You are on page 1of 423

ანა პოლიტკოვსკაია

პუტინის რუსეთი
ცხოვრება დაღმავალი დემოკრატიის ეპოქაში

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ

ავტორის შენიშვნა

ეს წიგნი ვლადიმერ პუტინზეა, მაგრამ არა ისეთ პუტინზე,


როგორსაც ჩვეულებრივ იცნობენ დასავლეთში, არა
ვარდისფერი სათვალით დანახულ ვლადიმერ პუტინზე.
რატომ არის ასეთი რთული, ვარდისფერ ფერებში დაინახო
მოვლენები, როდესაც რუსული რეალობის წინაშე
აღმოჩნდები? იმიტომ, რომ პუტინმა, ქვეყნის ყველაზე
შავბნელი ინტელიგენციის პროდუქტმა, ვერ შეძლო
გადაებიჯებინა თავისი შემქმნელებისთვის და აღარ
ემოქმედა სუკ-ის აგენტივით. იგი კვლავაც დაკავებულია
თავისუფლების მოყვარე თანამოქალაქეების
დახარისხებით; ისევ ისეთივე მონდომებით მიილტვის
თავისუფლების დასამარებისკენ, როგორც ამას კარიერის
დასაწყისში აკეთებდა.

ეს წიგნი იმის შესახებაცაა, რომ რუსეთში, საბედნიეროდ,


ყველა არ არის მზად, პუტინის მმართველობის ტიპს
შეეგუოს. ჩვენ აღარ გვინდა, ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ,
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაზე მეტად დასავლეთს
აწყობს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება.
თუმცა ეს წიგნი პუტინის პოლიტიკის გამოცდა არ არის. მე
პოლიტიკური ანალიტიკოსი კი არა, ერთი უბრალო
ადამიანი ვარ უამრავთა შორის, ერთი სახე – ადამიანთა
დიდ ნაკადში. ასეთებს მრავლად შეხვდებით მოსკოვში,
ჩეჩნეთში, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ადგილებში. ამ
წიგნში თავმოყრილია რუსეთის პერიფერიებში ჩაწერილი
ჩემი იმწუთიერი განცდები, რეალური ისტორიები.
მიუკერძოებელი ანალიზისთვის უკანაც უნდა გავიხედოთ
ხოლმე. მე აწმყოში ვცხოვრობ და ვინიშნავ ყველაფერს,
რასაც ვხედავ და რაც მესმის.

1. ჩემი ქვეყნის ჯარი

რუსეთის ჯარი – ეს სრულიად დახურული ზონაა. იგივე ციხე.


უფრო ზუსტად კი, სწორედაც ციხეა, უბრალოდ სხვა
სახელი ჰქვია. ვერც ციხეში და ვერც ჯარში კაცი ვერ
შედგამს ფეხს, თუ ამას ციხის (ჯარის) ხელმძღვანელობა
არ «მოისურვებს». აქედან მოდის ტრადიცია, რომ
თითოეული ადამიანის ცხოვრება ჯარში მონობის
ტოლფასია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი არაფერი გვითქვამს –


ნებისმიერ ქვეყანაში ჯარი მიისწრაფვის, მაქსიმალურად
დახურული ზონა იყოს და როგორც ჩანს, სწორედ ეს
გვაძლევს საფუძველს გენერლები, საერთო
მახასიათებლებით, ადამიანთა საერთაშორისო ტომის
ნაწილად განვიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომელ
პრეზიდენტსა თუ ქვეყანას ემსახურებიან.

თუმცა არსებობს რუსული ჯარისთვის დამახასიათებელი,


უფრო სწორად კი, ჯარისა და სამოქალაქო საზოგადოების
ურთიერთობის სპეციფიკური მახასიათებლები. ეს კი იმაში
გამოიხატება, რომ რუსეთში არ არსებობს სამოქალაქო
ხელისუფლების მხრიდან სამხედროებზე რაიმე სახის
კონტროლი. ჯარისკაცი, როგორც ჯარის სტრუქტურის
უმდაბლესი კასტა, არარაობაა, ნულია. საჯარისო
დანაყოფების ბეტონის კედლების მიღმა ნებისმიერ
ოფიცერს შეუძლია ისე მოექცეს ჯარისკაცს, როგორც
მოუნდება და რაც იმ წუთას თავში აზრად მოუვა. ამავე
პრინციპით უფროს ოფიცერს შეუძლია, თავის უმცროს
კოლეგას დამართოს ნებისმიერ რამ, რაც მოეპრიანება.

ალბათ უკვე ენაზე მოგადგათ შეკითხვა: ნუთუ, შეიძლება


ყველაფერი ასე ცუდად იყოს?

მთლად ყოველთვის არა. შექმნილი სიტუაცია


უკეთესობისკენ პერიოდულად იცვლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც ჯარის დანაყოფებში უეცრად
გამოჩნდება ადამიანი ჰუმანური მიდრეკილებებით და
თავის ქვეშევრდომებს წესრიგისკენ მოუწოდებს. მხოლოდ
ასეთი ცალკეული გამონაკლისების შემთხვევაში
გამობრწყინდება ხოლმე სინათლის სხივი. მთლიანობაში
კი ჯარი დახურული და მონური ორგანიზმია.

– მაგრამ რას აკეთებენ თქვენი ლიდერები? – ალბათ


დაინტერესდებით, – პრეზიდენტი ხომ უმაღლესი
მთავარსარდალია, პირველი პირი ჯარში, რომელიც
პერსონალურადაა პასუხისმგებელი იქ შექმნილ
სიტუაციაზე?

მას შემდეგ, რაც ჩვენი ლიდერები (პრეზიდენტები)


კრემლში ადგილს დაიკავებენ, მიისწრაფვიან არა იმისკენ,
რომ როგორმე ბოლო მოუღონ ამაზრზენ ტრადიციებს და
ხელი შეუწყონ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც
აღკვეთს განუკითხაობას ჯარში, არამედ პირიქით,
ზრუნავენ, რომ ჯარში ხელმძღვანელებს
დაქვემდებარებულ ადამიანებზე რაც შეიძლება მეტი
ძალაუფლება მისცენ. ჯარი დაუჭერს თუ არა მხარს
ლიდერს, სწორედ ამ ძალაუფლების გადაცემის ხარისხზეა
დამოკიდებული. ჯარში სიტუაციის შერბილების
ერთადერთი მცდელობა, როგორც დემოკრატიული
თავისუფლებისკენ საყოველთაო მისწრაფების
შემადგენელი ნაწილი, ბორის ელცინის მმართველობის
დროს შეინიშნებოდა. მაგრამ ამ ძვრებმა დიდხანს ვერ
გასტანა. რუსეთში ძალაუფლება ტრადიციულად
ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაზე ბევრად
ძვირფასია. აღშფოთებული გენერალური შტაბის ზეწოლით
ელცინმა თეთრი დროშა აღმართა და დანებდა.

პუტინს კი ეს არც უცდია. იგი თავადაა ყოფილი ოფიცერი


და ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც მისი სახელი
პირველად წამოტივტივდა, როგორც სახელმწიფოს
მომავალი შესაძლო მეთაურის, და არა როგორც
ყველასთვის საძულველი ფედერალური უშიშროების
ბიუროს არაპოპულარული მმართველისა, მან
ოფიციალურად განაცხადა, რომ ელცინის პოლიტიკისა და
ჩეჩნეთის პირველ ომში მარცხის გამო დამცირებული ჯარი
უნდა გაახალგაზრდავებულიყო და ერთადერთი, რაც მას
საბოლოო აღორძინებამდე აკლდა, ჩეჩნეთის მეორე ომი
იყო. ეს განცხადება ანგარიშვალდებულია ყველაფერზე,
რაც შემდგომში მოხდა. როდესაც 1999 წელს ჩეჩნეთის
მეორე ომი დაიწყო, ჯარს თავისუფალი მოქმედების
უფლება მიეცა, ამიტომაც 2000 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში, ჯარმა ვლადიმერ პუტინს ერთპიროვნულად
დაუჭირა მხარი. ჯარისთვის არსებული ომი ძალზე
ხელსაყრელი აღმოჩნდა, მედლების წყარო და ჩინის
დაჩქარებული მინიჭება, პირველი რანგის ტრამპლინი
პოლიტიკური კარიერისთვის. ახალგაზრდა გენერლები,
რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ, პირდაპირ
პოლიტიკურ ელიტაში იკვლევდნენ გზას. პუტინი კი
ამასობაში უკვე ახალი წინასაარჩევნო ლოზუნგით
წარსდგა ქვეყნის წინაშე: მან ელცინის დროს დაჩოქებული
და ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხებული ჯარი ფეხზე
დააყენა.

სინამდვილეში როგორ «დაეხმარა» პუტინი ჯარს, ამას


თავად შეიტყობთ იმ ისტორიებიდან, რომელსაც ქვემოთ
მოგიყვებით. თავად გადაწყვიტეთ, მოგეწონებოდათ თუ
არა, გეცხოვრათ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიერ
გასტუმრებული გადასახადები ამგვარ ინსტიტუციას
მოხმარდება. რას იგრძნობდით, როდესაც თქვენი ვაჟი,
რომელსაც 18 წელი შეუსრულდა (ჯარში გაწვევის ასაკი),
იქცეოდა «ადამიანურ მასალად» – ფორმულირება,
რომელიც ასე მიღებულია ჩვენთან – მისაღები იქნებოდა
თქვენთვის ჯარი, საიდანაც ჯარისკაცები ყოველ კვირა
მასობრივად გარბიან დეზერტირებად, ზოგჯერ ოცეულები
ან ზოგჯერ სრული შენაერთებიც კი? გარბიან გაურკვეველი
მიმართულებით, ოღონდაც სიცოცხლე შეინარჩუნონ. რას
იფიქრებდით ჯარზე, სადაც მხოლოდ ერთ წელიწადში, 2002
წელს სრული ბატალიონი, ხუთას კაცზე მეტი, დაიხოცა არა
მტრის ხელით, არამედ ცემით? სადაც ოფიცრები იპარავენ
ყველაფერს, დაწყებული ათრუბლიანებით, რომელსაც
რიგითებს მშობლები უგზავნიან, დამთავრებული
სახელმწიფოს კუთვნილი ტანკებით? სადაც უფროს
ოფიცრებს ეჯავრებათ უმცროსი ოფიცრები და სცემენ მათ
განუკითხავად, როგორც და როცა მოესურვებათ. უმცროსი
ოფიცრები კი ამ დაგროვილ ბოღმას რიგით ჯარისკაცებზე
ანთხევენ? სადაც ოფიცრებს ეჯავრებათ რიგითი
ჯარისკაცების დედები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენთან ყველა დაშინებულია, ზოგ შემთხვევაში მაინც,
როდესაც სიკვდილის გარემოება აღმაშფოთებელია,
პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ მათი შვილები დახოცეს და
დამნაშავის დამსახურებულ დასჯას ითხოვენ.

პირველი ისტორია. № უ-729343: ბრძოლის ველზე


დავიწყებული

2002 წლის 18 ნოემბერია. ნინა ლევურდა, რუსული ენისა და


ლიტერატურის ყოფილი (ახლა პენსიაზეა გასული)
მასწავლებელი 25-წლიანი სტაჟით, დამძიმებული და
გადაღლილი ხანშიშესული ქალბატონი, სხვადასხვა მძიმე
დაავადებით დახუნძლული, როგორც არაერთხელ ბოლო
ერთი წლის განმავლობაში, კვლავაც საათობით იცდის
მოსკოვის კრასნაია პრესნიას საუბნო სასამართლოს
არასასიამოვნო მიმღებში.

ნინას არსად წასვლა არ შეუძლია. ის დედაა, რომელიც


ვაჟის გარეშე დატოვეს. უფრო მეტიც, სიმართლის გარეშე
საკუთარი ვაჟის შესახებ. ლეიტენანტი პაველ ლევურდა,
დაბადებული 1975 წელს, ჯარისკაცის ნომერი უ-729343,
ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში მოკლეს. არა თავად
სიკვდილის ფაქტმა, რადგან ჩვენი დედები ყველაფერს და
მათ შორის შვილების სიკვდილსაც კი მიეჩვივნენ, არამედ
გარემოებამ, რომელშიც მკვლელობა მოხდა და იმან, რაც
ამას მოჰყვა, აიძულა ნინა, ბოლო თერთმეტი თვე
სასამართლო ინსტანციებში ევლო ერთადერთი მიზნით –
მიიღოს ხელისუფლებისაგან იურიდიულად ზუსტი პასუხი
კითხვაზე: რატომ მოხდა, რომ მისი ვაჟი ასე უბრალოდ
დაავიწყდათ ბრძოლის ველზე? და მას, ბრძოლის ველზე
დავიწყებული მებრძოლის დედას, შვილის სიკვდილის
შემდეგ ასე უმოწყალოდ რატომ ექცეოდა თავდაცვის
სამინისტრო?

ბავშვობაში პაველ ლევურდა სამხედრო კარიერაზე


ოცნებობდა, რაც არც ისე ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს
დროში. ვაჟები ისეთი ღარიბი ოჯახებიდან, რომელთაც არ
შეუძლიათ შვილებს უმაღლესი განათლება დაუფინანსონ,
მართლაც მიისწრაფიან სამხედრო აკადემიებისკენ,
მაგრამ მათი ერთადერთი მიზანია, მიიღონ დიპლომი და
მაშინვე ჩამოშორდნენ სამხედრო სამსახურს.
პრეზიდენტის უწყების თვითკმაყოფილი ანგარიშები,
სადაც საუბარია იმაზე, როგორ იზრდება კონკურენცია
სამხედრო სასწავლებლებში ჩასაბარებლად, სიმართლეს
შეესაბამება. მაგრამ ეს არა ჯარის პრესტიჟის გაზრდიდან,
არამედ განათლების მაძიებელთა სიღარიბიდან
მომდინარეობს. ის, რომ არსებობს სწავლის, თუმცა არა
სამხედრო სამსახურის სურვილი, გარკვეულწილად ხსნის
დანაყოფებში უმცროს ოფიცერთა რაოდენობის
კატასტროფულ შემცირებას. უმცროსი ოფიცრები,
როდესაც სასწავლებელს ამთავრებენ, არ მიდიან იმ
გარნიზონებამდე, სადაც გაანაწილეს, გზაში «მძიმე
დაავადება შეეყრებათ», ან «მოულოდნელი ინვალიდობის»
ცნობას იკეთებენ, რისი მოხერხებაც ისეთ კორუმპირებულ
ქვეყანაში, როგორიც რუსეთია სავსებით შესაძლებელია.

პაველი განსხვავებული იყო. მას მართლა უნდოდა


ოფიცერი გამხდარიყო. მშობლები ცდილობდნენ,
გადაეთქმევინებინათ, რადგან იცოდნენ, რა მძიმე
ცხოვრებაა ჯარში. პაველის მამა, პეტრ ლევურდა თავადაც
ოფიცერი იყო და ოჯახს გამუდმებით ერთი შორეული
გარნიზონიდან მეორეში უწევდა გადაადგილება.
ადრეულ 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის რღვევის
კვალდაკვალ ქვეყანაში დიდი ქაოსი იყო. მხოლოდ
შეშლილი თუ გადაწყვეტდა საშუალო განათლების
მიღების შემდეგ სწავლა სამხედრო აკადემიაში
გაეგრძელებინა, სადაც მაშინ სტუდენტებს ვერც კი
კვებავდნენ. მაგრამ პაველმა მაინც თავისი გაიტანა და
სასწავლებლად შორეული აღმოსავლეთის უმაღლეს
სამხედრო სასწავლებელში გაემგზავრა. 1996 წელს
ოფიცრის წოდება მიიღო და სანკტ-პეტერბურგთან ახლოს
გაამწესეს. 1998 წელს კი, ყველაზე ცხელ ზონაში, 58-ე
არმიაში გადაისროლეს.
რუსეთში 58-ე არმია ქვეყნის შეიარაღებული ძალების
გახრწნის სიმბოლოდ მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ეს
ყველაფერი არ დაწყებულა პუტინის ხელისუფლებაში
მოსვლის დროიდან, არამედ გაცილებით ადრე. თუმცა
პუტინს მხრებზე აწევს უზარმაზარი პასუხისმგებლობა,
ერთი მხრივ, ოფიცერთა სრული ანარქიის გამო, რომელიც
ნებადართულია ჯარში და მეორე მხრივ, იმიტომაც, რომ
ოფიცრებს, ფაქტობრივად, მიაკერა «სახელმწიფოებრივი
ხელშეუხებლობის» სტატუსი. მათ პრაქტიკულად
სასამართლოში საქმე არ აქვთ. როგორი ხარისხის
დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, დაუსჯელები
რჩებიან.

58-ე არმია, სადაც ლევურდა მოხვდა, გენერალ ვლადიმირ


შამანოვის არმიად იწოდება. რუსმა გმირმა, რომელიც
ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა, თავი სამოქალაქო
საზოგადოებისადმი დიდი სისასტიკით გამოიჩინა. შემდეგ
თავისი ნებით გადადგა და ამჟამად ულიანოვსკის ოლქის
გუბერნატორია, რასაც ჩეჩნეთის მეორე ომის შემდგომ
გამორჩა. იმ პერიოდში ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდა,
ყოველდღიურად უხსნიდა საზოგადოებას, რომ «ყველა
ჩეჩენი – ბანდიტია» და სწორედ ამიტომ იმსახურებენ
განადგურებას. შამანოვმა ამ ქმედებებში პუტინის სრული
მხარდაჭერა მოიპოვა და ჩეჩნეთის მეორე ომი თავისი
პოლიტიკური კარიერის პლაცდარმად გამოიყენა.
58-ე არმიის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლის შტაბი
ვლადიკავკაზშია (ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკის
მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის დედაქალაქი)
განთავსებული, იბრძოდნენ ჩეჩნეთის პირველ ომშიც და
იბრძვიან ახლაც. 58-ე არმიის ოფიცრებმა, თავიანთი
გენერლების მსგავსად, თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული
სისასტიკით როგორც ჩეჩენი ხალხის, ისე საკუთარი
ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრების მიმართ.
ჯარისკაცების დედების როსტოვის კომიტეტის არქივი
(დონის როსტოვი – ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის
საშტაბო ქალაქი, რომელსაც ექვემდებარება 58-ე არმია)
ძირითადად შეიცავს საქმეებს, რომელიც უკავშირდება
სწორედ 58-ე არმიიდან რიგითების დეზერტირობას,
ოფიცერთა მიერ ცემის გამო. გარდა ამისა, ეს სამხედრო
ქვედანაყოფი «განთქმულია» საბრძოლო მასალის
საკუთარი საწყობებიდან თავაშვებული ქურდობითა და
ღალატით: საბრძოლო იარაღის ჩეჩენი
მოწინააღმდეგეებისთვის მიყიდვით – რუსი ოფიცრები
საკუთარ მტერს ეხმარებიან.

პირადად ვიცნობ უამრავ ახალგაზრდა ოფიცერს,


რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ
როგორმე 58-ე არმიაში არ მოხვედრილიყვნენ. აი,
ლევურდამ კი სხვაგვარად გადაწყვიტა. მისი წერილები
მძიმე წასაკითხი იყო. როდესაც შვებულებით შინ
ბრუნდებოდა, მშობლები ხედავდნენ, რომ სულ უფრო და
უფრო გულჩათხრობილი და მოღუშული ხდებოდა.
მშობლები სთხოვდნენ, სამსახურიდან წამოსულიყო, ის კი
უბრალოდ პასუხობდა: «რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს».
დღეისთვის ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პაველ
ლევურდა ნამდვილად იყო ერთი იმათთაგანი, ვისზეც
ხელისუფლებას შეეძლო დაუფიქრებლად ეთქვა, რომ ეს
ახალგაზრდა სამშობლოს წინაშე მოვალეობის
განსაკუთრებული, გამძაფრებული გრძნობითა და
საკუთარი წარმოდგენით პატრიოტიზმზე, არის საუკეთესო
სამხედრო ტრადიციების, ოფიცერთა ღირსებისა და
ღირებულების ჭეშმარიტი, და არა პუტინური გაგებით,
აღორძინების იმედი.

თუმცა ხელისუფლებამ სულ სხვა რამ თქვა...

2000 წელს, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, პაველ


ლევურდას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, უარი ეთქვა და
ჩრდილო კავკასიაში არ წასულიყო საომრად, და მაშინ
ძნელად თუ მოიძებნებოდა ვინმე ისეთი, ვინც ამისთვის
გაამტყუნებდა, რადგან, სახელმწიფო პროპაგანდის
მიუხედავად, უამრავი ახალგაზრდა ოფიცერი, ვისაც არ
უნდოდა ომში წასვლა, ეძებდა გზებს თავის დასაღწევად.
კვლავაც «აკეთებდნენ» სხვადასხვაგვარ ცნობებს,
«პოულობდნენ» საკუთარ ორგანიზმში მოულოდნელი
ინვალიდობის ნიშნებს, აფორმებდნენ ფიქტიურ
ქორწინებას ორშვილიან ქალებთან და ეს ყველაფერი
თავის არიდების საშუალებას აძლევდათ.

მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ პაველ ლევურდამ ვერ


შეძლო თავისი ჯარისკაცების მიტოვება (ასე განუმარტა
მშობლებს). ასე რომ, როცა ისინი ჩეჩნეთში გააგზავნეს,
პაველიც გაჰყვა. მან გადარჩენის შანსი არ გამოიყენა.
2000 წლის 13 იანვარს პაველი ომში ჩაება. ჯერ მოსკოვის
პროვინციაში, მესაზღვრეთა მე-2 (ტამანის) დივიზიონის
(საჯარისო დანაყოფი 73881) მე-15 მოტორიზებული ქვეითი
ჯარის პოლკში. 15 იანვარს ნინა ივანოვნამ ტელეფონის
ყურმილში უკანასკნელად გაიგონა თავისი ვაჟის ხმა,
რომელმაც დარეკა და შეატყობინა, რომ სპეციალურ
კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც ჩეჩნეთში
მიდიოდა და...

ეს საძაგელი «და» რასაც მოასწავებდა, თავისთავად


ცხადია.

– ვტიროდი, ვცდილობდი დამეყოლიებინა, რომ უარი


ეთქვა, – იხსენებს ნინა ივანოვნა. – მაგრამ პაშამ მითხრა,
რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და უკან გზა აღარ
არსებობდა. ჩემს დისშვილს, რომელიც მოსკოვში
ცხოვრობს, ვთხოვე სასწრაფოდ მისულიყო ტამანის
დივიზიონში, მოეძებნა პაველი და როგორმე
დაეყოლებინა, გადაწყვეტილება შეეცვალა... მაგრამ
როდესაც იგი დანაყოფში მივიდა, აღმოჩნდა, რომ პაშა
სამხედრო თვითმფრინავით უკვე მოზდოკში
გაფრენილიყო...
ამგვარად, 2000 წლის 18 იანვარს № უ-729343 ჩეჩნეთში იყო.

«ახლა გროზნოში ვიმყოფები... – ეს სტრიქონი პაშას


პირველი და უკანასკნელი წერილიდანაა, რომელიც
მშობლებს გაუგზავნა და დათარიღებულია 2000 წლის 24
იანვრით. – ქალაქი ყველა მხრიდან ბლოკირებულია და
შიგნით სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. სროლები
წუთითაც არ წყდება. ქალაქი ცეცხლშია გახვეული, ცა
ერთიანად შავია. ზოგჯერ შეიძლება ყურის ძირში
აგიფეთქდეს ნაღმი ან გამანადგურებელმა ფეხებთან
ჩამოგიგდოს ყუმბარა. არტილერია არასდროს დუმდება.
ბატალიონში შემაძრწუნებელი დანაკარგებია. ჩემს
ჩამოსვლამდე ჩემი ოცეულის მეთაური ჩვენსავე
ყუმბარაზე აფეთქდა. ჩემი ასეულის მეთაურმა კი, როდესაც
მასთან მივედი, უხეიროდ აიღო ხელში ავტომატი და
ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ტყვიების
წვიმა გამოუშვა. სასწაულებრივად ამცდა. მერე ყველა
იცინოდა: – პაშა, შენს მოსვლამდე ხუთი მეთაური
გამოვიცვალეთ, შენ კი შეიძლება ხუთი წუთიც ვერ
გაგეძლო.

აქ ხალხი კარგია, მაგრამ ფსიქიკურად


გაუწონასწორებლები. ოფიცრები კონტრაქტით არიან,
მაგრამ ჯარისკაცები, უმეტესად ახალგაზრდები, ძლივს
უძლებენ. კარავში ერთად გვძინავს, მიწაზე ვწევართ.
მკბენარი – უთვალავი. რაღაც სისაძაგლით ვიკვებებით.
სხვა გზა არ გვაქვს. წინ რა გველის – კაცმა არ იცის: ან
იერიში გაურკვეველი მიმართულებით ან არადა,
ვისხდებით ერთ ადგილას იდიოტებივით, ან მოუსავლეთში
გაგვაგზავნიან და გაგვრეკავენ უკან მოსკოვისკენ ან
ღმერთმა უწყის, რა იქნება. ავად არ ვარ, მაგრამ დიდი
ნაღველი მიპყრობს. მორჩა, აბა კარგად. გკოცნით, პაშა».

ძნელია ასეთმა წერილმა მშობლებს შვება მოჰგვაროს.


ომში ძალზე სწრაფად იკარგება მშვიდობიანი ცხოვრების
ორიენტირები, ადამიანის გონება მას უბრალოდ
განდევნის, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ჭკუიდან
შეცდები და ვეღარ შეძლებ გაარჩიო, რით შეიძლება
დაამშვიდო ან შეაძრწუნო ადამიანები, რომლებიც ომისგან
შორს არიან, რადგან ტერორი, რომელიც განიცადე,
იმდენად ძლიერია, რომ უკვე თავგზა გებნევა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პაშა სავსებით
დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ასეთ წერილს უნდა
ჰქონოდა ვალერიანის ეფექტი მათ მშობლებზე, რადგან
სინამდვილეში ის სულაც არ იწვა კარავში არაფრის
მოლოდინში, 21 იანვრიდან მოყოლებული ე. წ. ყველაზე
«სერიოზულ საბრძოლო მოქმედებებში» იღებდა
მონაწილეობას. ჯერ ყუმბარმტყორცნი ოცეულის
მეთაურობა და შემდეგ კი, მალევე მთელი ასეულის
ხელმძღვანელობა ჩააბარეს (ოფიცრები დაიხოცნენ, და
როგორც პაველი წერდა, აღარავინ დარჩა, ვინც მეთაურის
მოვალეობას შეასრულებდა).
და ამ დროს იგი მხოლოდ გროზნოს განაპირა მხარეში კი
არ იყო, რომელიც წერილის მიხედვით «გამუდმებით
იწვოდა», არამედ სადღაც სხვაგანაც...

შემდეგ, ოფიციალურ დოკუმენტს თუ დავეყრდნობით, 19


თებერვალს, უფროსი ლეიტენანტი ლევურდა სადაზვერვო
ჯგუფებს ალყიდან გამოსვლაში ეხმარებოდა და
«უზრუნველყოფდა თავისი მეგობრების უკანდახევას»
(ციტატა პაველისთვის მინიჭებული გმირობის
ორდენისთვის თანდართული ჯილდოს ფურცლიდან) იტუმ-
კალეს რაიონის სოფელ უშკალოიდან, სადაც მძიმედ
დაიჭრა და «ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული
უამრავი ჭრილობიდან დიდი ოდენობით სისხლის
დაკარგვის გამო» გარდაიცვალა.

მოკლედ, პაველ ლევურდა უშკალოიში გარდაიცვალა,


სადაც 2000 წლის ზამთარში ყველაზე რთული ბრძოლა იყო:
უიმედო პარტიზანული ომი მთიან ტყეებსა და ვიწრო
ბილიკებზე. თუმცა ეს განმარტება სიტუაციას მხოლოდ
ზოგადად აღწერს. დედა, ნინა ივანოვნა მაშინ სხვა რამეზე
ფიქრობდა: – რახან დაიღუპა, მაშინ სადაა ცხედარი? ხომ
უნდა დამარხოს? ცხედარი სადმე ხომ უნდა იყოს?
მაგრამ შვილის ცხედარი ლევურდების ოჯახში არ
მიუსვენებიათ. ასე დაიწყო ნინა ივანოვნას მტანჯველი
ცხოვრების ახალი ეტაპი – საკუთარი გამოძიება
საყვარელი ვაჟის ნეშტის მიკვლევის მიზნით, ცხედრისა,
რომელიც დაკარგა იმ ხელისუფლებამ, მისი ვაჟი ასე
ერთგულად რომ ემსახურებოდა.
აი, რა გაარკვია დედამ, რომელიც ერთდროულად
სამხედრო პროკურორად და გამომძიებლად გარდაისახა.
19 თებერვალს, მისი ვაჟის სიკვდილის ოფიციალურ დღეს,
იმ «მეგობრებმა», რომლებსაც პაველი სიცოცხლის ფასად
იცავდა, ნამდვილად დაიხიეს უკან. აი, პაშა კი, მისი პაშა,
რომელმაც სხვა ექვს ჯარისკაცთან ერთად მათ
გადასარჩენად ალყა გაარღვია, ბრძოლის ველზე
მიატოვეს. როდესაც ტოვებდნენ, მებრძოლთა უმეტესობა
მართალია დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი იყო.
ევედრებოდნენ დახმარებას, ყვიროდნენ, სთხოვდნენ, არ
მიეტოვებინათ, – ასე ჰყვებოდნენ მოგვიანებით ამ
ბრძოლისა და მისი შედეგების შესახებ თვითმხილველები,
ამ შორეული სოფლის, უშკალოის მცხოვრებლები. ბევრი
რამ მოხდა მათ თვალწინ, ერთ-ერთ დაჭრილს თავადვე
გადაუხვიეს ჭრილობა, მაგრამ ამის გარდა ვერაფრის
გაკეთება ვერ შეძლეს. უშკალოიში არც საავადმყოფოა,
არც ექიმი ჰყავთ და არც ექთანი.

ყველასთვის ცნობილია, რომ ომში არც ისე ხშირად ხდება


გმირობები. პაველ ლევურდა ჯერ ბრძოლის ველზე
მიატოვეს, შემდეგ კი ისიც დაავიწყდათ, რომ მისი სხეული
კვლავაც იქ ასვენია და არსებობს ოჯახი, რომელიც
ელოდება ამ ცხედარს.
მათ, ვინც იმ ბრძოლაში გადარჩა, უბრალოდ ამოიგდეს
თავიდან ადამიანები, რომლებიც მათივე სიცოცხლის
გადასარჩენად დაიღუპნენ.

აუცილებელია განვმარტოთ: ის, რაც პაველ ლევურდას


სიკვდილის შემდეგ გადახდა, ჩვენი ჯარისთვის ტიპური
შემთხვევაა. ამ სამარცხვინო ეპიზოდში კარგად ჩანს ჩვენი
დამოკიდებულება. ჯარში ადამიანი არარაობაა. გარდა
ამისა, არ არსებობს კონტროლის გარკვეული სისტემა და
პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების
წინაშე. ამ კუთხით ჯარში სრული ქაოსია.
სამხედროებს პაველ ლევურდა მისი გარდაცვალებიდან
მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაახსენდათ, 24
თებერვალს, როდესაც ჩეჩნეთის მთავარი საბრძოლო
შტაბის ოფიციალური ინფორმაციით უშკალოი გაიწმინდა
«ბოევიკებისგან» და ფედერალური ძალების
«კონტროლქვეშ» გადავიდა (ეს არგუმენტი მოგვიანებით
წარმოადგინეს იმის დასამტკიცებლად, რომ «არ
არსებობდა ობიექტური შესაძლებლობები» პაველის
ცხედრის გადასარჩენად).

თუნდაც ასე რომ იყოს... 24 თებერვალს სამხედროებმა


უშკალოისთან დაღუპული შვიდი სამხედროდან ექვსის
ცხედარი იპოვეს. პაველ ლევურდას გვამს ვერ მიაგნეს და
ერთხელ კიდევ დაივიწყეს მისი არსებობა.

დედა სასოწარკვეთილებაში იყო. ერთადერთი წერილი


ვაჟისგან, შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს მიიღო და მას
შემდეგ არაფერი – არც ამბავი, არც ინფორმაცია, არც
პასუხები შეკითხვებზე არ მიუღია. ის, რომ თავდაცვის
სამინისტრო ყველა მისნაირს თავის «ცხელ ხაზზე»
აგზავნიდა, არაფერს ცვლიდა. იქაურ მორიგე ოფიცრებთან
საუბარი საკუთარ მძიმე განცდებზე კომპიუტერთან
საუბრის ტოლფასი იყო.

– უფროსი ლეიტენანტი ლევურდა პაველ პეტროვიჩი


დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაღუპულთა სიაში არ
იძებნება, – აი, ამას პასუხობდნენ და მორჩა. არც ერთი
სიტყვა ზედმეტი.
ასეთ ამომწურავ პასუხებს ისმენდა «ცხელი ხაზისგან» ნინა
ივანოვნა რამდენიმე თვის მანძილზე. ყველაზე დიდი
საძაგლობა კი ისაა, რომ იგივე განმეორდა მაშინაც,
როდესაც დედამ დამოუკიდებლად მიაგნო პაშას ცხედარს.
უკანასკნელად თავდაცვის სამინისტროს «ცხელ ხაზზე» 25
აგვისტოს დარეკა, ნახევარი წლის თავზე გარდაცვალების
ცნობის მიღების შემდეგ და უკვე მას მერე, რაც პოლკის
ყოველგვარი დახმარების გარეშე იპოვა და ამოიცნო პაშა –
«მეშვიდე» ცხედარი, აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ
აპარატში ინფორმაცია არ განახლებულა.

თანმიმდევრულად რომ მივყვეთ პაველის ცხედრის


საკითხს, 20 მაისს, იმ ბრძოლებიდან სამი თვის თავზე,
იტუმ-კალეს რაიონის ადგილობრივმა პოლიციამ
უშკალოიში აღმოაჩინა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც
ძალადობრივი სიკვდილის კვალი აჩნდა. ასე დააფიქსირეს
თავიანთ პროტოკოლში.

თუმცა ალბათ ისევ და ისევ ადამიანების ბედისადმი ჩვენი


გულგრილი დამოკიდებულების გამო, მხოლოდ 6 ივლისს,
«ცხელ ხაზსა» და ადგილობრივ სამხედრო კომისარიატში
თვე-ნახევრის განმავლობაში ნინა ივანოვნას
ყოველდღიური რეკვების შედეგად, იტუმ-კალეს პოლიციამ
ბოლოს და ბოლოს შეავსო ამ შემთხვევისთვის შესაბამისი
ფორმა «ორიენტაცია/დავალება № 464», რომ მათ მაისში
აღმოაჩინეს ცხედარი ასეთი მახასიათებლებით.

19 ივლისს უშკალოის ანგარიშმა როგორც იქნა მიაღწია


ბრიანსკამდე, რადგან პაველი სწორედ ამ ოლქიდან
გაემგზავრა საომრად. ნინა ივანოვნამ მიმართა ყველა
საჭირო ინსტანციას და საბოლოოდ შეიტანა ოფიციალური
განაცხადი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის ძებნაზე. და
აი, 2 აგვისტოს, პაშას მშობლების სახლში პოლიციის
ჩვეულებრივი რაიონული განყოფილების ჩვეულებრივი
პოლიციელი, დეტექტივი აბრამოჩკინი მივიდა.
სახლში მხოლოდ 14 წლის გოგონა, ნინა ივანოვნას
შვილიშვილი, პაველის უფროსი დის, ლენას შვილი იყო.
გამომძიებელმა აბრამოჩკინმა გოგონას გამოკითხა იმ
ნივთების შესახებ, რომელიც პაველს თან ჰქონდა ომში და
საბოლოოდ ძალიან გაოცებული დარჩა იმ ამბით, რომ
სამხედრო მოსამსახურის ოჯახში აღმოჩნდა. როგორც
ჩანს, იგი დარწმუნებული იყო, რომ საქმე ეხებოდა
ჩვეულებრივ ბიჭს, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო
წავიდა ჩეჩნეთში და იქ დაიღუპა.

გოგონამ განუმარტა, რომ მათი პაშა ოფიცერი იყო და


ოფიციალურად მოხვდა «ანტიტერორისტული ოპერაციის»
ზონაში, რომ ოჯახს ოფიციალურად შეატყობინეს მისი
გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ცხედარი არ
ჩამოუსვენებიათ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, არაფერი
იციან მის შესახებ და არც ის იციან, მომავალში როგორ
მოიქცნენ.
სწორედ რიგითი გამომძიებელი აბრამოჩკინი, რომელსაც
«გადასცეს» პოლიციისთვის ეს რიგითი გამოძიება «უცნობ
ცხედარზე», და არა ვინმე სხვა ოფიციალური პირი
თავდაცვის სამინისტროდან, მივიდა გმირის დედასთან,
რათა ეცნობებინა, რომ 19 თებერვლიდან პაველ პეტროვიჩ
ლევურდა ოფიციალურად მიიჩნევა უგზო-უკვლოდ
დაკარგულად, და აბრამოჩკინი ამ საქმით დაკავებულია
არა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, არამედ
მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა კოლეგებმა უშკალოიში
აღმოაჩინეს სამხედროს ცხედარი, რომლის აღწერილობა
ჰგავს ნინა ივანოვნას მიერ წარმოდგენილ მისი უგზო-
უკვლოდ დაკარგული შვილის, უფროსი ლეიტენანტის,
აღწერილობას. იტუმ-კალეს პოლიციამ სთხოვა
აბრამოჩკინს ბრიანსკიში შეევლო გარდაცვლილის
მშობლებთან და გაეგო «სამხედრო დანაყოფის № 73881
მუდმივი დისლოკაციის ადგილი, სადაც მსახურობდა
ლევურდა პ. პ.», რათა მის მეთაურთან გაერკვიათ ყველა
გარემოება იმ ადამიანის სიკვდილის შესახებ, რომელიც
დედამისის აღწერით ჰგავდა მათ მიერ აღმოჩენილ
ცხედარს.

ის, რაც ბრჭყალებშია, გახლავთ ციტატები ოფიციალური


მიმოწერიდან ნინა ივანოვნასთან. ეს სწორედ ის
დეტალებია, რომლებიც კარგად ახასიათებს როგორც
ჯარში შექმნილ რეალობას, ისე იმ ომის არსს, რომელსაც
პუტინი აწარმოებს კავკასიაში. მის ჯარში სამხედრო
«მარჯვენამ» არასდროს იცის, რითაა დაკავებული
სამხედრო «მარცხენა».

დეტექტივმა აბრამოჩკინმა, მას შემდეგ, რაც გაეცნო


სიტუაციას, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, გულწრფელად
ურჩია ნინა ივანოვნას, სასწრაფოდ გამგზავრებულიყო
დონის როსტოვში. იმ დროისთვის დეტექტივმა უკვე
იცოდა, რომ «უცნობი სამხედრო მოსამსახურის»ცხედარი,
როგორც ამოუცნობი, უშკალოიდან დონის როსტოვის
მთავარ სამხედრო მორგში გადაასვენეს რუსეთში ცნობილ
პოლკოვნიკ ვლადიმირ შერბაკოვთან, 124-ე სამხედრო
სასამართლო-სამედიცინო ლაბორატორიის
ხელმძღვანელთან, რომელიც დაკავებულია დაუდგენელი
გვამების ამოცნობით. მაგრამ... პოლკოვნიკი შერბაკოვი ამ
საქმით დაკავებულია (და ეს ძალზე მნიშვნელოვანია) არა
მეთაურის, გენერლის, მთავარი შტაბის დავალებით,
არამედ პირადი, შინაგანი განწყობილებისა და
პროფესიული პასუხისმგებლობით – იმ უბედური დედების
შემხედვარე, რომლებიც ჩამოდიან დონის როსტოვში
მთელი ქვეყნიდან, თავიანთი დაკარგული შვილების –
სამხედრო მოსამსახურეების საძებრად.

აბრამოჩკინმა ასევე ურჩია წინასწარ არ ენერვიულა,


რადგან როგორც რუსეთში ამბობენ, «ჩვენთან ხომ
ყველაფერი ხდება», მხედველობაში ჰქონდა გვამების
არევა, რაც ასე ჩვეული მოვლენა იყო. ამ დროისთვის
ლევურდას ოჯახის ისტორიაში ჩაერთო ჯარისკაცების
დედების ბრიანსკის კომიტეტი, და მხოლოდ ამგვარად,
აბრამოჩკინის, რომელმაც მოინახულა ნინა ივანოვნა და
ბრიანსკელი ჯარისკაცების დედების საშუალებით მე-15
სამხედრო პოლკმა და ტამანის სამხედრო დივიზიამ
ბოლოს და ბოლოს შეიტყო, რომ «მეგობრების» მიერ
დავიწყებული, მეშვიდე ცხედარი შესაძლოა პაველ
ლევურდასი ყოფილიყო.

– როსტოვში 20 აგვისტოს ჩავედით, – ჰყვება ნინა ივანოვნა.


– მე მაშინვე ლაბორატორიაში წავედი. იქ შესასვლელს არ
იცავენ. შევედი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის
პირველივე შემხვედრი კაბინეტის კარი შევაღე და
ექსპერტიზის მაგიდაზე დავინახე თავი. სხეულისგან
განცალკევებული თავი. უფრო სწორად, თავის ქალა.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდზე სხვა თავის ქალებიც
ეწყო, მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს პაშას თავის ქალა იყო.
განა შესაძლებელია, რამენაირად შეფასდეს ან
ანაზღაურდეს ის მორალური ზიანი, რომელიც დედას
მიადგა?
რა თქმა უნდა, არა. გარდა ამისა, ვინ დავობს იმაზე, რომ
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს ასეთი სამუშაო
აქვთ, თავის ქალები მაგიდებზე უწყვიათ და ამასთან
ნებისმიერმა შეიძლება შეუსწროს ქუჩიდან...
და მაინც... ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად –
მიზნების გარეშე.

რაც შეეხება დედას, შვილის თავის ქალასთან შეხვედრის


შემდეგ აბებით მოასულიერეს (მოგვიანებით გაირკვა, რომ
თავის ქალა, რომელიც დედამ ერთ წამში ამოიცნო,
მართლაც პაველისა იყო). ადგილზე მაშინვე გამოცხადდა
ე. წ. «დანაყოფის წარმომადგენელი», რომელიც ასევე
ჩამოსულიყო როსტოვში. მას შემდეგ, რაც აბრამოჩკინმა
მშობლებისგან დანაყოფის მისამართი გაიგო, წერილი
გაუგზავნა, მეთაურმა კი როსტოვში «წარმომადგენელი»
გააგზავნა ფორმალობების მოსაგვარებლად.

«წარმომადგენელს» ხელთ ჰქონდა «უწყება». ნინა


ივანოვნამ ჩახედა ფურცელს და როგორც იმ თავის ქალის
დანახვისას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის
კაბინეტში, გონება დაკარგა. ცნობის მიხედვით, გვარდიის
პოდპოლკოვნიკი ა. დროგუნოვი, სამხედრო დანაყოფ
№ 73881-ის მეთაური და პოდპოლკოვნიკი ა. პოჩატენკო,
იმავე დანაყოფის შტაბის უფროსი სთხოვდნენ (უცნობია
ვის) ოფიციალურად ეცნობებინათ, რომ «მათი ვაჟი..,
საბრძოლო დავალების შესრულებისას, სამხედრო ფიცის
ერთგული დარჩა, გამოავლინა დიდი მამაცობა და
ბრძოლის ველზე დაიღუპა». ეს სამხედრო დანაყოფი
ცდილობდა, თავისი დანაშაულებრივი «გულმავიწყობის»
კვალი დაეფარა.
მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, ნინა ივანოვნამ გულდასმით
წაიკითხა «უწყება» და აღმოაჩინა, რომ დოკუმენტში არც
ერთი თარიღი მითითებული არ იყო. როდის დაიღუპა
სინამდვილეში მისი ვაჟი...
– და თარიღს რა ვუყოთ? – ჰკითხა ნინამ
«წარმომადგენელს».
– თქვენ თვითონ ჩაწერეთ რა რიცხვიც გინდათ, – უპასუხა
მან მარტივად.
– როგორ თუ «ჩავწერო»? – წამოიყვირა ნინა ივანოვნამ. –
პაშა იმ დღეს გავაჩინე, როცა გავაჩინე და ისაა მისი
დაბადების დღე. ახლა კი უფლება მაქვს მისი
გარდაცვალების თარიღი ვიცოდე. მინდა ვიცოდე, როდის
დაიღუპა!

«წარმომადგენელმა» ხელები გაასავსავა: – ვფიცავ,


არაფერი ვიცი. მე მხოლოდ ფურცლების გაცვლა
დამავალეს და არაფრის განხილვის უფლება არ მოუციათ...
– და დედას ხელებში შეაჩეჩა ამონაწერი ბრძანებიდან
«უფროსი ლეიტენანტის პოლკიდან ამოწერის» შესახებ –
კვლავაც ყოველგვარი თარიღის, მიზეზებისა და მსგავსი
რამეების გარეშე, თუმცა ქვემოთ ბეჭედდარტყმული და
ხელმოწერილი იყო. თან ნინა ივანოვნას სთხოვა,
საკუთარი ხელით შეევსო ეს ყველაფერი და როდესაც შინ
დაბრუნდებოდა, რაიონული სამხედრო კომისარიატისთვის
გადაეცა, რათა პაშა სიიდან ამოერიცხათ.
ნინა ივანოვნა დადუმდა. რა უნდა აუხსნა ადამიანს,
რომელსაც არც სული აქვს, არც გული და არც ჭკუა.

– დამეთანხმეთ, რომ ასე უფრო მარტივია... შორი გზა მაქვს


ბრიანსკამდე, – ნახევრად შეკითხვის კილოთი
აგრძელებდა «წარმომადგენელი».

რა თქმა უნდა, მარტივია. ვერ შეეკამათები: ნამდვილად


მარტივია იყო მარტივი, მიზნების გარეშე. როგორც ჩვენი
ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი,
რომელიც პრეზიდენტის უახლოესი მეგობარია ჯერ კიდევ
იმ დროიდან, როდესაც პუტინი სანკტ-პეტერბურგის
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა.
ივანოვი ყოველდღიურად ტელევიზიით გვაწვდის
პრეზიდენტის საომარ გზავნილებს ქვეყნისთვის. ივანოვის
ხმა ძალიან ჰგავს გებელსის ხმას მეორე მსოფლიო
ომისდროინდელ კინოფირზე. იგი გვეუბნება, რომ «ვერავინ
გვაიძულებს მუხლებზე დავეცეთ ტერორისტების წინაშე»,
რომ აპირებს, გააგრძელოს ომი ჩეჩნეთში ვიდრე
რომელიღაც «გამარჯვებამდე»... მაგრამ ვერასდროს ვერ
გაიგებთ ვერც ერთ სიტყვას მინისტრ ივანოვისგან იმ
ადამიანების ბედზე, ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე,
რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ იმას, რომ ის და
პრეზიდენტი «არ იყვნენ დაჩოქილნი ტერორისტების
წინაშე». ამჟამინდელი ხელისუფლების განვითარების
ვექტორი აბსოლუტურად ნეოსაბჭოურია: არ არსებობენ
ადამიანები, მაგრამ არსებობენ ხრახნები, რომლებიც
ვალდებული არიან, პოლიტიკურ ავანტურებში უპირობოდ
ჩართონ ის ადამიანები, ვინც ძალაუფლება მიითვისა. ამ
ხრახნებს კი, არანაირი უფლებები არ გააჩნიათ ღირსეული
სიკვდილის ჩათვლით.
არ იყო უგულო ადამიანი, უფრო რთული საქმეა. ჩემთვის ეს
ნიშნავს, ვხედავდე არა მხოლოდ «პარტიისა და
ხელისუფლების გენერალურ ხაზს», არამედ – დეტალებსაც
განხორციელების შესახებ. დეტალები კი ასეთია: 2000
წლის 31 აგვისტოს № უ-729343 ბოლოს და ბოლოს
დაკრძალეს ქალაქ ივანოვოში. როსტოვის სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტმა ნინა ივანოვას პაშას სწორედ ის
თავის ქალა გადასცა. მისი სხეულის სხვა ნაწილები ვერ
აღმოაჩინეს.

რატომ გადაწყვიტეს მისი ივანოვოში დაკრძალვა? იმიტომ,


რომ ოჯახი სამუდამოდ გაემგზავრა ბრიანსკიდან,
რომელიც მათთვის უმძიმეს ადგილად იქცა. დასახლდნენ
უფროს ქალიშვილთან ახლოს, რომელიც ივანოვოში
ცხოვრობს.
დღეისთვის ნინა ივანოვა რუსეთში ცნობილი ადამიანია.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან დიდი გაჭირვების
ფასად გამოგლეჯილი შვილის ცხედარი მიწას მიაბარა,
დაკრძალვიდან მეათე დღესვე გზას დაადგა. ტამანის
დივიზიონის მე-15 პოლკისკენ გაემართა, მათ შტაბში
მოსკოვის სიახლოვეს. თავიდან, როდესაც ივანოვოდან
მიემგზავრებოდა, ერთადერთი მიზანი ჰქონდა: პაშას
მეთაურებისთვის თვალებში ჩაეხედა, რათა იქ სინანული
მაინც დაენახა დედის წინაშე, რომლის შვილიც
«დაავიწყდათ».

– რა თქმა უნდა, მონანიებას არ ველოდი, – ამბობდა ნინა


ივანოვნა, – მაგრამ მინდოდა, მათ თვალებში თანაგრძნობა
ან სინანული მაინც დამენახა.

თუმცა ტამანის დივიზიონში დედასთან გასაუბრებაც კი


არავინ ისურვა. მეთაური მიუწვდომელი იყო: დილით
უთენია, დღის განმავლობაში და გვიან საღამოს. ნინა
ივანოვნა სამი დღე-ღამე იჯდა მისაღებში მასთან
შეხვედრის მოლოდინში – საჭმლის, ჩაის, ძილისა და
ყურადღების გარეშე. უფროსი ოფიცრები წინ და უკან
დარბოდნენ ტარაკნებივით მის სიახლოვეს და ისეთ სახეს
იღებდნენ, თითქოს არც შეუმჩნევიათ. სწორედ იქ,
მიმღებში მჯდომმა ნინა ივანოვნა ლევურდამ მიიღო
გადაწყვეტილება, ხელისუფლებისთვის სასამართლოში
ეჩივლა – სწორედ ამით გაითქვა სახელი რუსეთში.
სარჩელი თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ ივანოვის
წინააღმდეგ შეიტანა მორალური ზიანის მიყენების
ბრალდებით. არა მისი შვილის სიკვდილისთვის – იგი
სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა – არამედ
იმის გამო, რაც სიკვდილის შემდეგ მოხდა.
დედის მოთხოვნის არსი, რთული პროცესუალური ენიდან
გასაგებ ენაზე რომ გადმოვიტანოთ, შემდეგში
მდგომარეობს: იგი მოითხოვს პასუხს რამდენიმე
შეკითხვაზე: რატომ დატოვა პოლკმა მისი შვილის
ცხედარი ბრძოლის ველზე? რატომ არ ეძებდა? რატომ
არაფერი შეატყობინეს დედას მისი ბედის შესახებ? რატომ
უნდა ეძებნა მისი ცხედარი დედას? და ვის აკისრია ამ
ყველაფერზე პასუხისმგებლობა?

შემდეგ რა მოხდა? პირველ ყოვლისა, გმირობის ორდენი,


შვილის ჯილდო ნინა ივანოვნას ივანოვოს რეგიონალურ
კომისარიატში გადასცეს. შემდეგ კი შურისძიება.
თავდაცვის სამინისტრო და ტამანის დივიზიონი
გარდაცვლილი სამხედროს დედის წინააღმდეგ,
რომელმაც გაბედა და ღიად დააფიქსირა თავისი
უკმაყოფილება, ბრძოლის გზას დაადგა. გადაწყვიტეს
თავისი ადგილი მიეჩინათ, გაეტეხათ, რათა მისი საქციელი
სხვებისთვის სამაგალითო არ გამხდარიყო, რაც შემდეგში
გამოიხატა:
ერთი წლის განმავლობაში რვა სასამართლო სხდომა
გაიმართა (პირველი – 2001 წლის 26 დეკემბერს, ბოლო –
2002 წლის 18 ნოემბერს) და ყოველგვარი შედეგის გარეშე.
ნინა ივანოვნას სარჩელის არსს სასამართლო ვერც კი
მიუახლოვდა – თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები სხდომებს უგულებელყოფდნენ,
აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ
დაუსჯელობაში და მართლებიც იყვნენ: თავდაპირველად
«ნინა ლევურდას საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ»
მოხვდა მოსკოვში, კრასნაია პრესნიას
ინტერმუნიციპალურ სასამართლოში, რომელმაც
გადაწყვიტა, რომ «დედას არ აქვს უფლება, მიიღოს
ინფორმაცია» საკუთარი შვილის ცხედარის შესახებ და ეს
კი ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო არ იყო
ვალდებული, მისთვის ამის შესახებ ინფორმაცია
მიეწოდებინა. და... ნინა ივანოვნა მოსკოვის საქალაქო
სასამართლოში წავიდა, სადაც გადაწყვეტილების
აბსურდულობის მიზეზით, საქმე იმავე, კრასნაია პრესნიას
ინტერმუნიციპალურ სასამართლოში დააბრუნეს
ხელახალი მოსმენისთვის, რაც სახელისუფლებო მანქანამ
ახალ საშუალებად გამოიყენა შვილმკვდარი დედის
ნერვების გამოსაცდელად. ივანოვისა და სახმელეთო
ძალების მეთაურების წარმომადგენლები, რომელსაც
ექვემდებარება ტამანის დივიზიონი და მე-15 პოლკი,
გამუდმებით ბოიკოტს უცხადებდნენ სასამართლო
სხდომებს. ისინი უბრალოდ არ ესწრებოდნენ დანიშნულ
მოსმენებს – თავხედურად და სისტემატიურად. ნინა
ივანოვნა კი მაინც ჩადიოდა მოსკოვში და ელოდა. ყოველ
ჯერზე წინ და უკან დადიოდა ივანოვოსა და მოსკოვს
შორის. მოსკოვში ყოველ ჯერზე მოპასუხე მხარის ცარიელი
სკამი ხვდებოდა და უკან ცარიელი ბრუნდებოდა. ის ხომ
უბრალო პენსიონერია, დამოკიდებული სახელმწიფო
პენსიაზე, რომელიც მხოლოდ იმაზეა გათვლილი,
შიმშილით რომ არ მოკვდე. ყველაფერს ისიც დაემატა,
რომ პაველის დაკრძალვის შემდეგ მისმა ქმარმა დალევა
დაიწყო, რადგან სხვაგვარად ვერ მოახერხა ტანჯვისთვის
თავი დაეღწია.

საბოლოოდ ბოლონინის სასამართლომ, რომელიც


კრასნაია პრესნიას რაიონულ სასამართლოს ეკუთვნის და
რომელსაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დაუბრუნა
საქმე, მოთმინება დაკარგა. ბოლოს და ბოლოს,
სასამართლოს მერვე სხდომაზე, რომელსაც კვლავაც არ
დაესწრნენ მოპასუხეები, თავდაცვის სამინისტრო 8 ათასი
რუბლით დაჯარიმდა. ცხადია, თანხა ერთი სახელმწიფო
ხაზინიდან კვლავ სახელმწიფო ხაზინაში მოხვდა.
სამწუხაროა, რომ არა მინისტრ ივანოვის ჯიბიდან და არა
ნინა ივანოვნას სასარგებლოდ. მსგავსი რამ უბრალოდ
წარმოუდგენელია – კანონმდებლობა ჩვენთან სუსტი
მსხვერპლის მხარეს კი არა, ხელისუფლების, ძლიერის
მხარესაა. 2002 წლის 18 ნოემბერს, ჯარიმის შემდეგ,
სამინისტროს წარმომადგენლები, როგორც იქნა,
გამოცხადდნენ სასამართლოში, მაგრამ უცნაურად
იქცეოდნენ – არაფერი იცოდნენ საქმის შესახებ, ვერ
იგებდნენ სარჩელის არსს და უარს აცხადებდნენ
გამოსვლაზე. ჩიოდნენ ქაოსზე, რომელიც მათ
სამინისტროშია, რაც პრობლემების მთავარი მიზეზია.
მერე? მერე სასამართლო კიდევ ერთხელ გადაიტანეს,
ამჯერად 2 დეკემბრისთვის.
ნინა ივანოვნა სასამართლოს შენობის მოუხერხებელ
დერეფანში იდგა და ტიროდა.

– რისთვის? – ამბობდა იგი, – განა მათ არ წამართვეს


შვილი? განა ისინი არ მიგდებდნენ აბუჩად?

როგორ მშურს სერგეი ივანოვის, ხალხისადმი ასეთი


შეუბრალებელი თავდაცვის მინისტრის. მისთვის ასე
მარტივია ცხოვრება. ის ვერ ხედავს «დეტალებს» –
დედების თვალებს, რომელთაც დაკარგეს შვილები იმ
«ომში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ», თემა,
რომელზეც მას, მინისტრს, ასე უყვარს საუბარი, და ამით
ადასტურებს ლოიალურ დამოკიდებულებას პუტინისადმი.
მას არ ესმის დედების ხმა – ისინი ძალზე შორს არიან
მისგან. ვერ გრძნობს მათ ტკივილს. არაფერი იცის უამრავი
ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომელიც დაანგრია. იმ
ათასობით მამისა და დედის შესახებ, რომლებიც მიატოვა
სისტემამ მას შემდეგ, რაც მათმა შვილებმა ამ
სისტემისთვის თავი გაწირეს.

– პუტინი ყველაფერზე ვერ აგებს პასუხს! – ყვირიან


ჩვენთან ისინი, ვისაც უყვარს პრეზიდენტი.

რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ აგებს პასუხს. ის, როგორც


პრეზიდენტი, პასუხისმგებელია მეთოდოლოგიაზე,
მიდგომაზე. აყალიბებს მათ. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა:
ვინც ზემოთაა, მას ბაძავენ.
და მისი მეთოდოლოგია სამხედრო საკითხებზე ზემოთ
უკვე აღვწერეთ. სხვა მეთოდოლოგია არ არსებობს. მან
უკვე არაერთგზის მოაწერა ხელი იმას, რომ მზადაა,
მიიღოს ასეთი რიგითი ისტორიები. და ისინი მართლაც
რიგითი ისტორიებია, რომლებიც ჩვენს ჯარში ხდება. და
რადგანაც ხელი მოაწერა, ეს ნიშნავს, რომ
პასუხისმგებელია შეურიგებლობისა და ულმობლობის
მეთოდოლოგიაზე, რომელიც დანერგილია როგორც ჯარში,
ისე ხელისუფლებაში. რადგანაც სისასტიკე უმძიმესი
ინფექციაა, მიდრეკილი პანდემიისკენ. ის არ შეიძლება
ერთჯერადი იყოს. დაიწყეს ჩეჩნეთის მცხოვრებლებით და
მართალია, ბევრს ეგონა, რომ მათით დაამთავრებდნენ,
მაგრამ გააგრძელეს «თავისებით». იმ «თავისების»
ჩათვლით, რომლებიც «პატრიოტულად» იბრძოდნენ მათ
წინააღმდეგ, ვისითაც დაიწყეს და მხოლოდ
გულუბრყვილოს თუ ექნებოდა სხვა რამის იმედი.
– ასე მოხდა... დაიღუპა... მან გააკეთა თავისი არჩევანი და
თავისი მიზნისთვის იბრძოლა, – ამბობდა ნინა ივანოვნა
და თან თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა. ამ დროს
ბოლონინას მოსამართლემ ჩაიარა უტეხი
გამომეტყველებით, – მაგრამ თქვენ ხომ ხალხი ხართ...

– ხალხი?

ხშირად ვფიქრობ, საერთოდ ადამიანია პუტინი? თუ რკინის


გაყინული ქანდაკება? ვფიქრობ და ვერ ვპოულობ პასუხს.

მეორე ისტორია. 54 ჯარისკაცი ან გაქცევა სახლში


რუსეთიდან ემიგრაციაში მაშინ გარბიან, როდესაც
სამშობლოში დარჩენა სიკვდილის საშიშროებას ქმნის ან
სახელმწიფო შენს ღირსებასა და პატიოსნებას
მასშტაბური შებღალვით ემუქრება. 2002 წლის 8
სექტემბერს სწორედ ეს მოხდა რუსეთის არმიაში – 54
ჯარისკაცი ემიგრაციაში წავიდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ვოლგოგრადის ოლქის სოფელ


პრუდბოის განაპირას განლაგებულია მესაზღვრეთა მე-20
მოტორიზებული ქვეითი ჯარის დივიზიონის სასწავლო
პოლიგონი. ერთხელაც ქალაქ კამიშინიდან, რომელიც
ასევე ვოლგოგრადის ოლქს ეკუთვნის, სამხედრო დანაყოფ
20004-ის მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, მეორე
დივიზიონის პირადი შემადგენლობა პრუდბოის
პოლიგონზე გადმოიყვანეს.

მიზანი კეთილშობილური იყო – სწავლების კურსი უნდა


გაევლოთ. პედაგოგების მისია, რა თქმა უნდა, ოფიცრებს,
მშობელ-მეთაურებს უნდა ეტვირთათ. მაგრამ 8
სექტემბერს სწორედ ამ «მამებმა»: პოდპოლკოვნიკმა
პოლესნიკოვმა, მაიორმა შირაევმა, მაიორმა არტემევმა,
უფროსმა ლეიტენანტმა კადიევმა, უფროსმა ლეიტენანტმა
კოროსტილევმა, უფროსმა ლეიტენანტმა კობეციმ და
ლეიტენანტმა პეკოვმა საკუთარ თავზე აიღეს ოფიცრის
წოდებისთვის სრულიად შეუფერებელი, გამომძიებლის
ფუნქცია. ჯარისკაცებს გამოუცხადეს, რომ იწყებოდა
დაკითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიპარა ღამით
პოლიგონიდან საბრძოლო სადაზვერვო-სადესანტო
მანქანა.
როგორც მოგვიანებით ჯარისკაცები ირწმუნებოდნენ, იმ
მანქანისთვის არავისაც არ უხლია ხელი – კვლავაც
დივიზიონის სადგომზე იდგა. უბრალოდ ოფიცრებმა
ძალიან მოიწყინეს, პოლიგონზე უკვე მერამდენე დღე იყო,
გადაბმულად სვამდნენ და როგორც ჩანს, ამდენი სმა
მობეზრებული ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს, თავი
ძალადობით გაერთოთ. კაცმა რომ თქვას, მსგავსი რამეები
კამიშინში, რომელსაც ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, ხშირად
ხდებოდა.

მას შემდეგ, რაც დაკითხვის შესახებ გამოცხადდა, შტაბის


კარავში ჯარისკაცების პირველი ნაწილი შეიყვანეს:
სერჟანტები კუტუზოვი და კრუტოვი, რიგითები
გენერალოვი, გურსკოი და გრიცენკო. დანარჩენებს კი
დაევალათ, თავის რიგს იქვე, შორიახლო დალოდებოდნენ.
ძალიან მალე გარეთ დარჩენილებმა თანამებრძოლების
ყვირილი და კვნესა გაიგონეს. ოფიცრები მათ აწამებდნენ.
ცოტა ხანში პირველი პარტია საშტაბო კარვიდან
გამოყარეს. ჯარისკაცები მოუყვნენ თავიანთ ამხანაგებს,
ზემოთ ჩამოთვლილმა «მამებმა» როგორ უმოწყალოდ
ურტყეს სასანგრე ნიჩბის ტარები დუნდულებსა და ზურგზე,
წიხლები კი მუცელში უთავაზეს.

თუმცა სიტყვები ისედაც ზედმეტი იყო. ჯარისკაცების


სხეულზე აღბეჭდილმა წამების კვალმა ყველანაირ
მონათხრობს გადააჭარბა.
ამის შემდეგ ოფიცრებმა შესვენება გამოაცხადეს.
პოდპოლკოვნიკმა, ორმა მაიორმა, სამმა უფროსმა
ლეიტენანტმა და ერთმა ლეიტენანტმა სადილობა
გადაწყვიტეს. თან დანარჩენ რიგითებს აცნობეს, რომ
ჭამის შემდეგ თითოეული მათგანი, ვინც ნებაყოფლობით
არ აღიარებდა საბრძოლო სადაზვერვო-სადესანტო
მანქანის მოპარვის ფაქტს, სწორედ ისევე დაისჯებოდა,
როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც ახლა კარვის
სიახლოვეს ბალახზე ეყარნენ.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ოფიცრები წვნიანის


საჭმელად წავიდნენ.
და ჯარისკაცები? წავიდნენ... აბუნტდნენ, არ მოისურვეს
დაკვლის მოლოდინში მყოფი ცხვრების როლში ყოფნა.
პოლიგონზე მხოლოდ ყარაულის პოსტზე მყოფი
მეგობრები დატოვეს მათსავე საკეთილდღეოდ, რადგან
პოსტის მიტოვება განიხილება სისხლის სამართლის
დანაშაულად, რასაც აუცილებლად მოჰყვება სასამართლო
და სასჯელად დისციპლინირებული ბატალიონი. ნაცემი
კუტუზოვი, კრუტოვი, გენერალოვი და გრიცენკოც დატოვეს,
რადგან მათ სიარული უბრალოდ არ შეეძლოთ.
მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცები პოლიგონიდან
ვოლგოგრადის მიმართულებით დაიძრნენ, რათა შემწეობა
ეთხოვათ.

მაგრამ ქალაქამდე გზა საკმაოდ შორია – დაახლოებით 180


კილომეტრი. და მთელი ეს მანძილი 54-მა ჯარისკაცმა
გაიარა ორგანიზებულად, მწკრივში მდგომმა, ისე, რომ
დამალვას არც ცდილობდნენ, მოქმედი ტრასის გავლით,
რომელზეც მე-20 დივიზიონის ოფიცრებიც კი
დაიარებოდნენ. მაგრამ არც ერთი მანქანა არ გაჩერებულა.
არც ერთ ოფიცერს არ მოსვლია აზრად, ეკითხა, რა მოხდა?
სად მიდიხართ? თანაც ოფიცრის გარეშე, რაც
ეწინააღმდეგება სამხედრო წესდებას.

ასე მიდიოდნენ ტრასაზე ოფიცრები ბინდის


ჩამოწოლამდე. ღამის გასათევად გზატკეცილის
განაპირას, ტყიან ადგილას დაბანაკდნენ. ისევ არ
დამალულან. და ისევ იგივე განმეორდა. არც ერთი
ოფიცერი მათ არ ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ
როდესაც კარგად დანაყრებული პოდპოლკოვნიკი, ორი
მაიორი, სამი უფროსი ლეიტენანტი და ერთი ლეიტენანტი
სასადილოდან გამოვიდა, აღმოაჩინეს, რომ მათი მეორე
დივიზიონი სერიოზულად შეთხელებულიყო. მათ თითქმის
არავინ დარჩენოდათ, ვისაც უხელმძღვანელებდნენ.
მიუხედავად ამისა, ოფიცრები მშვიდად დაწვნენ
დასაძინებლად, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად
იყვნენ მათი ჯარისკაცები, რომლებზეც, კანონის თანახმად,
სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. თუმცა ერთი რამ
ძალიან კარგად იცოდნენ – ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს
ოფიცერი, რომელსაც ჯარისკაცის გამო დასჯიან.

9 სექტემბერს, 54 ჯარისკაცი უთენია კვლავ დაადგა ფეხით


გზას. ისევ არავისგან დამალულან, ტრასას მიუყვებოდნენ.
ამჯერადაც უამრავმა სამხედრომ ჩაიარა მანქანით, მაგრამ
მათი არსებობა არავის შეუმჩნევია.
საკუთარი ღირსების დასაცავად წამოსული ჯარისკაცები
უკვე დღე-ნახევარია გზაში იყვნენ და არავის მე-20
დივიზიონიდან ისინი არ მოუკითხავს. 9 სექტემბრის
საღამოს ვოლგოგრადში შევიდნენ. კვლავაც არ
დამალულან. ისინი დაინახა პოლიციამ, რომელიც ქალაქს
იცავდა, მაგრამ მათით ისევ არავინ დაინტერესებულა, არც
კი უკითხავთ, საით მიემართებოდნენ. შებინდებისას
კვლავინდებურად მწყობრში მდგომებმა ქალაქის ცენტრს
მიაღწიეს.

– უკვე საღამოს ექვსი საათი იყო, წასასვლელად


ვემზადებოდით. უეცრად ტელეფონის ზარი გაისმა:
მუშაობთ? შეიძლება მიგვიღოთ? – ჰყვება ტატიანა
ზაზულენკო, სამხედრო მოსამსახურეების მშობელთა
ვოლგოგრადის რეგიონალური ადამიანის უფლებათა
დამცველი ორგანიზაციის «დედობრივი უფლებების»
ხელმძღვანელი. – მობრძანდით, – ვუპასუხე. თუმცა, რა
თქმა უნდა, რაც შემდგომ მოხდა, ამას ვერც კი
წარმოვიდგენდით. რამდენიმე წუთში ჩვენი ორგანიზაციის
პატარა ოთახში შემოვიდა ოთხი ჯარისკაცი, რომლებმაც
თქვეს, რომ ორმოცდათოთხმეტნი იყვნენ. ვკითხე: –
დანარჩენები სად არიან? ბიჭებმა ჩვენივე სახლის
სარდაფში ჩამიყვანეს, სადაც დანარჩენები იცდიდნენ.
უკვე თერთმეტი წელია, რაც ორგანიზაციაში ვმუშაობ,
მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს.
პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, ის იყო: – სად
დავაბინაო? უკვე საღამოა... და პირველი, რაც ვკითხეთ: –
ნაჭამი ხართ? მათ კი მიპასუხეს: – გუშინ საღამოს მერე
პირში ლუკმა არ ჩაგვსვლია. ჩვენი თანამშრომელი ქალები
პურისა და რძის მოსატანად გაიქცნენ. რამდენიც შეძლეს,
მოიტანეს. ბიჭები მშიერი ძაღლებივით დაესივნენ
საჭმელს. ამას ისედაც შეჩვეული ვართ, საჯარისო
ნაწილებში ცუდად კვებავენ, ჯარისკაცები ქრონიკულად
შიმშილობენ. როდესაც დანაყრდნენ, ვკითხე: – თქვენი
საქციელით რის მიღწევას გეგმავთ? მიპასუხეს: – უნდა
დაისაჯონ ოფიცრები, რომლებიც ჯარისკაცებს სცემენ.
შემდეგ გადავწყვიტეთ, ისინი ერთი ღამით ჩვენს
შენობაში, «დედობრივ უფლებებში» დაგვეტოვებინა,
სადაც ყველანი იატაკზე დაიძინებდნენ. ჩვენც დრო
გვექნებოდა დილამდე, რომ უფრო საღი გონებით
გადაგვეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავით. ალბათ უთენია
გარნიზონის პროკურატურაში წავიდოდით. კარი ჩავკეტე
და სახლში წავედი. ახლოს ვცხოვრობ და ვიფიქრე, თუ
რამე გაუჭირდებოდათ, სწრაფად შევძლებდი მისვლას.
საღამოს 11 საათზე დავურეკე, მაგრამ ყურმილი არავინ
აიღო. ვიფიქრე, რომ ძალიან დაღლილებს ან ღრმად
ეძინათ ან ყურმილის აღება შეეშინდათ. ღამის ორ საათზე
ჩვენმა იურისტმა სერგეი სემუშინმა გამაღვიძა. მითხრა,
რომ სრულიად უცნობმა ადამიანებმა დაურეკეს და
უთხრეს «დაეცვა თავისი შენობა». რამდენიმე წუთში
ადგილზე ვიყავი. ირგვლივ სამხედროებით სავსე
საბრძოლო ტექნიკა მობილიზებულიყო. საკუთარი თავი არ
წარუდგენიათ. ჯარისკაცები კი უკვე აღარსად ჩანდნენ.
ოფიცრებს ვკითხე მათ შესახებ, მაგრამ არაფერი
მიპასუხეს.

გარდა ამისა, «დედობრივი უფლებების» თანამშრომლებმა


აღმოაჩინეს, რომ მათი კომპიუტერული სისტემა, სადაც
ინახებოდა ინფორმაცია მეოცე დივიზიონში ჩადენილი
დანაშაულებების შესახებ, გატეხილი და გახსნილი იყო.
ასევე ხალიჩის ქვეშ იპოვეს ჯარისკაცების წერილი, სადაც
ისინი წერდნენ, რომ არ იციან, სად მიჰყავთ, რომ მათ
სცემენ და შველას ითხოვენ.

მოსაყოლი ბევრი აღარაფერია. ოფიცრებმა პოლიგონზე


მათი ჯარისკაცები «ზემოდან» განხორციელებული ზარის
შემდეგ მოისაკლისეს. ეს კი მოხდა 9 სექტემბრის გვიან
საღამოს, როდესაც ტატიანა ზაზულენკო ვოლგოგრადის
ჟურნალისტებს დაუკავშირდა და პირველი ინფორმაცია
გამოქცეული ჯარისკაცების შესახებ რადიოეთერით
გადაიცა. საოლქო შტაბმა, ცხადია, ოფიცრებს პასუხი
მოსთხოვა, რის შემდეგაც ოფიცრებმა «დანაკლისი»
აღმოაჩინეს.
ღამით «დედობრივ უფლებებთან» სამხედრო ტექნიკა
მივიდა და ორმოცდათოთხმეტივე ჯარისკაცი ჰაუპტვახტში,
სამხედრო კომენდატურაში წაიყვანეს. შემდეგ კი უკან –
სამხედრო ნაწილში. სწორედ იმ ოფიცრების
ზედამხედველობის ქვეშ, რომელთა ძალადობის გამოც
დატოვეს ჯარისკაცებმა პოლიგონი. ტატიანა ზაზულენკომ
ვოლგოგრადის გარნიზონის პროკურორს, ჩერნოვს (მისი
მოვალეობა – გარნიზონის ნაწილებში სამართლებრივი
მდგომარეობის ზედამხედველობა) ჰკითხა, ასე რატომ
მოიქცა. მან პირდაპირ ასე უპასუხა:

– იმიტომ, რომ ისინი ჩვენი ჯარისკაცები არიან.


ეს არის საკვანძო ფრაზა «54-ების» ისტორიაში. «ჩვენი
ჯარისკაცები» ნიშნავს «ჩვენს მონებს». სხვა მნიშვნელობა
პროკურორის ფრაზას არ ჰქონია. ყველაფერი ძველებურად
რჩება რუსეთის არმიაში, სადაც ოფიცერთა ღირსების
დამახინჯებული გაგება ყოველთვის უფრო მაღლა დგას,
ვიდრე ჩვეულებრივი ჯარისკაცის სიცოცხლე და ღირსება.
კამიშინის პოლიგონზე მომხდარი ამბავი, პირველ
ყოვლისა, არის ჯარის აღმოუფხვრელი, ამაზრზენი
ტრადიციის ნიმუში – რომ ჯარისკაცი ოფიცრის მონაა,
ოფიცერი ყოველთვის მართალია და როგორც უნდა ისე
მოექცევა ჯარისკაცს. და იმის ნიმუშიც, რომ სამხედრო
სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლი, როგორც
აუცილებელი დადგენილება, რომელზეც ელცინის წლებში
ძალიან ბევრს მსჯელობდნენ და სათანადო
კანონპროექტიც კი დაიწერა, ახლა დასამარებულია,
რადგან პრეზიდენტ პუტინს, მეტისმეტად საბჭოთა
ადამიანს, იგი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის
სრულიად უსარგებლოდ მიაჩნია.

ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან დეტალს: ამ


ისტორიის ძირითადი არსი ისაა, რომ მთელი მეოცე
დივიზიონი (ე. წ. როხლინის დივიზიონი, რადგან ადრე მას
მართავდა ჩეჩნეთის პირველი ომის გმირი, ამჟამად უკვე
სახელმწიფო დუმის მოკლული დეპუტატი ლევ როხლინი),
განსაკუთრებით კი საჯარისო დანაყოფი № 20004, რა ხანია
უკვე ვოლგოგრადშიც და მთელ რუსეთშიც ცნობილი
სახელია.

– მთელი წლის განმავლობაში სამხედრო პროკურატურას,


უპირველეს ყოვლისა კი, გარნიზონის პროკურორს, ბატონ
ჩერნოვს, შემდეგ კი იერარქიით ყველაზე მაღლა მდგომის,
მოსკოვის მთავარი სამხედრო პროკურატურის ჩათვლით,
ვუგზავნიდით ინფორმაციას № 20004 დანაყოფში
ოფიცრების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, –
ჰყვება ტატიანა ზაზულენკო. – დანაყოფი № 20004 ჩვენთან
დახმარებისათვის შემოსული ჯარისკაცების მომართვების
მიხედვით პირველ ადგილზეა. ოფიცრები სცემენ მათზე
დაქვემდებარებულებს, ჩეჩნეთიდან დაბრუნებულ
ჯარისკაცებს სძალავენ ფულს (მე-20 დივიზიონი – იბრძოდა
ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში. იბრძვის ახლაც). ჩვენ
კი არ ვსაუბრობდით ამაზე, არამედ ვყვიროდით! მაგრამ
არავითარი შედეგი. პროკურატურამ პირში წყალი ჩაიგუბა.
ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ის, რაც კამიშინის პოლიგონზე
მოხდა, ოფიცერთა სრული დაუსჯელობის ბუნებრივი
შედეგია.

სხვა ქვეყნებისგან ერთი რამ განგვასხვავებს – ჩვენთან


მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება იარაღის წარმოება და
ვაჭრობა. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, ვინც სამყაროს
ავტომატი «კალაშნიკოვი» აჩუქა. ამით რუსეთში ბევრი
ამაყობს.
მაგრამ არ მინდა, თქვენი გონება გადავტვირთო
ციფრებით სამხედრო ეკონომიკური მიღწევების შესახებ.
მე სხვა რამ მაფიქრებს: ბედნიერია თუ არა მოსახლეობა
იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა
დაამყარა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯარისკაცების
დედების კომიტეტში მივდივარ და ვეკითხები ქალებს,
რომლებიც იქ დადიან, ბედნიერები იყვნენ თუ არა მათი
შვილები ჯარში ყოფნისას, იქცნენ თუ არა იქ ნამდვილ
მამაკაცებად. და ასე ვიღებ ინფორმაციას სულ სხვა ჯარის
შესახებ...

რამდენიმე მოკლე ისტორია

მიშა ნიკოლაევი, მოსკოვის ოლქის მცხოვრები ოჯახმა


ჯარში 2001 წლის ივლისში გააცილა. სამსახური სასაზღვრო
ჯარში მოუწია, დედაქალაქიდან 10 საათის ფრენის
მანძილზე, სოფელ გარიაჩი პლაჟთან, კურილის პატარა
ქედის ალუჩინის კუნძულზე, რომლისთვისაც ასე
გააფთრებით დავობენ რუსი და იაპონელი პოლიტიკოსები
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მაგრამ სანამ დავა გრძელდება, ეს ტერიტორია ვიღაცამ


უნდა დაიცვას. მიშაც ერთ-ერთი მათგანი გახდა და
შორეული აღმოსავლეთის საგუშაგოზე ნახევარწლიანი
სამსახურის შემდეგ, 2001 წლის 22 დეკემბერს,
გარდაიცვალა. თუმცა შემაშფოთებელი წერილები ოჯახმა
უკვე შემოდგომაზე მიიღო, როდესაც მიშამ საკუთარ
სხეულზე ჩირქოვანი წყლულები აღმოაჩინა. იგი ითხოვდა:
გამომიგზავნეთ წამლები – «ვიშნევსკის» მალამო,
სტრეპტოციდი, მოკლედ ყველანაირი საშუალება
ჩირქდენის წინააღმდეგ, ანალგინი, ბრილიანტის მწვანე,
მარლა და ლეიკოპლასტირი. აქ არაფერი გვაქვს. ოჯახი
მორჩილად აგზავნიდა ამანათებს, რადგან აცნობიერებდა,
რომ ჯარი ღარიბია და გარდა ამისა, რადგან მიშა
მზარეულად მუშაობას აგრძელებდა, ფიქრობდნენ,
ყველაფერი არც ისე ცუდად იქნებოდა, რადგან ძალიან
მძიმედ რომ ყოფილიყო, ოჯახის ვარაუდით, საკვებთან
ახლოს არ მიუშვებდნენ.

მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მიშას სხეული ჩირქიანი


მუწუკებით დაეფარა, იგი მაინც აგრძელებდა საჭმლის
მომზადებას სამხედროებისთვის. როდესაც პათოლოგმა
მიშას გვამი გაკვეთა, განაცხადა, რომ სკალპელის
დადებაზე გარდაცვლილის ქსოვილი შუაზე გაიხლიჩა. 21-ე
საუკუნეში ჯარისკაცი ცოცხლად დალპა ოფიცრების
თვალწინ, ისე, რომ არანაირი სამედიცინო დახმარება არ
მიუღია. მიშა გარდაიცვალა სწორედ იმ ოფიცრების გამო,
რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის
გრძნობა.

დიმიტრი კისელევი სამხედრო სამსახურისათვის


მოსკოვის ოლქის სოფელ ისტრაში გაამწესეს, რაც
რუსეთში იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაგიმართლა. მოსკოვი
ისტრასთან ახლოსაა. მოსკოველ მშობლებს შეეძლოთ
შვილის სანახავად ჩასვლა და თუ დახმარების საჭიროება
გაჩნდებოდა, მეთაურთან შესვლაც კი. ეს არ იყო კურილის
ქედი. მაგრამ დიმა უზნეო ოფიცრებისგან ამანაც ვერ
იხსნა.

პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ ბორონენკოვს, იმ სამხედრო


ნაწილის მეთაურს, სადაც ჯარისკაცი კისელევი
გაანაწილეს, სარფიანი დამატებითი შემოსავალი ჰქონდა –
ოფიცრობის გარდა, საკუთარი მცირე ბიზნესი. სხვათა
შორის, ჩვენს ჯარში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რადგან
ხელფასები მაღალი არაა, ყველა დამოუკიდებლად
თავისას ცდილობს. თუმცა ამ კონკრეტული
პოდპოლკოვნიკის ბიზნესი მონათმფლობელური იყო –
მეზობელი ოლქების მიწის მფლობელებზე თავის
ჯარისკაცებს იაფი მუშახელის სტატუსით ყიდდა.
ჯარისკაცები იქ მხოლოდ სადილის სანაცვლოდ
მუშაობდნენ, ჯამაგირს კი ბორონენკოვი იღებდა. ამ
კონკრეტული პოდპოლკოვნიკის მიერ არჩეული ფულის
შოვნის მეთოდი არც უნიკალური და არც მის მიერ
შემუშავებული არ ყოფილა. ჯარში ეს მეთოდი კარგადაა
განვითარებული – ჯარისკაცებს მდიდარ მემამულეებზე
სამხედრო სამსახურის დასრულებამდე ჰყიდიან,
უხელფასო მსახურებად, ანუ მონებად. მათი უფასო
შრომით ოფიცრები ხშირად «საჭირო» ხალხს ანგარიშს
უსწორებენ. მაგალითად, თუ ოფიცერს მანქანა აქვს
გასაკეთებელი და ამის ფული არ აქვს, ავტოსერვისში
მიჰყავს ჯარისკაცები, სადაც ისინი ხელოსნებად მუშაობენ
იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ავტოსერვისის
ხელმძღვანელები მოითხოვენ, სანაცვლოდ კი ოფიცრის
მანქანა უფასოდ გარემონტდება.

2002 წლის ივნისის მიწურულს ახალწვეულ დიმიტრი


კისელევის რიგიც დადგა, მონად წასულიყო. ჯარისკაცი
ისტრას რაიონში ბატონ კარაბუტოვისთვის სახლის
ასაშენებლად გააგზავნეს. კარაბუტოვი მებაღეობის
ასოციაცია «მირის» წევრი იყო. თავდაპირველად დიმა
მართლაც სახლს აშენებდა, მაგრამ შემდეგ, შვიდ სხვა
ჯარისკაც-მონასთან ერთად დაევალა, გაეთხარა ღრმა
სანგარი მიწის ნაკვეთის გაყოლებაზე. 2 ივლისს, საღამოს 7
საათზე სანგრის კედლები ჩამოწვა და სამი ჯარისკაცი
ჩაიყოლა, მათ შორის ერთ-ერთი დიმა იყო, რომელიც მიწის
ქვეშ გაიგუდა. მშობლები შეეცადნენ, პოდპოლკოვნიკ
ბორონენკოვის საქმე სასამართლომდე მიეტანათ, მაგრამ
ბორონენკოვმა თავის დაძვრენა მოახერხა. ის ბევრ
«საჭირო» ადამიანს იცნობდა. დიმა კი კისელევების
ოჯახის ერთადერთი შვილი იყო.

2002 წლის 28 აგვისტოს საჯარისო დანაყოფი № 42839


დაბინავდა ჩეჩნეთში, სოფელ კალინოვსკაიას
მახლობლად, სადაც საომარი მოქმედებები უკვე დიდი
ხანია აღარ მიმდინარეობს და «ბაბუები» ლოთობას არიან
მიცემული. «ბაბუები» – ჯარისკაცები, რომელთა
დემობილიზება რეზერვში სადაცაა უნდა განხორციელდეს,
ყველაზე საშიში, სისხლიანი ძალაა ჩვენს ჯარში. საღამოს
«ბაბუებმა» აღმოაჩინეს, რომ არაყი მთავრდება და
პირველივე ჯარისკაცს, რომელიც თვალებში შეეჩეხათ,
იური დიაჩენკოს, სოფელში წასვლა დაავალეს, რომ
«სადაც უნდა იქ ეშოვნა არაყი». ჯარისკაცმა უარი თქვა. ჯერ
ერთი, რომ იმ მომენტში პოსტზე იდგა, ნაწილის
პერიმეტრს იცავდა და წასვლის უფლება არ ჰქონდა.
გარდა ამისა, არც ფული ჰქონდა და ეს აუხსნა კიდეც,
მაგრამ «ბაბუებმა» მოსთხოვეს ჯარისკაცს, ექურდა
სოფელში და ამ გზით მოეტანა მათთვის არაყი.

იურიმ მტკიცედ უპასუხა: – არა, არ წავალ. რის შემდეგაც ის


დილის 5 საათამდე დიდხანს და დაუნდობლად სცემეს.
შესვენებების დროს კი «ბაბუები» სასტიკად ამცირებდნენ
და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგალითად, იატაკის
ჩვარს სიბინძურით სავსე ტუალეტის ხვრელში
ჟღინთავდნენ და შემდეგ ამ ჩვარს იურის სახეზე
უსვამდნენ. აიძულებდნენ იატაკი მოეწმინდა და როდესაც
იხრებოდა, რიგრიგობით თხრიდნენ უკანალში იატაკის
ჯოხის ტარს. «აღმზრდელობითი» სეანსის (ასე
უწოდებდნენ) დასრულების შემდეგ «ბაბუებმა» იური
სასადილო ოთახში გაათრიეს და აიძულეს, სამლიტრიანი
ბიდონიდან ბოლომდე შეეჭამა ფაფა. თუ გაჩერდებოდა,
სასტიკად სცემდნენ.

სად იყვნენ ამ დროს ოფიცრები? იმ ღამით ისინიც


ლოთობდნენ და ფიზიკურად არ შეეძლოთ, რამისთვის
ყურადღება მიექციათ. 29 აგვისტოს, ზუსტად 6 საათზე იური
დიაჩენკო სურსათის საწყობში იპოვეს. მან თავი
ჩამოიხრჩო.

ციმბირი – ეს არაა ჩეჩნეთი. ის ძალიან შორსაა ომიდანაც


და ჩეჩნეთიდანაც, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.
ვალერი პუტინცევს, წარმოშობით ტუმენის ოლქიდან,
სამხედრო სამსახური კრასნოიარსკის მხარეში, უჟურის
რაიონულ ქალაქში, სტრატეგიული სარაკეტო ძალების
ელიტურ ნაწილში მოუწია. დედამ, სვეტლანა პუტინცევამ
ძალიან გაიხარა, რადგან ცნობილია, რომ სარაკეტო
ნაწილებში ყველაზე განათლებული ოფიცრები არიან,
რომლებიც არ სვამენ, ჯარისკაცებს არ სცემენ და
დისციპლინას იცავენ, რადგან ყველაზე თანამედროვე და
საშიშ იარაღთან აქვთ საქმე. მაგრამ მალე შვილისგან
მძიმე წერილები მიიღო, სადაც იგი ოფიცრებს ტურებად
მოიხსენიებდა.
«გამარჯობა, დედა, ეს წერილი შენ გარდა არავინ უნდა
წაიკითხოს. განსაკუთრებით, გთხოვ, რომ ბებია არ
გააკარო ამ წერილებს. ვფიქრობ, ორივეს კარგად გვესმის,
რასაც ვგულისხმობ და შენ არ დაუშვებ, რომ იმ
ჯანმრთელობას, რაც ჯერ კიდევ შერჩა, ბოლო მოეღოს. მე
ძალიან ვღელავ მასზე. დღემდე არ შემიძლია შევეგუო
იმას, რომ ჩემთვის საძულველ ადამიანებს მონასავით
ვემსახურები. ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ის მინდა,
რომ ჩემი ახლობლებისთვის ვშრომობდე, იმისთვის, რომ
ფეხზე დავაყენო ჩემი ოჯახი, რომლის ფასიც მხოლოდ აქ
ყოფნის პერიოდში გავიგე».

მაგრამ ვალერის შრომა არ ეწერა თავისი


«ახლობლებისთვის». უჟურის ყაზარმებში სრული
განუკითხაობა სუფევდა. ლეიტენანტები ბოლო კაპიკამდე
ძარცვავდნენ ჯარისკაცებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ
მათ, ვინც თავისი ღირსების დაცვას ცდილობდა. მათ
შორის იყო ვალერიც. იმ ნახევარი წლის განმავლობაში,
რომელიც მან ნაწილში გაატარა, ოთხი ჯარისკაცის გვამი
გაიტანეს, ოთხივე რიგითი და ოთხივე სიკვდილამდე
ნაცემი.

თავიდან ოფიცრებმა ვალერის ფორმა წაართვეს (ჩვენს


არმიაში ჯარისკაცს ფორმის გარდა სხვა ტანსაცმელი არ
აქვს) და უთხრეს, რომ ეს ფორმა მათგან «გამოესყიდა».
ცხადია, ოჯახისთვის უნდა მიეწერა და ეთხოვა,
სასწრაფოდ ფული გამოეგზავნათ. ვალერი უარს ამბობდა,
რადგან იცოდა, რომ დედამისს, რომელიც მის პენსიონერ
ბებიასთან, დასთან და დის პატარა ქალიშვილთან ერთად
ხელმოკლედ ცხოვრობდა, არ შეეძლო მისთვის ფულის
გაგზავნა. ამის გამო მას დიდხანს და სასტიკად სცემდნენ.
ბოლოს ვალერის ყელში ამოუვიდა და ოფიცრებს ხელი
შეუბრუნა, რის შემდეგაც დაუმორჩილებლობისთვის
ჰაუპტვახტში გაამწესეს, სადაც იმ მიზეზით, რომ ვითომ
გაქცევას ცდილობდა, მძიმედ დაჭრეს. ვალერის დედამ –
სვეტლანამ ნაწილის მეთაურს, პოდპოლკოვნიკ ბუტოვს
დაურეკა, რომელმაც ასე «დაამშვიდა»: «ისე კარგად ვიცი
ცემა, რომ ნაკალევიც კი არ რჩება». სვეტლანამ
ყველაფერი მიატოვა და სასწრაფოდ უჟურში ჩაფრინდა.
მომაკვდავ შვილს მიუსწრო. მას ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული ჭრილობები ჰქონდა მენჯში, შარდის ბუშტში
და თეძოს არტერიაში. საავადმყოფოში სვეტლანას
უთხრეს: «იშოვეთ სისხლი გადასასხმელად. სასწრაფოდ.
ჩვენ სისხლი არ გვაქვს». ეს ნიშნავდა, რომ დონორის
მოძებნა იყო საჭირო, მაგრამ როგორ? უცხო ქალაქში,
მარტოს როგორ ეშოვნა... სამხედრო დანაყოფში გაიქცა
შემწეობისთვის, მაგრამ მეთაურმა უარი თქვა. ქუჩაში
დაძრწოდა, ცდილობდა შვილისთვის რამე გაეკეთებინა,
მაგრამ ვერ მოასწრო. მისი ვაჟი 2002 წლის 27 თებერვალს
გარდაიცვალა.

სვეტლანასთვის გაგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში


ვალერის თითქოს გული უგრძნობდა, წერდა: «მე მათი
«ოფიცრული» დახმარების იმედი არც მქონია. მათ
მხოლოდ უსამართლო დამცირება შეუძლიათ».

ისევ მოსკოვის ოლქი. სოფელი ბალაშიხა. საჯარისო


ნაწილი № 13815. 2002 წლის 4 მაისის დილა. საქვაბეში
მომუშავე ორმა ქალმა, რომელიც ამ ნაწილს გათბობით
უზრუნველყოფდა, მათ შორიახლოს ყვირილის ხმა
გაიგონა. ვიღაც შველას ითხოვდა.
ეზოში გამოცვივდნენ და დაინახეს, რომ ეზოს შუაგულში
გათხრილ სანგარში ჯარისკაცი კისრამდე იყო ჩამარხული.
სწორედ ის ითხოვდა შველას. ქალებმა ამოთხარეს
სანგარი, გაუხსნეს ჯარისკაცს თოკით შეკრული ხელ-ფეხი
და ორმოდან ამოსვლაში დაეხმარნენ.
მაშინვე გამოჩნდა აღშფოთებული მაიორი ალექსანდრ
სიმაკინი. დაუყვირა ქალებს, თავი დაენებებინათ
ჯარისკაცისთვის. ის რიგით ჩესნოკოვს ჭკუას ასწავლიდა
და თუ სასწრაფოდ საქვაბეში არ დაბრუნდებოდნენ,
სამსახურიდან დაითხოვდა.
ჯარისკაცი ჩესნაკოვი, რომელმაც ორმოს თავი დააღწია,
ნაწილიდან გაიქცა.
P. S. რუსეთის ჯარი – ტრადიციისამებრ, ერთ-ერთი მთავარი
სახელმწიფო ინსტიტუტი – კვლავაც ინარჩუნებს ტიპური
ბანაკის ფორმას ეკლიანი მავთულების მიღმა, სადაც
ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეები უსამართლოდ არიან
გამომწყვდეული. აქ ოფიცრების მიერ დაწესებული ციხის
მსგავსი წესები მოქმედებს. ეს არის ადგილი, სადაც
ადამიანის სასიკვდილოდ ცემა, გაწვრთნის უმთავრესი
მეთოდია. სწორედ ესაა ის მეთოდი, რომელიც პუტინმა
კრემლის ტახტის პირველად დაკავებისას ახსენა რუსეთის
შიდა მტრებთან საბრძოლველად.

შესაძლებელია, ეს მოსწონს ჩვენს ამჟამინდელ


პრეზიდენტს, რომელსაც პოდპოლკოვნიკის ეპოლეტები
აქვს და სახლში კი ორი ქალიშვილი ჰყავს, რომელთაც
არასდროს მოუხდებათ ასეთ ჯარში სამსახური. მაგრამ
თითოეული ჩვენგანი (გარდა იმ ოფიცერთა კასტისა,
რომლებიც წვრილი ბანდიტების როლში შესანიშნავად
გრძნობენ თავს) ძალიან ცუდად გრძნობს თავს ამის გამო.
განსაკუთრებით ისინი, ვისაც ვაჟები გაუჩნდათ. ისინი,
ვისმა ვაჟებმაც გაწვევის ასაკს მიაღწიეს, რაც ნიშნავს – არ
უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ სამხედრო რეფორმა,
რომელსაც ამდენი ხნის წინ დაპირდნენ, მათ შვილებს
მოუსწრებს. სწორედ იმ შვილებს, რომლებიც რისკავენ,
წავიდნენ კამიშინის პოლიგონზე, წავიდნენ ჩეჩნეთში, ან
კიდევ სადმე სხვაგან, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა
არ არსებობს.
2. ჩვენი ახალი შუა საუკუნეები, ან მთელი რუსეთის
სამხედრო დამნაშავეები

რუსეთში თანამედროვე სამხედრო დამნაშავეების ორი


ტიპი არსებობს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია
ჩეჩნეთის მეორე ომთან, რომელიც 1999 წლის აგვისტოში
დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში პრეზიდენტმა ელცინმა
ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ომი მისი
საპრეზიდენტო ვადის მახასიათებლად იქცა და დღემდე
არ შეწყვეტილა.

სამხედრო დანაშაულებების საქმეებს ერთი საერთო


თვისება აქვთ – თითოეული მათგანი იდეოლოგიურია. ომის
დროს კანონი დუმს. მათ, ვინც დამნაშავედ სცნეს, განაჩენი
კანონზე დაფუძნებული იურიდიული პროცედურების
საფუძველზე კი არ გამოუტანეს, არამედ იმ იდეოლოგიური
ნიავის შესაბამისად, რომელიც იმ პერიოდში კრემლიდან
დაუბერავდა ხოლმე.
ამგვარად, პირველი სახეობა – აქ შედიან სამხედრო
დამნაშავეები, რომლებიც რეალურად იბრძოდნენ. ერთი
მხრივ, ფედერალური სამხედრო მოსამსახურეები,
რომლებიც მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის ე. წ.
«ანტიტერორისტულ ოპერაციაში», მეორე მხრივ, ჩეჩენი
ბოევიკები, ვისაც ფედერალები ებრძოდნენ. პირველებს
ჩამორეცხეს მათი დანაშაულებები, მეორეებს კი, ბინძური
იურიდიული მეთოდებით, მიაკერეს. პირველებს
მართლმსაჯულება (პროკურატურა და სასამართლო)
დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების
არსებობის შემთხვევაშიც კი (და ესეც დიდი იშვიათობაა,
რომ პროკურატურამ მოაგროვოს მათ წინააღმდეგ
მტკიცებულებები), ამართლებდა. მეორეებისთვის კი
უმძიმესი განაჩენი გამოჰქონდა.
ყველაზე ცნობილი «ფედერალური» მაგალითი არის
პოლკოვნიკ ბუდანოვის საქმე, რომელიც რუსეთის
თავდაცვის სამინისტროს 160-ე სატანკო პოლკის მეთაური
იყო. მან 2000 წლის 26 მარტს, პუტინის არჩევნების დღეს,
გაიტაცა, გააუპატიურა და მოკლა 18 წლის ჩეჩენი გოგონა
ელზა კუნგაევა, რომელიც სოფელ ტანგი-ჩუში – რომლის
სიახლოვესაც დროებით განთავსდა მეთაურ ბუდანოვის
პოლკი – მშობლების სახლში ცხოვრობდა.

მსჯავრდებული სამხედრო კრიმინალ-ბოევიკის ყველაზე


ცნობილი მაგალითია სალმან რადუევი. რადუევი – ერთ-
ერთი ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, ბრიგადის
გენერალი, რომელიც ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი
ომიდან მოყოლებული ახორციელებდა ტერორისტულ
რეიდებს, ხელმძღვანელობდა ე. წ. «გენერალ დუდაევის
არმიას»– 2001 წელს დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა
მიუსაჯეს, თუმცა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
სოლიკამსკის განსაკუთრებით საშიში პატიმრების ციხეში
(სოლიკამსკი – ცნობილი ციხის ქალაქი ურალში, პერმის
ოლქში, სადაც მდებარეობს მარილის საბადოები,
გადასახლების ტრადიციული ადგილი უკვე მრავალი
თაობის ადამიანებისთვის ჯერ კიდევ მეფეების დროიდან).
რადუევი ასევე გახლავთ შეურიგებლობის სიმბოლო,
რომელიც ჩეჩნეთის რუსეთისგან განთავისუფლებისთვის
იბრძოდა. რადუევის მსგავსი სასამართლო საქმეები
ძალიან ცოტაა და როგორც წესი, მათ დახურულ
პროცესებზე განიხილავდნენ, მალავდნენ ინფორმაციას
საზოგადოებისგან, თუმცა ასე რატომ იქცეოდნენ,
გაუგებარია. შედეგად, დროდადრო და საიდუმლოდ, დიდი
გაჭირვებით შესაძლებელი ხდებოდა ჩეჩენი ბოევიკების
წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეების
მასალების გაცნობა, და იქაც აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ
ისინიც იდეოლოგიური იყო, ოღონდ საპირისპირო
მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებების
მოძიების გარეშე ცნობდნენ დამნაშავეებად.

ამ პრინციპით სამხედრო დამნაშავეების პირველ


კატეგორიას არ გაუვლია ნამდვილი იურიდიული
პროცედურები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი.
განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩეჩენი მებრძოლები ცოტა
ხნით შორეულ კოლონიებსა და ციხეებში ცხოვრობდნენ.
იხოცებოდნენ გაურკვეველ ვითარებებში – მათ
ხელისუფლების სურვილით «იშორებდნენ», რაშიც,
როგორც ამას სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს,
რუსეთის ის მოქალაქეებიც კი დარწმუნებული არიან,
რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებისა და
პრეზიდენტის ძალისხმევას, აწარმოოს ომი ჩეჩნეთში,
რადგან ჩვენთან არავის სჯერა მშობლიური სასამართლოს
მიუკერძოებლობის და ფიქრობენ, რომ სასამართლო
პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

მეორე ტიპი – ესენი არიან სამხედრო დამნაშავეები,


რომლებიც «სიახლოვეს აღმოჩნდნენ». შემთხვევითი
ადამიანები, რომლებიც ისტორიის ბორბლის ქვეშ
მოყვნენ. არ უომიათ, მაგრამ, რადგან ჩეჩნები არიან, «უნდა
გასამართლებულიყვნენ». ამის ტიპური მაგალითია ისლამ
ხასუხანოვის საქმე. მის საქმეში ყველაფერი 1937 წლის
მსგავსად განვითარდა. თითქოს სტალინი ცოცხალია და
უშიშროება მოქმედებს. ცემით მოპოვებული ჩვენებები,
წამება, ადამიანის გატეხვის მიზნით ფსიქოტროპული
საშუალებების გამოყენება. სწორედ ასეთი ჯოჯოხეთური
გზა გამოიარეს იმ ჩეჩნებმა, რომლებიც უშიშროების
ფედერალური სამსახურის კედლებს მიღმა და ჩეჩნეთის
სხვა ძალოვან სტრუქტურებში აღმოჩნდნენ. ადამიანებს
აწამებდნენ კადიროვის მიმდევრები (ახმად კადიროვი –
ჩეჩნეთის ადმინისტრაციის მოსკოვიდან დასმული
მარიონეტული ხელმძღვანელი), აწამებდნენ სამხედრო
კომენდატურებში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე
არსებულ სანგრებში, პოლიციის განყოფილებების
საგამოძიებო იზოლატორებში.

ამ საქმეს ხელმძღვანელობს და წარმართავს


ფედერალური უშიშროების სამსახური. პუტინის ხალხი.
პუტინის პატრონაჟით. სრულდება პუტინის ნება-სურვილი.

სტალინი სამუდამოდ ჩვენ გვერდითაა

ისლამ ხასუხანოვი: «...თოთხმეტი ნეკნი მაქვს


დამტვრეული, ერთი ნამსხვრევი თირკმელში გამეჩხირა,
თავის ქალა გატეხილი მაქვს, გადამტვრეული ხელები... არ
მგონია გადავრჩე».
ბიოგრაფია

ისლამ შეიხ-აჰმედოვიჩ ხასუხანოვი 1954 წელს ყირგიზეთში


დაიბადა. 1973 წლიდან ჯარშია. დაამთავრა კიევის
უმაღლესი სამხედრო-საზღვაო პოლიტიკური
სასწავლებელი. 1978 წლიდან ბალტიის ფლოტში
მსახურობს. 1989 წლიდან კი – წყნარი ოკეანის ფლოტში.
1991 წელს დაამთავრა ლენინის სახელობის სამხედრო-
პოლიტიკური აკადემია მოსკოვში. 1998 წელს პირველი
რანგის კაპიტნის რანგში, დიდი ატომური წყალქვეშა ნავის
«ბ 251»-ის მეთაურის მოადგილის პოზიციიდან გადადგა.
1998 წლიდან ცხოვრობდა გროზნოში. ასლან მასხადოვის
მმართველობის პერიოდში სამხედრო ინსპექციის
ხელმძღვანელი და მასხადოვის ოპერატიული შტაბის
მეთაური იყო. დაქორწინებულია, ჰყავს ორი ვაჟი. მეორე
ცოლი ასლან მასხადოვის უფროსი ვაჟის ქალიშვილია. არ
უბრძოლია ჩეჩნეთის არც პირველ და არც მეორე ომში.
ხელისუფლებას არ ემალებოდა. ცხოვრობდა საკუთარი
პასპორტით. 2002 წლის 20 აპრილს შალის რაიონულ
ცენტრში ფედერალური უშიშროების სამსახურმა
დააპატიმრა, როგორც «საერთაშორისო ტერორისტი» და
«უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ერთ-ერთი
ორგანიზატორი». ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის
რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მიუსაჯა 12 წლით
თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

სასამართლოს პრეისტორია

რა ემართება ადამიანს, რომელიც თანამედროვე


ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელში ხვდება?
არც 1937 წლის ცნობილი ჩეკას, არც სოლჟენიცინის
გულაგის ცეკას, არამედ თანამედროვე, ჩვენი დროის
ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელში, რომლის
კეთილდღეობა გადასახადების გადამხდელების ხარჯზეა
უზრუნველყოფილი.

დღეს რუსეთში ამის შესახებ ბევრი საუბარი და შიშია.


არავინ არაფერი იცის, მაგრამ ყველას ყველაფრის ეშინია,
სწორედ ისე, როგორც ეს ადრე იყო. და ძველებურად,
როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა, იშვიათად,
რომ რამე სააშკარაოზე გამოვიდეს. ხასუხანოვის საქმე
სწორედ ასეთი შემთხვევაა. როდესაც მისი საქმის ყველა
კოშმარული დეტალის შესახებ შეიტყობთ, მიხვდებით
განსასჯელ ისლამ ხასუხანოვის მიერ განაჩენის
გამოტანამდე ნათქვამი უკანასკნელი სიტყვების
შემაძრწუნებელ აზრს: «2000 წლის სექტემბერში მასხადოვს
ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და არც ვუმალავდი ამას,
მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც გამოვიარე, აბსოლუტურად
ვეთანხმები მას».
№ 56/17 საქმის მასალების მიხედვით ისლამ ხასუხანოვი
2002 წლის 27 აპრილს «იარაღის შენახვისა და
ტარებისათვის» რუსეთის ფედერაციის სისხლის
სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის საფუძველზე
ჩეჩნეთის რაიონულ ცენტრ შალიში, მაიაკოვსკის ქუჩაზე
დააკავეს. რაც ნიშნავს, რომ იარაღი, როგორც
მტკიცებულება, უნდა არსებობდეს.

მაგრამ შეიარაღებული ადამიანები ნიღბებით, როგორც ეს


ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ჩეჩნეთში, დღისით-მზისით
შეიჭრნენ ხასუხანოვის ნათესავების სახლში, სადაც ის
ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და გაურკვეველი
მიმართულებით წაიყვანეს, ისე, რომ მისთვის იარაღიც კი
არ «დაუდიათ». ხასუხანოვს კი საკუთარი იარაღი არ
გააჩნდა. ფედერალური სპეცდანაყოფები, რომლებიც
ჩეჩნეთში «საერთაშორისო ტერორისტებს» ეძებდნენ, უკვე
სრულიად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ
აღვირახსნილობაში, ამჯერად ინფორმატორის
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ
და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მიდიოდნენ «უკანონო
შეიარაღებული ფორმირების ერთ-ერთი ხელმძღვანელის»
ასაყვანად, რომლის ხვედრი სიკვდილი იყო. ასე რომ,
პისტოლეტი ან ავტომატი, როგორც რეალური ნივთიერი
მტკიცებულება, ამ საქმის არც ერთ პროცესუალურ
დოკუმენტში არ ფიქსირდება. მაგრამ...
მუხლი დარჩა – 222-ე. გაყალბებულია მისი ოჯახიდან
გატაცების თარიღიც – 27 აპრილი. სინამდვილეში
ხასუხანოვი ჯერ კიდევ 20 აპრილს დააპატიმრეს. ეს ჩვენი
«ანტიტერორისტული ოპერაციისთვის» ტიპური სიტუაციაა.
მიჰყავთ ადამიანი გაურკვეველი მიმართულებით და მისი
დაპატიმრების პირველი კვირა ყველაზე საშინელია.
თითქოს ადამიანი «არსად არ არის», არც ერთ
სამართალდამცავ სტრუქტურაში არ იძებნება. ნათესავები
ყველგან ეძებენ, ის კი თითქოს «არც არსებობს». ეს ის
პერიოდია, როდესაც სპეცსამსახურები დაკავებულს
გამოსწოვენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ.

20-დან 27 აპრილამდე პერიოდი ხასუხანოვს არც ისე


კარგად ახსოვს – მის წინაშე ყველაფერი სიკვდილისწინა
აგონიასავით ვითარდებოდა. ცემა – წამება – ცემა –
წამება... მეტი არაფერი.

იმ საშინელი კვირიდან (20-27 აპრილი) ათი თვის თავზე


სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით:

«– პირველი შვიდი დღე ვიმყოფებოდი შალიში,


ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც
მცემდნენ. მას შემდეგ თოთხმეტი დამტვრეული ნეკნი
მაქვს, ერთი ნეკნი – თირკმელში».

რის მიღებას ცდილობდნენ ხასუხანოვისგან, ვიდრე ცემით


მოკლავდნენ (მისთვის სწორედ ეს განაჩენი ჰქონდათ
გამოტანილი)? მისი საშუალებით მასხადოვზე სურდათ
გასვლა, რის შემდეგაც ხასუხანოვს შეეძლო მომკვდარიყო.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას არც მასხადოვზე
გაჰყავდა ისინი და არც კვდებოდა, წყალქვეშა ხომალდის
ოფიცერს ძლიერი ჯანმრთელობა აღმოაჩნდა.

ამგვარად, 30 აპრილს მისი საქმის ლეგალიზება


გადაწყვიტეს. გადაიყვანეს (სანქცია გასცა ჩეჩნეთის
იმდროინდელმა პროკურორმა ალექსანდრ ნიკიტინმა)
ჩეჩნეთის სხვა რაიონულ ცენტრში, სოფელ ზნამენსკის
დროებითი დაკავების იზოლატორში. ხასუხანოვი სწორედ
იმ დროებითი დაკავების იზოლატორში ჩააბარეს,
რომელიც 2003 წლის 12 მაისს პირისაგან მიწისა აღიგავა
კამიკაძე ქალების მიერ. იმ აფეთქების შემდეგ ჩეჩნეთში
საყოველთაო კმაყოფილება იყო, უმეტესობა ფიქრობდა,
რომ სამართალმა პური ჭამა. რამდენ ადამიანს
უსამართლოდ აწამებდნენ და წამებისგან დახოცილებს
საიდუმლოდ მარხავდნენ იმ ტერიტორიაზე.
როდესაც ხასუხანოვი ზნამენსკში დაბრუნდა, მკვდარს
ჰგავდა. ხორცის ტომარა იყო, რომელიც სუნთქავდა. წამება
ზნამენსკიშიც გრძელდებოდა, რასაც პოდპოლკოვნიკი
ანატოლი ჩერეპნევი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური
უშიშროების სამსახურის მართვის საგამომძიებლო
განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ჩეჩნეთში,
ხელმძღვანელობდა. სწორედ ჩერეპნევი გახდა
ხასუხანოვის საქმის მთავარი გამომძიებელი და
ამასთანავე წამების დონის განმსაზღვრელი და შემდეგ
პროცესის განმკარგავი მტკიცებულებების მიღების
მიზნით. რა სურდა ჩერეპნევს?

სასამართლო სხდომის ოქმიდან:

«– რატომ იყენებდნენ თქვენ წინააღმდეგ ძალადობრივ


მეთოდებს?

– ყველა დაკითხვისას მათ აინტერესებდათ ორი რამ: სად


იყო მასხადოვი და ინფორმაცია წყალქვეშა ნავის შესახებ,
რომლის გატაცებასაც თურმე მე ვაპირებდი. სწორედ ამ
საკითხების გამო გავხდი ძალადობის მსხვერპლი».

ხასუხანოვმა არ მიიყვანა ისინი მასხადოვამდე და


სინამდვილეში არც შეეძლო, რადგან მასხადოვი მან
ბოლოს 2000 წელს ნახა და მას შემდეგ მხოლოდ
ვირტუალური კონტაქტი თუ ჰქონდა აუდიოკასეტების
მეშვეობით. როდესაც დასჭირდებოდა, მასხადოვი
ჩაწერდა აუდიოკასეტას და კურიერის მეშვეობით
უგზავნიდა (ხასუხანოვისთვის გამოგზავნილი სწორედ
ერთი ასეთი აუდიოკასეტა გახდა ფედერალური
უშიშროების სამსახურისთვის ინფორმაციის წყარო),
ხასუხანოვი კი იშვიათად პასუხობდა. მასხადოვმა
ხასუხანოვს უკანასკნელად აუდიოკასეტა 2002 წლის
იანვარში გაუგზავნა. ხასუხანოვმა კი დაპატიმრებამდე ორი
დღით ადრე, 2002 წლის აპრილში გადაწყვიტა ეპასუხა. რა
იყო ამ კასეტებზე? ჩვეულებრივ, მასხადოვი სთხოვდა
ხასუხანოვს ჩაენიშნა (როგორც ჩანს, ისტორიისთვის),
საველე მეთაურთაგან მასხადოვი ვის რამდენს უხდიდა.
იმაზე, თუ მაინცდამაინც ხასუხანოვს რატომ სთხოვდა იგი
ამას, მოგვიანებით შევჩერდებით.

იქამდე კი წყალქვეშა ნავის ისტორიას დავუბრუნდეთ.


უფრო დეტალურ აღწერას ნამდვილად იმსახურებს.
თანამდებობის დატოვებამდე ხასუხანოვს საკმაოდ
მაღალი წოდება ჰქონდა და მაღალი თანამდებობაც ეკავა
წყალქვეშა ფლოტში. ხასუხანოვი იყო ერთადერთი ჩეჩენი,
რომელსაც ოდესმე (საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა პერიოდში)
ატომური წყალქვეშა ფლოტის ოფიცრის წოდება ჰქონდა.
ამგვარად ჩერეპნევმა გადაწყვიტა ხასუხანოვისთვის
შემდეგი დანაშაულები მიეკერებინა: «უკანონო
შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ წყალქვეშა
ბირთვული ნავის ხელში ჩაგდების, ბირთვული იარაღის
მართვის, სახელმწიფო დუმის დეპუტატების ტყვედ
აყვანის, გამოსასყიდის მოთხოვნის და წინააღმდეგ
შემთხვევაში ბირთვული იარაღის ამოქმედებისა და
დეპუტატების დახოცვის მუქარის დაგეგმვაში
მონაწილეობა (ეს არის ციტატა ჩერეპნევის წერილ-
დაკითხვიდან ჩეჩნეთის პროკურატურისთვის, რომელიც ის
ითხოვს მორიგ სანქციას ხასუხანოვის პატიმრობის ვადის
გასახანგრძლივებლად, რაც დაუყოვნებლივ
დაკმაყოფილდა).
ცდილობდა ამ ყველაფრის მიკერებას, მაგრამ არც ეს
გამოვიდა. ხასუხანოვი არ ნებდებოდა. არ შეეძლო
დანებება, რადგან 1992 წელს ის თავად «აშენებდა»
(როგორც ფლოტში ამბობენ, მომავალი ეკიპაჟის სახელით
თვალს ადევნებდა ხომალდის მშენებლობას და წინდაწინ
იცოდა, რომ იქ უნდა ემსახურა) იმ ხომალდს, რომლის
გატაცების მცდელობაც მიაწერა ჩერეპნევმა და რადგან ეს
ხომალდი მისთვის სხვა დანარჩენებზე ბევრად ძვირფასი
იყო, არ შეეძლო მისი გატაცების დაგეგმვა ეღიარებინა.

