You are on page 1of 34

თავი IV

კონსტრუქტივიზმი და საგარეო პოლიტიკა

თრაინ ფლოქჰარტი

თავის სარჩევი

შესავალი

რა არის კონსტრუქტივიზმი

გამოყენებითი კონსტრუქტივიზიმი

კონსტრუქტივიზმის არსი

კონსტრუქტივიზმი ხვდება საგარეო პოლიტიკას

დასკვნა

მკითხველის გზამკვლევი

ეს თავი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ახალი თეორიის შესახებაა. როგორც „ახალბედას“,


კონსტრუქტივიზმს სკეპტიკურად განიხილავდნენ დისციპლინის შიგნითაც და საგარეო პოლიტიკის
განმხორციელებელთა წრეებშიც. ბევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი გამოყენებადობა და უნარი,
რომ ეს თეორია რაიმეს იტყოდა „პოლიტიკის რეალურ სამყაროს შესახებ“. ეს თავი მიზნად ისახავს
გვაჩვენოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის ზოგიერთი მოსაზრება შეიძლება ერთი შეხედვით
დამაბნეველად გვეჩვენოს, კონსტრუქტივიზმი მაინც არის სასარგებლო საშუალება არა მხოლოდ
საგარეო პოლიტიკის გასაგებად, არამედ საგარეო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლადაც. თავი იწყება
იმაზე მსჯელობით, თუ რა არის კონსტრუქტივიზმი, იმის ხაზგასმით, რომ ანარქია არსებობს
სხვადასხვა ფორმით და როგორც ხორციელდება ამ პირობებში აგენტების ქმედება. შემდეგ თავი აღწერს
კონსტრუქტივიზმის მთავარ მოსაზრებებს და კონცეფტუალურ ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით კი
მის მიდგომას იდენტობაზე, სოციალურ კონსტრუქციაზე, წესებს და პრაქტიკაზე. მიუხედავად იმისა,
რომ ბევრი მოსაზრება და კონცეფცია შეიძლება აბსტრაქტულად მოგვეჩვენს, ამ თავში მოვიყვანთ
მაგალითებს ევროპული უსაფრთხოების „რეალური სამყაროდან“, ვაჩვენებთ კონსტრუქტივიზმის
ალტერნატიული გაგებას ნატოს როლზე ცივი ომის შემდეგ და თანამედროვე ევროპის უსაფრთხოებაში.
თავში ნაჩვენებია, რომ საგარეო პოლიტიკის თეორიულ არსს, კონსტრუქტივიზმის ჩათვლით, (იმის
გამო, რომ სხვადასხვა თეორიები განსხვავებულად ხსნიან პოლიტიკურ პროცესებს) შეუძლია
გამოაჩინოს პოლიტიკის ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ
გამოჩნდებოდნენ.

შესავალი

1991 წლის 1 ივლისს ვარშავის პაქტი დაიშალა მას შემდეგ, რაც მისმა ევროპელმა
წევრებმა შეწყვიტეს ორგანიზაციის მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება. ამით
დასრულდა 36 წლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხედრო
დაპირისპირებაზე ვარშავის პაქტს (საბჭოთა კავშირის მეთაურობით) და ნატოს (აშშ-
ს მეთაურობით) შორის. ამ ყველაფერმა მაშინვე გამოიწვია სპეკულაციები ნატოს
მომავალზე და თუ რომელი პოლიტიკური ალტერნატივა იარსებებდა ახალ
უსაფრთხოების გარემოში. რეალისტურ წრეებში ჩამოყალიბდა ზოგადი შეხედულება,
რომ დარჩა რა აშკარა საფრთხის გარეშე, ნატოს არსებობას აზრი აღარ ჰქონდა. ქენეთ
უოლცის სიტყვებით „ნატოს დღეები თუ არა, წლები დათვლილია“

ეს მაგალითი წამოჭრის შეკითხვას, თუ როგორ უნდა უდგებოდნენ საგარეო


პოლიტიკის პრაქტიკოსები და სტუდენტები აბსტრაქტულ თეორიებს, რომლებიც
მიიჩნევენ, რომ აქვთ საგარეო პოლიტიკაზე რაღაც სათქმელი და მეტიც, შეუძლიათ
„სწორი“ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა (უოლტი 1998:29). პასუხი შეიძლება
(ნაწილობრივ) მდგომარეობდეს იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება თეორიები როგორც
ორგანიზაციული პრინციპების ფორმა, კომპლექსურ სამყაროში გასარკვევად.
თეორიების გარეშე, ჩვენ უბრალოდ წაგვლეკავდა ინფორმაციის ზღვა, რომელიც უნდა
დამუშავდეს საგარეო პოლიტიკის გაგებისას და კეთებისას. თუმცა, როგორც ზემოთ
მაგალითშია აღნიშნული, თეორიების მნიშვნელობა მეტია, ვიდრე უბრალოდ
მონაცემების შეგროვება. ისინი გულისხმობენ სხვადასხვა პოლიტიკურ ვარაუდებს და
მოსაზრებებს, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო.

ვერც რეალისტებმა და ვერც ლიბერალებმა ვერ შესძლეს სწორად


ეწინასწარმეტყველათ ვარშავის პაქტის დაშლის შედეგები ნატოსთვის, თუმცა
შეინარჩუნეს დომინანტური პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში,
მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე განიცდიან კონსტრუქტივისტული პერსპექტივის
კონკურენციას. იმ დროს ვერცერთი ამ ორი დომინანტური თეორიიდან, ისევე როგორც
საგარეო პოლიტიკის პრაქტიკოსები, ვერ იფიქრებდნენ, რომ ნატოს ექნებოდა კიდევ
უფრო გავლენიანი როლი, რომ ნატო „ახალ ევროპელებს“ ასწავლიდა დემოკრატიის
ნორმებს, საჭირო ქცევას „დასავლურ კლუბში“ გასაწევრიანებლად, იდენტობების,
ინტერესების და საგარეო პოლიტიკაში ღრმად გამჯდარი პრაქტიკის ცვლილებების
პროცესში. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტივიზმმა, როგორც
ჩანს, შეძლო ნატოს ცივი ომის შემდგომი როლის საუკეთესოდ დაჭერა და
შემოგვთავაზა საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარი მნიშვნელოვანი
ცვლილებების და მათი საგარეო პოლიტიკური შედეგების ყველაზე დამაჯერებელი
ალტერნატიული ინტერპრეტაციები, საგარეო პოლიტიკის მოღვაწეების და
საერთაშოროსო ურთიერთობების მეცნიერთა მიერ მაინც რეალიზმისა და
ლიბერალიზმის არჩევა ხდება მთავარ თეორიებად. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები და
საგარეო პოლიტიკის პრაქტიკოსები არა მხოლოდ ინარჩუნებენ მტკიცე წარმოდგენებს
არსებითი პოლიტიკური საკითხების შესახებ, არამედ ასევე იმასაც, რომ მეცნიერებისა
და საგარეო პოლიტიკის შემომქმედ-პრაქტიკოსთა მთელი თაობისთვის უფრო
ადვილია რეალისტური და ლიბერალური მოსაზრებების მიღება, რადგან მათ სწორედ
რეალისტური და ლიბერალური თეორიები აქვთ ნასწავლი და მათთვის
კონსტრუქტივიზმის პერსპექტივები უცნობი და სავარაუდოდ ზედმეტად
აბსტრაქტულია.
რადგან გადაწყვეტილების მიმღებები ინარჩუნებენ საკუთარ წარმოდგენით სისტემებს
(როგორც ეს მოცემულია საგარეო პოლიტიკის ანალიზის (სპა) კვლევაში), გასაკვირი
არაა რეალისტების და ლიბერალების ხანგრძლივი პრივილეგიური მდგომარეობა,
მაშინ როცა კონსტრუქტივიზმი კონკურენციას უწევს ორივე თეორიას რამდენიმე
მნიშვნელოვან საკითხზე - განსაკუთრებით ღრმად გამჯდარ წარმოდგენაზე იმასთან
დაკავშირებით თუ როგორ „მუშაობს“ მსოფლიო. კონსტრუქტივისტების რწმენა, რომ
„მსოფლიო ისეთა, როგორსაც ვქმნით“ (ონუფი 1989) ეწინააღმდეგება რეალისტურ
შეხედულებას, რომ ჩვენ ბევრი არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, როგორი
უკმაყოფილოებიც არ უნდა ვიყოთ რაღაცებით და ასევე, ლიბერალურ პერსპექტივას,
კაცობრიობის პროგრესისკენ მიმავალი გზის შესახებ. ეს თავი მიზნად ისახავს
კონსტრუქტივიზმის ძირითადი მოსაზრებებისა და პოლიტიკის რელევანტურობის
ჩვენებას, რომლებიც შეიძლება დაემატოს სტუდენტებისა და (მომავალი)
პოლიტიკოსების „ხელსაწყოების ყუთს“, მათ მცდელობაში გაიგონ და აწარმოონ
საგარეო პოლიტიკა. წინამდებარე თავში განმარტებულია კონსტრუქტივიზმის ბუნება
და მისი დამატებითი ღირებულება საგარეო პოლიტიკის ახსნასა და გაგებაში,
ევროპული უსაფრთხოების, როგორც საილუსტრაციო მაგალითის მოყვანით.

რა არის კონსტრუქტივიზმი?

ორი გაბატონებული თეორიის წარუმატებლობას ეწინასწარმეტყველათ ცივი ომის


დასასრული, ხშირად თვლიან იმის მიზეზად, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო
ურთიერთობების დისციპლინაში კონსტრუქტივიზმის შემოსვლას. მართლაც,
რეალიზმის უუნარობამ გაეკეთებინა მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზი, მისმა
ზოგადმა სტატიკურმა ხასიათმა და თავდაპირველმა მტკიცე პოზიციამ, რომ ცივი
ომის შემდეგ ძირეულად არაფერი შეცვლილა, ხელი შეუწყო საერთაშორისო
ურთიერთობებში კონსტრუქტივიზმის სწრაფ გავრცელებას 1990-იანი წლებიდან
დღემდე. თუმცა, კონსტრუქტივიზმის საფუძვლები შეიძლება ჯერ კიდევ 1980-იანი
წლების შუიდან ვნახოთ, როდესაც კრიტიკულმა და პოსტ-მოდერნისტულმა
თეორიებმა რეალობის, სიმართლის და სტრუქტურის ალტერნატიული წაკითხვა
შემოგვთავაზეს (სმიტი 1995: 25) და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საერთაშორისო
ურთიერთობებისა და მისი ქვედარგების ფართოდ გავრცელებული ცნებები (იხ. თავი
5).

მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტივიზი ამ წიგნში წარმოდგენილია, როგორც ერთ-


ერთი ძირითადი თეორია, ბევრს მიაჩნია, რომ ის უფრო მეტად მიდგომაა, ვიდრე
თეორია. ეს შეხედულება ეფუძნება იმ გაგებას, რომ კონსტრუქტივიზმს ბევრი
არაფრის თქმა შეუძლია იმაზე, თუ ვინ არიან საერთაშორისო ურთიერთობების
მთავარი აქტორები და რა არის ამ სფეროს მთავარი საკითხები თუ პრობლემები.
კონსტრუქტივიზმი არ გვთვაზობს კონკრეტული პრობლემების გადაჭრას და არც
პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებს განსაზღვრავს. კონსტრუქტივიზმი შეიძლება
აღვიქვათ როგორც ცარიელი ჭურჭელი, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს
სოციალურ ონთოლოგიას, იმის განსაზღვრების გარეშე, თუ რომელ სოციალურ
ურთიერთობებს ეხება ის. გარდა ამისა, კონსტრუქტივიზმი „ცარიელია“ იმ კუთხით,
რომ ის არ ეპაექრება რეალიზმის და ლიბერალიზმის იდეოლოგიურ რწმენებს და არც
ოპტიმისტურია და არც პესიმისტური (ადლერი 1997:323). კონსტრუქტივიზმი არ
იძლევა ალტერნატიულ გაგებას საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ ცენტრალურ
თემებზე, როგორიცაა ანარქიისა და ძალთა წონასწორობის მნიშვნელობა,
სახელმწიფოს იდენტობასა და ინტერესებს შორის ურთიერთობა და ცვლილებების
პერსპექტივები (ჰოპფი 1998: 172). გარდა ამისა, ძირი აქვს რა კრიტიკულ თეორიასა და
პოსტ-მოდერნიზმში, კონსტრუქტივიზმი პრობლემურად ხდის იმას, რაც
საყოველთაოდ არის მიღებული და „უცნაურად“, ხედავს იმას, რასაც ზოგადად
მიიჩნევენ როგორც არსებულს(პულიო 2004, 323).
გამოყენებითი კონსტრუქტივიზმი

მკაცრად თუ ვიტყვით, მართალია, რომ კონსტრუქტივიზმი არ არის თეორია იმ


გაგებით, როგორც ლიბერალიზმი და რეალიზმი, რომლებიც იძლევიან მსოფლიო
წესრიგის განსაკუთრებულ ხედვებს. თუმცა, კონსტრუქტივიზმი შეიძლება უფრო
ახლოს იყოს სუბსტანციურ თეორიასთან, ვიდრე ეს მის კრიტიკოსებს
წარმოუდგენიათ და იგი ნამდვილად ფლობს მნიშვნელოვან პოტენციალს
გამოყენებულ იქნას, როგორც ჩარჩო, საგარეო პოლიტიკის გასაგებად. ეს
განსაკუთრებით ნათელი არის ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სადაც
სავარაუდოდ, კონსტრუქტივიმზმი ყველაზე ახლოა სუბსტანციურ თეორიასთან,
რადგან ის სვამს კონკრეტულ კითხვას: როგორ უნდა შეიცვალოს მტრობისა და ომის
ძველი პრაქტიკა ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელმაც დროთა განმავლობაში
შესაძლოა შეცვალოს იდენტობები, ინტერესები და პრაქტიკული ქმედებები.
კონსტრუქტივიზმის ამ ფორმას შეიძლება ვუწოდოთ „გამოყენებითი
კონსტრუქტივიზმი“. სხვებთან ერთად იგი ეფუძნება კარლ დოიჩისა და მისი
თანამოაზრეების შრომას (დოიჩი 1957), სადაც გაცხადებულია, რომ შეცვლილმა
ურთიერთქმედებებმა საზღვრების გასწვრივ შეიძლება მიგვიყვანოს ახალ სოციალურ
ურთიერთობებამდე და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს „უსაფრთხოების საზოგადოება“.
„უსაფრთხოების საზოგადოებების“ გამოცემის შემდეგ (ადლერი და ბარნეტი 1998)
„უსაფრთხოების საზოგადოების“ კონცეფცია გაცოცხლდა საერთაშორისო
ურთიერთობების აზროვნებაში. „უსაფრთხოების საზოგადოების“ ლიტერატურამ
შექმნა დამაჯერებული და ცხადი ემპირიული მტკიცებულება, რომ მაგალითად ნატოს
და ევროკავშირის გაფართოებისას მიმდინარე პროცესები, ან დემოკრატიული
წინსვლის ზოგიერთი ფორმა, მიზნად ისახავდა არა მტრობასა და მეტოქეობაზე,
არამედ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობებს და რომ
იდენტობები და ინტერესები მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ პროცესში.
ამ პროცესებთან დაკავშირებით ყველაზე ნათელ კონსტრუქტივისტულ განაცხადად
უნდა მივიჩნიოთ ალექსანდრ ვენდტის გავლენიანი სტატია „ანარქია ისეთია,
როგორადაც მას სახელმწიფოები აღიქვამენ“ (1992). ვენდტი კითხულობს, მართლა
ისაა თუ არა საქმე, რომ ცენტრალური პოლიტიკური ხელისუფლების არარსებობა
საერთაშორისო სისტემაში უბიძგებს სახელმწიფოებს თვითგადარჩენაზე
დაფუძნებულ ქცევის გარკვეული ფორმებისკენ, როგორც ამას რეალისტები
აცხადებენ. მისი პასუხი არის ცალსახად „არა“. თვითგადარჩენა და ძალის პოლიტიკა
არ მომდინარეობს ლოგიკურად ანარქიიდან, რადგან თვითგადარჩენა არ არის
სტრუქტურული მახასათებელი, როგორც ეს უოლცმა ივარაუდა, არამედ ინსტიტუტი,
რომელიც ემყარება საკუთარი თავისა და სხვების კონკრეტულ ინტერსუბიექტურ
გაგებას და რომელიც გაძლიერებულია აგენტების პრაქტიკის მეშვეობით. ეს
არგუმენტი ეფუძნება კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებელს,
რომელიც ამბობს, რომ ადამიანები იქცევიან გარკვეული ობიექტების მიმართ (სხვა
ადამიანების ჩათვლით) ამ ობიექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე. ეს იმას
ნიშნავს, რომ სახელმწიფოები განსხვავებულად ექცევიან მტრებს და მეგობრებს,
რადგან მტრები მათ საფრთხრეს უქმნიან და მეგობრები - არა (ვენდტი 1992: 396).
გარდა ამისა, ვენდტი ვარაუდობს სამი განსხვავებული „ანარქიის კულტურის“
არსებობას, რომლებსაც ახასიათებთ განსხვავებული ინსტიტუტები. ანარქიის სამი
კულტურა შეიძლება იყოს: კონფლიქტური და თვითგადარჩენაზე დაფუძნებული,
როგორც ამას რეალისტები ვარაუდობენ; კონკურენტული და მეტოქეობაზე
დაფუძნებული, როგორც მრავალი ლიბერალი ვარაუდობს; მეგობრული და
თანამშრომლობაზე დაფუძნებული, როგორც ეს დოიჩს მიაჩნია. გამომდინარე
დასკვნაა, რომ არა მხოლოდ ის არის ანარქია, რასაც სახელმწიფოები ქმნიან, არამედ
თვითონ ანარქიის კულტურებიც შეიძლება შეიცვალნონ.

არგუმენტი, რომ ანარქია არ არის აუცილებლად კონფლიქტზე და თვითგადარჩენაზე


დაფუძნებული, დიდი დარტყმა იყო ნეორეალიზმისთვის, მაგრამ ეს ამავე დროს
სრულიად ახალი კონცეფტუალური იარაღი იყო საგარეო პოლიტიკის შესახებ
მსჯელობისათვის, რადგან მან წარმოაჩინა სრულიად ახალი შესაძლებლობები, სადაც
მთავარ კითხვად იქცა ის, თუ როგორ იცვლება ერთი ანარქიული კულტურა მეორით.
როგორც ვენდტი ამბობს, თუ ერთადერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვართ ჩვენ
თვითგადარჩენის სისტემაში არის ის, რომ ეს პრაქტიკის შედეგია, მაშინ პრაქტიკამ
ასევე შეიძლება კვლავ შეცვალოს კონფლიქტური კულტურა. ცივი ომის შემდეგ,
კონსტრუქტივისტების აზრთ, სწორედ პოსტკონფლიქტური მახასიათებლის შეცვლა
იყო ის, რომ ნატომ და ევროკავშირმა შეძლეს ეთამაშათ უფრო მნიშვნელოვანი როლი.

აქ მთავარ კითხვას წარმოადგენს ის, თუ როგორ გადავდივართ ერთი კულტურიდან


მეორეში, რადგან როდესაც კულტურა ხდება ინსტიტუციონალიზებული, მისი
შეცვლა ძნელია. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა უფრო ახლოდან შევხედოთ
კონსტრუქტივიზმის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც გვაწვდიან
კონცეფტუალურ ინსტრუმენტებს იმის გასაგებად, თუ როგორ არის
ურთიერთდაკავშირებული აგენტების საერთო ცოდნა, იდენტობები და ინტერესები,
როგორ შეიძლება მათ შეუწყონ ხელი ღრმად დამკვიდრებულ პრაქტიკას და
სტრუქტურულ პირობებს. თუმცა, ეს მოითხოვს ზოგიერთი რეალისტური და
ლიბერალური მოსაზრებების ფუნდამენტურ უარყოფას, იმაზე თუ როგორ
ფუნქციონირებს მსოფლიო (იხ.ცხრილი 4.1)

კონსტრუქტივიზმის არსი

კონსტრუქტივიზმი განსხვავდება რეალიზმისა და ლიბერალიზმისგან რამდენიმე


ძირეული მომენტით, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცოტა შეუსაბამოდ ეჩვენოს მათ,
ვისაც ე.წ. რაციონალისტური აზროვნება ასწავლეს და რაც საფუძვლად უდევს
რეალიზმსა და ლიბერალიზმს. გარდა ამისა, კონსტრუქტივიზმის ყველა ძირითადი
ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია ისეთნაირად, რომ გართულებულია
კონსტრუქტივიზმის მცირე შემადგენელ ნაწილებად დაყოფა. ამ თავში მე
წარმოგიდგენთ პირველ რიგში კონსტრუქტივიზმის საფუძვლებს, დაყოფილს ოთხ
მთავარ მოსაზრებად, ხოლო შემდეგ თავში მე მოვახდენ იმის ილუსტრირებას, თუ
როგორ შეიძლება იქნას ეს მოსაზრებები გამოყენებული ზემოთ მოყვანილ შეკითხვაზე
საპასუხოდ - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საგარეო პოლიტიკამ ანარქიის ერთი
ფორმის შეცვლაზე მეორით?

ჩანართი 4.1 ეგო და ალტერი უდაბურ კუნძულზე

ურთიერთობები, იქნება ეს კონფლიქტური, კონკურენტული თუ მეგობრული,


ყოველთვის წარმოადგენენ სოციალური ინტერაქციის პროდუქტს და არა უბრალოდ
მატერიალურ შესაძლებლობებს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ, ვენდტი იყენებს
ორი სივრცითი ავატარის, ალტერისა და ეგოს მაგალითს, რომლებიც პირველად
შეხვდნენ ერთმანეთს უდაბურ კუნძულზე. სანაპიროზე პირველი შეხვედრიდან
მოყოლებული, მათი ურთიერთობა განვითარდება სიტუაციის მათმიერი
თავდაპირველი აღქმიდან და ინტერაქციის გამო სიტუაციის მათი საერთო
აღქმებიდან, რომლებმაც ისინი შეიძლება მიიყვანოს მტრობამდე, კონკურენციამდე ან
მეგობრობამდე, მათი ქმედებებისა და რეაქციების შესაბამისად. „მატერიალური
სტრუქტურა“ იგივეა ყველა სიტუაციაში, კერძოდ, თითოეულს გააჩნია დანა და არიან
ერთსა და იმავე უდაბურ კუნძულზე. იფიქრეთ, რომელ „ანარქიის კულტურას“
მივიღებთ შედეგად ქვემოთ მოყვანილი სამი სიტუაციიდან.

