You are on page 1of 4

ქვიზი 1

დღეს საზოგადოების, მოსახლეობის თუ სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის კეთილდღეობა


ძირითადად დამოკიდებულია სახელმწიფოზე და მის გადაწყვეტილებაზე. თუმცა
სახელმწიფოს მართვის პროცესს ხშირად ახლავს რიგითი ნაკლოვანებები როგორიცაა:
სახელმწიფო პროგრამების არაეფექტურობა, შეუსაბამობა მართვის მიზანს, ქმედებებსა და
შედეგებს შორის. ამ პრობლემების საპასუხოდ ხალხი გამოხატავს აგრესიას. ისინი მიიჩნევენ
რომ მათი ფული ფუჭად იხარჯება და ხშირ შემთხვევაში მათ გარჯას მათთვის სასიკეთო
შედეგი არ მოაქვს.

მაშ რა არის გამოსავალი? როგორ უნდა ავიცილოთ პოლიტიკურ მართვასთან


დაკავშირებული ეს ნაკლოვანებები? ამ კითხვებზე დადებითად პასუხი გაეცა მეოცე
საუკუნეში, მაშინ როცა ჩამოყალიბდა სპეციალური სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც
პოლიტიკის ანალიზი, სიტყვა-სიტყვით კი პოლიტიკურ-მმართველობითი კურსის ანალიზი
ეწოდა. პოლიტიკის ანალიზის მიმდევარი თეორეტიკოსები და პრაქტკოსები არ ამბობდნენ
რომ პოლიტკის ანალიზი ერთადერთი გამოსავალი იყო ნაკლოვანებების დაძლევისა თუმცა
პრაქტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს. დღეს დასავლეთის და არამარტო დასავლეთის,
ნებისმიერი სამთავრობო თუ ადგილობრივი მთვარობის დაწესებულება, წარმოუდგენელია
საკუთარ საქმიანობას პოლიტიკური ანალიზის საშუალებით არ ახორციელებდეს. მისი
გამოყენება დღეს აუცილებლობადაც კი იქცა. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ რომ
ხშირად პოლიტიკის ანალიზის განხორციელება ვერ ხერხედება, ამის მიზეზი კი ვინ იქნება
თუ არა პოლიტიკოსი, რომელიც ანალიტიკოსის რჩევას უგულებელყოფს და მარტო საკუთარ
თავზე ფიქრობს. წარმატებულ ანალიტიკოსად დღეს მხოლოდ ის ითვლება ვინც კარგი
ანალიტიკური პროდუქციის გარდა, ზრუნავს მის მოხმარებაზეც, ვინც არწმუნებს
პოლიტიკოსებს რომ ამ საქმიდან მოგებული დარჩება და ურჩევს მისი რჩევა რეალურად
გაითვლისწინოს და ხორცი შეასხას. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ პილიტიკის
ანალიზი, მართვის პროცესი და მისის ძირითადი ცნებები.
პოლიტიკა და მართვა, თავისი არსით, ძალზე ახლოს მდგომი ცნებებია. მაგრამ აღსანიშნავია
რომ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ მართვა უფრო ხელოვნებაა ვიდრე ადმინისტრაცია.