«წყალქვეშა ნავის» გატაცების სიუჟეტისთვის ჩერეპნევი


საფუძვლიანად ემზადებოდა. ფედერალური უშიშროების
სამსახურში გაყალბებული იყო სპეციალური დოკუმენტები,
რომლებსაც ჩეჩენი ბოევიკები ხასუხანოვის აგენტურული
მონაცემების საფუძველზე ადგენდნენ. ესაა «ჩეჩნების
უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სამუშაო გეგმა
დივერსიული ქმედების განსახორციელებლად რუსეთის
ფედერაციის ტერიტორიაზე და ხელნაკეთი რუკები
ბირთვული წყალქვეშა ნავის წყნარი ოკეანის ფლოტის
მეოთხე ფლოტილიის განლაგების შესახებ» და ასევე
«რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ღონისძიებების
განხორციელების გეგმა». რა თქმა უნდა, მინაწერით:
«ოპერაციის დაგეგმვა განხორციელდა 1995 წლის
დეკემბრიდან ვიზუალური და აგენტურული დაზვერვის
საფუძველზე ჩვენთვის საინტერესო რაიონში». სწორედ ამ
სიტყვების გასწვრივ უნდა მოეწერა ხასუხანოვს ხელი...
პრობლემა ის იყო, რომ ხასუხანოვი არაფრით არ აწერდა
ხელს. ფედერალური უშიშროების სამსახურმა უფრო მეტი
სისასტიკით დაიწყო მისი ცემა, თუმცა ცოტა რამ თუ იყო
დარჩენილი, რაც მასზე არ გამოსცადეს. ახლა ხასუხანოვს
მათი გეგმების ჩაშლისთვის სცემდნენ.
ერთადერთი, რაც ჩერეპნევმა ხასუხანოვისგან მიიღო, იყო
ის, რომ ხასუხანოვმა, არ ახსოვს ტკივილისგან თუ
ფსიქოტროპული პრეპარატებისგან გაბრუებულმა, ხელი
მოაწერა («დაადასტურა»– ასე გაიჟღერებს მოგვიანებით
სასამართლოს განაჩენში) «მასხადოვის საომარი
განკარგულებებისა და ბრძანებების» ცარიელ ბლანკებს,
რომლებიც მოგვიანებით ჩერეპნევმა ისე შეავსო, როგორც
საჭიროდ ჩათვალა. აი, ერთ-ერთი ასეთი გაყალბების
მაგალითი (ნაწყვეტი საბრალდებო დასკვნიდან):

«2000 წლის 2 სექტემბერს ხასუხანოვმა გამოსცა საბრძოლო


განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ყველა საველე
მეთაურს დაევალა იმ გზებსა და მარშრუტებზე,
რომლებზეც ფედერალური ძალები გადაადგილდებოდნენ,
დაეყარათ წვრილი ლურსმნები, ჭანჭიკები, ქანჩები და
ბურთულები, რათა შეენიღბათ ნაღმები და ასაფეთქებელი
მოწყობილობები. ხასუხანოვმა ისარგებლა
ხელმძღვანელის პოზიციით უკანონო შეიარაღებულ
ფორმირებებში და წინასწარგანზრახული მოქმედებებით
უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სხვა წევრები
ჩაითრია ტერორისტული აქტების განხორციელებაში,
რომელიც მიმართული იყო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე
კონსტიტუციური წყობის დაარსების წინააღმდეგ».

გარდა ამისა, ჩერეპნევი მოითხოვდა ხასუხანოვისგან,


დაკითხვის ოქმებზე წაუკითხავად მოეწერა ხელი.
მაგალითისთვის, იხილეთ ერთ-ერთი ასეთი ოქმი:
«შეკითხვა (სავარაუდოდ, ჩერეპნევის დასმული): თქვენ
წარმოგიდგინეს 2000 წლის 25 ნოემბერს რუსეთის
ოფიცრებისათვის მიმართვა № 215-ის ქსეროასლი. რისი
თქმა შეგიძლიათ?

პასუხი (თითქოს ხასუხანოვი პასუხობს): მსგავსი სახის


დოკუმენტების მომზადება და გავრცელება მიიჩნევა იმ
პროპაგანდის შემადგენელ ნაწილად, რომელიც ჩეჩნეთის
რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ფორმირებების
ოპერატიული მართვით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობის
ქვეშ ხორციელდება. აღნიშნული მიმართული იყო რუსეთის
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უკუქმედებისკენ
ანტიტერორისტული ოპერაციის გაშუქებისას. გააზრებული
მქონდა, რომ ასეთი სახის დოკუმენტების გავრცელებას
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება
დესტაბილიზაცია გამოეწვია, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ვაგრძელებდი მოქმედებას...»

ეს დოკუმენტი არის ჩვენი ჯარის ტიპური, საავტორო


სტილი. ერთი თვის განმავლობაში ხასუხანოვს აწამებდნენ
ზნამენსკიში ასეთი მასალების მოსაპოვებლად.
სასამართლო სხდომის ოქმიდან:
«– როდესაც ამდენი ცემისგან უკვე ვერაფერს ვიგებდი და
ვერც ვრეაგირებდი, კვლავაც წამების ქვეშ გადამიყვანეს
ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური უშიშროების
სამსახურში. იმის გამო, რომ მძიმედ ვიყავი ნაცემი,
საგამოძიებო იზოლატორში ჩემი მიღება არ ისურვეს,
ექიმმა თქვა, რომ ორ დღე-ღამეში მოვკვდებოდი. რის
შემდეგაც გადამიყვანეს «ხე-ტყის ქარხანაში»,
დაწესებულება № იან68-1.

– სამედიცინო დახმარება თუ მიიღეთ?


– უბრალოდ ვიწექი «ხე-ტყის ქარხანაში», სადაც სამი თვის
განმავლობაში გონზე მოვდიოდი».
რა ადგილია ეს «ხე-ტყის ქარხანა»? ჩეჩნეთში
განხორციელებული წმენდის შემდეგ უგზო-უკვლოდ
დაკარგულთა ისტორიებში ეს ადგილი დროდადრო
ამოტივტივდება ხოლმე. ერთნი, რომლებმაც იქ იცხოვრეს
და გადარჩნენ, სტალინის დროიდან შემორჩენილი ურყევი
ჩვევიდან გამომდინარე, მას «ხე-ტყის ბანაკს» უწოდებენ,
მეორენი კი – «ხე-ტყის ქარხანას» (ოფიციალური
სახელწოდება: დაწესებულება № იან68-1, რომელიც
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტროს ეკუთვნის).

«ხე-ტყის ქარხნის» შესახებ ვიცით ის, რომ იქ ნამდვილად


სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან
(პირველ ყოვლისა, ფედერალური უშიშროების სამსახურის
თანამშრომლებისგან) სიკვდილამდე ნაცემ ადამიანებს
იღებენ და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მათ დოკუმენტები
არ გააჩნიათ. ანუ ისინი სწორედ ის არარსებული
ადამიანები არიან, რომლებიც ფედერალებთან შეხვედრის
შემდეგ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.
და დიდი მადლობა მათ, ვინც მუშაობს «ხე-ტყის
ქარხანაში» იმისთვის, რომ თავიანთ დაწესებულებაში
არალეგალურად იღებენ არალეგალებს – ამით უამრავი
ადამიანი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. სწორედ
ისინი, რომელთა დახოცვა გზად ჩეჩნეთიდან ოსეთისკენ
ფედერალებს უბრალოდ დაეზარათ ან უკვე მომაკვდავები
მიიყვანეს და დატოვეს, რომ თავად არ გაესვარათ ხელი
მკვლელობაში. საბოლოოდ, ვინ და რამდენი მოკვდა ამ
ქარხანაში ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, არავინ იცის.
ბევრის საფლავის მიწაყრილებიც კი არ დარჩენილა.
სამაგიეროდ ცნობილია, რამდენი გადარჩა. ხასუხანოვი
ერთ-ერთია სასწაულებრივად გადარჩენილთა შორის. ის
დარაჯს შეებრალა. უბრალოდ შეებრალა და ყოველი
თავისი მორიგეობის დროს მისთვის თბილი რძე
მოჰქონდა.
ასე გადარჩა ხასუხანოვი, რაც ნიშნავს, რომ კვლავ
ჩერეპნევის წინაშე წარდგა. ჩეჩნეთის ფედერალური
უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობაში ასეთი
სისტემაა დანერგილი: რადგან გადარჩა, ესე იგი
სასამართლო იქნება. ცოცხალი ბევრი არ რჩება, ასე რომ,
«საერთაშორისო ტერორისტების» სასამართლოებიც
ცოტაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლოები
აუცილებელია. «ანტიტერორისტული ოპერაციების»
საერთო სტრუქტურაში ცალკეული «ტერორისტები» უნდა
გასამართლდნენ, რადგან პუტინისგან ამის შესახებ
ანგარიშს დროდადრო დასავლელი ლიდერები ითხოვენ,
ის კი, თავის მხრივ, იმავეს ითხოვს ფედერალური
უშიშროების სამსახურისა და გენერალური
პროკურატურისგან. ისინიც ცდილობენ, ჰქონდეთ ეს
ანგარიშები ცოცხლად გადარჩენილთა ხარჯზე.

ვლადიკავკაზი
ვლადიკავკაზი – ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის
დედაქალაქი, რომელიც ჩეჩნეთსა და ინგუშეთს
ესაზღვრება. და ოსეთი –»ანტიტერორისტული ოპერაციის»
სრულუფლებიანი ნაწილი. ჩრდილოეთ ოსეთში
მდებარეობს მოზდოკი – უმთავრესი სამხედრო ბაზა, სადაც
ხდება ფედერალური ქვედანაყოფების ფორმულირება
ჩეჩნეთში გამგზავრებამდე (სწორედ ამიტომ მოზდოკი იქცა
ორი მსხვილი ტერაქტის არენად თვითმკვლელების
მონაწილეობით: 2003 წლის 5 ივნისს კამიკაძე ქალმა
აიფეთქა თავი სამხედრო მფრინავებით სავსე ავტობუსში
და 1 აგვისტოს ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით
სავსე სატვირთო მანქანა, რომლის საჭესთან კამიკაძე
მამაკაცი იჯდა, სამხედრო ჰოსპიტალში აფეთქდა).

ვლადიკავკაზში «საერთაშორისო ტერორისტების»


გაყალბებული საქმეების უამრავი სასამართლო პროცესი
მიმდინარეობს. ადგილობრივი ადვოკატები ვინმეს
დაცვაზე მეტად, სასამართლოსთან, ფედერალური
უშიშროების სამსახურსა და პროკურატურასთან მჭიდრო
კავშირში წარმოადგენენ მეოთხე ძალას «საერთაშორისო
ტერორისტების საქმიდან» სუფთად გამოსასვლელად.

ჩეჩნეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის


თანამშრომლები ხშირად ახანგრძლივებენ თავიანთი
საქმეების აღსრულებას და ამჯობინებენ ვლადიკავკაზში
წაიყვანონ თავიანთი მსხვერპლი და აწარმოონ მათი
დაკითხვა ფედერალური უშიშროების სამსახურის
ადგილობრივ შენობაში, რაც შეიძლება შორს ბრძოლის
ველიდან.

ამჯერადაც ასე მოხდა. ჩერეპნევი ვლადიკავკაზში


ხასუხანოვთან ჩავიდა და პირველ ყოვლისა, ადვოკატი
აუყვანა. მიაქციეთ ყურადღება: 2003 წლის 1 ივლისიდან
რუსეთში მოქმედებს ახალი, მოწინავე ევროპული
სტანდარტების შესაბამისი სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი, რომელიც საერთოდ კრძალავს
ეჭვმიტანილის ადვოკატის გარეშე დაკითხვას, თუმცა,
მიუხედავად ამისა, როდესაც «საჭიროება მოითხოვს»,
ჩვენთან ყველაფერი ძველებურადაა. ხასუხანოვს
ადვოკატი არ ჰყოლია 2002 წლის 20 აპრილიდან 9
ოქტომბრის ჩათვლით – მთელი ნახევარი წლის
განმავლობაში, სანამ «ხე-ტყის ქარხანაში» დამტვრეული
თავის ქალა, ხელები და ნეკნები არ მოურჩა და
შესაძლებელი არ გახდა მისი სასამართლოს წინაშე
წარსადგენად მომზადება.
საინტერესოა, როგორ გაფორმდა ყველაფერი. 8
ოქტომბერს ჩერეპნევმა ხასუხანოვი დაკითხვაზე დაიბარა
და უთხრა, რომ მის სახელზე უნდა დაეწერა
შუამდგომლობა. და უკარნახა: «გთხოვთ, გამომიყოთ
ადვოკატი წინასწარი ძიებისთვის... დღევანდელ დღემდე
ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებდი და
საგამოძიებო ორგანოებთან აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით პრეტენზიები არ გამაჩნია. გთხოვთ,
ადვოკატი მოიწვიოთ გამომძიებლის შეხედულებისამებრ».

ამგვარად, 9 ოქტომბერს გაიმართა ხასუხანოვის პირველი


დაკითხვა ადვოკატ ალექსანდრ ძილიხოვის
მონაწილეობით. ცხადია, ხასუხანოვს არ ჩაუთვლია იგი
ადვოკატად და იცოდა, რომ ის ფედერალური უშიშროების
სამსახურის მორიგი თანამშრომელი იყო, რომელიც
ადვოკატად წარადგინეს. სხვაგვარად ვერც იფიქრებდა.
მოკლედ, არც ძილიხოვს გაუკეთებია ხასუხანოვის ნდობის
მოსაპოვებლად რამე. იგი თავის დაცვის ქვეშ მყოფს
რჩევებს არ აძლევდა. უბრალოდ იჯდა დაკითხვებზე და
ხმას არ იღებდა.

სასამართლო სხდომის ოქმიდან:


«– თუ შეიძლება გვითხარით, თუ არსებობს რაიმე
განსხვავება იმ ჩვენებებს შორის, რომელსაც ადვოკატის
დანიშვნამდე და მისი დანიშვნის შემდეგ აძლევდით? რა
სახისაა ეს განსხვავება?

– ადრე, როდესაც დაკითხვა სრულდებოდა, არ


მაძლევდნენ ოქმს წასაკითხად, ადვოკატის დანიშვნის
შემდეგ კი, მაკითხებენ».
ადვოკატის თანდასწრებით ხასუხანოვი სულ სამჯერ
დაკითხეს, 9, 23 და 24 ოქტომბერს – უფრო ზუსტად კი,
ჩერეპნევმა ამ სამი დღისთვის უბრალოდ გადაწერა
ზნამენსკიში ნაცემი ბრალდებულის ჩვენება ახალ
ბლანკებზე, რაც იქცა «ჩვენებად სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში».

ჩერეპნევმა 25 ოქტომბერი გამოძიების ბოლო დღედ


გამოაცხადა და აცნობა ხასუხანოვს, რომ ძალიან მალე
მიიღებს საბრალდებო დასკვნას გასაცნობად და მისი
მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი ამ
ტექსტს... იმისთვის, რომ ხასუხანოვს რამე ილუზიები არ
შერჩენოდა, ორი დღით, 29-30 ოქტომბერს იგი საგამოძიებო
იზოლატორიდან ისევ სადღაც წაიყვანეს და, რა თქმა უნდა,
ადვოკატის გარეშე. სად – წარმოდგენა არ აქვს, თავზე
ტომარა დაახურეს. მაგრამ რატომ – ამას მალე მიხვდა,
რადგან ისე მიჰყავდათ, თითქოს უნდა დაეხვრიტათ. –
მორჩა, ვეღარ გადარჩები, – ეუბნებოდნენ მცველები და
ჩახმახს მართავდნენ.
ცხადია, ეს დახვრეტის იმიტაცია იყო – უნდოდათ
დაეშინებინათ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია და
საბრალდებო დასკვნაზე ხელი მოეწერა.
რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა... ვინც მდგარა დახვრეტის
საფრთხის წინაშე, იცის, რა რთულია წინააღმდეგობის
გაწევა. ვინც არ მდგარა – მან აჯობებს დოსტოევსკი
წაიკითხოს. თუმცა ხასუხანოვი კვლავაც არ გატყდა და
სასამართლოზე უარყო, რაც საბრალდებო დასკვნაში
ეწერა (დასკვნა დაადასტურა ჩეჩნეთის ახალმა
პროკურორმა ვლადიმირ კრავჩენკომ და შემდეგ ეს ტექსტი
თითქმის სრულად გადაიტანა ვალერია ჯიოევამ
სასამართლოს განაჩენში).

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ციტატები ორივე


დოკუმენტიდან აუცილებელი კომენტარებითურთ, რათა
ნათელი გახდეს, როგორ ყალბდება საქმე ქაღალდზე და
რომ არც ერთს ამ გამყალბებელთაგან არაფრის ეშინია.
მათ სრული მხარდაჭერა აქვთ ზემოდან და იმასაც არ
უფრთხიან, რომ ეს ფურცლები რჩება რუსეთის ისტორიაში,
რომელსაც რუსეთში ტრადიციულად ხელახლა გადაწერენ
ხოლმე, მას შემდეგ, რაც ეპოქა შეიცვლება.

«1999 წლის აპრილში ხასუხანოვი ნებაყოფლობით შევიდა


შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელიც ფედერალური
კანონის მიხედვით არ იყო ნებადართული... ხასუხანოვი
გავიდა კონტაქტზე მასხადოვის თანაშემწესთან, ხანბიევ
მაგომედთან, რომელმაც შესთავაზა დახმარებოდა
მასხადოვს და თავისი გამოცდილების გამოყენებით
მოეხდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების
(რომელიც მაშინ ყალიბდებოდა) საქმიანობის –
«სამხედრო აუდიტის»– ორგანიზება».

ალბათ მიხვდით, რაზეცაა საუბარი. იმას გულისხმობენ,


რომ სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ხასუხანოვი
დაბრუნდა სახლში, გროზნოში, აკადემიური განათლების
მქონე ყოფილი ოფიცერი – ასეთს ჩეჩნებში უბრალოდ ვერ
იპოვიდი – და მასხადოვმა მთავრობაში სამსახური
შესთავაზა. 1999 წელს ჩეჩნეთში იყო ოფიციალური
რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც მოსკოვიდან
ფინანსდებოდა, მასხადოვი კი მოსკოვისგან აღიარებული,
ჩეჩნეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იყო.
«სამხედრო აუდიტი», სადაც მასხადოვმა ხასუხანოვი
სამუშაოდ მიიწვია, ჰაერივით სჭირდებოდა. ჩეჩენი
ჩინოვნიკები თავიანთი მოსკოველი კოლეგებივით
კორუფციაში იყვნენ ჩაბმული, ამიტომ საჭირო იყო საქმის
მცოდნე ადამიანი, რომელიც სამხედრო ფინანსური
გადმორიცხვების გაკონტროლებას შეძლებდა. უპირველეს
ყოვლისა კი, იმ თანხებისა, რომელიც ფედერალური
ხაზინიდან მოედინებოდა.
...სასამართლოს სხდომის ოქმიდან:

«– პრეზიდენტ მასხადოვის ქმედებები კანონიერად


მიგაჩნდათ? – იკითხა პროკურორმა.
– დიახ. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მასხადოვს,
ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებს უკანონოდ
სცნობდნენ?! მე ვიცოდი, რომ მასხადოვი პრეზიდენტია, ის
აღიარებული იყო ფედერალური ხელმძღვანელობის
მხრიდანაც, მის მინისტრებს ხვდებოდნენ, უწევდნენ
ფინანსურ დახმარებას და ცხადია, რომ არ ვიცოდი, თუ
უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში შევდიოდი...

– აწარმოებდით ფინანსურ-ეკონომიკურ შემოწმებას


ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შინაგან საქმეთა
სამინისტროში?

– დიახ, 1999 წლის ივნისში მასხადოვს ვაცნობე შემოწმების


შედეგების შესახებ. აღვრიცხე ყველაფერი, რაზეც ფული
იყო დახარჯული. ყველა ეს ცნობა რუსეთის ფედერაციის
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად მივიღე.
რაიმე უკანონობაზე ეჭვი არ გამჩენია».

ხასუხანოვის მოვალეობაში ომის დაწყებამდე ნამდვილად


შედიოდა ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის
შემოწმება, საბუღალტრო სისტემის ორგანიზება და იმ
ფინანსური სახსრების გაკონტროლება, რომელიც
გამოყოფილი იყო ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურების –
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული და
პრეზიდენტის გვარდიისა და მთავარი შტაბის სახელზე.
1999 წლის ზაფხულში მან გაარკვია, რომ მთავარი შტაბის
გავლით მნიშვნელოვანი თანხები იარაღსა და სამხედრო
ტანისამოსზე იხარჯება. მაგრამ, მაგალითისთვის, ის
ყუმბარმტყორცნები, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო
ამ ფულით გროზნოს ქარხანა «წითელ უროს» უკვეთავდა,
საბრძოლო მოქმედებებისთვის აშკარად გამოუსადეგარი
იყო, რაც თანხების განზრახ, უკანონო მითვისებას
გულისხმობდა.
იგივე ხდებოდა სამხედრო ტანსაცმლის შემთხვევაშიც:
კერავდნენ ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში, კომპლექტს – 60
რუბლის სანაცვლოდ, მაგრამ საბუთებში ატარებდნენ,
როგორც «შეკერილია ბალტიისპირეთში» და ამის გამო
ფასიც მნიშვნელოვნად მაღალი იყო.

ამ ყველაფრის შესახებ ხასუხანოვმა მასხადოვს აცნობა


და სამხედრო აუდიტის ხელმძღვანელს მაშინვე დაეწყო
პრობლემები პრეზიდენტის ძალოვან გარემოცვასთან,
რომლებიც აღნიშნული თანხების გაფლანგვის
თანამონაწილეები იყვნენ. სამხედრო აუდიტში მუშაობის
ერთი კვირის თავზე მასხადოვმა ხასუხანოვი თავისი
შტაბის მეთაურის თანამდებობაზე დანიშნა – სწორედ
იმიტომ, რომ მასხადოვს ძალიან სჭირდებოდა პატიოსანი
ხალხი.
კალენდარზე 1999 წლის ივლისის ბოლო იყო. შტაბის
მეთაურის თანამდებობაზე ხასუხანოვმა მუშაობა
აგვისტოში დაიწყო – ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე
რამდენიმე დღით ადრე. ხასუხანოვმა ომში მონაწილეობის
მიღებაზე უარი განაცხადა...
როდესაც სასამართლო სხდომების ოქმებს კითხულობ
(სასამართლო დახურული იყო), არ გტოვებს იმის
შეგრძნება, რომ ეს შეკვეთილი საქმეა. ვიღაცამ
გადაწყვიტა, რომ ხასუხანოვი უნდა გასამართლდეს რაღაც
ძალიან სერიოზული დანაშაულისთვის, მაგრამ რა არის ეს
სერიოზული დანაშაული, იქ არ წერია. ამიტომ ისღა
დაგვრჩენია, არაპირდაპირი ნიშნებით გამოვიცნოთ. იქნებ
მაშინ, 1999 წელს ხასუხანოვმა ისეთ რამეს მიაკვლია, რაც
2002-2003 წლებში ასე მძიმედ დახვდა წინ... ის გაფლანგული
სახსრები ხომ არ იყო მისი გასამართლების მიზეზი? ანუ
სწორედ ის ქურდობა, რომელმაც, არსებობს ვარაუდი, რომ
გამოიწვია ჩეჩნეთის მეორე ომი, რათა კრიმინალების
საქმიანობა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩენილიყო?
ამიტომ ხომ არაა, რომ დღეს რუსეთის სამხედრო
ხელმძღვანელობისთვის კატეგორიულად მიუღებელია
მშვიდობიანი მოლაპარაკებები?
კიდევ ერთი ციტატა საბრალდებო დასკვნიდან (ასევე
განაჩენიდანაც):

«ხასუხანოვი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა


უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობაში,
1999 წელს ამავე ფორმირებების დაფინანსებასთან
დაკავშირებული საკითხებით იყო დაკავებული. შეიმუშავა
და პრაქტიკაში განახორციელა უკანონო შეიარაღებული
ფორმირებების –»ეროვნული გვარდიის», «მთავარი
შტაბისა» და თვითაღიარებული «იჩქერიის სახელმწიფოს»
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე ჩარიცხული
ფინანსური სახსრების საბუღალტრო სისტემა და მას
შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე ორგანიზებულობისა და
საქმის კეთების მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა, 1999
წლის ივლისის ბოლოს მასხადოვმა ხასუხანოვი თავისი
შტაბის მეთაურად დანიშნა. ხასუხანოვი აქტიურად
მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების
საქმიანობაში და ჩართული იყო მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, წინააღმდეგობა
(მათ შორის შეიარაღებული) გაეწიათ ფედერალური
მთავრობის ძალებისთვის ჩეჩნეთის რესპუბლიკის
ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის დამყარების
საქმეში».
ამ ყველაფრის კითხვა სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არ
ვიცოდეთ, რა ძვირი დაუჯდა ხასუხანოვს ფედერალური
უშიშროების სამსახურის მიერ ასე თავხედურად
გაყალბებული ისტორია.

...სასამართლო სხდომის ოქმიდან:


«– გვითხარით, რა პირადი აუცილებლობით იყო
გამოწვეული თქვენი ჩეჩნეთში ყოფნა საომარი
მოქმედებების დაწყებიდან თქვენი დაკავების დღემდე?

– მე არ დამიშვია ის ფაქტი, რომ ზურგი უნდა მექცია


მასხადოვისთვის, რადგან ის კანონიერად არჩეულ
პრეზიდენტად მიმაჩნდა. ომის შეჩერება ჩემს ძალებს
აღემატებოდა, ამიტომ ვაკეთებდი ყველაფერს, რაც
შემეძლო. ვხედავდი, როგორ იხოცებოდა ხალხი, და ვიცი,
რაც იგულისხმება კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაში.
არ დაგიმალავთ, რომ მთელი ეს ომი – გენოციდია. თუმცა
ტერორისტული აქტებისკენ არასდროს მოვუწოდებდი.

– ფედერალური ძალების განადგურებისკენ


მოუწოდებდით?
– იმისთვის, რომ მოუწოდო, ადამიანებს უნდა მართავდე.
მე მათი მეთაური არ ვყოფილვარ.
– საველე მეთაურთაგან ვინმე თქვენს უშუალო
დაქვემდებარებაში შედიოდა?
– არა».

წინ მიდევს «მხოლოდ სამსახურებრივი მოხმარებისთვის


განკუთვნილი დოკუმენტი». სასამართლოსთვის მზადების
პროცესში ჩერეპნევმა ფედერალური უშიშროების
სამსახურის ყველა რაიონულ განყოფილებაში დააგზავნა
შეკითხვები იმის შესახებ, თუ მათი რაიონის ტერიტორიაზე
რომელი «ტერორისტული აქტები» განხორციელდა
«ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული
ფორმირებების ოპერატიული შტაბის მეთაურის სამხედრო
განკარგულებების საფუძველზე». შეგახსენებთ, ეს ის
«სამხედრო განკარგულებებია», რომელსაც ხასუხანოვმა
დაკითხვისას ცარიელ ფურცელზე მოაწერა ხელი,
ჩერეპნევმა კი მოგვიანებით ის ჩაწერა, რაც უნდოდა,
რასაც საჭიროება მოითხოვდა.
ცხადია, რაიონული განყოფილებების ყველა მეთაურმა
უპასუხა, რომ ხასუხანოვი არც ერთი ტერაქტის საქმეში არ
ირიცხება. და ეს პასუხები ჩერეპნევმა ჩეჩენი
მებრძოლებისგან კი არა, საკუთარი ხალხისგან მიიღო.
მაგრამ «უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წამყვანი
მეთაურის» – როგორც ხასუხანოვის გადარჩენის შემდეგ
მის საქმეს დაარქვეს – გარდაუვალი დასჯის მანქანა,
მიუხედავად ფაქტებისა და მტკიცებულებებისა, კვლავაც
მუშაობდა. სასამართლომ ქაღალდების ამ შეკვრას
«მხოლოდ სამსახურებრივი მოხმარებისთვის», ისევე,
როგორც პროკურატურამ, არანაირი ყურადღება არ
მიაქცია.
სასამართლო
ხასუხანოვის სასამართლო დახურული იყო და 2003 წლის 14
იანვრიდან 25 თებერვლამდე ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის
რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში ყველაფერი
ძალიან სწრაფად წარიმართა. მოსამართლე ვალერია
ჯიოევა იყო. სასამართლომ არაბუნებრივი ვერაფერი
აღმოაჩინა საქმეში. ვერც ნახევარი წლის განმავლობაში
ადვოკატის არყოლაში, ვერც იმაში, რომ მოგვიანებით
ადვოკატი შეურჩიეს მათ, ვინც სცემდა. ვერც იმაში, რომ
არავინ იცის, სად იყო ბრალდებული 20-დან 27 აპრილამდე.
ვერც წამებაში. მართალია, სასამართლომ აღიარა წამების
ფაქტი, მაგრამ ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. აი, ციტატა
განაჩენიდან:

«გამოძიების დროს ხასუხანოვს არ მიუცია აღიარებითი


ჩვენება, მაგრამ ფედერალური უშიშროების სამსახურის
თანამშრომლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწლის
შედეგად იძულებული გახდა, დაკითხვების მზა
ოქმებისთვის ხელი მოეწერა.
– თქვენ თქვით, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდით, –
ჰკითხა ხასუხანოვს მოსამართლემ, – შეგიძლიათ
დაასახელოთ პირები, რომლებმაც იძალადეს თქვენზე?
– არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცნობ მათ».

და სასამართლოს მსვლელობა გაგრძელდა, რადგან


ჯალათებმა მსხვერპლს წამების წინ პირადობის
დამადასტურებელი მოწმობები არ აჩვენეს. სასამართლომ
სამედიცინო ექსპერტიზაზეც კი უარი თქვა, მიუხედავად
იმისა, რომ მის წინაშე ხედავდა ადამიანს ღრმულით თავის
არეში. ერთადერთი, რაც სასამართლომ გააკეთა, დაკითხა
«ხე-ტყის ქარხნის» ხელმძღვანელი ტებლოევი, რომელსაც
ჰკითხეს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ხასუხანოვი მის
სამედიცინო განყოფილებაში. ტებლოევმა უპასუხა, რომ
იმყოფებოდა 2002 წლის 3 მაისიდან სექტემბრამდე
დაზიანებებით გულმკერდის არეში. სასამართლომ ეს
უბრალოდ «გაატარა».
ციტატა განაჩენიდან:

«ბრალდებულმა ხასუხანოვმა სასამართლო სხდომაზე


ჩადენილ დანაშაულებებში თავი დამნაშავედ არ სცნო...
განაცხადა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნდა კანონიერად
არჩეულ პრეზიდენტ მასხადოვის ცალკეული თხოვნებისა
და განკარგულებების შესრულება. არ ემზადებოდა
ტერორისტული აქტების განხორციელებისათვის, არ
აფინანსებდა საველე მეთაურებს. დაადასტურა მხოლოდ
ის, რომ მასხადოვის ზოგიერთ განკარგულებას ამოწმებდა
მინაწერით «ნამდვილი ასლი».
და სულ ეს არის?
დიახ, სულ ეს არის – საბოლოოდ, 12 წელი მკაცრი რეჟიმის
კოლონიაში. ამნისტიის უფლების გარეშე. ბრალდებულის
უკანასკნელი სიტყვა იყო:

«მე არ ვაპირებ უარვყო ჩემი შეხედულებები. ის, რაც


ჩეჩნეთში ხდება, მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებების
უხეში დარღვევაა, ნამდვილ დამნაშავეებს არავინ იჭერს.
და სანამ ამჟამინდელი სიტუაცია გაგრძელდება, ბევრი
ჩემნაირი მოხვდება ბრალდებულის სკამზე».
ჩვენ კვლავ მოგვიცვა წყვდიადმა, რომელსაც ერთხელ
უკვე დავაღწიეთ თავი რამდენიმე ათეული საბჭოთა წლის
შემდეგ. სულ უფრო იმატებს ისტორიები იმის შესახებ, თუ
როგორ აყალიბებს ფედერალური უშიშროების სამსახური
წამების გზით საქმეებს, რომელიც მათთვის სასურველ
იდეოლოგიურ საჭიროებებს მოერგება, სასამართლოს და
პროკურატურას საკუთარ მსახურებად აქცევს. მსგავსი
საქმეები იმდენად ბევრია, რომ უკვე აღარ შეიძლება
გამონაკლისებად მივიჩნიოთ.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონსტიტუცია კვდომის პროცესშია


და ფედერალური უშიშროების ბიურო მისი დაკრძალვის
საკითხებზეა პასუხისმგებელი.

უცნაური რამეები ხდება ჩვენ გარშემო. «დასავლელები» –


ჩვენ ასე ვეძახით ევროპელებსა და ამერიკელებს – ისე
მოიხიბლნენ პუტინით, ისე შეიყვარეს... პანიკურად
ეშინიათ რაიმე თქვან მის წინააღმდეგ.

როდესაც შევიტყვე, რომ ხასუხანოვი «კრასნაია


პრესნიაში» მიიყვანეს – მოსკოვის ცნობილ სატრანზიტო
ციხეში, საიდანაც განსასჯელებს ჩვეულებრივ
ეტაპობრივად ანაწილებენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეშე,
საერთაშორისო წითელი ჯვრის მოსკოვის ოფისში
დავრეკე. ამ ორგანიზაციის თანამშრომლები თითქმის
ერთადერთი გამონაკლისები არიან, რომელთაც
საშუალება აქვთ ესტუმრონ ციხის კამერებს და
მოინახულონ კონკრეტული ბრალდებულები და
განსასჯელები.
დავრეკე, რადგან ვიცოდი, რომ იმ წამებების შემდეგ, რაც
ხასუხანოვმა გამოიარა, იგი ფაქტობრივად ცოცხალი გვამი
იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად
მძიმეა. ვთხოვე, მოენახულებინათ ხასუხანოვი, სანამ
«კრასნაია პრესნიაში» იმყოფებოდა, მიეწოდებინათ
მედიკამენტები, გამოეთხოვათ ციხის
ხელმძღვანელობისთვის მისი მკურნალობა და
შეთანხმებოდნენ რეგულარულ მონახულებაზე.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, სანამ მოსკოვის ბიურომ
განიხილა ჩემი მუდარა დახმარებაზე. საბოლოოდ კი უარი
მითხრეს, მიზეზად მიპასუხეს, რომ «ეს ძალიან რთულია»...

პოლკოვნიკ ბუდანოვის პრეცედენტი


2003 წლის 25 ივლისს დონის როსტოვში, ჩრდილო
კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლომ, როგორც იქნა,
განაჩენი გამოუტანა რუსეთის ჯარის ახლა უკვე ყოფილ
პოლკოვნიკს, მამაცობის ორი ორდენის მფლობელს,
ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის მონაწილეს, იური
ბუდანოვს – მას 10 წელი უნდა გაეტარებინა მკაცრი
რეჟიმის კოლონიაში იმ დანაშაულებების გამო, რომელიც
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ე. წ. «ანტიტერორისტული
ოპერაციის» ჩატარებისას, ჩაიდინა. გაიტაცა და
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ჩეჩენი გოგონა ელზა
კუნგაევა.

25 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილებით ბუდანოვს


ასევე ჩამოერთვა სამხედრო წოდება და ყველა
სახელმწიფო ჯილდო.ბუდანოვის საქმემ, რომელიც
პრეზიდენტ პუტინის არჩევნების დღეს (2000 წლის 26
მარტი) დაიწყო, ჩეჩნეთის მეორე ომის მსვლელობის ოთხი
წლიდან 3 წელი გასტანა და დიდ განსაცდელად ექცა
მთელ ჩვენს საზოგადოებას – კრემლიდან დაწყებული
ყველაზე პატარა სოფლის მცხოვრებლებით
დამთავრებული. ყველანი ვცდილობდით, ამოგვეხსნა და
გვეპასუხა შეკითხვაზე: ვინ არიან ის ჯარისკაცები და
ოფიცრები, ყოველდღე რომ კლავენ, ქურდობენ, აწამებენ
და ძალადობენ ჩეჩნეთში? ტიპური კრიმინალები და
სამხედრო დამნაშავეები? ან იქნებ საერთაშორისო
ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ომის უკომპრომისო
და სასტიკი მონაწილეები, რომლებიც მათთვის
ხელმისაწვდომი ყველანაირი საშუალებით იბრძვიან და
რომ კაცობრიობის გადარჩენის კეთილშობილური მიზანი
ამართლებს საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ.
შედეგად, ბუდანოვის საქმე ქვეყნის თვალში
პოლიტიზირებულად და ჩვენი დროის ნამდვილ
სიმბოლოდ იქცა. ყველა ის კრიტიკული მოვლენა, რაც კი
ამ სამი წლის განმავლობაში რუსეთსა თუ საზღვარგარეთ
მოხდა – 2001 წლის 11 სექტემბერი ნიუ-იორკში, ომები
ავღანეთსა და ერაყში, საერთაშორისო
ანტიტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ტერაქტები
რუსეთში, 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვში მძევლების
აყვანა, ჩეჩნეთის მეორე ომის პალესტინიზაცია, როგორც
პასუხი ჩეჩნეთში, სხვებთან ერთად ბუდანოვის
ქმედებებზეც, და ამ საქმეებზე სასამართლოს
მსვლელობა, რომელიც ჩეჩნებმა მათი ერისთვის
დამამცირებლად მიიჩნიეს – გაერთიანდა ამ ტრაგიკული
და დრამატული საქმის ირგვლივ, რომელმაც სააშკარაოზე
გამოიტანა მთელი ჩვენი პრობლემები, ჩვენი ყოფა
ჩეჩნეთის მეორე ომის მსვლელობისას, ჩვენი
ირაციონალიზმი ამ ომთან მიმართებაში და პუტინის
მმართველობის დროს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ თუ
ვის მხარესაა სიმართლე და ვინაა დამნაშავე ჩრდილოეთ
კავკასიაში, რა მტკივნეული ცვლილებები განიცადა
პუტინის პერიოდში მართლმსაჯულების ეროვნულმა
სისტემამ. სასამართლო რეფორმა, რომლის დანერგვასაც
დემოკრატები ცდილობდნენ და რომლის
განსახორციელებლად ელცინმა ყველაფერი გააკეთა,
ბუდანოვის საქმემ გააცამტვერა. იმიტომ რომ სამი სრული
წლის განმავლობაში ჩვენ ვხდებოდით იმის მომსწრე, რომ
რეფორმის მიუხედავად, დამოუკიდებელი სასამართლო არ
არსებობს. მის ნაცვლად კი ჩვენ წინაშეა პოლიტიკურ
შეკვეთებზე აგებული, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე
დამოკიდებული სასამართლო. ყველაზე უარესი კი ის არის,
რომ ეს შეკვეთა მოსახლეობის დიდ ნაწილს სრულიად
ნორმალურ მოვლენად მიაჩნია. თანამედროვე რუსი –
პუტინის მმართველობის დროს მცხოვრები, დიდი
პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელიც
კვლავაც უმრავლესობაშია როგორც უმრავლესობასავით
მოაზროვნე, თუმცა კი, ჯერ კიდევ არ გადაჩვეულა
დამოუკიდებლად ფიქრს, რაც ნებადართული იყო
პრეზიდენტ ელცინის დროს – იმედია, კითხვაზე,
სასამართლო პოლიტიზირებული უნდა იყოს თუ
სამართალს ემორჩილებოდეს, ნაჩქარევ პასუხს არ
გასცემს და, სულ ცოტა, ჩაუფიქრდება მაინც ამ საკითხს.
2003 წლის 25 ივლისს პოლკოვნიკის მიერ დიდი
სისასტიკით მოკლული ელზა კუნგაევას მშობლები,
რომლებმაც სხვებზე უკეთ იცოდნენ, რაც ხდებოდა,
სავსებით დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი შვილის
ჯალათს გაამართლებდნენ, სასამართლოს დარბაზში არც
კი გამოცხადებულან.

მაგრამ მოხდა სასწაული, რომელსაც არავინ მოელოდა.


სასწაული და ამასთანავე მოსამართლე ვლადიმირ
ბუკრეევის გმირობა. გმირობა, იმიტომ, რომ მან
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გაბედა. თანაც
ბუდანოვს პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადა მიუსაჯა.
ამ ნაბიჯით იგი მთელი რუსული სამხედრო წრეების
წინააღმდეგ წავიდა, რომლებიც ბუდანოვს აქტიურად
უჭერდნენ მხარს და ამათლებდნენ მის ქმედებებს ომის
დროს. მიუხედავად უზარმაზარი და აშკარა ზეწოლისა
კრემლიდან და თავდაცვის სამინისტროდან (რუსეთში
სამხედრო სასამართლოს სისტემა ქვეყნის შეიარაღებული
ძალების ნაწილია, რომლის უმაღლესი მთავარსარდალი,
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტია), მოსამართლე
ბუკრეევმა გადაწყვიტა, რომ ბუდანოვს
დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს. ამასთან, კიდევ
ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ძველებურად არ
არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, სამაგიეროდ,
არსებობს სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ
შეკვეთებს ემსახურება, და მის წინააღმდეგ თუ ვინმე
შეძლებს წასვლას, ეს ერთეული გმირები არიან.
ბუდანოვის საქმე კი ასე განვითარდა:

საქმე

დავიწყოთ დოკუმენტებით, რათა თავი დავაღწიოთ იმ


მითოლოგიას, რომელმაც ბუდანოვის საქმესთან
დაკავშირებით როგორც რუსული საზოგადოება, ისე
პუტინის მოტრფიალეთა ევროპული წრეები სრულად
მოიცვა. რას ნიშნავს სამხედრო დანაშაული თანამედროვე
რუსეთში? იმისთვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, ნება
მიბოძეთ, მოვიყვანო ციტატა სისხლის სამართლის საქმე
№ 14/00/0012-00-ის გამამტყუნებელი განაჩენიდან
(ბუდანოვის საქმე).
ეს ციტატები, მართალია პროკურორის მშრალი ენით არის
დაწერილი, მაგრამ ნებისმიერ პუბლიკაციაზე უფრო
ნათლად წარმოაჩენს ჩეჩნეთის მეორე ომის რეალურ
ატმოსფეროს. სიტუაციას სამხედრო ნაწილებში,
რომლებიც განლაგებულია ე. წ. «ანტიტერორისტული
ოპერაციის» ზონაში, სადაც გამეფებულია სრული
სამხედრო ანარქია. სწორედ ეს ანარქიული გარემო გახდა
საბოლოო ჯამში მიზეზი და ნიადაგი იმისა, რაც იური
ბუდანოვმა, ამჟამად უკვე ყოფილმა პოლკოვნიკ-
ტანკისტმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტური
ქვედანაყოფის მეთაურმა, ჩაიდინა. იგი სამხედრო
აკადემიის კურსდამთავრებული იყო და მიღებული ჰქონდა
ქვეყნის ყველა უმაღლესი ჯილდო მისი სამხედრო
დამსახურებების აღიარების ნიშნად.
გამამტყუნებელი განაჩენი:

«საჯარისო ნაწილ 13206-ის (160-ე სატანკო ლეგიონი)


პოლკოვნიკ იური დმიტრიევიჩ ბუდანოვთან დაკავშირებით
წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით დადგინდა:
იური დმიტრიევიჩ ბუდანოვი 1998 წლის 31 აგვისტოს
საჯარისო ნაწილ 13206-ის (160-ე სატანკო ლეგიონი)
მეთაურად დანიშნეს. 2000 წლის 31 იანვარს ბუდანოვს
«პოლკოვნიკის» სამხედრო წოდება მიენიჭა. ივან ივანოვიჩ
ფედოროვს კი 1997 წლის 12 აგვისტოს «პოდპოლკოვნიკის»
წოდება მიენიჭა.
(აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბუდანოვის საქმე
დაიწყო როგორც ბუდანოვისა და ფედოროვის, პოლკის
მეთაურისა და მისი მოადგილის საქმე – 2000 წლის 26
მარტს მათ ჩაიდინეს დანაშაული ერთადაც და ცალ-
ცალკეც, მაგრამ საბოლოო ჯამში პოდპოლკოვნიკი
ფედოროვი გაამართლეს, რადგან მისი მსხვერპლი
სიკვდილს გადაურჩა და პირდაპირ სასამართლო სხდომის
დარბაზში საჯაროდ აპატია მას)».

1999 წლის 16 სექტემბერს ფედოროვი შტაბის მეთაურის


თანამდებობაზე დაინიშნა – საჯარისო დანაყოფ 13206-ის
(160-ე სატანკო პოლკის) მეთაურის მოადგილედ. 1999 წლის
19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის № 312/00264
შეიარაღებული ძალების დირექტივების საფუძველზე,
საჯარისო ნაწილ 13206-ის შემადგენლობაში მყოფი
ბუდანოვი და ფედოროვი მივლინებით ჯერ ჩრდილო-
კავკასიურ სამხედრო ოლქში, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის
რესპუბლიკაში გაემგზავრნენ ანტიტერორისტულ
ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
2000 წლის 26 მარტს საჯარისო ნაწილი 13206 დროებითი
დისლოკაციის ადგილას ჩეჩნეთის სოფელ ტანგის
მახლობლად იმყოფებოდა. ოფიცერთა პოლკის
სასადილოში სადილობისას ბუდანოვმა და ფედოროვმა
ბუდანოვის ქალიშვილის დაბადების დღის საბაბით
სპირტიანი სასმელი დალიეს. ალკოჰოლური
ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბუდანოვი და ფედოროვი იმავე
დღის საღამოს შვიდ საათზე პოლკის ოფიცერთა ჯგუფთან
ერთად, ფედოროვის გადაწყვეტილებით, მივიდნენ
პოლკის სადაზვერვო ასეულის ტერიტორიაზე, რომლის
მეთაური ლეიტენანტი ბაგრეევი გახლდათ.

(აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ რომან


ბაგრეევმა აპატია ბუდანოვსაც და ფედოროვსაც
სასამართლო დარბაზში მის მიმართ ჩადენილი
დანაშაული).

მას შემდეგ, რაც ქვედანაყოფის კარვებში შიდა წესრიგი


შეამოწმეს, ფედოროვმა, რომელსაც სურდა
დაემტკიცებინა ბუდანოვისთვის, რომ სადაზვერვო
ასეულს, რომლის მეთაურად მისივე რეკომენდაციით
ბაგრეევი დაინიშნა, შეეძლო თავდაჯერებულად ემოქმედა
საომარი მდგომარეობისას, შესთავაზა ბუდანოვს
ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნა შეემოწმებინათ.
თუმცა ეს შეთავაზება ბუდანოვმა თავდაპირველად უარყო,
მაგრამ ფედოროვმა დაიჟინა და რამდენჯერმე
განმეორებული თხოვნის შემდეგ ბუდანოვი დათანხმდა
ასეულის სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაზე და თავად
ოფიცერთა ჯგუფთან ერთად მართვის ცენტრში გაემართა.
ფედეროვმა კი, როგორც კი ნებართვა მიიღო, გადაწყვიტა
ბუდანოვისგან მალულად სოფელ ტანგის ტერიტორიაზე
ასეულის საშტატო შეიარაღების გამოყენების ბრძანება
გაეცა. ფედოროვმა ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება
რეალურად არსებული აუცილებლობის გარეშე მიიღო,
რადგან სოფელ ტანგის მხრიდან ფედოროვის ჯარისთვის
ცეცხლი არავის გაუხსნია.
საკუთარი გეგმის რეალიზებით, ფედოროვმა უხეშად
დაარღვია რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის
შეიარაღებული ძალების 21.02.2000-ის №312/2/0091 ბრძანება,
რომელიც კრძალავს სადაზვერვო ქვედანაყოფის
გამოყენებას ყოველმხრივი მომზადებისა და სამხედრო
დავალების შესასრულებლად მათი მზადყოფნის
შემოწმების გარეშე და გასცა ბრძანება, დაეკავებინათ
პოზიციები და სოფელ ტანგისთვის ცეცხლი გაეხსნათ.

უფროსმა ლეიტენანტმა ბაგრეევმა შეასრულა ბრძანება და


გასცა განკარგულება, ასეულის პირად შემადგენლობას
საბრძოლო განაწილების შესაბამისად დაეკავებინათ
პოზიციები და სოფელ ტანგის საზღვართან ეულად მდგომი
სახლისთვის ცეცხლი გაეხსნათ. სამმა სამხედრო ეკიპაჟმა
სამხედრო პოზიცია დაიკავა. თუმცა ასეულის
შემადგენლობამ არ შეასრულა ფედოროვის ბრძანება, რაც
დასახლებული პუნქტისთვის ცეცხლის გახსნას
გულისხმობდა. ფედოროვმა თავისი თანამდებობრივი
უფლებამოსილების გადამეტება დაიწყო და ცეცხლის
გახსნას ითხოვდა. ქვეშევრდომების უარით უკმაყოფილო
ფედოროვმა ბაგრეევთან პრეტენზიები გამოთქვა.
ფედოროვი უხეში ფორმით ითხოვდა ბაგრეევისგან, რომ
მას ეიძულებინა ქვეშევრდომები, ცეცხლი გაეხსნათ.
ბაგრეევის მოქმედებით უკმაყოფილო ფედოროვმა თავის
თავზე აიღო ასეულის პირადი შემადგენლობის
ხელმძღვანელობა და ბრძანების ფორმით მოითხოვა
ცეცხლი გაეხსნათ სოფელ ტანგისთვის. იგი შეახტა ერთ-
ერთ სამხედრო სარაკეტო დანადგარს და მოსთხოვა
არტილერისტს, პრაპორშჩიკ ლარინას ცეცხლი გაეხსნა.
პირადმა შემადგენლობამ შეასრულა ფედოროვის
ბრძანება და ცეცხლი გახსნა. ფედოროვის ბრძანების
შესრულების შედეგად 150 ათასი რუბლის ღირებულების
სახლი, რომელიც სოფელ ტანგის მცხოვრებ ა. ა.
ჯავახტანოვს ეკუთვნოდა, ყუმბარამ ააფეთქა.
მას შემდეგ, რაც ასეულის პირადი შემადგენლობისგან
თავისი უკანონო ბრძანების შესრულებას მიაღწია,
ფედოროვმა ბაგრეევს ტანსაცმელზე მოქაჩა და უხეში
ფორმით გაურკვეველი პრეტენზიები წაუყენა. ბაგრეევს
ფედოროვისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი თავისი
ქვედანაყოფის კარავში წავიდა.

მართვის ცენტრში მყოფმა ბუდანოვმა გაიგონა გასროლის


ხმა სადაზვერვო ასეულის დისლოკაციის რაიონში,
ფედოროვს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და თავისთან
დაიბარა. ფედოროვმა ბუდანოვს აცნობა, რომ ბაგრეევმა
განზრახ არ შეასრულა ცეცხლის გახსნის ბრძანება.
ბუდანოვმა ბაგრეევი თავისთან გამოიძახა და უხეში
ფორმით უსაყვედურა, რომ მან დროულად არ შეასრულა
ფედოროვის ბრძანება ცეცხლის გახსნის თაობაზე. შემდეგ
მის შეურაცხყოფაზეც გადავიდა და სახეში მუშტი ორჯერ
უთავაზა.
ამასთანავე ბუდანოვმა და ფედოროვმა კომენდანტის
ოცეულის პირად შემადგენლობას უბრძანეს, ბაგრეევი
დასასჯელად ჩაეგდოთ ორმოში, რომელიც ნაწილის
ტერიტორიაზე იყო გათხრილი. იქამდე კი ბუდანოვმა
მუნდირით ითრია ბაგრეევი და მიწაზე დაანარცხა.
ფედოროვმა კი ჩექმებიანი ფეხები სახეში ურტყა. შემდეგ
ბაგრეევი კომენდანტის ოცეულის პირადმა
შემადგენლობამ წაიყვანა. ამის შემდეგაც ბუდანოვმა
ფედოროვთან ერთად გააგრძელა მიწაზე დაგდებული
ბაგრეევის ცემა. ფედოროვმა 5-6-ჯერ ძლიერად ჩაარტყა
წიხლები ჯერ ტანზე, შემდეგ კი სახეშიც, ბუდანოვმაც არა
ნაკლებ 3-4-ჯერ უთავაზა წიხლი.

ცემის შემდეგ ბაგრეევი ორმოში ჩააგდეს, სადაც


მჯდომარე მდგომარეობაში იმყოფებოდა შეკრული ხელ-
ფეხით. ნახევარი საათის შემდეგ ფედოროვი დაბრუნდა
ორმოსთან, ჩახტა შიგნით, ორჯერ ჩაარტყა სახეში მუშტი
და ცხვირი გაუტეხა. ბაგრეევის ცემა ორმოსთან მისულმა
პოლკის ოფიცრებმა შეაჩერეს. რამდენიმე წუთის შემდეგ
ორმოსთან ბუდანოვი მივიდა. მისი ბრძანებით ბაგრეევი
ორმოდან ამოიყვანეს. როდესაც დაინახა, რომ ბაგრეევს
ხელ-ფეხის გახსნა მოეხერხებინა, ბუდანოვმა
კომენდანტის ოცეულის პირად შემადგენლობას უბრძანა,
ისევ გაეკოჭათ ბაგრეევი. როდესაც ეს ბრძანება
შეასრულეს, ბუდანოვმა ფედოროვთან ერთად ისევ
დაიწყო ბაგრეევის ცემა. ცემის დასრულების შემდეგ
ბუდანოვის და ფედოროვის ბრძანებით ხელფეხშეკრული
ბაგრეევი ისევ ორმოში ჩააგდეს. ამის შემდეგ ფედოროვი
ორმოში ჩახტა და ბაგრეევს მარჯვენა წარბთან უკბინა.
ორმოში ბაგრეევმა 2000 წლის 27 მარტამდე 8 საათი
გაატარა, რის შემდეგაც ბუდანოვის ბრძანებით
გაათავისუფლეს.

26 მარტის 24 საათზე ბუდანოვმა, ისე რომ ზემდგომი


შტაბის ხელმძღვანელობისგან, რომელიც
ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებდა,
შესაბამისი მითითება არ მიუღია, გადაწყვიტა, პირადად
მოენახულებინა სოფელი ტანგი, რათა გადაემოწმებინა
ინფორმაცია ზარეჩნაიას ქუჩაზე სახლ № 7-ში, უკანონო
შეიარაღებული ფორმირებების შესაძლო განთავსების
შესახებ. ტანგიში გასამგზავრებლად ბუდანოვმა ბრძანა,
გაემზადებინათ ბმპ-391 (ქვეითთა საბრძოლო მანქანა).
გასვლისას ბუდანოვი და ეკიპაჟის სხვა წევრები საშტატო
იარაღით ავტომატ აკ-74-ებით შეიარაღდნენ. გარდა ამისა,
ბუდანოვმა აცნობა ბმპ-ს ეკიპაჟს, რომლის
შემადგენლობაშიც სერჟანტი გრიგორიევი, ეგოროვი და
ლი-ენ-შოუ შედიოდნენ, რომ ისინი ქალი სნაიპერის
დასაკავებლად მიჰყავდა. სწორედ ამიტომ ეკიპაჟის
წევრები უსიტყვოდ ასრულებდნენ მის შემდგომ ბრძანებსა
და განკარგულებებს.
ბუდანოვმა ტანგიში 27 მარტის პირველი საათისთვის
მიაღწია. ბუდანოვის ბრძანებით ბმპ ზარეჩნაიას ქუჩაზე
სახლ № 7-თან ახლოს გაჩერდა, სადაც კუნგაევების ოჯახი
ცხოვრობდა. ბუდანოვი გრიგორიევსა და ლი-ენ-შოუსთან
ერთად სახლში შევიდა. იქ იმყოფებოდა 1982 წლის 22
მარტს დაბადებული ელზა ვისაევნა კუნგაევა ოთხ
არასრულწლოვან ძმასთან და დასთან ერთად. მშობლები
სახლში არ იყვნენ. ბუდანოვმა მათი მშობლები მოიკითხა.
როდესაც პასუხი ვერ მიიღო, ბუდანოვმა გააგრძელა
თავისი უფლებამოსილების გადამეტება და გრიგორიევსა
და ლი-ენ-შოუს უბრძანა, ელზა კუნგაევა დაეჭირათ.

გრიგორიევმა და ლი-ენ-შოუმ, რომლებიც დარწმუნებული


იყვნენ იმაში, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ,
დაიჭირეს კუნგაევა, პლედში გაახვიეს, სახლიდან
გამოიყვანეს და ბმპ-391-ზე განათავსეს. მოტაცების შემდეგ
ბუდანოვმა კუნგაევა სამხედრო ნაწილ 13206-ის სატანკო
პოლკში მიიყვანა. ბუდანოვის ბრძანებით გრიგორიევმა,
ეგოროვმა და ლი-ენ-შოუმ კვლავაც პლედში გახვეული
კუნგაევა შეიყვანეს სპეციალურ ფურგონში, სადაც
ბუდანოვი ცხოვრობდა და იატაკზე დააწვინეს. ამის შემდეგ
ბუდანოვმა უბრძანა მათ, ფურგონთან ახლოს მდგარიყვნენ
და არავინ შემოეშვათ.

კუნგაევასთან პირისპირ დარჩენის შემდეგ ბუდანოვი


მოითხოვდა მისგან, მშობლების ადგილსამყოფელის
შესახებ ცნობები მიეწოდებინა, ასევე მოითხოვდა
ინფორმაციას ტანგიში ბოევიკების გადაადგილების
გზების შესახებ. კუნგაევასგან უარის მიღების შემდეგ, ისე,
რომ მისი დაკითხვის არანაირი უფლება არ ჰქონდა,
ბუდანოვი აგრძელებდა მისგან საინტერესო ინფორმაციის
მიწოდების მოთხოვნას. მაგრამ რადგანაც ბუდანოვმა
ყველა მოთხოვნაზე კუნგაევასგან უარი მიიღო, მის ცემაზე
გადავიდა, მუშტებითა და წიხლებით უამრავი დარტყმა
მიაყენა სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
კუნგაევა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა,
ფურგონიდან გამოღწევაც კი სცადა.

ბუდანოვი დარწმუნებული იყო, რომ კუნგაევა უკანონო


შეიარაღებული ფორმირებების წევრი იყო და უშუალოდ
მონაწილეობდა 2000 წლის იანვარში მისი
დაქვემდებარებულების სიკვდილში, ამიტომ მისი მოკვლა
გადაწყვიტა. ტანსაცმლით მოქაჩა, სამხედრო საწოლზე
დააგდო, კისერში წვდა და მანამდე ახრჩობდა, სანამ არ
დარწმუნდა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
ბუდანოვის შეგნებულმა მოქმედებამ ასფიქსია გამოიწვია,
რასაც კუნგაევას სიკვდილი მოჰყვა. როდესაც ბუდანოვმა
გააცნობიერა, რომ კუნგაევას განზრახ მკვლელობა
ჩაიდინა, თავისთან გამოიძახა გრიგორიევი, ეგოროვი და
ლი-ენ-შოუ და უბრძანა, გაეტანათ სხეული და სამხედრო
ნაწილის გარეთ საიდუმლოდ დაემარხათ. ბმპ-391-ის
ეკიპაჟმა ბუდანოვის დავალება შეასრულა. კუნგაევას
სხეული საიდუმლოდ წაიღეს და ტყის პლანტაციებში
ჩამარხეს, რის შესახებაც გრიგორიევმა ბუდანოვს 2000
წლის 27 მარტს პატაკი ჩააბარა.
ბრალდებულებმა ბუდანოვმა და ფედოროვმა, რომლებიც
დაიკითხნენ სისხლის სამართლის დანაშაულთან
დაკავშირებით და ნაწილობრივ აღიარეს თავიანთი
ბრალეულობა იმ ქმედებებში, რაშიც ადანაშაულებდნენ,
მოგვიანებით შეცვალეს გამოძიების საწყის ეტაპზე
მიცემული ჩვენება.

ბრალდებული იური დმიტრიევიჩ ბუდანოვი

2000 წლის 27 მარტს მოწმის სტატუსით დაკითხულმა


ბუდანოვმა განმარტა, რომ 25 მარტს იგი მართლაც
გაემგზავრა ტანგიში. ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს
ნაღმები და ორი ჩეჩენი დააკავეს. უფროს ლეიტენანტ
ბაგრეევთან არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით,
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ბაგრეევი არავის უცემია.
სადაზვერვო ასეულის საბრძოლო მზადყოფნის
შემოწმებისას, რომელსაც იგი 2000 წლის 26 მარტს 19
საათსა და 00 წუთზე ფედოროვთან აწარმოებდა,
განკარგულებაზე «იერიში», ასეულმა არასწორად
იმოქმედა. წარმოიშვა კონფლიქტი, ბაგრეევმა უხეში
ფორმით შეურაცხყოფა მიაყენა ფედოროვს. ფედოროვმა
ბაგრეევის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ბუდანოვი
უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ფედოროვმა სოფელ
ტანგისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. დაკითხვის
ბოლოს ბუდანოვმა ითხოვა ნებართვა, დაეწერა
აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ მან სიცოცხლე
მოუსწრაფა იმ მოქალაქეების მდედრობითი სქესის
ნათესავს, რომლებიც უკანონო შეიარაღებული
ფორმირებების წევრები იყვნენ ჩეჩნეთში.
მოგვიანებით 2000 წლის 27 მარტს ბუდანოვმა საკუთარი
ხელით დაწერა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის
სამხედრო პროკურორის სახელზე ბრალდებულის
ჩვენებაში შემდეგი: 2000 წლის 26 მარტს ტანგის
აღმოსავლეთ ნაწილში გაემგზავრა, რათა გაენადგურებინა
ან ტყვედ ჩაეგდო სნაიპერი ქალი. ტანგიში 00 საათსა და 20
წუთზე მივიდა და საზღვართან მდებარე სახლში შევიდა. იქ
ორი გოგონა და ორი ბიჭი იმყოფებოდა. შეკითხვაზე, სად
არიან მშობლები, უფროსმა გოგონამ უპასუხა, რომ არ იცის.
მაშინ მან უბრძანა ქვეშევრდომებს, პლედში გაეხვიათ
გოგონა და მანქანაში ჩაესვათ. როდესაც სამხედრო
ნაწილში მივიდნენ, გოგონა მის ფურგონში შეიყვანეს.
როდესაც პირისპირ დარჩნენ, მან ჰკითხა გოგონას, სად
იყო დედამისი. ბუდანოვმა ოპერატიულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით იცოდა, რომ დედამისი ბოევიკების სნაიპერი
იყო. გოგონამ მიუგო, რომ რუსული ცუდად ესმის და არ
იცის, სად არიან მშობლები. ამაზე ბუდანოვმა უპასუხა, რომ
მან უნდა იცოდეს, სადაა დედამისი და რამდენი რუსი
მოკლა. გოგონამ ყვირილი და კბენა დაიწყო და
დასხლტომა სცადა. ბუდანოვს ძალის გამოყენება მოუხდა.
დაიწყო გაწევ-გამოწევა, რის შედეგადაც გოგონას ბლუზა
და ბიუსტჰალტერი გაეხა. გოგონა კვლავაც გაქცევას
ცდილობდა. მაშინ მან დააგდო გოგონა საწოლზე და მისი
გაგუდვა დაიწყო. ახრჩობდა მარჯვენა ხელის ყელზე
მოჭერით. 10 წუთის შემდეგ გოგონა დადუმდა და
ბუდანოვმა პულსი გაუსინჯა.მკვდარი იყო. ბუდანოვმა
მოიხმო ეკიპაჟი, უბრძანა სატანკო ბატალიონის რაიონში,
ტყის პლანტაციებში დაემარხათ.
2000 წლის 28 მარტს ეჭვმიტანილის სტატუსით
დაკითხულმა ბუდანოვმა აღნიშნა, რომ 2000 წლის 3 მარტს
ოპერატიული წყაროებიდან მიიღო ცნობა, რომ ტანგიში
სნაიპერი ქალი ცხოვრობს. იგი ბოევიკების მხარეს
იბრძვის და მისი ფოტოც აჩვენეს. ეს ყველაფერი მან
ტანგის ერთ-ერთი მცხოვრებისგან შეიტყო, რომელსაც
პირადი ანგარიშები ჰქონდა ბოევიკებთან. სწორედ ამ
მოქალაქემ აჩვენა 2000 წლის 13-14 მარტს სოფლის
აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ბოლო სახლი, სადაც
სნაიპერი ცხოვრობდა. 2000 წლის 24 მარტს, მან ჩაუარა ამ
სახლს, მაგრამ შიგნით არ შესულა.

26 მარტს ამ სახლთან ისევ მივიდა. მის ხელთ არსებული


ინფორმაციით სნაიპერი ქალი ღამით 26-დან 27 მარტამდე
უნდა ყოფილიყო შინ. სახლში შევიდა. არავის ეძინა,
ყველა ჩაცმული იყო. ბუდანოვმა ოჯახის უფროსი იკითხა,
უფროსმა ქალიშვილმა კი მიუგო, რომ არ იცოდა მისი
ადგილსამყოფელი. მაშინ ქვეშევრდომებს უბრძანა,
გოგონა თან წამოეყვანათ. წამოიყვანეს და თავიანთი
პოლკის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, სადაც საკუთარ
ფურგონში ბუდანოვი გოგონასთან პირისპირ დარჩა.

გოგონამ ყვირილი დაიწყო, უცენზურო სიტყვებით


შეურაცხყოფა მიაყენა და გაქცევა სცადა. ბუდანოვმა
დაიჭირა და საწოლზე დააგდო. იქამდე კი ბლუზა შემოახია.
შემდეგ მარჯვენა ხელით ყელში წვდა და მისი დახრჩობა
დაიწყო. წინააღმდეგობას უწევდა და ამ ბრძოლაში
ტანისამოსი შემოახია. მაგრამ 10 წუთის შემდეგ გოგონა
დამშვიდდა. ბუდანოვმა პულსი გაუსინჯა, მაგრამ არ
ესინჯებოდა. ფურგონში ეკიპაჟი გამოიძახა. შემოვიდნენ
ეკიპაჟის მეთაური და ტელეგრაფისტი. იმ წუთას გოგონა
ფურგონის შორეულ კუთხეში სრულიად შიშველი იწვა,
მხოლოდ საცვლების ამარა. შემოსულებს მისი დამარხვა
უბრძანა. ბუდანოვი მდგომარეობიდან იმან გამოიყვანა,
რომ იგი არ უმხელდა დედამისის ადგილსამყოფელს. მისი
ინფორმაციით ხომ დედამისმა 2000 წლის 15-20 იანვარს
არღუნის ხეობაში 12 ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლა.

2000 წლის 30 მარტს ბრალდებულის სტატუსით


დაკითხულმა ბუდანოვმა თავი ნაწილობრივ სცნო
დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2000 წლის 23 მარტს მან
ორი ჩეჩენი დააკავა. სახლიდან, სადაც ისინი
იმყოფებოდნენ, 60 ცალი 80-მილიმეტრიანი ნაღმი
ამოიღეს. ერთ-ერთი ჩეჩენი, შამილი დათანხმდა
ეჩვენებინა ბუდანოვისთვის სახლი, სადაც ბოევიკები
ცხოვრობენ, იმ პირობით, თუ მას გაუშვებდნენ. შამილს
ჯარისკაცის ჩაფხუტი დაახურა, ბმპ-ში ჩასვა და მასთან
ერთად გაიარა სოფელში. სწორედ შამილმა აჩვენა სახლი
სოფლის აღმოსავლეთ საზღვართან, სადაც სნაიპერი ქალი
ცხოვრობდა. გარდა ამისა, მათ 5 თუ 6 სახლი აჩვენეს,
სადაც ბოევიკები ცხოვრობენ. შამილისგანვე შეიტყო
ბუდანოვმა, რომ სნაიპერი ღამღამობით ხშირად მოდის
სახლში. და რომ მას ჰყავს ქალიშვილი, რომელიც
სისტემატურად აწვდის დედას ინფორმაციას რუსი
სამხედრო მოსამსახურეების შესახებ.

ბუდანოვმა ნაწილობრივ შეცვალა თავისი ჩვენება


კუნგაევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თითქოს
მან უთხრა, რომ ბუდანოვის დროც დადგებოდა და ის და
მისი ქვეშევრდომები ჩეჩნეთიდან ცოცხლები ვერ
გააღწევდნენ. უცენზურო სიტყვებით მიმართა, რის
შემდეგაც გასასვლელისკენ გაიქცა. მისმა ბოლო
სიტყვებმა ბუდანოვი მდგომარეობიდან გამოიყვანა.
ბლუზაზე სწვდა და საწოლზე დააგდო. საწოლის გვერდზე,
მაგიდაზე მისი იარაღი იდო. გოგონა შეეცადა, იარაღს
მიწვდომოდა. ბუდანოვი მარჯვენა ხელით ყელში წვდა,
მარცხენათი კი ხელს უჭერდა, რომ იარაღი ვერ აეღო.
გოგონა თავის დაღწევას ცდილობდა, რის შედეგადაც
მთელი ტანსაცმელი შემოეხა. ბუდანოვს ყელიდან ხელი
არ აუღია, 10 წუთში გოგონა დამშვიდდა.
(აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბუდანოვის
ჩვენებების სისტემატურად სწორედ იმიტომ იცვლებოდა,
რომ კრემლი და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა
გამოფხიზლდა შოკიდან, რომელიც პროკურატურის
მოულოდნელმა გამბედაობამ გამოიწვია, რომელთაც თავს
უფლება მისცეს ორდენოსანი, მოქმედი პოლკოვნიკი
დაეკავებინათ, და გამომძიებლებზე, რომლებიც
დაკითხვებს აწარმოებდნენ, ზეწოლა დაიწყეს. შედეგად
გამომძიებლები კარნახობდნენ ბუდანოვს რა ელაპარაკა,
რათა მინიმუმადე შეემცირებინათ პასუხისმგებლობა
ჩადენილ დანაშაულზე ან შესაძლოა, საერთოდაც
აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა).

2000 წლის 26 სექტემბრის დამატებითი დაკითხვისას


ბრალდებულმა ბუდანოვმა დააკონკრეტა ჩვენება იმის
შესახებ, თუ საიდან იცოდა, რომ კუნგაევა უკანონო
შეიარაღებული ფორმირებების წევრი იყო. ეს ინფორმაცია
ერთ-ერთი ჩეჩენისგან მიიღო, რომელსაც 2000 წლის
იანვარ-თებერვალში, არღუნის ხეობაში ბრძოლის შემდეგ
შეხვდა. ამ ჩეჩენმა ფოტო გადასცა, რომელზეც კუნგაევა
სნაიპერის იარაღით ხელში იყო აღბეჭდილი.

2001 წლის 4 იანვრის ჩვენებაში ბუდანოვმა განაცხადა, რომ


კუნგაევას გატაცების საქმეში თავს დამნაშავედ არ სცნობს
და მიაჩნია, რომ სწორად მოქმედებდა იმ ოპერატიულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ფლობდა.
როდესაც ელზა კუნგაევა დაინახა, ამოიცნო იმ ფოტოს
მიხედვით, რომელიც ჰქონდა. როდესაც გრიგორიევსა და
ლი-ენ-შოუს მისი დაკავება უბრძანა, აპირებდა, რომ
კუნგაევა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაეცა. ეს
მხოლოდ იმიტომ არ გააკეთა, რომ იმედოვნებდა,
დამოუკიდებლად გამოარკვევდა დაკავებულისგან, სად
იმყოფებიან ბოევიკები, რათა უსწრაფესი ზომები მიეღო
მათ დასაკავებლად.
მას ასევე კარგად ესმოდა, რომ თუ ბოევიკები დაკავებული
კუნგაევას შესახებ შეიტყობდნენ, ყველა ზომას
მიიღებდნენ მის გასათავისუფლებლად. სწორედ ამიტომ
მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ სამხედრო ნაწილში
წასულიყო. გარდა ამისა, ღამით ნებისმიერი სახის
გადაადგილება შორ დისტანციებზე აკრძალულია. ის კი
მოძრაობდა ზონაში, რომელზეც პასუხისმგებლობა
სამხედრო ნაწილს ეკისრება და სადაც მას არ
ეკრძალებოდა გადაადგილება. განზრახ მკვლელობის
ბრალდებას არ აღიარებდა, რადგან მისი სიკვდილი არ
სურდა, იგი ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა
და როგორ მოხდა, რომ გოგონა დაახრჩო, რთული
ასახსნელია.

ბრალდებული ივან ივანოვიჩ ფედოროვი

2000 წლის 3 აპრილს თვითმხილველის სტატუსით


დაკითხულმა ფედოროვმა განაცხადა, რომ ის,
არზუმანიანი (ასე უწოდებენ სამხედრო მეგობარს) და
ბუდანოვი მესაზღვრეთა ასეულში შიდა წესრიგის
შესამოწმებლად წავიდნენ. შემოწმების შემდეგ ბაგრეევს
შუალედური ბრძანება მისცა –»თავდასხმა მართვით
პუნქტზე: პოზიციის იარაღის ძალით დაკავება» და
მიუთითა სამიზნის ადგილმდებარეობა. ამის შემდეგ
ბაგრეევი თავისთან მოიხმო და ჰკითხა, სამხედრო
მანქანებმა რატომ არ დაიკავეს თავიანთი პოზიციები,
საიდანაც ცეცხლი უნდა გაეხსნათ. ბაგრეევმა რა უპასუხა,
არ ახსოვს. მაგრამ მის ახსნა-განმარტებებზე უხეში
სიტყვებით უპასუხა და ბაგრეევი ტანსაცმლით ითრია. არ
ახსოვს, ვინ გასცა ბაგრეევისთვის ხელ-ფეხის შეკვრის
ბრძანება, მაგრამ კომენდანტის ოცეულის სამხედრო
მოსამსახურეებმა მას ხელები შეუკრეს. მაშინ ბაგრეევთან
მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა. როგორ სცემდა, არ
ახსოვს. შემდეგ ბაგრეევი ფედოროვის ბრძანებით ორმოში
ჩააგდეს. ორმოში თვითონაც ჩახტა და სურდა
ბაგრეევისთვის ყველაფერი ეთქვა, რასაც მასზე
ფიქრობდა.

ფედოროვი ორმოდან არზუმანიანმა ამოიყვანა. მხოლოდ


მომდევნო დილით შეიტყო, რომ ბუდანოვი ტანგიში
გაემგზავრა იმ ღამით.

2000 წლის 20 მარტს ბუდანოვთან ქალის ფოტოსურათის


ქსეროასლი ნახა, რომელიც, ბუდანოვის თქმით, სნაიპერი
იყო. ბუდანოვისვე თქმით, ეს ქალი ტანგიში ცხოვრობდა
და აუცილებლად უნდა მიეგნო მისთვის. გარეგნობის
მიხედვით ქალი 30 წელზე მეტის არ იქნებოდა. 2000 წლის 25
მარტს ბუდანოვი ტანგიში გაემზავრა და ჩეჩენმა ის სახლი
აჩვენა, სადაც ბოევიკები ცხოვრობდნენ.
ფედოროვის სამუშაო რვეულის დათვალიერების შედეგად
დადგინდა, რომ ფურცელი №8-ის უკანა მხარეს მინაწერია:
შამილ სამბიევი, ქვემოთ კი წერია: ზარეჩნაიას ქუჩა,
სახლი № 7, იდოლბეკ კუნგაევი. ფურცელი დართულია
საქმეზე როგორც მტკიცებულება.
დაკითხვისას ფედოროვმა სამუშაო რვეულის ჩანაწერის
მიხედვით განაცხადა, რომ მე-8 გვერდზე ეწერა, რომ
სწორედ შამილ სამბიევმა მიანიშნა სახლზე, სადაც
ბოევიკები ცხოვრობდნენ. ჩაწერილი იყო მხოლოდ ორი
მისამართი, რადგან ჩეჩენმა სხვა მისამართები არ იცოდა
და სახლებს ვიზუალურად აჩვენებდა. ჯამში სულ ათი
სახლი აჩვენა.

2000 წლის 24 ნოემბრის ჩვენებაში ფედოროვმა განაცხადა,


რომ 2000 წლის 26 მარტს მან ბაგრეევს უბრძანა «იერიში
ტანგის მიმართულებით» და მზვერავების მოქმედებების
დაკვირვება დაიწყო. აღმოაჩინა, რომ ბაგრეევის
მოქმედება არაპროფესიონალური იყო. ფედოროვი
გაცხარდა და მიაღწია ბაგრეევისგან ბრძანების მართებულ
აღსრულებას.

ამის შემდეგ, რადგანაც დარწმუნდა, რომ შემოწმება


შექმნილ სიტუაციაში ასეულის მეთაურის არასწორ
ორიენტაციას აჩვენებდა, გადაწყვიტა, ბოლომდე
შეემოწმებინა, როგორ შეძლებდა ასეული დავალების
შესრულებას და ბაგრეევს უბრძანა, ცეცხლი გაეხსნა
ტანგის საზღვართან განცალკევებით მდგარი სახლისთვის.
ამ გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ სწორედ იმ
სახლიდან განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ მათ
სატანკო პოლკს. ბაგრეევთან არსებულ კონფლიქტთან
დაკავშირებით ფედოროვმა განაცხადა, რომ ძალიან
ბრაზობდა საკუთარ თავზე, ასე რომ შეცდა ადამიანში და
ამაზე ფიქრმა უბიძგა შემდგომი მოქმედებებისკენ.
დაზარალებულმა ვისა უმაროვიჩ კუნგაევმა, დაბადებულმა
1954 წლის 19 აპრილს, დაქორწინებულმა, ჩეჩენმა,
აგრონომმა ურუს-მარტანის სახელმწიფო მეურნეობაში,
ელზა ვისაევა კუნგაევას მამამ, განაცხადა:
ელზა უფროსი ქალიშვილი იყო, მის გარდა კიდევ ოთხი
შვილი ჰყავთ. ელზა ძალიან მორიდებული, მშვიდი,
შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და პატიოსანი იყო.
სახლში ყველაფერი მის კისერზეა, რადგან მისი ცოლი
ავადმყოფობს და მისთვის მუშაობა არ შეიძლება. ამავე
მიზეზით უმცროს და-ძმასაც ელზა უვლიდა. მთელ
თავისუფალ დროს შინ ატარებდა, სტუმრად არ დადიოდა,
ბიჭებთან არ ურთიერთობდა. მამაკაცებთან თავს
უხერხულად გრძნობდა, მათთან ინტიმურ ურთიერთობას
არ ამყარებდა. მისი ქალიშვილი არც სნაიპერი ყოფილა და
არც რაიმე ბანდფორმირების წევრი – ეს სრული აბსურდი
იყო.
2000 წლის 26 მარტს ცოლთან და შვილებთან ერთად
არჩევნებზე (ბედის ირონიით, ეს სწორედ პუტინის
საპრეზიდენტო არჩევნები იყო) წავიდა, შემდეგ კი საშინაო
საქმეებს მიხედა.მისი ცოლი დაახლოებით 15 საათისთვის
თავის ძმა ალექსეისთან ურუს-მარტანში გაემგზავრა. მამა
შვილებთან მარტო დარჩა.

დასაძინებლად 21 საათზე დაწვნენ. შუქი არ ჰქონდათ.


საზაფხულო სამზარეულოში დივანზე იყო წამოწოლილი.
სამხედრო მანქანის გუგუნმა გააღვიძა, რომელიც მათი
სახლის პირდაპირ გაჩერდა. ფანჯრიდან გაიხედა და
დაინახა, რომ მათი სახლისკენ ხალხი მიემართებოდა.
უფროს ქალიშვილ ელზას დაუძახა, სთხოვა, სასწრაფოდ
აეყენებინა ბავშვები, ჩაეცვა და სახლიდან წაეყვანა,
უთხრა, რომ სახლს სამხედროებმა შემოარტყეს ალყა.
თავად ქუჩაში გამოვარდა და თავის ძმასთან შეაფარა
თავი, რომელიც 20 მეტრის მოშორებით ცხოვრობდა.

ამ დროისთვის ძმა მასთან გარბოდა და სახლში მთავარი


კარიბჭიდან შევიდა. ძმის სიტყვებით, სახლში შესულმა
პოლკოვნიკი ბუდანოვი დაინახა – იცნო, რადგან მანამდე
გაზეთ «წითელ ვარსკვლავში» მისი ფოტო იყო
გამოქვეყნებული.

ბუდანოვმა ჰკითხა: – ვინ ხარ? ადლანმა უპასუხა, რომ


სახლის მეპატრონის ძმა იყო. ბუდანოვმა უხეშად მიუგო: –
წადი აქედან. ადლანი სახლიდან გამოვარდა და ყვირილი
მორთო. ბავშვებისგან კუნგაევმა შეიტყო, რომ ბუდანოვმა
ჯარისკაცებს ელზას შეპყრობა უბრძანა. ელზა ყვიროდა.
პლედში გახვეული ქუჩაში გამოიყვანეს. მომხდარის
შემდეგ ნათესავებმა ყველა ფეხზე დააყენეს, რათა გოგონა
მოეძებნათ.

მამამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, სოფლისა და


ურუს-მარტანის რაიონის სამხედრო კომენდანტს მიმართა.
დილის 6 საათზე მანქანით ჩავიდა ურუს-მარტანში, რათა
ზომები მიეღო ქალიშვილის მოსაძებნად. 2000 წლის 27
მარტის საღამოს შეიტყო, რომ ელზა მოკლეს. კუნგაევის
აზრით, ბუდანოვმა მოიტაცა ელზა, შემდეგ კი გააუპატიურა,
რადგან ის ლამაზი გოგონა იყო.
თვითმხილველმა ა. ს. მაგამაევმა განაცხადა, რომ
კუნგაევების მეზობელი იყო. ოჯახი გაჭირვებაში
ცხოვრობდა. უმეტესად მიწაზე მუშაობდნენ. ელზას
დაბადებიდან იცნობდა. ძალიან მორიდებული იყო,
მამრობით სქესთან არ ურთიერთობდა. მაგამაევი
დარწმუნებულია, რომ ელზა არასდროს ყოფილა
ბანდფორმირებების წევრი.
გამომძიებლებმა ვერანაირ სამხილს ვერ მიაკვლიეს,
რომელიც დაამტკიცებდა ელზა კუნგაევას კავშირს ან
მონაწილეობას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში.

თვითმხილველი ივან ალექსანდროვიჩ მაკარშანოვი


(სამხედრო ნაწილ 13206-ის ყოფილი სამხედრო
მოსამსახურე):
2000 წლის 26 მარტს კომენდანტის ოცეული განგაშით ფეხზე
დააყენეს. შემდეგ კი პოლკის მეთაურის ბრძანებით,
კომენდანტის ოცეულის პირადმა შემადგენლობამ
სადაზვერვო ასეულის მეთაური შებოჭა. ბაგრეევი,
სადაზვერვო ასეულის მეთაური, მიწაზე იწვა. ბუდანოვმა
და ფედოროვმა, თითოეულმა ცალ-ცალკე ბაგრეევს სამ-
სამი დარტყმა მიაყენეს ფეხებით სხეულზე. ყველაფერი
ძალიან სწრაფად ხდებოდა. შემდეგ ბაგრეევი ორმოში, ე. წ.
ზინდანში ჩააგდეს.

ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ჩამობნელდა, კვნესის ხმა


შემოესმა და კარვიდან გამოვიდა. დაინახა, რომ ორმოში,
სადაც ბაგრეევი ჩააგდეს (კარავი ზინდანიდან 15-20 მეტრის
მოშორებით იყო), ბუდანოვი და ფედოროვი
იმყოფებოდნენ. ფედოროვი ბაგრეევს სახეში ურტყამდა.
ბუდანოვიც იქვე იყო. ვიღაც ორმოს ფანრით ანათებდა,
ამიტომ ყველაფერს ნათლად ხედავდა. შემდეგ ფედოროვი
ვიღაცამ ორმოდან ამოიყვანა.
27 მარტის ღამის 2 საათამდე ის, მაკარშანოვი ფედოროვის
კარავში იმყოფებოდა, ღუმელს ანთებდა. დაახლოებით
პირველი საათისთვის გაიგონა, როგორ მივიდა ბუდანოვის
ფურგონთან ბმპ და განვითარებულ მოვლენებს კარვიდან
უთვალთვალებდა.დაინახა ბუდანოვის ფურგონისკენ
როგორ გაემართა 4 ადამიანი, მათ შორის ბუდანოვიც იყო.
ერთ-ერთს კი მხრებით მიჰქონდა რაღაც გადახვეული,
ზომით ადამიანის სხეულის სიგრძის იქნებოდა.
მაკარშანოვმა დაინახა, რომ გადახვეულის ერთი
ბოლოდან გრძელი თმა იყო ჩამოყრილი, ისეთი, როგორიც
ჩვეულებრივ ქალებს ან გოგონებს აქვთ ხოლმე.
იმან, ვისაც გადახვეული მიჰქონდა, ფურგონის კარი გააღო,
შიგნით შევიდა და გადახვეული იატაკზე დადო. იმ წუთას
ფურგონში სინათლე ენთო, ამიტომ ყველაფერი ჩანდა.
ბუდანოვი ფურგონში შევიდა. დაშორება კარვიდან, სადაც
მაკარშანოვი იმყოფებოდა, ბუდანოვის ფურგონამდე 8-10
მეტრზე მეტი არ იყო. ბუდანოვის მოსვლის შემდეგ მისი
ფურგონის წინ ბმპ-ს ეკიპაჟიდან სამი კაცი იდგა.

მოწმის სტატუსით დაკითხულმა ე. გ. მიშუროვმა,


სამხედრო ნაწილ 13206-ის ყოფილმა სამხედრო
მოსამსახურემ, განაცხადა, რომ შტაბის მეთაურის კარავში
მორიგეობა 27 მარტის ღამის 2 საათზე დაიწყო. დაინახა,
რომ ბუდანოვის ფურგონის წინ ბმპ-ს ეკიპაჟის ორი წევრი
იდგა. დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე ბმპ-ს ეკიპაჟი
ფურგონს მოშორდა. დაახლოებით 5 საათსა და 50 წუთზე
ბმპ ნაწილში დაბრუნდა და ფურგონისგან მოშორებით
დადგა.

თვითმხილველმა ვიქტორ ალექსეევიჩ კალცოვმა


განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილი 13206-ში სამხედრო
სამსახურს კონტრაქტით 2000 წლის 1 თებერვლიდან
ეწეოდა. 2000 წლის 26 მარტის ღამეს ორმოს გუშაგად
დადგა, სადაც ასეულის მეთაური იმყოფებოდა. პოსტზე 23
საათზე გავიდა. ღამით ბანაკიდან ბუდანოვი ბმპ-თი
გავიდა. დაახლოებით 30 წუთში ბმპ ნაწილში დაბრუნდა.
ბმპ-ს სადგომიდან 100 მეტრში ბუდანოვმა დაუყვირა
მძღოლს: – შუქი გამორთე. ბმპ ფურგონთან ჩამქრალი
ფარებით მივიდა. შემდეგ გაიგონა, როგორ გაიღო
ფურგონის კარი. როდესაც მისი მორიგეობა დასრულდა და
კარავში შევიდა, ცეცხლფარეშთა შტაბის მეთაური
მაკარშანოვი დაინახა. მან თქვა, რომ მეთაურმა ისევ ქალი
მოიყვანა.
თვითმხილველმა ალექსანდრ მიხაილოვიჩ საიფულინმა,
რომელიც სამხედრო ნაწილ 13206-ში სამხედრო სამსახურს
1999 წლის აგვისტოდან გადიოდა, განაცხადა, რომ 2000
წლის იანვრიდან ბუდანოვის ფურგონში ცეცხლფარეშის
მოვალეობას ასრულებდა. 27 მარტს 05:00-დან 05:15-მდე
მეთაურის ფურგონში შევიდა, რათა ღუმელში ცეცხლი
გაეღვივებინა. ბუდანოვი იწვა მარჯვნივ სამხედრო
საწოლზე და არა ყველაზე შორეულზე, როგორც სჩვეოდა
ხოლმე. იატაკზე ხალიჩა უსწორმასწოროდ ეგდო. ის
საწოლი კი, შორეულ კუთხეში, აულაგებელი იყო. ბუდანოვს
ეძინა. დილის 7 საათისთვის ისევ მივიდა ფურგონში, ხელ-
პირის დასაბანად მეთაურს წყალი დაუდგა. ბუდანოვმა
უთხრა, 7 საათსა და 15 წუთზე მოსულიყო.
უბრძანა, ფურგონი დაელაგებინა და თავით საწოლზე
მიანიშნა, მთელი თეთრეული გამოცვალეო. საიფულინი
საქმეს შეუდგა და აღმოაჩინა, რომ პლედი საწოლზე სველი
იყო. როდესაც პლედი გადაწია, ზეწარზე დაინახა ყვითელი
ლაქა. თეთრეული გამოცვალა. შემდეგ ბუდანოვმა ერთი
საათი მისცა ფურგონის სრული დასუფთავებისთვის.
როდესაც ბუდანოვის ფურგონიდან თეთრეული
გამოჰქონდა, შენიშნა, რომ ზეწრის მარცხენა კუთხე სველი
იყო.

2000 წლის 27 მარტს ბუდანოვის ფურგონის


დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შესასვლელიდან
ყველაზე შორეულ კუთხეში საწოლზე არის ლეიბი. ლეიბი
სველია და შარდის სუნიც იგრძნობა. ზემოაღნიშნული
თეთრეული კი ჩადებულია საქმეში, როგორც რეალური
მტკიცებულება. მისი დათვალიერების შედეგად
აღმოჩენილია ყვითელი ფერის ლაქები.
თვითმხილველი ვალერი ვასილევიჩ გერასიმოვი 2000
წლის 5 მარტიდან 20 აპრილამდე ასრულებდა საჯარისო
დაჯგუფება «დასავლეთის» ხელმძღვანელი ოფიცრის
მოვალეობას. 27 მარტის დილას ურუს-მარტანის
კომენდანტისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ღამით
ტანგიდან გოგონა გაიტაცეს, ეჭვი კი სამხედროებზეა. ის
სამი პოლკის მეთაურს დაუკავშირდა, მათ შორის 160-ე
სატანკო პოლკის მეთაურ ბუდანოვსაც და უბრძანა,
მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში გოგონა
დაებრუნებინათ. თავად კი გენერალ ალექსანდრ ივანოვიჩ
ვერბიცკისთან ერთად ჯერ 245-ე, შემდეგ კი 160-ე პოლკში
გაემართა.

160-ე პოლკში თავად ბუდანოვი დახვდა, რომელმაც


აცნობა, რომ მათთან ყველაფერი წესრიგშია, გოგონას
შესახებ კი ვერაფერი დაადგინეს. ვერბიცკისთან ერთად
ტანგიში წავედი, სადაც იმ წუთას მოსახლეობა
იკრიბებოდა. გოგონას მამის ნათქვამიდან ირკვეოდა, რომ
სოფელში ღამით ბმპ-თი გენერალი ჯარისკაცებთან ერთად
მოვიდა, გოგონა პლედში გაახვია და წაიყვანა. მათ იციან
ეს პოლკოვნიკი – ის სატანკო პოლკის მეთაურია. მან და
ვერბიცკიმ თავიდან ეს არ დაიჯერეს. სოფლიდან პოლკში
დაბრუნდნენ, სადაც ბუდანოვი არ დახვდათ. მან,
გერასიმოვმა ბრძანება გასცა ზომები მიეღოთ ბუდანოვის
დასაკავებლად.

(აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის


შეიარაღებულ ძალებში მოქმედებს კანონი, რომელიც
სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ნებას იძლევა, თუ
ამის ბრძანებას მათი ზემდგომი სამხედრო მოსამსახურე
გასცემს. ბუდანოვისთვის ასეთ მეთაურად მხოლოდ
გენერალი გერასიმოვი მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ
შეიძლება ითქვას, რომ ბუდანოვის საქმეს სწორედ
გენერალ გერასიმოვს უნდა ვუმადლოდეთ. რომ არა მისი
2003 წლის 27 მარტის ბრძანება – მაშინ, როცა მეთაურთა
უმრავლესობა ჩეჩნეთში არ აძლევს პროკურატურას
უფლებას, დააპატიმროს მათი ქვეშევრდომები სამხედრო
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და ყველანაირად
ხელს აფარებენ – ბუდანოვის საქმე საერთოდ არ
იარსებებდა. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში
გენერალ გერასიმოვის საქციელი გადაჭრით შეიძლება
მივიჩნიოთ დიდ გამბედაობად, რასაც თავისუფლად
შეიძლებოდა მისი კარიერა შეეწირა. მაგრამ, რადგან ამ
საქმეს დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა,
მოცემულ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. შემდგომში კი
გენერალი გერასიმოვი შეიარაღებული ძალების 58-ე
არმიის მეთაურადაც კი დაინიშნა – ანუ სერიოზულად
დააწინაურეს.

დაკავების შემდეგ ბუდანოვი ხანკალაში (ჩეჩნეთის


მთავარი სამხედრო ბაზა) წაიყვანეს. იმავე საღამოს ბმპ-ს
მძღოლმა აღიარა, რომ 27 მარტის ღამეს გოგონა მოიყვანეს
და ბუდანოვის ფურგონში შეიყვანეს. ორი საათის შემდეგ
ბუდანოვმა კვლავ გამოიძახა ისინი, გოგონა უკვე მკვდარი
იყო. ბუდანოვმა უბრძანა, გვამი წაეღოთ და დაემარხათ.

28 მარტის დილას გვამი ამოთხარეს, წაიღეს სამედიცინო


და სანიტარულ ბატალიონში, ექსპერტიზა ჩაუტარეს,
გაასუფთავეს და ცხედარი მშობლებს მიუტანეს.
მოწმე იგორ ვლადიმიროვიჩ გრიგორიევმა დაკითხვისას
განაცხადა, რომ 2000 წლის 27 მარტს, სამხედრო ნაწილში
მისვლისთანავე, ბუდანოვმა უბრძანა, პლედში გახვეული
გოგონა მის ფურგონში შეეყვანათ, თავად კი ფურგონის
შორიახლოს დამდგარიყვნენ და ედარაჯათ, რათა არავინ
შესულიყო. თავად ბუდანოვი გოგონასთან ერთად
ფურგონში დარჩა. ფურგონიდან გამოსვლიდან 10 წუთში
ქალის ყვირილი შემოესმათ, შიგადაშიგ ბუდანოვის ხმაც
აღწევდა, შემდეგ კი ფურგონიდან მუსიკის ხმა გაისმა.
ქალის ყვირილი გარკვეული დროის მანძილზე ისევ
ისმოდა ფურგონიდან.
ბუდანოვი გოგონასთან ერთად ფურგონში დაახლოებით
1.5-2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. დაახლოებით
ორი საათის შემდეგ ბუდანოვმა ისინი სამივე თავისთან
ფურგონში გამოიძახა. საწოლში ის შიშველი გოგონა იწვა,
რომელიც თავად მოიყვანეს და სახე გალურჯებული
ჰქონდა. პლედი, რომელშიც გოგონა სახლიდან
წამოყვანისას გაახვიეს, იატაკზე იყო გაშლილი. პლედზე
მისი ტანისამოსი ეწყო. ბუდანოვმა უბრძანა, წაეყვანათ
გოგონა და დაემარხათ ისე, რომ არავის დაენახა. ასეც
მოიქცნენ. პლედში გაახვიეს გოგონას ცხედარი, ბმპ-391-ით
წაიყვანეს და ჩამარხეს, რის შესახებაც გრიგორიევმა
ბუდანოვს 27 მარტის დილას უპატაკა.

2000 წლის 17 ოქტომბერს დაკითხვისას გრიგორიევმა


განაცხადა, რომ ფურგონის დატოვებიდან 10-20 წუთში
ბუდანოვმა ყვირილი დაიწყო, მაგრამ რას ყვიროდა, არ
ესმოდა. გაისმა გოგონას რამდენიმე შეკივლებაც, რაც
შიშისგან გამოწვეულს ჰგავდა. როდესაც ბუდანოვის
ბრძანებით ფურგონში შევიდნენ, დაინახეს საწოლზე
მწოლიარე გოგონა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი
არ ჰქონდა. ტანსაცმელი არ ეცვა. ზურგზე იწვა, სახით
ზემოთ იყურებოდა. იატაკზე პლედი იდო, პლედზე კი
გოგონას ტანისამოსი: საცვლები, ბლუზა, კიდევ რაღაც.
ყელზე დაბეჟილობები ჰქონდა, თითქოს ვიღაც ახრჩობდა.
ბუდანოვმა მასზე მიუთითა და სახის უცნაური
გამომეტყველებით თქვა: «ესეც შენ, ძუკნა,
რაზმახნინისთვის და იმ ბიჭებისთვის, მთებში რომ
დაიღუპნენ».

კუნგაევას ცხედრის დათვალიერების შედეგად


გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: დაბეჟილობები და
სისხლჩაქცევები ყელზე, სახეზე, ციანოზი. წერტილოვანი
სისხლჩაქცევები სახის კანზე, კონიუქტივა თვალებში,
ლორწოვანი გარსი პირის ღრუში. გვამი სრულიად შიშველი
იყო. ტანსაცმელი გვამის მახლობლად აღმოაჩინეს: ბამბის
ბლუზა – დახეული, ბამბის ქვედაბოლო – ერთ მხარეს
დახეული, თეთრ-ყვითელი მაისური – უკანა მხარეს მთელ
სიგრძეზე დახეული, ჩალისფერი ბიუსტჰალტერი უკანა
მხარეს მოგლეჯილი თასმით, ჩალისფერი ბამბის საცვალი.

ე. ვ. კუნგაევას გვამის 2000 წლის 30 აპრილის სასამართლო-


სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა: ცხედრის კისერზე
დაფიქსირებულია სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები.
სხეულის აღნიშნული დაზიანებები გაჩნდა კისერში მძიმე
საგნის (საგნების) ჩარტყმით. კუნგაევას სიკვდილის მიზეზი
კისერში მძიმე, ბლაგვი საგნის ჩარტყმა გახდა, რამაც
ასფიქსია გამოიწვია.

მოწმის სტატუსით დაკითხულმა სამხედრო პროკურატურის


გამომძიებელმა, კაპიტანმა ალექსეი ვიქტოროვიჩ
სამუხინმა განაცხადა, რომ 2000 წლის 27 მარტს მიიღო
ბრძანება, მიეყვანა ბუდანოვი სამხედრო ნაწილ 13206-ის
ასაფრენ მოედანზე, რათა ეს უკანასკნელი ხანკალაში
გაემგზავრებინა.
გზაში ბუდანოვი ძალიან შეშფოთებული იყო,
აინტერესებდა, რა მოელოდა, რა უნდა ელაპარაკა, როგორ
ემოქმედა. 2000 წლის 28 მარტის დილას სამუხინი
საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში გაემართა მოწმე
ეგოროვთან ერთად საგამოძიებო ღონისძიებების
ჩასატარებლად და კუნგაევას ცხედრის აღმოსაჩენად.
ეგოროვმა აჩვენა ის ადგილი, სადაც კუნგაევა იყო
დამარხული. მინდა აღვნიშნო, რომ დამარხვის ადგილი
გულმოდგინედ შეენიღბათ, კორდით იყო დაფარული.
ეგოროვს რომ არ ეჩვენებინა ადგილი, სადაც
მიცვალებული დამარხეს, იმ მომენტში ამ ადგილის
დაფიქსირება შეუძლებელი იყო. გვამი სამარეში ნახევრად
მჯდომარე მდგომარეობაში იყო, როგორც «ემბრიონი
ქალის საშვილოსნოში». გვამი სრულიად შიშველი იყო.
დაზარალებული უფროსი ლეიტენანტი რომან ვიტალევიჩ
ბაგრეევი (საჯარისო ნაწილ 13206-ის სატანკო ბატალიონის
მეთაურის მოადგილე)

1999 წლის 1 ოქტომბრიდან 160-ე პოლკის შემადგენლობაში


ანტიტერორისტულ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას.
რაიმე სახის პირადი ანგარიშები ბუდანოვთან და
ფედოროვთან არ ჰქონია.
2000 წლის 20 მარტს სოფელ კომსომოლსკიდან სოფელ
ტანგიში გადმოვიდა სადაზვერვო ასეული. პოლკში
ქვედანაყოფებს შორის კონკურსი გამოცხადდა, რომელ
ასეულს უფრო უკეთესი წესრიგი და საყოფაცხოვრებო
პირობები ჰქონდა. საზენიტო დივიზიონმა პირველი
ადგილი დაიკავა. ფედოროვი შედეგებს არ დაეთანხმა და
ყველა დააჯერა, რომ მზვერავების ასეული მაინც
საუკეთესო იყო. იმისთვის, რომ ბუდანოვიც
დაერწმუნებინა ამაში, ფედოროვმა 26 მარტს დაიჟინა,
ასეული შეემოწმებინათ.
18 საათის შემდეგ ბუდანოვი, ფედოროვი, სილივანეცი და
სატანკო პოლკის ოფიცრები ასეულის ტერიტორიაზე
მივიდნენ. ბუდანოვი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო,
მაგრამ სავსებით აკონტროლებდა საკუთარ თავს.
ფედოროვი კი ძალიან მთვრალი იყო, ბუნდოვნად
საუბრობდა, ბარბაცებდა. ფედოროვმა ბუდანოვის
დარწმუნება დაიწყო, ასეულის საბრძოლო მზადყოფნა
შეემოწმებინა. სამჯერ ან შეიძლება უფრო მეტჯერაც
ბუდანოვმა უარი უთხრა ფედოროვს, მაგრამ ფედოროვი არ
ჩამოეხსნა. ბოლოს ბუდანოვმა დათმო და «იერიშის»
განკარგულება გასცა.

ბაგრეევი მაშინათვე ასეულის სანგრებისკენ გაიქცა.


ფედოროვიც უკან გაჰყვა. მანქანები ცეცხლის გახსნის
ზოლზე დადგნენ. ბუდანოვი მართვის ცენტრში
იმყოფებოდა. მან იცოდა, რომ თითოეულ მანქანაში
ძლიერ ფეთქებადი ყუმბარა მოიპოვება. იმ წუთას
სოფლისთვის ცეცხლის გახსნის არანაირი საფუძველი არ
არსებობდა, ფედოროვის ბრძანების გარდა.

მას შემდეგ, რაც ბმპ-ს ეკიპაჟმა პოზიციები დაიკავა,


ფედოროვმა უბრძანა, სახლების მიმართულებით ყუმბარა
ესროლათ.
მანქანა № 380-მა ჰაერში გაისროლა. ფედოროვმა დაინახა
ეს, თავად შეახტა ბმპ-ს მანქანას და მსროლელს უბრძანა,
ტანგისთვის დაემიზნებინა. რადგანაც ფედოროვი
ბაგრეევის მოქმედებით უკმაყოფილო იყო, ფედოროვმა
ტანსაცმელზე მოქაჩა და უხეში სიტყვებით შეურაცხყოფა
მიაყენა. ბაგრეევი ბუდანოვმა გამოიძახა. მართვის
ცენტრში მისულ ბაგრეევს ბუდანოვთან ერთად
ფედოროვიც დახვდა. მათ იგი სცემეს.
დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო
ნაწილ 13206-ის შტაბის სამხრეთ-დასავლეთით, მართვითი
პუნქტიდან 25 მეტრის დაშორებით 2000 წლის 27 მარტს იყო
ორმო, რომლის თავზეც სამი ფიცარი ელაგა. ორმოს
სიგრძე – 2.4 მეტრი, სიგანე – 1.6 მეტრი, სიღრმე – 1.3 მეტრი.
ორმოს კედლები აგურითაა გამოყვანილი, ძირს კი მიწაა.
(აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბუდანოვის საქმეში
მოიპოვება რუსეთში ე. წ. ზინდანის პირველი იურიდიული
დახასიათება, რაც წარმოადგენდა ჩეჩნეთის მეორე ომის
დროს ფართოდ გავრცელებულ სპეციალური წამების
ორმოებს, რომლებიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თითქმის
ყველა სამხედრო ნაწილში მოიპოვებოდა. როგორც წესი,
მას დაპატიმრებული ჩეჩნებისა და დამნაშავე
ჯარისკაცების დასაბინავებლად იყენებდნენ, იშვიათად –
ახალწვეული ჯარისკაცებისთვის.

თვითმხილველმა დიმიტრი იგორევიჩ პახომოვმა,


რიგითმა, დაადასტურა, რომ 2000 წლის 26 მარტს
ფედოროვი ბაგრეევს უყვიროდა: «გასწავლი, როგორ უნდა
ჩემი დავალებების შეუსრულებლობა. ბაგრეევის
მისამართით დამამცირებელი სიტყვების ნიაღვარი
წამოვიდა. ძალიან რთული იყო იქ განვითარებული
ამბების ყურება. არ დააყოვნა ფედოროვის ბრძანებამ,
ხელ-ფეხი შეეკრათ ბაგრეევისთვის და ორმოში ჩაესვათ.
ადრე პოლკში იყო შემთხვევები, როდესაც კონტრაქტით
გაფორმებულ მთვრალ ჯარისკაცებს უკრავდნენ ხელ-ფეხს
და შემდეგ ორმოში სვამდნენ, მაგრამ ასეთი რამ
მზვერავების ასეულის მეთაურს რომ მოსვლოდა, ეს
აუხსნელი იყო.

ერთი საათის შემდეგ ასეული განგაშის ქვეშ კვლავ


გამოიძახა ბუდანოვმა. როდესაც მივიდნენ, ბაგრეევი
მიწაზე იწვა. ბუდანოვმა და ფედოროვმა ისევ დაიწყეს
ბაგრეევის ცემა, რის შემდეგაც ბუდანოვის ბრძანებით
ბაგრეევს კვლავ შეუკრეს ხელ-ფეხი და ორმოში ჩასვეს.
შემდეგ მასთან ორმოში ფედოროვი ჩახტა და იქ დაუწყო
ცემა. ბაგრეევი ყვიროდა და კვნესოდა. ორმოში
სილივანეცი ჩახტა და ფედოროვი ამოიყვანა. 2
საათისთვის ის, პახომოვი კარავში იმყოფებოდა, როდესაც
ავტომატიდან გასროლის ხმა გაიგო. როგორც ცნობილი
გახდა, სუსლოვი ისროდა, ცდილობდა გონს მოეყვანა
ფედოროვი, რომელიც ისევ ბაგრეევისკენ იწევდა.
სისხლის სამართლის საქმე, სადაც იგორ ვლადიმიროვიჩ
გრიგორიევს, არტემ ივანოვიჩ ლი-ენ-შოუს, ალექსანდრ
ვლადიმიროვიჩ ეგოროვს ბრალად ედებოდათ ბუდანოვის
მიერ ჩადენილი კუნგაევას მკვლელობის განზრახ
დაფარვა, ამნისტიის შედეგად დაიხურა.

სტაციონარული კომპლექსური სასამართლო


ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზით დადგინდა,
რომ ბუდანოვი ბაგრეევისადმი ჩადენილი
დანაშაულებრივი ქმედებების დროს პათოლოგიური ან
ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ
იმყოფებოდა. კუნგაევას მკვლელობის მომენტში
ბუდანოვი ხანმოკლე, ფსიქოემოციური მდგომარეობით
გამოწვეულ კუმულატიურ აფექტის მდგომარეობაში იყო.
არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა საკუთარი
ქმედებების ფაქტობრივი ხასიათი და მნიშვნელობა და
მოეხდინა მისი თვითნებური რეგულაცია და კონტროლი.
ზემოგადმოცემულის საფუძველზე ბრალდებულები არიან:
იური დმიტრიევიჩ ბუდანოვი, ივან ივანოვიჩ ფედოროვი და
ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო
პროკურორის მოადგილე პოლკოვნიკი შ. მ. ახმედოვი.

სასამართლო
შემდეგ ბუდანოვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
ეს 2001 წლის ზაფხულში მოხდა. პირველი მოსამართლე,
რომელიც ბუდანოვის ჩადენილ საქმეს იძიებდა, იყო
პოლკოვნიკი ვიქტორ კოსტინი, სამხედრო სასამართლოს
მოსამართლე ჩრდილოეთ კავკასიის ოლქისა, რომელიც
დონის როსტოვში მდებარეობდა. იქვეა, როგორც ჩვენში
ამბობენ, «ჩეჩნეთში მებრძოლების» ჩრდილოეთ კავკასიის
სამხედრო ოლქის შტაბი. დონის როსტოვში სამხედროები
ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მთელი ქალაქის
ცხოვრებაზე. იქ მდებარეობს მთავარი სამხედრო
ჰოსპიტალი, რომელშიც უამრავი დაჭრილი ჩეჩენი და
დასახიჩრებული სამხედრო მოხვდა. აქ ჩეჩნეთში
მომსახურე უამრავი ოფიცრის ოჯახი ცხოვრობს. შეიძლება
ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ეს ქალაქი
ფრონტის ხაზზე მდებარეობს. ამ ვითარებამ ბუდანოვის
საქმის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი იქონია.
მიტინგები სასამართლოს შენობის კედელთან ბუდანოვის
დასაცავად ლოზუნგებით: «ასამართლებენ რუსეთს»,
«ასამართლებენ რუსეთის გმირს», პროცესის მუდმივი
საზოგადოებრივი აკომპანიმენტი იყო.
სასამართლო მოსმენების პირველი ფაზა ერთ წელიწადზე
მეტხანს გაგრძელდა, 2001 წლის ზაფხულიდან 2002 წლის
ოქტომბრამდე. თანაც ყველაფერი არა მტყუან-მართლის
გარჩევის, არამედ ბუდანოვის ყველა ცოდვისა და
დანაშაულის «გათეთრების» კუთხით წარიმართა.
მოსამართლე კოსტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში
ბუდანოვს ღიად უჭერდა მხარს – უარყო დაზარალებული
კურგაევას მხარის ყველა შუამდგომლობა, უარს
ეუბნებოდა ყველა მოწმეს, რომელსაც შესაძლოა, რამე
მაინც ეთქვა ბუდანოვის საწინააღმდეგოდ. დაკითხვაზე
უარი უთხრეს გენერალ გერასიმოვსა და ვერბიცკის,
რადგან პოლკოვნიკ-მკვლელის დაკავების განკარგულება
მათ გასცეს.

ამ პერიოდში პროკურორიც ასევე ღიად გამოდიოდა


განსასჯელის მხარეს, ფაქტობრივად, მის ადვოკატად
ითვლებოდა, თუმცა პროკურორის მოვალეობა, როგორც
ცნობილია, მსხვერპლის ინტერესების დაცვაა.

ასე იყო როგორც სასამართლოს შიგნით, ისე გარეთაც.


საზოგადოებრივი აზრი (მიტინგები სასამართლოს
შენობასთან წითელი კომუნისტური დროშებით,
ბუდანოვისთვის განკუთვნილი ყვავილებით, როდესაც ის
ცალკეული სხდომების დროს სასამართლოს შენობაში
შეჰყავდათ) პოლკოვნიკის მხარეს აღმოჩნდა. თავდაცვის
სამინისტროს ხელმძღვანელობაც (თავდაცვის მინისტრ
სერგეი ივანოვის ბეჭდვითი გამოსვლები იმის შესახებ,
რომ «ბუდანოვი უდანაშაულოა!») – ასევე.

ბუდანოვის ცოდვების «გასათეთრებლად» შემდეგი


იდეოლოგიური ბაზა შეარჩიეს: დიახ, მან ჩაიდინა
დანაშაული, მაგრამ დანაშაულის ჩადენის უფლება
ჰქონდა. უფლებამოსილი იყო, ასე მოქცეოდა ელზა
კუნგაევას იმ მიზეზით, რომ ის სამაგიეროს უხდიდა ომში
მოწინააღმდეგეს, რადგან გოგონა სნაიპერი ეგონა. ეგონა,
რომ ის იყო დამნაშავე 2000 წლის თებერვალში პოლკის
ოფიცრების მკვლელობაში არღუნის ხეობაში მძიმე
ორთაბრძოლების დროს. სამაგიერო გადაუხადო «მტრებს»,
ახსნეს პროცესის მონაწილეებმა, თანაც როდესაც
«მტრები» ჩეჩნები არიან, – ეს სამართლიანი და სწორი
საქციელია.

კუნგაევების ოჯახს სხდომების დასაწყისშივე სერიოზული


პრობლემები შეექმნა ადვოკატებთან. ოჯახი – ძალზე
ხელმოკლე, მრავალშვილიანი, უმუშევარი, იძულებული
გახდა პოლკოვნიკის ხელით უფროსი შვილის ტრაგიკული
აღსასრულის შემდეგ საცხოვრებლად ინგუშეთის
ტერიტორიაზე, ლტოლვილთა ბანაკში, კარავში
გადასულიყო. მათ ავიწროებდნენ იმის გამო, რომ საჩივარი
სასამართლოში შეიტანეს (არაერთხელ დაემუქრნენ),
ამიტომაც მათი დამცველი უბრალოდ არავინ აღმოჩნდა.
მაშინ უფლებადამცველთა ცენტრმა «მემორიალმა»
(სათავო ოფისი მოსკოვში აქვთ, მაგრამ მათი
წარმომადგენლობა დონის როსტოვშიცაა განთავსებული)
თავად იპოვა ადვოკატები და დიდი ხნის მანძილზე,
მართალია მინიმალურს, მაგრამ გასამრჯელოს უხდიდნენ.
პირველი ადვოკატი, რომელმაც საქმეს ხელი მოკიდა
აბდულა ხამზაევი იყო, ხანდაზმული ჩეჩენი იურისტი,
რომელიც უკვე დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობდა და
გარდა ამისა, კუნგაევების შორეული ნათესავიც აღმოჩნდა.
უნდა ითქვას, რომ მის მიერ განხორციელებული დაცვა
დიდი ხნის მანძილზე ეფექტური არ ყოფილა – და
შეიძლება ითქვას, რომ პირიქით. აბდულა ხამზაევი ამაში
დამნაშავე არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენი საზოგადოება
სულ უფრო მეტად ხდება მიდრეკილი რასიზმისკენ. ის
ოდნავადაც არ ენდობა კავკასიიდან და მით უმეტეს
ჩეჩნეთიდან გამოსულებს. ხამზაევის მიერ მოსკოვში
გამართულ პრესკონფერენციებს, რისი მიზანიც იყო,
მოეყოლა საზოგადოებისთვის, როგორ მძიმედ
მიმდინარეობს საქმე დონის როსტოვის სამხედრო
სასამართლოში, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია –
ჟურნალისტებს მისი ნათქვამის არ სჯეროდათ, ამიტომაც
საზოგადოებრივი კამპანია კუნგაევების დასაცავად არ
შედგა.

მაშინ «მემორიალმა» ხამზაევის დასახმარებლად მოიწვია


ახალგაზრდა მოსკოველი ადვოკატი სტანისლავ
მარკელოვი, ადვოკატთა რესპუბლიკათშორისი კოლეგიის
წევრი (სხვათა შორის, ეს იგივე კოლეგიაა, რომლის
წევრები ბუდანოვის ადვოკატებიც არიან). მსხვილი საქმე,
რომელზეც მარკელოვი მანამდე მუშაობდა და რომლითაც
«მემორიალის» ყურადღება მიიპყრო, იყო რუსეთში
პირველი საქმე ტერორიზმისა და პოლიტიკური
ექსტრემიზმის ბრალდებით (იმპერატორ ნიკოლოზ მეორის
ქანდაკების აფეთქება, პეტრე პირველის ძეგლის
აფეთქების მცდელობა, სკინჰედების მიერ მოკლული
ავღანური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე).
მარკელოვი რუსია და მაშინ ეს პრინციპის საკითხი იყო.
«მემორიალის» არჩევანი სწორი გამოდგა, რადგან
შემდგომ სწორედ მარკელოვმა შეძლო, ენერგიულობის,
სწორად შერჩეული ტაქტიკისა და პრესასთან
ურთიერთობის უნარის წყალობით სასამართლო
პროცესისადმი დიდი საზოგადოებრივი ყურადღება
მიეპყრო, პირველ ყოვლისა კი, მოსკოვში მოღვაწე რუსი თუ
უცხოელი ჟურნალისტებისა, რომლებიც რუსეთის
ცხოვრებას აშუქებდნენ. ბუდანოვის საქმის მსვლელობაზე
ამან გარდამტეხი ზეგავლენა იქონია.