სიტუაცია 1. ეგო ამჩნევს ალტერს კუნძულზე. ეგო განსაზღვრავს სიტუაციას როგორც


პოტენციურად სახიფათოს და მიუახლოვდება ალტერს დანის ქნევით.

სიტუაცია 2. ეგო ამჩნევს ალტერს კუნძულზე. ეგო ჩათვლის, რომ ალტერი მისი
კონკურეტი იქნება კუნძულის მწირი რესურსების მოპოვებაში, თუმცა, აინტერესებს,
იცის თუ არა ალტერმა სხვა რესურსებიც. ეგო უახლოვდება ალტერს ქამარში დანით,
რომელზეც ხელი უდევს.
სიტუაცია 3. ეგო ამჩენს ალტერს კუნძულზე. ეგოს აინტერესებს უნდა თუ არა ალტერს
მასთან თანამშრომლობა ჭის ამოთხრაში (და მოსწონს თუ არა ჭადრაკის თამაში). ეგო
უახლოვდება ალტერს გაწვდილი ხელით და დანით, რომელიც უბრალოდ ქამარზე
ჰკიდია.

როგორ უპასუხებს ალტერი და როგორი იქნება ალტერის პასუხის ეგოსეული


ინტერპრეტაცია - რომელი საერთო აღქმები და პრაქტიკა შეიძლება განვითარდეს?

კონსტრუქტივისტების ოთხი ძირითადი მოსაზრება და ძირითადი კონცეფციები


შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:

1. რეალობის, როგორც სოციალური კონსტრუქციის რწმენა და სოციალური


ფაქტების მნიშვნელობა.
2. ფოკუსირება იდეურ (აზრობრივ), ისევე როგორც მატერიალურ სტრუქტურაზე
და ნორმების და წესების მნიშვნელობაზე.
3. ფოკუსირება იდენტობის როლზე პოლიტიკური ქმედებების ჩამოყალიბებაში
და „ქმედების ლოგიკის“ მნიშვნელობაზე
4. აგენტების და სტრუქტურის ურთიერთგანპირობადებობის რწმენა და
ფოკუსირება პრაქტიკასა და ქმედებებზე.
სოციალური კონსტრუქცია და სოციალური ფაქტები

როგორც სახელი „კონსტრუქტივიზმი“ გვეუბნება, კონსტრუქტივისტების მთავარი,


საერთო შეხედულება არის ის, რომ რეალობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც
მოცემულობას, სინამდვილეში მუდმივი კონსტრუირების პროექტია. ანუ
კონსტრუქტივისტები სამყაროს აღიქვამენ, როგორც იმას, რაც იქმნება
(კონსტრუირდება) და არა რაღაც, წინასწარ მოცემულ რეალობას. გარდა ამისა,
როგორც ეს ნათქვამია ცნობილ ნაშრომში „რეალობის სოციალური კონსტრუქცია“
(ბერგერი და ლუკმანი 1966), რეალობის ჩვენი აღქმა მოდის სოციალური რეალობის
ინტერსუბიექტური ცოდნიდან და სოციალური რეალობის ინტერპრეტირებული
ბუნებიდან. ის ფაქტი, რომ კონსტრუქტივიზმს ხშირად უწოდებენ სოციალურ
კონსტრუქტივიზმს, გვეუბნება, თუ რამხელა როლი ენიჭება ინტერაქიის სოციალურ
პროცესს სამყაროს შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. ამ გადმოსახედიდან,
კონსტრუქტივიზმი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეალობის ზოგი ასპექტი
ნამდვილად არსებობს როგორც „აშკარა ფაქტი“ და მათი კონკრეტული არსებობა ეჭვს
არ იწვევს, მათი შინაარსი ასეთი არ არის. აიერს როქი ანუ ულურუ (ქვიშაქვის
უზარმაზარი ბორცვი ავსტრალიაში) არსებობს, მაგრამ მისი მნიშვნელობა და შინაარსი
განსხვავდება იმის მიხედვით, მას უყურებენ ევროპული თუ აბორიგენული
გადმოსახედიდან. ამის მსგავსად, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ბომბი შეიძლება
ისევე გამოიყურებოდეს,როგორც საფრანგეთის ბირთვული ბომბი და ორივეს
შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი შედეგი, თუმცა, მათი მსგავსი მატერიალური
მახასიათებლების მიუხედავად, ჩვენ მათ სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. სწორედ
„ანარქიის კულტურებთანაა“ ეს კავშირში, რადგან სხვადასხვა მნიშვნელობები
გამოიწვევს სხვადასხვა პრაქტიკას და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,
როგორც ეს ჩანს ამერიკის განსხვავებული პოლიტიკიდან საფრანგეთის ბირთვული
იარაღისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის მიმართ.

გარდა სხვადასხვა შინაარსის აშკარა ფაქტებისა, კონსტრუქტივისტები თანხმდებიან,


რომ არსებობს რეალობის ნაწილი, რომელიც ფაქტებად მიიჩნევა მხოლოდ
ადამიანების შეთანხმების გამო და რომლებიც შესამჩნევია მხოლოდ ადამიანთა
ქმედებების შედეგად. როგორც ვენსან პულიო აღნიშნავს (2004: 320), ყველა
კონსტრუქტივისტი იზიარებს ხედვას მსოფლიოს იმ ნაწილებზე, რომლებსაც
უდგებიან ისე, თითქოს ისინი იყოს რეალური. საერთაშორისო ურთიერთობების
ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციები და აღქმები - თვით სახელმწიფოც კი - არის
უფრო სოციალური, ვიდრე ფიზიკური ფაქტები. სოციალური ფაქტები არსებობს
მხოლოდ ადამიანების შეთანხმების და საერთოდ ცოდნის გამო, რომელსაც აძლიერებს
პრაქტიკა. სოციალური ფაქტის მაგალითია ფული, რომელიც აშკარად მეტია, ვიდრე
მატერიალურად არსებული რამ - მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელსაც ჩვენ ფულს
ვანიჭებთ. რომ არა საერთო შეთანხმება, რომ ქაღალდის ეს ნაგლეჯები შეიძლება
გაიცვალოს საქონელსა და მომსახურებაზე, ფული არ იარსებებდა, რადგან ის მხოლოდ
პრაქტიკის შედეგად არსებობს. საერთაშორისო ურთიერთობები ასევე შედგება
სოციალური ფაქტებისგან, რომლებიც არ არსებობს მათთან დაკავშირებული
შინაარსისა და პრაქტიკის გარეშე. დროსთან ერთად, სოციალური ფაქტები
მატერიალიზდება სოციალური ურთიერთობების, წესების და რუტინული პრაქტიკის
შედეგად, ისე, რომ ისინი მოჩანან ობიექტურ რეალობად, რომლებიც არსებობენ
დამოუკიდებლად მათგან, ვინც ისინი შექმნა (მოახდინაა სოციალური ფაქტების
კონსტრუირება). შესაბამისად, მთავარი კითხვები კონსტრუქტივისტებისთვის
შემდეგია: როგორ არიან სოციალური ფაქტები სოციალურად კონსტრუირებული და
როგორ გავლენას ახდენენ ისინი გლობალურ პოლიტიკაზე (პულიო2004: 320)“
როგორც შეიძლება ისინი შეიცვალონ ან „დაიშალონ“? (იხ. ჩანართი 4.2)

ჩანართი 4.2 ნატო - სოციალური ფაქტი?

ნატო ნამდვილად არსებობს და ლიბიაში, ავღანეთში, ბალკანეთში და სხვაგანაც


მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ აქტორს წარმოადგენს. რეალურად ვინ ან რა არის
ნატო? რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ნატომ დაბომბა სამიზნეები
ლიბიაში? მატერიალური გაგებით, ნატო არის მოძველებული შტაბის შენობა
ბრიუსელის შემოგარენში, ვებგვერდი და თანამშრომელთა საერთაშორისო გუნდი და
გარდა AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავებისა, საკომანდო სტრუქტურისა და
სხვა შეზღუდული აქტივებისა, არ აქვს საკუთარი სამხედრო ძალა. თუმცა,
მიუხედავად ნატოს შეზღუდული მატერიალური გამოხატულებისა, ორგანიზაცია
ნათლადაა წარმოდგენილი საერთაშორისო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში და
ითვლება მოქმედების უნარის მქონე ობიექტურ რეალობად. თუმცა, ნატო არსებობს
მხოლოდ როგორც სოციალური ფაქტი, რომელიც შედგება სოციალური
ურთიერთობებისაგან, საერთო პრაქტიკისაგან და საერთო წარმოდგენებისაგან.
ნატო ჩამოყალიბდა 1949 წელს, როცა ხელი მოეწერა ჩრდილო ატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნას. ხელშეკრულება ავალდებულებდა მის
ხელმომწერებს დახმარებოდნენ ნატოს ნებისმიერ წევრს თავდასხმის შემთხვევაში.
შესაბამისად, ნატოს არსებობა, როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორისა, ეფუძნება
პირობას, რომელიც ამ დოკუმენტშია და 60-ზე მეტი წლის არის და იმ ზოგად
შინაარსს, რომელიც მისი წევრების საერთო იდენტობაზე და ღირებულებებზეა
დაფუძნებული. იგი აგრეთვე ითვალისწინებს ნატოს შექმნის შემდეგ ჩამოყალიბებულ
სხვადასხვა პრაქტიკულ გამოცდილებებს. გარდა ამისა, ნატო არსებობს მისი
ქმედებების მეშვეობით კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების
სიტუაციებში. კერძოდ, ცივი ომის დროს ის მოქმედებდა როგორც ყველაზე
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი საბჭოთა კავშირთან პირისპირ, ხოლო ცივი
ომის შემდეგ იგი ჩაერთო ყოფილ მტრებთან ახალი სოციალური ურთიერთობების
გასააქტიურებლად.

იდეური და მატერიალური სტრუქტურები.

