You are on page 1of 40

თავი 3: რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვადასხვა ცივილიზაციისგან?

მსოფლიო ცივილიზაციები ერთმანეთისაგან განსხვავებულ დროსა და სივრცეში


ვითარდებოდა და მათ კაცობრიობის ისტორიაში არაერთი ცვლილება თუ სიახლე
შემოიტანეს. სწორედ ეს სიახლეები და ცვლილებები თამაშობენ დიდ როლს უძველესი
ცივილიზაციების შეფასებაში თანამედროვე მსოფლიოს გადმოსახედიდან.

 სურათი 3.1 იაგუარის ტაძარი, ტიკალი, გვატემალა

ყურადღება გაამახვილე შემდეგ საკითხებზე:

ფაქტობრივი: რა იყო შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების მთავარი მიღწევები? რა


ღვაწლი მიუძღვის ბერძნულ ცივილიზაციას მსოფლიო კულტურის განვითარებაში?
როგორი ცვლილება განიცადა რომაულმა ცივილიზაციამ დროთა განმავლობაში? რა
მემკვიდრეობა დატოვა რომაულმა ცივილიზაციამ? რა იყო მაიასა და ინკას
ცივილიზაციების უმთავრესი მახასიათებლები?

კონცეპტუალური: როგორ ვიღებთ ინფორმაციას წარსულის შესახებ? რა არის


ცივილიზაცია? რა ფაქტორები განაპირობებდნენ ცივილიზაციების წარმოშობას და
შემდგომში მათ მიერ მიღწეულ წარმატებებს?

სადისკუსიო: შესაძლებელია თუ არა წარსულის ზედმიწევნითი სიზუსტით შესწავლა?

ახლა კი შეადარე და გაუზიარე შენი აზრები შენს მეწყვილეს, ან მთელ კლასს.

 სწავლისადმი აუცილებელი მიდგომები და დამოკიდებულებები:


 საკომუნიკაციო უნარები
 შემოქმედებითად აზროვნების უნარები
 კრიტიკული აზროვნების უნარები
 ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების უნარები
 დაფიქრებისა დაა გააზრების უნარები

1
 მოსწავლის სასწავლო პროფილის მახასიათებელი:
მაძიებელი- ძიების წარმართვა სხვადასხვა ისტორიული ცივილიზაციის უფრო
ფართო მასშტაბით გამოსაკვლევად და ამ ცივილიზაციების შესახებ საკუთარი
იდეებისა თუ მოსაზრებების ქონა; აგრეთვე ცივილიზაციების მნიშვნელობის
გააზრება და გაცნობიერება.

 ამ თავში წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმები:


 ა კრიტერიუმი: ცოდნა და გააზრება
 გ კრიტერიუმი: კომუნიკაცია
 დ კრიტერიუმი: კრიტიკულად აზროვნება

საკვანძო სიტყვები

ცივილიზაცია იეროგლიფები სახალხო ჯანდაცვა

მმართველობა ფილოსოფია დემოკრატია

აქტივობა: ისტორიის საგანძური


 სწავლისადმი საჭირო დამოკიდებულებები და მიდგომები

კრიტიკული აზროვნების უნარი- გამოიყენეთ გონებრივი იერიში და აგრეთვე


ვიზუალური დიაგრამები ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და ძიების
წასამართავად

მეწყვილესთან ერთად გადახედე მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლების


ჩამონათვალს:

 ეგვიპტის გიზას პირამიდები


 მაჩუ პიჩუ, პერუ
 ჩინეთის დიდი კედელი
 იტალიის კოლიზეუმი
 პეტრა, იორდანია
 ანგკორ ვოტი, კამბოჯა
 სთოუნჰენჯი, დიდი ბრიტანეთი
 ბერძნული პართენონი
 ტაჯ მაჰალი, ინდოეთი
 ტიკალი, გვატემალა

2
იმსჯელე შემდეგ საკითხებზე: ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიული ძეგლებიდან რომელთა
შესახებ გსმენია? როგორ ფიქრობ, რატომ არიან ეს ისტორიული ძეგლები მთელ
მსოფლიოში სახელგანთქმულნი? რა ინფორმაციას გვაწვდიან აღნიშნული ძეგლები
წარსული ხალხების შესახებ? რა მნიშვნელობა შეიძლება გააჩნდეს ძველი
ცივილიზაციებისა და ხალხების შესწავლას თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქისათვის?

ინფორმაცია უძველესი ცივილიზაციებისა და მათი მიღწევების შესახებ შემონახულია


სხვადასხვა არტეფაქტისა და ისტორიული ძეგლების მეშვეობით, რომლებიც ერთგვარ
ფანჯარას წარმოადგენენ წარსულ და დღევანდელ სამყაროს შორის. ეგვიპტის უძველესი
პირამიდებისა თუ რომის იმპერიაში დიდი ოსტატობით დაგებული გზების დღემდე
შემორჩენილი ნაშთები დიდ დახმარებას გვიწევს გავიაზროთ, თუ როგორი ყოფა იყო
ადრე, როგორ ცხოვრობდნენ ხალხები და რა შესაძლებლობები გააჩნდათ მათ. ეს თავი
შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ სხვადასხვა ცივილიზაცია, შევაფასოთ მათი
აღმოცენების განმაპირობებელი ფაქტორები და ამ ცივილიზაციების მიღწევები.

როგორ ხდება წარსულის შესწავლა?

სანამ უშუალოდ წარსულ ცივილიზაციებს გავეცნობით, აუცილებელია გავიაზროთ, თუ


ზოგადად რა გზებით ხდება წარსულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ისტორიის
შესწავლა უმთავრესად დაფუძნებულია წარსულის დღემდე შემორჩენილი ისტორიული
მტკიცებულების განხილვა-შესწავლაზე. მაგალითად, უძველესი რომაული ქალაქის
ნანგრევები, როგორც წარსული ეპოქის მტკიცებულება, სხვადასხვა სახის ინფორმაციას
გვაწვდის რომაელი ხალხის ცხოვრების წესის, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის,
მმართველობის, ხელოვნებისა თუ რელიგიური მრწამსის შესახებ. უფრო თანამედროვე
მაგალითს თუ ავიღებთ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოსული ჟურნალი
ინფორმაციის მთელ სპექტრს მოგვაწოდებს ომის დეტალების შესახებ, რასაც შეუძლია
განუსაზღვრელად დიდი როლი შეასრულოს აღნიშნული ომის გამომწვევი მიზეზებისა
და შედეგების გააზრებაში თანამედროვე მკვლევარისა თუ დაინტერესებული
პირისათვის.

ისტორიულ წყაროებს ხშირად ყოფენ პირველად და მეორად წყაროებად. პირველადი


წყაროები უშუალოდ ამა თუ იმ მოვლენის დროსაა შექმნილი ან წარმოადგენს იმ ეპოქის
არტეფაქტს. მეორადი წყარო კი მოვლენის შემდგომდროინდელია და ხშირად იგი
შექმნილია წარსული მოვლენის გარკვეული ინტერპრეტაციის შედეგად. ადამიანებს,
რომლებმაც ისტორიის შესწავლა თავიანთ პროფესიულ საქმიანობად აქციეს,
ისტორიკოსები ეწოდებათ და ისინი იკვლევენ წარსულს სხვადასხვა მეთოდებით, იქნება
ეს წყაროებისა და არტეფაქტების შეგროვება თუ ისტორიული მოვლენების საკუთარი
ინტერპრეტაციით დანახვა.

3
 ცხრილი 3.1

პირველადი წყაროს მაგალითები მეორადი წყაროს მაგალითები


გაზეთები წიგნები ისტორიაზე
დღიურები სასკოლო სახელმძღვანელოები
ფოტოსურათები აკადემიური სტატიები
არტეფაქტები(მაგალითად, მონეტები, ბიოგრაფიები
თიხა, სამკაულები, შესამოსელი) ჟურნალები
დამწერლობა ვებგვერდები
ხელოვნება, მუსიკა

იმსჯელე:

1.მომავალში 21-ე საუკუნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების


მსურველებს რა წყაროების გამოყენებას ურჩევდი?

2.საკუთარი ცხოვრების ამსახველ დროის კაფსულას რომ ქმნიდე, რა


ნივთებს მოათავსებდი მასში? რა ინფორმაციას მიაწოდებდა
თითოეული ეს ნივთი დღევანდელობაზე მომავალ თაობებს?

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

 სწავლისადმი საჭირო დამოკიდებულებები და მიდგომები

კრიტიკული აზროვნების უნარები- გონივრული დასკვნებისა და შეფასებების გაკეთების


უნარი

წყარო ა

4
 სურათი 3.2 ვერცხლის მონეტა სახელწოდებით „დენარიუსი“, რომელზეც
გამოსახულია რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი-რომის მმართველი 160-180
წლებში

წყარო ბ

 სურათი 3.3 ბიზონის გამოქვაბულის კედელზე შესრულებული ნახატი ესპანეთში,


სანტანდერის ახლოს. მიჩნეულია, რომ ნახატი შესრულებულია ქვის ხანის ზედა
პალეოლითის პერიოდში, რომელიც ჩვენი დროიდან 50 000 - 10 000 წლის წინ
ვითარდებოდა.

წყარო გ

 სურათი 3.4 ჩინეთის ქალაქ სიანის მახლობლად ტერაკოტისგან დამზადებული


ათასობით ჯარისკაცის გამოსახულება, რომელთაც წილად ხვდათ იმპერატორ
ცინის გვერდით დაკრძალვის პატივი. ქანდაკებები დაახლოებით ძვ.წ-ის 209 წლით
თარიღდება.

5
რას ასახავს თითოეული რა გაძლებს ამის თქმის
წყარო? საფუძველს?
რა არის მოცემული? ახსენი საკუთარი
(წყაროს შენეული თვალსაზრისი და
ინტერპრეტაცია) რა მაგალითად მოიყვანე
შენიშვნები ან კითხვები წყაროში მოწოდებული
გაგაჩნია თითოეულ ინფორმაცია ან
წყაროსთან მიმართებით? წარმოადგინე საკუთარი.
წყარო
ა: მონეტა ანტიკური
რომიდან

ბ: წინარე ისტორიის
პერიოდში გამოქვაბულის
კედელზე შესრულებული
ნახატი

გ: ტერაკოტისგან
დამზადებული მეომრების
ფიგურები ცინის
დინასტიის ეპოქიდან

იმსჯელე:

„შეუძლებელია წარსული ისტორიის შესწავლა ჩვენს ხელთ


არსებული არასაკმარისი წყაროების გამო. შეუძლებელია
თანამედროვე ისტორიის შესწავლაც ჩვენს ხელთ არსებული
ზედმეტად ბევრი წყაროს გამო“- ჩარლზ პიერ პეგუი

როგორ ფიქრობ, ისტორიის შესწავლისას რა გამოწვევების


წინაშე იდგებოდი ა)წყაროების სიმწირის შემთხვევაში,
ბ)წყაროების სიმრავლის შემთხვევაში.