პოლიტიკის მართვა რთული საქმეა რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე, რომელიც
დამოკიდებულია პირად გამოცდილებაზე და ინტუიციაზე ამიტომ ის ვერასდროს გახდება
მეცნიერება. მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ ეს სრულიად შესაძლებელია.
პოლიტიკური პროცესის შემდგომი განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეუძლია
შეიტანოსმართვამ, მას შეუძლია მიანიჭოს პოლიტიკურ პროცესს მეტი სიცხადე და წინა
ასპარეზზე გამოიტანოს ის რაც ერთი შეხედვით შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. სწორედ ამ
მიზნით, XX საუკუნის 60-80-იან წლებში შემუშავდა მართვის მეცნიერული თეორია. ამ
თეორიიდან გამომდინარე მართვა გულისხმობს მმართველსა და მართულს,სადაც პირველის
ფუნქციაა მეორეზე ზემოქმედება, ხოლო ზემოქმედების საფუძველი -სახელისუფლებო
ურთიერთობის ასიმეტრიული ხასიათი, ზემოქმედების მიზანი კი- მართვაა.
პოლიტიკური მართვა კი უფრო ხელმძღვანელობაა, ვიდრე ადმინისტრაციული მართვა.
პოლიტიკური მართვა გულისხმობს საერთო მიზნის დასახვას და ამ მიზნის
განხორციელებისათვის ძირითადი საშუალებების განსაზღვრას. მართვის ცნობილი
სპეციალისტი ჰენრი ფაიოლი გამოყოფს მართვის 5 ფუნქციას: დაგეგმვა, ორგანიზება,
განკარგვა, კოორდინაცია და კონტროლი.პოლიტიკურ სფეროში კი მართვის შემდეგი
ფუნქციები გამოიყოფა: 1.დაგეგმვა 2. ანალიზი 3. პროგნოზირება 4. გადაწყვეტილების
მიღება. 5. კონტროლი. თვითონ მმართველი ფლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სხვადასხვა მეთოდებს როგორიცაა- 1. იძულების მეთოდი 2. მონაწილების მეთოდი,
3.გარეგნული ეფექტურობის მეთოდი, 4.საინფორმაციო უპირატესობის მეთოდი.
პოლიტიკური მართვის მეთოდების გარდა არსებობს მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც
უფრო ლოგიკურ და სიტუაციურ ხასიათს ატარებს და უაღესად მნიშვნელოვანია. ესენია:
1.ზომიერების პრინციპი, 2.ძირითადი რგოლის პრინციპი, 3. მემკვიდრეობის პრინციპი.
4.კონიუნქტურისპრინციპი ( კონიუნქტურის პრინციპი ,,მელა- ლომის’’ პოლიტიკაა.
გამოიყენება ყველა ტაქტიკური სვლა: კომპრომისი, გარიგება, შეთანხმება.
მაშასადამე მართვის ფუნქციები როგორიცაა - დაგეგმვა, ანალიზი, პროგნოზირება,
გადაწყვეტილების მიღება და კონტროლი ემსახურება ერთ მიზანს- პოლიტიკური პროცესის
ოპტიმიზაციას.