მტკიცება, რომ მსოფლიო სოციალურად არის კონსტრუირებული დაკავშირებულია


კონსტრუქტივიზმის მეორე მთავარ მოსაზრებასთან - სტრუქტურა არ შეიძლება იქნას
გაგებული მხოლოდ მატერიალურ ძალებთან კავშირში, როგორიცაა ბუნებრივი
რესურსები და სამხედრო ძალა. ის შედგება როგორც მატერიალური, ისე იდეური
ფაქტორებისგან. კონსტრუქტივისტები აქცენტს აკეთებენ ზოგადი ცოდნის
მნიშვნელობაზე მატერიალური ფაქტორების, წესების, სიმბოლოების და ენის შესახებ,
რომლებიც ქმნიან იმას, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ სამყაროს და სხვების
ქმედებებს. არც ქმედებებს და არც მატერიალურ ძალებს არ აქვთ მნიშვნელობა ცოდნის
ზოგადი ფორმების მიღმა. კოლექტიური აზრი მატერიალურ ძალებთან ერთად ქმნის
სტრუქტურას და ორგანიზებას უწევს ჩვენს ქმედებებს. კონსტრუქტივისტებისთვის
შეუძლებელი არის რეალობის აღქმა მხოლოდ მატერიალური სამყაროს დანახვით. ამ
გაგებით, კონსტრუქტივიზმი პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ნეორეალიზმის, ისე
ნეოლიბერალიზმის მატერიალიზმს, რომლებიც საზოგადოების მთავარ
მახასიათებლად მიჩნევენ მატერიალური ძალების განაწილებას.
კონსტრუქტივისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურა შედგება
ნაწილობრივ მატერიალური ფაქტებისგან, მათ არ აქვთ მნიშვნელობა სოციალური
კონტექსტის, ზოგადი ცოდნის და არსებული პრაქტიკის აღქმის გარეშე, როგორც ეს
დავინახეთ ზემოთმოყვანილი კორეისა და საფრანგეთის ბირთვული ბომბების
მაგალითზე. ამ მაგალითში, ჩრდილოეთ კორეის ერთი ბირთვული ბომბი ნიშნავს
მეტს აშშ-თვის, ვიდრე ბევრი ფრანგული ან ბრიტანული ბირთვული ბომბი, რადგან,
ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა ინტერპრეტირებულია მეგობრობის სოციალურ
კონტექსტში (სადაც თანამშრომლობა დომინანტური პრაქტიკაა) და არა მტრობის
სოციალურ კონტესტში.

სტრუქტურები ხშირად კოდიფიცირებულია ფორმალურ წესებსა და ნორმებში


(ვენდტი 1992: 399). წესები შეიძლება იყოს ფორმალური, რომლებიც არსებობს
წერილობითი ან ზეპირი ფორმით, მაგრამ შეიძლება ასევე იყოს ნაკლებად
ფორმალური წესები, კონცეფტუალიზებული როგორც ნორმები, რომლებსაც, როგორც
წესი, იღებენ როგორც მოცემულობას, არ იწვევენ კითხვებს, დაკავშირებული არიან
სპეციფიკურ იდენტობებთან და ეკუთვნიან სპეციფიკურ ერთობებს ან სოციალურ
ჯგუფებს. ნორმები წარმოადგენენ კოლექტიურ წარმოდგენებს, რომლებიც ქმნიან
ბიჰევიორალურ მოთხოვნებს იმ აქტორებისადმი, რომლებიც (მათი იდენტობის გამო)
ნორმებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნორმა განსაზღვრავს შესაბამის
ქცევას მოცემული იდენტობის მქონე აგენტისთვის. ამ გაგებით, ნორმები წარმოადგენს
კოგნიტურ „რუქებს“ აქტორებისთვის, იმის განსასაზღვრად, თუ რომელი ქცევაა
მისაღები და რომელი არა და ასევე მათ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა აქტორების
იდენტობასა და ინტერესებზე. კონსტრუქტივისტები თანხმდებიან, რომ ნორმებს
სტრუქტურული ფუნქცია აქვთ, რომელიც არის როგორც შემაკავებელი, ისე არსებითი,
თუმცა მხოლოდ მანამდე სანამ ნორმა აგენტების მიერ რელევანტურად მიიჩნევა -
ნორმები ამ გაგებით შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც „შესაბამისობის
სტრუქტურები“.

ამასთან ერთად, ნორმები მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობების ასაგებად,


რადგან იმისთვის, რომ გახდეს სოციალური ჯგუფის წევრი, როგორიცაა ნატო ან
ევროკავშირი, აპლიკანტი სახელმწიფოები უნდა მისდევდნენ იმ ჯგუფის ნორმებს,
რომლებშიც სურთ გაწევრიანება. აქ ლოგიკა ისაა, რომ სტრუქტურული ცვლილებები
შეიძლება მოხდეს კონკრეტული აქტორების ნორმების შეცვლით, განსაკუთრებით თუ
ეს აქტორები ისწრაფვიან გახდნენ სოციალური ჯგუფის წევრები. იდეა, რომ ნორმები
შეიძლება შეიცვალოს იდენტობების და ინტერესების შესაცვლელად, გამოყენებული
იქნა მეორე მსოფლიოს შემდეგ (დასავლეთ) გერმანიასა და იაპონიაში, მაგრამ მას
შემდეგ იქნა მიღებული (როგორც ცივი ომის შემდგომი პერიოდის უდიდესი
პოლიტიკური პროექტი), რაც პოლიტიკოსებმა დაინახეს ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სწრაფვა „დასავლეთის კლუბში“
გაწევრიანებისკენ. მოკლე პერიოდში, ევროკავშირმა და ნატომ, საერთაშორისო
აქტორებთნ ერთად, შექმნეს გიგანტური პროექტი დასავლეთის ნორმების
სოციალიზაციისთვის, რომლებიც ეფუძნებოდა ლიბერალურ და დემოკრატიულ
იდეებს, იმ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის, რომლებიც
გამოთქვამდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სურვილს (ფლოკჰარტი 2006). ამ
პროცესში ახალი იდენტობები და სოციალური ურთიერთობები იქნა
კონსტრუირებული, რომლებმაც შეცვალეს ევროპაში ანარქიის ლოგიკა (დასავლეთსა
და აღმოსავლეთს შორის) მტრობისა და თვითგადარჩენის მახასიათებლიდან
მეგობრობისა და თანამშრომლობის მახასიათებლით (იხ. ჩანართი 4.3)

ჩანართი 4.3 წესების მნიშვნელობა

კონსტრუქტივისტები მიიჩნევენ, რომ წესები აუცილებელი ელემენტია


ურთიერთობების ყველაზე ელემენტარული ფორმებისთვის და ფიქრობენ, რომ
ზოგჯერ წესებს ბრმად მიჰყვებიან - იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ჩვენ შეიძლება
ვფიქრობდეთ, რომ არ არსებობს არანაირი წესები. მაგალითად, ტურისტები
ლონდონის მეტროში ძალიან სწრაფად აღმოაჩენენ დაუწერელ წესს რომ არ უნდა
უყურო დაჟინებით სხვა მგზავრს, რომელიც შენს წინ ზის. ამის ნაცვლად, მეტროს
მგზავრები სწავლობენ პრაქტიკას იყურონ სხვა მგზავრების ზემოთ.

წესები მნიშვნელოვანია იმიტომ,რომ მათ მოაქვთ წესრიგი, პროგნოზირება და


მითითებები თუ როგორ მოიქცე. წესები არის იმპერატიული პრინციპების ერთობა,
რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ქმედებას ან უფლებას იძლევა ასეთ ქმედებაზე
(ბული 1977/1955: 52). წესებს შეიძლება ჰქონდეს ფორმალიზებული კანონის სტატუსი,
მაგრამ ისინი შეიძლება წარმოგვიდგნენ როგორც მორალი, ნორმები, ეტიკეტი,
უბრალოდ ოპერატიული პროცედურები ან „თამაშის წესები“.

წესების მნიშვნელობა აშკარა იყო კოპენჰაგენის კლიმატის სამიტზე 2009 წელს. მძიმე
მოლაპარაკებებისგან და საკმაოდ გადატვირთული დღის წესრიგისგან შედეგის
მისაღწევად დანიელმა მასპინძლებმა გამოიყენეს არადამკვიდრებული
პროცედურები, წავიდნენ დიპლომატიური ეტიკეტის და გაეროს თანასწორობის
პრინციპის წინააღმდეგ. შედეგი იყო არა მხოლოდ დაბნეულობა დელეგატებს შორის,
არამედ შიში და მუშაობის შენელება, რადგან დიდი ენერგია დასჭირდა იმის
გარკვევას, თუ რა ხდებოდა. იმედგამაცრუებელი შედეგი ახლა შეიძლება
დავაბრალოთ „დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევას“ და არა იმას, რომ ზოგიერთი
სახელმწიფო უარს აცხადებს დათანხმდეს შეთანხმებების შეთავაზებულ პირობებს.

იდენტობა, ინტერესები და „ქმედების ლოგიკა“

კონსტრუქტივიზმის მესამე ძირითადი მახასიათებელი არის ფოკუსირება


იდენტობაზე. იდენტობა არის აგენტის მიერ საკუთარი თავის აღქმა, მისი ადგილი
სოციალურ სამყაროში და მისი ურთიერთობები სხვებთან. რადგან საკუთარი თავის
აღქმა ყოველთვის დამოკიდებულია „სხვაზე“ და მიუხედავად შედარებით
სტაბილურობისა, წარმოადგენს პირობას რომელიც მუდმივი თვითდამკვიდრების
პროცესშია და ყოველთვის ზურგს უმაგრებს ნარატივი ბიოგრაფიული
განგრძობადობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ნებისმიერ ცვლილებას ბუნებრივად
წარმოაჩენს. კონსტრუქტივისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იდენტობას, რადგან
მიიჩნევა, რომ იდენტობები მტკიცედ გამოხატავენ სხვადასხვა ინტერესების ან
პრეფერენციების მიმართულებას ქმედების არჩევანთან დაკავშირებით (ჰოპფი 1998:
175). იდენტობის (როგორც ინტერესებისა და ქმედებებისგან შედგენილი ერთობის)
შესახებ ეს შეხედულება წინააღმდეგობაშია რეალისტებისა და ლიბერალების
შეხედულებასთან იმის შესახებ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში აქტორებს მხოლოდ
ერთი თავიდანვე არსებული იდენტობა აქვთ - თავისი საკუთარი ინტერესების მქონე
სახელმწიფო, რომელიც ჩართულია წინასწარგანსაზღვრულად სტაბილური
მსოფლიოს „კეთებასა“ და „გადაკეთებაში“.

საერთაშორისო პოლიტიკაში აგენტების (მათი იდენტობიდან გამომდინარე)


კონცეფტუალიზაციით კონსტრუქტივისტები ასევე აცნობიერებენ აგენტების
ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის
მნიშვნელობას, რადგან ეს ის ფაქტორებია რომლებიც პირველ რიგში განსაზღვრავენ
იდენტობის კონსტრუქციას. კონსტრუქტივისტები თვლიან, რომ მხოლოდ
მატერიალურ ფაქტორებზე დაყრდნობა შედეგად გვაძლევს არასრულ საფუძველს
ანალიზისთვის. მაგალითად, მატერიალისტურ ინტერესებზე დაფუძნებულ
ანალიზში დანია და შვედეთი მიიჩნევა „მსგავს ერთობებად“, როგორც პატარა
სახელმწიფოები და შესაბამისად მიიჩნევა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა იყოს
მათთვის დამახასიათებელი. მაგრამ, შვედეთის თვითიდენტიფიცირებას როგორც
საშუალო ძალის და არა პატარა სახელმწიფოსი, დიდი გავლენა ჰქონდა შვედეთის
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სამხედრო ნეიტრალიტეტის
პოლიტიკის ხანგრძლივი ტრდიცია და მოლოდინი, რომ მის ხმას „გაიგებენ“
საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შვედეთის პოლიტიკა კონტრასტშია თითქოსდა
მისი მსგავსი ქვეყნის - დანიის პოლიტიკასთან, რომლის პატარა სახელმწიფოდ
თვითაღქმამ, ჩამოაყალიბა საგარეო პოლიტიკა, დაფუძნებული თავდაცვაზე
ალიანსებთან და სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

კონსტრუქტივისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იდენტობას, რადგან იდენტობის


ქონა ასევე გულისხმობს, რომ აქტორები მისდევენ ნორმებს, რომლებიც ამ
იდენტობასთანაა ასოცირებული და რომელთა მიხედვითაც, ქცევის ზოგი ნორმა
უფრო მისაღებია, ვიდრე სხვა. რადგან ნორმები განსაზღვრავენ ქცევას, ნათელია რომ
ნორმატიული სტრუქტურა განსაზღვრავს ქცევის ზოგ ფორმას, როგორც მისაღებს და
ზოგს, როგორც მიუღებელს. შესაბამისად, კონსტრუქტივიზმი კონტრასტშია
რეალიზმთან და ლიბერალიზმთან იმ მოსაზრებით, რომ ხალხი არ მსჯელობს
მხოლოდ ინტერესებითა და რაციონალური ზარალისა და სარგებლის მიხედვით,
არამედ ასევე ითვალისწინებს იმასაც, არის თუ არა ქმედება მისი იდენტობისთვის
მისაღები.

