You are on page 1of 3

აკადემიური წერა

შესავალი

საქართველოს ისტორიისთვის არც თუ ისე მეტად არის ცნობილი ქართველი


ხალხის ეთნოგენეზისი (წარმომავლობა). ქართველთა წარმომავლობის შესახებ ახალ
თაობას არანაირი ცოდნა არ გააჩნია, რაც ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ,
რომ საბოლოოდ ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, კითხვას რომელიც დაისმის
შემდეგნაირად: ვინ ვართ ქართველები, საიდან მოვდივართ, რა მოდგმას რომელ
რასას წარმოვადგენთ? ამ ყველაფრის შესახებ სხვადასხვა ტიპის ცნობები და
წყაროები უძველესი დროიდან გვხდვება. აღსანიშნავია, რომ ეს წყაროები გვაძლევენ
ისეთ აზრებსა და ფაქტებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ისინი სრულიად მართებულად
მივიჩნიოთ და ვაღიაროთ. ასევე არსებობს სხვადასხვანაირი მითოლოგიური
თხზულებები და გადმოცემები სადაც ქართველურ ტომთა შესახებ გარკვეული
ინფორმაცია ინახება, აღსანიშნავია ბიბლიაც, ბიბლიაც გადმოგვცემს სხვადასხვა
ცნობებს ქართველურ ტომთა შესახებ. შესავლის ბოლოს ვიტყვი, რომ აუცილებელია
ბოლომდე იქნას გამოკვლეული ქართველ და ზოგადად კავკასიელ ხალხთა
ეთნოგენეზისი.

ქართველთა წარმომავლობაზე გარკვეული წერილობითი წყაროები გვხვდება


როგორიცაა: ჰეროდოტე და სხვა ბერძენი მწერლები, იოსებ ფლავიუსი, „ქართლის
ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“ და სხვა წყაროები, რომლებსაც აღნიშნული
ნაშრომის წერის დროს გამოვიყენებ.

ძველი ბერძენი მწერლები ფიქრობდნენ, რომ ქართველები უფრო სწორად, რომ


ვთქვათ კავკასიელი იბერები გადმოსახლებულნი იყვნენ ესპანეთის იბერიიდან. ძვ.წ.
მეხუთე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე თვლიდა, რომ კოლხები
ეგვიპტური წარმოშობის იყვნენ. ჰეროდოტე თავის აზრს შემდეგნაირად ამყარებს.
მან კოლხები და ეგვიპტელები სხვადასხვანაირი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო
წეს-ჩვეულებებით მიამსგავსა ერთმანეთს, რაც ვფიქრობ, რომ საყურადღებოა,
ვინაიდან ჰეროდოტეს აზრს ამყარებს სხვა გარემოებაც, ვგულისხმობ ეგვიპტის ერთ-
ერთი ფარაონის ტუტანჰამონის კოლხურ გენს. „მაგრამ ცხადია, რომ კოლხები
ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან
მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს,
კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები.
ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და
მე თვითონაც ასევე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და
ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ
ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ
კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ
წინადაცვეთას.’’ ‘’კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი
ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ
სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ
სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.’’
(ჰეროდოტე-„ისტორია“ ).
პირველი საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიოსის თვალსაზრისი
ქართველთა წარმომავლობაზე დამყარებულია ზოგი ბიბლიური ტომის ქართველთა
წინაპრებად დასახვაზე, მაგალითად, რომ თუბალები შემდეგდროინდელი იბერები
არიან: „ დაამკვიდრებს უკუე თოვილოსცა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად
იწოდებიან“, წერს იოსებ ფლავიოსი. ამ ადგილს თეიმურაზ ბატონიშვილი შემდეგ
კომენტარს ურთავს: „ესე თოველოს ანუ თოველ არს ძეი იაფეთისა თობელ“. იოსებ
ფლავიოსისგან მომდინარეობს, აგრეთვე ბიბლიური მეშეხის (მოსოხის) დასახვა
შემდეგდროინდელ კაპადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის დედაქალაქ
მაზაკასთვის მათი სახელის დაკავშირება. „…მესქინნი, მესხოის მიერ აღშენებულნი,
აწ კაპპადუკად იწოდებიან…და აწცა მაზაკაი,… ესრეთ ოდესმე სახელისდებასა
ყოვლისა ნათესავისასა“, წერს იოსებ ფლავიოსი. (მეტრეველი და სხვები 2008, 29).