ისტორიის შესწავლას თან ახლავს ინტერპრეტაცია. ზოგჯერ ადამიანები ერთსა და იმავე


მოვლენას სხვადასხვანაირად აღიქვამენ, რაც საბოლოოდ განსხვავებული აზრების
ჩამოყალიბებას განაპირობებს. აზრთა ამ განსხვავბულობას ხშირად თვალსაზრისს
უწოდებენ. ნაშრომის შესწავლისას აუცილებელ უნარს წარმოადგენს მწერლისა თუ
ისტორიკოსის თვალსაზრისისა და პოზიციის ამოკითხვა. მაგალითად, ავტორებმა თუ

6
ანალიტიკოსებმა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაცია შეიძლება მისცენ ომის
დაწყების განმაპირობებელ მიზეზებს. ამ განსხვავებული ინტერპრეტაციების
ჩამოყალიბებაზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს, იქნება ეს ისტორიული
მტკიცებულება თუ ავტორის საკუთარი პოლიტიკური სიმპათია ამა თუ იმ კონკრეტული
მხარის მისამართით.

უძველესი ისტორიის შესწავლისას ინტერპრეტაციის გარდა სხვა გამოწვევაც არსებობს,


ესაა წყაროების სიმწირე. წარსულის ცივილიზაციებმა ჩვენგან ძალიან ბევრი წლის
დაშორებით დაასრულეს არსებობა და იმდროინდელი ისტორიული მტკიცებულებების
მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გადაურჩა დღევანდელობას. შემორჩენილი არტეფაქტების
უმეტესობა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ინახება ან ძველ ადგილას მდებარეობს და
კონკრეტული ორგანიზაციის მიერაა სათანადოდ დაცული. ისტორიულ მტკიცებულებათა
უმეტესობას კი თანამედროვეობამდე არ მოუღწევია და განადგურებულნი იქნენ
სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების, ომებისა თუ ბრძოლების გამო. წყაროების
სიმწირე კი, რასაკვირველია, დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს უძველესი
ცივილიზაციების საიდუმლოებების ამოხსნით დაინტერესებულ პირებს.

რა არის ცივილიზაცია?

ტერმინი „ცივილიზაცია“ ასახავს საზოგადოებას, რომელიც წარსულის კონკრეტულ


პერიოდში დაწინაურდა. ცივილიზაციების ჩამოყალიბების პირველად ნიმუშს
პრიმიტიული მონადირე-შემგროვებლური საზოგადოება წარმოადგენს. თუმცა ეს
პრიმიტიული საზოგადოება დროთა სვლის პარალელურად სულ უფრო იხვეწებოდა და
მეტად კომპლექსური ხდებოდა. ამ ცვლილების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მიწის
დამუშავებისთვის აუცილებელი ტექნიკის გაუმჯობესება იყო, რაც, თავის მხრივ,
მოსავლის მოყვანის უკეთეს შესაძლებლობებს ქმნიდა. თანდათან მომწიფდა სხვადასხვა
პროფესიის ადამიანების არსებობის აუცილებლობაც. ამის შედეგად საჭირონი გახდნენ
მშენებლები, მუშები, რელიგიური თუ პოლიტიკური თანამდებობები. ჩამოყალიბდა
ძალაუფლების მქონე სტრუქტურები და ქალაქ-სახელმწიფოები, სადაც იგებოდა
შთამბეჭდავი შენობები და საფუძველი ეყრებოდა კულტურულ თუ რელიგიურ
სისტემებს.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინ „ცივილიზაციის“ გამოყენება ერთი პრობლემით


ხასიათდება - არსებობს „დაწინაურებული“ საზოგადოების სხვადასხვაგვარი
ინტერპრეტაცია და ამ საზოგადოებების „ცივილიზირებულად“ მოხსენიება ხშირად
ინდივიდუალურ საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე,
რომ იმავე დროის სხვა საზოგადოებები „დაწინაურებულ“ ე.წ. ცივილიზირებულ
საზოგადოებასთან შედარებით განუვითარებელად და არაცივილიზირებულებად
მივიჩნიოთ. იმდროინდელი არაცივილიზირებული ხალხების დასახასიათებლად ხშირად
გამოიყენება ტერმინი „ბარბაროსი“, მაგრამ ამ მიდგომამ ხშირად შეცდომაში შეიძლება

7
შეგვიყვანოს, რადგანაც ზოგჯერ ე.წ. არაცივილიზირებული ხალხები თავისებურ
ცივილიზაციას წარმოადგენდნენ.

მდინარის ხეობის ცივილიზაციები

უძველესი ცივილიზაციების გარკვეული ნაწილი მდინარესთან მიმდებარე


ტერიტორიებზე ვითარდებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ მდინარესთან
სიახლოვე ბუნებრივად ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. გარდა წყლის რესურსისა,
მდინარესთან ახლოს მდებარე ნიადაგი მიწათმოქმედებისთვის სათანადო ტენიანობით
ხასიათდებოდა. მდინარე აგრეთვე გამოსადეგი იყო ტრანსპორტირების დროს.

 სურათი 3.5 ქვემოთ მოცემულია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცივილიზაციები


და მათი გეოგრაფიული მდებარეობა

შუა ამერიკა იყო ოლმეკის, მაიასა და


აცტეკების ცივილიზაციის
მდებარეობის ადგილი. მაიას ტომებმა
თავიანთი ძალაუფლებისა და
განვითარების მწვერვალს 250-900
წლებში მიაღწიეს.

ინკას ცივილიზაცია ჩამოყალიბდა და


ვითარდებოდა ანდების მთების
გასწვრივ სამხრეთ ამერიკის
ტერიტორიაზე.

8
რომის იმპერიამ თავისი არსებობა დაიწყო როგორც რესპუბლიკამ და
სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა იმპერიად. ახალი წელთაღრიცხვის
პირველი საუკუნის ბოლოსათვის რომაელებს თითქმის მთელი ევროპა
და ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი ჰყავდათ დაპყრობილი.

ეგვიპტის უძველესი ცივილიზაცია


ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა
მდინარე ნილოსის ხეობაში
დაახლოებით ძველი
წელთაღიცხვის 3 000 წელს.

9
მინოსური ცივილიზაცია კუნძულ
კრეტაზე დაახლოებით ძველი
წელთაღრიცხვის 3 000 წელს
ჩამოყალიბდა. დროთა
განმავლობაში ბერძნული
ცივილიზაცია დომინანტი გახდა
რეგიონში. ბერძნული კლასიკური
ერა ძველი წელთაღრიცხვის 480
წელს დაიწყო.

მესოპოტამიურ ცივილიზაციებს
შუმერთა და ასურელთა
ცივილიზაციები მიეკუთვნება.
შუმერულმა ცივილიზაციამ
განვითარება დაახლოებით ძველი
წელთაღრიცხვის 4 000 წლიდან
დაიწყო.

ჩინეთის ადრეული
ცივილიზაციები მდინარეების
ხუანხესა და იანძის ხეობებში
განვითარდნენ. მდინარეები
დღესაც უდიდეს როლს
თამაშობენ ჩინეთის
ეკონომიკის განვითარებაში.

10
ინდური ცივილიზაცია ინდოეთის
სუბკონტინენტზე ჩამოყალიბდა
სწორედ იმ დროს, როცა ეგვიპტურ
და შუმერულ ცივილიზაციებს
ეყრებოდა საფუძველი.

 სურათი 3.6 ცივილიზაციის კერა მესოპოტამიაში (აღნიშნული ტერიტორია


თავისი ტერიტორიული განფენილობით ნახევართვარეს მოგვაგონებს, ამიტომაც
მას „ნაყოფიერ ნახევარმთვარეს“ უწოდებენ).

რა იყო შუმერული ცივილიზაციის უმთავრესი მიღწევები?


შუა აღმოსავლეთში მდებარე ერაყის სახელმწიფო, რომელმაც ბოლო დროს უმწვავესი
კრიზისები გადაიტანა და მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად იყო მიჩნეული,
ისტორიულად ცნობილია მესოპოტამიის სახელწოდებით და მის ტერიტორიაზე
აღმოცენებული იქნა ისეთი უძველესი ცივილიზაციები, როგორებიცაა შუმერული,
ბაბილონური და ასურული ცივილიზაცია.

მესოპოტამია სიტყვასიტყვით ნიშნავს „ორ მდინარეს შორის მოქცეულს“. ეს იყო


ტერიტორია ორ მდინარეს- ტიგროსსა და ევფრატს შორის და სწორედ ამის გამო ეწოდა
აღნიშნული სახელი. ამ მდინარეების წყალობით ეს ტერიტორია ძალზე ნოყიერი
ნიადაგებით ხასიათდებოდა და ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მიწათმოქმედებისათვის.
სწორედ ბუნებრივად ხელსაყრელი მდებარეობისა და პირობების გამო მიმდებარე
ტერიტორიაზე არაერთ უძველეს ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი.

11
შუმერული ცივილიზაციის ჩამოყალიბება

შუმერული ცივილიზაცია შუმერში, მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში ჩაისახა მდინარეებს


ტიგროსსა და ევფრატს შორის. ამ მდინარეებმა დიდად შეუწყვეს ხელი შუმერული
ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას, რადგანაც მათი
წყალობით მიმდებარე ნიადაგი წყლით უხვად ირწყებოდა, რაც ნიადაგის ნაყოფიერებას
საგრძნობლად ზრდიდა. გარდა ამისა, იქმნებოდა წყლის არხები და საირიგაციო
სისტემებიც. ყოველივე ეს კი ნელ-ნელა ამწიფებდა საზოგადოებას, მონადირულ-
შემგროვებლური საფეხურიდან უფრო დახვეწილ და დაწინაურებულ დონეზე
გადასულიყვნენ.

უხვმოსავლიანობის შედეგად საკვების მოპოვება ისეთ სირთულეებთან აღარ იყო


დაკავშირებული, ამან კი გამოიწვია სხვადასხვა პროფესიების ჩამოყალიბება. ადამიანებს
შეეძლოთ დაეწყოთ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა თუ კერამიკული ნაწარმის
დამზადება, შენობების კონსტრუირება და ა.შ. შუმერებმა მოახერხეს მუდმივი
დასახლებების აგება, რაც მათ განვითარებასა და წინსვლაში დიდ დახმარებას უწევდა. ეს
დასახლებები ქალაქ-სახელმწიფოების სახით ჩამოყალიბდა. თითოეული ქალაქ-
სახელმწიფო საკუთარ ღვთაებას აღიარებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა ქალაქ-
სახელმწიფო შუმერის შემადგენლობაში შედიოდა და მის ნაწილს წარმოადგენდა, მათ
შორის კონფლიქტს არც თუ იშვიათად ჰქონდა ადგილი. თითოეული ქალაქ-სახელმწიფოს
ცენტრს წარმოადგენდა ზიქურათი. ეს იყო პირამიდისებური ნაგებობა, რომელიც
ითვლებოდა იმ ღვთაების სახლად, რომელსაც ამ ქალაქ-სახელმწიფოს მოსახლეობა
სცემდა თაყვანს. ზიქურათში უმაღლესი სასულიერო პირი - ქურუმი მსახურობდა.

ზიქურათების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რამხელა წარმატებას მიაღწიეს შუმერებმა


არქიტექტურაში. ამას გარდა, ქალაქ-სახელმწიფოებს გარს ერტყა მაღალი კედლები.
თითოეულ ქალაქ-სახელმწიფოს განაგებდა ერთი დაწინაურებული პიროვნება, რომელიც
აკონტროლებდა მთელი ქალაქ-სახელმწიფოს რელიგიურ, პოლიტიკურ, სამხედრო თუ
ეკონომიკურ მდგომარეობას.