მარჩი და ოლსენი (1989) განიხილავენ ორივე ქმედების ლოგიკას თავიანთ ანალიზში


პოლიტიკური ინსტიტუციების შესახებ. ისინი ეთანხმებიან რეალისტებსა და
ლიბერალებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქმედებას განსაზღვრავს „შედეგების
ლოგიკა“. ამ ლოგიკით ივარაუდება, რომ აგენტები წინასწარ განსაზღვრავენ
ქმედებათა კონკრეტულ შედეგებს და ირჩევენ ქმედებას, რომელიც მათ მეტ
პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს. თუმცა, მათ ასევე უნდა იმოქმედონ „შესაბამისობის
ლოგიკიდან“ გამომდინარეც, რაც გულისხმობს იმას, რომ აგენტები მისდევენ და
მომავალშიც ეცდებიან მისდიონ წესებს, რომლებიც კონკრეტულ იდენტობებს
აკავშირებს კონკრეტულ სიტუაციებთან (რისე 2003: 163) და ისინი აუცილებლად
გაითვალისწინებენ იმას, თუ რა არის მათთვის ყველაზე მისაღები ქმედება. ეს ორივე
ლოგიკა სასარგებლოა იმ მოსაზრებების გასაგებად, რომლებიც წინ უძღვის საგარეო
პოლიტიკურ ქმედებას, თუმცა არ უნდა იქნას დანახული, როგორც
ურთიერთგამომრიცხავი. კონსტრუქტივიზმი თვლის, რომ აგენტები ეცდებიან
მოიქცნენ ისე, რაც სწორად მიაჩნიათ საკუთარი იდენტობიდან გამომდინარე, თუმცა,
ისინი აცნობიერებენ რომ ბევრი რამე დამოკიდებული იქნება სიტუაციის კონტექსტზე.
თანაც ზოგი ქცევა უბრალოდ მართლა ჩვევის შედეგია. შესაბამისად, არ არის სწორი
ყოველთვის ჩავთვალოთ, რომ ყველა აგენტი იყენებს მხოლოდ „შედეგის ლოგიკას“
(იხ. ჩანართი 4.4)

აგენტები, სტრუქტურა და პრაქტიკა

კონსტრუქტივიზმის მეოთხე ძირითადი მახასიათებელი არის მოთხოვნა, რომ


აგენტები და სტრუქტურები ერთმანეთს განაპირობებდნენ. ეს ხედვა დაფუძნებულია
ენტონი გიდენსის ნაშრომზე და ცნობილია როგორც სტრუქტურაცია, რომელიც
ამტკიცებს, რომ სტრუქტურებს გავლენა აქვს აგენტებზე, თუმცა აგენტებსაც მათი
პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება გავლენა ჰქონდეთ სტრუქტურაზე. როგორც
უკვე იყო ნაჩვენები კონსტრუქტივიზმის ოთხ ძირითად მახასიათებელთან
მიმართებაში, კონსტრუქტივისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუტინულ
პრაქტიკას. პრაქტიკის შედეგად ხდება სოციალური ფაქტების ხორცშესხმა და ისინი
ხდებიან დამოუკიდებელი სოციალური ფაქტის შემქმნელი პირველადი
აგენტებისგან. პრაქტიკის შედეგად იქმნება თვითგადარჩენისა და თანამშრომლობის
ისნტიტუტები. თუმცა, შექმნის შემდეგ ისინი ყოველდღიურ სავალდებულო
რუტინად იქცევიან. პრაქტიკა არა მარტო ამყარებს სოციალურ ფაქტს და ინსტიტუტს,
არამედ შეიძლება გახდეს სტრუქტურისა და იდენტობის დამფუძნებელიც ( ადლერი
2008: 196). უფრო მეტიც, სწორედ პრაქტიკის შედეგად ხდება სტაბილური კოგნიტური
გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც თავის მხრივ ამყარებს ინდივიდის იდენტობას
და სძენს აგენტებს თავდაჯერებულობას, რომ მოხდება მათი კოგნიტური სამყაროს
რეპროდუქცია. ეს შესაბამისობაშია ერთი ანარქიული კულტურიდან მეორეში
ცვლილების განხორციელების პერსპექტივასთან.

ჩანართი 4.4 ქმედების ლოგიკა


2011 წელს ბირმაში არჩევნებისა და აუნ სან სუ ჩი-ს შინაპატიმრობიდან მორიგი
გათავისუფლების შემდეგ, პერსპექტივა პოლიტიკური ცვლილებისთვის, თითქოსდა,
საგრძნობლად გაუმჯობესდა. (ჯერჯერობით გაურკვეველი) შედეგისგან
დამოუკიდებლად, ახალმა სიტუაციამ მოითხოვა ბირმასთან საგარეო პოლიტიკისა და
დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა. ნათელია, რომ სახელმწიფოს საგარეო
პოლიტიკის განხილვაზე ზემოქმედებს როგორც “შედეგების ლოგიკა”, ისევე
“შესაბამისობის ლოგიკა”.

წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანთა უფლებების დამცველი და 1997 წლიდან ბირმაზე


დაწესებული ეკონომიკური სანქციების მხარდამჭერი ლიბერალური სახელმწიფო
ახლა ახდენს თავისი საგარეო პოლიტიკის შესაძლო ვარიანტებისა გადასინჯვას იმ
ქვეყნის მიმართ, რომელიც ავლენს პოლიტიკური ცვლილების ძლიერ, თუმცა არა
შეუქცევად ნიშნებს. ლიბერალურ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი
მოსაზრებები.

1997 წლიდან ახალი ინვესტიციების განხორციელება აკრძალული იყო ბირმაში, რაც


ქვეყნისთვისაც და უცხოელი ინვესტორებისთვისაც წამგებიანი ეკონომიკური
შედეგების მომტანი იყო. თუმცა, გლობალური ფინანსური კრიზისის (გფკ) და ბირმაში
პოლიტიკური ცვლილებების პესრპექტივის კონტექსტში, ეკონომიკური სანქციების
უარყოფითი შედეგები ნაკლებად დამაკმაყოფილებელი, ხოლო ეკონომიკური
სანქციების შენარჩუნებისთვის მიზეზები ნაკლებად დამაჯერებელი გახდა. აქედან
გამომდინარე, ჩვენმა ლიბერალურმა სახელმწიფომ, შეიძლება, დაასკვნას, რომ
ეკონომიკური სანქციების შენარჩუნების ხარჯები არის უფრო დიდი, ვიდრე
სანქციების შედეგად მიღებული ნებისმიერი შემდგომი პოლიტიკური სარგებელი.
ლოგიკა ივარაუდებდა ეკონომიკური სანქციების მოხსნას ან შემსუბუქებას.

ბირმას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა პოლიტიკური იზოლაციის და


ეკონომიკური სანქციების პერიოდში, ტურიზმი ბირმაში შეუსაბამოდ ითვლებოდა,
ვინაიდან აქ მოგზაურობა სამხედრო რეჟიმის ირიბ მხარდაჭერად მიიჩნეოდა.
პოლიტიკური ცვლილებების ნიშნებთან ერთად, “გონივრული” ტურიზმი ბირმაში
ჩაითვალა, როგორც ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური მხარდაჭერა და
ბირმასა და გარე სამყაროს შორის სოციალური და კულტურული კავშირების გაზრდის
საშუალება. აქედან გამომდინარე, ტურიზმი ბირმაში აღარ წარმოადგენდა შეუსაბამო
ქმედებას.

“ლოგიკური შედეგისა” და “ლოგიკური შესაბამისობის” კიდევ რა მოსაზრებები


შეიძლება იყოს ბირმასთან მიმართებაში ლიბერალური ქვეყნის საგარეო პოლიტიკის
ხელახალი ფორმულირების პროცესის ნაწილი? რა იქნებოდა პოზიცია ადამიანთა
უფლებებზე?

სტრუქტურაციის ლოგიკა გულისხმობს აგენტსა და სტრუქტურას შორის საზიარო


არსებით კავშირს. თუმცა როგორც ტედ ჰოპფი ამტკიცებს, კონსტრუქტივზმი უფრო
დიდ როლს ანიჭებს სტრუქტურას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურაცია
ლოგიკურად გულისხმობს პრაქტიკის შედეგად აგენტის შესაძლო ცვლილებას,
კონსტუქტივისტები ასევე იმასაც გულისხმობენ, რომ აგენტები ქმნიან საკუთარ
საზღვრებს ყოველდღიური პრაქტიკის შედეგად ( ჰოპფი 1998: 180). აქედან
გამომდინარე, ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, კონსტრუქტივისტები ასკვნიან,
რომ მიუხედავას იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია, მისი მიღწევა რთულია. ეს
ხედვა განმეორებულია ჯეფრი ჩეკელის მიერ, რომელიც ამტკიცებს, რომ
კონსტრუქტივიზმში მიზეზობრივი ისარი ძირითადად ერთი მიმართულებით არის
მიმართული - სტრუქტურიდან აგენტისკენ, რადგან კონსტრუქტივისტები,
მიუხედავად მათი არგუმენტისა აგენტისა და სტრუქტურის
ურთიერთგანპირობებულობის შესახებ, თავიანთ ემპირიულ ნაშრომებში
ორიენტირებულები არიან სტრუქტურაცენტრულ მიდგომაზე (ჩეკელი 1998: 342).
მართლაც, კონსტრუქტივიზმს უჭირს იმის ახსნა, თუ საიდან მოვიდნენ ძლევამოსილი
სტრუქტურები (ნორმები) და რატომ იცვლებიან ისინი დროთა განმავლობაში (ჩეკელი
1998: 339). გარდა ამისა, ურთიერთგანპირობებულობა, რომელიც ნათლად
გულისხმობს მიზეზობრივ დინებას აგენტიდან სტრუქტურისკენ, არის სწორედ ის,
სადაც ხდება ცვლილება საგარეო პოლიტიკაში. სავარაუდოა, რომ იმისთვის, რომ
კონსტუქტივიზმი იყოს მართლაც გამოსადეგი როგორც ანალიტიკური საფუძველი
საგარეო პოლიტიკისთვის, საჭიროა აგენტებისადმი მეტი ყურადღება. სწორედ ესაა
იმის მიზეზი, თუ რატომაა კონსტრუქტივიზმში “აქტორ-სპეციფიკური” ისეთი
დანამატების საჭიროება (როგორც ეს პირველ თავში ვალერი ჰადსონმა ივარაუდა),
როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღებებზე ფსიქოლოგიური და კოგნიტური
(შემეცნებითი) ზემოქმედება.

