ
კომუნიკაციას. მეტყველებენ სულ მცირე ექვს ენაზე: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული,
ებრაული, ბერძნული. 
გ. ბოლოს, ლეონტი მროველი აღადგენს უშუალო წინაპრის, „ქართველთა ნათესავის“ ყოფის
ამსახველი ისტორიის დასაწყისს (ფარნავაზის ეპოქა), რომლის მაკონსტრუირებელი ახალი
ელემენტი საერთო ქართული ენაა, მეორე, ძველ ელემენტთან- საერთო ეთნიკურ
წარმომავლობასთან ერთად. 
დობორჯგინიძის აზრით, უნივერსალური ისტორიის მოდელის გათვალისწინებით შესაძლებელია
გამოიყოს სამი სხვადასხვა დონე, რომლებზეც ხდება ქართველთა ისტორიის, როგორც ბიბლიური
ისტორიის ნაწილის, გააზრება, ქართველთა წინაპრის ისტორიული ყოფის „დაფიქსირება“ და
ლეგიტიმაცია:
1. ადამიანთა საყოველთაო ერთობაში, ანუ უნივერსალური ისტორიის დონეზე
2. საერთო ეთნიკური ნიშნით გამოყოფილ ერთობაში, ანუ რეგიონალური ისტორიის დონეზე
3. საერთო ეთნიკური და ენობრივი ნიშნით ფორმირებულ ერთობაში, ანუ ნაციონალური
ისტორიის დონეზე
უნივერსალური ისტორიის კონცეფციას იოსებ ფლავიოსიც იზიარებს. ტექსტში მთავარია ის, რაც
მოსეს რელიგიის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს: მთელი სამყარო, ყველა ენა და ყველა
ეთნოსი, ერთი ადამიანის შთამომავლები არიან; ეს ადამიანია ნოე. რაც შეეხება სხვადასხვა
ტრადიციის რელიგიურ ისტორიოგრაფიას, თითოეული მათგანისთვის უმნიშვნელოვანესი იყო,
რამენაირად მორგებოდა ისტორიის ამ უნივერსალურ სქემას, დაემტკიცებინა, რომ ბიბლიაშ
საკრალიზებული მოვლენების უშუალო მონაწილეა და ამ გზით დაეკანონებინა საკუტარი ადგილი
ბიბლიური გენიალოგიის ხეზე. 
 
                           ქართული ენის ლეგიტიმაციის საკითხი შუა საუკუნეებში
                           (იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“)
შუა საუკუნეებში ქართველთა კულტურული, რელიგიური და ნაციონალური იდენტობის საფუძვლების
შექმნის მიზნით მიმდინარე პროცესები დასრულდა ქართული ენის ორმაგი ლეგიტიმაციით:
1. პოლიტიკური ლეგიტიმაცია ნაციონალური ისტორიის რეკონსტრუქციით (ლეონტი)
2. რელიგიური ლეგიტიმაცია ე.წ „წმინდა ისტორიაში“ ქართულისთვის „ღირსეული“ ადგილის
გამოძებნით
სირიულ, კოპტურ, ქართულ, სომხურ თუ საეკლესიო სლავურ ძეგლებს აერთიანებთ ის, რომ ისინი
იწერებოდა ადგილობრივი ნაციონალური ენის რელიგიური ლეგიტიმაციის, შესაბამისად,
ბერძნულთან მათი გატოლების, გათანაბდრების მცდელობით. 
ენათა ამგვარ ფუნქციურ დიფერენცირებას ლეგიტიმურობას ანიჭებდა სამი წმინდა ენის, ანუ
ტრილინგვიტას თეორია, რომელიც კაცობრიობის თავდაპირველ ენას, ებრაულს, სიბრძნისა და
მეცნიერების ენას, ბერძნულს და დას. რომის იმპერიის საყოველთაო ენას, ლათინურს, გამორჩეულ
სტატუსს ანიჭებდა ე.წ  „წმინდა არგუმენტების“ მოშველიებით:
I- ქრისტეს ჯვარზე წარწერა ამ სამ ენაზეა შესრულებული
II-თითოეული ენის შემთხვევაში განსხვავებულია ეს არგუმენტი: ასაკი, რჯული-ებრაულისთვის,
სიბრძნე, მეცნიერება- ბერძნულისთვის, რომაელთა ძალაუფლება-ლათინურისთვის.
ბერძნულ-ლათინური პატროლოგია ეჭვქვეშ აყენებდა ებრაული და ლათინური ენების „წმიდაობის“
საბუთებს, რადგან ლათინური- ახალგაზრდა და ღარიბი ენაა, ებრაული კი-ვიწროდ შემოსაზღვრული
ერთობის, იუდაიზმის სიმბოლოა, და არა ქრისტიანული უნივერსალიზმის. ერთადერთი ენა,
რომელსაც ძალუძს სრულყოფილად გამოთქვას ამ რელიგიის საიდუმლო, არის ბერძნული-წერდა
ბასილი დიდი თავის 214-ე ეპისტოლეში.
  ამგვარი კონკურენციის პიროპბებში, როდესაც ებრაულსა და ლათინურსაც კი უჭირდა ავტორიტეტის
დამკვიდრება ბერძნულის გვერდით, განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღმოსავლეთ ქრისტიანობის
ნაციონალურ ენათა ბერძნულთან თანასწორობის საკითხი.ადგილობრივი ენები- კოპტური,
ეთიოპური, ქართული, სომხური, საეკლესიო სლავური, ლიტურგიისა და ბიბლიის ენებად იქცნენ,
ბერძენთა კულტურულ აღმატებულობას კი კონკურენციას ვერ უწევდა. ამ ენებს (შედარებით ნაკლები
გამოცდილების მქონე) სრულყოფილად და, რაც მთავარია, ორიგინალის „ხატად და მოქცევად“ უნდა
გადმოეღოდ ფილოსოფიისა და რიტორიკაში გაწაფულ ბერძნულ ენაზე შექმნილი ტექსტები. 
ამგვარ პირობებში, თვითდამკვიდრებისთვის ეს ენები ორ გზას ირჩევდნენ:
1. არ უარყოფდნენ, რომ მათი ენა ღარიბია, მაგრამ ეს ენის ფუნქციური სფეროების შეზღუდვას
კი არ ნიშნავდა, პირიქით, სიღარიბე განაპირობებდა მწერალ-მთარგმნელთა სწრაფვას ენა
„ბერძნულისადა მიეყვანათ“.
2. ეს ენები ცდილობდნენ წარსულიდან გამოეძებნათ წმინდა ენების ბადალი არგუმენტები და
ამით მათი ლეგიტიმურობა, ბერძნულთან თანასწორუფლებიანობა დაემტკიცებინათ.
ლეგიტიმაციის პირველი გზა ქართულის ფუნქციური სფეროების გაფართოებაა, მისი ქცევა
ლიტურგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ზოგადად, სახელმწიფო ენად, მეორე-თარგმანის
მეშვეობით ნაციონალური ენის გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრება, ტერმინოლოგიის,
სამეცნიერო ენის შექმნა..
-ეფრემ ასურის „განძთა ქუაბი“- სირიელთა აზრით, სულაც არ არის კარგი ქრისტეს ჯვარზე ამ სამი
ენის არსებობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ამ დიდ ტრაგედიაშ მიუძღით ბრალი.ხოლო მათ შორის
სირიული ენა არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ასევე,
სირიელები ამბობენ, რომ პირველი ენა არა ებრაული, არამედ სირიულია. ბერძნებზე აცხადებენ, რომ
მათ სიბრძნისა და მეცნიერების თავი და თავი- ანბანი- ფინიკიელებისგან ისწავლეს, ე.ი სწორედ
სირიელებისგან არიან დავალებულნი. 
-ბოედერმა (ი. ზოსიმეს არგუმენტის ინტერპრეტაცია->) წმინდა ენების ბადალი არგუმენტი არა
წარსულიდან, არამედ მომავლიდან მოიყვანა- ქართული იქნება უკანასკნელი ენა. 
-ნაციონალური ენის საკრალიზაციისა და რელიგიური ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო
მისთის ღვთაებრივი მფარველის, პატრონის დაკანონება. ქართული ენის მფარველობა უკავშირდება
ღვთისმშობელს („იოვანეს და ქვთიმეს ცხოვრებაში“ ალაპარაკებული ექვთიმე, +თვითონ
ღვთისმშობელიც ქართულად საუბრობს)
-„გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ ღვთისმშობელი მარტო ქართული ენის კი არა, არამედ
ქართველი ხალხის მფარველიცაა. 
-ქრისტიანული აღმოსავლეთი აღიარებდა უნივერსალური ენის არსებობას, ენის, რომელიც ყველა
ქრისტიანისთვის გასაგები იყო. 
ენის ლეგიტიმაციის პრაქტიკული მხარე ორ მიზანს ისახავდა:
1. იმდროინდელი კულტურული სამყაროს ძირითადი წიგნების თარგმნა
2. ენის გამომხატველ საშალებათა გამდიდრება, ძველი თარგმანების დახვეწა და ბერძნულთან
მაქსიმალურად დაახლოება. 
ამით დასრულდა შუა საკუნეებში ენის ლეგიტიმაციის საბოლოო ეტაპი: ქართული აღარ იყო ღარიბი
და „უღონო“ ენა, მას ყველაფრის გამოხატვა შეეძლო. ქართულმა შეძლო და შექმა ერთიანი
საურთიერთო სივრცე: ქართული-ბერძნული და, რაც მტავარია, შეენარჩუნებინა წონასწორობა
კულტურული, რელიგიური და, საერთოდ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

4. ბილინგვური განათლებისა და ბილინგვიზმის


საფუძვლები, 2010, თბ. თავი 3, საფრთხის ქვეშ
მყოფი ენები: დაგეგმვა და გაცოცხლება.
შესავალი. საფრთხის ქვეშ მყოფი ენები
-ენები ვერ არსებობენ ადამიანების გარეშე, ენა კვდება ამ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი
ადამიანის გარდაცვალებისთანავე. 
-გრძელვადიან პერიოდში ივარაუდება, რომ 90% გაქრება ან განწირული იქნება გაქრობისთვის,
რადგან ენების 50%-ზე მეტში აღარ ხდება ბავშვებში მათი რეპროდუცირება, შესაბამისად 100 წლის
მერე გაქრებიან..
-საფრთხის ქვეშ მყოფი ენების უმეტესობა, რომელთაც სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური
ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება საფრთხე დაემუქროთ, ისეთ ქვეყნებშია, სადაც პრიორიტეტები
ცენტრალიზაციას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ურბანიზაციას ეთმობა და არა ენის
გადარჩენას.
-ივარაუდება, რომ 600 ენა გადარჩება, თუმცა კრაუსი ამტკიცებს, რომ ეს გათვლები ოპტიმისტურია
და ამტკიცებს, რომ 300 ენა გადარჩება.
-დევიდ კრისტალის 5 არგუმენტი, თუ რატომაა საჭირო ენების მრავალფეროვნების შენარჩუნება:
1. ეკოლოგიური მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. ეკოსისტემა არის სისტემა, რომელშიც
ყველა ორგანიზმი უნდა ცოცხლობდეს, რათა ეს კომპლექსური სისტემა არ დაირღვეს,
განაგრძოს არსებობა და ფუნქციონიონირება. ეკოსისტემის ერთი ელემენტის განადგურებაც
კი იწვევს მთლიანად სისტემის რღვევას. ბიოლოგიური და ენობრივი მრავალფეროვნება
განუყოფელია-სადაც ტყეები გაკაფულია, იქ ენები საფრთხის ქვეშაა, ხოლო სადაც
ბიომრავალფეროვნებაა, იქ კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნებაცაა.
მრავალფეროვნება მოიცავს ადაპტაციის უნარს. თუ არ არის მრავალფეროვნება, ადაპტაციის
უნარი დაქვეითებულია=კლებულობს ნაყოფიერება და ადამიანის ინტელექტუალური
მიღწევებიც მცირდება. ადაპტაციის უნარი წარმოიშობა მრავალფეროვნებიდან.
2. ენა ასახავს იდენტობას- იდენტობის გამოხატვის ყველაზე მძლავრი იარაღი ენაა. 
3. ენა არის ისტორიის არქივი-კავშირის დამყარება წარსულთან(წესები, ტრადიციები..)
● თუ აფრიკაში ის 2000 ენა გაქრება, ეს გამოიწვევს სამედიცინო ცოდნის გაქრობას
● ენების გაქრობით ქრება კულტურა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა, რადგან
დაწერილი ტექსტები ინახავენ კულტურულ მონაპოვარს და დაწერილი ტექსტების თარგმნა
შესაძლებელია, მაგრამ იკარგება ნიუანსები და სიღრმე.
0. ენა ხელს უწყობს ადამიანის ცოდნის შეჯამებას- თითოეულ ენაში არის წარსულის აღქმა
წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ენის გაქრობასთან ერთად, სამყაროს არსებული ხედვაც
იკარგება.
● ენის მეშვეობით ხდება სოციალური ურთიერთობების წესების, ასევე მნიშვნელოვანი
კულტურული იდეების ფორმირება. 
0. ენა თავისთავად მნიშვნელოვანია. 

კრისტალის რამდენიმე გზა, ენის გადასარჩენად: 


● ამ ენაზე მოლაპარაკეებმა უნდა გაზარდონ პრესტიჟი დომინანტ თემში
● უნდა გაამდიდრონ ენა დომინანტ თემთან მიმართებით
● ეკონომიკური ბაზისის სტაბილურობა, კარგი პირობები
● ამ ენაზე წიგნიერების დონე იქნება მაღალი
● გამოიყენებენ ელექტრონულ ტექნოლოგიებს
● ეთნიკური იდენტობა ექნებათ გამძაფრებული
● ჯგუფს ექნება როგორც შინაგანი, ისე გარე აღიარება
● დაცული იქნება, ან შეძლებს დომინანტი კულტურის გავლენის გამკლავებას

                            ენობრივი პოლიტიკა
=ენის გაცოცხლება
-საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ენების გაქრობა
-მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ უმცირესობის ენების დაცვა ძვირი ჯდება, არაფრის მომტანია. ისინი
მხარს უჭერენ მონოლინგვიზმს და უმცირესობის ასიმილაციას.
-ენა უსაფრთხოდაა, როცა იგი სამივე თაობამ იცის.

ენობრივი გარემოს მიმართ რამდენიმე მიდგომა არსებობს:


.ევოლუციონისტური მიდგომა (დარვ.)- სუსტი ენები ან გაქრება, ან ადაპტირდებიან გარემოსთან.
I.კონსერვაციული მიდგომა- მხარს უჭერენ უმცირესობათა ენების გამოცოცხლებას, შენარჩუნებას,
განვითარებას (მაგ. ნაკრძალების გზით შენარჩუნება).
II.შენარჩუნებითი/პრეზერვაციული მიდგომა-უფრო კონსერვატიულია, ვიდრე კონსერვაციული,
=ანტიმოდერნული მიდგომა. ითხოვენ მხოლოდ სტატუსკვოს შენარჩუნებას და არა ხელშეწყობას.
ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს ენის გაქრობას, ამიტომ ცვლილების
წინააღმდეგები არიან. 

[ენის ევოლუციონისტურ მიდგომას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი ამბობენ რომ: 


(1) გადარჩევის მიდგომა ენასთან მიმართებით ძალიან გამარტივებულია და ევოლუციის მხოლოდ
ნეგატიურ შედეგებს უსვამს ხაზს
(2) ენები ქრებიან ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზებით. ამ მიზეზებზეა დამოკიდებული ენის
მომხმარებელთა რიცხვის ზრდადობა-კლებადობა..]

5. ქართველური ენები
1. ენობრივი ანალიზი
1.1. მსოფლიოში 22 ენათა ოჯახია, მათ შორისაა ქართველური ენების ოჯახი.
ქართველური ენებია: ქართული, სვანური, ლაზურ-მეგრული (ზანური). ეს ენები ქმნიან
დამოუკიდებელ ოჯახს და არ ენათესავებიან სხვა ენებს. თუმცა არსებობს მეორე თვალსაზრისიც,
რომლის მიხედვითაც, ეს ენები შედის იბერულ-კავკასიურ ენათა ოჯახის იბერიულ ჯგუფში. ე.ი.
ივარაუდება ქართველური ენების ნათესაობა ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულ კავკასიურ
ენებთან (აფხაზური ენაც მათ შორისაა).

ქართველური ენების აღსანიშნავი სინონიმური ტერმინები: ქართველური/იბერიული,


ზანური/კოლხური, ლაზური/ჭანური. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „კოლხური“ ხაზს უსვამს
მეგრელ-ლაზთა ენობრივ ერთიანობას კოლხური ეპოქიდან. მეგრელ-ლაზის აღმნიშვნელი ზოგადი
ტერმინი ქართულში კოლხ-ი იყო, რომლის შესატყვისი ზანური ფორმაც ვლინდება კულხ-ა / კილხ-ა
ვარიანტებში. ტერმინ „კოლხურის“ წარმომავლობა ივ.ჯავახიშვილმა დაუკავშირა ქართულ
პროვინცია კოლა-ს.

ლაზ-ი ისტორიულად აღნიშნავდა ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ მეგრელ-ლაზს, ხოლო ჭან-ი -- მთაში
მცხოვრებ ზანს (მეგრელ-ლაზი).

ისტორიულად ვ თანხმოვნის ადგილას უ ხმოვანი იყო: ქართველი 🡪 ქართუელი. შესაბამისად,


მეცნიერები ქართულ-ზანური ერთიანობის პერიოდისათვის აღადგენენ ქართუ სახელს.

ქართუ ტერმინს წინ უძღოდა იბერ- ტერმინი. სიმონ ჯანაშიას აზრით, „იბერი“ უკავშირდება
ჰეროდოტეს მიერ ნახსენებ „სასპერებს“, რაც ქართულ და სომხურ წყაროებში ცნობილია „სპერი“
ტერმინით, ხოლო თურქულში - „ისპირი“.

1.2. ქართველური ენების წარმოშობის, ანუ ამოსავალი ენის დიფერენციაციის შესახებ ძირითადად
ორი თვალისაზრისია მიღებული.
I. არნოლდ ჩიქობავას მიხედვით, ქართულის (უფრო ზუსტად საწყისი ენის) დიფერენციაციის
პროცესში წარმოიშვა ზანური დიალექტური განშტოება, საიდანაც შემდეგი დაშლის შედეგად
ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ენები - სვანური და ზანური. ზანური აერთიანებს მეგრულსა
და ლაზურს.
თუმცა აქ ერთი მომენტია დასაზუსტებელი. სავარაუდოდ, ქართულს ზანური შტო ცალკე კი
არ გამოეყო, არამედ ზანურ-სვანური ენობრივი წრე, რომელიც შემდგომში დაიშალა
ზანურად და სვანურად.
II. გერმანელი მეცნიერის, გერჰარდ დეეტერსის მიხედვით, საერთოქართველურ ფუძეენას
გამოეყო სვანური ენა, ხოლო მოგვიანებით ქართულ-ზანური ერთობაც დაიშალა ქართულ და
ზანურ ენებად. მისი თქმით, სვანურის გრამატიკისა და ლექსიკის არქაული ხასიათი
გვავარაუდებინებს მის ადრეულ ეტაპზე გამოყოფას ფუძეენიდან.

საერთოქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული


ამ ორი მოსაზრებისგან განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა ბოლო პერიოდში. ამ მოსაზრების
მიხედვით, შესაძლოა, სამივე დიალექტის (ქართული, ზანური და სვანური) დამოუკიდებელ ენებად
ჩამოყალიბება ერთდროულად დაიწყო.

საერთოქართველური

ზანური ქართული სვანური


ანუ, დიფერენციაციის წინა საფეხურზე, საერთოქართველურ ფუძე-ენას ჰქონდა სულ მცირე სამი
დიალექტი - ქართული, ზანური, სვანური - საიდანაც შემდგომში, როდესაც თავი იჩინა ძირეულმა
მორფოლოგიურ-ლექსიკურმა განსხვავებებმა, მოხდა ამ დიალექტთა დამოუკიდებელ ენებად
ჩამოყალიბება.

1.3. ქართველურ ენებს შორის საზღვრებს ადგენს ამ ენობრივი ჯგუფის წევრებს შორის
გამოვლენილი რეგულარული, კანონზომიერი და სისტემური ბგერათშესატყვისობების არსებობა.

რა არის რეგულარული ბგერათშესატყვისობა?


ენაში არსებული ბგერები დროთა განმავლობაში იცვლებიან, მაგრამ იცვლებიან არა ნებისმიერად და
ქაოსურად, არამედ კანონზომიერად და სისტემურად. მაგალითად, თუ ენაში შეიცვალა ზ და მოგვცა,
ვთქვათ, ჟ, მაშინ მისი წყვილეული ს ბგერაც ამავე მიმართულებით შეიცვლება და მოგვცემს შ.
სანიმუშოდ: ქართულის ძ ც წ სამეულს ზანურში რეგულარულად შეესატყვისება ჯ ჩ ჭ, ანუ თუ
ქართულში გვაქვს ძ (ძელი), ზანურში შესაბამის სიტყვაში იქნება ჯ (ჯალი). ასევე მოიქცევიან
სამეულის დანარჩენი წევრებიც: ც (ცოლი) და ჩ (ჩილი, წ (წითელი) და ჭ (ჭითა).

ბგერათსესატყვისობათა სისტემა განსაზღვრავს ასევე ლაზურისა და მეგრულის დამოუკიდებელ


ენებად არსებობას:

საერთოქართველური ფუძე-ენიდან ზანური ენის ცალკე ენად ჩამოყალიბებას სიბილანტურ


გადაწევასთან (სისინა 🡪 შიშინა: ძ->ჯ, ზ->ჟ და ა.შ.) ერთად ხელი შეუწყო საერთოქართველური
ვოკალური სისტემის ტრანსფორმაციამ ზანურში (ა->ო / კაც 🡪 კოჩ-. ე->ა / ერთ 🡪 ართ-).
სიბილანტურ გადაწევას ეწოდა არტიკულაციის უკან გადაწევა, ხოლო ვოკალურ ტრანსფორმაციას
ზანურში - ზანური გადაწევა.

როგორ დგინდება ენათა ნათესაობა?


ენა იცვლება დროსა და სივრცეში. ენის ცვლილება დროში აჩვენებს, რომ ენა ისტორიული
კატეგორიაა. ენის ისტორიულ ჭრილში შესწავლას დიაქრონული კვლევა ეწოდება. ენის
ცვლილება სივრცეში დიალექტების წარმოქმნის საფუძველია. ენის შესწავლას კონკრეტული
დროისა და სივრცის მიხედვით, სინქრონული კვლევა ეწოდება.

ენის ცვლილება ორი მიმართულებაა:

1. დიფერენციაცია/დივერგენცია/დანაწევრება - ცვლილების შედეგად იზრდება განსხვავება


დიალექტებს/ენებს შორის;
2. ინტეგრაცია/კონვერგენცია/შერწყმა - ცვლილების შედეგად იზრდება საერთო, მსგავსი
ნიშნების რაოდენობა.

ერთი ენის დიალექტების განმასხვავებელი ნიშნების ისეთი რაოდენობა, რაც იწვევს გრამატიკული
წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ცვლას, არის საფუძველი ახალი ენების ჩამოყალიბებისა.

საერთო წარმოშობის ენები მონათესავე ენათა ოჯახს ქმნიან.

შედარების გზით, რის შედეგადაც დგინდება მონათესავე ენათა რეგულარული


ბგერათშესატყვისობანი, დგინდება ენათა ნათესაობა.

შედარების დროს:

1. არ გამოდგება სრულიად განსხვავებული სიტყვები მონათესავე ენებისა. მაგ. ქართ თეთრი და


მეგრ. ჩე/ქჩე;
2. არ გამოდგება სავსებით ერთნაირი მასალა: კისერი, ცხენი, კარი, ტრაქტორი;
3. გამოსადეგია შესადარებელი ენებისათვის საერთო მასალა, რომელმაც დიფერენციაცია
განიცადა: კაცი-კოჩი, ძმა-ჯიმა.