შუმერებმა, გარდა იმისა, რომ ცივილიზაციის უძველესი პრეცენდენტი შექმნეს,


საფუძველი ჩაუყარეს არაერთ მეცნიერულ თუ ტექნოლოგიურ აღმოჩენას და ამით არა
მხოლოდ ერის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს
ადგილი.

შუმერების მიერ დანერგილი სიახლეები

დამწერლობა

შუმერული დამწერლობა გამოიყენებდა სოლისებრ ნიშნებს (აღნიშნულ დამწერლობას


ლურსმული დამწერლობა ეწოდება). შუმერები ნაწერებს ქვის ფირფიტებზე
ასრულებდნენ. ამ საქმიანობას ძირითადად ასრულებდა ის ადამიანი, რომლის უშუალო

12
მოვალეობას და პროფესიას ქალაქ-სახელმწიფოს მმართველის ნააზრევისა თუ მისი
სხვადასხვა გამონათქვამის წერილობითი ფორმით გადმოცემა წარმოადგენდა.

მიწათმოქმედება

მიწათმოქმედების განვითარებამ დიდად შეუწყო ხელი შუმერული ცივილიზაციის


დაწინაურებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმ პერიოდში საირიგაციო სისტემის
არსებობა, კერძოდ კი სარწყავი არხებისა, რომელთა მეშვეობითაც სარწყავი წყალი
მიეწოდებოდა მიმდებარე ტერიტორიებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ შუმერები და
მათი მეურნეობა დიდი საფრთხის წინაშე დგებოდა მდინარეების ადიდების შემთხვევაში,
როდესაც ტიგროსი და ევფრატი კალაპოტიდან გადმოდიოდა და შუმერების სამეურნეო
ადგილებს ტბორავდა.

ბორბალი

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ისტორიკოსთ და არქეოლოგთა ნაწილი ბორბლის


გამოგონებას სწორედ შუმერებს მიაწერს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ შუმერები
გადასაადგილებლად ბორბლიან ეტლებს იყენებდნენ.

ციფრები

შუმერებმა შექმნეს ციფრთა სისტემა 60-მდე (დღეს, როგორც ვიცით, ჩვენი ციფრთა
სისტემა რიცხვ 10-მდეა). ამან განაპირობა საათში 60 წუთის, ხოლო წრეწირში 360
გრადუსის მოთავსება, რასაც დღემდე ვიყენებთ.

შენობა-ნაგებობები

შუმერთა ქალაქ-სახელწოფოებში ცენტრალურ ნაგებობას ზიქურათი წარმოადგენდა. ეს


გახლდათ პირამიდისებური შენობა გადახურული ბრტყელი სახურავით. ზიქურათის
საშენ მასალად გამომწვარი თიხის აგური გამოიყენებოდა, რაც ზიქურათის
მშენებლობისთვის საუკეთესო მასალად იყო მიჩნეული.

ბრინჯაო

შუმერებმა სახელი გაითქვეს ბრინჯაოს სხვადასხვა იარაღისა და ხელსაწყოების


დამზადებითაც და სწორედ ეს გახლდათ მათი დაწინაურებულ საზოგადოებად მიჩნევის
ერთ-ერთი მყარი საფუძველი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ შუმერულ ცივილიზაციას განვითარების დონით მალევე


გაუსწრეს სხვა ცივილიზაციებმა, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი
ბაბილონური და ასურული ცივილიცაზიებია. მიუხედავად ამისა, შუმერებმა მაინც
შეინარჩუნეს გარკვეული ძალაუფლების ბერკეტი და კვლავაც საკმაოდ დიდ გავლენას
ახდენდნენ მეზობელ ხალხებზე მსგავსი ენისა და წეს-ჩვეულებების წყალობით.

13
გილგამეშის ეპოსი

მსოფლიო ლიტერატურის უძველესი ნიმუში გილგამეშის ეპოსი წარმოადგენს


პოეტურ ქმნილებათა კრებულს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2 100 წლით
თარიღდება და შეიქმნა შუმერთა მეფის გილგამეშის პერიოდში. აღნიშნულ
კრებულში გადმოცემულია გილგამეშის დაპირისპირების ამბავი ენკიდასთან,
რომელიც გილგამეშს ღმერთებმა გაუგზავნეს ურუკის ქალაქ-სახელმწიფოს
მოსახლეობის შევიწროების გამო. დაპირისპირებისა და ბრძოლის შემდეგ
გილგამეში და ენკიდა ახლო მეგობრები გახდნენ და მათ ერთად მრავალი
თავგადასავალი გადახდათ. თუმცა საბოლოოდ, ენკიდა ღმერთების
გადაწყვეტილებით სიცოცხლეს ესალმება და გილგამეში, რომელსაც მეგობრის
დაკარგვით განუზომელი ტკივილი მიადგა, ადამიანის არსებითი
ცხოვრებისეული საკითხების კვლევას იწყებს.

 სურათი 3.8 სცენა გილგამეშის ეპოსის თანამედროვე დადგმიდან ბაღდადის


სახვითი ხელოვნების აკადემიის სტუდენტების შესრულებით

მესოპოტამიის სხვა ცივილიზაციები


მესოპოტამიის რეგიონში შუმერთა ცივილიზაცია არ ყოფილა ერთადერთი. სწორედ ამ
რეგიონში ჩამოყალიბდა ბაბილონის და ასურეთის ცივილიზაციებიც. შესაძლოა
გსმენოდეთ კიდეც ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ, რომელიც ერთ-ერთია
ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან. შესაძლოა აგრეთვე მეფე ჰამურაბისა და მის მიერ
შემოღებული კანონების შესახებაც გსმენოდეთ. ჰამურაბის კანონთა კრებული 282 კანონს
მოიცავდა. ჰამურაბის კანონთა დიდი ნაწილი მკაცრი სასჯელის პოლიტიკას ატარებდა,
თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰამურაბის კანონთა კრებულში მკაცრადაა დაყენებული
უდანაშაულობის პრეზუმციის საკითხი- ადამიანი დამნაშავედ ვერ ჩაითვლებოდა, სანამ
მის ბრალეულობას მყარი მტკიცებულებებით არ დაადგენდნენ.

14
რეფლექსია

რა იყო შუმერთა მთავარი მიღწევები? კიდევ რის ცოდნას ისურვებდი მათი


ცივილიზაციის შესახებ?

ეგვიპტური ცივილიზაციის მიღწევები

ეგვიპტური ცივილიზაცები 3 000 წლის მანძილზე არსებობდა და ისინი თანამედროვე


ეგვიპტის ტერიტორიაზე ვითარდებოდნენ.

ძველი ეგვიპტე სხვადასხვა ცივილიზაციის კერა იყო. ეგვიპტის ტერიტორიაზე


არსებობდა სხვადასხვა სამეფოები, რომელთა არსებობის პერიოდის მიხედვითაც ძველი
ეგვიპტის ისტორია სამ ხანად იყოფა:

 ძველი სამეფოს ხანა (ძვ.წ. 2649-2151 წწ.)


 შუა სამეფოს ხანა (ძვ.წ. 2040-1630 წწ.)
 ახალი სამეფოს ხანა (ძვ.წ. 1550-1070 წწ.)

აღნიშნულ წლებს შორის არსებული შუალედური წლები ცნობილია გარდამავალი


ეპოქების სახელწოდებით.

სოფლის მეურნეობა და სარწყავი სისტემები

შუმერული ცივილიზაციის მსგავსად, ეგვიპტური ცივილიზაციაც მდინარის ხეობაში


განვითარდა. ეგვიპტური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას ხელი სწორედ რომ მდინარე
ნილოსმა შეუწყო. ნილოსი მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც აფრიკაში
6 700 კილომეტრზე მიედინება.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ნილოსმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ეგვიპტური


ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში, რადგანაც იგი წარმოადგენდა თევზჭერის
ადგილს, სატრანსპორტო საშუალებას, ანოყიერებდა ნიადაგს და ა.შ. ნოყიერი მიწა კი
სხვადასხვა სახის მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა (ეგვიპტელთა მიერ
მოყვანილი მოსავლის მრავალფეროვნება წარმოდგენილია ცხრილზე 3.2).

ნილოსი ადიდების დროს ვრცელ ტერიტორიებს ფარავდა წყლით და, შესაბამისად, ეს


ტერიტორიები მიწათმოქმედებისთვის გამოსადეგი ხდებოდა. ამ პროცესის ხელშეწყობის
მიზნით ეგვიპტელებმა სარწყავი სისტემები კიდევ უფრო განავითარეს და კიდევ უფრო
ვრცელ ტერიტორიებზე დაიწყეს სამიწათმოქმედო სამუშაოები.

 ცხრილი 3.2 ძველ ეგვიპტელთა მიერ მოყვანილი კულტურები და მათი მოხმარების


სფეროები

15
ეგვიპტელთა მიერ მოყვანილი ამ კულტურების მოხმარება
კულტურები
ხორბალი პური
ქერი ლუდი
სელი ბაწარი
პაპირუსი ქაღალდი/ ნავები
მწვანილი საკვები/ მედიცინა
ინა საღებავი
ხილი და ბოსტნეული საკვები

ქალაქები

ეგვიპტური ცივილიზაციის ფარგლებში განვითარდა საქალაქო სისტემა. ეგვიპტურ


ქალაქთა შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა მემფისი, ალექსანდრია და
თებე. ამ ქალაქების მმართველები გახლდნენ ფარაონები, რომლებიც იმ დროის მთავარ
პოლიტიკურ, სამხედრო და სასულიერო ლიდერებად იყვნენ მიჩნეულნი.

ფარაონები სიცოცხლეშივე იწყებდნენ სიკვდილზე ზრუნვას და თავიანთ სიცოცხლეშივე


აგებინებდნენ დიდ აკლდამებს. როდესაც ფარაონებს კრძალავდნენ, მათთან ერთად
მარხავდნენ უთვალავ განძეულს. ამის ყველაზე ცნობილ მაგალითს წარმოადგენს
ტუტანხამონის აკლდამა, რომელიც 1922 წელს ცნობილმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა
აღმოაჩინა.

აკლდამასთან ერთად, აღმოჩენილ იქნა უამრავი განძეული, რაც ძველი ეგვიპტური


ცივილიზაციის კვლევის კარგ მტკიცებულებად იქცა. ტუტანხამონის აკლდამა აღმოჩენილ
იქნა მეფეთა განსასვენებელ ადგილას, სადაც ტუტანხამონის გარდა სხვა არაერთი
ფარაონი იყო დამარხული. სენსაციური აკლდამის აღმოჩენის მიუხედავად, თავად
ტუტანხამონის როლი ეგვიპტური ცივილიზაციის ისტორიაში გაცილებით მცირეა
ეგვიპტის სხვა ძლევამოსილ ლიდერებთან შედარებით.