განმარტების მიხედვით, საგარეო პოლიტიკა არის საქმიანობა აგენტის დონეზე,


განხორციელებული პოლიტიკის სხვადასხვა შემმუშავლებლის (აგენტების) მიერ,
როგორც საშინაო ასევე საერთაშორისო გარემოში, და აქედან გამომდინარე,
მგრძნობიარე ორივეს სტრუქტურისადმი. სპა–ს მიზანს საგრძნობლად ართულებს ის
გარემოება, რომ საგარეო პოლიტიკის შემმუშავებლები ექვემდებარებიან მინიმუმ ორი
სახის სტრუქტურულ გავლენას. უფრო მეტიც, ნათელია რომ ქმედებები, რომლებიც
ხორციელდება საგარეო პოლიტიკის შემმუშავებლების მიერ, და რომელიც
წარმოდგენს ანალიზის ცენტრალურ რგოლს სპა-ში, ხშირ შემთხვევაში არის არა
რუტინული სოციალური პრაქტიკა კონკრეტული ნორმატიული სტრუქტურის
ხორცშესახმელად, არამედ, პირიქით, არარუტინული ქმედებები, შექმნილი
ცვლილების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვნახეთ,
სოციალური პრაქტიკის ძალა მდგომარეობს მის უნარში წარმოქმნას და შესაბამისად,
კონკრეტული გახადოს ინტერ–სუბიექტური მნიშვნელობები, რომლებიც
წარმოქმნიან მსგავს სოციალურ სტრუქტურებსა და აქტორებს (ჰოფპი 1998: 178), და
არა მის ძალაში განახორციელოს ცვლილებები. უფრო მეტიც, ზოგიერთ კოგნიტურ
კონსტრუქტივისტს შეიძლება აღენიშნა ის ფაქტი, რომ აქტორები ნამდვილად არ
ისურვებდნენ შეეცვალათ სტაბილური სიტუაცია (გიდენსი 1991). თავისთავად,
იგულისხმება, რომ თუ ადამიანების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ გაურკვევლობა
და შფოთვა და ყოველთვის არჩევენ მხარი დაუჭირონ თავიანთ არსებულ
შეხედულებებს სოციალური სამყაროს შესახებ, მათ ასევე სტაბილურობა ურჩევნიათ
ცვლილებებს. ეს დასკვნა წარმოადგენს შეხედულებათა სისტემის შესახებ სპა-ს
კვლევის შედეგების გამოძახილს, რომელიც ვარაუდობს ძალზე მტკიცე რწმენებს
საგარეო პოლიტიკის შემმუშავებლებში.

როგორც ზემოაღნიშულიდან ჩანს, კონსტრუქტივისტები დიდ მნიშვნელობას


ანიჭებენ რუტინული პრაქტიკის როლს. სწორედ პრაქტიკის შედეგად ხდება ფაქტების
კონკრეტიზაცია და ჩვეულებად ჩამოყალიბება (ჰაბიტუალიზაცია), და აქედან
გამომდინარე, იმ აგენტებისგან დამოუკიდებლად არსებობა, რომლებმაც პირველად
შეიმუშავეს აღნიშული სოციალური ფაქტი. თუმცა, როგორც კი მოხდება პრაქტიკის
რეალიზება სავალდებულოდ მოღებულ ყოველდღიურ რუტინად, ის არა მხოლოდ
ხელს შეუწყობს სოციალური ფაქტების არსებობას, არამედ შეიძლება გახდეს
სტუქტურისა და იდენტობის შემქმნელი (ადლერი 2008: 196). უფრო მეტიც, სწორედ
პრაქტიკის საშუალებით ხდება სტაბილური შემეცნებითი გარემოს უზრუნველყოფა,
რომელმაც ასევე შეიძლება, განამტკიცოს ინდივიდის იდენტობა და შესძინოს
აგენტებს რწმენა, რომ მათი შემეცნებითი სამყარო გაფართოვდება. აღნიშული
რელევანტურია ერთი კულტურული ანარქიიდან მეორეში ცვლილების მოხდენის
პერსპექტივისთვის - მოსაზრება, რომელიც აღიარებული იქნა ვენდტის მიერ, როცა ის
მიანიშნებდა ისეთი ინსტიტუტების თვითუკვდავმყოფელ მახასიათებელსა და
განვლილ გზაზე დამოკიდებულობაზე , როგორიცაა თვითგადარჩენა, მეტოქეობა ან
თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ პრაქტიკის
გზით ხდება სტრუქტურასა და აგენტს შორის თანაზიარად დამფუძნებლური
ურთიერთობის მოქმედებაში მოყვანა და პრაქტიკით ხდება ცვლილება შესაძლებელი,
სწორედ იგივე პრაქტიკის გამო არის ცვლილების მიღწევა ასე რთული. ნათელია, რომ
აღნიშნულ დილემას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს საგარეო პოლიტიკისა და
ანარქიის კულტურის შეცვლის პერსპექტივისთვის.
აღნიშნულიდან ჩნდება ორი შეკითხვა: როგორ გავიგოთ საგარეო პოლიტიკა და
როგორ განვახორციელოთ საერთაშორისო ცვლელებები. პირველი შეკითხვა
მნიშვნლოვანია, ვინაიდან, თუ საგარეო პოლიტიკა არის პრაქტიკა, მაშინ,
ლოგიკურად, ზემოთ აღნიშული მიზეზებიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელი
იქნებოდა, საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელება. მეორეს მხრივ,
საგარეო პოლიტიკა ასევე შეიძლება გაგებული იქნას როგოც “ქმედება”, რომელიც
წარმოადგენს ზრახვებთან დაკავშირებულ და კონკრეტული მიზნისადმი მიმართულ
აგენტის ქცევას (ტეილორი 1964). საგარეო პოლიტიკა ნათლად შეიცავს ორივე
დამტკიცებულად ჩათვლილ რუტინებზე დაფუძნებულ წინასწარგანზრახულ
პრაქტიკას (სვიდლერი, 2001), მაგრამ, ამავე დროს ის შეიცავს კონკრეტული მიზნის
მისაღწევად შემუშავებულ გაცნობიერებულ გადაწყვეტილების მიღებასა და
რეფლექსურ პროცესებზე დაფუძნებულ განზრახულ ქმედებას, რომელიც
თავისუფლად შეიძლება იყოს სტატუს ქვოდან ცვლილება. აქედან გამომდინარე,
იმისათვის, რომ სრულად შევძლოთ კონსტრუქტივიზმის გამოყენება საგარეო
პოლიტიკის ანალიზისთვის, საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ “საგარეო
პოლიტიკა, როგორც პრაქტიკა” და “საგარეო პოლიტიკა, როგორც ქმედება” .

მეორე შეკითხვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სტრუქტურები და აგენტის დონეზე


პრაქტიკები, გულისხმობენ ტენდენციას სტაბილურობისკენ და არა ცვლილებისაკენ.
მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, რა გარემოებებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი
ცვლილებას საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში. ეს არის რთული საკითხი,
რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების ყველა თეორიტიკოსი ეჭიდება. თუმცა,
ზემოთ მოყვანილი ანალიზის დასკვნა არის ის, რომ უფრო სავარაუდოა
ტრანსფორმაციული ცვლილება მოჰყვეს დამანგრეველ მოვლენას, რომელიც არსებულ
სტრუქტურებსა და საერთო მნიშვნელობებს არაადეკვატურს გახდის ახალი
სიტუაციის მიმართ. კონსტრუქტივისტები საუბრობენ კოგნიტური შეუსაბამობის
სიტუაციაზე რომელიც მოსდევს ე.წ. “კრიტიკულ გადასვლას”, გულისხმობენ რა, რომ
აგენტების კოგნიტურ გარემოს მათთვის აღარ აქვს არავითარი აზრი და
შეუძლებელია, შესაფერისი ქმედების ამოცნობისათვის არსებული წესებისა და
ნორმების კოგნიტურ რუქად გამოყენება. აგენტებისათვის გაურკვეველი ხდება არა
მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის მნიშვნელობაც კი. მსგავს გარემოებებში
შეიძლება, შემოღებული იქნას, ცოდნისა და იდენტობის ახალი სტრუქტურა,
რომელიც თავის მხრივ, პრაქტიკაში იდენტობის ფორმირებასა და საერთო ცოდნის
რეკონსტრუქციის შედეგად, ახალი წესების შემოღებით, კარს უღებს საგარეო
პოლიტიკაში ცვლილებების შესაძლებლობას. მსგავს შემთხვევებში არსებობს ერთი
ანარქიის კულტურაში ჩამოყალიბებული ინსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა
განსხვავებული ანარქიული ლოგიკით ( იხ. ცხრილი 4.5).

ჩანართი 4.5. პრაქტიკა და ქმედება საგარეო პოლიტიკაში

სასარგებლოა, განვასხვაოთ ერთმანეთისგან პრაქტიკაზე დაფუძნებული საგარეო


პოლიტიკა და ქმედებაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. პრაქტიკაზე
დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა პრაქტიკას გაგებულს, როგორც
“სავალდებულოდ მიღებულ რუტინებში ჩამოყალიბებულ გაუცნობიერებელ ან
ავტომატურ ქმედებას” (Swidler 2001: 84), რომელიც სტაბილურობის დაცვის და არა
ცვლილების ხელშემწყობი ფაქტორია. ცვლილებას, ძირითადად, ადგილი ექნება
დამანგრეველი მოვლენის შედეგის სახით, თუმცა ასევე შეიძლება მოხდეს
თანდათანობით, აგენტის პრაქტიკის ცვლილების ან დარწმუნები შედეგად ( Risse
2000; Crawford 2002). პრაქტიკაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა ძირითადად,
ხორციელდება დიპლომატიაში ჩამოყალიბებული პრაქტიკითა და კონვენციებით,
სადაც, მაგალითად, სუვერენული აღიარების წესი გამოიხატება თითოეულ
დიპლომატიური გზავნილისა და საელჩო (ამბასადორიალური) ხელის ჩამორთმევის
დროს (Dunne and Koivisto 2010). მეორეს მხრივ, ქმედებაზე დაფუძნებული საგარეო
პოლიტიკა არის განზრახული, რეფლექსური და კონკრეტული მიზნისადმი
მიმართული ქცევა ( Taylor 1964). ქმედებაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა
ძირითადად ხორციელდება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლებიც
მიმართულია პრობლემის გადაწყვეტისაკენ ან ისეთი ახალი აზროვნების
შემოღებისაკენ, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაცვის
პასუხისმგებლობის შემოღება, პრინციპი, რომელიც განკუთვნილია, როგორც
პოლიტიკა, შეცვალოს სუვერენულობასთან დაკავშირებული დადგენილი
ჩაურევლობის პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ქმედებაზე დაფუძნებული საგარეო
პოლიტიკა ზოგჯერ წარმოადგენს პრაქტიკის ცვლილებისკენ გადადგმულ პირველ
ნაბიჯს. ორივე უკიდურესად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის გასაგებად, მაგრამ
მათი განცალკევება, ხშირ შემთხვევაში, არ არის ადვილი.