პოლიტიკის ანალიზი როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა ჩამოყალიბდა


გასული საუკუნის შუა წლებში. თუმცა მა სუფრო დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი
საფუძვლები ჯერ კიდევ პროტოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ეპოქაში გვხვდება.
არსებობს ადრეული თხზულებები სადაც წინა პლანზე წამოწეულია სახელმწიფო მართვის
პრაქტიკული საკითხებით დაინტერესება, მართვის იდეაკური რეცეპტებისა და რჩევების
ჩამოყალიბება. ასეთ ადრეულ თხზულებათა შორის შეიძლება გამოიკვეთოს ინდოელი მეფის
ჩანდრაგუტპის მრჩევლის, კაუტილიის ნაშრომი ,,არხაშასტრა’’ და შან იანის თხზულება
,,შან ცზიუნ შუ’’. ამ კუთხით განსაკუთრებული წვლილი მიუზღვით აგრეტვე ისეთ ცნობილ
ისტორიკოსებს როგორიცაა პლატონი და არისტოტელე. პოლიტიკური ცოდნის პრაგმატული
ხასიათის ზრდის საუკეთესო მაგალითია ცნობილი იტალიელი მოღვაწის ნიკოლო
მაკიაველის ნაშრომები, რომლეშიც ავტორი უარს ამბობს თეოლოგიურ-მორალისტურ
სქემაზე და და პოლიტიკურ მოღვაწეობას მთლიანად რაციონალურ-პრაგმატული მოდელის
საფუძველზე აგებს. შემდგომში დაიწყო ეპოქის ახალი გამოწვევები - ინდუსტრიალიზაცია,
ურბანიზაცია, მოსახლების მასობრივი მიგრაცია.ამ ბგადასაწყვეტად საჭირო იყო რაიმე
ახლის შემოტანა რაც დაეხმარებოდა სახელმწიფოს შეემუშავა სანდო ეკონომიკურ და
სოციალურ ინფორმაციაზე დამყარებული გადაწყვეტილება. ასეთი მეთოდი კი იყო
ემპირიულ-სტატისტიკური ანალიზი. XIX საუკუნის დასასრულს წარმოდგენა იმის შესახებ,
რომ პოლიტიკური არგუმენტაცია,ემპირიული მონაცემებით უნდა იყოს გამყარებული, სულ
უფრო დომინირებული გახდა. XX საუკუნეში პოლიყიკის ნალიზის განვითარება ხალ ფაზაში
შედის, იწყება მისი ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, საექსპერტო გარემოსა და შესაბამისი
სამეცნიერო საზოგადოებრიობის ჩამოყალიბება. პოლიტიკის თეორიასა და სახელმწიფო
მართვის პრაქტიკას შორის თანხვედრას ყველაზე კარგად ვხედავთ შეერთებული შტატების
პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მაგალითზე, რომელმაც კარიერა პრინსტონის
უნივერსიტეტის მეცნიერებათა და სახელმწიფო მართვის პროფესორობიდან დაიწყო.
სამეცნიერო წრიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა როგორც სახელმწიფო
მოღვაწეობასა და მართვის პროცესში გილფერდინგი (გერმანიაში), ბაუერი (ავსტრიაში)
ჩიჩერინი და სოროკინი (რუსეთში). მთელი XX საუკუნის განმავლობაში პოლიტიკის
ანალიზის გავრცელებით ლიდერობდა აშშ , სადაც ანალიტიკურ პროდუქციაზე მოთხოვნა
ემთხვეოდა საუნივერსიტეტო და თეორიული წრეებისგან შემოთავაზებულ წინადადებებებს.
უფრო გაიზარდა მოთხოვნა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ისეთ სფეროებში,
როგორიცაა სამხედრო დაგეგმარება, სახელწიფო მართვა, ასევე სამხედრო პოლიტიკური
პროპაგანდამეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამ სფეროებში აშშ-ში დაკავებული იყვნენ
ცნობილი პოლიტოლოგები- გაბრიელ ალმონდი და ჰერბერტ ასუელი. კიდევ უფრო
გავრცელდა აპოლიტიკის ანალიზი ომისშემდგომ პერიოდში. აშშ-ში დაიწყო სახელმწიფო
ანალიტიკური ცენტრებს ჩამოყალიბებაც. ერთერთი იყო rend korporaition, რომელიც
ცნობილია იმით რომ სწორედ აქ შემუშავდა მსოფლიოში პირველი სახელმძღვანელოები
პოლიტიკის 1960- იანი წლების ბოლოსთვის შეერთებული შტატებში უკვე ფორმირებული
იყო პოლიტიკის ანალიზის მთელი ინდუსტრია. სოციალურ მეცნიერებათა
წარმომადგენლების გარდა, ანალიტიკურ ცენტრებში,მოღვაწეობდა არაერთი მათემათიკოსი,
ინჟინერი და სხვა დარგის წარმომადგენელი, რომლებმაც პოლიტიკის ანალიზში შემოიტანეს
კვლევის არა მარტო მკაცრი მეთოდები და ტექნიკები არამედ ამ დარგებისათვის
დამახასიათებელი სამეცნიერო აზროვნების სტილიც. ანალიტიკურ მუშაობაში
იგნორირებული იყო ღირებულებითი და მორალური კრიტერიუმები, ისევე როგორც
სოციალ-პოლიტიკური გარემოს გავლენა მმართველობით პროცესის ანალიზის დროს. ამ
ნაკლოვანებების დაძლევა მხოლოდ შემდგომ პერიოდში ძირითადად ბიჰევიორიზმის
გავლენით მოხერხდა. დღეს პოლიტიკის ანალიზი აქსიოლოგოური შეფასებების გარეშე
უბრალოდ წარმოუდგენელია. ოფიცილაურად, შეერთებულ შტატებში პოლიტიკის
ანალიზის ინსტიტუციონალურ დონეზე გაფორმება 1951 წიდან იწყება, როცა გამოვიდა
საავტორო კოლექტიური ნაშრომი ლასუელისა და ლერნერის რედაქტორობით. ამით
ფაქტობრივად, სათავე დაედო ე.წ. პოლიტიკურ-მმართველობით მოძრაობას.