შედარების მიზანია დაადგინოს მონათესავე ენათა განვითარების მეცნიერული ისტორია ამ ენებზე


მოლაპარაკე ხალხების ისტორიასთან დაკავშირებით.

ამგვარი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართული ენის მონათესავე ენებია: სვანური და
ზანური/კოლხური (მეგრულ-ლაზურ/ჭანური).
2. ისტორიულ-კულტუროლოგიური მიმოხილვა
2.1. სვანური
სვანური ენა ერთ-ერთი ქართველური ენაა. ის გავრცელებულია ისტორიულ სვანეთში, კერძოდ,
მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის რეგიონში, სამეგრელოში, იმერეთსა
და გურიაში.

მესტიის მუნიციპალიტეტი - იგივე ზემო სვანეთი, შედგება 15 საზოგადოებისგან, ანუ ისტორიული


თემისაგან. ესენია: უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლატალი, ბეჩო, ეცერი,
ცხუმარი, ფარი, ჩუბეხევი, ჭუბერი, ლენხერა და ლახამულა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი - იგივე ქვემო სვანეთი, შედგება 18 საზოგადოებისგან, ანუ ისტორიული


თემისაგან. ესენია: ზესხო, ცანა, ნაცული, მელე, შგედი, ჩიხარეში, ახალშენი, ჟახუნდერი, სასაში,
ჩოლურის საზოგადოება (13 სოფლით), ბაბილი, გულიდა, წანაში, ბავარი, ხელედი, ხოფური,
ყვედრეში, რცხმელური.

დღეისათვის მესტიის რაიონში 20000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ლენტეხის რაიონში - 15000-მდე. მათი
აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს სვანურ ენას.

სულ სვანურად მოლაპარაკეთა რიცხვი დღეისათვის 45000 კაცით განისაზღვრება.

სვანურში გამოიყოფა 4 დიალექტი:

● ბალსზემოური - ზემოსვანური. მესტიის რაიონის უშგულ-ლატალის ტერიტორიაზეა


გავრცელებული.
● ბალსქვემოური - ზემოსვანური. მესტიის რაიონის მცხოვრებთა მეტყველებაა სოფელ
ბეჩოდან სამეგრელოს საზღვრამდე.
● ლენტეხური - ქვემოსვანური. ცხენისწყლის ხეობაშია გავრცელებული.
● ლაშხური - ქვემოსვანური. ცხენისწყლის ხეობაშია გავრცელებული.

ეს დიალექტები ერთმანეთს უპირისპირდება უმლაუტის, ხმოვანთა სიგრძის, რედუქციის,


გრამატიკულ თუ ლექსიკურ თავისებურებათა არსებობა-არარსებობით.

არქაიზმებით გამორჩეული სვანური ენის კვლევა მნიშვნელოვანია ზოგადად ქართველური ენების


ისტორიული კვლევისა და წარმომავლობის დასადგენად, რადგან სტრუქტურულად სვანური
საკმაოდ ახლოს დგას საერთოქართველურ ფუძე-ენასთან.

2.2.მეგრული
დღევანდელი მდგომარეობით მეგრულად საუბრობენ სამეგრელოში (აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი,
სენაკი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი) და სამურზაყანოში (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი).

მეგრული ისტორიულად ცხენისწყალ-რიონ-ფიჩორიდან მდინარე ფსოუმდე ვრცელდებოდა.

მეგრულში 3 კილო-კავი გამოიყოფა:

● სენაკურ-მარტვილური - მოიცავს აბაშა-სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და ჩხოროწყუს


მოსახლეობის მეტყველებას.
● ზუგდიდურ-ჯვარული - ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში, სადაც ჯვარული
მეტყველება ტრადიციულად გამოიყოფა.
● სამურზაყანოული - ენგრუს გაღმა სამეგრელოს (სამურზაყანოს) მეტყველება.
გავრცელებულია თანამედროვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში და
მთლიანად მოიცავს გალის რაიონს, ნაწილობრივ - ოჩამჩირესა და ტყვარჩელს.

დღეს, აფხაზეთიდან დევნილი მეგრელები სამეგრელოს გარდა ცხოვრობენ ქუთაისში, ბათუმში,


თბილისში, ასევე საზღვარგარეთ (რუსეთი და უკრაინა).

2.3.ლაზური
ლაზეთის საზღვრებია: ჩრდილოეთით - შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით -
მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - მდინარე სანამსუ.

ლაზეთის ძირითადი ნაწილი მოქცეულია თურქეთის საზღვრებში, ხოლო საქართველოს ეკუთვნის


სარფის ნაწილი.

თანამედროვე ლაზური მეტყველების გავრცელების არეალი, მეგრულთან შედარებით, მცირეა.


ლაზები (ჭანები) სახლობენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში სარფიდან ქემერამდის, მდ. ჩხალის ხეობა
წარმოდგენილია ასევე ლაზური მეტყველებით (8 სოფელში).

ისტორიულ ლაზიკას (ბერძნულად ლაზიკე, ხოლო საკუთრივ-ლაზურად ლაზონა „ლაზეთი) ეჭირა


შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი.

განსაკუთრებით უნიკალურია მთიანი ლაზეთი, სადაც ქართული სოფლების გვერდით მდებარეობს


ლაზური სოფლები, რის გამოც შეხვდებით შერეულ, ლაზურ-გურჯულ ოჯახებს. ხშირად ასეთი
ოჯახების ლაზი დიასახლისები თანაბრად ფლობენ ლაზურ და ქართულ ენებს.

საქართველოში XX საუკუნეში სარფის გარდა ლაზური მოსახლეობა ფიქსირდებობა აფხაზეთშიც.


საკმაოდ იყო ამ დროისათვის ლაზური ენა გავრცელებული ანაკლიაშიც.

ლაზური დასახლებული პუნქტებისა და ხეობების მიხედვით იყოფა:

● ათინური კილოკავი - ეს მოიცავს ბულეფურ-არტაშენურ თქმას.


● ვიწური კილოკავი -
● არქაბული კილოკავი -
● ხოფური კილოკავი - ეს მოიცავს ჩხალურ თქმა-მეტყველებას.

საინტერესოა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დასავლეთ ანატოლიაში გადასახლებული ლაზების


მეტყველებაც. მათმა უმრავლესობამ დღესაც კი იცის ლაზური, ხოლო ტრაპიზონსა და მის
შორიახლო ტერიტორიებზე მცხოვრებმა ლაზებმა დიდი ხნის წინ დაივიწყეს ლაზური, მაგრამ ახსოვთ
თავიანთი ლაზური წარმოშობა.

1965 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკამ მეორე ენის სტატისტიკურად აღრიცხვა აკრძალა, რამაც
გააძნელა ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, მაგრამ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ 50 წლის შემდეგ ლაზურენოვანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა
ნახევარმილიონს მიუახლოვდება.

საკუთრივ საქართველოში ცხოვრობს 2,000-მდე ლაზი.


ლაზურის ხვედრი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ის მოწყდა ქართველურ ოჯახს და
შესაბამისად, ისტორიულ ეთნოკულტურულ სივრცეს, მეორე მხრივ, საქართველოში ფრაგმენტულად
წარმოდგენილი ლაზურიც ქართულის გავლენით ვერ ინარჩუნებს თაობათა შორის საკომუნიკაციო
ფუნქციას.

მიუხედავად ამისა, ლაზური ასახავს იმ ყოფით კულტურას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ლაზი
და საერთოდაც, საქართველო: თუკი ჩვენი ქვეყანა და ხალხი მოიაზრება საზღვაო კულტურის
ქვეყნად, ეს ლაზების დამსახურებაა. ისინი იყვნენ სახელგანთქმული ზღვაოსნები, ნავმშენებლები და
თევზმჭერები. ეს საზღვაო გამოცდილება ლაზურ ენაშია ასახული: „ფელუკა“, ანუ ნავი და „ქაფშია“,
ანუ თევზის კერძი. ლაზებისთვის იყო ასევე დამახასიათებელი მიმინოს მოთვინიერება და ნადირობა.

ლაზები იყვნენ განთქმული მშენებლები. ამის დასტურია ლაზური ხის ოდა-სახლები საოცარი
ჩუქურთმებით, ხოლო სიმღერები საუკეთესოდ ასახავს ლაზების სევდასა თუ სიხარულს, ისტორიულ
კავშირებს საქართველოსთან.

ამდენად, ლაზური არა მხოლოდ თურქეთის, არამედ უპირველესად საქართველოს არამატერიალური


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ლაზური ენის მდგომარეობა მაინც საგანგაშოა. ის არის საოჯახო კომუნიკაციის ენა, მაგრამ
ძირითადად უფროს თაობაში, ბავშვებმა ფაქტობრივად ლაზური არ იციან. ამ მხრივ ძალზედ
მნიშვნელოვანი იყო თურქეთის გადაწყვეტილება, სკოლაში ლაზურის, როგორც არჩევით საგნად
შეტანის შესახებ.

ლაზურის ოთხასწლიანმა იძულებითმა იზოლაციამ მეგრულისაგან, ასევე ქართული


სალიტერატურო ენისაგან, დიდი დაღი დაასვა მის განვითარებას. ფაქტობრივად, ლაზური მოწყდა
ბუნებრივ არეალს, მოექცა ბერძნული, თურქული და სომხური ენების წნეხის ქვეშ. ამიტომაც
ლაზურში უხვადაა ამ ენებიდან ნასესხები სიტყვები, თუმცა სტრუქტურულად ლაზური მაინც
დღემდე მეგრულის მსგავსია, ხშირად იდენტურიც.

საქართველოში ლაზური მოსახლეობა მცირერიცხოვანია. ლაზურის კულტურული და ენობრივი


ინტერესების დაცვა შესაძლებელია, კერძოდ, სამეცნიერო კვლევები, ლაზური მეტყველების
დოკუმენტაცია ტექნოლოგიებით, ელექტრონული ლექციკონების მომზადება, ლაზური სიმღერებისა
და რიტუალების პოპულარიზაცია, სამეცნიერო ბუკლეტები სკოლებისთვის, ტრადიციული
ხელოსნობის აღორჩინება და ტურისტულ სივრეში მიმოქცევა (ლაზური ნავებით გასეირნება და
თევზჭერა), ლაზური სამზარეულოს პოპულარიზაცია, მიმინოთი ნადირობის აღორძინება და
ტურისტებისთვის შეთავაზება და ა.შ.

ლაზებმა კარგად მოიკიდეს ფეხი თურქეთში წამყვან პოზიციებზე, როგორც მმართველ


ინსტიტუციებში, ასევე ბიზნესშიც. მათი წარმატების შედეგია ლაზურისათვის რეგიონალური ენის
სტატუსის მინიჭება და ლაზურის აღორძინების მძლავრი ტალღა.

არ შეიძლება თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ქართველთა/საქართველოს მიმართ გაუცხოების


ტენდენცია ლაზებში ძალიან დიდია, მათ აღიზიანებთ აქედან წამოსული მესიჯები: „შენ ლაზი ხარ,
ე.ი. ქართველი ხარ“, „შენ ხომ ქრისტიანი იყავი“, „ლაზური ხომ ქართული ენის დიალექტია“...
სამწუხაროდ, ხშირად არაკვალიფიციური მოსაზრებები მიეწოდებათ, როგორც ჭეშმარიტება.
6. ქართული მეტყველების კულტურა
                                ქართული მეტყველების კულტურა (ავთ. არაბული)
  ქართული მეტყველების კულტურის საფუძველია საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული
სალიტერატურო ენა, რომელიც, როგორც საგანძური, თავისთავში შეიცავს და ინახავს ყოველივე
საუკეთესოს, რაც ერის სულიერ კულტურას და გამოცდილებას ისტორიულად შეუქმნია.
სალიტერატურო ენა მწიგნობრობის პროდუქტია (სალიტერატურო ენის ისტორია მწიგნობრობის
გაჩენით იწყება). იგი იქნება მწიგნობრობის განვითარების საფუძველზე და იმავე მწიგნობრობის
განვითარების მიზნით. 
  ქართული მწიგნობრობის ისტორიის ათვლა იმ პირველი წერილობითი ძეგლებიდან შეიძლება,
რომლებიც გვამცნობენ, რომ ქრისტიან ქართველებს მე-5 საუკუნის დასაწყისიდან მაინც
გადაუწყვეტიათ საკუთარი ისტორიული წარსულის აღნუსხვა. 
 სწორედ მე-5 საუკუნეს განეკუთვნება პირველი ქართული წერილობითი ძეგლები:
1. პალესტინის ჯვრის მონასტრის წარწერა 
2. ბოლნისის სიონის წარწერა
3. ხანმეტი პალიმფსესტები (მეხუთე-მეექვსე საუკუნეების მიჯნას ეკუთვნის). მათში ბიბლიის
ქართული თარგმანის ფრაგმენტები ივ. ჯავახიშვილმა ამოიკითხა.
● პალიმფსესტი ნიშნავს ერთხელ გადაფხეკილსა და საწერად მეორედ გამოყენებულ
პერგამენტს (ტყავს). 
0. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“- ქართული ჰაგიოგრაფიის შედევრი. მისი ავტოგრაფი
ან ადრინდელი ნუსხა არ არის შემორჩენილი, რის გამოც მის პირვანდელ ენობრივ თავისებურებაზე
სრული წარმოდგენის შექმნა ჭირს. 
ქართული მწიგნობრობის დღემდე შემორჩენილი ძეგლები ზუსტად ემთხვევა და ასახავს ქრისტიანული
კულტურის დამკვიდრებას საქართველოში. საზოგადოდ, ქართული სალიტერატურო ენის
დოკუმენტურად თვალხილული ისტორია იმავე დროს ქართული ქრისტიანული მწიგნობრობის
ისტორიაა. მაგრამ არის თუ არა ჩვენამდე მოღწეული ძეგლები იმავე დროს ქართული დამწერლობის
პირველი ნიმუშები (ანუუ იქნებ უფრო ადრეც არსებობდა)- ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვაა.
იკვეთება ორი განსხვავებული პოზიცია და რამდენიმე მეცნიერული თეორია:
.მკაცრად რეალისტური (აკად. კ. კეკელიძის ხაზი). მისი თეზისია: ფაქტია ის, რაც არის. ჩვენი
დამწერლობის უადრესი ნიმუშები არის ქრისტიანული შინაარსისა და დანიშნულების, ამდენად,
ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ საფუძველზე არის წარმოშობილი. 
I.რეალისტურ-ჰიპოთეტური პოზიცია (ივ. ჯავახიშვილის ხაზი). თეზისი: ის, რაც არის, შეუძლებელია
დასაწყისი იყოს. 
რამდენიმე არსებითი მომენტი:
1. ქრისტიანული მწიგნობრობის უადრეს ძეგლებში სალიტერატურო ენა უკვე შემუშავებული ჩანს,
რისთვისაც, ჩვეულებრივ, საუკუნეებზე მეტია ხოლმე საჭირო. აი, მაგალითად ილიას თაობიდან
მოკიდებული, თანამედროვე სალიტ. ენის ჩამოყალიბება უკვე მეორე საუკუნეა გრძელდება. აქედან
გამომდინარე, ბუნებრივია ვარაუდი, რომ ქრისტიანულმა კულტურამ სალიტერატურო ენა, როგორც
მზა პროდუქტი, ისე მიიღო წინამავალი ეპოქისგან.
2. ქრისტიანული მწერლობი ენა არსებითად უცვლელი და მონოლითურია ლამის მთელი 6 საუკუნის
განმავლობაში V-XI საუკუნეებში. მაგრამ ამ თვალსაზრისით გამოიკვეთება ერთი ისეთი
კარდინალური ცვლილება, რასაც მთელი რედაქციული ცვლილებებიც კი დასჭირდა კანონიკური
ქრისტიანული ტექსტების თარგმანებში. ეს არის ხანმეტობის მოშლა, მისი შეცვლა ჰაემეტობითმ
შემდეგ ი ე.წ სანნარევი ენით. ეს მოშლა უკვე მეექვსე საუკუნეში ჩანს, ანუ ჯერ კიდევ
„ახალფეხადგმულ“ სალიტერატურო ენაში.
3. ქართული დამწერლობის უადრესი ძეგლები, როგორც ხელნაწერები, ისე- განსაკუთრებით-
ეპიგრაფიკა, იმდენად არის ჩამოყალიბებული ოსტატობის თვალსაზრისით, რომ ბუნებრივად ფანტავს
ეჭვს მათ შემსრულებელთა „დამწყებობის“ შესახებ. 
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალსაჩინოა რელიეფური მონუმენტური ეპიგრაფიკა, რომელთა
რიგსაც ბოლნისის სიონის ერთ-ერთი უადრესი წარწერა ეკუთვნის. მისი გამორჩეულობა იმაშ
მდგომარეობს, რომ რელიეფური წარწერის შესრულება ეპიგრაფიკის უმაღლეს ტექნიკას
გულისხმობს: ამ დროს ასოთა გრაფიკული ხაზები კი არ ამოიჭრება ქვაში, არანედ სწორედ ამ
ხაზების ზედაპირი რჩება ხელშეუხებელი, ხოლო მათ გარშემო ქვა ამოიჭრება ისე, რომ ასოების
მოხაზულობამ რელიეფურად  ამოიწიოს ზემოთ. რელიეფური ეპიგრაფიკის ჩამოყალიბება ხანგრძლივ
განვითარებას მოითხოვს.. 
ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორიაა:
1. ბერძნული თეორია: ამ თეორიის თანახმად, ქართული დამწერლობა უნდა შექმნილიყო ბერძნულის
საფუძველზე არაუადრეს მე-4 საუკუნისა ქრისტეს შემდგომ. ეს თვალსაზრისი ემყარება ანბანის
ასოთა რიგის თანხვედრას ბერძნულთან და ზოგი ასო-ნიშნის ანალოგიურობას (ბოედერი, შანიძე
იზიარებენ ამ თეორიას).
2. ფინიკიურობუს, ანუ ე.წ სემური თეორია: ამ თეორიის მიხედვით, ქართული დამწერლობა უნდა
მომდინარეობდეს უშუალოდ ფინიკიური დამწერლობისგან, რომელიც არის პირველსაწყისი
არსებითად ყველა ანბანური დამწერლობისა, მათ შორის- ბერძნულის. ამდენად, ამ თ.თ ბერძნულიც
და ქართულიც ფინიკიურიდან მომდინარეობს (ივ. ჯავახიშვილი იზიარებს ამ თეორიას).
 ამ მიმართულებას უჭერს მხარს ე.წ არმაზული თეორია, რომელიც მცხეთაში, არმაზის გათხრებზე
აღმოჩენილ ბილიგვას ემყარება. ბილინგვა ბერძნულად და არამეულადაა შესრულებული ძველ და
ახალ წელთაღრიცხვების მიჯნაზე.
3. სომხურობის თეორია:  ემყარება სომხურ ისტორიულ წყაროებში დაცულ ერთ ცნობას; ამ ცნობის
თანახმად, ქართული ანბანიც სომხური ანბანის შექმნელის, მესროპ მაშტოცის, მიერ არის
შედგენილი.  დღეს ამ თეორიას სერიოზულად არავინ აღარ უყურებს, ამ თეორიის სიყალბე
დაასაბუთა ჯავახიშვილმა. 
 უკვე დასახელებული უადრესი ეპიგრაფიკული და სხვა წყაროების მიხედვით, პირველი ქართული
ანბანი არის მრგლოვანი დამწერლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძირითადი დამახასიათებელი
ნიშანი არის მოხაზულობის სიმრგვალემ ანუ ასოთა ძირითადი გრაფიკული ელემენტის წრე და
ნახევარწრე. ამ ანბანის სხვა დამახასიათებელი ნიშანია ორხაზოვნება, ანუ ის, რომ ამ ანბანის
არსებითად ყველა ასო თანაბარია, ორ ხაზს შორის იწერება. ამ თვისების გამო ამ დამწერლობას
მთავრულსაც უწოდებენ. ეს ანბანი გაბატონებული იყო მე-9 საუკუნემდე. 
 მრგლოვანს თანდათანობით ცვლის ე.წ ნუსხური დამწერლობა. ასე იმიტომ ეწოდა, რომ ძირითადად
ამ ანბანით ხდებოდა სასულიერო წიგნების გადანუსხვა. ამ ანბანს ორი ძირითადი ნიშანი აქვს (1)
კუთხოვანი მოხაზულობა (2) ასოთა განლაგების ოთხხაზოვანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ
ჩამოყალიბებულია შუა რეგისტრის, ზედა და ქვედა რეგისტრის ასო-ნიშნები.
 ნუსხურის უშუალო გაგრძელებაა მხედრული (მე-13 საუკუნიდან), რომელსაც ნუსხურისგან
მემკვიდრეობით გადმოჰყვა ოთხხაზოვნება, ოღონდ კვლავ შეიძინა მოხაზულობის სიმრგვალე, რაც
ძირითადად სწრაფად წერის პროცესით არის განპირობებული. ანბანის ამ სახეობას ამგვარად ეწოდა
იმიტომ, რომ ის ძირთადად საერო მწერლობას ემსახურებოდა. 

