You are on page 1of 70

• სამხრეთ კორეა დამოუკიდებლად 1948 წლიდან არსებობს.

ამ დროს კორეა ორ
ნაწილად –  კომუნისტურ ჩრდილოეთად და ამერიკელების კონტროლირებად
სამხრეთ კორეად დაიყო.

• სამხრეთ კორეა ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო და ცხოვრების დონით


უთანაბრდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც დღემდე
ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. 1950-იან წლებში კორეის მთლიანი შიდა
პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 64 აშშ დოლარს. სიცოცხლის
ხანგრძლივობა 57 წელი იყო, ხოლო მოსახლეობის 60%-ი კი სიღარიბის
აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. თუმცა, დღეს სამხრეთ კორეა ყველაზე
განვითარებული ქვეყნების კლუბში შედის.

• სამხრეთ კორეის აღმავლობას მრავალი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. არსებობენ


მკვლევრები, რომლებიც ამბობენ, რომ სამხრეთ კორეა განათლებაში ფულის
ჩადებით განვითარდა. მართლაც, სამხრეთ კორეა, განსაკუთრებით 1960-იანი
წლებიდან მოყოლებული დიდ ყურადღებას უთმობდა განათლებას. ცნობილი
ამერიკელი ეკონომისტი და კორეის მკვლევარი ალის  ამსდენი მოგვითხრობს,
რომ მასწავლებლის პროფესია კორეაში უაღრესად დაფასებული იყო: მისი
ანაზღაურება არმიის კაპიტნის ხელფასთან იყო გათანაბრებული , სამხედროების
ანაზღაურება კი მუდმივი ომის საფრთხის გამო ძალიან მაღალი იყო.

• ზოგიერთი კომენტატორი, სამხრეთ კორეის განვითარებას ამერიკის დახმარებას


მიაწერს. კომუნისტური საფრთხიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული
შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სამხრეთ კორეას.  1946-1978 
წლებში მხოლოდ ამერიკამ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება
გაუწია სამხრეთ კორეას გრანტებისა და კრედიტის სახით. შედარებისათვის,
მთელმა აფრიკის კონტინენტმა, იგივე პერიოდში  68,8 მილიარდი დოლარის
დახმარება მიიღო.

• ბუნებრივია ვერცერთი ფაქტორი განყენებულად ვერ მოუტანდა სამხრეთ კორეას


განვითარების ამხელა ტემპს. განვითარების კორეული საიდუმლო,
სახელმწიფოს ჩარევის ცენტრალურობაშია. კორეული ეკონომიკური
განვითარება იყო არამხოლოდ სწრაფი, არამედ თანაბარი და ინკლუზიური .
კერძოდ, სამხრეთ კორეის განვითარების პროცესში შემოსავლები მეტწილად
თანაბრად ნაწილდებოდა, რაზეც მიუთითებს ჯინის ინდექსის დაბალი
მაჩვენებელი დინამიკურ ჭრილში.

• სამხრეთ კორეის აღმავლობა 1961 წლიდან იწყება, როდესაც ხელისუფლება


ხელთ იგდო გენერალმა პარკ ჩუნ ჰიმ. სწორედ მისი ძალისხმევით, 1961
წლიდან 1979 წლამდე, საფუძველი ჩაეყარა კორეის სწრაფ განვითარებას. 
პარკ ჩუნ ჰის გეგმა მეტისმეტად კომპლექსური და თანმიმდევრული იყო, იგი
ეფუძნებოდა ხუთწლედებს და მთავარი აქცენტი კეთდებოდა ადამიანების
არაპროდუქტიული სექტორიდან, პროდუქტიულ სექტორში გადაყვანაზე.
სამხრეთ კორეის პოლიტიკური ელიტა 20 წლის განმავლობაში ატარებდა
ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს
საუკუნეები დასჭირდათ.

• სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითრების გეგმა შემდეგ


ძირითად კომპონენტებს ეფუძნებოდა:

• ინდუსტრიალიზაცია: სამხრეთ კორეა განვითარების პირველ ეტაპზე აქცენტს


აკეთებდა იმპორტის ჩანაცვლებაზე, იმპორტულ პროდუქციას ბეჯითად
ანაცვლებდნენ ადგილობრივი ნაწარმით. თუმცა, ძალიან მალე იმპორტის
ჩანაცვლება შეიცვალა ექსპორტის წახალისებით. მთავრობა მსხვილ
კომპანიებს უკეთებდა საგადასახადო შეღავათებს, აძლევდა უზარმაზარ
სუბსიდიებს და შეღავათებს იმ პირობით, რომ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს .
როცა ადგილობრივი კომპანიები თავს არიდებდნენ რისკიანი ბიზნესის
წამოწყებას, კორეის მთავრობა თავად აფუძნებდა სახელმწიფო კომპანიებს,
განსაკუთრებით მძიმე მრეწველობის მიმართულებით. ამის კარგი მაგალითია ,
კომპანია POSCO, რომელიც პრივატიზაციამდე მეორე ადგილს იკავებდა
მსოფლიოში უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს შორის.

• “ჩებოლები”: დღეს ხშირად საუბრობენ მცირე ბიზნესის


განვითარების მნიშვნელობაზე, თუმცა სამხრეთ კორეის განვითარების მოდელი
საპირისპირო რამეზე მეტყველებს. სამხრეთ კორეა აქცენტს აკეთებდა მსხვილ
კომპანიებზე, ე.წ. “ჩებოლებზე”, რომლის უკან მსხვილი ოჯახები იდგნენ.
მსხვილი წარმოებები ქმნიდნენ მასშტაბისა (economy of scale) და
მრავალფეროვნების ეკონომიას (economy of scope). „ჩებოლები“  იაფად და
ხარისხიანად აწარმოებდნენ ინდუსტრიულ პროდუქციას და  უფრო ადვილად
ნერგავდნენ ინოვაციებს. მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული
მოქმედებით კორეული “ჩებოლები” მსოფლიო ბრენდებად იქცნენ ( მაგ.
Samsung, Hyundai, LG electronics). უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილ ბიზნესთან
სახელმწიფო კომპრომისზე მიდიოდა, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.
მაგალითად, სახელმწიფო „ჩებოლებს“ აძლევდა გარკვეულ პრეფერენციებს,
იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს, დასაქმებას ან
დანერგავდნენ მაღალ-ტექნოლოგიურ წარმოებას.

• მრავალი პრაქტიკოსისა და თეორეტიკოსის მოსაზრებით, მათ შორის კი Joseph


Schumpeter-ის (1943), ინოვაციების უწყვეტი პროცესი ეკონომიკური ზრდის
მთავარი განმაპირობებელია. აღნიშნული მოსაზრება შუმპიტერიანული
თეორიის სახელითაცაა ცნობილი (Schumpeterian theory).

• Joseph Schumpeter-ისათვის მეწარმეობა არ გულისხმობდა მხოლოდ რაღაცის


იაფად შესყიდვას და სწრაფი მოგების მიღების მიზნით მის რეალიზაციას.
მეწარმეობა მისთვის ასოცირდებოდა ახალი პროდუქტების შექმნასთან ,
წარმოების ახალი მეთოდების გამოყენებასა და დანერგვასთან. ამგვარი
საქმიანობა გრძელვადიან და არა მოკლევადიან ბიზნეს ფილოსოფიას,
ხედვას გულისხმობდა.

• ინოვაციების, ინოვაციური პროცესების განვითარების დონე სხვადასხვა


ქვეყანაში, სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია.
• ალფრედ მარშალის (Alfred Marshall) მოსაზრებით, რომლის იდეებმა და
შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ დანგრეული ევროპის აღდგენასა და განითარებაზე, ქვეყნის
ინოვაციურ შესაძლებლობებზე, ინოვაციების დონეზე არაერთი ფაქტორი
ახდენს გავლენას:

 ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა;

 მეწარმეებსა და ინვესტორებს, ფინანსურ

ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები;

ინოვაციების მენეჯმენტი

 სიახლეებისადმი საზოგადოების მზაობა და აღქმა;

 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისება;

 სამეცნიერი, აკადემიური საზოგადობებისა და ბიზნეს წრეებს შორის


ნეთვორქინგი;

 განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ.

 ინოვაციას, ინვაციის პროცესს ორგანიზაციის კონტექსტში განვიხილავთ.


სოწრედ ორგანიზაცია აერთიანებს სათანადო მრავალფეროვან რესურსებს
ინოვაციების გასავითარებლად. უმთავრესად დღეს სწორედ ორგანიზაციულ
კონტექსტში ხდება თავდაპირველად იდეის გაჩენა; იდეის, კონცეფციის
რეალობაში გადმოტანა; გამოგონების შექმნა და შემდგომ მისი კომერციალიზაცია ,
ბაზარზე გატანა, რომელიც სამკაოდ გრძელვადიანი, მაღალი რიკის შემცველი,
კომპლექსური, ინტერაქციული პროცესია. თუმცა თავად ორგანიზაციების უნარი,
შესაძლებლობები ხელი შეუწყონ ინოვაციების განვითარებას,
დამოკიდებული და განპირობებულია იმ ლოკალური და ეროვნული
გარემოთი, კონტექსტით, რომელშიც თავად აღნიშნული ორგანიზაციები
მოქმედებენ.

 შესაბამისად, ორგანიზაციების მიერ ინოვაციების განვითარება თავად ამ


ორგანიზაციებისათვის სათანადო, ხელშემწყობი გარემოს, პირობების
არსებობას გულისხმობს. აღნიშნულ გარემოში ხელშემწყობი, სათანადო
ეკონომიკური და სოციალური პირობების არსებობა იგულისხმება .

 სათანადო ეკონომიკური და სოციალური პირობების არსებობაზეა


დამოკიდებული ორგანიზაცია შეიმუშავებს თუ არა გრძელვადიან ხედვას,
რომელშიც ინოვაციები უმთავრესია კონკურენტუნარიანობის
მოსაპოვებლად, გადარჩენისა და მდგრადი განვითარებისათვის. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია „ფანჯრიდან გადაიხედო“ და ბიზნეს
გარემო შეაფასო, რომელშიც ეკონომიკური აგენტები, ორგანიზაციები
მოქმედებენ.
 სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ინფრასტრუქტურის
განვითარების, ტექნოლოგიური შესაძლებლობების წახალისებისა და
ადამიანური კაპიტალის, ფორმირების, განვითარების თვალსაზრისით.

 უმნიშვნელოვანსია ეკონომიკური გარემოს შეფასება ფართო ხედვით, ე.წ.


ინტეგრირებული ეკონომიკის სახით, რომელშიც ეკონომიკური პროცესების
განხილვა სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად ხდება.

 ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ მეწარმეები, ბიზნესები ფოკუსირებას


მოკლევადიან პერიოდში მაღალი შემოსავლის მიღებაზე გააკეთებენ. ასეთ
შემთხვევაში ხდება გრძელვადიანი სტრატეგიის, ინოვაციების პერსპექტივის
უკუგდება. ეკონომიკა, რომელშიც დომინანტია მსგავსი ბიზნეს ფილოსოფია,
აქცენტი მხოლოდ მოკლევადიან კომერციულ აქტივობებზე კეთდება და
განვითარების გრძელვადიანი, ინოვაციების პერსპექტივების მხედველობაში
მიღება და გათვალისწინება არ ხდება.

ინოვაციების მენეჯმენტი
სახელმწიფოს როლი ინოვაციებში

სახელმწიფოს როლი ინოვაციებში:

1. სახელმწიფოს როლი ინოვაციების პროცესის სამივე ეტაპზე


მნიშვნელოვანია: იდეის გაჩენა, იდეის იმპლემენტაცია, განხორციელება და
კომერციალიზაცია. სახელმწიფოს როლი ასევე შეიძლება გამოიხატოს იდეის
განხორციელებისათვის სათანადო სუბსიდიების გაცემით, დისტრიბუციის
ხელშეწყობით; კერძო კომპანიებმა იდეები შესაძლოა განახორციელონ
სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ერთობლივი სამუშაოს ჩატარებით.
სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ინტელექტულური საკუთრების
უფლების დაცვა და სათანადო, მხარდამჭერი საკანონმდებლო გარემოს
შექმნა და ა.შ.

2. არასტაბილური გარემო ინოვაციების განვითარებისათვის ხშირად


ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. არასტაბილური
მაკროეკონომიკური, ტექნოლოგიური და საბაზრო ფაქტორები ხშირად
აფერხებენ ინოვაციებს.

ინოვაციების მენეჯმენტი
სახელმწიფოს როლი ინოვაციებში

როდესაც კომპანიები არ გამოხატავენ მზაობას, გასწიონ რისკი და დააბანდონ


თანხმები ინოვაციურ პროექტებში, ასეთ შემთხვევაში სტიმულები სახელმწიფოსგან
უნდა წამოვიდეს, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მსგავს აქტივობებს
სუბსიდირების, საგადასახადო შეღავათების სახით, რათა მისცეს კომპანიებს
მოტივაცია ჩაერთონ კვლევებისა და განვითარების პროექტების განხორციელებაში.
სახელმწიფოს მხრიდან ერთერთი მთავარი ფაქტორი ინოვაციების ხელშეწყობის
სტაბილური ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფაა. ინფლაციის დაბალი
მაჩვენებელი, დაბალი საპროცენტო განაკვეთი, სტაბილური ზრდის შესაძლებლობა
ფირმებს მისცემს საშუალებას სამეწარმეო აქტივობებში განახორციელონ
ინვესტიცია.

3. ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, ელექტროენერგიით, გზებით, გამართული


წყალმომარაგების სისტემით ტრადიციულად, ისტორიულად ინდუსტრიული
განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორები იყო. გამართული
საკომუნიკაციო სისტემების არსებობა, საკანონმდებლო გარემოს, ინდუსტრიული
ზონების, რეგიონების შექმნა კომპანიებს, მეწარმეებს სათანადო პირობებს უქმნის
აქტიური საქმიანობისათვის.

ინოვაციების მენეჯმენტი
სახელმწიფოს როლი ინოვაციებში

4. თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების გასავითარებლად, თანამედროვე


ტექნოლოგიების დასანერგად სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა
უმნიშვნელოვანესია. მაგლითად, დიდ ბრიტანეთში მთავრობა გამოყოფს სათანადო
ფონდს, ფინანსურ რესურსს, რათა ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადასულან
ციფრულ სატელევიზიო სისტემაზე, სახელმწიფოს დახმარებით, უსასყიდლოდ
გადაერთონ ახალ ტექნოლოგიებზე. ამგვარი მიდგომა საზოგადოებას საშუალებას
აძლევს მოძველებული ტექნოლოგიებიდან ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე
გადაერთოს.

5. სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს


განვითარებას და ინოვაციების დანერგვას. მაგალითად, გერმანიის მთავრობამ ,
რომელმაც საავტომობილო უსაფრთხოების საკითხი საკანონმდებლო დონეზე
დაარეგულირა, ხელი შეუწყო აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებას და მსოფიოს
ერთერთ ლიდერად გადაქცევას.

ინოვაციების მენეჯმენტი
როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო ინოვაციურ საქმიანობას

• სახელმწიფოს როლი, როგორც კვლევებისა და განვითარების საქმიანობის


(R&D) მთავარი მხარდამჭერისა და დამფინანსებლის, განუზომლად დიდია
ინოვაციების განვითარებაში, სამეწარმეო საქმიანობის წახალისებაში.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1995 წელს კვლევებისა და
განვითარების მიმართულებით 71.4 მილიარდი დოლარი დახარჯა
ბიუჯეტიდან; აღნიშნული თანხა გადანაწილდა შემდეგ სფეროებზე: თავდაცვა,
მეცნიერება, ჯანდაცვა, სატრანსპორტო სფერო, გარემოსდაცვთი საქმიანობა,
სოფლის მეურნეობა და ა.შ. ფონდების ძირითადი ნაწილი გადაეცა
ინდუსტრიული კვლევების ლაბორატორიებს, უნივერსიტეტებს, კვლევით
ლაბორატორიებს და კვლევებისა და განვითარების (R&D) სხვა ცენტრებს.

ინოვაციების მენეჯმენტი
როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო ინოვაციურ საქმიანობას
• სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების არაპირდაპირი გზებიც არსებობს ,
როგორიცაა: საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები და პროტექციონიზმის
სხვა ფორმები. მაგალითად, ბოინგი არ უხდიდა სახელმწიფოს გადასახადებს
1970 – 1984 წლებში.

• განათლების უზრუნველყოფით, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობითა


და სხვა სოციალური აქტივობების განხორციელებით სახელმწიფოს შეუძლია
გავლენა იქონიოს იმაზე თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება აღმოჩნებს,
სიახლეებს და ახდენს ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანური კაპიტალის
ჩამოყალიბებაში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული კულტურის
ფორმირებას, სადაც სიახლეების მიღება, სიახლეებისადმი სწრაფვა სწორედ
ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდება.

ინოვაციების მენეჯმენტი
როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო ინოვაციურ საქმიანობას

• კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, რეგულირება სახელმწიფოს კიდევ


ერთი უმნიშვნელოვანესი როლია ინოვაციების გასავითარებლად.
სახელმწიფომ უნდა დაიცვას მომხმარებლების ინტერესები და
მონოპოლიების, მონოპოლისტების არსებობას, რომლებიც მომხამრებლების
ინტერესების საწინააღმდეგოდ შეიძლება მოქმედებდნენ ხელი უნდა
შეუშალოს, მაგალითად ანტიმონოპოლიური კანონების მიღებით, ანტიტრასტული
რეგულაციების შემოღებით.

ინოვაციების მენეჯმენტი
ინოვაციების მხარდაჭერა, წახალისება
აშშ-სა და იაპონიაში

• იაპონია აქტიურ მხარდაჭერას ახორციელებს სუბსიდიებით, რათა ხელი


შეუწყოს ინდუსტრიულ ინოვაციებს; აშშ კი მაქსიმალური თავისუფლების მიცემას
ემხრობა ბაზრისთვის, მინიმუმამდე დაყვანილი სახელმწიფოს ჩარევა , რათა
ბაზარზე რესურსების მასქიმალურად ეფექტიან გადანაწილებას შეუწყოს ხელი . ე.წ.
ჩიკაგოს სკოლის პარადიგმის თანახმად (Chicago School paradgim), რომელიც
ფოკუსირებას კონკურენციისა და ინოვაციების წახალისებაზე ახდენდა,
თავისუფალი ბაზარი ინოვაციებისა და მწარმოებლურობის მაქსიმიზაციის
მთვარი ფაქტორად მიიჩნეოდა (Rosenthal, 1993), აღნიშნული შეხედულება ოც
წელზე დიდხანს დომინირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში . მოგვიანებით
ინტერნეტის გამოყენებამ კომერციული მიზნებისთვის არნახული გავლენა
მოახდინა ეკონომიკის განვითარებაზე და შესაბამისად ინოვაციების დონეზეც .

• უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კერძო


სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია,
თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და აქტიური კომუნიკაცია,
უმნიშვნელოვანესია ინოვაციების გასავითარებლად, ახალშექმნილი
პროდუქტების კომერციალიზაციისათვის.
ინოვაციების მენეჯმენტი
ინოვაციების მხარდაჭერა, წახალისება
აშშ-სა და იაპონიაში
განხორციელებულმა კომლექსურმა ღონისძიებებმა , განვითარებასა და წინსვლაზე
ორიენტირებულობამ ე.წ. აზიურ ვეფხვებს (კორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონგ-კონგი)
უდიდესი პროგრესი მოუტანა (Castells). აღნიშნული სახელმწიფოების ეკონომიკამ
მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განიცადა: იმიტაციაზე
ორიენტირებულობიდან, ინოვაციებზე, ინოვაციების განვითარებაზე,
ტექნოლოგიების განვითარებაზე გადაერთვნენ, განაახლეს ინდუსტრიების
პოტენციალი და ეკონომიკური ზრდის საოცარ მაჩვენებელს მიაღწიეს. 2021 წლის
უახლესი მონაცემებით, ინოვაციური სახელმწიფოების ჩამონათვალში სწორედ ერთ-
ერთი ზემოხსენებული „აზიური ვეფხვი“ - სამხრეთ კორეა ლიდერობს

ინოვაციების მენეჯმენტი
• ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის პირველი ტალღის ლიდერები
იყვნენ: ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბელგია. მეორე ტალღამ ახალი
მოთამაშეები შემოიყვანა სცენაზე: აშშ, გერმანია. მესამე ტალღა
გერმანიისა და აშშ-ს პოზიციების გამყარებას გვიჩვენებს. მეოთხე
ტალღაზე იაპონია და შევედეთიც შეუერთდნენ ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების ბუმს. დღეს კი ე.წ. მეხუთე ტალღაზე სამხრეთ კორეა და
ტაივანი გააქტიურდნენ და გახდნენ გლობალური ეკონომიკის
მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მეხუთე ეტაპს შეიძლება ვუწოდოთ
საინფორმაციო რევოლუცია (information revolution).
• კონდრატიევის თეორიით, ე.წ. კონდრატიევის ტალღების მიხედვით
კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის ზრდას ინოვაციები
განაპირობებს (მაგ. ინოვაციური პროდუქტი, პროცესი, ორგანიზაცია და
ა.შ.)
ინოვაციების მენეჯმენტი
• კორეული ფირმების პოლიტიკა ძირითადად გულისხმობდა:
„დააკოპირე და განავითარე“, რამაც დიდი წარმატება მოუტანათ
სხვადასხვა ინდუსტრიაში (მანქანათმშენებლობა, ტელეკომუნიკაცია
და ა.შ.). მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტზე
მაქსიმაურად ორიენტირებამ (EOI – export-oriented economic policies).
განსხვავებით კორეისგან და სხვა აზიური სახელმწიფოებისგან,
ინდუსტრიალიზაცია, რომელიც ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში
განხორციელდა უმეტესად იმპორტის ჩანაცვლებაზე იყო
ორიენტირებული (ISI – import-substituting industrialization).
• 2000 წელს ლისაბონში გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირმა
მიზნად დაისახა ინოვაციების განვითარება, კონკურენტული გარემოს
უზრუნველყოფა, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის წახალისება.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის მარტში კი, სტოქჰოლმში
გამართულ შეხვედრაზე წარდგენილ იქნა სტრატეგია, რომელიც
აქცენტს ახალი უნარებისა და ცოდნის გამომუშავებაზე, ინოვაციების
შექმნაზე აკეთებდა. ამასთან ევროსაბჭოს მტკიცებით, აუცილებელი
იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეფასების
განხორციელება ინოვაციური პოტენციალის და ინოვაციური
აქტივობების თვალსაზრისით.
• საბაზრო ხედვა (Market vision), მომავლის განჭვრეტა, პერსპექტივების
დანახვა და იმ საქონლისა და მომსახურების აღქმა, რომელზეც
მომხმარებელს ექნება მოთხოვნა მომავალში, უმნიშვნელოვანესია იმ
კომპანიებისათვის, რომელებსაც ინოვაციურ საქმიანობაში ჩართვა
სურთ.
• „განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, სახელმწიფომ უნდა
შეასრულოს აქტიური როლი და მისცეს ხალხს რისკის აღების სტიმული,
მაგალითად მათი ფინანსური უზრუნველოფით (გრანტების მეშვეობით)
და ასევე, დაეხმაროს ბაზართან კავშირების დამყარებაში. ყველა
წარმატებული მაგალითის შემთხვევაში, სახელწიფომ სტიმული მისცა
მეწარმეებს ემუშავათ განსაზღვრული ტექნოლოგიების სფეროში.
ერთადერთი აქტორი რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება და საკმარისი
კაპიტალის მიცემა (თუნდაც მხოლოდ ფულადი) მეწარმეებისთვის,
რათა დაწიოს მათი რისკები, არის სახელმწიფო."
პროფესორი დენი ბრეჟნიცი.
ინოვაციების მენეჯმენტი
ინოვაციების ხელშემწყობ გარემოებებს, ფაქტორებს ე.წ. სოციალური და
ინდივიდუალისტური სკოლები განსხვავებულად განიხილავენ.
 სოციალური სკოლის მომხრეთა შეხედულებით ინოვაციების მთავარი
ხელშემწყობი და განმაპირობებელი გარემოში მიმდინარე სოციალური
ფაქტორებია: დემოგრაფიული ცვლილებები, ეკონომიკური და
კულტურული ცვლილებები. აღნიშნული მოსაზრების თანახმად გარემო
პირობები ქმნიან ინოვაციების საფუძველს.
მეორე მხრივ, ინდივიდუალისტური სკოლის მომხრეების მტკიცებით,
ინოვაციები უნიკალური ინდივიდუალური ტალანტის, ნიჭის შედეგია,
ინოვატორები იბადებიან. ინდივიდუალისტურ თეორიასთან კავშირში
შესაძლოა ინტუიციის როლიც განვიხილოთ
ინოვაციების საფუძველი:
 ბაზარზე ორიენტირებული ხედვა: საბაზრო პირობები განაპირობებს
ფირმის ინოვაციურ აქტივობებს: ან წაახალისებს ან პირიქით,
აფერხებს მას. უმნიშვნელოვანესი ასეთ შემთხვევაში კომპანიის მიერ
ბაზარზე შესაძლებლობების აღმოჩენაა.
 რესურსებზე ორიენტირებული ხედვა: ფირმის ინოვაციურ პოტენციალს
და აქტივობებს თავად ამ ფირმის მიერ სხვადასხვა რესურსების
ფლობა, წვდომა განაპირობებს. აღნიშნული ხედვის მიხედვით
კომპანიის ინოვაციურობას მისივე უნარები, შესაძლებლობები და
რესურსები განსაზღვრავს. შესაბამისად, როდესაც ფირმას აქვს
ღირებული, იშვიათი რესურსები, რომელთა კოპირება მარტივი არ
არის, მას აქვს შესაძლებლობა მდგრად განვითარებას მიაღწიოს და
კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს, როგორც წესი, ინოვაციური
ახალი პროდუქტის საშუალებით.
ინოვაციების მენეჯმენტი
ინტუიცია
• ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც ინოვაციების ისტორიას ეძღვნება,
აქცენტს აკეთებს ე.წ. მოულოდნელი აღმოჩენების მნიშვნელობაზე.
აღნიშნული ხედვა ხშირად მასმედიაშიც მხარდაჭერილია. ეს ხომ
ყველას ოცნებაა - მოულოდნელად ახალი მნიშვნელოვანი გამოგონების
ავტორი გახდეს და მოიხვეჭოს სახელი და დიდება.

• აღნიშნული ისტორიული ქეისების დეტალური ანალიზით ირკვევა, რომ


ე.წ. ინტუიციური, მოულოდნელი აღმოჩენები ძალიან იშვიათია.
უმრავლეს შემთხვევაში, აღმოჩენები გაკეთებულია იმ ადამიანების
მიერ, რომლებიც მოღვაწეობდნენ აღმოჩენებთან დაკავშირებულ ამა
თუ იმ სფეროში და მათი გამოგონება დამატებითი ძალისხმევის შედეგი
იყო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ ხსნის ლუი პასტერის სიტყვები: „შანსით,
შესაძლებლობით მომზადებული გონება ჯილდოვდება“.
ინოვაციების მენეჯმენტი
წრფივი მოდელები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელი ეკონომისტები მოწინავეები
იყვნენ, რომლებმაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ინოვაციის წრფივ
მოდელზე. მოდელის პოპულარობა მისმა სიმარტივემაც განაპირობა, წრფივი
მოდელი ინოვაციების პროცესს ხსნიდა, განმარტავდა. აღნიშნული მოდელი
დომინანტურ პოზიციას იკავებდა მეცნიერებასა და ინდუსტრიაში 40 წლის
განმავლობაში. მხოლოდ 1980-იან წლებში მსოფლიოში არსებულმა მენეჯმენტის
სკოლებმა შეიტანეს ეჭვი წრფივი მოდელის პროცესის ჭეშმარიტებში.
ინოვაციების მენეჯმენტი
წრფივი მოდელები
• რა ახდენს გავლენას ინოვაციებზე? რა ახდენს გავლენას კომპანიის
უნარზე იყოს ინოვაციური? - აზრთა მრავალფეროვნება არსებობს
აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით. თუმცა არის საკითხები, რომელზეც
შეთანხმება მეტ-ნაკლებად მიღწეულია: მეცნიერებისა და მრეწველობის
(სხვადასხვა კომპანიების) მჭიდრო თანამშრომლობა ინოვაციების
მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. ევროკავშირში მიაჩნიათ,
რომ ევროპული უნივერსიტეეტები ეფექტურ კავშირებს ვერ ამყარებენ
ინდუსტრიებთან (სხვადასხვა კომპანიებთან), მაშინ როდესაც ამერიკის
შეერთებული შტატების უნივერსიტეტები უკვე მრავალი წელია
მჭიდროდ თანამშრომლობენ ინდუსტრიებთან, ინდუსტრიებში შემავალ
სხვადასხვა კომპანიებთან.
• ინოვაციების პროცესის აღქმა ტრადიციულად ხდებოდა, როგორც
განცალკევებული ეტაპების, აქტივობების თანმიმდევრობის. წრფივი
მოდელის ორ ქვეტიპი, ვარიაცია არსებობს: პირველი ეს არის ე.წ.
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის მიხედვითაც
მეცნიერები მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებენ, აღნიშნული
აღმოჩენების გამოყენებით ტექნოლოგები პროდუქტის იდეას
ამუშავებენ, ინჟინრები და დიზაინერები აღნიშნულ იდეას გარდაქმიან
პროტოტიპად, პროდუქტის ნიმუშად, რომლის დატესტვა უნდა მოხდეს.
წარმოების ფუნქციაა ეფექტიანად აწარმოოს პროდუქცია. ბოლოს კი
მარკეტინგისა და გაყიდვების საშუალებით პროდუქტის პრომოცია,
ბაზარზე მომხმარებლისთვის მისი წარდგენა და წინწაწევა ხდება.
• აღნიშნული მოდელის მიხედვით ბაზარი კვლევებისა და განვითარების
სამსახურის (R&D) პასიური რეციფიენტი, პროდუქტის მიმღები
გამოდიოდა.
• ინოვაციების აღნიშნული მოდელი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ
გარკვეულ შემთხვევებში: მაგ.: ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. ეს მოდელი
არ ერგება ბევრ სხვა შემთხვევას.
• 1970-იან წლებში გაჟღერებული ახალი კვლევების თანახმად ბაზრის
გავლენა ინოვაციურ პროცესებზე საკმაოდ დიდი იყო. აღნიშნულმა ხელი
შეუწყო ახალ წრფივი მოდელის წარმოშობას - ბაზარზე დაფუძნებული
წრფივი მოდელი. მოდელი წინ წამოსწევს მარკეტინგის მნიშვნელობას,
როგორც ახალი იდეების ინიციატორს, რაც განპირობებულია
მომხამრებელთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტერაქციით. ამ
პროცესს შემდეგ მოყვება კვლევებისა და განვითარების ეტაპი (R&D),
შემდეგ კი პროდუქციის წარმოების ეტაპი.
• სწრაფად ცვალებად სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიაზე ბაზრი
და მომხამარებლი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
• McCain Food-ის მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ მომხმარებელი
არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს
ინოვაციები მოგებაში გარდაქმნას, ინოვაციური პროდუქტით
უზრუნველყოს კომპანიის მოგება.
„ინოვაციური შესაძლებლობების აღქმას მხოლოდ მომხმარებლების
სურვილების გათვალისწინებით ვახერხებთ. შემდეგ ვიკვლევთ არსებობს თუ
არა ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციური შესაძლებლობების
გამოყენებაში დაგვეხამრება. იყო ინოვაციური შედარებით ადვილია - უფრო
რთულია შენი იდეები კომერციულად მომგებიანად აქციო“.
ინოვაციების მენეჯმენტი
Simultaneous coupling model
• აღნიშნული მოდელის მიხედვით ინოვაციების ხელშემწყობი,
ინოვაციების განმაპირობებელია ორგანიზაციის სამი ფუნქციის,
მიმართულების: კვლევებისა და განვითარების (R&D), მარკეტინგისა და
წარმოების შესაძლებლობების, ცოდნის, უნარების გაერთიანება,
ინტეგრირება, კომბინირება. ცოდნა, რომელიც აკუმულირებული,
თავმოყრილია ორგანიზაციის აღნიშნულ სამ მიმართულებაში
საკვანძო ფაქტორია ინოვაციების ხელშესაწყობად.
ინოვაციების მენეჯმენტი
Henderson-მა და Clark-მა ტექნოლოგიური ცოდნა ორ მიმართულებად დაყო: 1.
შემადგენელი კომპონენტების ცოდნა და 2. აღნიშნულ შემადგენელ
კომპონენტებს შორის კავშირების დამყარების უნარი; რომელსაც მათ
უწოდეს არქიტექტურული ცოდნა. ამის საფუძველზე ინოვაციების ოთხი ტიპი
გამოიყო:
1. Incremental Innovation - მზარდი ინოვაცია
2. Modular Innovation - მოდულური ინოვაცია
3. Radical Innovation - რადიკალური ინოვაცია
4. Architectural Innovation - არქიტექტურული ინოვაცია
ინოვაციების მენეჯმენტი
Incremental Innovation - მზარდი ინოვაცია
• Incremental Innovation - მზარდი ინოვაცია - ინოვაციის ფორმებიდან
ყველაზე გავრცელებულია. ის იყენებს არსებულ ტექნოლოგიას და
ზრდის ღირებულებას მომხმარებლისთვის (მაგ. მახასიათებლების
შეცვლა, პროდუქტის დიზაინის შეცვლა და ა.შ.) არსებულ ბაზარზე.
თითქმის ყველა კომპანია ჩართულია მზარდ ინოვაციაში ამა თუ იმ
ფორმით.
• მზარდი ინოვაცია გულისხმობს ხარისხის გაუმჯობესებას ძირითად
კომპონენტებში.

ინოვაციების მენეჯმენტი
Modular Innovation - მოდულური ინოვაცია
• მოდულურმა ინოვაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძირითადი
კომპონენტების სრული გარდაქმნა, მაშინ, როდესაც თავად აღნიშნულ
კომპონენტებს შორის არსებული კავშირები უცვლელი რჩება.
• მოდულური ინოვაცია კომპონენტების გაუმჯობესებაა მათ შორის
არსებული კავშირების შეუცვლელად.
• მოდულური ინოვაცია კომპონენტის ცვლილებაა სისტემის
კონფიგურაციის ცვლილების გარეშე.
• მაგ.: ცალკე აღებული ველოსიპედის ბორბლის, დასაჯდომი სკამის და
ა.შ. ცვლილება ჩაითვლება მოდულურ ინოვაციად.
• რადიკალური ინოვაცია არის გამოგონება ან ცვლილება, რომელიც
მანამდე არ არსებობდა და სიახლეა. მან შეიძლება საფუძველი
ჩაუყაროს ახალი ინდუსტრიის, ბაზრის შექმნას.
• მაგ. თვითმფრინავი იყო რადიკალური ინოვაცია. თვითმფრინავის
შექმნამდე, რა თქმა უნდა, არსებობდა სატრანსპორტო საშუალებები,
თუმცა თვითმფრინავის გამოგონებამ საჰაერო მგზავრობის
კომერციალიზაციას დაუდო სათავე. ასევე ციფრული ფოტოკამერაც
რადიკალურ ინოვაციას წარმოადგენს.
ინოვაციების მენეჯმენტი
Architectural Innovation - არქიტექტურული ინოვაცია
• არქიტექტურული ინოვაცია ეხება ცვლილებებს მთლიანი სისტემის
კონფიგურაციაში, კომპონენტების ურთიერთქმედებაში, ინტერაქციაში.
• არქიტექტურული ინოვაცია გულისხმობს არსებული
შესაძლებლობების, უნარების, ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი
საშუალებით ახალი ბაზრის შექმნის მცდელობას.
• მაგ.: არქიტექტურული ინოვაციების კლასიკური მაგალითია Sony
Walkman, რომლის შემადგენელი ყველა ძირითადი კომპონენტი უკვე
არსებობდა, თუმცა სხვა პროდუქტების შემადგენელ ნაწილებს
წარმოადგენდა.
ინოვაციების მენეჯმენტი
ინტერაქციული ინოვაცია
• ინტერაქციული მოდელი ერთმანეთთან აკავშირებს ტექნოლოგიასა და
ბაზარზე დაფუძნებულ წრფივ მოდელებს. ინტერაქციული მოდელის
თანახმად, ინოვაციებს განაპირობებს, ხელს უწყობს ბაზარზე არსებული
პირობების, მეცნიერებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების
ინტერაქცია, ურთიერთქმედება. Simultaneous coupling model- ის მსგავსად,
არც ინტერაქციულ მოდელში გვაქვს კონკრეტული დაწყების, ათვლის
წერტილი. ინოვაცია შეიძლება დაიწყოს ინოვაციების პროცესის
ნებისმიერ ეტაპზე (მაგ.: კონცეფციის ჩამოყალიბება, პროდუქტის
დაპროექტება, წარმოება, მარკეტინგი) და მისი განვითარებაც არ არის
თნამიმდევრული, არ გულისხმობს კონკრეტული,
წინასწარგანსაზღვრული ეტაპების გავლას.
ინოვაციების მენეჯმენტი
ინტერაქციული ინოვაცია
• ინტერაქციული მოდელი ფოკუსირებულია: კვლევებსა და
განვითარებაზე (R&D), ინჟინერიასა და დიზაინზე, წარმოებასა და
მარკეტინგზე, გაყიდვებზე.
• მაგალითად, როგორც ხშირად ხდება, შესაძლოა, წარმოების ეტაპზე
გაჩნდეს დიზაინის განვითარების, დახვეწის იდეა, რაშიც შემდგომ
შესაძლოა კვლევებისა და განვითარების (R&D) დეპარტამენტი
ჩაერთოს. საბოლოოდ კი იდეის რეალიზებას, ხორცშესხმას განაპირობებს:
ორგანიზაციის შესაძლებლობები, საბაზრო მოთხოვნა, მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარების დონე.
ინოვაციების სასიცოცხლო ციკლი
• ინოვაციური, ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანა, როგორც წესი,
ტექნოლოგიური პროგრესის დასაწყისია. ინდუსტრიაში ახალი
ტექნოლოგიის წარდგენა გამოიწვევს კონკურენტების გააქტიურებას
და ისინი საპასუხო მოქმედებების განხორციელებას დაიწყებენ.
• ინოვაციების სასიცოცხლო ციკლის სამი ფაზა:
1. Fluid: ტექნოლოგიური ცვლილება და პროდუქტის ინოვაცია
2. Transitional: კონკურენციის წარმოშობა ბაზარზე და პროცესის ინოვაცია
(წარმოების დახვეწა)
3. Specific: სტანდარტიზაციამდე პროდუქტის დომინანტი დიზაინის
გამოჩენა და ფასების კლება.
ინოვაციების სასიცოცხლო ციკლი
მრავალი სამომხმარებლო საქონლის ინოვაციის პროცესი სწორედ
ზემოხსენებული თანმიმდევრობით წარიმართა: მაგალითად, როგორიცაა:
მობილური ტელეფონი, CD ფლეერი.
ღია ინოვაცია და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა - ქსელური მოდელები -
Network Models
ინოვაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც, ინფორმაციის მიღების,
აკმულირების პროცესი სოციალური ურთიერთქმედების, ინტერაქციის
საფუძვლეზე (Chesbrough
ღია ინოვაცია და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა - ქსელური მოდელები -
Network Models
ღია და დახურული ინოვაციები - Open Innovation and Closed Innovation
დახურული ინოვაცია ეფუძნება იმ აზრს, რომ ინოვაციების განვითარება
ხდება კომპანიების მიერ. იდეის გაჩენიდან დაწყებული, მისი განვითარებით,
პროდუქტის დაპროექტებით და წარმოებით გაგრძელებული, მარკეტინგით,
გაყიდვებით დასრულებული - ინოვაციების სრული პროცესი ორგანიზაციის,
კომპანიის ფარგლებში მიმდინარეობს
ღია ინოვაცია და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა - ქსელური მოდელები -
Network Models
ღია და დახურული ინოვაციები - Open Innovation and Closed Innovation
• ღია ინოვაცია ნიშნავს ინოვაციური პროცესის კომპანიის საზღვრებს
გარეთ გამოტანას, რათა ორგანიზაციამ გაზარდოს საკუთარი
ინოვაციური პოტენციალი გარემოს, გარე გარემოში არსებული
რესურსების აქტიური სტრატეგიული გამოყენების საშუალებით.
• ინოვაციების დახვეწა, განვითარება მიმდინარეობს კომპანიის შიდა და
გარე გარემოში არსებული იდეების, რესურსების, ტექნოლოგიების
გამოყენებით, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყოს: კომპნაიის
თანამშრომლები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, პარტნიორები,
კონკურენტები, სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები და
აქტიურად ხორციელდებოდეს მათი ინტერაქცია, ურთიერთქმედება.
ღია ინოვაცია და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა - ქსელური მოდელები -
Network Models
ღია და დახურული ინოვაციები - Open Innovation and Closed Innovation
• Place of innovation = inside and outside the company
• ინოვაციის ადგილი = კომპანიის შიგნით და გარეთ არსებული გარემო
ღია ინოვაცია და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა - ქსელური მოდელები -
Network Models
დახურული და ღია ინოვაციები - Open Innovation and Closed Innovation
• თუმცა, ღია ინოვაციისთვის დამახასიათებელი, ტიპიური ინფორმაციის,
ცოდნის გაზიარება, გაცვლა არ გულისხმობს კომპანიის ცოდნასა და
ტექნოლოგიაზე თვისუფალ წვდომას. ტერმნში მოიაზრება მხოლოდ
კოლაბორაციული, თანამშრომლობის ქსელი. ღია ინოვაცია შესაძლოა
საჭიროებდეს სალიცენზიო უფლებისა და სხვა ინტელექტუალური
საკუთრების უფლების გამოყენებისთვის მაღალ ფინანსურ
დანახარჯებს.
• წარმატებული ღია ინოვაციების ერთერთი მაგალითია IBM InnovationJam
პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს ქსელის საშუალებით
სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის შვეიცარიისა და საუდის არაბეთის
კომპანიებთან და უნივერსიტეტებთან.
რადიკალური ინოვაცია - (disruptive innovations, radical innovations, discontinuous
innovations)
• მაგალითად, ცუფრული ფოტოკამერის შექმნა რადიკალური ინოვაციის
მაგალითია, Schumpeter - შუმპიტერი რადიკალურ ინოვაციას „creative
destruction - შემოქმედებით ნგრევას, განადგურებას უწოდებდა“.
• Joseph Schumpeter - ავსტრიელი ეკონომისტი, 1919 წ. ავსტრიის ფინანსთა
მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1932 წელს ჰარვარდის
უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ეკონომისტი იყო.
• ტერმინი disruptive innovation პირველად გამოჩნდა Clayton Christensen-ის
წიგნში „ინოვატორის დილემა“ (“Innovator’s Dilemma”).
• მაგ.: ონლაინ მედია პორტალების, ონლაინ მედია საშუალებების
გამოჩენა რადიკალურ ინოვაციას (disruptive innovation) წარმოადგენდა
ტრადიციული საგაზეთო ინდუსტრიისათვის. გაზეთების, პერიოდული
გამოცემების გაყიდვების მაჩვენებელი მუდმივად კლებას განიცდის.
• disruptive innovation-ის მაგალითებია ასევე:
 ინტერნეტ შოპინგი (ფიზიკური, საცალო გაყიდვების წინააღმდეგ);
 მუსიკალური კომპოზიციების ჩამოტვირთვა (CD-ის შეძენის ნაცვლად)
და ა.შ.
ინოვაცია, როგორც მართვის, მენეჯმენტის პროცესი