და აი, ადვოკატ სტანისლავ მარკელოვის ჩვენება იმის


შესახებ, რა დაინახა სასამართლოში, მას შემდეგ, რაც
საქმეს მოჰკიდა ხელი (იმ დროისთვის პროცესი
ფაქტობრივად დახურული იყო, ჟურნალისტების დასწრება
იკრძალებოდა):

– სასამართლოს დარბაზში ვითარება ასეთი იყო:


მოსამართლე ძალიან ჩქარობდა, არ სურდა ჩვენს
რომელიმე თხოვნას ჩაღრმავებოდა, იცილებდა
ყველაფერს, რაც შეიძლება ბუდანოვის წინააღმდეგ
ყოფილიყო ინტერპრეტირებული. ჩვენი ყველა
შუამდგომლობა – მაგალითად, «ჩვენი» მოწმეების
გამოძახების, ექსპერტების ჩართვის, დამოუკიდებელი
ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ – უგულებელყოფილი
იყო. მეჩვენებოდა, რომ მოსამართლე კოსტინი მათ არც კი
კითხულობდა. იმიტომ, რომ როგორი შუამდგომლობაც არ
უნდა ყოფილიყო, ყველა უკლებლივ უარით
გვიბრუნდებოდა უკან. ასეთი კი დღეში ათ
შუამდგომლობაზე მეტი იყო.

– და რატომ იყო ამდენი შუამდგომლობა? რატომ


აღიზიანებდით სასამართლოს? ჭკვიანურია ასეთი
ადვოკატური მიდგომა?

– მიზეზი ძალიან მარტივი იყო: სასამართლო კანონს


კანონზე არღვევდა, ჩვენ კი, ადვოკატებს გვევალებოდა,
ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. აი, მაგალითად, საიდან
გაჩნდა ასეთი რაოდენობის შუამდგომლობა? და საიდან
გაჩნდა დაზარალებულის მხრიდან ამდენი ადამიანი,
რომელთა მოწმედ გამოძახებასაც ვითხოვდით? და რატომ
აკეთებდა სასამართლო ყველაფერს, რათა არასოდეს
დაეკითხა ისინი? საქმის ვითარებას შეგახსენებთ:
დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე, 2000 წლის 26
მარტს, დღისით, როგორც გამოძიებამ აჩვენა, ბუდანოვმა
სხვა ოფიცრებთან ერთად სოფელში ორი ჩეჩენი დააკავა,
რომელთაგან ერთ-ერთმა თითქოსდა აჩვენა ის სახლი,
სადაც ბუდანოვის მტკიცებით ცხოვრობდა ოჯახი,
რომელიც ხელს უწყობდა ტერორისტებს ან თავადაც
ტერორისტების რიგებში ირიცხებოდა. ინფორმატორების
გვარები საქმეში აღნიშნული იყო, მათ არ მალავდნენ.
დავიწყეთ იმის გამოძიება, ვინ იყო ეს ხალხი, რომელთაც
ბუდანოვი შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც კუნგაევების
სახლი აჩვენეს? თუ, რა თქმა უნდა, ეს მართლა მოხდა, და
მათ შეიყვანეს იგი შეცდომაში. ჩვენი პოზიცია ნათელი
იყო: მოვიდეს ეს ხალხი სასამართლოში და თქვას, რატომ
მოიქცნენ ასე. და სწორედ აქ დაიწყო უცნაურობები...
გავარკვიეთ, რომ ერთი «ინფორმატორი» ყრუ-მუნჯია. ანუ
მას ფიზიკურად არ შეეძლო, გაეგო რას ეკითხებოდა
ბუდანოვი სნაიპერ ქალზე, ისევე როგორც არ შეეძლო რამე
ეპასუხა. საქმის მასალებში კი ირწმუნებიან, რომ სწორედ
ეს ყრუ-მუნჯი ინფორმატორი «მოუყვა» ბუდანოვს ამ
ყველაფრის შესახებ!

– და მეორე ინფორმატორი?

– მისი მოძებნა უფრო ადვილი იყო. საქმე ისაა, რომ 26


მარტს, ბუდანოვთან შეხვედრის შემდეგ ამ მეორე
ინფორმატორსა და პოლკოვნიკს, რა თქმა უნდა, სრულიად
შემთხვევით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაზეთის
– «წითელი ვარსკვლავის» კორესპონდენტებმა ერთად
გადაუღეს ფოტო. სწორედ იმ დღეს კორესპონდენტები
სოფელ ტანგი-ჩუში მუშაობდნენ და მათ მიერ იქ
გადაღებული თერთმეტი ფოტო ამჟამად სისხლის
სამართლის საქმის ნაწილია. ასე გადაწყვიტა სამხედრო
პროკურატურამ, რომელიც წინასწარ გამოძიებას
აწარმოებდა. ეს ნიშნავს: ადამიანი შეიძლება ყოველთვის
მოძებნო ფოტოს საშუალებით და როდესაც ის, ვინც
ფოტოზეა, დაუდასტურებს სასამართლოს, რომ იმ
საბედისწერო საღამოს ბუდანოვი სოფელ ტანგი-ჩუში
ტერორისტების შესაპყრობად მიდიოდა... ჩვენ ვფიქრობთ
და დაგვეთანხმეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი და
პრინციპულია. მაგრამ შემდგომ ისევ დაიწყო
შეუსაბამობები და გაურკვევლობები: ყურადღებით
შევისწავლეთ ფოტოები, რომელიც «წითელი
ვარსკვლავის» კორესპონდენტებმა წარმოადგინეს და
აღმოჩნდა, რომ ფოტო დათარიღებულია 25 მარტით და არა
26-ით, რასაც ბუდანოვი თავის ვერსიაში ამტკიცებდა.
შეგახსენებთ, რომ მისი თქმით, თითქოს 26-ში დღისით
უთხრეს ინფორმატორებმა ბუდანოვს «სნაიპერების»
შესახებ და ისიც, მოკლული მეგობრების გამო სამაგიეროს
გადახდის სურვილით შეპყრობილი და მიღებული
ინფორმაციის შედეგად კი, ნერვული აშლილობის
მდგომარეობაში მყოფი, «სნაიპერის ასაყვანად» წავიდა.
საღამომდე ძლივს მოითმინა, ძლიერმა გრძნობებმა
სრულად მოიცვეს და როგორც სასამართლო სამედიცინო
ექსპერტიზამ დაადგინა, ეს გრძნობები, დაღუპული
მეგობრების გამო შურისძიების სურვილით შეპყრობილმა,
მთლიანად «სნაიპერისკენ», როგორც მტრისკენ, მიმართა.
მაგრამ თუკი ირკვევა, რომ ინფორმატორებმა ბუდანოვს
ყველაფერი ჯერ კიდევ 25 მარტს შეატყობინეს, მაშინ
რომელ სპონტანურ ემოციებზე, გრძნობებზეა საუბარი,
რომელმაც სრულად შეიპყრო პოლკოვნიკი და ამით
გამართლდა მისი საქციელი. არსებობენ მოწმეები,
რომლებიც ამტკიცებენ, რომ 25-ში მთელი დღე და 26-ში
შუადღემდე, როდესაც პოლკში ბუდანოვის უმცროსი
ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი ოფიცერთა
ღრეობა დაიწყო, პოლკოვნიკი მშვიდად იყო და
სნაიპერისთვის სამაგიეროს გადახდას არ აპირებდა...
– თუმცა, მოდით, ვიყოთ ობიექტურები. კარგი, ვიღაცას
თარიღები აერია. ასეთი რამ ხდება, იქ ხომ ომია... კი
ბატონო...

– მაგრამ როგორ თუ «კი ბატონო», ასეთი შეუსაბამობები


ბუდანოვის საქმეში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხომ არაა. რაც
შესაძლებელი იყო, ყველაფერი შელამაზებულია.
წინასწარი ძიების მასალებში ირკვევა, რომ
ინფორმატორმა მიუთითა «ჭუჭყიანი თეთრი ფერის
სახლზე», სადაც «სნაიპერი ქალი ცხოვრობდა». მაგრამ
კუნგაევების სახლი, საიდანაც ბუდანოვმა ელზა გაიტაცა,
აგურის, წითელი ფერისაა და ამ სახლის ფოტოები ჩვენ
სასამართლოზე წარვადგინეთ.
– და რა მოიმოქმედა მოსამართლე კოსტინმა?

– როგორც წესი, არაფერი... კიდევ ერთი ნიმუში: ბუდანოვის


სიტყვებს თუ დავეყრდნობით, ინფორმატორმა მიუთითა
ბუდანოვს, რომ სნაიპერი ქალი ზარეჩნოის ქუჩაზე
ცხოვრობდა. ბუდანოვმა კი გოგონა ზარეჩნოის
შესახვევიდან გაიტაცა, რომელიც სოფელ ტანგი-ჩუში
ზარეჩნოის ქუჩიდან ერთი კილომეტრის მოშორებით
მდებარეობს, რაც სოფლის მეორე ბოლოშია!.. ძნელი
წარმოსადგენია, რომ ინფორმატორმა მიმართულება მაინც
არ უკარნახა, საითაც «სნაიპერი ქალი» უნდა ეძებნა. ყველა
ეს შეუსაბამობა არათუ იურისტების, ჩვეულებრივი
მოქალაქის თვალითაც, ერთ რამეზე მეტყველებს:
სასამართლო უბრალოდ მოვალე იყო, მოესმინა
ინფორმატორისთვის და სასამართლოში გამოეძახებინა.
რა მოხდა ტანგი-ჩუში ბუდანოვისა და ინფორმატორის
პრინციპული შეხვედრის დროს? მთვრალი ბუდანოვი
მართლა «სნაიპერი ქალის თუ უბრალოდ ლამაზი გოგონას
საძებრად იყო გასული? და თუ ეს ასეა, მაშინ
«ანტიტერორისტული ოპერაცია», რომლითაც ამართლებენ
ბუდანოვს, მთელი ეს იდეოლოგია აზრს კარგავს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც მთელ თავის
დასკვნებს ამ «გმირობასა» და «სნაიპერისთვის
სამაგიეროს გადახდის» თეორიებზე ვერ დააფუძნებს, მით
უმეტეს, რომ საქმეში მოხსენებულია პოლკოვნიკის
«ქალები» («მეთაურმა ისევ ქალი მოიყვანა» – ციტატა
ჯარისკაცის ჩვენებიდან წინასწარი ძიების დროს).

მეორე ინფორმატორი რამზან სემბიევი იყო, რომელიც


ადვოკატებმა თავად მოძებნეს. იგი ნასამართლევი
აღმოჩნდა და დაღესტნის ტერიტორიაზე მკაცრი რეჟიმის
კოლონიაში ადამიანების გატაცებისთვის იხდიდა
სასჯელს. მაგრამ ახლა მთავარი ის კი არ იყო, რომ
ბუდანოვის დამხმარეები ასეთ მძიმე დანაშაულებებს
ჩადიოდნენ, არამედ ის, რომ ჩვენ სემბიევი მკაცრი
რეჟიმის კოლონიაში ვიპოვეთ, რაც ნიშნავდა ერთს –
ინფორმატორ სემბიევის სასამართლო დარბაზში
დასაკითხად მიყვანა არანაირ სირთულეს არ
წარმოადგენდა, რადგან რუსეთის სისხლის სამართლის
ნორმების მიხედვით, ყველა ის ადამიანი, რომელიც
თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე იმყოფება,
შეყვანილია ბაზაში და ხელმისაწვდომია
სასამართლოსთვის. ზედმეტი გარჯა რომ აგვეცილებინა
სასამართლოსთვის, ისიც მივუთითეთ, კონკრეტულად
რომელ ციხეში იხდიდა სასჯელს, რაც, სხვათა შორის,
ძალიან ახლოს იყო დონის როსტოვთან. მაგრამ
სასამართლომ მაინც ასე გვიპასუხა: «არა, ჩვენ ეს
ადამიანი არ გვჭირდება. სასამართლოსთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას ვერ შეძლებს».
პროკურორმა ნაზაროვმა მაშინ გამოცდილი იურისტისთვის
მეტად უცნაური სიტყვა თქვა: რადგანაც თვითმხილველი
პატიმარია, ეს ნიშნავს, რომ სიმართლეს მაინც არ იტყვის,
ამიტომ სასამართლოში მოყვანას არანაირი აზრი არ აქვს.
გაოცებული დავრჩი, პროკურორისთვის უმნიშვნელო
გახლდათ, რომ სემბიევი – უკვე დამნაშავე ერთ საქმეში,
მეორე საქმის თვითმხილველი იყო.
სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო განსასჯელის
ადვოკატობა და დაზარალებულისგან იცავდა მას.
სასამართლოში პროკურორ ნაზაროვის სიტყვით
გამოსვლის დროს გაუგონარი რამეები გაირკვა:
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ დაღესტანში ვიღაც
ადგილობრივმა პროკურორმა სასამართლოში ჩვენი
განცხადების შემდეგ კოლონიაში სემბიევს მიაკითხა და
ჰკითხა, ბუდანოვს თუ იცნობდა. სემბიევმა უარყო და
განაცხადა, რომ ტელევიზორში ნახა პირველად.

– ინფორმაცია ამ საუბრის შესახებ სასამართლოს, როგორც


ოფიციალური დოკუმენტი, ისე გამოუგზავნეს?

– არა, ცხადია, არა. მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა,


რომ სასამართლომ ეს განმარტება, როგორც სიმართლე,
ისე მიიღო. ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
– რას ცვლის «სემბიევის სიტყვები», თუკი საერთოდ ასეთი
რამ ითქვა?

გამოდის, რომ სემბიევს არ გაუგზავნია ბუდანოვი


«სნაიპერი ქალის» მისამართზე, რამდენადაც საერთოდ არ
იცნობდნენ ერთმანეთს და ვერც სამხედრო
კორესპონდენტის ფოტოკამერა დააფიქსირებდა მათ
ერთად.

შეიძლება ითქვას, რომ საოლქო სამხედრო სასამართლო


ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ბუდანოვის საქმეში
ჩადენილი დანაშაულებები სრულფასოვნად არ
ასახულიყო.
სასამართლო ბუდანოვის კვალდაკვალ ჩვეულებითი
კანონის სადარაჯოზე დადგა. ბუდანოვი სწორედაც რომ
ჩეჩნების დამახინჯებული, შუასაუკუნეების ჩვეულებითი
კანონის გამტარებელი გახდა: კლავდა, რადგან ფიქრობდა,
რომ შურს იძიებდა. სასამართლომ და საზოგადოებამ კი
მას ამაში მხარი დაუჭირა. პოლკოვნიკი ბუდანოვი რუსეთის
კანონის შესაბამისად არ იქცეოდა, რომლის მორჩილების
ვალდებულებაც ჰქონდა. ის, რაც სასამართლოში
ხდებოდა, ამტკიცებს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლება და
სახელმწიფო მთლიანობაში ხელს აწერს იმას, რომ
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის კანონი არ მოქმედებს.

თამაში ფსიქიატრიული ექსპერტიზით

ერთ-ერთ უმთავრეს პუნქტად ბუდანოვის საქმეში იქცა


თამაში სასამართლო ფსიქიატრიული ექპერტიზით.

სწორედაც რომ – თამაში. სამწლიანი პროცესის


განმავლობაში პოლკოვნიკმა თავდაპირველად მიიღო
ოთხი, პირველი განაჩენის გაუქმების შემდეგ კი, კიდევ
ორი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა.
თითქმის ყველა ექსპერტიზის შედეგმა, უპირველეს
ყოვლისა, პოლიტიკური ელფერი შეიძინა იმ კურსის
დაცვის კუთხით, რომელსაც იმ პერიოდში კრემლი
ატარებდა და რასაც სასამართლოსგან მოითხოვდა. ეს
კურსი კი, როგორც ცნობილია, იმ კონიუნქტურიდან და
იმიჯიდან გამომდინარე იცვლებოდა, რომელსაც მოცემულ
მომენტში პრეზიდენტი საჭიროებდა.
პირველი ორი ექსპერტიზა წინასწარი ძიების დროს,
ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე ჩატარდა – 2000
წლის მაისსა და აგვისტოში. პირველი ექსპერტიზა
ამბულატორიულად ჩატარდა, ჩრდილო კავკასიის
სამხედრო ოლქის სამხედრო ჰოსპიტალის ფსიქიატრებისა
და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური
ჩრდილოკავკასიური ლაბორატორიის სასამართლო
ექსპერტიზის ძალებით. მეორედ ექსპერტიზა
ნოვოჩერკასკის ოლქის სამოქალაქო ფსიქო-
ნერვოლოგიური საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს და
უკვე სტაციონარული წესით.
პირველმა ორმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბუდანოვი
ჯანმრთელი, ორიენტირებული და კონტაქტური იყო. ანუ –
ვალდებული პასუხი ეგო თავის საქციელზე. ეს სწორედ ის
პერიოდია, როდესაც პუტინი ყველგან «კანონის
დიქტატურაზე» საუბრობდა, რომელიც რუსეთში უნდა
დამყარებულიყო და რომ ასეთი ლოზუნგის ფარგლებში
ჩეჩნეთში დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი სამხედრო,
უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მონაწილე ჩეჩენი
მებრძოლების მსგავსად, სასჯელს ვერ გაექცევა.

ამასთან, 1999-2000 წლების უმძიმესი იერიშებისა და


ბრძოლების შემდეგ, ეს იყო ჩეჩენ ხალხთან პირფერობის,
ახმად-ხაჯი კადიროვის რესპუბლიკის მეთაურად
დანიშვნის პერიოდი. კადიროვი მებრძოლი და მუფთი იყო
ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დროს,
რომელიც 1996 წელს პოლიტიკური მოტივით, ფედერალური
სამხედრო მოსამსახურეების მიერ ნასროლი ყუმბარით
მოკლეს. მანამდე კადიროვს რუსეთის ჯიხადი ჰქონდა
გამოცხადებული, მას შემდეგ კი, რაც «ყველაფერი
გააცნობიერა», კრემლთან დამეგობრდა.

მოკლედ, პირველმა ორმა ექსპერტიზამ დაადგინა: რომ


ელზა კუნგაევას გაგუდვის მომენტში ბუდანოვი გარკვეული
აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და რომ
პოლკოვნიკს თავის ტვინის ორგანული დაზიანების
ნიშნები ჰქონდა, რის გამოც მას ორგანული «პიროვნული
და ქცევითი აშლილობაც» აღენიშნებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ეს დასკვნები საშინლად არ


მოეწონა, რადგან ისინი ორ რამეს უსვამდა ხაზს: პირველი,
იმას, რომ რუსული კანონმდებლობის თანახმად, ბუდანოვს
კანონის უმკაცრესი დაცვით მოეთხოვებოდა პასუხი,
რამდენადაც ის სრულ ჭკუაზე იყო და მეორე, იმას, რომ
ჯარში მსახურობდნენ და საომარ მოქმედებებში
მონაწილეობდნენ ადამიანები თავის ტვინის ორგანული
დაზიანებით, მათ არავინ იკვლევდა (და ეს სრული
სიმართლე იყო) და ადამიანები ასევე ორგანული
პიროვნული აშლილობით ასობით სხვა ადამიანს
ხელმძღვანელობდნენ, მათ განკარგულებაში კი ყველაზე
თანამედროვე იარაღი იყო.

როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო, ცხადი გახდა,


რომ ფსიქიატრების ასეთი დასკვნები არც მოსამართლე
კოსტინს მოსდიოდა თვალში, რადგან, ჯერ ერთი, ის,
როგორც სამხედრო მოსამართლე, თავად იყო თავდაცვის
სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი. ასეთია რუსული
კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ
არსებობს სპეციალური სამხედრო სასამართლოები
სამხედროებისთვის და სამხედრო მოსამართლეები,
რომლებიც სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ
დანაშაულებებს განიხილავენ – ადამიანები, რომლებიც
სავსებით ემორჩილებიან სამხედრო სისტემასა და
სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობას და
საცხოვრებელი ბინის, გამომუშავებული გასამარჯელოსა
და ჩინის მიღების საქმეში მათზე არიან დამოკიდებული
(გარნიზონით დაწყებული თავდაცვის სამინისტროთი
დამთავრებული). სისტემა იმდენად დამახინჯებულია, რომ
მოსამართლე კოსტინს სამხედრო წოდება
(საცხოვრებელი, ფულადი ანაზღაურება) მხოლოდ
ჩრდილო-კავკასიური სამხედრო ოლქის შტაბისგან
შეუძლია მიიღოს, სწორედ იმ შტაბისგან, რომელსაც
ექვემდებარებოდა და ვის ბრძანებებსაც ასრულებდა
ბრალდებული პოლკოვნიკი ბუდანოვი. შტაბი, რომელმაც
არაერთგზის გამოაცხადა, რომ ბუდანოვი უდანაშაულოდ
მიაჩნდა და ის მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსთვის
ერთგული სამსახურისთვის იტანჯებოდა.
მეორე მიზეზი ის იყო, რომ ბუდანოვის საქმეზე
სასამართლო პროცესის დაწყებისას რუსეთში
პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა. კრემლმა თანდათანობით
შეწყვიტა დემოკრატიისა და «კანონის დიქტატურის»
თამაში. შედეგად ჩეჩნეთში მებრძოლი ყველა სამხედრო
«გმირად» გამოცხადდა და მიუხედავად იმისა, რა
მოიმოქმედეს მათ ჩეჩნეთში, პრეზიდენტმა განურჩევლად
დაიწყო «ჩეჩნებისთვის» მედლებისა და ჯილდოების
დარიგება, თან არწმუნებდა, რომ სახელმწიფო მათ
არასდროს «უღალატებდა». ეს სიტყვები ძალიან ბევრს
ნიშნავდა – რომ ხელისუფლებას «ჩეჩენი» დამნაშავე
სამხედროები უნდა შეეწყალებინა, პროკურატურა კი,
რომელიც ცდილობდა სისხლის სამართლის საქმეები
წამოეწყო ფედერალური სამხედრო მოსამსახურეების
წინააღმდეგ, რომელთაც უკანონო ქმედებები
განახორციელეს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ,
უნდა გაჩუმებულიყო.

სახელმწიფოს დაქვემდებარებულმა მასმედიამ ახალი


ლოზუნგის შემოქმედებითი განვითარება დაიწყო.
სახელმწიფო ტელევიზიების ეკრანებზე უწყვეტად
გადიოდა სიუჟეტები იმის შესახებ, როგორ პატიოსნად
ასრულებდა თავის მოვალეობას პოლკოვნიკი ბუდანოვი,
გენერალი შამანოვი კი (რომელმაც სასამართლოში
წერილი დაწერა) ეკრანებიდან არ ქრებოდა თავისი
პატრიოტული გამოსვლებით მეგობარი სამხედროს
სასარგებლოდ და ირწმუნებოდა, რომ ბუდანოვის მიერ
მოკლული 18 წლის ჩეჩენი გოგონა ტანგი-ჩუდან სნაიპერი
და ჩეჩენი მებრძოლი იყო, რაც ტელესივრცეში არანაირ
ეჭვს აღარ იწვევდა. უკვე აღარავის ახსოვდა, რომ ვერც
გამოძიებამ, ვერც ბუდანოვის დამცველებმა ვერ შეძლეს
მოეძებნათ თუნდაც ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ
ელზა კუნგაევას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან
რაიმე კავშირი ჰქონდა.
პოლიტიკური შეკვეთით ყველგან მიმდინარეობდა
მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვა და ასე
ამზადებდნენ ბუდანოვისთვის გამამართლებელ განაჩენს.

სწორედ ამ დროს დონის როსტოვის სასამართლომ ეჭვი


შეიტანა იმ ექსპერტების კომპეტენტურობაში, რომელთაც
პირველი ორი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაატარეს და
კიდევ ერთი, რიგით მესამე ექსპერტიზა დანიშნეს.
ამჯერად – კომპლექსური, ერთობლივი სამხედრო-
სამოქალაქო, უკვე მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს
ცენტრალური სასამართლო-სამედიცინო ლაბორატორიისა
და ვ. პ. სერბსკის სახელობის («სერბსკის ინსტიტუტი»)
სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სახელმწიფო
სამეცნიერო ცენტრის ძალების გამოყენებით.
«სერბსკის ინსტიტუტს» რუსეთში ჯერ კიდევ საბჭოთა
კავშირიდან მოყოლებული ცუდი სახელი ჰქონდა. აქ
შეშლილებად ცნობდნენ დისიდენტებს, რომლებიც
კომუნიზმის, ტოტალიტარული ტყუილისა და პოლიტიკური
დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდნენ. «სერბსკის
ინსტიტუტის» ექიმები ყოველთვის იმ შეკვეთებს
ასრულებდნენ, რომელთაც ყოვლისშემძლე «ჩეკა» და
«კაგებე» აძლევდათ.

სწორედ იქ გააგზავნეს ბუდანოვიც. როდესაც ეს ამბავი


გახმაურდა, ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვინც ეჭვს
შეიტანდა, რატომ გაუშვეს ბუდანოვი სწორედ ამ
ინსტიტუტში. ბუდანოვის მომხრეებიც და
მოწინააღმდეგეებიც ამბობდნენ: ახლა უკვე მალე
გაათავისუფლებენ...

მესამე ექსპერტიზის დანიშვნის ოფიციალურ განმარტებად


იქცა სასამართლოს შემდეგი ფორმულირება:
«...გაურკვეველი, ურთიერთგამომრიცხავი და არასრული
მონაცემების», ასევე «ახალი და დაზუსტებული
მონაცემების» გაჩენის გამო, რომელიც მნიშვნელოვანია
«ბუდანოვის ნამდვილი ფსიქიატრიული მდგომარეობის
დასადგენად».

«ახალ და დაზუსტებულ მონაცემებში» იგულისხმებოდა ის,


რომ პროკურატურის გამომძიებლების წყალობით,
რომლებიც წინასწარ ძიებას აწარმოებდნენ, სისხლის
სამართლის საქმეს ბუდანოვის სისხლის სამართლის
ეპოპეიდან ისეთი ეპიზოდები შეემატა (მოგვიანებით,
ისინი, ფაქტობრივად, ამოძირკვეს საქმიდან),
პოლკოვნიკის მიერ მძიმე დანაშაულებების ჩადენას რომ
ადასტურებდა.

და სულაც არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ ეპიზოდების


მთელი წყება, რომელიც ახალი ექსპერტიზისთვის
წარმოადგინეს, უბრალოდ არ არსებობდა. «სერბსკის
ინსტიტუტის» ექსპერტები მარტივად გაემიჯნენ იმ
ფაქტებს, რომლებიც არავის დაუდასტურებია. თუმცა,
რამდენადაც ისინი პოლკოვნიკის მხარეს იყვნენ,
აბსოლუტურად უდავო და სარწმუნო ექსპერტებად
გამოცხადდნენ.

ანუ ეს იყო გულახდილი ფალსიფიკაცია, როგორც


სასამართლოს, ისე «სერბსკის ინსტიტუტის» მხრიდან.

ქვემოთ იხილავთ, რა პასუხები გასცეს დაკითხვისას


«სერბსკის ინსტიტუტში» მოსამართლე კოსტინს. ესაა
პოლკოვნიკ ბუდანოვის საქმის ექსპერტიზა № 1111-ის აქტი.
აქ ყველაფერია გაკეთებული «გმირის» ხატის
შესაქმნელად, დაწყებული ბუდანოვის დაბადებიდან
ჩეჩნეთის მეორე ომამდე.

ბუდანოვის თქმით, მძიმე მშობიარობის შედეგად დაიბადა,


საჭირო გახდა რეანიმაციული პროცედურების ჩატარება.
დედისა და დის თქმით, ძალიან გულჩვილი იყო, თუ ვინმე
აწყენინებდა, ადვილად გაცხარდებოდა, შეეძლო უხეში
ფორმით ეპასუხა, განსაკუთრებულად აღიზიანებდა
უსამართლო შენიშვნები, თუმცა მუდამ მიისწრაფოდა,
დაეცვა სუსტები და გაჭირვებულები.

1982 წლის აპრილში სამედიცინო კომისიამ სამხედრო


სამსახურისთვის გამოსადეგად აღიარა. 1983 წელს
ხარკოვის უმაღლეს სატანკო სასწავლებელში ჩააბარა. 1985
წელს დაქორწინდა, ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი. 1995-დან
1999 წლამდე ბრონირებული ტანკების არმიის სამხედრი
აკადემიაში დაუსწრებლად სწავლობდა.

სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, ბუდანოვი თავს


მხოლოდ დადებითი კუთხით ავლენდა, იყო
დისციპლინირებული, საქმის შემსრულებელი და
მომთხოვნი. 1995 წლის იანვარში ჩეჩნეთში «პირველი
სამხედრო კამპანიის» დროს, საომარ მოქმედებებში
მონაწილეობის შედეგად ბუდანოვს თავის ტვინის
კანტუზია დაემართა და მცირე ხნით გონება დაკარგა.
სამედიცინო დახმარებით არ უსარგებლია. დედისა და დის
ჩვენების მიხედვით, «ჩეჩნეთის პირველი ომიდან»
დაბრუნების შემდეგ ბუდანოვს «შეეცვალა ხასიათი და
ქცევა», უფრო ნერვიული და ფიცხი გახდა. 1998 წლის
აგვისტოში პოლკის მეთაურად დანიშნეს, 2000 წლის
იანვარში ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
ბუდანოვი ქვედანაყოფებში ნაკლოვანებებსა და
პასიურობას ვერ ითმენდა. პასუხისმგებლობის გრძნობა
ჰქონდა განვითარებული. მიღებული აქვს სახელმწიფო
ჯილდოები, ორჯერ დაჯილდოვდა ორდენით
მამაცობისთვის. ბუდანოვის მეგობრები მის «ფსიქიკიდან
გადახრას» ვერ ამჩნევდნენ. ბუდანოვი ფსიქიატრისა და
ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არ
იმყოფებოდა.

ბუდანოვის ჩვენების მიხედვით, პოლკს, ზაბაიკალსკის


სამხედრო ოლქიდან ჩეჩნეთში ჩასვლის შემდეგ 1999 წლის
10 ოქტომბრიდან მოყოლებული 2000 წლის 20 მარტამდე,
ფაქტობრივად არ შეუწყვეტია საომარი მოქმედებები. 1999
წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ბუდანოვს ორჯერ
დაემართა თავის ტვინის კანტუზია და გონებაც დაკარგა.
ამის შემდეგ მას მუდმივად აწუხებდა თავის ტკივილები,
თავბრუსხვევები და თვალთ დაბნელება. მძიმედ იტანდა
მკვეთრ ხმებს. ფიცხი და თავშეუკავებელი გახდა. ისეთ
საქციელს სჩადიოდა, რასაც მოგვიანებით ნანობდა.

ბუდანოვის ჩვენების თანახმად, განსაკუთრებით მძიმე იყო


ბრძოლები არღუნის ხეობაში 1999 წლის 24 დეკემბრიდან
2000 წლის 14 თებერვლამდე. 12-დან 21 იანვრამდე პოლკმა 9
ოფიცერი და 3 რიგითი დაკარგა. ბუდანოვის თქმით,
მოკლულთა უმრავლესობა სნაიპერის მიერ თავის არეში
დამიზნებული ტყვიით გარდაიცვალა. 2000 წლის 17 იანვარს
სნაიპერის ხელით ბუდანოვის მეგობარი, კაპიტანი
რაზმახნინი დაიღუპა. ბრძოლიდან ორი კვირის თავზე მათ
მოახერხეს მაიორ სოროკოტიაგის დასახიჩრებული გვამი
ბრძოლის ველიდან გამოეტანათ. სხეულს წამების კვალი
აღენიშნებოდა.
2000 წლის 8 თებერვალს ბუდანოვი შვებულებით
ბურიატიის რესპუბლიკაში ჩავიდა. ცოლის თქმით,
შვებულების დროს მან გულფიცხობა და ნერვული
აშლილობა გამოავლინა. ცოლს მოუთხრო, რომ არღუნის
ხეობაში მისი პოლკი ხატაბის ბოევიკებს შეებრძოლა. იმ
ბრძოლაში მათი დაჯგუფების 15 ქვეითი მეთაური მოკლეს.
ამის გამო მათ პოლკს ბოევიკებმა «მხეცები» დაარქვეს,
ბუდანოვი კი, პირად მტრად გამოაცხადეს და მისი თავის
სანაცვლოდ ზღაპრული თანხა დააწესეს.

ბუდანოვი ძალიან განიცდიდა იმას, რომ მისი


მებრძოლების უმეტესობა ღია ომში კი არ დაიხოცა,
არამედ ისინი სნაიპერმა დახოცა. გარდა ამისა, ამბობდა
ხოლმე, რომ სახლში მხოლოდ მას შემდეგ
დაბრუნდებოდა, როდესაც «უკანასკნელ ბოევიკს
გამოასალმებდა სიცოცხლეს».

15 თებერვალს ისე, რომ შვებულების დამთავრებას არ


დაელოდა, ბუდანოვი ჩეჩნეთში გაემგზავრა. მისი დედისა
და დის ჩვენების თანახმად, ერთ დღეს ისინი ბუდანოვმა
მოინახულა, ვერ იცნობდი, ისე იყო შეცვლილი.
სისტემატურად ეწეოდა და თითქმის არავისთან
ურთიერთობდა, მისი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან
ადვილი იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
დაღუპულების და მათი საფლავების ფოტოებს აჩვენებდა,
ტიროდა. მათ ბუდანოვი ასეთ მდგომარეობაში არასდროს
ენახათ.

ბუდანოვი თავად მიდიოდა იერიშებზე იარაღით ხელში და


ხელჩართულ ბრძოლებშიც მონაწილეობდა. არღუნის
ხეობაში გამართული შეტაკებების შემდეგ პირადად
ცდილობდა, იქიდან გარდაცვლილთა ცხედრები
გამოეტანა. პოლკის ოფიცრებისა და ჯარისკაცების
სიკვდილის შემდეგ ბუდანოვი მათ სიკვდილში თავს
იდანაშაულებდა. სისტემატურად სასოწარკვეთილი იყო.
შეიძლება ქვეშევრდომისთვის დაერტყა, საფერფლეებსაც
გაუქანებდა ხოლმე. 2000 წლის მარტის შუა რიცხვებში, მას
შემდეგ, რაც მოითხოვა მისი კარავი მოეწესრიგებინათ,
ღუმელში ყუმბარა ჩააგდო. აფეთქების შედეგად არავინ
დაზარალებულა.

2000 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან პოლკი


დასახლებულ პუნქტ ტანგის შორიახლოს იყო
დაბანაკებული. ბუდანოვის წინაშე შემდეგი მოვალეობები
იყო: სადაზვერვო-სამძებრო ღონისძიებების გატარება,
სანგრების გაკეთება, სოფლის მცხოვრებლების
შემოწმება, საეჭვო პირების დაკავება.

ბუდანოვისა და მისი ხელქვეითების მტკიცებით, იმ დროს


ძალიან რთული ვითარება იყო, ვერ გაიგებდი სად მტერი
იყო, სად მოყვარე და სად ფრონტის ხაზი გავლებული.
მოხსენება 26 მარტის ღამეს მომხდარი
ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების მრავალფეროვნებით
გრძელდებოდა და შედეგად ვიღებდით – არაფერს.
როდესაც კითხვას უსვამდნენ მის მიერ მიწოდებულ
ცნობებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, პასუხობდა,
რომ ჯანმრთელობას უჩიოდა.

ზემოთ თქმულზე დაყრდნობით კომისიამ დაადგინა, რომ


ბუდანოვი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი საკუთარ
ქმედებებზე, მისი შესუსტებული ფსიქიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე. მსხვერპლის, კუნგაევას
ქმედებები იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ბუდანოვის
დროებითი გონებრივი მოშლა გამოიწვია. თანაც არ
არსებობს სარწმუნო საბუთი, რომელიც დაადასტურებს,
რომ ბუდანოვი ალკოჰოლურ მდგომარეობაში
იმყოფებოდა.
ბუდანოვი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩენილიყო და
ამბულატორიულ განყოფილებაში მისთვის ფსიქიატრებს
უნდა ემკურნალათ. «ცე» კატეგორია ნაწილობრივ
მისაღები იყო სამხედრო სამსახურისთვის.

ასე გამოჩნდა დღის სინათლეზე მესამე და «სწორი»


ექსპერტიზა, სადაც უმთავრესი იყო ის, რომ მოგკლეს,
მაგრამ დამნაშავე თავად ხარ, არ უნდა გაგეწია
წინააღმდეგობა. არ უნდა ყოფილიყავი სნაიპერი. და
აგრეთვე ის, რომ, როცა კლავდა, შეურაცხადი იყო, მოკლა
და მაშინვე ნორმალური გახდა.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ასეთი


დასკვნები აძლევდა მოსამართლეს ყველა
შესაძლებლობას, შეესრულებინა პოლიტიკური დაკვეთა
და პოლკოვნიკისთვის სამხედრო ცოდვები ჩამოერეცხა.

პირველ ყოვლისა, მას შეეძლო, ბუდანოვი სისხლის


სამართლის პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინა.

გაეგზავნა, მართალია იძულებით, მაგრამ ამბულატორიულ


მკურნალობაზე (ესე იგი სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში დაწოლის გარეშე), რის ვადებსაც უკვე
არა მოსამართლე, არამედ მკურნალი ექიმ-ფსიქიატრი
დაადგენდა და მთელი ეს უსიამოვნებები
პოლკოვნიკისთვის განაჩენის გამოტანიდან სულ
რამდენიმე კვირაში შეიძლება დასრულებულიყო. ექიმი
გადაწყვეტდა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და
პოლკოვნიკს პოლიკლინიკაში სიარულის ვალდებულებაც
კი არ ექნებოდა.
ასევე ბუდანოვს შეუნარჩუნდებოდა სამხედრო სამსახურის
უფლებამოსილება (რამდენადაც გონების არევა კუნგაევას
საქციელით იყო გამოწვეული და «წამიერი» და
«სიტუაციური» აღმოჩნდა). ასეთ განაჩენს განსაკუთრებით
სამხედრო ხელმძღვანელობა მოითხოვდა: ჩრდილო
კავკასიური სამხედრო ოლქის შტაბი და თავდაცვის
სამინისტროს ხელმძღვანელები, რადგან, წინააღმდეგ
შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ შტაბებს ჩეჩნეთში
შეშლილები ხელმძღვანელობენ, რასაც დროულად ვერ
ააშკარავებენ, არ მკურნალობენ და ეს შეშლილები კი,
რასაც უნდათ, იმას სჩადიან.

ამგვარად, ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა ის, რომ


რუსულ სასამართლო ექსპერტიზაში კვლავინდებურად
მთავარია არა ფაქტები, არამედ ის, თუ ვინ მოარგო ეს
ფაქტები ერთმანეთს. ამჯერად ბუდანოვის ფსიქოლოგიურ-
ფსიქიატრიული კუთხით გამართლებისთვის მოქმედ
პირებს შორის იყო «სერბსკის ინსტიტუტის» ექპერტიზის
განყოფილების ხელმძღვანელი, საქვეყნოდ განთქმული
ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი
კატეგორიის ფსიქიატრ-ექსპერტი ექსპერტიზის სფეროში
მუშაობის 50-წლიანი გამოცდილებით – პროფესორი
ტამარა პეჩერნიკოვა.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შემთხვევით არაფერი


მომხდარა. იმიტომ რომ ჩვენთან მსგავსი რამეები
შემთხვევით არასდროს ხდება, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა
ეპოქიდან მოყოლებული ჩვეულებად იქცა. ჩვენ კი
გვჯეროდა, რომ თავისუფლები გავხდით, რომ საშინელი
წარსულის აჩრდილები მეტად აღარ შეგვაწუხებდნენ.
მაგრამ, არა! კომუნიზმის აჩრდილები, საჭირო დროს და
საჭირო ადგილას კვლავაც ჩვენ გვერდით არიან.
ტამარა პეჩერნიკოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საკმაოდ
ცნობილი პიროვნებაა. ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე
ეპიზოდს მისი დიადი ცხოვრებიდან. და ეს ისტორიული
ექსკურსი აუცილებელია სწორედ იმიტომ, რომ პუტინის
პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენი ყველაზე საშინელი
ისტორია – შეკვეთილი პოლიტიკური ფსიქიატრია – კვლავ
შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში იმ მხრიდან,
საიდანაც არ მოველოდით.
1968 წლის 25 აგვისტოს მოსკოვის წითელ მოედანზე
ცნობილი «მდუმარე დემონსტრაცია» გაიმართა. შვიდი
ადამიანი სწრაფად შევიდა მოედანზე და პლაკატები
გაშალა: «ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!»
«სირცხვილი ოკუპანტებს!». ამ შვიდ ადამიანს შორის იყო
ნატალია გორბანევსკაია, პოეტი, ჟურნალისტი,
დისიდენტი, რომელსაც ამჯერად ახლდა მცირეწლოვანი
შვილი საბავშვო ეტლით. ამგვარად, ქვეყანაში, სადაც
დიდი ხანია არავინ არაფერს აპროტესტებდა და ყველა
თანხმდებოდა, შეგუებოდა საბჭოთა კავშირის
კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ ფრთას, გამოჩნდნენ
ადამიანები, რომელთაც შეძლეს, გაეპროტესტებინათ
ჩეხოსლოვაკიაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრა.

შვიდი კაცის დემონსტრაციამ მხოლოდ რამდენიმე წუთს


გასტანა, რადგან შვიდივე დაუყოვნებლივ დააკავეს
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა,
რომლებიც სისტემატურად პატრულირებდნენ წითელი
მოედნის ტერიტორიაზე. საბოლოოდ სასამართლომ
მათგან ორს ბანაკი მიუსაჯა, ერთს – ფსიქიატრიული, სამი –
გადასახლებაში მოჰყვა. გორბანევსკაია კი
თავდაპირველად გაათავისუფლეს, რადგან ახალშობილი
ბავშვი ჰყავდა.
დააპატიმრეს მოგვიანებით, 1969 წლის 24 დეკემბერს,
რადგან ნატალიამ არ შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა
ადამიანების უფლებათა დასაცავად.

და სწორედ მაშინ, 1969 წელს ნატალია გორბანევსკაიას


საქმესთან კავშირში პირველად იკვეთება ექიმ
პეჩერნიკოვას კვალი. პეჩერნიკოვა სწორედ ის ექიმ-
ფსიქიატრი იყო, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების
კომიტეტის დავალებით გორბანევსკაია დაკითხა სწორედ
იმ «სერბსკის ინსტიტუტში», სადაც რამდენიმე ათეული
წლის შემდეგ ბუდანოვიც გამოიკვლიეს.

პეჩერნიკოვამ გორბანევსკაიას სწორედ ის სამედიცინო


ვერდიქტი გამოუტანა, რომელიც მისგან სახელმწიფო
უშიშროების კომიტეტმა მოითხოვა: «შიზოფრენია», რაც
ნიშნავდა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს
შეუძლებელია ევლო პლაკატებით ხელში წითელ
მოედანზე და გაეპროტესტებინა რუსული ტანკების შესვლა
პრაღაში.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეორე დასკვნა,


რომელიც პეჩერნიკოვამ გაახმოვანა, იყო ის, რომ
გორბანევსკაია საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა,
საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას სპეციალური
ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ამის შემდეგ გორბანევსკაიას, მიწისქვეშა, საბჭოთა
უფლებადამცველების სამიზდატის (ასე ეძახდნენ
დისიდენტები აკრძალულ ლიტერატურას, რომელსაც
ხელით ან საბეჭდ მანქანებზე ამრავლებდნენ და
დამოუკიდებლად ავრცელებდნენ) ბიულეტინის
–»მიმდინარე ამბების ქრონიკა» დამფუძნებელს, კაზანის
სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მძიმე დღეები
დაუდგა. გორბანევსკაია იქ 1969 წლიდან 1972 წლამდე
იმყოფებოდა (1975 წელს ისრაელის ვიზით ემიგრაციაში
წავიდა და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს).

– გახსოვთ ასეთი გვარი – პეჩერნიკოვა? – ვკითხე ნატალია


კონსტანტინოვნას ამ ცოტა ხნის წინ.

– რა თქმა უნდა.

– როგორ ჩაიარა მაშინ თქვენმა ექსპერტიზამ?


– ყველაზე მსუბუქი სიტყვა, რომელიც აქ შეიძლება
გამოვიყენო, ტენდენციურობაა. შიზოფრენიის დიაგნოზი
წინასწარ დაგეგმვით დამისვეს. სულ ესაა, რაც
პეჩერნიკოვამ გააკეთა. მათ სახელმწიფო უშიშროების
კომიტეტის ბრძანება ჰქონდათ მიღებული: დაუყოვნებლივ
გავეგზანეთ სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
და ყველანი, პეჩერნიკოვას ჩათვლით, ამ დავალებას
ასრულებდნენ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2 წელი და
2 თვე გავატარე. მე მას ფსიქიატრიულ ციხეს ვეძახი.
მაგრამ მთავარი არა ვადები, არამედ ნეიროლეპტიკებით
იძულებითი მკურნალობა იყო, რომლის მიღება, რახანია,
წამებად მიიჩნევა. მას იღებენ ბოდვისა და
ჰალუცინაციების დროს, რომელთაგან არც ერთი მე არ
მქონია. თუკი ჩემს შეხედულებებს არ მივიჩნევთ ბოდვად.

შემდეგ ემიგრაციაში წავედი, ვენის გავლით პარიზში.


მოგვიანებით, როდესაც ფრანგ ფსიქიატრებს შევხვდი და
მათ «სერბსკის ინსტიტუტში» დაწერილი ჩემი ისტორია
წავაკითხე, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: «როგორც ჩანს,
საბჭოთა ფსიქიატრებთან უნდა ჩავიდეთ კვალიფიკაციის
ასამაღლებლად, რადგან თუ მათ დიაგნოზს დავუჯერებთ,
ახლა ჩვენ წინაშეა შიზოფრენიის განკურნების
სასწაულებრივი შემთხვევა».
გორბანევსკაიას საქმე ერთ-ერთი პირველი იყო ე. წ.
«ფსიქიატრიულ რეპრესიებში», რომელიც საბჭოთა
კავშირში დისიდენტების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ
რეპრესიებში ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ექიმი
პეჩერნიკოვა იღებდა. განსაკუთრებით გააფართოვა
თავისი საქმიანობა პოლკოვნიკ ბუდანოვის მომავალმა
მხსნელმა, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს, 70-იან წლებში –
კომუნისტურ რეჟიმთან დისიდენტების ხანგრძლივი
დაპირისპირების დროს. იმ დროისთვის, როგორც
ცნობილია, საკმაოდ მისაღები კონსტიტუცია გვქონდა,
ამიტომაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი
დისიდენტებთან ბრძოლას ფსიქიატრიული მეთოდებით
ამჯობინებდა. ნებისმიერ ადამიანს ფსიქიკურად
დაავადებულად აცხადებდა და სპეციალურ ფსიქიატრიულ
საავადმყოფოებში იძულებით მკურნალობას უნიშნავდა.
იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება დღეს რუსეთში,
აუცილებელია ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, რასაც
შეკვეთილმა პოლიტიკურმა ფსიქიატრიამ სული შთაბერა,
არამედ ისიც, რა სახით ფუნქციონირებს ის დღეს.

მაგალითისთვის პეჩერნიკოვას თითქმის ყველა «საქმის» –


დაწყებული გობრანევსკაიადან ვიდრე ბუდანოვამდე –
მასალები შემკულია ისეთი ტერმინებით, როგორიცაა:
«სოციალური თავისუფლების ძიება». უბრალოდ
განსხვავება აღმოჩნდა ვექტორში! მიდგომაში! «პლუსი»
ცინიკურად იქცა «მინუსად». ანუ საბჭოთა პერიოდში
პეჩერნიკოვას შიზოფრენიის «განაჩენები» ერთ პოზიციაზე
მდგომს გამოჰქონდა (რომ «სოციალური სამართლიანობის
ძიება» ფსიქიკური დაავადების სიმპტომია, სოციუმის
წევრობისთვის შეუსაბამო), ახლა კი იგივე პეჩერნიკოვა
სრულიად საწინააღმდეგო პრინციპებზე დაყრდნობით
მოქმედებდა, როცა მხეცური მკვლელობაც კი შეიძლება
გამართლდეს «სოციალური სამართლიანობის»
«პოზიტიური» გრძნობებით, იმ შემთხვევაში, თუ ის
«სოციალურად მოტივირებულია» (პოლკოვნიკმა მოკლა
ქალი, რომელიც ჩეჩენი სნაიპერი ეგონა, რადგან არ
ასვენებდა დანაშაულის გრძნობა თავისი დახოცილი
მეგობრების გამო, რომლებიც სწორედ სნაიპერმა ქალმა
იმსხვერპლა).

ამ ისტორიაში ერთი მთავარი შეკითხვა არსებობს:


შემთხვევითია თუ არა გორბანევსკაიას და წლების შემდეგ
ბუდანოვის საქმეში პეჩერნიკოვას გამოჩენა?

არა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. რადგან ის


კვლავაც ერთგულად დარჩა კორუმპირებულ ექიმად.
«კაგებესა» და «ეფესბეს» წრეებში ბოლო სამი ათწლეულის
განმავლობაში ცნობილია ექიმად, რომელიც არასდროს
გიღალატებს. პეჩერნიკოვამ ჩრდილში მყოფმა გაატარა
მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის «გვიანი
დემოკრატიის» პერიოდი, მაგრამ მოვიდა რუსეთში
«კაგებეში» მუშაობის ოცი წლის სტაჟის მქონე ადამიანის
დრო – პუტინის ეპოქა – და მის კვალდაკვალ თუ სადმე
რამე მმართველობითი ორგანო იყო, ყველაფერი «კაგებე»
გამოვლილი ხალხით გაავსეს. სწორედ ამიტომ
პეჩერნიკოვა კვლავაც ისეთი საჭირო გახდა, როგორც
ადრე.

მნიშვნელოვანი უკანდახევა: დამოუკიდებელ წყაროებზე


დაყრდნობით (ოფიციალური წყაროები, ცხადია, არ
არსებობს) ირკვევა, რომ უკვე დაახლოებით 6000 «კაგებე»
და «ეფესბე» გამოვლილი ადამიანი, პუტინის
კვალდაკვალ, ხელისუფლებაში მოვიდა და უმაღლესი
სახელმწიფო თანამდებობები, ყველაზე მნიშვნელოვან
უწყებებში, უმნიშვნელოვანესი ადგილები უკავიათ –
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, ორი
განყოფილების – კადრებისა და საინფორმაციო –
ხელმძღვანელები), უშიშროების საბჭოში (უშიშროების
საბჭოს მდივნის მოადგილე), ხელისუფლების
ადმინისტრაციულ აპარატში, თავდაცვის, საგარეო
საქმეთა, იუსტიციის, ბირთვული წარმოების,
საგადასახადო და შემოსავლების, შინაგან საქმეთა,
ბეჭდური, ტელე-რადიო და მასმედიის სამინისტროებში;
სახელმწიფო საბაჟოს კომიტეტში, სახელმწიფო რეზერვის
სააგენტოში, ფინანსური გაჯანსაღების კომიტეტში და ა. შ.

ისტორია ქრონიკული დაავადებასავითაა, პერიოდულად


თავს იჩენს ხოლმე. რადიკალური წამალი კი ერთადერთია
– დროული ქიმიოთერაპია იმ უჯრედებისა, რომლებიც
სიკვდილს იწვევენ. მაგრამ ჩვენ ეს წამალი არ მიგვიღია,
საბჭოთა კავშირიდან «ახალ რუსეთში» საბჭოთა
ბაღლინჯოებთან ერთად გადავედით. აქედან მივიღეთ
შედეგიც: ყველგან სახელმწიფო უშიშროებაა და მასთან
ერთად პეჩერნიკოვაც.

ახლა კი ამ თანამედროვე ტრაგედიის მთავარ შეკითხვას


დავუბრუნდები: შემთხვევითია თუ არა პროფესორ
პეჩერნიკოვას რეინკარნაცია ბუდანოვის საქმეში? ან ამ
შეკითხვას ასეთი ფორმულირებით შემოგთავაზებთ:
შემთხვევითია ის, რომ «ჩეკას» კვლავ დაუბრუნდა
ძალაუფლება?

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. გაიხსენეთ 2000


წელი. პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდი. მაშინ
ბევრი ამბობდა: «როგორც აღწერენ, ასეთი საშიშიც არ
არის. მერე რა მოხდა, თუ საბჭოთა პერიოდის
«კაგებედანაა» გამოსული!»
მაგრამ მალე უკვე ძალიან გვიანი იყო. პუტინს ჯერ მცირე
ჯგუფი გამოჰყვა, ათამდე ადამიანი, მისი ყველაზე
ახლობლები და ერთგულები, ვისთან ერთადაც უშუალოდ
მუშაობდა და ვისაც ენდობოდა. შემდეგ კი, მათ ასობით
ადამიანი შემოემატა, ისინი უკვე პუტინის მეგობრების
მეგობრები იყვნენ, რომელთაც არა პუტინი, არამედ ეს
მეგობრები ენდობოდნენ და მათთან მუშაობის
გამოცდილება ჰქონდათ. ახლა კი, ისინი მმართველობის
ყველა რგოლში უკვე ათასობით არიან.

ასე აღმოჩნდნენ ჩვენ გარშემო ის ადამიანები, რომელთაც


პუტინი და მისი მეგობრები ენდობოდნენ. ერთი მხრივ, ეს
ბუნებრივია, მაგრამ მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ
ენდობოდნენ (და ენდობიან) მხოლოდ «თავისიანებს». ეს
«თავისიანები» კი ის ადამიანები არიან, რომელთა
წარსული «კაგებეს» უკავშირდება. ამგვარად აღმოჩნდა,
რომ «ახალი რუსეთის» სახელისუფლებო უწყებები
სპეციფიკური ტრადიციების მქონე მოქალაქეებით გაივსო,
რომლებიც აღზრდილები იყვნენ რეპრესიული
მენტალიტეტით და სახელმწიფო პრობლემების
გადაწყვეტის მათთვის მისაღები მექანიზმები ჰქონდათ.

ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია, რა თქმა უნდა, პეჩერნიკოვა


გახლავთ. თანაც ის ერთდროულად ტრადიციაცაა და ამ
ტრადიციის შესრულების მექანიზმიც. იმ გაგებით, რომ ორი
ათწლეულის განმავლობაში «საბჭოთა საზოგადოებრივი
და სახელმწიფოებრივი წყობის დაცვის» პრაქტიკის
მანძილზე, მის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო
მეცნიერების დახმარებით, პეჩერნიკოვამ
არაჩვეულებრივად მოაწყო ამგვარი დაცვის მექანიზმი და
ფსიქიატრია სახელმწიფო უშიშროების საჭიროების
მიზეზით მოიშველია. და სწორედ ახლა, საბჭოთა სისტემის
კონსტრუქციის გარეგნული დაცემის ათწლიანი პერიოდის
შემდეგ, პეჩერნიკოვამ აღმოაჩინა, რომ მასზე და მის უნარ-
ჩვევებზე ისეთი დიდი მოთხოვნა იყო, როგორც არასდროს.

ეს სიტყვები პოლიტიკური თეორია არ არის და არც რაღაც


პოლიტიკური პროგნოზი. არა! იმის შედეგი, რაც
პეჩერნიკოვამ ბუდანოვის საქმეში გააკეთა,
მაქსიმალურად ხელშესახებია: ეს სიკვდილ-სიცოცხლის
საკითხია, ყველაფერი კი ისე ხდება, როგორც 70-80-იან
წლებში.

ბუდანოვის თავისუფლება თუ თავისუფლების აღკვეთა ხომ


ჩვენი დროის პრინციპული საკითხია. პირველ ყოვლისა,
თავად ჯარისთვის, რომელიც ჩეჩნეთში რეპრესიულ
სტრუქტურად გადაიქცა. ჯარი ელოდება პრეცედენტს
დონის როსტოვის სასამართლოსგან. რა იქნება განაჩენი,
«დამნაშავეა» თუ «თავისუფალი»? ესე იგი, შეიძლება
ბუდანოვის მსგავსად მოქცევა?..

პეჩერნიკოვამ უპასუხა, რომ «შეიძლება» და გააკეთა


უმთავრესი საქმე იმისთვის, რომ მოსამართლე
«კოსტინსაც» ჰქონოდა იურიდიული უფლებამოსილება
საიმისოდ, რომ ეთქვა: «შეიძლება».
და ეს სიგნალი «სწორად» გაიგეს ჩეჩნეთში – ჩეჩნეთში
მყოფი ოფიცრები ბუდანოვის საქმეს აგრძელებდნენ.
საამისოდ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მარტო
ამ მაგალითებით შეიძლება ერთი წიგნის დაწერა.

2002 წლის მაისის მიწურულს – კვლავაც ახალგაზრდა


ქალების გატაცების სერია, რომელიც მკვლელობით
სრულდება. 22 მაისს ქალაქ არღუნში, შალინის ქუჩაზე
მდებარე №125 სახლიდან, საკუთარი სახლიდან, გამთენიას
სამხედროებმა გაიტაცეს არღუნის № 1-ელი სკოლის 26
წლის დაწყებითი კლასის მომხიბვლელი მასწავლებელი
სვეტლანა მუდაროვა. ელზა კუნგაევას მსგავსად,
სვეტლანაც, როგორც ეძინა, ისე წაიყვანეს, ხალათით და
სახლის ჩუსტებით. სამხედროებმა ყველაფერი გააკეთეს
იმისთვის, რომ დაემალათ გატაცებული მასწავლებლის
ადგილსამყოფელი. 31 მაისს კი მისი დასახიჩრებული
ცხედარი არღუნის ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში
დააგდეს.
არ ვიცი, ვისთვის როგორ და ჩემთვის კი პეჩერნიკოვამ
თქვა თავისი «შეიძლება»... «შეიძლება», იმიტომ რომ
მარაგში გვაქვს ასეთი «შესანიშნავი» შესაძლებლობა –
დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადად გცნობთ და
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აგაცილებთ.
სამაგიეროდ, ისევე, როგორც დანაშაულის ჩადენამდე,
დანაშაულის ჩადენის შემდეგაც ფსიქიკურად ჯანსაღად
გამოგაცხადებთ და გააგრძელებთ ცხოვრებას ისე,
როგორც ცხოვრობდით და სამხედრო სამსახურსაც ისევე,
როგორც ადრე მსახურობდით.

ამიტომაც ამიერიდან პასუხისმგებლობა სვეტლანა


მუდაროვას სიკვდილზე, სხვებთან ერთად,
პეჩერნიკოვასაც ეკისრება.

გაივლის წელიწადზე მეტი. ბუდანოვის საქმე კიდევ სამი


ექსპერტიზით შეივსება. პეჩერნიკოვას დასკვნებს, როგორც
ყალბს, უარყოფენ. უზენაესი სასამართლო საქმეს კიდევ
ერთ სასამართლო განხილვაზე დააბრუნებს, დონის
როსტოვის სამხედრო სასამართლოს ახალი
შემადგენლობა ახალ ექსპერტიზას დანიშნავს,
პროცესიდან ფაქტობრივად გააგდებენ პროკურორ
ნაზაროვს, რომელიც ბრალდებულს იცავდა და სოციალური
სამართლიანობა თითქოს ღრუბლებიდან გამოიხედავს.
და პეჩერნიკოვა? დასჯიან მას ტყუილისთვის? ან ბოლოს
და ბოლოს, ამ სკანდალის გამო არ ეტყვიან, რომ
«სერბსკის ინსტიტუტიდან» წავიდეს?

არა, რა თქმა უნდა. პეჩერნიკოვა ხომ ჩვენი


«მარადიულობაა». ის საჭირო დრომდე დატოვეს.

ახლა კი მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რისთვისაც


პეჩერნიკოვას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება.
ბუდანოვის საქმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც დღემდე
წყალქვეშ დარჩნენ.
ბუდანოვის საქმის ეს გვერდი ყველაზე ამაზრზენი,
საძაგელი და ბინძურია. ამაზრზენია მასში ქექვაც, მაგრამ
აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, სიმართლის
გასარკვევად. მეორეც, იმ მიზეზით, რომ გავარკვიოთ, რა
ხდება ჩეჩნეთში ოფიციალური ტყუილისა და პროპაგანდის
პარალელურად.

უბედური ახალგაზრდა გოგონა ელზა კუნგაევა თავისი


ცხოვრების უკანასკნელ ღამეს არა მხოლოდ უმოწყალოდ
გაგუდეს, არამედ გააუპატიურეს კიდეც. აი, ციტატა 2000
წლის 28 მარტის საგამოძიებო ექსპერტიზის
პროტოკოლიდან, რომელიც სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტებმა ჩაატარეს:

«დამარხვის ადგილად მიჩნეულია მიწის მონაკვეთი ტყის


პლანტაციებში, რომელიც 950 მეტრით არის დაშორებული
სატანკო პოლკის მართვის პუნქტიდან. აღმოჩენილია
სრულიად გაშიშვლებული და პლედში გახვეული ქალის
სხეული.

ქალი მარცხენა გვერდზე წევს, ფეხები მუცელზეა


მიკრული, ხელები იდაყვებშია მოხრილი და ტანზე
შემოხვეული. გარეგანი სასქესო ორგანოების მიდამოებში
სხეული სისხლითაა გასვრილი. პლედიც ამ ადგილას
სისხლიანია.

კუნგაევას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო


ექსპერტიზა ჩატარდა 2000 წლის 28 მარტს 12-დან 14
საათამდე სოფელ ტანგი-ჩუს ტერიტორიაზე 124-ე
სამედიცინო განყოფილების ლაბორატორიის უფროსის
კაპიტან ლიანენკოს მიერ საკმარის განათებაზე. ქალის
ცხედარი 164 სანტიმეტრია. გარე სასქესო ორგანოები,
მიმდებარე ტერიტორიაზე კანის ზედაპირი, და ბარძაყის
უკანა ზედა მესამედი, მუქი წითელი ფერის სველი მასითაა
მოთხვრილი, რომელიც სისხლსა და ლორწოს ჰგავს.
საქალწულე აპკის ხვრელი მრგვალია, დიამეტრი 0,6 სმ.
საქალწულე აპკზე შეინიშნება დაზიანებული რადიალური,
გრძივი ნახევები. დუნდულების ნაკეცთან მოწითალო-
მოყავისფრო ფერის შემხმარი ნაკვალევია. ხოლო უკანა
ხვრელიდან 2 სმ-ში 3 სმ სიგრძის ლორწოვანი აპკის
ნახეთქია, რომელიც ამოვსებულია შედედებული სისხლით,
რაც ადასტურებს მის სიკვდილისწინა მდგომარეობას.
პლედზე, იმ მხრიდან, რომელიც ცხედარს ჰქონდა
შემოხვეული, აღინიშნება მუქი ყავისფერი ფერის 18X20X21
სმ-ს ლაქა, რომელიც სისხლს ჰგავს.

სხეულთან ერთად აღმოჩენილია: შალის ბლუზა, უკანა


მხარეს მთელ სიგრძეზე გახეული, ბიუსჰალტერი და ქვედა
საცვალი ასევე დახეული. სასამართლო ექსპერტიზისთვის
ნიმუშების მიწოდება ვერ მოხერხდა კონსერვაციისთვის
ხელსაყრელი პირობების არქონის გამო. ვაგინადან და
სწორი ნაწლავიდან აღებულია ნაცხი დოლბანდის
ტამპონებზე, ხოლო სისხლი – დოლბანდის ხელსახოცზე.
აღნიშნული ობიექტები და ასევე ცხედართან ერთად
აღმოჩენილი ნივთები გადაეცა გამომძიებელს.
კუნგაევას სხეულზე აღინიშნება საქალწულე აპკის
ნახევები და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის
ნახეთქი, რომელიც წარმოიქმნა მაგარი, ბლაგვი საგნის
(საგნების) ნაწლავსა და ვაგინაში მოთავსებით.
გამორიცხული არ არის, რომ ეს საგანი ერექციის
მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის სასქესო ორგანო
ყოფილიყო ან პატარა ნიჩბის ტარი. ექსპერტები მივიდნენ
საერთო დასკვნამდე, რომ სხეულის დათვალიერების
შედეგად აღმოჩენილი საქალწულე აპკისა და ლორწოვანი
სწორი ნაწლავის დაზიანებები სიკვდილამდე იყო
მიყენებული».

გამოძიების დასაწყისიდანვე ბუდანოვი კატეგორიულად


უარყოფდა გაუპატიურების ფაქტს. მაგრამ სანამ
მოკლავდნენ, ვიღაცამ ხომ გამოიყენა ძალა მასზე.
შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი საათები
ელზასთან ერთად ბუდანოვმა გაატარა, სამხედროები
მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვა, როცა გოგონა უკვე
მკვდარი იყო.

წინასწარი ძიების დროს ბუდანოვის საქმეზე ორი


სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროს 124-ე ცენტრალური
ლაბორატორიის სამედიცინო-კრიმინალური
იდენტიფიკაციის (მდებარეობს დონის როსტოვში)
სპეციალისტების მიერ. ორივე ექსპერტიზამ დაადასტურა,
რომ გოგონა გაუპატიურებული იყო.

და როდესაც სასამართლომ ბუდანოვისთვის ცოდვების


ჩამორეცხვა გადაწყვიტა, დანიშნა მესამე სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზა, ამჯერად უკვე «სერბსკის
ინსტიტუტში», რომ მას, ბოლოს და ბოლოს, «რუსეთის
სამხედრო ხელმძღვანელებისა და კრემლისთვის
მისაღები სწორი» დასკვნები დაედო, და ოფიცერი, ორი
ორდენის მფლობელი მამაცობისთვის, ფურცელზე
მოძალადე არ იქნებოდა.
აი, ციტატები «სწორი» ექსპერტიზის ტექსტიდან, სადაც
უკვე აღარაა ყველაფერი ისე, როგორც საკუთარი
თვალებით ექსპერტმა ლიანენკომ დაინახა:

«საქალწულე აპკის და ლორწოვანი სწორი ნაწლავის


ნახეთქები გაჩნდა სიკვდილის შემდეგ, როდესაც ცოცხალი
ქსოვილისთვის დამახასიათებელი შეწოვის უნარი
სრულად დაიკარგა».

ანუ გამოდის, რომ გოგონაზე ვიღაცამ მართლაც იძალადა,


მაგრამ ეს ვიღაც არავითარ შემთხვევაში ბუდანოვი არ
ყოფილა, რადგან მას ხომ ალიბი აქვს, მას შემდეგ რაც
გოგონა მოკლა, მშვიდად დაიძინა.
მეტი სისწორისა და დამაჯერებლობისთვის, უხვი
სისხლდენა, რომელიც საკუთარი თვალებით ექსპერტმა
ლიანენკომ ნახა, გადაიქცა «სისხლის ლაქებად გარეგანი
სასქესო ორგანოების მიდამოებში, რომლებიც არ
ეწინააღმდეგება დასკვნას ამ დაზიანებების
სიკვდილისშემდგომი წარმომავლობის შესახებ». ეს
ექსპერტები თავიანთ დასკვნებს იმითაც ამაგრებდნენ,
რომ «ექსპერტის არამოტივირებული უარი, აეღო მასალები
სასამართლო-ჰისტოლოგიური ექსპერტიზისთვის, ამჟამად
აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო
არგუმენტირებულად ვისაუბროთ».

იმან, რომ ომის ზონაში ვერაფრით შეძლებ


ჰისტოლოგიური ნიმუშების კონსერვაციას, გაამყარა
პოლკოვნიკის ალიბი. ჰისტოლოგიის გარეშე, როგორც
მოგვიანებით ერთ ხმაში იმეორებდნენ პათოლოგები,
გაუპატიურების ფაქტის და ასევე იმის დამტკიცების
მცდელობა, რომ ეს სწორედ ბუდანოვმა ჩაიდინა,
სრულიად განწირულია.
საბოლოო ჯამში კი, ზედა ეშელონებისთვის «საჭირო»
დასკვნა მზად იყო:

«არ არსებობს საჭირო მონაცემები, რომ ვივარაუდოთ


სიკვდილის შემდგომ მიყენებული ზიანის შესახებ
ერექციის მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის სასქესო
ორგანოთი. ცხედრის სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის შედეგები და რეალური მტკიცებულებები არ
იძლევა საფუძველს კუნგაევაზე ძალადობრივი
სქესობრივი აქტის განხორციელების დასკვნისთვის».

ანუ ძალადობა არ ყოფილა! მოკლედ, ამ დასკვნამ


ბუდანოვი გაამართლა.
ექსპერტებმა, ვინც ამ დასკვნას ხელი მოაწერეს, რუსეთის
არმიის უნიფორმას, როგორც მათ მიაჩნიათ, ძალიან
ჭუჭყიანი ლაქა ჩამორეცხეს. შეიძლება უნიფორმის
ქურთუკიდან ლაქა მართლაც ჩამოირეცხა, მაგრამ
შარვალზე ის სამუდამოდ დარჩება. ისტორია ხომ ისეთი
მარტივი რამ არ არის, როგორც «საჭირო» საბუთის დაწერა.

ჩვენს ქვეყანაში ყველა ომის ისტორიას ტრადიციულად


გადაწერენ ხოლმე, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში.
ეჭვიც არ მეპარება, რომ სამომავლოდ ასე მოხდება
ჩეჩნეთის მეორე ომის ოფიციალურ ისტორიასთან
დაკავშირებითაც, ისევე, როგორც ბუდანოვის საქმესთან
დაკავშირებით, რომელიც პუტინის რუსეთის ისტორიის
ნაწილია. და მაშინ, როდესაც სოფელ ტანგი-ჩუს მკვიდრი
ჩეჩენი გოგონას ელზა კუნგაევას სიკვდილის ქრონიკა
გათავისუფლდება კრემლის «ფერწერისგან», შარვალზე
დარჩენილი ჭუჭყიანი ლაქა აუცილებლად
გამოაშკარავდება და პოლკოვნიკისთვის
პასუხისმგებლობის ვირტუოზული მოხსნა, რომლის
მაგალითი 2002 წლის საქმეა, აღარ უშველის საქმეს.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრი

ბუდანოვის საქმე სამი წლის განმავლობაში


მიმდინარეობდა და სიმართლე გითხრათ, გაოცებული
ვიყავი ჩვენი ქვეყნის მანდილოსნებით. მანდილოსნები კი,
მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ. და თუნდაც
მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ამ
ნახევრის სახით ქვეყანა ვალდებული იყო, სასტიკად
შეეჯავრებინა მოძალადეები. მაგრამ, არა.

გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობის ათობით მილიონ


წარმომადგენელს ქალიშვილები ეზრდებათ. ამიტომ
მეგონა, რომ ამ გოგონების მშობლები გაიგებდნენ და
გაიზიარებდნენ კუნგაევების ოჯახის წუხილს. მაგრამ
კვლავაც შევცდი.

ტელევიზიით ბუდანოვის ცოლთან ინტერვიუ გადმოსცეს.


ის რაღაცას ტიტინებდა შენდობის შესახებ მის ქმართან
მიმართებაში, რომელიც გაწამებული იყო ექსპერტიზებითა
და სასამართლო პროცესებით. ითხოვდა მათი პატარა
ქალიშვილის შებრალებას, რომელიც დაიღალა მამის
მოლოდინში, და ქვეყანაც უთანაგრძნობდა ბუდანოვის
ცოლს და ეთანხმებოდა მას. მაგრამ არ უთანაგრძნობდა
კუნგაევების ოჯახს, რომლებიც ვეღარასდროს
დაელოდებოდებიან თავიანთ ქალიშვილს...
ექსპერტების მიერ ბუდანოვის გამართლებას (სცნეს
დროებით შეურაცხადად დანაშაულის ჩადენის მომენტში)
და იმას, რომ მას ჩამოაშორეს გაუპატიურების ბრალდება,
ქვეყანაში საზოგადოებრივი უკმაყოფილების არანაირი
ტალღა არ გამოუწვევია. არც ერთი საპროტესტო
დემონსტრაცია არ ჩატარებულა თუნდაც ქალთა
ორგანიზაციების სახელით მაინც. არც ერთი
უფლებადამცველი ქუჩაში არ გამოსულა. საზოგადოებამ
მომხდარი მართებულად მიიჩნია:
რომ ბუდანოვმა დაახრჩო გოგონა, იმ შემთხვევაშიც კი,
თუკი მან შეცდომით მიუზღო მას ჩეჩენი ბოევიკების
ნაცვლად...

რომ გატაცება – ნორმალურია...

რომ ცხედრის აბუჩად აგდება – სწორი საქციელია...

რომ ამ ყველაფრისთვის დამნაშავე თავისუფლებას


იმსახურებს...

საშინელი ქვეყანა ავაშენეთ. «პოლკოვნიკ ბუდანოვის


გმირობა» საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ნორმად
მიიჩნია.
2002 წელს ბუდანოვის «გამართლება» ქაღალდზე ერთგვარ
საშვად იქცა ყველასთვის, ვისაც ჩეჩნეთში სამხედრო
დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მთელი 2002 წლის
განმავლობაში მოსამართლე კოსტინის მონოტონური ხმის
თანხლებით, რომელიც ახმოვანებდა «გამამართლებელ»
ექსპერტიზის დასკვნებს დონის როსტოვის საოლქო
სამხედრო სასამართლოში, ჩეჩნეთში მასობრივი და
სასტიკი წმენდები ტარდებოდა. სოფლებს ალყას
არტყამდნენ, მამაკაცები მიჰყავდათ, ქალებს
აუპატიურებდნენ, ბევრ მათგანს კლავდნენ, უმეტესობა კი
უკვალოდ ქრებოდა. შურისძიება მკვლელობის
გამამართლებელ საბუთად იქცა. თუ «სწორი საქმისთვის»
იძიებ შურს, ესე იგი მართალი ხარ და სახელმწიფო
ბრალმდებელმა (პროკურორი) ფაქტობრივად მოითხოვა
შურისძიების დაკანონება. ლინჩის წესის წამახალისებელი
თავად კრემლი აღმოჩნდა – თვალი თვალისა წილ, კბილი
კბილისა წილ. ანუ ჩვენ ტიპურ შუასაუკუნეებში
დავბრუნდით და ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელ
ბოლშევიზმში. ბუდანოვის პროცესით მოხდა იმის
დემონსტრირება თუ რა საფეხურზე დგას ჩვენი
საზოგადოება 2002 წელს.
აღმოჩნდა, რომ არა იქ, სადაც საკუთარი თავი
წარმოგვედგინა, როდესაც გორბაჩოვს ვესალმებოდით და
ელცინთან ერთად დემონსტრაციებს ვმართავდით, არამედ
სადღაც გზაში – სტალინის ეპოქიდან ბრეჟნევის ეპოქამდე.
შემაძრწუნებელი იყო ისიც, რომ ასეთი ხელისუფლება
გვყავს და ისიც, რომ ჩვენც ასეთები ვართ. უფრო სწორად,
როგორებიც ვართ, ხელისუფლებაც ისეთი გვყავს.

ბუდანოვის საბოლოო სიტყვა სასამართლოში ჩანიშნული


იყო 2002 წლის 1 ივლისს. როდესაც ბრალდებულს
საბოლოო სიტყვას აძლევენ, ეს პროცესის დასრულებას
ნიშნავს და ესე იგი, სასამართლო სპექტაკლი, რომელიც
რუსეთის უახლეს ისტორიაში «ბუდანოვის საქმის»
სახელით შევიდა, ფინალისკენ მიდიოდა. ელზა კუნგაევას
მშობლებმა და ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი
დატოვეს, არ შესწევდათ ძალა, აეტანათ ტყუილი, თავით
ფეხებამდე ამოყირავებული ზნეობა და შებღალული
კანონი.
პოლკოვნიკის მხარდამჭერები და მეგობრები უკვე
ზეიმობდნენ სასამართლოს კედლებს მიღმა, ელოდნენ,
რომ რამდენიმე დღეც და ბუდანოვთან ერთად დალევდნენ
არაყს და გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

თუმცა, უეცრად ზემოთ რაღაც მოხდა. ბოლო სიტყვა


მოულოდნელად გადადეს. განაჩენი, რომელსაც 3 ივლისს
ელოდნენ, არ გამოუტანიათ. ყველასთვის მოულოდნელად
შემოდგომამდე, ოქტომბრის დასაწყისამდე, შესვენება
გამოცხადდა. ბუდანოვი ისევ მოსკოვში გადაიყვანეს, იმავე
«სერბსკის ინსტიტუტში» რიგით მეოთხე ექსპერტიზაზე.
რატომ? რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდეს პეჩერნიკოვას
«სიმართლე» და მერე განაჩენის გადასინჯვის შანსები
აღარ იქნება?

რა ქარები დაქროდა იმ მომენტში კრემლის თავზე,


ნაკლებადაა ცნობილი. ამას მხოლოდ თუ გამოიცნობდი და
ირიბი ნიშნებით განსჯიდი. მაგალითისთვის, ცნობილია,
რომ პუტინზე ძლიერი ზეწოლა იყო გერმანიის
ბუნდესტაგიდან – წერილები და პუტინისადმი უშუალო
მიმართვა (და ყველაფერზე, რაც გერმანიიდან მოდის,
ცნობილია, რომ პუტინი ბევრად უფრო აქტიურად
რეაგირებს, ვიდრე რუსი პარლამენტარების,
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მით უმეტეს,
მოქალაქეების მიმართვაზე). თავად კანცლერი შროდერიც
კი უმაღლეს დონეზე შეხვედრების დროსაც არ ივიწყებდა,
დაინტერესებულიყო, სამხედრო დამნაშავე ბუდანოვის
საქმე რატომ იყო ორიენტირებული მისი დასასრულის
რამდენიმე ვარიანტიდან მხოლოდ ერთადერთზე –
ცოდვების ჩამორეცხვაზე. წყაროები პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ პუტინს პასუხი არ
ჰქონდა.
ნუ გაგიკვირდებათ, ჩვენს ქვეყანაში, მისი ბიზანტიური
მონური ტრადიციებით, ასეთი წვრილმანები სავსებით
საკმარისია, რომ შეიცვალოს ისტორიის მსვლელობა და
აიძულოს სასამართლო, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება,
რომლის შედეგადაც პუტინი თავს უხერხულად არ
იგრძნობს შეხვედრების დროს, იქ, სადაც მხოლოდ
კომფორტული გარემო სჭირდება.

ასე მოხდა ის, რაც მოხდა – განაჩენი არ გამოიტანეს და


სასამართლო მოსმენები შეაჩერეს. განახლდა მხოლოდ 3
ოქტომბერს. სასამართლოს ამ ეტაპის მთავარ ინტრიგად
კვლავაც ახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის
გამოცხადება იქცა. ყველა ცდილობდა გამოცნობას:
კვლავაც «შეურაცხადი»? თუ «ფსიქიურად ჯანსაღი»? თუ
«შეზღუდულად შეურაცხადი»?

რა თქმა უნდა, ბევრი სენსაციას ელოდა, მაგრამ


ყველაფერი გამეორდა, ბუდანოვი კვლავაც «დროებით
შეურაცხადი» აღმოჩნდა. განაჩენი კი პროგნოზირებადი
იყო: მას არ დაეკისრებოდა სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა, სასამართლო ითხოვდა ფსიქიატრიულ
მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა თავად
მკურნალ ექიმს უნდა დაედგინა.

განაჩენი 2002 წლის 31 დეკემბერს გამოიტანეს. ეს ჩვენთან


განსაკუთრებული, სპეციალური დღეა. 31 დეკემბერს
რუსეთში არავინ მუშაობს. და ძალიან ცოტა ადამიანს
იპოვით, ვინც საერთოდ რამეზე სერიოზულად ფიქრობს. 31
დეკემბერი თითქმის წმინდა დღეა, როდესაც
დემოკრატიულად (ანუ ანტიბუდანოვურად) განწყობილი
პარლამენტარებიც კი არაფერზე შფოთავენ, არანაირ
პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ
ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან.
ასეც მოხდა. დრო სწორად შეარჩიეს. არანაირი
საზოგადოებრივი აღშფოთება განაჩენის არსთან
დაკავშირებით არ ყოფილა. 31 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში
მოსდევს ფიქრისგან თავისუფალი ორი კვირა – იანვრის
შუა რიცხვებამდე ტელევიზიით უწყვეტად აჩვენებენ
სადღესასწაულო კონცერტებს და გაზეთები არ გამოდის.

კუნგაევების ადვოკატებმა, ცხადია, გაასაჩივრეს განაჩენი


უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში, მაგრამ
ოპტიმისტურად განწყობილი არ იყვნენ. განაჩენის
გამოცხადებისთანავე აბდულა ხამზაევმა, კუნგაევების
ოჯახის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა განაცხადა,
რომ მთელ იმედებს ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოზე ამყარებდა და არა რუსეთის სასამართლო
სისტემაზე. უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრება კი
საჭირო იყო სტრასბურგის სასამართლოში საქმის
შეტანისთვის აუცილებელი პროცედურების დასაცავად.

და უეცრად – სენსაცია. მარტის დასაწყისში რუსეთის


უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია
მოულოდნელად უარყოფს განაჩენს, მიიჩნევს ყველაფერს
დარღვევად და მოითხოვს ახალი მოსმენების დანიშვნას
და სასამართლო ძიებას იმავე დონის როსტოვის საოლქო
სამხედრო სასამართლოში, მაგრამ სხვა მოსამართლის
თავმჯდომარეობით – არა ვიქტორ კოსტინის, რომელმაც
მთელი რიგი დარღვევები და შეცდომები დაუშვა.

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელი


შეიძლებოდა ყოფილიყო: კრემლის ქარის მიმართულება
რადიკალურად შეიცვალა და საწინააღმდეგო
მიმართულებით დაჰბერა. ლოზუნგს «ჩეჩნეთში მებრძოლ
რუს ოფიცერზე, რომელიც ყოველთვის მართალია»
პრეზიდენტმა ზურგი შეაქცია და კვლავ, როგორც 2000 წლის
გაზაფხულზე, პუტინი ეცადა საკუთარი თავი საჯაროდ
წარმოეჩინა «კანონის დიქტატურისთვის» მებრძოლად. ეს
ნიშნავდა, რომ 2004 წლის წინასაარჩევნო კამპანია
დაიწყო.
ძირითადი მიზანი აშკარა იყო – საპრეზიდენტო
არჩევნებამდე ერთი წელი რჩებოდა. პუტინის პარტია
«ედინაია როსსია» და მისი გენერალური მდივანი, შინაგან
საქმეთა მინისტრი ბორის გრიზლოვი უბრალოდ
ვალდებულია 2003 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო
არჩევნებში გაიმარჯვოს. უკვე ხდება ამ ორი კამპანიის –
«ედინაია როსსიას» და პუტინის – მთავარი ლოზუნგების
ფორმულირება. და პირველი ამ ლოზუნგებიდან არის
«კანონი ყველაფერზე მაღლა დგას».

9 აპრილს დონის როსტოვის სასამართლო განახლდა.


პოლკოვნიკი უკვე სხვა ადამიანი გამხდარიყო. თავხედი
ტიპისგან, რომელიც ლამის აფურთხებდა მოსამართლეს
და დაუსრულებლად ლანძღავდა მის მიერ მოკლული
გოგონას მშობლებს, ძალიან ცოტაღა დარჩენილიყო.
ამბობდა, რომ გაყიდეს. აშკარად ნერვიულობდა. ნაფიცი
მსაჯულების სასამართლო მოითხოვა, მაგრამ უარი
უთხრეს. მაშინ ყველანაირ შეკითხვაზე პასუხის გაცემა
შეწყვიტა. ყურები დემონსტრაციულად ბამბით დაიცო.
არაფრის გაგონება არ სურდა და ბრალდებულის გალიაში
მჯდომი მუდმივად წიგნს კითხულობდა.

მოსამართლის სავარძელი ამჯერად პოლკოვნიკმა


ვლადიმირ ბუკრეევმა დაიკავა, საოლქო სამხედრო
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ. მისი
ინიციატივით, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში,
დაკითხვაზე მოწმეები დაზარალებულის მხრიდან
გამოიძახეს. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო.

თავდაპირველად გენერალი გერასიმოვი დაკითხეს,


რომელიც 2000 წლის მარტში ჩეჩნეთში სამხედრო
დაჯგუფება «ზაპადის» ხელმძღვანელის მოვალეობას
ასრულებდა. მან განაცხადა, რომ სატანკო პოლკის (რაც
თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და არა შინაგან
საქმეთა სამინისტროს) მეთაურ ბუდანოვს საერთოდ არ
ჰქონდა სოფელ ტანგი-ჩუს ინსპექტირების, იქ
გამგზავრებისა და სნაიპერის ძებნის არანაირი უფლება –
ასეთია გენერალური შტაბის ბრძანება. უკანონო
შეიარაღებული ფორმირებების ეჭვმიტანილი წევრების
ძებნა და დაპატიმრება – პროკურატურის გამომძიებელთა,
«ეფესბეს» თანამშრომლებისა და მილიციის საქმეა,
მაგრამ არც ერთ შემთხვევაში – პოლკოვნიკ-ტანკისტის.

უფრო მეტიც, გენერალ გერასიმოვის თქმით, 2000 წლის


თებერვალ-მარტში რაიმე სახის «დავალება სამძებრო
ღონისძიებების ჩასატარებლად პოლკს არ მიუღია.
ბუდანოვს არ ჰქონდა უფლება პასპორტებისა და
საცხოვრებელი სახლების კონტროლი ეწარმოებინა
დასახლებულ პუნქტებში».

ამის შემდეგ სასამართლოში დაკითხვაზე მოიწვიეს დუბა-


იურტ იახაევი, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
რომელმაც ბუდანოვის მტკიცებით, თითქოსდა მას
ფოტოები გადასცა, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცი
და ორი ქალი სნაიპერის იარაღებით ხელში, და ეს იქცა
მთავარ მიზეზად, რატომაც ბუდანოვმა სნაიპერის ძებნა
ტანგი-ჩუში დაიწყო. იახაევმა კი სასამართლოში
განაცხადა, რომ ბუდანოვისთვის არანაირი ფოტო არ
მიუცია... ეს სასამართლოში «ეფესბეს» თანამშრომელმა
პანკოვმაც დაადასტურა, რომელიც 1999 წლის დეკემბრის
ბოლოს და 2000 წლის იანვრის დასაწყისში –
ადმინისტრაციის ხელმძღვანელ იახაევისა და ბუდანოვის
შესაძლო შეხვედრის დროს (როგორც ბუდანოვი
ამტკიცებდა) – «ეფესბეს» განყოფილების უსაფრთხოების
უფროსი ოფიცრის რანგში ჩეჩნეთში იმყოფებოდა.
პანკოვმა სასამართლოში დაადასტურა, რომ ბუდანოვი იმ
პერიოდში რამდენჯერმე ნამდვილად შეხვდა იახაევს მისი
თანდასწრებით, მაგრამ იახაევს ბუდანოვისთვის ფოტო არ
გადაუცია და არც სნაიპერი ქალის შესახებ მოუყოლია
რამე. თავად ბუდანოვსაც პანკოვისთვის ფოტოსა და
სნაიპერის შესახებ არაფერი უთქვამს...
შედეგად ბრალდებულის ყველა არგუმენტი საკუთარი
თავის დასაცავად უარყოფილ იქნა.

2003 წლის 25 ივლისს სასამართლომ გამამტყუნებელი


განაჩენი გამოიტანა. 10 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ბუდანოვის გათავისუფლების თარიღია 2010 წლის 27
მარტი.

უდავოა, რომ ბუდანოვმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. და ეს


წინასაარჩევნო მანევრიც რომ იყოს და იმწუთიერი
პოლიტიკური ინტრიგის შედეგი, შეუძლებელია არ
მიესალმო სამართლიან სასამართლო განაჩენს – ასეთი
ხომ ძალიან ცოტაა რუსეთში. ჩრდილოეთ კავკასიის
სამხედრო ოლქის მოსამართლემ და მისი თავმჯდომარის
მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმირ ბუკრეევმა დიდი
ვაჟკაცობა გამოიჩინეს. კრემლი შორსაა, სასამართლო კი
თავის გარემოცვისა და დინების წინააღმდეგ წავიდა.
სამხედრო ხელმძღვანელობის უმრავლესობისთვის და
უკლებლივ ყველა ოფიცრისთვის, განსაკუთრებით
კავკასიაში, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა
ბუდანოვის გამამტყუნებელი განაჩენი, ისინი სავსებით
დარწმუნებული იყვნენ, რომ ბუდანოვმა მხოლოდ და
მხოლოდ იმიტომ იზარალა, რომ პატიოსნად იცავდა
საკუთარ სამშობლოს. 10 წელი თავისუფლების აღკვეთა,
ჯილდოებისა და წოდების ჩამორთმევითურთ, მათთვის
მიფურთხებასთან გააიგივეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის
სამხედრო სასამართლოების სისტემა უფრო სამხედრო
კორპორაციის ნაწილია, ვიდრე სასამართლოსი. ბუკრეევის
წოდება, საცხოვრებელი პირობები, სამსახურში
დაწინაურება თავდაცვის სამინისტროსა და ჩრდილო
კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბზეა დამოკიდებული. ასე
რომ, მოსამართლე ბუკრეევის გამამტყუნებელი განაჩენი –
გმირობაა, რადგან ეს საკუთარი თავისთვის გამოტანილი
განაჩენიცაა.

სხვებს რა ბედი ეწიათ?

ამ საქმის ირგვლივ როგორი დრამატული კამათიც არ უნდა


ყოფილიყო, ბუდანოვის გასამართლება საერთო ფონზე
გამონაკლისია. მისი დანაშაული პოლიტიკური
გარემოებების ზეწოლით გამოაშკარავდა და
საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა
მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგებით. ამ შედეგებმა
კი, თავის მხრივ, ხელისუფლება აიძულა,
სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის უფლება
მიეცა – ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა.
ყველა სხვა საქმე სამხედრო დანაშაულებებზე, სადაც
ბრალდებული ფედერალების რიცხვს მიეკუთვნება,
როგორც წესი, გაყინულია და სამართალდამცავი
ორგანოები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ
დამნაშავეებს პასუხისმგებლობა მოუხსნან. იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ამ დამნაშავეებმა საშინელი,
ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინეს.

2002 წლის 12 იანვარს ჩეჩნეთის მთიანი დასახლების


რაიონ დაიში შვეულმფრენებიდან რუსი სამხედრო
მოსამსახურეების ექვსი ჯგუფი გადმოსვეს – ისინი
ბოევიკებს ეძებდნენ და მათ შორის საველე მეთაურ
ხატაბს, რომელიც აგენტურის ოპერატიულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, მცირე ხნის წინ დაიჭრა და აღნიშნულ
მომენტში, სადღაც დაის მიდამოებში იმყოფებოდა.

იმას, რაც იქ მოხდა, მოგვიანებით ასე დაარქვეს:


«ბუდანოვის საქმე 2». ექვსიდან ერთ-ერთი ჯგუფის
წევრებმა, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი
სადაზვერვო ხელმძღვანელობის სპეციალური
დანიშნულების რაზმის ათმა მებრძოლმა, რომლებიც
შვეულმფრენით ჩამოიყვანეს, გააჩერა სარეისო
მიკროავტობუსი, რომელიც მათ წინ გზაზე მიდიოდა და
ბრძანა, ყველა გადმოსულიყო. მგზავრები ჯერ აწამეს და
მათგან ბოევიკების ადგილსამყოფელის გამოაშკარავებას
მოითხოვდნენ, შემდეგ კი, ექვსივე დახოცეს და ბოლოს,
მათი ცხედრები დაწვეს.

ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტოებმა ამ


უსამართლო სისასტიკეს მაშინვე «უკანონო შეიარაღებულ
ფორმირებებთან სამხედრო შეტაკება» უწოდეს. თუმცა
მოიძებნენ თვითმხილველები, რომლებმაც საკმაოდ
სწრაფად გააქარწყლეს ეს ტყუილი. ექვსივე მოკლული
ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი აღმოჩნდა, რომლებიც
სარეისო მიკროავტობუსით შატოის რაიონული ცენტრიდან
სახლებში ბრუნდებოდნენ. მათ შორის იყო 40 წლის ზაინაპ
ჯავატხანოვა, შვიდი შვილის დედა, რომელთაგან უფროსი
17 წლის იყო და უმცროსი – ორის, მერვე შვილს კი მუცლით
ატარებდა. მისგან მხოლოდ ერთი ფეხი დარჩა, რომელსაც
ჩექმა შერჩენოდა. სწორედ ამ ჩექმით ამოიცნეს იგი
მეუღლემ და უფროსმა შვილებმა. იმ დღეს ზაინაპი
გროზნოში გინეკოლოგთან გამოკვლევაზე იყო.
ასევე – ნოხჩი კელოის სოფლის სკოლის დირექტორი, 69
წლის საიდ მაჰომედ ალასხანოვი და იმავე სკოლის
ისტორიის მასწავლებელი აბდულ-ვაჰაბ სატაბაევი. ისინი
შატოიში გამართული მასწავლებლების შეხვედრიდან
ბრუნდებოდნენ.

მეოთხე ცხედარი ნოხჩი კელოელ მეტყევეს შაჰბან ბაჰაევს


ეკუთვნოდა. მეხუთე – მრავალშვილიანი ზაინაპის
დისშვილი იყო, რომელიც, როგორც აქაა
მიღებული,ზაინაპს ექიმთან გაჰყოლოდა, მას ჯამალაილა
მუსაევი ერქვა. მეექვსე კი, მიკროავტობუსის მძღოლი,
ხამზატ ტუბუროვი, ხუთი შვილის მამა, რომელსაც ყველა
იცნობდა, რადგან მას ყოველდღე მგზავრები შატოიდან
მთიან სოფლებში და უკან დაჰყავდა.

12 იანვრის საღამოს ყველა მკვლელი დააკავეს შატოის


რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა.
დამნაშავეების დაპატიმრების სანქცია შემთხვევითი
მოწმის, სამხედრო დაზვერვის მაიორ ვიტალი
ნევმერჟიცკის წყალობით მოიპოვეს, რომელიც
შემთხვევით აღმოჩნდა ტრაგედიის ადგილას – ეს
უპრეცედენტო შემთხვევაა ჩეჩნეთისთვის. მალე
სპეცრაზმელები სამხედრო პროკურატურის
გამომძიებლებს გადასცეს და სისხლის სამართლის საქმე
№76002 აღიძრა.

ასე ჩანდა, რომ ყველაფერი წესების მიხედვით


კეთდებოდა. შატოის რაიონის სამხედრო პროკურორ
ანდრეი ვერშინინს შევხვდი, რომელიც ამ გახმაურებულ
საქმეს იძიებდა და ჯერ კიდევ 2002 წლის გაზაფხულზე
ძალზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამბობდა, რომ
ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთები საკმარისზე
მეტი იყო და საქმე აუცილებლად მივიდოდა
სასამართლომდე. მისი მიჩქმალვა უბრალოდ
შეუძლებელი იქნებოდა, როგორც ეს ყოველ წუთს ხდება
სხვა მსგავსი საქმეების შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ
ასობით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც
სასამართლოს ელოდება, პროკურატურის ყველა დონეზე
დაბლოკილია, და უმრავლესობა მხოლოდ ერთი მიზეზით –
დანაშაულში ბრალდებულ სამხედრო მოსამსახურეებს
მათი ქვედანაყოფის მეთაურები დაუყოვნებლივ აგზავნიან
შორს ჩეჩნეთიდან, გამოძიება ფერხდება, პროკურატურას
მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, აშინებენ, პირში წყალს
უგუბებენ.

ამგვარად, პროკურორმა ვერშინინმა მაშინ შეუძლებელი


შეძლო: მოახერხა ის, რომ მთავარი სადაზვერვო
მმართველობის მებრძოლები 291-ე პოლკის ჰაუპტვახტში
ყოფილიყვნენ დაპატიმრებული, სანამ გამოძიება
მიმდინარეობდა, იმიტომ, რომ სწორედ მის
დაქვემდებარებაშია შატოის რაიონის სამხედრო
პროკურატურა, ანუ პოლკოვნიკის ოცდაოთხსაათიანი
უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

პროკურორი ვერშინინი დამნაშავე არაა იმაში, რაც შემდეგ


მოხდა, როდესაც ბრალდებულები მაინც წაიყვანეს
შატოიდან და ჩეჩნეთის საზღვრებს მიღმა ჩასვეს ციხეში,
სადაც პოლკოვნიკის უფლებამოსილება არ
ვრცელდებოდა.

ისინი, ვინც სოფელ დაიში უშუალოდ განახორციელა


ადამიანების ხოცვა, ლეიტენანტი ალექსანდრ კალაგანსკი
და პრაპორშჩიკი ვლადიმირ ვოევოდინი, ქალაქ
პიატიგორსკის ციხეში ცხრა თვე გააჩერეს და შემდეგ
გაათავისუფლეს, რადგან რუსეთის მთავარმა სამხედრო
პროკურატურამ არც კი მიმართა სასამართლოს მათთვის
თავისუფლების აღკვეთის ვადის გახანგრძლივებაზე, რაც
ნიშნავდა, რომ ისინი ავტომატურად უნდა
გაეთავისუფლებინათ «მოსკოვის ოლქის შელკოვის
რაიონიდან გაუსვლელობის პირობით».
აქ ძალზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რას ნიშნავს ეს
უკანასკნელი პირობა, რატომ მაინცდამაინც შელკოვის
რაიონი არ უნდა დაეტოვებინა ორ დამნაშავეს. სხვათა
შორის, ეს მათი წახალისება და სამსახურში დაწინაურება
იყო. იმ საშინელ სასაკლაომდე ორივე ქვეყნის
დასალიერში, ბურიატიაში მსახურობდა, ახლა კი, თავი
მოსკოვის ოლქში ამოყვეს. ჩვენთან ეს ერთადერთს
ნიშნავდა – «გრუ»-მ და გენშტაბმა გადაწყვიტეს,
ვოევოდინი და კალაგანსკი წაეხალისებინათ, რადგან
მიაჩნდათ, რომ ეს უკანასკნელებიც ბუდანოვის მსგავსად
ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს, სამშობლომ კი
ვერ დააფასა ისინი.

პატიმრობაში მხოლოდ «გრუ»-ს გენშტაბის სპეცნაზის


კაპიტნის, ედუარდ ულმანის დატოვება მოხერხდა,
რომელმაც 2002 წლის 12 იანვარს ხალხის ამოხოცვის
ბრძანება უშუალოდ გასცა. თავისუფლად დასეირნობს
მკვლელობის ორგანიზატორი და წამქეზებელი მაიორი
ალექსეი პერელევსკი, იმ მომენტში «გრუ»-ს 641-ე
დანაყოფის მეთაურის ყოფილი მოადგილე. სწორედ
პერელევსკიმ უბრძანა ულმანს მათი ამოხოცვა.

რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? დამნაშავეები ამ


გახმაურებულ და სასტიკ სამხედრო დანაშაულში
უბრალოდ იხსნიან პასუხისმგებლობას. წარმომიდგენია,
რა მოხდებოდა, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რომელიმე ჩეჩენ
ბოევიკს ექვსი რუსი სამხედრო რომ დაეხოცა, შემდეგ კი
მათი ცხედრები დაეწვა. ციხიდან ის ნამდვილად ვერ
გამოვიდოდა. როგორც ადვოკატმა აბდულა ხამზაევმა
განაცხადა: «ჩემი 41-წლიანი სტაჟის მანძილზე
სასამართლო ორგანოებში, პროკურატურასა და
ადვოკატურაში, არ მინახავს არც ერთი სისხლის
სამართლის საქმე, სადაც განზრახ მკვლელობისთვის
პასუხისგებაში მიცემულ პირს ტერიტორიიდან
გაუსვლელობა დაეკისრებოდა».
რუსეთის მიმართ, მსგავსად ვიეტნამის ომის დასრულების
შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა, ისმის
შეკითხვა: ვინ არიან ისინი – ჯარისკაცები და ოფიცრები,
რომლებიც ყოველდღიურად კლავენ, ქურდავენ, აწამებენ
და ძალადობენ ჩეჩნეთში? ტიპური სამხედრო
კრიმინალები? თუ საერთაშორისო ტერორიზმის
წინააღმდეგ წარმოებული მსოფლიო ომის უკომპრომისო
და სასტიკი მონაწილეები, რომლებიც მათ ხელთ
არსებული ყველა მეთოდითა და საშუალებით იბრძვიან,
და კაცობრიობის გადარჩენის ღირსეული მიზანი
ამართლებს საშუალებებს, რომლებსაც მიმართავენ? და ამ
თანამედროვე ომის იდეოლოგიური სტატუსი და ფსონი
იმდენად მაღალია, რომ ყველაფრის უგულებელყოფა
მისაღებია?

ჯერჯერობით რუსეთში პასუხი არ არსებობს.


დასავლელი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ამ შეკითხვაზე
მარტივად უპასუხებს: არსებობს სასამართლო და მან უნდა
მიუჩინოს ყველაფერს თავისი ადგილი.

თანამედროვე რუსი – პრეზიდენტ პუტინის მმართველობის


პერიოდში მცხოვრები რუსი მოქალაქე, პროპაგანდით
გამოტენილი თავით, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაჩვეულა
დამოუკიდებლად ფიქრს, რადგან ეს ნებადართული იყო
პრეზიდენტ ელცინის პერიოდში, – ჩვენი მოქალაქე არ
იჩქარებს პასუხის გაცემას და, სულ ცოტა, დაფიქრდება.
დღეს, როდესაც უკან მოვიტოვეთ ჩეჩნეთის უსასტიკესი
მეორე ომის ოთხი წელი, როდესაც მილიონზე მეტმა
ჯარისკაცმა და ოფიცერმა გამოიარა და დღესაც გადის ამ
ყველაფერს, და საკუთარ ტერიტორიაზე ომით მოწამვლა
მშვიდობიანი ცხოვრების სერიოზულ ფაქტორად იქცა,
ჩნდება კითხვა: რისთვის იბრძოდნენ ისინი
სინამდვილეში?
პოლკოვნიკ ბუდანოვისა და დაის საქმეები ტრაგიკული და
დრამატულია. მათ დღის სინათლეზე გამოიტანეს მთელი
ჩვენი პრობლემები, მთელი ჩვენი ცხოვრება ჩეჩნეთის
მეორე ომის პარალელურად, ჩვენი ირაციონალური
დამოკიდებულება ომთან და პუტინთან მიმართებაში,
ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინაა მართალი ჩრდილოეთ
კავკასიაში და ვინ დამნაშავე, და მთავარი – რა
მტკივნეული ცვლილებები განიცადა პუტინის
მმართველობისას და ომის ფონზე სამამულო
მართლმსაჯულებამ. სასამართლო რეფორმა, რომლის
გატარებასაც დემოკრატები ცდილობდნენ და
საგრძნობლად წინ წასწია პრეზიდენტმა ელცინმა,
ბუდანოვის საქმემ სრულად დაასამარა.

მაგრამ ის აღორძინდა კიდეც... მოსამართლე ბუკრეევის


მაგალითი ამის ბრწყინვალე ნიმუშია. პროკურორ
ვერშინინის მაგალითიც – ასევე.
თუმცა, ცალკეულ გამონაკლის ადამიანებს თუ არ
ჩავთვლით, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და
პროკურატურა არ არსებობს. მათ ადგილას კი გვაქვს
პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე სასამართლო,
რომელიც იმ მომენტში არსებულ პოლიტიკურ
კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.
3. ტანია, მიშა, ლენა, რინატი... სად არიან ახლა ისინი?
მართლაც სად დავიკარგეთ ჩვენ – საბჭოთა კავშირის
მოქალაქეები? ვისაც სტაბილური სამსახურები გვქონდა
და ხელფასი, რომელზეც შეგვეძლო დაყრდნობა. ჩვენ –
როგორც მომავლის, ისე აწმყოსადმი შეუზღუდავი, ურყევი
რწმენით, რომ ექიმები აუცილებლად განკურნავენ და
მასწავლებლებიც უთუოდ ასწავლიან. ჩვენ კი ამაში
კაპიკსაც არ დავხარჯავთ. როგორი ცხოვრებით
ვცხოვრობთ ახლა? რა ბედი გვეწია? როგორ
გადმოვეწყვეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი ეპოქის
დაწყებასთან ერთად?
ხაზს ვუსვამ, რომ მას შემდეგ ახალი ეპოქა სამჯერ დაიწყო.
პირველად – საკუთარი, პირადი რევოლუცია გამოვიარეთ
(ცხადია, საზოგადოებრივი რევოლუციის პარალელურად) –
საბჭოთა კავშირის დაცემისა და ბორის ელცინის
მმართველობის წლებში, როდესაც ერთ წამში ყველაფერი
გაქრა: იდეოლოგია, იაფფასიანი სოსისი მაღაზიაში, ფული
და რწმენა, რომ სადღაც კრემლში ზის «დიდი მამა»,
რომელიც შეიძლება დესპოტიცაა, მაგრამ, საბოლოო
ჯამში, ისაა ჩვენზე პასუხისმგებელი.

მეორედ – 1998 წლის დეფოლტის დროს, როდესაც ის, რისი


შეგროვებაც ბევრმა ჩვენგანმა შეძლო 1991 წლიდან
მოყოლებული (საბაზრო ეკონომიკის ფაქტობრივი
დაწყების დრო), როდესაც საშუალო კლასის
ჩამოყალიბების ნიშნები გაჩნდა (რუსული საშუალო კლასი
ნაკლებად ჰგავს დასავლურს, მაგრამ ის მაინც ბაზრისა და
დემოკრატიის საყრდენია), ფერფლად იქცა. ყველაფერი
ისევ თავიდან უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამ დროისთვის
უმრავლესობა უკვე ისე დაღლილიყო სიცოცხლისათვის
ბრძოლით, რომ უბრალოდ ვეღარ შეძლეს ფეხზე დადგომა
და ფსკერისკენ დაეშვნენ.

მესამედ კი – უკვე პუტინის დროს, როდესაც შევაბიჯეთ


რუსული კაპიტალიზმის ახალ ეტაპზე, მკვეთრად
გამოკვეთილი არასაბჭოთა მახასიათებლებით. რუსეთის
მეორე პრეზიდენტის ეპოქის ეკონომიკური მოდელი,
თავისუფალი ბაზრის, იდეოლოგიური დოგმისა და სხვა
თვისებების ეკლექტური შენადნობია. ეს მოდელი საბჭოთა
იდეოლოგიას თავისუფალი, მსხვილი კაპიტალის
სამსახურში აყენებს. ამასთან ერთად კი გვყავს უამრავი
ღარიბი, ძალიან გაჭირვებული ადამიანი. სრულიად აშკარა
გახდა, რომ ძველი ფენომენი კვლავ ძალას იკრებს:
«ნომენკლატურა» – მმართველი რგოლი, დიდი
ბიუროკრატიული კლასი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში
არსებობდა. მართალია, ის ახალ რელსებზე გადაეწყო,
მაგრამ მმართველი რგოლის წევრები სწრაფად მოერგნენ
მას. ნომენკლატურას მდიდრული ცხოვრების წყურვილი
აქვს «ახალი რუსების» ბიზნეს ელიტის მსგავსად, თუმცა
ოფიციალური ანაზღაურება – ძალიან დაბალი. არ სურთ
ძველ საბჭოთა სისტემაში დაბრუნება, მაგრამ ბოლომდე
არც ახალი სისტემა აკმაყოფილებთ. პრობლემა ისაა, რომ
ის კანონის დაცვასა და წესრიგს საჭიროებს, რასაც
რუსული საზოგადოება სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს.
აქედან გამომდინარე, ნომენკლატურა უდიდეს დროს
ხარჯავს იმაში, რომ როგორმე გვერდი აუაროს კანონს და
ამ გზით გამდიდრდეს.

შედეგად პუტინის ძველ-ახალმა ნომენკლატურამ


კორუფცია ისეთ სიმაღლეებზე აიყვანა, რაზეც ვერც
კომუნისტების და ვერც ელცინის დროს ვერც კი
იოცნებებდნენ. ეს კორუფცია ახლა საშუალო და მცირე
ბიზნესს ანადგურებს და შედეგად – საშუალო კლასსაც.
სამაგიეროდ, დიდ და სუპერ დიდ ბიზნესებს –
მონოპოლიას, კვაზი-სახელმწიფო საწარმოებს კი
განვითარების საშუალებას აძლევს (სხვაგვარად რომ
ვთქვათ, ნომენკლატურისთვის ისინი ქრთამის შემომტანი
პრივილეგირებული წყაროები არიან). ისინი ხომ სწორედ
იმ ბიზნესებს წარმოადგენენ, რომლებსაც რუსეთში
უმაღლესი და ყველაზე სტაბილური დივიდენდები მოაქვთ
არა მხოლოდ ამ ბიზნესის მეპატრონეებისა და
მენეჯერებისათვის, არამედ მათი მფარველებისთვისაც
სახელმწიფო ადმინისტრაციაში. რუსეთში მსხვილი
ბიზნესი სახელმწიფო ადმინისტრაციაში მფარველების ან
კურატორების გარეშე არ არსებობს. ამ განუკითხაობის
ფონზე, რასაც არანაირი საერთო არ აქვს ბაზართან, ჩვენს
ახალ «პარტნომენკლატურას» (მას საბჭოთა ეპოქის
მსგავსად ახლაც ასე უწოდებენ – პუტინის ნომენკლატურის
სახელწოდებაა) დიდი ნოსტალგია აქვს საბჭოთა
კავშირისადმი, მისი მითებისა და ფანტომებისადმი.
პუტინი კი ცდილობს გარემოცვა ე. წ. «ყოფილებისგან»
შექმნას, ანუ მათგან, ვისაც საბჭოთა კავშირის დროს
ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ
– აქედან კი შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: ამ ფენის
ნოსტალგია ძველი დროისადმი იმდენად ძლიერია, რომ
იდეოლოგია, რომელიც პუტინისეული კაპიტალიზმის
საყრდენია, სულ უფრო და უფრო მიექანება იმისკენ, რაც
საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი ყველაზე
ძლიერი სტაგნაციის გვიან ბრეჟნევისეულ პერიოდში, 1970-
იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში.

ტანია, ლენა, მიშა და რინატი არა გამოგონილი, არამედ


რეალური ადამიანები არიან, ჩვეულებრივი რუსები,
რომლებიც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად,
გადარჩენისთვის იბრძოდნენ. მათი გვარების ხსენება არ
მინდა, იმიტომ, რომ ისინი ყველანი ჩემი მეგობრები
იყვნენ, ახლოს ვიცნობდი და მათი გვარების ხსენების
შემთხვევაში თავს უხერხულად ვიგრძნობ და ბოლომდე
გულწრფელი ვერ ვიქნები. არადა, იმისთვის, რომ
მიხვდეთ, როგორ გადავრჩით, გულახდილად და ღიად
წერაა საჭირო. აი, რა დაემართათ მათ 1991 წლის შემდეგ:

ტანია

2002 წლის ადრეული ზამთარია. ნორდ-ოსტის საგა ახალი


ჩავლილია. რუსეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით
მოსკოვში, კვლავაც შოკშია. ამ მოვლენების დროს
ტელეეკრანებზე გამოვჩნდი, რადგან ამ ამბებში მცირე
მონაწილეობას მეც ვიღებდი – შედეგად ისევ
გამომეხმაურნენ ძველი ნაცნობები, მირეკავდნენ და
საკუთარ ამბებს მიყვებოდნენ.

ტანიამ გვიან ღამით დამირეკა. საერთოდ ტანია


ყოველთვის ღამით ან გვიან საღამოს მირეკავდა, როდესაც
შინ უკვე ყველას ეძინა.
– რა დრო გავიდა...

– როგორ მიპოვე?

– შევხვდეთ?

– რა თქმა უნდა...

ტანია, ჩემი ძველი მეგობარი და ერთ დროს მეზობელიც,


ათი წელია არ მენახა.
იმ ხანებში ჩაგრული, ნატანჯი იყო, ახლა კი ტანია
დედოფალია. სადღესასწაულოდ და მდიდრულად
გამოიყურებოდა და არა იმიტომ რომ მდიდრული
ტანსაცმელი ეცვა, თუმცა არც უამისობა იყო, არამედ
იმიტომ რომ მშვიდი და თავდაჯერებული იყო. ეს კი რაღაც
ახალი გახლდათ. მსგავს რამეს ათი, თხუთმეტი თუ ოცი
წლის წინათ ნამდვილად ვერ შეატყობდით.

საბჭოთა პერიოდში მისი ცხოვრება ნამდვილი ტანჯვა იყო.


თითქმის ყოველ დღე ჩამოირბენდა ჩემთან (ძველი
სახლის პირველ სართულზე ვცხოვრობდი, ის – ბოლოზე)
და თავის დანგრეულ ცხოვრებაზე მოსთქვამდა.

იმ წლებში ტანია კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად


მუშაობდა და ამგვარად საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-
ტექნიკურ ინტელიგენციას მიეკუთვნებოდა. ასეთი
რეალური საზოგადოებრივი კატეგორიაც გვქონდა,
რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობს, საბჭოთა კავშირთან
ერთად გაუჩინარდა.
როგორ ჩამოყალიბდა ეს ფენა? იმ პერიოდში მიიჩნეოდა,
რომ «კარგ ოჯახში» აღზრდილ ახალგაზრდა გოგონას (და
ტანია «კარგი ოჯახის», პატივცემული მშობლების
ერთადერთი ქალიშვილი იყო) აუცილებლად უნდა მიეღო
უმაღლესი განათლება. თუკი გოგონას სკოლის
დამთავრების პერიოდში რაიმე განსაკუთრებული
მისწრაფებები არ ჰქონდა რომელიმე სფეროსადმი, მაშინ
ტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდა, რომლის მსგავსი
ძალიან ბევრი იყო, და ინჟინერი ხდებოდა. ინსტიტუტის
დამთავრების შემდეგ კი ევალებოდა, სამი წლის
განმავლობაში ემუშავა იმ სპეციალობით, რასაც
სახელმწიფოს ხარჯზე დაეუფლა. შესაბამისად, ქვეყანაში
ჩამოყალიბდა მთელი არმია ცხოვრებით უკმაყოფილო
ადამიანებისა, ახალგაზრდა სპეციალისტების, რომლებსაც
არასდროს უოცნებიათ ინჟინრობაზე, თუმცა ახლა მთელ
დღეებს კვლევით ინსტიტუტებში ატარებდნენ და
გამოსადეგს ვერაფერს ქმნიდნენ.
ტანია ამ არმიის სრულუფლებიანი ჯარისკაცი იყო,
ატომური ელექტროსადგურების კომუნალური
მოწყობილობების ინჟინრის პროფესია ჰქონდა. მთელი
დღეების განმავლობაში ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე
ხაზავდა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის
პროექტებს, რომლებსაც არსად არავინ აშენებდა. იღებდა
მცირე გასამრჯელოს და უსახსრობის გამო მუდმივად
უბედური იყო. ცდილობდა, საკვები და ტანსაცმელი არ
მოეკლო თავისი ოჯახისთვის, ორი მუდმივად ავადმყოფი
შვილისა და ქმრის – ანდრეისთვის, რომელიც უცნაური
ტიპი იყო, მოსკოვის პრესტიჟული ტექნიკური ინსტიტუტის
ახალგაზრდა დოცენტი, რომელსაც ასევე ძალზე დაბალი
ხელფასი ჰქონდა.

ასეთი ცხოვრების შედეგად ტანია ტიპური ნევრასთენიკი


გახდა. თავისი ცუდი ხასიათით, ისტერიკებით, დეპრესიით,
ბედითა და ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო, საკუთარ
თავსაც ტანჯავდა და ქმარ-შვილსაც.
ამასთან, ტანია ქალაქ დონის როსტოვიდან იყო. მოსკოვში
გადმოსვლა შავი ზღვის სანაპიროზე გაცნობილ ანდრეიზე
დაქორწინებით მოახერხა. ე. წ. არარეზიდენტ
«ლიმიტჩიცად» მიიჩნევდნენ (მაშინ ასე უწოდებდნენ),
რომელთაც 1970-იანი წლების შუახანებში არაპოპულარულ
ადგილებში მუშაობის სანაცვლოდ მოსკოვში ცხოვრების
დროებითი ნებართვა გადაეცათ. ასეთი პროვინციელი
ქალი-ინჟინრები, რომლებიც ცოლად მოსკოველებს
გაყვნენ, იმ პერიოდში დედაქალაქში მრავლად იყვნენ.
პროვინციაში დარჩენა არავის უნდოდა და «კარგ
ოჯახებში» აღზრდილი გოგონები მოსკოვისკენ
ისწრაფოდნენ.