7. ანბანური დამწერლობის სისტემა და


ქართული დამწერლობა
“ანბანური დამწერლობის სისტემა და ქართული დამწერლობა, თავი მესამე, ქართული
ასომთავრული დამწერლობა” - თამაზ გამყრელიძე
ძველი ქართული დამწერლობა

ძველი ქართული ასომთავრული ანბანის შესაძლებელი წერითი პროტოტიპები


გვ.129-133
● არქაული ქართულის ბგერითი სისტემის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო სწორედ
ძველი ქართული ანბანის შექმნა,რომელიც მოწოდებული იყო,რომ წერილობით,სათანადო
გრაფიკული ნიშნების საშუალებით გამოეხატა ქართულისათვის დამახასიათებელი ბგერითი
შედგენილობა. 
● ყოველი დამწერლობის და განსაკუთრებით ანბანური წერითი სისტემის შექმნის პირველ და
აუციელებელ ეტაპს წარმოადგენს ენის ბგერითი სისტემის წინასწარი სეგმენტირება ცელკეულ
ბგერით ერთეულებად,რომლებიც უნდა გამოისახოს გრაფიკული სიმბოლოების საშუალებით. 
● ამა თუ იმ ენისთვის ანბანური დამწერლობის შექმნა გულისხმობს ამ ენის ბგერითი ერთეულთა
საკმაოდ სრული და ამომწურავი სისტემის წინასწარ მოცემულობას. 
● ენის ბგერითი სისტემის ამ წინასწარ ანალიზზეა არსებითად დამოკიდებული მის შესაბამისად
შექმნილი დამწერლობის ხასიათი და ფუნქციური სრულყოფილების ხარისხი. 
● რაც უფრო თანმიმდევრული,სრული და ენის ბგერითი შედგენილობისადმი ადეკვატურია ანბანის
შემდენლის მიერ ჩატარებული ამგვარი წინასწარი ფონემურ-ფონეტიკური ანალიზი,მით უფრო
სრულყოფილია ენის ბგერითი შედგენილობის ამსახველი დამწერლობა,მით უფრო შეესაბამება
იგი ენის გრაფიკული ფიქსირების მიზნებს.
● ირკვევა,რომ ქართული ანბანის შემქმნელს ზედმიწევნითი სისრულით აქვს წარმოდგენილი
თანადროული ენის ბგერითი სისტემა: იგი სრულად და ამომწურავად ითვალისწინებს ქართული
ენის ბგერათა(ფონემათა) ინვენტარს,რომელთა გრაფიკული გამოხატვა აუცილებელა ქართული
ენის ადეკვატური წერილობითი გადმოცემისათვის.
● ქართული ენის ბგერითი ინვენტარი იმდენად სრულად და თანმიმდევრულად არის ასახული ძველ
ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში,რომ მას ამ თვალსაზრისით(ე.ი. ნიშანთა
შემადგენლობისა და მათ ფონეტიკურ მნიშვნელობათა მხრივ) შემდგომ არსებითი ცვლილებები
არც კი განუცდია.
● თანამედროვე ქართული დამწერლობა თავისი შინაგანი სტრუქტურული მახასიათებლების
მიხედვით ასახავს ძირითადად ძველ ქართულ წერით სისტემას(რამდენიმე ნიშნის
ამოღებით,რომლებიც გამოხატავენ ძველ სისტემაში ახალი სალიტერატურო ქართულისათვის
არასაჭირო ბგერებს).
● ჩნდება კითხვა თუ რომელი წერით სისტემა აქვს აღებული ქართული ანბანის შექმნელს
ნიმუშად,წერილობით პროტოტიპად,რომელ დამწერლობას უფარდებს იგი ქართულ ბგერათა
ინტერვალს,ქართული ენის ბგერათა სიმრავლეს,რათა მოახდინოს სისტემაში მოცემულ
ბგერათა გარკვეული წესით დალაგება და გამოხატოს ისინი შესაბამისი გრაფიკული
სიმბოლოებით. სხვა სიტყვებით,რომ ვთქვათ,ნიმუშად აღებული რომელი დამწერლობის
მიხედვით უნდა ყოფილიყო გაწყობილი ახლად შექმნილი ქართული ანბანი,რომელი წერილობითი
სისტემა უდევს მას საფუძვლად?
● ეს არის არსებითად პრობლემა ძველი ქართული დამწერლობის წარმოშობისა,დაყვანილი
სრულიად კონკრეტულ ამოცანაზე,სახელდობრ იმის გარკვევაზე,თუ რომელ წერილობით
სისტემას ემყარება ქართული დამწერლობა,როგორც ნიმუშს,როგორც პროტოტიპულ
მოდელს,რომელიც განსაზღვრავს მის წყობასა და პარადიგმატიკას. 
● ამ თვალსაზრისით ძველი ქართული ანბანის შესაძლებელ პროტოტიპად წარმოგვიდგება პირველ
რიგში ძველი სემიტური დამწერლობა(ან მისგან წარმომდგარი,რომელიმე სემიტური წერითი
სისტემა), ან ბერძნული ანბანური დამწერლობა(ან მისგან წარმომდგარი სხვა ტიპის ანბანური
დამწერლობები).
● ორივე შემთხვევაში ერთი რამ წინასწარ ცხადია:როგორც სემიტურ,ისე ბერძნულ სისტემასთან
შედარებით ქართული ბგერითი სისტემა ხასიათდება ბგერათა(კერძოდ თანხმვან ფონემათა)
უფრო დიდი რაოდენობით. მაშასადამე,ორივე ამ სისტემასთან შეფარდებისას ქართულში
დარჩება ერთი ჯგუფი თანხმოვნებისა,რომლებიც ვერ პოვებენ ფონეტიკურ ეკვივალენტებს
შესადარებელ სისტემაში. 
● ეს ქართული თანხმოვნები ამ თვალსაზრისით “დანართ”,”დამატებით” ბგერებათ შეიძლება
ჩაითვალოს შესადარებელ სისტემებთან შედარებით. ეს დამატებითი თანხმოვნები
ქართულისთვის “სპეციფიკური” თანხმოვნებია შესადარებელ სისტემათა თვალსაზრისით.
● ამგვარად,ქართული დამწერლობის შექმნის პროცესში,ნიმუშად აღებულ სისტემებთან ქართულ
ბგერათა შეფარდების დამყარებისას,მთელი სიმრავლე ქართული ბგერითი ერთეულებისა ორ
ჯგუფად უნდა გაყოფილიყო, რომელთაგან პირველი და ძირითადი ჯგუფი განისაზღვრებოდა
შესადარებელი სისტემის ბგერითი ერთეულებით და ამ უკანასკნელის ანბანთრიგის მიხედვით
გაიწყობოდა,ხოლო მეორე ჯგუფი ბგერებისა იქნებოდა ქართულისთის შესადარებელი სისტემის
თვალსაზრისით “სპეციფიკური” და ამ აზრით იგი დამატებით ბგერათა სიმრავლეს
შექმნიდა,რომელიც ანბანში “დანართ ბგერათა” სახის დაემატეოდა გარკვეული წესის მიხედვით
გაწყობილ ძირითად ბგერებს.
● ამდენად ძველი ქართული დამწერლობის წარმოშობის პრობლემა ორი ძირითადი ასპექტით
ხასიათდება. ეს არის,უწინარეს ყოვლისა,გარკვევა იმ წერილობითი პროტოტიპისა,რომლის
მიხედვითაც უნდა გაწყობილიყო ქართული ანბანის “ძირითადი ნაწილი” და მეორე,გამოვლენა იმ
წერითი წყაროებისა(თუ კი ასეთი არსებობს) და პრინციპებისა,რომელთა მიხედვით ანბანის
“დანართი ნაწილი” უნდა შექმნილიყო და დამატებოდა ძირითად ნაწილს ერთიანი ქართული
ანბანთსისტემის საწარმოებლად. 
● ამდენად ჩვენი ამოცანა-ძველი ქართული დამწერლობის წარმომავლობის გარკვევა-ამ ეტაპზე
კიდევ უფრო კონკრეტულ სახეს იძენს და დაიყვანება იმის გარკვევაზე,თუ რომელი წერილობითი
ნიმუშის მიხედვით იქნა გაწყობილი ქართული ანბანის ძირითადი ნაწილი,ან უფრო ზუსტად,რომ
ვთქვათ,რომელი წერითი პროტოტიპი-სემიტური თუ ბერძნული განსაზღვრავს ქართული ანბანის
ძირითადი და დამატებითი ნაწილების შინაგან სტრუქტურასა და შემადგენლობას. 
● გასაგებია,რომ სხვადასხვა დამწერლობათა საწყის ნიმუშად,პროტოტიპად ან წერით მოდელად
აღება სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს ახლად შექმნილი დამწერლობის “ძირითად” და
“დანართ” ნაწილებს. სხვადასხვა წერითი პროტოტიპის მიხედვით სხვადასხვაგვარად
განაწილდება ბგერითი ერეულები და მათი გამომხატველი სიმბოლოები ანბანის “ძირითად” და
“დამატებით” ნაწილში. 
● ამ თვალსაზრისით სემიტური და ბერძნული დამწერლობის შეფარდება ძველ ქართულ ანბანურ
დამწერლობასთან გამორიცხავს ამ უკანასკნელის მომდინაროებას სემიტური წერითი
სისტემისაგან და ავლენს მის გენეტურ კავშირს ბერძნულ დამწერლობასთან.
● ქართული ანბანის წარმომავლობა სემიტურისაგან ნაკლებ სავარაუდოა უკვე იმის გამო,რომ
ძველი სემიტური წერითი სისტემა(და მისგან წარმომდგარი სხვა სემიტური დამწერლობანი)
ნარევი “კონსონანტურ-სილაბური” ტიპის დამწერლობაა,მაშინ როცა ქართულ დამწერლობაშ
მკაცრად და თანმიმდევრულადაა გატარებული წერის “ანბანური პრინციპი”,რაც პირველად
დამწერლობათა ისტორიაში ბერძნულ წერით სისტემაში განხორციელდა ძველი სემიტური
სისტემის სათანადო სტრუქტურული გარდაქმნების შედეგად. 
● ამავე დროს,ქართული ანბანის შექმნისას წერით ნიმუშად სემიტური სისტემის აღების
შემთხვევაში,ქართულ ანბანს სულ სხვა წყობა და სტრუქტურა ექნებოდა,ანბანის “ძირითადი” და
“დამატებითი” ნაწილები სულ სხვაგვარი შედგენილობის იქნებოდა,ვიდრე ეს ძველ ქართულ
დამწერლობაშია დადასტურებული.
● ქართული ანბანის შექმნისას ბერძნული წერითი სისტემა იქნა გამოყენებული,როგორც წერითი
ნიმუში,როგორც პროტოტიპი,რომელის მიხედვითაც გამოიყო ბგერით ერთეულები
ქართულში,გაიწყო ანბანი და განისაზღვრა მისი “ძირითადი” და დანართი” ნაწილების
შედგენილობა და სტრუქტურა.
● ძველი ქართული ანბანის შექმნისათვის საყრდენ ნიმუშად ბერძნული დამწერლობის მიჩნევა
სავსებით გასაგებს ხდის ქართლი სისტემის სტრუქტურასა და პარადიგმატიკას,მისი “ძირითადი”
და “დამატებითი” ნაწილების ხასიათისა და ბგერითი შედგენილობას. 
● ამასთანავე საგულისხმოა,რომ ყველა ის თავისებურება ბერძნული დამწერლობისა,რითაც ეს
უკანასკნელი განსხვავდება ძველი სემიტურისაგან,ყველა ის სპეციფიკური,საკუთრივ
ბერძნულისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშანი,წარმოქმნილი ბერძნულ ანბანში მისი
შექმნისას სემიტურისაგან და აგრეთვე მისი შემდგომი განვითარების პროცესში,ასახულია
სრულად ქართულ ანბანში,რაც ნათლად მოწმობს ძველი ქართლი დამწერლობის ბერძნული
სისტემისაგან წარმომავლობას,და არა უშუალოდ სემიტურისაგან.
● ძველი ქართული დამწერლობის მთელი რიგი სტრუქტურული თავისებურებანი აიხსნება ბერძნული
დამწერლობის საშუალებით. ისინი ბერძნული დამწერლობისას სტრუქტურული მახასიათებლებს
იმეორებენ.
● ძველი ქართული ანბანის შეპირისპირება ძველ სემიტურ სისტემასა და ბერძნულ
დამწერლობასთან ავლენს ქართული სისტემის სემიტურისაგან განსხვავებულ წყობას და
ქართული ბგერების ანბანთრიგს განაწილებას ფონეტიკურად მსგავსი ბერძნული ბგერების
ანბანური წყობის მიხედვით.
 
 
 
 
ქართული ანბანის “დანართი” ნაწილი ბერძნული სისტემის თვალსაზრისით
გვ.150-156
● შიშინა სპირანტის გამომხატველ ოცდამეშვიდე ასო-ნიშნით მთავრდება ქართულ ანბანთრიგში
ის ნაწილი,რომელიც გაიწყო და დალაგდა ნიმუშად აღებული ბერძნული წერითი სისტემის
მიხედვით.  ამ ნაწილში,მაშასადამე,მოთავსდა გარკვეული თანმიმდევრობით ის ქართული
ბგერითი ერთეულები,რომელთაც ბერძნულ სისტემაში ფონეტიკური შესატყვისები დაეძებნათ,და
აგრეთვე რამდენიმე სპეციფიკური ქართული,ბერძნულისაგან განსხვავებული ბგერა,რომლებიც
იკავებენ ანბანთრიგში სპეციფიკური ბერძნული ბგერების(ან მხოლოდ რიცხვით მნიშვნელობათა
გამომხატველი ნიშნების) ადგილებს. 
● რამდენადაც ქართული ბგერითი სისტემა ბგერითი ერთეულების უფრო დიდი რაოდენობით
ხასიათდება,ვიდრე ბერძნული,ბერძნულთან ბგერათშესაბამისობის დამყარებისა და ქართულ
ბგერათა ნაწილის ბერძნული ანბანთრიგის მიხედვით გაწყობის შემდეგ ქართულში უნდა
დარჩენილიყო მთელი რიგი ბგერითი ერთეულები,რომელთაც ბერძნულში ვერ მოეძებნებოდათ
სათანადო ფონეტიკური ეკვივალენტები.
● ასეთი ქართული  ბგერები სპეციფიკურ ჯგუფს ქმნიან,რომელიც ერთგვარი “დანართის” სახით
ემატება პროტოტიპული სისტემისადმი შესაბამის ძირითად ნაწილს. 
● “სპეციფიკური” ქართული ბგერები რჩება მას შემდეგაც,რაც რამდენიმე ასეთი ბგერა ბერძნულის
შესაბამის ნაწილში განაწილდა “სპეციფიკური” ბერძნული ბგერების ან რიცხვ-ნიშნების
სუბსტიტუტებად.
● ძველი ქართული ანბანის ეს ძირითადი,ბერძნულისადმი შესაბამისი ნაწილი განისაზღვრებოდა
ანბანთრიგით “ა-ანიდან”-“შ-შინ” ნიშნამდე(27-ე ასოს ჩათვლით),ხოლო ამ უკანასკნელის
მომდევნო,ოცდამერვე “ჩ-ჩინ” ნიშნით მოყოლებული ქართულ ანბანში წარმოდგენილია
“საკუთრივ” ქართული,ბერძნულისგან განსხვავებული დამატებით ბგერები და მათ
გამომხატველი ფორმები. 
● რამდენადაც ქართული ხასიათდება ენობრივ ბგერათა(ფონემათა) უფრო დიდი
რაოდენობით,ვიდრე ბერძნული,გრაფიკულ სიმბოლოთა რიცხვი ქართულ წერით სისტემაში უნდა
აღემატებოს 9x3=27-ს. ეს კი საშუალებას იძლევა რიცხვ-ნიშანთა უფრო სრულყოფილი
სისტემის ჩამოყალიბების,ვიდრე ეს ბერძნულ სისტემაში გვაქვს,კერძოდ, “ათასეულების”
გამოხატვით სპეციალური გრაფების საშუალებით.
● “ათასეულების” სრული რიგის გამოსახატად აუცილებელი და საკმარისია დამატებით ცხრა
გრაფიკული სიმბოლოს შემოღება,რათა ასო-ნიშანთა საერთო რაოდებონა სისტემაში
შეადგენდეს 9x4=36-ს.
● სწორედ ასეთი ცხრა გრაფები,რომელიც გამოხატავენ “სპეციფიკურ” ქართულ,ბერძნულისაგან
განსხვავებულ ბგერებს,ერთვის ქართულ ანბანში “ძირითად”,ბერძნულისადმი შესაბამის ნაწილს
რიცხვით მნიშვნელობათა სრული სისტემის საწარმოებლად. ქართულ ანბანში გრამატიკულ
სიმბოლოთა და მათ მიერ გამოხატულ ფონეტიკურ და რიცხვით მნიშვნელობათა  “დანართი”
ნაწილი შემდეგი თანმიმდევრობით არის🡪 “ჩ-ჩინ” რიცხვითი მნიშვნელობა 1.000,
“ც-ცან”-2.000, “ძ-ძილ”-3.000 და ა.შ.
● არქაულ ქართულ სისტემაში “ჰაე” ნიშანი თავდაპირველად ეპისემონი უნდა ყოფილიყო, ე.ი
მხოლოდ რიცვითი მნიშვნელობის გამომხატველი სიმბოლო.  ქართული ანბანის შექმნის ეპოქაში
“ჰ” ბგერა არ წარმოადგენდა ქართულისთვის დამახასიათებელ ფონემურ ერთეულს,რომელიც
უნდა გამოსახულიყო სპეციალური გრაფიკული სიმბოლოს საშუალებით. იგი მხოლოდ
მოგვიანებით ჩნდება ქართულში(ხანმეტობის მოშლის შემდეგ) და იმკვიდრებს ადგილს ქართულ
მონემურ სისტემაში. ამისდა კვალად “ჰ” ნიშანი,რომელიც არქაულ სისტემაში მხოლოდ
ეპისემონის ფუნქციით უნდა ყოფილიყო გამოყენებული,რიცხვითი მნიშვნელობით “9.000”,და
რომელიც შესაბამისად არ იქნებოდა დატვირთული ფონეტიკური მნიშვნელობით,ხდება ახლად
წარმოქმნილი ჰ ფონემის აღმნიშვნელი სიმბოლო. (ანალოგიური ვითარება არქაულ ქართულ
ანბანში შესაძლებელია “ჟან” სიმბოლოს მიმართაც ვივარაუდოთ).
● ქართული დამწერლობის “დანართი” ნაწილის გათვალისწინებით ქართულ რიცხვ-ნიშანთა
სრული არქაული სისტემა შემდეგ ოთხ ჯგუფად ჩამოყალიბდა:
● ყველაზე გვიანდელ წარმომავლობას ავლენს ქართულ ანბანში 38-ე სიმბოლო “ოჰ”-10.000.
იგი ბერძნული წოდებითი(შორისდებულის)გავლენით იყო შემოღებული ქართულში და
რიცხვ-ნიშანთა სისტემის თვალსაზრისითაც “ზედმეტ” სიმბოლოს წარმოადგენდა.
● ძველი ქართული ანბანის “დანართი” ნაწილის ბგერითი შედგენილობა სრულიად უდავოს ხდის
ქართული ანბანის შექმნისათვის ნიმუშად აღებული წერითი სისტემის ხასიათს და
ადასტურებს,რომ ქართული დამწერლობა თავის ძირითად ნაწილში ემყარება ბერძნულ(და არა
სემიტურ) წერით პროტოტიპს,რომ ქართული ანბანის ამ “დანართ” და სპეციფიკურ ნაწილში
წარმოდგენილია მხოლოდ ისეთი ბგერითი ერთეულები,რომელსაც არ მოეძებნებათ
ფონეტიკური ეკვივალენტი ბერძნულ სისტემაში და ამ თვალსაზრისით საკუთრივ
ქართულისათვის დამახასიათებელ ბგერებს წარმოადგენენ.
● ქართული ანბანის პროტოტიპად სემიტური წერით სისტემის გამოყენების შემთხვევაშ ანბანის
“დანართ”, “სპეციფიკურ” ნაწილში არ უნდა გვქონოდა ისეთი ბგერები,როგორიცაა მაგალითად
- “შ,წ,ყ”,რომელთაც მოეძებნებათ ფონეტიკური ეკვივალენტი სემიტურ სისტემაში ნიშნებით 
გამოხატულ ბგერათა სახით და რომელიც,ამდენად უნდა მოთავსებულიყვნენ ანბანთრიგში
სადღაც ზემოთ,ძირითადი ნაწილის გრაფიკულ სიმბოლოებს შორის.
● თუ ქართული ანბანი თავის ძირითად ნაწილში გვიჩვენებს ძველი სემიტური დამწერლობისათვის
დამახასიათებელ ზოგ თავისებურებას,ეს მხოლოდ იმდენად,რამდენადაც ისინი ბერძნული
ანბანის სტრუქტურას ასახავენ,რომელიც თავის მხრივ ძველი სემიტური სისტემის
თავისებურებებს იმეორებს. ანუ ძველი ქართული ანბანის სემიტურთან მსგავსება ამ ნაწილში
ბერძნული სისტემით არის გაშუამავლებული და ვერ გამოდგება სემიტურ-ქართულ სისტემებს
შორის უშუალო ურთიერთ`ბის საილუსტრაციოდ.
● ამგვარად,ქართული ანბანის პირველი და “ძირითადი” ნაწილი გაიწყო ბერძნული ანბანის
მიხედვით,ქართული ანბანური დამწერლობის ოცდაშვილი სიმბოლო განაწილდა ანბანთრიგში
ბერძნული სისტემის სათანადო ნიშნებისდა შესაბამისად. 
● ქართული ანბანის მეორე “დანართ” ნაწილზე მიუხედავად სემიტური წერითი სისტემის
ცალკეული გავლენებისა,ქართული ანბანის დანართ ნაწილის სტრუქტურა არ ემყარება
რომელიმე კონკრეტულ წერით პროტოტიპს. უფრო გარკვეული ფონეტიკური პრინციპის
მიხედვით განლაგებულ ბგერათა წყობით განისაზღვრება,რისი მაგალითებიც ცნობილია
სხვადასხვა ტიპის დამწერლობებში.
● ქართული ანბანის “დანართი” ნაწილის ცენტრალურ წევრს წარმოადგენს მჟღერი
აფრიკატი,რომლის მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულია სიმეტრიულად განლაგებული
ბგერები,შესაბამისად ყრუ(ფშვინვიერი) და (ყრუ) გლოტალიზებული აფრიკატები. 
● ამ თვალსაზრისით ამავე ჯგუფში შემავალი სპირანტი,რომელსაც სისტემაში არ მოეძებნება
გლოტალიზებული მკვეთრი ეკვივალენტი,ერთგვარ ასიმეტრიულ წევრს წარმოადგენს.
● სიბლანტური აფრიკატი და სპირანტი თანხმოვნების ამ წესით დალაგებული ჯგუფები
შემოიფარგლება ორივე მხრიდან წყვილ-წყვილად წარმოდგენილი
უკანაენისმიერი(პოსტერიორული) თანხმოვნებით,რომელთაგან პირველი ელემენტი წყვილში
სპირანტია,მეორე ელემენტი ხშული.
● თანხმოვნების მთელ ამ ჯგუფს ასრულებს თანხმოვნის გამომხატველი გრაფემა,რომელიც
ამგვარად შექმნილი სისტემის გარეშე დგას და ბგერით ერთეულთა ამ ჯგუფის დამასრულებელ
სიმბოლოს წარმოადგენს.
● თანხმოვნის მომდევნოდ ანბანთრიგში წარმოდგენილია “ჰაე” სიმბოლო,რომელიც არქაულ
სისტემაში მხოლოდ რიცხვ-ნიშანს წარმოადგენდა ფონეტიკური მნიშვნელობის გარეშე. 
● ქართული ანბანის “დანართი” ნაწილის თანხმოვანთა სიმეტრიული განლაგება აშკარად
მოწმობს გრაფიკულ სიმბოლოთა შეგნებულ განაწილებას ანბანის ამ მონაკვეთში გარკვეული
ფონეტიკური პრინციპების მიხედვით და ავლენს ქართული ანბანის შემქმნელის ლინგვისტურ
ალღოსა და ფონეტიკურ ერუდიციას. 
● მკაცრად თუ ვიმსჯელებთ,ქართული ანბანის “დანართ” ნაწილად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ
მიმდევრობა,დაწყებული “ჩ-ჩინ” სიმბოლოთი,საკუთრივ “ათასეულობის” აღმნიშვნელი
რიცხვ-ნიშნები,მაგრამ რამდენადაც ქართული ანბანის საკუთრივ დანართი ნაწილი უშუალოდ
მოსდევს ძირითადი,ბერძნულისადმი შესაბამისი ნაწილის სამ დამასრულებელ სიმბოლოს
სპეციფიკური ფონეტიკური მნიშვნელობით და ამ ნაწილებს შორის გარკვეული ფონეტიკური
ურთიერთობა არსებობს,საკუთრივ “დანართი ნაწილის” ფონეტიკური სტრუქტურისა და
შედგენილობის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ძირითადი ნაწილის
დამასრულებელი სიმბოლოებისას. “დანართი” ნაწილი თავისი ფონეტიკური შედგენილობით
ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს ძირითადი ნაწილის დამასრულებელი სიმბოლოების. 
 