• ინოვაციების განვითარება და დანერგვა მენეჯერების მხრიდან


სხვადასხვა ინოვაციური პროცესების (ინოვაციის ტიპებიდან და
მოდელებიდან გამომდინარე) მუდმივ მართვას საჭიროებს, რათა იდეამ
გაიაროს სრული ტრანსფორმაციის გზა კომერციალიზაციამდე.
• ინოვაციების მართვა თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევაა.
• ინოვაციების დანერგვა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში სასიცოცხლოდ
მნიშნელოვანი ხდება, რაც კომპანიის იმიჯსა და შემოსავალზე დადებითად
აისახება, უფრო მეტიც, დღესდღეობით კომპანიის არსებობა შესაძლოა
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ
იქნებიან.
• „ინოვაცია არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ახალ
მოწყობილობას, მეთოდს ან მასალას კომერციული და პრაქტიკული
მიზნით გამოყენებისთვის.“
• Melissa Shilling

• ინოვაცია არ გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებას, ღონისძიებას,


არამედ ის გულისხმობს მთლიან პროცესს, რომელიც თავის მხრივ
ქვეპროცესებს შეიძლება მოიცავდეს. ინოვაცია არც ახალი იდეის
კონცეფციაა, არც ცალკე აღებული გამოგონება, არც ახალი ბაზრის
შექმნა, არამედ ინოვაცია მოიცავს ხსენებულ ყველა ღონისძიებას
ერთმანეთთან დაკავშირებულს და ინტეგრირებულს. ინოვაცია
სრული პროცესია იდეიდან ღირებულების შექმნამდე.
• ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების
მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული
პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს
სხვადასხვა სახის, მათ შორის:
ა.ა) ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული
პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან
წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას;

ა.ბ) ინოვაციური პროცესი – წარმოების ან მომსახურების ახალი ან


მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის
არის სიახლე ან გაუმჯობესება, იმის მიუხედავად, ეს პროცესი სხვა პირის მიერაა
შექმნილი თუ არა;
ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია – მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან
მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მიმართულია ორგანიზაციაში პროდუქტის
ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ან/და ცოდნის გამოყენების
გაუმჯობესებისკენ ან ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისკენ;

• ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი – მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება,


მათ შორის, პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის და ამ პროდუქტის
პოპულარიზაციისა და შეთავაზების მნიშვნელოვანი ცვლილებები;
• ინოვაციების მენეჯმენტი, მართვა ესა არის პროცესების მართვა,
რომელთა საშუალებით ორგანიზაცია და მისი პერსონალი წარმართავს
ინოვაციების შექმნის აქტივობებს. პროცესები, რომელთა მართვით
იქმნება ახალი მოწყობილობები, მეთოდები და მასალები.
• ახალი მოწყობილობა (დრონი, სმარტფონი, … )
• მეთოდი (მოსავლის მოყვანის ახალი ხერხი,  პროდუქციის წარმოების
ახალი წესი …),
•  მასალა (ახალი ტიპის ზემსუბუქი ლითონი,  …)
ინოვაციების მართვის ამოცანაა

 ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება,


სადაც განისაზღვრება ის მიმართულებები რომელთა შექმნის ინვესტირებას
მოახდენს და რომლის ინვესტირებაზე უარს იტყვის ორგანიზაცია;
• იდეების მოძიების, გენერირების, შერჩევის, კომბინირების,  უარყოფის
და დოკუმენტირების პროცესების მართვა;
• ინოვაციური პროდუქტების შექმნისთვის პროექტების დაგეგმვა და
წარმართვა, მათი წარმოების ოპერაციული პროცესის მართვა.
• ინოვაციების მართვის პროცესი, მუდმივი ორგანიზაციული სწავლის
პროცესია, შეცდომებით და წარმატებებით. ორგანიზაციული კულტურის
და მართვის კონტექსტში ხდება, ორგანზაციული მისიის,
ღირებულებების და მიზნების მისაღწევად მოთხოვნების
იდენტიფიცირება, შესრულების დაგეგმვა და შედეგების კონტროლი და
მონიტორინგი.
• 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის არნახული
მასშტაბების ეპოქაში, მეწარმეობისა და ინოვაციების როლი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის განვითარების საქმეში.
• მეწარმეობა თანამედროვე ეპოქაში ახალი გამოწვევების წინაშე დგას:
გლობალიზაციამ და ინტეგრაციამ, ტექნიკისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ახალი რეალობა შექმნა: სწრაფი
ცვლილებებისა და ინოვაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა
მეწარმეები - „შეიცვალე ან მოკვდი “დღევანდელი ბიზნესის არსებობის
განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
• სამეწარმეო საქმიანობას არაერთი საკანონმდებლო აქტი
არეგულირებს, მათ შორის საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ “,
2016 წელს კი მიიღეს კანონი „ინოვაციების შესახებ“ და ა.შ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს საქართველოს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საპარტნიორო ფონდი,
მეწარმეობის განითარების სააგენტო, ასევე ხორციელდება არაერთი
პროგრამა: „აწარმოე საქართველოში “, „სტარტაპ ჯორჯია “,
სახელმწიფო საკმაოდ დიდ ფინანსებს ხარჯავს ამ მიმართულებით.
• საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
მონაცემებით, 2000 წლიდან მოყოლებული გლობალური ეკონომიკა
ყოველწლიურად 3.2% ით იზრდება, ზრდის მთავარი გასაღები კი
ინოვაციებია. ინოვაცია არის გადამწყვეტი წყარო კონკურენციის,
ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის.
• მეწარმეობის შესახებ ცნობილი წიგნის “Zero to One: Notes on Startups, or How to
Build the Future’’ ავტორი პიტერ თიელი (თიელი/Thiel, 2014) ამბობს,
„როდესაც რაღაც ახალს, ინოვაციურს ქმნი, ნოლიდან აღწევ ერთს “
• სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საქართველოს მცირე და საშუალო
მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში 2016-2020 წლებისთვის
მითითებულია: „კომპანიების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო
საწარმოთა მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება არის დაბალი,
რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ტექნოლოგიების განვითარების
არასაკმარისი დონე და ინოვაციების ნაკლებობაა“.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის
მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ
მყოფი მოსახლეობის წილი 19,5 %.
• გარემოსთან ადაპტაციისა და ცვლილებების განხორციელების უნარი
გადამწყვეტია ორგანიზაციის არსებობის შენარჩუნებისათვის.
• „ჩვენ არ ვაკონტროლებთ აქციების ფასს; ჩვენ ვაკონტროლებთ
ინოვაციებს, გაყიდვებსა და მოგებას“.
• „წყვეტ ინოვაციას, წყვეტ არსებობას“.
Christopher Freeman
ინოვაციების ისტორია - XIX საუკუნე
სხვადასხვა სფეროს დომინანტი, წარმატებული კომპანიები ინოვაციურობის
თვასლსზრისითაც გამორჩეულები არიან.
• ინდუსტრიული რევოლუცია მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიურმა
ინოვაციებმა განაპირობა.
1. THE STEAM ENGINE

2. THE LOCOMOTIVE
3. THE TELEPHONE
4. THE TELEGRAPH
5. THE INTERNAL COMBUSTION ENGINE
6. IRONCLAD SHIPS
7. ELECTRICITY/LIGHT BULB
8.  PHOTOGRAPHY
მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებულმა ტექნოლოგიურმა
რევოლუციამ, წუთებად აქცია აქამდე გზაში გატარებული უსასრულო საათები.
ელექტრობის და ტელეგრაფის გამოჩენამ კი შესაძლებელი გახადა, ჯერ
კიდევ ქაღალდზე შეუშრობელი ჩანაწერის წაკითხვა, ათასობით მილის
მანძილზე. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა დაახლოვა  დედამიწის აქამდე
დაშორებული ქვეყნები …
“პირველი სიტყვა ოკეანის მიღმიდან” –   შტეფან ცვაიგი
ინოვაციების ისტორია - XX საუკუნე
• Nuclear Power
• The Personal Computer
• The Airplane
• The Automobile
• Rocketry
• The Submarine
• Antibiotics
• Television
• The Internet
• Radio

ინოვაციების ისტორია - XXI საუკუნე


• Self-Driving Cars
• 3-D Printing
• Social Media
• Bluetooth
• Fiber Optics (Fiber optics technology has transformed the underlying infrastructure of
devices such as televisions, telephones and the Internet)
• ინოვაციები შეიძლება განვიხილოთ როგორც „შემოქმედებითი
დესტრუქციის, ნგრევის“ პროცესი.
ინოვაციების მენეჯმენტი - ისტორია
• ახალი ცოდნის, ინფორმაციის მიღება;
• აღნიშნული ცოდნის, ინფორმაციის გამოყენება ახალი პროდუქტის
შესაქმნელად.
• კომერციალიზაციის პროცესი: ახალი პროდუქტის - საქონლისა და
სერვისის კომერციალიზაციის გზით შემოსავლის, ფინანსური
სარგებლის მიღება.
• თანამედროვე კომპანიები, რომლებიც კვლევებისა და განვითარების
(R&D) ლაბორატორიებით არიან აღჭურვილები, ითავსებენ ინოვაციების
შემოქმედი, მთავარი გამწევი ძალის ფუნქციას.
• „მომხმარებლის მოსმენა, მათი სურვილებისა და საჭიროებების
გათვალისწინება აუცილებლად მიიყვანს კომპანიას ტექნოლოგიურ
ინოვაციამდე და ბიზნესის გრძელვადიან წარმატებასაც
განაპირობებს.“
Christensen
• რადიკალური ინოვაცია (disruptive innovations, radical innovations, discontinuous
innovations)
• მზარდი ინოვაცია (sustaining innovation, incremental innovation)
• ინოვაცია ორგანიზაციულ კონტექსტში - ინოვაცია, როგორც
მენეჯმენტის, ორგანიზაციული პროცესების ნაწილი.
• თანამედროვე ორგანიზაციები მარავალფეროვან რესურსებს
აერთიანებენ, როგორიცაა: ცოდნა, უნარები, ფინანსები, ბაზარზე
ფუნქციონირების გამოცდილება და ა.შ., რაც ინოვაციებს და
ორგანიზაციებს განუყოფელ ნაწილად აქცევს, მართლაც, ბოლო
პერიოდის მნიშვნელოვანი ინოვაციები და მეცნიერული აღმოჩენები,
როგორიცაა - მობილური ტელეფონები, კომპიუტერების პროგრამული
და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ორგანიზაციების ფარგლებში იქნა
შემქნილი და მიღწეული და ნაკლებად უკავშრდება კერძო,
კონკრეტული ინდივიდების დამოუკიდებელ საქმიანობას.
• ორგანიზაციულ კონტექსტში, ორგანიზაციებში არიან ინდივიდები,
რომლებიც განსაზღვრავენ პრობლემას, უჩნდებათ იდეები და ხდებიან
სხვადასხვა გამოგონების ავტორები. უფრო მეტიც, ორგანიზაციებში
ინდივიდები, რომლებიც მენეჯერის როლს ასრულებენ, მენეჯერული
პოზიცია უკავიათ იღებენ გადაწყვეტილებებს, განსაზღვრავენ რა
ღონისძიებები უნდა შესრულდეს, ანაწილებენ რესურსებს და საქმიანობის,
მოქმედებების განხორციელების თანმიმდევრობას ადგენენ. აღნიშნულ
პროცესებში იკვეთება ე.წ. საკვანძო, მნიშვნელოვანი ინდივიდები,
როგორიცაა გამოგონების ავტორი - გამომგონებელი, მეწარმე,
სპონსორი და ა.შ.
• ინოვაცია - როგორც პროცესი.
• პროცესი, გზა, მანძილი ახალი აღმოჩენიდან საბოლოო პროდუქტამდე
წარმოადგენს ინოვაციის პროცესს. პარალელი შეიძლება გავავლოთ
განათლების პროცესთან - კვალიფიკაცია განათლების პროცესის
საბოლოო შედეგია.
• ინოვაციების მენეჯმენტი - პროცესი, რომლის დროსაც იდეებიდან
იქმნება ღირებულება.
• ინოვაციების მენეჯმენტი - პროცესი, ღონისძიებების ერთობლიობა, გზა
იდეიდან ღირებულების შემნამდე.
• ინოვაციების მენეჯმენტი - პროცესი, რომლის მიზანი იდეების
ღირებულებაში გარდაქმნაა.
• მეწარმეობა გულისხმობს შესაძლებლობების გამოყენებას,
გამოდევნებას; შეზღუდული რესურსებით უცნობ საქმიანობაში
ჩართვას, - ჰოვარდ სტივენსონი - „სამეწარმეო სწავლების ნათლია,
“როგორც მას ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში უწოდებენ (www.hbr.org),
• ინოვაცია და გამოგონება - ძალიან ხშირად ამ ორ ტერმინს სინონიმებად
იყენებენ, რაც არასწორია. ინოვაციის მნიშვნელობა ბევრად ფართოა
გამოგონებასთან შედარებით, სხვადახხვა ფაქტორებს აერთიანებს.
ინოვაცია არ გულისხმობს კონკეტულ მოქმედებას, ღონისძიებას, არამედ ის
გულისხმობს მთლიან პროცესს, რომელიც თავის მხრივ ქვეპროცესებს
შეიძლება მოიცავდეს. ინოვაცია არც ახალი იდეის კონცეფციაა, არც ცალკე
აღებული გამოგონება, არც ახალი ბაზრის შექმნა, არამედ ინოვაცია მოიცავს
ხსენებულ ყველა ღონისძიებას ერთმანეთთან დაკავშირებულს და
ინტეგრირებულს. ინოვაცია სრული პროცესია იდეიდან ღირებულების
შექმნამდე.
• ინოვაცია გულისმობს იდეების ან გამოგონებების პრაქტიკულ,
კომერციულ გამოყენებას.
• ინოვაცია = თეორიული კონცეფცია (იდეა) + ტექნიკური გამოგონება +
კომერციალიზაცია (კომერციული მიზნებით გამოყენება)
• თეორიული კონცეფცია, ახალი იდეა ინოვაციის პროცესის საწყისი, ათვლის
წერტილია. ახალი იდეა თავის მხრივ ჯერ არც გამოგონებაა და არც
ინოვაცია. ის მხოლოდ ნააზრევია, ფიქრებია. გამოგონება არის
ინტელექტუალური აზრების, ფიქრების, იდეის გარდაქმნა ხელშესახებ
არტეფაქტად - ხშირად პროდუქტად ან პროცესად. ამ ეტაპზე
მნიშვნელოვანია მრავალი სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანის
დაუღალავი შრომა, რათა გამოგონების კომერციალიზაცია
განხორციელდეს, შეიქმნას პროდუქცია, რომელსაც კომპანიის,
ორგანიზაციის წარმატების, განვითარებისა და შემოსავლების ზრდის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
• გამოგონების კომერციალიზაციით სრულდება მნიშვნელოვანი პროცესი.
სწორედ ზემოხსენებული პროცესი იდეიდან მოყოლებული,
გამოგონებით გაგრძელებული და გამოგონების საფუძველზე ახალი
პროდუქტის ან პროცესის შექმნით დასრულებული წარმოადგენს
ინოვაციის პროცესს, თავად ინოვაციას.
• ინოვაცია დამოკიდებულია გამოგონებაზე, თუმცა გამგონების
კომერციალიზაცია უნდა განხორციელდეს, რომ კომპანიის ზრდას და
ეკონომიკურ წარმატებას შეუწყოს ხელი.

• ინოვაცია მენეჯმენტის პროცესია, რომელიც გულისმობს ყველა იმ


ღონისძიების მართვას, რომელიც დაკავშირებულია იდეის დაბადებასთან,
ტექნოლოგიის განვითარებასთან, წარმოებასთან, ახალი ან
გაუმჯობესებული პროდუქტის, საწარმოო პროცესის მარკეტინგის
განხორციელებასთან.
• ინოვაცია მენეჯმენტის პროცესია, მართვის განხორციელების
პროცესია, რომლის საბოლოო შედეგსაც ახალი ან გაუმჯობესებული
პროდუქცია, პროცესი წარმოადგენს.
• ყველა გამოგონება შეიძლება ვერ გახდეს ინოვაცია. (მაგ.:
გამოგონების კომერციალიზაცია ვერ მოხდა; ბაზარზე ვერ მიაღწია
პროდუქტმა წარმატებას).
• „კრეატიულობა: ახალი, საინტერესო იდეების მოფიქრება.
ინოვაცია: აღნიშნული იდეების წარმატებული იმპლემენტაცია,
რეალიზაცია და დანერგვა ორგანიზაციაში“.
კომპანია 3M-ის ვიცე-პრეზიდენტი კვლევებისა
და განვითარების მიმართულებით
• წარუმატებელი ინოვაცია:
Sinclair C5
• წარმატებული ინოვაცია:
iPhone
• ინოვაციის წარმატებულმა კომერციალიზაციამ შესაძლოა
განაპირობოს მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები. მაგ.:
რადიკალურმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა - ციფრული კამერების
გამოგონებამ Kodak-ისა და Fuji-ს მნიშვნელოვანი შიდა, საორგანიზაციო
ცვლილებები განაპირობა. არსებითი ცვლილებები შეეხო საწარმოო,
მარკეტინგისა და გაყიდვის ფუნქციებს. ხსენებულმა ორივე კომპანიამ
გადაწყვიტა კონცენტრაცია მოეხდინა, ფოკუსირება გაეკეთებინა სწრაფად
განვითარებად ციფრული ფოტოგრაფიის ბაზარზე.
• ინოვაცია - ცოდნის გამოყენება
4Tavi
ინოვაციების განხორციელების მეთოდები და ტექნიკა
ინოვაციების მართვა - პრობლემები, მითები და შეზღუდვები;
მეთოდები, საშუალებები, ტექნიკა, რომლებიც ინოვაციების
განხორციელების
საშუალებას იძლევა. ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი ფაქტორები.
პრობლემები, მითები და შეზღუდვები, რომლებიც ინოვაციების მართვას
უკავშირდება
ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება ერთი მთავარი კომპეტენცია:
ინოვაცია.“
მენეჯმენტის გურუ პიტერ დრუკერი
• ინოვაციური ორგანიზაციის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
სათანადო ორგანიზაციული გარემოს შექმნა.
ორგანიზაციული კულტურა
• ორგანიზაციული კულტურა არის საერთო ფასეულობების, წესების,
ქცევის სტანდარტებისა და მოლოდინების ერთობლიობა, რომელიც
გავლენას ახდენს იმ ინდივიდების, ჯგუფებისა და გუნდების
ერთმანეთთან ურთიერთობის სტილზე, რომლებიც თანამშრომლობენ
ორგანიზაციის საერთო მიზნის მისაღწევად.
• ახალი ორგანიზაციის შემქმნელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
ორგანიზაციული კულტურის შექმნასა და შენარჩუნებაში.
რა ზემოქმედებას ახდენენ მენეჯერები ორგანიზაციულ
კულტურაზე
• ორგანიზაციის ყველა წევრს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს
ორგანიზაციული კულტურის განვითარებასა და შენარჩუნებაში, მაგრამ
მენეჯერები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
გამომდინარე მათი მრავალმხრივი და ამავე დროს მნიშვნელოვანი
ფუნქციებიდან.
ორგანიზაციული კულტურა
• ბენჯამინ შნაიდერმა, მერილენდის უნივერსიტეტის ცნობილმა
მკვლევარმა მენეჯმენტის დარგში, შეიმუშავა მოდელი, რომელიც
გვეხმარება ამოვხსნათ დამფუძნებლის პირადი მახასიათებლების
როლი ორგანიზაციული კულტურის განსაზღვრაში. მისი მოდელი,
რომელსაც ეწოდება ``მოწონება - შერჩევა-წასვლის ჩარჩო``ამტკიცებს,
რომ როდესაც დამფუძნებელი ქირაობს მუშახელს თავისი ახალი
საქმიანობისთვის, იგი ცდილობს შეარჩიოს ისეთი თანამშრომლები,
რომლებიც პიროვნულად მასთან ძალიან ახლოს არიან. ასეთი
თანამშრომლების ორგანიზაციაში დარჩენის ალბათობა დიდია.
შეიძლება ამ დროს სამსახურში აყვანილ იქნეს დამფუძნებლისაგან
განსხვავებული თვისებების მქონე ადამიანებიც, მაგრამ ისინი,
როგორც წესი, დიდხანს ვერ ძლებენ სამსახურში.