ერთი სიტყვით, ტანია უბედური იყო – არ იცოდა, რა


უნდოდა. თუმცა შესანიშნავად იცოდა, რა არ უნდოდა: არ
სურდა ყოფილიყო ინჟინერი და ამასთან – ღარიბი ასევე
ღარიბ ანდრეისთან ერთად. ამის შესახებ ხშირად
ვსაუბრობდით: ტანია სწორედ ამაზე ბრაზობდა, რომ
გამოსავალი არ ჰქონდა. უნდა ეცხოვრა ანდრეისთან
ერთად და დარჩენილიყო ძალიან დაბალ ანაზღაურებად
ინჟინრად.

...როდესაც ახალი ეპოქა დადგა, სწორედ ქალები იქცნენ


მის მამოძრავებელ ძალად. წამოიწყეს საკუთარი ბიზნესი,
გაეყარნენ ქმრებს, რომლებიც ქურდები გახდნენ და ბევრი
მათგანი ელცინის მმართველობის პირველ წლებში
შეტაკებების დროს დაიღუპა... ასე სწორედ იმიტომ მოხდა,
რომ «პერესტროიკის» მიჯნაზე ბევრი ჩვენი ქალი, ტანიას
მსგავსად, ფიქრობდა, რომ ვერასდროს შეცვლიდა თავის
ცხოვრებას, უეცრად კი, ასეთი შანსი მიეცათ...

80-იანი წლების შუა პერიოდში კი მათ ოჯახებში ხშირად


იყო სკანდალები. საბჭოთა ტრადიციების თანახმად,
ტანიას, რომელსაც მოსკოვში საკუთარი სახლი არ ჰქონდა,
ანდრეის სახლში უნდა ეცხოვრა. მაგრამ არც ანდრეის
ჰქონდა თავისი კერა, ისინი ერთ დიდ ბინაში
ცხოვრობდნენ ანდრეის მშობლებთან და ორ უფროს
ძმასთან ერთად, რომლებსაც, თავის მხრივ, ოჯახები და
ორ-ორი შვილი ჰყავდათ.

მოკლედ ტიპური საბჭოთა კომუნალური ბუდე –


გამოყოფისა და დამოუკიდებლობის არანაირი
პერსპექტივით. გარდა ამისა, ანდრეი უბრალო ადამიანი
არ იყო, უძველესი მოსკოვური კეთილშობილური ოჯახიდან
მოდიოდა, რომლის წევრები წარჩინებული ადამიანები
გახლდნენ. მაგალითად, სახელგანთქმული პროფესორი –
მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიოლინოს
მასწავლებელი. ის ანდრეის ბებიის მეორე ქმარი იყო,
რომელიც ასევე ვიოლინოს მასწავლებელი გახლდათ
მოსკოვის კონსერვატორიაში. ბებია დიდი ხნის წინ
გარდაიცვალა, მისი ქმარი კი «ბუდეში» დარჩა – მასაც,
ტანიას მსგავსად, წასასვლელი არსად ჰქონდა.
ანდრეის მშობლები ფიზიკისა და მათემატიკის
პროფესორები იყვნენ. უფროსი ძმა – ქიმიის პროფესორი,
მოსკოვის უნივერსიტეტში აღმოჩენას აღმოჩენაზე
აკეთებდა, მაგრამ ეს მის ცხოვრებას მატერიალური
კუთხით დიდად არ ცვლიდა.

ეს ყველაფერი ტანიას აბრაზებდა და მიუხედავად უამრავი


სამეცნიერო ხარისხისა, რომელსაც ისინი ფლობდნენ,
ანდრეის ოჯახს უიღბლოებად მიიჩნევდა. ოჯახიც
იგივენაირად პასუხობდა, არ უყვარდათ და სასაყვედუროს
ყოველთვის უძებნიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტანია დონის როსტოვიდან იყო,


რუსეთის სამხრეთიდან, სადაც საბჭოთა პერიოდშიც კი,
ყველა, ვისაც შეეძლო, ვაჭრობდა ყველაფრით, რითაც
შეეძლოთ. იქ იატაკქვეშა საამქროები ჰყვაოდა, სადაც
არალეგალურ პროდუქციას აწარმოებდნენ. ბევრი
შეძლებული მამაკაცი დროს ციხესა და თავისუფლებას
შორის ანაწილებდა და ეს სულაც არ ითვლებოდა
სამარცხვინო ფაქტად. მართალია, გაზეთებში მათ
«სპეკულანტებად» მოიხსენიებდნენ, მაგრამ როსტოველი
ქალბატონები სიამოვნებით მიჰყვებოდნენ ცოლად.
როდესაც 80-იანი წლების დასაწყისში ერთმანეთი
გავიცანით, ტანია უკვე ფიქრობდა, რომ შეცდომა დაუშვა
ანდრეიზე დაქორწინებით, და სიყვარულს მნიშვნელობა
არ ჰქონდა. აღიარებდა, რომ მოსკოვში სახლის სატყუარამ
შთანთქა – მოსკოველზე გათხოვება პროვინციაში
პრესტიჟულად მიაჩნდათ, სხვაგვარად დედაქალაქში
ვერაფრით გადახვიდოდი. მაგრამ ტანია ღარიბულად
ცხოვრობდა და იტანჯებოდა. მხოლოდ მაშინ
გახალისდებოდა, როდესაც, კაცმა არ იცის, საიდან
მოტანილი, ლამაზი ნივთების გასაღებას ცდილობდა.
ვაჭრობის უდავოდ დიდი უნარი ჰქონდა. შეეძლო სამჯერ
უფრო ძვირად გაეყიდა უხარისხო კოფთა იმ არგუმენტით,
რომ «ევროპაში ეს აცვიათ» და, როდესაც მისი ტყუილი
გამოაშკარავდებოდა, თავს ოდნავადაც არ გრძნობდა
უხერხულად და არც წითლდებოდა. ანდრეის
ტრადიციული, ინტელიგენტი ოჯახი კი, სპეკულანტური
ვაჭრობისადმი მიდრეკილების გამო ტანიას სრულიად
უცხო ელემენტად მიიჩნევდა და მის მიმართ
კეთილგანწყობილი არ იყო – მოძულებული ჰყავდათ.

და აი, 2002 წელს ტანიამ დამირეკა და თავის სახლში


მიმიწვია – ეს იყო ისევ ის დიდი ბინა მოსკოვის ცენტრში,
ლამის კრემლის კედელთან.

თუმცა სახლში ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.


არაჩვეულებრივი რემონტია გაკეთებული და ყველაფერი
გარდაქმნილია. ბინა სავსეა თანამედროვე ტექნიკით,
ცნობილი ნახატებისა და მაღალი ხარისხის ანტიკვარული
ავეჯის ბრწყინვალე რეპროდუქციებით. ტანია უკვე
თითქმის ორმოცდაათი წლისაა, მისი კანი
ახალგაზრდულია, ტანისამოსი მშვენიერი. საუბრობს
ხმამაღლა, თავდაჯერებით, გულახდილად და ბევრს
იცინის, რის გამოც სახეზე ნაოჭები არ უჩნდება. ეს ნიშნავს,
რომ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ჩემთვის
ვფიქრობ: ყველაფერი სიმდიდრეზე მიანიშნებს, ჩვენთან
ღარიბები პლასტიკურ ოპერაციებს არ იკეთებენ, ძალიან
ძვირია, ამიტომაც ღარიბ ქალებს მაშინვე ემჩნევათ ასაკი.

– ანდრეი გამდიდრდა? – ისევ ვფიქრობ ჩემთვის. ტანია


ოთახებში თავისუფლად დადის. – ადრე, ათი წლის წინ
ერჩივნა ეჩურჩულა და ერთ-ერთი ოთახის კუთხეში
შეყუჟულიყო, ოჯახის წევრებს რომ არ გადაყროდა. – და
თქვენები სად არიან?

– ახლავე მოგიყვები, ოღონდ არ წაიქცე – ახლა ეს


ყველაფერი ჩემია.
– შენი? გილოცავ. და ისინი სად ცხოვრობენ?

– ახლავე, ახლავე... ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ.

ოთახში სიმპათიური ახალგაზრდა შემოდის, როგორც


ვვარაუდობ, ტანიას ვაჟის ასაკის. უკანასკნელად მისი
შვილები პატარა ბიჭობის ასაკში ვნახე, ამიტომაც
წამოვიყვირე:

– ნუთუ? ეს?... ეგორი? ეგორ? შენ ხარ?


ეგორი – ტანიას და ანდრეის უფროსი შვილი, ახლა 24-25
წლის იქნება.

ტანია გულიანად იცინის. იცინის მხიარულად, ანცად,


ახალგაზრდულად. ეს ტანიას სრულებით არ ჰგავს.

– მე დავიდი მქვია, – ჩაიბუტბუტა სიმპათიურმა, შავ


ხვეულთმიანმა, დიდთვალება ახალგაზრდა მამაკაცმა და
ტანიას მოვლილ ხელზე ეამბორა. მე კი მისი სულ
სხვანაირი ხელები მახსოვდა, სარეცხის მანქანის არქონის
გამო, დიდი ოჯახის სარეცხის რამდენიმე საათიანი
რეცხვით დაუძლურებული. ხელები, რომლითაც ტანია
აცრემლებულ თვალებს იწმენდდა ჩემს სამზარეულოში.
დავიდი ნელ-ნელა ბინის შუაგულისკენ ინაცვლებს. – ხელს
არ შეგიშლით, გოგოებო...

«გოგონებს» ნაკლებად ვგავართ.

– კარგი, მოყევი, ბოლოს და ბოლოს! გახსენი შენი


ახალგაზრდობისა და კეთილდღეობის საიდუმლო, – ვთხოვ
ძველ მეგობარს. – სად გაქრნენ შენები?

– ისინი უკვე ჩემები აღარ არიან.


– და ანდრეი?

– დავშორდით და დასრულდა ჩემი პატიმრობა.


– გათხოვდი? ამაზე? დავიდზე?

– დავიდი ჩემი საყვარელია. დიდი ხნით არა, ისე,


ჯანმრთელობისთვის. დავიტოვებ, სადამდეც ამის
სურვილი მექნება.

– ღმერთო... ვისზე მუშაობ?

– არავისზე, მხოლოდ საკუთარ თავზე, – ტანია ისე მტკიცედ


და უდრეკი ხმით მპასუხობს, რაც ჩემს პირდაპირ მჯდომი
ადამიანის ვიზუალს აბსოლუტურად არ შეეფერება –
ცოტათი უსაქმური, მოვლილი ქალი ახალგაზრდა
საყვარლით.

...ტანია ახალი ცხოვრების ბედნიერი შემთხვევაა. 1992


წლის ზაფხულში, როდესაც მოსკოველი ოჯახების
უმეტესობას ლუკმა-პური არ მოეპოვებოდა – რაც «შოკურ
თერაპიად» ან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ეგორ
გაიდარის საბაზრო რეფორმად იწოდებოდა – ტანია
შვილებთან და პროფესორების მთელ ოჯახთან ერთად
ქალაქგარეთ, მათი ოჯახის ძველ, წინაპრების დანატოვარ
აგარაკზე ცხოვრობდა.
მოსკოველები, ვისაც კი აგარაკი ჰქონდა, იმ საშინელ,
შიმშილის ზაფხულში თავიანთი სოფლების ხის სახლებში
ისხდნენ და ბოსტნეული მოჰყავდათ, რომ რამით
გამოკვებილიყვნენ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
სადაც ტანია მუშაობდა, ზაფხულში დაიკეტა. ისედაც იქ
დიდი ხანია, ხელფასს არავის უხდიდნენ, არც სამუშაო იყო,
ამიტომ თანამშრომლები, ყველანი ქალაქელები,
წავიდნენ მოსავლის მოსაყვანად ან ბაზრებში სავაჭროდ,
რომლებიც მნიშვნელოვნად მომრავლდა მოშიმშილე
მოსკოვის ქუჩებში. ტანიაც ბოსტნეულის მოყვანითა და
ბავშვების მოვლით იყო დაკავებული. ანდრეი კი ხშირად
რჩებოდა ქალაქში, იმიტომ რომ მისი ტექნიკური
უნივერსიტეტი არ დაკეტილა, ისევე როგორც სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტების უმრავლესობა. სტუდენტები
აგრძელებდნენ სწავლას, გამოცდების ჩაბარებას,
პედაგოგებიც ძველებურად დადიოდნენ სამსახურში, თავს
მოვალედ მიიჩნევდნენ, ენთუზიაზმზე ემუშავათ,
მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას ანაზღაურება
არ ჰქონდა.

ერთ დღესაც ტანია მოულოდნელად, სრულიად


შემთხვევით გაემგზავრა მოსკოვში, გააღო ბინის კარი და
ანდრეი თავის სტუდენტთან ერთად მისი და ანდრეის
საძინებელში იპოვა. დღისით, როდესაც ანდრეის
უნივერსიტეტში უნდა ემუშავა. ტანია სამხრეთელი,
ხმაურიანი ქალი იყო და მთელი კორპუსის გასაგონად
უყვიროდა ანდრეის, რომ «აი, თურმე ასე მუშაობს» და ბევრ
სხვა რამესაც.
ანდრეის თავის მართლება არც უფიქრია. უთხრა, რომ ეს
სტუდენტი უყვარდა. სტუდენტს ერთი სიტყვაც არ
დასცდენია, ჩაიცვა და უჩუმრად გავიდა სამზარეულოში,
სადაც საქმიანად ჩაის მოდუღება დაიწყო.
მოწინააღმდეგის დუმილი და შინაურული მოქცევა ბინაში
ტანიასთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მიხვდა, რომ «ამ
ოჯახისგან» ამდენი იმიტომ არ ითმინა წლების მანძილზე,
რომ სახლში მეტოქე შემოეშვა. ასეც უთხრა ანდრეის: ამის
იმედიც კი არ გქონდესო. ანდრეიც, ისე რომ მისთვის
მომზადებული ჩაი არ დაულევია, სტუდენტთან ერთად
წავიდა.

იმ დღიდან ტანიასთვის ახალი ცხოვრება დაიწყო,


აბსოლუტურად დამოუკიდებელი, არაფრით რომ არ ჰგავდა
მის წინამორბედს. ანდრეი სულელურად მოიქცა, როდესაც
ტანიას შვილებისა და საკუთარი თავის სარჩენად ერთი
კაპიკიც აღარ მისცა. უფრო მეტიც, მოგვიანებით
ალფონსობაზეც არ დაუხევია უკან – სამი წლის შემდეგ,
როდესაც ტანია ოდნავ ფეხზე დადგა, პერიოდულად
კვებავდა და აცმევდა კიდეც ანდრეის. მაგრამ არა
ტექნიკური უნივერსიტეტის ღარიბი პროფესორისადმი
სიბრალულის გამო, არამედ რევანშისთვის. პირში
ეუბნებოდა: – ჩემი დამცირება გინდოდა? აი, ახლა მე
გამცირებ შენ!
და აწვდიდა წითელ ხიზილალას, საბჭოთა ფუფუნების
სიმბოლოს, რისთვისაც ტანიას უკვე ჰქონდა საკმარისი
სახსრები. ანდრეი კი ხიზილალას ორივე ხელით ჭამდა,
დამცირების გამო არც წითლდებოდა, რადგან მუდმივად
შიმშილობდა, პერიოდულად ეკლესიის ღარიბთა
საქველმოქმედო სასადილოებში მისვლასაც არ
თაკილობდა, თავს იკატუნებდა, თითქოს
მართლმადიდებელი იყო – პირჯვრის გადასახვა ისწავლა.

ბუნებრივია, ანდრეი იმ დროისთვის უკვე დიდი ხნის


დაშორებული იყო თავის მდუმარე სტუდენტთან და კაცმა
არ იცის, სად და როგორ ცხოვრობდა. უსახლკაროს ჰგავდა.

...1992 წლის ზაფხულს დავუბრუნდეთ, საბაზრო რეფორმის


ზაფხულს. ერთი კვირის თავზე უკვე აღარაფერი ჰქონდათ,
რომ ბავშვები გამოეკვებათ. დედამთილი მოითხოვდა
ტანიასგან, რომ ეპატიებინა და დაებრუნებინა ანდრეი
სახლში, მაგრამ ტანიას უკან არ დაუხევია, სავაჭროდ
წავიდა უახლოეს ბაზარში.

დედამთილი ყვიროდა: სირცხვილი! სირცხვილი! ჩაწვა,


იავადმყოფა. მაგრამ საბოლოოდ, შეეგუა – ეს მაშინ,
როდესაც ამ «სამარცხვინო» ფულით ტანიამ მისთვის
წამლების ყიდვა დაიწყო. აქამდე დედამთილის ვერც
ერთმა ვაჟმა, ვერც ქმარმა, ვერც სხვა რძლებმა
ავადმყოფი ქალისთვის ამის გაკეთება ვერ შეძლეს,
რადგან კაპიკი ფული არ მოეპოვებოდათ და ერთხელ
საქმე აბსურდამდეც კი მივიდა. ოჯახურ საბჭოზე გადაწყდა
– და ამას, პირველ ყოვლისა, მხარი დედამთილმა
დაუჭირა, რომელიც ჯიუტად იწვა საწოლში და
სიკვდილისთვის ემზადებოდა – საოჯახო რელიკვიებს:
წინაპრებისგან დანატოვარ ანტიკვარულ ავეჯს, მუსიკალურ
ალბომებს, მეცხრამეტე საუკუნის რუსი მხატვრების
ნამუშევრებს «არაფრის დიდებით არ გაყიდდნენ!» და ეს
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ოჯახები, რომელთაც
ასევე ტრადიციად ჰქონდათ, შეენახათ სტალინის
დროინდელი რელიკვიები, 90-იანი წლების დასაწყისში,
ყიდდნენ ყველაფერს ძალიან იაფად, და როგორც მაშინ
ამბობდნენ ხოლმე, «ერთი სადილის» ფასად.
ტანია კი ბაზარში იდგა. დილის ექვსიდან საღამოს
თერთმეტ საათამდე. ეს სამსახური კი არა, წმინდა წყლის
მონობა იყო. არანაირი გამართლება არ ჰქონდა, გარდა
ერთისა – ამ მონობას ფული მოჰქონდა. ტანია ბაზარში
რეალური, ჯიბეში მოჩხრიალე რუბლების გამო იდგა. თანაც
ფული ყოველდღიურად შემოდიოდა. იდგა და ფულს
მოგვიანებით კი არა, მაშინვე იღებდა, და ეს იყო მთავარი.
სახლში ყოველთვის ფულით ბრუნდებოდა. ფეხები ისეთი
დასიებული ჰქონდა, მათი ერთმანეთზე გადადებაც არ
შეეძლო, ხელებიც დასიებოდა და კიბორჩხალის
კლანჭებივით ჰქონდა. დაბანა და საკუთარი თავის
ცოტათი მოწესრიგებაც კი არ შეეძლო. მაგრამ ბედნიერი
იყო.

– ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ მაბედნიერებდა ის, რომ


არავიზე დამოკიდებული აღარ ვიყავი. არც ინსტიტუტის
დირექტორზე, რომელიც არაფერს მიხდიდა, არც
ანდრეიზე, რომელიც კაპიკს არ მაძლევდა, არც
დედამთილზე, მისი ოჯახური რელიკვიებითა და
ტრადიციებით. მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი
დამოკიდებული, – მიყვებოდა თავის ათი წლის წინანდელ
ისტორიას უკვე ლამაზი და მდიდარი ტანია. დედამთილი?
ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი, რომ ჯანდაბამდე გზა
ჰქონოდა და თუ იცი, რა ქნა? ცხოვრებაში პირველად
მორალი არ წაუკითხავს. ეს რევოლუცია იყო – პირდაპირ
ჩემ თვალწინ. ერთი შეხედვით მოუსყიდველი ძველი
მოსკოველი ინტელიგენცია დაიმსხვრა. და დაიმსხვრა
ფულით, რომელსაც დედამთილს ვაძლევდი. დედამთილი
ჭკუას აღარ მარიგებდა, იმიტომ რომ პურს მე ვაჭმევდი. და
ერთი მხრივ – მე, ყოველთვის «ცუდი»... და მეორე მხრივ –
ისინი, ყველანი, მთელი მათი ოჯახი, რომელთაც წლების
მანძილზე მოძულებული ვყავდი, იმიტომ რომ მათსავით
ძველი გვარის ჩამომავალი არ ვიყავი, რომ ჩემი ფესვები
გლეხის ოჯახში იყო, და როგორც ისინი ამბობდნენ,
ანდრეის მოსკოვში გადმოსასვლელად გავყევი ცოლად –
ნათესავების ამ მთელმა ჯგრომ ისწავლა, როგორ
გაეღიმათ ჩემთვის და ხელებში ყურებაც კი დამიწყეს.
მხოლოდ იმიტომ რომ ამ ბაზრის წყალობით მათი შენახვა
დავიწყე. მე ვზეიმობდი. მზად ვიყავი, არ წამოვსულიყავი
ბაზრიდან მხოლოდ ერთი მიზეზით: რაც შეიძლება ბევრი
ფული მეშოვნა.
გვიან ღამით შინ დაბრუნებულ ტანიას საწოლამდე ძლივს
მიჰქონდა ფეხები. შვილებს ვეღარ ამჩნევდა, ვერც
გაკვეთილებს უმოწმებდა. საწოლზე დაეცემოდა და
მაშინვე ითიშებოდა. უთენია კი ყველაფერი თავიდან
იწყებოდა.

დედამთილმა საკუთარ თავზე აიღო ტანიას შვილებზე


ელემენტარული მზრუნველობა – და ეს მოხდა პირველად,
იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.
ტანია ამანაც ძალიან გააოცა.

90-იანი წლების შუა ხანებში 15-18 წლის ბავშვებში


ნარკომანიის ისეთი ზრდა გვქონდა, დილით ბინებიდან
გამოსულები შპრიცებით სავსე კიბეებზე მოვაბიჯებდით.
ისინი სწორედ ფულის საშოვნელად ბაზრებში სავაჭროდ
გასული დედების შვილები იყვნენ, დედებისა, ფულის გამო
სკოლისა და ყურადღების გარეშე რომ მიეტოვებინათ
შვილები. დღეს კი ბევრი 40-50 წლის დედა გვყავს რუსეთში,
რომელთაც შვილები დაეღუპათ. აღიარებულია, რომ 1978-
1982 წლებში დაბადებული ბიჭებისა და გოგონების 50% 90-
იან წლებში დოზის გადამეტებით გარდაიცვალა.

ბაზარში ტანია მუშაობდა საზრიანი, ახალგაზრდა


კაცისთვის, რომელიც «მაქო» იყო, როგორც მაშინ
უწოდებდნენ. ნიკიტას «მაქოობა» იმაში გამოიხატებოდა,
რომ თურქეთიდან იაფფასიანი ძონძები ჩამოჰქონდა,
უზბეკეთიდან – იაფი საზამთრო, საქართველოდან – იაფი
მანდარინი, ყველა მხრიდან – მხოლოდ იაფი საქონელი და
ტანია სხვა ქალებთან ერთად, რომლებიც ნიკიტასთვის
მუშაობდნენ, ამ საქონლით ვაჭრობდა. სახელმწიფო
გადასახადები არ არსებობდა. ბაზარში ციხის კანონები
ჭრიდა, დავები დანით წყდებოდა, გახშირდა რეკეტი და
ხალხის ცემა. ქალი-გამყიდველები, ტანიას მსგავსად,
მარტოსულები, სახლში დატოვებული ბავშვებით,
დაკეტილი ინსტიტუტების სამეცნიერო-კვლევითი
ინტელიგენციის, გამომცემლობებისა და რედაქციების
ყოფილი წარმომადგენლები, ფაქტობრივად, თავიანთი
ამჟამინდელი ბოსების მძევალ-პროსტიტუტკებად იქცნენ.
მალე ტანიაც დაუწვა ნიკიტას. ასაკში სხვაობის
მიუხედავად, სხვებს შორის მან სწორედ ტანია ამოარჩია
და შემდეგ თურქეთშიც წაიყვანა, რომ ერთად შეეძინათ
საქონელი. წაიყვანა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ორ
თვეში ტანია, ქალი კომერციული მიდრეკილებით, თავად
იქცა «მაქოდ», როგორც კი გააცნობიერა, რომ ამ საქმეს
დიდი ფილოსოფია არ სჭირდებოდა.

ამასობაში ნიკიტაც მოკლეს – უცნობია ვინ და როდის


ესროლა. უბრალოდ ერთ დილას მისი ცხედარი ბაზარში
დაგდებული იპოვეს. თავში ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ნიკიტას გამყიდველი
ქალები ტანიასთან გადავიდნენ და ამით ძალიან
ბედნიერები იყვნენ. ტანია ბევრად უფრო მუყაითი
აღმოჩნდა, ვიდრე ნიკიტა და საქმემ აღმასვლა დაიწყო.
კიდევ ნახევარი წელი გავიდა და ტანიამ შეწყვიტა
თურქეთში სიარული. მაგრამ არა იმიტომ რომ დაიღალა,
«მაქოს» ცხოვრება მძიმე იყო – საქონელი უზარმაზარი
ფუთებით «მაქოებს» თავად ჩამოჰქონდათ, დაათრევდნენ
აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებს შორის და
ეკონომიას ფასიან გადამზიდავ ურიკებზეც კი აკეთებდნენ.
არამედ იმიტომ, რომ ტანიამ ნათლად დაინახა საკუთარი
თავი სავაჭრო საქმეში: ბიზნესის განსაკუთრებული ალღო
აღმოაჩნდა. ყიდულობდა სწორედ იმ საქონელს,
რომელსაც ელვის სისწრაფით იტაცებდნენ ბაზარში.

ტანიამ თავისი ბიზნესი ისე გააფართოვა, რომ მალე ხუთი


«მაქო», სულ ცოტა ხანში კი, კიდევ ხუთი დაიქირავა და
მალე, საბაზრო საზომით, დიდი ბიზნესის ხელმძღვანელი
გახდა. «მაქოები» საზღვარგარეთ დადიოდნენ,
გამყიდველები საქონელს ყიდდნენ, ტანია კი მათ
მართავდა. მას უკვე «თურქულები კი არ ეცვა», როგორც
მაშინ უწოდებდნენ, არამედ ევროპულები. აღარ
გამოდიოდა რესტორნებიდან – იქ ჭამდა, თვრებოდა,
ფულს თამამად ხარჯავდა, სამსახურის მერე ასეთი
განტვირთვა ჰქონდა. და მიუხედავად ამისა, ფული მასაც,
მის ოჯახსაც და მის დაქვემდებარებულებსაც ჰყოფნიდათ.
იმ წლების შემოსავლები ასტრონომიული იყო.
საყვარლებიც შემოსავლებისა და წლების შესაბამისად
ჰყავდა. როცა უნდოდა, მაშინ იშორებდა თავიდან.
გულახდილად რომ ვთქვათ, ანდრეი ამ საქმეში ძალიან
მოიკოჭლებდა და ტანია ამის გამო ხშირად ტიროდა იმ
ძველ დროში.

ერთი წლის შემდეგ ტანიამ სახლში რემონტის გაკეთება


გადაწყვიტა, თუმცა იქამდე სახლი საკუთარ სახელზე
გადაიფორმა. ანდრეის, მამამთილს და ანდრეის ძმებს
პატარა სახლები უყიდა და ისინი ამაზე დათანხმდნენ.
დედამთილი კი თავისთან დატოვა საცხოვრებლად –
რაღაც ადამიანურმა გრძნობამ უბიძგა შეებრალებინა
მარტოხელა მოხუცი, რომელიც დიდი ხნის წინ მიატოვა
პროფესორმა ქმარმა, ტანიას ყოფილმა მამამთილმა.
ტანიას შვილებისთვისაც ხომ უნდა მიეხედა ვინმეს.
უფროსი, ეგორი გარდატეხის ასაკში იყო და გარკვეული
პრობლემები ჰქონდა, უმცროსი ხშირად ავადმყოფობდა.

სახლში რემონტის გაკეთებაც რევანშის გამო გადაწყვიტა.

– მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, ვინ იყო ახლა სახლში


უფროსი.

სახლიდან ყველაფერი გადაყარა. აბსოლუტურად


ყველაფერი. გაყიდა მთელი საოჯახო რელიკვიები და მათი
თავადაზნაურული წარსულის ყველა კვალი გააქრო.
ტანიასთვის ხელი არავის შეუშლია. დედამთილი აგარაკზე
გაემგზავრა და იქიდან ცხვირს არ ყოფდა.
ევროპული ბინა გამოვიდა, ბოლო გამოშვების ტექნიკით
აღჭურვილი.

რემონტის შემდეგ ტანიამ გადაწყვიტა, ახალი ნაბიჯი


გადაედგა, «მაქოების» საქმე მიატოვა და სავაჭრო
ბიზნესში გადავიდა, მოსკოვში რამდენიმე მაღაზია
შეისყიდა.

– როგორ? ნუთუ? ეს მაღაზიები შენია? – ყურებს არ ვუჯერებ.


ტანია ორი ძალიან კარგი სუპერმარკეტის მეპატრონეა,
სადაც სამსახურის შემდეგ ხშირად შევივლი ხოლმე. –
გილოცავ. მაგრამ ფასები კი გაქვს...
– მაგრამ რუსეთი ხომ მდიდარი ქვეყანაა, – ტანია მკაცრად,
მაგრამ ღიმილით მპასუხობს.

– არც ისე მდიდარი. უბრალოდ ეს შენ გახდი


იმპერიალიზმის ზვიგენი.
– რა თქმა უნდა. ელცინის დრო წავიდა და მასთან ერთად
«იოლი ფული» და რომანტიკაც. ახლა კი, ძალაუფლება
გაუმაძღარი პრაგმატისტების ხელშია, ასე ვუწოდებ და მეც
მათ რიცხვში ვარ. შენ პუტინის წინააღმდეგი ხარ, მე კი მას
ვემხრობი. თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელია –
ისეთივე დაუნდობელი პრაგმატისტი, რომელიც ძალიან
გაბრაზებულია ჩვენი წარსული ცხოვრების გამო და ახლა
რევანშს იღებს.

– გაუმაძღრობაში რას გულისხმობ?

– ქრთამი. განუზომელი ქრთამი. ჩემი მაღაზიები რომ არ


დავკარგო, ამისთვის უნდა გადავიხადო... და ვის არ ვუხდი:
პრეფექტურის ჩინოვნიკებს, მეხანძრეებს, სანიტრებს და
მოსკოვის მმართველობას. ქურდებსაც, ვის ტერიტორიაზეც
ჩემი მაღაზიები მდებარეობს. მე პირადად სწორედ
ქურდებისგან ვიყიდე ეს ადგილები.

– არ გეშინია მათთან საქმის დაჭერა?


– არა. მე მიზანი მაქვს. მინდა, რომ მდიდარი ვიყო. ეს კი
ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე,
ნიშნავს, რომ უნდა გადავიხადო. ამ «გადასახადების»
გარეშე ხვალვე მომკლავენ და სხვა ადამიანით
ჩამანაცვლებენ.

– ხომ არ ამეტებ?

– პირიქით, ვაკლებ.

– და ჩინოვნიკები?

– ჩინოვნიკების ერთ ნაწილს თავად ვუხდი. მეორე ნაწილს


კი ქურდები უხდიან. ანუ მე ქურდებს ვაძლევ ფულს და
ქურდები თავად არეგულირებენ ურთიერთობას სხვა
ქურდებთან, ვგულისხმობ ჩვენს ჩინოვნიკებს. ასე რომ ეს
ჩემთვის მოსახერხებელიც კი არის.

– და ანდრეი?

– ანდრეი მოკვდა. საბოლოოდ, მაინც ვერ აიტანა, რომ ჩემს


მიწოდებულ წითელ ხიზილალას ჭამდა. ჩემთან დაბრუნება
უნდოდა, მაგრამ არ ვაპატიე. ვუთხარი, კიდევ მოეძებნა
ვინმე სტუდენტი. თანაც უშნოსთან ერთად ცხოვრებაც არ
მინდა. სილამაზე შევიყვარე: კაცების სტრიპტიზზე
დავდივარ და იქ ვირჩევ ხოლმე პატრნიორს. ბევრი
მთანხმდება.

– აი, მესმის! ოჯახური ცხოვრება, კერა არ გენატრება?

– არა, ნამდვილად არა. ახლაღა დავიწყე ცხოვრება.


შეიძლება დიდი ხარჯები მაქვს, შეიძლება შენ ეს ბინძურ
საქმედ მოგეჩვენოს, მაგრამ განა ადრე ვცხოვრობდი
პატიოსნად?

– ბავშვები როგორ არიან?


– ეგორი ანდრეის მსგავსად სუსტი აღმოჩნდა,
განარკომანდა. ახლა კლინიკაში დავაწვინე, უკვე მეხუთედ.
სტასიკს ლონდონში ვაძლევ განათლებას. მისით ძალიან
კმაყოფილი ვარ, ძალიან! ის იქ ყველაფერში პირველია.
ჩემი დედამთილიც მასთან ერთადაა, ბინა ვუქირავე.
სტასიკი კვირის განმავლობაში სტუდენტურ საერთო
საცხოვრებელში ცხოვრობს, შაბათ-კვირას კი – იმ ბინაში
ჩემს დედამთილთან ერთად. დედამთილს ოპერაცია
გავუკეთე შვეიცარიაში, ყველაფრის ხარჯები ავუნაზღაურე.
გამოკეთდა, ახლა პატარა გოგოსავით დარბის და
მაღმერთებს. იცი, მეჩვენება, რომ გულწრფელად
მაღმერთებს. ფული – გენიალური რამ არის.
ოთახში დავიდი შემოვიდა ლანგრით ხელში.

– ჩაის დალევის დროა, გოგონებო... ჩვენ სამი. შეიძლება,


ტანია?

ტანია თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და ამბობს, რომ


ახლავე დაბრუნდება, ჩაისთვის უნდა რომ გამოიცვალოს.
დავიდი მორჩილებისა და უმოქმედობის გამოხატულებაა.
ვითარება მეტად არასასიამოვნო საყურებელია. მაგრამ
რამდენიმე წუთში ტანია ბრუნდება, ბრიალიანტები
აუსხამს, თითქოს ყურებზე «ალი მოედოო», დეკოლტე
«ციალებს», თმებშიც კი «ელვარებაა».
ცხადია, ეს ყველაფერი სპეციალურად ჩემთვისაა. მეც
ვუწონებ. რატომ არ უნდა ასიამოვნო ადამიანს? და ტანია
თავისი ბრილიანტებივით ანათებს, ძალიან სიამოვნებს
საკუთარი თავის ახლებური პრეზენტაცია ძველი მეგობრის
წინაშე.

შემდეგ უკვე სწრაფად ვსვამთ ჩაის – ორივეს გვეჩქარება –


და მალევე ვშორდებით.

– ოღონდ ამჯერად ათი წლით არა, – მეუბნება ტანია


გამომშვიდობებისას.
– მოვინდომოთ, – ვეუბნები და კიბეზე ჩასვლისას
ვფიქრობ, პუტინის დროში მართლაც რომ იშვიათად
ხვდებიან ერთმანეთს. ვგულისხმობ ძველ მეგობრებს.
«გვიანდელ ელცინის ხანაში» გვქონდა პერიოდი, როდესაც
ყველა თვითგადარჩენითა და ფულის შოვნით იყო
დაკავებული, წლობით არ ურეკავდნენ ერთმანეთს, თავს
არიდებდნენ, ზოგი სიღარიბისა და ზოგი სიმდიდრის გამო,
როდესაც სამუდამოდ მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ,
როდესაც შუბლზე რევოლვერს იბჯენდნენ, რადგან თავს
გამოუსადეგარად გრძნობდნენ, როდესაც კოკაინს
ყნოსავდნენ საკუთარი თავის მოძულების გამო. ახლა კი
თითქოს ყველა, ვინც გადარჩა, ერთად იკრიბებოდა.
საზოგადოებაში მნიშვნელოვნად დამყარდა წესრიგი და
თავისუფალი დროც გამოუჩნდათ.

ერთი კვირის შემდეგ პრესკონფერენციას უნდა


დავსწრებოდი არჩევნების თემაზე. მგონი ქალაქის დუმაში
განთავისუფლებული ადგილისთვის. სრულიად
მოულოდნელად იქ ტანიას შევხვდი. სუპერმარკეტების
მეპატრონეები, ჩვენს უკვე მოწესრიგებულ, საბჭოთა
პერიოდის მსგავსად, კვლავაც კლანურ საზოგადოებაში
პოლიტიკურ პრესკონფერენციებზე არ დადიან.

ტანია ჟურნალისტების წინაშე მკაცრი სტილით წარსდგა –


კლასიკური, შავი კოსტიუმით. ბრილიანტები არ ეკეთა.
დავიდიც იქ იყო – ისიც მოწოდების სიმაღლეზე, უნაკლოდ
ასრულებდა ტანიას თავმდაბალი, მაგრამ ამასთან
თავმომწონე თანაშემწის როლს.

მე ჟურნალისტებთან ერთად ვიჯექი. ტანია ბარიკადების


მეორე მხარეს აღმოჩნდა. მიკროფონიც კი მიაწოდეს –
უკანასკნელი იყო გამომსვლელებს შორის. სწორედ ის
აღმოჩნდა საქალაქო დუმის დეპუტატობის კანდიდატი.
ჟურნალისტებს მოუყვა, და მეც მათ შორის, როგორ ხედავს
უსახლკაროების პრობლემებს მოსკოვში. პირობა დადო,
რომ იბრძოლებდა მათი უფლებების დასაცავად, თუ
ამომრჩევლები ნდობას გამოუცხადებდნენ და
საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატად აირჩევდნენ.

– ღმერთო, რაში გჭირდება, ისედაც მდიდარი ხარ? – ვკითხე


ტანიას პრესკონფერენციის შემდეგ.

– ხომ აგიხსენი უკვე, უფრო მდიდარი მინდა ვიყო.


ყველაფერი ხომ ძალიან მარტივია: არ მინდა ქრთამი
ვუხადო ჩვენს დეპუტატებს.

– მხოლოდ ეს?

– სხვათა შორის, ეს ცოტა არ არის. ეს პრიმიტიული


მენეჯმენტია. უბრალოდ შენ არ გესმის, რა დონეზეა ახლა
აყვანილი კორუფცია. ელცინის დროის ქურდებს ეს არც
დაესიზმრებოდათ. გავხდები დეპუტატი – ერთით
«ნაკლები»»გადასახადი». დამერწმუნე, ეს გადასახადი არც
ისე დაბალია.

– და უსახლკაროების დაცვის თემა რატომ აირჩიე? – გზად


ფრანგულ კაფეში შევედით. კაფე ტანიამ აირჩია, მე
ასეთებში არ დავდივარ, ძალიან ძვირია.

– მგონია, რომ ეს თემა მომგებიანია. თანაც მე მართლა


შემიძლია დავეხმარო მათ თავის გადარჩენაში. ეს ხომ
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

– და პრესკონფერენციის ბოლოს პუტინზე რატომ


საუბრობდი? მართლა გიყვარს, პატივს სცემ და გჯერა
მისი? ეს შენმა იმიჯმეიკერმა ჩაგაგონა? სულელური
გადაწყვეტილებაა.

– არა, არ არის. იმიჯმეიკერების გარეშეც ვიცი, რომ ახლა


ასეა საჭირო. – ტანია ცოტა წაბორძიკდა ამ რთულ
ინგლისურ სიტყვებზე, რომელიც ახალ ცხოვრებასთან
ერთად დამკვიდრდა რუსულ მეტყველებაში. – თუ პუტინზე
არ ვისაუბრებ, ხვალ ჩვენი რაიონული ფეესბედან ვიღაც
მოვა ჩემთან მაღაზიაში და მეტყვის, რომ არ ვთქვი ის,
რასაც ყველა ამბობს. ასეთი ცხოვრება გვაქვს დღეს
ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს.

– მოვიდეს და გითხრას... მერე რა.

– არაფერი. ქრთამს მოითხოვს.


– რაში?
– იმაში რომ «დაივიწყოს» ის, რაც არ ვთქვი.

– და შენ ეს ყველაფერი არ მოგბეზრდა?

– არა. კიდევ რამდენიმე მაღაზიის მისაღებად, თუ საჭირო


გახდება, რომ პუტინს უკანალზე ვაკოცო, ასეც მოვიქცევი.

– და რას ნიშნავს «მიღება»? შენ ხომ მათ ყიდულობ, ფულს


იხდი?

– არა, ახლა სხვაგვარადაა. «მიღება» ნიშნავს, გამოიმუშაო


ჩინოვნიკებისგან უფლება, საკუთარი ფულით იყიდო
მაღაზია. ამას რუსული კაპიტალიზმი ჰქვია და მე პირადად
მომწონს. როცა აღარ მომეწონება, რომელიმე ქვეყნის
მოქალაქეობას ვიყიდი და წავალ.

ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ტანია, ცხადია, დეპუტატი


გახდა. ამბობენ, რომ არც თუ ისე ურიგო, რომ მთელი
გულით იბრძვის მოსკოველი უსახლკაროების
კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთი სასადილო გახსნა
უსახლკაროებისა და დევნილებისთვის. შეიძინა სამი
სუპერმარკეტი. ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და თავის
გამოსვლებში რუსეთის ახალ ეპოქას ადიდებს. ცოტა ხნის
წინ დამირეკა და მთხოვა, მასზე სტატია დამეწერა. მე კი
დავწერე ის, რასაც ახლა კითხულობთ. ტანიამ მთხოვა,
გამოქვეყნებამდე წერილი წამაკითხეო. შეშფოთდა და
მითხრა: «სრული სიმართლეა». მაგრამ მის სიცოცხლეში,
ამის რუსეთში გამოქვეყნება ამიკრძალა. მეც დავპირდი.

– და საზღვარგარეთ?

– ღმერთო ჩემო, დაე, იცოდნენ, რის სუნად ყარს ჩვენი


ფული.
ჰოდა, მეც ვაქვეყნებ.

მიშა და ლენა
მიშა ლენას ქმარი იყო, ლენა კი ჩემი სკოლის ძველი
მეგობარი. სტუდენტობის პერიოდში დაქორწინდნენ. და ეს
დიდი ხნის წინ მოხდა, 70-იანი წლების მიწურულს. მიშა – იმ
დროს ძალზე ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა – ჯერ
კიდევ უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი, გერმანული
ენიდან თარგმნიდა და სინქრონისტიც იყო. ნათელი
მომავალი ელოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
დამსაქმებლებმა ლამის შუაზე გაგლიჯეს, სხვადასხვა
სამსახურს სთავაზობდნენ, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა
იყო.

ასე მოხვდა მიშა საგარეო საქმეთა სამინისტროში. იქ


მუშაობა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა – საბჭოთა
პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ნაკლებ
შესაძლებელი იყო, რომ ვიღაც ბიჭი, მაღალ ეშელონებში
კავშირების გარეშე, მოხვედრილიყო ისეთ დახურულ
ზონაში, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მიშას,
ბებიის, ჩვეულებრივი დამლაგებელი ქალის გაზრდილ
ბიჭს, მეურვეები არ ჰყოლია. როდესაც მიშა მხოლოდ
თოთხმეტი წლის იყო, დედა ძალიან ადრე და
მოულოდნელად ტვინის კიბოთი გარდაეცვალა, მამამ კი
სხვა ქალის გამო მალევე მიატოვა დაობლებული შვილი.
ამგვარად, მიშა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოხვდა.
ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ერთად დავდიოდით
პიკნიკებზე. ტყეში ცეცხლზე შემწვარ მწვადებს
მივირთმევდით და თავს ბედნიერად ვგრძნობდით. მე და
ლენა ისედაც ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და
მიშაც მონდომებული იყო, რომ ჩემთან ემეგობრა.
თუმცა ჩვენი მეგობრობის საფუძველი ძალიან უჩვეულო
იყო – მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა. როდესაც მიშა
მოვიდოდა, შეეძლო საათობით და დიდი აღფრთოვანებით
ეცქირა მათთვის, როგორი სისულელეებიც არ უნდა
ეკეთებინათ, ესაუბრა და ეთამაშა მათთან.

ყველამ იცოდა, როგორ უნდოდა მიშას შვილები, პირდაპირ


სული მისდიოდა. მაგრამ ჩემი მეგობარი ლენა – ნიჭიერი
ლინგვისტი, საკანდიდატო დისერტაციას წერდა და
ბავშვის გაჩენა მომავლისთვის გადაჰქონდა და
გადაჰქონდა, იმ დრომდე, როდესაც ფილოლოგიურ
მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს მიიღებდა.

მიშა ამას ძალიან განიცდიდა და ის, რომ შვილები არ


ჰყავდათ, თანდათანობით კომპლექსში გადაეზარდა –
ამით გარშემო ყველას ტანჯავდა, განსაკუთრებით კი
ლენას, მაგრამ ლენა ძლიერი ხასიათის ქალი გახლდათ და
თუ რამეს გადაწყვეტდა, არაფრის დიდებით უკან აღარ
დაიხევდა. რადგან გადაწყვიტა, რომ ჯერ მეცნიერებათა
კანდიდატის ხარისხი მიეღო და მხოლოდ შემდეგ გაეჩინა
შვილი, ესე იგი ასეც იქნებოდა.

ლენამ კი გადაწყვიტა, მაგრამ მიშამ დალევა დაიწყო.


რამდენიც შეეძლო, თავს იკავებდა, მერე კი თითქოს
ლიანდაგებიდან გადმოვარდა. თავდაპირველად ცოტ-
ცოტას სვამდა და ხალხი დასცინოდა კიდეც, აჯავრებდა
ასეთი საქციელის გამო, მაგრამ მალე დალევა უკვე
რამდენიმე დღე გრძელდებოდა. გაუჩინარდებოდა და
ღმერთმა უწყის, სად ათევდა ღამეებს. შემდგომში კი მისი
ლოთობა კვირების მანძილზე სისტემატურ ხასიათს
იღებდა. ლენაც დანებდა – მზად იყო, დისერტაციის
დაუმთავრებლად გაეჩინა შვილი, მაგრამ როგორ
დაფეხმძიმებულიყო მუდმივად მთვრალი ქმრისგან.

ამასობაში ახალი დროც დადგა: გორბაჩოვი, ელცინი.


მიშას ქრონიკული ლოთობის გამო სამსახურიდან
მხოლოდ იმიტომ არ აგდებდნენ (კომუნისტების პერიოდი
რომ ყოფილიყო, არც ერთი წუთით არ დაიტოვებდნენ),
რომ მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, ისეთი, უცხო ენებიც
რომ ეცოდინებოდა და «რკინის ფარდის» მეორე მხარეს
მუშაობის გამოცდილებაც ექნებოდა. პირიქით, საგარეო
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უფულობიდან
უეცრად გაჩენილ კომერციულ ფირმებსა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში
გარბოდნენ. ცხადია, იმ კომპანიებში მიშა არ აიყვანეს,
არადა გერმანელები პირველები იყვნენ, ვინც რუსულ
ბაზარზე შემოიჭრნენ, და ამდენად გერმანული ენიდან
მთარგმნელები ნომერ პირველ ადამიანებად იქცნენ.

თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მიშას საქმე უკან-


უკან წავიდა და ბოლოს სამსახურიდანაც გაუშვეს. 1996
წლის ბოლოს, დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც ყინვა
მინუს ოცდაათ გრადუსს აღწევდა, კარზე ზარის ხმა გაისმა
– ლენა იყო, ღამის პერანგის ამარა. გარწმუნებთ, მოსკოვში
ასე არ დადიან. მით უმეტეს, ლენა – ყოველთვის მოვლილი,
გაწონასწორებული, კარგად აღზრდილი, ინტელიგენტი
ქალბატონი. ლენას ვიღაც უსახლკაროსავით ცალი ფეხი
შიშველი ჰქონდა, მეორეზე ნახევრად გახსნილი ჩექმა
ეცვა. ჩემი მეგობარი ისე ცახცახებდა, თითქოს ყინულზე
წაიქცა და ეს-ესაა ნახევრად გაყინული წყლიდან
ამოათრიეს. თითქოს რაღაცამ ძალიან შეაშინა და შოკის
მდგომარეობა ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა.
– მიშა... მიშა... – რობოტივით მხოლოდ ერთ სიტყვას
იმეორებდა და ხმამაღლა ქვითინებდა. საკუთარ თავს
აღარ ჰგავდა, არც ჩუმდებოდა და ვერც გარშემომყოფ
ადამიანებს ამჩნევდა.

უცნაურ ხმაზე ბავშვებსაც გაეღვიძათ, ნელ-ნელა თავიანთი


ოთახიდან გამოვიდნენ და წინ დაუდგნენ გამოუთქმელი
ტანჯვით შეპყრობილ ლენას, რომლის გაჭირვებაც
მათთვის გაუგებარი იყო. ბოლოს და ბოლოს, ლენა
გამოფხიზლდა, მხოლოდ ბავშვებმა იმოქმედეს მასზე,
დამამშვიდებლის მიღებაზე დაგვთანხმდა და მოყოლა
დაიწყო.

მიშა სამი ღამე შინ არ მისულა. ლენა დიდად არც ელოდა –


მიეჩვია მის ლოთობას, ამიტომ დასაძინებლად დაწვა,
დილით ადრე ინსტიტუტში უნდა წასულიყო. მაგრამ მალე
მიშა გამოჩნდა – ეს მოულოდნელი იყო, როცა სვამდა,
მხოლოდ დილით ბრუნდებოდა უკან. ამჯერად პირდაპირ
საძინებელში შევიდა, ზამთრის ქურქითა და ჭუჭყიანი
ჩექმებით, დაუბანელი და საძაგელი სუნით აყროლებული,
და საწოლში მწოლიარე ლენას თავზე დაადგა, სიბნელეში
დაჰყურებდა, შუქს არ ანთებდა. როგორც ჩანდა, მიშა ისე
დამთვრალიყო, ჭკუა საერთოდ არ მოეკითხებოდა. მისი
შავი თვალები არაბუნებრივად ანათებდა და ტუჩებზეც
ვერცხლისფერი ედო. ერთ დროს ლამაზი სახე
დამანჭვოდა. ლენა პლედში უფრო მაგრად გაეხვა და
გაისუსა. დამწყებ ლოთთან ცხოვრების გამოცდილება უკვე
მიღებული ჰქონდა და იცოდა, რომ რამის თქმას აზრი არ
ჰქონდა. სულერთი იყო – მაინც უსმენო ადამიანს
ესაუბრებოდი. უბრალოდ უნდა დალოდებოდი, როდის
დაიძინებდა – ეს იყო მთელი რეცეპტი.

მაგრამ მიშა საწოლისკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა:


– საკმარისია... შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე... რომ
გავლოთდი... უნდა მოგკლა.

მიშას ხმაში ლენამ ისეთი სიმტკიცე იგრძნო, მიხვდა, რომ


უიმედო მდგომარეობაში იყო. საწოლიდან წამოხტა და
გაქცევას შეეცადა. თავიდან მიშამ აივანზე მიიმწყვდია და
ლენამ ისიც კი იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა.
მაგრამ მთვრალი ადამიანი მოუქნელია და მოახერხა
ხელიდან დასხლტომოდა, კარამდე მიაღწია, თოვლში
გარეთ გამოვარდა და გეზი ჩემი სახლისკენ აიღო,
რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო.

შემდეგ იყო განქორწინება და ორივე, მიშაც და ლენაც,


ცალ-ცალკე მოდიოდა და ჩემს სამზარეულოში ტირილით
ჰყვებოდა, როგორ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთად
ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.

იმ დღის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვნახულობდი მიშას,


თუმცა სულ უფრო იშვიათად. ზოგჯერ შემოირბენდა ხოლმე
ჩემთან, ცხადია, ძირითადად, ფულის სათხოვნელად,
რადგან ისევ სვამდა და ფული სჭირდებოდა.
სამსახურიდან გააგდეს და თავი მხოლოდ შემთხვევითი
შეკვეთებით (თარგმანებით) გაჰქონდა.
თავისი იშვიათი ვიზიტების დროს, როდესაც ფხიზელი იყო,
მიშა მარწმუნებდა, რომ სმისთვის თავის დანებებასა და
ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობდა – რომ
მართლმადიდებლობამ გაიტაცა, რელიგიურ წიგნებს
კითხულობდა, მოინათლა, მოძღვარი აიყვანა, წირვა-
ლოცვებზე დადიოდა, ეზიარებოდა, მშვიდდებოდა ამით და
საერთოდაც ძალიან სერიოზულად უყურებდა ამ
ყველაფერს – სჯეროდა, რომ გადარჩენა შესაძლებელია.
გარეგნულად კი, მიშა გადარჩენის გზაზე მდგარ ადამიანს
საერთოდ არ ჰგავდა. ცუდად გამოიყურებოდა, თმა
ცხიმიანი და დაუვარცხნელი ჰქონდა. ასეთებზე ჩვენთან
ამბობენ: «უქალოდ ცხოვრობსო». გაცრეცილი შავი პალტო
ეცვა, აშკარა იყო, რომ მეორადი, ძალიან მოკლე ჰქონდა.
როცა ვეკითხებოდი, სად ცხოვრობდა, ბუნდოვნად
მპასუხობდა, რომ მისი არავის ესმის და თუ რა რთულია
სადმე ცხოვრება, როდესაც შენი არავის ესმის.

ელცინის დროს ეს უჩვეულო მოვლენა არ ყოფილა, ქუჩაში


ძალიან ბევრი უსახლკარო დაძრწოდა, განათლებული,
პატივსაცემი მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური
დაკარგეს და რადგან ახალ რეალობაში საკუთარი ადგილი
ვერ იპოვეს, ლოთობას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ
საყოველთაო უკმაყოფილების, დაუსაქმებლობისა და
საბჭოთა პერიოდის ბევრი პროფესიონალის
გამოუსადეგობის ნიადაგზე, მართლმადიდებლობა
განსაკუთრებით მოდაში შემოვიდა და თითოეული
უიღბლო, რომელიც კარგავდა სამსახურს, ცოლს, ქმარს,
ეკლესიაში გარბოდა, თუმცა ისინი ჭეშმარიტი
მორწმუნეები ნამდვილად არ იყვნენ.

ერთ დღესაც მიშამ ფხიზელმა და ხალისიანმა შემომიარა


და მითხრა, მიმელოცა. აღმოჩნდა, რომ წინა დღეს ვაჟი
შეეძინა. ჩვენ მისალოცად გარს შემოვეხვიეთ – ოცნება
აუხდა, ვიცოდით, როგორ ნატრობდა შვილს, მაგრამ
რატომღაც სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფ ადამიანს არ
ჰგავდა. ბავშვს ნიკიტა დაარქვეს. ლენას დროსაც, ხშირად
ოცნებობდა, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, აუცილებლად
ნიკიტას დაარქმევდა.
– და ნიკიტას დედა ვინაა? – ფრთხილად ვკითხე.

– ახალგაზრდა გოგონა.
– მასთან ცხოვრობ? დაქორწინებულები ხართ? თუ
აპირებთ?

– არა, მისი მშობლები ჩემი წინააღმდეგი არიან.

– მაშინ იქირავე ბინა და იქ იცხოვრეთ შვილთან ერთად, ეს


ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.

– ფული არ მაქვს.

– მუშაობა დაიწყე.

– არც მინდა და არც შემიძლია. ფულს მაინც ვერ ვიშოვი.


ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა.
და ჩემი ცდა ამ თემაზე საუბარი გამეგრძელებინა,
უშედეგოდ დასრულდა.

წელიწადზე მეტი გავიდა. ელცინი მმართველობას


ჩამოშორდა და მემკვიდრედ პუტინი დატოვა. დაიწყო
ჩეჩნეთის მეორე ომი, პუტინს გამუდმებით აჩვენებდნენ
ტელევიზორში – ხან სამხედრო თვითმფრინავს მართავდა,
ხან ჩეჩნეთში ბრძანებებს გასცემდა. პრეზიდენტის
არჩევნებიც მოახლოვდა. გვიან საღამოს ლენამ დარეკა.

– იცი, რა მოხდა? – ზუსტად ისეთი ჩახლეჩილი ხმით


მითხრა, როგორიც მომღერლებს აქვთ ხოლმე კონცერტის
შემდეგ, – ახლახან დამირეკეს: მიშამ ის ქალი მოკლა,
ვისთან ერთადაც ცხოვრობდა. ქალს პირველი
ქორწინებიდან თოთხმეტი წლის ვაჟი დარჩა. იმ დროს
ბიჭიც სახლში იყო. მიშას დაულევია – ეს ქალი, ამბობენ,
მასზე უფროსი იყო, ძალიან ეცოდებოდა და მასთან ერთად
სვამდა ხოლმე, რომ მიშას თავი მარტოსულად არ ეგრძნო.
ასე დალიეს გუშინაც. მიშამ დანა აიღო და უთხრა ის, რაც
ლენას უკვე მოსმენილი ჰქონდა: «უნდა მოგკლა».
ლენა ატირდა.
– ხომ შეიძლებოდა, ეს მე ვყოფილიყავი? გახსოვს? ყველა
მარწმუნებდით, არ გავშორებოდი, ამბობდით:
გამოჯანმრთელდება, უბრალოდ მკურნალობა სჭირდებაო.
ის კი მომკლავდა.

სასამართლო მიშას მიმართ შემწყნარებელი აღმოჩნდა.


განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთელი მისი ისტორია
მოისმინეს, მისი საყვარელი დედის მოულოდნელი
გარდაცვალებიდან მოყოლებული, როდესაც მიშა ჯერ
კიდევ მოზარდობის ასაკში იყო. ოთხწელიწად-ნახევარი
მიუსაჯეს – ძალიან ცოტა მკვლელობისთვის. ამასთან
ფსიქიკურად აბსოლუტურად სრულფასოვნად მიიჩნიეს,
მიუხედავად ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული
პრობლემებისა.
მიშა მორდოვიაში, მიუვალ ტყეში, შრომა-გასწორების
ბანაკში გააგზავნეს. ექვსი თვის შემდეგ ლენასთან, მის
მოსკოვის სახლში, სადაც უკვე ახალ ქმართან ერთად
ცხოვრობდა და, ბოლოს და ბოლოს, ვაჟიც შეეძინა, იმ
კოლონიის მეთაური მივიდა, სადაც მიშა სასჯელს იხდიდა.
მეთაური, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ჭკვიანი, მაგრამ
როგორც ჩანს, კეთილშობილი ადამიანი იყო. ლენას
მონახულების გადაწყვეტილება თავად მიეღო – როგორც
გაირკვა, მიშას მისთვის ეს არ უთხოვია. რადგანაც
სამსახურებრივი მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა,
თავი მოვალედ ჩაუთვლია, მიუხედავად იმისა, რომ
ყოფილი ცოლი იყო, მოეძებნა ლენა და მოეყოლა, რომ
«მისი მიხაილი» (მეთაური ასე უწოდებდა მას, ლენას
ახალი ქმრის გაღიზიანების მიუხედავად) საუკეთესო
პატიმარია მათ შორის, თუკი ვინმე ოდესმე უნახავს. მიშა
ყველაზე წიგნიერი და შრომისმოყვარეა კოლონიაში.
მეთაურს, რომელშიც პედაგოგიური ნიჭი იგრძნობოდა,
მიშასთვის პატიმართა ბიბლიოთეკის მიხედვა
დაევალებინა და მიშამაც იქ სრული წესრიგი დაამყარა.
თავადაც ბევრს კითხულობს და პატიმრებთან ნამდვილი
ფსიქოლოგივით მუშაობს, საკუთარი ხელით ააშენა ხის
ეკლესია კოლონიას შემოვლებული მავთულების მიღმა და
ბერობას აპირებსო. მონასტრებისთვისაც მიეწერა,
დახმარებოდნენ, არჩეულ გზას დასდგომოდა. მეთაურის
თქმით, იგი მხარს უჭერდა მიშას ლტოლვას მონასტრისკენ,
რადგან მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ სასიკეთოდ
წაადგებოდა იმ მკვლელების, მოძალადეებისა და
რეციდივისტების კონტინგენტს, რომელიც ბანაკში
ცხოვრობდა. მოსკოვიდან, მიშას თხოვნით, მორდოვიის
კოლონიაში მოსკოვის საპატრიარქოს მაღაზიაში
შეძენილი სპეციალური საეკლესიო ნივთებიც უნდა
ჩაეტანა.

ციხის ზედამხედველმა საუბარი იმით დაასრულა, რომ


სამაგალითო ყოფაქცევის გამო აუცილებლად
უშუამდგომლებდა მიშას ვადამდელ გათავისუფლებას
თავისუფლების აღკვეთის ზონიდან.

– ლენა, არ გიხარიათ? – ჰკითხა მიშას ყოფილ ცოლს,


როდესაც შენიშნა, რომ ქალის თვალები ცრემლებით
ჰქონდა სავსე.

– მეშინია, – უპასუხა ლენამ.

– ნუ გეშინიათ, – მიუგო ზედამხედველმა, – ის უკვე სხვა


ადამიანია – მშვიდი. აღარ სვამს და აღარავის მოკლავს, მე
ასე მგონია.

მეთაურმა თმა შეისწორა, ჩაი დალია და ხელები


ერთმანეთს ისე გაუსვა, თითქოს უნდოდა, ხელის გულებით
ცეცხლი გაეჩინა და დაამატა:

– სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გული მწყდება, რომ


მალე დაგვტოვებს. საუკეთესოა... ჩემი საუკეთესო კადრი.

იმ დღიდან მზადება დავიწყეთ, რომ მიშა დღე-დღეზე


მოსკოვში გამოჩნდებოდა. მაგრამ მხოლოდ 2001 წელს
გამოჩნდა. ნასამართლეობა მოუხსნეს და გაათავისუფლეს.
რამდენიმე კვირა ქალაქში დაძრწოდა – კვლავაც
უსახლკარო, რომელიც არავის სჭირდებოდა, გერმანული
ენა დავიწყებოდა და არაფრით შეეძლო იმ ცხოვრებასთან
ადაპტირება, რომელიც ჩვენში დამდგარიყო.

უკვე დიდი ხანია ვიცოდი, რომ მოსკოვში იყო, მაგრამ


სრულიად შემთხვევით შევხვდით ტვერსკის ბულვარში.
პირდაპირ შევეჩეხეთ ერთმანეთს და ძლივს ამოვიცანით
ჩვენთვის ერთ დროს ნაცნობი სახეები. სკამზე
ჩამოვსხედით და დაახლოებით სამი საათი ვისაუბრეთ.
ჩემი შვილები არ მოუკითხავს, არც მე მიკითხავს მისი
ნიკიტა. მიშას უბრალოდ თანამოსაუბრე სჭირდებოდა –
«ყურები», რომლებიც მოუსმენდნენ. გამუდმებით
ბერმონაზვნობასა და მონასტრის სწორ გზაზე საუბრობდა –
ვცდილობდი, ამომეცნო, ვინ იყო ჩემ წინ. ძველი დროიდან
– ახალგაზრდობიდან მასში აღარაფერი დარჩენილიყო.
ჭაღარა, დაბერებული და გასუქებული იყო. ნიჭი, რომელიც
ადრე აშკარად იგრძნობოდა მასში, აღარ შერჩენოდა –
მხოლოდ საკუთარ ბედზე განაწყენება. მეტყველებაში –
ციხის ბევრი ჟარგონი. მიშა რაღაც ბანალურ აბსურდს
ამტკიცებდა ცხოვრების საზრისზე, ზუსტად ისე, როგორც
ამას გაუნათლებელი ადამიანებისთვის განკუთვნილ
წიგნებში წერენ ხოლმე. და მივხვდი, როგორი
ბიბლიოთეკაც ჰქონდათ მორდოვიის ბანაკში.

– სამსახური დაიწყე?
– და სად? ყველგან ცოტას იხდიან და ბევრს ითხოვენ.

– ყველა ასე ვართ ახლა... უნდა მოთმინება ისწავლო... –


დავიწყე ახსნა, მაგრამ მიშამ გამაწყვეტინა.

– არ მინდა ისე ცხოვრება, როგორც ყველა ცხოვრობს.


– და მონასტრის საქმე როგორ მიდის?

– ჯერ არაფერი იქნება. იქაც რიგია და კარგი კონტაქტებია


საჭირო. ციხეში რომ ვიჯექი, ეს ხელს მიშლის.

– ალბათ ხვდები, რომ ეს ბუნებრივია... შენ ციხიდან


ახლახან გამოხვედი.

– არა, ვერ ვხვდები, – მიშა მაშინვე აგრესიული გახდა.


– და რის გაკეთებას აპირებ?

– იმ პატარა ეკლესიაში მივალ, – მიშამ ხელი გაიშვირა


მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი ტაძრისკენ, – დარაჯად
დავიწყებ მუშაობას. როგორც მითხრეს, მონასტერში
მოსახვედრად საჭიროა ამ პროფილით მუშაობის სტაჟი
გქონდეს.

და ორივემ გავიცინეთ. მხოლოდ საბჭოთა კავშირში


დაბადებულმა ადამიანმა, რომელმაც აქ თავის ცხოვრების
მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა, იცის, რომ ასეთი
საუბრები ამა თუ იმ «პროფილით სტაჟის» ქონის შესახებ,
ტიპური საბჭოთა სტილია სამსახურში თუ კარგ
ინსტიტუტში მიღების დროს, როცა ეს ნაცნობობის გარეშე
ხდება. მაგრამ ახლა ხომ ჩვენ მონასტერზე, რელიგიაზე,
რწმენაზე, კონფესიურ წესებზე ვსაუბრობდით... რომელსაც
საბჭოთა კავშირის ყოველდღიური ცხოვრების
რეალობისთვის თავი ვერ დაეღწია. სიცილს
ვაგრძელებდით.
– სასაცილოა, – თქვა მიშამ, – ამჟამინდელ ყოფაში
მართლმადიდებლური კანონები და საბჭოთა რეალობა
უეცრად გადაიკვეთა.

ან თირკმლის ან გულის პრობლემების გამო ჩამოწეული,


ავადმყოფური ქუთუთოებიდან უეცრად ძველებურმა მიშამ
შემომხედა – მხიარულმა, ცელქმა, გაბედულმა.

– რა თქმა უნდა, გადაიკვეთა. შენ უბრალოდ დიდი ხანია, აქ


არ ყოფილხარ. არ გეშინია, რომ ეკლესია, რისკენაც ასე
ისწრაფვი, იმავე კომკავშირის რაიკომად იქცა, რისგანაც
ადრე გარბოდი და ყველაფერი უბრალოდ ახლებური
ფერებითაა გადაღებილი, მონასტერში მოხვედრილს კი
შეიძლება დიდი იმედგაცრუებაც მოგელოდეს? და...

უცებ ენაზე ვიკბინე. სიტყვის სათანადო გაგრძელება


ვეღარ ვიპოვე.

– გინდოდა გეთქვა, რომ ისევ ვიღაცას მოვკლავ და


საკუთარ პრობლემებს მას დავაბრალებ?

– არა, მთლად ასე არა... – ენა დამება, თუმცაღა სწორედ


ამის თქმა მინდოდა – მე და მიშა, როგორც ჩანს, კვლავაც
არაჩვეულებრივად ვუგებდით ერთმანეთს.
– ამის თქმას აპირებდი, ნუღარ ეძებ სიტყვებს. ასე
გიპასუხებ: რა თქმა უნდა, მეშინია. მაგრამ წასასვლელი
არსად მაქვს. თუ დავრჩები, აუცილებლად ისევ ციხეში
მოვხვდები. ციხეში, დახურულ სივრცეში უკეთ ვგრძნობ
თავს. მონასტერიც ზონაა. უბრალოდ სხვა დარაჯები ჰყავთ.
მე დაცვის ქვეშ უნდა ვიცხოვრო, თორემ როდესაც
ვუყურებ, გარშემო როგორი ცხოვრებაა, საკუთარ თავს ვერ
ვუმკლავდები.

– და როგორი ცხოვრებაა?
– ცინიკური. ცინიზმს ვერ ვიტან, ამიტომაც ვსვამდი.

– და ის ქალი რატომ მოკალი, ცინიკური იყო?

– არა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. მაგრამ არ მახსოვს


სიმთვრალეში როგორ მოვკალი.

– მოკლედ ამ ცხოვრებაში არაფრით არ დარჩები?


– არავითარ შემთხვევაში. ვერ გავუძლებ.

მეტად ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. მაგრამ ვიცი,


რომ მონასტერში წასვლა მიშამ ვერ მოასწრო. გაფორმება
ძალიან ხანგრძლივად იწელებოდა. მართლმადიდებლური
ბიუროკრატია ზუსტად სახელმწიფო ბიუროკრატიის
მსგავსი გვაქვს – გულგრილობა ყველაფრის მიმართ, რაც
მათ პირად ინტერესებში არ არის. მიშა დიდხანს დადიოდა
საპატრიარქოში, რაღაც ცნობები დაჰქონდა, ეკლესიის
დარაჯად მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. ნელ-ნელა ისევ
დაიწყო დალევა. ლენასთან რამდენჯერმე მივიდა, ისევ
ფული სთხოვა. ერთხელ მისცა ლენამ ასი რუბლი, მეორედ
უკვე უარი უთხრა და სწორადაც მოიქცა. იმიტომ არ
მუშაობდნენ ის და მისი ქმარი, რომ, როცა მიშას
მოუნდებოდა, მაშინ დაელია. ცხადია, სწორად მოიქცა.

მიშა კი წავიდა და მეტროში მატარებელს ჩაუვარდა, რის


შესახებაც დიდი ხნის შემდეგ, სრულიად შემთხვევით
შევიტყვეთ. ვეცადეთ, რამე გამოგვერკვია მის შესახებ და
აღმოჩნდა, რომ მიშა (სავარაუდოდ მისი ფერფლი) – ჩვენი
ქვეყნის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც კი
ვიცნობდი – შემდეგი სტატუსით დაასაფლავეს: უსახლკარო
და «არამოთხოვნადი» (არც ერთ ნათესავს არ მიუმართავს).
ასეთებს ჩვენთან კრემაციას უკეთებენ. საფლავი უცნობია.
რინატი

...შეიძლება რქებით შეუტიო, შეიძლება შემოვლითი გზით.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური
სადაზვერვო პოლკის შემადგენლობა – ყველაზე ელიტური
მის ქვედანაყოფში – ცხადია, ჩემნაირი სამოქალაქო
პირების სასეირნო ადგილი არ არის. მაგრამ ზოგჯერ ეს
აუცილებელია. იქ რინატმა მიმიყვანა, ამ პოლკის ერთ-
ერთმა ოფიცერმა მაიორის წოდებით. რინატის
წარმომავლობა უცნობია, ორივე მშობლით ობოლი,
უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა. აღმოსავლური იერი
აქვს, წვრილი თვალები, საუბრობს რამდენიმე იშვიათ, შუა
აზიურ ენაზე. ოფიცრის სამხედრო სპეციალობა – მზვერავი.
ამ სამსახურის გამო ბევრი ორდენი და მედალი აქვს
მიღებული. რინატმა ავღანეთის ომი გამოიარა, შემდეგ კი
წლების განმავლობაში არალეგალურად მთებსა და
ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე იმყოფებოდა ტაჯიკურ
დაჯგუფებებში და ქურდებსა და ნარკომოვაჭრეებს
აკავებდა. ასევე არალეგალურად, რუსეთის
ხელისუფლების სახელით, ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკების რამდენიმე იმჟამინდელ პრეზიდენტს
ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა. ბუნებრივია,
ჩეჩნეთშიც ხშირად იმყოფებოდა. ჩეჩნეთის პირველ ომშიც
და მეორეშიც. მთელი მისი გულმკერდი მედლებითაა
დაფარული.

მე და რინატი საიდუმლო საპოლკო ღობეში ხვრელს


ვეძებთ. უნდა მაჩვენოს, მიუხედავად ორდენებისა,
ოფიცერთა ყაზარმაში როგორ ღარიბულად ცხოვრობს.
ასევე სურს, მაჩვენოს ის სახლიც სამხედრო ქალაქში,
სადაც გადასვლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ცნობილ
და კარგად გაწვრთნილ პოლკში შესაღწევი ხვრელი
ადვილად ვიპოვეთ. ძალიან შთამბეჭდავი ხვრელი იყო,
სადაც არა თუ ჩვენ ორნი, მთელი ტანკიც კი გაეტეოდა.

ხუთი წუთი ვიარეთ და მზვერავების ქალაქიც გამოჩნდა.


დილაა. ირგვლივ ოფიცრების შუბლშეკრული სახეები
გვხვდება. დღეს სამსახურიდან თავისუფლები არიან. არც
ამინდია დიდად სასიამოვნო, ჩვენს ფეხებთან ადღვებილი
თიხაა – კი არ მივდივართ, მივცურავთ და თან ფეხებზე
ვიხედებით, რომ არ წავიქცეთ.

უცებ თავს ვწევ და საოცრება! ჩემ თვალწინ უღიმღამო


ხუთსართულიან სახლებს შორის მირაჟივით ჩნდება
ლამაზი მოსალათისფრო-მორუხო ფერის ახალი
მრავალსართულიანი სახლი.

– ყველაფერი ამით დაიწყო, – ამბობს რინატი, – ცხადია აქ


ბინა მინდოდა. რამდენ ხანს უნდა ვიწანწალო. ჩემი ვაჟი
უკვე იზრდება, მე კი ჯერ კიდევ საომრად დავდივარ.

მაიორი შუა წინადადებაზე ჩერდება და რაღაც უცნაურ


მანევრს აკეთებს, რაც ჩემთვის ამოუცნობია. უეცრად სახეს
მალავს, თითქოს გვესვრიან და თავის შესაფარებლად
სანგარი უნდა მოვძებნოთ. რინატი ჩურჩულებს, რომ
უმჯობესია, ისეთი გამომეტყველება მივიღოთ, თითქოს
ნაცნობები არ ვართ და ეს-ესაა შევხვდით ერთმანეთს,
ასევე მთხოვს, წინ არ ვიყურო, ხელები არ ვაქნიო და
ყურადღება არ მივიპყრო.

– და რა მოხდა? – ვეკითხები.
– მისი გაბრაზება არ შეიძლება... – ასევე ჩუმად მპასუხობს
რინატი და თავის მანევრს აგრძელებს. ჩვენ, როგორც
ნამდვილი მზვერავები, სწრაფად, მარჯვედ, უხმაუროდ,
უცაბედი მოქმედებებით გარშემომყოფთა ყურადღება რომ
არ მივიპყროთ, მოძრაობის კურსს ვიცვლით.
– ვინ არ უნდა გავაბრაზოთ? – ჩავეკითხები რინატს,
როდესაც თავს აწევს და შვებით ამოისუნთქავს ნიშნად
იმისა, რომ საფრთხე შემცირდა.

– ჩვენი პოლკის მეთაურის მოადგილე – პეტროვი.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ სწორედ იმიტომ ვმანევრირებდით,


რომ პეტროვმა, თავად მისმა პერსონამ ჩაგვიარა გვერდზე.
მისი ავტომობილი ლამაზი სახლის წინ გაჩერდა – პეტროვი
სწორედ იქ ცხოვრობს. და რინატმა მხოლოდ მას შემდეგ
ამოისუნთქა, რაც პეტროვი სადარბაზოში მიიმალა.
სამხედრო ქალაქში სეირნობა გავაგრძელეთ – იქით-აქეთ,
წინ და უკან. არ ვცდილობდით, მაგრამ ისე გამოდიოდა,
რომ ლამაზი სახლის გარშემო ვტრიალებდით. რინატი
სევდიანად და შურით შეჰყურებდა.
სიმართლე გითხრათ, დაბნეული ვარ. რინატის სამხედრო
ბიოგრაფია ასე თუ ისე ვიცი, მისი უშიშრობისა და
ვაჟკაცობის შესახებაც მსმენია, გაოცებული ვარ:
სინამდვილეში რისი ეშინია ყველაზე მეტად? მას, დიდი
სტაჟის მქონე მზვერავს, ომებისა და ორთაბრძოლების
მონაწილეს? სიკვდილის?

– არა, სიკვდილს შეგუებული ვარ. არ ვტრაბახობ.

– ტყვედ ჩავარდნის?
– რა თქმა უნდა, მეშინია, იმიტომ რომ ვიცი, მაწამებენ.
საკუთარი თვალით მინახავს, რომ ასე ხდება. მაგრამ ისე
ძლიერად არც ტყვეობის მეშინია.

– აბა, რისი?
– ალბათ მშვიდობის. მშვიდობიანი ცხოვრების. მისი
არაფერი გამეგება და ამისთვის მზად არ ვარ.
რინატი 37 წლისაა. ცხოვრებაში რაც უკეთებია, მხოლოდ
ისაა, რომ ომიდან ომში დარბოდა. მთელ სხეულზე იარების
კვალი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
აქვს. ასევე ნერვული სისტემის აშლილობა, სახსრების
აუტანელი ტკივილები აწუხებს, თავის არეში რამდენჯერმე
მიყენებული ჭრილობის შემდეგ კი – ტვინის ცერებრალური
სპაზმები.

მაიორმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, მთელი ამ


ომებისთვის თავი დაენებებინა და ნორმალური ცხოვრება
დაეწყო. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ ასეთი
ცხოვრების არაფერი გაეგება. მაგალითად, ვინ მისცემს
სახლს? მას ხომ ეკუთვნის ბინა იმ ყველაფრისთვის, რაც
გადაიტანა სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად? ან
იქნებ ფული?

როდესაც მან პეტროვს, პოლკის მეთაურის მოადგილეს, ეს


შეკითხვები დაუსვა, გაირკვა, რომ არაფერიც არ ეკუთვნის.
რინატმა კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: სანამ საკუთარი
ხელისუფლების განსაკუთრებული დავალებების
შესასრულებლად მთებში, სხვა ქვეყნებსა და
კონტინენტებზე დარბოდა, სახელმწიფოსთვის საჭირო
პირი იყო და ამისთვის ორდენებსა და მედლებს
აძლევდნენ. მაგრამ როგორც კი მაიორს ჯანმრთელობის
მდგომარეობა შეერყა და ამიტომაც გადაწყვიტა, თავისი
ცხოვრებისთვის მიეხედა, აღმოჩნდა, რომ მისთვის აქ
არანაირი ადგილი არ მოუმზადებიათ და სამხედრო
ხელმძღვანელობა რინატს უბრალოდ ქუჩაში აგდებდა.
ოფიცერთა ყაზარმაში იმ უვარგისი ადგილიდანაც კი,
სადაც ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს.
რინატს ვაჟი ჰყავს – ედიკი. მარტოხელა მამაა, ბავშვის
დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და დიდი ხნის
განმავლობაში ედიკი ოფიცერთა ყაზარმაში სრულიად
მარტო ცხოვრობდა, სწორედ მამამისის იმ პატარა ოთახში
ელოდა მის დაბრუნებას, საიდანაც ახლა ყრიდნენ – თავის
მრავალრიცხოვან ომებთან და საპასუხისმგებლო
დავალებებთან ერთად.
– ვიცი, როგორ მოვკლა მტერი ისე, რომ ხმის ამოღებაც ვერ
მოასწროს, – მიხსნის რინატი. – ვიცი მთაზე უხმაუროდ და
სწრაფად ასვლა და ამ მთაზე დამალული ადამიანების
განიარაღება. არაჩვეულებრივი ალპინისტი ვარ.
«ვკითხულობ» მთებს, ტოტებითა და ბუჩქებით ვხვდები, იქ
ვინაა და სად ჩასაფრებულა. ვგრძნობ მთებს და ამბობენ,
ეს ბუნების საჩუქარია. მაგრამ არ შემიძლია, მოვიპოვო
სახლი. სამოქალაქო ცხოვრებაში საერთოდ არაფრის
მიღწევა არ შემიძლია.

ჩემ წინაშეა უმწეო, ხელისუფლების მიერ მომზადებული


პროფესიონალი მკვლელი. ჩვენთან ასეთები დღეს
მრავლად არიან. ხელისუფლება აგზავნის ოფიცრებს
რომელიღაც ომში, ეს ადამიანები წლების მანძილზე ომის
პირობებში ცხოვრობენ, შემდეგ ბრუნდებიან და ვერ
ხვდებიან, როგორია მშვიდობიანი ცხოვრება, როგორი
წესები და კანონებია, ლოთდებიან და მიდიან რაღაც
ბანდებში, დაქირავებული ქილერები ხდებიან, ახალი
უფროსები მეტ ფულს უხდიან და არწმუნებენ, რომ
მხოლოდ იმ ხალხს ახოცინებენ, ვისი განადგურებაც
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
აუცილებელია.

და ხელისუფლება? არაფერი ანაღვლებს. მან ხომ პუტინის


პერიოდში, ფაქტობრივად, ხელი აიღო მეომრებსა და
ყოფილ სამხედროებზე ზრუნვაზე. და ისე ჩანს, თითქოს
დაინტერესებულია, რომ კრიმინალური ბანდების
შემადგენლობაში, რაც შეიძლება მეტი
მაღალპროფესიონალი ქილერი ირიცხებოდეს.

– და თქვენ, რინატ, თქვენც იმავეს აპირებთ?

– არა, არ მინდა, მაგრამ თუკი მე და ედიკი ქუჩაში


აღმოვჩნდებით... არ გამოვრიცხავ. მხოლოდ ის ვიცი, რაც
ვიცი.
მე და რინატი, ბოლოს და ბოლოს, ამოვბობღდით ჭუჭყიანი
ჭყაპიდან და უღიმღამო ქოხმახამდე მივაღწიეთ. ამას აქ
«სამსართულიანს» ეძახიან. სწორედ ეს არის ოფიცერთა
ყაზარმა. მესამე სართულზე ავდივართ, გახეხილი კარის
მიღმა ჭუჭყიანი ოთახია.

მაიორს ცხოვრებაში არ ჰქონია სახლი და საკუთარი კუთხე.


არასდროს. ჯერ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა ურალში,
ქვემო ტაგილში, შემდეგ სამხედრო სასწავლებლის
ყაზარმებში, სადაც პირდაპირ ბავშვთა სახლიდან მოხვდა.
უფრო მოგვიანებით – საგარნიზონო საერთო
საცხოვრებლებსა და საველე ბანაკების კარვებში. უკვე
თექვსმეტი წელია, ასეთ ცხოვრებას ეწევა. ბოლო
თერთმეტი წელი კი რინატი ერთი საომარი ზონიდან
მეორეში გადადიოდა. ასეთი ცხოვრების გამო, ქონება არ
დაუგროვებია.

– მე ბედნიერი ვიყავი. სამხედრო სამსახურიდან წასვლა


არ მინდოდა. მეგონა, ასე გაგრძელდებოდა სამუდამოდ, –
თქვა რინატმა.

რაც რინატმა წლების მანძილზე გამოიმუშავა, ერთ


პარაშუტის ჩანთაში ეტევა. მაიორი კარადას აღებს და ამ
ჩანთას მაჩვენებს.
– მოიკიდე ზურგზე და წადი შენი მორიგი მისიის
შესასრულებლად, – მოკლედ მიხსნის, როგორია მისი
ცხოვრებისეული ღირებულებები და საზრისი.

დივანზე ბიჭი ზის და ნაღვლიანად შემოგვყურებს. ეს


ედიკია. მაიორს ვაწყვეტინებ:

– მაგრამ თქვენ ხომ ცოლი გყავდათ. ესე იგი, გქონდათ


რაღაც კერა.

– არა, ვერ მოვასწარით.


როდესაც რინატი ტაჯიკეთში ომობდა და ეხმარებოდა
პრეზიდენტ რახმანოვს, ძალაუფლების სადავეები ხელში
აეღო, ყირგიზეთში ცოლი შეირთო. რინატი მას ერთ-ერთი
სამხედრო მივლინების დროს შეხვდა, ქალაქ ოშიში, სადაც
მისი მომავალი მეუღლე ცხოვრობდა და სადაც რინატი
ნაციონალურ ნიადაგზე დაწყებული ხოცვა-ჟლეტის გამო
ჩავიდა.

ისინი სწორედ ამ ხოცვა-ჟლეტის ფონზე დაქორწინდნენ


მგზნებარე, ვნებიანი სიყვარულით, რომელიც სისხლსა და
ტკივილში აღმოცენდა. რინატმა თავისი ახალგაზრდა
ცოლი მეთაურთან მიიყვანა და უთხარა: «მორჩა, ჩვენ
დავქორწინდით». მეთაურმა მხრები აიჩეჩა და სთხოვა,
ცოლი ოშიში დაეტოვებინა. საყვარელი ქალი
მზვერავისთვის – აქილევსის ქუსლია. მანაც დატოვა და
გაემგზავრა ტაჯიკეთის საზღვარზე, შეიარაღებულ
დაჯგუფებას რომ შეერთებოდა.
შემდეგ მეთაურმა ამბავი მოუტანა, რომ მისმა ცოლმა ვაჟი
გაუჩინა და ედიკი დაარქვა. უფრო მოგვიანებით კი, 1995
წლის ივნისში მისი ახალგაზრდა ცოლი, ადგილობრივი
კონსერვატორიის სტუდენტი, ტაჯიკეთში რინატის
საქმიანობით უკმაყოფილო პირებმა მოკლეს. რინატის
ცოლს ოცდაერთი წელი ცოტა ხნის წინ შესრულებოდა და
იმ დღეს მესამე კურსზე გადასასვლელი გამოცდის
ჩასაბარებლად მიდიოდა...

თავიდან ედიკი ყირგიზეთში ბებიასთან ცხოვრობდა.


ბავშვი ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ ოფიცერთა
საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისთვის გაეძლო.
რინატიც ძალიან იშვიათად ათენებდა ღამეებს
არაკომფორტულ ჭუჭყიან ოთახებში, რომელსაც
სახელმწიფო გამოუყოფდა ხოლმე, გამუდმებით
სპეცოპერაციებში მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის
მთებში დარბოდა, ორჯერ უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს,
ამიტომ რაღაც პერიოდს საავადმყოფოებშიც ატარებდა.

– და მიუხედავად ამისა, სხვა ცხოვრება არ მინდოდა, –


ამბობს რინატი. – მაგრამ ედიკი იზრდებოდა.
ბოლოს დადგა მომენტი, როდესაც გადაწყვიტა, შვილი
თავისთან წაეყვანა და მას შემდეგ ედიკი ბებიასთან
მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც რინატს ნახევარწლიანი
სამხედრო მივლინებები აქვს. ამდენი ხნით ბავშვს
მეზობლების იმედად ვერ დატოვებ.

...მის ოთახში ვსხედვართ. ცივა და მოუწესრიგებელი


გარემოა. ედიკი – ჩუმი ბავშვი ნათელი, ზრდასრული
ადამიანის თვალებით, რომელიც ყველაფერს ხედავს.
ლაპარაკობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მამა ოთახიდან
გადის და როდესაც რამეს ეკითხებიან – ერთი სიტყვით,
მზვერავის შვილი. ხვდება, რომ ახლა მამას მძიმე
პერიოდი აქვს და ამიტომაც აპირებს, მომდევნო სასწავლო
წელს ედიკი კადეტთა კორპუსში გააგზავნოს, მაგრამ ბიჭს
ეს აზრი სულაც არ მოსწონს.
– მე სახლში ცხოვრება მინდა, – ამბობს მშვიდად და
ძალიან მამაკაცურადაც. რამდენჯერმე იმეორებს, –
სახლში ცხოვრება მინდა, სახლში...

– და ეს შენი სახლია? აქ სახლში გრძნობ თავს?

ედიკი პატიოსანი ბიჭია. მან იცის: როდესაც სიმართლის


თქმა არ შეიძლება, ჯობია გაჩუმდე. ასეც მოიქცა.

როგორ შეიძლება სამხედრო ოფიცრების ამ


თხელკედლებიანი და სახაზინო ავეჯით გაწყობილი
ბუნაგისთვის, სადაც მთვრალი კონტრაქტორი
სამხედროების ყვირილი ისმოდა, სახლი გეწოდებინა?
მაგრამ ედიკმა იცის, რომ მამას აქედანაც აგდებენ, ამიტომ
დაე, ეს იყოს სახლი.
პოლკის ხელმძღვანელობასა და რინატს შორის
ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, როდესაც რინატმა
ბინა ითხოვა ახალ ლამაზ სახლში. როდესაც ამ თხოვნით
მასთან მიდიოდა, რინატი დარწმუნებული იყო თავის
სიმართლეში, ის ხომ უკვე რამდენი წელია, სახლის
მიღების მომლოდინეთა სიის სათავეშია.

– როდესაც სახლი ვთხოვე, პეტროვი აღშფოთდა: «შენ


პოლკისთვის ძალიან ცოტა გააკეთე», – ჰყვება რინატი.
წარმოიდგინეთ, სწორედ ეს ფრაზა წარმოთქვა. გავოცდი
და ვუპასუხე: «მე ვომობდი შეუსვენებლად. მთებში უამრავი
მფრინავი გადავარჩინე მაშინ, როცა მათ ვერავინ
პოულობდა. მე ვჭირდები სახელმწიფოს».
მართლაც იყო ასეთი ისტორია, რის გამოც მაიორს
უმაღლესი, რუსეთის გმირის, წოდება მიანიჭეს. 2001 წლის
ივნისში, ჩეჩნეთის მთებში, იტუმ-კალეს რაიონში,
სამხედრო გამანადგურებელი აფეთქდა. ეკიპაჟის
მოსაძებნად რამდენიმე სამძებრო-სამაშველო რაზმი
ჩავიდა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა.
ხელმძღვანელობას რინატი გაახსენდა, უპირველესად
მისი უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და შემდეგ ის,
რომ რინატი «გრძნობს მთებს», მათი «წაკითხვა» შეუძლია.
მაიორმა მართლაც მიაგნო დაღუპულ მფრინავებს ერთ
დღე-ღამეში. ერთი ცხედარი უკვე დაენაღმათ ბოევიკებს,
რინატმა განაღმა და მათ ოჯახებს ახლა დაღუპულთა
საფლავები მაინც აქვთ.

სამხედრო ოფიცრები ხშირად ამბობენ ასე: მეთაურები,


რომლებიც ომსა თუ მთებში თავს კარგავენ, სამოქალაქო
საქმეებში საუკეთესონი არიან. რინატმა ასევე პირდაპირ
უთხრა პეტროვს: «ვიცი, რა «გმირიც» იყავი ჩეჩნეთში,
შტაბებში რომ იმალებოდი. პეტროვმა კი ყველაზე
მტკივნეულ ადგილზე დაბიჯებით უპასუხა: «მორჩა შენი
ამბავი, მაიორო... შენი სიტყვების გამო, სამსახურიდან
სახლის გარეშე გაგაგდებ... შვილთან ერთად ქუჩაში
აღმოჩნდები».
და დანაპირების განხორციელებას შეუდგა.
თავდაპირველად მაიორი, ოფიცერი უნიკალური
საბრძოლო გამოცდილებით, დაამცირა იმით, რომ
აღლუმის მოედნის გამფორმებლად გადაიყვანა, შემდეგ კი
ლეგიონის კინოთეატრის მართვა დაავალა, სადაც
ჯარისკაცებისთვის კინოჩვენებები უნდა მოეწყოთ.

შემდეგ პეტროვმა რინატს უბრძანა, მოეხატა აფიშები


სააღლუმო მოედნისთვის (ბრწყინვალე მხატვარია), რისი
გაკეთებაც სამსახურებრივად პეტროვის ცოლს
ევალებოდა, მან კი უბრალოდ თავი დაანება მუშაობას და
პოლკის ყველა ოფიცერმა იცოდა, რომ რინატი პეტროვის
ცოლის ნაცვლად ირჯებოდა, ის კი ამ დროს თავის ახალ,
ლამაზ სახლში კოტრიალობდა.
იმ პერიოდში ედიკიც ავად გახდა, საავადმყოფოში
დააწვინეს და ექიმები სთხოვდნენ, რომ თავზე
დასდგომოდა. რინატი მუდმივად გათავისუფლებას
ითხოვდა, პეტროვი კი ისე, რომ ყურადღებას არ აქცევდა
ექიმების მიერ გაცემულ ოფიციალურ სამედიცინო ცნობას,
გაცდენებს უწერდა. შემდეგ ოფიცერთა სასამართლო
შეკრიბა, სადაც პროტოკოლით მანიპულირება მოახდინა
და გამოიყენა იმისთვის, რომ მაიორი სახლის მიღების
მომლოდინეთა სიიდან ამოეშალა, ახლა კი რინატის
ყოველგვარი სარგებლის გარეშე არმიიდან გაძევებას
შუამდგომლობს. მოკლედ, რინატი დიდ გასაჭირშია.

– რისთვის? – თავს ჩაქინდრავს მაიორი, რომელსაც


გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ომი არ არის და
აუცილებლად დაამარცხებენ.

ომები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს და რომელშიც


მონაწილეობს, გრძელდება ყველგან, სადაც ამ
ომებგამოვლილი ადამიანები იმყოფებიან. პირველ
ყოვლისა, ქვედანაყოფებში, სადაც ისინი სამხედრო
მივლინებებიდან ბრუნდებიან. საშტატო ოფიცრები აქ
სიკვდილამდე ებრძვიან «ბოევიკებს», საველე ოფიცრებს.
ურჩობისთვის, მიუხედავად დამსახურებებისა, მათ,
დამცირებულებსა და შეურაცხყოფილებს, ქუჩაში აგდებენ.
რინატი ერთადერთი არ არის. დღეს არმიაში ოფიცრები ორ
უთანასწორო ნაწილად იყოფიან. პირველი – საბრძოლო
მოქმედებების რეალური მონაწილეები, რომლებიც
საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთებზე დაცოცავენ,
თოვლსა თუ მიწაში არიან ჩამარხული ზოგჯერ რამდენიმე
დღის განმავლობაში. ბევრი მათგანი უამრავჯერაა
დაჭრილი. შესაბრალებლები არიან, რადგან უჭირთ,
შეეწყონ ჩვენს ყოველდღიურ, მათთვის კი უჩვეულო,
მშვიდობიან ცხოვრებას, სადაც ლავირებაა საჭირო და არა
პირდაპირ ხელში ავტომატის აღება. ვერ პოულობენ
საერთო ენას საშტაბო ოფიცრებთან, რომლებიც ასევე
ნამყოფი არიან ჩეჩნეთში, აჯანყდებიან ხოლმე, სვამენ.
შტაბის ოფიცრები კი ყველა შესაძლებლობას იყენებენ,
რომ საშინელებები ილაპარაკონ მათ შესახებ, როცა
საჭიროა, მეთაურთან გარბიან, რომ ის ზღაპრები მოუყვნენ,
რომელიც თავად შეთხზეს, ინტრიგები დახლართონ.
ურჩების ჯგუფს თვალის დახამხამებაში ყრიან. და
რისთვის, რა ჩაიდინეს? იმისთვის, რომ ისინი ისინი იყვნენ.
მხოლოდ იმიტომ რომ თავისი არსებობით სამხედრო
ოფიცრები ყოველდღიურად ახსენებენ მათ, ვინ ვინ არის
და რას წარმოადგენს.

და თვითონ? თვითონ სულ წინ მიდიან, ჩინებით კი,


მფრინავი მეტეორის სისწრაფით ადიან ზემოთ. საშტაბო
ოფიცრები მშვენივრად იწყობენ ცხოვრებას, იღებენ
ბინებს, აგარაკებს.

ბოლოს რინატი დანებდა. დატოვა ჯარი, რომელიც ძალიან


უყვარდა და ედიკთან ერთად, კაცმა არ იცის სად, წავიდა –
უსახლკარო, ღარიბი საბრძოლო ოფიცერი. მეშინია მის
გამო, იმიტომ რომ ვხვდები, სადაც შეიძლება წასულიყო.
მაგრამ მხოლოდ მის გამო კი არა, ყველა ჩვენგანის გამო
მეშინია.

4. როგორ მივითვისოთ ქონება ხელისუფლების


ხელშეწყობით

2003 წელი. თებერვალი. მოსკოვი. ყველასთვის


მოულოდნელად, პრეზიდენტმა პუტინმა შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილედ, ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის სამმართველოს უფროსად (გუბოპი), ბატონი
ნიკოლაი ოვჩინიკოვი, მოკრძალებული და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ნაკლებ შესამჩნევი სახელმწიფო დუმის
დეპუტატი დანიშნა, რომელიც სხდომებზე სიტყვით
არასდროს გამოდიოდა, არც ერთი საკანონმდებლო
განხილვისას არ ჩანდა, პოლიტიკურად ყოვლად პასიური
ადამიანი იყო. პუტინის ძველი თანამოძმეც კი არ ყოფილა
სანკტ-პეტერბურგიდან, რაც, ამჟამინდელი საკადრო
პოლიტიკის მიხედვით, თითქმის ნახევარი საქმეა ამა თუ
იმ პირის დასანიშნად. ოვჩინიკოვის დანიშვნასთან
დაკავშირებით პუტინის ბრძანების გამოსვლისთანავე,
ახლად დანიშნულმა დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადება,
რომ შეეცდება პრეზიდენტის ნდობის გამართლებას.
საკუთარ მისიას კი იმაში ხედავს, რომ «მინიმუმამდე
დაიყვანოს კორუფციის დონე» და «საზოგადოების ჯანსაღი
ნაწილი» მეტად აღარ იყოს დამოკიდებული «ამავე
საზოგადოების კრიმინალური ნაწილის ქმედებებზე».
არაჩვეულებრივი და კეთილშობილური მისიაა! მაგრამ
მინისტრის ახალ მოადგილეს რატომ დასცინეს ურალში ამ
სიტყვების გამო?
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ეს საკადრო არჩევანი
შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა.

ჯერ თანამდებობაზე ვიმსჯელოთ. რა ადგილი უკავია მას


რუს ჩინოვნიკთა იერარქიაში? და რატომ უნდა
გამოვიჩინოთ ყურადღება აღნიშნული დანიშვნის მიმართ?
ჯერ ერთი, რომ «გუბოპი» სულაც არ არის რიგითი
დაწესებულება. ეს სავარძელი ძალოვანებს შორის
უმნიშვნელოვანესია და პრინციპულიც. ჯერ ერთი, რომ
ორგანიზებული დანაშაული (მაფია) ამჟამად მთელი ჩვენი
ყოველდღიურობაა, რაც სასწაულებრივ კორუფციას
ემყარება. და, როგორც დღეს ჩვენში ამბობენ, ის, რაც
დაუშვებელია ფულის გარეშე, ფულით – აუცილებლობასაც
კი წარმოადგენს.
მეორე კი იმიტომ, რომ ამ სამსახურის მნიშვნელობა
«ისტორიულ» ფაქტორს ემყარება. საქმე ისაა, რომ
რუსეთის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკ-ძალოვანმა, ერთ-
ერთმა ყველაზე უდრეკმა ადამიანმა – აუღებელმა
ციხესიმაგრემ (როგორც ელცინის, ისე პუტინის დროს),
ვლადიმირ რუშაილომ, ყოფილმა შინაგან საქმეთა
მინისტრმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს
ხელმძღვანელმა, თავისი კარიერა ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელობით
დაიწყო და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის
შემდეგაც აგრძელებდა პროფესიული ინტერესის ხაზს –
ყოველმხრივ აძლიერებდა ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის სამსახურს. ეს კი შემდეგს ნიშნავს: სხვა
სამმართველოებთან შედარებით, მნიშვნელოვნად
ზრდიდა მათ შტატებს, თანამშრომლებს უზარმაზარ
ძალოვან უფლებამოსილებას აძლევდა
(არასანქცირებული ძალოვანი ოპერაციების ჩატარების),
რითაც გამოირჩეოდნენ სხვა მილიციური
სტრუქტურებისგან და, რა თქმა უნდა, აქტიურად
აწინაურებდა «თავისებს» – კოლეგებს მაფიასთან
მებრძოლთა იერარქიიდან – უმაღლეს სახელმწიფო
თანამდებობებზე. შედეგად, ამჟამად რუშაილოელები
ძალოვანი უწყებების ცენტრალურ აპარატებში
მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი და
მათ კონკურენციას მხოლოდ «პეტერბურგელები» (ასე
იწოდებიან ის ადამიანები, რომლებიც პუტინთან ერთად
მსახურობდნენ სანკტ-პეტერბურგში და მის კვალდაკვალ
გადმოსახლდნენ მოსკოვში, სხვადასხვა უწყებების
ცენტრალურ აპარატებში დაიკავეს ადგილები) და
«ჩეკისტები» უწევენ – პუტინის მშობლიური «კაგებეს»,
ამჟამინდელი «ეფესბეს» ნაწარმი.
ახლა კი ცოტა რამ ნიკოლაი ოვჩინიკოვის პიროვნებაზე.
გარეგნულად დანიშვნის დროს თითქოს ყველაფერი
წესისამებრ, კანონის დაცვით ჩატარდა. ოვჩინიკოვმა
თანამდებობა დამსახურებებისთვის მიიღო. პირად
საქმეში დაფიქსირებული ოფიციალური ცნობების
მიხედვით, იგი დუმაში მოხვედრამდე საკადრო
მილიციონერი იყო რაიონულ სამართალდამცველ
სტრუქტურებში ოცდაათწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
დეპუტატად ეკატერინბურგის მილიციის უფროსობიდან
წავიდა. არც ეკატერინბურგია რიგითი და უმნიშვნელო
ქალაქი რუსეთში – ის «ურალის დედაქალაქი», ურალის
უზარმაზარი სამრეწველო რეგიონის, სვერდლოვსკის
ოლქის ცენტრია. ელცინის წლებში, როდესაც რუსეთის
პირველმა პრეზიდენტმა რუსეთის რეგიონებს მოუწოდა
«მიეღოთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც უნდოდათ»,
სრულიად სერიოზულად მუსირებდა იდეა და გეგმა,
შექმნილიყო ურალის რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი
ეკატერინბურგი იქნებოდა. ამგვარად აქ პოლიციის
უფროსობა ნიშნავს, რომ მთელ რუსეთში ცნობილი
ადამიანი ხარ, რადგან ურალი, უმდიდრესი საბადოებით,
მეტალურგიული კომბინატებით ისეთი ბუნებრივი და
სამრეწველო პოტენციალის მატარებელია, ნებისმიერი
ქვეყნის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას რომ იკისრებდა.
გარდა ამისა, ეკატერინბურგში ტრადიციულად
დაბუდებულია ჯერ საბჭოთა კავშირის, ახლა კი უკვე
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მაფია, ე. წ.
ურალმაშის დანაშაულებრივი დაჯგუფება, რაც ნიშნავს,
რომ ქალაქის მთავარი მილიციონერი, უნდა მას ეს თუ არა,
ურალმაშის ბანდიტებს ებრძვის.
მოკლედ, ახლად დანიშნულის შესახებ გამოქვეყნებული
ოფიციალური ინფორმაციის მიღმა ბევრი რამ
გაურკვეველი დარჩა და შესაძლოა, ყველაზე მთავარიც კი.
ასე, მაგალითად, ეკატერინბურგში ოვჩინიკოვი მილიციის
როგორი უფროსი იყო? რით იყო იქ დაკავებული? რომელ
მაფიას ებრძოდა? რომელს ემეგობრებოდა? რა
გმირობებით გამოიჩინა თავი? რომელ ურალელ ფიგურებს
უჭერდა მხარს? რომელ მოვლენებში მონაწილეობდა? და
შედეგად კი, როგორი იყო ეკატერინბურგი ოვჩინიკოვის
დროს და რად იქცა ახლა?

ცხადია, არ მაქვს სურვილი, მოგიყვეთ ურალელი


მილიციონერის, ოვჩინიკოვის პირადი ისტორია, რომელიც
დედაქალაქის უმსხვილეს ჩინოვნიკად იქცა. მე
მაინტერესებს რუსული ცხოვრების ერთ-ერთი ფენომენი,
რომელიც კორუფციად იწოდება. რას ნიშნავს ეს? რა
მექანიზმით აყალიბებენ? რას ნიშნავს არა ელცინის,
არამედ პუტინის ახალი სამამულო მაფია? ამჟამინდელი
პრეზიდენტის მმართველობის ხანაში როგორ აღწევს ის
უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებამდე? რა ინტერესი
აქვს პუტინს, როდესაც ხელს უწყობს ამის გაღვივებას?
მაფიის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად ოვჩინიკოვის
დანიშვნის მაგალითზე შეგვიძლია ვაჩვენოთ, რას
წარმოადგენს პუტინისა და მისი ადმინისტრაციის
საკადრო პოლიტიკა.
ეს ამბავი მაფიაზე, ოვჩინიკოვსა და პუტინზე მოკლე არ
იქნება. მოგვიწევს ყველაფერს შორიდან მოვუაროთ.
ფედულევი
ამ ისტორიამ მაშინ მთელ ქვეყანაში იქუხა: 2001 წლის 13
სექტემბერი იდგა, ჩეჩნეთში უკვე გაჩაღებულიყო ომი,
პუტინი კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, რადგან სხვა
პრეტენდენტებისგან განსხვავებით, ის ჩეჩნეთის მეორე
ომის დაწყებას დათანხმდა. ეკატერინბურგში ერთ-ერთი
უმსხვილესი საინჟინრო საწარმო, «ურალხიმაშის»
კორპორაცია, რომლის ნაწარმი მთელი რუსეთის ქიმიურ
ინდუსტრიაში გამოიყენებოდა, მაფიამ ჩაიგდო ხელში.

ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული მოქალაქეები


განსაკუთრებული დანიშნულების პოლიციური რაზმის
(ომონის) მხარდაჭერით ქარხანაში შეიჭრნენ, იქ დიდი
არეულობა გამოიწვიეს და დირექტორ სერგეი გლატოვის
ნაცვლად «საკუთარი დირექტორის» დასმას შეეცადნენ.

ურალის ტელევიზიები აჩვენებდნენ, როგორ ზეიმობდნენ


კომუნისტები გამარჯვებას და ყვიროდნენ:
– ურა! ძალაუფლება ხალხის ხელშია! ძირს კაპიტალიზმი!

მომხდარს იმავე ლოზუნგებით უპასუხეს ადგილობრივი


პროფკავშირების ხელმძღვანელებმა. «ურალხიმაშის»
ხელში ჩაგდება «მუშათა რევოლუციად» გამოაცხადეს,
მხარი დაუჭირეს და პირობა დადეს, რომ უმოკლეს ვადაში
გადაედებოდა მსგავსი «რევოლუციები» მთელ ქვეყანას.
პრეზიდენტი ელცინი დუმდა, მაგრამ ეს არავის
გაჰკვირვებია. ყველამ იცოდა, რომ იგი ავადმყოფობდა და
ქმედითუუნარო. თუმცა დუმდა ახალი პრემიერი პუტინიც...
მოკლედ, მთელი მოსკოვი დუმდა. შინაგან საქმეთა
მინისტრი რუშაილოც არ აკეთებდა კომენტარს მასზე
დაქვემდებარებული მილიციონერების მონაწილეობაზე
საწარმოს შტურმში.
ცხადია, დედაქალაქის ასეთი დუმილი ბევრ რამეზე
მეტყველებდა – მსგავსი მოვლენები ჩვენთან უბრალოდ არ
ხდება და ომონიც მუშებისადმი სოლიდარობის ნიშნად,
რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან,
იარაღის ძალით არავის უჭერს მხარს.
13 სექტემბრის საღამოს, როდესაც «მუშათა რევოლუცია»
ოდნავ მიჩუმდა, დირექტორის კაბინეტში კი ისინი
დაბანაკდნენ, ვისაც იმჟამინდელი ხელმძღვანელობის
შეცვლა არ სურდა, «ურალხიმაშის» ტერიტორიაზე
ახალთახალი, ბრონირებული შავი ჯიპების მთელი
კოლონა შევიდა. ომონელებმა მათ მორჩილად დაუთმეს
გზა – ჯიპებს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

ერთ-ერთი ჯიპიდან დაბალი, შეუხედავი მოქალაქე


გადმოვიდა, კარგი პიჯაკი ეცვა, თვალებზე მდიდრული
სათვალე, ყელზე და მაჯებზე კი ოქროს ჯაჭვები ეკეთა.
შეხედავდი და ტიპური ახალი რუსი იყო, სახეზე
რამდენიმედღიანი, უწყვეტი სმის კვალი აღბეჭდვოდა.
დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ ყველა გზაზე
მოქალაქეს ეკატერინბურგის მილიციონერებისგან
დაკომპლექტებული დაცვა იცავდა. ომონელებმა ძალის
გამოყენებით გაუწმინდეს გზა და მუშებმაც უხალისოდ
დაიხიეს უკან.

– ისევ პაშკა ჩაერთო, საქმის გასარჩევად მოვიდა, –


კბილებში გამოცრეს «ურალხიმაშელმა» მუშებმა,
რომლებიც მომხდარს ადევნებდნენ თვალს.
– ჩვენი ოლქის წამყვანი მეწარმე, ოლქის საკანონმდებლო
ორგანოს დეპუტატი პაველ ანატოლევიჩ ფედულევი,
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ცდილობს
აღადგინოს სამართლიანობა, – გადმოსცემდნენ
ეკატერინბურგის სატელევიზიო არხები და «წამყვანი
მეწარმის» შეწუხებული გამომეტყველების კვალდაკვალ
აჩვენებდნენ საწარმოს დამცველების დასისხლიანებულ
სახეებს, ბეისბოლის ბიტების გვერდით რკინის
ხელკეტებიც ადვილი შესამჩნევი იყო.
...სათვალიანი მოქალაქე შიგნით შევიდა და
«ურალხიმაშის» გადაყენებულ ხელმძღვანელობას მთელი
რიგი დოკუმენტები წარუდგინა. ეს იყო სასამართლო
გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, სწორედ ის, ამ
საბუთების წარმომდგენი, ამ საწარმოს თანამფლობელი
იყო. და ახლა თანამფლობელის სტატუსის მქონეს და
დირექტორთა საბჭოს წევრს, სრული უფლება ჰქონდა,
დირექტორის სკამზე საკუთარი კადრი დაესვა, ამდენად
ყველა გარეშე პირს სთხოვა, დაეტოვებინათ ტერიტორია,
რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ.

მოქალაქემ თავხედურად, ნამდვილი მეპატრონესავით


დაიკავა სავარძელი. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ,
როდესაც გაძევებული ხელმძღვანელობა მის მიერ
წარმოდგენილ საბუთებს გაეცნო, ჯერ ერთი, რომ
უცენზურო სიტყვების მთელი წყება შეუთვალეს, რასაც
მოქალაქე არ აუფორიაქებია და მეორე, დოკუმენტების
ასევე მთელი წყება და სასამართლო გადაწყვეტილება,
რომლის საფუძველზეც სწორედ იმჟამინდელი
დირექტორი მიიჩნეოდა კანონიერ დირექტორად.

მომხდარის არსში უფრო უკეთ რომ გავერკვეთ,


ეკატერინბურგის თანამედროვე ისტორიის კიდევ ერთი
ექსკურსი ჩავატაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ
გავაცნობიეროთ, როგორი კანონებით ცხოვრობდნენ აქ
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ,A როგორ განვითარდა საზოგადოება,
რომლის პირობებშიც შესაძლებელი გახდა
«ურალხიმაშის» მსგავსი უმსხვილესი საწარმოს ხელში
ჩაგდება? ამ ისტორიაში რატომ არსებობს სასამართლოს
რამდენიმე გადაწყვეტილება? საერთოდ ვინ არის პაშკა –
პაველ ანატოლევიჩ ფედულევი? და როდესაც იმ დღეებში
ეკატერინბურგში ერთმანეთისგან რადიკალურად
განსხვავებულ ადამიანებს – ქუჩაში გამვლელებს,
რკინიგზის სადგურის მორიგეებს, საოლქო
ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს, მეძავებს,
მოსამართლეებს, მილიციონერებს, მასწავლებლებს
ვეკითხებოდი:
– ბოლოს და ბოლოს, რა ხდება თქვენთან? – ყველასგან
ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდი, – ეს სულ ფედულევის
ამბებია. ერთადერთი განსხვავება მათ პასუხებში ის იყო,
რომ ერთნი მას კვლავაც პაშკას უწოდებდნენ, მეორეები კი
– პაველ ანატოლევიჩს.

რით დაიწყო ყველაფერი


ათი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში ელცინი იყო და
დემოკრატია, როგორც მაშინ ვამბობდით, ძალას იკრებდა,
პაშკა ადგილობრივი, უმნიშვნელო ხულიგანი იყო,
გამომძალველი და მოძალადე. ეკატერინბურგს იმ
პერიოდში კვლავაც ძველი, საბჭოთა სახელი,
სვერდლოვსკი ერქვა. ყველგან მსხვილი, კრიმინალური
დაჯგუფებები თარეშობდნენ, გავლენის სფეროებს
იყოფდნენ, მაგრამ პაშკა მათ რიგებში არ ყოფილა. ის
ინდივიდუალურად მოქმედებდა. მართალია, როგორც
პატარძალს კაბის შლეიფი, მასაც ამძიმებდა სისხლის
სამართლის საქმეები, მაგრამ მილიცია დიდად არ
დასდევდა, იმიტომ რომ ფედულევი პატარა თევზი იყო და
შესაბამისად, უინტერესოც. ასეთებს იმ დროში ჩადენილი
დანაშაულის მიხედვით კი არ იჭერდნენ, არამედ მხოლოდ
მაშინ, «როდესაც საჭირო იყო მათი დაჭერა», ანუ მაშინ,
როდესაც ბანდიტი სხვა ბანდიტებს რამეზე ვერ
მოურიგდებოდა, ხმას აუწევდა და გათავხედდებოდა. პაშკა
ფედულევი მათ რიგებში არ ყოფილა. იმ პერიოდში
სრულიად დამყოლი იყო.
90-იანი წლების დასაწყისში პაშკამ ბიზნესში გადაინაცვლა
და ეს ტიპური ამბავი გახლდათ. ასე მოიქცა მისი
მეგობრების, სვერდლოვსკისა და ზოგადად რუსეთის
ბანდიტების უმეტესობა. თუმცა პაშკა ღარიბი იყო, მას
ხელი არ მიუწვდებოდა კრიმინალების ცენტრალური
ბანკის კაპიტალთან, მიუხედავად იმისა, რომ
ეკატერინბურგს, რომელიც ცნობილი იყო კრიმინალური
სამყაროთი, მთელ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ასეთი
ბანკები ჰქონდა. პაშკა, როგორც უმნიშვნელო ბანდიტი, ამ
ბანკებში მიღებული არ იყო, ამიტომ საწყისი კაპიტალი მას
დამოუკიდებლად უნდა გამოემუშავებინა. და შეუდგა
კიდეც ამ საქმეს.

პირველ მსხვილ კაპიტალს ფედულევმა სწრაფად მოუყარა


თავი – არალეგალურად და კუსტარულად ნაწარმოები
არყით, რომელსაც რუსეთში «პალენკა» ერქვა. მექანიზმი
ძალზე მარტივი იყო. საქმე ისაა, რომ სვერდლოვსკის
ოლქში, ამ ოლქის მიყრუებულ ქალაქებსა და სოფლებში
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა
სპირტის მწარმოებელი რამდენიმე მცირე ქარხანა.
ელცინის ადრეულ პერიოდში, ბევრი სხვა საწარმოს
მსგავსად, მათი დაშლის პროცესიც დაიწყო და დადგა
მომენტი, როდესაც ნებისმიერს, ვისაც სურდა და შეეძლო,
სიმბოლური თანხის სანაცვლოდ, მისი საწარმოს
დირექტორის პირდაპირ ჯიბეში ჩაკუნჭვით, იმდენი
მოცულობის სპირტი მიჰქონდა, რამდენის წაღებაც
შეეძლო.
ცხადია, ეს სახელმწიფო საწარმოების ღია ძარცვა იყო,
მაგრამ მაშინ ეს პოსტსაბჭოთა ყოფის ნორმად
ითვლებოდა, ხალხი შიმშილობდა და ქვეყნის ერთი
ნაწილი, შიმშილით რომ სული არ ამოხდოდა, ქვეყნის
მეორე ნაწილს ძარცვავდა, და ეს პროცესი გაოცებას
სულაც არ იწვევდა. მიიჩნეოდა, რომ ყველა ისე შველის
თავს, როგორც შეუძლია და სწორედ ესაა ის ბიზნესი,
რომელზეც ასე ვოცნებობდით.
სპირტის შეძენის მიზანი იყო ის, რომ შემდეგ ამ
პრაქტიკულად მუქთა პროდუქტში წყალი გაეზავებინათ,
სარდაფებში ჩამოესხათ ბოთლებში და გაეყიდათ როგორც
იაფფასიანი არაყი, რომელსაც წამებში იტაცებდნენ. ამ
სფეროში აქციზები და კანონმდებლობა მაშინ რუსეთში
ჯერ კიდევ არ არსებობდა და მილიციას ძალიანაც რომ
მოენდომებინა, უძლური იქნებოდა «პალენკას»
წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა არც მილიციას სურდა
მათთან ბრძოლა, თავადაც ერჩივნათ, ნებისმიერი
საშუალებით გადაერჩინათ თავი – ანუ არალეგალური
ბიზნესის თანამონაწილეები ყოფილიყვნენ.
არალეგალური არყის ჩამომსხმელები მილიციას ფულს
უხდიდნენ, რომ იმათ კონკურენტებისგან დაეცვათ.