 
ქართული ასომთავრული ანბანი,როგორც ბერძნული დამწერლობის გრაფიკული
სტილიზაციის შედეგად შექმნილი ახალი ეროვნული დამწერლობა
გვ.181-186
● როგორ უნდა აიხსნას ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ასო-ნიშანთა
შედარებითი ანალიზით გამოვლენილი გრაფიკული სხვაობა სათანადო ბერძნულ ნიშანთა
მოხაზულობასთან? არის თუ არა ეს გრაფიკული სხვაობა შედეგი ბერძნული წერითი
სისტემისაგან წარმომდგარი ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ბუნებრივი
განვითარებისა და გრაფიკული ევოლუციის,რომლის პროცესში იგი უნდა დაშორდა
პროტოტიპული ბერძნული დამწერლობის ნიშანთა მოხაზულობას?
● ამ ვარაუდის დაშვებით ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნა ბერძნული
ანბანის მიხედვით უნდა გადაგვეტანა იმ ეპოქაში,როდესაც არქაული ბერძნული წერითი
სისტემა იყო გავრცელებული მარცხნივ მიმართული წერით და შესაბამისად მარცხნივ
მიქცეული ასო-ნიშნებით. (ანუ ძ ადრე რა)
● ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა ავლენს ბერძნული წერითი სისტემისაგან
მიმდინარე ისეთ გრაფიკულ და ფონეტიკურ თავისებურებებს,რომლებიც ბერძნულ სისტემაში
შედარებით უფრო გვიან პერიოდში წარმოიქმნა,როდესაც უკვე მარჯვნივ მიმართული წერა
იყო გავრცელებული. 
● ქართული ასომთავრული დამწერლობის ძვ.წ VII-VI სს. გავრცელებული არქაული
ბერძნული წერითი სისტემისაგან წარმომავლობის მიღების შემთხვევაში(რაც თავისთავად
უკვე ქართული დამწერლობისთვის მეტად ადრეული ქრონოლოგიით შეპირობებულ
კულტურულ-ისტორიული ხასიათის სირთულეებს ბადებს. უძვლესი ქართული წარწერაა
პალესტინდან ახ.წ 433 თარიღდება) უნდა დაგვეშვა,რომ ქართულ დამწერლობაში აისახა
ყველა ის ძირითადი ცვლილება და გარდაქმნა,რომლებიც ბერძნულმა წერითმა სისტემამ
შემდგომ განიცადა,რაც რასაკვირველია,ძნელი საფიქრალია. 
● მაშასადამე,უნდა დავუშვათ,რომ ქართული ანბანის შექმნისას წერით ნიმუშად აღებული იყო
ძვ. ბერძნული ანბანი იმ გრაფიკული და ფონეტიკური ცვლილებების
გათვალისწინებით,რომლებიც ბერძნულ წერილობით სისტემაში მომდევნო პერიოდში
წარმოიქმნა.
● ყოველივე ეს გვავარაუდებინებს, ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის
ხელოვნურად შექმნას, ნიმუშად აღებული ბერძნული გრაფიკული სისტემის, გარდაქმნისა და
სტილიზაციის შედეგად.
● ძველი ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელი წერით ნიმუშად,გრაფიკულ პროტოტიპად
და მოდელად იღებს მის თანადროულ მონუმენტურ ბერძნულ წერით სისტემას და ახდენს მის
სტილიზებულ “არქაიზაციას”,რაც გამოიხატება ძირითადად სათანადო ბერძნულ გრაფიკულ
სიმბოლოთა პირმარცხნივ შებრუნებაში.
● ამასთანავე იგი შეგნებულად ცვლის შესაბამის ბერძნულ გრაფიკულ სიმბოლოთა
მოხაზულობას:ასოს ძირითადი ხაზისათვის დამატებითი ხაზების მიმატებით ან
გამოკლებით,რითაც გარკვეული გრაფიკული პროტიტპის საფუძველზე შექმნილი ნიშანი ამ
უკანასკნელს სცილდება და ორიგინაკურ გრაფიკულ იერს იძენს.
● მაგრამ ამისდა მიუხედავად პროტოტიპულ ბერძნულ დამწერლობასთან გრაფიკული კავშირი
ქართული ასომთავრული დამწერლობის მონუმენტურობასა და მის მრგვლოვან დუქტუსში
გამოიხატა,რაც თანადროული ბერძნული უნციალური დამწერლობის ძირითადი გრაფიკული
მახასიათებლის ამსახველია. 
● იბადება კითხვა თუ რატომ არ იქნა აღებული ძველი ქართული ასომთავრული ანბანის
შექმნელის მიერ ნიმუშად ბერძნული წერილობითი სისტემა იმ გრაფიკული სახით,რა სახითაც
იგი ქართული ანბანის შექმნისას არსებობდა და რატომ არ იქნა გამოყენებული ახლად
შექმნილ ანბანში სათანადო ბერძნულ ნიშანთა მოხაზულობა,როგორც ეს ბერძნულისა ან
სემიტურისაგან წარმომდგარ სხვა დამწერლობათა შემთხვევაში მოხდა. (მოკლედ რატომ
გაათავისებურებაო და ისეთი რატო არ დატოვა როგორიც იყოო) 
● ამ მოვლენის ერთ-ერთი შესაძლებელი ახნსა იქნებოდა დაშვება იმისა,რომ ასომთავრული
დამწერლობის შემქმნელი ცდილობს ამ გზით დაფაროს ახლად შექმნილი ქართული ანბანის
დამოკიდებულება და კავშირი მისი დროის ბერძნულ წერით სისტემასთან. იგი ამ მიზნით
ახდენს ბერძნულ გრაფიკულ სიმბოლოთა ისეთ მოდიფიკაციას ქართულში,რომ სათანადო
ბერძნულ და ქართულ ასო-ნიშნებს შორის იკარგება ყოველგვარი ფორმალურ-გრაფიკული
კავშირი,რომლის გამოვლენა მხოლოდ სპეციალური გრაფიკული ანალიზის საშუალებით თუ
ხერხდება. ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიშნები სათანადო ბერძნული
წერითი სიმბოლოების შეგნებულ გრაფიკულ სტილიზაციას წარმოადგენს.
● ძველი ქართული ასომთავრული ანბანის შემდგენი ქმნის ეროვნულ დამწერლობას ეროვნულ
ენაზე ტექსტების ჩასაწერად,ხოლო ეროვნული დამწერლობა დამოუკიდებელი უნდა იყოს.
ამგვარი წარმოდგენების მიხედვით არ უნდა იმეორებდეს რომელიმე სხვა დამწერლობის
გრაფიკულ ფორმას.
● იგივე მოსაზრებები ედო საფუძვლად მესროპ-მაშთოცისეული სომხური დამწერლობის
ბერძნული პროტოტიპისგან სრულიად განსხვავებული მოხაზულობის შექმნას. ამავე მიზნით
ხდება სლავურ “გლაგოლიცაში” ბერძნულ მინუსკულურ ასო-ნიშანთა მოხაზულობის
სტილიზაცია და მოდიფიკაცია,რაც მათ სრულიად განსხვავებულ დუქტუსს ანიჭებს. ამ გზით
ხერხდება ახლად შექმნილი დამწერლობის ეროვნული თვითმყოფის განმტკიცება და მისი
სხვა დამწერლობთაგან დამოუკიდებლობის დემონსტრაცია.
● ამ ტენდენციამ სომხური ანბანის შემქნელი მიიყვანა ბერძნულ ნიშანთა მოხაზულობის სრულ
უკუგდებამდე და სათანადო გრაფიკული სიმბოლოების ორიგინალურ ნიადაგზე შეთხზვამდე
სხვადასხვა გრაფიკული ხერხისა და ნიმუშების გამოყენებით.
● ქართული ანბანის შემქმნელი ანალოგიურ ტენდენციის განსახორიცელებად სხვა გზას ირჩევს
🡪 არ წყვეტს ყოველგვარ კავშირს ნიმუშად აღებული დამწერლობის გამოხატულების
პლანთან,პროტიტუპული ანბანის ნიშნთა მოხაზულობასთან. იგი მხოლოდ ახდენს
პროტოტიპულ ნიშანთა გრაფიკულ სტილიზაციას სხვადასხვა გრაფიკული მეთოდების
გამოყენებით. 
● მიზანი სომხური და ქართული ანბანის შემდგენლებს  ერთი დაიგივე აქვთ,უბრალოდ
განსხვავდება ამ მიზნის გრაფიკული განხორციელების გზა. 
● ამგვარი რაციონალური ტენდენციები დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო აღმოსავლური
ქრისტიანობისათვის,რომელიც აცხადებს ღვთისმსახურების თვალსაზრისით ენათა
თანასწორუფლებიანობის პრინციპს და მიისწრაფვის ახალი ქრისტიანული კულტურის
შექმნისაკენ ეროვნული ენისა და ეროვნული დამწერლობის საფუძველზე.
● ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გულისხმობდა ამავე
დროს ფართო მუშაობის გაშლას ეროვნულ ენაზე საღმრთო წიგნების
სათარგმნელად,სპეციალურად ამ მიზნებისათვის ახლად შექმნილი ეროვნული დამწერლობის
საშუალებით.
● ასე მოხდა ეს ,გოთურ,სომხურ და სლავურ დამწერლობათა შექმნის შემთხვევაში. ეგევე
უნდა ყოფილიყო ძირითადი საფუძველი ძველი ქართული “ასომთავრული დამწერლობის”
შექმნისა,რომელიც თავდაპირველად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქრისტიანული
საეკლესიო წიგნების ქართულად გადმოღებისათვის და აგრეთვე ეროვნულ ენაზე
ორიგინალური ქრისტიანული წერილობითი ძეგლების შესაქმნელად.
● ღვთის წინაშე ენათა თანასწორუფლებიანობის იდეას აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიის
დოქტრინაში,რამაც წარმოშვა თავდაპირველად აღმოსავლურ-ქრისტიანულ სამყაროში
მთელი რიგი ახალი დამწერლობები და დასაბამი მისცა წერილობით ფიქსირებული
ქრისტიანული ლიტერატურის შექმნას ეროვნულ ენებზე,მოჰყვა ამ ენათა სოციალური
ფუნქციის და მნიშვნელობის ზრდა,ეროვნული ენისა და დმწერლობის გადაქცევა ხალხთა
ეროვნული იდენტიფიკაციისა და კულტურული თვითდამკვიდრების ერთ-ერთ ძირითად
საშუალებად.
● ბერძნულ ენასთან და ეკლესიის სხვა ოფიციალურ ენებთან ახლადგაქრისტიანებული ერების
ენათა თანასწოუფლებიანობის პრინციპი თანდათან თვისებრივი აღმატებულობის იდეით
იცვლება. 
● რაც მაგალითად X ს. ქართველ მწიგნობარს იოანე ზოსიმეს ქართული ენის “ქებათა და
დიდებას” ათქმევინებს,რომ “მეორედ მოსვლის” ჟამს “ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს
ამით ენითა” ანდა XIII ს. სომეხ მოღვაწეს ვარდან არეველცის სომხურ ენას
წარმოადგენინებს,როგორც “გვირგვინს ყოველთა ენათა ქვეყანასა ზედა”. (ეს ადრეც
ვისწავლეთ ანუ პროსტა ამ პერიოდებში რელიგიურ არგუმენტებს,რომ ამბობდნენ თავიანთ
ენასთან დაკავშირებით,რომ რატოა აღმატებული სხვა ენებთან შედარებით).
● ყოველივე ეს ერთი და იმავე ტენდენციის გამოვლინებაა აღმოსავლურ-ქრისტიანულ
სამყაროში 🡪 მშობლიური ენის განდიდებისა და აღზევების,ამ ეპოქაში გაბატონებული
ბერძნული ენის საპირისპიროდ. ამ წარმოდგენების თანახმად,მშობლიური ენა ბერძნულის
თანასწორი და ტოლი ენაა.
●  ამგვარი პარტიკულარისტული ტენდენციები ალბათ მნიშვნელოვნად უფრო ადრე დაიწყო
აღმოსავლურ-ქრისტიანულ სამყაროში,რითაც უნდა აიხსნებოდეს სწორედ ასეთი სწრაფვა
ადრექრისტიანულ ეპოქაში,ახლად შექმნილ დამწერლობაში ბერძნული წერითი ნიშნების
ნაცვლად სრულიად ორიგინალური და ხელოვნურად შეთხზული წერითი სიმბოლოების
გამოყენების საშუალებით დაფარულიყო ეროვნული ანბანის ბერძნულზე დამოკიდებულება და
ბერძნულისაგან წარმომავლობა.
● ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ქრისტიანულ დამწერლობად მიჩნევა და მისი
წარმომავლობის დროის განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს გაქრისტიანების ხანით
აგრეთვე გასაგებს ხდის ძველ ქართულ ანბანში “ჯვრის” მოხაზულობის ჯ-“ჯან” ასოს
მოთავსების ანბანის ბოლოში ფონეტიკური მნიშვნელობის მქონე უკანასკნელ ნიშნად,რასაც
ამ თვალსაზრისით გასაგები სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა. 
● ამითვე უნდა აიხსნებოდეს რიგი მსგავსი სტრუქტურული ნიშნები,რასაც ძველი ქართული
ასომთავრული დამწერლობა ამავე ეპოქაში შექმნილ ბერძნულ ანბანზე დამყარებულ სხვა
ქრისტიანულ დამწერლობებთან ავლენს. 
 
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შემქმნელის ვინაობა
გვ.194-200.
● ძველი ქართული ასომთავრული ანბანის ქრისტიანული ეპოქის დამწერლობად
მიჩნევა,რომელიც შეიქმნა ბერძნული წერითი სისტემის საფუძველზე გარკვეული
ორიგინალური შემოქმედების შედეგად,ბუნებრივად სვამს კითხვას ქართული ანბანის
შემქმნელის ვინაობის შესახებ-ვინ იყო ის პიროვნება,რომელმაც თანადროული ბერძნული
უნციალური დამწერლობის საფუძველზე სრულიად ორიგინალური მონუმენტური სტილის
მრგვლოვანი დამწერლობა შექმნა პროტოტიპული ბერძნული გრაფიკის შეგნებული
მოდიფიკაციის შედეგად.
● ისტორიამ შემგვინახა ქრისტიანული გოთური და სომხური ანბანებისა და სლავური
“გლაგოლიცას” შემქმნელთა სახელები 🡪 ვულფილა,მესროპ-მაშთოცი და კონსტანტინე
კირილე. მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით დანამდვილებით სახელი ძველი ქართული
ასომთავრული დამწერლობის შემოქმედისა,ისევე როგორც არ ვიცნობთ ქრისტიანული
კოპტური ანბანის შემქმნელის სახელს.
● სომხური ისტორიული წყაროები ქართული ანბანის შექმნას(სომხურთან და კავკასიის
ალბანურ დამწერლობასთან ერთად) იმავე მესროპ-მაშთოცს მიაწერს,მაგრამ ამავე
ცნობების მიხედვით ირკვევა,რომ მესროპ-მაშთოცი თვით არ იყო დაუფლებული
ქართულს,რაც სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული ანბანის შექმნის.
● ძველი ქართული დამწერლობა ძველი სომური დამწერლობისაგან განსხვავებულ
სტურუქტურულ პრინციპებს ემყარება. ბუნებრივია გარკვეული ურთიერთობა ძვ. ქართულ და
სომხურ ანბანს,როგორც მეზობელ ქრისტიანულ დამწერლობათა შორის არსებულიყო და  ამ
მსგავსი მონუმენტური სტილის დამწერლობათა ცალკეულ გრაფიკულ ნიმუშებს შესაძლებელია
ერთმანეთზე გავლენაც მოეხდინა,მაგრამ ამგვარი შესაძლებელი ურთიერთგავლენის
ცალკეული ნიმუშები ვერ ფარავს ძველ ქართულსა და ძველ სომხურს შორის არსებულ
სტურუქტურულ სხვაობებს,რაც ამ წერით სისტემებს საერთო ტიპოლოგიური ჯგუფის
ფარგლებში საპირისპირო სისტემად აქცევს. 
● ახალი დამწერლობის შექმნა მხოლოდ ახალი გრაფიკული სიმბოლოების
გამოგონება-შეთხზვას კი არ ნიშნავს,არამედ იგი გულისხმობს უწინარეს ყოვლისა ენის
ღრმა ლინგვისტური ანალიზის ჩატარებას,ენის ფონეტიკური სისტემის დანაწევრებას
ცალკეულ ბგერით ერთეულად,რომლებიც უნდა გამოიხატოს სათანადო გრაფიკული ნიშნებით.
●  ეს არის ახალი დამწერლობის სწორი შექმნის პირველი ძირითადი ეტაპი,რასაც არსებითად
ემყარება მთელი შემდგომი პროცედურა ბგერათა გრაფიკული გამოხატვისა და მათი
ანბანთრიგშ განწყობის. 
● ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის კონკრეტული ენისთვის დამწერლობის შექმნას ისეთი პირის
მიერ,რომელიც ამ ენას ღრმად არ არის დაუფლებული,რომელსაც წინასწარ ამ ენის
თვისებრივი ლინგვისტური ანალიზი არ ჩაუტარებია.

ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნის თარიღი


● ძველი ქართული ასომთავრულ ანბანის ქრისტიანუი დამწერლობად მიჩნევა გასნაზღვრავს
მისი შექმნის ხანას ახ.წ. IV ს. როდესაც ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო
სარწმუნოებად გამოცხადდა.
● ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის სავსებით ჩამოყალიბებული გრაფიკული
ხასიათი,რაც უკვე უძველეს ისტორიულად დადასტურებულ V ს. ქართულ წარწერებში
შეინიშნება,მოწმობს სწორედ მის ხელოვნურ ხასიათს,ამ დამწერლობის შექმნას
ერთდროული შემოქმედებითი აქტის შედეგად.
● დამწერლობის შექმნა გულისხმობს მთლიანი წერილობითი სისტემის
ჩამოყალიბებას,რომელსაც გარკვეული აზრით დასრულებული ხასიათი აქვს. რაც უფრო
სრულყოფილია ახლად შექმნილი დამწერლობა,რაც უფრო ადეკვატურად ასახავს იგი ენის
ბგერით მხარეს და მით უფრო ნაკლები დამატებები და შესწორებებები შეაქვთ შემდგომ
მასში,მით უფრო სტაბილურია იგი ხასიათით.
● სწორედ ამგვარი სრულყოფილება ახასიათებს ძველ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას
და მისი სავსებით ჩამოყალიბებული და “ჩამოკვეთილი” ხასიათი უკვე V ს. წარწერებში არ
გულისხმობს აუცილებლობით ამ კონკრეტული წერითი სისტემის ხანგძლივ წინარე
ისტორიას.(არადა ავთანდილ არაბული თავის ტექსტში იმას აწვებოდა,რომ ქრისტიანოაბმდე
იყოო..)
● ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნა ქრისტიანობის ხანაში,როდესაც უნდა
დაწყებულიყო ეროვნული ანბანით “საღმრთო წერილის” ქართულ ენაზე გადმოღება,ადვილად
გასაგებს ხდის იმ წერილობითი და ლიტერატურული ტრადიციების არსებობასაც,რაც ჩვენ
ქართული ენისათვის უკვე V ს. ბოლოს უნდა ვივარაუდოთ. სწორედ ამ დროს იქმნება ისეთი
რანგის ორიგინალური თხზულება,როგორიცაა “შუშანიკის მარტვილობა”. 🡪 ერთი საუკუნე
სრულყოფილი დამწერლობის და მწიგნობრული ენის არსებობის პირობებში საკმაო
პერიოდია მაღალი ლიტერატურული ტრადიციების შემუშვებისთვის.
● ქრისტიანობა იმთავითვე იყო მწიგნობრული რელიგია,ამიტომ ხალხი,რომელიც ამ
სარწმუნოებას ეზიარებოდა,საკუთარ მწიგნობრობას ქმნიდა და ივითარებდა.
ამასთანავე,განსხვავებით დას.ქრისტიანობისგან, აღმოსავლური ქრისტიანობა ხელს უწყობს
მწიგნობრობის და მწერლობის განვითარებას საკუთარ ეროვნულ ენაზე, ეროვნული
ენისათვის ახალი დამწერლობის შექმნას და ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების
შეთხზვას. 
● ქრისტიანობას მნიშვნელოვნად უნდა შეეწყო ხელი ეროვნული ლიტერატურული ტრადიციების
სწრაფი განვითარებისათვის საქართველოში. სწორედ ამ სარწმუნოების საფუძველზე იქმნება
ახალი ქართული კულტურა და მწიგნობრობა,ყალიბდება ქართველთა ეროვნული ერთიანობის
შეგნება.
● ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა
შესაძლებელია არც წარმოადგენდეს ქართული ენისათვის დამწერლობის შექმნის პირველ
ცდას,და ქრისტიანობამდელ საქართველოში სავარაუდოა არსებულიყო კიდევ უფრო ძველი
წერილობითი ტრადიციები.
● არ არის გამორიცხული ასომთავრული დამწერლობა ქრისტიანობის ხანის ახალი ქართული
ეროვნული დამწერლობა იყოს,რომელმაც შეცვალა(ან გამოაძევა)მანამდე
არსებული,წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემა.
● თუმცა(თუ არ ჩავთვლით ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ “ქართული
მწიგნობრობის” შემოღების შესახებ) ჩვენ ამას პირდაპირი მითითება არ
მოგვოპოვება,მაგრამ სხვადასხვაზოგადი მოსაზრებების საფუძველზე შესაძლებელია
გარკვეული ალბათობით ვივარაუდოთ ქართულ სახელმწიფოში ქართული წერილობითი
ტრადიციების არსებობა ჯერ კიდევ ქრისტიანობის ხანამდე. 
 