წყარო ა

ჰოვარდ კარტერი ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შესახებ (1923)

„საუკუნედ მოგვეჩვენა, სანამ ნანგრევებით და ქვებით ჩახერგილი კარის გაღებას


შევძლებდით. და დადგა გადამწყვეტი მომენტიც. აკანკალებული ხელებით კარის
მარცხენა ზედა კუთხეს მივაწექი და შევარღვიე. ჩვენ წინ სიბნელე და ცარიელი სივრცე
აღიმართა. თან ჯოხს ვაქნევდი, რათა გამეგო, იყო თუ არა რამე ჩვენ წინ, თუმცა ჯოხი
არაფერს შეხებია- ჩვენ წინ სრული სიცარიელე სუფევდა. შემდეგ სანთლები ავანთეთ და
მზერა გავამახვილეთ. ყველაზე წინ მე ვიდექი; თან მახლდნენ ლორდი კარნარვონი, მისი
16
ქალიშვილი ეველინი და კალენდერი(ასისტენტი)- მათ ყველას ჩემსკენ დაჟინებული
მზერა ჰქონდა მოპყრობილი და ჩემს ვერდიქტს ელოდნენ. თავიდან ვერაფერს ვხედავდი
ჩემ წინ ჩამოწოლილი უკუნეთის გამო, თუმცა სიბნელეს თვალი მალევე შეეჩვია და ნელ-
ნელა ჩემ წინ აღიმართა უცნაური ცხოველების გამოსახულებები, ქანდაკებები და
უზღვავი ოქრო, რომელიც ყველა კუთხეში იყო დახვავებული. მე გაოგნებული ვიდექი და
სხვების გაკვირვებულ მზერას ვგრძნობდი. როგორც იქნა, ჩამოწოლილი სიჩუმე ლორდმა
კარნარვონმა დაარღვია და ინტერესით აღვსილი ხმით მკითხა, „რამეს ხედავ?“ მე ძლივს
წამილუღლუღე „კი, უმშვენიერეს საგნებს.“ ყველანი გაოცებულები ვიდექით“.

წყარო ბ

 სურათი 3.10 ჰოვარდ კარტერი ტუტანხამონის სარკოფაგის შესწავლისას

წყარო გ

ნაწყვეტი ჟურნალ “Smithonian”-ში გამოქვეყნებული სტატიიდან „მეფე ტუტი: ფარაონი


ბრუნდება!“, ივნისი, 2005

„ელექტრო ფანრის შუქზე კარტერისა და კარნარვონის მზერას წინ აღემართა მეფის


უამრავი ქანდაკება, შევარდენისთავიანი ფიგურები, ოქროს ტახტრევანი,
გადაყირავებული ფაეტონები, გველის მოოქროვილი ფიგურა- აბსოლუტურად
ყველაფერი ოქროსი გახლდათ. კარტერი მოგვიანებით შენიშნავდა კიდეც, რომ როდესაც
მან ეს ყველაფერი პირველად იხილა, გაიფიქრა, რომ რომელიღაც გამქრალი
ცივილიზაციის კუთვნილი საოპერო დადგმის აქსესუარების საცავი აღმოაჩინა.

17
კარტერმა თითქმის სამი თვე მარტო იმუშავა აღმოჩენილი ნივთების გასასუფთავებლად,
დასახარისხებლად და მათ ფოტოსურათებზე აღსაბეჭდად. შემდგომ, 1923 წლის
თებერვლის შუა რიცხვებში მან მიაკვლია ოქროს მყარ კედელს. კედლის იქით
მდებრეობდა აკლდამა, რომლის ზედაპირიც გაფორმებული იყო ფრთიანი
ქალღმერთებისა და ფარაონებისა გამოსახულებებით და წარწერებით. ეს გახლდათ
ტუტანხამონის ყვითელი კვარციტით ნაგები სარკოფაგი“.

აქტივობა: ტუტანხამონის აღმოჩენა


 სწავლისადმი საჭირო მიდგომები და უნარები
საკომუნიკაციო უნარები- აზრის წერილობითი ფორმით გადმოცემა

ზემოთ მოყვანილ წყაროებში გადმოცემულ ინფორმაციაზე


დაყრდნობით წარმოიდგინე, რომ ხარ ჰოვარდ კარტერის გუნდის
წევრი და მას თან ახლდი ტუტანხამონის სარკოფაგის აღმოჩენისას.
მისწერე წერილი მუზეუმს, სადაც შენ მუშაობ და აცნობე ამ
აღმოჩენის შესახებ. წერილში თან განმარტე სარკოფაგის აღმოჩენის
დიდი მნიშვნელობა.

 სურათი 3.11 არქეოლოგი სამუშაო პროცესის დროს

კონსტრუქცია

ალბათ ძველი ეგვიპტის სახე დღევანდელობამდე ყველაზე ნათლად სფინქსმა და


კაიროსთან ახლოს მდებარე გიზის პირამიდებმა მოიტანეს. ეს არქიტექტურული
ნაგებობები თანამედროვე ადამიანს ეხმარება გაიაზროს, თუ რაოდენ დაწინაურებულები
იყვნენ ძველი ეგვიპტელები დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხში. თუმცა დღემდე
საიდუმლო გამოცანად რჩება, თუ როგორ ახერხებდნენ იმდროინდელი მშენებლები
ასეთი მძიმე სამშენებლო მასალების გადაადგილებას სათანადო ტექნიკის არსებობის
გარეშე. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პირამიდები აიგო აგურების გამოყენებით
და მათი მშენებლობა მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მათი აგებისას მთავარ
მუშახელს კი მონები წარმოადგენდნენ.
18
დამწერლობა

ძველი ეგვიპტელები საკომუნიკაციოდ დამწერლობის საკმაოდ რთულ ფორმას-


იეროგლიფებს იყენებდნენ. შუმერების მსგავსად, ეგვიპტელებიც სხვადასხვა სიმბოლოს
გამოყენებით აღნიშნავდნენ ამა თუ იმ საგანს და სწორედ სიმბოლოების საშუალებით
ახდენდნენ ამ საგნების წერილობითი ფორმით წარმოდგენას. იეროგლიფები პაპირუსის
ლერწამზე იწერებოდა (პაპირუსს ამზადებდნენ სპეციალური მცენარისგან და იგი
წარმოადგენდა ქაღალდისებურ სქელ ფირფიტას). მე-18 საუკუნეში აღმოჩენილმა
როზეტას ქვამ ეგვიპტოლოგებს ამ იეროგლიფების გაშიფვრის საშუალება მისცა.
აღნიშნული ქვა, რომელიც ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის დასასრულის პერიოდში
იქნა შესრულებული, ინფორმაციას წარმოგვიდგენს ორი სახის დამწერლობით-
ეგვიპტური იეროგლიფებით და ძველბერძნული ასოებით. ტექსტების იდენტურობის
გამო ექპერტებმა შეძლეს ძველი ბერძნული ენის დახმარებით გაეშიფრათ იეროგლიფების
მნიშვნელობები.

მედიცინა

ძველეგვიპტელები მედიცინის სფეროშიც ახერხებდნენ გარკვეული წარმატებების


მიღწევას. მუმიფიკაციის პროცედურამ მათ გზა გაუხსნა ადამიანის ანატომიის უფრო
ღრმად შესწავლისკენ. მუმიფიკაცია გახლდათ მიცვალებულის საფლავში ჩასვენებამდე
მისი გვამის სპეციალური დამუშავების პროცესი. ამ დროს ხდებოდა გულის გარდა ყველა
შინაგანი ორგანოს სხეულიდან ამოკვეთა და შემდეგ კი ამ ორგანოების გარეშე
დარჩენილი სხეულის ბალზამირება, რაც გვამის გახრწნის პროცესს აფერხებდა.

მუმიფიკაციის ამ პროცედურებმა ეგვიპტელებს საშუალება მისცა, საკმაოდ კარგად


გათვიცნობიერებულიყვნენ ადამიანის სხეულის ანატომიაში. ისინი გარკვეულ
კანონზომიერებასაც კი ხედავდნენ მდინარე ნილოსსა და ადამიანის სხეულს შორის.
ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ სხეული, მდინარის მსგავსად, დაქსელილი იყო არხებით
(ანუ სისხლძარღვებით) და რომ მასში მიმდინარე გართულებები გამოწვეული იყო ამ
არხების გაჭედვით და მათში სხვადასხვა საცობის წარმოქნით (როგორც მდინარის
შემთხვევაში ხდება). ძველმა ეგვიპტელება საკმაოდ კარგად განავითარეს მთელი რიგი
ქირურგიული პროცედურები სხეულის გარეგანი პრობლემების გადასაჭრელადაც. ამას
გარდა, ისინი ნერგავდნენ ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევებს, რაც მეტწილად განპირობებული
იყო ეგვიპტელების მიერ უხვი ბოსტნეულისა და ხილის მოყვანით.

19
რეფლექსია: შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების მიღწევები

 სწავლისადმი საჭირო მიდგომები და უნარები

დაფიქრების უნარები- შინაარსის წვდომა (რა ვისწავლე დღეს? რა უნდა


ვისწავლო უკეთესად? რა კითხვები მაქვს?)

დაფიქრდი, რა ისწავლე შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების შესახებ


და შეავსე ქვემოთ მოცემული ცხრილი

რა უნდა რა კითხვები მაქვს?


ცივილიზაცია რა ვისწავლე? ვისწავლო
უკეთესად?

შუმერები

ძველი
ეგვიპტელები

ძველი ბერძნული ცივილიზაციის მთავარი მიღწევები

კლასიკური პერიოდით თარიღდება ისტორიული ერა, რომლის დროსაც მსოფლიო


ასპარეზზე გამოჩნდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციები, რომელთა შორის
განსაკუთრებული როლი ძველმა ბერძნულმა და რომაულმა ცივილიზაციებმა
შეასრულეს. ამ ცივილიზაციებმა შეიმოიტანეს და დაამკვიდრეს არაერთი მნიშვნელოვანი
სიახლე, რითაც დიდი დამსახურება მიუძღვით კაცობრიობის წინაშე. კლასიკური
პერიოდის დასასრული დაემთხვა რომის იმპერიის დაცემას და ამის შემდგომ დაიწყო
ბნელი საუკუნეების ეპოქა ევროპაში.

კლასიკურ პერიოდში ძველ საბერძნეთში განვითარების არნახულ მასშტაბებს მიაღწია


მათემატიკამ, მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, მედიცინამ, ხელოვნებამ და პოლიტიკამ.
ყოველივე ამის გამო ფართოდ გავრცელდა აზრი, რომ სწორედ ბერძნული
ცივილიზაციისგან იღებს სათავეს მთელი დასავლეთის კულტურა და აზროვნება.

20
დემოკრატია

ძველი ბერძნების განსახლების არეალს თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორია


წარმოადგენდა. ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ ქალაქ-სახელმწიფოებში, რომელთა შორის
ყველაზე ცნობილი ათენის ქალაქ-სახელმწიფო იყო. ათენი წარმოადგენდა პოლიტიკურად
ძალზედ დახვეწილ ქალაქ-სახელმწიფოს და იგი იქცა პირველ ადგილად, სადაც ჩაისახა
დემოკრატიის ინსტიტუტი. ქალაქ-სახელმწიფოს ლიდერები ირჩეოდნენ არჩევის
უფლების მქონე მოქალაქეების მიერ, კერძოდ, იმ პირების მიერ, რომელთაც გავლილი
ჰქონდათ სამხედრო წვრთნა და გადაცილებულნი იყვნენ 30 წელს. ამ მოქალაქეებს
აგრეთვე შეეძლოთ ხმა მიეცათ შემოთავაზებული კანონების სასარგებლოდ ან
საწინააღმდეგოდ.

ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობა არ იყო ზუსტად დადგენილი და მასში
არ შედიოდნენ ქალები. ძველ საბერძნეთში ქალებს, უმეტესწილად, მეორე ხარისხოვანი
მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული. ამ შეზღუდვების მიუხედავად, ათენი
კლვლავაც მიჩნეულია მსოფლიო დემოკრატიის დაბადების ადგილად და იგი გახდა
მოდელი შემდგომში ჩამოყალიბებული სხვადასხვა ტიპის მმართველობის
ორგანოებისათვის, რომლებმაც დემოკრატია განვითარების უფრო მაღალ სტანდარტზე
გადაიყვანეს.

ფილოსოფია

პოლიტიკური სისტემის გარდა, ბერძნების სახელთანაა დაკავშირებული ფილოსოფიის


განვითარებაც. ფილოსოფია არის ცოდნის შესწავლა და მასზე დაკვირვება; ფილოსოფია
იკვლევს, თუ რა არის ცხოვრება, სიცოცხლე და იგი გვთავაზობს დაკვირვების მოხდენის
უამრავ ხერხს. მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ძველ ბერძენ ფილოსოფისთა რიცხვს
მიეკუთვნებიან სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, რომლებიც სწავლობდნენ
ცხოვრების საკითხებს და მრავალი აღმოჩენის განხორციელებაში მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანეს. მათი იდეები და ნააზრევი აქტუალურობას დღესაც კი არ კარგავს.

ჰეროდოტე-როგორც მას უწოდებენ „ისტორიის


მამა“. ჰეროდოტემ საკუთარი ეპოქის მრავალი
ისტორიული ცნობა შემოგვინახა.განსაკუთრებული
ყურადღების ღირსია მისი ცნობები ბერძენთა და
სპარსელთა შორის მიმდინარე ომების შესახებ.
ჰეროდოტეს თხრობის სტილი არის ძალზე
საინტერესო და იგი ისტორიულ მოვლენებს
ლიტერატურული ნაწარმოებების სტილში აღწერს.

21
სპარტა

როგორც უკვე ვთქვით, ძველი ბერძნული ცივილიზაცია წამოდგენილი იყო ქალაქ-


სახემწიფოებში, რომელთაც განსხვავებული წესები და კანონები გააჩნდათ.
მაგალითად, სპარტას ქალაქ-სახელმწიფო რადიკალურად განსხვავდებოდა
ათენისგან. სპარტა იყო მეომრული სულისკვეთების ქალაქ-სახელმწიფო, სადაც
მამაკაცის მთავარ ღირსებად მისი ბრძოლისუნარიანობა ითვლებოდა. სპარტელმა
მეომრებმა სახელოვანი ბრძოლა გაუმართეს სპარსეთის იმპერიას თერმოფილის
ბრძოლაში ძვ.წ. 480 წელს. ამ ბრძოლამ საოცარად გაუთქვა სახელი სპარტელ
მეომრებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძოდნენ სიცოცხლის ბოლომდე.
ბერძნულ-სპარსული ომების შესახებ ცნობები დაცულია ცნობილი ბერძენი
ისტორიკოსის ჰეროტეს ნაშრომებში. ამის შემდგომ სპარტა ბრძოლაში ჩაება
ათენთან. ეს ბრძილები ცნობილია პელოპონესის ომის სახელით(ძვ.წ. 431-404).

აქტივობა: ძველი ბერძნული ცივილიზაციის გამორჩეული ადამიანები

 სწავლისადმი საჭირო მიდგომები და უნარები

ინფორმაციის დამუშავები უნარები- ინფორმაციის გააზრება და დამუშავება და ამ


ინფორმაციის სხვებისთვის გადაცემა

შეარჩიე ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა (ეს შეიძლება იყოს


ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პიროვნებებიდან, ან თქვენ მიერვე შერჩეული სხვა
ისტორიული მნიშვნელობის ფიგურა) და გააკეთეთ 3-5 წუთიანი მოხსენება მასზე.
შეეცადე, რომ მოხსენებისას ყურადღება გაამახვილო შემდეგ საკითხებზე:

 მცირე სახის ინფორმაცია ამ პიროვნების ბიოგრაფიაზე


ძველი
 საბერძნეთის
მისი საქმიანობაგამორჩეული
და მიღწევები პიროვნებები
 ამ პიროვნების როლი და გავლენა

ნაშრომს აუცილებლად თან დაურთე გამოყენებული წყაროების


ბიბლიოგრაფია. პრეზენტაციის დროს კი ყურადღება გაამახვილე
აუდიტორიასთან კომუნიკაციის აუცილებელ უნარებზე. დაიმახსოვრე, რომ
მოხსენება უნდა იყოს ადვილად გასაგები და კარგად ორგანიზებული.

 შეფასების კრიტერიუმები:

აქტივობა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: კრიტერიუმი ა:


ცოდნა და გაგება; კრიტერიუმი გ: კომუნიკაცია

22
პითაგორა- საყოველთაოდ აღიარებული სახელი მათემატიკაში. იგი გახლდათ
ცნობილი მათემტიკოსი და ფილოსოფოსი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული
ძალზე ცნობილი თეორემა: მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი
კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია.

 სურათი 3.12ბ პითაგორას თეორემა

არქიმედე-მეცნიერმა და მათემატიკოსმა არქიმედემ აღმოაჩინა არაერთი


მნიშვნელოვანი რამ მათემატიკის, მეცნიერებისა თუ საინჟინრო სფეროებში. კარგ
მაგალითს წარმოადგენს არქიმედეს მიერ შექმნილი წევის ხრახნი. ეს არის ხელით
სამართი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება წყლის ქვემოდან ზემოთ
ტრანსორტაციისთვის. ამ მოწყობილობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, სადაც აუცილებელია საირიგაციო სისტემის
მწყობრი ფუნქციონირება.

 სურათი 3.12გ არქიმედეს წევის ხრახნი

23
ჰომეროსი-ილიადასა და ოდისეას ავტორი. ჰომეროსის პოემები კლასიკური პერიოდის
ლიტერატურულ ქმნილებებს წარმოადგენენ. ილიადაში აღწერილია ამბავი ტროის ომი
შესახებ და გვიყვება უკვდავი მეომრის-აქილევსის თავგადასავალს, რომლის ერთადერთ
სუსტ წერტილს მისი ქუსლი წარმოადგენდა. ოდისეა კი გვიამბობს მთავარი მოქმედი
გმირის- ოდისევსის ათწლიან თავგადასავალს, კერძოდ, მის თავს გადახდენილ მრავალ
განსაცდელს და ყველაფრის მიუხედავად მის სახლში მშვიდობიან დაბრუნებას. მთელი ამ
ხნის განმავლობაში ოდისევსს უწევს მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ღმერთებთან
დაპირისპირება. ჰომეროსის ნაწარმოებები წარმოადგენენ ლიტერატურული კლასიკური
ეპოქის ათვლის წერტილს.

 სურათი 3.12დ ჰომეროსი მიჩნეული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად.

ჰიპოკრატე- მედიცინის მამად შერაცხული ჰიიპოკრატე მედიცინის საკითხების


კვლევით იყო დაკავებული და ცდილობდა სამედიცინო გართულებების თავიდან
ასაცილებლად რაციონალური გამოსავლის მოძიებას. წარსულში სამედიცინო
გართულებების მიზეზად ღმერთების რისხვა მიიჩნეოდა. თუმცა ჰიპოკრატეს ამ
კუთხით სხვა დამოკიდებულება გააჩნდა. მედიცინაში საყოველთაოდაა ცნობილო
ჰიპოკრატეს ფიცი, რაც გულისხმობს მკურნალობისას ადამიანის სიცოცხლის მიმართ
ეთიკური სტანდარტის დანერგვას და ზრუნვას მის სიცოცხლეზე. ჰიპოკრატეს
მიდგომები დღესაც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში.

 სურათი 3.12ე ჰიპოკრატეს სამედიცინო იდეები დღესაც გაზიარებულია


მედიცინის სფეროში 24
ევკლიდე- ცნობილი მათემატიკოსი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გეომეტრიის
განვითარებაში. მისმა ნაშრომმა „გეომეტრიის ელემენტები“ დიდი გავლენა
მოახდინა ზოგადად მათემატიკის განვითარებაზე.

 სურათი 3.12ზ ევკლიდეს გეომეტრიის ნიმუში

სოკრატე- ცნობილი ფილოსოფოსი, რომლიც იდეები დღესაც აქტუალურია.


სოკრატეს დიდი წვლილი მიუძღვის პოლიტიკური და საკანონმდებლო სფეროების
განვითარებაში. ამას გარდა, არსებობს ე.წ. „სოკრატეს მეთოდი“, რაც გულისხმობს
კრიტიკული აზროვნების უნარს და ყველა საკითხში კრიტიკული ასპექტების ძიებას,
ისევე, როგორც კრიტიკული კითხვების დასმას.

 სურათი 3.12თ სოკრატე თავის მოსწავლეეს ასწავლიდა, ყველაფრის მიმართ


დაესვათ კითხვები.

25
პლატონი- სოკრატეს მოსწავლე, ათენის ქალაქ-სახელმწიფოში მცხოვრები პლატონ
ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომლის ფილოსოფიური ნააზრევი
დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. პლატონი დაკავებული იყო არსებითი
ცხოვრებისეულიი საკითხების კვლევით. მის კვლევის საგანს წარმოადგენდა
იდეალური საზოგადოება, რომელსაც ახასიათებს კიდეც თავის „რესპუბლიკაში“.
პლატონის მტკიცებით, პოლიტიკური მმართველები უნდა იყვნენ განათლებული
ინდივიდები, რადგანაც სწორედ განათლებულ და ფილოსოფიურად მოაზროვნე
ლიდერებს შეუძლიათ ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

 სურათი 3.12ი პლატონის „რესპუბლიკა“ პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთ


ყველაზე გავლენიან ნაშრომადაა შერაცხული.

აროსტოტელე- ფილოსოფოსი, მეცნიერი, მასწავლებელი, არაერთი საინტერესო ნაშრომის


ავტორი, პლატონის მოსწავლე. მან დააარსა სკოლა სახელწოდებით ლიცეუმი.
არისტოტელე მუშაობდა ადამიანის ბედნიერების არსის გამოსარკვევად და ამტკიცებდა,
რომ ადამიანის ბედნიერება მის ხელშივე იყო და რომ ბედნიერების გასაღებს ქმედებებში
ბალანსის დაჭერა წარმოადგენდა.

 სურათი 3.12კ არისტოტელეს ცოდნის ხე

26
ალექსანდრე დიდი- გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა, ცნობილი
ფილოსოფოსის არისტოტელეს მოსწავლე. მის სახელთანაა დაკავშირებული უზარმაზარი
იმპერიის შექმნა, რომელიც მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ეგვიპტიდან ინდოეთამდე.
ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ნიჭსა და სტრატეგიას დღესაც დიდი ინტერესით
სწავლობენ მკვლევარები.

 სურათი 3.12ვ ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერია 25 წლის ასაკში


დაიპყრო.

როგორ იცვლებოდა რომაული ცივილიზაცია დროთა განმავლობაში?