სწორედ მაშინ პაშკა ფედულევმა, ბანდიტმა და


ბუტლეგერმა, არაყ «პალენკას» წარმოებისა და
რეალიზების უსაფრთხოების ნიადაგზე გაიცნო
მილიციონერი ნიკოლაი ოვჩინიკოვი. ოვჩინიკოვს, როგორც
ყველა სხვა დანარჩენს, მაშინ ძალიან სჭირდებოდა ფული
– მილიციელის ანაზღაურება მიზერული იყო და
ხელფასებსაც იშვიათად იხდიდნენ. ასე გაუგეს ერთმანეთს
პაშკამ და ოვჩინიკოვმა. ოვჩინიკოვი «ვერ ამჩნევდა», პაშკა
რას აკეთებდა, პაშკა კი, წარმატებას კუდში წაავლებდა თუ
არა ხელს, ოვჩინიკოვს არ აწყენინებდა, და
მილიციონერსაც საჭმელ-სასმელი მოემატა.

ბოლოს და ბოლოს, დადგა მომენტი, როდესაც საწყისი


კაპიტალი, რომელიც პაშკამ დააგროვა, სავსებით
საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ბევრად მსხვილ თამაშში
ჩაბმულიყო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ლეგალურ
თამაშში. ეს ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას: როგორც
ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ისე ნებისმიერი
ბანდიტი რუსეთში მიილტვის ლეგალური მსხვილი
ბიზნესისაკენ.

რუსული ეკონომიკის სპეციფიკა, როგორც ელცინის დროს,


ისე დღეს, პუტინის პერიოდში, ასეთია: ყველამ, ვისაც
მსხვილ ბიზნესში ყოფნა სურს და ამ მხრივ წარმატებებს
მიაღწევს, იცის, რომ სამი პირობა არ უნდა დაივიწყოს:
პირველი – როგორც წესი, წარმატებული ის იქნება, ვისაც
სახელმწიფო «ტორტიდან», ანუ სახელმწიფო ქონებიდან,
ერთი მცირე ნაჭერი მაინც შეხვდება (სწორედ ამიტომ
მსხვილი ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობა
რუსეთში ყოფილი პარტნომენკლატურიდან წამოიზარდა,
კომკავშირის ან პარტიის მუშაკები იყვნენ და «ტორტთან»
ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ).
მეორე – მას შემდეგ, რაც წარმატებას მიაღწევ და
სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადმოგეცემა, მაინც
ხელისუფლებასთან ახლოს უნდა ტრიალებდე, ანუ
ჩინოვნიკები რეგულარულად გამოკვებო (გადაუხადო),
სწორედ ეს იქნება შენი წარმოების წინსვლის უტყუარი
გარანტია.

მესამე – იმეგობრო (მოისყიდო) სამართალდამცავ


სტრუქტურებთან.
რადგანაც ფედულევს პირველი პირობის შესრულების
საშუალება არ ჰქონია, ამიტომ მეორე და მესამე პირობაზე
აიღო ორიენტაცია.

სამართალდამცავები

იმ პერიოდში ეკატერინბურგში ვინმე ვასილ რუდენკო


ცხოვრობდა – კრიმინალური საგამოძიებო უწყების
ხელმძღვანელის მოადგილე და ოვჩინიკოვის მეგობარი.
ყველამ იცოდა: რუდენკო სათავისო კაცი იყო, გამყიდველი
და არასანდო, მაგრამ ისეთი თანამდებობა ჰქონდა, რომ
ვისაც სურდა, წარმატებული ბიზნესი ჰქონოდა, მის
გვერდით უნდა ყოფილიყო – რუდენკო ახალი
ბიზნესმენების (ყოფილი ყაჩაღების) მილიციის არქივებში
დაფიქსირებული პირადი საქმეების კრიმინალური
წარსულისგან, გასუფთავებაში ქრთამს იღებდა.
სხვებთან ერთად რუდენკომდე ფედულევმაც მიაღწია.
პაშკას ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი პერიოდი არ ყოფილა.
ეკატერინბურგში მას უკვე მდიდარი ადამიანის, სპირტის
ბარონის რეპუტაცია ჰქონდა და მოწყალებისა და ბავშვთა
სახლების სპონსორობასაც კი სთხოვდნენ. შაბათ-კვირას
მოსკოვში ჩაფრინავდა იქაურ ღამის გასართობ
დაწესებულებებში დროის სატარებლად და ოლქის
ადმინისტრაციიდან ჩინოვნიკებიც დაჰყავდა თან – ეს კი
იმას ნიშნავდა, რომ სწორედ ის დრო იყო, როდესაც
გაჯანსაღებაზე უნდა ეზრუნა. პაშკამ გადაწყვიტა, რომ
აღარაფერში სჭირდებოდა საკუთარი კრიმინალური
წარსული, ამ წარსულის დოკუმენტური კვალი, რომელიც
ეკატერინბურგის მილიციის არქივში ინახებოდა.
გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც. უნდა ვაღიაროთ, რომ
ფედულევი იღბლიანი იყო, რასაც ჩაიფიქრებდა,
განახორციელებდა კიდეც.
რუდენკო და ფედულევი ერთმანეთს იური ალტშულმა
გააცნო. ყველა, ვინც ალტშულს იცნობდა, თბილად და
აღფრთოვანებითაც კი იხსენებს მას. იური ურალელი არ
ყოფილა. ეკატერინბურგში სავსებით შემთხვევით
აღმოჩნდა – ამ მხარეში სახელმწიფომ გამოაგზავნა.
ალტშული სამხედრო მოსამსახურე იყო, მზვერავი და
ურალში როგორც გეერუს (რუსეთის გენერალური შტაბის
მთავარი სადაზვერვო სამმართველო) სპეცნაზის ასეულის
მეთაური, ისე ჩამოვიდა. ასეული უნგრეთიდან ბერლინის
კედლის დანგრევის შემდეგ, დასავლეთის სამხედრო
შენაერთის დაშლასთან ერთად გამოიყვანეს.
ეკატერინბურგში ალტშული სამხედრო სამსახურიდან
წამოვიდა და ამ ქალაქში საცხოვრებლად დარჩა. იმ დროს
სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ფულს არ
უხდიდა და როგორც კი სამოქალაქო პირი გახდა,
ალტშული ბიზნესში ჩაება. სპეციალური სამხედრო
ნაწილების სხვა ყოფილი სამხედროების მსგავსად,
რომლებმაც ჯარი იმ პერიოდში დატოვეს, მანაც კერძო
უსაფრთხოების სამსახური, დეტექტიური სააგენტო და
საქველმოქმედო ფონდი «სპეციალური სამხედრო
ნაწილების ვეტერანები» შექმნა.

რუსეთში სამხედრო ნანგრევებზე აღმოცენებული მსგავსი


ტიპის ორგანიზაციები მრავლადაა. ნებისმიერ დიდ
ქალაქს ჰყავს თავისი ვეტერანები და საინტერესოა მათი
საქმიანობა – მეწარმეების დაცვა. ასე გახდა ფედულევი
ალტშულის ერთ-ერთი კლიენტი და სწორედ «გეერუს»
ყოფილი ოფიცერი დაეხმარა პაშკას, რუდენკოს გზით
ეკატერინბურგის მილიციის კომპიუტერულ ბაზაში
საკუთარი წარსული ბანდიტური ცოდვებისგან
გაესუფთავებინა – სურვილი დაკმაყოფილდა.
მალე ალტშული არა მხოლოდ ფედულევის პირადი
მცველი, არამედ ნდობით აღჭურვილი პირიც კი გახდა.
სწორედ მან, ჭკვიანმა, გამბედავმა და განათლებულმა
ადამიანმა, სულაც რომ არ ჰგავდა ფედულევს, გააცნო
პაშკას, ადამიანს ყოველგვარი პროფესიული მომზადების
გარეშე, ურალის საფონდო ბირჟა. პაშკა იქ სწრაფად
გაშინაურდა და მალე ძალიან კარგ მოთამაშედ იქცა.
საკუთარი ფული ბევრი არ ჰქონდა და წილში ანდრეი
იაკუშევთან შევიდა. 90-იანი წლების შუა ხანებში იაკუშევი,
უმთავრესი ურალური ფირმის, «ოქროს კუროს»
ხელმძღვანელი, საქვეყნოდ განთქმული ადამიანი იყო.

იაკუშევთან ერთად ფედულევმა წარმატებით შეისყიდა


რამდენიმე საწარმოს აქციები, რომელთა შორის იყო,
მაგალითად, ურალში ყველაზე მსხვილი, ეკატერინბურგის
ხორცის საწარმოს აქციები. «ხორცის გარიგების»
მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ამან პაშკა ხუთ წუთში
ეკატერინბურგის ოლიგარქად აქცია საოლქო გუბერნატორ
ედუარდ როსელთან შესვლის საშვით.

და იქ გაირკვა, რომ ფედულევს საკუთარი წარმატების


ვინმესთვის გაყოფა არ უყვარს. მას შეუძლია, სხვებთან
ერთად იბრძოლოს სიძნელეების გადასალახად, მაგრამ
ფინანსური და საზოგადოებრივი წარმატების გაყოფა –
არა. და ფედულევის გზაზე სწორედ ამ დროს მოხდა
პირველი და საჩვენებელი, დაქირავებული მკვლელობა.
უფრო სწორად კი, პირველი, რომლის შესახებაც ცნობილი
გახდა. საჩვენებელი კი იმიტომ, რომ ამის შემდეგ
ფედულევის ყველას ეშინოდა, რადგან გააცნობიერეს, რომ
ფედულევმა მცირე ხულიგნისა და გამომძალველის ძველ
საზღვრებს მნიშვნელოვნად გადააბიჯა. დღეს ასე ხდება
რუსეთში: მოკალი, ე. ი. პატივისცემა დაიმსახურე.
იმავე პერიოდში ფედულევმა იაკუშევისგან მორიგი
საქმისთვის მსხვილი თანხა ისესხა. მან მართლაც
დაატრიალა ეს თანხა და რამდენჯერმე გაზარდა, მაგრამ
ვალის დაბრუნებაზე, მოულოდნელად, კატეგორიული უარი
განაცხადა. იაკუშევი თავგამოდებით არც ითხოვდა ამ
ფულის დაბრუნებას. თუმცა, ვერც მოასწრო, მოეთხოვა.
1995 წლის 9 მაისს, ცოლ-შვილის თვალწინ, საკუთარი
სახლის სადარბაზოში ანდრეი იაკუშევი მოკლეს.

სისხლის სამართლის საქმე? დიახ, საქმე აღიძრა და


ნომერიც კი მიენიჭა – № 772801. მთავარ მოპასუხედ კი
სწორედ ის, ფედულევი, მოკლულის პირველი პარტნიორი
ირიცხებოდა, მისი მევალე.

მაგრამ მერე რა? სისხლის სამართლის საქმე აღნიშნული


ნომრით არქივებში დღემდე ირიცხება. მას არც ბოლო
აქვს, არც ნაპირი, იმ გაგებით, რომ ის არც არავის
გამოუძიებია და არც გამოიძიებს. რამდენი მსგავსი
შემთხვევა ელოდა ფედულევს თავისი ცხოვრების გზაზე.
ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდებოდა, უფრო სწორად,
არაფერი არ ხდებოდა. იმ პერიოდში ნებისმიერმა
დაინტერესებულმა პირმა ეკატერინბურგში იცოდა, რომ
პაშკამ ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია განახორციელა –
იყიდა ქალაქის პოლიცია, რომელიც ერთგულად დაიცავდა
ნებისმიერი უსიამოვნებისაგან.
იმავე პერიოდში რუდენკო და ოვჩინიკოვი პაშკას მუდმივი
«პარტნიორები» გახდნენ. დაეხმარნენ «ახალ ურალელ
ბიზნესმენად» გადაქცევასა და ქონების გაზრდაში. ცხადია,
კვლავაც იმავე, იაკუშევზე ნაცადი მეთოდით.
ერთ დღესაც ფედულევმა კიდევ ერთ ეკატერინბურგელ
ოლიგარქს, ანდრეი სოსნინს პარტნიორობა შესთავაზა.
ფედულევმა და სოსნინმა გააერთიანეს თავიანთი
ფინანსური შესაძლებლობები და ურალის საფონდო
ბირჟაზე თავისი მასშტაბებით იმ დროისთვის
უპრეცედენტო სპეკულაციური კამპანია განახორციელეს.
სოსნინი რეგიონის ყველაზე მსუყე საწარმოების
საკონტროლო პაკეტის აქციების მფლობელი გახდა.
მფლობელი ფაქტობრივად, მთელი მისი სამრეწველო
პოტენციალისა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეების
რამდენიმე თაობამ შექმნა, მეორე მსოფლიო ომის
პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც აქ, ურალში
გადმოქაჩეს ყველაზე მსხვილი და საუკეთესო ქარხნები
საბჭოთა კავშირის ევროპული ზონებიდან. იმ საწარმოებს
შორის, რომელზე კონტროლიც ერთგვარი აფიორის
შედეგად სოსნინსა და ფედულევს გადმოეცა, იყო ნიჟნი
ტაგილის მეტალურგიული ქარხანა და კაჩკანარის
მადნეულის მომპოვებელი ქარხანა (ორივე მათგანი
საქვეყნოდ განთქმულია), «ურალხიმაში»,
«ურალტელეკომი», ბოგოსლოვის მადნეულის საამქრო და
სამი ჰიდროლოგიური ქარხანა ტავდაში, ივდელსა და
ლობვიში.
ცხადია, ეს ძალიან სერიოზული წარმატება იყო
ბიზნესმენებისთვის. მაგრამ სახელმწიფოსთვის? არც
სოსნინს და არც ფედულევს ამ საწარმოებისთვის
არანაირი სამრეწველო პოლიტიკა არ ჰქონდათ
შემუშავებული. მათ უბრალოდ ითამაშეს. საოლქო
ხელმძღვანელობას ხელში აყვანილი დაჰყავდა ეს ორი
სპეკულანტი ისე, რომ არც უკითხავთ, რას უპირებდნენ
საწარმოებს. მხოლოდ საკუთარ წილს ელოდებოდნენ.
კორუფცია მწვერვალებს იპყრობდა. კომპანიონებსაც
ოლიგარქებისთვის არ უწყენინებიათ, ნაძარცვი
გაუნაწილეს, იმიტომ რომ ეს ის ხალხი იყო, ვისი
წყენინებაც არ შეიძლებოდა.
ბოლოს კი ერთმანეთში გაყოფის დრო დადგა: უნდა
შეთანხმებულიყვნენ რა ნაწილს მიიღებდა თითოეული
კომპანიონი. და კვლავაც გამეორდა პირვანდელი მოტივი:
ფედულევს შეეძლო, მშვიდად გაეყო თავისი მონაპოვარი
ჩინოვნიკებისა და მილიციის ხელმძღვანელობისთვის,
რადგან მიაჩნდა, რომ ეს მისთვის მომგებიანი იყო, მაგრამ
პარტნიორთან რამის გაყოფა არ სურდა. მალე ისტორია
განმეორდა და დეჟავუს განცდაც დატოვა: ანდრეი სოსნინი
შემთხვევითი ტყვიით დაიღუპა. კიდევ ერთი სისხლის
სამართლის საქმე № 474802, 1996 წლის 22 ნოემბერი. იქაც
მთავარი ფიგურა ფედულევი იყო. მაგრამ კვლავაც
არაფერი...

კავშირები იმისთვის გჭირდება, რომ ამან საჭირო დროს


«იმუშაოს». იმ დროისთვის, როდესაც სოსნინი მოკლეს,
ფედულევის სამართალდამცველი მეგობრები საკმაოდ
შეძლებული ადამიანები იყვნენ ეკატერინბურგში. ყველა
ხედავდა, რომ რაც უფრო მდიდრდებოდნენ ისინი, მით
უფრო წარმატებული იყო მათი პარტნიორი ფედულევი
ბიზნესში. საქმე № 474802 დაიხურა. არქივისთვისაც კი არ
გადაუციათ. უბრალოდ დაივიწყეს.

სპირტის ომები

ურალის იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომლებსაც


ფედულევი 90-იანი წლების ბოლოსთვის დაეუფლა,
ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი.
ეკატერინბურგი – ეს უპირველესად «ურალმაშია». ყველაზე
სერიოზული ურალური სტრუქტურა. «ურალმაში» ქარხანა
არ არის, რითაც მთელ მსოფლიოშია ცნობილი, არამედ
ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანება,
რომელსაც საწარმოს სახელი აქვს – უმსხვილესი მაფია
ჩვენს ქვეყანაში, მრავალათასიანი, მკაცრი იერარქიის
მქონე რაზმი, საკუთარი წარმომადგენლებით
ხელისუფლების ყველა შტოში. ამიტომაც ერთია,
მოისყიდო ჩინოვნიკები და მოიშორო პარტნიორები,
მაგრამ სულ სხვა საქმეა, შეთანხმებას მიაღწიო
ურალმაშის ბანდიტებთან. 1997 წლიდან ფედულევს ესეც
გამოსდიოდა. ის გაურიგდა ურალმაშელებს ტავდის
ჰიდროლოგიური ქარხნის აქციების შესასყიდად. ასეთ
გაერთიანებაში ფედულოვისთვის იმჟამად
მნიშვნელოვანი აზრი იდო: მას, ადამიანს, რომელიც
მდიდრულად ცხოვრობდა, კვლავაც არ ჰყოფნიდა ნაღდი
ფული ბირჟაზე სათამაშოდ, ფული კი ურალმაშელებს
ჰქონდათ, ე. წ. «ობშიაკი». ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელებმა იცოდნენ
ფედულევი რა ჩიტიცაა, მასთან მაინც
თანამშრომლობდნენ.

მიზეზი, რატომაც ფედულევი და ურალმაშელები ასე


დაინტერესებულები არიან ჰიდროლოგიური ქარხნებით, ის
არის, რომ ეს ქარხნები სპირტს აწარმოებენ, რომლისგანაც
მზადდება ე. წ. არაყი «პალენკა», ძალიან საჭირო
პროდუქტი რუსეთში დემპინგურ ფასად. ეს
არაჩვეულებრივი საშუალებაა, მიზერული ინვესტიციის
სანაცვლოდ ფანტასტიკური შემოსავალი მიიღო, თანაც
საუბარია რეალურ, ხელზე ასაღებ ფულზე, არც კრედიტია,
არც ბანკის გავლით მიღებული თანხა, შეუმჩნეველია
საგადასახადოსთვისაც – საუკეთესო დესერტი სამამულო
ბიზნესისთვის.

ამდენად ფედულევმა ურალმაშელ ბანდიტებთან ერთად


ტავდის ჰიდროლოგიური ქარხნის აქციების 97 პროცენტი
შეისყიდა. ეს მარტივი სქემით კეთდება: ორივე წინასწარ
შეთანხმებული მხარე ქმნის ფირმებს, შემოსავლები
ქარხნებიდან ამ ფირმებში ირიცხება, წილებს იყოფენ,
ფირმები კი ან წყვეტენ ფუნქციონირებას ან საკუთარ
თავზე იღებენ მწარმოებლურ ფუნქციას და რაღაც ეტაპზე
ირკვევა, რომ ჰიდროლოგიური ქარხანა, როგორც ასეთი,
საერთოდ არ არსებობს, მის მთავარ ფონდს სწორედ ეს
ფირმები ფლობენ. ფედულევიც და ბანდიტებიც ერთი
მოწყობის ადამიანები არიან. მათ ყველაფერი დღეს
უნდათ და არ აინტერესებთ ხვალ რა იქნება.
შეთანხმების აღსრულებიდან ძალიან მალე ფედულევი
მისთვის ჩვეულ სტილში მოიქცა, აქციების განაწილებისას
პროპორციულობაზე პირვანდელი შეთანხმება დაარღვია
და ურალმაშელი წარმომადგენლები დირექტორთა ახალ
საბჭოში არც კი შეიყვანა. იქ მხოლოდ ის ადამიანები
დატოვა, რომლებსაც პირადად აკონტროლებდა.

რატომ? ფედულევს სურს, იყოს პირველი პირველთა


შორის, შესაბამისად – თავისუფალი ყველანაირი
პარტნიორისგან, მათ შორის გავლენიანი
ურალმაშელებისგანაც. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა
იყოს, ფედულევს ეს გამოსდის. ურალმაშელი ბანდიტები
არ შეეცადნენ ფედულევის მოკვლას, რაც სავსებით
მოსალოდნელი იქნებოდა, უბრალოდ განზე გადგნენ.

ურალმაშელების «სირბილის» მიზეზი მარტივია, როდესაც


ტავდის ქარხანა მიითვისა, ფედულევს მარტო კარგი
კავშირები კი არ ჰქონდა მილიციაში, არამედ მილიციის
ხელმძღვანელობამ მასთან ერთად ერთობლივი
ბანდიტური ბიზნესიც კი წამოიწყო. ფედულევი,
ფაქტობრივად, მართავდა საოლქო მილიციას, ჰქონდა
არაჩვეულებრივი ურთიერთობა სვერდლოვსკის ოლქის
გუბერნატორ როსელთან. პაშკა საკადრო დანიშვნებს
ახორციელებდა, მაგალითად, უბოპის საოლქო
ხელმძღვანელად სწორედ მისი მოკავშირე რუდენკო
დანიშნა. ნიკოლაი ოვჩინიკოვი კი – ეკატერინბურგის
მილიციის უფროსად გაამწესა.
მაგრამ ურალმაშელი ბანდიტები იმავე ჯიშის არიან.
ფედულევის კავშირების საპირისპიროდ მათაც საკუთარი
კავშირები ჰქონდათ. ერთ დღესაც დადგა დრო, როდესაც
პირისპირ გადაეყარნენ ერთმანეთს და ეს მაშინ, როდესაც
ურალმაშელების ბრიგადა ტავდის ქარხანაში მივიდა და
წართმეული საკუთრება იარაღის ძალით დაიბრუნა.
ფედულევმა ადეკვატურად უპასუხა: მის პირველივე
დაძახებაზე საწარმოსკენ უბოპის სწრაფი რეაგირების
სპეციალური რაზმი დაიძრა და სახელმწიფო პოლიციის
შეიარაღებული ფორმირება მზად იყო, ძალა
გამოეყენებინა.

მაგრამ ვის წინააღმდეგ? გაირკვა, რომ იმავე პოლიციის


სხვა ფორმირების წინააღმდეგ. შედეგად დადგინდა, რომ
ტავდის ქარხანაში, მისი სპირტისა და არალეგალური
არყისთვის ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა
არა ორი ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფება –
ფედულეველები და ურალმაშელები – არამედ ისინი, ვინც
მათ ზურგს უმაგრებდა. ფედულევის მხარეს რუდენკო და
ოვჩინიკოვი იდგნენ შეიარაღებული მილიციონერების ერთ
ნაწილთან ერთად, ურალმაშელების მხარეს კი თამაშში
შემოვიდა მთელი საოლქო მილიციის უფროსი, გენერალი
კრაევი მასზე დაქვემდებარებულ მილიციონერებთან
ერთად. გამოვიდა, რომ საოლქო საკუთრების
არალეგალური განაწილების მიზნით შეიარაღებული
დაპირისპირება ხდებოდა იმ ძალების გამოყენებით, ვისაც
ურალში კანონის დაცვა ევალებოდა. ისინი იყვნენ სწორედ
ის ადამიანები, ვინც დანაშაულებრივ დაჯგუფებებს
საშუალებას აძლევდნენ, საკუთარი იმპერიებისთვის ახალ-
ახალი ქონება შეემატებინათ.
საინტერესოა, რა რეაგირება მოჰყვა ამას მოსკოვში,
შინაგან საქმეთა სამინისტროში. დედაქალაქის
ჩინოვნიკებმა საქმე ისე წარმოაჩინეს, თითქოს
ეკატერინბურგის მილიციაში შიდა კონფლიქტი იყო,
კრაევი რუდენკოსა და ოვჩინიკოვს ვერ მოურიგდა. კრაევი
და რუდენკო თანამდებობებიდან მოხსნეს, გარდა ამისა,
კრაევი საჯაროდ დაადანაშაულეს ურალმაშელ
კრიმინალურ დაჯგუფებებთან ახლო კავშირში, რუდენკო კი
პირიქით, ურალის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებრივ
დაჯგუფებასთან შეურიგებელი ბრძოლის მსხვერპლად
გამოაცხადეს. რუდენკო, როგორც «მსხვერპლი», მოსკოვში
გადაიყვანეს და იქ შინაგან საქმეთა მინისტრ რუშაილოს
გადაწყვეტილებით, მოსკოვის ოლქის უბოპის უფროსად
დანიშნეს, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს
ექვემდებარებოდა.

მას შემდეგ რუდენკოს დაქვემდებარებულმა უწყებამ


დედაქალაქშიც კი შემოჰკრა ზარებს. დედაქალაქის
ზონაში არ არსებობს უფრო მეტად კორუმპირებული
უწყება, რომელიც ყაჩაღებს მფარველობს, არ არსებობენ
უფრო მეტად სასტიკი მკვლელები, რომლებიც
ერთმანეთთან მებრძოლი დანაშაულებრივი
დაჯგუფებების დავალებებს ასრულებენ, ვიდრე ისინი.

ეკატერინბურგში კი რუდენკოს წასვლასთან დაკავშირებით


საკადრო ცვლილებები მოხდა. ურალის უბოპის საკადრო
უზრუნველყოფა ფედულევმა, თავისი კომერციული
ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე აიღო.
ფაქტობრივად, თავად ნიშნავს ადამიანებს, ვის ხელშიცაა
სახელმწიფო შეიარაღებული რაზმები, რომლებიც
საჭიროების შემთხვევაში ფედულევის ინტერესების
დასაცავად ფეხზე დადგებიან. რუდენკოს ნაცვლად უბოპის
ხელმძღვანელად დაინიშნა იური სკვორცოვი. სკვორცოვი
არა მხოლოდ რუდენკოს მარჯვენა ხელი იყო, არამედ –
წლების განმავლობაში ფედულევის ნდობით აღჭურვილი
პირი ნებისმიერ საქმეში. სკვორცოვის პირველ
მოადგილედ კი დაინიშნა ვინმე ანდრეი ტარანოვი. ეს
ადამიანი ურალში იმით იყო ცნობილი, რომ ოლეგ
ფლეგანოვის, ურალში ღვინისა და სპირტიანი სასმელების
წამყვანი მიმწოდებლის, მილიციურ «მფარველად»
ითვლებოდა. ფლეგანოვი მთავარი გასაღებია
ფალსიფიცირებული არყის რეალიზებისათვის, რადგან
მისი უმთავრესი ნაწილი სწორედ ფლეგანოვის საცალო
ქსელის მეშვეობით იყიდება.
სკვორცოვის მეორე მოადგილედ დანიშნეს ვლადიმირ
პუტაიკინი. მისი მოვალეობა საოლქო მილიციის წმენდა
იყო. მან მილიციიდან ყველას გაყრა დაიწყო, ვისაც კი ხმა
აუმაღლებია მაფიის წინააღმდეგ და ვინც კატეგორიულად
ეწინააღმდეგებოდა ფედულევის მორჩილებას.

ბატონი პუტაიკინი საქმეს აქტიურად შეუდგა. წმენდა კი


შემდეგი სახით მიმდინარეობდა, მხოლოდ ერთი
მაგალითი მოვიყვანოთ: სკვორცოვმა პუტაიკინს
დოკუმენტური ინფორმაცია მოსთხოვა იმის შესახებ, თუ:
თანამშრომლებიდან ვინ მოქმედებდა ფედულევისა და
მისი ხალხის წინააღმდეგ. პუტაიკინს მსგავსი
დოკუმენტები არ ჰქონდა, ამიტომ უბოპის ერთ-ერთი
ახალგაზრდა თანამშრომელი ღამით თავისთან წაიყვანა,
დაალევინა და მოსთხოვა, დაესმინა მისი მეგობრები
მილიციიდან, თუ რომელი იყო ფედულევის
მოწინააღმდეგე და რომელი – მომხრე. ახალგაზრდა
ოფიცერმა იუარა. მაშინ პუტაიკინმა აიძულა იგი,
ტაბელური იარაღით თავი მოეკლა... დაარწმუნა, რომ სხვა
გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა, ფედულევის ხალხი
მაინც არ აცოცხლებდა.
– დაუჯერებელი ამბავია! – წამოიყვირებს მკითხველი ამ
ადგილის წაკითხვისას. – საერთოდ რა ჯანდაბა ხდება!

დამშვიდდით ხალხო, ეს მართლა ხდება. და ძალიანაც


დასაჯერებელია. სწორედ ასე იდგამდნენ ფესვებს
ელცინის დროს ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებული
დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც დღეს, პუტინის
პერიოდში სახელმწიფოს ცხოვრებას განსაზღვრავენ.
სწორედ ისინი, მსხვილი, ძალაუფლების მქონე, სუპერ
მდიდარი ადამიანები ჰყავს მხედველობაში ჩვენს
ამჟამინდელ პრეზიდენტს, როდესაც ამბობს, რომ
საკუთრების გადანაწილება შეუძლებელია და რომ
ყველაფერი თავის ადგილას უნდა დარჩეს. ეს ჩეჩნეთშია
პუტინი მეფე და ღმერთი – სჯის და იწყალებს, თორემ ამ
მაფიოზებს ვერც კი ეხება. სასწორზე ხომ იმდენი ფულია,
რაც ჩვენს უმრავლესობას არც კი დასიზმრებია. როდესაც
მოგება მილიონობით დოლარია, სიცოცხლის, სიტყვისა და
ღირსების ფასი ნულს უტოლდება.

ხელშეუხებლები
თუკი კრიმინალური ჟარგონებით ვისაუბრეთ, რამაც
რუსულ ნიადაგზე ისე კარგად მოიკიდა ფეხი, რომ რუსეთის
პრეზიდენტიც კი ამ ტერმინოლოგიით საუბრობს თავის
საჯარო გამოსვლებში, ფედულევის მაფიის მოსვლასთან
ერთად რუსულმა ურალმა «ქურდული გაგებით ცხოვრებაც»
კი შეწყვიტა. სვერდლოვსკის ოლქში უკანონობის ხანა
დაიწყო.
ეკატერინბურგის ქუჩებში ხალხს ვეკითხებოდი: ვის სცემთ
პატივს, გუბერნატორ როსელს, ფედულევს თუ ჩერნეცკის
(არკადი ჩერნეცკი – ეკატერინბურგის მერი)? ისინი კი
მპასუხობდნენ: ურალმაშელებს. ანუ ძველ,
ფედულოვამდელ ბანდიტებს. და შემდეგ შეძრწუნებული
ისევ ვუსვამდი შეკითხვას: კი მაგრამ, როგორ შეიძლება,
პატივს სცემდე ბანდიტებს? რატომ? ხალხი კი უბრალოდ
და გასაგებად მიხსნიდა: იმიტომ, რომ ისინი შეიძლება
ქურდული, მაგრამ ასე თუ ისე, კანონებით ცხოვრობენ. ეს
«ახალი» ყაჩაღები კი კრიმინალური სამყაროს კანონებსაც
კი არ აღიარებენ.

ხედავთ, სადამდე მივედით: ხალხი მზადაა, ერთ მაფიას


დაუჭიროს მხარი მეორის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ,
რომ ეს მეორე პირველზე უარესია.
მაგრამ ისევ უკან, 1997 წელში დავბრუნდეთ. ფედულევი,
რომელმაც დაიმორჩილა ეკატერინბურგის მილიცია და
არალეგალური არყის ბაზარი, საფონდო ბირჟაზე თამაშს
აგრძელებდა, კვლავაც თაღლითობდა ერთ მოსკოვურ
ფირმასთან. უბრალო ფირმა არ ყოფილა, დედაქალაქის
ცნობილი ოლიგარქის კონსორციუმში შედიოდა, ელცინსა
და პრეზიდენტის მთელ ოჯახს რომ აფინანსებდა. იმ
პერიოდში ამ ფირმასთან თაღლითობა თვითმკვლელობის
ტოლფასი იყო. კომპანიამ ორჯერ გააკეთა განაცხადი
სვერდლოვსკის ოლქის უბოპში თაღლითობის შესახებ,
მაგრამ იქ ოვჩინიკოვი ნებისმიერ ინფორმაციას
ბლოკავდა, რასაც კი შეიძლებოდა ფედულევისა და მისი
საქმეებისთვის ხელი შეეშალა და კრიმინალური
საგამოძიებო დეპარტამენტიც უარს ამბობდა სისხლის
სამართლის საქმის აღძვრაზე.

მხოლოდ მოსკოვის – გენერალური პროკურატურისა და


საგამოძიებო კომიტეტის – ჩარევის შემდეგ ფედულევის
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე № 142114 აღიძრა.
მოსკოვში და არა ეკატერინბურგში. ფედულევი გაიქცა და
მასზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოაცხადეს. ეს
1998 წელს მოხდა.

ალბათ გახსოვთ იური ალტშული, ყოფილი მზვერავი,


ფედულევის მცველი რომ გახდა. ისიც გემახსოვრებათ,
ვინც მას იცნობდა, ყოვლად წესიერ ადამიანად, სიტყვის
კაცად რომ ახასიათებდა, რომელსაც არაფრის ეშინოდა.
მას შემდეგ, რაც ალტშულმა საკუთარი დეტექტიური
სააგენტო და დაცვის სამსახური შექმნა,
სამართალდამცველ ორგანოებს მაინც ეხმარებოდა
აგენტურული ინფორმაციებით. მაგალითისთვის, იმ
ფაქტების საფუძველზე, რომელიც ალტშულმა
პროკურატურასა და ეფესბეს გადასცა, ურალის
დანაშაულებრივი სამყაროს რამდენიმე ლიდერი გისოსებს
მიღმა აღმოჩნდა. მაგრამ ალტშულს თავისი ახირება,
იდეაფიქსი ჰქონდა – თავისი ჯარისშემდგომი ცხოვრების
მთავარ საქმედ ურალმაშის დანაშაულებრივი
დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა მიაჩნდა. შესაძლოა
მიუღებელია ეს აზრი და სასაცილოც არის, მაგრამ სწორედ
ამიტომ ეწყობოდა ალტშული ფედულევს, სწორედ ამიტომ
იყო მის გვერდით – იმიტომ რომ ფედულევიც
ურალმაშელების წინააღმდეგ იბრძოდა.
და მაშინ, როდესაც ფედულევს მთელი ქვეყნის მასშტაბით
ეძებდნენ, ფედულევმა, რომელმაც იცოდა ალტშულის
იდეაფიქსის შესახებ, ეს უკანასკნელი სასაუბროდ
დაიბარა. ფედულევს ეშინოდა, რომ სანამ ის იძულებით
გასული იყო თამაშიდან, ურალმაშელები კონტროლს
დაამყარებდნენ სვერდლოვსკის ოლქის ორ
ჰიდროლოგიურ ქარხანაზე, რომლებზეც თავადაც ეჭირა
თვალი.

ფედულევმა ალტშულს სთხოვა, ნებისმიერი მეთოდით


დაეცვა მისი ინტერესები ურალმაშელების წინაშე,
სანაცვლოდ კი ლობვის ჰიდროლოგიური ქარხნიდან
მიღებული მოგების ნახევარი შესთავაზა.

ალტშული დათანხმდა და გაემგზავრა ლობვიში, სადაც


არაფერია ამ ცნობილი ჰიდროლოგიური ქარხნის გარდა.
იქ ის ქარხნის სრული, წინასწარგანზრახული
განადგურების თვითმხილველი გახდა. და ალტშულს
დაებადა შეკითხვა, რომელსაც თავს ვეღარ დააღწევდა:
რატომ ყიდულობდა ფედულევი ამდენ აქციას? რაში
სჭირდებოდა ამდენი ქარხანა?
ფედულევამდე ლობვის ქარხანა საკმაოდ მტკიცედ იდგა
ფეხზე. მაგრამ, როგორც კი ფედულევი მივიდა და ქარხნის
აქტივების საკუთარ კომპანიებში გადაქაჩვას შეუდგა, ამ
ქარხანამაც სპირტის არალეგალურად წარმოება და
გავრცელება დაიწყო. რეალიზაციიდან მიღებული თანხა
ქარხანაში ფედულევის ფირმების ანგარიშების გავლით
შემოდიოდა, მაგრამ, ცხადია, არასრული სახით. თვეების
მანძილზე, თუმცა საკმაოდ სწრაფად, ფედულევმა
ქარხანას უკანასკნელ წვეთამდე გამოსწოვა სისხლი.
და რა სურათი ნახა ალტშულმა ლობვის ქარხანაში? მისი
ჩასვლის მომენტში უკვე შვიდი თვე გასულიყო, რაც მუშებს
ხელფასი არ აეღოთ. მთელი ფული ფედულევის ფირმებში
ტრიალებდა. ქარხნის ხაზინა გამოცარიელებული იყო,
ვერაფრით გაისტუმრებდა ელექტროენერგიისა და გაზის
ვალებს, ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ბანკროტამდე. და ეს
ხდებოდა ლობვის ქარხანაში – ურბანული განვითარების
დაწესებულებაში, რომელზეც ლობვის მთელი
მოსახლეობა ასე თუ ისე დამოკიდებული იყო. არ იქნებოდა
ქარხანა – ქალაქიც მოკვდებოდა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ალტშულმა, არა ფედულევის


მითითებისამებრ, არამედ დამოუკიდებლად ემოქმედა.
მუშებს ოფიცრის სიტყვა მისცა, რომ წესრიგს დაამყარებდა
და ნიშნად იმისა, რომ პირველ ნაბიჯს დგამდა
დანაპირების შესასრულებლად, ქარხნიდან ორი ადამიანი
გაუშვა – სერგეი ჩუპახინი და სერგეი ლეშუკოვი,
ფედულევის ხალხი ქარხანაში – «ჯალათები», რომლებიც
სწორედ წარმოების გაკოტრებამდე მიყვანის
სპეციალისტები იყვნენ.

გარდა ამისა, ჩუპახინი და ლეშუკოვი სულ ცოტა ხნის წინ


ჯერ კიდევ მილიციონერები იყვნენ. ყოფილი ოფიცრები და
შინაგან საქმეთა საოლქო ხელმძღვანელობის ეკონომიკურ
დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილების
თანამშრომლები. გარდა ამისა, ვასილი რუდენკოსა და
ნიკოლაი ოვჩინიკოვის პირადი მეგობრები. ადამიანები,
რომლებიც მილიციიდან იმიტომ წავიდნენ, რომ
ფედულევის ბიზნესებში მილიციის ფინანსური ინტერესები
დაეცვათ.
გამოხდა ხანი და ფედულევი მაინც გისოსებს მიღმა
აღმოჩნდა – ცხადია, მოსკოვში. თუმცა საგამოძიებო
იზოლატორში მყოფიც ძალას არ იშურებდა, რომ
ეკატერინბურგში მიმდინარე მოვლენებზე ზემოქმედება
მოეხდინა. მასზე დაქვემდებარებულმა მილიციის
თანამშრომლებმა (რუდენკო ხომ უკვე მოსკოვში იყო)
საქმე ისე მოაწყვეს, რომ ფედულევის მოთხოვნით ციხეში
მის სანახავად ალტშული მივიდა. ამ შეხვედრისას
ფედულევმა ალტშულს მოსთხოვა, რომ ქარხნის
მმართველობა კვლავ ჩუპახინისა და ლეშუკოვისთვის
გადაეცა და თვითონ კი დაუყოვნებლივ ჩამოშორებოდა ამ
საქმეს. იმავეს სთხოვდა ფედულევს რუდენკოც, რომელსაც
ბიზნესში საკუთარი წილის დაკარგვა არ სურდა.

მაგრამ ალტშულმა ამაზე უარი განაცხადა და


ეკატერინბურგში გაფრინდა. კვალდაკვალ რუდენკოც
გაჰყვა ურალისკენ. მის ფულს საფრთხე ემუქრებოდა.
ალტშული უბოპის ოფისში დაიბარეს სასაუბროდ, სადაც
უკვე რუდენკო მოითხოვდა მისგან, უარი ეთქვა ლობვის
ქარხანაზე.

მაგრამ ალტშუალი კვლავაც კატეგორიულ უარს


აცხადებდა. რამდენიმე დღეში, 1999 წლის 30 მარტს,
ყოფილი სამხედრო მზვერავი საკუთარ ავტომობილში
ჩაცხრილეს. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა და მიენიჭა № 528006. კვლავაც მთავარი
ეჭვმიტანილი ფედულევი იყო. და ეს უკვე «მისი» რიგით
მესამე სისხლის სამართლის საქმე გახლდაYთ შეკვეთილი
მკვლელობის ბრალდებით.
მაგრამ რა შედეგი? არც არაფერი. № 528006 საქმეც ისევე
მიჩქმალეს, როგორც ორი წინამორბედი.
ფედულევის გათვლა კრიმინალურად მარტივი იყო: არ
არის ალტშული – ე. ი. ქარხნისკენ მიმავალი გზა
თავისუფალია. მაგრამ ალტშულს ლობვიში დარჩა
მეგობარი და მოადგილე, ვასილი ლეონი – ასევე ყოფილი
მზვერავი და სპეცნაზელი. ფედულევის მოთხოვნებს, რომ
დაეტოვებინა ქარხანა, ლეონი კატეგორიული უარით
პასუხობდა. ამასაც ხომ არ მოკლავდნენ?..
რუდენკო-ჩუპახინ-ლეშუკოვის ტანდემმა ლეონს გარიგება
შესთავაზა. ლეონი დირექტორად დარჩებოდა, მაგრამ
ქარხანას სპირტის საბითუმო გაყიდვების
გასაკონტროლებლად ჩუპახინი და ლეშუკოვი
დაუბრუნდებოდნენ. სინამდვილეში, ლეონს კი არ
სთხოვდნენ დათანხმებას, არამედ ატერორებდნენ. მაფია
ვაბანკზე წავიდა, ლეონი დაუფარავად დაიბარა
სკვორცოვმა, უბოპის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა და
მოსთხოვა, დათანხმებულიყო. მოსკოვიდან განუწყვეტლივ
რეკავდა რუდენკო, რომელიც მოსკოვში კიდევ უფრო
დააწინაურეს – შინაგან საქმეთა სამინისტროში
გადაიყვანეს,

მესამე პიროვნება, რომელიც ლეონს ავიწროებდა,


ლეონიდ ფესკო იყო. ის – რუდენკოს მეგობარი, ასევე
მაღალი წოდების მილიციონერი, სვერდლოვსკის საოლქო
მილიციის ოპერატიულ-სამძებრო განყოფილების უფროსი
იყო (თუმცა რუდენკოს კვალდაკვალ, ისიც მალე წავიდა
მოსკოვში, თანამდებობიდან გადადგა და ე. წ.
«სვერდლოვსკის ოლქის უბოპის თანამშრომლების
დაცვისა და დახმარების ფონდს» ჩაუდგა სათავეში).
ფედულევის მაფიის ბუღალტერი სწორედ ფესკო იყო.
საქმე ისაა, რომ ეს «ფონდი» არალეგალური ფულის,
ქრთამებისა და პრემიების ლეგალური გადაქაჩვის ტიპური
სტრუქტურა იყო. ამ გზით, ოფიციალურად ყველაფერი
სუფთად კეთდებოდა – მილიციის საჭიროებების
დასპონსორება. სინამდვილეში კი, უბრალოდ მეორე
ხელფასი ფედულევის მაფიის მილიციონერი
წევრებისთვის.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მსგავსი


«დაცვისა და დახმარების ფონდები» არა ფედულევმა,
არამედ მისმა მსგავსმა ადამიანებმა 90-იანი წლების
შუახანებში გამოიგონეს. მსგავსი ფონდები ახლაც დიდი
რაოდენობით არსებობს ჩვენს ქვეყანაში – თითოეულ
ოლქში რამდენიმე ასეთი სტრუქტურაა, რომლებიც
ქრთამებს, ფაქტობრივად, სამართალდამცავ ორგანოებში
ეზიდებიან.

სხვათა შორის, მოგვიანებით სწორედ ფესკო გახდა


ფედულევის მოადგილე მისი მაფიის მიერ
კონტროლირებადი საწარმოების დაცვისა და წესრიგის
დაცვის საქმეში. მოწინააღმდეგეების გააქტიურების
შემთხვევაში, სწორედ ფესკოს ევალებოდა მილიციის
სპეციალური ოპერატიული დაჯგუფებების მობილიზება
მათ აღსაკვეთად. მოგვიანებით კი, ფესკო
ხელმძღვანელობდა 2000 წლის სექტემბერში
«ურალხიმაშის» ხელში ჩაგდების საქმესაც.

თუმცა იქამდე, 1999 წელს ვასილი ლეონმა ყველა, მთელი


მაფია უარით გაისტუმრა. მაშინ, 1999 წლის დეკემბერში,
უბოპის ხელმძღვანელ სკვარცოვის უახლოესი
გარემოცვიდან, დეტექტივმა ევგენი ანტონოვმა ლეონის
პირველი თანაშემწე მოკლა, სწორედ ის ადამიანი,
რომელსაც ლობვის საწარმოში არყის საბითუმო
გაყიდვები ჰქონდა ჩაბარებული, ვის თანამდებობასაც
ითხოვდნენ ჩუპახინისა და ლეშუკოვისთვის.
არსებობს ლეონის ოფიციალური წერილობითი ჩვენება
იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ მისი მეგობრის
მკვლელობას, რომელიც ეფესბეს სვერდლოვსკის საოლქო
სამმართველოში, ჯერ კიდევ ცხელ კვალზე დაწერა:

იანვრის შუა რიცხვებში უბოპის განყოფილების უფროსს


სერგეი ვასილევს ვესაუბრე. მან უხეში ფორმით
პრეტენზიები წამიყენა, რომ ლობვის საწარმოში ჩემი
ყოფნით უბოპს ფინანსები წავართვი. გარდა ამისა მითხრა:
– «შენ ეფესბეს, უბოპსა და ოლქის სხვა ძალოვნებს
«ობშიაკი» მოპარე. ვასილევმა კატეგორიულად მომთხოვა,
მათთან მეთანამშრომლა. ვკითხე, რას გულისხმობდა ეს
თანამშრომლობა. ვასილევმა მიპასუხა: – ფული უნდა
მოიტანო!
ამ ჩვენების თითოეული სტრიქონი გარკვევით მიუთითებს
სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აუცილებლად
უნდა გამოძიებულიყო. მაგრამ სამართალდამცავმა
ორგანოებმა კვლავაც არ მოინდომეს, ყურადღება
მიექციათ იმისთვის, რაც ეკატერინბურგში ხდებოდა.
ისევე, როგორც არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია ლეონის
მიმართვას გენერალური პროკურატურისადმი, შინაგან
საქმეთა სამინისტროსა თუ უშუალოდ პრეზიდენტ
პუტინისადმი. დამყარებული განუკითხაობისადმი სრული
გულგრილობა იგრძნობოდა, სამაგიეროდ, ფედულევის
ბედის მიმართ დიდი დაინტერესება იყო.

2000 წლის იანვარში გენერალური პროკურორის


მოადგილის, ვასილი კალმაგოროვის პირადი
განკარგულებით ფედულევი ციხიდან გაათავისუფლეს.
უბრალოდ გაუშვეს. არც სასამართლოს გაუმართლებია,
არც არავის შეუწყალებია. უბრალოდ იჯდა და გამოვიდა.
ეკატერინბურგში დაბრუნების შემდეგ ურალის
ხელისუფლებამ ის გმირივით მიიღო. ფედულევი როსელის
განკარგულებით «ურალის წლის საუკეთესო მეწარმედ»
გამოაცხადეს. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ციხისა და ალტშულის მკვლელობის, ლეონზე ძალადობისა
და მათი მეგობრის ფიზიკური განადგურების შემდეგ
საბოლოოდ ჩამოიშორა ყაჩაღის სტატუსი და
«ეკატერინბურგის წამყვანი მეწარმის» წოდება მიიღო. მას
შემდეგ მხოლოდ ამ კონტექსტში მოიხსენიებდნენ
ფედულევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
გამოხდა ხანი და ფედულევი საოლქო საკანონმდებლო
ორგანოს დეპუტატი გახდა, მიიღო დეპუტატის
ხელშეუხებლობა, რამაც მისი სამართალში მიცემა კიდევ
უფრო გაართულა.
ამდენად, ფედულევი – ურალელი ოლიგარქი, დეპუტატი,
უმსხვილესი მესაკუთრე. მაგრამ, რაც მთავარია, «ოჯახის»
შემქმნელი, მას იტალიურად მაფია ჰქვია, მშობლიური
სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე კი – ორგანიზებული
დანაშაულებრივი გაერთიანება. 2000 წლის შემოდგომაზე,
«ურალხიმაშის» ხელში ჩაგდების მომენტისათვის, რითაც
ამ ამბის მოყოლა დავიწყეთ, ფედულევის «ოჯახში»
ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ამას «მაფიის»
სტატუსი მოითხოვდა. მარჯვნივ წახვიდოდი – წლების
განმავლობაში გამოკვებილი სამართალდამცავი
ორგანოები, მარცხნივ – «საკუთარი» მოსამართლეები,
შუაში კი – «საკუთარი» ჩინოვნიკები, ნებისმიერი რანგის,
უმდაბლესიდან უმაღლეს რანგამდე. მხოლოდ ერთი
დაბრკოლება იყო: «მამა» ციხეში ჩასვეს და სანამ ის იქ
იჯდა, საწარმოებმა და კომბინატებმა მისგან თავის
დაღწევა დაიწყეს, «ოჯახი» კი პანიკაში ჩავარდა: «სადაა
ფული?» რის შემდეგაც ფედულევი ციხიდან გამოვიდა...

ახალი გადანაწილება
ცხადია, ფედულევის წოდებები და რეგალიები მაფიოზური
აისბერგის მხოლოდ ზედაპირია. თუმცა ფედულევის
ციხიდან გამოსვლა რუსული ურალის თანამედროვე
ისტორიის გარდამტეხი და სანიმუშო ეპიზოდია. იქამდე,
სანამ ფედულევი ეკატერინბურგში ისევ გამოჩნდებოდა და
მხოლოდ ინფორმაცია იყო გავრცელებული იმის შესახებ,
რომ იგი გაათავისუფლეს, შეგნებული ხალხი მაშინვე
მიხვდა: ყველაფერი ასე მარტივად არ არის, გარდაუვალია
ურალის საკუთრების ახალი გადანაწილება. ფედულევს კი
ამ საქმეში, როგორც ტარანს, ისე გამოიყენებდნენ.
ფედულევი ციხიდან ტყუილად არ გამოუშვიათ, იმისთვის
გაათავისუფლეს, რომ ქონება საკუთარი თავისთვისაც
დაებრუნებინა და მათთვისაც, ვინც მის უკან იდგა (ან ის
იდგა მათ უკან), ისევ უნდა მიეღოთ თავისი ფინანსური
სარგებელი, ქრთამი ფედულევის ბიზნესიდან, რომლის
განვითარებაშიც დიდი რისკის სანაცვლოდ, სისხლისა და
ღალატის ფასად ეხმარებოდნენ.
ფედულევმა იმედები გაამართლა. პირველი, რაც ციხიდან
გამოსვლის შემდეგ გააკეთა, ლობვის ჰიდროლოგიური
ქარხნის უკან დაბრუნებას მიჰყო ხელი. რადგან ეს – კიდევ
ერთხელ გავიმეორებ – სპირტია! დიდი, ნამდვილი და
სწრაფი ფული.

და კვლავ მოვიყვანოთ ციტატა ლობვის საწარმოს


აღმასრულებელი დირექტორის, ვასილი ლეონის
ჩვენებიდან, რომელიც ეფესბეს საოლქო სასამართლოს
მისცა:

ფედულევმა განმიმარტა, რომ ადრე პრობლემები


იურიდიული გზით გვარდებოდა: პრივატიზაცია, აქციების
შესყიდვა... ახლა კი ყველაფერი ძალოვანი მეთოდებით
წყდება.

ლეონის ეს ჩვენება 2000 წლის თებერვლით თარიღდება.


მაშინ ლეონი თავად მივიდა ეფესბეში მაფიის წინააღმდეგ
დახმარების თხოვნით. ითხოვდა «კანონის ძალით»
დაეცვათ ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანების
შანტაჟისგან – პირველ ყოვლისა, საოლქო უბოპის
თანამშრომლების შანტაჟისგან, რომლებიც აიძულებდნენ
ლეონს, ფედულევის სასარგებლოდ დაეტოვებინა პოსტი,
მეორე მხრივ კი – უშუალოდ ბატონი ფედულევისგან,
რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ლეონს არა
მხოლოდ საწარმოდან წასვლა მოსთხოვა, არამედ სამასი
ათასი დოლარიც, კომპენსაციის სახით.
ლეონის ყველა თხოვნა უპასუხოდ დარჩა – სახელმწიფომ
უარყო კანონი და ქარხანა მაფიას საჯიჯგნად დაუტოვა.

2000 წლის 14 თებერვალს ფედულევმა ლობვის საწარმოს


კრედიტორთა კომიტეტი მოიწვია. მოიწვია ისე, რომ ამის
არანაირი იურიდიული უფლება არ ჰქონდა. მისი მიზანი
იყო, ძალის გამოყენებით საწარმოს ხელმძღვანელობა
თავისი ხალხით შეეცვალა.
საინტერესოა, როგორ მოხერხდა ეს: ხუთი მთავარი
კრედიტორიდან ფედულევმა მხოლოდ ორის გადაბირება
მოახერხა, მესამე კრედიტორის სახელით კი, რომლის ხმა
აუცილებელი იყო კვორუმისთვის, გაჩნდა გაყალბებული
მინდობილობა. ამგვარად «კომიტეტმა» ფედულევისთვის
საჭირო გადაწყვეტილება მიიღო: კრედიტორების შეკრება
ჩატარდებოდა არა ლობვის საწარმოში, არამედ
ეკატერინბურგში, ფედულევის ოფისში, მალიშევის 36-ში.
არავისთვის ყოფილა გაუგებარი, რატომ შეირჩა ეს
ადგილი: თუკი უეცრად ვინმე გამოჩნდებოდა შეკრებაზე
ნამდვილი კრედიტორებიდან და მათი შეჩერება
გახდებოდა საჭირო? სრულიად დაცულ შენობაში ამის
გაკეთება ძალიან ადვილი იქნებოდა. ლობვის საწარმოში –
ბევრად რთული. ამიტომაც, რატომ აეტკივებინათ
აუტკივარი თავი?

შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში თავად რუდენკო


ჩამოფრინდა. ფედულევს და რუდენკოს მთავარი საკითხი
უნდა გადაეჭრათ: რა მოეხერხებინათ ლეონისთვის,
რომელიც არ ნებდებოდა? გადაჭრეს კიდეც...
17 თებერვლის შეკრებამდე ერთი თვით ადრე ფედულევმა
უბოპში თავისი ორი თანამშრომელი გააგზავნა: პილშიკოვი
და ნაიმუშინი. ამ ხალხს უბოპში უკვე მრავალი წელია,
კარგად იცნობდნენ, როგორც შეკვეთილი მკვლელობების
რეალურ შემსრულებლებს ფედულევის
თანამზრახველებიდან. ამჯერად, 17 თებერვალს
პილშიკოვმა და ნაიმუშინმა უბოპში საჩივარი დაწერეს,
თითქოს ლეონმა მათ ათი ათასი დოლარი გამოსძალა. და
ზუსტად ერთ საათში – რუსეთის სამართალდამცავი
სისტემისთვის წარმოუდგენელ დროში – ლეონის
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხადია,
ყოველგვარი წინასწარი ძიების, აუდიოჩანაწერებისა და
ჩხრეკის გარეშე. მხოლოდ საჩივრის საფუძველზე. ამის
პარალელურად ლობვის ქუჩებში უკვე პატრულირებდა
მილიციის მანქანა და განცხადების ფურცლებს
ავრცელებდა: დირექტორი ლეონი იძებნება და აღარ
შეიძლება დირექტორად მიიჩნეოდეს.

18 თებერვალი – ფედულევის ოფისში კრედიტორების


შეკრების დღე. წესისამებრ, ყველაფერი რეგისტრაციით
დაიწყო. შესასვლელს, დერეფნებსა და კაბინეტებს
მილიციის ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები
აკონტროლებდნენ, ეს უბოპის ხალხი იყო. ერთი შეხედვით,
ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი და ფედულევის
მიერ წამოწყებული თამაშის შეფერხება არაფერს შეეძლო.

მაგრამ ამ დროს მოხდა სწორედ ის გაუთვალისწინებელი


რამ, რის გამოც შეკრების ადგილი ეკატერინბურგში
გადაიტანეს. საწარმოს პროფკავშირული გაერთიანების
თავმჯდომარემ, გალინა ივანოვამ, რომელსაც უფლება
ჰქონდა, დასწრებოდა კრედიტორების შეკრებას მუშათა
კოლექტივის სახელით, ქალმა, რომლისთვისაც არავის
მიუქცევია დიდი ყურადღება, ჩანთიდან მინდობილობა
ამოიღო. ეს იყო ყველაზე «ძვირფასი» მინდობილობა
მთავარი კრედიტორისგან. ამაზე ლეონმა იზრუნა,
რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. მინდობილობის
ფასი კი ხმათა 34 პროცენტი იყო. ეს ნიშნავდა, რომ
ივანოვას ხმა გადამწყვეტი იყო.
ფედულევმა განკარგულება გასცა და ივანოვა უბოპში
წაიყვანეს – დააპატიმრეს! პირდაპირ შეხვედრიდან, ისე,
რომ ხმის მიცემას არც კი დალოდებიან. ვინ წაიყვანა?
უბოპის თანამშრომლებმა, რომლებიც დარბაზში
იმყოფებოდნენ. ოღონდ ფორმები კი არ ეცვათ,
სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი ხალხში
გაბნეულიყვნენ. უბოპში ივანოვა ზუსტად სამი საათი და
ოცი წუთი გააჩერეს, სანამ ფედულევმა არ დარეკა და არ
შეატყობინა, რომ რეგისტრაცია დასრულდა.

შეკრების შემდეგ კი იყო ღამე, რომელსაც ასე ახასიათებს


ალექსანდრ ნაუდჟუსი, ვასილი ლეონის მოადგილე (ესეც
ნაუდჟუსის მიერ საოლქო ეფესბესთვის მიცემული
ოფიციალური ჩვენებაა):

საწარმოში დაახლოებით 22:30-ზე მივედი. დაახლოებით


1:30-ზე დასაძინებლად წავედი. 4:30-ზე გამაღვიძეს.
საწარმოს დირექციაში კარი უკვე შემტვრეული იყო,
ფანჯრის ჟალუზებიც ასევე. ირგვლივ უამრავი
შეიარაღებული პირი და ოცდაათამდე მსუბუქი
ავტომანქანა და ავტობუსი იდგა. ქარხნის
ხელმძღვანელობაში შეგვიშვეს, სადაც საწარმოს დაცვის
თანამშრომლები მაღლა აწეული ხელებით იდგნენ – მათ
თვალყურს ადევნებდა მილიციის ფორმაში ჩაცმული
ავტომატიანი ხალხი. მაგიდასთან უბოპის უფროსი,
ლეიტენანტი ოლეშკევიჩი იჯდა. კომერციული
დირექტორის კაბინეტში შევედი, იქ ფედულევი იყო.
ვკითხე: რის საფუძველზე დაიკავეთ ტერიტორია?
კრედიტორების შეკრების პროტოკოლი და ახალი
დირექტორის კონტრაქტი მომცეს. კონტრაქტი
გაყალბებული იყო.
ამგვარად ფედულევისა და საოლქო უბოპის ლობვის
საწარმოს უკანონო მითვისების ერთობლივი ოპერაცია
წარმატებით ჩატარდა – კანონის უხეში დარღვევითა და
სახელმწიფო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების
გადამეტებით.

ვინ დაისაჯა ამისთვის? თუ ყველაფერს 2003 წლის


გადასახედიდან შევხედავთ, პუტინის მიერ
გამოცხადებული «კანონის დიქტატურის» მესამე წელს,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე – არავინ.
გთხოვთ, დამიცვათ უბოპის თანამშრომლების სამომავლო
პროვოკაციებისგან, – დაწერა მაშინ ვასილი ლეონმა
ეფესბეში. დაწერა და მორჩა. ტყუილად დახარჯა ხუთი
ფურცელი, მეტი არაფერი. 18 თებერვლიდან იქცა
დირექტორად საწარმოს გარეშე. 18 თებერვლის შემდეგ
ფედულევის ხალხისთვის ფული მოჰქონდა ხოლმე. ლობვი
– ეს სპირტია, სპირტი – არაყი «პალენკა», არაყი «პალენკა»
– ფედულევი და კომპანია. ურალის სპირტის ბაზრის
გარდაქმნა, რასაც უკავშირდებოდა ფედულევის ციხიდან
გამოსვლა, განხორციელდა. ყველაფერი ისე მოხდა,
როგორც უნდა მომხდარიყო.
დღეისთვის ლობვის საწარმო სულს ღაფავს – ფედულევმა
სისხლის უკანასკნელი წვეთი გამოსწოვა და შემდეგ
გვერდზე გადგა. რაც სავსებით მოსალოდნელი იყო. თუმცა
ეს დღეს, 2000 წელს კი, მას შემდეგ, რაც ლობვის საწარმოს
დაეპატრონა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული დააგროვა,
შვიდი თვის შემდეგ უკვე შეუჩერებელი ფედულევი
მეტალურგიულ ბაზარზე შეიჭრა. ამ გზაზე პირველ მსუყე
ნაჭერს კაჩკანარი ერქვა.

კაჩკანარი

კაჩკანარის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი –


საქვეყნო აღიარება და რუსეთის ეროვნული საკუთრება.
მსოფლიოში ერთადერთი კომბინატი, რომელიც რკინა-
ვანადიუმის მადანს აწარმოებდა. ჩვენს ქვეყანაში ამ
ქარხნის გარეშე რკინიგზის არც ერთი ლიანდაგი არ
იწარმოებოდა.

90-იანი წლების შუა ხანებში, რუსეთში როგორც ბევრი სხვა


ეკონომიკურად განვითარებული საწარმო, კაჩკანარიც
პრივატიზირებულთა სიას შეუერთდა, რის შედეგადაც
სრულიად გაღატაკდა. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია
1997-1998 წლებში. იმ პერიოდისთვის სამთო-
გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარე ფედულევი გახდა და აქაც ისევე
მოქმედებდა, როგორც ყველა სხვა ადგილას, სადაც კი
ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. 1998 წლის ბოლოს
ფედულევმა კაჩკანარი ბანკროტამდე მიიყვანა. და
მხოლოდ «ურალის საუკეთესო მეწარმის» დაპატიმრებამ
შეუწყო ხელი კაჩკანარის აღორძინებას – სხვა
აქციონერებს გააქტიურების საშუალება მიეცათ.
გამოცდილი მენეჯერების გუნდი დაიქირავეს, რომელთაც
სათავეში ჯალალ ხაიდაროვი ედგა. ამის შემდეგ მსხვილი
ინვესტორებიც გამოჩნდნენ.
1999 წელს კომბინატი გარდაიქმნა – წარმოების მოცულობა
პროექტით გათვალისწინებულ ციფრებს მიუახლოვდა,
სუფთა აქტივების ფასი მაღლა ავარდა, მუშებს ხელფასებს
უხდიდნენ (აქაც იგივე სიტუაცია, რაც ლობვიში: სამთო-
გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებული ათი ათასი
ადამიანი, ფაქტობრივად, ქალაქის მთელი
შრომისუნარიანი მოსახლეობა იყო).
ფედულევისშემოდგომი გამოჯანმრთელების შედეგი
სახეზე იყო – საფონდო ბირჟაზე კომბინატის აქციები
კვლავ მიმზიდველი გახდა.

როსელს, ისევე როგორც თითქმის ყველა რუს


გუბერნატორს, ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც
ელცინისთვის პუტინი იყო. მემკვიდრე – ერთგული და
ჭკვიანი. მემკვიდრედ სახელდებული შექმნილი სიტუაციის
პირობებში, როდესაც ის ერთგული და ჭკვიანი ადამიანი
უნდა იქცეს პირველი პირის ფინანსური სტაბილურობისა
და პირადი უსაფრთხოების გარანტი იმ დროისთვის,
როდესაც ოლიგარქი პოლიტიკურ არენას დატოვებს.
ასეთი პიროვნება როსელისთვის ანდრეი კოზიცინი იყო,
ურალის «სპილენძის მეფე», რომელიც სვერდლოვსკის
ოლქის სპილენძის გადამამუშავებელ საწარმოებს
ფლობდა. გუბერნატორის მორიგი არჩევნები როდესაც
მოახლოვდა, ეკატერინბურგს არ გამორჩენია, სპილენძის
მწარმოებელი კოზიცინი როგორ გაძლიერდა რკინის
წარმოებაში, კვლავაც როსელის მფარველობით, რა თქმა
უნდა. როსელი, ცხადია, მუდმივად გუბერნატორი არ
იქნებოდა, ამიტომ რაც უფრო ახლოვდებოდა გადარჩევის
პერიოდი, როსელმა მნიშვნელოვანი ზომების მიღება
დაიწყო იმისთვის, რომ ურალის მრეწველობის ყველაზე
მსუყე ნაწილები ერთ ხელში, ამ შემთხვევაში, კოზიცინის
ხელში აღმოჩენილიყო. კოზიცინის ხელში მოხვედრა,
ცხადია როსელის ხელში მოხვედრას ნიშნავდა.
როგორც გახსოვთ, მოსკოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ
ფედულევი ეკატერინბურგში, პირველ ყოვლისა,
გუბერნატორ როსელს ეწვია. რაზე ისაუბრეს, ზუსტად
არავინ იცის, თუმცა აუდიენციის შემდეგ ფედულევმა
მინდობილობით მმართველობაში გადააბარა კოზიცინს
ორი საწარმოს – კაჩკანარისა და ნიჟნი ტაგილის
მეტალურგიული კომპლექსის – მის ხელთ არსებული
ყველა აქცია. ყველა ნიშნით ეს ფედულევის წმინდა წყლის
გარიგება იყო გუბერნატორთან. ფედულევმა გამოისყიდა
უფლება, ოლქში რაც სურდა, ის ეკეთებინა, კოზიცინი კი
კაჩკანარში შევიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მომენტში ფედულევს
კაჩკანარის კომპლექსის აქციების მხოლოდ ცხრამეტი
პროცენტი ჰქონდა და ისიც ბუნდოვანი რეპუტაციისა,
რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ამგვარად კოზიცინისთვის
გადაცემული პაკეტით საკუთარ დირექტორს ასე მარტივად
ვერ დააყენებდი. კომპლექსის მენეჯერები ხაიდაროვის
ხელმძღვანელობით ფედულევ-კოზიცინის ექსპანსიის
წინააღმდეგ გამოვიდნენ მათ ზურგს კი აქციების
სამოცდაათი პროცენტის მფლობელები უმაგრებდნენ.

რა უნდა გაეკეთებინათ? მოძალადეს იმიტომაც უწოდებენ


ასე, რომ მსხვერპლზე ძალადობს. 2000 წლის 28 იანვარს
კაჩკანარის კომპლექსი იარაღის გამოყენებით დაიკავეს.
ცეცხლის გახსნით, გაყალბებული დოკუმენტებითა და
სამართალდამცავი ორგანოების აქტიური მონაწილეობით
– ზუსტად იმ სცენარით, რაც ლობვის საწარმოში
განახორციელეს. გუბერნატორ როსელის ზუსტად ისეთივე
გარეგნული გულგრილობით, რაც ლობვის მოვლენების
დროს გამოიჩინა.
29 იანვარს, გამთენიას, კომბინატს ახალი დირექტორი –
კოზიცინი წარუდგინეს. დაცარიელებულ კაბინეტებში კი
ძალიან შინაურულად ფედულევი დაიარებოდა... დეჟა ვუ.

ერთი რამ აშკარა იყო: ძალაუფლება ძალადობით დიდხანს


არ გასტანდა, მხოლოდ აქციონერების პირველ
შეკრებამდე. კოზიცინი და ფედულევი ამას მშვენივრად
აცნობიერებდნენ, აქ ლობვის და მისი კრედიტორების
ვითარება არ იყო, კაჩკანარის აქციონერები მოძალადეებს
გაყრიდნენ.

ასეთი გამოსავალი მოძებნეს: უპირველესად


აქციონერების შეკრება არ უნდა დაეშვათ. მეორე
მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი იქნებოდა კომპლექსის
გაკოტრება, რადგან ეს ერთადერთი საშუალება იყო
აქციონერებისთვის მმართველობითი უფლებამოსილების
ჩამოსართმევად (ასეთია ჩვენი კანონმდებლობა:
გაკოტრებული საწარმოს აქციონერები ხმის მიცემის
უფლების არმქონე მესაკუთრეებად იქცევიან).
ფედულევმა და კოზიცინმა აქციონერების შეკრებას ჩვენი
ხელისუფლების მიერ ჩეჩნეთში აპრობირებული მეთოდის
გამოყენებით შეუშალეს ხელი, ქალაქი დაკეტეს და იქ
შესვლა ან ქალაქიდან გასვლა აკრძალეს. აქციონერები,
რომლებიც კომპლექსიდან გამოყრილ მენეჯერებთან
ერთად საწარმოში მიდიოდნენ, ქალაქის მისადგომებთან,
მილიციის ბლოკპოსტებთან გააჩერეს. ასეთი რამ
წარმოუდგენელია? ძალიან მარტივადაც წარმოსადგენია.
კაჩკანარის მერმა, ბატონმა სუხომლინმა ფედულევისა და
კოზიცინის მოთხოვნით სასწრაფოდ დაწერა
დადგენილება №14, რომლის საფუძველზეც იკრძალებოდა
კაჩკანარში სხვა ქალაქის მცხოვრებლების შემოსვლა.
კაჩკანარის კომპლექსის ყველა აქციონერი და მენეჯერი კი
სხვა ქალაქის მცხოვრები იყო. იმავე დადგენილებით, მერი
სუხომლინი კრძალავდა სხვა ქალაქების მცხოვრებლების
შეკრებას და ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ფედულევისა და
კოზიცინის მტრები რაიმე საშუალებით მაინც
შემოაღწევდნენ ქალაქში და მათი დაპატიმრება
გახდებოდა საჭირო, თუკი შეკრების ორგანიზებას
შეეცდებოდნენ. ამ შემთხვევაში კი მათი შეკრება სხვა
არაფერი იქნებოდა თუ არა «სხვა ქალაქის
მცხოვრებლების შეკრება».

ცხადია, სრული აბსურდი იყო. ფარსი, რომელიც რეალურ


ცხოვრებაში ხდებოდა. აქციონერების შეკრება არ შედგა
და ყაჩაღი კომპანიონები გეგმის მეორე პუნქტზე
გადავიდნენ: კაჩკანარის სამთო-გამამდიდრებელი
კომბინატის ხელოვნურ გაკოტრებაზე.

მაგრამ როგორ უნდა მოხერხებულიყო ეს, თუკი საწარმო


წარმატებულად მუშაობდა?
«მოსკოვის ბიზნეს მსოფლიოს» ბანკში კოზიცინმა
თხუთმეტი მილიონი დოლარის სესხი აიღო და სანაცვლოდ
სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ქონება ჩადო. სესხი
მისცეს – ვის არ უნდოდა კაჩკანარის საწარმოს ხელში
ჩაგდება. შემდეგ ამ სესხის საფუძველზე კოზიცინმა
ბაზარზე გამოუშვა კომბინატის თამასუქები. ფული კი სულ
სხვა საწარმოში, «სვიატაგორში» დააბანდა, რომელიც
ასევე სვერდლოვსკის ოლქში იყო განთავსებული. ვითომ
თანამედროვე საწარმოს შექმნას აპირებდა. მომდევნო
ნაბიჯი კი ის იყო, რომ კოზიცინმა კაჩკანარის თამასუქები
ვითომ «სვიატაგორს» გადასცა.
რატომ არის ყველგან ეს «ვითომ»? იმიტომ, რომ როგორც
გაირკვა: მსგავსი არაფერი მომხდარა, ყველა ქმედება
ვირტუალური იყო, კომბინატის თამასუქები კი ერთი
პატარა ფირმის ხელთ აღმოჩნდა, ცხადია, ფირმა
არალეგალურად იყო შექმნილი. დარეგისტრირებული –
ეკატერინბურგის ერთი მოკრძალებული ბინის მისამართზე
ვიღაც ქალბატონის პასპორტით, რომლის მოძებნაც, დიდი
მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით შეძლეს. სწორედ ეს
ვირტუალური ქალბატონი უეცრად მსოფლიოში ყველაზე
გავლენიანი ვანადიუმის მწარმოებელ-მონოპოლისტის
მთავარ კრედიტორად გადაიქცა. როგორ? ეფემერული
ფირმა კომბინატის თამასუქებს მათი ნომინალური
ღირებულების ორმოც პროცენტად ყიდულობდა და
მაშინვე უკანვე წარუდგენდა კომბინატს ასპროცენტიანი
ღირებულებით შესასყიდად. შემდეგ კი, კომბინატის
ბანკროტი გამოაცხადა, რომელმაც ვერ შეძლო, საკუთარი
თამასუქები უკან ნომინალური ღირებულების ას
პროცენტად გამოესყიდა. ამ გზით, კრედიტორების
შეკრებაზე უცნობი ქალბატონის ხელთ აღმოჩნდა ხმათა
ოთხმოცდაათი პროცენტი. ეს იყო დიდი თაღლითობა,
რომელიც სრულიად დაუფარავად, საოლქო
ხელმძღვანელობისა და გუბერნატორის მეთვალყურეობის
ქვეშ გაითამაშეს.
ღიად გამოჩნდა არალეგალური კრედიტორი.

ღიად აიღეს ხელოვნური ვალი და გამოუშვეს თამასუქები.


ღიად გაყიდეს თამასუქები ღირებულების ორმოც
პროცენტად.
ღიად წარუდგინეს თამასუქები კომბინატს მეორე დღესვე
ასპროცენტიან გადახდაზე.

ღიად შეიქმნა ხელოვნური ვალი.


ღიად, სულ რამდენიმე დღეში, კომბინატი ბანკროტამდე
მიიყვანეს.
ღია ქურდობა – ხელისუფლებისა და სამართალდამცავი
ორგანოების კურთხევით, სამთო-გამამდიდრებელი
კომბინატის ნამდვილი მეპატრონეები, რომლებმაც ამ
საწარმოში მილიონობით დოლარი ჩადეს, საკუთრებისა და
საკუთარი ინვესტიციების უკან დაბრუნების უფლების
გარეშე დატოვეს.

და მთელი ამ ხნის განმავლობაში კაჩკანარში საოლქო


უბოპის ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობა იყო
დაწესებული, რომ თავიდან აეცილებინათ
გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად, არ
გამოჩენილიყო ვინმე «ახალი გალინა ივანოვა –
პროფკავშირის ხელმძღვანელი». ყველაფერი იმავე
სცენარით განვითარდა, როგორც ლობვიში, იქაური
საწარმოს ხელში ჩაგდების დროს.

როდესაც ქურდს წინ არავინ ეღობება, ის სულ უფრო


თავხედდება. ლობვის საწარმოს კაჩკანარი მოჰყვა,
კაჩკანარს კი «ურალხიმაში» – 2000 წელს საწარმო იარაღის
გამოყენებით ჩაიგდეს ხელში, ზუსტად ზემოთ აღწერილი
სქემის გამოყენებით. შემდეგ თვეებში კი, 2001 წლის
მანძილზე ხელისუფლების სრული მხარდაჭერით
«ურალხიმაშის» ხელოვნური გაბანკროტების გზით
მშვიდად ჩამოიშორეს აქციონერები. სწორედ ასეთია ე. წ.
«კონტროლირებადი დემოკრატია», რომლის შესახებაც
აღლუმის დროს პუტინმა განაცხადა.
თუ იქნებ ველური კაპიტალიზმი, მაფიოზური დაჯგუფებები
რომ მართავენ. ამ დაჯგუფებებმა სამართალდამცავი
ორგანოები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და
სასამართლო ორგანოებიც კი საკუთარ მსახურებად
აქციეს.
ურალის სასამართლო – ყველაზე კორუმპირებული მთელ
მსოფლიოში

ალბათ გახსოვთ, «ურალხიმაშის» დაკავების შემდეგ,


ღამით ფედულევი და გადაყენებული დირექტორის
მხარდამჭერები ერმანეთს ურთიერთგამომრიცხავ
სასამართლო გადაწყვეტილებებს რომ უფრიალებდნენ.
საბუთები გაყალბებული არ ყოფილა. როდესაც
«ურალხიმაშის», კაჩკანარის სამთო-გამამდიდრებელი
კომბინატისა და ლობვის საწარმოს დოკუმენტებში
დაიწყებ ქექვას, მალევე აღმოაჩენ, რომ მთელი ეს
შეიარაღებული დარბევები სვერდლოვსკის ოლქის
სასამართლოს მიერ იყო სანქცირებული. ერთი მხარის
უკან ყოველთვის ცალკეული მოსამართლეები იდგნენ,
მეორე მხარის უკან – სხვა მოსამართლეები... თითქოს არც
კანონი არსებობს, არც კონსტიტუცია. თავისთავად
გავლენის სფეროს გადასანაწილებლად, ურალის
მაფიოზური დაჯგუფებების დაპირისპირებების
პარალელურად, შიდა ომი წარმოებდა სასამართლოშიც.
ამდენად სასამართლოს იყენებდნენ და დღემდე იყენებენ
როგორც «ბეჭდების დამრტყმელ ინსტრუმენტს» ხან ერთი
და ხან მეორე მხარის სასარგებლოდ.
იხილეთ ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც ი. კადნიკოვმა,
ეკატერინბურგის ოლქის ოქტომბრის რაიონის
სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რუსეთის
ფედერაციის დამსახურებულმა იურისტმა და ვ. ნიკიტინმა,
ეკატერინბურგის ოლქის ლენინის რაიონის სასამართლოს
ყოფილმა თავმჯდომარემ რუსეთის უზენაესი
სასამართლოს თავჯდომარეს, ვიაჩესლავ ლებედევს
მისწერეს:
«სწორედ ის, ოვჩარუკი (სვერდლოვსკის საოლქო
სასამართლოს თავმჯდომარე საბჭოთა პერიოდიდან
დღემდე) წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობს
ურალის მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებაში.
პირადად არჩევს ახალ მოსამართლეებს და
აკონტროლებს მათ დანიშვნას. მისი თანხმობის გარეშე
მოსამართლედ ვერც ერთი კანდიდატურა ვერ დაინიშნება
და არც ერთ ჩვენგანს არ გაუგრძელდება
უფლებამოსილება. პირადად მისთვის მიუღებელ ყველა
მოსამართლეს ამცირებენ და დევნიან, აიძულებენ
სამსახურები დატოვონ. მათ ნაცვლად კვალიფიკაციის
არმქონე ადამიანებს ნიშნავენ, რომელთაც არც მუშაობის
სათანადო გამოცდილება აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ,
ადვილად სამართავები არიან. დღესდღეობით უმაღლეს
კოეფიციენტს მიაღწია იმ მაღალპროფესიონალი
მოსამართლეების რიცხვმა, რომლებმაც მრავალი წელი
გაატარეს ამ სფეროში, აქვთ უდიდესი გამოცდილება და
ფლობენ ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა:
პრინციპულობა, დამოუკიდებლობა, სიმტკიცე
გადაწყვეტილებების მიღებისას, მოუსყიდველობა და
სიმამაცე, მაგრამ იძულებულები გახდნენ სამსახურიდან
წასულიყვნენ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, თუ
მოუსყიდველი ხარ, შეუძლებელია ოვჩარუკის
მმართველობის პირობებში იმუშაო».
მოდი, ვნახოთ, სინამდვილეში როგორია ოვჩარუკისთვის
«კარგი» და «ცუდი» მოსამართლის პორტრეტი.

საუკეთესო პროფესიონალი
ანატოლი კრიზსკი, ეკატერინბურგის ოლქის ვერხ-ისეცკის
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე არათუ «კარგი»,
«საუკეთესო პროფესიონალია». დიდი ხნის მანძილზე
სწორედ კრიზსკი იყო ივან ოვჩარუკის ინტერესების
ერთგული დამცველი. და რას ნიშნავს იყო «ერთგული
დამცველი»?
ვერხ-ისეცკის სასამართლო ყველაზე უჩვეულო
სასამართლოა მთელ ეკატერინბურგში. სწორედ მის
ტერიტორიაზეა განთავსებული ეკატერინბურგის ციხე. ეს
ნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ვერხ-
ისეცკის სასამართლოში განიხილავენ ყველა საქმეს,
რომელიც დაკავშირებულია პატიმრისთვის სასჯელის
ვადის შემცირებასთან. ეკატერინბურგში ყველამ იცის, რომ
სასჯელის ვადის შესამცირებლად მთავარი პირობა
დანაშაულის შინაარსი კი არ არის, რა ჩაიდინა და აქედან
გამომდინარე საზოგადოებისთვის საშიშია თუ არა, არამედ
მხოლოდ ფული. მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფების
წევრი ყოველთვის სხვებზე ნაკლებ დროს ატარებს ციხეში,
რადგან მისი კოლეგები იქიდან ძალიან მარტივად
გამოისყიდიან ხოლმე.

სწორედ ამ გზით იზრდება რაიონული სასამართლოს


კეთილდღეობა. როგორც ცნობილია, რუსეთში რაიონული
სასამართლოები ეკლესიის თაგვებივით უქონლები არიან.
მათ საკუთარი სახსრები ქაღალდის შესაძენადაც კი არ
ყოფნით და მოსარჩელეებს ევალებათ, რომ საკუთარი
ფურცლებით მივიდნენ, მოსამართლეების ხელფასი კი
ისეთი დაბალია, რომ თვიდან თვემდე ძლივს გაიტანს კაცი
თავს. თუმცა სრულიად განსხვავებული სურათია ვერხ-
ისეცკის სასამართლოში. შენობა მუდმივად
გარშემორტყმულია «ჯიპებით», «მერსედესებით»,
«ფორდებით», რომელთა ფასი რამდენიმე ათასი
დოლარია. და ყოველ დილით ამ ავტომობილებიდან
გადმოდიან მათი მეპატრონეები, მოკრძალებული,
რაიონული მოსამართლეები, რომელთა ხელფასი
მხოლოდ რამდენიმე ათასი რუსული რუბლია. საუკეთესო
მანქანა ყოველთვის ანატოლი კრიზსკის ეკუთვნის.
კრიზსკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა პაველ
ფედულევთან. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ
კრიზსკი განიხილავდა პირადად ყველა იმ საქმეს,
რომელშიც რაიმე სახით ფედულევის სახელი
ფიგურირებდა. ასე ვთქვათ, მისი პირადი მოსამართლე
იყო, ან მოსამართლე გამოძახებით, შეკვეთით. კრიზსკი
ყველა საქმეს, რომლითაც ფედულევი იყო
დაინტერესებული, ე. წ. დაჩქარებული სქემით
აწარმოებდა. არაფრით თავს არ იტვირთავდა – არც
მოწმეების გამოძახებით სასამართლოს დარბაზში, არც
მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონთან
შესაბამისობით. თუკი ფედულევი კრიზსკის სთხოვდა,
რაიმე აქციები მის კუთვნილებად ეღიარებინა, კრიზსკი არ
დაიმძიმებდა თავს იმით, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის
საჭირო მტკიცებულებები მოეპოვებინა, ან, მაგალითად,
იმის გამოძიებით, ფასიანი ქაღალდები ნამდვილად
მოსარჩელე ფედულევს ეკუთვნოდა თუ არა. კრიზსკი
უბრალოდ ბეჭედს დაასვამდა: აქციები ფედულევის
საკუთრება ხდებოდა. ფედულევი სწორედ მსგავსი
გადაწყვეტილების ფურცლით ხელში გამოცხადდა
«ურალხიმაშში» შეიარაღებული შეჭრის შემდეგ.

საინტერესოა, რომ კრიზსკის ბრძანებით, «სამართალი»


ზოგჯერ პირდაპირ კლიენტის სახლში აღესრულებოდა.
ფედულევის საჩივარზე დასკვნას კრიზსკი სასამართლოს
დარბაზში კი არ წერდა, რასაც კანონი მოითხოვს, არამედ
პირდაპირ ფედულევის ოფისში. ხშირად ამას კრიზსკის
ნაცვლად ფედულევის პირადი ადვოკატი აკეთებდა,
მოსამართლე კი მოგვიანებით მარტივად მხოლოდ ხელს
აწერდა.
1998 წლის ზაფხულში, როდესაც ფედულევს
პროკურატურასთან პრობლემები შეექმნა ერთ-ერთ
მოსკოვურ ფირმასთან თაღლითობის გამო, სწორედ
კრიზსკი გაფრინდა ფედულევის ადვოკატთან ერთად
მოსკოვში იმჟამინდელ გენერალურ პროკურორ იური
სკურატოვთან შესახვედრად, რომ ეზრუნა, შეწყვეტილიყო
სისხლის სამართლის საქმე ფედულევის წინააღმდეგ.
სკურატოვს ახალგაზრდობიდან მოყოლებული მეგობრული
ურთიერთობა ჰქონდა კრიზსკისთან, პირადად მიიღო ვერხ-
ისეცკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. არავინ
იცის, რა და როგორ მოხდა, მაგრამ საქმე დაიხურა. უკან
დაბრუნებულ კრიზსკის ფედულევის მეუღლე შეხვდა და
მხიარული, ფერადი ცელოფნის პაკეტით ოცი ათასი
დოლარის ეკვივალენტი რუბლი გადასცა. არც მალავდა,
რომ ამას მადლიერების ნიშნად აკეთებდა. თავის მხრივ,
არც კრიზსკის დაუმალავს კმაყოფილება: რამდენიმე
დღეში ახალი ავტომანქანა «ფორდ ექსპლორერი» შეიძინა.

შესაძლოა, ვიღაცას დასავლეთში ეს ნორმალურ


მოვლენად მოეჩვენოს: ამერიკული ან ევროპული
სასამართლოს თავმჯდომარე არ შეიძლება ღარიბი იყოს,
ამიტომ ძვირად ღირებულ მანქანას თუ ფლობს, ესეც არ
არის გასაკვირი. მაგრამ როდესაც რუსეთის რაიონული
სასამართლოს თავმჯდომარე ასეთი მანქანის მესაკუთრეა,
ეს ორ რამეზე მეტყველებს: თავმჯდომარემ დიდი (ჩვენი
საზომებით) მემკვიდრეობა მიიღო ან მექრთამეა. მესამე
გზა არ არსებობს. იმიტომ რომ «ფორდ ექსპლორერს»
რუსეთში მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენები
შეწვდებიან, ჩვენთან კი, კანონის თანახმად,
სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი ბიზნესის ქონის
უფლება არ აქვს. გარდა ამისა, «ფორდ ექსპლორერის»
ფასი მოსამართლის ოცი წლის მუშაობიდან აღებული
ხელფასის ჯამს უტოლდება.
მაგრამ კრიზსკის გარშემო დატრიალებული საოცრებების
ნაკადი ამით არ დასრულებულა. «ფორდ-ექსპლორერის»
ამბიდან ერთ თვეში ფედულევს ისევ შეექმნა პრობლემები
პროკურატურაში და მაშინ «მათეთრებელი» მანქანა კიდევ
ერთხელ დატრიალდა, კრიზსკი ისევ ჩაფრინდა
სკურატოვთან – ამჯერად არა მოსკოვში, არამედ სოჭის
შავი ზღვის კურორტზე, სადაც იმხანად გენერალური
პროკურორი ისვენებდა – ფედულევის თავზე მოგროვილი
ღრუბლები უკვე მერამდენედ გაიფანტა, კრიზსკიმ კი
თავისი «ფორდ-ექსპლორერი», რომლითაც მთელი
ეკატერინბურგი უკვე შოკში ჩაეგდო, ამჯერად
«მერსედეს-600»-ით შეცვალა, ავტომობილით, რომელიც
«ახალი რუსების» სიმბოლოა.

კრიზსკის დაბადების დღეებზე მთელი ეკატერინბურგი


ლაპარაკობდა ხოლმე. ამ დღეს სასამართლოში წყდებოდა
მოქალაქეთა მიღება. თავმჯდომარის ბრძანებით, ყველა
კარს გასაღებით კეტავდნენ, კრიზსკი ქირაობდა
რესტორანს ქალაქის ცენტრში, ფულის კუპიურები ყველა
მხარეს ცვიოდა, არაყი მდინარესავით მოედინებოდა,
ეკატერინბურგის მთელი ჩინოვნიკობა ღრეობდა ოლქის
განცვიფრებული და გაღატაკებული მოსახლეობის წინაშე.
ამ გამომთვრალ ხალხს სულაც არ ანაღვლებდა, რომ
სასამართლო უწყების წარმომადგენლებს ასე მოქცევის
არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი
უფლებაც არ აქვთ. მაგალითად, ფედერალური კანონი
«რუსეთის ფედერაციაში მოსამართლის სტატუსის
შესახებ» კატეგორიულად მოითხოვს განსაკუთრებულად
ასკეტური ცხოვრების წესს მოსამართლეებისგან.
სამსახურის გარეთ ყოფნისას (აღარაფერს ვამბობდთ,
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) თავი
უნდა აარიდონ პირად ურთიერთობებს, რომელმაც
შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას, მაქსიმალური
სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ
საქციელს, უმაღლეს მორალურ დონეზე მუდმივად დაიცვან
სასამართლო უწყების ავტორიტეტი, რომელიც
მინდობილი აქვთ.
ამდენად კრიზსკი, მთელი თავისი ფედულევისა და სხვა
მაფიოზების ავლადიდებით – საოლქო სასამართლოს
თავმჯდომარის, ივან ოვჩარუკის რჩეული იყო. ყველა
შეხვედრაზე ოვჩარუკი ხაზს უსვამდა: კრიზსკი – ურალის
ოლქის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე.

რატომ? აბსოლუტურად კანონიერი შეკითხვაა. რა დგას


ამის უკან. ოვჩარუკს ან მაფია კვებავს, ან უბრალოდ
დაბრმავდა და შავს თეთრისგან ვერ არჩევს.
არც ერთი და არც მეორე. საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა
ჩვენგანი, ვინც ამჟამად რუსეთში ვცხოვრობთ,
წარმოშობით საბჭოთა ქვეყნიდან, მეტ-ნაკლებად საბჭოთა
ცხოვრების წესის მატარებლები ვართ. ოვჩარუკს ძველი,
საბჭოთა სწავლება და წვრთნა აქვს მიღებული. მისი
დიაგნოზია: ტიპური საბჭოთა ხელმძღვანელი
იურისპუდენციაში «ძველებიდან», როგორც დღეს ჩვენთან
ამბობენ ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ მთელი თავისი წარსული
მოღვაწეობის მანძილზე, არანაირ გარემოებაში,
ხელმძღვანელობასთან კამათს მიჩვეული არ იყო. მას
შეეძლო ბრმად შეესრულებინა ხელმძღვანელობის
დავალება და ასევე ამოეცნო ხელმძღვანელის გუნება-
განწყობა, როდის რომელი მიმართულებით აქაჩავდა
წარბს. ეს გადამეტება არ არის, არც ჟურნალისტური
გაზვიადება. რეალური, საბჭოთა მონობის მაგალითია,
ოვჩარუკი კი ჩვენი ასეთი წარსულის მემკვიდრეობაა,
წარსულისა, სადაც მისი კარიერა მხოლოდ იმიტომ
წარიმართა წარმატებით, რომ მას მისი ზემდგომის,
ხელმძღვანელის მოსაზრების – როგორი უკანონო ან
სულელურიც არ უნდა ყოფილიყო ეს მოსაზრება –
საწინააღმდეგო აზრი ცხოვრებაში არ გამოუთქვამს.
ახალი ერა როდესაც დადგა და დემოკრატია თავისი
კაპიტალიზმით თან მოიყოლა, თვითმხილველების
მტკიცებით, იყო მომენტი, როდესაც ოვჩარუკი პანიკაში
ჩავარდა: ვის ემსახუროს ახლა, როდესაც ჩვეული
იერარქია დაინგრა?

მაგრამ დაბნეულობამ დიდხანს არ გასტანა.


განსაკუთრებული საბჭოთა ყნოსვა აღმოაჩნდა – ვისი
მორჩილებაა უფრო გამოსადეგი, ვინ არის ყველაზე
ძლიერი? – და ოპტიმალური გადაწყვეტილება მალევე
მიიღო. ოვჩარუკმა ორი ახალი «მეფე» შეარჩია. პირველი
იყო ფული (ბიზნესი, სადაც კაპიტალი დიდი სიჩქარით
იყრიდა თავს), მეორე კი ადმინისტრაციული
ბიუროკრატიული მომსახურება, რომელსაც რა ხერხებით
აღარ ებრძოდნენ რუსეთში, მაგრამ ტრადიციულად
მონოლითური და მტკიცე დარჩა, როგორც გრანიტის კლდე
(ოვჩარუკისთვის ასეთი გუბერნატორი როსელია).
რამდენადაც ეს ორი «მეფე» ეკატერინბურგში შეერწყა
ერთმანეთს და ძველი, ურალმაშის მაფიის გვერდით,
ახალი მაფია წარმოიქმნა, ოვჩარუკს დიდხანს არ უწვალია
იმაზე ფიქრით, ვისი მსახური გამხდარიყო – როსელისა და
ფედულევის სურვილების შესრულება დაიწყო. ოვჩარუკი
შესანიშნავად ხედავდა, რომ ფედულევი და როსელი დიდი
მეგობრები იყვნენ, და სანამ ეს ასე გრძელდებოდა,
საჭირო იყო, ფედულევის ყველა ახირება შეესრულებინა.
რაც შეეხება კრიზსკის – ის ფედულევის კაცი იყო,
ოვჩარუკს, ცხადია, მისთვისაც უნდა დაეჭირა მხარი და «არ
შეემჩნია» მისი «პატარ-პატარა სისუსტეები».
მხოლოდ 2001 წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი
ეკატერინბურგის კრიზსკისგან გათავისუფლება ვერხ-
ისეცკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის რანგში.

ეფესბეს საოლქო სამმართველოს მრავალი წლის


განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
კრიზსკი ურალში ფედულევის კრიმინალურ საქმიანობას
სამსახურს უწევდა, მაგრამ ჩვეულებრივ თანამშრომლებს
საკუთარი ნებით მისი დაკავება არ შეეძლოთ. ბოლოს და
ბოლოს, კრიზსკის (სხვათა შორის, უკანონოდ) საიდუმლო
ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს და ვერხ-
ისეცკის სასამართლოს თავმჯდომარე პედოფილიაში
ამხილეს. ეფესბემ მტკიცებულებები წარუდგინა როგორც
კრიზსკის, ისე მის მფარველებს, ოვჩარუკსა და როსელს.
შედეგი? კრიზსკი დიდი პატივით წავიდა სამხედრო
სამსახურიდან, არანაირი საქვეყნო შერცხვენა არ ყოფილა,
არც მოსამართლის უფლებამოსილების ჩამორთმევა, არც
დამცირება. კრიზსკი უბრალოდ სხვა სამსახურში
გადაიყვანეს, ეკატერინბურგის მერის მრჩეველი გახდა
იურიდიულ საკითხებში.
ცუდი მოსამართლეები

ბოლო პერიოდში ასეთი მოსამართლეები ეკატერინბურგში


უმრავლესობაში არიან. მათ არ ისურვეს ახლად
ჩამოყალიბებული მაფიის სამსახურში ჩამდგარიყვნენ, რის
გამოც ისინი გაყარეს და ტალახიც არ დაიშურეს მათი
მისამართით.
ოლგა ვასილიევამ მოსამართლედ თერთმეტი წელი
იმუშავა. საკმაოდ კარგი სტაჟია. ოლგა გარეგნულად
მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, რომელმაც
კატეგორიულად, პრინციპულად უარი თქვა, ხელი მოეწერა
ფედულევის თამაშებისთვის საჭირო
გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციებისთვის. მან
უბრალოდ თქვა: არა. ამ დროს ვასილიევა მუშაობდა
სწორედ ვერხ-ისეცკის რაიონულ სასამართლოში,
კრიზსკის უშუალო დაქვემდებარებაში იყო, უდიდეს
ზეწოლას განიცდიდა მისგან, ხშირად ეს იყო მუქარა, რომ
საფრთხე დაემუქრებოდა მასაც და მისი ოჯახის წევრების
სიცოცხლესაც, მაგრამ ოლგამ გაუძლო და ერთხელაც არ
დამორჩილებია. არც ფედულევს და არც ე. წ. «მარტივ
დადგენილებებს» – და ეს მაშინ, როდესაც კრიზსკი
ითხოვდა, ვიღაც მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფი ყაჩაღი
ციხიდან გამოეშვათ.
ბოლო წვეთად იქცა შემთხვევა, როდესაც ვასილიევამ
წარმოებაში მიიღო სარჩელი (არადა კრიზსკის
მოთხოვნით, ოლგას დაუყოვნებლივ უარი უნდა ეთქვა ისე,
რომ პრეცედენტიც არ შექმნილიყო), სადაც მოპასუხე
თავად საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე ივან
ოვჩარუკი იყო. მოსარჩელეებად გამოვიდნენ
ეკატერინბურგის მცხოვრებლები, რომელთა სარჩელის
განხილვას ოვჩარუკი საოლქო სასამართლოში
შეგნებულად აჭიანურებდა, რადგან სარჩელი გუბერნატორ
როსელის აპარატის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ეკატერინბურგისთვის, ქალაქისთვის, რომელიც მაფიის


მარწუხებშია მოქცეული, სადაც ყველამ იცის, რომ
თავგასულობა მსგავს საკითხებში არა ჩხუბით, არამედ
გასროლით მთავრდება, ასეთი სარჩელის მიღება
რევოლუციის ტოლფასი იყო, წარმოუდგენელი ფაქტი. სხვა
რაიონული მოსამართლეები, საკუთარი თავისთვის დიდი
უბედურების ასაცილებლად, ასეთ სარჩელებს არც კი
არეგისტრირებენ, შემოტანისთანავე უარს ეუბნებიან
მოსარჩელეებს, თუმცა კანონით ამის უფლება არ აქვთ.

სისტემა სასტიკად გაუსწორდა მამაც ოლგა ვასილიევას


იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედა. არა
მხოლოდ სამსახურიდან გააგდეს, არამედ ტალახშიც
ამოსვარეს. მოსამართლის პირად საქმეზე, რომელიც
მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად წარადგინეს,
მიკერებული იყო იმ ხალხის საჩივრები, ვის ციხიდან
გამოშვებაზეც ოლგამ თავის დროზე უარი თქვა: სწორედ იმ
ყაჩაღების, კრიზსკის კრიმინალი მფარველების.
თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა, პატიმრების საჩივრები
დაწერილი იყო სასამართლო სხდომის ოფიციალურ
ბლანკებზე, ეს ბლაკები მათ ხელში ვერაფრით
აღმოჩნდებოდა, გარდა იმ გზისა, რომ კრიზსკი თავად
მივიდა მათთან ციხეში და ეს ბლანკები გადასცა.

ოლგამ დაიწყო სირბილი სხვადასხვა ინსტანციებში,


სადაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ყველაფერი
სიყალბეა... მხოლოდ ერთი წლის შემდეგ რუსეთის
უზენაესმა სასამართლომ აღუდგინა ოლგას მოსამართლის
სტატუსი, თუმცა მისი ტანჯვა ამით არ დასრულებულა.
უზენაესი სასამართლო მოსკოვში იყო, ის კი
ეკატერინბურგში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც სრულიად
დაუცველი იქნებოდა. როგორც კი ოლგა შინ დაბრუნდა და
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კრიზსკის
მიუტანა, მან მაინც არ შეუშვა სამსახურში და
მოსამართლეთა საოლქო საკვალიფიკაციო კოლეგიაში
ოფიციალური წარდგენა დაწერა ვასილიევას შესახებ, რომ
მიუხედავად თანამდებობაზე აღდგენისა, მოსამართლე
ვასილიევა «გამოსწორების გზაზე მაინც არ დამდგარა».
კრიზსკის მოთხოვნას ოვჩარუკიც შეუერთდა და
საკვალიფიკაციო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება:
«მეტად აღარ გაუწიონ რეკომენდაცია» ვასილიევას
მოსამართლედ დანიშვნას (მოსამართლეებმა რუსეთში
დროდადრო უნდა დაამტკიცონ საკუთარი
უფლებამოსილება, ასე ვთქვათ, ხელახლა დაინიშნონ,
ამისთვის კი ხელახლა უნდა მიიღონ საკუთარი ოლქის
საკვალიფიკაციო კოლეგიისგან «რეკომენდაცია», ეს არის
საშვი თავიდან დანიშვნისათვის, პრეზიდენტის
ბრძანებულების საფუძველზე).
ცხადია, ამ საკვალიფიკაციო კოლეგიაში არავის მოსვლია
აზრად, გადაესინჯა, რა საბუთები მოიტანა კრიზსკიმ
საკუთარი ბრალდების დასამტკიცებლად. არადა, ეს ისევ
ის ფაქტები იყო, ვასილიევას «დანაშაულებები»
სასამართლო სისტემის წინაშე, სასამართლოს ბლანკებზე
დაწერილი მსჯავრდებულების საჩივრები, რომლებიც ამ
ცოტა ხნის წინ უმაღლესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ
ცნო და უარყო.

ოლგა ვასილიევა მამაცი და პრინციპული ადამიანია. მან,


ცხადია ხელმეორედ მიმართა უზენაეს სასამართლოს,
მოითხოვს რომ აღდგეს სამართლიანობა, მაგრამ ამ
დამღლელ საქმეში წლები გადის. ამ წლების მანძილზე კი
მას არ შეუძლია მუშაობა.
და კიდევ ერთი: განა შესაძლებელია, უმრავლესობას
მოვთხოვოთ ამ გზით სიარული, რომელიც ოლგა
ვასილიევამ აირჩია?.. არა. ძალიან ბევრი
ეკატერინბურგელი მოსამართლე მეხვეწებოდა, არ
მეხსენებინა მათი გვარები: «ჩვენთვის ბევრად ადვილია,
ბეჭედი დავასვათ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც
ჩვენგან ოვჩარუკი ითხოვს, ვიდრე ვასილიევას ადგილას
ვიყოთ». და ამის საბუთად მიყვებოდნენ უამრავ ისტორიას,
რომელიც მათ კოლეგებს გადახდათ, როდესაც მაფიის
წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტეს. მოგიყვებით ერთ-ერთს,
ეკატერინბურგელი მოსამართლის, ალექსანდერ დოვგიის
ამბავს.

დოვგიიმ ზუსტად იგივე «შეცდომა» დაუშვა, რაც


ვასილიევამ. ერთ დღესაც არ დაემორჩილა კრიზსკის
მოთხოვნას და არ გაათავისუფლა ციხიდან მისი ერთ-ერთი
პროტეჟე. რამდენიმე დღეში მოსამართლე ქუჩაში რკინის
ხელკეტებით სასტიკად სცემეს. მილიციამ
თავდამსხმელების მოძებნაზეც კი უარი თქვა, მიუხედავად
იმისა, რომ როდესაც მსგავსი რამ მოსამართლეებს
შეემთხვევათ ხოლმე, მილიცია, როგორც წესი, ძალიან
აქტიურია. დოვგიიმ დიდი დრო გაატარა საავადმყოფოში,
იქიდან ინვალიდი გამოვიდა, მართალია, სამსახურში
დაბრუნდა, მაგრამ ახლა მხოლოდ განქორწინების
საქმეებს განიხილავს, ის კი არა, ითხოვს, რომ სხვა
საქმეები არც მისცენ.

«არსებულ ვითარებაში, როდესაც პროფესიონალიზმი


დამდაბლებულია საკუთარი აზრის არქონის უნარამდე,
ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ფონს გასვლა
ბოლშევიკური მეთოდების გამოყენების გარეშე,
მართლმსაჯულების სფეროში სახელმწიფოს ფუნქციის
შესასრულებლად არიან დანიშნული. ისინი საყვედურის
ნიშნად თითს აქნევენ და ვერაფერს დასაძრახს ვერ
ხედავენ იმაში, რომ მოითხოვონ კონკრეტული განაჩენის
გამოტანა და იძახებენ მოსამართლეებს საკვალიფიკაციო
კოლეგიაზე. ვერაფერს დასაძრახს ვერ ხედავენ იმაში, რომ
დასაჯონ ან შეიწყალონ ჩვენი ხელითა და ჩვენი
სახელით».
ეს ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიულმა მოსამართლემ
დაწერა, რომელმაც ასევე ითხოვა, სამუდამოდ
«დაევიწყებინათ» მისი სახელი, მას შემდეგ, რაც
ოვჩარუკმა და კრიზსკიმ ზუსტად ისეთივე მეთოდით
შეავიწროვეს, როგორც ეს ვასილიევას შემთხვევაში
მოხდა. ამ დატვირთვას ვერ გაუძლო, ბრძოლისთვის ძალა
ვერ მოიკრიბა – უბრალოდ განზე გადგომა გადაწყვიტა.
დაწერა ეს სტრიქონები კრიზსკისთვის განკუთვნილ
წერილში და სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა...
და ესეც დაამატა: «გთხოვთ საკითხი ჩემი დასწრების
გარეშე განიხილოთ». და ეკატერინბურგიდან სამუდამოდ
წავიდა.

ეს ახალგაზრდა მოსამართლე ვერც კი წარმოიდგენდა,


რომ სამსახურიდან წავიდოდა. უბრალოდ «ერთ მშვენიერ
დღეს» მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, შეხვდა საქმე
რიგითი მაფიოზური დაჯგუფების ყაჩაღური მაქინაციების
შესახებ და კრიზსკიმ საქმის დაუყოვნებლივ დახურვა
მოსთხოვა. ახალგაზრდა მოსამართლემ მოსაფიქრებლად
დრო ითხოვა, «უცნობები» რამდენჯერმე დაემუქრნენ
ანონიმური ზარებით, დაგდებული/დატოვებული
წერილებით... «მოულოდნელად» სადარბაზოში სცემეს –
შედარებით მსუბუქად, უფრო გასაფრთხილებლად,
კვლავაც «უცნობებმა», რომლებიც «ვერ იპოვეს»...

ახალგაზრდა მოსამართლემ მაშინვე თხოვნის წერილი


დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მისი
საქმე მაშინვე სხვა მოსამართლეს გადაულოცეს.
სასამართლო სხდომის წინა დღეს ამ «სხვამ» საოლქო
სასამართლოდან ტელეგრამა მიიღო, რომელსაც თავად
ოვჩარუკი აწერდა ხელს და ითხოვდა, რომ ამ საქმის
განხილვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა. მეორე დღეს საქმე
დაიხურა. სასამართლო შეკვეთით აღსრულდა.
სერგეი კაზანცევმა, ეკატერინბურგის ოლქის კიროვის
რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, განაჩენი
გამოიტანა, რომ ვინმე უპოროვი, რომელმაც უამრავი
ძარცვა ჩაიდინა, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პირი
ციხეში უნდა ჩამჯდარიყო, სასამართლოში მისი საქმის
განხილვამდე. ამის შემდეგ მოსამართლე კაზანცევი სხვა
საქმის განხილვაზე გადავიდა – სათათბირო ოთახში იყო
და განაჩენს წერდა. რუსული კანონმდებლობის თანახმად,
ამ დროს მოსამართლის შეწუხების უფლება არავის აქვს,
მაგრამ კაზანცევს პირდაპირ სათათბირო ოთახში
ოვჩარუკმა დაურეკა და კატეგორიული ფორმით მოსთხოვა,
შეეცვალა უპოროვის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გამოეშვა ციხიდან.
კაზანცევმა უპასუხა: არა. რაზეც ოვჩარუკმა მიუგო, რომ
სამსახურიდან გაუშვებდნენ.

და კაზანცევი სამსახურიდან გაუშვეს.

მსგავსი ისტორიები ეკატერინბურგში მრავლადაა. ისინი


ტყუპებივით ერთმანეთს ჰგავს. შედეგად სამსახურში
დატოვებული მოსამართლეებიც ტყუპებივით არიან. ისინი,
საკუთარი ნების არმქონენი, მზად არიან, ბეჭედი დაასვან
ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ოღონდ
ხელმძღვანელობასთან უსიამოვნება არ ჰქონდეთ.
წინააღმდეგობის გაწევის უნარი ნულამდეა დაყვანილი.
კანონის დიქტატურის ლოზუნგს ამოფარებული ორმაგი
მორალის სამეფო. და ნუთუ, ეს ის მოსამართლეები არიან,
რომელიც ხალხს სჭირდება?
სწორედ ასევე მოხდა «ურალხიმაშში» შეჭრის დროს,
როდესაც ორ სხვადასხვა მხარეს ხელთ აღმოაჩნდა
ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები ერთსა და
იმავე საკითხზე და ერთსა და იმავე კანონზე დაყრდნობით.
იმ პირობებში, როდესაც წლების მანძილზე საფუძველშივე
სასტიკად ჩაახშობდნენ ხოლმე ნებისმიერ სასამართლო
ინიციატივას და ხელს უწყობდნენ მოსამართლეებში
მონური იდეოლოგიის გაღვივებას, რასაც საბჭოთა
სასამართლოებში მუშაობის გამოცდილებაც ემატებოდა –
რომელ გამბედავ და სამართლიან გადაწყვეტილებებზე
შეიძლება იყოს საუბარი? ყველა, ვისაც წინააღმდეგობის
გაწევა და გამბედავად «არა»-ს თქმა შეეძლო, დიდი ხანია,
საქმეს ჩამოაშორეს. ისინი კი, ვისაც შეეძლო,
დაუყოვნებლივ შეეწყო ხელი უსამართლობის
გავრცელებისთვის, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და
კარიერულ კიბეზე მაღლა და მაღლა მიიწევს.

ძალიან კარგები

ფედულევის თითოეული «წარმატების» უკან ურალის


მოსამართლეთა კორპუსთან მისი განსაკუთრებული
მეგობრობა დგას. მეგობრობს მოსამართლეებთან და
თავის მხრივ, მოსამართლეებიც მეგობრობენ მასთან. ამ
კუთხით ყველაზე ცნობილი გვარებია: რიაზანცევი და
ბალაშოვი. რიაზანცევი კაჩკანარის საქალაქო
სასამართლოს (ოვჩარუკის დაქვემდებარებაშია)
მოკრძალებული მოსამართლეა და სწორედ მან მოაწერა
ხელი კაჩკანარის საწარმოსთან დაკავშირებულ
ფედულევისთვის საჭირო საბუთებს. მეორე – ბალაშოვი,
ასევე მოკრძალებული მოსამართლე, რომელიც ქალაქ
ეკატერინბურგის კიროვის რაიონის სასამართლოში
მუშაობს, სწორედ მან გამოსცა ფედულევის სასარგებლო
რეზოლუცია «ურალხიმაშთან» და რამდენიმე მისთვის
მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ასე კეთდებოდა
ყველაფერი.
მოსამართლე ბალაშოვი სწორედ ის ადამიანია,
რომელმაც, ფაქტობრივად, პირველი ტყვია გაისროლა
«ურალხიმაშის» საქმეში. პარასკევ საღამოს მიიღო
ქარხანაში ფედულევის მხარდამჭერი სარჩელი და უკვე
შაბათს დილით, სამამულო სამართალწარმოებისთვის
წარმოუდგენელი სისწრაფით, ბალაშოვმა
ფედულევისთვის «საჭირო» განაჩენი გამოიტანა. ამასთან
ბალაშოვი არაფრით შეწუხებულა – არც მოწმეების
გამოძახებით, არც დამატებითი სამხილების შეგროვებით,
არც მესამე პირების დაკითხვით... მხოლოდ ის გააკეთა,
რასაც მისგან ფედულევი ითხოვდა – მხოლოდ ბეჭედი
დაარტყა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბალაშოვი «კანონის დამცველია».


მან უბრალოდ ოსტატურად გამოიყენა ჩვენს
კანონმდებლობაში არსებული ნაპრალები – დაჩქარებული
სასამართლო, რომელსაც მან მიმართა, სავსებით
დასაშვებია. გამოტანილი განმარტება – ე. წ. «მოსარჩელის
მოთხოვნების დაკმაყოფილებაა». ეს ხდება მაშინ,
როდესაც მოსარჩელეები წერენ საჩივარს თხოვნით,
დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნა იმის გათვალისწინებით,
რომ საპირისპირო მხარემ თითქოსდა დაიწყო ცალკეული
მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი
ნაბიჯების გადადგმა, რასაც ქონების განიავებასთან
მივყავართ. მთავარი ამოცანა მსგავსი სარჩელის დროს
არის ყველაფრის ერთ ადგილზე გაყინვა. სასამართლოს
მართლაც აქვს უფლება, ჩაერიოს, აკრძალოს ნებისმიერი
სახის მმართველობითი ქმედება მანამდე, სანამ დავა არ
დასრულდება და არ გაირკვევა, ვის რა ეკუთვნის.

ამდენად ბალაშოვის გადაწყვეტილებას «ურალხიმაშთან»


დაკავშირებით არაფერი ჰქონდა საერთო საკუთრების
დავის გადაწყვეტასთან. მან უბრალოდ ბრძანებების
გაცემა და საკუთრების განკარგვა აკრძალა. გარეგნულად
ყველაფერი კანონიერად, ტკბილად და მშვიდად ჩატარდა.
კანონის საფარქვეშ – სრული უკანონობა.
რუსული კანონმდებლობის მიხედვით, თუკი ამა თუ იმ
დავასთან დაკავშირებით რომელიმე სასამართლომ უკვე
გამოიტანა განაჩენი, მაგალითად, საარბიტრაჟომ, სხვა
სასამართლოს იმავე საქმესთან დაკავშირებით სხვა
გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მაგრამ თამაში
თამაშია: «სარჩელის დასაკმაყოფილებლად» «საჭირო»
გადაწყვეტილების მიღებისას, ბალაშოვმა თავი
მოიკატუნა, თითქოს მისთვის უცნობი იყო «ურალხიმაშის»
გარშემო არსებული დავის ამბავი, და რომ საარბიტრაჟო
სასამართლო უკვე გაიმართა. გარეგნულად კი კვლავაც
ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ბალაშოვმა წინასწარ
იცოდა, თავი როგორ ემართლებინა: ოლქში არანაირი
საინფორმაციო სისტემა არ არსებობს (მართლაც არ
არსებობს), და რაიონულ სასამართლოებში ყველაზე გვიან
მოდის ამბები.