ლეონტი მროველის ავტორობით ცნობილი „მეფეთა ცხოვრება“ ქართველთა


წარმომავლობას უკავშირებს ბიბლიურ პერსონაჟებს. „ქართლის ცხოვრების“
თვალსაზრისი ემყარება, ერთი მხრივ, შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ტრადიციას-
ხალხების წარმომავლობის ბიბლიურ პერსონაჟებთან დაკავშირებისა, ხოლო მეორე
მხრივ- ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების სახელებს, საიდანაც ავტორს
გამოჰყავს ამ ტომების ეთნარქების სახელები: ქართველებიდან-ქართლოსი,
ლეკებიდან- ლეკი და ა.შ. „ქართლის ცხოვრების“ ეს თვალსაზრისი საინტერესოა იმ
მხრივ, რომ ავტორის წარმოდგენით კავკასიის ხალხები ერთი წარმომავლობისა
არიან. მათი საერთო წინაპარი იყო ბიბლიური თარგამოსი. ეს თვალსაზრისი ასახავს
შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების წარმოდგენას კავკასიის ხალხთა
ერთიანობის შესახებ. ამ თვალსაზრისის თანახმად ქართველები ადგილობრივი
წარმოშობის, ისტორიული საქართველოს უძველესი მკვიდრნი არიან. (მეტრეველი
და სხვები, 2008 29). კავკასიის ხალხთა ერთი წარმომავლობის შესახებ საკმაო
მოცულობის წყარო გვხვდება, რომელთა შესახებ კონკრეტული ნაშრომის შედგენის
დროს აუცილებლად ვრცლად ვახსენებ.

კავკასიელ ხალხთა ერთიანობის შესახებ ინგუშ მწერალს ისა კოიძოევს აქვს


დაწერილი მოთხრობა სადაც მხატვრული ფორმით საუბრობს: ’’საქმე ისაა, რომ
კავკასიაში, ძირითადად ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ, ოდესღაც ეს
ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ადიღეელები, ქართველები, ავარები
და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აღვალები, ბასკები
პირინეებზე, ეს ერთი სისხლის ხალხია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ
მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც ოსები - მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ
ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა
მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი
ერთიანობით კი იგი ძლევამოსილი იყო, მიუდგომელი, მტკიცე და ზარდამცემი.
საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ,
მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა, რომ მახვილით ამ ხალხთან ვერას მიაღწევდნენ
და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ კი სხვა
სახის იარაღი იქნა გამოყენებული - უნამუსობა! პირდაპირ რომ ვთქვათ - ამ
მოწამლულ იარაღს აწერია - დაყავი და იბატონე! და აჰა, ყოველმა ტომმა თავი
ერად გამოაცხადა, მათ სხვადასხვა სარწმუნოება შთააგონეს, გადმოცემები
უძველესი ერთოbის შესახებ თანდათან დავიწყებას მიეცა, განკერძოებამ
დააშორიშორა ენები, მათი ერთმანეთზე წაკიდება კი მარტივ საქმედ შეიქნა.
ტირანები ქრისტიან კავკასიელთ ჩასჩიჩინებდნენ: დევნე მუსლიმები! მაჰმადიან
კავკასიელებს კი - დევნე ქრისტიანები! ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა,
რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე
გამასხრებულია!’’ (ისა კოიძოი. "ეშმაკის მონოლოგი").

You might also like