“მწიგნობრობა ქართული” და “ქართული ალოგლოტოგრაფია”
● ფარნავაზის დროინდელი ან უფრო გვიანდელი წარმართული საქართველოსათვის
“მწიგნობრობა ქართული” შეიძლება ნიშნავდეს ამ დროს ქართული წერილობითი ხმარების
შემოღებას “ჰეტეროგრაფიის” სახით, ე.ი რომელიმე გავრცელებულ უცხოურ
ენაზე,მაგალითად არამეულად,შედგენილი ტექსტის წაკითხვა ადგილობრივი ენის
საფუძველზე. არამეული ჰეტეროგრაფია წერის გავრცელებული ხერხი ხდება ირანულენოვან
სამყაროში საშუალო სპარსულზე ტექსტების ჩასაწერად.
● უფრო ადრე ირანულ სამყაროში გავრცელებული იყო წერის,ანუ “მწიგნობრობის”,
წესი,რომელსაც გერშევიჩი “ალოგლოტოგრაფიას” ანუ “სხვა-ენაზე-წერას” უწოდებს. 
● წერის “მწიგნობრობის” ამგვარი წესის დროს ტექსტი, რომელსაც გარკვეული ენაზე
კარნახობენ, მაგალითად ძველსპარსულად, კარნახის დროს ითარგმნება სინქრონულად
სპეციალისტ-ჩამწერის მიერ და ჩაიწერება დამწერლობის მქონე სხვა რომელიმე ენაზე,ამ
შემთხვევაში ელამურად და წაიკითხება ან ამოიკითხება ადრესატის მიერ
სპეციალისტ-თარჯიმანის დახმარებით არა ელამურად,არამედ თავდაპირველ
ენაზე,რომელზედაც ნაკარნახევი იყო ეს ტექსტი ან შეტყობინება,ე.ი ძველ-სპარსულად. (ანუ
მე,რომ ვინმეს ვუკარნახო რამე ქართულად შენთვის და ის ინგლისურად ჩაწერს,მაგრამ
როცა ნახავ ამ მესიჯს ისევ ვიღაც სპეციალისტი დაგეხმარება და ქართულად ამოიკითხავს
შენთვის. მაშინ რაღატო თარგმნიან??? ლოგიკა არ დევს.)
● ელამური ენა თავისი დამწერლობით გამოდის ამ შემთხვევაში “შუამავალი ენის”
როლში,რომლის საშუალებითაც ხდება ზეპირად ძველსპარსულად შედგენილი თავდაპირველი
ტექსტის კოდირება.
● საკუთრივ ძველსპარსული სოლისებრი დამწერლობა მხოლოდ უფრო მოგვიანებით იქნა
შემოღებული ძველსპარსული ტექსტის უშუალოდ წერილობითი ფიქსაციისათვის. 
● საშუალო სპასული ეპოქისათვის ამგვარ “შუამავალ ენად” უკვე არა ელამური არამედ იმ
ხანად ფართოდ გავრცელებული არამეული ენა გვევლინება “კონსტანტურ-სილაბური”
დამწერლობით. “ელამოგრაფია” რაც ძველსპარსული მწიგნობრობისათვის იყო
დამახასიათებელი,საშუალო სპარსულ ეპოქაში “არამეოგრაფიით” იცვლება,რასაც
შემდგომში საშუალო სპარსული წერისათვის დამახასიათებელ იდეოგრაფიამდე ან
ჰეტეროგრაფიამდე მივყავართ.
● გერშევიჩის მოხდენილი შედარების მიხედვით,ზეპირი ტექსტის “ჩაწერის” ასეთი მეთოდი
იგივეა,რაც მეტყველების “ჩაწერა” თანამედროვე მაგნიტოფონონის ფირზე. ზეპირად
ნაკარნახევი სპარსული ტექსტის ელამურად ან არამეულად სპეციალისტ-ჩამწერი და ამავე
ტექსტის სპარსულამდე ამომკითხველი ემსგავსება თანამედრვოვე “ჩამწერ” აპარატურას იმ
განსხვავებით,რომ პირველ შემთხვევაში ასეთი აპარატურის “მექანიზმი” ელამური(ან
არამეული) ენაა,მეორე შემთხვევაში კი-ელექტრონული მოწყობილობა. 
● ალოგლოტაგრაფიული წერა,როგორც ჩანს,ფართოდ იყო გავრცელებული მახლობელ
აღმოსავლეთში, რითაც უნდა აიხსნებოდეს სხვადასხვა ეპოქაში ცალკეული
ენების(ელამურის,არამეულის..) განსაკუთრებული ხმარება მთელ ამ რეგიონში.
● ამასთანავე ადგილობივ ენებზე დამწერლობის არქონა და “წერის” ალოგლოტოგრაფიული
წესი, ე.ი წერა-კითხვის ფაქტობრივი ცოდნა მხოლოდ სპეციალისტ-თარჯიმანთა ვიწრო წრის
მიერ,არ ნიშნავდა “გაუნათლებლობას” ან ყველაყანაში ლიტერატურული ტრადიციების
უქუნლობას. ასეთი დაშვება იქნებოდა ჩვენი დღევანდელი წარმოდგენების გადატანა ძველ
ეპოქებზე,როდესაც ალოგლოტოგრაფია და წერა-კითხვა საზოგადოდ ვიწროდ იყო 
შესაძლებელელი და არც თუ ისე პრესტიჟულ სპეციალობას წარმოადგენდა და არ
განსაზღვრავდა ადამიანის განათლების დონეს. საზოგადოების განათლებულობა
განისაზღვრებოდა საზოგადოდ იმ ცოდნის მარაგით,რომელიც ზეპიერად,ზეპირსიტყვიერების
გზით თაობიდან თაობაზე გადაიცემოდა. 
● ქრისტიანობამდელ ამიერკავკასიაშიც წერის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი,როგორც ჩანს
ალოგლოტოგრაფია უნდა ყოფილიყო,რითაც აიხსნება აქ არემეულ წარწერათა
განსაკუთრებული გავრცელება. წარმართულ იბერიასა და სომხეთში “საშინაო
მოხმარებისათვის” ტექსტები საკუთარ,ადგილობრივ ენებზე ალბათ სწორედ არამეული
ალოგტოგრაფიის წესით იწერებოდა,რაც გასაგებს ხდის ცნობას ქართულში მეფე ფარნავაზის
დროს “ქართული მწიგნობრობის შემოღების შესახებ”. ქართული მწიგნობრობა შეიძლება
მაშასადამე გავიგოთ,როგორც ქართული ალოგტოგრაფია არამეულის
საფუძველზე,რომელზედაც წერამ ამ ეპოქის ამიერკავკასიაში სპეციფიკური
არმაზულ-არამეულად წოდებრივი სახეობა მიიღო.
● მაშასადამე ტექსტს კარნახობდნენ ქართულად,იგი სინქრონულად ითარგმნებოდა და
ჩაიწერებოდა სპეციალისტ-ჩამწერის მიერ არამეულად და ამოიკიხებოდა ქართულადვე. ეს
უნდა ყოფილიყო ქართული ზეპირი ტექსტებს ჩაწერის წესი არამეული ენისა და დამწერლობის
შუამავლობით.
● ქრისტიანობამდელ ქართულ სახელმწიფოში მწიგნობრობის არსებობა თუნდაც მხოლოდ
ალოგლოტოგრაფიის სახით მნიშვნელონად შეუწყობდა ხელს მშობლიურ ენაზე
ლიტერატურული ტრადიციების სწრაფ განვითარებას ეროვნული დამწერლობის შემოღების
შემდგომ. მწიგნობრობა მშობლიურ ენაზე ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა მანამდე
არსებული ალოგლოტოგრაფიული მწიგნობრობის ტრადიციებისა.
● ამასთანავე გასათვალისწინებელია აგრეთვე შესაძლებლობა ქრისტიანობამდელ ქართულ
სამყაროში “ლიტერატურული” ტრადიციების არსებობისა ზეპირსიტყვიერების სახითაც.
ცნობილია,რომ ლიტერატურული ენების ჩამოყალიება ამა თუ იმ კულტურრაში არ იწყება
აუცილებლად ენის წერილობით ფიქსაციასთან ერთად,ამ ენაზე დამწერლობის გაჩენას
ერთად. ლიტერატურული ტრადიციები და ლიტერატურული ენა შესაძლებელია არსებობდეს
ხანგძლივი პერიოდის განამვლობას ზეპირსიტყვიერების სახით ამ ენაზე სპეციფიკური
დამწერლობის არსებობის გარეშეც.
● წერის შემოღება მხოლოდ გრაფიკულ ფიქსაციას ახდენს ამგვარი ტრადიციებისა და ხელს
უწყობს ლიტერატურული ენის შემდეგომ განმტკიცებასა და განვითარებას.
ასე,მაგალითად,ძველი ინდური ლიტერატურული ძეგლები(ვედური ჰიმნები) ხანგძლივი
დროის განმავლობაში მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ძეგლებს წარმოადგენენ. ისინი ზეპირად
გადაიცემოდა და ვრცელდებოდა. ჰომეროსის პოემები შეიქმნა მნიშვნელონად უფრო ადრე
ვიდრე მისი წერილობითი ფიქსაცია და ჩაწერა განხორიცელდა. იგივე ხდებოდა სხვადასხვა
ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებთან.
● ზეპირსიტყვიერების ამგვარ ტრადიციებს აძლიერებდა აგრეთვე ახლად გაქრისტიანებულ
აღმოსავლურ სამყაროში(მათ შორის ალბათ საქართველოში) საღმრთო წიგნების თარგმნის
ისეთი წესი,როგორიც ალოგლოტოგრაფია /“სხვა-ენაზე-თქმა” იყო,როდესაც
მოსახლეობაში მშობლიურ ენაზე ქადაგება,ხოლო  რელიგიური ტექსტების(ძვ. და
განსაკუთრებით ახალი აღთქმის ) წაკითხვა ხდებოდა  მათი უშუალოდ ზეპირად
გადმოღება-თარგმანების საშუალებით. 
ასეთ ვითარებაში იხვეწებოდა და მდიდრდებოდა ლექსიკურად და ტერმინოლოგიურად თვით ეს
ენაც,რომელზედაც ქადაგებდნენ და ზეპირად გამოსცემდნენ კანონიკურ რელიგიურ ტექსტებს. ამასაც
უნდა შეექმნა წინაპირობა იმისა,რომ ქართული ენა განვითარებულ და დახვეწილ ლიტერატურულ
ენად ჩამოყალიბებულიყო და საკუთრივ ქართული ქრისტიანული დამწერლობის შექმნის და ენის
წერილობითი ფიქსაციის დროისთვის.

8.  გელათი
გელათის აკადემიის ძირითადი მიმართულება და
სააზროვნო ინტერესები
გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა დამამკვიდრებელია სრულიად გამორჩეული,
თვითმყოფადი ენობრივი სტილისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

1. სათარგმნი მასალის შერჩევისას მკვეთრი ტენდენცია ფილოსოფიურ-თეოლოგიური


ეგზეგეტიკისა და დოგმატიკისადმი, რომელსაც უკავშირდება ადეკვატური თარგმანის
თეორიის განვითარება და მისი მკაცრი გატარება პრაქტიკაში.
2. გამოკვეთილი პოზიცია, ერთი მხრივ, ბერძნული ენის, როგორც „გონიერ ხედვათათვის
მომმარჯვი“ ენისა და, ამდენად, მისაბაძი მოდელის მიმართ; ხოლო, მეორე მხრივ, ხალხური
(დასავლურ-ქართული) კილოს, როგორც მეცნიერულ-ლიტერატურული ენის გამდიდრების
ძირითადი წყაროს მიმართ.
3. აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია გარკვეული ენობრივი ფორმებით უტრირებისა, რაც
საბოლოოდ სტილიზაციასა და მანერულობაში გადაიზარდა.
4. შეგნებული პოზიცია სპეციალური ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ენის გამომუშავებისა
და ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის, როგორც სისტემის ჩამოყალიბების
მიმართ.

გელათის სკოლის ზოგად საფუძვლებს, ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად, ქმნის ზედმიწევნითი
თარგმანის პრინციპი. თუმცა ამ ერთიანობის ფონზე ინდივიდუალური ენობრივი თუ
ლექსიკურ-გრამატიკული მახასიათებლებით აშკარად იკვეთება ორი ძირითადი
მწვერვალ-განშტოება: პირველი, განშტოება არსენ იყალთოელისა და მეორე, განშტოება იოანე
პეტრიწისა. სწორედ ამ ორ მწვერვალს შორისაა განფენილი გელათის სკოლის
შემოქმედ-მთარგმნელთა უმდიდრესი ნამოღვაწარი.

გელათის მშენებლობა 1106 წელს წმ. დავით აღმაშენებელმა დაიწყო, ხოლო მისმა შვილმა, დიმიტრიმ
დაასრულა. მაგრამ გელათი დავით მეფის სიცოცხლეშივე იქცა „ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ
იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად“.
დავითის ისტორიკოსი ამ ორი ქალაქის - ათენისა და იერუსალიმის, ანტიკური ფილოსოფიისა და
ქრისტიანული რწმენის ამ ორი სიმბოლოს, დაკავშირებას საფუძვლად უდებს შუა საუკუნეების
ქრისტიანული სამყაროსათვის დამახასიათებელ პრინციპს, რწმენისა და ცოდნის
ურთიერთშეკავშირებისას: სწორედ გელათში ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ფილოსოფიისა და
ბიზანტიური ნეოპლატონიზმის შესწავლას.

დავით აღმაშენებელმა სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვია სწავლულები. სწორედ ამ სწავლულების


წყალობით დაინერგა გელათში ბიზანტიური და, კერძოდ, მანგანას აკადემიის იდეები.

გელათში არსებობდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც სწავლება აგებული იყო შუა


საუკუნეებისათვის დამახასიათებელი განათლების სისტემის მიხედვით (რიტორიკა, გრამატიკა,
ფილოსოფია, მათემატიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ სკოლის
ლიტერატურულ-ფილოსოფიური ინტერესებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის შესწავლა და
სწორად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ამ დროის ბიზანტიის განათლებულ წრეებში მიმდინარე
კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გათვალისწინებით.

მე-11-მე-12 საუკუნეების ბიზანტიაში მეცნიერება ალექსი კომნენეს ბრწყინვალე ზეობის ხანაში


„გაიფურჩქნა, ამაღლდა და განათლებული ადამიანების საქმიანობის მთავარ საგნად გადაიქცა“.
კონსტანტინოპოლში იქმნება და ყალიბდება ლიტერატურული და მეცნიერული წრეები, სადაც
საგანგებოდ სწავლობენ ანტიკურ ფილოსოფოსებს. ეს წრეები ძირითადად გავლენიანი
არისტოკრატიის, უფრო - კომნენების სამეფო სახლის მანდილოსნების გარშემო ჯგუფდება.
ცნობილია, სევასტოკრატორ ირინეს ლიტერატურული წრე, თვით დედოფალისა და ერთ-ერთი
პირველი ქალი ისტორიკოსის ანა კომნენეს წრე, რომელიც ფილოსოფიისადმი განსაკუთრებული
ინტერესით გამოირჩეოდა. ეს ეპოქა აღინიშნება სამეცნიერო-ფილოსოფიური ლიტერატურის
განსაკუთრებული სიუხვით, განათლების სფეროში საერო ტენდენციების გაძლიერებით,
ხელოვნებასა და მეცნიერებაში ანტიკურობის აღორძინებით. ამ პროცესმა განსაკუთრებით
ფილოსოფიაში იჩინა თავი: მომრავლდა კომენტარები და სქოლიოები ელინთა
ფილოსოფოსების თხზულებებისათვის, გამოცოცხლდა ბიბლიური ეგზეგეტიკა, რომელიც ამ
პერიოდში ძლიერი რაციონალისტური ტენდენციებით ხასიათდება.
ბიზანტიაში მოღვაწე ფილოსოფოსებმა, მაგალითად, მიქელ ჰსელოსმა, მიზნად დაისახეს
ქრისტიანობის სამსახურში არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრების, პლატონის,
ნეოპლატონიკოსებისა და საერთოდ, მთელი ანტიკური მეცნიერების ჩაყენება.

ჰსელოსის მოწაფე იოანე იტალოსი თავის მასწავლებელზე უფრო შორს მიდიოდა და თავის
მოწაფეებს ნეოპლატონიკოსთა მოძღვრებას თითქმის მთლიანობაში ასწავლიდა, აღიარებდა
პლატონური იდეების თეორიას, სწამდა მატერიის მარადიულობა, პლატონურ აზრებს საეკლესიო
მამათა აზრებზე მაღლა აყენებდა და ქრისტიანულ დოგმათა განმარტებას ნეოპლატონურ
მეტაფიზიკას უქვემდებარებდა. იტალოსი ქადაგებდა საეკლესიო დოგმებისათვის უცხო აზრებს, რის
გამოც ეკლესია აფორიაქებული იყო მისი „ცრუ სწავლებით“.

ამგვარად, იმ დროის ყველა ბიზანტიელი მოაზროვნე აუცილებლობით მიდიოდა


საღვთისმეტყველო საკითხების განხილვამდე: ფილოსოფოსისათვის შეუძლებელი იყო
შეჩერებულიყო მეტაფიზიკური აზროვნების ზღვარზე ისე, რომ არ გადავარდნილიყო
ქრისტიანული დოგმატიკის სფეროში.

XI-XII საუკუნეებში, როცა ფილოსოფია თეოლოგიის საფუძველი გახდა, რაციონალიზმი თავისი


მწვალებლური გამოვლინებებით შეიჭრა ბიზანტიის თეოლოგიურ აზროვნებაში, ბიზანტიის
მმართველი წრეებს მოუწიათ მისი ყოველგვარი გამოვლინების ალაგმვა. იმპერატორი ალექსი
კომნენე, რომლის დიდი ხელშეწყობითაც აღორძინდა აკადემიური განათლება, იძულებული გახდა
აეკრძალა ყოველგვარი კამათი ქრისტიანული დოგმების გარშემო, დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში საეკლესიო პირები ეკლესიიდან განკვეთით, ხოლო საერო პირები - ქონების
კონფისკაციით ისჯებოდნენ. მაგალითისთვის, იოანე იტალოსი გაასამართლეს თავისი
არაორთოდოქსული შეხედულებებისა და ცრუ მოძღვრების გავრცელების გამო.

აი, ასეთ გარემოში, კონსტანტინოპოლში, აზრთა ამ ცხოველ ჭიდილში იკვეთებოდა ქართველ


მეფეთაგან ბიზანტიაში განათლების მისაღებად წარგზავნილი ქართველი ახალგაზრდების
სააზროვნო ინტერესები.

ის ტენდენციები, რაც ახასიათებდა იმდროინდელი ბიზანტიის კულტურულ სამყაროს, ქართულ


ნიადაგზე გადმონერგეს და გელათის სკოლაში განავითარეს იოანე პეტრიწმა და მისმა
თანამოღვაწეებმა, რომელთაც მანგანაში გაიარეს ბიზანტიური განათლების დიდი სკოლა. იოანე
პეტრიწმა ზედმიწევნით შეისწავლა პლატონის, არისტოტელესა და მათი კომენტატორების -
განსაკუთრებით, პროკლე დიადოხოსის კომენატრები პლატონის დიალოგზე, გადაამუშავა
ისინი და ქართულ ენაზე განმარტა, რათა თავისი მოსწავლეებისთვის ზუსტი აზროვნება
ესწავლებინა და გონებრივი შემეცნების გზით სრულყოფით ნათელ-ეყო მათთვის ჭეშმარიტების
(რწმენის) საიდუმლო.

9. ქართული ენის ეროვნული კორპუსი


           ქართული ენის ეროვნული კორპუსი- მნიშვნელობა და პერსპექტივები (მანანა თანდ.)
  ცნება „კორპუსი“ (უფრო ზუსტად „ტექსტური კორპუსი“) საზოგადოდ აღნიშნავს რომელიმე
მოცემული ენისთვის არსებული რესურსების ნაკრებს, რომელიც, როგორც წესი, ელექტრონულ
მატარებელზე არის გადატანილი და მოიცავს არა მარტო წერილობით ტექსტებს, არამედ წერილობით
დოკუმენტირებული ზეპირმეტყველების „გაციფრულ“ მასალებს. ამდენად, იგი აერთიანებს ენის
რეალიზაციის ორივე ფორმას: ე.წ „დაგეგმილ“ და „დაუგეგმავ“ ენას.
-ენის კორპუსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ენის ან მისი რომელიმე ქვესისტემის ვირტუალური
მიკრომოდელი- დიდი მოცულობის ელექტრონული ტექსტური მასივი, რომელიც აღჭურვილია
საგანგებო საკვლევითი ინსტრუმენტით ე.წ „კორპუსის მენეჯერით“.
-ენის კორპუსები შეიძლება იყოს დალაგებული როგორც თემატურად, ისე ქრონოლოგიურად,
რომელიმე ეტაპზე შეზღუდული. მაგ. მე-19 საუკუნის პრესის კორპუსი, საბჭოთა პერიოდის პრესის
კორპუსი.. 
-ენის ეროვნული კორპუსი, ენის კორპუსისგან განსხვავებით, სახელმწიფო ენისთვის შექმნილი
ვირტუალური სივრცეა, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო ენის ისტორიული და თანამედროვე
მემკვიდრეობა და 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის ისეთივე აუცილებელი კომპონენტია, როგორც
დამწერლობა, ლექსიკონი, ენციკლოპედია.. და განიხილება სახელმწიფო ატრიბუტიკის- გერბის,
დროშისა და ჰიმნის გვერდით.
-ენის კორპუსსა და ენის ეროვნულ კორპუსს ერთადერთი საერთო ნიშანი აქვთ: ორივე
კორპუსი მოცემული ენის სისტემის ამსახველ ვირტუალურ სივრცეს წარმოადგენს. განსხვავება
მხოლოდ ისაა, რა მიზნით იქმნება იგი, რა აქტუალობა გააჩნია მას და ვინ არის მისი მომხმარებელი. 
განვიხილოთ ქართული ენის მაგალითზე ეს შედარება:
1. ქართული ენის კორპუსის ფორმა არის ციფრული და წარმოადგენს ქართული ენის სისტემის
ამსახველ ვირტუალურ სივრცეს.
2. მისი მიზანია ენის ელექტრონული დოკუმენტაცია, ენის კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით განხორციელდეს.
3. მისი აქტუალობა მდგომარეობს კვლევის ეფექტურობაში (საკვლევი ველის მოცულობა და ძიების
სისწრაფე) და გამოირჩევა ვერიფიკაციის მაღალი ხარისხით.
-განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენის კორპუსის შექმნას, ანუ ენის ელექტრონულ
დოკუმენტაციას, გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების შემთხვევაში ენის რევიტალიზაციის
თვალსაზრისით.
-ქართული ენის ეროვნული კორპუსის შემთხვევაში, განსხვავებულია კორპუსის შექმნის მიზანი და
აქტუალობა.

1. ქართული ენის ეროვნული კორპუსი სახელმწიფო ენის სისტემის ამსახველი ვირტუალური სივრცე. 
2. ეროვნული კორპუსის შექმნის მიზანია:
● ეფექტური ენობრივი პოლიტიკის გატარება
● ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია
● კომპიუტერული ტექნოლოგიების შექმნა სახელმწიფო ენისთის და მისი დანერგვა
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სამეცნიერო დარგებში.
● საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების
უზრუნველყოფა. 
3. ენის ეროვნული კორპუსის აქტუალობა გამოიხატება იმით, რომ იგი უზრუნველყოფს ქართული
ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სრულფასოვან და ეფექტურ ფუნქციონირებას სახელმწიფო
ინტერესების ფარგლებში.
მაგ: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის სახელმწიფო ენა ინგლისურია,
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს ამერიკის ეროვნული კორპუსი, ბრიტანეთის ეროვნული
კორპუსი და ავსტრალიის ეროვნული კორპუსი. -ნებისმიერი ეროვნული კორპუსი მხოლოდ
მოცემული ქვეყნისთვის შეიძლება იყოს სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების გარანტი
და მოქნილი იარაღი. 
   რა სახელმწიფოებრივი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ქართული ენის ეროვნულ
კორპუსს?
უპირველესი პრიორიტეტი ენობრივი პოლიტიკის გატარებაა, რაც შემდეგშ გამოიხატება:
● ქართული ენის ნორმალიზაცია და სტანდარტიზაცია -უპირველეს ყოვლისა, აქ
იგულისხმება ეროვნული კორპუსის მნიშვნელობა სახელმწიფო ენის ნორმების დამდგენი
კომისიისთვის, გნებავთ ენის პალატისთის ან სხვა სახის სახელმწიფო უწყებისთვის
ენობრივი ნორმების სტანდარტიზაციის მიზნით;
● ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. იგულისხმება,
როგორც ტექნიკური, ისე იურიდიული ასპექტი, როგორიცაა, მაგ. ქართული ენის, როგორც
სახელმწიფო ენის სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება ქვეყნის მასშტაბით, მათ
შორის არაქართველი მოსახლეობისთვისაც.
+მნიშვნელოვანია ენობრივი პოლიტიკის სახელმწიფო ინტერესების გატარება ქვეყნის ფარგლებს
გარეთ- ქართული ენის გავრცელების ვირტუალური გეოგრაფიის გაფართოება, მისი
ხელმისაწვდომობა როგორც ისტორიული დიასპორებისთის, ისე თანამედროვე დიასპორული
ჯგუფებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. 
+ეროვნული კორპუსის მნიშვნელობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის
მოდერნიზაციის თვალსაზრისით,თანამედროვე მეთოდების შემოტანა- ელექტრონული
რესუსრსების გამოყენება, აუცილებელია eLearning-ის გაქართულება- ქართული ენის
ადაპტაცია ელექტრონული სწავლების პლატფორმებისთვის. 
+ეროვნ. კორპუსის მნიშვნელობა უდიდესია ლექსიკოლოგიისთვის. (ელ. ლექსიკონები)
+ენის ეროვნული კორპუსი საშუალებას მოგვცემს ქართული ენის ისტორიის, სტრუქტურისა და
განვითარების ტენდენციები თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებით ვიკვლიოთ.
+ეროვნული კორპუსის არსებობა ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოში ემპირიული
ცნობიერების განვითარებისთვის, როგორც საზოგადოების, ისე სამეცნიერო საზოგადოების
ფარგლებში.
+ეროვნული კორპუსი საშუალებას მოგვცემს სახელმწიფო ენისთვის უმნიშვნელოვანესი დარგი-
ლექსიკოგრაფია სრულიად ახალ, თვისებრივად განსხვავებულ საფეხურზე ავიყვანოთ. 
-ქართული ენის ეროვნული კორპუსის მომხმარებელი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია.
ესენი არიან სამეცნიერო ფილოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლები და ფილოლოგიური
პროფილის სტუდენტთა ძალიან შეზღუდული რაოდენობა.
-ეროვნული კორპუსი სახელმწიფოს, როგორც ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი
წევრის, სავიზითო ბარათს წარმოადგენს.
-მაგალითად სომხეთის მთავრობამ დრო არ დაკარგა ეროვნული კადრების მომზადებასა და
კვალიფიკაციის ამაღლებაში და ეროვნული კორპუსის შესაქმნელად რუსი მეცნიერები მოიწვია.
-ქართული ენის ეროვნული კორპუსის შესაქმნელად აუცილებელი ელექტრონული რესურსების
დიდი ნაწილი 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა როგორც უცხოეთის ქართველოლოგიური
კვლევის ცენტრში-ფრანკფურტის უნივერსიტეტში (TITUS-ისა და ARMAZI-ს ეროვნული
ბაზები), ისე საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში (არნ. ჩიქობავას სახელობის
ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში..). ამჟამად მიმდინარეობს
ქართული ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს მომზადება და არსებული რესურსების
ტრანსპორტირება-ინტეგრაცია. 
ქართული ენის ეროვნულ კორპუსს საფუძლად დაედო ქართულისთვის შექმნილი 4 ელექტრონული
რესურსი:
1. TITUS-ის ელ. ტექსტების ბაზა (ფრანკფურტის უნივერისტეტი)
2. ARMAZI-ს ელექტრონული ტექსტების ბაზა (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)
3. GEKKO (ნორვეგია)
4. ქართული დიალექტური კორპუსი (საქართველო)

კორპუსის სტანდარტული მოთხოვნები:


1. კორპუსის მოცულობა. არსებული კორპუსები სხვადასხვა ზომისაა- ამერიკის-22მლნ ტოკენი,
ბრიტანეთის ეროვნული კორპ-100მლნ ტოკენი, რუსული150მლნ ტოკენი, დღეისათვის არსებული
ჩვენი რესურსების მოცულობა-132მლნ ტოკენი.
2. კორპუსის ბალანსირება -
არა მარტო რაოდენობრივად უნდა იყოს რეპრეზენტატიული, არამედ თვისობრივადაც- იგი უნდა
წარმოადგენდეს განსხვავებულ ჟანრულ რეპერტუარს ქართული ენისა: ისტორიული, იურიდიული
დოკუმენტები, სამეცნიერო ტექსტები, პრესის მასალები და ა.შ.
დასკვნა: ქართული ეროვნული კორპუსი ის აუცილებელი საძირკველია, რომელზედაც უნდა
დაშენდეს ქართული ენის სახელმწიფოებრივ ფუნქციონირებასთან მოაზრებული ყველა რესურსი,
სამეცნიერო ვვლევებიდან დაწყებული, ენის ინოვაციური ტექნოლოგიებით დამთავრებული.
ეროვნული კორპუსის შექმნა მხოლოდ დააჩქარებს გლობალურ ტექნოლოგიურ ქსელში
საქართველოს ჩართვას. 