ცხადია, ეს წმინდა წყლის თამაში იყო – ბალაშოვმა


ყველაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა,
დეტალებს არ ჩაძიებოდა. რა თქმა უნდა, შეეძლო,
მოწმეები მაინც გამოეძახებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა,
შეეძლო, საქმის განხილვა იქამდე გადაედო, სანამ ყველა
გარემოებას არ შეისწავლიდნენ, სულ რამდენიმე დღით.
მაგრამ არც ასე მოქცეულა. იმიტომ, რომ ფედულევს სურდა
ასე. ბალაშოვმა კი მისთვის შეკვეთილი განაჩენი
გამოიტანა, რომელზე დაყრდნობითაც, განაჩენის
გამოტანიდან სულ რამდენიმე საათში, მოსამართლის
ხელმოწერას ჯერ კიდევ მელანი არ შეშრობოდა, რომ
ფედულევი «ურალხიმაშს» შეიარაღებულ დაჯგუფებებთან
ერთად შეესია.
თანამედროვე რუსული სამართალწარმოების
მნიშვნელოვანი დეტალი
თუკი დღეს სასამართლო ვინმეს მოედანზე თამაშობს,
ზურგს უმაგრებს ერთ-ერთ მხარეს – კანონი მის მხარესაა.
რადგან ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს,
მთავარი საკითხი ისაა, მოსამართლეს «ზემოდან» აქვს თუ
არა მხარდაჭერა. თუკი სასამართლოს «ზედა» ფლანგს,
რომელიც «ქვედა» ფლანგს მართავს, იგივე სურვილები
აქვს, რაც «ქვედას», მაშინ «ქვედა» ფლანგს საკუთარი
სურვილისამებრ შეუძლია იმოქმედოს. «ურალხიმაშში»
შეჭრის შემდეგ, ბალაშოვი ახსნა-განმარტებისთვის
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი
ბაიდუკოვმა, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა დაიბარა.
ბალაშოვმა კი აცნობა, რომ «ამგვარი გადაწყვეტილება»
საოლქო სასამართლოს სურვილი იყო და რომ ყველაფერი
ოვჩარუკთან ჰქონდა შეთანხმებული. საკითხი ბალაშოვის
ქმედებასთან დაკავშირებით მომენტალურად მოიხსნა
დღის წესრიგიდან.

და საგონებელში ჩავარდნილი მაყურებელი?


«ურალხიმაშის» თავხედურ მისაკუთრებასთან
დაკავშირებით ეკატერინბურგის მცხოვრებლები ძალიან
ბევრ შეკითხვას სვამდნენ. საწარმოში ხომ რამდენიმე
ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, მათ ყველას ოჯახები
ჰყავდათ... ბაიდუკოვმა ყველაფერი მარტივად ახსნა: ჩვენ
სასამართლო ვართ, გვესმის, რომ ხალხისთვის
თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, როდესაც საფრთხე
დგას, რომ მათ ქონებას გაურკვეველი მიმართულებით
მიიტაცებენ – ჩვენ მოქალაქეებისა და მესაკუთრეების
ინტერესებს ვიცავთ, ამიტომაც ოპერატიულად მივიღეთ
გადაწყვეტილება.
სხვათა შორის, ბაიდუკოვი, რომელმაც ეს განმარტება
გააკეთა, მოსამართლეთა საოლქო საბჭოს თავმჯდომარეა.
ასე ვთქვათ, კორპორატიული სინდისი. ოლგა ვასილიევას
საქმემ, ცხადია, რამდენჯერმე გაიარა ამ საბჭოს ხელში და
ყოველ ჯერზე ბაიდუკოვმა ოვჩარუკისთვის სასურველი
გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა საბჭო –
მოსამართლეთა გაერთიანების ე. წ. ორგანოა ისევე,
როგორც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგია.
ეკატერინბურგში ორივე ორგანო ივან ოვჩარუკის
სურვილებს სრულად დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.
მათ რიგებში მხოლოდ ოვჩარუკისთვის მისაღები ხალხი
ხვდება, შესაბამისად, ოვჩარუკის როგორი
წარმომადგენლებიც მუშაობენ იქ, გადაწყვეტილებებიც
შესაფერისი გამოაქვთ. ვალერი ბაიდუკოვი –
მოსამართლეთა საოლქო საბჭოსა და ეკატერინბურგის
ოლქის კიროვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე
საოცრად მშიშარა ადამიანია, რომელსაც საკუთარი
ჩრდილისაც კი ეშინია. დაუჯერებელია, რომ მას ვინმეს
დაცვა შეეძლოს. თუკი მას რაიმე საკითხზე საკუთარი აზრი
გააჩნია, ეს აზრი ჰიპოთეტურია. მხოლოდ თეორიული
მსჯელობა შეუძლია რაიონულ სასამართლოზე, როგორც
«რუსეთის სასამართლო სისტემის ძირითად რგოლზე»,
მაგრამ როდესაც საქმე კონკრეტული ფაქტების მოყვანასა
და ოვჩარუკის ქმედებების განხილვაზე მიდგება, მაშინვე
ენას ჩაიგდებს ხოლმე.

რუსეთში არსებული კრიმინალური და სამოქალაქო


საქმეების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი რაიონულ
სასამართლოებში განიხილება, ამდენად რაიონული
სასამართლოები მართლაც განსაკუთრებულ რგოლს
წარმოადგენენ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში. თუმცა
რეალურად ეს გამონაგონია. რაიონული სასამართლო,
ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებული და მართვადია. ამ
ვითარების მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ სასამართლო
უწყების «ზედა» ფლანგს სასამართლო რეფორმის
ჩატარებისა და რაიონული სასამართლოების «ქვედა»
ფლანგზე მართვის სადავეების მოშვების სურვილი არ
აქვს. რაიონულ სასამართლოებს მხოლოდ
კონსტიტუციური დამოუკიდებლობა აქვთ მინიჭებული,
თუმცა ის, რომ ამ დოკუმენტს იურიდიული უპირატესობა
აქვს, ბევრს ვერაფერს ცვლის. რაიონულ სასამართლოებს
პროცედურული დამოუკიდებლობა სჭირდებათ.
და მაინც რა არის პროცედურული დამოუკიდებლობა,
რომლის გარეშეც ვერაფერს გახდები? კანონი უწესებს
ზემდგომ მოსამართლეებს (საოლქოს), ქვემდგომების
(რაიონული და საქალაქო) პროცედურული მმართველობა
განახორციელონ, ანუ წარმართონ მათი
მოსამართლებრივი პრაქტიკა. პროცედურული
მმართველობა იმაში მდგომარეობს, რომ რაიონულ
(საქალაქო) მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენი,
ზემდგომი (საოლქო) მოსამართლეები კი აფასებენ მათ
გადაწყვეტილებებს, სწორია თუ არასწორია. ასე
ფორმირდება მოსამართლებრივი პრაქტიკა, სადაც
პროცედურული მართვადობა გადაიზრდება ხოლმე
ორგანიზაციულსა და კარიერულში. ამ სქემას
დაუმორჩილებელი ქვემდგომი მოსამართლე ჩვილი
ბავშვივით დაუცველია. «ზედა» ფლანგს სრული უფლება
აქვს, გააკრიტიკოს და გაანადგუროს «ქვედა» ფლანგი ისე,
როგორც მას მოესურვება – ამის გამო კანონის წინაშე
არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. საოლქო
სასამართლო, რომელიც რაიონულის გადაწყვეტილებას
ბლოკავს, არასდროს განმარტავს, რა როგორ უნდა იყოს ან
რა არის სწორი. უბრალოდ ასკვნის: არასწორია!
ამგვარად, საოლქო სასამართლო ვალდებული არ არის,
ამა თუ იმ განაჩენზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღოს,
სამაგიეროდ, ვალდებულია, აწარმოოს სტატისტიკა,
რამდენი საქმე შემოვიდა და რომელ რაიონულ
სასამართლოს რამდენი «არასწორი» განაჩენი ჰქონდა
გამოტანილი. საბოლოოდ კი სწორედ ამ სტატისტიკაზე
დაყრდნობით იანგარიშება მოსამართლეთა პრემიები,
ჯილდოები, ან პირიქით, წყდება მათთვის სხვადასხვა
სახის პრივილეგიების, მაგალითად, ზაფხულის ან ზამთრის
თვეებში შვებულების ჩამორთმევის ან ბინის მიღების
მსურველთა რიგში უკან გადაჩოჩების საკითხი (ამას
საოლქო სასამართლო განკარგავს, მოსამართლეებს კი
ისეთი დაბალი ხელფასები აქვთ, საკუთარი სახსრებით
ბინის შეძენა არ შეუძლიათ) და ა. შ.
სწორედ ამ გზით, რაიონული, კონსტიტუციას თუ
დავეყრდნობით, «უმნიშვნელოვანესი» მოსამართლეები
საბჭოთა სისტემის დროს არსებულ ვითარებასთან
შედარებით კიდევ უფრო მეტად მართვადები გახდნენ
საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეების მხრიდან.
კონსტიტუციის თანახმად კი, მსგავსი იერარქიის
არსებობაც შეუძლებელია, რადგან მას თუ დავეყრდნობით,
ყველა მოსამართლე თანასწორი და დამოუკიდებელია,
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თითოელ მათგანს
უშუალოდ პრეზიდენტი ნიშნავს.

რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია.


მოსამართლეები მართლაც თანასწორები არიან, როდესაც
მათ ნიშნავენ, მაგრამ კარგავენ ამ თანასწორობას,
როდესაც მათ სამსახურიდან უშვებენ. თუკი საოლქო
სასამართლოს თავმჯდომარე მოინდომებს, რაიონულ
მოსამართლეებს ანგარიში გაუსწოროს – ყველა კოზირი
მის ხელთაა. მაგრამ თუკი საოლქო სასამართლოს
თავმჯდომარე რაიონულ მოსამართლეებს არ მოსწონთ, ეს
მათი პირადი საქმეა, მის მოხსნას ვერ შეძლებენ, რადგან
სათანადო ბერკეტები არ გააჩნიათ.
სწორედ საბჭოთა კავშირის დაცემისა და ქვეყანაში
დემოკრატიის დამყარების შედეგად წარმოქმნილმა
სასამართლოს წესებმა და კანონებმა მისცა საშუალება
ოვჩარუკს, გამხდარიყო სამართლებრივი ბრძოლის ველის
სანიტარი, რომელიც ასუფთავებს ურალს იმ
მოსამართლეებისგან, რომლებმაც შესაძლებელია,
არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები მიიღონ.
სასამართლო სისტემა ხელმძღვანელების
თვითნებობისგან იურიდიულად დაცული არ არის. ყველა
ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ მორალური
ხასიათისაა. სისტემა საზოგადოებისთვის «+» ნიშნით
მხოლოდ ერთ შემთხვევაში იფუნქციონირებდა, თუ
ოვჩარუკის ნაცვლად მის ადგილზე იქნებოდა ადამიანი
სხვა მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებით.
შევთანხმდეთ, რომ ეს საერთოდ არაა სისტემა.

თუმცა, მოდი, ბალაშოვის რაიონულ სასამართლოს


დავუბრუნდეთ. შეეძლო ფედულევის საქმეში სხვანაირად
მოქცეულიყო? და საერთოდ, როგორ უნდა მოქცეულიყო?
როგორი იქნებოდა ობიექტური და მიუკერძოებელი
გადაწყვეტილება? მიეცა ასეთი შესაძლებლობა? რა თქმა
უნდა, ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ უნდა გადაედო
საქმის განხილვა, რისი უფლებაც ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ «ურალხიმაშში» შესაჭრელად


მზადებისას ფედულევმა და მისმა მომხრეებმა
ეკატერინბურგის უამრავი რაიონული სასამართლო
შეამოწმეს, მოსამართლეები გამოსცადეს:
დათანხმდებოდნენ თუ არა.
ყველა მათგანი დათანხმდა, ბალაშოვივით მოქცეულიყო.
მხოლოდ ერთადერთმა, ჩკალოვის რაიონულმა
სასამართლომ თქვა უარი ფედულევს საქმის განხილვაზე.
ამ უარიდან ძალიან მალე ჩკალოვის სასამართლოს
თავმჯდომარეს, სერგეი კიაიკინს ივან ოვჩარუკმა
სამუშაოდ მაგადანში გადასვლა შესთავაზა, ქვეყნის
უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში. რუსული
ტრადიციის მიხედვით, «მაგადანში წასვლა» იქ
გადასახლებას გულისხმობს. და ეს ერთადერთი
მოსამართლე, რომელმაც ფედულევს უარი უთხრა –
ეკატერინბურგში გაზრდილი ადამიანი, ურალის პატრიოტი,
რომელმაც შორეულ ახალგაზრდობაში ქიმიური
მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი დაამთავრა და
ურალხიმაშის კომბინატშიც იმუშავა, საწარმოში, რომელიც
მთელი ქვეყნის სიამაყედ მიიჩნეოდა – მზად იყო, რაც
შეიძლება შორს გამზავრებულიყო საკუთარი
სამშობლოდან. ოღონდაც არ მოეკლათ და მისი
ოჯახისთვის ხელი არ ეხლოთ.
რაც შეეხება ბალაშოვს, მოსამართლეს შეკვეთით, ის
ფედულევის «სტაჟიანი» თანამებრძოლი და ერთგული
მცველი იყო – იმ სასამართლო გადაწყვეტილებების
მიმღები, რომელიც ფედულევის ინტერესებს
დააკმაყოფილებდა. მაგალითად, განაჩენი, რომელიც 2000
წლის 28 თებერვალს გამოიტანა. სასამართლო განხილვის
საგანი შემდეგი იყო: ფედულევმა გადაწყვიტა, გაეყიდა
მისი კუთვნილი «ურალელექტრომაში» – არა ქარხანა,
არამედ უბრალოდ ფირმა, რომელიც ფედულევის
აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების
განხორციელებით იყო დაკავებული. აღმოჩნდა, რომ
«ურალელექტრომაშის» აქტივებში შედიოდა კაჩკანარისა
და «ურალხიმაშის» საწარმოების აქციებიც.
ერთხელ ფედულევმა «ურალელექტრომაში» გაყიდა და
ახალი მფლობელისგან სანაცვლოდ საკმაო თანხა მიიღო.
თუმცა, როდესაც ადამიანი აფერისტია, მას რა შეცვლის.
გარკვეული პერიოდის შემდეგ «ურალელექტრომაშის»
ახალმა მფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ მართალია
ფული გადაიხადეს, მაგრამ სანაცვლოდ
«ურალელექტრომაშის» საბუთებზე წვდომა არ მიუღიათ.
რატომ? იმიტომ რომ ფედულევისთვის მას არაფერი
გადაუცია – ვითომ გაყიდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა
აქცია თავისთვის დაიტოვა. რა თქმა უნდა, მყიდველები
მიხვდნენ, რომ მოატყუეს და ფედულევს პასუხი
მოსთხოვეს. ფედულევმა კი მიუგო: გადავიფიქრე –
ყველაფრის უკან დაბრუნება მსურს. მყიდველები
გაოცდნენ: როგორ თუ «უკან»? შენ ხომ უკვე ფული მიიღე.
ჯერ ფული დააბრუნე და «უკან» მერე იქნება! ფედულევმა
კი უპასუხა: ნახვამდის. ფულს არ მოგცემთ. თქვენ
საბუთები არ გაქვთ. თქვენ არავინ ხართ. გაეთრიეთ
აქედან. «ურალხიმაშის» აქციათა პაკეტის შემთხვევაშიც
იგივე მოხდა. როდესაც მოსკოვის ციხიდან გამოვიდა,
მოისურვა, უკან დაებრუნებინა ის, რის სანაცვლოდაც უკვე
მიღებული ჰქონდა რამდენიმე მილიონი დოლარი და
განაცხადა: არ მაინტერესებს, სათანადო რეგისტრაცია არ
ყოფილა, შეთანხმება უკანონოა. ბალაშოვმა მაშინვე ხელი
მოაწერა ფედულევისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ფედულევი მართალია.
აქციათა პაკეტი, რომელიც გაყიდა, სინამდვილეში
კვლავაც მას ეკუთვნის, მყიდველმა ფულის დაბრუნების
გარეშე უკან უნდა გადასცეს აქციები.
ამ ამბავში არაფერი გადამეტებული არ არის. ყველაფერი
ზედმიწევნით ასე მოხდა. ფედულევის მიერ ჩატარებული
აფიორების არსი რომ გავიგოთ, უნდა გავაცნობიეროთ,
რომ ჩვენი კანონმდებლობა არასრულყოფილია, რაც
ფედულევმა სათავისოდ კარგად გამოიყენა.
არასრულყოფილება კი იმაში გამოიხატება, რომ, როდესაც
ნებისმიერი საწარმო აქციებს გამოუშვებს, რა თქმა უნდა,
საჭიროა მათი გამოშვების დარეგისტრირება. თავიდან
ჩვენს ქვეყანაში არავინ იცოდა, ეს როგორ უნდა
გაკეთებულიყო, საბჭოთა კავშირში აქციები და საფონდო
ბირჟა არ არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ
კი სათანადო სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან დიდხანს
ვერ მოახერხეს კოორდინირება, ვერც ხსნიდნენ და ვერც
წყვეტდნენ, როგორ დაერეგისტრირებინათ აქციები.
შედეგად ბევრი აქცია უამრავ კომპანიაში
არარეგისტრირებული იყო. მიუხედავად ამისა, ხდებოდა
და დღემდე ხდება გარიგებები ამ აქციებზე, ბაზარზე მაინც
გრძელდება მოძრაობა.
როგორ უნდა იმოქმედო ასეთ დროს? პარტნიორებთან
უბრალოდ სამართლიანი უნდა იყო. მაგრამ ფედულევი ხომ
სულ სხვა შემთხვევაა. ის თაღლითი და გამომძალველია.
აფიორა ჩაიფიქრა, ჯერ შეთანხმება გააფორმა
«ურალხიმაშის» აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით და
მხოლოდ ამის შემდეგ სათანადო სახელმწიფო
ორგანოებში მათი დარეგისტრირების მოთხოვნა დაწერა.
როდესაც აქციები დაარეგისტრირეს (ეს საკმაოდ დიდი
ხნის შემდეგ მოხდა, რადგან ასეთი რეგისტრაციის
გამოცდილება არ არსებობდა), ფედულევმა მყიდველებს
აცნობა, რომ «ურალხიმაშის» გაყიდვის შეთანხმება
აქციების დარეგისტრირებამდე გაფორმდა.

– ესე იგი ყველაფერი ჩემია! როცა გავყიდე, აქციათა


პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო დარეგისტრირებული. ამიტომაც
ყველაფერი უკან უნდა დამიბრუნოთ, – მოითხოვა
ფედულევმა.
– და ფული?

– ფულიც ჩემია. შეცდომა დაუშვით და ამ შეცდომისთვის


უნდა გადაიხადოთ.

სასამართლო კი ბეჭედს არტყამდა, არტყამდა და


არტყამდა ყველაფერს, რაც ფედულევისთვის
სასარგებლო იყო.

ნუთუ, ფედულევი ისეთი ჭკვიანია, ყველა სხვა დანარჩენზე


ჭკვიანი, რომ რუსული ნაკლოვანი კანონმდებლობის
ყველა დეტალი იცის და მათი გამოყენებით თამაშობს?
არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ზემოთ აღწერილი
ცხოვრებიდან გამომდინარე, ისე გამდიდრდა, რომ
შესაძლებლობა ჰქონდა, ყველაზე ძლიერი იურისტები
დაექირავებინა, რომლებმაც ზეპირად იციან ამ
ნაკლოვანებების შესახებ და ყოველთვის მზად არიან,
უკარნახონ ფედულევს, რა და როგორ გააკეთოს. ამასთან
შეძლო, შეექმნა ოლიგარქიული (მაფიოზური) პირამიდა,
სადაც რაც არ უნდა ჩაედინა ფედულევს, ყველანი ერთი
საერთო ჯაჭვის ნაწილები იყვნენ. ფედულევი-როსელი-
კოზიცინი – ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ.

მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიქცა სასამართლო, ვისი


მხარე დაიჭირა ჩვენმა დამოუკიდებელმა და
სამართლიანმა სასამართლომ? ბალაშოვმა, რომელმაც
კარგად იცოდა რა «თეთრი ლაქები» არსებობს ჩვენს
კანონმდებლობაში, ფედულევის სასარგებლო
გადაწყვეტილება მიიღო: კეთილსინდისიერი
მყიდველებისგან უკან წამოეღო ის, რაც მათ
კეთილსინდისიერად შეიძინეს, და ფედულევისთვის
დაებრუნებინა.
მაგადანში გაძევებული მოსამართლის საქმე ყველაზე
უწყინარია. «ურალხიმაშის» სადავო აქციებთან
დაკავშირებული საჩივარი «ურალხიმაშში»
დატრიალებული სისხლიანი მოვლენების პროლოგად
იქცა, პირველ სასამართლო წერტილად, რომელიც
ბალაშოვმა დასვა.

კიდევ ერთი მართვადი მოსამართლე რიაზანცევია,


რომელიც კაჩკანარის საქალაქო სასამართლოში მუშაობს.
ისიც ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც ბალაშოვი,
ფედულევის ინტერესების გამტარებელია არა მხოლოდ
კაჩკანარში, არამედ ყველგან და ყველაფერში, რაც
კაჩკანარის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს ეხება.

როგორც გახსოვთ, 2000 წლის 28 იანვარს ურალში ოლიგარქ


ფედულევის ძალებით კაჩკანარის კომბინატში
შეიარაღებული შეჭრის ამბავი გავრცელდა. ქალაქ
კაჩკანარისთვის კომბინატი ურბანული განვითარების
დაწესებულებაა. ორმოცდაათი ათასი მაცხოვრებლიდან,
არასრულწლოვნებისა და პენსიონრების ჩათვლით,
კომბინატში ათი ათასი ადამიანი მუშაობდა.
სასამართლომ კი რით უპასუხა? 2000 წლის 1 თებერვალს
კაჩკანარის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
რიაზანცევმა განიხილა სარჩელი 28 იანვარს კომბინატში
მომხდარის შესახებ... და ვერანაირი კანონის
საწინააღმდეგო ქმედება ვერ აღმოაჩინა დირექტორთა
საბჭოს სხდომის ავტომატის ლულებქვეშ ჩატარებაში.
სასამართლო სხდომა იმავე სქემით ჩატარდა, როგორც
ბალაშოვთან: არანაირი წინასწარი მომზადება, სწრაფად,
ისე რომ დავაში არ ჩაურთავთ ისინი, ვისი უფლებებიც
ფეხქვეშ გათელეს. და ცხადია, სხდომა სარჩელის
შემოტანიდან მეორე დღესვე გაიმართა.
15 თებერვალს – კაჩკანარის სასამართლოს
გადაწყვეტილებიდან თოთხმეტ დღეში, რაც საკასაციო
იერარქიისთვის წარმოუდგენლად მოკლე დროა (როგორც
წესი, რუსეთში გასაჩივრების სტანდარტული ვადა
ნახევარი წელია) – სვერდლოვსკის საოლქო სასამართლოს
კოლეგიამ სამოქალაქო საქმეებში რიაზანცევის
გადაწყვეტილება დაადასტურა. და კვლავაც ყოველგვარი
განხილვის გარეშე. საოლქო სასამართლომაც კაჩკანარის
მოვლენებში «კანონის დარღვევა ვერ აღმოაჩინა».

მაგრამ თემიდას დაცინვა ამით არ დასრულებულა. 15


თებერვალს, როდესაც საოლქო სასამართლოს
გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, კაჩკანარის საქალაქო
სასამართლომ, რიაზანცევის ხელმძღვანელობით, რაიმე
გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო ქონების
მისაკუთრებასთან დაკავშირებით, ბეჭედი დაასვა თავის
მომდევნო გადაწყვეტილებას: აკრძალა კაჩკანარის
კომბინატის აქციონერთა სხდომის ჩატარება.

ეს გადაწყვეტილება მიმთვისებლების მდგომარეობის


გასამყარებლად იყო საჭირო. უნდა ითქვას, რომ
კანონმდებლობის თანახმად, საქალაქო სასამართლოს
ამის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. უფრო მეტიც,
კაჩკანარის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ისე,
რომ საერთოდ არ გაუთვალისწინებია სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი. კოდექსში არ არსებობს აკრძალვა
რაიმე ქმედების განხორციელებაზე მესამე პირის მიერ,
რომელიც დავაში ჩართული არ არის.
მაგრამ ვის აღელვებდა ეს სვერდლოვსკის ოლქის კანონის
დამცველთაგან? არც არავის. უკანონო ქმედებებისთვის
რიაზანცევის დისკვალიფიკაცია მოხდა თუ არა?
ჩამოაშორეს თუ არა თავის პროფესიას? არა. ძალაუფლება
ძლიერების ხელშია და ესაა მთავარი. მოსამართლეები
გადაწყვეტილებებს ძლიერების სასარგებლოდ იღებენ.
არც კი შეუმოწმებიათ, ფედულევი ნამდვილად იყო თუ არა
კომპლექსის მეპატრონე. სხვათა შორის, კაჩკანარის
აქციების ცხრამეტი პროცენტი, რომლითაც ფედულევი
აქტიურად მანიპულირებდა, სინამდვილეში არც
არსებობდა. ამ აქციებს დიდი ხნის წინ დაადეს ყადაღა იმ
გამოძიების ფარგლებში, რომელსაც ფედულევის
წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო
კომიტეტი აწარმოებდა. ალბათ გახსოვთ, რომ ფედულევი
დედაქალაქის ერთ-ერთ ფირმასთან თაღლითობის გამო
ცოტა ხნით მოსკოვის ციხეში ჩასვეს. თაღლითობა კი იმას
გულისხმობდა, რომ ფედულევმა აღნიშნული ცხრამეტი
პროცენტი სხვადასხვა კომპანიას ორჯერ მიჰყიდა.

2000 წლის თებერვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა –


უზენაესი სასამართლო შეეცადა, გაეპროტესტებინა
სვერდლოვსკის საოლქო სასამართლოს თებერვლის
განუკითხაობა. თანაც არაერთხელ. მაგრამ რეალურად
არაფერი შეცვლილა. ფედულევი კაჩკანარში დარჩა. ვინც
მან გამაძევა, გაიქცნენ და საზღვრებს მიღმა იმალებიან.
კაჩკანარის საქალაქო და სვერდლოვსკის საოლქო
სასამართლოების გამოცდილება კი კიდევ უამრავი ირიბი
საქმით «გამდიდრდა» კაჩკანარის კომბინატის ბანკროტად
გამოცხადების თაობაზე.

ამ გზით სვერდლოვსკის ოლქის სასამართლო


ხელისუფლება, რომელიც ურალელ კრიმინალებს
ემსახურებოდა, ხელს უწყობდა მთელი რიგი წინასწარ
განზრახული გარიგებების განხორციელებას, რომელთა
ერთობლიობამ საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.
ეს ქმედება, სხვათა შორის, კანონით ისჯება, მაგრამ ვინ
დაიწყებს ამის გამოძიებას? პუტინი ხელისუფლებაში
მოვიდა თუ არა, სწორედ ასეთებს, ფედულევისა და
როსელის მსგავსებს, გამოუცხადა სოლიდარობა, როდესაც
თქვა, რომ საკუთრების გადასინჯვას არ დაუშვებდა. ეს კი
ნიშნავდა, რომ ვინც მიითვისა, სამართალიც მის მხარესაა,
არავის არაფერს არ წაართმევენ. 2000 წლის 14 ივლისს,
ძალიან მალე პირველი არჩევნების შემდეგ, პუტინი
ეკატერინბურგში ჩავიდა. ის მონაწილეობას იღებდა
საწარმო «5000»-ის მშენებლობაში «პირველი ქვის
ჩაგდების» საზეიმო ცერემონიალში, მსოფლიოში ყველაზე
მსხვილი, ნიჟნი ტაგილის მეტალურგიული კომპლექსის
ტერიტორიაზე. ამ კომპლექსში მთავარი მოთამაშეები ისევ
ის ადამიანები არიან: ფედულევს საწარმოში საპატიო
ადგილი უჭირავს, საწარმო «5000»-ის მშენებლობა კი
ედუარდ როსელის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.
«პირველი ქვის ჩაგდების» სპექტაკლი არაჩვეულებრივი
პიარი აღმოჩნდა ფედულევის კრიმინალური ექსპანსიის
გასაგრძელებლად. პუტინმა ფულის ახალი წყარო გაუჩინა
სასამართლოს. საპასუხოდ კი ფედულევი და როსელი
პუტინის აქტიური მხარდამჭერები არიან და მისი
პოლიტიკური პარტიის, «ედინაია როსიას» ურალის
განყოფილების ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. უკვე
გამოაცხადეს კიდეც, რომ 2004 წლის გაზაფხულზე
საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს დაუჭერენ
მხარს.
მხოლოდ იმასღა თუ დავამატებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში
გარეგნულად ყველაფერი შესანიშნავად და ზედმიწევნით
დემოკრატიულადაა მოწყობილი. საქვეყნოდ ცნობილია
სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა და ის, რომ
მართლმსაჯულებაში ნებისმიერი სახის ჩარევა კანონით
ისჯება. არსებობს ფედერალური კანონი «მოსამართლის
სტატუსის» შესახებ, რომელიც თითქოსდა უზრუნველყოფს
მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. თუმცა რეალურ
ცხოვრებაში ყველა საკონსტიტუციო დემოკრატიული
პრინციპი ყველაზე ცინიკური ფორმით არის შებილწული.
კანონზე ძლიერი უკანონობაა. როგორ სამართლებრივ
მომსახურებას მიიღებს ადამიანი, იმაზეა დამოკიდებული,
რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნება. უმაღლესი, ე. წ.
VIP დონე მაფიოზებსა და ოლიგარქებს უჭირავთ.
ვინც VIP საზოგადოებას არ მიეკუთვნება, მათთვის არც
სამართალი არსებობს.

რადგანაც კაპიტალიზმს ვაშენებთ, ესე იგი საკუთრებაც


არსებობს. და რადგანაც საკუთრება არსებობს,
ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც მის დასაკუთრებას
მოინდომებს. და ვიღაც, ვინც ამ საკუთრების დათმობას
მოისურვებს. მთელი პრობლემა მეთოდებშია, წესებში,
რომლითაც ხელისუფლება თამაშობს. სანამ პაშკა
ფედულევის – წარსულში ეკატერინბურგელი
გამომძალველისა და თაღლითის, ამჟამად კი, ურალელი
ოლიგარქის – კანონებით ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყანა
კორუმპირებულია.

სანამ ფარდას დავუშვებდეთ, უკანასკნელი სცენა – 2003


წლის მარტი ეკატერინბურგში. პროვინციული ცხოვრება
ძალიან ნელია, თითქოს ყველაფერი ერთ ადგილზეა
გაყინული, მაგრამ უკვე მიყოლებით რამდენიმე დღეა, 25-
დან 28 მარტამდე ცენტრალურ მოედანზე უწყვეტად
მიმდინარეობს დემონსტრაცია. ესენი სვერდლოვსკის
ოლქის უფლებათადამცველები არიან: ადამიანის
უფლებების საერთაშორისო ცენტრი, პატიმართა
უფლებების დაცვის სოციალური კომიტეტი,
საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება «ეროვნული
მთავრობის ტერიტორია». ისინი ხელმოწერებს აგროვებენ
ივან ოვჩარუკის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ
გადაყენებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები
სკანდირებენ, რომ ოვჩარუკი უკვე დიდი ხანია,
შემჩნეულია ურალის კრიმინალურ ავტორიტეტებთან
კავშირში – ერთდროულად ურალის სასამართლოს
თვითნებობის ორგანიზატორი და სასამართლო რეფორმის
მთავარი მოწინააღმდეგეა. მათი თქმით, ოვჩარუკი
კვლავაც აგრძელებს დემოკრატიის ნებისმიერი
გამოვლინების ხელყოფას და მთელი ძალით
ეწინააღმდეგება სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა
შემოყვანას, ამტკიცებს, რომ ნაფიცი მსაჯულების
ინსტიტუტი «წინააღმდეგობაში მოდის სვერდლოვსკის
ოლქის მცხოვრებლების ინტერესებთან». და ეს
ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება: არც ერთი
საშუალებით არ შეიზღუდოს ურალის კრიმინალური
სამყაროს საფუძველზე მათ მიერ სასამართლო უწყებაში
შექმნილი კორუმპირებული სისტემა.

კვლავაც 2003 წლის მარტია. ოღონდ უკვე არა


ეკატერინბურგი, არამედ მოსკოვი. სვერდლოვსკის
საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
პრეზიდენტმა კვლავაც ივან ოვჩარუკი დანიშნა. ვინ თქვა,
რომ მაფია უკვდავი არ არის?..

5. ისტორიები პროვინციებიდან

ირკუტსკელი მოხუცი
პუტინის მმართველობის მესამე წელს (2002-2003 წწ.)
ძალიან ცივი ზამთარი დადგა. ცხადია, ჩვენ
ჩრდილოელები ვართ – ციმბირი, დათვები, ბეწვეული –
ერთი შეხედვით, დაბალ ტემპერატურასთან შესახვედრად
მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოულოდნელად ხდება,
თითქოს სახურავიდან გადმოცვენილი თოვლი
დაგვეყაროს უცაბედად და რადგან არც ცუდი ამინდისთვის
და არც რამე სხვისთვის ვართ ხოლმე მომზადებული, ეს
სამწუხარო ისტორია მაინც მოხდა.

ირკუტსკში, ღრმა ციმბირულ ქალაქში ერთი მოხუცებული,


ოთხმოცს გადაცილებული კაცი ცხოვრობდა, ჩვეულებრივი
პენსიონერი იმათი რიგებიდან, ვისაც ასაკის გამო
სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი არ აკითხავს.
პირდაპირ და უემოციოდ პასუხობენ:
– რა გნებავთ? რა თქმა უნდა, ცუდად იგრძნობს თავს...
ასაკი.
ამგვარად, ეს მოხუცებული, მარტოხელა ირკუტსკელი
მამაკაცი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ასე ვთქვათ,
მებრძოლ-განმათავისუფლებელი, მედალოსანი, რომელიც
სახელმწიფო პენსიაზე ცხოვრობდა – ერთ-ერთი იმათგანი,
ვისაც პრეზიდენტი პუტინი 9 მაისს, გამარჯვების დღეს,
წერილს უგზავნის და ბედნიერებასა და ჯანმრთელობას
უსურვებს, ჩვენი ვეტერანი მოხუცები კი, რომლებიც
საერთოდ არ არიან განებივრებული სახელმწიფოს
ყურადღებით, ტირიან ამ სტანდარტული წერილების გამო,
პრეზიდენტის ფაქსიმილეთი რომ მოსდით – 2003 წლის
იანვარში, საკუთარი სახლის იატაკზე გაყინული იპოვეს.
იგი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, იატაკზე დაეცა და იქვე
მიეყინა. ვეტერანი გვარად ივანოვი იყო – ყველაზე
გავრცელებული გვარის პატრონი. ივანოვები ჩვენში
ასობით ათასი არიან.
ვეტერანი ივანოვი იატაკს იმიტომ მიეყინა, რომ მისი ბინა
საერთოდ არ თბებოდა. არადა, თითქოს უნდა გამთბარიყო,
ისევე, როგორც ყველა სხვა ბინა იმ მრავალსართულიან
სახლში, სადაც ივანოვი ცხოვრობდა და ამ ქალაქის ყველა
სახლი, პრეზიდენტ პუტინის მმართველობის მესამე წელს.

რა ხდებოდა? ახსნა მარტივია: თავდაპირველად გათბობის


მილები მთელი რუსეთის მასშტაბით მწყობრიდან
გამოვიდა, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს,
საბჭოთა ეპოქამ კი, მადლობა ღმერთს, ათ წელზე მეტი
ხნის წინ შეწყვიტა არსებობა. უკვე დიდი ხანია მილებიდან
წყალი ჟონავდა და ჟონავდა, ამაზე პასუხისმგებელი
კომუნალური სამსახური კი არაფერს აკეთებდა (ჩვენთან
კომუნალური სამსახური ცენტრალიზებული, სახელმწიფო
და ბაზრის მონოპოლისტი ორგანიზაციაა, სხვა მსგავსი არ
არსებობს. ყოველთვიურად ვალდებული ვართ, ფული
გადავუხადოთ არაფერში: ანუ ტექნიკურ მომსახურებაში,
რომელიც არ არსებობს. გადამხდელებს ყურადღებას
საერთოდ არ გვაქცევენ, აგრძელებენ საკუთარი საქმის
იგნორირებას, ტრადიციულად ითხოვენ ტარიფების ზრდას,
სახელმწიფო კი უთმობს მათ, გვავალდებულებს, მეტი
გადავიხადოთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომუნალური
სამსახური ისეა შეჩვეული უსაქმურობას, რომ კვლავაც
ხელს არაფერს კიდებენ).

და ერთ დღესაც «მონოპოლიზებული» გათბობის მილები,


რომლებიდანაც უკვე რა ხანია წყალი ჟონავდა,
კომუნალური სამსახური კი არ არემონტებდა, გასკდა. და
უმკაცრესი ზამთრის, დიდი ყინვების პერიოდში აღმოჩნდა,
რომ ამ მილებს ვერაფრით შეცვლიდნენ. კომუნალურ
სამსახურს მილების შესაცვლელი ფული არ აღმოაჩნდა,
რადგან ფული, რომელსაც ჩვენ ვუხდით, კაცმა არ იცის,
რაში იხარჯება. მთელი კომუნალური აღჭურვილობა,
რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მუშაობდა, ბოლოს და
ბოლოს, გაფუჭდა (რაც, ცხადია, მოსალოდნელი იყო), მათი
შეცვლა კი შეუძლებელი აღმოჩნდა (ამას კი არავინ
მოელოდა – ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, რომელიც ათას
კილომეტრობით სხვადასხვაგვარ მილებს აწარმოებს)...
– ქვეყანას ამის ფული არ აქვს, – აცხადებდნენ პუტინის
ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელებს
ასავსავებდნენ და ისეთ სახეებს იღებდნენ, თითქოს
არაფერ შუაში იყვნენ.

– როგორ თუ ფული არ გვაქვს? – ეკამათებოდნენ


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანის
უფლებებს ფორმალურად იცავდნენ. და მორჩა, ამით
დასრულდა ყველაფერი. არც გრანდიოზული სკანდალი
მომხდარა, არც ხელისუფლების გადაყენება მოჰყოლია და
არც შესაბამისი მინისტრის.
მერე რა, თუკი ხალხი განუწყვეტლივ მიდი-მოდის საკუთარ
ბინაში, ჭამს და სძინავს ქურქებსა და ჩექმებში, რომ არ
გაიყინოს. ხდება ასეთი რამ, უნდა მოითმინონ. ზაფხულში
ყველაფერი გარემონტდება.
პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა პრემიერი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც რამდენიმე
ძლიერი სიტყვა წარმოთქვეს, რომელიც
წარმოთქმისთანავე დაივიწყეს თავადაც და მათმა
მსმენელებმაც.

გარდაცვლილი ირკუტსკელი მოხუცის ცხედარი


კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა ნიჩბებით
ააგლიჯეს გაყინულ იატაკს და უხმაუროდ მიაბარეს
ირკუტსკის გაყინულ მიწას. გლოვა ირკუტსკის ოლქშიც კი
არ გამოცხადებულა.
პრეზიდენტმა არაფერი შეიმჩნია, თითქოს ეს არც მისი
ქვეყანა იყო და არც მისი ელექტორატის წარმომადგენელს
შემთხვეოდა ეს ამბავი – დაკრძალვამდე დუმილი
ამჯობინა. ქვეყანამ კი «გადაყლაპა» ეს დუმილი. ის კი არა,
პუტინმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად აქცენტი
სხვა საკითხზე გადაიტანა: მკაცრი სიტყვით გამოვიდა,
რუსეთის მთელ უბედურებაში ბრალი ტერორისტებს
დასდო და ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად
ჩეჩნეთში «საერთაშორისო ტერორიზმის» განადგურება
გამოაცხადა.

სხვა მხრივ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში კვლავაც


«დადებითად» გაგრძელდა – ჩვენთან ხომ ახლა
ყველაფერი საბჭოურად ხდება, მოქალაქე არაფერმა არ
უნდა დაამწუხროს, მასას არ უნდა მიეცეს იმის საშუალება,
ჩაფიქრდეს მის თვალწინ არსებული რეალური ცხოვრების
არასრულყოფილებაზე.
მალე გაზაფხული დადგა. მზემ გამოანათა. მომხდარით
გამოწვეული დისკომფორტი კი თავისთავად დავიწყებას
მიეცა. პუტინმა გაზაფხულზე 2004 წლის ხელახალი
არჩევნებისთვის დაიწყო მზადება. არავის უნდა
დარჩენოდა დრო რაიმე დამარცხებით გამოწვეული
დაღონებისთვის – მხოლოდ გამარჯვების სიხარული
სჭირდებოდათ. ამიტომაც გაზაფხულიდან უამრავი ახალი
დღესასწაული გამოცხადდა – არნახულად ბევრი
დღესასწაული, მათ შორის დიდმარხვის პერიოდშიც.
რაც უფრო ახლოვდებოდა ზაფხული, მით ნაკლებად
საუბრობდნენ რუსეთში იმ ზამთარს მომხდარ გათბობის
სისტემის სრულ კოლაფსზე. მოქალაქეებს მოუწოდებდნენ,
მასობრივად გაეხარათ სანკტ-პეტერბურგის სამასი
წლისთავისთვის მზადების პერიოდით და ეამაყათ მეფეთა
გარემონტებული სასახლეების ფუფუნებით, რითაც
თავისუფლად მოსჭრიდნენ თვალს მსოფლიო ელიტას...
ყველაფერი ასეც მოხდა.
პუტინმა სანკტ-პეტერბურგში მსოფლიო ლიდერები
დაპატიჟა და ამასთან დაკავშირებით ქალაქს ფასადების
სრულად გადაღებვა მიესაჯა. ირკუტსკელი მოხუცი, ისევე,
როგორც, მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგელი მოხუცები,
პუტინის ჩათვლით ყველამ დაივიწყა. თითქოს ის არ იყო
ამ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც მოხუცები საკუთარ ბინებში
გათბობის არქონის გამო იყინებიან.

– მოსკოვში რომ მომკვდარიყო... – ამბობდნენ


დედაქალაქელი ანალიტიკოსები და ამტკიცებდნენ, რომ
აქ აუცილებლად იქნებოდა დიდი სკანდალი, მთავრობაც
რაღაც ზომებს მიმართავდა, მომდევნო წლისთვის
გამოცვლიდა მილებს... ახლა კი...
გერჰარდ შროდერი, ჯორჯ ბუში, ჟაკ შირაკი, ტონი ბლერი
და ბევრი სხვა VIP პერსონა ჩამოვიდა ჩვენს ჩრდილო
დედაქალაქში. მათ, ფაქტობრივად, გვირგვინი დაადგეს
პუტინს, როგორც თავის თანასწორს – რუსეთმაც ზარ-
ზეიმითა და ცერემონიებით მიიღო ისინი. შროდერმა,
ბუშმა, შირაკმა, ბლერმა და სხვა VIP პერსონებმა ყველას
თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს პუტინი მათი სრულფასოვანი
თანასწორი იყო. ირკუტსკელი მოხუცი ივანოვი, ისევე
როგორც გაჭირვებაში მყოფი მილიონობით რუსი
პენსიონერი, ცხადია, კვლავაც არავის გახსენებია.
2002-2003 წლის ზამთარში, როდესაც პენსიონრების ბინებში
ყინულების მტვრევის ხმა გაისმა, პუტინის მმართველობამ
პიკს სწორედ მაშინ მიაღწია, რაც არავის შეუმჩნევია.
რატომ? პუტინმა გადაწყვიტა, თავისი ძალაუფლება
ოლიგარქებზე დაეფუძნებინა, მილიარდელებზე,
რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთობს ფლობენ. პუტინი
ოლიგარქების ნაწილთან მეგობრობს, ნაწილს კი ეომება.
სწორედ ამას უწოდებენ ჩვენთან უმაღლეს სახელმწიფო
მმართველობას. ჩვეულებრივ ადამიანებს კი ამ სქემაში
ადგილი არ აქვთ.
პროვინციები და რუსეთის დედაქალაქი თანაარსებობენ,
როგორც პლანეტა დედამიწა და მანათობელი მზე. მზე
ყველაფერია – სითბო, სიცოცხლე, სინათლე (მოსკოვი).
დედამიწა – მზის თანმხლები პროდუქტია, მისი სხივების
მსუბუქი ანარეკლი – განსხვავებული ორბიტები,
განსხვავებული გზები, განსხვავებული ბინადრები,
რომლებიც თითქოს მთვარეზე ცხოვრობენ.

კამჩატკა: ბრძოლა გადარჩენისთვის

კამჩატკა – რუსული მიწის ყველაზე განაპირა მხარეა.


მოსკოვიდან ფრენას ათ საათზე მეტი სჭირდება, კამჩატკის
ხაზზე თვითმფრინავები ნაკლებკომფორტულია, ამიტომაც
ფრენის დროს აუცილებლად ჩაგაფიქრებთ ჩვენი არეულ-
დარეული ქვეყნის თვალუწვდენელობა, რომ მოსკოვში
ჩვენი ხალხის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ცხოვრობს,
ჯგუფი, რომელიც დიდი პოლიტიკური თამაშებითაა
დაკავებული, ამხობს და აღმართავს კერპებს და, რაც
მთავარია, დარწმუნებულია, რომ სწორედ ის მართავს
უზარმაზარ ქვეყანას.
კამჩატკა საუკეთესო ადგილია იმის გასაანალიზებლად,
რამდენად შორსაა დედაქალაქი და პროვინცია
ერთმანეთისგან. და მანძილს არანაირი მნიშვნელობა არ
აქვს. პროვინცია არა მხოლოდ სხვაგვარად ცხოვრობს,
არამედ სხვაგვარად სუნთქავს კიდეც. მაგრამ ნამდვილი
რუსეთი სწორედ იქაა.

კაპიტანი დიკი

კამჩატკაზე მეზღვაურები მეთევზეებზე მეტნიც კი არიან.


ჯარში მასობრივი შემცირების მიუხედავად, აქ კვლავაც
შენარჩუნებულია ძველი წყობა: ვისაც კამჩატკის ფლოტი
მისცემს ხმას, ის გაიმარჯვებს არჩევნებში.
როგორც ზღვისპირა ქალაქებშია მიღებული, აქაც ყველგან
შავის და ლურჯის კომბინაცია დომინირებს: ქურთუკები,
მეზღვაურის პერანგები, ქუდები. ერთადერთი, რასაც
ვერსად შეამჩნევთ, ეს ლეგენდარული ფლოტის
ფუფუნებაა. ქურთუკები – გაცვეთილი, პერანგები –
მრავალგზის ნარეცხი, ქუდები – გახუნებული.

ალექსეი დიკი – ატომური ბალისტიკური რეაქტიული


წყალქვეშა ნავის «ვილიუჩინსკის» მეთაური. დიკი ჩვენი
ფლოტის ელიტაა, მისი «ვილიუჩინსკიც» ასევე. კრეისერზე
წყნარი ოკეანის ფლოტის კამჩატკის შეიარაღებული
ფლოტილია მსახურობს.

დიკიმ არაჩვეულებრივი განათლება ლენინგრადში,


ამჟამინდელ სანკტ-პეტერბურგში მიიღო. ამის შემდეგ მან,
როგორც ძალიან ნიჭიერმა ოფიცერმა, სამსახურებრივ
საფეხურებზე წარმოუდგენელი სისწრაფით წაიწია წინ.
ოცდათოთხმეტი წლის ასაკში უნიკალურ სპეციალისტ-
მყვინთავად იქცა, რომლის საფასური მსოფლიო
სამხედრო იერარქიაში თვეში ათასი დოლარია. პირველი
რანგის კაპიტანი დიკი კი გაჭირვებულ ყოფას თავს ძლივს
ართმევს.

მისი სახლი – ოფიცერთა შემზარავი და ნახევრად


ცარიელი საერთო საცხოვრებელია, გასული წლების
ჰარლემი, სწორედ ისეთი, როგორსაც განგსტერების
შესახებ ამერიკულ ფილმში აჩვენებდნენ. ყველამ, ვისაც
მოუხერხდა, მიატოვა სამხედრო სამსახური და აქედან
გაიქცა. უმეტესი ბინების ფანჯრებიდან სიცარიელე
იმზირება, იქ ხალხი აღარ ცხოვრობს. მხოლოდ სიცივესა
და შიმშილს დაუსადგურებია. ადამიანები უპირველესად
სიღარიბეს გაურბოდნენ აქედან. კაპიტანი დიკი ჰყვება,
ფლოტის სხვა უმაღლეს ოფიცრებთან ერთად კარგ
ამინდში როგორ დადის სათევზაოდ, რომ ოჯახი
გამოკვებოს.

მისი სახლის სამზარეულოს მაგიდაზე კაპიტნის


ყოველთვიური ულუფა დევს – ის, რითაც სამშობლო
მადლობას ეუბნება კაპიტანს ერთგული სამსახურისთვის.
კაპიტანმა ეს-ესაა მოიტანა ზეწარში გახვეული ნობათი
წყალქვეშა ნავიდან.
ულუფა ორი პაკეტი ბარდისგან, ორი კილოგრამი
წიწიბურასა და ბრინჯისგან, ორი ქილა დაკონსერვებული
ბარდისგან, რომელზე იაფფასიანი პროდუქტი არც
არსებობს, ასევე ორი ქილა დაკონსერვებული ქაშაყისა და
ერთი ბოთლი მცენარეული ზეთისგან შედგება.
– მორჩა?

– კი, მორჩა, – დიკი არ წუწუნებს, უბრალოდ უკომენტაროდ


ადასტურებს.
ძლიერი, ჭეშმარიტი ადამიანია. უფრო ზუსტად კი –
ნამდვილი რუსი. გაჭირვებას შეჩვეულია. სამშობლოს
ემსახურება და მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, როდის
ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. სხვაგვარად რომ ეფიქრა,
დიდი ხანია, უკვე ფეხს ამოიკვეთდა ამ ადგილიდან.
კაპიტანმა იცის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მათ
შორის შიმშილიც დასაშვებია. ატომური წყალქვეშა ნავის
მეთაურისთვის ასეთი ულუფა კი სწორედ შიმშილს
ნიშნავს.

ეს ქილები კაპიტნის სამი კაცისგან შემდგარ ოჯახზე იყო


გათვლილი. დიკის მეუღლე ლარისა, რადიოქიმიკოსია.
მოსკოვის პრესტიჟული ფიზიკა-საინჟინრო ინსტიტუტი
დაამთავრა, რომლის კურსდამთავრებულები
კალიფორნიაში სილიკონის ველის კომპიუტერულ
ფირმებს პირდაპირ აუდიტორიის მერხიდან მიჰყავთ.

მაგრამ ლარისა, რომელიც წყნარი ოკეანის ფლოტის


დახურულ სამხედრო ქალაქში ქმართან ერთად ცხოვრობს,
არ მუშაობს. იმიტომ რომ, არავინ – არც სამხედრო-საზღვაო
ძალების შტაბი, არც თავდაცვის სამინისტრო – თავიანთი
ოფიცრების ცხოვრების ასეთი «დეტალებით» საერთოდ არ
ინტერესდება. სამხედრო შრომითი რეზერვის შევსების
პოლიტიკა ისეთია, რომ შტაბის ხელმძღვანელობას არ
სურს, მის ფეხებთან დაყრილი ოქროს დანახვა. ლარისას
იმის საშუალებაც კი არ ეძლევა, რომ მყვინთავების
შვილების სკოლაში მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა –
ყველა ადგილი დაკავებულია და მომლოდინეთა დიდი
რიგი არსებობს. არასამხედრო მოსამსახურეებში
უმუშევართა რიცხვი ოთხმოცდაათ პროცენტს აღწევს.
კაპიტან დიკის ოჯახის მესამე წევრი მისი ქალიშვილი
ალისაა, მეორე კლასის მოსწავლე. არც მისი
მდგომარეობაა სახარბიელო. სამხედრო ქალაქში არ
არსებობს არანაირი საშუალება, რაც ალისას და მის
მსგავსად სხვა ბავშვებსაც განვითარების საშუალებას
მისცემდა. არც სპორტული დარბაზები, არც ცეკვის წრეები,
არც კომპიუტერები... ერთადერთი, რაც ოფიცერი მამების
დანაყოფში მცხოვრებ გარნიზონის ბავშვებს გააჩნიათ,
ჭუჭყიანი, უსახური ეზო და სახლია, სადაც
ვიდეომაგნიტოფონი და მულტფილმების ჩანაწერების
ნაკრები მოეპოვებათ.

მართლაც, კამჩატკა სინათლის ბოლო და სახელმწიფო


გულგრილობის საზღვარია. ერთი მხრივ, ადამიანის
განადგურების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და
მეორე მხრივ, ტროგლოდიტური ცხოვრების წესი მათთვის,
ვინც ამ ტექნოლოგიებს მართავს. მთელი ცხოვრება
მხოლოდ პირად ენთუზიაზმსა და სამშობლოს
სიყვარულზეა აგებული. არც ფული, არც დიდება, არც
მომავალი.

იმ ადგილს, სადაც დიკი ცხოვრობს, რიბაჩი ჰქვია და


კამჩატკის ნახევარკუნძულის დედაქალაქ
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან მანქანით ერთი საათის
სავალზეა. რიბაჩი ოციათასკაციანი, შეიძლება ითქვას,
მთელ მსოფლიოშიც ყველაზე ცნობილი, დახურული
სამხედრო ქალაქია. ასევე რუსეთის ბირთვული ფლოტის
სიმბოლო და ფლაგმანი. ქალაქი აღჭურვილია ყველაზე
თანამედროვე იარაღით, აქაა სამხრეთისკენ მიმართული
ბირთვული საფარი და ცხოვრობენ ისინი, ვინც მის სამუშაო
მზადყოფნასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კაპიტან დიკის წყალქვეშა ნავი ერთ-ერთი უმთავრესი
კომპონენტია, რომელიც ბირთვული საფარის სამხედრო
მზადყოფნას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, თავად
კაპიტანი დიკიც სასიცოცხლო მნიშვნელობის ადამიანია.
მისი წყალქვეშა ნავი «ვილიუჩინსკი» სრულყოფილი
ტექნიკური ორგანიზმია, რომლის მსგავსი აღჭურვილობა
არავის გააჩნია მთელ მსოფლიოში. ამ ნავს ძალა შესწევს,
ომში წყალქვეშა ნავების მთელი ჯგუფი გაანადგუროს,
მსოფლიო ძალების საუკეთესო წყალქვეშა ნავები, მათ
შორის ამერიკულებიც. დიკის უნიკალური სარაკეტო-
ბირთვული იარაღი და საბრძოლო ნაღმების საკმარისი
მარაგი გააჩნია. სანამ ასეთი ნავი მწყობრშია, რუსეთს
სერიოზულად ვერავინ დაემუქრება, ყოველ შემთხვევაში,
წყნარი ოკეანის მხრიდან მაინც.

მაგრამ თავად დიკის წყენინება ყველას შეუძლია. და


პირველი, ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოა, რომელსაც
ემსახურება. თუმცა «ვილიუჩინსკის» კაპიტანი ამაზე
იშვიათად ფიქრობს. ბევრი სხვა ოფიცრის მსგავსად, ისიც
ტოტალური უფულობის პირობებში ოსტატურად ახერხებს
თავის გადარჩენას. ხელფასები აქ ძალზე დაბალი და
არასტაბილურია. შეიძლება, ხელფასებმა ნახევარი
წლითაც კი დაიგვიანოს.

დიკი კი ასე ირჩენს თავს: როცა ფული არ აქვთ, გემზე


ჭამაზე უარს ამბობს (ოფიცრებს იქ ყოველდღიური კვება
აქვთ), სახლში მოაქვს საკვები, რაც მასზე, მხოლოდ ერთ
ადამიანზეა გათვლილი და სამ ნაწილად ჰყოფს. ოჯახის
გამოკვების სხვა საშუალებები არ არსებობს. შედეგად
დიკი ლანდად არის ქცეული, გამხდარი და ფერმკრთალია,
სახეზე არაჯანსაღი, მორუხო ფერი დაჰკრავს – გასაგებია,
რატომაც: რუსეთის ბირთვული საფარის მთავარი
მამოძრავებელი კომპონენტის კაპიტანი მშიერია.
ბუნებრივია, ამას ემატება რადიაციულ ზონებში
ხანგრძლივი ყოფნა. თუკი ამის სანაცვლოდ გასულ წლებში
განსაკუთრებულად უხდიდნენ ოფიცრებს, რაც
მყვინთავებს სასურველ სასიძოებად ხდიდა, ახლა
ყველაფერი სხვაგვარადაა და გოგონები საზღვაო
ოფიცრების მხარეს არც კი იყურებიან.
– სინამდვილეში, სიღარიბე არ არის ყველაზე დიდი
პრობლემა, – ამბობს დიკი, ადამიანი-ასკეტი. ღატაკი
რომანტიკოსი. ყველა ღირებულების ტოტალური
გადაფასებისა და დოლარებზე გადათვლის მძიმე წლებში
ის, ფაქტობრივად, წმინდანია. სიღარიბის გადატანა
შესაძლებელია, თუკი მიზანი გაქვს დასახული და
სამხედრო ამოცანა – შესასრულებელი. მაგრამ ჩვენ სულ
სხვა გასაჭირი გვაქვს – ქვეყნის ბირთვული ფლოტის მძიმე
მდგომარეობა და უპერსპექტივობა. როგორც ჩანს,
მოსკოვში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენს
იარაღთან ხუმრობა არ შეიძლება. ათი წლის შემდეგ, თუკი
აქ, რიბაჩიში ამჟამინდელი დაფინანსება შენარჩუნდება –
აქედან ან აღარაფერი დარჩება, ან ჩვენს მისადგომებთან
«ნატო» გამოჩნდება.

მის თვალწინ არსებული უიმედო მდგომარეობის შემყურე


დიკიმ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა, გენერალური
შტაბის აკადემიაში ჩაებარებინა და დაეწერა დისერტაცია
რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების მდგომარეობის
შესახებ მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე
საუკუნის დასაწყისში. მისი მიზანი იყო, კვლევის ბოლოს
მეცნიერულად დაესაბუთებინა პასუხი შეკითხვაზე,
რომელიც მოსვენებას არ აძლევდა: ვის სჭირდებოდა
სწორედ ამ ნაციონალური უსაფრთხოების რღვევა?
მართალია, მთელი მისი დასკვნები მოსკოვის
სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, მაგრამ
მიუხედავად ამისა, არსებული სიტუაციის გამო არც
აგრესიული გამხდარა და არც გაბოროტებულა. მისი
აზრით, საშინელებაა, რომ მოსკოვი ასე იქცევა, მაგრამ რას
ვიზამთ, უნდა გავუძლოთ, რადგან ჩვენ ზემდგომებზე უფრო
ჭკვიანები და ძლიერები ვართ.
დიკის ცხოვრებისეული პოზიციიდან გამომდინარე, მისი
ცხოვრება მას არ ეკუთვნის. მეთაურისთვის აკრძალულია
ყველაფერი, რაც სხვა დანარჩენებისთვის
ხელმისაწვდომია. ნავის სამხედრო მზადყოფნა ბრძანების
მიღებიდან ხუთ წუთში – ეს ნიშნავს, რომ არასდროს არსად
წასვლის უფლება არ აქვს, ყოველთვის ხაზზე უნდა იყოს.
არც კენკრის, არც სოკოს საკრეფად, არც სათევზაოდ, მით
უმეტეს არც მეგობრებთან ერთად უთავბოლოდ ხეტიალი
შეუძლია... მუდმივად პოსტზე უწევს ცხოვრება, ამაზე
ერთხელ დათანხმდა და ახლა საკუთარ მოვალეობებს
ვეღარავის გადასცემს. მუდმივად ოფიცრების გვერდით
უნდა იყოს, რომ მძიმე პერიოდში სულით არ დაეცნენ,
ყაზარმების მონახულება უნდა მოასწროს, რომ გაიგოს, რას
შვრებიან სამხედრო ფლოტის მეზღვაურები. მოკლედ,
საჭიროა აბსოლუტურად ყველაფრის კეთება და უფრო
მეტისაც კი.

შედეგად კი ვიღებთ შემდეგს: თუკი უბრალო სამხედრო


ოფიცერი ხარ და ისეთივე სიღარიბეში ცხოვრობ, როგორც
კაპიტანი დიკი, შესაძლებლობა მაინც გაქვს – და ასეც
ხდება ძალზე ხშირად – სამსახურის შემდეგ სადმე სხვაგან
გამოიმუშაო ცოტა ფული და ოჯახი ამით გამოკვებო,
შეიძინო ტანსაცმელი და სამხედრო ფორმაც კი (ნუ
გაგიკვირდებათ, ოფიცრების უმრავლესობას მართლაც
თავად უწევს სამხედრო ფორმის შეძენა), კაპიტან დიკის კი,
ამის არც დრო აქვს და არც შესაძლებლობა. სამსახურის
შემდეგ დარჩენილ მცირე დროში ის უბრალოდ
ვალდებულია, დაისვენოს, გამოიძინოს და სულიერად
დამშვიდდეს – წარმოუდგენელია, ასეთი ცხოვრების
პირობებში ნერვები არ შეგერყეს – რომ მერე თავის
ბირთვულ ნავზე აღელვებული არ მივიდეს, რაც
კატეგორიულად ეკრძალება. ნავზე ნერვულმა შეტევამ
შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგებიც კი მოიტანოს.
– სამსახურში მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ვიყო, –
განმარტავს დიკი, – თითქოს ეს-ესაა აგარაკიდან
დავბრუნდი. თითქოს ცხოვრება მოწყობილი მაქვს.
თითქოს საერთოდ არ ვდარდობ იმაზე, ხვალ რით
დავაპურებ ცოლსა და ქალიშვილს.

– რას ნიშნავს «უნდა»? მგონი, არასწორად სვამთ საკითხს.


თქვენ სახელწიფოს ემსახურებით, ეს კი ნიშნავს, რომ
უპირველესად სახელმწიფოა ვალდებული, შეგიქმნათ
სათანადო პირობები, რაც ხელს შეგიწყობთ, სამსახურში
მშვიდი და გაწონასწორებული მიხვიდეთ. განა ასე არ
არის?

დიკი შემწყნარებლურად იღიმის და მიჭირს, გამოვიცნო,


ვის მიმართაა შემწყნარებლური ეს განსაკუთრებულად
გამოწრთობილი უცნაური კაცი: ჩემ მიმართ, ვინც ასეთ
შეკითხვებს უსვამს თუ – სახელმწიფოს, რომელიც მის
სამსახურში მყოფებს აფურთხებს? საბოლოოდ ირკვევა,
რომ ჩემ მიმართ...
– ახლა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს, –
ბოლოს და ბოლოს მპასუხობს კაპიტანი. – არ აქვს და
მორჩა, ამით ყველაფერი ნათქვამია. რა უნდა მოითხოვო,
რაც არ არის. მე რეალისტი ვარ. ღვარძლიანობა კი
ბუნებით არ დამყოლია. ყველა მეოცნებე და
გაბოროტებული აქედან დიდი ხანია წავიდა, ფლოტს თავი
დაანება.

– მაინც ვერ ვხვდები, თქვენ რატომ არ წახვედით?


ბირთვული ნივთიერების სპეციალისტი ხართ ინჟინრის
კვალიფიკაციით, შესაფერის სამსახურს აუცილებლად
იშოვიდით...
– იმიტომ რომ ნავის მიტოვება არ შეიძლება. მე მეზღვაური
არ ვარ, მეთაური ვარ. თუ წავალ, ვერავინ ჩამანაცვლებს და
თავს გამყიდველად ვიგრძნობ.

– გამყიდველად ვის წინაშე? სახელმწიფომ ისედაც დიდი


ხანია გიღალატათ...
– გავა დრო და სახელმწიფო გონს მოეგება. იქამდე კი
მოთმინებაა საჭირო, ლოდინი და ბირთვული ფლოტის
შენარჩუნება. სწორედ ამას ვაკეთებ. თუნდაც იმ
შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო მოღალატებრივ
პოლიტიკას ატარებს. მე ქვეყანას ვემსახურები, ხალხს
ვიცავ და არა სახელმწიფო აპარატს.
ასეთია ჩვენი დროის რუსი ოფიცერ-მყვინთავის პორტრეტი
– ჩვენი ქვეყნის დასალიერში ცხოვრობს ადამიანი,
სამხედრო ფიცის ერთგული რჩება და ამბრაზურას
ყოველდღიურად საკუთარი სხეულით ფარავს, იმიტომ რომ
სხვა აღარაფერი დარჩა მის დასაფარად.

ჯარში არსებული ღრმა ფინანსური კრიზისის პირობებში,


იმისთვის, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულება
შეძლოს, მეთაურს სრული თავგანწირვა მოეთხოვება.
კაპიტანი დიკი სახლიდან რვის ოც წუთზე გადის და უკან
ათ საათსა და ორმოც წუთზე ბრუნდება. ასე ხდება
ყოველდღე, ათ საათზე მეტს ნავზე ატარებს. სხვა
გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს – ფლოტი მის
თვალწინ იშლება, ტექნიკას კი, რომელიც აღარ
რემონტდება, ნებისმიერ წუთს შეიძლება რამე მოუვიდეს,
დიდი უბედურებაც კი. ერთადერთი, რაც აქ ძველი
დროიდან მოყოლებული უცვლელი დარჩა, დროშების
აღმართვის წესია. რაც არ უნდა მოხდეს: ტაიფუნი, ქარბუქი,
ავარია, ხელისუფლების ცვლილება, რიტუალი ყოველ
დილით ზუსტად რვა საათზე სრულდება.
სხვათა შორის, დიკი «ვილიუჩინსკის»
ადგილსამყოფელამდე ფეხით მიდის ხოლმე. ამისთვის
ზუსტად ორმოცი წუთი სჭირდება. თუმცა ფეხით იმიტომ არ
დადის, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაა კარგი.
უპირველესად იმიტომ, რომ ცხადია, საკუთარი
ავტომანქანა არ ჰყავს, რადგან საამისო ფული არ
მოეპოვება, მეორე მხრივ კი, ფლოტს საზოგადოებრივი
ტრანსპორტი არ ემსახურება. მეორე ფლოტილია,
რომელსაც წყალქვეშა ნავი «ვილიუჩინსკი» ეკუთვნის,
მთელი კამჩატკის მსგავსად, ენერგეტიკულ კრიზისშია,
ამდენად ვერც მანქანებს და ვერც ავტობუსებს ვერ
გამოყოფენ. უბრალოდ სამხედროებს საჭირო რაოდენობის
ბენზინი არ აქვთ. ბენზინის გაჭირვებაა ქვეყანაში,
რომელიც გააფთრებული ვაჭრობს ნავთობით. მაგრამ ეს
რა მოსატანია, ნეტავ, ფლოტი ულუკმაპუროდ არ
დარჩებოდეს. გარნიზონს, სადაც დიკი მსახურობს,
მუდმივად ადგილობრივი პურის ქარხნის ვალი აქვს.
ქარხანა კი, თავის მხრივ, მუდმივად ნისიად აძლევს პურს
წყალქვეშა ნავის ფლოტს.

წარმოუდგენელი სურათია! ადამიანები, რომლებიც


ქვეყნის ბირთვულ საფარს ემსახურებიან, იმ ქვეყნის,
რომელსაც დიდებული სახელმწიფოს სტატუსის
პრეტენზია აქვს, მოწყალების იმედად არიან დარჩენილი.

პირადად მე მრცხვენია. და პრეზიდენტს არ შერცხვება,


როდესაც დიდი რვიანის სამიტს დაესწრება?
რიბაჩიში ყველა ოფიცერი დილაობით ფეხით მიდის
სამსახურში. გზაშიც და შტაბშიც ოფიცერთა კორპუსი
განაწყენებული ფუტკრების სკასავით გუგუნებს.
საჭირბოროტო საკითხს განიხილავენ: რამდენის მოთმენა
შეიძლება? რომელი უფსკრულისკენ მივექანებით?
მათ ცხარე პოლიტიკურ დებატებს ოფიცრების წინაშე
არსებული სიტუაცია აღვივებს. მაგალითად, თუ
ნავმისადგომ № 5-სკენ გავემართებით, სადაც
«ვილიუჩინსკია» განთავსებული, კუნძულ ხლებალკინს
დავინახავთ. იქ მკვდარი გემთშემკეთებელი ქარხანა
მდებარეობს. ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ ხლებალკინის
ქარხანაში ერთდროულად თხუთმეტ-თექვსმეტ წყალქვეშა
ნავს უტარდებოდა პროფილაქტიკური რემონტი. ახლა იქ
წყლის ზედაპირი მშვიდი და სარკისებურია და არც ერთი
«სამკურნალო» ხომალდი არ დგას. ოფიცრებს განუცხადეს,
რომ ამ საკითხშიც კი მკაცრი ეკონომიის პრინციპი
მოქმედებდა.

– საზარელი ვითარებაა, – ამბობს დიკი. – ჩვენ ხომ ვიცით,


ეს რას ნიშნავს... ყველაფრისთვის მოგვეზღვება. ჩვენი
ტექნიკის გარემონტება აუცილებელია. სასწაულებს არ
უნდა ველოდოთ – არ არსებობენ ამ მხარეში ხანგრძლივად
მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ერთხელაც არ
ყოფილან ექიმთან. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ავარიები
გარდაუვალია.

ფლოტის დაშლამ რიბაჩის ოფიცერთა ნაწილს


დისციპლინა შეურყია, მეორე ნაწილი გარყვნა. ბოლო
პერიოდში რა არ მოხდა გარნიზონში: უმოტივაციო
ქმედებები, თვითმკვლელობები.
– მაგრამ მგონია, რომ ოფიცერთა ამჟამინდელი
მდგომარეობა მალე უფრო გამძაფრდება, – ამბობს დიკი. –
ამიტომაა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ ყოველ
დილით რვა საათზე დროშების აღმართვას ყველა
დაესწროს. ეკიპაჟი უნდა ხედავდეს თავისი მეთაურის
თვალებს. იქ კი წაიკითხოს: ყველაფერი რიგზეა,
ყველაფერი მშვიდადაა. სამსახური გრძელდება. რაც არ
უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა.
– ოფიცერთა აბსურდი! მშვენიერი სიტყვებია რომანტიკოსი
ქალბატონებისთვის! და მხოლოდ!.. – ამ სტრიქონების
წაკითხვისას ალბათ ბევრს გული აუჩქარდება და
მართალიც იქნებიან, უდავოდ, დიადი სიტყვებია. მაგრამ
რეალური მდგომარეობა ასეთია: რღვევის პირას მყოფი
წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიცრები, რომლებსაც ჯერ
კიდევ არ მიუტოვებიათ სამსახური, მხოლოდ იმიტომ
აგრძელებენ ურთულესი მოვალეობის შესრულებას, რომ ეს
დიადი სიტყვები მათთვის ღუზასავითაა. იდეალები და
პრინციპები გააჩნიათ და ამიტომაც მსახურობენ. სხვა
აღარაფერი დარჩათ. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა
ცხოვრებაც ენახათ და მასზე იმედი დაემყარებინათ,
მყვინთავებად პრესტიჟის გამო გადმოვიდნენ, ნათელი
სამხედრო კარიერისა და მაღალი ხელფასების
მოლოდინში.

რადგანაც ცხოვრება არც კინოა და არც წიგნი, რიბაჩიში


ამაღლებული მშვენივრად თანაცხოვრობს სასაცილოსა და
საყოფაცხოვრებოსთანაც კი.

– მისმინეთ, ისე, როგორც თქვენი ქმარი ცხოვრობს, არ


შეიძლება ცხოვრება, თუნდაც ზოგჯერ, ადამიანი საკუთარ
თავსაც უნდა ეკუთვნოდეს, – ამას მე ვეუბნები.
და ლარისა, ლამაზი, მოღიმარი, წარმოშობით უკრაინის
ქალაქ ჟიტომირიდან, ქალი, რომელმაც უარი თქვა
საკუთარ საქმეზე და ნახევრად მშიერი ცხოვრობს
მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ქმარმა საკუთარი
მოვალეობა აღასრულოს, მხიარულად და კეკლუცად
მიღიმის და მპასუხობს:
– მე პირადად ძალიან მომწონს ასე ცხოვრება.
სამაგიეროდ, ყოველთვის ვიცი, ჩემი ქმარი სად არის!
ჩემგან ვერსად დაიმალება! ეჭვიანობითაც არ ვიტანჯები.

ამ დროს დიკიც ჩვენ გვერდითაა. უხერხულად იცინის


მოსწავლესავით, რომელსაც ეს-ესაა სკოლის პირველმა
ლამაზმანმა სიყვარული აუხსნა. კაპიტანი მორცხვი
აღმოჩნდა და გაწითლდა. მე კი ტირილი მინდება... ვხედავ
და ვხვდები, რომ დიდძალი პასუხისმგებლობის სიმძიმე,
რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანმა
იტვირთა, ყოვლად შეუსაბამოა დიკის არა მხოლოდ
ცხოვრების წესთან, არამედ მის ასაკთან და
გარეგნობასთანაც.
პირველი რანგის კაპიტანი განსაკუთრებით სახლში,
ფორმის გარეშე, ხუთოსანი მოსწავლესავით გამოიყურება:
გამხდარი და გულჩათხრობილია. მოსკოვური საზომით,
სადაც ახალგაზრდები ძველებურად გვიან ვარდებიან
ჭკუაში, არის კიდეც მოსწავლე. შეგახსენებთ, რომ დიკი
მხოლოდ ოცდათოთხმეტი წლისაა.
– სამხედრო ნამსახურეობის ოცდათორმეტი წელი უკვე
დახურე! შეგიძლია მშვიდად გახვიდე პენსიაზე! – ეუბნება
ლარისა.

– მართლაც შემიძლია, – ისევ უხერხულად პასუხობს დიკი.


– თქვენ რა, ფლოტში ორი წლის მიხვედით? იქნებ
ამიხსნათ... იმ აზნაურის შვილივით, დაბადებისთანავე რომ
ჩაწერეს პოლკის შემადგენლობაში და სრულწლოვნების
ასაკისთვის უკვე მნიშვნელოვანი სტაჟი და ეპოლეტები
ჰქონდა? – თავს არ ვანებებ მე.
ალექსეი პასუხად კვლავაც იღიმის, აშკარაა, რაც ახლა
უნდა თქვას, მისთვის ძალიან სასიამოვნოა.
სინამდვილეში, კაპიტნის მამა საზღვაო ოფიცერია.
ცხადია, ახლა აღარ მსახურობს. თავად ალექსეი კი
სევასტოპოლში, შავი ზღვის სამხედრო ბაზაზე გაიზარდა.
– რაც შეეხება ჩემს ოცდათორმეტწლიან სტაჟს, – იწყებს
მოყოლას ალექსეი, მაგრამ ცოლი მაშინვე აწყვეტინებს:

– ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, მთელი თავისი


მუშაობის პერიოდი ყველაზე რთულ განყოფილებაში
გაატარა, წყალქვეშა ფლოტში, რეაქტორებთან და
ბირთვულ იარაღებთან ახლოს. ამ პირობებში ერთი წელი
სამს უდრის.
– და არ გეჩვენებათ, რომ თუნდაც ამისთვის
ხელისუფლებას დიდი ხანია, ოქროში უნდა ჩაესვით? – არ
ვწყნარდები მე. – არ ბრაზდებით, საკუთარი სადილის სამ
კაცზე განაწილება რომ გიწევთ? სტუდენტი ხომ არ ხართ?
– არა, არ ვბრაზდები, – მშვიდად და თავდაჯერებულად
მპასუხობს. – ჩვენს დახურულ ქალაქში ყველა ჩემსავით
ცხოვრობს. თავი გაგვაქვს, იმიტომ რომ ერთმანეთსაც
ხელს ვუმართავთ. მუდმივად ერთმანეთისგან პურს და
საჭმელს ვსესხულობთ და შემდეგ უკან ვუბრუნებთ ხოლმე.

როგორც კი რომელიმე ოჯახს ნათესავები საკვების ძღვენს


გამოუგზავნიან, ოჯახი მაშინვე ნადიმს გამართავს. ასე
წრეზე დავდივართ სტუმრად გამოსაკვებად. ასე
ვცხოვრობთ, – თქვა ლარისამ.
– თქვენც გიგზავნიან რამეს მშობლები უკრაინიდან?

– რა თქმა უნდა. და მაშინ ყველა ჩვენს მშიერ მეგობარს


ჩვენთან ვეპატიჟებით.
დრო გადის. კომუნისტური პარტიის დაცემის პერიოდს
მრავალი წელი გვაშორებს. ზოგიერთი წარსული ჩვეულება
კი კვლავაც ხელუხლებელი რჩება. ერთ-ერთი უმთავრესი
მათ შორის ხალხის პათოლოგიური უპატივცემულობაა.
პირველ ყოვლისა კი, უპატივცემულობა მათ მიმართ, ვინც,
ყველაფრის მიუხედავად, თავგანწირვითა და ბეჯითად
შრომობს. მათ მიმართ, ვისაც გულწრფელად უყვარს ის
საქმე, რომელსაც ემსახურება. ხელისუფლებამ კვლავაც
ვერ ისწავლა მადლობის თქმა ქვეყნის ერთგული
ადამიანებისთვის. მუშაობ? იმუშავე, სანამ სული არ
ამოგხდება ან მოთმინების ძალა შეგრჩება. ყოველივე ამის
ფონზე კი, ერთადერთი, რასაც ხელისუფლება აკეთებს,
დღითიდღე თავხედდება.
არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ კომუნიზმი ჩვენი
ქვეყნისთვის აბსოლუტურად წამგებიანი ლატარია იყო.
მაგრამ, ის, რაც დღეს ხდება, კიდევ უფრო უარესია.

კაპიტან დიკისთან საუბარს წყალქვეშა ნავ


«ვილიუჩინსკის» მართვის ცენტრალურ პუნქტში
ვაგრძელებთ. ქალაქი, ცხადია, მთლიანად დახურულია
უცხოელებისა და ცნობისმოყვარეებისთვის.
კლასიფიცირებულ ნავმისადგომებში ოფიცერთა
ცოლებსაც კი არ აქვთ შესვლის უფლება. მაგრამ ჩემთვის
სამხედრო დაზვერვამ მოულოდნელად გამონაკლისი
დაუშვა და უფლება მომცა, დიკის ხომალდი
მომენახულებინა.
ჯერ კიდევ სანაპიროდან შეინიშნება «ვილიუჩინსკის»
სამხედრო, მტაცებლური სული. გემის ქიმზე, შავ ფონზე
თეთრად შთამბეჭდავი გრაფიკაა გამოსახული:
კბილებდაკრეჭილი ზვიგენის თავი, თუმცა ფლოტის
მხატვარმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, საზღვაო
მონსტრისთვის მაქსიმალურად შემაძრწუნებელი სახე
მიეცა, აშკარად გადაამეტა და იმაზე მეტი კბილი მიახატა,
ვიდრე სინამდვილეში ბუნებაში არსებობს. ზვიგენის
გამოსახულება «ვილიუჩინსკის» ქიმზე შემთხვევითობა
ნამდვილად არ არის. თავდაპირველად ხომალდი
«კასატკად» (მკვლელი ზვიგენი) იწოდებოდა და ამ ცოტა
ხნის წინ გადაერქვა სახელი. ოფიცერთაგან ვერავინ
ხვდება, რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი, მაგრამ
მორჩილად თანხმდება:
– დაე, ასე იყოს.

«ვილიუჩინსკიზე» გაცნობითი ხასიათის ექსკურსიამ


უმთავრეს რამეში დამარწმუნა, იმაში, რის გამოც ალბათ აქ
შემომიშვეს. ძალიან საშიში ვულკანის ხახასთან ახლოს
დავსეირნობ და ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ვინმემ
შეცდომით გააღვივოს იგი. რეაქტორს პლუს რაკეტები –
ფეთქებადი ნაზავია! წყალქვეშა ნავი სავსეა ბირთვული
იარაღით, სისტემური ეკონომიკური კრიზისისა და
შეიარაღებული ძალების დაბნეულობის პირობებში – რა
უნდა იყოს ამაზე საშიში?
ექსკურსიის განმავლობაში დიკი თავისი პოზიციის დაცვას
აგრძელებს და ვხვდები, რომ იდეოლოგიურ საკითხებში
აშკარა პედანტია – სამსახურში არანაირი კომპრომისები
არ შეიძლება, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო –
კატეგორიულად უარყოფს ე. წ. «დანაშაულებრივი
ბრძანების იდეას», რომელიც 1991 წლიდან მოყოლებული
სამხედრო ნაწილიდან სამხედრო ნაწილში ჯიუტად
დასეირნობს. მისი თქმით, როგორც კი სისუსტეს გამოიჩენ,
თუნდაც ერთ ინსტრუქციას ან ბრძანებას არ შეასრულებ,
რადგან დიდი რისკის გაწევის სანაცვლოდ, სულელურად
ან უდროოდ მიიჩნევ, იმ წუთას ყველაფერი ნგრევას
დაიწყებს – დომინოს პრინციპი ამოქმედდება. არმიას
პირამიდის სტრუქტურა აქვს და «დომინოს» დაშვება არ
შეიძლება.

ვამჩნევ, რომ დიკი და ჩვენს საუბარში მონაწილე სხვა


დანარჩენი პირები – სამხედრო ოფიცრები, რომელთა
ფორმები, რამდენიმეთვიანი უწყვეტი წყალქვეშა გმირული
ლაშქრობების გამო, ლენტებით არის შემკული – მკვეთრად
განასხვავებენ ორ გაგებას: არის სამშობლო, რომელსაც
ემსახურებიან და არის მოსკოვი, რომელთანაც
წინააღმდეგობაში მოდიან და ამბობენ, რომ არსებობს
ორი სხვადასხვა სახელმწიფო: რუსეთი და მისი
დედაქალაქი.

ოფიცრები გულახდილები არიან: კამჩატკის მაგალითზე


თუ ვიმსჯელებთ, ის, რაც შეიარაღებული ძალების
ხელმძღვანელობაში ხდება, მათთვის გაუგებარია.
თავდაცვის სამინისტრო ჯიუტად რატომ არ აფინანსებს
ატომური წყალქვეშა ფლოტის რემონტს, როცა
არაჩვეულებრივად იცის, რომ ოფიცრებს ლოკალურად ამ
სამუშაოების ჩატარება არათუ არ შეუძლიათ, არამედ
კატეგორიულადაც კი ეკრძალებათ? ასე შეუბრალებლად
რატომ ჩამოწერეს 10-14 წლოვანი გემები, რომლებსაც ჯერ
კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე ეწერათ? და საკუთარი
ბირთვული საფარი, რომელიც მთელი ერის ძალისხმევით
შეიქმნა, რატომ უნდა აქციონ დაგლეჯილ საცერად, მით
უმეტეს მაშინ, როდესაც ზღვიდან რეალური საფრთხე
არსებობს დიდი ოდენობით ჩინური წყალქვეშა ატომური
ხომალდის სახით, რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს რომ
არის განთავსებული?
«ვილიუჩინსკიზე» მოგზაურობის დროს ჩემი თანმხლები
არა მხოლოდ დიკია, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი
ადამიანი ბორტზე – კამჩატკის ვიცე-ადმირალი ვალერი
დოროგინი, რომელიც შეიარაღებული ძალებისა და
სამხედროების დაჯგუფებებს ქვეყნის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში მეთაურობს.

ოფიცრები წოდებით უფროს, ვიცე-ადმირალს არ


ერიდებიან და შეკითხვებს მისი თანდასწრებით სვამენ.
სამხედროებს შორის არ იგრძნობა იერარქიული ზეწოლა
ან მორჩილების განსაკუთრებული ბარიერი.

ბევრწილად ამას ის განაპირობებს, რომ დოროგინი სულით


ხორცამდე რიბაჩელია. ოფიცრებსა და მეთაურებს
ერთმანეთისგან დასამალი არაფერი აქვთ. დოროგინი აქ,
დახურულ სამხედრო ქალაქში უკვე ოცი წელია მსახურობს.
დიდი ხნის განმავლობაში, დიკის მსგავსად, ატომური
წყალქვეშა ნავის მეთაური იყო. ახლა რიბაჩიში მისი
უფროსი შვილი დენის დოროგინი მსახურობს. სხვების
მსგავსად, დილით ისიც ფეხით მიდის ნავმისადგომზე.
სხვების მსგავსად, თვალს ადევნებს, როგორ ინგრევა
ყველაფერი. სხვების მსგავსად, არსებობისთვის არანაირი
საშუალება არ გააჩნია. და ელოდება, რომ ვინმე
დააპურებს...
შეიარაღებული ძალებისა და სამხედროების ჩრდილო-
აღმოსავლეთის დაჯგუფება, რომელშიც კამჩატკის გარდა
ჩუკოტკა და მაგადანის ოლქიც შედის, შეიარაღებულ
ძალებში მომხდარი მასობრივი შემცირებების შედეგად
წარმოიქმნა. მსგავსი სამხედრო დაჯგუფება 1917 წლის
რევოლუციამდე და 1930-იან წლებში ბოლშევიკების
დროსაც არსებობდა.
დაჯგუფებაში სამხედროების რომელიმე კატეგორია უნდა
დომინირებდეს. კამჩატკაზე – ბირთვული ხომალდის
განთავსების ადგილას, ცხადია, ასეთები მეზღვაურ-
მყვინთავები არიან. ამდენად მეთაურადაც ვიცე-
ადმირალი დანიშნეს და მას დაექვემდებარა სახმელეთო
ძალები, სანაპირო შენაერთები, ასევე ავიაცია და
საზენიტო ძალები. თავდაპირველად უკმაყოფილება
იგრძნობოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დამშვიდდა.
დიდწილად ეს დოროგინის დამსახურებაა – ის
ადგილობრივი, კამჩატკელი ლეგენდაა.

ვიცე-ადმირალმა ფლოტში ოცდაცამეტი წელი გაატარა.


მისი სრული სამხედრო სტაჟი კი ორმოცდარვა წელია –
მარტო წყალქვეშა ნავებზე ოცდაერთი წელი მსახურობდა.

ლეგენდა დოროგინის შესახებ მის სამხედრო წარსულზე კი


არა, აწმყოზეა დაფუძნებული. ცხოვრობს პეტრეპავლოვსკ-
კამჩატსკიში. ამ ცოტა ხნის წინ მისი ყოველთვიური
ხელფასი – ადამიანისა, რომელიც უზარმაზარ
ტერიტორიაზე სამხედრო ვითარების გაკონტროლებაზეა
პასუხისმგებელი და რუსეთის სამ უმსხვილეს ოლქში
გუბერნატორის შემდეგ მეორე კაცად ითვლება – სამი ათას
ექვსასი რუბლი იყო, რაც ას დოლარზე ოდნავ მეტია.
რეალურად კი, როგორც ჩვენთან ამბობენ, პენსიასთან
ერთად, რომელიც დოროგინმა დიდი ხანია გამოიმუშავა,
ვიცე-ადმირალს თვეში ხუთი ათასი რუბლი უგროვდება.
შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, რომ პეტრეპავლოვსკ-
კამჩატსკის საზოგადოებრივი ავტობუსის მძღოლის
ხელფასი ექვსი ათასი რუბლია.

დოროგინი მარსკოის ქუჩაზე სამხედრო ბინაში ცხოვრობს,


რომელიც სხვა ოფიცრების სახლების მსგავსად, ცხელი
წყლით არ არის უზრუნველყოფილი. სიცივეა, ქარი უბერავს
და არაკომფორტულია.

– იყიდეთ ერთი უბრალო წყლის გამაცხელებელი.


– ფული არ გვაქვს, რომ გვექნება, ვიყიდით.
დოროგინისთვის ყველაზე ძვირფასი რეპუტაციაა. მისი
ცხოვრება ასკეტურია. სახლი ცარიელი არ არის, მაგრამ
არც ადმირალისას ჰგავს. ყველაზე ძვირფასი ნივთები
ვიცე-ადმირალის კაბინეტშია თავმოყრილი. ეს საზღვაო
ნივთებია ჩამოწერილი გემებიდან, რომლებიც ოდესღაც
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდნენ.
ცხოვრების მთავარი გართობა – სამხედრო-საზღვაო
ისტორიებია.

– და ქალაქგარეთ სახლი? აგარაკი? რუსეთში ხომ არ


არსებობენ ადმირალები აგარაკის გარეშე? ვერ დავიჯერებ,
რომ თქვენ არ გაქვთ...

– რა თქმა უნდა, მაქვს, – მპასუხობს დოროგინი. – და რა


აგარაკი! ხვალ წავიდეთ და ვნახოთ, თორემ ისე არ
დამიჯერებთ.
«ხვალე» თენდება და პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის
გარეუბანში მიწის ნაკვეთის სანახავად ჩავდივარ, სადაც
კარტოფილი და კიტრია დარგული – ამ პროდუქტით
ადმირალის ოჯახი ზამთარში გამოიკვებება. ბოსტნის
შუაგულში აგურებზე სამსახურში ჩამოწერილი რკინის
ვაგონი დგას. თუკი სამხედრო მეთაურების ცხოვრების
დონის შესახებ დედაქალაქელების წარმოდგენიდან
გამოვალთ – ნანახი სრული თავის მოჭრაა.

მაგრამ კამჩატკა მოსკოვი არაა. აქ ხალხი გულღია და


ბევრად კეთილია. მეთევზეებმა ტომრით ახლად
დაჭერილი წითელი თევზი მაჩუქეს – კიჟუჩი. ტომარა
გალინას, ვიცე-ადმირალის ცოლს მივუტანე, რადგან მე
თევზს ვერსად მოვამზადებდი, თუმცა თავს უხერხულად
ვგრძნობდი, რადგან ვიფიქრე, რომ კამჩატკის სამხედრო
მეთაურის ცოლისთვის ასეთი წითელი თევზი ალბათ
წყებად მიაქვთ ხოლმე.
მაგრამ უცნაური რამ მოხდა: გალინა ისეთი მადლიერი იყო,
რომ ცრემლები გადმოსცვივდა. მის ღარიბულ ცხოვრებაში
წითელი თევზი დიდი სიმდიდრეა. გალინამ სადილიც
მოამზადა, სტუმრებიც მოიწვია და სამომავლოდაც
გადაინახა. ბედმაც გაუღიმა, ზოგიერთ თევზში «ოქროც» კი
აღმოჩნდა – წითელი ხიზილალა.

გალინას თქმით, მართალია, უფროსი ოფიცრების


ცოლებმა აქ კამჩატკაზე ლამის მთელი ცხოვრება
გაატარეს, მაგრამ მათ ამ მხარის ეგზოტიკა არ უნახავთ.
მათმა ცხოვრებამ საკვალიფიკაციო კურსებსა და
ლაშქრობებში, ხანმოკლე შეხვედრებსა და ხანგრძლივ
განშორებებში ჩაიარა.

მიუხედავად ამისა, გალინა არაფერს ნანობს, თავის,


ფაქტობრივად, დაკარგულ წლებსაც კი.
– სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ოფიცრების
ცოლებისთვის საერთოდ არაფერი შეცვლილა. თუკი ოცი
წლის წინ მთელი დღე რიგში უნდა ვმდგარიყავი ათი
კვერცხის გამო, როცა რიგის ნომერს ხელისგულზე
გვაწერდნენ და ჩვენ კი გვშიოდა და გვციოდა, დღესაც ისე
ვართ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: დღეს კვერცხი და
მაღაზიები არის, მაგრამ ოფიცრებს მისი საყიდელი ფული
საერთოდ არ აქვთ.

მისი ქმრის, ვიცე-ადმირალ დოროგინის აზროვნება


იდეოლოგიური კონგლომერატია, კომუნიზმისა და
კაპიტალიზმის შენადნობი. ალბათ სხვაგვარად
შეუძლებელიც კია, როდესაც ადამიანმა ორმოცდაათ წელს
გადააბიჯა, თითქმის მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის
პირობებში გაატარა, კომკავშირელიც იყო და კომუნისტიც,
ახლა კი თავისუფალი ბაზრის რეალობაში ცხოვრობს. თუ
ამ კუთხით შევხედავთ, დოროგინი წარსული
შეხედულებების, ძველი იდეოლოგიის მატარებელია,
რომელიც საბჭოთა კავშირს ნანგრევებში ჩაჰყვა. მაგრამ
სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ვიცე-ადმირალი ნათლად
აცნობიერებს დემოკრატიულ მისწრაფებებს და იმას, თუ
რატომ დადგა მათი აუცილებლობა.
მაგრამ ამ ორი განზომილებიდან და იდეოლოგიური
პოლუსიდან, სინამდვილეში რომელ მათგანში გრძნობს
მისი სული თავს კომფორტულად? ამის გაგება რთულია,
მაგრამ შევეცდები.

კამჩატკაზე დოროგინი ყველაფერზეა პასუხისმგებელი –


წყალქვეშა ნავებიდან დაწყებული სამხედრო მუზეუმის
მდგომარეობით დამთავრებული.

ჩრდილო-აღმოსავლეთის დაჯგუფების შემადგენლობაში


შედის ჩაპაევის ოცდამეორე მოტორიზებული დივიზიონი.
ჩაპაევის სახელს იმიტომ ატარებს, რომ ეს სწორედ ის
დივიზიონია, რომელიც 1918 წელს ვასილი ივანიჩ ჩაპაევმა,
სამოქალაქო ომის გმირმა, ვოლგის რეგიონში თავად
ჩამოაყალიბა. აქ მსახურობდა მისი მეგობარი, ბოლშევიკი
ანკა – ასობით საბჭოთა ანეკდოტის მთავარი გმირი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაპაევის დივიზიონი
შორეულ აღმოსავლეთში გადასხეს და ახლა კამჩატკაზე
იმითაა განთქმული, რომ მის პირველ ასეულში ილიჩის
საწოლი არსებობს – მსოფლიო პროლეტარიატის
ბელადის, ვლადიმირ ილიჩ ლენინის სახელობის
სამხედრო საწოლი. 1922 წლიდან ვლადიმერ ილიჩი
ჩაპაევის დივიზიონის საპატიო წითელარმიელი გახდა და
მისთვის ერთი საწოლი გამოიყო. მას შემდეგ წესად იქცა,
რომ დივიზიონის დისლოკაციის ადგილი სადაც არ უნდა
გადაეტანათ, ილიჩის საწოლი სხვა სამხედრო
აღჭურვილობასთან ერთად მოგზაურობდა.
დღესაც ეს საწოლი ყაზარმაში გამოსაჩენ ადგილას დგას.
მოხდენილად არის გასწორებული, კედლებზე კი ნახატები
ჰკიდია თემაზე – «ვალოდია კარგი მოსწავლე იყო»,
ლენინის კუთხეა მოწყობილი. ეს ყველაფერი კი
დარეგისტრირებულია სამეთვალყურეო ჟურნალში,
რომელიც ჩაპაევის დივიზიონის საიდუმლო ნაწილში
ინახება.

პირველი ასეულის ოცდაექვსი წლის მეთაური, კაპიტანი


იგორ შაპოვალი მიიჩნევს, რომ ლენინის სულის იქ ყოფნა
ოფიცრებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
– სერიოზულად ამბობთ?
– დიახ. ისინი ხედავენ მოხდენილად გასწორებულ საწოლს
და ცდილობენ, საკუთარიც ასე გაასწორონ.

მე პირადად მეცინება, მაგრამ გვერდზე ვიყურები და


ვხედავ, რომ «ილიჩის საწოლის» მაღალიდეოლოგიურ
მნიშვნელობაში კაპიტან შაპოვალის მსგავსად, ვიცე-
ადმირალი დოროგინიც დარწმუნებულია.
– თავდაპირველად ახალწვეული ჯარისკაცები ამას ვერ
იგებენ, შემდეგ კი პატივისცემა უჩნდებათ, – ამბობს
დოროგინი. – როდესაც მოსკოვში დემოკრატიამ გაიმარჯვა,
აქ შეეცადნენ ეს საწოლი თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ
მოვახერხეთ მისი შენარჩუნება. ეს საწოლი ნამდვილად არ
მიეკუთვნება იმ კატეგორიას, თქვენ რომ ძერჟინსკის
ძეგლი გაქვთ ლუბიანკაში.
დოროგინი დარწმუნებულია, რომ ხელოვნურად არაფერი
არ უნდა შეცვალო – ისტორია ზუსტად ისეთია, როგორიც
სინამდვილეშია, ამიტომ დიდი ტვინი არ იყო საჭირო
ძერჟინსკის ძეგლის ჩამოსაგდებად. გარდა ამისა, ის
დარწმუნებულია, რომ რადგანაც ლენინის მემორიალური
კუთხე ჩაპაევის დივიზიონში სახალხო კომისართა საბჭოს
გადაწყვეტილებითაა შექმნილი, სულ ცოტა, რუსეთის
ხელისუფლების გადაწყვეტილებაა საჭირო, პრემიერ-
მინისტრის ხელმოწერით, საიმისოდ, რომ საწოლი
ჩამოიწეროს.
შემდეგ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვის მაგალითზე უნდა
გაიზარდონ დღეს კამჩატკელი ჯარისკაცები. ჩაპაევის
დივიზიონის ამჟამინდელი მეთაურის, პოდპოლკოვნიკ
ვალერი ოლეინიკოვის აზრით, მათ მაგალითზე, ვინც
ჩეჩნეთსა და ავღანეთში იბრძოდა.

«ლენინის» პირველი ასეულის წინა მეთაურიც ჩეჩნეთში


იბრძოდა – მაშინ უფროსმა ლეიტენანტმა იური ბუჩნევმა
გროზნოში ბრძოლის გამო რუსეთის გმირის წოდება მიიღო.

კვლავ ვაგრძელებთ სამაგალითო მოვლენებზე საუბარს და


მე მოსაზრებას გამოვთქვამ, რომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის
ჩეჩნეთში მიღებული სამხედრო გამოცდილების
სამაგალითოდ გამოცხადება საღ აზრად არ მიმაჩნია.
დოროგინი დისკუსიას ეთიშება – ჩუმდება. დოროგინი
უფროსი ოფიცერია, ქვეყანას ემსახურება და მისი
პოლიტიკური შეხედულებები დიდად არავის აინტერესებს.
ამიტომ არც ცდილობს მათ გამოთქმას. აი, მომავალზე კი
ოსტატურად საუბრობს: იდეოლოგია ერთი მხარეა, მაგრამ
მეორეა სამხედროების შემცირება. ოფიცრებს ისეთი
შეგრძნება აქვთ, თითქოს დენთის კასრზე ისხდნენ.
– ჩვენ მზად ვარ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება
ნებისმიერ დროს ანგარიში გაუსწოროს მათ, ვინც
ერთგულად ემსახურება, – მიიჩნევს ალექსანდრ შევჩენკო,
დივიზიონის შტაბის უფროსი. დანარჩენი ოფიცრებიც,
დოროგინის ჩათვლით, ეთანხმებიან. სამსახურიდან
გაშვების პრეტენდენტებიდან არც ერთს სამხედრო
სამსახურში მათი ხარისხისა და წოდების შესაბამისი
სამოქალაქო კვალიფიკაცია არ აქვს, შესაბამისად, არც
საცხოვრებელი. წავლენ არმიიდან და საკუთარ კუთხესაც
დაკარგავენ, რადგან ახლა ყველა სამხედრო ბინაში
ცხოვრობს. იგორ შაპოვალი პროფესიით სამხედრო
ტექნიკის ინჟინერია, შევჩენკო კი ლითონის ცივი
მეთოდით დამუშავების ოსტატია, ასე რომ სამხედრო
სამსახურის დასრულების შემდეგ, მათი გზა ტრაქტორების
შემკეთებლობამდე მიდის. შევჩენკოს სამოქალაქო
სამსახურის გამოცდილება უკვე აქვს. იმ სამი წლიდან,
როდესაც მოსკოვში საარტილერიო აკადემიაში
სწავლობდა, ორი წელი ყვავილების მაღაზია-სარდაფში
დარაჯად მუშაობდა და ფულს ასე შოულობდა.
კამჩატკაზე ფიქრობენ, რომ მოსკოვში, თავდაცვის
სამინისტროში ვერ ხვდებიან, რომ ოფიცერი მხოლოდ
საკუთარი სამხედრო საქმით უნდა იყოს დაკავებული და
სხვა, «მეორადი» საქმისკენ თვალი არ გაურბოდეს.

– ჩვენს პირობებში, ადამიანის უკანონო საქმიანობაში


ჩათრევა ბევრად ადვილია, – ამბობს ვიცე-ადმირალი. – მეც
შემომაძლიეს კონვერტით ორი ათასი დოლარი. ეს
ადამიანი კი ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა. ქრთამი
ძალიან ღირსეული ფორმით შემომთავაზა: «ხომ გჭირდება
ფული პირადი ცხოვრებისთვის!» – და იმ მომენტში
მართლაც ასე იყო. სანაცვლოდ მევალებოდა ხელი
მომეწერა შეთანხმებისთვის, რომლის საფუძველზეც
ჯარისთვის არასახარბიელო პირობებში გავყიდდით
ჩამოწერილ თითბერს. ერთ ტონაში არა შვიდასი დოლარი,
არამედ ოთხასორმოცდაათი უნდა აგვეღო. სიმართლე
გითხრათ, ჩემი ხელმოწერა უკანასკნელი იყო სხვა
სამხედრო ხელმძღვანელების გვარების ქვეშ. შემეძლო ეს
კაცი კონვერტით ხელში უბრალოდ გამეგდო, მაგრამ მე
პროკურორს დავუძახე. ვიფიქრე, იქნებ ეს სხვებისთვისაც
მაგალითი გახდეს და ქრთამი აღარ აიღონ-მეთქი.
ცხადია, დოროგინი, რაღაც გაგებით, სათნო ადამიანია.
ისიც, როგორც ბევრი სხვა ოფიცერი, არა ფულისთვის,
არამედ ინტერესის გამო მსახურობს. აქ, ჩვენი ქვეყნის
დასალიერშიღა თუ დარჩნენ ასეთები, მტკიცე სულის,
ჯანსაღი ადამიანები.

რამდენ ხანს შერჩებათ მოთმინება დიკისა და დოროგინის


მსგავს ადამიანებს, ესეც არავინ იცის, თვითონაც კი. დღეს
ჩვენი ფლოტი საზღვაო ოფიცრების უფროს და საშუალო
თაობას ეფუძნება. უმცროსი თაობა თითქმის არ ჰყავთ, აქ
არ ჩამოდიან. ან თუ ჩამოდიან, ვერ ურიგდებიან იმას, რომ
მთელი თავისი ძალები სამსახურს უნდა შესწირონ და
სანაცვლოდ არაფერი მიიღონ. აბა, ვის უნდა გადააბარონ
ფლოტი გარკვეული ხნის შემდეგ?

– პატრიოტიზმი? – ცინიკურად იღიმის რიბაჩის მეორე


რანგის ახალგაზრდა კაპიტანი, წყალქვეშა ხომალდ
«ომსკის» ოფიცერი. – პატრიოტიზმიც ფული ღირს. და
დროა, შეწყდეს ეს აბსურდი, ღარიბობანას თამაში. ჩვენ
ფეხზე წამოდგომა გვჭირდება და არა დიკის მსგავსად
ცხოვრების გზაზე ბორძიკი. მეთაურია და ყოველთვის
იაფფასიანი ფეხსაცმელი აცვია, იაფფასიან კონიაკს სვამს.
ის, რაც ახლა ფლოტში ხდება – სრული განუკითხაობაა,
რასაც განუკითხაობითვე უნდა ვუპასუხოთ.
– და რას ნიშნავს განუკითხაობით პასუხი?
«საპასუხო განუკითხაობაში» ახალგაზრდა ოფიცერი
გადარჩენის გზას ხედავს, გზას, რომელიც ყველა
საშუალებას ამართლებს. მისი თქმით, მისი თანატოლი
ოფიცრები ჩუმ-ჩუმად იატაკქვეშ ყველაფრით ვაჭრობენ,
რაზეც კი ხელი მიუწვდებათ. ასევე იმასაც ხომ გააჩნია, ვის
როგორი პირადი კონტაქტები აქვს.

– ჩემთვის, მაგალითად, – ამაყად ამბობს. – თევზი და


ხიზილალა უკვე სახლში მოაქვთ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ
კი, გემიდან მოპარულ სპირტში ვცვლიდი და ამის გამო
პატივს არ მცემდნენ.
– ჩვენს სამსახურში ახალგაზრდა ოფიცრებისთვის
მატერიალური კეთილდღეობა უმთავრესი ხდება, –
მწუხარებით ამბობს ვიცე-ადმირალი დოროგინი. მისი
აზრით, ფიქრი «საპასუხო განუკითხაობაზე» ნებისმიერი
სამხედრო მოსამსახურისთვის ისეთივე
მომაკვდინებელია, როგორც მეთაურის ბრძანების კითხვის
ნიშნის ქვეშ დაყენება.

მოხუცებული ქალბატონები და «ახალი რუსები»


ორი ბებია – მარინა ვასილიევნა სავინა, ყოფილი მოწინავე
მერძევე და ზინაიდა ვასილიევნა ფენოშივნა, ასევე
წარსულში მოწინავე მეჯოგე, შუაგულ ტყეში იდგა,
მოგრიალე ბულდოზერის მიმართულებით ჰაერში აწეულ
ჯოხებს გაბრაზებით იქნევდა და მთელი ოლქის გასაგონად
ყვიროდა:
– შეჩერდით! წაეთრიეთ აქედან! რამდენ ხანს შეიძლება
ასე გაგრძელდეს!

ასწლოვანი ხეების უკნიდან უშიშროების რაზმი გამოჩნდა


და დემონსტრანტებს გარს შემოეხვია, თითქოს იმის თქმას
აპირებდნენ, სანამ შეგიძლიათ, თქვენი ფეხით წადით,
თორემ ცეცხლს გაგიხსნითო.

ნიკოლაი აბრამოვმა, პენსიაზე გასულმა ვეტერანმა,


რომელიც ამ დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო, ხელები
გაშალა:
– საკუთარი მიწიდან უნდათ რომ გაგვყარონ. სიკვდილის
ფასად უნდა დავიცვათ, სხვა რა დაგვრჩენია...

ოპერაციის არენა მოსკოვის ოლქის, ნარო-ფომინსკის


რაიონის, სოფელ პერვომაისკოეს გარეუბანი იყო.
მოვლენების ეპიცენტრი – ძველი მამულის მიწები,
რომელიც ფორმალურად ბერგების ოჯახს ეკუთვნოდა 1904
წლიდან, დღეს კი, როგორც ბუნებრივ და კულტურულ
მემკვიდრეობას, სახელმწიფო იცავს.

ოდნავ დამშვიდებული მოხუცები ნაღვლიანად აქნევდნენ


თავს:
– მოხუცებულობის ასაკში «მწვანეებს» შევუერთდით. სხვა
რა დაგვრჩენია? მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პარკის
გადარჩენა ამ ნაძირლებისგან. სხვა ამას არავინ
გააკეთებს.

«ნაძირლებს» «ახალ რუსებს» უწოდებენ, რომლებმაც


უსულგულო მუშა-ბარბაროსები დაიქირავეს და
ოცდათოთხმეტი სახლის აღმართვა დაავალეს თითქმის
ასწლოვან, ბერგის ტყე-პარკში. მარია ვასილიევნა და
ზინაიდა ვასილიევნა სპეციალური ეკოლოგიური ჯგუფის
წევრები არიან, რომელიც სოფელ პერვომაისკოეს საბჭოს
მიერ შეიქმნა, რათა ორგანიზებულად დაეცვათ გარემო
გამანადგურებლებისაგან.

სატვირთო მანქანები და ტრაქტორები ხმაურით დადიან


უძვირფასეს საუკუნოვან ხეებს შორის და «მწვანეების»
აქტივისტებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ერთი
საათის მუშაობის შემდეგ უკვე განაკაფი გამოჩნდა. აქ
მომავალი სააგარაკო დასახლების ცენტრალური
«გამზირი» იქნება. ყველგან მილები, არმატურა და
ბეტონის ფილები ყრია. გააფთრებული სამშენებლო
სამუშაოები ტარდება და მართლაც ბუნებისთვის ყველაზე
სასტიკი მეთოდებით. უკვე ას ოცდაათი კუბური მეტრის
იშვიათი სახეობის ხე მოიჭრა. საითაც არ უნდა გაიხედო,
კედარის ხეებსა და ნაძვებს ნაჭდევები აქვს, რაც იმის
მანიშნებელია, რომ უნდა მოიჭრას. ტექნიკა უტიფრად
ანადგურებს გარემოს.

– ვეიმუტის ფიჭვის შესახებ გსმენიათ? – კითხულობს


ტატიანა დუდენუსი, ეკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი,
ერთ-ერთი რეგიონული სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერ-
თანამშრომელი. – ჩვენი ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხუთი
ასეთი ფიჭვი იზრდებოდა და ისინი ერთადერთი იყო მთელ
მოსკოვის ოლქში – ბერგები იშვიათი ჯიშის ხეების
გამრავლებით იყვნენ გატაცებული. სამი ასეთი ხე უკვე
მოჭრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ იმ
ადგილას, სადაც ისინი იზრდებოდა, მშენებლებს ახალი
დასახლების ქუჩის გაყვანა მოუნდათ. საფრთხის ქვეშაა
სხვა ღირებული სახეობები – ციმბირული სოჭი, ლარიქსი,
თეთრი ალვა... სულ რაღაც სამ დღეში სამოცი ხე
დავკარგეთ. ეს არც ისე მძიმე იქნებოდა, რიგითი
სახეობები ან დაავადებული ხეები რომ მოეჭრათ. მაგრამ
მათ სხვაგვარი პრინციპი აქვთ – გადაწყვიტეს, იქ
გაიყვანონ გზა, სადაც მოესურვებათ, ყველაფერი გაჩეხეს,
მიუხედავად განადგურებული ხეების ღირებულებისა.
გარდა ამისა, ეს ტყე ე. წ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. მისი
ხელის ხლება კანონით იკრძალება. იმისთვის, რომ
გაჩეხვის ნებართვა მიიღო, აუცილებელია «გარემოებათა
განსაკუთრებულობა» დაამტკიცო და სახელმწიფო
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განამტკიცო. შემდეგ
კი, თითოეული ასეთი ჰექტარის გაჩეხვაზე ფედერალური
ხელისუფლების სპეციალური გადაწყვეტილების
წარდგენაა საჭირო.
როდესაც ბერგის ტყე-პარკის ბედი წყდებოდა, მსგავსიც
არაფერი მომხდარა. სოფლის «მწვანეებმა» ნარო-
ფომინსკის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომ
სამართალი ეპოვათ და მოსამართლე ლენა გოლუბევას კი,
რომელსაც ეს საქმე გადაეცა, სასამართლო განხილვების
დაწყებამდე სამშენებლო სამუშაოები შეეჩერებინა. სხვა
შემთხვევაში, გაჩეხვის შემდეგ, ვის რად უნდოდა
დადებითი გადაწყვეტილება.

თუმცა ახლა რუსეთში ოლიგარქების ხანა დგას.


ხელისუფლების ყველა შტო მხოლოდ მოშრიალე
ბანკნოტების ენაზე საუბრობს. მოსამართლეს არც
მოსვლია აზრად სამშენებლო სამუშაოების შეჩერება,
შემდეგ კი, როდესაც ტყის გაჩეხვა დაიწყო, სპეციალურად
აჭიანურებდა სასამართლო განხილვის დანიშვნას.
ამასობაში ყველაფერი ძვირფასი გაჩეხეს...
დაცვის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია
ვალერი კულაკოვსკი. ის ორგანიზაცია «პრომჟილსტროის»
დირექტორის მოადგილეა. ეს კომპანია საკუთარ თავს
ინდივიდუალური დეველოპერების გაერთიანებასაც
უწოდებს – მისი თქმით, ამ საქმეში მეტად გავლენიანი
მოსკოველი ხალხის ინტერესებია ჩადებული, მათ აქ უნდა
იცხოვრონ. ინფორმაცია მალე დადასტურდა. აღმოჩნდა,
რომ «გაერთიანებამ» მოახერხა ბერგის მიწების
საკუთრებაში მიღება. რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება
მოქმედ კანონმდებლობას.

კულაკოვსკი მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და ცდილობს,


საკუთარი პოზიცია ახსნას:

– სოფლის მოსახლეობის გამუდმებულმა მიტინგებმა


ძალიან დაგვღალა. რის გაკეთებას მიბრძანებთ? მე უკვე
ამხელა ფული გადავიხადე, მიწა ვიყიდე, ვაშენებ... ფულს
უკან ვინღა დამიბრუნებს?
კულაკოვსკის თქმით, არც ისინი აპირებდნენ უკან დახევას.
არც დაუხევიათ. ბერგის ტყე-პარკმა არსებობა შეწყვიტა.
იმან გაიმარჯვა, ვისაც მეტი უფლებები აქვს. მუშტი –
ამჟამინდელი რუსული ხელისუფლების ფუძეა. მისი
საყრდენი ოლიგარქები არიან. დანარჩენები – ფეხქვეშ
დაყრილი მტვერი. საუკეთესო ტყეების გაჩეხვა
ოლიგარქებისა და მათი კომპანიების სასარგებლოდ,
მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. იმის
მიხედვით, ოლიგარქებს რა სურთ, იღებენ სახელმწიფო
გადაწყვეტილებებს, ირღვევა კანონები, სიტყვით
გამოდიან ქვეყნის საუკეთესო ადვოკატები.
იმ დღემდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც «მწვანე» ბებიები
თავის ძველ ტყე-პარკს სასოწარკვეთილი იცავდნენ,
მოსკოვში რუსეთის უზენაეს სასამართლოში პრინციპულად
წყდებოდა საკითხი – სიმართლე, მთელი რუსეთის
მასშტაბით. იქ ე. წ. «ტყის საქმეს» განიხილავდნენ.

– მესაკუთრეთა უფლებები არ უნდა დავივიწყოთ, მიწები


უკვე დაუკანონდათ, სახლები აშენებულია! თქვენ კი
ყველაფრის უკან დაბრუნება გსურთ, – ამბობდა უზენაეს
სასამართლოში ადვოკატი. ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით
იმეორებდა კულაკოვის მთავარ იდეას.

ეკოლოგ-იურისტების, ოლგა ალექსეევასა და ვერა


მიშენკოს პოზიცია, რომლებიც «ახალი რუსების»
წინააღმდეგ მთელი საზოგადოების ინტერესებს იცავდნენ,
განსხვავებული იყო:

– ცხოვრებისა და ნაციონალური საკუთრებით


სარგებლობის უფლება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს
აქვს. თუკი თავს რუსეთის მოქალაქეებად მივიჩნევთ,
ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის, რაც
ახლანდელ თაობას გააჩნია, მომდევნო თაობებსაც
შენარჩუნებული სახით მაინც გადავცეთ. და ნუთუ
შესაძლებელია, სერიოზულად ვიმსჯელოთ უკანონო გზით
მიღებული საკუთრების უფლებაზე?
«ტყის საქმის» არსი შემდეგია: რუსმა ეკოლოგებმა,
რომლებიც ეკოლოგიურ-იურიდიულ საქმეთა მოსკოვის
ინსტიტუტს ექვემდებარებიან, მინისტრთა კაბინეტის
ოცდაორი განკარგულების გაუქმება მოითხოვეს, რომლის
საფუძველზეც მიმდინარეობდა «პირველი ჯგუფის ტყეების
არასატყეო მიწების კატეგორიისთვის» მიკუთვნება და
ჩვენი ქვეყნის ელიტური ტყეების ოცდათოთხმეტ
ჰექტარზე მეტის მარტივად გაჩეხვა.

რუსეთის სატყეო ფონდი სამ ნაწილად იყოფა: პირველ


ჯგუფს მიეკუთვნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი
ტყეები, როგორც ხალხისთვის, ასევე მთელი ბუნებისთვის
– ძვირად ღირებული ჯიშები, იშვიათი ფრინველებისა და
ცხოველების ბინადრობის ადგილები, ნაკრძალები და
პარკები, ქალაქებისა და გარეუბნების «მწვანე ზონები».
ამიტომაც რუსეთის ფედერაციის სატყეო კოდექსის
თანახმად, პირველი ჯგუფი გამოცხადებულია ქვეყნის
ნაციონალურ საკუთრებად (ბერგის პარკი მათ შორისაა).
ტყეების კატეგორიების ცვლილებისა და მათი გაჩეხვის
ფორმალური ინიციატორი, რამდენად უცნაურიც არ უნდა
იყოს, რუსეთის ფედერაციის სატყეო მეურნეობის
ფედერალური სამსახურია. სწორედ ამ ორგანიზაციას აქვს
უფლება, წარუდგინოს დოკუმენტები ტყეთა სტატუსის
ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს
ხელმოსაწერად. ამდენად ის ოცდაორი, ეკოლოგებისთვის
სადავო განკარგულება, მსგავს შემთხვევებში
აუცილებელი, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის
გარეშე მიიღეს, რის შედეგადაც ეროვნული საკუთრება
იმწუთიერი ინტერესების ტყვედ იქცა – გაჩეხილი ხეების
ადგილას ბენზინგასამართი სადგურები, ავტოფარეხები,
საწარმოო ბაზები, ბაზრები და, რა თქმა უნდა, სააგარაკე
დასახლებები გაშენდა.