კონსტრუქტივიზმი ხვდება საგარეო პოლიტიკას

ეს თავი დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ რეალიზმსა და ლიბერალიზმს ცივი ომის


შემდგომ უსაფრთხოებაში ნატოს როლზე შეზღუდული მოლოდინები ჰქონდათ.
ნატოსათვის გათვალისწინებული შეზღუდული როლი დამაბნეველია, ვინაიდან ნატო
ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ თავდაცვითი ალიანსი. ნატოს
პირველი გენერალური მდივანის, ლორდ ისმეის მიერ ნატოს როლი განმარტებულია,
როგორც “ რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით და გერმანელები დაბლა” (Russians out,
Americans in and Germans down). ცოტა უფრო დიპლომატიურად თუ ჩამოვაყალიბებთ
და კონსტრუქტივისტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ცივი ომის შემდგომი
ნატოს როლი შეიძლება ასეთნაირად განიმარტოს: (1) გაგრძელდეს წევრი ქვეყნების
დაცვა თუ მათ უსაფრთხოებას დაემუქრებიან (2) შენარჩუნდეს ყველა წევრ ქვეყანას
შორის საერთო იდენტობა, გაზიარებული ცოდნა და საერთი გაგება; (3) ნატოს წევრი
ქვეყნებისათვის შესაბამისი ქცევის სოციალიზაციის შედეგად, გაგრძელდეს ნატოს
წევრებსა და ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის გარდამქმნელ ურთიერთობებსა და
პრაქტიკებში ჩართულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცივი ომის შემდეგ ნატოს
როლი დარჩა თითქმის იგივე, მაგრამ საკუთარისა და სხვისის განსხვავებული აღქმით,
რასაც ემატება უფრო მეტი სახელმწიფოს მიერ ალიანსის წესებისა და ნორმების
გაცნობა და შესაბამისი ქცევების შესწავლა.

ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ნატო ცივი ომიდან გამოვიდა იდენტობის დიდი კრიზისითა და კოგნიტიური


შეუთავსებლობის ღრმა გრძობით, ვინაიდან ნათელი იყო, რომ მისი დადგენილი
პრაქტიკა და გაზიარებული ცოდნა სამყაროს შესახებ აღარ წარადგენდა საჭირო
კოგნიტურ რუკას შესაბამისი ქვცევისთვის სახელმძღვანელოდ. კონსტრუქტივისტის
გადმოსახედიდან, ნატო აღმოჩნდა ეგზისტენციონალური კრიზისის (კრიტიკული
გადაბმის) წინაშე, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ გამოსაცდელად უსიამოვნო
იყო, შეეძლო ხელი შეეწყო განსახორციელებელი ტრანსფორმაციული
ცვლილებებისათვის. როგორც ჩანს, კრიზისის სიღრმე კონცენტრირებული იყო
გონებაზე, ვინაიდან დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში ნატომ ხელახლა განსაზღვრა
საკუთარი თავი, როგორც უფრო პოლიტიკური ალიანსი და საშიშროება ხელახლა
ფორმულირდა, როგორც პოლიტიკური არამდგრადობა და გაურკვევლობა. ეს იყო არა
მარტო ნატოს მიერ საკუთარი იდენტობისა და მის მიერ “სხვების” გაგების თავიდან
ჩამოყალიბების მაგალითი, არამედ ასევე აღმოჩნდა ძალიან ზუსტი პროგნოზი,
დადასტურებული იუგოსლავიის ტრაგედიით, რომელიც ვითარდებოდა 1990-იანი
წლების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე. როგორც Shea (2010) ვარაუდობდა,
სიტუაციის ტრაგედიის ფონზე “ბალკანელები იყვნენ კარგი ნატოსთვის, ვინაიდან
კონფლიქტმა ნატოს მისცა საშუალება განეხორციელებინა საგარეო პოლიტიკური
ქმედება, რომელმაც გაამყარა მისი, როგორც ევროპული უსაფრთხოებისა და საგარეო
პოლიტიკის აქტორის ახალი იდენტობა და რომელმაც საშუალება მისცა
ჩამოეყალიბებინა ახალ სტრუქტურულ გარემოებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების
ისეთი ახალი პრაქტიკა, როგორიცაა “არეალიდან გარეთ გასვლის” უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის შემდეგ ნატოს საგარეო პოლიტიკური ქმედებები


იყო ნაკლებად წარმატებული (განსაკუთრებით ავღანეთში განხორციელებული
ოპერაციები) ახლა მან ფუნდამენტალურად შეცვალა თავისი იდენტობა ძველმოდური
სტატიკური თავდაცვის ალიანსიდან თანამედროვე ექსპედიციური უსაფრთხოების
ორგანიზაციაზე და მზარდი საგარეო გამოწვევების საპასუხოდ პრაქტიკაზე
დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა ჩაანაცვლა ქმედებაზე დაფუძნებული საგარეო
პოლიტიკით. ამან შექმნა ახალი გაზიარებული ცოდნისა და ნატოს დამფუძნებელი
დოკუმენტაციის ახალი ინტერპრეტაციები. ჩრდილო ატლანტიკურ
ხელშეკრულებაში ნატოს როლი ახლა განმარტებულია, როგორც წევრი ქვეყნების
უსაფრთხოების და არა წევრი ქვეყნების ტერიტორიების დაცვის
ჩამოყალიბებისათვის შიდა პროცესების საჭიროება. აქედან გამომდინარე, იმ
შემთხვევაში, თუ მაგალითად ავღანეთში, ლიბიაში ან ადენის ყურეში მოვლენების
შედეგად, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებამ მიიღო გამოწვევა, დამფუძნებელი
ხელშეკრულების ახალი საერთო გაგება და ნატოს იდენტობა და როლი აღნიშნულ
ტერიტორიებზე ალიანსისთვის ითვალისწინებს საგარეო უსაფრთხოების
პოლიტიკურ როლს.

საერთო გაგების შენარჩუნება

ნატო მუდამ იყო დაუფარავად დაინტერესებული ალიანსის ერთობის შენარჩუნებით


- განსაკუთრებით ევროპულ და ჩრდილო ამერიკულ ნაწილებს შორის. მსგავსი
ერთობის გარეშე ბირთვული გარანტია არ იქნებოდა მტკიცე და ნატოს ძირითადი
ვალდებულება, რომ “მუქარა ერთი წევრის წინააღმდეგ არის მუქარა ყველას
წინააღმდეგ” უბრალოდ ვერ იქნებოდა დამაჯერებელი. აქედან გამომდინარე,
ერთობის საჩვენებლად, ნატო ჩაერთო ინტენსიური მოლაპარაკებების პრაქტიკაში, იმ
გადაწყვეტილებების მიღებამდე, რომელსაც ყველა ერთიანად უნდა დათანხმებოდა,
წევრ ქვეყნებს შორის ექსტენსიურმა პრაქტიკულმა თანამშრომლობამ გაამყარა
“ანარქიის კულტურა” , რომელიც დაფუძნებული იყო მეგობრობაზე, საერთო
ღირებილებებსა და საერთო გაგებაზე, იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს შესაფერის
ქმედებას.
ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ყველაზე კარგად წარმოდგენილი იქნას,
როგორც წევრი ქვეყნებისთვის დასავლური ნორმების და საერთო ღირებულებებისა
და შესაბამისი ქცევების სოციალიზაციის შიდა პროცესი. პროცესი მიმდინარეობდა
ნატოს მთელი ისტორიის მანძილზე, დაწყებული გაფართოებებით, რათა ალიანსში
ჩაერთოთ 1952 წელს საბერძნეთი და თურქეთი, 1955 წელს დასავლეთ გერმანია, 1982
წელს ესპანეთი და ცივი ომის დასრულების შემდეგ დამატებით კიდევ 12 ქვეყანა.
თითოეული ახალი წევრი შევიდა ნატოში მნიშვნელოვანი “ბარგით”, სრულად
ჩამოუყალიბებელი დემოკრატიული ნორმებითა და ნატოს წევრი ქვეყნის
“შესაბამისობის ლოგიკის” მიყოლის შესაძლებლობასთან ან სურვილთან
დაკავშირებული პრობლემებით. აღნიშნულო სოციალიზაციის შიდა პროცესები იყო
ძალიან წარმატებული, ვინაიდან ახალი წევრები საკმაოდ სწრაფად ითვისებდნენ
ახალი ნორმების ერთობლიობას, და (ზოგადად რომ ვთქვათ) ნატოს წევრობის
კონტექსტის ფარგლებში იქცეოდნენ შესაბამისად. ისინი ჩაერთნენ ექსტენსიურ
თანამშრომლობაში, რამაც შედეგად მოიტანა სრულიად შეცვლილი უსაფრთხოებისა
და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკა - არა მხოლოდ ნატოს შიგნით, არამედ
ინდივიდუალურადაც. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აღნიშული
სოციალიზაციის შიდა პროცესები არის, სავარაუდოდ, ნატოს ყველაზე
მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიღწევა, თუმცა ეს, როგორც საგარეო
პოლიტიკის მაგალითი, ხშირ შემთხვევაში მხედველობიდანაა გამორჩენილი.

ახალი სოციალური ურთიერთობების რეკონსტრუქცია

ვინაიდან ნატო ყოველთვის დაკავებული იყო გაზიარებული ცოდნისა და ერთიანი


იდენტობის შენარჩუნებით, თავისი ისტორიის საწყის ეტაპზე ის ჩაერთო ახალ
ურთიერთქმედებებსა და შესაბამისი ქცევებისათვის ახალი ურთიერთობების
პრაქტიკის ჩამოყალიბების საკითხებში. აქედან გამომდინარე, ნატო, როგორც
თავდაცვითი ალიანსი, შექმნილი საბჭოთა კავშირისგან თავის დასაცავად, უფრო
მეტად წარმოადგენდა ფორუმს ევროპელ წევრებს შორის, რათა დაემკვიდრებინა
პრაქტიკა ახალი მშვიდობიანი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და
გამყარებისათვის