• მოწონების, შერჩევის და წასვლის პროცესის შედეგად ორგანიზაციაში


თავს იყრიან მსგავსი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები და
ორგანიზაციის წევრების დომინანტური პიროვნული პროფილი
განსაზღვრავს და ქმნის ორგანიზაციულ კულტურას.
• კულტურა არის ადამიანთა მიერ შექმნილი ღირებულებები, ნორმები,
ტრადიციები, რწმენა და ცხოვრების წესი, რომელიც ერთი თაობიდან
მეორეს გადაეცემა.
• ინოვაციური კულტურა შეიძლება განისაზღვროს, როგორც
ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების
განვითარებას ორგანიზაციაში, წაახალისებს პერსონალს იფიქრონ
განსხვავებულად და არ შეეგუონ სტატუს ქვოს.
• ინოვაციური კულტურის ხელშემწყობი ფაქტორები:
 ტოპ მენეჯმენტი ცდილობს წაახალისოს კრეატიული აზროვნება
ორგანიზაციაში; ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
 ეფექტური კომუნიკაციის სისტემა. ლიდერები თავიანთ
თანამშრომლებს უზიარებენ მოსაზრებებს ბიზნესის განვითარებასთან
დაკავშირებით, მხარს უჭერენ დასახული მიზნების მისაღწევად.
 კრეატიული ორგანიზაცია ადვილად ადაპტირდება ცვლილებებთან და
პროაქტიულად ეძებს ახალ შესაძლებლობებს.
 მომხმარებელზე ფოკუსირება.
• ინოვაციური კულტურის განვითარებას ხელს უწყობს:
 კრეატიული თანამშრომლების შერჩევა;
 სწავლაზე ორიენტირებული კულტურის განვითარება;
 პერსონალზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა;
 მენეჯერები, რომლებიც მხარს უჭერენ პერსონალის ინოვაციურ
აქტივობებს;
 კრეატიულობის გადაქცევა სამუშაოს ნაწილად; შემოქმედებითი
აზროვნების უნარი, როგორც სამუშაო პოზიციაზე არსებული მოთხოვნა;
 დასაქმებულთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
 ინოვაციების, ინოვაციური საქმიანობის ჯილდოებით, კომპანიაში
დაჯილდოების სისტემის არსებობით წახალისება;
 რისკის გაწევა, როგორც პრაქტიკის, პრაქტიკული საქმიანობის
განუყოფელი ნაწილი;
 კვლევებისა და განვითარებისათვის ინვესტიციების განხორციელება;
 ბენჩმარკინგი.
 ბენჩმარკინგი - პროცესი, რომლის საშუალებით საწარმო (ფირმა)
პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას
ბიზნესის ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას,
რათა მიიღოს საკუთარი ბიზნესმახასიათებლების გასაუმჯობესებლად
აუცილებელი ინფორმაცია.
 Google-ის თანამშრომლებს უფლება აქვთ მთელი სამუშაო დროის ერთი
მეხუთედი საკუთარი პროექტებისთვის გამოიყენონ.
 Google კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ თანამშრომლები არიან
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. კომპანიამ შეიმუშავა შემდეგი
სტრატეგია:
„ ჩვენ სამსახურში ვიყვანთ გამორჩეულ ადამიანებს და ვეხმარებით
მათ, რომ თავიათი ოცნებები რეალობად აქციონ. ჩვენ გვწამს
შრომისმოყვარეობის, მხიარული, პოზიტიური ატმოსფეროს. გვჯერა,
რომ ნიჭიერი ადამიანები განსხვავებული წარმომავლობით,
ბექგრაუნდით პრობლემების გადაწყვეტის საკითხს განსხვავბულად,
ორიგინალურად მიუდგენიან და პრობლემებს სხვადასხვა
პერსპექტივიდან განიხილავენ. გუგლის გუნდს წარმოადგენენ ყოფილი
ოლიმპიური სპორტსმენები, პროფესიონალი მზარეულები,
დამოუკიდებელი კინემატოგრაფები და ა.შ. და თუ შენ კომპანიის სათაო
ოფისში მაუნთინ ვიუში, კალიფორნიაში მუშაობ, ან კომპანიის სხვა
ლოკაციაზე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში, Google ის ადგილია, სადაც
საოცარი მიღწევებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობები იხსნება.“
ორგანიზაციაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვაციური აქტივობების წახალისებაში.
ინოვაციების ხელშეწყობაში იგულისხმება ორგანიზაციის
თანამშრომლებისთვის სათანადო სწავლებების, ტრენინგების
ჩატარება; მენტორობა და სპეციალური ჯილდოების დაწესება
წარმატებული ინოვაციური აქტივობებისათვის. პერსონალს ასევე
სჭირდება სათანადო თავისუფალი დროისა და რესურსების გამოყოფა
ახალი იდეების გენერირებისათვის. მაშინ როდესაც თანამშრომლის
დროის 100% ყოველდღიურ რუტინაზეა ფოკუსირებული, ინოვაციებსა
და ახალ იდეებზე ფიქრის საშუალება მას არ ეძლევა.
• თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ
ინოვაციურ პროცესებს. განცალკევებით, დამოუკიდებლად მომუშავე
კომპანიებს ხშირად არ შეუძლიათ ინოვაციების განვითარება და
დანერგვა. მათ სჭირდებათ თანამშრომლობა კვლევით ორგანოებთან,
უმაღლეს სასწავლებლებთან და ზოგჯერ საკუთარ კონკურენტებთან
ერთადაც კი რომ ინოვაციური აქტივობები განახორციელონ. ასეთ
დროს ხშირად ინტელექტუალურ საკუთრებაზე თანაზიარი უფლება
წარმოიშვება მხარეებს შორის.
• თანამშრომელთა მოტივაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი
ფაქტორია ინოვაციების წასახალისებლად. როცა ხდება პერსონალის
წარმატების აღიარება და დაფასება, სამუშაო გარემო პოზიტიურია,
თანამშრომელს ეძლევა პროფესიული ზრდისა და განვითარების
შესაძლებლობა.
• მონაწილეობითი ლიდერობის სტილი: მენეჯერები ყურადღებას
ამახვილებენ როგორც სამუშაოს შესრულებაზე, ასევე კომპანიის
პერსონალზე; ორიენტირებულები არიან როგორც სამსახურის საქმეზე,
ისე თანამშრომლებზე. მენეჯერები კომპანიის პერსონალს საშუალებას
აძლევენ ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმვისა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
• vინოვაციების ხელშემწყობ ფაქტორებია ასევე:
 გუნდური მუშაობა;
 თანამშრომელთა სისტემატური სწავლება;
ინოვაციური აქტივობების დაფინანსება
• დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც აუცილებელია
ორგანიზაციაში ინოვაციური კულტურის დასამკვიდრებლად:
 საერთო ხედვისა და / ან სტრატეგიის არქონა;
 პრიორიტეტების ხშირი ცვლა;
 მოკლევადიანი დაგეგმვა;
 შიდა პროცესებზე ფოკუსირება, ნაცვლად გარე მომხმარებელზე
ორიენტირებისა;
 წარსულში დაშვებული შეცდომების არაღიარება და მათი
მხედველობაში არმიღება;
 ინოვაციური სწავლების უგულვებელყოფა;
 კრეატიული აზროვნების გასავითარებელი ტრენინგების
უგულვებელყოფა;
 წამახალისებელი ჯილდოების, პროგრამების არარსებობა და ა.შ.
 ინოვაციების მეთოდოლოგიები შემუშავებულია ახალი პროდუქტის,
სერვისის ... შესაქმნელად და რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად, რაც
ასევე აისახება მათ პროცესებსა და ძირითადი პრინციპებში.
 Design Thinking თანდათანობით ვითარდებოდა 1960-იანი წლებიდან, ის
რთული პრობლემების კრეატიული გზით გადაჭრის საშუალებად იქცა.
 Design Thinking არის გადაწყვეტაზე ორიენტირებული პროცესი, რომელიც
აქცენტს აკეთებს დიზაინერებსა და მომხმარებლებს შორის
თანამშრომლობაზე.
 Design Thinking განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება რთული და
ბუნდოვნად განსაზღვრული პრობლემების მოსაგვარებლად.
 Design Thinking-ის და ინოვაციების სხვა მეთოდოლოგიებს შორის მთავარი
განსხვავება ისაა, რომ Design Thinking გამოიყენება და ეფექტურია მაშინაც კი,
როდესაც არ ხართ ნათლად გარკვეული პრობლემის არსში, რომლის
გადაჭრასაც ცდილობთ.
 Lean Startup, Pretotyping და Design Sprint ყველა ვარაუდობს, რომ თქვენ
იცით, რომელი იდეის ან გამოწვევის შემოწმება გსურთ. ისინი ნაკლებ
დროს უთმობენ პრობლემის ანალიზსა და სწრაფად გადადიან
პროტოტიპის შექმნასა და მის ტესტირებაზე.
 Lean Startup, Pretotyping და Design Sprint ყველა ვარაუდობს, რომ თქვენ
იცით, რომელი იდეის ან გამოწვევის შემოწმება გსურთ. ისინი ნაკლებ
დროს უთმობენ პრობლემის ანალიზსა და სწრაფად გადადიან
პროტოტიპის შექმნასა და მის ტესტირებაზე.
 2004 წელს სტივ ბლანკმა, სილიკონ ველის ცნობილმა მეწარმემ და
ჰარვარდის პროფესორმა, ინვესტიცია ჩადო იმ სტარტაპში, რომელიც
დაარსდა ორი ახალგაზრდა სტუდენტის ერიკ რისა და უილ ჰარვის მიერ.
 “Lean Startup” - Eric Ries
 75% of all startups fail (Harvard Business Review) and many argue that this number is
even higher.
 When looking at the success rate of corporate innovation the story is the same, as 80%
of all new product launches are cancelled or deemed a failure within the first year!
 Lean Startup - განიხილეთ თქვენი იდეა და მისი პოტენციური გადაწყვეტა,
როგორც ჰიპოთეზა, რომელიც ჯერ არ შემოწმებულა.
 90-იანი წლების ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების
რამდენიმე მეთოდოლოგიამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
 ტერმინი Agile – პროგრამული უზრუნველყოფის მეთოდოლოგიების
კრებულზე გამოიყენეს 2001 წლის დასაწყისში.
 Agile პროგრამული უზრუნველყოფა არ არის ინოვაციური მეთოდოლოგია.
 ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგია.
Agile პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მთავარი მიზანია
რისკისა და გაურკვევლობის შემცირება
• Pretotyping შეიმუშავა ალბერტო სავოიამ, Google-ის თანამშრომელმა.
• Pretotyping was founded on the premise of the “Law of Failure” which says that
between 75–80% of all startups and product innovations fails, often within the first
year….
• იგი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ჰიპოთეზის დადასტურებაზე, რაც
შეიძლება მოკლე დროის პერიოდში და ნაკლები დანახარჯებით.
• Pretotyping is a test first, ask later framework.
• Real prototypes are often too slow, Pretotypes should be quick and cheap.
• Design Sprint, Google Sprint, or simply Sprint as it is often called, is primarily based on
Design Thinking sprinkled with insights from the work of Jason Fried, co-founder of
Basecamp and author of Rework and Getting Real.
• ისევე როგორც Pretotyping, Design Sprint შეიქმნა გუგლის მიერ.
• დიზაინის სპრინტი არის ხუთდღიანი პროცესი, რომელიც ცდილობს
უპასუხოს ყველაზე კრიტიკულ ბიზნეს კითხვებს რეალურ მომხმარებლებთან
დიზაინის, პროტოტიპების და იდეების ტესტირების გზით.
• Design Sprint ძალიან სასარგებლოა, როდესაც დიდი და კონკრეტული
გამოწვევა გაქვთ, რომლის მოგვარებაც გსურთ მოკლე დროში.

5tavi

ინოვაციების მართვა ორგანიზაციაში


ინოვაციების მართვა და ინოვაციური მიდგომების წახალისება
ორგანიზაციის დასახული
მიზნების მისაღწევად. ინოვაციების მართვის დილემა. ინოვაციური
პროექტების მართვა.
ორგანიზაციის მახასიათებლები, რომლებიც ინოვაციური საქმიანობის
წარმატებას უწყობს ხელს.
ინოვაციაზე ორიენტირებული სტრატეგია. ინდივიდების როლი ინოვაციის
წახალისებაში.
ორგანიზაციის სტრუქტურა და ინოვაცია.
ინოვაციების მართვის პროცესი, მუდმივი ორგანიზაციული სწავლის
პროცესია, შეცდომებით და წარმატებებით. ორგანიზაციული კულტურის
და მართვის კონტექსტში ხდება, ორგანზაციული მისიის,
ღირებულებების და მიზნების მისაღწევად მოთხოვნების
იდენტიფიცირება, შესრულების დაგეგმვა და შედეგების კონტროლი და
მონიტორინგი
რას გულისხმობს ინოვაციების მართვა ?
• ინოვაციების მართვა ეს არის პროცესების მართვა, რომელთა
საშუალებით ორგანიზაცია და მის პერსონალი წარმართავს
ინოვაციების შექმნის აქტივობებს. პროცესები, რომელთა მართვით
იქმნება ახალი მოწყობილობები, მეთოდები და მასალები.
• ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება,
სადაც განისაზღვრება ის მიმართულებები რომელთა შექმნის
ინვესტირებას მოახდენს და რომლის ინვესტირებაზე უარს იტყვის
ორგანიზაცია;
• იდეების მოძიების, გენერირების, შერჩევის, კომბინირების, უარყოფის
და დოკუმენტირების პროცესების მართვა;
• ინოვაციური პროდუქტების შექმნისთვის პროექტების დაგეგმვა და
წარმართვა, მათი წარმოების ოპერაციული პროცესის მართვა.
• ინოვაციების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ფარმაცევტული და
ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებული ინოვაციები
ორგანიზაციების ფარგლებში, კომპანიებში ხორციელდება.
დღევანდელ რეალობაში სამეწარმეო საქმიანობა ინოვაციებისკენ მუდმივ
სწრაფვას გულისხმობს
• თითქმის ყველა ორგანიზაცია სისტემატურად, მუდმივად დგას
დილემის წინაშე: ერთი მხრივ, სტაბილურობის საჭიროება და მეორე
მხრივ, კრეატილობის, შემოქმედებით მიდგომის აუცილებლობა.
• ერთი მხრივ, კომპანიას ესაჭიროება სტაბილურობა ყოველდღიური
ამოცანების, მოვალეობების ეფექტიანად და სწრაფად შესასრულებლად.
(მაგ. ბანკების მიერ ყოველდღიურად მილიონობით ჩეკის დამუშავება,
პროდუქტის განაწილება საცალო სარეალიზაციო პუნქტებში და ა.შ.)
• მეორე მხრივ, კომპანიებს ასევე ესაჭიროებათ განავითარონ ახალი
იდეები და შექმნან ახალი პროდუქტები კონკურენტული უპირატესობის
შესანარჩუნებლად. რაც კრეატიული გარემოს შექმნას გულისხმობს
ორგანიზაციაში, სადაც იდეების წახალისება და რეალიზაცია
განხორციელდება.
• სტაბილურობაზე კონცენტრაცია თუ კრეატიულობის, ინოვაციების
წახალისება? - აღნიშნული საკითხი ერთერთ ყველაზე ფინდამენტურ
პრობლემას, გამოწვევას წარმოადგენს მენეჯმენტისთვის დღესდღეობით.
• ინოვაციური პროცესების მართვა გულისხმობს ორგანიზაციის
კრეატიული, შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.
• ინოვაციური პროცესების მართვის უმთავრესი მახასიათებელი
„განუსაზღვრელობის მართვაა.“განუსაზღვრელობა დაკავშირებულია,
როგორც პროდუქტთან (uncertainty of output, market uncertainty), ასევე
პროდუქტის წარმოების პროცესთან (uncertainty of process) - როგორ
აწარმოო პროდუქტი?

• Pearson’s uncertainty map


პირსონის განუსაზღვრელობის რუკა
• Pearson’s uncertainty map - პირსონის განუსაზღვრელობის რუკა ე.წ.
განუსაზღვრელობას ორ განზომილებად ყოფს:
• 1. განუსაზღვრელობა, რომელიც საბოლოო შედეგს, მიზანს, პროდუქტს
უკავშირდება (მაგ.: რა იქნება პროექტის საბოლოო შდეგი?)
• 2. განუსაზღვრელობა, როემლიც პროცესს (მაგ.: წარმოების პროცესს)
უკავშირდება.
• პირსონის განუსაზღვრელობის რუკაზე განუსაზღვრელობა, რომელიც
საბოლოო შედეგს, მიზანს, პროდუქტს უკავშირდება ვერტიკალურ
ღერძზეა მოცემული და განუსაზღვრელობა, რომელიც პროცესს
(წარმოების პროცესს) უკავშირდება ჰორიზონტალურ ღერძზეა
მოცემული.