ეკოლოგები ფიქრობენ, რომ ბოლო ვარიანტი – ყველა


შესაძლოდან საუკეთესოც კია. თუმცა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი ადამიანები მიისწრაფვიან,
მოუფრთხილდნენ არაჩვეულებრივ ტყეს, რომელიც მათ
სახლებს გარს ერტყმის და არ ანადგურებენ მცენარეთა
ფესვებს კანალიზაციის სისტემის გაყვანის გამო.
სანამ «სატყეო საქმე» მიმდინარეობდა და
მოსამართლეებს არსად ეჩქარებოდათ, ხელისუფლების
წარმომადგენლების ახალი გადაწყვეტილების
საფუძველზე, ელიტური ტყეების კიდევ ცხრაას
ორმოცდაათ ჰექტარს გამოუტანეს ლიკვიდაციის განაჩენი.
ყველაზე დიდი დანაკარგი ხანტი-მანსიისკისა და იამალო-
ნენეცკის ოლქებს ჰქონდათ, სადაც ხეები ნავთობისა და
გაზის კომპანიის საჭიროების გამო გაჩეხეს.
დაზარალებულთა შორის მოსკოვის ოლქიც მოხვდა.
მაგრამ ის, რაც ბერგის პარკში ხდებოდა,
წინასწარგანზრახული სასამართლოს გაჭიანურების
შედეგი იყო.
სანამ «კანტორაში» ვერავინ იღებდა საკუთარ თავზე ამ
საქმისთვის სამართლიანი წერტილი დაესვა, ბრძოლამ
ტყისთვის სასტიკი ფორმები მიიღო. მაგალითად,
პერვომაისკოეში სისხლიც დაიღვარა. როდესაც
პროკურატურის თხოვნით ეკოლოგების ჯგუფი
მშენებლების ბარბაროსული მოქმედების შედეგების
ვიდეოკამერით გადასაღებად წავიდა, მოვლენათა
ეპიცენტრში პოლიციური ძალები შემოიყვანეს. დაიწყო
ჩხუბი, კამერა დაამტვრიეს, ეკოლოგები სცემეს... მაგრამ
ისინი ხომ ასაკოვნები იყვნენ...

– რა თქმა უნდა, ომში ჩაბმა არ გვინდა, მაგრამ სხვა


გამოსავალი არ დაგვიტოვეს, – განმარტავს სოფლის
ასაკოვანი მცხოვრები, ნიკოლაი აბრამოვი. – ეს მამული
უკანასკნელი ადგილია სოფელში, სადაც სასეირნოდ
წასვლა შეგვიძლია. აქ მოხუცებულებსაც შეხვდებით და
დედებს ბავშვების ეტლებით. ამ ტერიტორიაზე
განთავსებულია სკოლა, სადაც სამასი მოსწავლე
სწავლობს და საბავშვო ბაღი. სხვა დანარჩენი კი ახალი
რუსების კუთვნილ კოტეჯებად გადააქციეს.
ხანდაზმულ ეკოლოგებს კარგად ესმით, რომ პირველ
ყოვლისა დიდი ფულის წინააღმდეგ იბრძვიან – ისეთი
ფულის, რომელიც თავად არასდროს უნახავთ.
სამაგიეროდ, სმენიათ პერვომაისკოეს რაიონული ოლქის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ
ზახაროვისგან. სოფლის საბჭოზე მან პირდაპირ განუცხადა
ხალხს, რომ საკმარისად დიდი ფულია საქმეში ჩადებული
საიმისოდ, რომ უკან დახევის შანსი არსებობდეს.
მოსკოვის ოლქის ეკოლოგიური კავშირის ხელმძღვანელმა
იგორ კულიკოვმა საოლქო პროკურორ მიხაილ ავდიუკოვს
მისწერა: ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეკოლოგიური
ჯგუფის წევრებს, რომელიც საბჭომ აირჩია, საჯაროდ
განუცხადა, რომ მათი გვარები და მისამართები მაფიას
გადასცა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან, თუ ეს
უკანასკნელები თავიანთ საზოგადოებრივ საქმიანობას არ
შეწყვეტენ.

ალექსანდრ ზახაროვი, უდავოდ, ამ ულამაზო ისტორიის


ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მას რომ სიმტკიცე
გამოეჩინა, ვერც ერთი მოაგარაკე ბერგის მამულის
ტერიტორიაზე ფეხს ვერ დადგამდა. იმ დოკუმენტზე კი,
რომელიც პერვომაისკოეში, კანონისა და სოფლის საბჭოს
გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ტყე-პარკის გაჩეხვის
უფლებას გასცემს, სწორედ მისი ხელმოწერაა.

მოქმედების სქემა ნაცნობია: ჯერ ზემოთ, მოსკოვში შედის


საბუთები «პირველი ჯგუფის ტყეების არასატყეო მიწების
კატეგორიისთვის მიკუთვნების» თხოვნით, გარკვეული
დროის შემდეგ მას აფორმებენ პრემიერ-მინისტრის
ხელმოწერის მომლოდინე დოკუმენტად. შემდეგ კი,
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის განკარგულების
შესრულებას მწვანე შუქს ადგილობრივი მეტყევეები და
სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნთებენ.
იგულისხმება ზახაროვი.
რუსეთში საკმაოდ კარგი კანონები გვაქვს – აი, ამ
კანონებით ხელმძღვანელობის მსურველები კი ძალიან
ცოტა არიან. სწორედ ამიტომ ბერგის ტყე-პარკმა
საუკუნოვანი არსებობა შეწყვიტა. სოფლის
მოკრძალებული ეკოლოგიური ჯგუფი ვერაფერს გახდა.
6. «ნორდ-ოსტი». განადგურების უახლესი ამბავი
2003 წლის 8 თებერვალი. მოსკოვი, დუბროვსკაიას ქუჩა №1 –
უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც დუბროვკა.
თეატრის შენობაში, რომლის გამოსახულებამ ამ დღემდე
სამი თვით ადრე ყველა გაზეთი, ჟურნალი და ტელეარხი
მოიარა, მღელვარე სადღესასწაულო ანშლაგია. ფრაკები,
საღამოს კაბები, მთელი პოლიტიკური ბომონდი აქაა
წარმოდგენილი, შეცხადება, კოცნა, ჩახუტება,
ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები,
საპარლამენტო ფრაქციებისა და პარტიების ლიდერები,
მდიდრული ალაფურშეტი.
ჩვენს დედაქალაქში «საერთაშორისო ტერორიზმზე»
საბოლოო გამარჯვებას აღნიშნავენ. პუტინის მომხრე
პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ტერორიზმის
ნანგრევებზე მიუზიკლ «ნორდ-ოსტის» რეანიმაცია სწორედ
ამ გამარჯვების მანიშნებელია. 8 თებერვალს პირველი
წარმოდგენა გაიმართა მას შემდეგ, რაც 2002 წლის 23
ოქტომბერს, ერთ-ერთი რიგითი სპექტაკლის დროს,
სრულიად დაუცველ შენობაში შეიჭრა და
ორმოცდაჩვიდმეტი საათის განმავლობაში მსახიობები და
მაყურებლები ტყვედ ჰყავდა აყვანილი რამდენიმე ათეულ
ჩეჩენ ტერორისტს, რომლებიც ამ გზით შეეცადნენ,
ზეგავლენა მოეხდინათ პრეზიდენტ პუტინზე, რათა ამ
უკანასკნელს შეეჩერებინა ჩეჩნეთის მეორე ომი და
რესპუბლიკიდან შეიარაღებული ძალები გაეყვანა.

ვერ აიძულეს. ჯარები არ გაუყვანიათ. ომი როგორც


გრძელდებოდა, ისევე გრძელდება – მისი მეთოდების
სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. მხოლოდ ერთი რამ
შეიცვალა: 26 ოქტომბრის გამთენიას შენობაში მყოფი
ყველა ადამიანის, ტერორისტებისა და ტყვეების (რვაასზე
მეტი ადამიანი) წინააღმდეგ გასაიდუმლოებული
სამხედრო გაზი გამოიყენეს. გაზის სახეობა – და ახლა ეს
უკვე დანამდვილებით ცნობილია – პრეზიდენტმა პირადად
შეარჩია. გაზის გაშვებას კი მოჰყვა სპეციალური
ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ძალების შტურმი,
რის შედეგადაც განურჩევლად ყველა ტერორისტი
მოკლეს, თითქმის ორასამდე ტყვესთან ერთად. ბევრი
ადამიანი სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო
დაიღუპა (გაზის სახეობა ექიმებსაც კი დაუმალეს,
რომელთაც ხალხი უნდა გადაერჩინათ), მაგრამ უკვე 26
ოქტომბრის საღამოს, ისე, რომ წარბიც არ შეხრია,
პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა
«საერთაშორისო ტერორიზმზე» გაიმარჯვა...

8 თებერვლის წვეულებაზე ამ «გადარჩენა»-განადგურების


მრავალრიცხოვანი მსხვერპლი არავის მოუგონია –
საზოგადოებაში სულ უფრო აშკარა ხდება ზნეობრივი
დაცემა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტი ნერგავს.
ჩვეულებრივი, მოსკოვური მოდური წვეულება დუღდა,
სადაც ძალიან მალე უმრავლესობას დაავიწყდა, რა იყო
მათი შეკრების მიზეზი. სვამდნენ, ცეკვავდნენ,
მიირთმევდნენ, ირგვლივ უამრავი მთვრალი ადამიანი იყო,
რომლებიც ათას სისულელეს როშავდნენ, ყველაზე დიდი
ირონია კი ისაა, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ძმათა
სასაფლაოზე ხდებოდა. «ნორდ-ოსტის» ტრაგედიის
შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კატეგორიული
უარი განაცხადეს ამ დღესასწაულს დასწრებოდნენ,
რადგან ამაზრზენად მიიჩნიეს. პრეზიდენტმაც ვერ
მოახერხა მისვლა, მაგრამ მისალოცი ბარათი გააგზავნა.
რას გვილოცავდა? იმას, რომ ჩვენი გატეხვა ვერავინ
შეძლო. ტექსტი ტრადიციული საბჭოთა რიტორიკითა და
სტალინური მიდგომებით იყო გაჯერებული: რა თქმა უნდა,
ხალხი გვებრალება, მაგრამ საზოგადოების ინტერესები
უფრო მაღლა დგას... რეჟისორებმა პრეზიდენტს
გულმხურვალე მადლობა გადაუხადეს მათი კომერციული
პრობლემების გათავისებისთვის და განაცხადეს, რომ
«მაყურებელი არ ინანებდა» თუკი თეატრში მოვიდოდა –
მიუზიკლს «ახალი შემოქმედებითი სუნთქვა» ჰქონდა
გახსნილი...
ქვემოთ ამ მედლის მეორე მხარეზე ვისაუბროთ. იმ
სიცოცხლეების შესახებ, რომელთა სანაცვლოდაც
პრეზიდენტმა გააძლიერა საერთაშორისო
ანტიტერორისტულ კოალიციაში საკუთარი წევრობა. იმ
ადამიანების შესახებ, რომელთა ცხოვრება «ნორდ-ოსტის»
მოვლენებმა დაანგრია. მსხვერპლზე, რომელთა
დავიწყებასაც რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს ჩვენი
სახელმწიფო მანქანა და ჩვენც ამ გზაზე მთელი ძალით
მიგვერეკება. ტერაქტის შემდეგ ჩატარებული ეთნიკური
წმენდის შესახებ, ახალი სახელმწიფო იდეოლოგიის
შესახებ, რომელიც მომაკვდინებლად საშიშია
ადამიანისთვის. პუტინი მის შესახებ განუწყვეტლივ
საუბრობს. ეს იდეოლოგია ასე ჟღერს: «ჩვენ არ
დავითვლით საფასურს, ამას არავინ ელოდოს. მაშინაც კი,
თუ ეს საფასური ძალზე დიდია».

პირველი ისტორია. მეხუთე

მოსკოველი ბიჭი იაროსლავ ფადეევი ნომერ პირველია


შტურმის დროს დაღუპულთა ოფიციალურ სიაში. როგორც
ცნობილია, ტერაქტის სახელმწიფო ვერსია ასეთია: ის
ოთხი ტყვე, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ, ტერორისტებმა და
მხოლოდ ტერორისტებმა დახოცეს. ეფესბეს სპეცნაზი კი,
პუტინის პირადი სამსახური, შეცდომებს არ უშვებს, ამიტომ
შეუძლებელია რომელიმე ტყვე მოეკლა.
თუმცა ფაქტებს ვერსად გაექცევი: იაროსლავს თავში
ტყვია აქვს მოხვედრილი, მაგრამ ის არაა «ტერორისტების
მიერ მოკლულ ოთხს შორის», იაროსლავი მეხუთეა.
ოფიციალურ საბუთში, რომელიც გარდაცვლილის დედა –
ირინას დაკრძალვისთვის გადასცეს, «სიკვდილის მიზეზის»
გრაფა ცარიელია.

2002 წლის 18 ნოემბერს იაროსლავს, მეათე კლასის


მოსკოველ მოსწავლეს თექვსმეტი წელი შეუსრულდებოდა.
ამასთან დაკავშირებით, მის ოჯახშიც, სხვების მსგავსად,
დიდი წვეულება და საჩუქრები იგეგმებოდა. თუმცა
სამუდამოდ თხუთმეტი წლის ბიჭად დარჩენილს კუბოსთან
მდგომი ბაბუა ასე დაემშვიდობა: «ერთხელაც ვერ
მოვასწარით ერთად წვერის გაპარსვა».

...მიუზიკლზე ოთხნი წავიდნენ: ორი ღვიძლი და, ირინა


ვლადიმიროვნა ფადეევა და ვიქტორია ვლადიმიროვნა
კრუგლიკოვა შვილებთან, იაროსლავთან და
ანასტასიასთან ერთად. ირა – იაროსლავის დედა და ვიკა –
ცხრამეტი წლის ნასტიასი. ირა, ვიკა და ნასტია გადარჩნენ,
იაროსლავი კი, ირას ერთადერთი შვილი, ვიკას
ერთადერთი დისშვილი და ნასტიას ერთადერთი
დეიდაშვილი, დაიღუპა. იურიდიულად დღემდე
დაუდგენელ ვითარებაში.
იერიშისა და გაზის გაშვების შემდეგ ირა, ვიკა და ნასტია
საავადმყოფოში მოხვდნენ – სადაც უგონო
მდგომარეობაში წაიყვანეს, იაროსლავი კი დაიკარგა.
საერთოდ. არც ერთ სიაში არ იძებნებოდა. რაიმე სახის
ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა, «ცხელი ხაზი»,
რომლის ტელეფონის ნომერიც ხელისუფლებამ
ტელევიზიითა და რადიოთი გამოაცხადა, არ მუშაობდა,
ტყვეების ნათესავები მთელ მოსკოვს ედებოდნენ.
ნათესავებთან ერთად იყვნენ ამ ოჯახების მეგობრებიც,
რომლებიც ყველა მორგსა და საავადმყოფოს
ამოწმებდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ხოლზუნოვის შესახვევზე, მორგში
მიაკვლიეს ცხედარ № 5714-ს, რომელიც გარეგნულად
იაროსლავს ჰგავდა. მაგრამ ნამდვილად ის იყო თუ არა,
ვერ ამტკიცებდნენ. მართალია, მისი შარვლის ჯიბეში
პასპორტი იპოვეს დედამისის, ირინა ვლადიმიროვნა
ფადეევას სახელზე, მაგრამ შვილისთვის განკუთვნილ
ფურცელზე ეწერა: «მამრობითი. იაროსლავ ოლეგოვიჩ
ფადეევი, 18.11.1988». იაროსლავი კი 1986 წელს იყო
დაბადებული.

– როდესაც იქ ვიყავით, – მოგვიანებით განმარტა ირამ, – მე


მართლაც ჩავუდე შვილს ჩემი პასპორტი შარვლის ჯიბეში.
ყოველი შემთხვევისთვის. იმიტომ რომ მას თან არანაირი
საბუთი არ ჰქონდა. ისეთი მაღალი იყო, თვრამეტი წლისას
ჰგავდა, ამიტომ ძალიან მეშინოდა, რომ თუ უეცრად
ჩეჩნები ბავშვებისა და მოზარდების გაშვებას
დაიწყებდნენ, სიმაღლის გამო იაროსლავი მათ რიგებში
ვერ მოხვდებოდა. ამიტომ პირდაპირ დარბაზში,
ფრთხილად ჩავჩოჩდი სავარძელში, საკუთარ პასპორტში
იაროსლავის მონაცემები შევავსე და მისი დაბადების
თარიღიც შევცვალე, ვითომ ჯერ კიდევ მოზარდი იყო.
...ირინას მეგობარი სერგეი მასთან საავადმყოფოში 27
ოქტომბერს მივიდა და უთხრა, რომ ცხედარ № 5714-ს
მიაკვლიეს, ჯიბეში ნაპოვნ პასპორტზეც მოუყვა და
იაროსლავთან მსგავსებაზეც. ირა ყველაფერს მიხვდა და
საავადმყოფოდან გაიქცა – ყინვის მიუხედავად, რაც ეცვა,
პირდაპირ იმით ღობიდან გადახტა.
საქმე ისაა, რომ გადარჩენილი ტყვეები, რომლებიც
იერიშის შემდეგ საავადმყოფოებში წაიყვანეს, ახლა იქ
იქცნენ ტყვეებად. სპეციალური სამსახურის ბრძანებით,
ეკრძალებოდათ დამოუკიდებლად და საკუთარი
სურვილისამებრ სახლში წასვლა, უფლება არ ჰქონდათ,
ახლობლებთან დაერეკათ. სერგეიმ, ვინც გზად შემოხვდა,
ყველას ქრთამი მისცა და ასე შეაღწია საავადმყოფოში:
ექთნებს, მცველებს, სანიტრებს, მილიციელებს. ჩვენში
გამეფებული კორუფცია ყველაზე მჭიდროდ ჩარაზულ
კარსაც კი ხსნის.

ირა გაიპარა საავადმყოფოდან... პირდაპირ მორგში. იქ


კომპიუტერში ფოტო აჩვენეს და იაროსლავი ამოიცნო.
ცხედრის შემოსვენება ითხოვა, გულდასმით შეამოწმა და
თავის არეში ორი ნატყვიარი უპოვა – შემავალი და
გამომავალი. ორივე ცვილით იყო ამოვსებული. მაგრამ
რომელი დედა, თუნდაც ხელშეუხებლად, ვერ განარჩევს
ცვილს საკუთარი შვილის სხეულისგან? სერგეი, რომელიც
თან ახლდა ირას, ძალიან გაოცებული იყო ირას
სიმშვიდით, არც მოთქვამდა, არც ისტერიკაში ვარდებოდა
– საღად აზროვნებდა და ემოციების გარეშე.

– სინამდვილეში გახარებული ვიყავი, რომ როგორც იქნა


ვიპოვე, – ჰყვებოდა ირინა. საავადმყოფოში ყოფნისა და
მოლოდინის დროს უკვე ყველა შესაძლო ვარიანტი
მქონდა გაანალიზებული. საკუთარი ქცევაც კი, შვილის
სიკვდილის ამბის გაგების შემთხვევაში. მორგში, როდესაც
შევიტყვე, რომ ეს ნამდვილად იაროსლავი იყო და ესე იგი
ჩემი ცხოვრებაც დასრულდა, იმას ვაკეთებდი, რაც
წინასწარ დავგეგმე. მშვიდად ვითხოვე, ყველა გასულიყო
იმ ოთახიდან, სადაც ჩემი შვილის ცხედარი შემოასვენეს.
ვთქვი, რომ შვილთან მარტო დარჩენა მსურდა. ეს
სპეციალურად მოვიმიზეზე. სიკვდილამდე ხომ ჩემს შვილს
რაღაცას დავპირდი... როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ იქ
ვისხედით, ღამით, გაზის გაშვებამდე რამდენიმე საათით
ადრე იაროსლავმა მითხრა: დედა, ალბათ მე ვერ
გავუძლებ, უკვე ძალა აღარ მყოფნის. და თუ რამე მოხდება,
როგორი იქნება ეს? მე კი ვუპასუხე: არაფრის შეგეშინდეს.
ჩვენ აქაც ყოველთვის ერთად ვიყავით და იქაც ერთად
ვიქნებით...
– დედა, როგორ გიცნობ იქ?

– მე ხომ მუდმივად შენი ხელი მიჭირავს, იქაც


ხელჩაკიდებულები მოვხვდებით. არ დავიკარგებით.
უბრალოდ ხელი არ გამიშვა, მაგრად მომიჭირე.
– და რა გამოვიდა? მოვატყუე! არადა ცხოვრებაში
არასდროს დავშორებულვართ, არასდროს. ამიტომაც
ვიყავი ასე მშვიდად: აქაც ცოცხლები მუდამ ერთად
ვიყავით და მკვდრებიც ასე ვიქნებოდით... როდესაც
მასთან მორგში მარტო დავრჩი, ვუთხარი: არ ინერვიულო,
გიპოვე და ახლა მოგისწრებ კიდეც. ცხოვრებაში
არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს და მე ის
მოვატყუე... მეგობრებს რომ არ გადავყროდი, რომლებიც
გარეთ მელოდნენ, იქაურ თანამშრომლებს ვთხოვე და
უკანა გასასვლელიდან გავედი. ქუჩაში აღმოვჩნდი, გზად
შემხვედრი მანქანა გავაჩერე, მდინარე მოსკოვის
უახლოეს ხიდამდე გავყევი და ხიდიდან პირდაპირ წყალში
გადავხტი. მაგრამ... არც კი ჩავძირულვარ. ყინულის
ნამსხვრევები იყო – მათ შორის გავიჭედე. ცურვა არ ვიცი –
წყალი კი მიჭერდა. ვგრძნობდი, რომ არ ვიძირებოდი და
ვფიქრობდი: ფეხზე მაინც დამემართებოდეს სპაზმი. არც
ეს მომხდარა. ჩემს ჯიბრზე, ხალხმა მომისწრო და
ამომიყვანეს. მკითხეს: საიდან ხარ? აქ რატომ ცურავ? მე კი
ვუპასუხე: მორგიდან ვარ, მაგრამ არსად არ ჩამაბაროთ-
მეთქი. ტელეფონის ნომერი მივეცი, რომ დაერეკათ და
სერგეი მოვიდა ჩემს წასაყვანად. რა თქმა უნდა,
ყველანაირად ვცდილობ, რომ ძალა მოვიკრიბო, მაგრამ
მკვდარი ვარ. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ არის იქ
უჩემოდ.
26 ოქტომბრის იერიშის შემდეგ, როდესაც ირამ თვალი
საავადმყოფოში გაახილა, მიხვდა, რომ პლედის ქვეშ
სრულიად შიშველი იწვა. დანარჩენი ტყვეები მის გარშემო
ჩაცმულები იყვნენ. როდესაც საუბარი შეძლო, ექთნებს
სთხოვა, რამე მაინც დაებრუნებინათ მისი ტანსაცმლიდან.
მაგრამ მათ განუმარტეს, რომ ტანსაცმელი, რომლითაც
«ნორდ-ოსტიდან» მოიყვანეს, სპეცსამსახურების
თანამშრომლების ბრძანებით გაანადგურეს, რადგან
მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი.

რატომ? ვისი სისხლი იყო? ან საიდან მოვიდა სისხლი,


თუკი ოფიციალურად იქ მხოლოდ გაზი გაუშვეს? როდესაც
გონება დაკარგა, შვილი ჯერ კიდევ გულში ჰყავდა
ჩაკრული. გამოდის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვის
სისხლსაც შეიძლებოდა ასე გაეჟღინთა, იაროსლავი
შეიძლებოდა ყოფილიყო.

– ის ბოლო ღამე ძალიან მღელვარე იყო, – იხსენებს ირა. –


ტერორისტები ღელავდნენ. მაგრამ შემდეგ «მოცარტმა» (იქ
ასე ვეძახდით) – მოვსარ ბარაევმა, მათმა მეთაურმა
გამოაცხადა, დილის თერთმეტ საათამდე შეგიძლიათ
მშვიდად იყოთ, იმედი გაჩნდაო. ჩეჩნებმა წვენების
გადმოყრა დაიწყეს, შორიდან გვესროდნენ. ჩვენი
ადგილების დატოვების უფლებას არ გვაძლევდნენ, და
თუკი ვინმეს რამე დასჭირდებოდა, ხელი უნდა აეწია. და
გადმოგიგდებდნენ წყალს ან წვენს. როდესაც იერიში
დაიწყო და დავინახე, როგორ აცვივდნენ ტერორისტები
სცენაზე, ჩემს დას ვუთხარი, ნასტიას გადაეფარე-მეთქი,
თავად კი, იაროსლავი ძლიერად ჩავიხუტე. ვერც მივხვდი,
რომ გაზი გაუშვეს. უბრალოდ ის დავინახე, რომ
ტერორისტები ანერვიულდნენ. იაროსლავი ჩემზე მაღალი
იყო და ამიტომაც როდესაც გულში ჩავიკარი, გამოვიდა,
რომ აქეთ ის გადამეფარა. შემდეგ გონება დავკარგე... მერე
კი უკვე მორგში ვნახე, რომ შემავალი ტყვიის ხვრელი
სწორედ ჩემ მხარეს იყო მომართული. ტყვიას იაროსლავი
გადაეფარა და ჩემკენ არ გამოუშვა. მან გადამარჩინა...
არადა, ორმოცდაჩვიდმეტსაათიანი ტყვეობის
განმავლობაში სწორედ ეს იყო ჩემი ოცნება, იაროსლავი
გადამერჩინა.
მაგრამ ვისი ტყვია იყო? ტერორისტების?.. თუ «ჩვენების»?
ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა? რა დასკვნა დაიდო?
სისხლის ნაცხი თუ აიEღეს ტანსაცმლიდან ბიოქიმიური
ანალიზისთვის, რომ დაედგინათ, ვის ეკუთვნოდა?

ამ შეკითხვებზე პასუხი არავის აქვს. საქმის ყველა მასალა


მკაცრად გასაიდუმლოებულია. დედისგანაც კი. მორგში,
აღრიცხვის წიგნაკში ეწერა, რომ სიკვდილის მიზეზი
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გახდა,
მაგრამ ჩანაწერი ფანქრით იყო გაკეთებული.
მოგვიანებით, ეს წიგნაკიც გაასაიდუმლოეს. და ახლა
არავინ იცის, წაშალეს ფანქრით გაკეთებული ჩანაწერი თუ
დატოვეს...
– წაშალეს, რა თქმა უნდა, – დარწმუნებულია ოჯახი.

– თავიდან ერთ-ერთ ჩეჩენ ქალზე მქონდა ეჭვი. სანამ იქ


ვისხედით, – ჰყვებოდა ირა, – ის მუდამ ჩვენ გვერდით
ტრიალებდა. მამჩნევდა, რომ პატარა საფრთხეზე, ხმაურზე
ჩემს შვილს ჩავბღუჯავდი და მივიკრავდი. ჩემი ბრალი იყო,
რომ მისი ყურადღება მივიპყარი. თვალი დაგვადგა.
მეჩვენებოდა, რომ მუდმივად გვითვალთვალებდა.
ერთხელ კი გვერდით დამიდგა, იაროსლავს მიაშტერდა და
მითხრა: «აი. ჩემი კი იქ დარჩა». ანუ ჩეჩნეთში. ამის შემდეგ
არაფერი ცუდი არ შეგვმთხვევია, მაგრამ მეჩვენებოდა,
რომ ქალი ყოველი მხრიდან ჩვენ გვადევნებდა თვალს.
იქნებ მან ესროლა იაროსლავს?.. ვერ ვიძინებ, ჩემ წინ მის
თვალებს ვხედავ, მისი სახის ვიწრო ზოლს.

...მოგვიანებით მეგობრებმა აუხსნეს ირას, რომ


იაროსლავის სხეულზე შემომავალი ტყვიის ხვრელი, თუ
მისი ზომით ვიმსჯელებდით, პისტოლეტით ვერ იქნებოდა
მიყენებული. ჩეჩნებს კი მხოლოდ პისტოლეტები
ჰქონდათ.
ამდენად, შეკითხვები ისევ პასუხგაუცემელია: მაინც ვისი
ტყვია იყო? ვინ გაისროლა?

– გამოდის, რომ «ჩვენებმა», – ამბობს ირა. – რა თქმა უნდა,


ჩვენ ძალიან არასახარბიელო ადგილები გვქონდა,
ტყვეების თვალთახედვით თუ ვიმსჯელებთ – პირდაპირ
კართან. არ გაგვიმართლა... ვინც კი შემოვიდოდა,
პირდაპირ ჩვენს მეთერთმეტე რიგს გადააწყდებოდა.
როდესაც ტერორისტები დარბაზში შემოცვივდნენ,
პირველი ჩვენ გადაგვეყარნენ, როდესაც «ჩვენები»
გამოჩნდნენ, მაშინაც პირველები ჩვენ ვიყავით.
ირა, რამდენადაც შეუძლია, აანალიზებს მომხდარს.
მაგრამ მისი მოსაზრება და ის, თუ რა როგორ
წარმოუდგენია, მთავრობას არ ანაღვლებს. სახელმწიფოს
სცენარი ასეთია: ტყვიით განგმირული ოთხი ადამიანი და
არც ერთით მეტი. იაროსლავი მეხუთეა, ანუ მოვლენათა
ოფიციალური ვერსიის მიღმა რჩება. ამიტომაც
იაროსლავის სიკვდილის დამადასტურებელ საბუთში
მხდალი სიცარიელეა იმ ადგილას, სადაც გარდაცვალების
მიზეზი უნდა იყოს მინიშნებული. რეალურად კი,
იაროსლავი სისხლის სამართლის საქმე № 229133-ის – ეს ე.
წ. «ნორდ-ოსტის» საქმის ნომერია, რომელსაც მოსკოვის
პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი იძიებს – მიხედვით,
ოფიციალურად, არც არის მსხვერპლად აღიარებული.
თითქოს ტყვეც არ ყოფილა.
– გულს ის მიკლავს, რომ იაროსლავი ცხოვრობდა,
ხელისუფლება კი თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ასეთ
ადამიანს არც უარსებია, – ამბობს ირა.

უფრო უარესიც, როდესაც ირამ საკუთარი მოსაზრებები,


ეჭვები და შეკითხვები რამდენიმე ჟურნალისტს გაუზიარა,
მაშინვე პროკურატურაში დაიბარეს, სადაც «ნორდ-ოსტის»
საქმეს იძიებენ. გამომძიებელი განრისხებული ჩანდა:
– თქვენ რა, სკანდალს აწყობთ? განა არ იცით, რომ ტყვიით
მოკლული ვერ იქნება?

შემდეგ კი კარგად დააშინა გაუბედურებული დედა,


რომელიც ამის გარეშეც უმძიმეს მორალურ
მდგომარეობაში იყო:

– ან ახლავე დაწერთ განცხადებას, რომ


ჟურნალისტებისთვის სიტყვაც არ გითქვამთ და მათ ეს
ყველაფერი თავად გამოიგონეს, და მაშინ ჩვენ მათ
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
ცილისწამებისთვის, ან არადა თქვენი ნებართვის გარეშე
ამოვთხრით თქვენი შვილის საფლავს და ექსჰუმაციას
ჩავუტარებთ.

ირა ამ თავხედურმა შანტაჟმა ვერ დასცა და განცხადება


არ დაუწერია. პროკურატურაში ოთხსაათიანი
«დამუშავების» შემდეგ დაემშვიდობა და პირდაპირ
სასაფლაოზე გაემართა. საფლავის დასაცავად. გვიანი
ნოემბერი იდგა. მოსკოვში ამ დროს უკვე ნამდვილი
ზამთარია. ირა საფლავზე რამდენიმე საათი იწვა და
იცავდა, ფიქრობდა, რომ სადაცაა, გამოაგზავნიდნენ
პროკურატურიდან მაროდიორებს იაროსლავის სიმშვიდის
დასარღვევად. სიკვდილისგან ისევ მეგობრებმა იხსნეს.
ჯერ ქალაქში დაუწყეს ძებნა, როდესაც ღამით სახლში არ
დაბრუნდა, მაინც შეამოწმეს, სასაფლაოზე ხომ არ არისო...

ირას სჯერა, რომ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ


იაროსლავი ხედავდეს მათ და მიხვდეს, როგორ აფასებს
მას ოჯახი. და მართალია, ცხოვრება არ გამოუვიდა, ასეთი
საშინელი სიკვდილი დაატყდა თავს, მაგრამ უნდა იცოდეს,
რომ ოჯახმა იცის, რა ვაჟკაცურად ეჭირა თავი უკანასკნელ
საათებში, როგორი ზრდასრული აღმოჩნდა, მიუხედავად
იმისა, რომ თექვსმეტი წელი ჯერ არ შესრულებოდა.
სახლში გაზრდილი, მორიდებული ბიჭი იყო, მუსიკალური
სკოლა დაამთავრა, ამ დროს კი მისი თანატოლები ქუჩაში
ლუდის ბოთლებით ხელში დადიოდნენ და უხამსი
სიტყვების წარმოთქმაში იწრთობოდნენ. თუმცა
იაროსლავი ამას ძალიან განიცდიდა, მასაც უნდოდა
«მაგარი» ბიჭი ყოფილიყო, მოზარდის გაგებით, რა თქმა
უნდა, ანუ გამბედავი, მამაცი, მტკიცე.
მისი ასაკის ბავშვების მსგავსად, იაროსლავსაც ჰქონდა
ერთი მნიშვნელოვანი რვეული – დღიური, სადაც მისთვის
უმთავრეს შეკითხვებს პასუხს სცემდა. ირამ ეს დღიური
«ნორდ-ოსტის» შემდეგ წაიკითხა. მაგალითად, ასეთი
შეკითხვა: საკუთარ თავში რომელი თვისებები მოგწონთ
და რომელი არა? იაროსლავმა უპასუხა: მეჯავრება, რომ
ასეთი მშიშარა ვარ, მორიდებული და გაუბედავი. თუმცა
მისი სიკვდილის წინ ყველაფერი შეიცვალა. შემდეგი
შეკითხვა: რის შეცვლას ისურვებდი საკუთარ თავში?
იაროსლავის პასუხი: მინდა, რომ გამოსული ბიჭი ვიყო.
სკოლაში ჰყავდა მეგობრები, მაგრამ ისეთი ბიჭები,
გოგოებს რომ არ მოსწონთ. სახლში უფრო შეეძლო
საკუთარი თავის წარმოჩენა, იუმორიც ჰქონდა, თამამი და
მტკიცე იყო. მაგრამ როგორც კი ქუჩაში გავიდოდა, მაშინვე
პრობლემები იჩენდა თავს.

– მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ გამოიჩინა თავი, – ამბობს


ირა.

როგორც წესი, ყველაფერი ადამიანის შიგნით იყრის თავს.


უბრალოდ ხშირად ადამიანმა არ იცის, როგორ
გამოავლინოს თავი. უბრალოდ უნდა იპოვოს ის ადგილი,
სადაც საკუთარ ძალებს გამოცდის. შინაგანად კი
ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი იცის... რა
თქმა უნდა, იაროსლავმაც იცოდა. ირა ახლა ხვდება ამას,
მაგრამ უკმარისობის გრძნობა არ ასვენებს, რომ
სიცოცხლეში ვერ მოახერხა შვილისთვის ეთქვა, როგორი
აღფრთოვანებული იყო მისით.
– მე, მაგალითად, ძლიერ ადამიანად მთვლიან, – ჰყვებოდა
ვიკა, იაროსლავის დეიდა და ასევე ტყვე. – მაგრამ იქ
ძალიან დავიბენი. სამი ქალი აღმოვჩნდით მის გვერდით,
ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ ზრდასრული მამაკაცივით
ყველას გვამხნევებდა. ჩემს ქალიშვილს ნერვებმა
უმტყუნა, ყვიროდა: დედა, სიცოცხლე მინდა, არ მინდა
სიკვდილი... ის კი მშვიდი და ვაჟკაცური იყო, ნასტიას
ამშვიდებდა, ჩვენც გვამხნევებდა, ცდილობდა,
ყველაფერი საკუთარ თავზე აეღო – როგორც მამაკაცს
ეკადრება... ასეთი შემთხვევაც იყო: ერთ-ერთმა ჩეჩენმა
დაგვინახა, რომ ბავშვები შუაში ჩავსვით, იერიშის
შემთხვევაში, მათ დასაცავად. მე და ირა ვფიქრობდით,
რომ თუ იერიში დაიწყებოდა, ასე უკეთ
გადავეფარებოდით. ამ დროს ჩეჩენი ქალი მოგვიახლოვდა
ყუმბარით ხელში და ნასტიას ფეხს შეეხო. მე ვუთხარი,
იქნებ გაიწიოთ-მეთქი. მან კი ნასტიას შეხედა და უთხრა:

– ნუ გეშინია, რადგან ახლოს ვდგავარ, ტკივილს ვერ


იგრძნობთ, უცებ მოკვდებით, ვინც შორს ზის, იმან
იკითხოს.

მერე ჩეჩენმა დაგვტოვა და ნასტიამ მითხრა:

– დედა, სთხოვე, რომ ჩვენთან დარჩეს, ხომ თქვა, რომ


ტკივილს ვერ იგრძნობთო.
ნასტია მოტყდა. მე კარგად მესმოდა, რომ თუ ეს ჩეჩენი
ქალი ჩვენ წინ იდგებოდა, საერთოდ არანაირი შანსი არ
გვექნებოდა, მაგრამ თუ შორს – რაღაც იმედი მაინც
იარსებებდა. ასეთ სიტუაციაშიც იაროსლავი სიმშვიდესა
და გონიერებას ინარჩუნებდა. ეს ძალიან მაოცებდა,
რადგან ჩვენს ოჯახში ბავშვად ვთვლიდით.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ტერორისტებმა


ჩვენი დაშინება დაიწყეს, რომ თუ მოლაპარაკებებზე
არავინ მოვიდოდა, ამოგვხოცავდნენ და ამას
უპირველესად მილიციის თანამშრომლებითა და
სამხედრო მოსამსახურეებით დაიწყებდნენ. ცხადია, მაშინ
ბევრმა ძირს დაყარა სამხედრო საბუთები, მაგრამ
ტერორისტები კრეფდნენ და სცენიდან აცხადებდნენ
გვარებს. და უცებ ისმის: ვიქტორია ვლადიმიროვნა,
დაბადების წელი 1960... ეს მე ვიყავი. უბრალოდ გვარი
მქონდა სხვა. სიტუაცია დაიძაბა, არავინ გამოეხმაურა.
ტერორისტებმა რიგებში დაიწყეს ძებნა და მე მიპოვეს.
ირამ მიჩურჩულა: ერთად წავალთ.
ტერორისტები ითხოვდნენ, რომ სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომლები მათ გაჰყოლოდნენ და
ყველა დარწმუნებული იყო, რომ დასახვრეტად. ირას
ვუპასუხე, ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც უნდა გადარჩეს,
მშობლები სულ მარტო დარჩებიან-მეთქი. ამასობაში
ტერორისტებმა მიაგნეს იმ ვიქტორია ვლადიმიროვნას,
რომელსაც ეძებდნენ, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ არაფერი
გარკვეული არ იყო, იაროსლავი ჩემთან გადმოჯდა, ხელი
ჩამკიდა და მეუბნება: დეიდა ვიკა, არ შეგეშინდეთ, თუ
რამე, მეც თქვენთან ერთად წამოვალ და მაპატიეთ
ყველაფერი, მაპატიეთ...

– რას ამბობ, ყველაფერი კარგად იქნება, – ვპასუხობ მე.

– დეიდა ვიკა, არც კი იფიქროთ, მე ბოლომდე თქვენ


გვერდით დავრჩები.
ზრდასრული მამაკაცივით იქცეოდა. არც ვიცი, ამხელა
მხნეობა როგორ მოიკრიბა.

თუმცა უმეტესად ტყვე იაროსლავი დუმდა და გარეგნულად


მშვიდად იყო.

– გული კი ძალიან სწრაფად უცემდა, – იხსენებს ირა. – ჩვენ


გვერდით ექიმმა ჩაიარა. ტყვეებს შორის ექიმებიც იყვნენ
და მათ ჩვენი დახმარების უფლებას აძლევდნენ. ვთხოვე,
რამე მოეცა ძლიერი არითმიისთვის. იაროსლავს აბი
მისცეს და მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგა. როდესაც
იერიში მოახლოვდა, ჩანთაში გლიცინის აბი ვიპოვე და
ენის ქვეშ დავადებინე. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რომ
ეს აბი გადასცდა და დაიხრჩო.
– ირა, შენ ის აბი იერიშამდე სამი საათით ადრე მიეცი... –
მსუბუქად შეეკამათა ვიკა.

სერგეიმ კი ჩაილაპარაკა:
– იქ სად ჰქონდათ დროის შეგრძნება.
ვიკამ გააგრძელა:

– საშინელება იყო. რადიოთი გვასმენინებდნენ, რასაც


ჩვენზე გარეთ ლაპარაკობდნენ. ასე შევიტყვეთ, რომ
პრეზიდენტი დუმდა, ჟირინოვსკიმ კი განაცხადა, რომ
დუმაში ამ ტერაქტის გამო ტყუილად არ უნდა დაეკარგათ
დრო, რომ განსახილველიც არაფერია, რადგან ერთი დიდი
თაღლითობა იყო. შენობაში ასაფეთქებელი კი არა, შაქრის
ფხვნილიაო. ტერორისტები კი ჩვენ მოგვმართავდნენ:
– ხედავთ, რას ამბობენ თქვენზე?.. ახლავე გაჩვენებთ, რა
შაქრის ფხვნილიც გვაქვს აქ.
როდესაც პირველი დღე გადავიტანეთ, გვეჩვენებოდა, რომ
ერთი კვირაც ვისხდებოდით ასე, ოღონდაც ცოცხლები
გადავრჩენილიყავით და ხელისუფლებასაც რამე სხვა გზა
გამოეძებნა იერიშის მოტანის გარდა. ძალიან გვიმძიმდა,
მაგრამ იაროსლავმა გაუძლო...

...ირინას ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ახლა


აღარ მუშაობს, საკუთარი სურვილით წამოვიდა
სამსახურიდან. არ შეუძლია, ყოველდღე იაროს იქ, სადაც
ადრე, იაროსლავის დროს დადიოდა. ძალიან კარგი
თანამშრომლები ჰყავდა. ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ
იცოდნენ, ერთად აღნიშნავდნენ იაროსლავის თითოეულ
ჩაბარებულ გამოცდას, ყოველ მიღებულ ხუთიანს...
მოსკოვის ქუჩებში სიარულიც კი არ შეუძლია, ყველა ქუჩა
იაროსლავთან ერთად აქვს შემოვლილი და სადაც კი არ
უნდა გაიხედოს, ყველგან მოგონებებია.

– აი, ბილეთები პეტერბურგის ღამის მატარებელზე, 25-26


ოქტომბერს უნდა წავსულიყავით, ზუსტად მაშინ, როდესაც
დაიღუპა. პეტერბურგში ჩოგბურთის ტურნირს უნდა
დავსწრებოდით. მხოლოდ ორნი. დიდი ხანია მინდოდა
მასთან ერთად სადმე მატარებლით წასვლა, რადგან სულ
იმის შეგრძნება მქონდა, რომ ცოტას ვსაუბრობდით,
მატარებელში კი, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით,
აუცილებლად გვექნებოდა ამის დრო. არ გამოვიდა... –
ჰყვებოდა ირა.
– რატომ ფიქრობთ, რომ ცოტას საუბრობდით?
– არ ვიცი, უცნაური შეგრძნება მქონდა, რამდენიც არ უნდა
გვესაუბრა, მაინც ასე მეჩვენებოდა, მინდოდა მეტი და
მეტი მესაუბრა მასთან. ყოველ არდადეგებზე სადმე
მივემგზავრებოდით და ყოველთვის ერთად. ბოლო
ხანებში ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ მას ტვირთად აწვა
ჩემი სიყვარული. ცხადია, ამას მე არ მეუბნებოდა, მაგრამ
ბებიას, ანუ დედაჩემს გამოუტყდა. ზედმეტი დოზით ვყავდი
ცხოვრებაში. მე კი მივდივარ მოსკოვის ქუჩაზე და გზაზე
სარეკლამო ბანერს ვხედავ წარწერით: დედა, ძალიან
მიყვარხარ. ეს რეკლამა პირდაპირ თვალებში მეჩხირება.

გარშემომყოფები ცდილობენ ირას დაეხმარონ,


ახლობლების მზრუნველობას მოკლებული არ არის,
მაგრამ მაინც ძალიან უმძიმს. მღვდელმაც კი, რომელსაც
ირამ გული გადაუშალა, ვერ გაუძლო მონათხრობს და
საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა: მაპატიეთ, მაგრამ
ძალიან მძიმეა.
– მოძღვართან რჩევის საკითხავად წავედი, როგორ
მეცხოვრა. იაროსლავი ხომ მე წავიყვანე «ნორდ-ოსტზე» –
ჩემი ინიციატივა იყო, მას დიდად არ უნდოდა, – ამბობს
ირა, რომელიც ტერაქტამდე გადაღებულ ფოტოებში
ლამაზი, თავდაჯერებული, ბედნიერად მოღიმარია, ჩანს
რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილი ლამაზი ქალი იყო, ახლა კი,
მოშვებული და გამხდარია, სასოწარკვეთილებისგან
ჩამქრალი თვალები აქვს, ყოველთვის შავი პალტო და შავი
ფეხსაცმელი აცვია და შავი ბერეტი ახურავს, მუდამ
შეციებულია და ამიტომ ოთახში პალტოს არასდროს
იხდის.

– მე და იაროსლავი ძალიან ხშირად დავდიოდით თეატრში,


იმ საღამოს სულ სხვა სპექტაკლზე და სულ სხვა თეატრში
გვქონდა ბილეთები აღებული, – აგრძელებდა მოყოლას
ირა. – უკვე ჩაცმულები ვიყავით, რომ ვიკამ და ნასტიამ
შემოგვიარეს და ზუსტად იმ მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ
ჩვენი ბილეთები ვადაგასული იყო. დროულად ვერ
შევამოწმეთ, წინა დღის სპექტაკლის აღმოჩნდა.
იაროსლავს გაუხარდა, სახლში დარჩენა უნდოდა, მე კი
დავიჟინე, მოდი, აქვე ახლოს «ნორდ-ოსტზე» წავიდეთ-
მეთქი. დუბროვკასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. აი, ასე
ძალით წავიყვანე... შემდეგ კი ის მე გადამეფარა... მე კი
ვერ გადავარჩინე. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: დედა,
როგორ მინდა დაგიმახსოვრო, თუ რამე მოხდება...
ყურადღებით შემომხედა და დამემშვიდობა.

– თქვენ იქ სულ ასეთ თემებზე საუბრობდით?


– არა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი
საუბარი აღმოჩნდა. სანამ იაროსლავი მყავდა, ყოველ
დილით უბედნიერეს ადამიანად ვიღვიძებდი და იმავე
გრძნობით ვიძინებდი. მეჩვენებოდა, რომ გარშემო ყველა
შემომნატროდა, ასეთი არაჩვეულებრივი შვილი რომ
მყავდა... ახლა კი ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასეთი
ბედნიერი იყო... მის გვერდით ისეთი ბედნიერი ცხოვრება
მქონდა და ასეთი აღსასრული მოვუწყვე. მეთექვსმეტე
დაბადების დღეზე კი საფლავის ღობე ვუსახსოვრე.
როგორ ტირის...

– მაგრამ თქვენ ხომ არ გიჩუქნიათ...


– ეს ომია... ომი მიმდინარეობს, – იმეორებს და იმეორებს
ვიკა. – და აი, ჩვენზეც გადაიარა.
მე კი ვაცნობიერებ, რომ ჩემ წინაშე პირადი ცხოვრებაა,
ორი ადამიანის პირადი ცხოვრება, რომელიც სიკვდილის
წინ საზოგადოების საკუთრება გახდა.

ასეთი ვითარებაა რუსეთში: პრეზიდენტი ულმობელია და


ომს აწარმოებს.

მეორე ისტორია. №2551 – დაუდგენელი


სანამ ამ ისტორიის მოყოლას დავიწყებდე, აუცილებელია
პრეამბულა. იმის შესახებაც, «ნორდ-ოსტის» შემდეგ
როგორი ცხოვრებაა ჩვენს ქვეყანაში და იმაზეც, პუტინის
პერიოდში რა ვითარებაა რუსეთის სასამართლო
სისტემაში.

საქმე ისაა, რომ ჩვენი სასამართლო არც არასდროს


ყოფილა განსაკუთრებულად დამოუკიდებელი, რაც ჩვენი
კონსტიტუციიდან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელი
იყო. ამჟამად ჩვენი სასამართლო სისტემა ხელაღებით
გარდაისახა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
აბსოლუტურად დამოკიდებულ ორგანოდ. საკუთარი
«პაზვანოჩნოსტით» უპრეცედენტო სიმაღლეებს იპყრობს.
ამ სიტყვით ჩვენში მოიხსენიებენ მოვლენას, როდესაც
მოსამართლეებს განაჩენი «სატელეფონო ზარებით»
გამოაქვთ – იმის მიხედვით, თუ რა განაჩენი უკარნახეს
ტელეფონში აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა. «პაზვანოჩნოსტი» ყოველდღიური
მოვლენაა რუსეთში.
«ნორდ-ოსტის» მსხვერპლებმა, როგორც დღეს ჩვენში
უწოდებენ – ანუ ოჯახებმა, რომლებმაც იერიშის დროს
ახლობლები დაკარგეს, ასევე თავად ტყვეებმა, რომლებიც
ოცდაექვს ოქტომბერს გაშვებული გაზის გამო
ინვალიდებად იქცნენ, სასამართლოებში სარჩელების
შეტანა დაიწყეს, მოითხოვდნენ მათთვის მიყენებული
მორალური ზიანის ანაზღაურებას და მოპასუხე მხარედ
რუსეთის ხელისუფლებას ასახელებდნენ.
დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ დარწმუნებული
არიან, მოსკოვის ხელისუფლების ჩინოვნიკებმა,
რომლებსაც არ სურდათ პუტინთან და ეფესბესთან
დაპირისპირება, ტყვეებისთვის დროული სამედიცინო
დახმარების აღმოჩენას უბრალოდ თავი ვერ მოაბეს. მათი
პასუხისმგებლობის საკითხს ისიც ამძაფრებს, რომ
დედაქალაქის მერი იური ლუჟკოვი, დედაქალაქის
აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ერთ-
ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელიც
უშუალოდ მოუწოდებდა პრეზიდენტს, მოქალაქეების
წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების
გადაწყვეტილება მიეღო.
პირველი სარჩელები ტვერის ინტერმუნიციპალურ
მოსკოვის სასამართლოში (რაიონული, ყველაზე დაბალი
სასამართლო დონე) 2002 წლის ნოემბერში შევიდა. 2003
წლის 17 იანვარს, მოსამართლე მარინე გორბაჩევას მიერ
პირველი სამი სარჩელის განხილვის დაწყების
დროისთვის, სარჩელების რაოდენობა უკვე სამოცდაერთს
აღწევდა. თანხა, რომელსაც კომპენსაციის სახით
ითხოვდნენ, ჯამში სამოცი მილიონი დოლარის
ეკვივალენტს შეადგენდა რუბლებში. მოსარჩელეებმა
განაცხადეს, რომ ეს «სახელმწიფო ტყუილის» საფასური
იყო და რომ მათ პირველ ყოვლისა, სიმართლე
აინტერესებთ, რატომ დაიღუპნენ მათი ნათესავები.
სიმართლე, რომელსაც ვერსად მიაკვლიეს, რადგან
ეფესბემ ყველაფერი გაასაიდუმლოა, ყველაფერი, რასაც
ოქტომბრის ტერაქტთან კავშირი ჰქონდა. ხელისუფლება
საჯაროდ ადანაშაულებდა მოსარჩელეებს სახელმწიფო
ბიუჯეტის ძარცვაში, იმაში, რომ მათ პენსიონრებისა და
ობოლი ბავშვების ფულის მითვისება სურდათ და იმაშიც,
რომ საკუთარი ახლობლების სიკვდილზე სურთ ცხოვრების
აწყობა. ადვოკატი იგორ ტრუნოვი, რომელიც «ნორდ-
ოსტელების» დაცვას დათანხმდა (იმის ფონზე, რომ ყველა
ცნობილმა მოსკოველმა ადვოკატმა, კრემლის რისხვის
შიშით, უარი თქვა), პრესით ყველა მომაკვდინებელ
ცოდვაში დაადანაშაულეს.
მოკლედ, ხელისუფლება «ნორდ-ოსტელებს» ებრძოდა,
თავხედურად, მათთვის ხელმისაწვდომი ყველანაირი
პიარის გამოყენებით.

თითქოს მათ კი არ მოუკლავთ, პირიქით – აქეთ მოკლეს.

შედეგად, 23 ნოემბერს, მოსამართლე გორბაჩევამ,


როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი «სატელეფონო
მოსამართლეებისგან», პირველი სამი სარჩელი და მათი
მოთხოვნები უარყო. მაგრამ არა მხოლოდ უარყო, არამედ
ეს ზუსტად ისე თავხედურად და უთავმოყვარეოდ გააკეთა,
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსთხოვეს,
და «ნორდ-ოსტის» სარჩელების განხილვა მოსარჩელეების
დაუშვებელი შეურაცხყოფისა და დამცირების ასპარეზად
გადააქცია.
აი, რა მოხდა:

– კარპოვ, დაბრძანდით! გითხარით, დაბრძანდით-მეთქი!


– მეც მინდა სიტყვის წარ...

მოსამართლე გორბაჩევამ ყვირილით გააწყვეტინა სიტყვა


მოსარჩელე სერგეი კარპოვს – გაზით გაგუდული ცნობილი
მოსკოველი მომღერლის, პოეტისა და მთარგმნელის,
ალექსანდრ კარპოვის მამას.

– დაბრძანდით, კარპოვ! თორემ დარბაზს


დაგატოვებინებთ! თქვენ გამოტოვეთ წინასწარი ძიების
ეტაპი...
– არაფერი გამომიტოვებია! უბრალოდ უწყება არ
მომსვლია!

– მე კი, გეუბნებით, რომ გამოტოვეთ! დაბრძანდით, თორემ


გაგაგდებთ!

– ჩვენების მიცემა მინდა...

– თქვენგან არაფერს მივიღებ!


მოსამართლეს ისტერიკული სახე აქვს, ცარიელი თვალები
და ქუჩის ინტონაცია, რომელიც მჩხავანა ხმაზე ფეთქდება
ხოლმე. თან მოსარჩელეს უყვირის და თან ფრჩხილებს
ჭუჭყისგან ისუფთავებს. ამ სურათის ყურება ამაზრზენია.
მაგრამ სერგეი კარპოვის ეგზეკუცია გრძელდება:

– კარპოვ, ხელი აღარ აიწიოთ!

– მოვითხოვ, ბოლოს და ბოლოს, განმიმარტოთ ჩემი


უფლებები.

– არავინ არაფერს არ განგიმარტავთ!


ხალხით სავსე სასამართლო დარბაზი დიდი ხანია, არავის
დაულაგებია. ჟურნალისტები, რომელთაც დიქტოფონების
გამოყენება ეკრძალებათ (რა მიზეზით? რა სახელმწიფო
საიდუმლოებებია აქ?), განადგურებული დაზარალებულები
– მათთან საუბარიც კი შეგეშინდება, მაშინვე ტირილს
იწყებენ. მათი ახლობლები და მეგობრები, რომლებიც
დასახმარებლად და მხარდასაჭერად არიან მოსული, თუკი
მოულოდნელად გულის შეტევა დაეწყებათ ან გონს
დაკარგავენ – მაგრამ მოსამართლის მანტიაში
გამოწყობილი ქალბატონი თავისი ვულგარული მანერებით
სიტუაციას სულ უფრო ძაბავს.

– ხრამცოვა ვ. ი., ხრამცოვა ი. ფ., ხრამცოვი ტ. ი., აქ ხართ?


არა? – მოსამართლე სწორედ ასე, ყოველგვარი
თავაზიანობის გარეშე, შემოკლებით მოიხსენიებს
მოსარჩელეებს.
– აქ ვარ, – პასუხობს მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა
მამაკაცი.

– ხრამცოვ, ილაპარაკეთ! – მოსამართლე ამ «ილაპარაკეს»


ისეთი ტონით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება, «აჰა, აიღე
ერთი რუბლი მოწყალება და მოკეტეო!»

ალექსანდრ ხრამცოვი, რომელმაც მამა დაკარგა –


მიუზიკლის ორკესტრის მესაყვირე – საუბარს იწყებს და
პირველივე სიტყვებიდან ცრემლები ახრჩობს.

– მამაჩემმა ორკესტრთან ერთად მთელი მსოფლიო


მოიარა. ყველგან ჩვენს ქვეყანასა და ქალაქს
წარმოაჩენდა. ამ დანაკარგის ანაზღაურება შეუძლებელია.
ნუთუ, ამას ვერ გრძნობთ? ტერორისტებს შემოჭრის
უფლება ხომ თქვენ მიეცით, თქვენ – მოსკოვის
ადმინისტრაციამ! ქალაქში თავისუფლად დასეირნობდნენ.
დიახ, ცხადია არც იერიშზე ხართ პასუხისმგებელი, მაგრამ
როგორ მოხდა, რომ მეცამეტე საავადმყოფოში ოთხასი
კაცი მიიყვანეს, იქ კი პერსონალი მხოლოდ ორმოცდაათი
ადამიანია, მათ ყველასთან მისვლაც კი ვერ მოასწრეს!
დაზარალებულებს დახმარების მოლოდინში ამოხდათ
სული... მამაჩემიც ასე მოკვდა.

მანტიაში გამოწყობილ ქალბატონს, რომელიც


მოსამართლის სავარძელშია მოკალათებული,
აბსოლუტურად უყურადღებო სახე აქვს. ვერანაირ კვალს
ვერ აღმოაჩენ, რომ ერთი სიტყვა მაინც მოისმინა. მუსიკოს
ფიოდორ ხრამცოვის სიკვდილის მიზეზებმაც კი ვერ
ააღელვა. ზლაზვნით ალაგებს ფურცლებს ერთი
ადგილიდან მეორეზე, რომ ამით მაინც მოკლას დრო.
მოწყენილი და სევდიანია. იშვიათად ფანჯრისკენაც
იყურება, საყელოს შეისწორებს, მუქ მინაში საკუთარ
გარეგნობას თვალს შეავლებს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი
საყურე აწუხებს, ყურს იფხანს.
მუსიკოსის შვილი კი თავის გამოსვლას აგრძელებს.
ცხადია, შებრუნებულია მოპასუხეთა სამეულისკენ
გვერდითა მაგიდაზე, ისინი «მოსკოვის
წარმომადგენლები» არიან, დედაქალაქის მთავრობის
იურიდიული სამმართველოს თანამშრომლები. აბა, სხვა
ვის უყუროს ალექსანდრ ხრამცოვმა? მოსამართლეს ხომ
არა, რომელიც ახლა უკვე მანიკურს იმოწმებს
ფრჩხილებზე?

– თუ ექიმები არ ყოფნიდათ, საავადმყოფოში სტუდენტი


ექიმები მაინც შეეშვათ, ან ავტობუსებში მაინც, რითაც
ტყვეები გადმოჰყავდათ. საავადმყოფომდე გზაში მაინც
უპატრონებდნენ. დაზარალებულები ხომ მარტო იმიტომ
იღუპებოდნენ, რომ გულაღმა იწვნენ.

– ხრამცოვ! – ნერვულად აწყვეტინებს მოსამართლე, – საით


იყურებით? მე უნდა მიყუროთ.

– კარგი... – ხრამცოვი თავს ისევ მოსამართლის


სავარძლისკენ აბრუნებს. – გზაში იხრჩობოდნენ... გზაში
იხრჩობოდნენ.

მის ზურგს უკან დედა, ვალენტინა ხრამცოვა ტირის –


მესაყვირის ქვრივი. შავებში ჩაცმული პირველივე რიგში
ზის, პირდაპირ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან,
სადაც ახლა საშა დგას – შეუძლებელია გორბაჩევა მას ვერ
ხედავდეს. ვალენტინას გვერდით ოლგა მილავიდოვა უზის,
სახე ცხვირსახოცში ჩაურგავს, მხრები უცახცახებს, მაგრამ
ქვითინისგან მაინც ახერხებს თავის შეკავებას. ყველა
მოსარჩელემ იცის, რომ მოსამართლის გაბრაზება არ
შეიძლება, თორემ შეიძლება ყველა გარეთ გაყაროს და
მერე რამდენიმე საათი კართან დგომა მოუწევთ, ეს კი
ძალიან რთულია. ოლგა შვიდი თვის ფეხმძიმეა, «ნორდ-
ოსტის» ტრაგედიის დროს უფროსი, თოთხმეტი წლის
ქალიშვილი ნინა დაეღუპა, მაყურებლებს შორის იყო –
ოლგამ თავად უყიდა შვილს 23 ოქტომბერს «ამ
დაწყევლილ სპექტაკლზე» დასასწრები ბილეთი, –
როგორც თავად ამბობს.
– რატომ გვამცირებთ? – წამოიყვირა ტატიანა კარპოვამ,
დაღუპული ალექსანდრ კარპოვის დედამ და სერგეის
მეუღლემ, – რისთვის?

ზოია ჩერნეცოვა – გაზით გაგუდული მოსკოველი


სტუდენტის, ოცდაერთი წლის დანილ ჩერნეცოვის დედა,
რომელიც საღამოობით თეატრში კაპელდინერად
მუშაობდა – დგება და გარეთ გადის. უკვე კარს მიღმა ისმის
მისი ქვითინი:

– შვილიშვილებს ველოდებოდი (მისი შვილის


ახალგაზრდა ქვრივი ფეხმძიმედ იყო და დანილის
დაკრძალვიდან მეცხრე დღეს მუცელი მოეშალა)... ახლა კი,
სასამართლო პროცესს მოვესწარი, სადაც შეურაცხყოფას
მაყენებენ.
სასამართლო კულტურა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. რაც
შეეხება მოსამართლე გორბაჩევას, კარგი, გასაგებია,
ვთქვათ დაგაშანტაჟეს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ სწორედ
ისინი გარჩენენ და არა ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები
და გეშინია, არ დაკარგო მოპოვებული პრივილეგიები და
ფინანსური სარგებელი (რაც ჩვენს მოსამართლეებს ცოტა
არ აქვთ და ეს მათ ცხოვრებას, დაბალ ხელფასზე
მცხოვრებ რიგით მოქალაქესთან შედარებით ბევრად
უფრო მომხიბვლელს ხდის), ამიტომ უბედური
დაზარალებულებისთვის არაფრის გაკეთება არ შეგიძლია,
გარდა იმისა, რომ ყველა მოთხოვნაზე უარი უთხრა... კარგი,
კი ბატონო... დავუშვათ, რომ ასეა...
მაგრამ უზრდელობა რა საჭიროა? დამცირება? ამ ხალხს
კიდევ ცეცხლზე ნავთს უსხამ? საერთოდ ვინაა
მოსამართლე გორბაჩევა, ასე გულმოდგინედ რომ დგას
მოსკოვური სასაკლაოს სადარაჯოზე? პასუხი მარტივია:
ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი,
რომელსაც ჩვენი გადასახადებით ვინახავთ და ფულს
აღნიშნულ სასაკლაოში ვიხდით. ანუ მოსამართლე ჩვენს
ხარჯზე ცხოვრობს – ჩვენ ვუხდით მას პროფესიულ
მომსახურებაში და არა ის – ჩვენ. მაშინ რატომ არ აქვს
დამფინანსებლისადმი პატივისცემა? ჩვენ ხომ
მოსამართლე გორბაჩევას იმისთვის არ ვინახავთ, რომ
მადლიერებისა და პატივისცემის ნაცვლად,
შეურაცხყოფას გვაყენებდეს... როგორც მოესურვება და
როცა მოესურვება.

გგონიათ, ამ ყველაფრის შესახებ ვინმე წერდა


სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პრესაში ან «ნორდ-
ოსტის» სასამართლო მოსმენების შესახებ ვინმე
საუბრობდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად
ტელევიზიებში? არა, რა თქმა უნდა. მედია
ყოველდღიურად ატყობინებდა მოსახლეობას, რომ
სახელმწიფო მხარს უჭერდა მოსამართლე გორბაჩევას,
რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფოებრივი ინტერესების
დაცვას ცდილობდა, რაც ნებისმიერ პირად ინტერესზე
მაღლა დგას.

ასეთია ჩვენი ახალი, სამამულო იდეოლოგია. პუტინის


იდეოლოგია. სიმართლეს ვერ გავექცევით, რომ ეს
იდეოლოგია პირველად ჩეჩნეთში გამოსცადეს. სწორედ
მაშინ, როდესაც პუტინი კრემლის სამეფო ტახტზე ავიდა,
ზარბაზნების გრუხუნის ქვეშ, ჩეჩნეთის მეორე ომის
დაწყების დროს – ჩვენმა საზოგადოებამ, რომელსაც
ტრადიციულად არ სურს, იაზროვნოს, ტრაგიკული და
აბსოლუტურად უზნეო შეცდომა დაუშვა: უგულებელჰყო
ჩეჩნეთში შექმნილი რეალური სიტუაცია, ის, რომ
ტერორისტთა ბანაკები კი არა, სოფლები და ქალაქები
იბომბებოდა, რომ ასობით უდანაშაულო ადამიანი
იღუპებოდა. და მაშინ ჩეჩნეთში მცხოვრებ ადამიანთა
უმრავლესობამ ჯოჯოხეთური უიმედობა იგრძნო (და ახლაც
გრძნობს) – როდესაც მათი შვილები, მამები და ძმები
მიჰყავდათ, ღმერთმა იცის, სად და რატომ, სამხედრო და
სამოქალაქო ხელისუფლება მათ ოჯახებს ეუბნებოდა (და
ეუბნება): შეწყვიტეთ ზლუქუნი და ნუ ეძებთ! ეს ისაა, რასაც
ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლესი ინტერესები
მოითხოვს. პასუხობენ და თან ბრაზდებიან, როდესაც
შვილმკვდარი დედები წამოიგმინებენ:

– გვიპასუხეთ, რატომ დაგვიხოცეთ შვილები!

საზოგადოება სამი წელი დუმდა. საზოგადოების დიდმა


უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას
ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ
მოსაზრებას, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით
უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც
მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ
მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც
გამოცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ
ჩეჩნეთში.
მართლაც ისევე ექცევიან «ნორდ-ოსტელებსაც»
(ტერაქტის მსხვერპლებსა და გარდაცვლილის ოჯახებს),
როდესაც, ფაქტობრივად, ეუბნებიან:

– ნუღარ მოთქვამთ. დაივიწყეთ. ასეა საჭირო. სახელმწიფო


ინტერესები თქვენს პირად ინტერესებზე მაღლა დგას.

ანუ ხელისუფლება ტერაქტის მსხვერპლთ ზუსტად ისევე


ექცევა, როგორც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში –
ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა, შესაძლოა
ოდნავ უკეთესად: ორმოცდაათი ან ასი ათასი რუბლით
უკეთესად, ამჯერად დაკრძალვის კომპენსაცია მაინც
გამოიმეტა. ჩეჩნეთში კი ამასაც არ აკეთებს.
და საზოგადოება? ჩვენი ერი? საერთო თანაგრძნობა არ
ყოფილა, თანაგრძნობა, როგორც საზოგადოებრივი
მოძრაობის იმპულსი, რასაც მთავრობა ყურს მიღმა ვერ
გაატარებდა. ყველაფერი კი პირიქით ხდება: გარყვნილ
საზოგადოებას კვლავაც კომფორტი და სიმშვიდე
სჭირდება და სულაც არ ანაღვლებს, თუ ამის საფასური
სხვა ადამიანების სიცოცხლეა. მთელი სისწრაფით
გარბიან შორს «ნორდ-ოსტის» ტრაგედიიდან და
სახელმწიფოს იდეოლოგიურ მანქანას უფრო ადვილად
დაუჯერებენ, ვიდრე სიმართლეს ან თუნდაც მეზობელს,
რომელიც ასეთი თავზარდამცავი ტრაგედიის მსხვერპლი
გახდა.

საშა ხრამცოვის სიტყვით გამოსვლიდან ერთ საათში


მოსამართლე გორბაჩევამ ჩქარ-ჩქარა ჩაიკითხა რუსეთის
ხელისუფლების სასარგებლო განაჩენი. დარბაზი ყველამ
დატოვა, დარჩნენ მხოლოდ გამარჯვებულები: იური
ბულგაკოვი, მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის
იურისტი, ანდრეი რასტორგუევი და მარატ გაფუროვი,
დედაქალაქის მთავრობის სამართლებრივი
სამმართველოს მრჩეველი.

– აბა, ზეიმობთ? – თავი ვეღარ შევიკავე.


– არა, – უეცრად სამივემ მოწყენით მიპასუხა, – ჩვენც ხომ
ადამიანები ვართ, ყველაფერი გვესმის... სამარცხვინოა,
რომ ჩვენი ხელისუფლება მათ ასე ექცევა.

– და მაშინ?.. თქვენ?.. რატომ არ მიდიხართ თქვენი


სამარცხვინო სამსახურიდან?

გაჩუმდნენ. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ერთნი


თავიანთ თბილ, ახლობლების სიცილითა და სიყვარულით
გაჯერებულ სახლებში წავიდნენ, მეორენი კი ცივ, 23
ოქტომბრის შემდეგ, სამუდამოდ გამოცარიელებულ
ბინებში. დარბაზიდან უკანასკნელი წელში მოხრილი,
გაჭაღარავებული, შუახნის მამაკაცი გავიდა, მეტყველი
თვალები ჰქონდა – მთელი პროცესის განმავლობაში
არაფერში ჩარეულა, კუთხეში ჩუმად იჯდა...
– რა გქვიათ? – უკან დავედევნე.

– ტუკაი ვალიევიჩ ხაზიევი.


– თქვენ ერთ-ერთი ტყვე ხართ?
– არა, ვაჟი დამეღუპა...

– შეიძლება, რომ შევხვდეთ?


ტუკაიმ უხალისოდ ჩამაწერინა ტელეფონის ნომერი.

– არ ვიცი, ჩემი ცოლი რას იტყვის... ხომ გესმით, მისთვის


ადვილი არ არის ამ თემაზე საუბარი... კარგი, დამირეკეთ
ერთ კვირაში და იქამდე შევამზადებ...

ხაზიევების მოსკოვურმა ოჯახმა ნამდვილი ჯოჯოხეთი


გამოიარა. მათ არა მხოლოდ ოცდაშვიდი წლის ტიმური
დაკარგეს, – «ნორდ-ოსტის» ორკესტრის მუსიკოსი – შვილი,
შვილიშვილი, მამა, ქმარი, ძმა – არამედ ყველაზე
მთავარსა და საშინელს შეეჩეხნენ, იმ გაბატონებულ
იდეოლოგიას, რომელიც საბოლოოდ გახდა კიდეც
ტიმურის სიკვდილის მიზეზი. არ იფიქროთ, რომ ამ
სიტყვებში რამე გადამეტებულია.
– ნუთუ, ასეთი ძნელი იყო პუტინისთვის, რომ ჩეჩნებთან,
ტერორისტებთან სულ მცირე დათმობაზე მაინც
წასულიყო? – იმეორებს და იმეორებს ტუკაი ვალიევიჩი,
უკვე უშვილო მამა. – ვის რაში სჭირდება ეს მისი
«შეუპოვრობა»? ჩვენ, მაგალითად, არ გვჭირდება... და
ჩვენც ხომ მოქალაქეები ვართ.
ტუკაი ვალიევიჩი მოსკოვში, ვოლგოგრადის გამზირზე
მდებარე სახლში ერთადერთია, რომელიც მსგავსი
სიტყვების წარმოთქმისას არ ტირის. როზა აბდულოვნა,
ტანია – ტიმურის ახალგაზრდა ქვრივი და ოთხმოცდაშვიდი
წლის ბებია ცრემლებს ვერ იკავებენ იმაზე ფიქრში, რომ
ტიმური სამუდამოდ დაკარგეს. უფროსების გარშემო კი
რაკეტასავით ბზრიალებს ქერათმიანი სონიჩკა, ტიმურის
სამი წლის შვილი – მამას მისი მესამე დაბადების დღე არ
აღუნიშნავს, რადგან ეს «ნორდ-ოსტის» შემდეგ იყო.

სუფრას შლიან. სონიჩკა სკამზე ფეხით დგება –


სხვანაირად მაგიდას ვერ მიწვდება – და ყველაზე დიდ
ჭიქას იღებს: ეს მამასია, მამას ჭიქაა! ხელი არ ახლოთ! –
მისი სიტყვები მტკიცე და შეუვალია. ბებია როზამ ერთხელ
უკვე აუხსნა, რომ მამა ახლა ცაშია, ისევე, როგორც მისი
ბებიკოს მამა, ამიტომ სახლში მოსვლას ვეღარ შეძლებს.
მაგრამ ბავშვი პატარაა და ვერ ხვდება, რატომ «ვერ
შეძლებს», როცა იცის, რომ მისი საყვარელი სონიჩკა
მოუთმენლად ელოდება.

– მე მჯეროდა ხელისუფლების, – ჰყვებოდა ტუკაი


ვალიევიჩი, – მათი ტყვეობის სამი დღის განმავლობაში,
მჯეროდა. ვფიქრობდი, სპეცსამსახურები რამეს
მოიფიქრებენ, მოელაპარაკებიან, რამეს დაპირდებიან და
ყველაფერი მოგვარდება-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ
მოველოდი, რომ ზუსტად ისე მოიქცეოდნენ, როგორც
იერიშის მიტანამდე ერთი დღით ადრე ჟირინოვსკიმ ურჩია.
შეგახსენებთ, რომ, მისი აზრით, ყველა გაზით უნდა
მოეწამლათ, ორი საათი დაიძინებენ, მერე გაიღვიძებენ და
ირბენენო... ვერც გაიღვიძეს და ვერც ირბინეს.
მოსკოველი ტიმურ ხაზიევის მთელი ცხოვრება მუსიკასთან
და დუბროვსკაიას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლთან
იყო დაკავშირებული, სადაც აქ ბავშვობიდან მუსიკალურ
სტუდია «ლირაში» დადიოდა, სიკვდილმაც აქ მოუსწრო,
«ნორდ-ოსტის» ორკესტრში ჩაირიცხა, რომელმაც
წარმოდგენისთვის სწორედ ეს კულტურის სახლი
დაიქირავა.
მშობლებს – ტუკაის და როზას – აქვე ახლოს, კომუნალურ
ბინაში ჰქონდათ ერთი ოთახი და მათი ორივე შვილი –
ელდარი (უფროსი) და ტიმური (უმცროსი) – კულტურის
სახლში აკორდეონზე დაკვრას სწავლობდა. პედაგოგები
ტიმურს ურჩევდნენ, არ დაენებებინა თავის მუსიკისთვის –
ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და როდესაც მეათე კლასის
დახურვის შემდეგ არჩევანის გაკეთების დრო დადგა, მან
თითქმის დამოუკიდებლად, მხოლოდ აკორდეონის
პედაგოგის დახმარებით, ერთ წელიწადში გაიარა
მუსიკალური სკოლის კურსი დასარტყამ ინსტრუმენტებში,
შემდეგ კი ჯერ სასულე ინსტრუმენტების კოლეჯში ჩააბარა,
სადაც ოთხწლიანი კურსი სამ წელიწადში დახურა, შემდეგ
კი გნესინის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში ჩაირიცხა,
რაზეც ასე ოცნებობდა.

პედაგოგი «რაფინადს» (შაქრის ნატეხი) ეძახდა, ამით კი


იმის თქმა უნდოდა, რომ რაფინირებული, დახვეწილი,
ინტელიგენტი იყო, დოლის ჯოხებიც კი სხვანაირად ეჭირა,
არისტოკრატულად...

თუმცა გნესინის გარდა ტიმური ბევრს მუშაობდა


თავდაცვის სამინისტროს სასულე სიმფონიურ ორკესტრში.
სამხედრო ორკესტრთან ერთად გასტროლებზე
ნორვეგიაში წასვლაც მოასწრო. ესპანეთშიც იგეგმებოდა
გასტროლები, მაგრამ ეს გამგზავრება იმ ცხოვრებაზე იყო
გათვლილი, რომელიც 23 ოქტომბრის შემდეგ დადგებოდა.
– აი, გავამზადე მისი ფორმა... საკონცერტო ფრაკიც, –
მტკიცედ მეუბნება როზა აბდულოვნა, გული რომ არ
აუჩუყდეს, და კარადას ხსნის, – ოღონდ არაფრით მოდიან
მათ წასაღებად... თავდაცვის სამინისტროდან.

ჩვენ გვერდით სონიჩკამ ჩაიქროლა, ხელი წაავლო ქუდს


მბზინვარე როზეტით, თავზე ჩამოიმხო და ოთახში
სირბილი გააგრძელა:
– მამასია, მამასია!
ტანია ვეღარ უძლებს ამ სცენას და ოთახიდან გადის.

როდესაც გნესინის აკადემიაც უკან მოიტოვა, ტიმურს


«ნორდ-ოსტის» ორკესტრში დაკვრა შესთავაზეს. ეს უკვე
მისი მესამე სამსახური იყო, მაგრამ დათანხმდა. იმიტომ,
რომ უკვე ცოლი ჰყავდა, შვილი ეზრდებოდათ, ტანიამ კი,
რომელმაც რიტმული ხელოვნების აკადემია დაამთავრა
და პროფესიით მსახიობი და რეჟისორი იყო, ბავშვთა
სახლში, დაბალ ანაზღაურებაზე, აღმზრდელად დაიწყო
მუშაობა – ყველაფერი კი სონიჩკას გულისთვის.
რა თქმა უნდა, შეიძლება არაფრის გჯეროდეს, არც
მისტიკის, არც წინათგრძნობის, მაგრამ...
– ტერაქტამდე ერთი თვით ადრე ტიმურს უძილობა
დასჩემდა, – ჰყვება ტანია, – უთენია თვალს გავახელდი, ის
კი იჯდა. ვეტყოდი, დაწექი, ასე რატომ ზიხარ-მეთქი. ის კი
მპასუხობდა, არ ვიცი, რაღაც არ მასვენებსო.

ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ტიმური უბრალოდ გადაიღალა.


მისი დღე უთენია იწყებოდა, სონიჩკა და ტანია მანქანით
საბავშვო ბაღში მიჰყავდა, იქიდან პირდაპირ მშობლებთან
მიდიოდა სამეცადინოდ, მისი ინსტრუმენტი იქ იყო. ბოლო
პერიოდში მარცხენა ხელი მნიშვნელოვნად აუმუშავდა და
გახარებული იყო, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
რამდენიმე წელიც და მაგარი პერკუსიონისტი გავხდებიო, –
პირდებოდა ტანიას. მეცადინეობის შემდეგ ისევ მანქანაში
ჩაჯდებოდა და სამხედრო ორკესტრის რეპეტიციაზე
მიდიოდა, შემდეგ კი, შუალედში შვილი და ცოლი საბავშვო
ბაღიდან გამოჰყავდა, სახლში ტოვებდა და «ნორდ-ოსტის»
სპექტაკლზე მიდიოდა. სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა
და მეორე დილას ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა.
ამბობდნენ: ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს,
რომელიც სიცოცხლეს ჩქარობსო, რატომ? ის ხომ მხოლოდ
27 წლისაა?.. ამ შეკითხვას ახლა პასუხს აღარვინ გასცემს,
ისევე, როგორც მეორეს – როგორ აღმოჩნდა 23 ოქტომბერს
ტიმური «ნორდ-ოსტის» წარმოდგენაზე? კვლავაც მისტიკა...
– ოთხშაბათი იყო, – ჰყვება ტანია. – სახლში ისე
მოვაწყვეთ, რომ ამ დღეს მთელ ოჯახს თავისუფალი
საღამო გვქონდა. ოთხშაბათობით «ნორდ-ოსტზე» სხვა
მედოლე უკრავდა ხოლმე, მაგრამ სწორედ იმ დღეს, მან
ტიმურს მოულოდნელად სთხოვა, დღე გადაეცვალა
მისთვის, იმიტომ რომ მისი მეგობარი გოგონა
კატეგორიულად სთხოვდა, საღამო მასთან ერთად
გაეტარებინა... შეყვარებული გადაარჩინა... ჩემმა ქმარმა
კი გადაუცვალა, უარს არავის ეტყოდა... და დაიღუპა.

...– ალბათ გესმით, რომ არავის უნდა, მისთვის ძვირფასი


ადამიანის ნივთები სადმე უპატრონოდ ეყაროს, ასე არ
არის? – ჩამეკითხა როზა, – ამიტომ იქ (თეატრში) წავედით.
რა თქმა უნდა, არც მობილური ტელეფონი – ტიმური ახლა
იწყებდა ფეხზე დადგომას და ტელეფონი ახალი ნაყიდი
ჰქონდა – არც მისი სხვა ახალი ნივთები არ დაგვხვდა.
ამაზე, რა თქმა უნდა, როზას ისტერიკა დაემართა.
მშობლებს მხოლოდ ძველი ქურთუკი და ასევე ძველი
მაისური დაახვედრეს. მეტი არაფერი.
ბოლო ხანებში ძალიან პრიმიტიულები გავხდით.
მდაბიოებიც კი. ეს უკვე ძალიან საგრძნობი გახდა და
მორალური ღირებულებების ცვლილება სულ უფრო
აშკარაა კავკასიაში წარმოებული ომის პარალელურად,
რომელიც გრძელდება და ბევრი ტაბუ ჩვეულებრივ
მოვლენად გარდაიქმნება. მკვლელობა? ნორმალურია...
ქურდობა? და მერე რა მოხდა?.. მაროდიორობა? კანონია.
დანაშაულისთვის არც სასამართლო სჯის და არც
საზოგადოება. ყველაფერი, რაც აქამდე აკრძალული იყო,
ახლა ნებადართულია. ოქტომბრის იმ საშინელ დღეებში,
როდესაც ტყვეები აიყვანეს, თითქოს მთელი ქვეყანა ერთი
აღტკინებით გაერთიანდა, ფიქრობდნენ, რით
დახმარებოდნენ, ლოცულობდნენ, იმედით შეჰყურებდნენ,
ელოდნენ...

მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, სპეცსამსახურები


არავის არსად არ უშვებდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ
ყველაფერს აკონტროლებდნენ. ახლა კი, როგორ
შევეგუოთ იმ აზრს, რომ დახურულ ტერიტორიაზე
«განსაკუთრებულად დაშვებულები» იმ დროს
მაროდიორობდნენ. რის მიხედვით ირჩევდნენ – ზომით?
რამდენად ახალი იყო? შორიდან ეს ყველაფერი ასე ჩანს.
გარდაცვლილების ოჯახები ოქტომბრის ემოციების
მოგონებებისგან ვერასდროს განთავისუფლდებიან. ახლა
თითოეულ მათგანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
მილიონ-მილიონი დოლარიც რომ დაურიგონ, მოგონება
სამუდამოდ დარჩება.

თუ იმ მაისურით ვიმსჯელებთ, რომელიც ოჯახს უკან


დაუბრუნდა, ტიმური ამ მაისურით სადღაც ქუჩაში იწვა.
როზა აბდულევნამ ვერაფრით გამორეცხა მოსკოვის
ცნობილი ტალახი – ბენზინისა და ზეთის ნარევი.

როდესაც ტიმური უკანასკნელად სამსახურში წავიდა,


ჯიბეში პირადობის დამადასტურებელი ათი სხვადასხვა
საბუთი ედო ფოტოსურათთან ერთად – ის, რომ «ნორდ-
ოსტის» ორკესტრის მუსიკოსია, რომ თავდაცვის
სამინისტროს ორკესტრის მუსიკოსია, პასპორტი, მართვის
მოწმობა... და ასევე ბლოკნოტი, სადაც მეგობრებისა და
ახლობლების ტელეფონის ნომრები ეწერა.

მაგრამ 28 ოქტომბერს ოჯახმა მისი ცხედარი მიიღო


ხელებზე მიმაგრებული რეზინის ზონარით, რომელზეც
ეწერა: №2551, ხამიევი, დაუდგენელი.
– ეს როგორ უნდა მომხდარიყო? – მეკითხება როზა
აბდულოვნა, – რატომ ხამიევი? და თუ ხამიევი, მაშინ
რატომ დაუდგენელი? და ასე რატომ გვაძებნინეს?
გადაშალე ტელეფონების წიგნი, ნებისმიერი ნომერი
აკრიფე, იკითხე: იცნობთ ტიმურ ხაზიევს? და მაშინვე
მისცემდნენ ჩვენს ტელეფონის ნომერს...
ტიმურის დედას მხედველობაში აქვს გრძელი დღე 26
ოქტომბრის შემდეგ, რომელსაც ხაზიევების ოჯახი
ვერასოდეს დაივიწყებს.

დილიდან საღამოს ოთხ საათამდე მისი გვარი არსად არ


იძებნებოდა, ტყვეების არც ერთ სიაში, რომელიც
ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, – ჰყვება ტუკაი ვალიევიჩი, –
როდესაც ყველა მორგი და საავადმყოფო შემოვიარეთ,
უცებ გაჩნდა... ოცკაციანი სია და ამ სიაში ტიმური. იქ
აღნიშნულია, რომ ტიმური ცოცხალია და მისი
ადგილსამყოფელი მეშვიდე საავადმყოფოშია. მაშინვე
ცოლს დავურეკე და ვუთხარი, რომ ყველაფერი რიგზეა.
სიხარულისგან ვტიროდით, მეგობრები გვილოცავდნენ...
და მე და ტატიანა მაშინვე საავადმყოფოში წავედით.

მაგრამ კართან დაცვა იდგა და შიგნით არავის უშვებდა –


ამბობდა, რომ პროკურატურამ უბრძანა. ტანია ტიროდა. და
მცველმა, რომელსაც შეებრალა, ტუკაი ვალიევიჩს ყურში
უჩურჩულა, ცუდია, რომ თქვენი აქ არის... ესე იგი უიმედოა...
ტანიამ გაიგონა და ითხოვდა, შიგნით შეეშვათ, მცველმა
მეორედაც შეიბრალა და კარი გაუღო.

შიგნით საავადმყოფოს დერეფნები ცარიელი იყო, შემდეგ


გზად მილიციონერი შემოხვდათ, რომელსაც ავტომატი
ღიპზე ჩამოედო.
– უსულგულო ადამიანი გინახავთ? – მეუბნება ტანია, – არც
ერთი თანაგრძნობის სიტყვა, გამაგრდით, გაუძელით...
პირდაპირ შუბლში მომახალა: მოკვდა, წადით აქედან. ოცი
წუთის განმავლობაში ვყვიროდი. ექიმები მომცვივდნენ,
მეკითხებოდნენ, აქ ვინ შემოგიშვათო.

როდესაც გონს მოვიდა, იხვეწებოდა ტიმურთან


გამომშვიდობების უფლება მიეცათ. უარი უთხრეს. ის კი,
ეხვეწებოდა და ეხვეწებოდა. ამ დროს მილიციონერმა
დაუყვირა: წადით და პუტინს სთხოვეთ ნებართვა. ამ დროს
პროკურატურის ის თანამშრომლები გამოჩნდნენ,
სამეული: ასე რატომ ჩქარობთ? მოასწრებთ კუბოსთვის
თავის დახურვას! და გვარი? ხაზიევი? ჩეჩენი?

აი, ეს აღმოჩნდა ტიმურ ხაზიევის მთავარი პრობლემა.


სამართალდამცველებმა მისი თათრული გვარი ჩეჩნურად
მიიჩნიეს და შემდეგ ყველაფერი ავტომატურად
განვითარდა, გაბატონებული იდეოლოგიის შესაბამისად.
ახლა ოჯახი დარწმუნებულია, რომ რადგანაც ჩეჩენი
ეგონათ, მიზანმიმართულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო
დახმარება. როდესაც ხაზიევებს ტიმურის ცხედარი
მორგიდან მოჰქონდათ, სხეულზე გარკვევით ეწერა: 9:30,
მეშვიდე საავადმყოფოში დამდგარი სიკვდილის დრო.
სხეულზე მეტი სხვა არაფერი აღენიშნებოდა: არც
წვეთოვანის კვალი, არც ნანემსარი. «ზემოდან» იყო
ნაბრძანები, ჩეჩნები არ ეცოცხლებინათ, ამიტომაც
ტიმურს, როგორც «ჩეჩენს» რეანიმაცია არ ეკუთვნოდა.
იერიშის შემდეგ, ოთხი საათის განმავლობაში, ის
უბრალოდ იწვა და კვდებოდა. ტიმური სახელმწიფო
იდეოლოგიამ მოკლა.
ჩვენ ჩვენი ქვეყნის თვალში ჩალის ფასი გვაქვს. ცოცხალი
ნაგავი ვართ. აი, ესაა მთელი ისტორია ჩემი ტიმურის
შესახებ, – ამით დაასრულა ტანიამ თხრობა.

როდესაც 26 ოქტომბერს ტანია და ტუკაი საავადმყოფოს


გისოსებთან იდგნენ, ახალგაზრდა ხაზიევების ბინაში
ოცამდე ადამიანმა შეჭრა სცადა, ნაწილი ფორმაში იყო,
ნაწილი სამოქალაქო ტანსაცმელში. მეზობელმა მოახერხა
მათი შეჩერება, მას განუმარტეს, რომ საავადმყოფოდან
ცნობა მოვიდა, რომ თითქოს აქ ჩეჩენი ცხოვრობდა.
როგორ მოიქცეს ახლა ხაზიევების ოჯახი? ცრემლი
მოიწმინდოს და გაჩუმდეს?
– როდესაც მოსარჩელეები ამ ყველაფერს ტვერის
სასამართლოში ვყვებოდით, – იხსენებს ტუკაი ვალიევიჩი,
– გორბაჩევას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვერ ხვდებოდა,
რაზე ვსაუბრობდით. ის დარწმუნებულია, რომ
განურჩევლად ყველას ეხმარებოდნენ.

რა თქმა უნდა, ხაზიევებს გარდაცვალების ცნობა აქვთ,


მაგრამ იქ «გარდაცვალების მიზეზის» გრაფა ცარიელია.
ერთი სიტყვაც არაა იმის შესახებ, რომ ოდესმე ტერაქტი
მოხდა. და სახელმწიფო იდეოლოგიის გარდა, რომელმაც
ტიმური მოკლა, გარდაცვლილისა და მისი ოჯახის
წინააღმდეგ დოკუმენტური მტკიცებულებების გაყალბების
სახელმწიფო სისტემაც მუშაობს.

– მაგრამ ალბათ ჰკითხეთ პროკურატურის


თანამშრომლებს, რატომ იყო «სიკვდილის მიზეზის» გრაფა
ცარიელი?

– დიახ, 28 ოქტომბერს. მათ კი გვითხრეს, რომ ეს უბრალო


ფორმალობაა, რათა ჩვენ დაკრძალვის ორგანიზებაში არ
შევფერხებულიყავით, მოგვიანებით კი, როდესაც გაკვეთის
პასუხები გვექნებოდა, «აუცილებლად ჩაწერდნენ»...
– ჩაწერეს?

– არა, რა თქმა უნდა.

ეს ტიპური პასუხია. ჩვენთან ხელისუფლებისგან


სიმართლეს არავინ ელის – ხელისუფლება, საუკეთესო
შემთხვევაში, უსიამოვნებების წყაროა და ეს ასეა,
მიუხედავად ჩვენი მთავრობის მაღალი რეიტინგებისა. ამ
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნა
საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის «სწორი»
იმიჯის ფორმირების სპეციალური დეპარტამენტი.
ამჟამინდელი იმიჯის გაუმჯობესების კონცეფცია, რომ
ნეგატიურმა ინფორმაციამ ქვეყნისა და პუტინის შესახებ
ზედმეტად არ გაჟონოს საზღვრებს გარეთ და უცხოელების
თვალში რუსეთი კარგად გამოიყურებოდეს. კარგი
იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, იქვე, ადმინისტრაციაში,
შექმნილიყო სპეციალური დეპარტამენტი, რომლის
თანამშრომლებიც პასუხისმგებლები იქნებოდნენ
ქვეყნისა და პრეზიდენტის იმიჯის უწყვეტ გაუმჯობესებაზე
საკუთარი მოქალაქეების თვალში...
– ნუთუ, პუტინს არ შეეძლო დათმობა? ეთქვა, ომს ვწყვეტო
და ახლა ჩვენები ცოცხლები იქნებოდნენ... – გამუდმებით
იმეორებს ტუკაი ვალიევიჩი, – მინდა, ვიცოდე, ვინაა
დამნაშავე ჩვენს ტრაგედიაში. სხვა არაფერი მინდა.

...და მათი ბოლო ოჯახური სიახლეები: ცოტა ხნის წინ


ტანიამ შინ კირიუშა და ფროსია მიიყვანა – კუ და კატა –
იმისთვის, რომ სახლში ვინმე იყოს, ვისთანაც დღის
ბოლოს დაბრუნდება. მართალია, სონიჩკა ვერ ხვდება,
მამას რა მოუვიდა, ჯერ პატარაა, მაგრამ სახლში, სადაც
მამა აღარაა, ბაღის შემდეგ წასვლა არ უნდა... ცოტა ხნის
წინ განახლებული «ნორდ-ოსტიდან» დაურეკეს და
საჩუქრად ბილეთები შესთავაზეს. ცხადია, ოჯახმა უარი
უთხრა, მათ კი უპასუხეს, რომ ნებისმიერ დროს... საეჭვო
ჩანაფიქრია: ძმათა სასაფლაოზე ბედნიერების
განსახიერება. იმდენად პრიმიტიულები ვართ, რომ გული
მერევა.

მესამე ისტორია. სირაჯი, იახა და მათი მეგობრები

მხოლოდ გიჟს თუ შეშურდება იმ ჩეჩნების, რომლებიც


ახლა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. დალხენილები არც
აქამდე ყოფილან, მაგრამ ბოლო ხანებში, ტერაქტის
შემდეგ, რასიზმზე დაფუძნებული შურისგების
იდეოლოგიური მანქანა მთელი ძალით დაიქოქა.
მილიციის მიერ ორგანიზებული რასობრივი დარბევა-
წმენდა პერმანენტული გახდა. ადამიანთა ცხოვრება ერთ
წამში ინგრევა, კარგავენ საცხოვრებელს, სამსახურს,
სოციალურ მხარდაჭერას, მიზეზი კი ერთადერთია:
ჩეჩნური წარმომავლობა. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში
მათი ცხოვრება არა მხოლოდ აუტანელია – ჯიბეში
ჩადებული ნარკოტიკებით, ხელებში შეჩეჩებული
იარაღითა და შემდეგ რამდენიმე წლით გისოსებს მიღმა
გამწესებით – არამედ კოშმარადაც კი გადაიქცა, ჩიხად,
საიდანაც, რომელ მხარესაც არ უნდა მიაწყდე, თავს მაინც
ვერ დაიხსნი და ეს დევნა შეეხო ყველას, განურჩევლად
ასაკისა, შვიდი წლის ბავშვით დაწყებული ოთხმოცი წლის
მოხუცით დასრულებული.

...– როდესაც ჩეჩნური საუბარი გავიგონე და ამ დროს


მეორე მოქმედება გაწყდა, მივხვდი, რომ ყველაფერი
ძალიან სერიოზულად იყო და კიდევ უფრო
გართულდებოდა. ეს მაშინვე გავაანალიზე, – იახა
ნესერხაევა, ორმოცდასამი წლის მოსკოველი ქალბატონი,
პროფესიითა და სამუშაო ადგილის მიხედვით –
ეკონომისტი, ჩეჩენი, დაბადებული გროზნოში, მაგრამ უკვე
დიდი ხანია მოსკოვში გადმოსახლებული, 23 ოქტომბერს
მიუზიკლ «ნორდ-ოსტის» სანახავად წავიდა. მისმა ძველმა
მეგობარმა გალიამ, რომელიც ჩრდილო რუსეთის ქალაქ
უხტადან იყო, პარტერის მეცამეტე რიგში ბილეთები იყიდა
და სახლიდან გამოიყვანა იახა, რომელიც მიუზიკლების
დიდი მოყვარული არ იყო, თუმცა მეგობარს უარი ვერ
უთხრა.

– იმათ უთხარით, რომ ჩეჩენი ხართ?


– არა, მეშინოდა. არ ვიცოდი, რა სჯობდა, თქმა თუ ართქმა.
შეიძლება კიდეც მოვეკალით, იმიტომ რომ ჩეჩენი
მიუზიკლზე ვიჯექი.

იახას გაზი არ შეუნიშნავს. თუმცა ბევრმა ტყვემ შეამჩნია


ჰაერში წარმოქმნილი თეთრი ღრუბლები. მან კი უბრალოდ
გაიგონა, სხვებმა როგორ დაიყვირეს: გაზი გაუშვეს! და
რამდენიმე წუთში გონება დაკარგა.
გონს საავადმყოფოში მოვიდა, ისიც მეცამეტეში იყო,
სადაც იმ დღეს ბევრი, მათ შორის, ჩვენი პირველი
ისტორიის გმირი ირინა ფადეევაც მიიყვანეს. იახას
პირღებინება ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ
მალე გამომძიებელმა მიაკითხა.
– სახელი და გვარი მკითხა, სად ვცხოვრობ და სად
დავიბადე, «ნორდ-ოსტზე» როგორ მოვხვდი... შემდეგ ორი
ქალი მოვიდა, ჩემი ტანსაცმელი წაიღეს ექპერტიზაზე,
თითის ანაბეჭდები ამიღეს. გამომძიებელი საღამოს ისევ
დაბრუნდა და მითხრა:

– ცუდი ამბავი მაქვს.

პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ჩემი მეგობარი,


ვისთან ერთადაც მიუზიკლზე ვიყავი, დაიღუპა. მან კი,
მითხრა:
– დაპატიმრებული ხართ ტერორისტებთან
თანამშრომლობის ბრალდებით.

შოკში ჩავვარდი, მაგრამ ავდექი და საკუთარი ფეხით


გავყევი გამომძიებელს საავადმყოფოს ჩუსტებსა და
ხალათში გამოწყობილი. თავდაპირველად ორი დღით
მეოცე საავადმყოფოში (სპეციალური, დახურული, ციხის
ტიპის საავადმყოფო) მიმიყვანეს, სადაც არავინ არაფერს
მეკითხებოდა, არც მმკურნალობდნენ. ორი დღის შემდეგ
საავადმყოფოში ისევ მოვიდა გამომძიებელი, ფოტო
გადამიღეს და ჩემი ხმის ჩანაწერი გააკეთეს. ამ ვიზიტიდან
რამდენიმე წუთში რაღაც პალტო და მამაკაცის ჩექმები
მომიტანეს, ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, სხვა
საავადმყოფოში უნდა იმკურნალოთო.

მილიციის მანქანაში ჩამსვეს და ათ წუთში


პროკურატურაში ვიყავით, შემდეგ კი ციხე «მარინოში»
(ქალთა დროებითი დაკავების სპეციალური იზოლატორი).
შიშველ ფეხზე ჩაცმულ სამი ზომით დიდ ჩექმებში და
მამაკაცის ჭუჭყიან პალტოში გამოწყობილი, მე თვითონაც
დაუბანელი, ციხის კამერაში მიმიყვანეს. ზედამხედველმა
ჩემს დანახვაზე კბილებში გასცრა, ჭაობის ჭირიო.

– იზოლატორში ხშირად გიტარებდნენ დაკითხვებს?


– საერთოდ არავის დავუკითხივარ. უბრალოდ ვიჯექი და
მცველს გამომძიებელთან შეხვედრას ვეხვეწებოდი.
იახა ჩუმად და ნელა საუბრობს, ემოციების გარეშე.
გონებაგაფანტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დარწმუნებული რომ არ იყო, რომ ცოცხალია, შეიძლება
მკვდარი გეგონოს. თვალები გაფართოებული აქვს,
მხოლოდ ერთ წერტილს უყურებს. სახეც უძრავი.
პასპორტის ფოტოდან კი თითქოს სულ სხვა ქალი
იმზირება, სულ სხვა გამომეტყველებით – ამაყი და
მომხიბლავი.

იახა დროდადრო მაინც ცდილობს გაღიმებას, მაგრამ


ციხეში გატარებული ორი კვირის განმავლობაში მის
ნაკვთებს დავიწყებიათ, როგორ მიიღონ მოღიმარი ფორმა.
იქ ხომ სულ იმას ფიქრობდა, რომ მისი აღსასრული დადგა
და ვეღარაფერი გადაარჩენდა – ჩვენს დროში რა უნდა
იყოს ამაზე მძიმე. თანაც მილიციელებმა – ერთადერთი
ადამიანები, რომლებიც მომავალზე ესაუბრებოდნენ –
როდესაც მეოცე საავადმყოფოდან «მარინოში»
გადაჰყავდათ, უთხრეს, რომ ყველას ნაცვლად პასუხს
აგებდა, რადგან ყველა ტერორისტი გაანადგურეს და
მხოლოდ ისღა დარჩა ცოცხალი.

მაგრამ სპექტაკლის ბოლოს «ჰეფი ენდი» ელოდა,


მიუზიკლებში ხომ ასე ხდება ხოლმე.
იახას მეგობრებმა ადვოკატი აუყვანეს, რომელმაც
სასწაულებრივად მოახერხა შეეღწია კედელში, ერთი
შეხედვით აბსოლუტურად გაუმტარი რომ ჩანდა და ათი
დღის შემდეგ იახა ციხიდან გამოუშვეს. ჩვენს ამჟამინდელ
რასისტულ დროში, დედაქალაქის ერთ-ერთი ოლქის
პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც სამძებრო-
ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში იძიებდნენ
სისხლის სამართლის საქმე № 229133-ს («ნორდ-ოსტის»
ტერაქტი), უბრალოდ ადამიანები აღმოჩნდნენ და მას
შემდეგ, რაც იახას წინააღმდეგ ვერაფერი საეჭვო ვერ
აღმოაჩინეს, მათი ბევრი სხვა კოლეგის მსგავსად,
როდესაც ხელში ჩეჩენი ჩაუვარდებათ ხოლმე, არც
არაფრის გამოგონება დაუწყიათ, არც რამის ჩადება, არც
დაცინვა და შეურაცხყოფა... ანუ ადამიანის დატანჯვა
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩენია. დღეს ჩვენში ხომ ეს ისეთი
იშვიათობაა...

უფრო მეტიც, როდესაც იახას შეატყობინეს, რომ


თავისუფალია, ბოდიშიც მოუხადეს, მანქანაში ჩასვეს და
სახლში წაიყვანეს. მადლობა უფროს გამომძიებელს,
უმაღლესი რანგის იურისტს

ვ. პრიხოჟიხს და «ბოგოროდსკოეს» შინაგან საქმეთა


დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც იახას
უფროს და მალიკას, რომელიც სასწრაფოდ გამოიქცა
გროზნოდან მოსკოვში, იახას ფეხზე დადგომაში რომ
დახმარებოდა, სპეციალური საბუთი მისცეს, რომლის
საფუძველზეც მალიკას მოსკოვში დარჩენის უფლება აქვს,
რადგან მისი ოჯახის წევრს მუდმივი მოვლა-პატრონობა
სჭირდება. მისცეს, იმიტომ რომ იცოდნენ – ამ საბუთის
გარეშე მოსკოვში ჩეჩენი კარის ზღურბლს ვერ
გადააბიჯებს, მაშინვე დააპატიმრებენ.
აელიტა შიდაევა 31 წლისაა – ისიც ჩეჩენი. ამჟამინდელი
ომის დაწყებიდან მოყოლებული მშობლებთან და
ქალიშვილ ხადიჟატთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.
აელიტა პირდაპირ სამსახურში დააპატიმრეს, მეტროს
სადგურ «მარინოსთან» მდებარე კაფეში. თავის ისტორიას
მშვიდად და თავშეკავებით ჰყვება, ცრემლებისა და
ისტერიკების გარეშე, სასიამოვნოდ იღიმება. რომ არ
იცოდე, «მარინო პარკის» მილიციის განყოფილებაში
შვიდსაათიანი უწყვეტი დაკითხვიდან გამოსული ძირს
უგონოდ რომ დაეცა, შეიძლება მოგეჩვენოს კიდეც, დიდი
არაფერი გადაუტანიაო.
– ყველაფერი უცნაურად მოხდა... ჯერ ერთმა მილიციელმა
ჩვეულებისამებრ ჩვენთან ისადილა, ისინი ყოველთვის
შემოდიოდნენ ჩვენს კაფეში, რომელიც მათი
განყოფილებიდან ას მეტრში მდებარეობს. მათგან
არასდროს დამიმალავს, რომ გროზნოდან ომს
გამოქცეული ჩეჩენი ვიყავი. მილიციელმა მიირთვა და
გავიდა... და უცებ დანარჩენები შემოცვივდნენ, თხუთმეტი
ადამიანი, ჩვენი განყოფილების მილიციელ ვასილიევის
მეთაურობით, რომელიც ასევე კარგად მიცნობს. ყველა
კედელთან დააყენეს, გაჩხრიკეს, მე კი წამიყვანეს.

– და რას გეკითხებოდნენ?

– რა ურთიერთობა მქონდა ტერორისტებთან. მე კი


ვუხსნიდი: თქვენ ხომ თავად ხედავდით, თქვენ თვალწინ
ვტრიალებდი ყოველდღე დილის თერთმეტიდან საღამოს
თერთმეტამდე.

– რა გიპასუხეს?

– რომელ ტერორისტთან ერთად იყავი რესტორანში?


– მოსკოვში არც ერთხელ არ ვყოფილვარ რესტორანში,
სხვა ცხოვრების წესი მაქვს. ისინი კი მაშინებდნენ, რომ თუ
არ ვაღიარებდი ტერორისტებთან კავშირს, ნარკოტიკს ან
იარაღს ჩამიდებდნენ. დაკითხვებს რიგრიგობით
მიტარებდნენ, შორიახლოს კი ფორმებში ჩაცმული კაცები
დადიოდნენ და მაკვირდებოდნენ. მაშინ გამომძიებელმა
მითხრა, რომ თუ ტერორისტებთან კავშირს არ
ვაღიარებდი, ამ ბიჭების «სკამზე» გადამსვამდა, ისინიც
სწორედ ამას ელიან, რადგან «მათთან ყველა
ლაპარაკობსო».
აელიტას ჯერ კიდევ მილიციაში უთხრეს, რომ
სამსახურიდან დაითხოვეს და, რომ კაფეს დირექტორს ეს
თავად მოსთხოვეს, დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ
შემთხვევაში, მის დაწესებულებას დახურავდნენ. ციხიდან
კი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ აელიტას
დედამ, რუსული ენის მასწავლებელმა მაკა შიდაევამ,
რომელიც დაბადებით უფლებათადამცველი იყო, მთელი
მოსკოვი ფეხზე დააყენა. მაკამ რადიო «ეხო მასკვის»
ეთერში დარეკა, საქმეში ჩართო ადვოკატი აბდულა
ხამზაევი და ბევრი სხვაც და მიუხედავად მილიციიის
განყოფილების დაჟინებული მტკიცებისა, რომ აელიტა
«მათ არ ჰყავდათ», საბოლოოდ იძულებული იყვნენ,
გაეთავისუფლებინათ.

აელიტა შოკში არ არის – არა, რა თქმა უნდა. ყველაფერი


ესმის, უბრალოდ ამბობს, რომ მოსკოვიდან უნდა
წავიდნენ.

– ისევ ჩეჩნეთში?
– არა, საზღვარგარეთ.
მაკა წინააღმდეგია. იმის არა, რომ მისმა შვილმა თავისი
ქალიშვილი წაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რაც მოვსარ
ბარაევმა და მისმა მომხრეებმა დუბროვკას თეატრში
გააკეთეს და მიუხედავად იმ დიდი ინტერესისა, რასაც
მოსკოვის მილიცია ჩეჩენი გოგონების მიმართ იჩენს,
ხადიჟატმა უნდა ისწავლოს. მაკა საკუთარი გამგზავრების
წინააღმდეგია, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა
იცხოვროს სხვაგან. მაგრამ ზუსტად ასევე ვერ ხვდება, რა
უნდა რუსეთს მისგან, აელიტასა და მისი ხადიჟატისგან –
ჩეჩენი ქალების ამ სამი თაობისგან. უფროსისგან –
რომელმაც თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი საბჭოთა
კავშირში გაატარა. შუათანისგან – რომელმაც ცხოვრებაში
მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეში, ერთი ომიდან
მეორეში სირბილი და გადახვეწა ნახა. და ყველაზე
უმცროსისგან – რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ
ყურადღებით აკვირდება და ისმენს იმას, რაც გარშემო
ხდება და დუმს. ჯერ მხოლოდ დუმს.
ხადიჟატის სკოლის დამრიგებელმა ახლახან, აშკარად
დაბნეულმა დაურეკა აელიტას და უთხრა, ცნობა მოეტანა
იმის შესახებ, რომ მარტოხელა დედაა (და სად აიღოს
ასეთი ცნობა?). თუ ამ საბუთს ვერ მოიტანს (სხვა ყველა
საბუთი წესრიგშია), მაშინ მასწავლებელმა «არ იცის,
როგორ მოიქცეს»... ხადიჟატის სკოლიდან გარიცხვა
უნდათ. 2002 წლის 26 ოქტომბრიდან მოსკოვის № 931-ე
სკოლის მეხუთე კლასში აღარ არის ადგილი ჩეჩენი
გოგონასთვის, რომელიც აქ სასწავლებლად ჩამოიყვანეს.

– ვერც კი ვხვდები, – ამბობს აელიტა, – ჩემი «მარტოსული


დედობა» ხადიჟატის «სასარგებლოდაა» თუ
«საწინააღმდეგოდ»? ვის უნდა ვენდო?
აბუბაკარ ბაკრიევს რამდენიმე წელი «პირველ
რესპუბლიკურ ბანკში» მოკრძალებული ტექნიკური
თანამდებობდა ეკავა – თუმცა დღეს ყოველგვარი
მოვალეობებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. ეს კი
ძალზე მარტივად და ყოველგვარი დრამატიზების გარეშე
მოხდა. აბუბაკარი ორგანიზაციის უსაფრთხოების
განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ იხმო და
უთხრა:
– სწორად გაგვიგეთ, თქვენ გამო პრობლემები
შეგვექმნება. საკუთარი ნებით დაწერეთ განცხადება
გათავისუფლებაზე.

თავიდან აბუბაკარმა ვერც დაიჯერა. მაგრამ უფროსმა


დაამატა, რომ «ისინი» ითხოვდნენ, განცხადება ძველი
რიცხვით, მაგალითად, 16 ოქტომბრით დაეწერა, რომ
ყველაფერს მშვიდად ჩაევლო და ვერავის ეთქვა, რომ
ეთნიკური ნიშნით გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ
ჩეჩენია.
აი, ასე კლავენ ჯალათები (სამსახურიდან გაგდება
ჩეჩენისთვის სიკვდილის ტოლფასია, იმიტომ რომ სხვა
სამსახურს ვეღარ იშოვის) და ისიც უნდათ, რომ მათ
გაუგონ... ეს უკვე ჩვენი დროის თავისებურებაა – მიდიხარ
მსხვერპლთან და პირდაპირ ეუბნები: «მსხვერპლო, მე
ახლა მოგკლავ, მაგრამ ცუდი კი არ ვარ, უბრალოდ
მაიძულეს ასე მოვიქცე, მაგრამ შენ, მსხვერპლო, უნდა
წარმოიდგინო, რომ მე სულაც არ ვარ ჯალათი».
აბუბაკართან ერთად იმ დღეს ბანკიდან დაღესტნელიც
გამოაგდეს, ისიც საკუთარი განცხადების საფუძველზე და
კვლავაც წინა რიცხვით. ძალიან მოკრძალებულ
თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ყოველი
შემთხვევისთვის მიაყოლეს, რომ ბანკის
ხელმძღვანელებისთვის წარმოშობით კავკასიელი
თანამშრომლებისშესახებ შეკითხვები მეტად აღარ
დაესვათ.
«პირველი რესპუბლიკური ბანკი» გაწმენდილია, – ამბობს
აბუბაკარი, – სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ,
მშვიდად იძინონ. ორმოცდათოთხმეტი წლის ვარ. არ ვიცი,
სად წავიდე. უკვე სამჯერ მომაკითხა მილიციამ,
შემამოწმეს, როგორ ვცხოვრობ სამ შვილთან ერთად.
ჩვენგან მტრებს ქმნით და უნდა ხვდებოდეთ, რომ
არაფერს გვიტოვებთ გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობა
მოვითხოვოთ. სადმე ხომ უნდა არსებობდეს მიწა, სადაც
მშვიდად ვიცხოვრებთ. გთხოვთ, მოგვეცით ნებისმიერი
ადგილი დედამიწაზე და იქ ვიცხოვრებთ.

ისიტა ჩირგიზოვა და ნატაშა უმატგარიევა ჩეჩენი ქალები


არიან, რომლებიც ტვერის ოლქის სოფელ სერებრიანიკში
იძულებით გადაადგილებულთა დროებითი განთავსების
ადგილას ცხოვრობენ. ერთმანეთი მოსკოვის მილიციის
მეთოთხმეტე განყოფილებაში გავიცანით. ისიტა
დაქტილოსკოპიის შემდეგ მელანს იწმენდდა. ნატაშა
შეუჩერებლად ტიროდა. ახლახან გამოეშვათ – ჩვენი
დროისთვის ნამდვილი სასწაული იყო, მილიციელებს
შეებრალათ.
13 ნოემბრის დილას ქალბატონებს ტიპური ჩეჩნური
ისტორია გადახდათ. მოსკოვში უთენია მატარებლით
ჩამოვიდნენ ერთ-ერთი უფლებათადამცველი
ორგანიზაციისგან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად.
ამ სადგურთან, ორგანიზაციიდან ორ ნაბიჯში
დააპატიმრეს, იმიტომ რომ ნატაშა კოჭლობდა. მას ფეხზე
დიაბეტური ღია ჭრილობა აქვს და სწორედ ამან გააჩინა
ეჭვი, რომ ბოევიკი იყო. ისიტას კი, შვიდი თვის ფეხმძიმეს,
ქურთუკის ქვეშ მუცელი კარგად ეტყობოდა, ზუსტად იმ
ადგილას, სადაც ტერორისტები თავის დანაღმულ ქამრებს
იკეთებენ ხოლმე. გაგეცინებათ, მაგრამ სწორედ ასე ახსნა
მეთოთხმეტე განყოფილების მაიორმა ლიუბეზნევმა
დაპატიმრების მიზეზი – ადამიანმა, რომელიც მზად იყო
ქვეყნის საყოველთაო ანტიტერორისტული
უსაფრთხოებისათვის პირადად შეემოწმებინა ჩეჩენი
ქალის ფეხმძიმე მუცელი, რათა თავად დარწმუნებულიყო,
რომ ეს ნამდვილად ღვთისგან ნაბოძები მოვლენა იყო.
ისიტას და ნატაშას ისტორია კარგად დასრულდა –
მილიციელები ქალებს მხოლოდ ეუხეშნენ, მაგალითად
ასე: «როგორც თქვენ გვკლავთ, ჩვენც ისე ამოგხოცავთ».
მაიორმა ლიუბეზნოვმა ვეღარ მოასწრო მეტად
«გამოეჩინა» თავი, მე კი შევძელი მსგავსი
შემთხვევებისთვის ორი პრინციპული რამ გამეკეთებინა:
პირველი ის, რომ ქალებს პოლიციის განყოფილებაში
მივუსწარი, სანამ იზოლატორში გადაიყვანდნენ, შემდეგ კი
მოვახერხე, პოლიციის მეთოთხმეტე განყოფილების
უფროსი ვლადიმირ მაშკინი დამერწმუნებინა (და მას
სურდა, რომ ვინმეს დაერწმუნებინა), რომ ხალხი ზოგჯერ
ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად დადის. დადიან
იმიტომ, რომ ღარიბები არიან, არ აქვთ სამსახური და
სახლი.