10.  ქართული ენის მანქანური თარგმნის


პროგრამა
Cba wdc ნახეთ რიდერი პატარაა

11. ათონელები, ტაო-კლარჯეთი, ქართული


კულტურის სავანეები
ტაო-კლარჯეთის მთარგმნელ-მწიგნობართა ლიტერატურული ინტერესები ძირითადად
შემოფარგლული იყო საღვთისმასახურო რეპერტუარით - ტაოკლარჯული ხელნაწერები შეიცავენ
ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს, ჰიმნოგრაფიულ, პატრისტიკულ და აგიოგრაფიულ ტექსტებს.
მთლიანობაში, ტაო-კლარჯეთის სწავლული ბერები თარგმნიდნენ ახალ წიგნებს, აუმჯობესებდნენ
ძველ თარგმანებს, აფართოებდნენ სამონასტრო-საკითხავ რეპერტუარს, ავსებდნენ მათ საკუთრივ
ქართული აგიოგრაფიული მასალით, რომელიც კვებავთა ქართველი მორწმუნის მზარდ
ეროვნულ-სარწმუნოებრივ თვითშეგნებას, მაგრამ ტაო-კლარჯეთისათვის ჯერ კიდევ ნაადრევია
თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რომელიც ახასიათებდა თანადროულ
ბიზანტიურ მწერლობას.

ტაო-კლარჯეთის თარგმანის ტექნიკისთვის დამახასიათებელია მთარგმნელობითი მეთოდის


სიჭრელე, გადამწერ-რედაქტორთა არაერთგვაროვანი მიდგომა მასალისადმი, რამაც ხელი
შეუწყო ერთი და იმავე ტექსტის, მათ შორის ბიბლიის წიგნების, რედაქციული ვერსიების წარმოქმნას.

ამასთანავე, ტაო-კლარჯეთის მწიგნობართა წრეში მომწიფდა აზრი ქართული ენის „სიღარიბისა“


ბერძნულთან შედარებით, რამაც აქაური ბერმონაზვნობა მოამზადა მთარგმნელობითი კულტურის
მომდევნო, მაღალ საფეხურზე გადასასვლელად. ბიზანტიურ (ანუ ბერძნულ) სამყაროსთან
ურთიერთობა ტაო-კლარჯეთის ბერმონაზვნობას მუდმივად აფხიზლებდა, მოდუნების საშუალებას
არ აძლევდა და ძალას და ენერგიას აძლევდა, რათა ბიზანტიური განათლება და მწერლობა ქართულ
ენაზე გადმოენერგათ.

ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ მმართველებს და საეკლესიო მოღვაწეებს ბიზანტიურ


ელიტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას აძლევდა, ახლოს გასცნობოდნენ
ბიზანტიურ საგანმანათლებლო პრაქტიკას.

საქართველოში ინტერესი ბიზანტიური ფილოსოფიური და მეცნიერული აზრისადმი მწიფდება


ეტაპობრივად, ჯერ ქართველი ათონელების, შემდეგ ანტიოქიის სკოლის ქართველ
მეცნიერ-მთარგმნელებისა და ბოლოს, პეტრიწონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელთა
გეგმაზომიერი და თანმიმდევრული სამეცნიერო-ლიტერატურული მუშაობის შედეგად.
ტაო-კლარჯეთის მონასტრებში მიმდინარე ლიტერატურული პროცესები, რასაკვირველია,
ჩამორჩებოდა თანადროულ ბიზანტიას და, უპირველესად, ეკლესიის პრაქტიკულ საჭიროებებს
ემსახურებოდა - მეტი ზრუნვა საკუთარ ქვეყანაში განათლებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის
მიმართ.

ბიზანტიური კულტურისადმი დამოკიდებულების რეფლექსიად უნდა აღვიქვათ X საუკუნის მეორე


ნახევარში უცხოეთში (სინა, ათონი, შემდეგ ანტიოქია) მოღვაწე ქართველთა გამონათქვამები
ქართული ქვეყნის „წიგნთაგან ნაკლოვანების“ შესახებ. ზემოთხსენებული გარემოებანი უბიძგებდა
ქართველ მწიგნობარ ბერებს უფრო მეტად ეზრუნათ ბერძნული ენიდან ახალი, უფრო ზუსტი და
ჟანრობრივად მრავალფეროვანი თარგმანების შესრულებისათვის, დაედგინათ ბერძნულ
ცნება-ტერმინთა ქართული შესატყვისობები. ეს იყო დიდი კულტურული პროცესი, რომელიც ჩაისახა
ტაო-კლარჯეთის მწიგნობარ ბერმონაზონთა წრეებში და განხორციელდა უმაღლესი პოლიტიკური
პირების მიერ (დავით კურაპალატი).

ტაო-კლარჯეთის ბერმონაზვნობამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის


განვითარების საქმეში. აქ შემუშავებული ენობრივი ნორმები, ცნებები, ლექსიკა და ფრაზეოლოგია
დაედო საფუძვლად ახლად გაერთიანებულ საქართველოში საეკლესიო ღვთისმსახურებას,
სამეცნიერო ცოდნას, სახელმწიფო დიპლომატიურ მიმოწერას, ისტორიოგრაფიას, სამართალს,
მხატვრულ და საბუნებისმეტყველო აზროვნებას. მათ მიერ განვითარებული ქართული
სალიტერატურო ენის საფუძველზე ხდება იმჟამინდელ საქართველოში კუთხობრივი საზღვრების
გადალახვა და საერთო ქართული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ერთობის შექმნა.

ტაო-კლარჯეთის მონასტრებში შეიქმნა ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ნიმუშები


(„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ და ა.შ.);

● პირველად აქ გააცნობიერეს ქართული ეთნოკულტურული იდენტობის გამომხატველი


ცნებები: „ქართლი“, „ქართული ენა“, „ნათესავით ქართველი“;
● პირველად აქ მოძებნეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი შინაარსის ფორმულა ქვეყნის
კულტურული საზღვრების აღსანიშნად;
● ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების საღვთისმსახურო რეპერტუარში მსოფლიო
ეკლესიის წმინდანთა გვეერდით იქნა შეტანილი ქართული ეკლესიის წმინდანების
საკითხავები;
● მოიძიეს და სასწავლო-საგანმანათლებლო კრებულში შეიტანეს ქართლის გაქრისტიანების
უძველესი ისტორია („მოქცევაი ქართლისაი“);
● ტაო-კლარჯეთში აღიზარდა სასულიერო და საერო მოღვაწეთა ახალი ელიტა, რომელმაც
ქართული სახელმწიფოს შენების გზაზე კონსტანტინოპოლისაკენ მიმართა კულტურული
განვითარების ვექტორი და გრძელვადიან პერსპექტივაში განჭვრიტა იმ დროისათვის
ყველაზე დაწინაურებული ბიზანტიური განათლების ქართულ ენაზე გადმონერგვის
მნიშვნელობა.

შავი მთა, X-XI საუკუნეები


ასკეტურ-სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი ადრეული კერა ჩრდ. სირია იყო. სირიის მეუდაბნოეთა
შორის განსაკუთრებით გაითქვა სახელი სვიემონ მესვეტემ. ქართველმა ასკეტებმა ამ სივრცეს VI
საუკუნეში მიმართეს, როდესაც სირიულ ბერმონაზვნობას სათავეში ანტიოქიის მახლობლად შავ, ანუ
საკვირველმოქმედ მთაზე დამკვიდრებული სვიმეონ მესვეტე უმცროსი ჩაუდგა. VI საუკუნეშივე
ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამაც.

სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია ბევრ საბუთს VI-X საუკუნეებში შავ მთაზე ქართველთა
მოღვაწეობის შესახებ.

სირია-ანტიოქიაში ქართველთა მოღვაწეობის შესახებ დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ


მხოლოდ XI-XIII საუკუნეების ხელნაწერების საფუძველზე. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში
დაცულია ანტიოქიური წარმომავლობის 15 ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან 8 საქართველოში
ინახება.

XI საუკუნის 60-იან წლებში შავი მთის სავანეებში მოღვაწეობდა 60-მდე ქართველი მოწესე. მათ
შორის იყვნენ: გიორგი ათონელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, იოვანე დვალი და სხვანი.

ქართველი სასულიერო პირები ჩანან შავი მთის 8 მონასტერში: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა,


კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი, ბარლაამწმინდა. უნდა
აღინიშნოს, რომ ბიზანტიელებისათვის ამ მონასტერების არსებობა ცნობილი გახდა მხოლოდ
ქართული ხელნაწერი წიგნების წყალობით.

საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, ქართველები ანტიოქიაში მიიყვანა


ათონის მთაზე ბერძნებთან გაჩაღებულმა დაუსრულებელმა დავამ. ასევე, გავრცელებული
მოსაზრებაა, რომ ქართველი საეკლესიო მოღვაწეები ათონის მთაზე თვით ანტიოქიის
თეოლოგიურ-სამწიგნობრო სკოლამ მიიზიდა.

ქართველ მოღვაწეებს საკმაოდ მყარი პოზიცია ეკავათ ანტიოქიის ცენტრებში, რამაც გააღიზიანა
სვიმეონწმიდის ბერძენი ბერ-მონაზვნები. მათ ანტიოქიის პატრიარქთანაც კი იჩივლეს და ქართული
ეკლესიის ავტოკეფალურობის წინაღმდეგაც გაილაშქრეს. გიორგი ათონელმა გააქარწყლა ბერძენთა
საჩივრის საფუძვლიანობა და ანტიოქიის პატრიაქის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის
სრული აღიარებაც მოიპოვა.

ქართველებმა ანტიოქია XIII საუკუნის II ნახევარში დატოვეს. ამ პერიოდში ანტიოქია ხელთ იგდეს
თურ-სელჩუკებმა, ჯვაროსნებდა და ოსმალებმა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ანტიოქიის
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა საპატრიარქომ საკუთარი ავტოკეფალურობისა და
ისტორიული მნიშვნელობის ერთ-ერთ არგუმენტად ქართულ ეკლესიასთან უძველესი
ურთიერთობებიც მოიტანა.

XV და XVII საუკუნეებში ანტიოქიის პატრიარქებმა - მიქაელმა და მაკარიმ იმოგზაურეს


საქართველოში. მაკარიმ ნაშრომიც კი მიუძღვნა ქართული ეკლესიის მდგომარეობას. მან
საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ქართული ეკლესიისა და ანტიოქიის საპატრიარქოს
ურთიერთობებზე V-VII საუკუნეებში.

ანტიოქიაში გადაწერილი ხელნაწერი წიგნები გამოირჩევა თეოლოგიურ-ფილოსოფიური


კომენტარებით, მხატვრული შემკულობითა და კალიგრაფიით. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს
წიგნები ასახავენ სირიული და ბერძნული ქრისტიანული ტრადიციების სინთეზს.

ქართული მონასტრები ბიზანტიაში


ქართველებმა IX საუკუნიდან გეზი დასავლეთისაკენ აიღეს, რათა უკეთ გასცნობოდნენ ბიზანტიურ
კულტურას: დამკვიდრდნენ ბიზანტიის ბერძნულ ცენტრებში და, რაც მთავარია, თავადაც
დააფუძნეს საეკლესიო-სამონასტრო ცენტრები.

ოლიმპი. ოლიმპის მთა მდებარეობს მცირე აზიაში, ბითვინიაში. ქართველები აქ IX საუკუნის შუა
ხანებში დასახლდნენ და დაიწყეს სავანის აშენება, თუმცა ქართველთა კოლონიას საფუძველი
მხოლოდ IX საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა, მას შემდეგ, რაც აქ ილარიონ ქართველი მივიდა და
შეუდგა მოღვაწეობას. ოლიმპზე ცხოვრობდა ასევე გამოჩენილი მოღვაწე იოანე ქართველი,
რომელმაც X საუკუნის 80-იან წლებში ათონის ქართულ კოლონიას დაუდო საფუძველი. იოანე
ქართველი ჯერ საქართველოში ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ულუმბოს მთაზე
გადავიდა.

ოლიმპის, ანუ ულუმბოს დამკვიდრებული ბერ-მონაზვნობა ინტენსიურად მუშაობდა ხელნაწერების


დამზადებაზე.

ოლიმპოდან მოუღწევია არაერთ ხელნაწერს, რომელთაგან ზოგი დღეს ათონზეა დაცული, ზოგიც -
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

რომანა. რომანას, ანუ ჰრომანას ქართველთა მონასტერი მდებარეობს კონსტანტინეპოლთან


ახლოს. ეს მონასტერი ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება. 980 წლის შემდგომ ქართველებმა
დათმეს მონასტერი.
ამ მონასტრიდან ორმა ხელნაწერმა მოაღწია. ისინი დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
ფონდების საკუთრებას წარმოადგენენ: ერთია ექთვიმე მთაწმიდელის თარგმანების შემცველი
კრებული, მეორე კი - თამარ მეფისათვის საგანგებოდ გადაწერილი სახარება ვანის ოთხთავი.

კონსტანტინეპოლი. ამ მონასტერს IX საუკუნეში ეწვივნენ ილარიონ ქართველი და გრიგოლ


ხანძთელი. იერუსალიმის დატოვების შემდეგ ქართველები აქ გამოემართნენ. კონსტანტინეპოლში
არსებულ სამწიგნობრო კერათა შორის გამოირჩევა ორი: ხორა, სადაც გადაწერილია „მცირე
სჯულისკანონის“ ხელნაწერილი წიგნი და აგიაპანტა, სადაც გადაწერილია სასულიერო მწერლობის
მნიშვნელოვანი კრებული.

ათონის მთა. ძველი ქართული მწერლობის საზღვარგარეთ არსებულ კერებს შორის უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭება ათონის ივერთა მონასტერს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია ივირონის
სახელწოდებით. იგი მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში. X საუკუნის ბოლოს
ქართველებს მიეცათ საშუალება, აქ აეგოთ დიდი ტაძარი, ათონის ივერთა მონასტერი. ათონის
მთაზე სამონასტრო ადგილი საქართველომ შეისყიდა და იურიდიულად მიიღო მფლობელობაში მას
შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა თორნიკე ერისთავის მეთაურობით დაამარცხა ბარდა სკლიაროსის
ლაშქარი, ხელთ იგდო ნადავლი და შექმნა მატერიალური საფუძველი მონასტრის ასაშენებლად.

ივირონის პირველი წინამძღვარი იყო იოანე ქართველი, რომელიც თავდაპირველად მოღვაწეობდა


ულუმბოს მთაზე, სადაც თავისი ვაჟი ექვთიმეც მიიყვანა. შემდეგ მამა-შვილი ათონზე წამოვიდა და იქ
40 წელი გაატარეს.

იოანე ქართველი იყო არა მარტო პირველი წინამძღვარი მონასტრისა, არამედ პირველი
ინიციატორიც ქართული მწიგნობრობის შემდგომი განვითარებისა. სწორედ მან ჩააბა თავისი შვილი,
ეფვთიმე ათონელი მთარგმნელობით საქმიანობაში.

ექვთიმე მთაწმინდელის საქმიანობა განაგრძო გიორგი მთაწმიდელმა, რომელიც ათონზე 1040 წელს
მივიდა. იგი წინამძღოლობდა ივირონის მონასტერს და ასევე აქტიურად ეწეოდა მწიგნობრულ
საქმიანობას. სწორედ გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი ოთხთავის რედაქცია და
საღვთისმსახურო ძეგლები და კრებულები დღემდე წარმოადგენენ ქართული ეკლესიის
სახელმძღვანელო წიგნებს.

ათონელ მწიგნობართა მოღვაწეობას ხელს უწყობდა საქართველოს სამეფო კარი - დავით


კურაპალატი, ბაგრატ IV, ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში, რუისის მიტროპოლიტი ევლასე და სხვა.

ქრისტიანობის შემოღების შემდეგ საგანმანათლებლო საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდა,


საფუძველი ჩაეყარა სასულიერო მწერლობას. V-VIII საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებთან
არსებობდა პრაქტიკული მიზნით გახსნილი სკოლები, სადაც ამზადებდნენ ეკლესიის მსახურებს,
ასწავლიდნენ საღმრთო წერილს, ფილოსოფიას, უცხო ენებს.

საგანმანათლებლო საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა X საუკუნის ბოლოს, როდესაც


ქართველებმა გაიცნეს ბიზანტიური სკოლა. საქართველოდან ბევრი დიდგვაროვანი მიდიოდა
საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. ასეთი გზით მოხვდნენ საზღვარგარეთ ეფრემ მცირე, იოანე
და ექვთიმე ათონელები, გიორგი მთაწმინდელი, იოანე პეტრიწი და სხვები.

V-X საუკუნეები - საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული აღმოვლობის ხანა,


რომელმაც XI-XII საუკუნეებში მიაღწია განვითარების ისეთ დონეს, რომელიც ქართული რენესანსის
სახელითაა ცნობილი.
საქართველოში საგანმანათლებლო კერების ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე გაბატონებული
იყო განათლების სპეციფიკური მიმართულება, ეგზეგეტიკა, ანუ ბიბლიური ტექსტების
შესწავლა და ახსნა-განმარტება და არ ხდებოდა განყენებული ზოგადი ხასიათის სასწავლო
მასალების გამოყენება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო ფილოსოფიური ტექსტები.
თავდაპირველი სკოლები უფრო პრაქტიკული ხასიათის მატარებელი იყო და ემსახურებოდა
ეკლესიის მსახურთა მომზადებას. სამონასტრო კერებმა მას შემდეგ შეითვისეს ფილოსოფიური
განათლება, რაც ქრისტიანულმა ეკლესიამ გარეშე სიბრძნეს რელიგიასთან დაახლოვებლად გაუხსნა
კარი.

ფილოსოფია აზრებში გამოხატული და ლოგიკურად სისტემატიზებული მსოფლმხედველოობაა.

თავდაპირველად ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები ფილოსოფიისადმი უარყოფითად


იყვნენ განწყობილნი, რასაც საფუძვლად ედო ანტიკური რაციონალიზმის მიუღებლობა რწმენაზე
დაფუძნებული მოძღვრებისათვის.

ქრისტიანობის გავრცელებიდან რამდენიმე ათეულის წლის შემდეგ ვითარება იცვლება და


ქრისტიანული დებულებების რაციონალურად (ლოგიკურად) დასაბუთება ისტორიულ
აუცილებლობად იქცა. ფილოსოფია გახდა ერთგვარი დამხმარე დისციპლინა გამოცხადებითი
ჭეშმარიტებების დასაბუთების გზაზე. აქედან იწყება ქრისტიანული კულტურის
„გაამქვეყნიურება“, რაც რწმენის სფეროში ცოდნის, ანუ რელიგიის სფეროში ფილოსოფიის
შეჭრას ნიშნავდა. ეკლესია იყენებდა ანტიკური ფილოსოფიის შრომებს ქრისტიანული
ჭეშმარიტებების ახსნისა და განმარტებისათვის.

ამგვარად საგანმანათლებლო ცენტრების განვითარების მეორე ეტაპი გულისხმობდა


მონასტრების დაქვემდებარების ქვეშ შექმნილ საგანმანათლებლო კერებში არა მარტო
საეკლესიო, არამედ შემდგომ საერო, ფილოსოფიური ხასიათის მწერლობის განვითარებისთვის
ნიადაგის მომზადებას. ქართველების სამონასტრო-საგანმანათლებლო საქმიანობის კერები
ჩნდებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთაც, უფრო მეტად აღმოსავლეთის სხვადასხვა
პუნქტებში. ასეთი პუნქტები იყო სირია, პალესტინა, სადაც ქართული სამონასტრო
კოლონიზაცია ჯერ კიდევ V საუკუნიდან იწყება. ასევე სამონასტრო კერები იქმნებოდა
დასავლეთის მიმართულებითაც - ბიზანტიაში.

ათონელი მამების მოღვაწეობა


ათონის ივერთა მონასტერის მშენებლობის პერიოდში ქართველებს კარგად ესმოდათ, თუ რა
მნშვნელობა ჰქონდა მათთვის ბიზანტიური კულტურის გაცნობას, მწერლობისა და მეცნიერების
ცენტრებთან ახლოს ყოფნას, ბიზანტიელ მწიგნობრებთან ურთიერთობას. ილარიონ ქართველს
დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის საქმეში ბიზანტიაში. მან
ბიზანტიაში დაარსა ორი ქართული მონასტერი: ულუმბოს მონასტერი მცირე აზიის ბითვინიაში და
რომანას ქართველთა მონასტერი. ულუმბოს მონასტერში მიმდინარეობდა ლიტერატურული
საქმიანობა, რამაც უფრო ინტენსიური სახე მიიღო იქ მამა-შვილი იოანე და ექვთიმეს დამკვიდრების
შემდეგ. მოგვიანებით, იოანე შვილთან ერთად გადავიდა ათონის მთაზე ათანასეს ლავრაში. ექვთიმე
და იოანე მთაწმინდელების/ათონელების ცხოვრება მიზნად ისახავდა ქართული სალიტერატურო
ცხოვრების ისეთ გაცოცხლებას, რომ ქართველი ერი მოწინავე ქვეყნების კულტურას ზიარებოდა.
ზემოთ არაერთგზის მოყოლილ ამბავს, ექვთიმეს სასწაულებრივ გამოჯანმრთელებაზე და მის
ქართულად ამეტყველებაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ
ღვთისმშობლის გამოცხადება და ექვთიმეს სასწაულებრივი ძალით ქართულად ამეტყველება მის
განსაკუთრებულ მისიაზე მიგვანიშნებს. მას შემდეგ, რაც ექვთიმემ კარგად შეისწავლა ქართული,
მამამ მას უთხრა, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს დიდად აკლია წიგნები და ვინაიდანაც შენ
ნიჭი გაქვს, შეუდექი მთარგმნელობით საქმიანობასო.

