You are on page 1of 9

პაკ ჩონ ჰის რეჟიმის პოლიტიკური და სოციალური მიდგომების

კრიტიკული შეფასება

(წერილობითი ნაშრომი)

მარიამ ჭელიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საგანი: სამხრეთ კორეა გლობალურ კონტექსტში

კურსის ხელმძღვანელი: სალომე გიუნაშვილი, მოწვეული პედაგოგი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2024
სარჩევი

1. შესავალი............................................................................................................................3
2. ვინ იყო პაკ ჩონ ჰი და როგორ მოვიდა ქვეყნის
სათავეში.........................................4
3. პაკ ჩონ ჰის რეჟიმის კრიტიკული შეფასება............................................................6-7
4. დასკვნა...........................................................................................................................8
5. გამოყენებული ლიტერატურა....................................................................................8

2
შესავალი
მოცემულ ნაშრომში ვეცდები თვალნათლივ გამოვკვეთო პაკ ჩონ ჰის მმართველობის
დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვინ იყო ის, როგორ მოვიდა სამხრეთ კორეის
სათავეში და რა რეფორმებით გააგრძელა ქვეყნის მართვა, როგორი
დამოკიდებულება ჰქონდათ ქვეყანაში მის მიმართ და ზოგადად შეგვიძლია თუ არა
პაკ ჩონ ჰი მივიჩნიოთ კარგ მმართველდ, რომელმაც სამხრეთ კორეა სიდუხჭირისგან
და სიღარიბისგან იხსნა და აქცია ერთ-ერთ მაღალგნვითარებად სახელმწიფოდ,
რომელიც დღეს დღეობით ლიდერ სახელმწიფოებს შორისაა ბაზარზე.
ასევევ ვისაუბრებ მისი მმართველობის უარყოფით მხარეებზე, რა შედეგები მოუტანა
მისმმა ხელისუფლებაში ყოფნამ ქვეყნის მოსახლეობას და რამდენად ადვილი იყო
მათთვის ასეთ რეჟიმში ცხოვრება.
ისევე როგორც სხვა ყველაფერს მათ შორის პაკ ჩონ ჰის მმართველობასაც ააქვს
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ შედეგი ერთი და თვალსაჩინოა,
ამ უკანასკნელმა მმართველმა ძალიან დიდი კვალი დატოვა კორეის ისტორიაში,
რადგან სწორედ შედეგზე იყო ორიენტირებული და ამისათვის ყველაფერს აკეთებდა.

3
პაკ ჩონ ჰი დაიბადა სამხრეთ კორეაში 1917 წელს, გადაიცვალა 1779 წელს. ის
წლების განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა იაპონიაში და აქვე
დაამთავრა სამხედრო აკადემია, სწორედ ამ უკანასკნელმა იქონია დიდი
გავლენა მომავალში მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
პაკ ჩონ ჰი 1953 წელს კორეის არმიას კორეის ომის დროს, შესაბამისად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო საკმაოდ კარგი სამხედრო პირი. პაკ ჩონ ჰი იყო
მკაცრი და მტკიცე პიროვნება, რაც ასევე გამოიხატებოდა მის მიდგომებში
სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ პაკ ჩონ ჰი იყო კარგი
მმართველი ქვეყნისთვის და არა მისი ხალხისთვის.
მის სათავეში მოსვლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ლი სინ მანი, პაკს არ
მოწონდა მისი მმართველობის ფორმები, სწორედ ამიტომ წლების
განმავლობაში გეგმავდა გადატრიალების მოწყობას 1956 წლიდან, რათა
ჩამოეგდო ლი სი მანი და თავად მოსულიყო ქვეყნის სათავეში.
საბოლოოდ მან თავისი გეგმა 1961 წლის 16 მაისს განახორციელა, პაკის
სათავეში მოსვლას და ლი სინ მანის ჩამოდგენას საზგადოების იმ
დროინდელმა განწყობამაც შეუწყო ხელი, მათში უკვე გაჩენილი იყო
მოსაზრება, რომ მთავრობას აღარ შეეძლო ქვეყნის სწორად მართვა და ისინი
სამხრეთ კორეას ვერ დაიხსნიდნენ სოციალური და ეკონომიკური
კრიზისისგან, შესაბამისად ქვეყანას სჭირდებოდა უფრო ძლიერი და ჭკვიანი
მმართველი.
პაკმა ხელისუფლების ჩასნაცვლებლად შექმნა სამხედრო რევოლურიური
კომიტეტი, ამ უკანასკნელმა კი გამოაქვეყნა 6 პუნქტიანი პოლიტიკური
განაცხადი და გააცნო ის საზოგადოებას.
ეს განაცხადი მიზნად ისახავდა შემდეგს: 1) წინააღმდეგობა გაეწიათ
კომუნიზმისთვის და გაეძლიერებინათ საზოგადოებაში ანიკომუნისტური
მზაობა.