1960-70-იან წლებში კი ხდება პოლიტიკის ანალიზის, როგორც საუნივერსიტეტო სასწავლო


დისციპლინის, ინსტიუციონალიზაცია. 60-იან წლების ბოლოს ჯერ კალიფორნიაში შემდეგ
კი სხვა წამყვან უნივერსიტეტებში იქიმნება პოლიტიკის ანალზის შემსწავლელი კურსები და
იწყება მაგისტარტებისა და დოქტორების მომზადება ამავე სფეროში. ამავე დროს
თანდათანობით ფეხს იკიდებს მეორე არანაკლები მნიშვნელობის მქონე პროცესი-
პოლიტიკის ანალიზის განსაკუთრებულ პროსეიულ სფეროდ გადაქცევა სახელმწიფო,
ფერდერალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ ორგანოებში. ჩნდება სტანდარტული
ერთეული- ანალიტიკოსი. შეერთებულ შტატებში ეს პროცესი ემთხვევა 1970-80-იან წლებს.
ამ პერიოდში შეიქნმა პოლიტიკურ-მმართველობითი კვლევების ასოციაცია, რომელიც
ძირითადად პოლიტოლოგებს აერთიანებს. არეართგვოვანი იყო პოლიტიკის ანალიზის
დამკვიდრება სხვა ქვეყნებში. მაგ. გერმანიაში პოლიტიკის ანალიზის, როგორც
დამოიკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის, გავრცელებისა და დამკვიდრების ტემპი
დამოკიდებული აღმოჩნდა 4 ფაქტორზე: ანალიტიკურ პროდუქციაზე მოთხოვნილების
არსებობაზე, სახელმწიფო მართვის ისტორიულად დამკვიდრებულ ორგანიზაციულ
მოდელებსა რეგლამენტებზე, სამეცნიერო საზოგადოებრიობის პროფესიონალიზმსა და მათ
მზადყოფნაზე ჩართულიყვნენ ანალიტიკურ საქმიანობაში. ამ მხრივ, სამაგალითოა ინგლისი,
სადაც მარგარეტ ტეტჩერის მოსვლისთანვე დაიწყო პოლიტიკის ანალიზის გამოყენება.
ზოგადად, პოლიტიკის ანალიზის დისციპლინად ჩამოყალიბება ევროპაში გასული საუკუნის
80-იან წლებს ემთხვევა.აკადემიური მეცნიერების და პრაქტიკული პოლიტიკის
ინტეგრაციისა და პოლიტიკის ანალიზის მუნიციპალურ მენეჯმენტში გამოყენების დიდი
გამოცდილება დაგროვდა იორკის უნივერსიტეტში. აქ შეიქნმა ადგილობრივი
თვითმმართველობის კონსორციუმი, რომელშიც მუნიციპალური მართვის საუნივერსიტეტო
ცენტრიც გაერთიანდა. გავრცელების მხრივ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის
მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება.
პოლიტიკის ანალიზი, როგორც დისციპლინა, გასული საუკუნის შუა წლებში გაჩნდა,
სოციალური დაკვეთის ფორმირებასთან. პოლიტიკური სისტემის განვითარებამ გაზარდა
მოთხოვნა ანალიტიკოსზე.ზოგიერთი რუსი მეცნიერი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკის
ანალიზის განვითარებაში არსებული შეფერხებების ასახსნელად ყურადღებას ამახვილებს იმ
ფაქტზე, რომ პოლიტიკის ანალიზი, აქტიურად განვიტარდა მხოლოდ მას შემდეგ , რაც 1960-
იან წლებში დასავლეთის ქვეყენების მთავრობებმა, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებულმა
შტატებმა. მათ დაიწყეს მიზნობრივი ღონისძიებების გატარება სიღარიბის წინააღმდეგ.
დისციპლინის განვითრებას ხელი შეუწყო ხელისუფლებამ. შესაბამისად, პირველი ნაბიჯის
გადადგმა მაინც ანალიტიკოსებზეა დამოკიდებული. რუსი მეცნიერების აზრით
დღევანდელი რუსეთი 60-იანი წლების დასავლეთის ქვეყნებს ჩამოჰგავს, ეს ის პერიოდია,
როცა ანალიტიკოსების ნებისმიერი სახის შეთავაზება ხელისუფლებისათვის შესაძლებელია
ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდეს. ანალოგიური შესაძლებელია გავიმეოროთ
საქართველოსთან მიმართებაშიც. ამიტომ პოლიტიკის ნაიზის გავნითარება ჩვენი
უპირველესი რიგის ამოცანაა.

მარინე გულორდავა

You might also like