ქართული შუა საუკუნეების კლასიკურ ეპოქაში ექვთიმე მთაწმინდელს, გიორგი მთაწმინდელთან


ერთად, უდიდესი საგანმანათლებლო მისია დაეკისრა. ქართული მწერლობის გამდიდრება
მაშინდელი ბიზანტიური მწერლობის ყველა თუ არა, უმთავრესი ძეგლების თარგმნით; ადრე
ნათარგმნი თხზულებების რედაქტირება, ქართული საზოგადოების კულტურული და სულიერი
მოთხოვნილებების შესატყვისი ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთაწმინდელების მოღვაწეობაში წმინდა ფილოსოფიისთ გატაცებას


თავისთავადი ხასიათი არ ჰქონია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართული ფილოსოფიური
აზროვნების ისტორიაში ათონელთა მოღვაწეობას თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
თუნდაც იმიტომ, რომ მათ ლიტერატურულ ნაწარმოებებში გაფანტულად არის წარმოდგენილი
სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებისთვის დამახასიათებელი შეხედულებები. ათონელთა
მსჯელობის საგანს წარმოადგენს მთელი რიგი ფილოსოფიური ცნებები, თუმცა მათ რაიმე
კანონზომიერი და სისტემური ხასიათი არ აქვს, ისინი მოყვანილია ქრისტიანულ-თეოლოგიური
ხასიათის მსჯელობებთან დაკავშირებით, რელიგიური მიზანდასახულობით.

ექვთიმე მთაწმინდელის ’’გარეშეთა’’ სიბრძნის (ფილოსოფიურ-რაციონალური აზროვნების)


მიმართ დამოკიდებულების გამოვლინებაა ის, რომ იგი ბერძნული ორიგინალისგან
განსხვავებით, უფრო ხშირად და ფართოდ მიმოიხილავს ბიბლიურ თემებსა და სახეებს და ამის
საწინააღმდეგოდ, ხშირად საერთოდ არ თარგმნის მითოლოგიურ-წარმართულ სახეებსა და
ფილოსოფიური ცნებებით დატვირთულ პასაჟებს. იგივე პრინციპი იჩენს თავს გრიგოლი
ღვთისმეტყველის (მე-4 სუკუნის ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი)
ნაშრომების ექვთიმე მთაწმინდისეულ თარგამანებში. გრიგოლი ღვთისმეტყველის ტექსტებში
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ფილოსოფიურ გამონათქვამებს, რადგანაც აღნიშნულ
ეპოქაში ბიზანტიაში ინტელექტუალური პიროვნების აღზრდა სასულიერო ცოდნის
პარალელურად აუცილებლად გულისხმობდა საერო ფილოსოფიურ სწავლებასაც (ერთგვარ
პრესტიჟულობად მიიჩნეოდა საერო, ფილოსოფიური განათლება). ექვთიმე მთაწმინდელის
ნააზრევში კი ნაკლებად არის აქცენტირებული სასულიერო-რელიგიური აზროვნებისგან
განსხვავებული ეს შეხედულებები. მის ნაწერებში ჯერ კიდევ არ დგას ფილოსოფიის
ათვისებისა და წვდომის აუცილებლობა. თუმცა ეს არცაა გასაკვირი და ამ ურთულეს ბრძოლაში
ათონელების მოღვაწეობას უფრო მეტად ღირებულს ხდის. ფილოსოფიურ აზროვნებამდე
მისასვლელად ქართველ მოღვაწეებს მთელი რიგი პროცესები ჰქონდათ გასავლელი როგორც
ენის ფილოსოფიურ საგნებზე სააზროვნოდ მომზადების, ისე ქვეყნის შიგნით რელიგიასა და
მეცნიერებას შორის ურთიერთობის მოგვარების მხრივ.

ექვთიმე შემოქმედებითად ეკიდებოდა თარგმნის საქმეს, ტექსტში შეჰქონდა საკუთარი


ორიგინალური ინტერპრეტაციები, ქართულად განმარტავდა ბიზანტიელ ავტორთა
თხზულებებს. მის მიერ ნათარგმნია 160-ზე მეტი ნაწარმოები, რომელითაც ექვთიმე
მთაწმინდელმა საფუველი ჩაუყარა ქართულ ორიგინალურ მთარგმენლობით ტარდიციას.
გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დავით კურაპალატა მას ’’ახალი იოანე ოქროპირი’’ უწოდა.
დავითის ბრძანებით, მრავლდებოდა ექვთიმეს თარგმანთა ნუსხები. მათი საქართველოში
ჩამოტანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ იყო მიჩნეული და მასზე დავით
კურაპალატი ზრუნავდა.

ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცხლეში გამოირჩეოდა,


არამედ მომდევნო პერიოდშიც დიდხანს იყო ქართული კულტურის მძლავრი კერა. იქ გრძელდებოდა
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელიც კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ
დამკვიდრდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც განაგრძო, განავთარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ
წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივერონის წინამძღვარი იყო, მრავალმხრივ
პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა
ლიტერატურულ-მთარგმენლობით საქმიანობას.

გიორგი მთაწმინდელის თარგანში აშკარად იგრძნობა რელიგიურ პასაჟებზე ყურადღების


გამახვილება და ზოგიერთი ფილოსოფიური მსჯელობის ნიველირება ან ფილოსოფიური
აზრების იმავე შინაარსის შემცველი უფრო მარტივი ფორმით შეცვლა. მიუხედავად გიორგი
მთაწმენდელის მიერ მთელი რიგი ფილოსოფიური სკოლების სააზროვნო სისტემების ცოდნისა
და გაზიარებისა, აშკარაა, რომ ის თავს არიდებს ფილოსოფიური კონცეპტების ქართულ ენაზე
გადმოღებას, როგორც ქართული საზოგადოების ამგვარი ფილოსოფიური მსჯელობისთვის
მოუმზადებლობის, ისე იმ დროისათვის ფილოსოფიურ ცნებათა ქართული შესატყვისების
არარსებობის გამო.

დასავლეთით ბიზანტიასა და აღმოსავლეთით ქრისტიანულ-არაბულ სამყაროსთან კონტაქტები


უმთავრესად მთარგმნელობთ ლიტერატურაში იჩენდა თავს. თარგმნა და თარგმნილის
განმარტება საზოგადოების სააზროვნო დონის ამაღლების აუცილებელ პირობად იყო
მიჩნეული. თარგმნის საშუალებით ხდებოდა მოწინავე ლიტერატურული ტექსტების გაცნობა,
რაც ძირითადად ქრისტიანული ტექსტების ფილოსოფიური ტერმინილოგიის გზით გააზრების
მცდელობაში გამოიხატებოდა. ადრეულ შუა საუკუნეებში, ცხადია, ფილოსოფიისა და
რელიგიის დაახლოების მცდელობა უმთავრესად მაინც თეოლოგიის დომინანტური პოზიციით
გამოიხატებოდა, თუმცა ამ ეპოქაში ქრისტიანული დებულებების დასაბუთებისთვის
უმნიშვნელოვანესი იყო ფილოსოფიის, როგორც რელიგიის მსახური დისციპლინის როლის
აღიარება. ქართულ თეოლოგიურ აზროვნებას (იოანე პეტრიწამდე - XII ს.) და ზოგადად,
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეს მახასიათებელი განსაკუთრებული სიმძაფრით
გასდევს, განსხვავებით ბიზანტიური აზროვნებისა, სადაც თეოლოგიურ აზროვნებაში
ფილოსოფიური ცნებების გამოყენებას მეტი გასაქანი მიეცა.

იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება, მე-10 საუკუნე


მამა იოანემ თავისი შვილი ექვთიმე წაიყვანა მეფის სასახლიდან, ასწავლა ქართული მწიგნობრობა და
ყოველგვარი სიბრძნე სრულად აათვისებინა ბერძნულად. სიყრმიდანვე ეცხო ღვთის მადლი და
ღვთისგან ებოძა წმინდა წიგნების წვდომის უნარი. მისი სული წმინდა მადლით აივსო, რაც ექვთიმეს
წმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით ეუწყა. მამა იოანეს გაუკვირდა, როცა მისი შვილი ექვთიმე
ქართულად შესანიშნავად საუბრობდა. ამის შემდეგ როგორც დავწერე, მას დაავალე
მთარგმნელობითი საქმიანობა.

ექვთიმე დაუზარებლად თარგმნიდა, არაერთი წიგნი თარგმნა ბერძნულიდან ქართულად და


თარგმნილ წიგნებს დავით კურაპალატს უგზავნიდა. დავით კურაპალატს მისი ამგვარი
სასწაულებრივი ნიჭი ძლიერ გაუხარდა და მას ახალ ოქროპირს უწოდებდა.

გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, 1009-1065 წწ.


მოძღვრის, გიორგი დაყუდებულის რჩევით, გიორგის უნდა დაეწყო წიგნების თარგმნა ბერძნულიდან.
თავმდაბალი გიორგი თავიდან წინააღმდეგი იყო ამისი, ვინაიდან თავი ღირსად არ მიაჩნდა წმინდა
საქმისთვის, მაგრამ მოგვიანებით, მოძღვის ახსნის შემდეგ მიჰყო ამ მართლაცდა წმინდა საქმეს.

მამა გიორგიმ თავისივე ხარჯით თარგმნა საწელიწადო გამოკრებული სახარება, საწელიწადო


გამოკრებული პავლეს ეპისტოლენი, დიდი კურთხევანი, იოანე ოქროპირის თარგმნილი დაბადებისა,
ანუ აბრაჰამის ცხოვრება და ა.შ. ახალი აღქმა, რომელიც სომხებისა და სხვა გადამწერების მიერ
თარგმნის გამო ძალიან შერყვნილი იყო, გაწმინდა და გაასწორა. წმ. ექვთიმეს მიერ დაწყებული და
დაუსრულებელი წიგნები ვრცლად და სრულად თარგმნა, ზოგიც ბერძნულს შეადარა და გაასწორა.

მამა გიორგიც, მამა ექვთიმეს მსგავსად, დაუზარებლად და შეუსვენებლად თარგმნიდა.

საეშმაკო შურით აღვსილმა ბერძენმა ბერებმა მოინდომეს ქართველი ბერების გაძევება იმ


მონასტრიდან, სადაც სვიმონ მესვეტის ლოცვა-კურთხევით იყვნენ დამკვიდრებულნი. პატრიარქის
ტახტზე ასვლისთანავე მას შესჩივლეს, რომ მონასტერი უცხო ხალხისგან (ქართველებისგან)
გაეთავისუფლებინა და მათ ქართველებს ბრალი დასდეს, რომ „ჭეშმარიტი“ სარწმუნოების
მატარებელნი არ არიან და „მწვალებლები“ არიანო.

პატრიარქი განცვიფრდა და მოითხოვა მასთან ქართველთაგან ისეთი ვინმე მისულიყო, ვინც


ბერძნული ენა და წმინდა წერილი იცოდა, ხოლო მასთან მამა გიორგი მივიდა, პატივით მოიკითხა და
დაიწყო ღმრთივსულიერი საუბარი საღმრთო წიგნებიდან, ხოლო რასაც ჰკითხავდა, ყველაფერს
პირნათლად პასუხობდა. ამ საუბარმა პატრიარქი დაარწმუნა, რომ წმინდა ბერთან ღმრთის მადლი
სუფევდა და უთხრა: „პატიოსანო მამაო, კუთხეულია ღმერთი, რომ ვიხილე შენი სიწმინდე, და აჰა,
უფლის მოწყალებით ვხედავ, რომ მართალია წარმოშობით ქართველი ხარ, მაგრამ
განსწავლულობით სრულიად ბერძენი ბრძანდები“.

12. ანა ქვათაძის ნაშრომი, თეა ლეკიშვილის


ნაშრომი
ჯუნიორ პროექტი ანა ქვათაძე
მე-19 საუკუნეში ქართულ სალიტერატურო ენას მრავალი გამოწვევის დაძლევა მოუხდა.
პოლიტიკური თავისუფლების არქონის პირობებში ერთიანი სამწერლობო ენის დამკვიდრება
ეროვნული კონსოლიდაციის ძირითად ფაქტორს წარმოადგენდა.

მე-19 საუკუნეში ენასთან დაკავშირებული პოლემიკა უკავშირდება ენის ხალხთან დაახლოების


საკითხს. ენაში ვხვდებით კომპლექსურ კონსტრუქციებს, რომლებიც გაუგებარია ისეთი
ფენებისთვის, რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. შესაბამისად, რთული ხდებოდა წარმოსახვითი
ერთიანობის შესახებ საუბარი, რომელიც ერთი და იმავე ტექსტების, ჟურნალ-გაზეთების კითხვით
ყალიბდება. თუ გვსურს მოცემულ პერიოდში ქართული სამწერლობო ენის საკითხს შევეხოთ,
ისტორიული კონტექტიც უნდა განვიხილოთ. საქართველოს დაკარგული აქვს სახელმწიფოებრიობა,
შესაბამისად, ენას არ გააჩნია სახელმწიფო ენის სტატუსი. ამ დროს დიდ როლს თამაშობს
პერიოდული გამოცემები, ვინაიდან ხალხს სამეცნიერო წიგნებზეც დაკარგული აქვს მოთხოვნილება
და სამეცნიერო ცნობიერების შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია ქართულ ენაზე უმეტესად ქართულ
პრესაში ქვეყნებოდა, ჟურნალისტიკის სახით უნდა გავრცელებულიყო, ამიტომ ქართული ბეჭდვითი
სიტყვა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე იმ ნაციების
ჟურნალ-გაზეთები, რომელთაც თავიანთი სახელმწიფოები ჰქონდათ. (პაატა გუგუშვილი
ამახვილებს ყურადღებას ქართული ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე)

მარქსისტული იდეოლოგიის მომძლავრებასთან ერთად უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სოციალურ


საკითხებს. დასებს შორის არსებული დავის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საგანს სწორედ
სამწერლობო ენასთან დაკავშირებული პრობლემატიკა წარმოადგენდა. დღის წესრიგში დგება ენის,
როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის როლი.

ა. მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე არსებული გამოცემების ენა, პერიოდი მიხელ ვორონცოვის


მეფისნაცვლობამდე

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული სალიტერატურო ენა ანტონ კათოლიკოსის სამი
სტილის თეორიის მარწუხებშია მოქცეული. მოცემული თეორიის დამკვიდრება თავდაპირველად
ქართული სალიტერატურო ენის ბარბარიზმისა და უცხოური კალკებისაგან დაცვას ემსახურებოდა,
თუმცა, დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ სამი სტილის თეორია დრომორჭმული აღმოჩნდა.
განსაკუთრებით მე-19 საუკუნის დასაწყისში იჩენს ეს პრობლემა თავს, როდესაც საქართველოში
ევროპული განმანათლებლობა იკიდებს ფეხს - ნათელი ხდება სამი სტილის თეორიის ანაქრონიზმი.

ამ პერიოდში ჟურნალ-გაზეთების ენაც კი მეტად გართულებული და გაუცხოებულია სასაუბრო


მეტყველებასთან. პრორუსული ხასიათის პირველ ჟურნალ-გაზეთში - „საქართველოს გაზეთი“
უმეტესწილად იბეჭდება ისეთი ევროპული თხზულებების თარგმანები, რომელთა ლიტერატურული
ღირებულება არც თუ ისე სახარბიელოა. მოცემული გაზეთის საქმიანობა, სამწუხაროდ, ვერ
ავითარებს ქართულ სამწელობო ენას. „საქართველოს გაზეთში“ თითქმის არ ასახულა
იმდროინდელი ქართული ლიტერატურა.

„ტფილისის უწყებანი“ - ის მესვეურები უფრო დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქართულ მწელობასა და


ქართული კულტურული ძეგლების განხილვას. საინტერესოა თბილისის კეთილშობილთა
სასწავლებლის მოსწავლის, ლუარსაბ არღუთინსკი-დოლგორუკოვის წერილი „რაიმე
რუსთაველისათვის“, რომელშიც ის სწუხს, რომ ქართულმა ენამ დაკარგა რუსთაველის ენისათვის
დამახასიათებელი „სიცხადე და სიწმინდე“. თუმცა, მისი წერილის ენაც კი მეტად რთული გასაგებია.

„თბილისის უწყებანის“ რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი გახლდათ, ძველი, „მწიგნობრული“


სტილის მიმდევარი (თავადაც აღნიშნავდა, რომ არქაული გამოთქმების მექანიკური გადმოღების
წინააღმდეგი იყო და ემხრობოდა „ეროვნული ლექსიკური საგანძურის“ მაქსიმალურად ათვისებას“).
ამ უკანასკნელს ახასიათებდა რთული ორთოფგრაფია და გართულებული ფრაზეოლოგიური
კონსტრუქციები. გარდა ამისა, ხსენებულ გაზეთში ვხვდებოდით რუსული ენის კალკებსა და
რუსიციზმებსაც (მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო რუსულენოვან,
სილიმილატორული ინტერესების გამტარებელ რუსულ გამოცემებში). მიუხედავად ამისა,
„ტფილისის უწყებანის“ ქართულენოვანი ვარიანტის გამოცემა ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯს
წარმოადგენდა ქართულ ბეჭდურ მედიაში. ფაქტობრივად, პირველად აღინიშნა ქვეყნის ისტორიული
წარსულის განხილვის, ევროპული ტიპის განათლების პოპულარიზაციის ტენდენციები.

1832 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოში „ტფილისის უწყებანის“ ქართული ვერსია
დაიხურა და დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროების სრული კრიზისი. ეს ყველაფერი
40-იან წლებამდე გაგრძელდა, ვორონცოვის თბილისში გამოჩენამდე, რაც მტკივნეული საკითხია,
ვინაიდან ქართველ მაღალჩინოსანთა შორის არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ვითარების
შესაცვლელად რაიმე მონდომებას გამოიჩენდა. მეტიც, მათში ერთგვარი კმაყოფილებაც კი
იგრძნობოდა იმპერატორის მიმართ, ვინაიდან სრული სიმკაცრით არ დაისაჯნენ აჯანყებულები (ეს
იმპერიალისტის ტაქტიკურ სხვლას წარმოადგენდა). ქართული პრესა ჩაანაცვლა „სალაყბო
მოედანმა“, სადაც „რაამბავისტები“ საუბრობდნენ პოლიტიკასა და სოციალურ პრობლემატიკაზე იმ
იმედით, რომ ეს ყველაფერი ცარისტული რუსეთის მესვეურთა ყურამდეც მიაღწევდა.

ბ. მიხეილ ვორონცოვისა და დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობა, ენის დემოკრატიზაციის საკითხის


დაყენება და „ცისკრის“ დაარსება.

1844 წლიდან ვითარება მნიშვნელოვნად იცვლება. კავკასიის მთავარმართებელს მეფისნაცვალი


მიხეილ ვორონცოვი ჩაანაცვლებს, რომელიც ხელს უწყობს ქართული კულტურის აღმავლობას.
ვორონცოვის მეოხებით იხსნება ოპერა, თეატრი, ბიბლიოთეკა, იწყება ენის დემოკრატიზაციის დღის
წესრიგში დაყენება და სასწავლო დაწესებულებებში ქართულისათვის უპირატესობის მინიჭება;
ქართულ ენაზე წიგნების გამოცემა და ა.შ. ვორონცოვის პოლიტიკა საფუძველს უყრის ქართული
ლიტერატურის შემდგომ განვითარებას.

მე-19 საუკუნიდან კავკასია იმპერიის განაპირა მხარედ განიხილებოდა, სამხედრო ერთეულად,


რომელიც უნდა შთანთქმულიყო რუსეთის მიერ. იმპერია ვერ აანალიზებდა, რომ ამ რეგიონში
განსხვავებული ეთნოსის, კულტურისა და რელიგიის მქონე ხალხი ცხოვრობდა.

მიხეილ ვორონცოვის შემდეგ ვითარება რადიკალურად იცვლება. ვორონცოვი თვლიდა რომ


იმპერიის ძლიერებას ხელს შეუწყობდა მულტიკულტურალიზმი. ვორონცოვის პოლიტიკა მიზნად
ისახავდა საქართველოს რუსულ პოლიტიკურ სივრცეში უმტკივნეულოდ შერწყმასა და
ევროპეიზაციის გზით კულტურის განვითარებას. ილია ჭავჭავაძის მიერ 60-იან წლებში წამოჭრილი
პრობლემების ნაწილი ვორონცოვის თანამედროვე მწერალთა მსჯელობის საგანსაც წარმოადგენდა.
მეფისნაცვლის კულტურულმა და ენობრივმა პოლიტიკამ წინაპირობა შეუქმნა თერგდალეულთა
საქმიანობას.

არსებობს სხვაგვარი შეხედულება მეფისნაცვლის პოლიტიკის მიმართ. მაგალითისთვის,


ალექსანდრე ორბელიანი წერდა, რომ ეს ყოველივე ვორონცოვის მოხერხებული დიპლომატიის
შედეგი იყო. ყველაფერი მხოლოდ თვალის ახვევასა და იმპერიის ძალაუფლების გამყარებას
ემსახურებოდა. თუმცა, ალექსანდრე ორბელიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ვორონცოვი გონიერი კაცი
იყო, რომელმაც ქართული მოგვცა და ქართული სალიტერატურო ჟურნალი; მას ქართველებისათვის
ჭეშმარიტად სიკეთე სურდა.

თვალსაჩინოა ვორონცოვის როლი ქართული პუბლიცისტიკისა და სამწერლობო ენის სრულყოფის


საქმეში. იწყება ჟურნალ „ცისკარის“ გამოცემა, რომლის პირველ რედაქტორად გიორგი ერისთავი
ინიშნება. „ცისკარი“ იმდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს რეაქციის გარეშე ტოვებდა, თუმცა, მანც
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარებაში, ვინაიდან მან ჩაუყარა
სწორედ საფუძველი სამოციანელების პუბლიცისტიკის შემდგომ განვითარებას. ერისთავის
თანამედროვე კრიტიკოსი ნ. ბერძნიშვილს მიაჩნდა, რომ ჟურნალის რედაქციას უპირატესობა უნდა
მიენიჭებინა ქვეყნის შიდა ლიტერატურული პროცესების წახალისებასა და მთარგმნელობითი
საქმიანობისთვის. ივანე კერესელიძის რედაქტორობისას ჟურნალში ახალი განყოფილება,
„სალაყბო ფურცელი“ ჩნდება, რაც ამკვიდრებს ფელეტონების ჟანრს და ქართულ ლიტერატურაში
რეალიზმის ფუძემდებლადაც მოიაზრება. „მოლაყბის“ ფსევდონიმით თავად კერესელიძე ამხელდა
მაშინდელი საზოგადოების მანკიერებებს (სავარაუდოდ) და წერდა იმ დროის აქტუალურ
პრობლემატიკაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ფელეტონში „ცისკრის“ დახურვაზეცაა საუბარი და
დამნაშავის ამპლუაში მთავრობა კი არა, საზოგადოებაა წარმოჩენილი - ქართველებს კვლავაც არ
ძალუძთ მშობლიურ ენის რიგიანად გამოყენება მაშინ, როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და
შემწეობას გვაძლევს. „მოლაყბის“ სალიტერატურო ენა სადა, მარტივად გასაგები და ცოცხალ
მეტყველებასთან დაახლოებული გახლდათ.