ზარა მეტროსადგურთან ბოსტნეულს ყიდდა. ერთ დღეს


მასთან ბაზრის დირექტორი მივიდა და უთხრა, ხვალიდან
სამსახურში აღარ მოხვიდე, რადგან ჩეჩენი ხარო. ზარა კი
თავის ოჯახს – სამ შვილსა და ტუბერკულიოზიან ქმარს
მარტო არჩენდა. დამეთანხმეთ, რა ხელი აქვს აქ
მილიციას?..
ასლან კურბანოვმა ჩეჩნეთის პირველი ომი ინგუშეთში,
კარვებიან დევნილთა ბანაკში გაატარა. ზაფხულში
სარატოვში გაემგზავრა ინსტიტუტში ჩასაბარებლად,
შემდეგ კი მოსკოვში გადაბარგდა, სადაც დეიდასთან –
ზურა მოვსაროვასთან ცხოვრობდა. მოსკოვის საავიაციო-
ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტმა სამსახურიც
იშოვა და ოფიციალური რეგისტრაცია მიიღო
დედაქალაქში ცხოვრების უფლებით.
28 ოქტომბერს მასთან მილიციის 172-ე განყოფილების
სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის
თანამშრომლები მივიდნენ. წინა დღეს ზურამ, საუბნო
პოლიციის თხოვნით, დაქტილოსკოპიის პროცედურა
ჩაიტარა, ამიტომ, როდესაც მილიციელებმა თქვეს, რომ
ასლანი მათთან ერთად უნდა წასულიყო, რათა მისთვის
თითის ანაბეჭდები აეღოთ, ოჯახში წინააღმდეგობაც კი
არავის გაუწევია. ასლანმა ჩაიცვა და მილიციის მანქანაში
ჩაჯდა.

სამი საათის შემდეგ ზურა ანერვიულდა: მისი დისშვილი


არსად ჩანდა, ადგა და განყოფილებაში წავიდა, სადაც
შეატყობინეს, რომ ასლანი დაპატიმრებულია, იმიტომ რომ
ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. და რა
გამოვიდა? ადგა, ჩაიცვა, ჯიბეში ნარკოტიკი ჩაიდო და
მილიციაში წავიდა, მათ რომ ჩაბარებოდა? ასლანმა
მოასწრო ზურასთვის «გალიიდან» დაეყვირა, რომ რაღაც
ოთახში შეიყვანეს, მაგიდის უჯრიდან მარიხუანა ამოიღეს,
მისცეს და უთხრეს:
– შენი იქნება. იმიტომ რომ ჩეჩნებს არ გავახარებთ.
ყველას აქ ჩაგამწყვდევთ!
არადა ასლანი სიგარეტსაც კი არ ეწევა. 20 ოქტობერს
თავის ოცდამეორე დაბადების დღე ციხეში აღნიშნა.
მოსკოველი ჩეჩნების, გელაგოევების ოჯახში 25
ოქტომბრის დილას მილიციელები შეიჭრნენ. ბინის
პატრონ ალიხანს ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს.
მისი ცოლი მარემი დასახმარებლად «როსტოკინოს»
პოლიციის განყოფილებაში გაიქცა, მაგრამ იქ უთხრეს,
ჩვენი თანამშრომლები არსად გასულანო. მარემმა რადიო
«თავისუფლებაში» დარეკა. ცნობა ალიხან გელაგოევის
გატაცების შესახებ ეთერში გავიდა და საღამოს ალიხანი
გაათავისუფლეს. რაღაცამ იმოქმედა...
ალიხანის თქმით, როდესაც მანქანაში ჩასვეს, თავზე
ტომარა ჩამოაფარეს და გზად პეტროვკისკენ დიდხანს
სცემდნენ – ასე ეწოდება მოსკოვის ქუჩას, სადაც
ცენტრალური საქალაქო მილიციის სამმართველო
მდებარეობს, თან უყვიროდნენ: თქვენ ვერ გვიტანთ,
მაგრამ ჩვენც გვეჯავრებით! ჩვენი განადგურება გინდათ?
ჩვენც გაგანადგურებთ!

პეტროვკაზე ალიხანი აღარ უცემიათ, დიდხანს


არწმუნებდნენ, ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის,
რომ ის «ნორდ-ოსტის» ტერაქტის იდეური ორგანიზატორი
იყო (სტალინის ეპოქაშიც ხომ ზუსტად ასე ხდებოდა).
აღიარებითი ჩვენება წინასწარ იყო დაწერილი, მხოლოდ
ხელის მოწერას საჭიროებდა.
ალიხანმა უარი თქვა. თუმცა თავისუფლების სანაცვლოდ
მაინც აიძულეს, ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომ
«მოსკოვის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში
საკუთარი ნებით მივიდა» და «მათ თანამშრომლებთან
არანაირი პრეტენზია არ გააჩნია».
რასიზმი? დიახ. ჯოჯოხეთი? რა თქმა უნდა. მაგრამ
ამასთანავე ტერორიზმთან ბრძოლის ცინიკური იმიტაცია.
ამიტომაც არც ერთი ციფრის არ მჯერა, რომელსაც
მილიცია «ანტიტერორისტული ოპერაცია გრიგალის»
შეჯამების დროს გვაწვდის ხოლმე: თითქოს
ტერორისტების ამდენი და ამდენი «თანამზრახველი»
დაიჭირეს. ეს ციფრები ყალბია. ყალბები არიან
მილიციელებიც. თავიანთი ყალბი საქმიანობის
საფუძველზე ყალბ ანგარიშებს წერენ.

და ნამდვილი ტერორისტები სად არიან ამ დროს? რას


აკეთებენ? კაცმა არ იცის... ჩვენი მილიცია მათთვის ვერ
იცლის. პუტინი დამნაშავეა იმაში, რომ ქვეყანაში
ნამდვილი მუშაობის სანაცვლოდ სტალინური
თაღლითობა დაბრუნდა.

მილიციაში გამომძიებლები ასე მამშვიდებდნენ, – ჰყვება


ოცდათექვსმეტი წლის ზელიმხან ნასაევი, – არაფერია,
ოთხი წელი ჩაჯდები და მორჩა. იქნებ პირობითიც
მოგისაჯონ. მოაწერე და უფრო მოგეშვება...
ზელიმხანი უკვე რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს.
მისი ოჯახი ზელიმხანის უფროს დას, ინას გამოყვა უკან და
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მოსკოვში გადმოსახლდა.

– გცემდნენ მილიციაში?

– რა თქმა უნდა. გამთენიას სამ საათზე მაღვიძებდნენ და


მეუბნებოდნენ «დაპრესვის დროაო». რაღაც მყარი საგნით
თირკმელებსა და ღვიძლში მირტყამდნენ. მთხოვდნენ,
აღიარებითი ჩვენებისთვის ხელი მომეწერა. მე კი უარს
ვამბობდი, ვპასუხობდი:
– მცემეთ, თუ გინდა მომკალით კიდეც. საკუთარ თავზე
არაფერს ავიღებ. მუდმივად მიმეორებდნენ, აქ რატომ
ჩამოხვედი, შენი სამშობლო ჩეჩნეთია, დაჯექი იქ და შენს
ომს მიხედეო. მე კი ვპასუხობდი, რომ ჩემი სამშობლო
რუსეთი იყო და ჩემი ქვეყნის დედაქალაქში ვცხოვრობდი.
ამაზე ძალიან ბრაზდებოდნენ. მდგომარეობიდან რომ
გამოვეყვანე, ერთ-ერთი მილიციონერი მეუბნებოდა, აი, მე
კი, ახლახან დედაშენი ვიხმარეო.

ნეტავ, სცოდნოდა იმ პოლიციელს, ვის დედაზე


ძალადობით მოჰქონდა თავი და აშანტაჟებდა და ვის
სცემდა და აიძულებდა საკუთარ თავზე აეღო დანაშაული,
რომ «ნორდ-ოსტის» შემდგომი «ჩეჩენ კრიმინალებთან
ბრძოლის» ანგარიშით მილიციელების რეიტინგი
გაეზარდა. ან იქნებ კარგიც იყო, რომ არ იცოდა.

როზა ნასაევა, სხვათა შორის, რომანოვების ოჯახის


წევრის, ლეგენდარული რუსი ლამაზმანის მარია-მარიამის
შვილიშვილი, ზელიმხანი კი, შესაბამისად, შვილთაშვილი
იყო. მარია-მარიამი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის
ნათესავია, რომელსაც სამეფო ჯარის ჩეჩენი ოფიცერი
ვახა უგონოდ შეუყვარდა. მასთან ერთად კავკასიაში
გაიქცა, სადაც ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ
მუსლიმანობა მიიღო. მარიამი უწოდეს. ქმარს ხუთი შვილი
გაუჩინა, შემდეგ მეუღლესთან ერთად ყაზახეთში
გადაასახლეს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჩეჩნეთში
დაბრუნდა, სადაც 1960 წელს გარდაიცვალა, იმ დროისთვის
უკვე თითქმის ჩეჩენ წმინდანად იყო ქცეული. მოკლედ,
ლამაზი და კავკასიაში ცნობილი ისტორია რუსულ-ჩეჩნური
სიყვარულის და მეგობრობის შესახებ, მაგრამ ახლა ეს
საქმეს ვერ უშველიდა... იმიტომ, რომ რუსეთის
პოლიციისგან ვერაფერი გადაარჩენდა. მის ძარღვებში
ათი იმპერატორის სისხლსაც რომ ედინა, ზელიმხანსაც
ისევე მოექცეოდნენ, როგორც სხვა დანარჩენ ჩეჩნებს
ექცევიან.
მოსკოვში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც არავის
ვუსურვებდი მოხვედრას, საშინელი ადგილები ქარხნების
უკან, ინდუსტრიულ ზონაში, მაღალი ძაბვის ელექტრო
ხაზების ქვეშ, აი, იქ შეგიძლიათ მიაკვლიოთ ჩეჩნებს,
რომლებიც ჩვენს დედაქალაქში გადარჩენას ცდილობენ.
ფრეზერის გზატკეცილი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.
ასფალტის ვიწრო, მოუწესრიგებელი გზა, რომელსაც
რიაზანის გამზირიდან ბარაკული ტიპის დასახლებისკენ
მივყავართ, სადაც აგურის ძველი ხუთსართულიანი
შენობები დგას, ძნელად რომ მიამსგავსებ საცხოვრებელს.

არც ყოფილა ადამიანების საცხოვრებლად


განსაზღვრული, დოკუმენტების თანახმად, აქ ქარხანა
«ფრეზერის» საამქროებია, რომლებიც ასევე დიდი ხანია
აღარ არსებობს, პერესტროიკასთან ერთად განადგურდა.
მუშახელი დაიშალა, ხელმძღვანელები კი ძველი
საამქროებისა და სხვა დაწესებულებების გაქირავებიდან
შემოსულ თანხაზე ცხოვრობენ. აი, ერთ-ერთ ასეთ, ძველ
და ჭუჭყიან დაწესებულებაში გამოჩნდნენ 1997 წელს
პირველი ჩეჩენი ლტოლვილები. ისინი ჩეჩნეთის პირველ
და მეორე ომებს შორის გაჩენილ კრიმინალურ ანარქიას
გამოექცნენ და მასხადოვისა და ბასაევის
ოპოზიციონერთა ოჯახების წევრები იყვნენ. ქარხანა
«ფრეზერის» ხელმძღვანელებმა ნება დართეს, საკუთარი
ხელით შეეკეთებინათ «საამქროები», საცხოვრებლად
გადაეკეთებინათ და აქ ცხოვრებაში მათთვის ქირა
გადაეხადათ.

დღემდე ჩეჩნები იქ ცხოვრობენ, ნასაევიც ერთ-ერთი


მათგანია. ერთ-ერთი – ოცდაექვსი ოჯახიდან.
ადგილობრივი მილიცია ყველას კარგად იცნობს, აქ არავინ
არავის და ემალება, იმიტომ რომ ამის სურვილი არავის
აქვს – არც გასაქცევი.
როდესაც «ნორდ-ოსტის» ტერაქტი მოხდა, მილიცია
«ნიჟიგოროდსკის» განყოფილებიდან პირველად აქ
მოვიდა და ხალხს აცნობა, რომ ზემოდან «დაშვებულია
გეგმა»– «თითოეული ტერიტორიიდან» თხუთმეტი
დაპატიმრებული ჩეჩენი. ყველა მამაკაცი ოცდაექვსივე
ოჯახიდან ავტობუსში ჩასვეს და დაქტილოსკოპიაზე
წაიყვანეს.

ზელიმხან ნასაევ-რომანოვის უბედურება ის იყო, რომ იმ


მომენტში სახლში არ აღმოჩნდა, კალმების მორიგი პარტია
წაიღო (ოჯახი სახლში კალმებს ამზადებდა) და მომდევნო
პარტიისთვის საჭირო ნაწილები უნდა მოეტანა.

მალე საიმპერატორო ოჯახის შთამომავლებთან ყოფილი


ქარხნის ბარაკში ცალკე მოვიდნენ. უთხრეს, რომ
ზელიმხანი დაქტილოსკოპიაზე მიჰყავდათ და როზა
ნასაევამაც მშვიდად გაუშვა. რამდენიმე საათის შემდეგ,
როცა შვილი სახლში აღარ დაბრუნდა, ანერვიულებული
მშობლები მილიციაში თავად წავიდნენ, სადაც ტიპური
მიზეზი უთხრეს: თქვენს შვილს ჯიბეში ცეცხლსასროლი
იარაღი აღმოაჩნდა. დავაკავეთ.
დავუყვირე: ამის უფლება არ გაქვთ! თქვენ ხომ თავად
წაიყვანეთ, სახლიდან თქვენთან ერთად გავიდა და ჯიბეში
არაფერი ჰქონია! ირგვლივ უამრავი მოწმე იყო! – ყვება
როზა მაგომედოვა, – რაზეც მილიციელებმა მიპასუხეს,
ჩეჩნები მოწმეები ვერ იქნებიანო. ამან ძალიან მატკინა
გული... მაშინ ჩვენ ვინღა ვართ? არ ვართ მოქალაქეები?

იმ ღამეს დედა ხელმოცარული დაბრუნდა სახლში. დილით


კი, როდესაც სამმართველოში მივიდა, უთხრეს: თურმე
მარიხუანითაც ვაჭრობს. ვერაფერს უშველით.
– როდესაც მივედით, კაბინეტში შემიყვანეს, – ჰყვება
ზელიმხანი, – და უცებ ხმა მესმის: ჰეროინით ვაჭრობ! მათ
შორის უფროსს, ხელში პაკეტი უჭირავს და მეუბნება: ეს
უკვე შენია. ხელბორკილებს მადებს, პაკეტს ჯიბეში
მიდებენ. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობ. ისინი კი
მეუბნებიან: მაშინ იარაღიც. ვხედავ, ის, მათ შორის
უფროსი, ჩვრით წმენდს, რომ სხვების თითის ანაბეჭდები
მოაშოროს, ხელში მაჩეჩებს და ოქმში შეაქვს. ხმამაღლა
ვყვირი: არ გაქვთ ამის უფლება. ისინი კი მპასუხობენ:
ნაბრძანებია. გვაქვს უფლება. და თუ ჩვენთან არ
ითანამშრომლებ და არ დათანხმდები დანაშაული
საკუთარ თავზე აიღო, შენი ახლობლებიც შენს გზას
გაყვებიან. ახლა შენს სახლში წავალთ ჩხრეკის ორდერით
და შენი ყუმბარების მეორე ნაწილს იქ ვიპოვით. მოაწერე
ხელი აღიარებით ჩვენებას!

ზელიმხანი ჯიუტობდა და ხელს არაფერს აწერდა.


სცემდნენ და პირდებოდნენ, რომ არც ერთ ადვოკატს არ
შეახვედრებდნენ. გაუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ
ზელიმხანის საქმეში ჟურნალისტები და დუმის დეპუტატი
ასლაბეკ ასლახანოვი ჩაერთნენ. ზის ახლა ზელიმხანი
სახლში, ბარაკში და ღრმა დეპრესია სტანჯავს – კარზე
ნებისმიერი დაკაკუნების ეშინია. დეპრესია მთავარი
მახასიათებელია ყველა ჩეჩენისა, ჩვენ გვერდით რომ
ცხოვრობენ. არ არსებობს არც ერთი ოპტიმისტი ჩეჩენ
ახალგაზრდებსა და ასაკოვნებში. მე არ შემხვედრია.
ყველანი აპათიურები არიან და ცხოვრებისგან მხოლოდ
ცუდს ელიან. ოცნებობენ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე
მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჭრელ, კოსმოპოლიტურ ხალხში
ჩაკარგვისა და მთავარი საიდუმლოს – ეროვნების
დამალვის შანსი არსებობს. ისე ღრმად დამალვის, რომ
ხელი ვერავინ წაავლოს...
– ქვეყანაში მილიციის ანტიჩეჩნური ბაკქანალიაა, – ეს
სვეტლანა განუშკინას, დევნილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი კომიტეტის
«მოქალაქეთა დახმარების» ხელმძღვანელის მოსაზრებაა.
სწორედ ამ კომიტეტს აკითხავს ახლა ხალხი
დახმარებისთვის – ჩეჩნები, რომელთა ნათესავებიდან
ზოგი წაიყვანეს, ზოგს დაქტილოსკოპია გაუკეთეს, ზოგს
ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდეს, ზოგი სამსახურებიდან
გაყარეს, ზოგს დეპორტაციით დაემუქრნენ (რუსეთის
მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთის დედაქალაქიდან?).
ისინი განუშკინასთან მიდიან, იმიტომ რომ სხვა
წასასვლელი არსად აქვთ.

გააფთრებული სახელმწიფო რასიზმის ახალ ტალღას,


რომელსაც ოფიციალურად «ანტიტერორისტული ოპერაცია
გრიგალი» ეწოდება, – აგრძელებს სვეტლანა ალექსეევნა, –
სტარტის მანიშნებელი სიგნალი დუბროვკის თეატრალურ
კომპლექსზე იერიშის მიტანისთანავე მისცეს. ჩეჩნებს
ყრიან სახლებიდან და სამსახურებიდან. ეთნიკური ნიშნით
დევნის მთავარი მეთოდია კრიმინალური საქმეების
გაყალბება ნარკოტიკული ნივთიერებებისა და
ცეცხლსასროლი იარაღების ჩადების გზით. მილიციელებს
თავი «გალანტურებად» მოაქვთ, როდესაც მსხვერპლს
ეკითხებიან: რომელი გირჩევნია, ნარკოტიკი თუ იარაღი?
გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც მაკა შიდაევასნაირი დედა
ჰყავს. და ვისაც არ ჰყავს?..

– და ჩვენ ერი ვართ?


...ერთ ჩეჩნურ ოჯახში სამი ქალიშვილი ჰყავთ. მათ შორის
ერთი მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა, ორი – ვერა.
მშობლებმა ჩარიცხული შვილის პედაგოგს სთხოვეს, რომ
მათი ორი ქალიშვილი, რომლებიც ვერ მოხვდნენ
მუსიკალურ სასწავლებელში, კერძოდ ემეცადინებინა.
მასწავლებელმა ცოტა ხანში უთხრა, რომ ბავშვებს ვეღარ
მოამზადებდა. მუსიკალური სკოლის დირექტორმა
აუკრძალა. მისი თქმით, ეს კულტურის სამმართველოს
ბრძანება იყო, ხოლო თუ მაინც გააგრძელებდა ჩეჩნებთან
სიარულს, სპეციალური ორგანოები მისით პირადად
დაინტერესდებოდნენ.
აი, ეს ვართ ჩვენ... რუსი ხალხის უმრავლესობა ეგუება
სახელმწიფო ქსენოფობიასა და ანტირასისტულ აქციებს
და ასეთ «ანტიტერორიზმს» არ აპროტესტებს. რატომ?
ოფიციალური პროპაგანდა ძალიან ეფექტურად მუშაობს
და საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს პუტინის
მტკიცებას ერის კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ
იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ამ საზოგადოების
ცალკეულმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. ასეთი
პრიმიტიული თეორიების გავრცელება კი ძალიან
ადვილია.

სწორედ ამ ხერხით, რუსეთში, მიუხედავად


რამდენიმეწლიანი ომისა, ტერაქტების, კატასტროფებისა
და დევნილთა ახალ-ახალი ნაკადებისა, დღემდე
აბსოლუტურად გაურკვეველია, სინამდვილეში რა უნდა
ჩვენს მთავრობას ჩეჩნებისგან? უნდათ, რომ ისინი
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ცხოვრობდნენ თუ
არა?
შეჯამებისთვის კი, ერთი უბრალო ისტორია რუსეთში
მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ,
რომლებიც სახელმწიფო ისტორიის მსხვერპლები არიან:

...– სკოლაში შენიშვნას ხშირად გაძლევენ?

– ხშირად, – ამოიოხრებს სირაჯი.


– რისთვის?
– დერეფანში დავრბივარ და დავრბივარ, ვიღაც
აუცილებლად დამეჯახება, მე კი ხურდას ვუბრუნებ, რომ
არავინ დამჩაგროს. მერე მეკითხებიან: შენ დაარტყი?
ყოველთვის გულახდილად ვპასუხობ, რომ – მე. სხვები
ხმას არ იღებენ და შენიშვნას მე ვიღებ.

– იქნებ შენც არ გეპასუხა, გადარჩებოდი.


– არ შეიძლება, – უფრო მძიმედ ამოიხრავს, – გოგო ხომ არ
ვარ. თუ გავაკეთე, ვამბობ, რომ გავაკეთე.
– და იცით, რომ ის ამ გზით ცდილობს, წააქციოს ჩვენი
ბავშვები, რომ რომელიმემ თავი დაარტყას და მოკვდეს?..

ოჰ, ღმერთო, ეს უკვე ბავშვის სიტყვები არ არის, უფროსები


საუბრობენ მასზე ამგვარად – შვიდი წლის ბავშვზე, სირაჯი
დიგაევზე – ეს არის ზრდასრული ქალბატონის, 155-ე
სკოლის მეორე «ბ» კლასის, სადაც სირაჯი სწავლობს,
მშობელთა კომიტეტის წევრის მოსაზრება.
– და იცით, რომ ჩემი შვილი შეწუხებულია იმით, რომ
სირაჯის არასდროს არაფერი აქვს, ჩემს შვილს კი აქვს,
ამიტომ უნდა მისცეს... – ეს იმავე კომიტეტის წევრი მეორე
მშობლის სიტყვებია.
წუხს? და რა არის აქ შესაწუხებელი? თუ გვერდში ვინმეს
რამე არ აქვს, რა თქმა უნდა, უნდა მისცეს.

– ბავშვებს ხელს უშლის! ჩემმა შვილმა ამიხსნა, რატომ


ვერ ჩაინიშნა კლასში საშინაო დავალება. იმიტომ რომ
სირაჯი ისე ხმაურობდა, არაფერი ესმოდა. სირაჯი
გამოუსწორებელია, როგორც ყველა სხვა ჩეჩენი, გაიგეთ! –
დაამატა კიდევ ერთმა მშობელმა.
დაცარიელებულ კლასში საუბარი გრძელდება, მეორე
კლასის მოსწავლეები სახლში წავიდნენ – მშობელთა
კომიტეტი ცდილობს, გადაწყვიტოს, როგორ გააგდონ
სკოლიდან პატარა ჩეჩენი, რომ «ჩვენმა ბავშვებმა
შესაძლო მომავალი ტერორისტისგან ცუდი მაგალითი არ
აიღონ».
შეიძლება იფიქროთ, რომ ხუმრობაა, მაგრამ ეს ფრაზა
მართლა წარმოთქვეს:

– სწორად გაგვიგეთ. მართალია ის ჩეჩენია, მაგრამ ჩვენ


ეროვნებებს კი არ განვარჩევთ, უბრალოდ ჩვენი შვილების
დაცვა გვინდა.
მაგრამ რისგან?.. ერთხელ, ნოემბერში მეორე «ბ» კლასის
მშობელთა კომიტეტმა მშობელთა კრება მოაწყო სირაჯის
მშობლების გასაფრთხილებლად, რომ თუ საჭირო ზომებს
არ მიიღებდნენ ახალ წლამდე და სირაჯი, «მიუხედავად
იმისა, რომ ჩეჩენია» არ გამოსწორდებოდა და დათქმულ
ვადაში ისე მოქცევას არ დაიწყებდა, როგორც ეს
მშობელთა კომიტეტს მართლზომიერად მიაჩნდა, მაშინ
155-ე სკოლის დირექტორს მისი სკოლიდან გაგდების
თხოვნით მიმართავდნენ.
– არა, მიპასუხეთ, ყველანი მოსკოვში რატომ მოიწევენ, –
როგორც იქნა მთავარი სატკივარი ამოთქვა იმავე
კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა უკვე ორი კვირის შემდეგ,
როდესაც ცდილობდნენ აეხსნათ, ასე რატომ გადაწყვიტეს.

და რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ მაინცდამაინც მოსკოვში?


ვინ თქვა, რომ ეს ქალაქი დანარჩენებისგან რამით
განსხვავდება? რა, აქ ისეთი განსაკუთრებული ხალხი
ცხოვრობს, რომ რუსეთის სხვა მოქალაქეების მოახლოება
მათ გუნება-განწყობაზე ცუდად აისახება?
– რატომ გვეუბნებით, რომ მათ უჭირთ? – თითქმის ყვირის
ერთ-ერთი მშობელი, – რატომ არ კითხულობთ, ჩვენ
როგორ გვიჭირს ან რატომ გგონიათ, რომ ჩვენს შვილებს
უფრო მარტივი ცხოვრება აქვთ, ვიდრე მას?
რატომ? სირაჯი 1995 წელს ჩეჩნეთში დაიბადა. მისი დედა
ზულაი, ჯერ კიდევ ფეხმძიმე, ტყვიებისა და ყუმბარების
ქვეშ გამორბოდა. გამორბოდა იმიტომ, რომ სხვა
გამოსავალი არ დაუტოვეს ჩეჩნეთის პირველი ომის დროს.
და დღეს ზულაისთვის ძალიან მძიმეა იმის ყურება, რომ
მართალია 96-ში მოსკოვში გადმოსახლდნენ და მისი ვაჟი
თითქმის მთელი ცხოვრებაა მოსკოველია, მაგრამ მაინც
ჭექა-ქუხილისა და სალუტების დროს ძალიან ეშინია,
იმალება და ტირის, მაგრამ რატომ, ამის ახსნა არ
შეუძლია...

– აჰ, ანუ საკუთარ სახლში ვერ გრძნობენ თავს? – გაისმება


მშობელთა კომიტეტის კიდევ ერთი წარმომადგენლის
გაღიზიანებული ხმა, – ესე იგი, მათი წესებითაც უნდა
ვიცხოვროთ? არა, დიდი მადლობა!
საქმე ის იყო, რომ ალვიმ, სირაჯის მამამ, რომელმაც
მოისმინა ყოველივე, რისი თქმაც მისთვის მშობლებს
უნდოდათ, თავადაც ითხოვა სიტყვა. გაბედა, გაეზიარებინა
მათთვის საკუთარი ტკივილი, შეეცადა, აეხსნა, რომ მათ
მოსკოვურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის,
რომ პოლიციელი ბავშვების თვალწინ მამას უშვერი
სიტყვებით აგინებს, შემდეგ ჩექმებით შედის მათ ოთახში,
მამას კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ბავშვები ამ
ყველაფერს ხედავენ.
ალვის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც მისი ოჯახი აქ
ცხოვრობს და არა ჩეჩნეთში ისაა, რომ მისი შვილები
განათლებას საომარ პირობებში არ იღებდნენ. ზულაი კი,
პედაგოგ-მათემატიკოსი აქ ბაზარში ყიდის, ისე რომ
ვაჭრობის არაფერი გაეგება, ღამღამობით კი ერთად
ქათმის კოტლეტებს ამზადებენ, რომ დილით გასაყიდად
გაიტანონ. მისი და ზულაის ცხოვრება მხოლოდ ბავშვებზეა
აწყობილი, ოღონდაც მათ კარგი განათლება მიიღონ.
– არა, უყურე! სახლი მაინცდამაინც მოსკოვის ცენტრში
უნდათ, ბინაში ხუთას დოლარს იხდიან! – ასეთი
კომენტარი გააკეთა კომიტეტის წევრი, ერთ-ერთი მამის
ბოხმა ხმამ.

– ჩვენ არ გვინდოდა, რომ ჩვენს შვილს ასეთთან ერთად


ესწავლა, – მსგავსი სიტყვებიც მოისმინეს იმ დღეს სირაჯის
მშობლებმა და, რა თქმა უნდა, ეწყინათ. თქვენ არ
გეწყინებოდათ?
– რა, არ გვაქვს ამის უფლება? – წამოიყვირა მშობელთა
კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა.
რა თქმა უნდა, უფლება გაქვთ, მაგრამ ვინ თქვა, რომ თქვენ
სკინჰედები არ ხართ? თანაც ყველაზე ნატურალური?

ნამდვილად ღირს გავიხსენოთ გასული საუკუნის ერთი


ძველი ისტორია. იქაც ყველაფერი ასე დაიწყო, უბრალოდ
სხვაგვარად დასრულდა. როდესაც დანიაში ფაშისტები
მოვიდნენ, ყველა ებრაელს უბრძანეს, ყვითელი
ვარსკვლავი ეტარებინათ, რომ ამით სხვებისგან
გამორჩეულიყვნენ... და მაშინ ყვითელი ვარსკვლავი
დანიის ყველა მოქალაქემ მიიმაგრა, იმისთვის, რომ
ებრაელებიც გადაერჩინათ და საკუთარი თავიც – თავადაც
ფაშისტებად რომ არ ქცეულიყვნენ. მეფეც მათ გვერდით
იდგა.
ჩვენთან, მოსკოვში კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.
როდესაც ხელისუფლება ჩვენ გვერდით მცხოვრებ ჩეჩნებს
დაერია, ჩვენ მათი სოლიდარობის ნიშნად ყვითელი
ვარსკვლავი არ გვიტარებია. პირიქით, სრულიად
საპირისპირო პოზიცია დავიკავეთ, ყველაფერს ვაკეთებთ
იმისთვის, რომ სირაჯის თავისი დევნილობის შეგრძნება
მუდამ თან სდევდეს.
ჩემი თხოვნით ბავშვი თავისი რუსული ენის რვეულს
მაჩვენებს. მისი ნიშნები ორიდან სამამდე მერყეობს.
სირაჯი უსუფთაოდ წერს, ამის შესახებ რვეულის თითქმის
ყველა გვერდზე ახსენებს ელენა დმიტრიევნა, მისი
პირველი დამრიგებელი და შენიშვნის თითოეულ სიტყვას
გაწაფული კალიგრაფიით წერს (მასწავლებლის
ოცდათხუტმეტწლიანი სტაჟი აქვს და მთლიანად
დაწყებით სკოლაში).

ელენა დმიტრიევნამ არ აუბა მხარი მშობელთა კომიტეტს,


რომელსაც ჩეჩენი ბავშვის თავიდან მოშორება სურდა.
თუმცა, არც «ყვითელი ვარსკვლავი უტარებია» –
კატეგორიულად არ აუკრძალავს. არადა, მას შეეძლო ამის
გაკეთება – დიგაევების ოჯახის დევნის შეჩერება.
სირაჯი ბზრიალასავით ტრიალებს. საერთოდ არ უნდა,
რუსულის რვეული მაჩვენოს, ამიტომ ცდილობს ათასნაირი
ეშმაკური გზით, მათემატიკის რვეულით შემიცვალოს,
იმიტომ, რომ მათემატიკაში ბევრად უკეთ აქვს საქმე.
სირაჯი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც მშვიდად ჯდომა
არ შეუძლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძალიან უნდა,
საუკეთესო იყოს. და სხვანაირი რატომ უნდა იყოს?
მორცხვი და თავჩაქინდრული, როგორც ეს მშობელთა
კომიტეტს სურს, მხოლოდ იმიტომ რომ სირაჯი ჩეჩენია?
მათემატიკის რვეულიც მალე ბეზრდება. მპირდება, რომ
«ხმალს და ადამიანს» დახატავს და დიდი სისწრაფით
გადის ოთახიდან. მალევე ნახატების რვეული მოაქვს,
რომელშიც ვიღაც ძლიერი, კუნთებიანი კაცის კონტურები
დაუხატავს «ბეჭდების მბრძანებლიდან» და «ხმალი
სინათლესთან ერთად». სინათლე სირაჯისთვის ყვითელი
ფანქრით გაფერადებული რაღაც ლაქაა. და ვინ თქვა, რომ
სინათლის დასახატად რამე წესები არსებობს?
– იცით, ჩვენ მისთვის მხოლოდ სიკეთე გვინდოდა, – ასე
განაცხადეს მეორე «ბ» კლასის მშობლებმა, როდესაც
გაიგეს, რომ პატარა ჩეჩენი ბიჭის წინააღმდეგ «ნორდ-
ოსტის» მოვლენებისადმი საზოგადოებრივი განწყობის
კვალდაკვალ მათ მიერ ორგანიზებული კამპანიით
ჟურნალისტები დაინტერესდნენ. – მხოლოდ სიკეთე...

მაგრამ სირაჯი დაიჯერებს ამ «სიკეთეს»? ის ხომ მართლა


ჩხუბობს შესვენებებზე. ხატვის გაკვეთილებზეც
საღებავებს კედლებზე უსვამს. და კლასელებსაც ეჯახება.
და რაც უფრო ხშირად იქცევა ასე, მით მეტად
აგრძნობინებენ, რომ მეორე «ბ» კლასისთვის სრულიად
უცხოა.
აი, ასეთია ჩვენი ყოველდღიური ყოფა «ნორდ-ოსტის»
შემდეგ. თვეები გავიდა და რუსებისთვის თანდათანობით
ნათელი გახდა, რომ ამ საზარელ ტრაგედიას დადებითი
მხარეებიც აქვს. დიახ, დიახ, დადებითი მხარეები აქვს
ბევრისთვის და განსხვავებული მიზეზების გამო.
დაწყებული პრეზიდენტიდან თავისი ბუნებრივ-ხალხური
ცინიზმით, რომელმაც ამ დაშინებითა და მისი
მომაკვდინებელი შედეგებით საერთაშორისო
დივიდენდები მოიმკა. ასევე რუსეთის შიგნით,
პიარმიზნების გამო არც სისხლისღვრისთვის შეუშლია
ხელი.
დამთავრებული სასკოლო უთანხმოებებითა და მილიციის
რიგითი თანამშრომლებით, რომლებიც სიამოვნებით
აძლიერებენ თავიანთ «ანტიტერორისტულ» ანგარიშს
ახალი წლისთვის პრემიების მისაღებად. «ნორდ-ოსტის»
ტრაგედიის შემდეგ დაწყებული აღვირახსნილი
ანტიჩეჩნური შოვინიზმი და დარბევები პრაგმატულ,
მტკიცე რასიზმში გადაიზარდა.
... – რა ვქნათ, ხელში იარაღი ავიღოთ? – კითხულობს ჩეჩენი
მამაკაცების ნაწილი და ისმის, როგორ ღრჭიალებენ მათი
კბილები უძლურებისგან.

– მორჩა, მეტი აღარ შემიძლია, – ყვირიან მეორენი და თავს


კალთაში ჩარგავენ. ეს, რა თქმა უნდა, სისუსტეა, რისი
უფლებაც არ აქვთ – მათ ხომ შვილები შეჰყურებენ. როგორ
უნდა მოიქცნენ?

7. აკაკი აკაკიევიჩ პუტინ II


დიდხანს ვფიქრობდი იმის შესახებ, რატომ ვარ პუტინის
მიმართ ასეთი არატოლერანტული, იმდენად არ მიყვარს,
რომ მის შესახებ წიგნის დაწერაც კი გადავწყვიტე? არც
მისი ოპენენტი, არც პოლიტიკური კონკურენტი, უბრალოდ
რუსეთში მცხოვრები რიგითი მოქალაქე ვარ.
ორმოცდახუთი წლის მოსკოველი ქალი, რომელიც გასული
საუკუნის 70-80-იან წლებში კომუნიზმის ლპობას, მთელი
მისი უკუღმართობებით, მოესწრო – ახლა კი ძალიან არ
მინდა, ისევ იქ დავბრუნდე.
წიგნის წერას 2004 წლის 6 მაისს ვამთავრებ – შეგნებულად
სწორედ 6 მაისს. 14 მარტის არჩევნების გასაჩივრებას
სასწაულები არ მოჰყოლია. ოპოზიცია ყველაფერზე
დათანხმდა და თავი დახარა. ამიტომაც ხვალ პუტინ
მეორის ინაუგურაციის დღეა, რომელიც ხელისუფლების
სათავეში ამომრჩევლების ხმათა უპრეცენდენტო
რაოდენობით მოვიდა – სამოცდაათ პროცენტზე მეტი. და
რომც ჩავთვალოთ, რომ აქედან ოცი პროცენტი
გაყალბებულია, რუსეთის პრეზიდენტობისთვის მაინც
საკმარისი ხმები დარჩება.

სულ რამდენიმე საათიც და 2004 წლის 7 მაისი დადგება და


პუტინი, საბჭოთა კაგებეს ტიპური პოდპოლკოვნიკი,
რომელსაც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ოფიცრის
მანერები აქვს და ამიტომ საკუთარ მეგობრებსაც კი
პროფესიულად უთვალთვალებს, შურისმაძიებლურად
(ინაუგურაციაზე არც ერთი ოპოზიციონერი, არც ერთი
პოლიტიკური პარტია, რომელსაც პუტინისთვის ფეხი არ
აქვს აწყობილი, არ დაუპატიჟიათ), პატარა, გოგოლისეული
აკაკი აკაკიევიჩი – სწორედ ეს ადამიანი ხელახლა
დაიდგამს რუსეთის გვირგვინს.

ბრეჟნევი უსიამოვნო ფიგურა იყო. ანდროპოვი –


სისხლიანი, თუმცა დემოკრატიის ელფერი დაჰკრავდა.
ჩერნენკო სულელი იყო. გორბაჩოვი რუსებს არ
მოსწონდათ. ბორის ელცინი კი გვაშფოთებდა –
გვეშინოდა, სადამდე მიგვიყვანდა მის მიერ გადადგმული
ნაბიჯები.
და აი, – შედეგი. ხვალ 7 მაისია, მათი დამცველი
ოცდამეხუთე ეშელონიდან, რომელიც კორდონში უნდა
იდგეს, როდესაც VIP კორტეჟი ჩაივლის, ეს აკაკი აკაკიევიჩ
პუტინი, კრემლის სამეფო დარბაზში წითელ ხალიჩაზე
გაივლის. თითქოს მართლაც ყველაფრის ბატონ-პატრონი
იყოს. გარშემო სამეფო ოქრო იბზინებს, მსახურები
მორჩილად გაიღიმებენ, თანამებრძოლები – კაგებეს
ყოფილი დაბალრანგიანი თანამშრომლები, რომლებმაც
მნიშვნელოვანი თანამდებობები პუტინის წყალობით
მიიღეს, თვითკმაყოფილები გაიჯგიმებიან.

ალბათ, სწორედ ასე გაბღენძილი მიაბიჯებდა ლენინიც,


როდესაც 1918 წელს, რევოლუციის შემდეგ, დაპყრობილ
კრემლში მივიდა. ოფიციალური კომუნისტური ისტორიის
(სხვა არ გვაქვს) მიხედვით: თითქოს მოკრძალებულად
მიაბიჯებდა... სინამდვილეში კი ამაყად შედგა ფეხი და
გაიფიქრა: აი, აქ ვარ, მოკრძალებული, გეგონათ, არაფერი
შემეძლო – არადა, ყველაფერს მივაღწიე, რუსეთი წელში
გადავტეხე, ისე, როგორც მე მსურდა, ვაიძულე, ერთგულება
შემოეფიცათ.

ჩვენი ამჟამინდელი კაგებეს აგენტი ზუსტად ასე შეაბიჯებს


ხვალ კრემლში, შეაბიჯებს და შურს იძიებს.
მაგრამ ცოტა ხნით უკან გადავინაცვლოთ.

2004 წლის 14 მარტს სხვა კანდიდატებისთვის


გამანადგურებელი ხმათა რაოდენობით პუტინი მეორედ
გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ჩვენს ქვეყანაშიც და მის
ფარგლებს გარეთაც მის მეორედ გაპრეზიდენტებას
წინასწარმეტყველებდნენ, განსაკუთრებით 2003 წლის 7
დეკემბრის შემდეგ, როდესაც მთელი დემოკრატიული და
ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც კი ქვეყანაში
არსებობდა, საპარლამენტო არჩევნებში განადგურდა.
ამიტომაც 14 მარტის არჩევნების შედეგებს არავინ
გაუოცებია. გვყავდა საერთაშორისო დამკვირვებლებიც,
მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. თავად არჩევნების
დღე, საბჭოთა ავტორიტარულ-ბიუროკრატიულ სტილში
«ნების გამოხატვის» – რომლის დავიწყება ჩვენში ჯერ
კიდევ ვერ მოასწრეს – თანამედროვე რიმეიკს
წარმოადგენდა. მეც მათ რიგებში ვარ. მაშინ ასე იყო:
მიხვიდოდი, ყუთში ბიულეტინს ჩააგდებდი და არ ჰქონდა
მნიშვნელობა, ვისი გვარები ეწერა ბიულეტინზე –
შედეგები მაინც წინასწარ იყო ცნობილი...

და იმან, რომ საბჭოთა სტილი ჯერ კიდევ ახსოვდათ, 2004


წლის 14 მარტს ინერტულობისგან ვინმე დაიცვა? არა.
მორჩილად მიდიოდნენ, ყრიდნენ ბიულეტინებს ყუთებში
და მხრებს იჩეჩავდნენ: «ჩვენ რა შეგვიძლია». საბჭოთა
კავშირი დაბრუნდა და «ჩვენზე არაფერია
დამოკიდებული».

14 მარტს დიდხანს ვიდექი საარჩევნო უბნის ზღურბლთან,


ჩემსავე, დოლგორუკის ქუჩაზე. ეს სახელი ქუჩას ელცინის
მოსვლასთან ერთად დაუბრუნდა, იქამდე კალაევის ქუჩად
იწოდებოდა. კალიაევი მეფეთა დროის ტერორისტი იყო,
რევოლუციონერად მიიჩნეოდა. დოლგორუკი კი თავადი
გახლდათ, მისი სახელი კალაევამდე, ბოლშევიკებამდე
ერქვა ამ ქუჩას.
ვესაუბრებოდი ხალხს, რომელიც ხმის მისაცემად
შედიოდა და პროცედურის შემდეგ მალევე უკან
ბრუნდებოდა – გულგრილები იყვნენ. აბსოლუტურად
გულგრილები პუტინის მეორედ არჩევის პროცესისადმი.
ასე უნდათ? დაე, ასე იყოს... – ამბობდა უმრავლესობა.
მცირე ნაწილი კი ხუმრობდა: დოლგორუკის ქუჩას ალბათ
ისევ კალაევად გადააკეთებენ.

პუტინის მოსვლითა და გაძლიერებით საბჭოთა რევანში


აშკარა ხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ მომხდარა მხოლოდ ჩვენი


დაუდევრობის, აპათიისა და დაუსრულებელი
რევოლუციების მობეზრების გამო. დასავლელ
მხარდამჭერთა გუნდის გამოც მოხდა. მათ შორის
უმთავრესი იტალიელი ლიდერი სილვიო ბერლუსკონია,
რომელიც პირდაპირ შეყვარებულია პუტინზე და მის
მთავარ ევროპელ ადვოკატად მიიჩნევა. ასევე ბლერი,
შროდერი, შირაკი, ოკეანის გადაღმელი უმცროსი ბუშის
გარეშეც გაუჭირდებოდა შორს წასვლა.

ჩვენს «კაგებეშნიკს» კრემლისკენ გზაზე არავინ


გადაღობვია. არც დასავლეთი, არც სერიოზული ოპოზიცია
ქვეყნის შიგნით. და მთელი ე. წ. წინასაარჩევნო კამპანიის
განმავლობაში – 2003 წლის 7 დეკემბრიდან მოყოლებული
2004 წლის 14 მარტამდე – პუტინი დაუფარავად ყველას
დაგვცინოდა.

მთავარი დაცინვა ის იყო, რომ უარი თქვა, ვინმესთან რამე


თემაზე დებატები გაემართა. მან არ ისურვა, გასული
ოთხწლიანი პოლიტიკიდან ერთ პუნქტზე მაინც
გაეკეთებინა განმარტება. არა მხოლოდ ოპოზიციის
წარმომადგენლები ეჯავრებოდა, არამედ თავად სიტყვა
«ოპოზიციაც» კი. საერთოდ არავის არაფერს არ
მოუწოდებდა. აგიტაციას არ ეწეოდა. უბრალოდ, როგორც
საბჭოთა პერიოდშიც ხდებოდა ხოლმე, ტელევიზიები
ყოველდღიურად ყველანაირ პოლიტიკურ რაკურსში
გვაჩვენებდნენ მას – აი, პუტინმა კრემლის კაბინეტში
უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები მიიღო და კვალიფიციური
რჩევები მისცა, როგორ უხელმძღვანელონ ამა თუ იმ
სამინისტროსა თუ უწყებას, რომელსაც ჩინოვნიკები
წარმოადგენდნენ.
საზოგადოება, რა თქმა უნდა, ხუმრობდა: თავი სტალინად
მოაქვს. ისიც «ყველა ბავშვის მეგობარი», «მთავარი
მეღორე», «საუკეთესო მაღაროელი», «ყველა ათლეტის
მეგობარი» და «წამყვანი კინემატოგრაფი» იყო.
მაგრამ ხუმრობა ხუმრობად რჩებოდა. ნამდვილი ემოციები
კი მიწაში იმარხებოდა. ის, რომ დებატები არ იმართებოდა,
სერიოზულად არავის გაუპროტესტებია.
ბუნებრივია, რადგან წინააღმდეგობას არავინ უწევდა,
პუტინი სულ უფრო თავხედდებოდა. ის, რომ პუტინი
არაფერს უწევს ანგარიშს, არაფერზე რეაგირებს და
მხოლოდ თავისი ძალაუფლების შენარჩუნება
აინტერესებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიანაც აქცევს ყურადღებას, ანგარიშსაც უწევს და


დაჟინებით გვაკვირდება მის მორჩილებაში მყოფ ერს. ასე
იმიტომ ხდება, რომ ჩეკისტივით იქცევა და ეს კაგებეს
თანამშრომლის ტიპური მანერაა. თავიდან პირთა ვიწრო
წრის საშუალებით ინფორმაცია უნდა გაავრცელო. ჩვენს
რეალობაში – დედაქალაქის პოლიტიკური ბომონდის
გზით. ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი ისაა,
განსაზღვრო, როგორი იქნება შესაძლო რეაქცია. თუკი
ინფორმაციის პირველად გავრცელებას რეაქცია არ
მოჰყვება, ან ამორფული იქნება და უნიათო – ესე იგი
ყველაფერი რიგზეა და დაწყებული საქმის გაგრძელება
შესაძლებელია, ჯერ იდეებს გაავრცელებ, შემდეგ კი
შესაბამის მოქმედებაზეც გადახვალ და ყურადღებასაც
აღარავის მიაქცევ.
ახლა კი ორიოდე სიტყვა არა პუტინზე, არამედ ჩვენზე –
რუსეთის საზოგადოებაზე. პუტინელები, ხალხი, რომელიც
ხელს უწყობს მას, დაინტერესებულები არიან, რომ მეორედ
დაიკავოს ტახტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
თავმოყრილი ხალხი, რომელიც რეალურად მართავს
ქვეყანას და არა მთავრობა (აღასრულებს პრეზიდენტის
ნებას) და პარლამენტი (იღებს კანონებს, რომელიც
პრეზიდენტს სურს) – ეს ხალხი დიდი ყურადღებით
ადევნებს თვალს საზოგადოებრივ რეაქციებს. არასწორი
აზრია, რომ მათთვის ეს სულერთია. და ის, რომ ეს ასეა,
ძალიან ბევრს ნიშნავს: მიმდინარე მოვლენებზე
პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. ჩვენი «სამზარეულოს»
(მხოლოდ ჩვენს სამზარეულოებში ნაჭორავები) რეაქცია
პუტინსა და რუსეთით მის ცინიკურ მანიპულაციაზე იმის
გარანტი გახდა, რაც მან ქვეყანას ბოლო ოთხი წლის
განმავლობაში გაუკეთა. სოციალური აპათია, რომელიც
საზოგადოებამ გამოამჟღავნა, საკმარისი არ აღმოჩნდა. და
აი, შედეგიც – პუტინის ინდულგენცია მომდევნო ოთხი
წლის განმავლობაში. ჩვენ მის მოქმედებებსა და
გამოსვლებზე არა მხოლოდ უხალისოდ, არამედ შიშითაც
ვრეაგირებდით. და ხელისუფლებაში დამკვიდრებულ
ჩეკისტებს ჩვენს შიშს ვაჩვენებდით. ამით კი მხოლოდ
ვუმძაფრებდით სურვილს, ცხოველებივით მოგვქცეოდნენ.
კაგებე მხოლოდ ძლიერებს სცემს პატივს, სუსტებს კი
ანადგურებს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. შიში საბჭოთა
ჩეკისტისთვის თაფლია. მათთვის არ არსებობს უკეთესი
საჩუქარი, ვიდრე იმის შეგრძნება, როგორ ცახცახებს
ხალხის მასა, რომელიც საკუთარ ნებას უნდა
დაუმორჩილონ.
ჩვენ გავუკეთეთ ეს საჩუქარი.

დავუბრუნდეთ 2004 წლის თებერვლის ბოლოს. 14 მარტის


წინა პერიოდში – ხელი არ მიბრუნდება, რომ
«წინასაარჩევნო პერიოდში» დავწერო – რაღაც ეტაპზე
კრემლმა იგრძნო, რომ საზოგადოება ცოტა დაღალა
პუტინის თავხედობამ, რომელსაც არც დებატებში ჩართვის
და არც აგიტაციის სურვილი არ ჰქონდა და არც
წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა.
და მაშინ მოდუნებული ელექტორატის
გამოსაფხიზლებლად, 14 მარტამდე ცოტა ხნით ადრე,
პუტინის «ძლიერი ნაბიჯების» შესახებ გამოცხადდა –
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მინისტრთა კაბინეტის
ცვლილება.
თავიდან ყველა განცვიფრდა – რაღაც სისულელეა, რა
ლოგიკა დევს. კონსტიტუციის თანახმად ხომ არჩევნების
შემდეგ მთელი მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს და
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის
ახალი კანდიდატურა გამოაცხადოს, ის კი, თავის მხრივ,
პრეზიდენტს მინისტრთა კანდიდატების საკუთარ სიას
წარუდგენს დასამტკიცებლად... და თუ დავუფიქრდებით,
რატომ უნდა მოიყვანო ახალი მინისტრები ახლა მხოლოდ
იმისთვის, რომ ინაუგურაციის შემდეგ ხელახლა დანიშნო.
რა იყო ამ უაზრო გადაწყვეტილების მიზეზი, რაც
აუცილებლად გამოიწვევდა იმ ხელისუფლების
პარალიზებას, რომელიც უამისოდაც სამუშაო დროის დიდ
ნაწილს საკუთარი პირადი, კომერციული და კორუფციული
გადაწყვეტილებების მიღებას უთმობდა?

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ


ცვლილებამდე ერთი თვით ადრე მინისტრთა კაბინეტის
დათხოვნა სულელური აქცია იყო, საზოგადოების
გამოცოცხლება ნამდვილად გამოუვიდათ: პოლიტიკური
ბომონდი ამოძრავდა, გამოცანამ «ვის დანიშნავს პუტინი»
ტელეეეთერები შეავსო, პოლიტოლოგებს
დისკუსიებისთვის თემა მიეცათ, პრესას – საწერი მასალა
«წინასაარჩევნო კამპანიის» ფარგლებში, იმიტომ რომ
იქამდე დასაწერი არაფერი იყო.
ამგვარ პოლიტიკურ გამოფხიზლებაში ერთმა კვირამ
გაიარა, რომლის დროსაც პუტინის პოლიტიკური
სტრატეგები ყოველდღიურად ეფიცებოდნენ ხალხს
ტელეეკრანებიდან, რომ პუტინმა ეს მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ გააკეთა, რომ «აბსოლუტურად პატიოსანი იყოს
თქვენ წინაშე», სურს 14 მარტამდე წარმოაჩინოს საკუთარი
კურსი.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებამ დაიჯერა – მისმა დიდმა
ნაწილმა. ალბათ, დაახლოებით ორმოცდაათი-
ორმოცდაათზე პროცენტული შეფარდებით. ის ნახევარი,
რომელსაც სჯეროდა ამ ტყუილის, სულელური
არგუმენტაციის და მიესალმებოდა კიდეც,
განსაკუთრებული მახასიათებლით გამოირჩეოდა: პუტინი
უყვართ და სჯერათ მისი გაუცნობიერებლად,
ირაციონალურად, ფანატიკურად, დაუფიქრებლად –
სჯერათ და მორჩა.

ახალი პრემიერის დანიშვნამდე ერთი კვირით ადრეც


იგივე მოხდა – პუტინისადმი «სიყვარულის» ჩვეული
დემონსტრირება – ბრმად სჯეროდათ მისი სერიოზული
განზრახვების და დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ
კაბინეტის ცვლილების შესახებ გამოცხადებული
იდეოლოგიის აშკარა ლოგიკურ შეუსაბამობებს.

და მართლაც, პირველი სიყვარულის მსგავსად, ბრმად


უნდა გჯეროდეს, თუკი უეცრად ელემენტარული შეკითხვა
არ გაგიჩნდა: რა უშლიდა ხელს პუტინს, საკუთარი კურსის
წარმოსაჩენად მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაზე
ნაკლებ დრამატული სცენარი აერჩია, რისთვისაც მას
უამრავი საშუალება ჰქონდა? მაგალითად, მონაწილეობა
მიეღო იმ საჯარო დებატებში, სადაც ოპონენტთან
პირისპირ საკუთარ შეხედულებებს დაიცავდა. კურსის
დემონსტრირებისთვის რა საჭიროა მთავრობის
ცვლილება?
მინისტრთა კაბინეტის გადაყენებიდან ერთი კვირის
შემდეგ ხალხს ტელეეკრანებიდან პირდაპირ
ეუბნებოდნენ, რომ 14 მარტზე არაფერია დამოკიდებული,
ყველაფერი გადაწყვეტილია, პუტინი აუცილებლად
გაიმარჯვებს, იქნება პუტინი, მხოლოდ პუტინი და არავინ
პუტინის გარდა. ის ჩვენთვის ყველაფერია, კეთილია,
ყველაზე ფიქრობს. მეფეა. ხალხო, შენ ხომ გიყვარს
კეთილი მეფეები?
თანაც როგორ გვიყვარს.

არგუმენტაცია, რომ «მას სურს, საკუთარი კურსი


არჩევნებამდე წარმოაჩინოს, იმიტომ რომ საზოგადოება
წინდაწინვე საქმის კურსში ჩააყენოს», ერთი კვირის
შემდეგ პიარის მესვეურებმა ასე შეცვალეს: «მას სურს,
საკუთარი კურსი არჩევნებამდე წარმოაჩინოს, იმიტომ რომ
იქნება მხოლოდ ის», და რადგანაც მხოლოდ ის იქნება «რა
მნიშვნელობა აქვს 14 მარტამდე შეცვლის თუ 14 მარტის
შემდეგ»...

ამის შემდეგ იყო ახალი პრემიერის წარდგენის დღე,


რომელიც ისე მოაწყვეს, რომ ოპერაში მთავარი არიის
შემსრულებელი გმირის გამოსვლას დაემსგავსა: აი,
სადაცაა, დილისთვის წარადგენს, ორ საათში, ერთ საათში,
დარჩა ათი წუთი... და აი, ვისაც წარადგენს,
გვარწმუნებდნენ ტელეეკრანებიდან, შესაძლოა 2008 წელს
მისი მემკვიდრე გახდეს...

რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბუჩად ასაგდები


არ გახდე – ცუდად დამთავრდება, დაგცინებენ,
ანეკდოტებს მოგიგონებენ და ბოლოს ბრეჟნევად იქცევი.
როდესაც პუტინმა ახალი პრემიერის გვარი გამოაცხადა,
მისი მომხრეებიც კი იცინოდნენ. ყველა მიხვდა, რომ
კრემლმა ძალიან ცუდი კომედია დადგა. აღმოჩნდა, რომ
პუტინმა პოსტიდან ერთადერთი, პრემიერი მიხაილ
კასიანოვი გადააყენა. «ძლიერი ნაბიჯი» წვრილმანი
პირადი ანგარიშსწორება აღმოჩნდა, რომელიც პიარ
მეთოდების გამოყენებით დიდი რუსეთის შესახებ ათასი
სულელური რიტორიკით შეფუთეს.
ფაქტობრივად, ყველა მინისტრი თავის ადგილას დარჩა.
წავიდა მხოლოდ კასიანოვი, რომლის მიმართაც პუტინს
უკვე რამდენიმე თვეა, დიდი ბოღმა დაგროვებოდა.
კასიანოვი ელცინის ეპოქის მემკვიდრეობა იყო. რუსეთის
პირველმა პრეზიდენტმა ტახტზე აყვანისას მეორე
პრეზიდენტს სთხოვა, კასიანოვისთვის ხელი არ ეხლო.

სწორედ პრემიერი კასიანოვი – ელცინის კაცი, რუსული


პოლიტიკის უმაღლესი წრეებიდან ერთადერთი იყო,
რომელიც ოლიგარქ-ლიბერალის, მიხაილ ხადარკოვსკის
დაპატიმრებისა და მისი ნავთობკომპანია «იუკოსის»
განადგურების წინააღმდეგ გამოვიდა. «იუკოსი» ყველაზე
გამჭვირვალე კომპანია იყო ჩვენს კორუმპირებულ
ქვეყანაში. ამ კომპანიამ პირველმა აღიარა აუდიტის
საერთაშორისო სისტემა, მუშაობდა მსოფლიო ფინანსური
პრინციპებით, ანუ «სუფთად» და თავისი ყოველწლიური
შემოსავლის ხუთი პროცენტით აფინანსებდა მსხვილ
უნივერსიტეტს, ბავშვთა სახლებს და დიდ
საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

მაგრამ კასიანოვი იმ ადამიანის მხარეს დადგა, რომელიც


პუტინმა საკუთარი მტრების რიგებში ჩარიცხა იმიტომ, რომ
ხადარკოვსკი დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა ქვეყნის
დემოკრატიულ ოპოზიციას – პირველ ყოვლისა, პარტია
«იაბლოკოსა» და მემარჯვენე ძალთა გაერთიანებას.
პუტინის პოლიტიკური გაგებით, ხადარკოვსკის
შეწირულობები სერიოზული პირადი შეურაცხყოფა იყო.
პუტინს არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს, რომ მას არ
ესმის, რას ნიშნავს დისკუსია. მით უმეტეს – პოლიტიკური.
პუტინის აზრით, რანგით ქვემდგომი არ შეიძლება
ზემდგომს ეკამათებოდეს. და თუკი ქვემდგომი საკუთარ
თავს ამის უფლებას აძლევს, ესე იგი, ის მტერია. პუტინს
ასეთი შეხედულება იმიტომ კი არ აქვს, რომ დაბადებით
ტირანი და დესპოტია, უბრალოდ ის ასე აღზარდეს. ეს
ყოველივე მას კაგებემ ჩაუნერგა, რომლის სისტემა პუტინს
იდეალურად მიაჩნია, რაც ასევე არაერთხელ საჯაროდ
განუცხადებია. ამიტომ, როგორც კი ვინმე არ ეთანხმება,
პუტინი კატეგორიულად მოითხოვს, «შეწყდეს ისტერიკა».
აქვე ირკვევა, რა მიზეზით თქვა უარი წინასაარჩევნო
დებატებზე – ეს მის ბუნებაში არ ზის, მისთვის დიალოგის
ფორმა მიუღებელია, ამის უნარი არ აქვს. მისი სტიქია
მონოლოგია. სამხედრო მაგალითი მოვიყვანოთ: სანამ
«ქვემდგომი» ხარ, მდუმარება გევალება. როგორც კი
«ზემდგომი» ხდები, საუბარს იწყებ, ოღონდ მონოლოგის
რეჟიმში, ამ დროს კი «ქვემდგომები» ვალდებული არიან,
ისეთი სახე მიიღონ, თითქოს ყველაფერში გეთანხმებიან.
ასეთია იდეოლოგიური დედოვშინა, რომელსაც, როგორც
ხადარკოვსკის შემთხვევაში მოხდა, ფიზიკურ
განადგურებამდე მივყავართ.

მოდით, მთავრობის ცვლილების თემას დავუბრუნდეთ.


კასიანოვი გააგდეს, დანარჩენი მინისტრები თავიანთ
სკამებს დაუბრუნდნენ – პრემიერად კი პუტინმა საზეიმო
ვითარებაში მიხაილ ეფიმოვიჩ ფრადკოვი დაასახელა. ეს
ადამიანი ბოლო ხანებში ჩუმად იჯდა ბრიუსელში –
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ევროპულ
ინსტიტუციებში. გაურკვეველი, თავაზიანი და
არადასამახსოვრებელი ბატონი ვიწრო მხრებითა და დიდი
უკანალით ფედერალური მინისტრი იყო (სხვათა შორის, ის,
რომ ქვეყანას ასეთი მინისტრი, ფრადკოვი ჰყავდა, ხალხმა
მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღეს შეიტყო, რაც,
ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს თუ დავეყრდნობით, ნიშნავს,
რომ ფრადკოვი ჩუმი წარმომადგენელია იმავე
ორგანოებისა, რომელსაც პუტინმა თავისი შეგნებული
ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნა).
ფრადკოვის დანიშვნაზე ხალხს გაეცინა. პუტინმა კი,
თავისი «პრინციპული» არჩევანიც კი განმარტა: მინდა
თქვენ წინაშე მართალი ვიყო და არჩევნებამდე ისე
მივიდე, რომ ერმა იცოდეს, ვისთან ერთად ვიმუშავებ და
ვისთან ერთად ვიბრძოლებ ჩვენი უმთავრესი მტრის –
კორუფციისა და სიღარიბის – წინააღმდეგ.

ხალხის ორივე ნაწილი – ისიც, ვინც პუტინის მხარდამჭერი


იყო და ისიც – ვინც მოწინააღმდეგე, დაცინვას
აგრძელებდა. ცუდი კომედია ყველას თვალწინ
გრძელდებოდა. თუკი ქვეყანა ფრადკოვს არ იცნობდა,
ბიზნესის სამყაროს ის ძალიან კარგად ახსოვდა. ის
საბჭოთა ნომენკლატურის ტიპური წარმომადგენელია,
რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე,
კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული დღემდე,
ჩინოვნიკის ერთი სავარძლიდან მეორეში გადაჰყავდათ,
მიუხედავად სპეციალობისა და მისი ცოდნისა, ტიპური
«ჩვენი ხელმძღვანელია», რომლისთვისაც სულერთია, სად
მართავს, მთავარია მართოს. როდესაც ფრადკოვი
ფედერალური საგადასახადო ინსპექციის სამსახურის
დირექტორი იყო, მას ყველაზე კორუმპირებული
დაწესებულების სახელი ჰქონდა გავარდნილი, სადაც
ჩინოვნიკები ყველაფერში ქრთამს იღებდნენ, ნებისმიერ
ცნობასა და კონსულტაციაში, რის შედეგადაც, საბოლოოდ,
უწყების ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ფრადკოვი კი,
საბჭოთა ნომენკლატურის ტრადიციისამებრ, არ
გაანაწყენეს და ამჯერად ბრიუსელში გადაიყვანეს.
პუტინის მიერ პრემიერ-მინისტრად ხელდასმული
ფრადკოვი მეორე დილას სასწრაფოდ ჩამოვიდა
ბრიუსელიდან მოსკოვში და ხალხს ისევ მიეცა
მხიარულების საფუძველი – ფრადკოვმა, პრემიერ-
მინისტრის რანგში, აეროპორტში თავის პირველ
ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის, როგორ უნდა იყოს
პრემიერ-მინისტრი, არც საკუთარი პროგრამა აქვს,
მისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო, ამდენად
ელოდება განკარგულებებსა და ინსტრუქციებს.

კრემლის კონტროლქვეშ მყოფმა დუმამ კი ფრადკოვის


კანდიდატურა მნიშვნელოვანი უმრავლესობით დაამტკიცა,
იმ მოტივით, რომ «აღესრულებინათ ჩვენი ამომრჩევლების
ნება, რომლებიც ბრმად ენდობიან პრეზიდენტ პუტინს»
(2003 წლის 7 დეკემბრის არჩევნების შედეგად
დაკომპლექტებულ დუმაში, ფაქტობრივად, არ მოიძებნება
პუტინის ოპოზიცია).
თუმცა «ამომრჩევლებმაც» გადაყლაპეს ის, რომ მათ
პრემიერ ფრადკოვს არც პროგრამა ჰქონდა და არც ის
იცოდა, ხვალ რას გააკეთებდა.
დადგა 14 მარტი. ხალხმა არჩევანი გააკეთა. ყველაფერმა
ისე ჩაიარა, როგორც კრემლმა წინასწარ დაგეგმა.
ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა. ჩინოვნიკები
თავიანთ დაუღალავ კორუფციას დაუბრუნდნენ. ჩეჩნეთშიც
ისევ განახლდა მასობრივი მკვლელობები, რაც
არჩევნების პერიოდში მცირე ხნით მიჩუმდა და უკვე
მეხუთე წელია, მშვიდობის მოლოდინში მყოფ ადამიანებს
იმედი გაუჩნდა (2004 წლის მარტი – 1999 წლის შუა
პერიოდში დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომის მეხუთე
წელი). აზიური ტრადიციის მიხედვით, მეორე
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორმა ჩეჩენმა საველე
მეთაურმა დიდი მმართველის ფეხებთან იარაღი დააწყო –
მათი ახლობლები დაიჭირეს და იქამდე არ გამოუშვეს,
სანამ საველე მეთაურებმა არ განაცხადეს, რომ ახლა
პუტინის მხარეს არიან და დამოუკიდებლობაზე არ
ოცნებობენ. ოლიგარქ-პატიმარ ხადარკოვსკის საწარმო
«იუკუსი» დიდი სისწრაფით ნადგურდებოდა. ჩვენთან
ბერლუსკონი ჩამოვიდა – პირველი, რაც გააკეთა, თავის
მეგობარ ვლადიმირს რჩევა ჰკითხა, როგორ მივაღწიო
არჩევნებში სამოცდაათპროცენტიან მხარდაჭერასო.
პუტინს რამე კონკრეტული არ უპასუხია – რომც ერჩია რამე,
ბერლუსკონი მაინც ვერ გაიგებდა. რაც არ უნდა იყოს, ის
მაინც ევროპელია.
ორი ლიდერი ლიპეცკის პროვინციაში გაემგზავრა, სადაც
სარეცხის მანქანების საწარმო გახსნეს და სამხედრო
თვითმფრინავების შოუს დაესწრნენ. პუტინმა
სატელევიზიო ეთერებში მაღალი რანგის ჩინოვნიკების
დატუქსვა განაგრძო. მას ყოველთვის ასე ვხედავთ – ან
კრემლში, თავის კაბინეტში ჩინოვნიკებისგან ანგარიშს
იბარებს ან მონოლოგის რეჟიმში ტუქსავს მათ. ჩანაწერები
პიარის თვალსაზრისით ყოველთვის დაფიქრებით არის
დამონტაჟებულ – არანაირი იმპროვიზაციები და
მოულოდნელობები, ყველაფერი წინასწარ გათვლილი და
განსაზღვრულია.

პუტინი ხალხის წინაშე აღდგომას გამოჩნდა – მისი


მეორედ არჩევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. მის
მხარდამხარ, სამხედრო წყობით – დიდი ცისკრის ლოცვის
დაწყებისას, მოსკოვის ქრისტე მხსნელის ტაძარში,
რომელიც ყოფილი აუზის ადგილას ბეტონით ააგეს –
პრემიერი ფრადკოვი და კრემლის ახალი «რუხი
კარდინალი» დმიტრი მედვედევი, სიმაღლით შესამჩნევად
დაბალი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
იდგნენ. მედვედევი პირჯვრის გადასახვისას ხელით ჯერ
შუბლს ეხებოდა, შემდეგ კი გენიტალიებს. სასაცილო იყო.
შემდეგ პუტინის კვალდაკვალ პატრიარქს საკუთარი
ძმაკაცივით ჩამოართვა ხელი, ნაცვლად იმისა, რომ ხელზე
მთხვეოდა, როგორც ეს საეკლესიო რიტუალის წესია. ამ
დარღვევას პატრიარქი არ იმჩნევდა. კრემლში, პიარის
განყოფილებაში, მართალია, ეფექტურად მუშაობენ,
მაგრამ საეკლესიო საქმეებში გაუნათლებლები არიან,
ამიტომ მოქცევის წესიც ვერ ასწავლეს. პუტინის გვერდზე
მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი იდგა – ქრისტე მხსნელის
ტაძარი სწორედ მან «აღამართინა». პატრიარქი პუტინს
«თქვენო აღმატებულებავ» – ასე მიმართავდა. ამაზე
პუტინის მომხრეებსაც კი აჟრჟოლებდათ. კაგებეს ყოფილი
თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებსაც ახლა
უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები უჭირავთ,
აღდგომის დღესასწაულმა თავისი მნიშვნელობით
საპირველმაისო აღლუმსაც კი გადააჭარბა.
დიდი საცისკრო ლოცვის დაწყება კიდევ უფრო სასაცილო
აღმოჩნდა, ვიდრე პატრიარქისთვის ხელის ჩამორთმევა.
ორივე სახელმწიფო ტელეარხი პირდაპირ ეთერში
აჩვენებდა მხსნელი ქრისტეს ტაძრის გარშემო საზეიმო
ლიტანიობას. მსვლელობაში პატრიარქიც მონაწილეობდა,
მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა. ტრანსლაციის
წამყვანი – მორწმუნე და თეოლოგიურ საკითხებში კარგად
გათვითცნობიერებული ადამიანი ტელემაყურებელს
ლიტურგიის წესებს უხსნიდა, მისი თქმით, შუაღამეს,
მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ტაძრის კარი
დაკეტილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის განასახიერებს
გამოქვაბულის შესასვლელს, სადაც ქრისტეს სხეული
განისვენებდა. მას შემდეგ, რაც თორმეტ საათს
გადასცდება, მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც
ლიტანიობაში მონაწილეობს, ტაძრის კარის გახსნას
ელოდება. კიბის საფეხურზე პირველი პატრიარქი დგას და
ცარიელ ტაძარში შედის, სადაც უკვე აღესრულა ქრისტეს
აღდგომა...

როდესაც პატრიარქმა პირველი ლოცვა წაიკითხა ტაძრის


კართან თორმეტი საათის შემდეგ, კარი გაიხსნა... და იქ
პუტინი აღმოჩნდა. ჩვენი მოკრძალებული პრეზიდენტი...
ფრადკოვთან, მედვედევთან და ლუჟკოვთან ერთად.

ვიტიროთ თუ ვიცინოთ? იუმორის საღამო აღდგომის ღამეს.


რისთვის უნდა გვიყვარდეს ეს არსება? იმისთვის, რომ
რასაც შეეხება, ყველაფერს ანადგურებს?
ზუსტად იმ პერიოდში, 8 აპრილს, პირველად ჩეჩნეთის
ომის დაწყების შემდეგ, ცხრა თვის ტყუპი გოგონები
პატარა ჩეჩნური ხუტორ რიგახიდან, რახიდებად –
სარწმუნოებისთვის წამებულებად გამოაცხადეს.
გოგონები, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ სიარულის
სწავლაც ვერ მოასწრეს. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო: 14
მარტის შემდეგ ჩეჩნეთში მუდმივი სამხედრო ოპერაციები
დაიწყო. სამხედროებმა (ანტიტერორისტული ოპერაციების
სამმართველოს რეგიონალური ოპერატიული შტაბი –
ჩვენთან ასე უწოდებენ) განაცხადეს, რომ ბასაევის დაჭერა
უნდოდათ, «მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო
ოპერაცია ბანდფორმირებების წევრთა
გასანადგურებლად». ბასაევი ვერ დაიჭირეს, მაგრამ 8
აპრილს, დღის ორ საათზე «სამხედრო ოპერაციის»
ფარგლებში ხუტორი რიგახი დაბომბეს. დაიღუპა ყველა,
ვინც იმ მომენტში ხუტორში იყო – დედა ხუთი შვილით.
სურათი, რომელიც ოჯახის უფროსს იმარ-ალი დამაევს
დახვდა, ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი საუკუნოდ
პაციფისტად ან კამიკაძედ აქცევდა. იმარ-ალის 29 წლის
ცოლ მაიდატს, უკვე გარდაცვლილს, კვლავაც გულში
ჰყავდა ჩახუტებული მათი ოთხი წლის ჯანატი, სამი წლის
ჟარადატი, ორი წლის უმარ-ხაჟი და ჩვილი, ცხრა თვის
ზარა. დედის მკლავებმა ვერც ერთი შვილის სიცოცხლე
ვერ გადაარჩინა, ოდნავ მოშორებით ზარას ტყუპისცალის,
ზურას სხეული იყო. მაიდატს არც ხელები და როგორც ჩანს,
არც დრო ეყო საიმისოდ, რომ მოეფიქრებინა, მეხუთე
შვილი როგორღა დაეფარა საკუთარი სხეულით, თავად
ზურამ კი ორი ნაბიჯის მანძილზე გამოცოცება ვერ
მოასწრო. იმირ-ალიმ ყუმბარის ნამსხვრევები შეაგროვა,
რომლის საფუძველზეც აღადგინეს იმ რაკეტის სერია,
რომელმაც ეს ყოველივე ჩაიდინა – 359 ფ 5-90.
ახლობლებმა გარდაცვლილების დასაფლავება დაიწყეს
და მოლამ, მუსლიმმა სწავლულმა მეზობელი სოფლიდან
თქვა, რომ ყველა გარდაცვლილს შაჰიდებად აცხადებს.
ანუ სარწმუნოებისთვის წამებულებად. იმ დღის ბოლოს
ასეც დაასაფლავეს – როგორც შაჰიდები, არ განუბანიათ,
არც ტანსაცმელი გამოუცვლიათ. იმარ-ალი დამაევი ხუთი
შაჰიდის მამა გახდა.
რატომ არ მიყვარს პუტინი? იმიტომ რომ წლები გადის – ამ
ზაფხულს უკვე ხუთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც
ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ
პუტინი პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორც ჩანს, ამას
ბოლო არ ექნება. მაშინ ეს პატარები, რომლებიც
შაჰიდებად გამოაცხადეს, ჯერ კიდევ არ იყვნენ
დაბადებული, სამაგიეროდ, 1999 წლიდან მოყოლებული,
შეტაკებებისა და ტერიტორიების გაწმენდის დროს
დაღუპული არც ერთი ბავშვის მკვლელობა ამ დრომდე არ
გახსნილა, სამართალდამცავ ორგანოებს არ
გამოუძიებიათ, ბავშვების მკვლელებს მათთვის
განკუთვნილი ადგილი განსასჯელის სკამზე არ
დაუკავებიათ. პუტინს ეს არასდროს მოუთხოვია, თუმცა
ბავშვების დიდ მეგობრად მოაქვს თავი. სამხედროები
ჩეჩნეთში ახლაც ისევე იქცევიან, რისი უფლებაც მათ ომის
დასაწყისში მისცეს – თითქოს პოლიგონზე არიან და
გარშემო სიცარიელეა, ტერიტორია გაწმენდილია ხალხისა
და ბავშვებისგან.

ბავშვების მასობრივ მკვლელობას ჩვენი ქვეყანა არ


შეუძრავს. არც ერთ ტელეარხს არ უჩვენებია ჩეჩნეთში
მოკლული ხუთი ბავშვის კადრები. თავდაცვის მინისტრი არ
გადამდგარა დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ პუტინის პირადი
მეგობარია და 2008-ში შესაძლო მემკვიდრედაც კი
განიხილავენ. არც სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური
გადამდგარა თანამდებობიდან. ყველაფერი უცვლელად
დარჩა. უმაღლეს მთავარსარდალს მარტო დარჩენილი
მამისადმი თანაგრძნობის სიტყვა არ წარმოუთქვამს. ჩვენ
გარშემო სამყარო დუღდა. ერაყში ტყვეები დახოცეს.
ქვეყნები და ერები თავიანთი მთავრობისგან და
საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეიარაღებული
ძალების გამოყვანას მოითხოვდნენ, რათა იმ ხალხის
სიცოცხლე გადაერჩინათ, რომლებიც საკუთარ
მოვალეობას ასრულებდნენ. რუსეთი კი დუმდა. ხუთი
ბავშვის მკვლელობა და მათი შაჰიდებად გამოცხადება
ვერ გახდა იმის მიზეზი, რომ არათუ შეიარაღებული
ძალების გამოყვანა მოეთხოვათ, არამედ ნელ-ნელა
მსჯელობა მაინც დაეწყოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება
სინამდვილეში ჩეჩნეთში, იმ მიზნით, რომ მოგვეძებნა გზა
დიალოგისკენ, დემილიტარიზაციისა და ბევრი სხვა
რამისკენ, რაც ომის დასასრულს გარდაუვალია.
რატომ არ მიყვარს პუტინი? აი, ამ ყველაფრის გამო.
უბრალოების გამო, რომელიც ქურდობაზე უარესია.
ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, «ნორდ-ოსტში»
გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების
გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობის
პირველ ვადას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც
ყოფილიყო.

მე ასე ვხედავ. სხვას შეიძლება განსხვავებული ხედვა და


შეხედულება ჰქონდეს. ბავშვების მკვლელობებს ხელი არ
შეუშლია ჩვენი ხალხის მცდელობისთვის, პუტინის
მმართველობის ხანა ათ წლამდე გაეზარდათ. ჩვენთან ეს
ასე კეთდება: კრემლში პიარის ქსელს ვლადისლავ
სურკოვი ქსოვს – პუტინის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ქვეყნის აღიარებული, ყველაზე
ეფექტური პიარ-ოსტატი (პიარი ჩვენთან ასპროცენტიან
სიცრუეს ნიშნავს, ტყუილი – სიმართლის ნაცვლად, სიტყვა
– საქმის) – მისი თაოსნობით ქვეყანაში პუტინის მომხრეთა
ახალგაზრდული ორგანიზაცია იქმნება. ახლა ჩვენთან
მოდაშია კრემლის განკარგულებით პოლიტიკური
მოძრაობების შექმნა. ეს იმისთვის ხდება, რომ დასავლეთი
ჩვენს ერთპარტიულობაში, პლურალიზმის არარსებობასა
და ავტორიტარიზმში არ დაეჭვდეს. და ჩნდება «ერთად
მოსიარულე», «ერთად მომღერალი», «ერთად
სტაბილურობისათვის» ან რაიმე მსგავსი სახის საბჭოთა
პიონერების მსგავსი დაჯგუფებები. პუტინის მომხრეთა
კვაზი-პოლიტიკური მოძრაობების განმასხვავებელი
ნიშანი ისაა, რომ მათ იუსტიციის სამინისტრო, რომელიც
ყოველთვის აფერხებს ვინმეს მიერ რამე პოლიტიკური
ორგანიზაციის ან მოძრაობის შექმნას, ძალიან სწრაფად,
ჩინოვნიკური გაჭიანურებების გარეშე არეგისტრირებს.
შემდეგ კი ეს ახალი მოძრაობა თავის პირველ საჯარო
საქმედ აცხადებს, რომ შეეცდება, საკუთარი რჩეული
პრეზიდენტისათვის მმართველობის პერიოდის
გახანგრძლივებას მიაღწიოს. ეს საჩუქარი პუტინმა 7 მაისს,
თავის ინაუგურაციაზე მიიღო. აპრილის ბოლოს, სულ ერთი
თვის, ლამის 14 მარტს შექმნილი ორგანიზაციის, მოძრაობა
«ერთად სტაბილურობისთვის» (იდეა: პუტინი
სტაბილურობის გარანტი), წევრებმა, მთელი ქვეყნის მიერ
არჩეული საყვარელი მმართველისთვის პრეზიდენტობის
ვადის გახანგრძლივების პროცედურას მსვლელობა
მისცეს. გარდა ამისა, «ჯიბის მოძრაობის» წევრებმა
პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა მოითხოვეს
(ხადარკოვსკის მოწინააღმდეგეები იყვნენ, ესე იგი –
პუტინის მეგობრები). მოსკოვის საარჩევნო კომისიამ,
ცხადია, მაშინვე მიიღო ახალგაზრდა «სტაბილურობის
მოსურნეთა» განაცხადი, სახალხო რეფერენდუმის გზით
პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივების პროცედურის
დაწყების შესახებ.
ასე შევხვდით 2004 წლის 7 მაისს – პრეზიდენტის
ინაუგურაციის დღეს. პუტინმა მოულოდნელად ხელთ
უზარმაზარი ძალაუფლება იგდო და ეს რუსეთისთვის
დამღუპველად გამოიყენა. მე არ მიყვარს ის იმიტომ, რომ
მას ხალხი არ უყვარს. აბუჩად გვიგდებს, ვეზიზღებით.
მხოლოდ საშუალებად აღგვიქვამს. საშუალებად მისი
პირადი სახელისუფლებო მიზნების
განხორციელებისთვის. ამდენად, ფიქრობს, რომ ისე
მოგვექცევა, როგორც მოუნდება, თუ მოისურვებს,
დაგვხოცავს კიდეც. რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ის
კი, შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ზემოთ,
მაგრამ ახლა მეფე და ღმერთია, რომელსაც ქედი უნდა
მოვუდრიკოთ და გვეშინოდეს.
რუსეთში უკვე გვყავდა ლიდერები მსგავსი
მსოფლმხედველობით. და ამას ტრაგედიამდე მივყავდით.
დიდ სისხლისღვრამდე. სამოქალაქო ომამდე. მე კი ეს არ
მსურს. დიახ, არ მიყვარს ტიპური საბჭოთა ჩეკისტი,
რომელიც კრემლში დაფენილი წითელი ხალიჩით
რუსეთის სამეფო ტახტისკენ მიემართება.

პოსტსკრიპტუმი

10 ივლისი ერთი რიგითი დღეა რუსულ კალენდარში. მე კი


იმიტომ ავირჩიე, რომ ამ დღეს ჩემს წიგნში უკანასკნელად
შემეძლო ცვლილებების შეტანა.
გუშინ საღამოს მოსკოვში პოლ ხლებნიკოვი მოკლეს,
ჟურნალ «ფორბსის» რუსული გამოცემის რედაქტორი.
რედაქციის ოფისიდან გამოდიოდა, როდესაც უცნობმა
პირმა დაცხრილა. ხლებნიკოვი იმით იყო ცნობილი, რომ
ჩვენს ოლიგარქებსა და რუსული კაპიტალიზმის
სტრუქტურაზე წერდა, დიდ ფულზე, რომლის დასაკუთრება
მხოლოდ ერთმა ტიპმა მოახერხა. იმავე საღამოს
ვლადივასტოკში სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ყველაზე
სუსტებისა და ღარიბების ცნობილი დამცველი, ვიქტორ
ჩერეპკოვი ყუმბარაზე აფეთქდა. ჩერეპკოვი შორეული
აღმოსავლეთის უმსხვილეს ქალაქ ვლადივასტოკის მერად
იყრიდა კენჭს. წარმოშობით თავადაც ამ ქალაქიდან იყო,
არჩევნების მეორე ტურში გავიდა და გამარჯვების
რეალური შანსი ჰქონდა. გვიან საღამოს საკუთარი
წინასაარჩევნო შტაბის შენობიდან გამოდიოდა, როდესაც
პირდაპირ კართან დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.

მოკლედ, სასწაულებრივი სტაბილურობის ხანა დაგვიდგა.


სამართლის საძიებლად სასამართლოში წასვლა არავის
უნდა. სასამართლოში, რომელიც აბსოლუტური
მიკერძოებულობის განსახიერებაა. არავის მოუვა აზრად,
დახმარება სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვოს, მათი
არავის სჯერა იმიტომ, რომ ტოტალურად
კორუმპირებულები არიან. ლინჩის წესი მეფობს ხალხის
გონებაშიც და მოქმედებებშიც. ლინჩის წესის იდეა –
როგორც ერთადერთი სწორი და ეფექტური – 2004 წლიდან
ბატონობს რუსეთზე. თვალი თვალისა წილ, კბილი
კბილისა წილ. მაგალითს თავად პრეზიდენტი გვაძლევს
ხადარკოვსკის დაპატიმრების კვალდაკვალ უმსხვილესი
ნავთობკომპანია «იუკოსის» განადგურებით. ხადარკოვსკიმ
გააბრაზა. ის კი სამაგიეროს უხდის. მაგრამ, კარგი,
შევეშვათ ხადარკოვსკის პიროვნებას. პუტინი ხომ ამ
უმსხვილესი საწარმოს განადგურებით რუსეთის ბიუჯეტსაც
უხდის სამაგიეროს. «იუკოსის» თანამფლობელები
ხელისუფლებას სთავაზობენ: წაიღეთ ჩვენი წილი, ოღონდ
კომპანიას ნუ გაანადგურებთ. ხელისუფლება კი პასუხობს:
არა, მთლიანად გვინდა. და აი, 9 ივლისს «იუკოს-მოსკოვის»
(«იუკოსის» მმართველი კომპანია) ვიცე-პრეზიდენტად
პუტინი საკუთარ კანდიდატს მუჰამედ ციკანოვს,
ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილ
მოადგილეს, ანიშნინებს. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ
ციკანოვი ციდან მხოლოდ ერთი მისიით ჩამოაფრინეს –
«იუკუსის» პუტინის მიერ შერჩეული ხალხის ხელში
ჩაგდებას უხელმძღვანელოს. ბაზარი დუღს, ინვესტორები
გარბიან, ყველა მეტ-ნაკლებად წარმატებულმა
ბიზნესმენმა, რომელთაც ვიცნობ, მთელი მაისი და ივნისი
იმის ფიქრში გაატარა, როგორ მოეძებნათ გზები საკუთარი
კაპიტალის დასავლეთში გადასაქაჩად.
და მართლებიც იყვნენ. 8, 9, 10 ივლისს ბანკომატებთან
კილომეტრიანი რიგები დადგა. ხელისუფლების მხოლოდ
ერთი მინიშნება იმის შესახებ, რომ საბანკო წმენდა
იწყებოდა და ესა თუ ის ბანკი შეიძლება დაეხურათ,
სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ
მომხმარებლებს სამი დღის განმავლობაში ქვეყნის ერთ-
ერთი ყველაზე სტაბილური «ალფა-ბანკის» ანგარიშიდან
ორასი მილიონი დოლარი მოეხსნათ. ცხადია, სხვა
ბანკებიც იმავე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ... და ეს
ყველაფერი მხოლოდ ერთი მინიშნების შედეგად.

იმიტომ რომ ხელისუფლებისგან ყველა მზაკვრობას


მოელის და სინამდვილეში მისი იოტის ოდენადაც კი
არავის სჯერა. სამ დღეში გატანილი ორასი მილიონი
გამეფებული «სტაბილურობის» საუკეთესო მაგალითია.
მაგრამ თუ კრემლის იმ სოციოლოგიური სამსახურების
ოფიციალური რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ,
რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მუშაობენ და ამ
ხელშეკრულებების დაკარგვა არ სურთ, პუტინს
არაჩვეულებრივი რეიტინგი და რუსეთის მოსახლეობის
უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. ყველა ენდობა და
იწონებს მის პოლიტიკას.

ბესლანის შემდგომ
2004 წლის 1 სექტემბერს ჩვენთან ბესლანის უპრეცედენტო
ტერაქტი მოხდა და მას შემდეგ ჩრდილო ოსეთის ამ
პატარა ქალაქის სახელი სამუდამოდ ასოცირდება ცხადში
მომხდარ კოშმართან, რომელიც ჰოლივუდურ
წარმოსახვებსაც კი გასცდა.
1 სექტემბრის დილას, ყაჩაღების ინტერნაციონალურმა
რაზმმა ტყვედ იგდო ქალაქ ბესლანის № 1-ლი სკოლა და
ჩეჩნეთის მეორე ომის შეწყვეტა მოითხოვა. ყაჩაღები
სკოლაში ტრადიციული «ლინეიკის» დროს შეიჭრნენ –
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული
ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ჩვენს ყველა
სკოლაში სწორედ ამ დღეს იმართება. ტრადიციულად ასეთ
«ლინეიკებზე» ბავშვები ოჯახებთან ერთად მოდიან –
ბებიებთან და ბაბუებთან, დეიდებთან და ბიძებთან
ერთად. განსაკუთრებულად ის ოჯახები აქტიურობენ,
რომელთაც ბავშვები პირველად მიჰყავთ სკოლაში.

ამჯერადაც სწორედ ეს ხდებოდა, რის გამოც ტყვედ ათას


ხუთასამდე ადამიანი ჩავარდა: სკოლის მოსწავლეები,
მათი დედები, მამები, ძმები, დები, მასწავლებლები და
მათი შვილები...
ის, რაც პირველიდან სამ სექტემბრამდე და ამის შემდგომ
ხდებოდა და ხდება რუსეთში, არა შემთხვევითი, არამედ
ლეგიტიმური მოვლენებია. პუტინის რეჟიმის არსი და
აპოთეოზი – ცალკეული ინდივიდების ძალაუფლებით
ტკბობა, ადამიანის აზროვნებისა და პირადი
ინიციატივების საყოველთაო ჩახშობის ფასად.
1 სექტემბერს სპეცსამსახურებმა და მათთან ერთად
სახელისუფლებო წრეებმა განაცხადეს, რომ სკოლაში
ბევრი ხალხი არ იყო, მხოლოდ 354 ადამიანი.
ტერორისტებმა კი უპასუხეს, რომ, როდესაც ყველაფერი
დამთავრდებოდა, ისინი მართლაც სამას
ორმოცდათოთხმეტნი დარჩებიანო. ნათესავებმა კი,
რომლებიც სკოლის გარშემო შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ
ხელისუფლება ცრუობდა და ტყვედ ათასზე მეტი ადამიანი
იყო ჩავარდნილი.
მაგრამ ნათესავებს არავინ უსმენდა. ცდილობდნენ,
ხელისუფლებისთვის ხმა ბესლანში ჩასული
ჟურნალისტების მეშვეობით მიეწვდინათ – ჟურნალისტები
კი მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
მაშინ ტყვედ ჩავარდნილთა ზოგიერთმა ნათესავმა მათ
ცემასაც კი მიჰყო ხელი.

პირველი დღე მთლიანად და ორი სექტემბრის ნახევარი


ხელისუფლებამ დაუშვებელ შოკსა და დაბნეულობაში
გაატარა – მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, რადგან
კრემლი ამის განკარგულებას არ გასცემდა. ყველა, ვინც
მოლაპარაკებებში ჩართვა გადაწყვიტა, დააშინეს, ისინი
კი, ვინც ყაჩაღებმა მოსალაპარაკებლად მოითხოვეს –
ინგუშეთის პრეზიდენტი ზიაზიკოვი, ჩრდილო ოსეთის
პრეზიდენტი ზასოხოვი, პუტინის მრჩეველი ჩეჩნეთის
საკითხებში ასლახანოვი, ექიმი ლეონიდ როშალი – ან
გასუსულები იყვნენ ან ქვეყნიდან გაიქცნენ. სწორედ იმ
მომენტში გამოიჩინეს სიმხდალე, როდესაც ამის არანაირი
უფლება არ ჰქონდათ. თითოეულ მათგანს თავისი მიზეზი
ჰქონდა, მაგრამ სიტყვებით საქმეს ვერ უშველიდი:
საბოლოოდ კი შენობაში არც ერთი მათგანი არ შესულა.
ასეთი ლაჩრული საქციელის ფონზე, ტყვეთა ნათესავებს
ყველაზე მეტად იმის ეშინოდათ, რომ ყველაფერი იმავე
სცენარით განვითარდებოდა, რაც «ნორდ-ოსტში» მოხდა –
2002 წლის 23-26 ოქტომბერს თეტრალური კომპლექსის
ტერაქტის დროს – ხელისუფლება იერიშს მიიტანდა და
შედეგად უამრავ მსხვერპლს ვერაფრით აცდებოდნენ.
2 სექტემბერს სკოლაში რუსლან აუშევი, ინგუშეთის
ყოფილი პრეზიდენტი მივიდა. აუშევი კრემლის მიერ
გალანძღული პირი იყო, რადგან გამუდმებით ჩეჩნეთის
კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებასა და მშვიდობიან
მოლაპარაკებებს ითხოვდა, რისთვისაც იძულებული
გახადეს, «ნებაყოფლობით» დაეტოვებინა თანამდებობა
და პოსტი კრემლის რჩეულისთვის, კაგებესა და ეფესბეს
გენერალ მურატ ზიაზიკოვისთვის დაეთმო.

აუშევი ბესლანში საზარელი სურათის შემსწრე გახდა,


რასაც მოგვიანებით თავად ჰყვებოდა. ხალხის ტყვედ
აყვანიდან დღენახევარში «ტყვეთა განთავისუფლების
შტაბში» მოხვედრილმა აღმოაჩინა, რომ იქ ჯერაც ვერ
გადაეწყვიტათ, ვინ წასულიყო მოლაპარაკებებზე –
კრემლის თანხმობას ელოდნენ და პუტინის რისხვის
ეშინოდათ. მისი რისხვა პოლიტიკური კარიერის
დასასრულს ნიშნავს. პოლიტიკური კარიერის დასასრული
კი მათთვის ასობით ადამიანის ტანჯვაზე მნიშვნელოვანი
იყო. ისევ ტყვეების დაკარგვა ჯობდა – ამას ყოველთვის
შეაწერ ტერორისტებს. პუტინის წყალობის დაკარგვა კი
თვითმკვლელობის ტოლფასია.

ყველა, ვინც იმ დღეებში ბესლანში რუსეთის მთავრობას


წარმოადგენდა, სკოლაში განვითარებული
მოვლენებისთვის წინააღმდეგობის გაწევას კი არ
ცდილობდა, არამედ იმის გამოცნობას, რა სურდა პუტინს.
და თუკი პუტინი რამეს იტყოდა, საწინააღმდეგოს
გამოთქმას ვერავინ ბედავდა: მაგალითად, ჩრდილო
ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ზასოხოვმა აუშევს
მოუთხრო, რომ პუტინმა პირადად დაურეკა და სკოლაში
მისვლა აუკრძალა, თუ არ დაემორჩილებოდა, მის
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით
დაემუქრა.
ზასოხოვი არ წავიდა. ექიმ როშალსაც იგივე შეემთხვა.
მართალია ბავშვთა პედიატრი იყო, მაგრამ გადაწყვიტა,
საკუთარი თავის გარდა არავის დახმარებოდა:
სპეცსამსახურებმა დაარწმუნეს როშალი, რომ
ტერორისტები მოსალაპარაკებლად მასთან შეხვედრას
მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რომ მოეკლათ.
როშალიც არ წავიდა...

შტაბში ყველა საკუთარ კარიერას უფრთხილდებოდა და


ბავშვების გადარჩენას არ აპირებდა. ჯერ კიდევ არ
დამდგარიყო გადამწყვეტი 3 სექტემბერი, მაგრამ უკვე
აშკარა იყო, რომ «ხელისუფალთა ვერტიკალი», რომელიც
პუტინისადმი პანიკურ შიშს დაებრმავებინა,
აბსოლუტურად უუნარო იყო, მათ არავის გადარჩენის ძალა
არ შესწევდათ.

შედეგად აუშევმა ხელში მასხადოვის ინტერნეტიდან


ამობეჭდილი განცხადება აიღო, რომლის მიხედვითაც ის,
მასხადოვი, ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის
ლიდერი – რომლის სახელითაც ყაჩაღები
მანიპულირებდნენ – მოითხოვდა ჩეჩნეთის მეორე ომის
დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მაგრამ ამასთან ბავშვების
ტყვედ აყვანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. აიღო და
ტერორისტებთან სალაპარაკოდ წავიდა. ასე იქცა
ერთადერთ ადამიანად, რომელიც რაღაც სახის
მოლაპარაკებებს მაინც აწარმოებდა ბესლანის
ტრაგედიის დროს. რის გამოც კრემლმა მწარედ გალანძღა
და ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, მათ შორის
ტერორისტებთან თანამშრომლობაშიც კი, დაადანაშაულა.

– მათ უარი თქვეს ჩემთან ვაინახურ ენაზე ესაუბრათ, –


ჰყვებოდა მოგვიანებით აუშევი, – მიუხედავად იმისა, რომ
ჩეჩნები და ინგუშები იყვნენ. მხოლოდ რუსულად
საუბრობდნენ. მოითხოვეს, რომ მოლაპარაკებებზე ერთ-
ერთი მინისტრი მაინც მისულიყო, მაგალითად,
განათლების მინისტრი ფურსენკო. მაგრამ რადგანაც
კრემლიდან თანხმობა არ იყო, წასვლა არავის უნდოდა.
აუშევმა სკოლაში ერთ საათამდე დაჰყო და საკუთარი
ხელით სამი ჩვილი გამოიყვანა. მათთან ერთად
ოცდაექვსი პატარა ბავშვიც გამოაყოლეს. 3 სექტემბერს,
დღისით, იერიში მიიტანეს. შეტაკება ქალაქში გვიან
ღამემდე გაგრძელდა. ბევრი ტერორისტი დაიღუპა, მაგრამ
ბევრმა კორდონი გაარღვია და გაიქცა. დაიწყო დაღუპული
ტყვეების დათვლა და დღემდე გრძელდება. ბესლანის
მისადგომებთან მიწა გათხარეს, რომელიც ასობით ახალი
საფლავის ნავსაყუდელი გახდა. დღემდე უკვალოდაა
გამქრალი ასზე მეტი ტყვე. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი
ტერორისტთა ბანდის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა
თან წაიყვანეს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ისინი მთლიანად
დაიფერფლნენ ცეცხლსასროლ ჭურვებზე, რომლითაც
სპეციალური დანიშნულების შეიარაღებული ნაწილები
იყვნენ აღჭურვილი.

ბესლანის ამბების შემდეგ რუსეთში პოლიტიკური


ჭანჭიკების მოჭერის ხანა დაიწყო. პუტინმა ტრაგედია
საერთაშორისო ტერორიზმის აქტად გამოაცხადა, ჩეჩნურ
კვალს მიწა მიაყარა და ყველაფერი «ალ-ქაიდას» მიაწერა.
აუშევის გმირობა შებღალეს, მასმედიამ კრემლის
განკარგულებით, აუშევის – ტერორისტების მთავარი
ხელშემწყობის პორტრეტის დახატვა დაიწყო, და უამრავი
ლაჩრის ფონზე მისი, როგორც ერთადერთი გმირის სახე
მიჩქმალა. ექიმი როშალი კი კიდევ ერთხელ გამოაცხადეს
გმირად – ქვეყანას გმირები სჭირდება.
თუმცა ეს პროცესის მხოლოდ მორალური მხარეა.
ფიზიკური და მატერიალური მხარე კი ის იყო, რომ
ბესლანის ტრაგედიამ ოდნავადაც კი ვერ უბიძგა კრემლს,
საკუთარ შეცდომებზე ესწავლა. პირიქით, პოლიტიკურ
მაროდიორობასაც კი მიჰყო ხელი.
ბესლანის შემდეგ პუტინის მთავარი ლოზუნგი გახდა: ომი
ომია, მისი ავტორიტარიზმი უნდა გაძლიერდეს. პუტინმა
ყველაზე უკეთ იცოდა, ვინ ვინ არის და ის, თუ როგორ უნდა
დაგვეცვა თავი ტერაქტებისგან. დაიწყო მზადება
გუბერნატორთა რეფორმისთვის, პუტინი რუსეთის
რეგიონების ხელმძღვანელ პირთა პირდაპირი არჩევნების
გაუქმებას მოითხოვდა. ეს არჩევნები, მისი მოსაზრებით,
გუბერნატორების უპასუხისმგებლობას უწყობდა ხელს.

და არც ერთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ


ბესლანის ამბების დროს, ფაქტობრივად, პუტინის
დანიშნულები: პრეზიდენტი ზიაზიკოვი და ზასოხოვი
აღმოჩნდნენ ლაჩრებისა და მლიქვნელების როლში.
გუბერნატორთა რეფორმისთვის მზადებისას დაიწყო
ადამიანების მძლავრი იდეოლოგიური დამუშავებაც. მისი
არსი კი ის იყო, რომ ბესლანის ტრაგედიის დროს
ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი იდეალურად
ეჭირათ – სხვა რამე უფრო ეფექტურის გაკეთება
შეუძლებელი გახდა. თვალის ასახვევად გამოძიების
პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლისთვის შექმნეს
საპარლამენტო კომისია – ფედერაციის საბჭოს კომისია
(რუსეთის პარლამენტის უმაღლესი პალატა). კომისიის
თავმჯდომარეს, ბატონ ტორშინს პუტინი კრემლში
პირადად შეხვდა და ასე ვთქვათ, გზა დაულოცა. შედეგად,
კომისია ნებადართულის საზღვრებს არ გასცილებია.
ბესლანელებმა აშკარად იგრძნეს, რომ მათ ივიწყებდნენ.
ტელეარხები მხოლოდ დადებითზე იყვნენ
ორიენტირებული: როგორ დაეხმარნენ ტყვეებს, რამდენი
კონფეტი და სათამაშო აჩუქეს, მაგრამ იმაზე, თუ სად არიან
უკვალოდ გამქრალები, არავინ საუბრობდა.
გარდაცვლილთა ორმოცებმა ჩაიარა, რისი ორგანიზებაც
სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. გულგატეხილი ოჯახების
პოზიციას ტელეეთერი არ დათმობია.

ასე დადგა 26 ოქტომბერი – «ნორდ-ოსტის» ორი წლისთავი.


ორი წლის წინ, 2002 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვის
დუბროვსკის ქუჩაზე ტერორისტების დაჯგუფებამ
სპექტაკლის მსვლელობისას ტყვედ აიყვანა მაყურებლები
და მიუზიკლის მსახიობები. 26 ოქტომბერს,
ორმოცდაჩვიდმეტსაათიანი ტყვეობის შემდეგ
სპეცსამსახურებმა იერიში მიიტანეს და შენობაში
დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გაუშვეს. შედეგად ას
ოცდაათი ტყვე დაიღუპა.

«ნორდ-ოსტის» შემდეგ ხელისუფლება მხოლოდ იმას


ცდილობდა, რომ ამ საქმიდან სუფთად გამომძვრალიყო,
აჯილდოებდა და ხოტბას ასხამდა საკუთარ თავს.
ჩეჩნეთის მეორე ომი არათუ არ დასრულებულა, პირიქით,
ნასკვი კიდევ უფრო მჭიდროდ გაიკვანძა. ბრძოლის
ველიდან იშორებდნენ ან ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი
მშვიდობის დამყარებისთვის ხელშეწყობა ან ჩეჩნეთის
კრიზისის ჩრდილოკავკასიური ტერორიზმის
რეპროდუქციად გარდასახვისთვის ხელის შეშლა შეეძლო
– როგორც კანონზომიერი პასუხი სახელმწიფო
ტერორიზმზე, რომელსაც, «ანტიტერორისტული
ოპერაციების» ფარგლებში, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის
მოსახლეობისკენ მიმართავდნენ. რუსეთის
«ანტიტერორისტული ტერორი» «ნორდ-ოსტიდან»
ბესლანამდე ჩვენ მიერ განვლილი ცხოვრების
განმარტებად იქცა. ჩვენ მიწა და მტვერი ვართ ტერორისა
და ანტიტერორის დოლაბებს შორის. ტერაქტების
რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ასე
რომ გზა, რომელმაც «ნორდ-ოსტიდან» ბესლანამდე
მიგვიყვანა, თვალნათელია.
2004 წლის 26 ოქტომბრის დილის 11 საათზე დუბროვკაზე,
თეატრალური შენობის კიბეზე შეიკრიბა ყველა, ვინც აქ
მომხდარმა ტერაქტმა დააზარალა. ტყვეები და
გარდაცვლილთა ახლობლები და მეგობრები. დილაუთენია
ხალხი საფლავებზე გავიდა, მოიგონეს საკუთარი
ახლობლები – ჩვენთან ასეა მიღებული. ამიტომაც
თეატრთან სამოქალაქო პანაშვიდის გადახდა 11
საათისთვის დაგეგმეს. «ნორდ-ოსტელებმა» –
საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც «ნორდ-ოსტის»
ტერაქტში დაზარალებულთა დაცვა ევალებოდათ და,
რომელშიც ეს დაზარალებულები იყვნენ გაწევრიანებული
– საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით წინასწარ
გაავრცელეს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე რადიოში
განუწყვეტლივ ისმოდა ცნობა პანაშვიდის შესახებ,
მოწვევა გაუგზავნეს მოსკოვის მერიას, პრეზიდენტის
ადმინისტრაციას... იქ დაპირდნენ, მოვალთო.

და აი, 11:20... 11:30... 11:50... მღვდელი მოვიდა, პანაშვიდის


დაწყების დროა. ხალხი ჩუმად ეჩურჩულება ერთმანეთს:
შეუძლებელია... საერთოდ არ მოვიდნენ... (საუბარია
ხელისუფლების წარმომადგენლებზე).
ამასობაში შუადღე დგება. ხალხი ნერვიულობას იწყებს,
ბევრი ბავშვებთან ერთადაა მოსული – ისინი
გარდაცვლილთა ობლები არიან.
«მათთან საუბარი გვინდოდა», «მოვედით, რომ შეკითხვები
დაგვესვა»... შემდეგ კი სასოწარკვეთილი წამოძახილებიც
გაისმა: «დაუყოვნებლივ დახმარება გვჭირდება»,
«ყურადღებას არავინ გვაქცევს», «ბავშვებს
საავადმყოფოებში უფასო მკურნალობა შეუწყვიტეს»...
ჩინოვნიკები კი კვლავაც არ ჩანან. ნათელი ხდება, რომ
მეტად ლოდინს აზრი აღარ აქვს – ამდენს არ
დაიგვიანებდნენ. დაზარალებულებისთვის თვალებში
ჩახედვის შეეშინდათ? «ნორდ-ოსტის» გამოძიებას
არაფერი დაუდგენია – სიმართლე ტერაქტისა და გაზის
თაობაზე კვლავაც დიდ სახელმწიფოებრივ საიდუმლოდ
რჩება. ან იქნებ ამ იგნორის სხვა მიზეზიც არსებობს?

მოედანი თეატრის შენობასთან მილიციელებითაა


გარშემორტყმული – უბრალო ახალგაზრდებით, რომლებიც
აქ შესაძლო მღელვარების ჩასაცხრობად გაამწესეს. მათ
ესმით, რასაც ხალხი ლაპარაკობს და ეტყობათ, რომ ამით
ბედნიერები არ არიან. სწორედ მილიციელები აუხსნიან
«ნორდ-ოსტელებს», რომ ისინი უკვე იყვნენ. ანუ მთავრობა
უკვე მოვიდა აქ, ალტერნატიული, ერთმანეთსშორისი
პანაშვიდი გამართა იმ დროს, როდესაც ხალხი
საფლავებზე იყო გასული. მათი გზები რომ არ
გადაკვეთილიყო, პირისპირ რომ არ შეხვედროდნენ მათ,
ვინც მსხვერპლად აქციეს, მოსკოვის მერიისა და
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
დილის 10 საათზე დუბროვკაზე მივიდნენ და
გარდაცვლილებს წამყვანი ტელეარხების კამერების წინ
პატივი მიაგეს: საპატიო ყარაულის მიერ ოფიციალური
სამგლოვიარო გვირგვინებით შემკობა, დაზეპირებული
სიტყვები, რომელიც უმაღლეს ეშელონებში იყო
დამტკიცებული – თავაზიანი სიტყვა ცრემლებისა და
ზედმეტი მწუხარების გარეშე. და მთელი ეს იდეოლოგიური
შარადა 26 ოქტომბრის საღამოს ყველა ტელეარხმა
უამრავჯერ გაუშვა. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ
ხალხმა იცოდეს, ხელისუფლება დიდ ყურადღებას იჩენს
არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული
ტრაგიკული მოვლენისადმი და რომ ყველა
შეთანხმებულიყო იმაზე, თუ რა სწორ გზას ადგას
სახელმწიფო.
რა თქმა უნდა, გარდაცვლილთა ათასობით ახლობელსა და
მეგობარს, ყოფილ ტყვეებსა და დიდი რაოდენობით
უცხოელ ჟურნალისტს ვერაფერი შეუშლიდა ხელს, პატივი
მიეგოთ გარდაცვლილებისთვის. თეატრის შენობის კიბეზე,
სადაც ორი წლის წინ მომწამვლელი გაზის ზემოქმედების
ქვეშ მყოფი ნახევრად ცოცხალი ადამიანები
გამოჰყავდათ, სადაც ბევრი მათგანი გარდაიცვალა კიდეც,
ისე, რომ სამედიცინო დახმარება არც მიუღია, სწორედ იმ
ადგილას სანთლები დაანთეს. სანთლები ას ოცდაათი
პორტრეტის წინ ციმციმებდა. ისევე, როგორც ორი წლის
წინ, ახლაც წვიმამ დაუშვა. ჩვენთან ერთად ტიროდა.
ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინ...

მაგრამ ხელისუფლების ცინიზმის არომატი წვიმამაც ვერ


გაფანტა. უზარმაზარი სახალხო მწუხარების სახელმწიფო
იდეოლოგიური ალტერნატივის მსგავსი დემონსტრირება
პირდაპირ უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლზე, უახლეს
ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ხელისუფლებას სძულდა
საკუთარი ხალხი და ეს სიძულვილი მათთვის თვალებში
ჩახედვის პანიკურ შიშზე იყო დაფუძნებული. ხალხმა
დაინახა, რომ საკუთარი მთავრობის მწუხარებაც კი
ამაზრზენია, რომ მას არ სურს, წარსული მოგონებებით
იცხოვროს და მრავალრიცხოვანი ტერაქტებისა და
მსხვერპლთა წინაშე, რომელთა პრობლემის გადაჭრის
არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, უბრალოდ თავზე ნაცარს
იყრის.
ეს სწორედ ის არის, რაც ბესლანის ტერაქტში
დაზარალებულებს მოელით: ტრაგედიის ოფიციალური და
არაოფიციალური ვერსიები განსხვავებული იქნება.
ცრემლის ღვრასა და სიმართლეს ტერაქტის შესახებ არ
უნდა მოველოდეთ. არც ხალხს დაუგდებს ვინმე ყურს.
ყველაფერი ზემოდან დაშვებულის ფარგლებში მოხდება.
არავითარი თვითშემოქმედება. იდეოლოგია, რომლის
დანერგვაც 1 სექტემბრის შემდეგ საზოგადოებაში
დაიწყეს, ასეთია: არაფრით შეიძლება იმის
დემონსტრირება, რომ ხელისუფლება რამეს ვერ
უმკლავდება (ვერც გაუმკლავდა), ცრემლები დასაშვებია,
მაგრამ ზომიერად, ტრაგედია არ უნდა დავივიწყოთ,
მაგრამ არც კედელს უნდა ვურტყათ თავი გლოვის ნიშნად,
იმიტომ რომ ამას სასოწარკვეთილების სახე ექნება, ჩვენს
ქვეყანაში კი სასოწარკვეთილებას რა ხელი აქვს,
როდესაც პუტინი გვყავს, რომელიც ჩვენზე ფიქრობს და
ჩვენზე უკეთ იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, გვირაბის
ბოლოს სინათლე ყოველთვის მოსჩანს, ჩვენ ყველანი
«საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ» ვიბრძვით და
«ჩვენში ისეთი ერთიანობაა, როგორც არასდროს» და ა. შ.

როგორც იქნა, დადგა 29 ოქტომბერი. დუმის


მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პუტინის
მიერ შეტანილ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც,
პუტინი თავად წარადგენს გუბერნატორობის
კანდიდატებს, ადგილობრივი პარლამენტები კი ამ
კანდიდატებს უალტერნატივოდ დაამტკიცებენ. გარდა
ამისა, თუ ადგილობრივი პარლამენტი გაბედავს, პუტინის
კანდიდატი ორჯერ არ დაამტკიცოს, «მოამბოხე
დეპუტატებს» პუტინისვე ბრძანებით «უნდობლობას
გამოუცხადებენ».

რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციის შებილწვაა, თუმცა ამ


სიახლეს საზოგადოებამ საყოველთაო მდუმარებით
უპასუხა. ოპოზიციამ გაიფართხალა, მაგრამ ჩუმად და
ლოკალურად. მათთვის ყურის დაგდებას არც არავინ
აპირებდა. პუტინმა თავისი გაიტანა. როგორც ჩვენში
ამბობენ, ასეთია პოსტბესლანური საბჭოთა რუსეთი.

და რა მოხდა ჩვენთან ბესლანის შემდეგ? რეალურ


ცხოვრებაში «პარტიასა» და ხალხს შორის დიდი
უფსკრულია, ტელეეკრანებიდან კი საპირისპიროს
გვიმტკიცებენ. საბჭოთა ტიპის ბიუროკრატია სულ უფრო
ძლიერდება, ამასთან ერთად კი პოლიტიკური ზამთარი
გვიდგას. დათბობის ნიშანწყალიც კი არსად ჩანს. ქვეყანა,
რომელიც არაჩვეულებრივადაა ინფორმირებული
ოფიციალური სიყალბით «ნორდ-ოსტის» შესახებ, არც
ბესლანის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ამიტომაც,
სწორედ ჩვენ, ასეთი დამოკიდებულებით, «ნორდ-ოსტის»
შემდეგ უფლება მივეცით, რომ ბესლანიც ისეთი
ყოფილიყო, როგორიც საბოლოოდ აღმოჩნდა. ორი წელი
«ნორდ-ოსტიდან» ბესლანამდე იმაში გავლიეთ, რომ ჩვენს
უმრავლესობას მშვიდად ეძინა საკუთრ სახლებში ან
დისკოთეკებზე ვცეკვავდით, ზოგჯერ თუ მოვიცლიდით და
ისიც იმისთვის, რომ პუტინისთვის ხმა მიგვეცა. ხალხს არც
სიმართლე აინტერესებდა «ნორდ-ოსტის» შესახებ და არც
დაზარალებულების ტანჯვა ადარდებდა – ეს პრინციპული
მომენტი აღმოჩნდა, ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ
კვლავაც წარმატებით გაუმკლავდა საკუთარი ხალხის
დასამარების ამოცანას. სწორედ ამ ტალღამ მოგვიტანა
ბესლანიც.
შეუძლებელია იმასთან შეგუება, რომ პოლიტიკური
ზამთარი რუსეთში კიდევ ათწლეულის განმავლობაში
შენარჩუნდება. გვინდა, რომ თავისუფალი ცხოვრება
გვქონდეს, თავისუფლები იყვნენ ჩვენი შვილები და
შვილიშვილები, ამისთვის კი აუცილებელია, რომ მალე
დათბეს, მაგრამ ტემპერატურის მინუსიდან პლუსამდე
გაზრდა მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია. სხვას არავის. ამას
რომ კრემლისგან ველოდოთ, როგორც გორბაჩოვის დროს
მოხდა, ძალიან დიდი სისულელე და ამასთან
არარეალურიც იქნება. ვერც დასავლეთი დაგვეხმარება,
რომელიც მდორედ რეაგირებს «პუტინის
ანტიტერორისტულ რეცეპტებზე». დასავლეთს ბევრი
გამორჩენა აქვს – არაყი, ხიზილალა, გაზი, ნავთობი,
დათვები, განსხვავებული ჯიშის ადამიანები. რუსული
ბაზარი ეგზოტიკური ბაზარია უკვე შეჩვეულ ადგილას.
ევროპასა და მთელ მსოფლიოს სხვა არც არაფერი
სჭირდება ჩვენგან.
რაც თქვენგან გვესმის მხოლოდ ესაა: «ალ-ქაიდა, ალ-
ქაიდა», დაწყევლილი ლოზუნგი – ყველაზე მარტივი, რასაც
შეგიძლია, ახალ სისხლიან ტრაგედიებზე
პასუხისმგებლობა შეაწმინდო... და ყველაზე პრიმიტიული,
რომლითაც, საზოგადოების ცნობიერების დამშვიდებაა
შესაძლებელი, საზოგადოებისა, რომელიც ოცნებობს, რომ
ვინმემ დაამშვიდოს.

You might also like