რესპუბლიკა- მმართველობის სისტემა, რომლის დროსაც სახელმწიფო


იმართება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობით

იმპერია- დიდ ტერიტორიაზე განფენილი უზარმაზარი სახელმწიფო,


რომელსაც ერთი მმართველი ჰყავს

რომის ტერიტორიის ათვისება რომაული ცივილიზაციის ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე


დაიწყო. ქალაქის ბუნებრივ უპირატესობას წარმოადგენდა მისი მდებარეობა მდინარე
ტიბროსთან ახლოს. ამას გარდა, რომის ნოყიერი ნიადაგები ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა
მოსავლის მოსაყვანად. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომის ტერიტორიულ
განფენილობასაც- იგი მდებარეობდა შემაღლებულ ადგილზე, რაც თავდაცვისთვის
ძალზე მისაღები მდებარეობა გახლდათ. რომის ადრეული ცივილიზაცია ჩამოყალიბდა
მონარქიის არსებობის პირობებში, როდესაც რომსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს

27
მეფეები მართავდნენ. თუმცა ძვ.წ. 509 წელს მონარქია დაემხო და მის ნაცვლად დაარსდა
რომის რესპუბლიკა.

რომის რესპუბლიკა

რომის რესპუბლიკა იმართებოდა სენატის მიერ, რომელიც იღებდა კანონებს


ხალხისათვის. პიროვნებები სენატის წევრები არჩევის შემთხვევაში ხდებოდნენ და
რესპუბლიკის სამართავად სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ. სენატში ყველაზე მაღალი
თანამდებობა კონსულს ეჭირა. სენატს ერთდროულად მართავდა ორი კონსული,
რომელთაც უფლება ჰქონდა სურვილის შემთხვევაში ვეტო დაედოთ ერთმანეთის
ინიციატივებისთვის. კონსულები იღებდნენ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს,
როგორებიც იყო ომის წარმოება თუ ახალი კანონების მიღება.

რომის რესპუბლიკის საზოგადოება სამ ფენად იყო დაყოფილი:

 პატრიცები წარმოადგენდნენ იმდროინდელ არისტოკრატიას. ესენი იყვნენ მიწის


მფლობელები, რომლებიც ფლობდნენ დიდ სიმდიდრეს და, შესაბამისად, დიდ
ძალაუფლებას.
 პლებეების ფენა მოიცავდა ფერმერებს, მშენებლებს და ხელოსნებს. დროთა
განმავლობაში ამ ფენის წარმომადგენლებმა მოიპოვეს გაზრდილი პოლიტიკური
ძალაუფლება და მათ უკვე შეეძლოთ, ხმა მიეცათ მათთვის სასურველი
კანდიდატისთვის სენატში მოსახვედრად.
 მესამე ფენაში შედიოდნენ მონები, რომელთაც მხოლოდ შეზღუდული უფლებები
გააჩნდათ და ისინი უმეტესწილად აღიქმებოდნენ, როგორც მაღალი კლასის
წარმომადგენლების საკუთრება.

რომის იმპერია

რომის რესპუბლიკა თანდათან ჩაანაცვლა რომის იმპერიამ. ამით შეიცვალა პოლიტიკური


მმართველობის სიტემა და ძალაუფლება გადავიდა ერთი პიროვნების ხელში, ეს
პიროვნება კი იყო რომის იმპერატორი. აღნიშნული პროცესი დაიწყო იულიუს კეისრის
დროს და გაგრძელდა მისი მემკვიდრის ოქტავიანეს დროსაც. ეს უკანასკნელი ძვ.წ. 27
წელს მოვიდა რომის იმპერიის სათავეში და იწოდა იმპერატორ ავგუსტუსად. როგორც
იმპერიამ, რომმა ძალაუფლება განავრცო ვრცელ ტერიტორიაზე და გადაჭიმული იყო
ევროპიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.

რომაელებმა მთელი იმპერია ერთმანეთთან დააკავშირეს გზებით, რომლებიც ხშირად


ასეულობით მილზეც კი იყო გაყვანილი. ახალგაყვანილი გზები ხელს უწყობდა ვაჭრობის
განვითარებას და საშუალებას იძლეოდა შორეულ ტერიტორიებთან დაემყარებინათ
კონტაქტები.

28
რომაელები ახორციელებდნენ სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტს, რომელთა შორის
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აკვედუკი, რომელიც გამოიყენებოდა წყლის დიდ
მანძილზე ტრანსპორტირებისთვის და ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა წარმოდგენა
იმართებოდა. რომაელებმა დააარსეს არაერთი გამაჯანსაღებელი დაწესებულება, მათ
შორის აბანოები. რომაელებმა შემოიტანეს არქიტექტურული თაღი როგორც შენობების,
ისე ხიდების დიზაინში. რომაელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გართობას და
სანახაობრივ წარმოდგენებს და ძველ რომში არსებობდა კიდეც ბევრი სხვადასხვა თამაში
თუ შეჯიბრი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ რომში.

რომის იმპერიის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო სამხედრო სიძლიერე. რომაელები ჯარს


კარგად ორგანიზებული სტრუქტურების საშუალებით მართავდნენ და ისინი იყენებდნენ
უახლეს საბრძოლო შეიარაღებას. რომაულმა ჯარმა შეძლო რომის იმპერიის ვრცელ
ტერიტორიაზე განვრცობა და ჯარი უზრუნველყოფდა რომის იმპერიის სიმტკიცეს.

თუმცა ამ უზარმაზარი იმპერიის მართვა თანდათან გართულდა და საბოლოოდ


შესუსტებული მმართველობა გახდა კიდეც იმპერიის რღვევის საფუძველი. რომის
იმპერია გაიყო ორ ნაწილად- აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიად. აღმოსავლეთ
ნაწილს დაერქვა ბიზანტია და მან 1000 წლის მანძილზე იარსება. დასავლეთ რომის
იმპერიის არსებობამ კი მცირე ხანს გასტანა და იგი საბოლოოდ დაეცა მასზე სხვადასხვა
სამხედრო შეტევის განხორციელების შედეგად.

რომულუსი და რემუსი

რომის დაარსება უკავშირდება მითს ტყუპი ძმების-რომულუსისა და რემუსის


შესახებ. ძმები რომაელთა ომის ღმერთის მარსის ვაჟები იყვნენ. ტყუპები მშობლებმა
მიატოვეს, პატარა კალათაში მოათავსეს და მდინარე ტიგროსში გაუშვეს. თუმცა
ისინი ძუ მგელმა იპოვა, სიკვდილს გადაარჩინა და საკუთარი შვილებივით დაზარდა.
წამოზრდილი ვაჟები ერთმა მწყემსა წაიყვანა სახლში და იშვილა. საბოლოოდ,
რომულუსმა და რემუსმა დაადგინეს თავიანთი ნამდვილი წარმომავლობა და
გადაწყვიტეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქი დაეარსებინათ. ზუსტი
ადგილმდებარეობის შერჩევაზე ძმები ვერ შეთანხმდნენ, წაეკიდნენ და რომულუსმა
საკუთარი ძმა რემუსი სიცოცხლეს გამოასალმა. ამის შემდგომ რომულუსმა დააარსა
ქალაქი რომი და თვითონ მისი პირველი მეფე გახდა.

არსებობს აღნიშნული მითის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია.

29
 სურათი 3.14 რომის იმპერიის გაფართოების მწვერვალი ახ.წ.117

რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა რომაულმა ცივილიზაციამ?

რომაული ციფრები

რომაელების მიერ შემოღებულ აღრიცხვის სისტემას, რომელსაც ჩვენ რომაულ ციფრებს


ვუწოდებთ, ყოველთვის აქტიური გამოყენება ჰქონდა. რომაული ციფრები გამოიყენებოდა

30
მონარქების ნუმერაციაში (მაგალითად, ჯორჯ V). რომაულ ციფრებს დღესაც აქტიურად
იყენებენ. ეს ციფრები ხშირად გვხვდება თანამედროვე საათების ციფერბლატზე და დიდ
ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

იულიუსის კალენდარი

იულიუს კეისრის მიერ შექმნილი კალენდარი მოიცავდა 12 თვის 365 დღეს. თუმცა ნაკიანი
წლის არსებობის გამო (როდესაც წელიწადში 366 დღეა) იულიუსის კალენდარში
ცვლილებები შეიტანეს მე-16 საუკუნეში და ახალ კალენდარს გრეგორიანული კალენდარი
ეწოდა. დღესდღეობით უმეტესწილად სწორედ გრეგორიანული კალენდარი გამოიყენება
მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ
იულიუსის კალენდარმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმ კალენდარული სისტემის
ჩამოყალიბებაში, რაც დღესდღეობით გვაქვს.

ენა

ლათინური ენა წარმოადგენს რომაული ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ


მემკვიდრეობას. სწორედ ლათინურისგან იღებს სათავეს არაერთი თანამედროვე ენა-
ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური. ლათინურმა ენამ დიდი წვლილი შეიტანა
სპეციალური ტერმინოლოგიის განვითარების საქმეშიც და დღეს არ არსებობს ენა,
რომელშიც ლათინური ლექსიკა რაღაც დოზით არ იყოს წარმოდგენილი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

რომაელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთი მოსახლეობის ჯანსაღ და სანიტარულ


ცხოვრებას. ბევრი ისეთი დაწესებულება იქნა შემოღებული რომაელთა მმართველობის ჟამს,
რაც ხელს უწყობდა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამ
დაწესებულებებს შორის იყო აბანოები, აკვედუკები, სადრენაჟო სისტემები. ხალხს აგრეთვე
მოუწოდებდნენ ბევრი ვარჯიშისკენ და სასარგებლო საკვების მიღებისკენ.

კანონის უზენაესობა და პოლიტიკა

სენატის დემოკრატიული ფუნქციონირების პრინციპებმა გავლენა იქონია დემოკრატიის


განვითარებაზე შემდგომი საუკუნეების მაძილზე. რომში მოქმედმა კანონებმა კი დიდი
როლი ითამაშა ლეგალური სისტემების ჩამოყალიბებაში.

31
რელიგია

რომაელთა მიერ კათოლიკური ქრისტიანული რელიგიის მიღებამ დიდი გავლენა მოახდინა


ქრისტიანული რელიგიის განვითარებაზე. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი არი პაპი,
რომლის რეზიდენციაც მდებარეობს ვატიკანში.

წყარო ა

ნაწყვეტი რომაელ გლადიატორებზე PBS-ის სატელევიზიო სერიებიდან

„წარმატებული გლადიატორები პირველი საუკუნის ნამდვილ ვარსკვლავებს


წარმოადგენდნენ და პოპულარობით დღევანდელ კინოს ცნობილ მხასიობებს არ
ჩამოუვარდებოდნენ. მაყურებლები უგრძეს რიგებში საათობით დგებოდნენ, ოღონდ
გლადიატორების ორთაბრძოლებზე დასწრების შანსი მისცემოდათ. ეს სისხლიანი, ველური,
მაგრამ პოპულარული შეჯიბრებები ხშირად მონათლულია, როგორც რომაული
ცივილიზაციის ბნელი მხარე.

იმის გათვალისწინებით, რომ რომაელები დახვეწილ და ცივილიზებულ საზოგადოებას


წარმოადგენდნენ, დღემდე გამოცანად რჩება მათი გატაცება მსგავსი ტიპის სისხლიანი
შერკინებით. ისტორიკოსები ზუსტად დღემდე ვერ ხსნიან, რატომ სიამოვნებდა ისეთ
ცივილურ საზოგადოებას, როგორიც რომი იყო, ადამიანების სისხლისღვრის ცქერა“.