• Pearson’s uncertainty map


პირსონის განუსაზღვრელობის რუკა
I კვადრატი

• I კვადრატი - განუსაზღვრელობის მაღალ მაჩვენებელს გულისხმობს,


როგორც საბოლოო პროდუქტის, ისე წარმოების პროცესის
თვალსაზრისით. საბოლოო მიზანი არ არის ნათლად განსაზღვრული და
აღნიშნული მიზნის მიღწევის გზებიც არ არის ნათელი. I კვადრატს
საძიებო კვლევა (exploratory research) ეწოდება. მსგავსი კვლევითი
საქმიანობა, როგორც წესი, ძირითადად, უნივერსიტეტების კვლევით
ლაბორატორიებში მიმდინარეობს. მხოლოდ მსხვილ ორგანიზაციებს
მოეპოვებათ იმის რესურსები, ფინანსური შესაძლებლობები რომ მსგავსი
კვლევითი საქმიანობები აწარმოონ.
• მაგ.: Microsoft აწარმოებს კვლევების ძირითად ნაწილს სიეტლში, აშშ-ში.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ კვლევით ცენტრს კამპუსს (“campus”) უწოდებს.
Pearson’s uncertainty map
პირსონის განუსაზღვრელობის რუკა
II კვადრატი
• II კვადრატში საბოლოო მიზანი, პროდუქტი ცნობილია. მაგალითად,
ბაზარზე კომერციული შესაძლებლობა აღქმულია, მაგრამ აღნიშნული
შესაძლებლობის გამოყენების გზები ჯერ ნაპოვნი არ არის. კომპანებმა
შესაძლოა განახორციელონ არაერთი სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა
ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. II
კვადრატს development engineering-ს უწოდებენ. ამგვარი საქმიანობა
დამახასიათებელია საწარმოო კომპანებისათვის, რომლებიც
სისტემატურად ეძებენ გზებს წარმოების პროცესის სრულყოფის,
ეფექტიანობის მიღწევისა და ხარჯების შემცირებისათვის.
III კვადრატი - განუსაზღვრელობა, საბოლოო შედეგს, მიზანს,
პროდუქტს უკავშირდება. აღნიშნულ კვადრატში შემავალი საქმიანობა
დაკავშირებულია ექსპერიმენტებთნ, მცდელობებთან - როგორ
შეიძლება ტექნოლოგია უფრო ეფექტიანად იქნას გამოყენებული. მაგ.:
კევლერი - Kevlar (ტყვიაგაუმტარი ტანისამოსის საწარმოებლად
გამოიყენება), დღეს არაერთი სხვადასხვა ტიპის პროდუქტის
საწარმოებლად იქნა გამოყენებული
• IV კვადრატი მოიცავს ინოვაციურ აქტივობებს, სადაც
განუსაზღვრელობის ხარისხი პირსონის განუსაზღვრელობის რუკის
სხვა კვადრატებთან შედარებით დაბალია. ასეთ შემთხვევაში
შესაძლებელია ხორციელდებოდეს უკვე არსებული პროდუქტის
გაუმჯობესება, ან ახალი პროდუქტის შექმნა საბაზრო და
ტექნოლოგიური შესაძლებლობების კომბინაციით.
• კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ზრდასა და
განვითარებაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ ინოვაციებზე, გამოხატავენ
დიდ ინტერესს ინოვაციების მიმართ, რადგან ინოვაციები განაპირობებს
სწორედ ორგანიზაციის ზრდა-განვითარებას.
ინოვაციები და ოპერაციათა მენეჯმენტი 6ტავი
• ოპერაციათა მენეჯმენტი ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის
თითქმის 80 %-ს შეადგენს.
• ოპერაციათა მენეჯმენტი ორგანიზაციის სამი ძირითადი საქმიანობიდან
ერთ-ერთია:
 მარკეტინგი
 ოპერაციათა მენეჯმენტი
 საფინანსო საქმიანობა
 ოპერაცია ლათინური სიტყვაა და პირდაპირ თარგმანში მოქმედებას
ნიშნავს.
 ოპერაციათა მენეჯმენტი წარმოადგენს მენეჯმენტის ნაწილს, რომლის
ფუნქციაა საწყისი რესურსების მზა პროდუქციად და მომსახურებად
გარდაქმნა სპეციალური მეთოდებისა და მიდგომების საშუალებით.
 „ოპერაციათა მენეჯმენტი არის ბიზნესის სფერო, მკვეთრად გამოხატული
მმართველობითი ფუნქციებით და განისაზღვრება, როგორც საქონლის
წარმოებასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მენეჯმენტის
ნაწილი, რომელიც გულისხმობს საწარმოო პრობლემების გადაწყვეტის
სპეციალურ მეთოდებს და მიდგომებს.“

 რიჩარდ ლ. დაფთი

ოპერაციათა მენეჯმენტის 10 სტრატეგია / გადაწყვეტილება:


• დიფერენციაცია, მინიმალური დანახარჯები და სწრაფი რეაგირება
მიიღწევა იმ შემთხვევაში თუკი წარმატებით ხორციელდება ოპერაციათა
მენეჯმენტის 10 სტრატეგია / გადაწყვეტილება:
1. საქონლისა და სერვისის დიზაინი / შექმნა
2. ხარისხის მართვა / კონტროლი
3. პროცესების ანალიზი (პროცესების დაგეგმვა, წარმოების მოცულობის
განსაზღვრა)
4. ადგილმდებაროების / ლოკაციის განსაზღვრა
5. საწარმოთა, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა შიდა, ინტერიერის
დაგეგმვა, (მაგ. დანადგარების, სხვადასხვა მოწყობილობების განლაგების
გეგმის შემუშავება და ა.შ.)
6. ადამიანური რესურსებს მართვა და სამუშაოთა განაწილება
7. მიწოდების ჯაჭვის მართვა
8. საწარმოო მარაგების მართვა
9. სიმძლავრეთა სტრატეგიული მართვა
10. მომსახურების უზრუნველყოფა
ოპერაციათა მენეჯმენტის 10 სტრატეგია / გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ
იქნა მოხმობილი დაკავშირებუილია, როგორც საქონლის წარმოების, ასევე
მომსაუხრების შექმნის პროცესთან.
„ფირმის გადარჩენის აუცილებელი პირობა არის ხარისხი. “
„უპირატესობა მიანიჭე ხარისხს - ნუ იქნები ორიენიტრებული
რაოდენობაზე, ხარისხზე ფოკუსირება უფრო მეტის მომტანია.
რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი, რაოდენობა
შედეგია. ამოსავალი წერტილი კი უნდა იყოს კარგი გუნდი, შენი იდეების
თანამშრომლებამდე მიტანა და მათი მოტივაცია. “
ჯ. უელსი

ხარისხის მართვა
• ჯ.უელსი - კომპანია “ General Electric” -ის დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარე, რომელმაც ოცწლიანი მმართველობის პერიოდში
კომპანიის ღირებულება 12 - დან 300 მილიარდამდე გაზარდა.

• ხარისხის მართვის მეცნიერების სამშობლო არის იაპონია. ამ


საქმიანობის მნიშვნელობის აღიარება მოხდა 1951 წელს დემინგის
პრიზის გაცემით. აქედან დაიწყო ხარისხის მართვის თეორიის და
პრაქტიკის მკვეთრი განვითარება. 50-იანი წლების ბოლოს ამერიკის
თავდაცვის სამინისტრომ ხარისხის რამდენიმე სტანდარტი მიიღო,
რომლებიც შემდეგ ბრიტანეთის ხარისხის სტანდარტების ინსტიტუტმა
გადაამუშავა. შემდგომში მათ საფუძველზე სტანდარტების სერთაშორისო
ორგანიზაციამ (International Organization for Standardization - ISO) შეიმუშავა
სტანდარტი ISO 9000. (ISO 9000 - ხარისხის მართვის სისტემები საწარმოო
გარემოში).
• ხarisxi - obieqtis maxasiaTeblebis erTobliobaa, romelic aniWebs mas unars,
daakmayofilos momxmareblis (klientis) surviliT da molodiniT nakarnaxevi
moTxovnebi.
standartizaciis saerTaSoriso organizacia(ISO)
• xarisxi aris momxmareblis moTxovnebis dakmayofileba da gadaWarbeba.
• ხარისხის მართვის დარგში: ამერიკაში გაიცემა
• მ. ბოლდრიჯის პრემია;
• (1987 წელს აშშ-ში პირველად მოხდა მ. ბოლდრიჯის
• სახელობის ხარისხის ეროვნული პრემიით დაჯილდოება.)
• იაპონიაში გაიცემა ედ. დემინგის პრემია.
დანახარჯები და ბაზრის წილი - პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება
იწვევს ბაზრის წილის ზრდას და დანახარჯების ეკონომიას. ორივე
მათგანი კი დადებითად მოქმედებს მოგების ზრდაზე.
ხარისხის ტოტალური / საყოველთაო მართვა
(Total Quality Management)
• კომპანიები, ხარისხის უმაღლესი მაჩვენებლების მიღწევისათვის, სულ
უფრო ხშირად  მიმართავენ ბიზნეს-პროცესების პერმანენტულ
გარდაქმნას. ამ მეთოდს ხარისხის ტოტალური მართვა (Total Quality
Management — TQM) ეწოდება. TQM არის ბიზნეს-პროცესების
განუწყვეტელი დახვეწა-გაუმჯობესება, ყოველი ამოცანის მაქსიმალურ
დონეზე შესრულება, ხარისხის მიღწევის პროცესში ყველა დონის და
განყოფილების თანამშრომლის ჩართვა, შრომის კოლექტიური
ორგანიზაცია, ეტალონური მაჩვენებლებისადმი სწრაფვა, კლიენტის
მოლოდინისადმი შესაბამისობა. 

ხარისხის ტოტალური / საყოველთაო მართვა

(Total Quality Management)

ხარისხის მუდმივი სრულყოფა მოიცავს მანქანა-დანადგარების,


მასალების, სამუშაო ძალის გამოყენებისა და საწარმოო  მეთოდების
დახვეწას და ამ პროცესში ყველა სასარგებლო წინადადებისა და იდეის
ჩართვას.

ხარისხის საყოველთაო მართვა


(Total Quality Management)
ხარისხის საყოველთაო მართვა (Total Quality
Management) გულისხმობს:
 პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის ტექნიკურ მოთხოვნებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა;
 მომხმარებლისთვის ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით
ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობით მაქსიმალურად მაღალი
შედეგების უზრუნველყოფა.
ხარისხის საყოველთაო მართვა
(Total Quality Management)
• კომპანია უნდა მუშაობდეს არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხის
გაუმჯობესებაზე, არამედ უნდა ზრუნავდეს კომპანიაში სამუშაოს
შესრულების ხარისხზეც.
• პროდუქტის ხარისხი
• ორგანიზაციული პროცესების ხარისხი
• პერსონალის კვალიფიკაციის დონე
ISO - სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია
• თანამედროვე მსოფლიოში ხარისხთან ასოცირებული ყველაზე
მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ISO (International Organization for
Standardization); ამ ორგანიზაციამ შექმნა ხარისხის სერტიფიცირების
მთელი სისტემა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ISO9000
ჯგუფის სტანდარტები, რომლებიც ხარისხის მენეჯმენტს უკავშირდება.
ამჟამად ამ ორგანიზაციის წევრია 162 სახელმწიფო, რომელთაგან
ნამდვილი წევრია 120, ხოლო საქართველო იმ 39 სახელმწიფოს
შორისაა, რომლებსაც წევრ-კორესპონდენტის სტატუსი გააჩნიათ.
კიდევ სამი ქვეყანა წევრი აბონენტის უფლებებით სარგებლობს.
ISO-ს სტანდარტები ხელს უწყობს
• ბიზნესის განვითარებას
• პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას
• იზრდება პროდუქციის საექსპორტო პერსპექტივები
• ხდება ტექნოლოგიური მიღწევებისა და მართვის მოწინავე ფორმების
გაზიარება
• ხდება უახლოესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და მომხმარებელთა
უფლებების დაცვა.
თავისდროულობა - Just-In-Time – JIT
• თავისდროულობა მარაგების მართვის ფილოსოფიაა, რომლის
აქტიური გამოყენება იაპონოაში 1970-იანი წლებიდან იწყება.
• იგი ფართოდ და დიდი წარმატებით გამოიყენება მიმწოდებელ თუ
მწარმოებელ ინდუსტრიებში, როგორც გლობალური ბაზრის მძაფრი
კონკურენციის პირობებში გადარჩენის სტარტეგია.
• ზუსტად დროში წარმოება, ასევე ცნობილია, როგორც
თავისდროულობის ან ტოიოტას წარმოების სისტემა უპირველესად
მიმართულია მომწოდებლებისა და მომხმარებლების რეაგირების
პერიოდისა და წარმოების პროცესის დროის შემცირებისკენ.
• იაპონიაში თავისდროულობის პრინციპი ფართოდ გავრცელდა მე-20
საუკუნის 70-იანი წლებიდან. აღნიშნული პრინციპი წარმოებში ფართო
მასშტაბთ დანერგა კომპანია Toyota Motors-მა.
• ზუსტად დროში“ (Just-In-Time - JIT) კონცეფციის არსი მარაგების
მინიმიზებაში მდგომარეობს, რაც მიიღწევა იმით, რომ მასალები და
მაკომპლექტებლები წარმოებას მიეწოდება სწორედ მაშინ, როდესაც
მათზე მოთხოვნა წარმოიქმნება.
• ამავე პერიოდში ინერგება ხარისხის ტოტალური კონტროლის (Total
Quality Control - TQC) კონცეფცია, რომლის თანახმადაც უნდა
აღმოიფხვრას საწარმოო წუნის გამომწვევი ნებისმიერი მიზეზი. 

ხარისხის საყოველთაო მართვა (TQM) და თავისდროულობის სისტემა (JIT)


• TQM და JIT ურთიერთდაკავშირებული სისტემებია.
• ხარისხის საყოველთაო მართვა საწარმოო (მომსახურების) მსვლელობის
მთელ მანძილზე მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. იგი ეფუძნება სამუშაო
პერსონალის მიერ შესრულებული ქმედების (სამუშაოს) ხარისხზე
პიროვნულ პასუხისმგებლობას. JIT სისტემაც მხოლოდ მაშინ მუშაობს
საუკეთესოდ, როცა მომუშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ
შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
ტოიოტას ისტორია
• ტოიოტას ისტორია იწყება XIX საუკუნეში, როდესაც საკიჩი ტოიოდამ
გამოიგონა იაპონიაში პირველი ელექტრო სართავი დაზგა, რამაც
რევოლუცია მოახდინა ქვეყნის ტექსტილის წარმოებაში. 1918 წლის
იანვარში საკიჩიმ შექმნა „ტოიოდა“-ს სართავი და საქსოვი კომპანია და
თავისი ვაჟიშვილის დახმარებით, 1924 წელს მან განახორციელა მთელი
ცხოვრების ოცნება აეშენებინა ავტომატური სართავი დაზგა. 2 წლის შემდეგ
კი მან შექმნა „Toyoda Automatic Loom Works“.
• მამის მსგავსად, კიიჩიროც ინოვატორი იყო და 1920 წელს მისი ევროპაში და
აშშ-ში ვიზიტების დროს, იგი დაინტერესდა ავტომობილების წარმოებით.
£100,000, რომელიც კიიჩირომ მიიღო თავისი ავტომატური სართავი
დაზგის პატენტის გაყიდვაში, მან მოახმარა ახალი კომპანიის „Toyota
Motor Corporation (TMC)“ შექმნას, რომელიც დაარსდა 1937 წელს. სართავი
დაზგებიდან ავტომობილებამდე, Toyota ანვითარებს წარმოების ხაზს
საზღვრების გაფართოების გზით.
ინოვაციების მართვა - ინოვაციების შეფასება, გაზომვა
ინოვაციების შეფასება და გაზომვა. ინოვაციების ზეგავლენის შეფასება
ორგანიზაციაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ინოვაციების შეფასების
განხორციელება საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესია. ინოვაციის
ყველაზე გავრცელებული საზომები (მაგ. პატენტების რაოდენობა და ა.შ.).

• ინოვაციების ზეგავლენის შეფასება ორგანიზაციაზე ძალიან


მნიშვნელოვანია, თუმცა ინოვაციების შეფასების განხორციელება
საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესია.
• ინოვაციები უკვე დიდი ხანია აღიარებულია ეკონომიკური ზრდის
ერთერთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორად. ჩატარებული
ემპირიული კვლევები ადასტურებს, რომ ინოვაციების შედეგად
ფირმები არაერთ ახალ პროდუქტს - საქონელსა და მომსახურებას
ქმნიან, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ხარისხითა და შედარებით
დაბალი ფასებით. ინოვაციების გაზომვა და შეფასება ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან დღეს - ცოდნის ერაში ბიზნესის გაფართოება
და მოგების ზრდა ინოვაციებზეა დამოკიდებული.
• „თუ არ გაზომავ, ვერ შეძლებ გაუმჯობესებას“.
• ედვარდ დემინგი
ინოვაციების გაზომვისა და შეფასების საკითხს არაერთი თეორეტიკოსი და
პრაქტიკოსი იკვლევდა და იკვლევს აქტიურად. ინოვაციების
ეკონომიკა (innovation economics) - ასეთი ქვედისციპლინაც კი წარმოიშვა,
რომელიც იკვლევს ინოვაციებში განხორციელებულ ინვესტიციებსა და
შედეგად მიღებულ ფინანსურ ამონაგებს, მოგებას შორის
ურთიერთკავშირს, კორელაციას
• ინოვაციების შეფასება, გაზომვა მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა დაინახოს სრულდება თუ არა სათანადო
ღონისძიებები დასახული მიზნების მისაღწევად.
• ინოვაციების შეფასების, გაზომვის საშუალებები იყოფა ორ
კატეგორიად: რესურსების შეფასების მეთოდები (input metrics) და
შედეგების შეფასების მეთოდები (output metrics).
• რესურსების შეფასების მეთოდები (input metrics) - აფასებს, ზომავს
ხორციელდება თუ არა ორგანიზაციაში სათანადო ღონისძიებები
დასახული მიზნების მისაღწევად და ჯეროვნად ნაწილდება თუ არა
რესურსები.
• შედეგების შეფასების მეთოდები (output metrics) - აფასებს, ზომავს
განხორციელებული ღონისძიებებით, გაღებული რესურსებით მიიღო
თუ არა კომპანიამ დაგეგმილი სასურველი შედეგი ინოვაციური
პროცესების თვალსაზრისით.
• შენიშვნა: გასათვალისწინებეულია, რომ შედეგების შესაცვლელად
პირველ რიგში აღნიშნული შედეგების მისაღებად განსაზღვრულ
რესურსებში უნდა მოხდეს ცვლილებების განხორციელება.
• რესურსების შეფასების მეთოდები (input metrics) - გამოიყენება
გაღებული ინვესტიციების შესაფასებლად. გაღებულ ინვესტიციას
შეიძლება წარმოადგენდეს: ფინანსები, დრო, უნარები და ა.შ., რომლებიც
ინოვაციების მენეჯმენტში გამოიყენება.

რესურსების შეფასების მეთოდებია (input metrics):


• მთლიანი გაყიდვების რამდენ პროცენტს წარმოადგენს კვლევებსა და
განვითარებაზე (R & D) გაწეული ხარჯები;
• დაწყებული ინოვაციური პროექტების რაოდენობა;
• ახალი იდეების რაოდენობა;
• ახალი თანამშრომლების რაოდენობა R & D- ში (კვლევებისა და
განვითარების სამსახური).
რესურსების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა საჭიროების შემთხვევაში
სათანადო ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ორგანიზაციამ
სასურველი შედეგები მიიღოს
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რესურსები არ იძლევიან შედეგის
გარანტიას, არ უზრუნველყოფენ გარანტირებულ შედეგს. მაშინაც კი, თუ
გაქვთ ყველა შესაძლო რესურსი მსოფლიოში, ეს ჯერ კიდევ არ
გულისხმობს სასურველ შედეგს, თუ არ ახორციელებთ სათანადო
ღონისძიებებს ან სათანადოდ მაღალ დონეზე არ სრულდება აღნიშნული
ღონისძიებები
• შედეგების შეფასების მეთოდები (output metrics) - გვიჩვენებს
განხორციელებული ინვესტიციების ამონაგებს, სარგებელს ანუ
ინოვაციურ საქმიანობაში ჩადებულმა ინვესტიციამ რა შედეგი
მოგვიტანა.
შედეგების შეფასების მეთოდებია (output metrics):
• დროის გარკვეულ მონაკვეთში გაშვებული ახალი პროდუქტების
რაოდენობა;
• შემოსავლის / მოგების ზრდა ახალი პროდუქტიდან;
• ინოვაციური საქმიანობის ROI (Return on Investment);
• ახალი პროდუქტების რეალიზაციის შედეგად უზარალობის ნიშნულის
მიღწევის რეალური დრო დაგეგმილთან შედარებით.
ზოგადად, ორგანიზაციებისათვის უფრო მნიშვნელოვანი მონაცემია
მიღებული შედეგები გაღებულ რესურსებთან შედარებით.
• ინოვაციების შეფასებისა და გაზომვის მეთოდები შესაძლებელია 5
სხვადასხვა კატეგორიად დავყოთ, თითოეული მათგანი მოიცავს
რესურსებისა (input metrics) და შედეგების (output metrics) შეფასების
მეთოდებს:
1. შესაძლებლობები (Capabilities)
გულისხმობს სხვადასხვა უნარებს, რომლებსაც ფლობს ორგანიზაცია
ინოვაციების შესაქმნელად და სამართავად.
2. სტრუქტურა (Structures)
იგულისხმება ორგანიზაციული სტრუქტურა, პროცესები, რესურსები,
ინფრასტრუქტურა.
კულტურა (Culture)
იგულისხმება ორგანიზაციული კულტურა, რომელსაც კომპანიის
ინოვაციურობაზე უდიდესი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ინოვაციური
კომპანიის კულტურა მხარს უჭერს აქტიური პროცესების წარმართვას
და მუდმივი გაუმჯობესების, განვითარების აუცილებლობას.
(თანამშრომლების მხრიდან წამოსული ახალი იდეებისა და
ინიციატივების რაოდენობა).
. ლიდერობა და სტრატეგია
სტრატეგია - გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა ორგანიზაციის მიზნების
მისაღწევად, ლიდერობა კი აღნიშნული გეგმის წარმატებით
განსახორციელებლად არის უმნიშვნელოვანესი.
ორგანიზაციების უმრავლესობა ვერ ახერხებს თავიანთი სტრატეგია
კონკრეტულ ოპერაციებს, ღონისძიებებს დაუკავშიროს, რის გამოც
კომპანიების სტრატეგიების მხოლოდ 30% წარმატებული.
ბიზნესისა და პროდუქტის შეფასების მეთოდები (Business & Product metrics)
ზემოხსენებული ოთხი კატეგორია ძირითადად ზომავს, აფასებს
შესაძლებლობებს, პირობებს, რომლებიც ორგანიზაციას წარმატების
მიღწევაში ეხმარება; მე-5 კატეგორია კი ზომავს, აფასებს კომპანიის
მიერ მიღწეულ შედეგებს, მაგ.: გამოშვებული ახალი პროდუქტების
რაოდენობა, პატენტების რაოდენობა, ახალი პროდუქტებიდან
მიღებული შემოსავალი, ახალ ბაზრებზე შესვლის მაჩვენებელიc