კონსტრუქტივისტური პერსპექტივით, ცივი ომის დასასრული იყო კრიტიკული ბმა,


რომელმაც ნატოს, როგორც სოციალიზაციის შემქმნელ ორგანიზაციას, მისცა ახალი
შესაძლებლობები ახალი ურთიერთობებისა და შეცვლილი პრაქტიკის
ჩამოყალიბებისათვის. ეგოსთან და ალტერთან სანაპიროზე სიტუაციის მსგავსად
(ჩანართი 4.1), ნატო აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა შესაძლებელი იყო „მომავლის“
სხვადასხვა ვარიანტი, დამოკიდებული მის ქმედებებსა და საბჭოთა კავშირისა და
ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრების საპასუხო ქმედებებზე. 1990 წლის
ივნისში ნატოს მიერ არჩეული ქმედება იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპისთვის „მეგობრობის ხელის გაწოდება“. არჩეულ როლს შედეგად მოჰყვა
პრაქტიკული ქმედებები რაც გამოიხატა 1991 წლის დეკემბერში ჩრდილო
ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) დაარსებით, რომელშიც
მონაწილეობას იღებდა ყველა ძველი მოწინააღმდეგე. აღნიშნულს მოჰყვა
პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამა (PFP) 1994 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის,
პოლონეთისა და უნგრეთის მიღება ნატოს წევრებად 1999 წელს და წევრობის
სამოქმედო გეგმის (MAP) ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენდა პერსპექტიული
(სავარაუდო) წევრებისთვის საკონსულტაციო პროგრამას. არსი ამისა არის ის, რომ
ყველა აღნიშნული ინიციატივა, შეიძლება, განხილული იქნას, როგორც მაგალითი
ნატოს საგარეო პოლიტიკისა, რომელიც შემუშავდა იმისათვის, რომ გავლენა
მოეხდინა იმ ქვეყნების სოციალიზაციაში მიმდინარე ცვლილებებზე, რომლებიც არ
იყვნენ და შეიძლება, არც არასდროს გამხდარიყვნენ, ნატოს წევრი ქვეყნები. პროცესს
ჰქონდა ორმხრივი კონსტიტუციის სახე, ვინაიდან ნატომ წარადგინა არაერთი
პარამეტრი და მოლოდინი, ხოლო შემდგომ პერსპექტიულმა (სავარაუდო) წევრებმა
ქმედებებითა და საქმიანობებით განსაზღვრეს მათი დამოკიდებულება ნატოსადმი.
მიუხედავად იმისა რომ უკვე ათზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ნატოს, პროცესი ჯერ
კიდევ არ დასრულებულა.
ცოტა ხნის წინ ნატომ ასევე წამოიწყო მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთთან ანტი–
სარაკეტო თავდაცვასა და სხვა თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, და ამავე
დროს განაცხადა, რომ შეიმუშავებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას. აღნიშნული
სიტუაცია ძალიან წააგავს 4.1 გრაფაში მოყვანილ ეგოსა და ალტერის მაგალითს
ზღვაზე. მტრობის სოციალური კონტექსტის ფარგლებში, ნატოს განცხადება
ანტისარაკეტო თავდაცვის შემოღების შესახებ იქნებოდა უდავოდ ზიანის მომტანი
ნატო–რუსეთის ურთიერთობებისთვის. თუმცა, დაგეგმილი თანამშრომლობისა და
ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ საერთო წარმოდგენების სოციალური
კონტექსტით, შეიძლება ხელი შეეწყოს (შეზღუდული) თანამშრომლობის სიტუაციას.
არსებობს იმედი, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ინიციატივა
შედეგად მოიტანს რუსეთთან რადიკალურად განსხვავებულ ურთიერთობას,
წინააღმდეგობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩანაცვლებას თამანშრომლობაზე
დაფუძნებული ურთიერთობით პოლიტიკის იმ სფეროებში, რომლებშიც მიიჩნევა,
რომ ორივეს აქვთ საერთო ინტერესი და უსაფრთხოების საერთო პრობლემები. იმ
შემთხვევაში, თუ ინიციატივა აღმოჩნდება წარმატებული (რაც ნაკლებად
სავარაუდოა), მას ექნება პოტენცია, არა მარტო შეცვალოს ნატოსა და რუსეთს შორის
უსაფრთხოების პრაქტიკა, არამედ მოახდინოს მნიშვნელოვანი სტრუქტურული
ცვლილებები.

დასკვნა

კონსტრუქტივისტული პერსპექტივით, ნათელია, რომ ბოლო ორი ათწლეულის


განმავლობაში ნატო მიჰყვებოდა კონსტრუქტივისტულ საგარეო პოლიტიკას,
განაგრძობდა რა თავის ძალისხმევას ჩამოეყალიბებინა კულტურული ანარქია
დაფუძნებული თავისი წევრების მეგობრობასა და თანამშრომლობაზე და გაეზარდა
წევრების რაოდენობა, რის პარალელურადაც, ამავდროულად, შეენარჩუნებინა
თავისი, როგორც დამცველი გაერთიანების როლის, იდენტიფიკაცია. მხოლოდ ამ
უკანასკნელ როლზე ყურადღების გამახვილებით, რეალიზმმა შეაფასა ნატოს წლები,
როგორც დანომრილი, ვინაიდან ცივი ომის დასასრულისას, სწორედ ამ როლის
ფარგლებში მიიღო ნატომ გამოწვევა. ნატოს აქ მოუხდა საკუთარ თავისა და სხვების
კონცეფციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება, აგრეთვე ყველაზე
შრომატევადი მუშაობა ახალი საერთო ცოდნის ჩამოყალიბებისა და შესაბამისი
ქცევების თავიდან განსაზღვრებისთვის. რეალიზმის სტატიკური ბუნება მოკლებული
იყო მსგავსი ცვლილებების შეძლებისთანავე დანახვისათვის საჭირო კონცეპტუალურ
ხელსაწყოებს. ორი ტრადიციულად დომინანტური თეორიასაც აკლია
კონცეფტუალური ხელსაწყოების ყუთი რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ნატოს
საგარეო პოლიტიკა გაგვეგო, როგორც არა მხოლოდ მატერიალურ შესაძლებლობებსა
და ინტერესზე დაფუძნებული თანამშრომლობა, არამედ მახასიათებლებისა და
საერთო ცოდნის მუდმივი რეკონსტრუქცია, უსაფრთხოების პრაქტიკის გზით
გაძლიერებული, რომელიც განაპირობებს მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, და არა
მტრობასა და მეტოქეობაზე დაფუძნებულ ანარქიის კულტურას.

კონსტრუქტივიზმმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გრძელი გზა განვლო.


საგარეო პოლიტიკის მოქმედმა სპეციალისტებმაც აღიარეს ნატოსა და მსგავსი
საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც ცვლილების განმხორციელებელი
აგენტების როლი – არა ძალმომრეობით, არამედ ნორმატიული უფლებამოსილებითა
და დიდი ხნის იდენტურობებისა და დანერგილი პრაქტიკების შეცვლის უნარით.
აქედან გამომდინარე პასუხი სტეფან ვოლტის მიერ წამოჭრილ შეკითხვაზე თუ რატომ
უნდა დაინტერესდნენ სტუდენტები და საგარეო პოლიტიკის მოქმედი
სპეციალისტები ისეთი აბსტრაქტული თეორიებით, როგორიცაა კონსტრუქტივიზმი,
არის ის რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი განმარტებითი ძალა ინსტიტუტების
(ორგანოების) გრძელვადიანობასთან მიმართებაში. ამავე დროს, უარყო
კონსტურქტივიზმი, როგორც საგარეო პოლიტიკის პრაქტიკის მეგზური, ნიშნავს
გამოგრჩეს პოლიტიკური ალტერნატივები ისეთი სტანდარტული მოთხოვნისა, რომ
არ არსებობს ეროვნული ინტერესის რაციონალური მისწრაფების ალტერნატივა.
 საკვანძო საკითხები
 კონსტრუქტივიზმი გვთავაზობს საგარეო პოლიტიკის რამდენიმე
კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის განსხვავებულ გაგებას, რომლებიც
წარმოადგენენ საგარეო პოლიტიკის შემუშავების აუცილებელ კომპონენტებს.
იგი გვთავაზობს ორი მთავარი თეორიისგან განსხვავებულ პოლიტიკურ
ვარიანტებს.
 კონსტრუქტივისტები იკვლევენ თუ რამდენად ცვლის ომისა და ხანგრძლივი
მეტოქეობის პრაქტიკა დამკვიდრებულ ინსტიტუციებს, იდენტობებსა და
ინტერესებს.
 კონსტრუქტივიზმი სვამს კითხვას, თუ საიდან მოდის არსებული ინტერესები
და აღნიშნავს, რომ განსხვავებულ იდენტობებს ექნებათ განსხვავებული
ინტერესები და განსხვავებული ინტერესები გამოიწვევს განსხვავებულ საგარეო
პოლიტიკურ მიდგომებს.
 კონსტრუქტივიზმის ერთ–ერთი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ იგი
მიიჩნევს, ადამიანები მოქმედებენ ერთმანეთის, ან მატერიების მიმართ იმის
მიხედვით, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორ აღიქვამენ ამ სხვა
ადამიანებს ან მატერიებს.
 კონსტრუქტივისტები ხედავენ სტრუქტურას როგორც მატერიალურს და
იდეურს, სადაც იდეური სტრუქტურა არის კოდიფიცირებული ფორმალურ
წესებში და ნორმებში და რომლის მიხედვითაც ახდენენ აგენტები/მონაწილეები
სოციალიზაციას.
 კონსტრუქტივისტები უშვებენ აგენტებსა და სტრუქტურებს შორის
ურთიერთგანპირობებად ურთიერთობას, თუმცა სტრუქტურების გავლენა
აგენტებზე უპირატესია კონსტრუქტივისტური თეორიული მსჯელობისთვის.

კითხვები
1. რატომ იღებენ მხედველობაში სტუდენტები და პრაქტიკოსები
კონსტრუქტივიზმს?
2. რატომ მოიხსენიება კონსტრუქტივიზმი ზოგჯერ მიდგომად და არა
თეორიად?
3. რატომ არ არის აუცილებელი, რომ თვითგადარჩენა ლოგიკურად
გამომდინარეობდეს ანარქიიდან?
4. რა არის სოციალური ფაქტორები?
5. რატომ არის გაზიარებული ცოდნა ასეთი მნიშვნელოვანი
კონსტრუქტივისტებისთვის?
6. რატომ არის იდენტობა ასეთი მნიშვნელოვანი კონცეპტი
კონსტრუქტივიზმისათვის?
7. რატომ არის წესები და ნორმები კონსტრუქტივიზმისათვის ასეთი
მნიშვნელოვანი?
8. რა იგულისხმება ფრაზაში „რეალობის სოციალური კონსტრუქცია“?
9. რა როლი ენიჭება პრაქტიკას კონსტრუქტივიზმის თეორიაში და როგორ
უნდა განვასხვავოთ ის ქმედებისაგან?
10. როგორი ურთიერთობაა სტრუქტურებს (იდეები, ნორმები, მატერიალური
ფაქტები) და აგენტებს (ხალხი, ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები)
შორის კონსტრუქტივისტული აზროვნების მიხედვით?

 დამატებითი საკითხავი
Adler, E. (2002), “Constructivism and International Relations”, in W. Calsnaes, T. Risse, and
B. Simmons (eds), Handbook of International Relations: 95-118 (London, Sage Publications).

Adler, E. (2008), “The Spread of Security Communities: Communities of Practice, Self-


Restraint and NATO’s Post Cold War Transformation”, European Journal of International
Relations, 14: 195-230.

Checkel, J. (1998), “The Constructivist Turn in International Relations Theory”, International


Security, 23, 171-200.

Hopf, T. (1998), “The Promise of Constructivism in International Relations Theory”,


International Security, 23, 171-200.

Wendt, A. (1992), “Anarchy Is What States Make of It: The Social Construction of Power
Politics”, International Organization, 46: 391-421.

www.oxfordtextbooks.co.uk./orc/smith_foreign/

You might also like