წყარო ბ

ნაწყვეტი სენეკას „მორალური ეპისტოლეებიდან“, ახ.წ. 60-იანი წლები

„ორთაბრძოლებისას გლადიატორებს არაფერი იცავს, მათ შიშველ სხეულზე თითოეული


დარტყმა ჰპოვებს თავის კვალს. მაყურებელთა უმეტესობას სწორედ ასეთი სანახაობები
იზიდავს. არანაირი დამცავი ჯავშანი, არანაირი ხმლის ქნევის ტექნიკა, ან რა აზრი აქვთ მათ?
ისინი სიკვდილს მხოლოდ მცირე დროით გადაავადებენ. დილით მამაკაცებს ლომებს და
დათვებს აჭიდებენ, შუადღისას კი მამაკაცებს ერთმანეთს აბრძოლებენ...სიკვდილი
ერთადერთი გამოსავალია“.

წყარო გ

32
 სურათი 3.15 რომის კოლიზეუმი, გლადიატორთა მრავალი ორთაბრძლოის არენა

წყარო დ

 სურათი 3.16 ჟან-ლენონ ჯერომის 1872 წელს შესრულებული ნახატი “Pollice Verso”

წყარო ე

ინფორმაცია სანახაობრივი წარმოდგენების როლზე ძველ რომში (ნაწყვეტი ანტიკური


ისტორიის ვებსაიტიდან)

„გლადიატორების ორთაბრძოლების გამართვას ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.


უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საშუალება იმპერატორისა და არისტოკრატებისათვის
დემონსტრირება მოეხდინათ საკუთარი სიმდიდრისა. ამას გარდა, აღნიშნულ სანახაობას
მართავდნენ ამა თუ იმ სამხედრო ბრძოლის საპატივსაცემოდ, აღნიშნავდნენ გავლენიანი
ოფიციალური პირების ვიზიტს, ზეიმობდნენ დაბადების დღეებს, ან სულაც მოსახლეობის
ყურადღება გადაჰქონდათ შექმნილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემებიდან.
მოსახლეობას კი მსგავსი სახის სანახაობა მართლაც იზიდავდა. ეს უზომოდ პოპულარული
ორთაბრძოლები იმართებოდა ფართო არენებზე მთელი იმპერიის მასშტაბით, თუმცა
ყველაზე დიდ საბრძოლო არენას კოლიზეუმი წარმოადგენდა. ოცდაათი, ორმოცი, ზოგჯერ
ორმოცდაათი ათასი მაყურებელიც კი იკრიბებოდა სანახაობაზე დასასწრებად, სადაც ისინი
უყურებდნენ, როგორ დასდევდნენ მოასპარეზეები გარეულ და ეგზოტიკურ ცხოველებს;
როგორ სჯიდნენ სიკვდილით პატიმრებს; როგორ უგდებდნე რელიგიურ მოწამეებს ლომებს
და ბოლოს გამოდიოდნენ სანახაობის ნამდვილი ვარსკვლავები, რომაული ღირსებისა და
სიმამაცის სიმბოლოები, გლადიატორები, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში
ებმებოდნენ“.

აქტივობა: რომაული გართობა


 სწავლისადმი საჭირო მიდგომები და უნარები
 კრიტიკული აზროვნების უნარები-გონივრული დასკვნების გამოტანის უნარები
33
გაეცანი ზემოთ მოცემულ წყაროებს და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

1.შეავსე შემდეგი ცხრილი

წყარო საიდან რა არის წყაროში რა ინფორმაციას


მომდინარეობს მოცემული გვაწვდის წყარო
წყარო? ინფორმაციის რომაული
მიზანი? გართობის შესახებ?





წყარო საიდან მომდინარეობს წყარო? რა არის წყაროში მოცემული ინფორმაციის მიზანი?
რა ინფორმაციას გვაწვდის წყარო რომაული გართობის შესახებ?

ა ვინც არის მომსწრე. ჩვენამდე მოიტანოს იმ დროს ის ამბავი რაც


ხდებოდა. გლადიატორებს შორის იმართებოდა სისხლის მღვრელი ბრძოლა.

ბ ვინც ნახა და მოესწრო ამ ამბავს ეხლა გვიამბობს ჩვენ .

გ რომიდან , რომის კოლიზეუმი, გლადიატორთა მრავალი ორთაბრძლოის


არენა რომ ჩვენ გავიგოთ კოლიზეუმის შესახებ და კიდევ გავიგოთ,გლადიატორთა
მრავალი ორთაბრძლოის არენაზე. რომის კოლიზეუმში იმართებოდა გლადიატორთა
მრავალი ორორთაბრძლოის არენაზე.

დ 1872 წლიდან. მიზანი არის ჟან-ლენონ ჯერომის შესრულებული ნახატს


გავეცნოთ ჟან-ლენონ ჯერომის ნახატზე ხატია კაცი რომელიც აბიჯებს გვამებს და
ალბათ ეგაა გართრობა.2. გულისხმობს თუ არა რომაული გართობის სახეობები იმას, რომ
რომაელები არ წარმოადგენდნენ ცივილიზებულ საზოგადოებას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიყენე ყველა წყაროში მოცემული ინფორმაცია და


აგრეთვე საკუთარი მოსაზრება. საკითხს მიუდექი სხვადასხვა გადმოსახედიდან-
დაფიქრდი, რა დამოკიდებულება ექნებოდა ამ თამაშებთან იმპერატორს, პატრიცებს,
პლებეებს, მონებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს. როგორ დაახასიათებდნენ ისინი რომაული
გართობის ამ სახეობას?

 შეფასების კრიტერიუმები:

ეს აქტივობა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: კრიტერიუმი დ-


კრიტიკური აზროვნების უნარები.

34
 სურათი 3.17 ცენტრალური ამერიკის რუკა

მაიას ცივილიზაცია

მაიას ხალხების ცივილიზაცია ცენტრალურ ამერიკაში ჩამოყალიბდა. ცენტრალური ამერიკა


წარმოადგენს პანამასა და მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილს შორის მდებარე ტერიტორიას.
მიმდებარე ადგილები არაერთი ცივილიზაციის ჩამოყალიბების კერად იყო ქცეული, რაც
განპირობებული იყო აქ არსებული ხელსაყრელი გარემო პირობებით. ამ ცივილიზაციებიდან
განსაკუთრებით ცნობილია ოლმეკის ცივილიზაცია, რომელიც წინ უსწრებდა მაიას ხალხებს
და აგრეთვე აცტეკების ცივილიზაცია, რომელიც უფრო მოგვიანებით ჩამოყალიბდა მექსიკაში.

ცენტრალური ამერიკის ცივილიზაციები ვითარდებოდნენ მსოფლიოს სხვა


ცივილიზაციებისგან (მესოპოტამიის, ეგვიპტის და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზის
ცივილიზაციებისგან) აბსოლუტურ იზოლაციაში. ცენტრალური ამერიკის კლიმატი და
ტოპოგრაფია ძალზე განსხვავდებოდა ზემოთ ჩამოთვილილი ცივილიზაციების გარემო
პირობებისაგან. მაშინ, როცა მესოპოტამია და ეგვიპტე უმეტესად უდაბნოს ტიპის
ტერიტორიებს წარმოადგენენ, ცენტრალური ამერიკის ტერიტორია დაფარულია ტროპიკული
ტყით და მთელი წლის მანძილზე აქ დასტურდება ცხელი ნოტიო კლიმატი. ცენტრალური
ამერიკის ტერიტორია ხასიათდება ბევრი სიმწვანით.

ეგვიპტური, ბერძნული და შუმერული ცივილიზაციების მსგავსად, მაიას ცივილიზაციაც


ქალაქ-სახელმწიფოებისგან შედგებოდა. ეს ქალაქ-სახელმწიფოები იყო კარგად
სტრუქტურირებული და თითოეულ მათგანს სათავეში რელიგიური ლიდერი ედგა. ქალაქ-
სახელმწიფოები ზოგჯერ ერთთმანეთთან საომარ დაპირისპირებებში ებმებოდნენ. მაიას
ხალხები ამ ქალაქ-სახელმქიფოებში აშენებდნენ პირამიდებს, სასახლეებს, სახლებსა და
ბურთის სათამაშო მოედნებს. მაიას ქალაქ-სახელმწიფოების ნანგრევები შემორჩენილია
ტიკალში (გვატემალა) და ჩიჩენ იცაში (მექსიკის სამხრეთი ნაწილი).

მაიას ცივილიზაციამ განვითარების მწვერვალს ახ.წ.300-800 წლებში მიაღწია. ამ პერიოდის


განმავლობაში მაიას ცივილიზაციას არაერთი მიღწევა ჰქონდა და მისი გავლენა მთელი
ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდა. მაიას ხალხების ერთ-ერთ უმთავრეს
მიღწევად მათ მიერ დამწერლობის გამოყენება ითვლება. მაიას ხალხები იყენებდნენ
ეგვიპტური დამწერლობის მსგავს სისტემას; კერძოდ, ისინი იყენებდნენ იეროგლიფებს

35
ვერბალური ინფორმაციის წერილობითი ფორმით გამოსახატავად. საწერ მასალად ისინი
გამოიყენებდნენ ქაღალდს, რომელიც იმ დროისთვის ხელმისაწვდომი მასალისგან
მზადდებოდა. ერთ-ერთ ასეთ მასალას ხის მერქანი წარმოადგენდა.

მაიას ხალხები აქტიურად იყენებდნენ რიცხვებს და მათ დაამკვიდრეს „0“-ის ციფრად


გამოყენების პრაქტიკა. ეს იყო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი, რამაც საშუალება მისცა,
რიცხვებისა და ზოგადად მათემატიკის შესწავლა უფრო კომპლექსური გამხდარიყო. მაიას
კალენდარი წელიწადში 260 დღეს მოიცავდა. მაიას დიდი მიღწევები ჰქონდათ
ასტრონომიაშიც. უნდა აღვნიშნოთ, რომ მაიას ტომებში გავრცელებული იყო ადამიანების
მსხვერპლშეწირვის დამკვიდრებული ტრადიცია, რაც მათ რწმენა-წარმოდგენებთან იყო
დაკავშირებული. ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ტრადიცია მაიას ტომებიდან აცტეკების
ხალხებშიც გადავიდა და აქ აღნიშნულმა ტრადიციამ უფრო ფართო მასშტაბებით ჰპოვა
განვითარება. ახ.წ. 800 წლიდან მაიას ცივილიზაციამ დაკნინება დაიწყო და საბოლოოდ
გადაშენდა კიდეც, თუ რატომ, ამის მიზეზებზე დავა დღემდე გრძელდება.

ინკები

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა მკვლევარმა ჰირამ ბინგჰემმა გამოაქვეყნა წიგნი


სახელწოდებით „ინკების დაკარგული ქალაქი“. წიგნში აღწერილი იყო მისი მოგზაურობის
შესახებ პერუში, სადაც მან ხელახლა აღმოაჩინა ინკას ქალაქის- მაჩუ პიჩუს ნანგრევები. მაჩუ
პიჩუ დღესდღეობით მსოფლიოს თანამედროვე საოცრებათა სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს
იკავებს. ასეთი პატარა ქალაქის არსებობა ანდების მთების მაღალ მწვერვალებზე ინკას
ცივილიზაციის განვითარების უდავოდ მაღალ დონეზე მეტყველებს.