• ინოვაციების შეფასება და გაზმოვა მუდმივი პროცესია, რომელიც


სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს და საჭიროების მიხედვით
ხდებოდეს მასში ცვლილებების შეტანა.
• სწავლის, ათვისების ეტაპი, სტადია - მაღალი განუსაზღვრელობა-
• Learning stage – High uncertainty
• საწყის ეტაპზე განუსაზღვრელობის დონე მაღალია, ხდება იდეისა და
სამიზნე ბაზრის ტესტირება.
• 2. ინოვაციის ეტაპი, ფაზა - საშუალო განუსაზღვრელობა,
გაურკვევლობა - Innovation stage – Medium uncertainty
• აღნიშნულ ეტაპზე ახალი იდეები ტესტირებულია და დაწყებულია მათი
განხორციელება. განუსაზღვრელობის მაჩვენებლი, დონე
თანდათანობით იკლებს, შედეგზე ორიენტირებაც უფრო მარტივდება.
• ზემოქმედების ეტაპი - დაბალი განუსაზღვრელობა, გაურკვევლობა -
Impact stage – Low uncertainty
• აღნიშნულ ეტაპზე ინოვაციური საქმიანობის შედეგების გაზომვა,
შეფასება ხდება მაგალითად, ბიზნესია და პროდუქტის შეფასების
მეთოდების (Business & Product metrics) გამოყენებით.
• აღნიშნულ სტადიაზე გაურკვევლობის, განუსაზღვრელობის ხარისხი
რადგან თანდათან მინიმუმამდე იკლებს, შესაძლებელია ინოვაციური
საქმიანობის ROI-ს (Return on Investment) გაზომვა, ინოვაციურ
საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების ამონაგების,
სარგებლის შეფასება.
• ინოვაციური ორგანიზაციების შექმნა
• ინოვაციების ხელშემწყობი ორგანიზაციული სტრუქტურა; ინოვაციების
წახალისება ორგანიზაციაში. უწყვეტი განვითარების პროცესის ხელშეწყობა.
ინოვაციურ მართვაზე ფოკუსირება.
• „ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს უმნიშვნელოვანეს აქტივს;“
მართლაც ორგანიზაციების უმრავლესობა ადამიანებს კომპანიების
ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად განიხილავს, კრეატიული,
ინოვაციური იდეების გენერაციას ხომ სწორედ ადამიანები ახდენენ.
ინოვაცია გულისხმობს სწავლას, განვითარებას, ცვლილებების
განხორციელებას; ის ხშირად რადიკალური (disruptive innovation),
სარისკო და საკმაოდ მაღალდანახარჯიანია

 საერთო ხედვა, ლიდერობა და ინოვაციების განხორციელების


სურვილი და შესაძლებლობა;
 სათანადო სტრუქტურა - ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლიც ხელს
უწყობს კრეატივს, შემოქმედებით აზროვნებას, მუდმივ განვითარებასა
და ინტერაქციას;
 მნიშვნელოვანი პიროვნებები (Key individuals) - ფასილიტატორები,
რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციურ პროცესებს;
 უწყვეტი სწავლისა და სწავლების პროცესი - სათანდო უნარ-ჩვევებისა
და კომპეტენციის მაღალი დონის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა
და მენეჯმენტში;
 აქტიური კომუნიკაცია - როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ.
შიდა კომუნიკაცია სამი მიმართულებით: აღმავალი, დაღმავალი და
ჰორიზონტალური;
 ინოვაციურ პროცესებში ჩართულობა - აქტიური მონაწილეობა
ორგანიზაციის უწყვეტი განვითარების პროცესში.
 გარე ფოკუსი - მომხმარებლებზე ორიენტაცია, ინტენსიური
ნეთვორქინგი;
 კრეატიული, შემოქმედებითი კლიმატი - კრეატიული, შემოქმედებითი
იდეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, სათანადო სამოტივაციო
სისტემის ჩამოყალიბება;
 სასწავლო ორგანიზაცია - ფირმის შიგნით და მის გარეთ პროაქტიულ
ექსპერიმენტებში ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი; პრობლემების
გამოვლენა და მათი გადაჭრა; კომუნიკაცია და გამოცდილების
გაზიარება, ცოდნის მიღება და გავრცელება.
 Incremental Innovation - მზარდი ინოვაცია - ინოვაციის ფორმებიდან
ყველაზე გავრცელებულია. ის იყენებს არსებულ ტექნოლოგიას და
ზრდის ღირებულებას მომხმარებლისთვის (მაგ. მახასიათებლების
შეცვლა, პროდუქტის დიზაინის შეცვლა და ა.შ.) არსებულ ბაზარზე.
თითქმის ყველა კომპანია ჩართულია მზარდ ინოვაციაში ამა თუ იმ
ფორმით.
 მზარდი ინოვაცია გულისხმობს ხარისხის გაუმჯობესებას ძირითად
კომპონენტებში.
 რადიკალური ინოვაცია არის გამოგონება ან ცვლილება, რომელიც
მანამდე არ არსებობდა და სიახლეა. მან შეიძლება საფუძველი
ჩაუყაროს ახალი ინდუსტრიის, ბაზრის შექმნას.
 მაგ. თვითმფრინავი იყო რადიკალური ინოვაცია. თვითმფრინავის
შექმნამდე, რა თქმა უნდა, არსებობდა სატრანსპორტო საშუალებები,
თუმცა თვითმფრინავის გამოგონებამ საჰაერო მგზავრობის
კომერციალიზაციას დაუდო სათავე. ასევე ციფრული ფოტოკამერაც
რადიკალურ ინოვაციას წარმოადგენს.
 გაურკვევლობა, განუსაზღვრელობა ინოვაციური პროცესების
თანმდევია. ინოვაციების მენეჯმენტის წარმატებით
განსახორციელებლად აუციელბელია ორგანიზაცია მზად იყოს რისკის
გასაწევად, მარცხი კი აღიქვას, როგორც შესაძლებლობა სწავლის,
გამოცდილების მიღებისა და განვითარების.
 ყvela lideri ar aris menejeri da arc yvela menejeri aris lideri. Oოrganizaciis mier
menejerebisaTvis garkveuli oficialuri uflebis miniWeba ar aris imis garantia, rom isini
efeqtur liderobas SeZleben.
 optimaluri efeqturobis misaRwevad, mniSvnelovania imis gacnobiereba, rom
organizaciebs Zlieri lideroba da Zlieri menejmenti sWirdeba. dRevandel dinamikur
samyaroSi საჭიროა liderebi, romlebic ar Seeguebian status -kvos, momavlis xedvas
Seqmnian da organizaciis wevrebs STaagoneben, ganaxorcielon es xedva. magaliTad,
sami didi avtomwarmoeblis (`fordi~, `jeneral motorsi~, `daimler kraisleri~)
xelmZRvanelebi fiqrobdnen, rom kargad marTavdnen TavianT organizaciebs, Semdeg
ki mixvdnen, rom momavali tendenciebis gansaWvretad sakmarisi lideroba ver
gamoiCines (rogorc maTma konkurentma, magaliTad, `toiotam~, gaakeTa).
 bolodroindeli kvlevebi efeqturi liderobis kidev erT Tvisebas gviCvenebs: esaa emociuri
inteleqti. emociuri inteleqtis mxardamWerTa mtkicebiT, adamians SeiZleba hqondes
SesaniSnavi ganaTleba, analitikuri azrovneba, saintereso xedva da ulevi brwyinvale idea,
magram mainc ar iyos didi lideri. es SeiZleba gansakuTrebiT marTali aRmoCndes, roca
individebi organizaciaSi Tanamdebobrivad maRla miiweven. rogorc Cans, emociur
inteleqts efeqturi liderobisaTvis udidesi mniSvneloba aqvs, radgan misi erTerTi ZiriTadi
komponenti TanagrZnobaa.
 TanamgrZnob liderebs SeuZliaT sxvebis saWiroebebis gageba, mosmena, ras amboben
(da ar amboben) misi mimdevrebi da sxvebis reaqciis gamocnoba. rogorc erTma
liderma ganacxada: `TanagrZnoba, gasakuTrebiT im xalxis mimarT, visTanac muSaob,
aris is, rac STaagonebs xalxs, Tavis liderTan im SemTxvevaSic darCnen, roca saqme
rTuldeba. is faqti, rom viRac masze zrunavs, ufro metad jildovdeba erTgulebiT~.
• ლიდერის სამი უმთავრესი მახასიათებელი:
1. ორიენტირება, ზრუნვა ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაზე;
2. ზრუნვა ადამიანებზე;
3. ცვლილებების განხორციელება.
4. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ლიდერები
ასრულებენ ორგანიზაციაში ინოვაციური გარემოს, ინოვაციური
კლიმატის შექმნაა.
5. ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ
შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების,
ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების
სფეროებს.
6. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები - პატენტის, სასაქონლო
ნიშნის თუ საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს,
მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
7. ინტელექტუალური საკუთრების ტიპები:
1. პატენტი
2. საავტორო უფლება
3. დიზაინი
4. სასაქონლო ნიშანი
8. სავაჭრო საიდუმლო
9. შესაძლოა კონკრეტული ბიზნეს აქტივობა, პროცესი არ იყოს დაცული
პატენტით, საავტორო უფლებით ან სასაქონლო ნიშნით და წარმოადგენდეს
კომპანიის სავაჭრო საიდუმლოებას. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს
სტრატეგია, სამუშაოს შესრულების ხერხი და ა.შ. მაგალითად, კოკა
კოლას დამზადების რეცეპტი სავაჭრო საიდუმლოს წარმოადგენს, არ
არის დაპატენტებული, რადგან კოკა კოლას არ სურს ბევრისთვის
საყვარელი გამაგრილებელი სასმელის რეცეპტი კონკურენტებისთვის
გახდეს ცნობილი.
10. 1852 წელს ფუნქციონირება დაიწყო გაერთიანებული სამეფოს
საპატენტო ოფისმა, რომელიც გასცემდა პატენტს გამოგონებაზე. 2007
წლის 2 აპრილიდან აღნიშნულმა დაწესებულებამ სახელი შეიცვალა და
დღეს ფუნქციონირებს გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური
საკუთრების ოფისის სახელით.
11. ყველაზე ძველი პატენტი, რომელიც ინგლისში გაიცა ეკუთვნოდა ჯონ
იუთინამს (John Utynam) 1449 წელს, აღნიშნული პატენტი მას აძლევდა 20
წლიან მონოპოლიას ვიტრაჟების (stained glass) დასამზადებლად,
რომელიც მანამდე ინგლისში არ იყო ცნობილი.
12. 1880: Ediswan. ძალიან იშვიათია, როცა იდენტური გამოგონებები იქმნება
ერთსა და იმავე პერიოდში. მაგრამ ეს მოხდა ელექტრო ნათურის
შემთხვევაში, რომელიც დაპატენტებული იქნა ერთსა და იმავე დროს ერთი
მხრივ ტომას ედისონის (Thomas Edison) და მეორე მხრივ Joseph Swan-ის მიერ.
აღნიშნული ორი ბიზნეს ინტერესი მოგვიანებით ინგლისში გაერთიანდა
საერთო სახელის “Ediswan”-ის ქვეშ, რათა ნათურები ერთად ეწარმოებინათ.
13. აღნიშნული სახელი დღესაც სასაქონლო ნიშნის სახით არის
დარეგისტრირებული.
14. 1943: პენიცილინი (Penicillin). პენიცილინი აღმოაჩინა ალექსანდრ
ფლემინგმა (Alexander Fleming) 1928 წელს.
15. საქართველოს საპატენტო კანონი
16. საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ
17.  საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
(ეს კანონი არეგულირებს: ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად
არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს,
რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების
ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); ბ)
შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და
მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე
უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს
გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთ
იერთობებს.)
18. საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ
(დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება,
რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ
შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან,
ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან.)
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების
უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან,
რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და
აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან
დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით
დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების
რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება
საერთაშორისო რეგისტრაცია.
3. დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან
რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
• საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო
• საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;
• პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო
საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში
1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
• გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური
შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება.
• პატენტი – პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის
მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს.
• პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან
შეტანილ განაცხადთან შედარებით;
გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის
შეტანის თარიღიდან
პატენტუნარიანობა
გამოგონება პატენტუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის
კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო
გამოყენებადობას.
 გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის
არსებული დონით.
 გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის პრიორიტეტის
თარიღისთვის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს
ტექნიკის არსებული დონიდან.
 გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი
დამზადება ან მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში გამოყენება.
 ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად
 ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
 ბ) მხატვრული ქმნილება;
 გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა;
 დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული
სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის,
გათამაშების წესები;
 ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი;
 ვ) ნაგებობის, შენობის, ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი და სქემა;
 ზ) ინფორმაციის წარდგენა.ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი
 პატენტი არ გაიცემა:
 ა) გამოგონებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;
 ბ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის
გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და
დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებსა და
ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში;
 გ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს,
აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად
ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ
ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე.
 თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი
მიიჩნევა თანაგამომგონებლად.
 თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის
დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის
შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი
უფლებებით.
 თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე
მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს,
რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.
 დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე,
რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის
შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს
დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
 საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის
საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
 საქპატენტი არეგისტრირებს პატენტს სამრეწველო საკუთრების
რეესტრში და გასცემს საპატენტო სიგელს.
 პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს
გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს
გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის
გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.

პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს


სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად
შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი
ჩართვა;
ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა,
გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში
სხვაგვარი ჩართვა.
თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია:
ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის
გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა
მფლობელის თანხმობით;
ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა
მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
პატენტს აუქმებს საქპატენტი:
ა) პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის
გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე .
1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის
გამოყენებაზე.
2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.
3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. ლიცენზიაში
უნდა განისაზღვროს პატენტით დაცული ობიექტის გამოყენების ფარგლები.
4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ
კერძო ლიცენზიის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის
სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია.
5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს
ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური
პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით
ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე
გამოგონება, პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის
კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო
გამოყენებადობას
 სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის
არსებული დონით.
 სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის
განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღისთვის ტექნიკის
მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ
გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.
 სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია
მისი სამრეწველო წესით დამზადება ან გამოყენება.
 სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი
საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
რა არის საპატენტო უფლებები?
პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი
სახისაა
 პირადი არაქონებრივი;
 ქონებრივი.
პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ
გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და
აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო
მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები
განუსხვისებელია.
ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული
უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს
გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი
სამართლებრივი საფუძველი

როგორ მივიღო პატენტი საზღვარგარეთ?


საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამოგონებაზე ან სასარგებლო
მოდელზე განაცხადი შეიტანოს უშუალოდ იმ ქვეყნის საპატენტო უწყებაში,
სადაც მას სურს პატენტის მიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამ განაცხადს
წარადგენს საქპატენტში და მიიღებს ნებართვას უცხოეთში განაცხადის
წარდგენაზე.
საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ
ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური
ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან
დაკავშირებულ ურთიერთობებს.
სასაქონლო ნიშანი
• სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა,
რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს
საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და
მომსახურებისაგან.
• სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის
სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება;
სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან
შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება
ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
• ინოვაციების მართვა - ინოვაცია და კრეატიულობა, Design Thinking.
• ინოვაცია და კრეატიულობა, კრეატიული აზროვნება, სიახლეთა დანერგვა,
დისციპლინათაშორისი თანამშრომლობა ახალი კრეატიული პროდუქტის
შესაქმნელად.
• ინოვაცია გულისმობს იდეების ან გამოგონებების პრაქტიკულ,
კომერციულ გამოყენებას.
ინოვაცია = თეორიული კონცეფცია (იდეა) + ტექნიკური გამოგონება +
კომერციალიზაცია (კომერციული მიზნებით გამოყენება
• კრეატიულობა: ახალი, საინტერესო იდეების მოფიქრება.
ინოვაცია: აღნიშნული იდეების წარმატებული იმპლემენტაცია, რეალიზაცია
და დანერგვა ორგანიზაციაში“.
კომპანია 3M-ის ვიცე-პრეზიდენტი კვლევებისა
და განვითარების მიმართულებით
•  სიტყვა კრეატიულობა ლათინური სიტვიდან creatio მომდინარეობს და
შექმნას ნიშნავს.
• კრეატიულობა
• უნარი, წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული, უჩვეულო იდეები და
მათი გახორციელების გზები.
• Creative people always looking for faster, better, easier, cheaper, newer ways to do
things.”
• Brian Tracy
• კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები
და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები. ის
გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან კრეატიული იდეები
გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად და უფრო ეფექტურ ტექნოლოგიურ
პროცესებად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ახალ (უფრო პროდუქტიულ) სამუშაო
ადგილებსა და უკეთეს (უფრო კონკურენტულ) პროდუქტებს.
• გარდა ამისა, „შემოქმედებითი კლასი“ (მეცნიერები, ინჟინრები, მწერლები,
ხელოვანები, დიზაინერები, მხატვრები, მსახიობები, კომპანიის
დამფუძნებლები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები და ნებისმიერი სხვა, ვისაც
შუეძლია იფიქროს ჩარჩოებს მიღმა) ეკონომიკაზე გავლენას ახდენს
უთვალავი არაპირდაპირი გზით, ე.წ. „ცოდნის შხეფებით“, რაც ხელს უწყობს
შრომით პროდუქტიულობას და ინოვაციურ საქმიანობას  ეკონომიკაში. 
• ონტარიოს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები,
რომლებიც უსმენდნენ მხიარულ მუსიკას ან უყურებდნენ ბედნიერი და
პოზიტიური ელემენტების ამსახველ კადრებს უფრო მიდრეკილნი
იყვნენ ინოვაციურობისკენ და მარტივად ჭრიდნენ პრობლემებს.
• ეს მიგნებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პირველ რიგში
გვესაჭიროება პოზიტიური გარემოს შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ
შემოქმდეებითობის ზრდას, ახალი იდეებისა და ინოვაციების
შემუშავებას (მაგ. Google,  LinkedIn).
• შესაძლებელია თუ არა კრეატიულობის სწავლა, თუ ის თანდაყოლილი
ნიჭია?
• „კრეატიულობა თანდაყოლილი უნარია, რომელიც ყველას ერგება,
მაგრამ ცოტა თუ იყენებს,“ - კატერინ კარიჯი, Citrix-ის ვიცე-პრეზიდენტი
• ყველა ბავშვი ცნობისმოყვარე და კრეატიულია!
„ესა ვინა არის?“
„ესა რა არის?“