ზოგიერთი წყარო „ცისკრის“ დაარსებას დიმიტრი ყიფიანის სახელს მიაწერს, ვინაიდან აღმოაჩინეს
მის მიერ გაწერილი პროგრამა, რომლის მიხედვითაც მას ი. კერესელიძის რედაქტორობისას უნდა
ეხელმძღვანელა. 1860 წელს, როდესაც ჟურნალი დახურვის პირას იყო, დიმიტრი ყიფიანმა
ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც სალიტერატურო ენის
განვითარების უმთავრეს პრობლემად ქართულენოვანი პრესის არსებობის აუცილებლობას
მოიაზრებდა. ენის როლზეც ამახვილებდა ყურადღებას თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

„ცისკარში“ შედგა არაერთი ცნობილი მწერლის დებიუტი - ა. წერეთელი; ი. ჭავჭავაძე, გ. წერეთელი.


ა. წერეთელი ი. კერესელიძის რედაქტორობისას ჟურნალის ერული ლიტერატორი იყო.

„ცისკრის“ ფურცლებზე ჩაეყარა საფუძველი სალიტერატურო ენის შესახებ პოლემიკას, რომელიც


მე-19 საუკუნის თაობათა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დროს გაჟღერებულმა მოსაზრებებმა
თუ რეფორმატულმა იდეებმა ერთიანი სალიტერატურო ენის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობა
შექმნეს. აღსაღნიშნავია ნ. ბერძნიშვილის რეცენზიები - ის ყურადღებას ამახვილებდა იმ
გარემოებაზე, რომ იმ ხანის ქართ. ლიტერატურა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო
ეროვნულ-ისტორიულ მონაპოვარზე (ამ აზრის დაფიქსირება მნიშვნ იყო, იმ დროს „კავკაზის“
რედაქტორი წერდა, ლიტერატურა ხალხის ცხოვრების ამსახველია და ლიტერატურის
თვითმყოფადობისთვის ერის თვითმყოფადობაც საჭიროა,ა ნუ ქართული ლიტერატურის დრო
წასულიაო). ნ. ბერძნიშვილს ოპონენტებიც ჰყავდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ „ცისკრის“ კრიტიკა
ნაადრევი იყო. ამ პოლემიკამ ქართული სამწელობო ცხოვრება გამოაცოცხლა.

მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ქართული სალიტერატურო ენა უახლოვდება ცოცხალ მეტყველებას.
ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი რევოლუციური ნაწარმეობი გ. ერისთავის გაყრაა, რომელიც 1850
წელს გამოქვეყნდა. „გაყრის“ წინასიტყვაობაში პლატონ იოსელიანი ავტორის ხალხურ ენას იწონებს
- ახალი ენა დაბადა ქართულ მწერლობაშიო. ვ.თოფურიას აზრით, ერისთავმა მე-18 საუკუნის ის
ქართული გამოიყენა, რომელიც აცდენილი იყო ანტონ კათალიკოსის სკოლის გავლენას.

1854 წელს დ. ყიფიანმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იმდროინდელი ზეპირი და სამწელობო ენის
ურთიერთმიმართებას შეეხო. აღნიშნა, რომ ის ენა, რომელიც მეტყველებისას „ნარნარა და
მოქნილია“, ქაღალდზე გადატანისას „ბლანტად, მძიმედ და არაბუნებრივად“ იქცევა. საქმე იქამდე
მიდის, რომ ქართული ენის შესწავლა ქართველებსაც კი აშინებდათ.

გ. „თერგდალეულების“ ენობრივი პოლიტიკა და მათ მიერ ჩამოყალიბებული პერიოდული


გამოცემები
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში უკვე არსებობდა აზრი ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებასა
და მისი დემოკრატიზაციის შესახებ. აღნიშნული საკითხი ენათმეცნიერული კუთხით გამოვლინდა
დავით ჩუბინიძის მიერ შედგენილ „ქართული ენის მოკლე გრამატიკაში“.

ქართულ სამწერლობო ენასთან დაკავშირებული რეფორმების ჩატარება და თეორიული მასალებისა


და წანამძღვრების პრაქტიკაში დანერგვა „თერგდალეულებს“ დაეკისრათ. ამ მისიამ მეტად
კომპლექსური ხასიათი შეიძინა. ის უშუალოდ დაუკავშირდა ქართველი ხალხის კონსოლიდაციისა და
ეროვნული თვითმყოფადობის განვითარების იდეას.

საზოგადოებაში არსებობდა ერთი პრობლემა - ხალხის აზრით, სალიტერატურო ენის ტრადიციების


უარყოფა მას თავის ეროვნულ ფესვებს დააშორებდა. „თერგდალეულებმა“ კი დაამტკიცეს, რომ
მათი ენობრივი პოზიცია სწორედ მრავალსაუკუნოვანი სალიტერატურო ენის გამოცდილებაზე
დაყრდნობით იყო ფორმირებული და სწორედ მის საფუძველზე შემუშავებულ ენობრივ პოლიტიკას
შეეძლო ყოფილიყო ქართველთა კონსოლდაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ილია არ
უარყოფდა, რომ მასზეც იქონია დიდი გავლენა ანტონ კათოლიკოსმა.

სამოციანელების წამოწყებას სალიტერატურო ენის „გახალხურების“ შესახებ არაერთი კრიტიკოსი


გამოუჩნდა, იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძეს ქართულის
„მდაბიო ხალხის ენად“ გადაქცევაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როდესაც ქართული სალიტერატურო
ენის სამეტყველო ენასთან დაახლოება მათ სრულ გათანაბრებას არასდროს გულისხმობდა.

ენობრივ ნორმებთან დაკავშირებული კამათი წარმართავდა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ


საქმიანობას. განსაკუთრებით საინტერესოა დაპირისპირება მასსა და ბარბარე ჯორჯაძეს შორის.
„პასუხის“ ავტორისთვის მიუღებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მას თეორეტიკის არცოდნა
ბრალდება. ის აღნიშნავს, რომ მისთვის ამოსავალი წერტილი სიტყვის აზრია და არა კონკრეტულ
ასოთა ხმარების განსაზღვრული წესები; აკრიტიკებს საპასუხოდ ჯორჯაძის ლექსებს, რომელნიც
გაზეთში დაბეჭდვის ღირსად არ მიაჩნია; აკრიტიკებს ბ. ჯორჯაძის შენიშვნას ქართული ანბანის
გარკვეული ასოების უგულებელყოფის შესახებ. ილიას აზრით ამ ასოთა უმეტესობას ქართულ
ანბანში მოეძებნება ფონეტიკული ექვივალენტი და მათი დარჩენილი ნაწილი ყოველდღიურ, ცოცხალ
მეტყველებასთან ისედაც გაუცხოებულია. ილია მიიჩნევს, რომ ენის სახეცვლისა და თვითქმნადობის
პროცესი მისი განვითარების უმთავრეს პირობას წარმოადგენს, ამიტომ სავსებითაა შესაძლებელი,
რომ ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი ცალკეული ენობრივი ერთეულები შემდგომში
ენისათვის არაორგანულნი გახდნენ.

აღსაღნიშნავია ილიას „ორიოდე სიტყვა“ რევაზ ერისთავის მიერ კოზლოვის პოემის „შეშლილის“
თარგმანთან დაკავშირებით. აქ ის აკრიტიკებს ავტორის არჩევანს, გადაეთარგმნა კოზლოვის
ნაწარმოები - კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მხატვრულ ღირებულებას, თუმცა მეორეს მხრივ,
უხარია, რომ რომელიმე სხვა დიდი პოეტი არ დააკნინა ერისთავმა. ილია აკრიტიკებს არაბუნებრივ,
ხელოვნურ და შინაარსს მოკლებულ ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებსაც; ენას საზოგადო
საკუთრებად, სიწმინდედ მოიაზრებს, რომელსაც „კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“;
პასუხად, რევაზ ერისთავი მადლიერებას გამოთქვამს გულახდილი კრიტიკისათვის და იმედოვნებს,
რომ ილია ენის წარმატებისათვის მსგავს კრიტიკას გააგრძელებს, რომელიც მოკლებული იქნება
არაკეთილსინდისიერ თავდასხმას.

საბოლოოდ, სალიტერატურო ენის გამარტივებისა და ევროპეიზაციის იდეა ილიამ საკუთარ


ჟურნალებში განახორციელა - „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“. სხვებისგან
განსხვავებით ილიას ჟურნალებში მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური იდეები ჰპოვებდა ასახვას.
ამ ფურცლებზე ხდებოდა აშკარა ყველა ენობრივი პრობლემა. იბეჭდებოდა აკაკის, ვაჟასა და სხვათა
ლიტერატურული შემოქმედება, ყალიბდებოდა ერთიანი სამწერლობო ენა, იქმნებოდა
პოლემიკისათვის საჯარო სივრცე. „საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში
ილიამ ლიტერატურას განათლებასა და ხალხს შორის შუამავალიც უწოდა.

„საქართველოს მოამბეს“ მეოხებით დაიძლია ანტონ კათოლიკოსის სამი სტილის თეორია, აღდგა
ერთიანი სალიტერატურო ენის ტრადიცია ქართულისათვის ბუნებრივი ფორმებით. აქვე დაიბეჭდა
პირველად ბარათაშვილის პოეზია. ყურადღება ექცეოდა მხ. ნაწარმოებების გარდა ენობრივი
ნორმების შესახებ მსჯელობებსაც, დაიბეჭდა დავით ყიფიანის წერილი „რიგიანი ქართული
გრამატიკის შესამუშავებლად“. მე-19 საუკუნის წინააღმდეგობის მთავარი მიზანი იყო ერთიანი
სალიტერატურო ენის დამკვიდრება, რაც პრაქტიკულად იაკობ გოგებაშვილმა განახორციელა.

წერა-კითხვის გამავრცელები საზოგადოების შექმნის წინაპირობები და განმანათლებლების როლი


სალიტერატურო ენის განვითარებაში

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დღის წესრიგში დადგა გლეხთათვის წერა-კითხვის სწავლებისა და


ქართულ სკოლებში „დედაენის“ შეტანის საკითხი. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება. დამფუძნებელი სხდომა 1879 წელს გაიმართა. ფასდაუდებელია
საზოგადოების ღვაწლი ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების, სკოლებში
ქართული ენის სწავლებისა და ამ გზით ეროვნული თვითშეგნების გაღვივების საქმესი. წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დააარსა
სათავადაზნაურო გიმნაზიები, სადაც უპირატესობა ქართულ ენას მიენიჭრა. გოგებაშვილის მიერ
„დედაენისა“ და „ბუნების კარის“ შექმნამ დიდწილად განაპირობა ქართული ენის კრიზისიდან
გამოყვანა, საფუძველი ჩაუყარა ერთიანი სალიტერატურო ენის საყოველთაოდ დამკვიდრებას.

არც ცარისტული რუსეთი იშურებდა ძალისხმევას. 80-იანი წლებიდან სახელმწიფო სასწავლებლებში


აკრძალა ქართული ენის სწავლება; ცდილობდა გაეღვივებინა შიდა კუთხური დაპირისპირება; იაკობ
გოგებაშვილი სწორედ სეპარატიზმის მავნელობლობას უსვამდა ხაზს და ყურადღებას ერთიანი
სალიტერატურო ენის მნიშვნელობაზე ამახვილებდა; მისი აზრით, ქართული სალიტერატურო ენის
განვითარება შეუძლებელია „ეროვნული სკოლის“ კონცეფციის არსებობის გარეშე: სკოლა ის
ადგილია, სადაც ვითარდება ადამიანი.

ფასდაუდებელია გოგებაშვილის ღვაწლი გრამატიკული ნორმებისა და ქართული მართლწერის


წესების შემუშავებაში, მან თითქოს დაცემული ენა ქართველთა აღადგინა. მან „დედა ენის“
დახმარებით ხელი შეუწყო, რომ ყველა თემისა და ხეობის მონათესავენი ქართული ენით იწყებენ
წერა-კითხვის სწავლებასა და ლაპარაკს. მიუხედავად იმისა, რომ აკაკი წერეტლის აზრით, იაკობ
გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა, მათ შორის მაინც არსებობდა პოლემიკა
ენობრივ ნორმებთან დაკავშირებით, სადაც გოგებაშვილის პოზიცია უკომპრომისო იყო. ის
აკრიტიკებდა „პროვინციალური მართლწერის“ გამოეყენაბს სტატიებში. ა. წერეთელთან და
„კვალის“ იმდროინდელ მესვეურებთან არსებულმა პოლიტიკამ განაპირობა შემდგომში ენის
განვითარების მიმართულება.

განმანათლებლობის პერიოდმა დიდი გარდატეხა მოახდინა ერთიანი ქართული სამწერლობო ენის


ფორმირების პროცესში - შემუშავდა აქამდე თითქმის არარსებული, საერთო ენობრივი ფორმები,
სალიტერატურო ქართული უფრო მოქნილი და ადვილად შესასწავლი გახდა. ხელმისაწვდომი
საგანმანათლებლო სისტემის შექმნამ და ერთ ენაზე კითხვამ სათავე დაუდო ქართველთა შორის
საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.
„მესამე დასის“ ჟურნალისტური მოღვაწეობა, მისი როლი სალიტერატურო ენის ისტორიაში

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში პოლიტიკურ ასპარეზზე ერთვებიან სოციალ-დემოკრატიული


პარტიის წარმომადგენლები, ე.წ „მესამე დასი“, რომლებიც სალიტერატურო საქმიანობას
ძირითადად ჟურნალ „კვალში“ ეწეოდნენ. „მესამე დასი“ ღიად უპირისპირდება მამათა თაობას,
უპირველეს ყოვლისა კი ილიას „ივერიას“, მას კონსერვატორული ხასიათის გაზეთად მოიაზრებენ.

ჟურნალი „კვალი“ 1890-იანი წლების დასაწყისში დაარსდა და თავიდან ნაციონალურ-ლიბერალური


იდეოლოგია ჰქონდა, ხოლო 1897 წელს მის სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ და ვითარება
შეიცვალა, იწყება დასებს შორის დაპირისპირება. მესამე დასის წარმომადგენლები ილიას
იდეოლოგიას დრომორჭმულად აღიქვამენ. აღსაღნიშნავია, რომ ქართველი მარქსისტები კლასიკური
მარქსისტებისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ, ვინაიდან მათ რიტორიკაში საკმაო ადგილი
ეთმობოდა ეროვნული თვითგამორკვევის პრობლემასაც.

„კვალის“ პირველ ნომერში აკაკის „ცხელი ამბები“ გამოქვეყნდა, სადაც მან „თერგდალეულების“
მიერ 60-იან წლებში ჩამოყალიბებული პრინციპები გაიმეორა ლიტერატურის საზოგადოებრივი
დანიშნულების შესახებ. არსებობის პირველ ხანებში „კვალი“ როგორც
სამეცნიერო-ლიტერატურული გამოცემა ისე ფუნქციონირებდა, იბეჭდებოდა მხატვრული და
საგანმანათლებლო ტიპის ტექსტები. ქვეყნდებოდა აკაკის, ვაჟას, ეგნატე ნინოშვილის, შიო
მშვიმელისა და სხვათა ნაწარმოებები. მნიშვნელოვანია „კვალის“ მიერ წარმოებული
მთარგმნელობითი საქმიანობა - იბეჭდებოდა გოეთეს, შელის, ჰაინეს, პუშკინისა და ლერმონტოვის
ქართული თარგმანები. აკაკი წერეთლის თაოსნობით „კვალში“ გამოიყო განყოფილება -
„სასწორმეტყველო“, რომლის ფუნქციაც ურიგო ქართულის მხილება იყო.

მას შემდეგ, რაც კვალი სოციალ-დემოკრატების ხელში აღმოჩნდა, უკანა პლანზე გადაინაცვლა
ჟურნალის კულტურულ-საგანმანატლებლო ტრადიციამ და მან პოლიტიკურ-იდეოლოგიური
გამოცემის სახე მიიღო, ლიტერატორებმა „მოამბეს“ შეაფარეს თავი. ამ დროიდან ჟურნალი იწყებს
სოციალური თემატიკის ტექსტების გამოცემას. 1898 წლიდან გამოცემის ფაქტობრივი
ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია ხდება, რომელსაც ჟურნალი პირვანდელმა რედაქტორმა, გ.
წერეტელმა გადასცა და იმ იმედით ახსნა ეს ნაბიჯი, რომ „მესამე დასელები გამოსწორდებიან,
პატრიოტებად გახდებიან და ეროვნულ მოძრაობას შექმნიან“. წერეთლის მიერ ჩამოყალიბებულ
დასების კონცეფციაში სამოციანელთა როლი სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის საქმესი
უგულებელყოფილია.

90-ინებიდან იწყება ნოე ჟორდანიას მიერ ერთგვარი შეტევა ილიას საქმიანობის წინააღმდეგ. ის
ქართულ პრესას ზნეობრივ-გონებრივად „გათახსირებულს“ უწოდებს, რაზეც პასუხისმგებლობას
ჭავჭავაძეს აკისრებს. ამ უკანაკნსელს მოიაზრებს ჟორდანია ქართული ჟურნალისტიკის
„განვითარების უმდაბლეს საფეხურამდე“ დამყვანად.

1900-იანი წლების დამდეგს საქართველოში აქტიურად გამოიცემა სოციალ-დემოკრატიული


ხასიათის ჟურნალ გაზეთები: „ბრძოლა“, „პროლეტარიატის ბრძოლა“, „მოგზაური“. ჩნდება
სოციალისტ-ფედერალისტთა მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველო“. ამგვარი კონკურენციის
ფონზე აშკარაა „კვალის“ დაუძლურება. ამას ნოე ჟორდანიას მიერ პოლტიიკური დევნის გამო
გაქცევა და ევროპისათვის თავის შეფარებაც აღრმავებს. გამოცემა წყდება 1903 წლის აგვისტოდან
ნოემბრამდე. 1904 წელს კი ცენზურის დარღვევის გამო დაიხურა.
მიუხედავად მრავალგვარი წინააღმდეგობისა, რომლითაც სავსე იყო სოციალ-დემოკრატების
პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ სალიტერატურო ენის განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანეს და
გამოაცოცხლეს პოლიტიკური ცხოვრება. ჟორდანიას აზრით შეუძლებელი იყო ეროვნული
კონსოლიდაცია, თუ არ იარსებებდა ოპოზიციური ძალები. დასებს შორის არსებულმა პოლემიკამ
ქართულ პრესასთან დაკავშირებით განაპირობა ახალი ქართული სალიტერატურო ენის
ჩამოყალიბება იმ სახით, რომელიც გადაელოცა მე-20 საუკუნეს და 1918 წელს დაარსებულ ქართულ
უნივერსიტეტს, რომელიც ამ მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევისა და ახალი გამოწვევის მიხედვით
ენის განვითარების უმთავრეს კერად იქცა.

საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა


თეა ლეკიშვილის მთავარ სამიზნეს რუსულ-ქართული ბილინგვიზმი და ბილინგვალები წარმოადგენს.
მე-20 საუკუნე ენობრივი პოლიტიკის ექსპერიმენტების საუკუნეა. ამ მხრივ განსაკუთრებით
გამოსაყოფია საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკის ლაბორატორიულ დონეზე მართვის
მაგალითი. ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ საქართველოა.

თუმცა, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირის ამ ობიექტებმა დროებითი თავისუფლება


მოიპოვეს. საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი ენობრივი პოლიტიკის გატარება. 1918 წელს
გაიხსნა პირველი უნივერსიტეტი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სამედიცინო, პოლიტექნიკური
ინსტიტუტები. ყველა საგნის სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა არსებობდა რუსული
სექტორები და ფაკულტეტები. მაშინ, როდესაც სამეცნიერო ენის ინტენსიური განვითარება დაიწყო,
გაფართოვდა მთარგმნელობითი საქმიანობაც. ამ პერიოდმა აღადგინა მინელებული დემოკრატიისი
გრძნობა, რომელიც ქართველებს დიდი ხანი აღარ დაუკარგავთ და 70-იანი წლების საბჭოური
რეჟიმის დროს ეროვნულობის დაცვის საფუძველიც გახდა.

საბჭოური პოლიტიკა თავიდანვე ანტინაციონალური იყო. ლენინის თეზისის მთავარი არსი იმაჭი
მდგომაროებდა, რომ მსოფლოს საყოველთაო ენა ან ინგლისური იქნება, ან რუსული.

რუსულ კომუნისტურ იმპერიაში უწყვეტად ტარდებოდა ძალისმიერი ასიმილატორული პოლიტიკა


გარკვეულის ახესხვაობებით. ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ლენინისა და სტალინის
ბადალი მასშტაბური იდეოლოგიები აღარ ჰყოლია, ძირითადად იდეოლოგიური ჩანაფიქრი არ
შეცვლილა და სსრკ მტკიცედ ადგა იმ კურსს, რომლის ბოლოში „ახალი ხალხის - საბჭოთა ხალხის“
ჩამოყალიბება და ერთი ენის - რუსულის - გაბატონება ივარაუდებოდა.

საბჭოთა სივრცეში ენობრივი პოლიტიკა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდებოდა:

1. საყოველთაო რუსიფიკაციის კურსი


2. რესპუბლიკათა და ავტონომიურ წარმონაქმნებში არსებული საკუთარი ენების განვითარების
კურსი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ რუსული ენის ექსპანსიის საკითხის გაანალიზებისას 4


ფაზას გამოყოფენ:
1. პირველ ფაზაში პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დევიზით ერთიანდება
სხვადასხვა ისტორიის, რელიგიისა და კულტურის ხალხი. ამ პერიოდში ეროვნულობის
ყველა გამოვლინება გაიგივებული იყო ოპოზიციასთან, მტრობასთან.
2. მეორე ფაზა საბჭოთა პატრიოტიზმის ნიშნით მიმდინარეობს. მსოფლიო ომის დროს
საერთო ეკონომიკური და სამხედრო ინტერესები, მთლიანი საბჭოთა სივრცის დაცვის
საჭიროება რუსული ენის მნიშვნელობას ზრდის. ამ ფაზაში ხდება რუსულის
სავალდებულო ენად გამოცხადება საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილში.
3. მესამე ფაზა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ფაზაა. ის ვითარდება რუსულთან
„ძმობის“ ნიშნით. რუსული „სავალდებულო ენა“ ხდება ყველა რესპუბლიკისთვის, ხოლო
უმრავლესობისათვის - „რესპუბლიკის სახელმწიფო ენაც“.
4. მეოთხე ფაზაში წინ წამოიწია ეკონომიკურმა ასპექტმა. საერთო ეკონომიკური სივრცის
ცენტრალიზებული მართვა ამ მომენტისთვის განსაკუთრებულად იხვეწება და მისთვის
აუცილებელია რუსული ენით პროცესების რეგულირება. შესაბამისად, რუსული ბევრგან
„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფუნქციასთან ერთად ერთადერთი
„სახელმწიფო ენის“ ფუნქციასაც იჩემებს (Glyn Lewis, 1972).

საქართველომ ოთხივე ფაზა გამოიარა.

არსებობდა ორი ძირითადი სახე: 1. „ღია ენობრივი დაგეგმვა“ 2. „ფარული ენობრივი დაგეგმვა“

ღია - გულისხმობდა აშკარა თეორიული არგუმენტაციის მომზადებასა და პროპაგანდას;


ფუნქციონირების ყველა სფერო მოიცვა რუსულმა ენამ; სახელმწიფო დაწესებულებებში ყველა
დოკუმენტი რუსულად იქმნებოდა; ფილმები რუსულად ითარგმნებოდა; რუსულად იწერებოდა
დისერტაციები; რუსული კარგად უნდა გცოდნოდა მოკლედ 🡪 ხოდა ამ რუსულ სკოლებში შეყავდათ
ბავშვები, ან ოჯახში ასწავლიდნენ რუსულს „ენის გასატეხად“. ზოგმა უარი თქვა ამაზე და ბევრი
რამე დათმო საკუთარი ენის შესანარჩუნებლად.

ფარული - მიგრაციების საფუძველზე; ხალხის დასახლება ისეთ ადგილას, სადაც ერთ ენაზე
საუბრობენ და კომუნიკაციისთვის საჭირო ხდება ამ ენის შესწავლა; ეს დასახლებები, ძირითადად,
სამხედროთა და მუშათა ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი.

You might also like