ინკას ცივილიზაცია სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში განვითარდა. ინკას ცივილიზაციის


ჩამოყალიბება დაიწყო ქალაქ კუცკოს დაარსებით. კუცკო გახდა ინკას იმპერიის ცენტრი,
სადაც თავმოყრილი იყო ძალაუფლებისა და მართვის ორგანოები. ინკას ცივილიზაცია
შედარებით ახალ ცივილიზაციად ითვლება, რადგანაც კუცკო ახ.წ. 1200 წელს დაარსდა.
შეგვიძლია გავიხსენოთ ეგვიპტელების ან თუნდაც შუმერების ცივილიზაციები, რომლებიც
თავიანთ ქალაქ-სახელმწიფოებს ჯერ კიდევ ძვ.წ. 2000 წლებში აარსებდნენ.

დროთა განმავლობაში ინკების იმპერია ყველაზე ძლევამოსილი იმპერია გახდა სამხრეთ


ამერიკაში და მისი გავლენის განვრცობა მოხდა სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში,
რომელთა შორის იყვნენ პერუ, ეკვადორი, ბოლივია, ჩილე და არგენტინა. ინკების
ცივილიზაცია უმეტესწილად მთიან ადგილებში ვრცელდებოდა და ამაზონის ტროპიკულ
ტყეების ვრცელ ტერიტორიაზე მისი გავლენის გავრცელება ვერ მოხერხდა.

ინკები აშენებდნენ გზებს. ისინი ანდების ნიადაგს კარგად ამუშავებდნენ და


მრავალფეროვანი მოსავალიც მოჰყავდათ. სხვა ცივილიზაციების მსგავსად, ინკას
ცივილიზაციაც დიდ ყურადღებას უთმობდა საირიგაცია სისტემების მოხმარებას
მოსავლიანობის ხელშეწყობის მიზნით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ინკებთან წარმოდგენილი

36
არაა არც ბორბალი და არც დამწერლობა. საკომუნიკაციოდ ისინი იყენებდნენ გაკვანძულ
თოკს. გაკვანძულო თოკის ზომა და ტიპი გამოხატავდა სათქმელ გზავნილს. ასე განასკვული
თოკის საშუალებით აღნიშნავდნენ ინკები რიცხვებსაც, რომლებიც მათ საგადასახადო
სისტემის ფუნქციონირებაში ეხმარებოდა.

ინკების იმპერია იერარქიულ სტრუქტურას წარმოადგენდა. ინკების ოჯახები იყოფოდა


აილუსებად. აილუსები იყო ოჯახების გაერთიანებები, რომლებიც მუშაობდნენ ერთად და
ორგანიზებულად, უმეტესწილად მოსავლის მოსაყვანად. ინკას იმპერიას მართავდა მონარქი,
რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება გააჩნდა და დიდ სიმდიდრეს ფლობდა. იმპერიის
ორგანიზებული მართვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა კარგად გამართული
საგადასახადო სისტემა იყო. ინკას ხალხები საფასურს ძირითადად საკვებისა და ძვირფასი
მეტალების ფორმით იხდიდნენ.

მე-16 საუკუნეში რეგიონში ესპანელების გამოჩენამ ინკას დომინანტობა შეასუსტა.


ევროპელებმა თან მოიტანეს უამრავი დაავადება, რომლებიც ინკას ხალხებში არასოდეს
ყოფილა გავრცელებული. ამ დაავადებებმა დიდი რაოდენობით ადგილობრივი იმსხვერპლა.
იმ დროიდან მოყოლებული რეგიონზე პოლიტიკური კონტროლი ესპანელებმა დაამყარეს.
თუმცა ინკების ენა და კულტურა დღემდეა შემორჩენილი, განსაკუთრებით პერუში, სადაც
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს მაჩუ პიჩუს და კუცკოს ყოველწლიურად უამრავი
ტურისტი სტუმრობს და ამით ეს ტურისტები ინკას ცივილიზაციას ეზიარებიან.

 სურათი 3.19 მაჩუ პიქჩუ, პერუ

წყარო ა

ნაწყვეტი პედრო დე სიეზას მიერ 1540 წელს შესრულებული ნაშრომიდან „ინკას


ქრონიკები“. წერილობითი წყაროების უმრავლესობა ესპანელი ავტორების მიერაა შექმნილი,
რომლებიც აღწერდნენ თავიანთი გამოცდილების შესახებს ინკას იმპერიაში.

37
„ახალი წლის დასაწყისში თითოეული სოფლის მმართველი მოდიოდა კუცკოში და თან
მოჰქონდათ ცნობები თავიანთ სოფელში სიკვდილიანობისა და შობადობის შესახებ. სოფლის
მმართველების მიერ მოტანილ ცნობებზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდებოდა გაეგოთ,
რამდენი ადამიანი ცხოვრობდა გაჭირვებაში, რამდენი ქალი იყო დაქვრივებული და შეეძლოთ
თუ არა მათ გადასახადების გადახდა, რამდენს კაცს შეეძლო ომში ჩაბმა საჭიროების
შემთხვევაში. ეს და სხვა მრავალი საკითხი განიხილებოდა სოფლის მმართველებთან ერთად.
ინკები მკაცრად იცავდნენ კანონის უზენაესობას და ვერავინ ბედავდა ქურდობას თუ სხვა
სახის დანაშაულის ჩადენას“.

იმსჯელე
იმის გამო, რომ ინკებს არ გააჩნდათ დამწერლობის სიტემა, შენი აზრით, რა გამოწვევენის წინაშე
დადგებოდა ინკას ცივილიზაციის აღწერის მსურველი ისტორიკოსი? რა მეთოდს გამოიყენებდა
იგი ინკას ცივილიზაციის აღსაწერად?

ამ თავის სადებატო კითხვაა „შეგვიძლია თუ არა წარსულის შესწავლა?“. შენ მიერ უკვე
მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, იმსჯელე აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

საბოლოო შეფასების დავალება: რა ფაქტორებმა განაპირობეს სხვადასხვა


ცივილიზაციის ჩამოყალიბება და შემდგომში მათი მიღწევები?

 სწავლისადმი საჭირო დამოკიდებულებები და მიდგომები

კრიტიკული აზროვნების უნარები- ინფორმაციის მიღება და გააზრება და ამის შემდგომ


საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება

შენი დავალებაა, გამოყო და ახსნა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო


წარსულის ცივილიზაციების ჩამოყალიბებასა და მათ მიღწევებს.

ამ დავალების შესასრულებლად შენ უნდა დაწერო 500-800 სიტყვიანი მოხსენება, რომელშიც


იმსჯელებ, რა ფაქტორებმა (თუ მიზეზებმა) განაპირობა წარსული ცივილიზაციების
ჩამოყალიბება და რომელშიც აგრეთვე ისაუბრებ, თუ რა მიღწევები ჰქონდათ ამ ცივილიზაციებს.
ნაშრომი უნდა წარმოგვიდგენდეს ცივილიზაციების ჩამოყალიბების განმაპირობებელ 3
სხვადასხვა ფაქტორს.

მაგალითად, თუ შეარჩევ ინდივიდებს, ალექსანდრე დიდი მშვენიერი მაგალითი იქნებოდა,


რადგანაც მან დიდი როლი ითამაშა ბერძნული ცივილიზაციის განვრცობის საქმეში.

ამის მსგავსად, თუ ბუნებრივ მახასიათებლებზე გსურს დაწერო, კარგი მაგალითს წარმოადგენს


მდინარის ხეობის ცივილიზაციები, რომლების განსახლების ტერიტორიას სწორედ ბუნებრივი
მახასიათებლების გათვალისწინებით ირჩევდნენ.
38
მოხსენებას უნდა ჰქონდეს ორგანიზებული სტრუქტურა და გამოყოფილი უნდა იყოს
პარაგრაფები. მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს მაგალითებით.

აღნიშნული დავალებისთვის საჭირო ორი ტერმინის განმარტება:

გამოყოფა- ბევრი ასარჩევი შესაძლებლობიდან რამდენიმეს შერჩევა და შემდგომ მისი ძირითადი


მახასიათებლების აღწერა.

ახსნა- მიზეზებისა და განმაპირობებელი ფაქტორების დეტალური აღწერა.

 შეფასება

აქტივობა შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: კრიტერიუმი ა- ცოდნა


და გააზრება (1-ლი და მე-2 პუნქტი), კრიტერიუმი გ- კომუნიკაცია ( 1-ლი, მე-2 და მე-3
პუნქტი), კრიტერიუმი დ- კრიტიკული აზროვნების უნარი (1-ლი და მე-2 პუნქტი).

მოსაზრებების მაგალითებით გამყარება

როდესაც წერილობითი დავალება გაქვს მოცემული, აუცილებელია შენი მოსაზრებების


მაგალითებით გამყარება. ეს მაგალითი შეიძლება იყოს რამე ცნობილი ფაქტი, რასაც შენს
ნაშრომზე მუშაობისას გაეცანი; ეს შეიძლება იყოს რომელიღაც პიროვნების ციტატა ან თუნდაც
მაგალითად შეგიძლია მოიყვანო სტატისტიკური ინფორმაცია. ეს მაგალითები შენი ნაშრომს
უფრო ხარისხიანს გახდის.

რეფლექსია

ამ თავში ვიმსჯელეთ ისტორიული წყაროების მნიშვნელობაზე წარსულის შესწავლის საკითხში.


გავეცანით სხვადასხვა ცივილიზაციას, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მსოფლიო
ისტორიის განვითარების საკითხში და არაერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი დაუტოვეს
კაცობრიობას.

გამოიყენეთ წვემოთ მოცემული ცხრილი, სადაც რეფლექსიას მოახდენთ აღნიშნულ თავში


მიღებულ ცოდნაზე.

ჩემ მიერ დასმული კითხვები პასუხები ამ კითხვებზე დარჩენილი კითხვები


ფაქტობრივი
რა იყო შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების
მთავარი მიღწევები?
39
რა წვლილი მიუძღვის ბერძნულ ცივილიზაციას
კაცობრიობის განვითარების საკითხში?
რა ცვლილებები განიცადა რომის იმპერიამ დროთა
განმავლობაში? რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს
რომაელებმა?
რა იყო მაიასა და ინკას ციილიზაციების მთავარი
მახასიათებლები?

კონცეპტუალური
როგორ შევისწავლით წარსულს?
რა არის ცივილიზაცია?
რა ფაქტორები განაპირობებდნენ ცივილიზაციის
ჩამოყალიბებასა და შემდგომში მათ
წარმატებულობას?
სადებატო
შესაძლებელია თუ არა წარსულის შესწავლა?

რამდენად კარგად დახვეწე ეს


უნარები?
ამ თავში შენს მიერ გამოყენებული მიდგომები
დამწყები კიდევ მცოდნე
აღწერა- რა უნარები შეიძინე?
შემსწავ
ლელი

საკომუნიკაციო უნარები
კრეატიული აზროვნების უნარები
კრიტიკული აზროვნების უნარები
ინფორმაციის დამუშავების უნარები
დაკვირვების მოხდენის უნარები
მოსწავლის პროფილის მახასიათებლები
მაძიებელი

40

You might also like