თქვენი ლექტორის მზე - რეზი


• ბავშვები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები, აკვირდებიან და
კითხვას სვამენ ყველაფერზე, რასაც ირგვლივ ხედავენ და ესმით.
უფრო მეტიც, ბავშვების დიდ უმრავლესობას აქვს კარგად
განვითარებული წარმოსახვის უნარი, რაც გადამწყვეტია
კრეატიულობისთვის. ბავშვების კრეატიულობის შესამოწმებლად ჯორჯ
ლენდმა გამოიყენა იმ ტესტის ანალოგი, რომელიც მან ნასასთვის
შეიმუშავა, რათა ამ ორგანიზაციას შეძლებოდა ინოვატორი
ინჟინრებისა და მეცნიერების სამსახურში აყვანა. მისი შედეგი
მართლაც შთამბეჭდავია! 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 98%-ს აქვს
ძლიერი კრეატიული წარმოსახვა და ნასას ტესტის მიხედვით ხვდება
„გენიოსთა“ კატეგორიაში. როდესაც იგივე ბავშვები შეამოწმეს 10 და 15
წლის ასაკში, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 12%-მა შეინარჩუნა ეს უნარი.
სამწუხაროდ, როდესაც 31 წლის ასაკში ხელახლა შეამოწმეს,
კრეატიულ ინდივიდთა რაოდენობა 2%-მდე შემცირდა!
• სკოლები კლავს კრეატიულობას?
• განათლების სპეციალისტს, სერ კენ რობინსონს მიაჩნია, რომ
კრეატიულობასა და ნიჭს ეფექტურად კლავს... სკოლა. თანამედროვე
სკოლები ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, რათა ელემენტარული განათლება
მიეცა გაუნათლებელი მასისთვის. მაგრამ XXI საუკუნეში არაფერი არ
გვჭირდება ისე, როგორც ინდივიდუალური მიდგომა.
• რობინსონის საყვარელი მაგალითი არის ჯილიან ლინი, ცნობილი
ბალერინა, რომელსაც ექიმებმა 8 წლის ასაკში სწავლის
დაქვეითებული უნარის დიაგნოზი დაუსვეს. ლინის მასწავლებლებს
აღიზიანებდათ გოგონას გამუდმებული მოუსვენრობა და
კონცენტრაციის უნარის ნაკლებობა. ფსიქოლოგი, რომელსაც მისი
საქმის შესწავლა სთხოვეს, საკმარისად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ მუსიკა
ჩაერთო, ლინი მარტო დაეტოვებინა ოთახში და ისე დაკვირვებოდა მის
ქცევას. მისმა განაჩენმა გააოცა ჯილიანის მშობლები: „თქვენი
ქალიშვილი ავად არ არის, ის მოცეკვავეა“. ჯილიანი საბალეტო
სკოლაში შევიდა და გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფი
ისტორიაში, იგი არის მუსიკალური პროდიუსერი ისეთი ცნობილი
ნაწარმოებებისა, როგორიცაა „კატები“ და „ოპერის მოჩვენება“. ლინის
ამბავი გვიჩვენებს განათლების ინდივიდუალური მიდგომის აშკარა
უპირატესობას. მიდგომა, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობას და
ავითარებს თანდაყოლილ ნიჭს.
• გენიოსების აღზრდის ექსპერიმენტი: იუდიტ პოლგარის საქმე
• უნგრელ კოგნიტურ ფსიქოლოგს, ლასლო პოლგარს სჯეროდა რომ
„ყველა ჯანმრთელ ახალდაბადებულ ბავშვს აქვს თანდაყოლილი
უნარი, გახდეს გენიოსი“. ამ იდეით შთაგონებულმა პოლგარმა
გამოიკვლია 400 უდიდესი ინტელექტუალის ბიოგრაფია და დაასკვნა,
რომ „გენიოსებად არ იბადებიან, გენიოსები ხდებიან“. ეს თეორია რომ
შეემოწმებინა, მან იქორწინა უკრაინელ უცხო ენების მასწავლებელზე,
რომელიც დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტში. რამდენადაც
გიჟურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო,
შეემოწმებინათ, რამდენად შეეძლოთ, თავიანთი შვილები გენიოსებად
აღეზარდათ ძალიან მარტივი რეცეპტის გამოყენებით: „ადრეული და
ინტენსიური სპეციალიზება გარკვეულ სფეროში“. საოჯახო სკოლაში
აღზრდილი მათი სამი ქალიშვილი (სუზანი, სოფია და იუდიტი) უკვე 6
წლის ასაკში ჭადრაკს თამაშობდა. ადრეული მოზარდობისას, დები
პოლგარები უკვე იყვნენ ჭადრაკის სამყაროს დომინანტები. უფრო ზუსტად
კი, იუდიტი ითვლება საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ჭადრაკის
ისტორიაში. მას, ასევე, აქვს შესანიშნავი მეხსიერება და IQ ტესტის
მონაცემებით მსოფლიოს 10 ინტელექტუალს შორის ერთ-ერთია. სუზანი და
სოფია ამ სიაში მე-2 და მე-6 ადგილს იკავებენ. პოლგარმა და მისმა
მეუღლემ მოგვიანებით განაცხადეს, რომ „მათ შეეძლოთ იგივე
შედეგისთვის მიეღწიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუ ბავშვი ადრეულ
ასაკში ირჩევს საქმეს, ხარჯავს ბევრ დროს და დებს სიყვარულს ამ
საქმეში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სჯეროდათ, რომ
თანდაყოლილი ნიჭი ნაკლებად მნიშვნელოვანია წარმატების
მისაღწევად. პირიქით, დიდება დამოკიდებულია ცნობისმოყვარეობასა
და თავდაუზოგავ შრომაზე.
• მომავალი მხოლოდ კრეატიულობასა და ინოვაციას ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ეს იდეა არ გამორჩენია საქართველოს ერთ-ერთ
უდიდეს განმანათლებელს, ილია ჭავჭავაძეს. ის ხშირად ამბობდა, რომ
სკოლის ძირითადი მიზანი არის არა ცოდნის მიცემა, არამედ
ცნობისმოყვარეობის გაღვივება. და, რაც უკვე ცხადი იყო ილიას დროს,
კიდევ უფრო ნათელია დღეს, როდესაც „ცოდნა“, როგორც ასეთი, ადვილად
ხელმისაწვდომია ინტერნეტით. დღეს უკვე საჭიროა სინთეზირების
უნარი, ცოდნის ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ნაწილების
დაკავშირება, იდეები და თეორიები, ახალი გადაწყვეტილებების
მოფიქრება.
• „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“
• საქართველოსგან განსხვავებით, კორეულ კულტურაში ნიჭი არაფერს
ნიშნავს. კორეელებს სწამთ თავდაუზოგავი შრომისა და დისციპლინის,
ზოგჯერ კრეატიულობის ხარჯზე. არსებული ტექნოლოგიური
სიახლეების კოპირებისა და მოხერხებული გამოყენების გამო, კორეა
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ეკონომიკური ზრდის
სასწაულად.
• „ჩვენ არ გვჭირდება მუზის ლოდინი - ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ .“
დაფიქრდით იმ დავალებაზე თუ პრობლემაზე, რომელზეც ახლა
მუშაობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ. დაუსვით
საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
1. შესაძლებელია ამ საქმის სხვაგვარად გაკეთება?
2. შესაძლებელია თუ არა, რომ სხვა დარგის მიდგომები ვისესხო, ან მათი
ადაპტაცია მოვახდინო ჩემი საჭიროებებისთვის?
3. რა ზომების მიღება შეიძლება, რათა გავზარდო ჩემი პროდუქტის ან
მუშაობის ღირებულება?
4. შესაძლებელია რამეზე უარი ვთქვა?
5. როგორ შეიძლება სამუშაო პროცესის წესრიგი ან სტრუქტურა
შევცვალო, რომ შედეგად რაღაც ახალი შევქმნა?
6. რობერტ ვოლსენის მიერ შედგენილი მოდელი - DO IT, აკრონიმი,
რომელიც შემდეგნაირად იშიფრება:
• D – Define problem (პრობლემის განსაზღვრა).
• O – Open mind and apply creative techniques (კრეატიული მეთოდების გამოყენებით
პრობლემის გადაწყვეტის რაც შეიძლება მეტი გზის მოძიება)
• I – Identify best solution (პრობლემის გადაწყვეტის გზებიდან, მოფიქრებული
იდეებიდან საუკეთესოს შერჩევა)
• T – Transform (პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზის, ალტერნატივის
განხორციელება, იმპლიმენტაცია)
• ინოვაციების მეთოდოლოგიები შემუშავებულია ახალი პროდუქტის,
სერვისის ... შესაქმნელად და რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად, რაც
ასევე აისახება მათ პროცესებსა და ძირითადი პრინციპებში.
• Design Thinking თანდათანობით ვითარდებოდა 1960-იანი წლებიდან, ის
რთული პრობლემების კრეატიული გზით გადაჭრის საშუალებად იქცა.
• Design Thinking არის გადაწყვეტაზე ორიენტირებული პროცესი, რომელიც
აქცენტს აკეთებს დიზაინერებსა და მომხმარებლებს შორის
თანამშრომლობაზე.
• Design Thinking არის მეთოდი, მიდგომა, რომელიც გამოიყენება პრობლემის
პრაქტიკული და კრეატიული, შემოქმედებითი გადაწყვეტისათვის.
• Design Thinking ფოკუსირდება ადამიანებზე, ცდილობს გაიგოს
ადამიანების საჭიროებები და ეფექტური გადაწყვეტილებების
საშუალებით დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნილებები.
• Design Thinking განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება რთული და
ბუნდოვნად განსაზღვრული პრობლემების მოსაგვარებლად.
• Design Thinking-ის და ინოვაციების სხვა მეთოდოლოგიებს შორის მთავარი
განსხვავება ისაა, რომ Design Thinking გამოიყენება და ეფექტურია მაშინაც
კი, როდესაც არ ხართ ნათლად გარკვეული პრობლემის არსში,
რომლის გადაჭრასაც ცდილობთ.
• Lean Startup, Pretotyping და Design Sprint ყველა ვარაუდობს, რომ თქვენ
იცით, რომელი იდეის ან გამოწვევის შემოწმება გსურთ. ისინი ნაკლებ
დროს უთმობენ პრობლემის ანალიზსა და სწრაფად გადადიან
პროტოტიპის შექმნასა და მის ტესტირებაზე.
• Never stop asking questions!”
• Brian Tracy
ღია ინოვაციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი / გადაცემა
ღია და დახრურლი ინოვაცია. ინოვაციების რეალიზაცია, დანერგვა ხშირად
საჭიროებს ინფორმაციის, ცოდნის მიღებას ორგანიზაციის გარე წყაროებიდან
(რასაც თან ერთვის ორგანიზაციის შიგნით აკუმულირებული, დაგროვილი
ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება). ცოდნის გაზიარება, ცოდნის გადაცემა;
ინოვაციის კომერციალიზაცია და ა.შ.
• ინოვაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც, ინფორმაციის მიღების,
აკუმულირების პროცესი სოციალური ურთიერთქმედების, ინტერაქციის
საფუძვლეზე (Chesbrough).
• დახურული ინოვაცია ეფუძნება იმ აზრს, რომ ინოვაციების
განვითარება ხდება კომპანიების მიერ. იდეის გაჩენიდან დაწყებული,
მისი განვითარებით, პროდუქტის დაპროექტებით და წარმოებით
გაგრძელებული, მარკეტინგით, გაყიდვებით დასრულებული -
ინოვაციების სრული პროცესი ორგანიზაციის, კომპანიის ფარგლებში
მიმდინარეობს.
• ღია ინოვაცია ნიშნავს ინოვაციური პროცესის კომპანიის საზღვრებს
გარეთ გამოტანას, რათა ორგანიზაციამ გაზარდოს საკუთარი
ინოვაციური პოტენციალი გარემოს, გარე გარემოში არსებული
რესურსების აქტიური სტრატეგიული გამოყენების საშუალებით.
• ინოვაციების დახვეწა, განვითარება მიმდინარეობს კომპანიის შიდა და
გარე გარემოში არსებული იდეების, რესურსების, ტექნოლოგიების
გამოყენებით, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყოს: კომპანიის
თანამშრომლები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, პარტნიორები,
კონკურენტები, სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები და
აქტიურად ხორციელდებოდეს მათი ინტერაქცია, ურთიერთქმედება.
• Place of innovation = inside and outside the company
• ინოვაციის ადგილი = კომპანიის შიგნით და გარეთ არსებული გარემო
• თუმცა, ღია ინოვაციისთვის დამახასიათებელი, ტიპიური ინფორმაციის,
ცოდნის გაზიარება, გაცვლა არ გულისხმობს კომპანიის ცოდნასა და
ტექნოლოგიაზე თავისუფალ წვდომას. ტერმინში მოიაზრება მხოლოდ
კოლაბორაციული, თანამშრომლობის ქსელი. ღია ინოვაცია შესაძლოა
საჭიროებდეს სალიცენზიო უფლებისა და სხვა ინტელექტუალური
საკუთრების უფლების გამოყენებისთვის მაღალ ფინანსურ
დანახარჯებს.
• წარმატებული ღია ინოვაციების ერთერთი მაგალითია IBM InnovationJam
პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს ქსელის საშუალებით
სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის შვეიცარიისა და საუდის არაბეთის
კომპანიებთან და უნივერსიტეტებთან.
• R&D (კვლევებისა და განვითარების) მაღალმა დანახარჯებმა ბევრი
კომპანია აიძულა პარტნიორები თავიანთი კომპანიის გარეთ ეძებონ ,
გააფორმონ მათთან შეთანხმებები, ალიანსებში გაერთიანდნენ; სადაც
ორგანიზაციები ერთობლივი ძალებითა და საერთო ფინანსებით
ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ინოვაციებზე ფოკუსირებას და
ახალი ტექნოლოგიების შექმნას.
• R&D (კვლევებისა და განვითარების) მაღალმა დანახარჯებმა ბევრი
კომპანია აიძულა პარტნიორები თავიანთი კომპანიის გარეთ ეძებონ ,
გააფორმონ მათთან შეთანხმებები, ალიანსებში გაერთიანდნენ; სადაც
ორგანიზაციები ერთობლივი ძალებითა და საერთო ფინანსებით
ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ინოვაციებზე ფოკუსირებას და
ახალი ტექნოლოგიების შექმნას.
• კომერციალიზაცია - პროცესი, რომელიც პროდუქტს/სერვისს აქცევს
კომერციულად სიცოცხლისუნარიან პროდუქტად. პასუხობს ბაზრის
მოთხოვნებს.
• კვლევის კომერციალიზაცია - კვლევის პროცესში შექმნილი
ტექნოლოგიის საბაზრო პროდუქტად ქცევა. მოაქვს სარგებელი
ხალხისთვის.
• ტექნოლოგიების გადაცემა სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ მე-13
საუკუნეში მარკო პოლომ დასავლურ სამყაროს წარუდგინა ჩინელების
გამოგონებები, როგორიცაა: კომპასი, ქაღალდის დამზადების
ტექნოლოგია, ბეჭდვა და ქვანახშირის გამოყენება საწვავად.
• ტექნოლოგიების გადაცემა გულისხმობს ტექნოლოგიის გამოყენებას
ახალი გზით, საშუალებით, მეთოდით ან ტექნოლოგიის ახალი
მომხმარებლის მიერ გამოყენებას.
• ტექნოლოგიების გადაცემა წარმოადგენს ტექნოლოგიური
ინოვაციების პოპულარიზაციას წამყვანი კომპანიებიდან, R & D
ორგანიზაციებიდან და ა.შ. იდეების, ცოდნის, ხელსაწყოებისა და
არტეფაქტების გადაცემით ფართო და ეფექტური გამოყენებისათვის
ინდუსტრიასა და კომერციაში.
• 1980 წელს Bayh Dole Act-ის მიღება აშშ-ში:
 ერთიანი საპატენტო პოლიტიკა;
 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევებში ინტელექტუალური
საკუთრების უნივერსიტეტებისადმი მიკუთვნება
 უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების გადაცემის ოფისების მეშვეობით
კვლევების კომერციალიზაცია
 სახელმწიფოს უფლება ჰქონდეს არაექსკლუზიური ლიცენზია პატენტის
გამოყენებაზე
 სახელმწიფოს ჩარევის უფლება, როდესაც ვერ ხდება კომერციალიზაცია
(ე.წ. Marchin right)
ლიცენზირება
კონტრაქტი, რომლითაც ხდება ლიცენზიანტისთვის გარკვეული პირობებით
პატენტის გამოყენების უფლების მინიჭება.
უპირატესოებები:
 არ არსებობს პროდუქტის ბაზარზე გატანის ხარჯი;
 წარუმატებლობის დაბალი რისკი;
 ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები რჩება საკუთრებაში და
ხდება შემოსავლის მიღება.
Spin-off კომპანია
ახლად დაფუძნებული კომპანია ტექნოლოგიის ბაზარზე გატანის მიზნით.
უპირატესოებები:
 ტექნოლოგიების გადაცემის ეფექტური გზა უნივერსიტეტებსა და
კვლევით ინსტიტუტებში;
 შუამავალი რგოლი მკვლევარებსა და ინდუსტრიას შორის;
 კვლევითი ინსტიტუტები ორიენტირებული იქნება კვლევაზე და არა
კომერციალიზაციაზე.
სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
1970 წლიდან
 2016 - შემოსავალი 94.22 მილიონი აშშ დოლარი 779 ტექნოლოგიიდან
 2016 წელს ცენტრის ხარჯმა შეადგინა 19.1 მილიონი აშშ დოლარი (8.9
მილიონი საოპერაციო ხარჯი, 10.2 მილიონი საპატენტო და იურიდიული
ხარჯი)
 ლიცენზიებიდან მიღებული - 6.9 მილიონი აშშ დოლარი, 3.96 მილიონი აშშ
დოლარი კომპანიების წილიდან
 Science Park Model - აღნიშნული მოდელი აშშ-ში ჩამოყალიბდა. იდეა
მდგომარეობს ინდუსტრიული არის, რაიონის შექმნაში კველვით
ორგანიზაციასთან, მაგ. უნივერსიტეტთან ახლოს. მიზანი ამგვარი
მოდელის შექმნისა არის ის, რომ აკადემიურ პერსონალს, მეცნიერებს
საშუალება ჰქონოდათ ე.წ. „ლაბორატორიული იდეები“ რეალურ
პროდუქტად ექციათ. Science Park Model-ის მაგალითია Silicon Valley აშშ-ში,
Cambridge Science Park დიდ ბრიტანეთში.
 ცოდნის გადაცემის, პარტნიორობის მოდელი / Knowledge Transfer
Partnership model - აღნიშნული მოდელის მიზანია ცოდნის გადაცემა
უნივერსიტეტებსა და მცირე ზომის კომპანიებს შორის. სტუდენტები
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩართულები არიან
ლოკალური კომპანიის ბაზაზე არსებულ კვლევით პროექტში.
სტუდენტები სასწავლო კვირის განმავლობაში ორ დღეს ატარებენ
უნივერსიტეტში, დარჩენილი სამი დღე კი კომპანიაში პროექტებზე
მუშაობენ. უნივერსიტეტი მაქსიმალურ დახმარებას, მხარდაჭერას
უწევს სტუდენტს და შესაბამისად კომპანიასაც. აღნიშნული მოდელი
ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს უკვე ათეულობით წელია.
 კვალიფიციური კადრების დაქირავება / Hiring skilled employees -
ტექნოლოგიის გადაცემის ერთერთი ყველაზე ძველი მოდელია.
გამოცდილი, კვალიფიციური კადრების სამსახურში აყვანით კომპანია
იღებს ცოდნის მნიშვნელოვან აქტივს, რომელსაც საკუთარი
პროექტების განსახოციელებლად იყენებს.
• ინდუსტრიული რევოლუცია მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიურმა
ინოვაციებმა განაპირობა.
1. THE STEAM ENGINE

2. THE LOCOMOTIVE
3. THE TELEPHONE
THE TELEGRAPH
5. THE INTERNAL COMBUSTION ENGINE
6. IRONCLAD SHIPS
7. ELECTRICITY/LIGHT BULB
8.  PHOTOGRAPHY
20saukune
• Nuclear Power
• The Personal Computer
• The Airplane
• The Automobile
• Rocketry
• The Submarine
• Antibiotics
• Television
• The Internet
• Radio
21saukune
• Self-Driving Cars
• 3-D Printing
• Social Media
• Bluetooth
• Fiber Optics (Fiber optics technology has transformed the underlying infrastructure of
devices such as televisions, telephones and the Internet)
• ელექტრონული კომერციის, ორგანიზაციული პროცესების
კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის
ზრდის ტემპი მსოფლიოში ძალიან სწრაფია, ის ეკონომიკური
განვითარების ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორია.
• ეკონომიკა, დაფუძნებული ციფრულ ტექნოლოგიებზე, ციფრულ
ეკონომიკას წარმოადგენს.
• Intel-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში 19 მილიონი
პროგრამისტია, მათი რიცხვი 2020 წელს 25 მილიონამდე გაიზარდა;
• 2020 წელს 50 მილიარდი უკაბელო მოწყობილობა დაუკავშირდა
ერთმანეთს, რამაც15-ჯერ გაზარდა გადაცემული ინფორმაციის მოცულობა;
• ყველაზე შთამბეჭდავი ციფრული ეკონომიკური ზრდა სინგაპურს აქვს.
ქვეყნის მთავრობა უწყვეტად ეძებს შესაძლებლობებს მაღალი
ტექნოლოგიების დასანერგად. ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის
ხელშეწყობისთვის სამთავრობო დონეზე შექმნილი სააგენტოები იძიებენ
ინვესტორებს, ვენჩურულ კაპიტალისტებსა და მაღალტექნოლოგიურ
სპეციალისტებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის ციფრულ
პლატფორმაზე გადაწყობას შეძლებენ. შედეგად, არსად ბიზნესის მართვა
ისე მარტივი არ არის, როგორც სინგაპურში. მთავრობის აქტიური
ქმედებები და სწორი პოლიტიკა სინგაპურის წარმატების
განმსაზღვრელია.
• სინგაპური  მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს, მისი
ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს და თბილისის ფართობს
თითქმის 2-ჯერ აღემატება. იგი  ერთ დიდ, მთავარ კუნძულსა და 30-ზე მეტ
პატარა გარშემომდებარე კუნძულებს შეიცავს. სინგაპურის მოსახლეობა
უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 77%
– ჩინელები, 12% – მალაიელები და 8% – ინდოელები, დანარჩენი კი –
სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებია. ოფიციალური ენებია: ინგლისური,
მანდარინული (ჩინ.), მალაიური და ტამილური (ინდ.).

სინგაპური
ბრიტანელებმა სინგაპურზე კონტროლი მეორე მსოფლიო ომამდე
შეინარჩუნეს, თუმცა, 1942 წელს ჩერჩილი იძულებული გახდა, ევროპაში
გადაესროლა ჯარის ის ნაწილები, რომელთაც სინგაპურის დაცვა
ეკისრებოდათ, რადგან საფრთხე უშუალოდ ბრიტანეთს შეექმნა. ამის გამო
სინგაპური თითქმის სრულიად დაუცველი დარჩა აგრესიული მეზობლის,
იაპონიის წინაშე. იაპონელთა თავდასხმამაც არ დააყოვნა და
სინგაპურელთა თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქალაქი 1 კვირაში
დაეცა. იაპონიის ფაშისტური რეჟიმი მეტისმეტად აუტანელი აღმოჩნდა
სინგაპურელებისათვის. ხალხი განუწყვეტლივ იხოცებოდა ან შიმშილის, ან
ოკუპანტებთან ბრძოლის გამო. დამპყრობლებმა სახელიც კი შეუცვალეს
ქვეყანას და „სენან” (ქართულად „სამხრეთის შუქი”) უწოდეს.
სინგაპური
1945 წლისთვის, როდესაც ბრიტანელებმა იაპონელები განდევნეს და კვლავ
დაიბრუნეს სინგაპურზე კონტროლი, ქალაქი თითქმის სრულიად
განადგურებული იყო. ამიტომაც, გადარჩენილი მოსახლეობა ბრიტანელებს
საკმაოდ ცივად შეხვდა. მათ უკვე აღარ სურდათ საკუთარი ქვეყნის
მმართველობაში გარეშე ძალის ხილვა, თუნდაც ის ძალიან მეგობრულად
ყოფილიყო მათდამი განწყობილი. მალე მათი დაჟინებული მოთხოვნით,
ბრიტანეთი დათმობაზე წავიდა და 1948 წელს, ადგილობრივ სავაჭრო
კლასს უფლება მისცა, სინგაპურის მართვაში მონაწილეობა მიეღო.
ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც გუბერნატორს რჩევებს აძლევდა. ხუთი
წლის შემდეგ ბრიტანეთმა კიდევ უფრო შეამსუბუქა კონტროლი და შექმნა
კომისია, რომელსაც უნდა შეეცვალა სინგაპურის კონსტიტუცია და მოეხსნა
შეზღუდვები თვითმმართველობაზე. ბრიტანეთმა კონტროლი მხოლოდ
კოლონიის დაცვასა და სხვა საგარეო საქმეებზე შეინარჩუნა. მალე პირველი
ადგილობრივი ასამბლეის არჩევნებიც ჩატარდა. თუმცა, მოსახლეობა აღარ
კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ქვეყნის სრული თავისუფლების
მოთხოვნით გამოდიოდა.

სახალხო მოძრაობის პარტიამ პრემიერ-მინისტრად თავისივე


დამაარსებელი, 35 წლის ლი კუან იუ დანიშნა. მან იურიდიული განათლება
ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. სახალხო მოძრაობის პარტია
სწორედ ლის მიერ იყო დაარსებული 1954 წელს.
მრავალი მკვლევარი თანამედროვე სინგაპურს თავიდან ბოლომდე ლი
კუან იუს ქმნილებად მიიჩნევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლი 31
წლის განმავლობაში (1959-1990წწ.) იმყოფებოდა. ის ისე აყალიბებდა და
მართავდა ქვეყანას, როგორც, მაგალითად, ჰენრი ფორდი – თავის
საავტომობილო კომპანიას. სწორედ ამიტომ შეარქვეს ლის „კორპორაცია
სინგაპურის დიზაინერი”.
• უმწვავესად იდგა ეკონომიკის პრობლემები. ცხოვრების დონით (გაზომილი
საშუალო რეალური მშპ-ს მიხედვით) იმჟამინდელი სინგაპური თითქმის 2-
ჯერ ჩამოუვარდებოდა დღევანდელი საქართველოსას. ამასთან,
ბრიტანელების ჯერ კიდევ მოქმედი სამხედრო ბაზა სინგაპურის მშპ-ის 20%-ს
ქმნიდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო ამ ბაზის მოახლოებული
გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი ხალხის დასაქმების გზები (მით
უფრო, რომ ამის გარეშეც, უმუშევრობის დონე უკვე 14%-ს აღემატებოდა!).
• 1966 წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიოდ გამოხატული, თავისუფალ
ბაზარზე ორიენტირებული კურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა,
ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით უცხოური ინვესტიციების
მოზიდვისაკენ იყო მიმართული. იმ დროს გაბატონებული შეხედულებით,
დიდ მრავალეროვნულ კორპორაციებს (MNC) დაბალგანვითარებული
ქვეყნების მიმართ საკუთარი ეგოისტური ინტერესები ამოძრავებდათ , რაც
ადგილობრივი მშრომელების ექსპლუატაციითა და ქვეყნის გაძარცვით
სრულდებოდა. სინგაპურის ხელისუფლებამ მალე მოიშორა თავიდან
ამგვარი დოგმები და გამოსცა „ეკონომიკის სტიმულირების აქტი”, რომლის
ძალითაც 5-დან 10 წლამდე ვადით კაპიტალის უკუგების, მოგებისა და
ქონების გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ ერთდროულად,
როგორც ადგილობრივი start-up კომპანიები, ისე უცხოური
მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც სინგაპურში სოლიდურ
ინვესტიციებს განახორციელებდნენ. ქვეყანაში MNC-ების მოზიდვით,
სინგაპური იმედოვნებდა, დასაქმების ზრდით, ახალი ტექნოლოგიების
დანერგვით, მენეჯერული, ადმინისტრაციული გამოცდილების შეძენითა და
ადამიანური კაპიტალის განვითარებით სარგებელი ენახა.
• პარალელურად, ლი კუან იუს პირადი ინიცირებით, მიმდინარეობდა
სასამართლოს ძირეული რეფორმა.
• ალფრედ ვინსემიუსისა და ლი კუან იუს მიერ ერთობლივად შემუშავებული
სქემით, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მზრუნველობით უნდა
მოპყრობოდნენ ნებისმიერ ინვესტორს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც
სინგაპურში დიდ კაპიტალდაბანდებას განახორციელებდა. არ უნდა
დაშვებულიყო ისეთი პრეცედენტი, რომ პატიოსან ბიზნესმენს
უსამართლობის განცდა დარჩენოდა. სამართლიანობა და კანონის
უზენაესობა  უპირველესი პრინციპი ყველა დონეზე – ასეთი იყო ლი კუან
იუს მთავრობის რეალური ნება!
• ამ პოლიტიკის დაწყებიდან საკმაოდ მოკლე დროში მრავალმა MNC-მ
ფართოდ გაშალა თავისი საქმიანობა სინგაპურში. მათ შორის პირველი
„მერცხალი” იყო Texas Instruments-ი, შემდეგ მას მალე მოჰყვნენ – National
Semiconductor-ი, Hewlett-Packard-ი. 1970 წელს General Electric- მა სინგაპურში 6
ქარხანა გახსნა. ასე მოიზიდეს ასობით მსხვილი კომპანია – დაწყებული
საწარმოო ფირმებით (1970-იანი წლები) და დამთავრებული საფინანსო
მომსახურების ფირმებითა (1980-იანი წლები) და მაღალტექნოლოგიური
კომპანიებით (1990-იანი წლები). 2000 წლის ბოლოსთვის სინგაპურში
დაგროვილი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ
114 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „სითიბენქ სინგაპურის” ამერიკელი
მმართველის შეფასებით, „სინგაპური, თავისი მოქნილი და ეფექტიანი
მთავრობით, არის ქვეყანა, სადაც ყველას წარმატებით შეუძლია
ბიზნესის კეთება. აქ არ არის ბიუროკრატია. მთავრობა მუშაობს,
როგორც კარგად შეზეთილი მექანიზმი”.
• სინგაპური დღესაც ერთგულია საკუთარი სამოქმედო პრინციპებისა: მისი
მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე მცირე ხარჯებით გამოირჩევა მსოფლიოში –
2010 ფისკალური წლის გეგმის მიხედვით, მთლიანი სამთავრობო ხარჯები
16,7% იყო მშპ-ს მიმართ; ფინანსური სისტემა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე
სტაბილურია მსოფლიოში; კანონის უზენაესობის კუთხით სინგაპური
საუკეთესო ათეულში იმყოფება („საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის”
მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით,
მე-8 ადგილი) და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია, იგი დღესაც ახერხებს,
იყოს უცხოელ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი
მსოფლიოში. 2004 წლიდან სრულიად გაუქმებულია კაპიტალის უკუგების
გადასახადი, აღარ იბეგრება უცხოელთა მიერ სინგაპურში გამომუშავებული
ნებისმიერი სახის შემოსავლები; ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა
იმისათვის, რომ მაგალითად, ცნობილ შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას,
Credit Suisse-ს, მიეღო გადაწყვეტილება, სათავო ოფისი სწორედ სინგაპურში
გადაეტანა!
ინოვაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც, ინფორმაციის მიღების,
აკუმულირების პროცესი სოციალური ურთიერთქმედების, ინტერაქციის
საფუძვლეზე (Chesbrough)
დახურული ინოვაცია ეფუძნება იმ აზრს, რომ ინოვაციების
განვითარება ხდება კომპანიების მიერ. იდეის გაჩენიდან დაწყებული,
მისი განვითარებით, პროდუქტის დაპროექტებით და წარმოებით
გაგრძელებული, მარკეტინგით, გაყიდვებით დასრულებული -
ინოვაციების სრული პროცესი ორგანიზაციის, კომპანიის ფარგლებში
მიმდინარეობს

• ღია ინოვაცია ნიშნავს ინოვაციური პროცესის კომპანიის საზღვრებს


გარეთ გამოტანას, რათა ორგანიზაციამ გაზარდოს საკუთარი
ინოვაციური პოტენციალი გარემოს, გარე გარემოში არსებული
რესურსების აქტიური სტრატეგიული გამოყენების საშუალებით.
• ინოვაციების დახვეწა, განვითარება მიმდინარეობს კომპანიის შიდა და
გარე გარემოში არსებული იდეების, რესურსების, ტექნოლოგიების
გამოყენებით, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყოს: კომპანიის
თანამშრომლები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, პარტნიორები,
კონკურენტები, სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები და
აქტიურად ხორციელდებოდეს მათი ინტერაქცია, ურთიერთქმედება.
• Place of innovation = inside and outside the company
• ინოვაციის ადგილი = კომპანიის შიგნით და გარეთ არსებული გარემო
• თუმცა, ღია ინოვაციისთვის დამახასიათებელი, ტიპიური ინფორმაციის,
ცოდნის გაზიარება, გაცვლა არ გულისხმობს კომპანიის ცოდნასა და
ტექნოლოგიაზე თავისუფალ წვდომას. ტერმინში მოიაზრება მხოლოდ
კოლაბორაციული, თანამშრომლობის ქსელი. ღია ინოვაცია შესაძლოა
საჭიროებდეს სალიცენზიო უფლებისა და სხვა ინტელექტუალური
საკუთრების უფლების გამოყენებისთვის მაღალ ფინანსურ
დანახარჯებს.
• წარმატებული ღია ინოვაციების ერთერთი მაგალითია IBM InnovationJam
პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს ქსელის საშუალებით
სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის შვეიცარიისა და საუდის არაბეთის
კომპანიებთან და უნივერსიტეტებთან.
• R&D (კვლევებისა და განვითარების) მაღალმა დანახარჯებმა ბევრი
კომპანია აიძულა პარტნიორები თავიანთი კომპანიის გარეთ ეძებონ ,
გააფორმონ მათთან შეთანხმებები, ალიანსებში გაერთიანდნენ; სადაც
ორგანიზაციები ერთობლივი ძალებითა და საერთო ფინანსებით
ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ინოვაციებზე ფოკუსირებას და
ახალი ტექნოლოგიების შექმნას.
• კომერციალიზაცია - პროცესი, რომელიც პროდუქტს/სერვისს აქცევს
კომერციულად სიცოცხლისუნარიან პროდუქტად. პასუხობს ბაზრის
მოთხოვნებს.
• კვლევის კომერციალიზაცია - კვლევის პროცესში შექმნილი
ტექნოლოგიის საბაზრო პროდუქტად ქცევა. მოაქვს სარგებელი
ხალხისთვის.
• ტექნოლოგიების გადაცემა სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ მე-13
საუკუნეში მარკო პოლომ დასავლურ სამყაროს წარუდგინა ჩინელების
გამოგონებები, როგორიცაა: კომპასი, ქაღალდის დამზადების
ტექნოლოგია, ბეჭდვა და ქვანახშირის გამოყენება საწვავად.
• ტექნოლოგიების გადაცემა გულისხმობს ტექნოლოგიის გამოყენებას
ახალი გზით, საშუალებით, მეთოდით ან ტექნოლოგიის ახალი
მომხმარებლის მიერ გამოყენებას.
• ტექნოლოგიების გადაცემა წარმოადგენს ტექნოლოგიური
ინოვაციების პოპულარიზაციას წამყვანი კომპანიებიდან, R & D
ორგანიზაციებიდან და ა.შ. იდეების, ცოდნის, ხელსაწყოებისა და
არტეფაქტების გადაცემით ფართო და ეფექტური გამოყენებისათვის
ინდუსტრიასა და კომერციაში.
• 1980 წელს Bayh Dole Act-ის მიღება აშშ-ში:
 ერთიანი საპატენტო პოლიტიკა;
 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევებში ინტელექტუალური
საკუთრების უნივერსიტეტებისადმი მიკუთვნება
 უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების გადაცემის ოფისების მეშვეობით
კვლევების კომერციალიზაცია
 სახელმწიფოს უფლება ჰქონდეს არაექსკლუზიური ლიცენზია პატენტის
გამოყენებაზე
 სახელმწიფოს ჩარევის უფლება, როდესაც ვერ ხდება კომერციალიზაცია
(ე.წ. Marchin right)
ლიცენზირება
კონტრაქტი, რომლითაც ხდება ლიცენზიანტისთვის გარკვეული
პირობებით პატენტის გამოყენების უფლების მინიჭება.
უპირატესოებები:
 არ არსებობს პროდუქტის ბაზარზე გატანის ხარჯი;
 წარუმატებლობის დაბალი რისკი;
 ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები რჩება საკუთრებაში და
ხდება შემოსავლის მიღება.
Spin-off კომპანია
ახლად დაფუძნებული კომპანია ტექნოლოგიის ბაზარზე გატანის
მიზნით.
უპირატესოებები:
 ტექნოლოგიების გადაცემის ეფექტური გზა უნივერსიტეტებსა და
კვლევით ინსტიტუტებში;
 შუამავალი რგოლი მკვლევარებსა და ინდუსტრიას შორის;
 კვლევითი ინსტიტუტები ორიენტირებული იქნება კვლევაზე და არა
კომერციალიზაციაზე.
სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
1970 წლიდან
 2016 - შემოსავალი 94.22 მილიონი აშშ დოლარი 779 ტექნოლოგიიდან
 2016 წელს ცენტრის ხარჯმა შეადგინა 19.1 მილიონი აშშ დოლარი (8.9
მილიონი საოპერაციო ხარჯი, 10.2 მილიონი საპატენტო და იურიდიული
ხარჯი)
 ლიცენზიებიდან მიღებული - 6.9 მილიონი აშშ დოლარი, 3.96 მილიონი აშშ
დოლარი კომპანიების წილიდან
 Science Park Model - აღნიშნული მოდელი აშშ-ში ჩამოყალიბდა. იდეა
მდგომარეობს ინდუსტრიული არის, რაიონის შექმნაში კველვით
ორგანიზაციასთან, მაგ. უნივერსიტეტთან ახლოს. მიზანი ამგვარი
მოდელის შექმნისა არის ის, რომ აკადემიურ პერსონალს, მეცნიერებს
საშუალება ჰქონოდათ ე.წ. „ლაბორატორიული იდეები“ რეალურ
პროდუქტად ექციათ. Science Park Model-ის მაგალითია Silicon Valley აშშ-ში,
Cambridge Science Park დიდ ბრიტანეთში.
 ცოდნის გადაცემის, პარტნიორობის მოდელი / Knowledge Transfer
Partnership model - აღნიშნული მოდელის მიზანია ცოდნის გადაცემა
უნივერსიტეტებსა და მცირე ზომის კომპანიებს შორის. სტუდენტები
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩართულები არიან
ლოკალური კომპანიის ბაზაზე არსებულ კვლევით პროექტში.
სტუდენტები სასწავლო კვირის განმავლობაში ორ დღეს ატარებენ
უნივერსიტეტში, დარჩენილი სამი დღე კი კომპანიაში პროექტებზე
მუშაობენ. უნივერსიტეტი მაქსიმალურ დახმარებას, მხარდაჭერას
უწევს სტუდენტს და შესაბამისად კომპანიასაც. აღნიშნული მოდელი
ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს უკვე ათეულობით წელია.
 კვალიფიციური კადრების დაქირავება / Hiring skilled employees -
ტექნოლოგიის გადაცემის ერთერთი ყველაზე ძველი მოდელია.
გამოცდილი, კვალიფიციური კადრების სამსახურში აყვანით კომპანია
იღებს ცოდნის მნიშვნელოვან აქტივს, რომელსაც საკუთარი
პროექტების განსახოციელებლად იყენებს.

ორგანიზაციისათვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეფექტური


მისიისა და სტრატეგიის შემუშავება.

 მისია
 ორგანიზაციის არსებობის მიზანი;
 პასუხებს შემდეგ კითხვას: რას ვთავაზობთ საზოგადოებას /
მომხმარებლებს?
ამარტივებს ფოკუსირებას

 გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა ორგანიზაციის მისიის, მიზნების


განსახორციელებლად;
 ორგანიზაციის თითოეულ ფუნქციონალურ ერთეულს (მაგ. მარკეტინგი,
ფინანსები ა.შ.) საკუთარი სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
 მენეჯერები შეიმუშავებენ სტრატეგიას, რათა განსაზღვრონ - რომელი
მიმართულებით განვითარდება კომპანია და მიიღონ დასაბუთებული
გადაწყვეტილებები კონკრეტული მოქმედებების არჩევის დროს.
 მენეჯერების მიერ შერჩეული კონკრეტული სტრატეგია გულისხმობს,
რომ განვითარების ყველა სავარაუდო გზასა და მოქმედებას შორის ეს
არის ყველაზე მართებული, რომლის მიხედვითაც მოხდება კომპანიის
განვითარება.
 სტრატეგიის გარეშე მენეჯერს არ გააჩნია დეტალურად გათვლილი
სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი ბიზნესის სამყაროში და ერთიანი პროგრამა
სასურველი შედეგების მისაღებად.
ორგანიზაციები ახორციელებენ მისიას, აღწევენ
კონკურენტულ უპირატესობას სამი სტრატეგიის
/ გზის საშუალებით :
 დიფერენციაცია
 მინიმალური დანახარჯები 
  სწრაფი რეაგირება 
 ინოვაციური სტრატეგიის ტიპებია:
 პროაქტიული
 აქტიური
 რეაქტიული
• პასიურიპროაქტიული ინოვაციური სტრატეგიის მქონე კომპანიები
გამოირჩევიან კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებით, სარეგბლობენ
კიდეც ბაზარზე პირველად შემსვლელის უპირატესობით (first-mover
advantage) და არიან ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერები.
• მაგ.: Dupont, Apple
• ინოვაციის ტიპებიდან მათთვის დამახასიათებელია: რადიკალური
(radical) და მზარდი (incremental) ინოვაციები.
• რადიკალური (radical) - სრულიად ახალი პროდუქტის, სერვისის შექმნა.
გამოგონება ან ცვლილება, რომელიც მანამდე არ არსებობდა და სიახლეა.
მან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ახალი ინდუსტრიის, ბაზრის შექმნას.
• მზარდი (incremental) - მუდმივი ტექნოლოგიური ან პროცესის ცვლილებები,
რაც ხელს შეუწყობს პროდუქციისა და მომსახურების გაუმჯობესებას.
• აქტიური ინოვაციური სტრატეგიის მქონე კომპანიები
ორიენტირებულები არიან არსებული ტექნოლოგიებისა და ბაზრების
დაცვაზე, თუმცა ავლენენ სწრაფი რეაგირების მზაობას ბაზარზე
სიტუაციის ცვლილების საპასუხოდ. აქტიური ინოვაციური სტრატეგიის
მქონე კომპანიები გამოირჩევიან ფართო და ღრმა ცოდნით, რისკების
მიმართ ამჟღავნებენ საშუალო და დაბალ მზაობას.
• მაგ.: Microsoft, Dell და British Airways (ბრიტანეთის ავიახაზები).
• რეაქტიული ინოვაციური სტრატეგია გამოიყენება კომპანიების მიერ:
• რომლებიც მიმდევრები (followers) არიან
• ფოკუსირებულები არიან ოპერაციებზე, საოპერაციო საქმიანობაზე
(focus on operations)
• ირჩევენ მოლოდინის და დაკვირვების პოზიციაში ყოფნას (take a wait-
and-see approach)
• ეძებენ დაბალი რისკის მქონე შესაძლებლობებს.
• რეაქტიული ინოვაციური სტრატეგიის მქონე კომპანიები უპირატესობას
ანიჭებენ წარმატებულ ინოვაციებს,
• მაგ.: Ryanair, რომელმაც წარმატებით მოახდინა Southwest Airlines-ის
მომსახურების მოდელის კოპირება.
• პასიური ინოვაციური სტრატეგიის მქონე კომპანიები იცდიან მანამ,
სანამ მომხმარებლები არ მოითხოვენ პროდუქციისა და მომსახურების
ცვლილებებს.

You might also like