4
2) პატივი ეცათ და დაეცვათ გაეროს წესდება და უკვე ნაკისრი საერთაშრისო
ვალდებულებები, მათ შორის ემუშავათ აშშ-სთან კავშირების გაძლიერებაზე.
3) აღემოფხვრათ კორუფცია, აემაღლებინათ ეროვნული სულისკვეთება და
საზოგადოებისთვის ჩაენერგათ მორალური პრინციპები. 4)სწრაფად
მოეგვარებინათ ეკონომიკური სიდუხჭირე და გაეძლიერებინათ ქვეყანა.
5)გაეერთიანებინათ ორი კორეა (ჩრდილოეთ და სამხრეთ)
6) ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ სამხედრო რევოლუციური კომიტეტი
დებდა პირობას, რომ მმართველობას სხვა ღირსეულ თაობას გადააბარებდა,
ხოლო თავად დაუბრუნდებოდნენ სამხედრო სამსახურს.
ამ ყველაფრის წარდგენის შემდეგ პაკმა აქტიურად დაიწყო მუშაობა
ამერიკასთან ახლო ურთიერთობის დამყარებაზე და პარალელურად კორეის
საზოგადოებაში სამხედრო კომიტეტის იმიჯის ამაღლებაზე, ამ
უკანასკნელისთვის საკმაოდ კარგი გზა იყო მას მედიასთან ურთიერთობა,
რომელიც სამხედრო კომიტეტს ძველი მთავრობისგან გამოარჩევდა, როგორც
არაკორუმპირებულს. ამისათვის იბეჭდებოდა სხვადასხვა სტატიები და
ვრცელდებოდა ინფორმაციები სკოლებში.
ამის შემდგომ პაკის მეორე ნაბიჯი იყო“ დაყავი და იბატონე“ პრინციპის
გამოყენება, რომელიც სამოქალაქო პილიტიკოსების დასუსტებას ისახავდა
მიზნად, რათა ზედმეტი საპროტესტო გამოსვლები აერიდებინა თავიდან,
ამიტომ მათ დააწესს დროებითი სამხედრო რეჟიმი, იქამდე სანამ არ
დარწმუნდებოდნენ, რომ ამერიკა მხარს უჭერდა და აღიარებდა მათ ქვეყნის
სათავეში მოსვლას.
ხოლო მესამე ნაბიჯი იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის
განთავისუფლება ეკონომიკური სიდუხჭირისგან, ამით ისინი მოიპოვებდნენ
საზოგადოების კეთილგანწყობას.
ეკონომიკის კუთხით სამხრეთ კორეამ მართლად დიდი ნახტომი განიცადა,
სულ რამდენიმე წელში ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა ბაზარზე ერთ-ერთ

5
ძლიერ მრარმოებლად მოგვევლინა. პაკმა საჯარო სამსახურებში მაღალი
აკადემიური მოსწრების კარდრების დასაქმება დაიწყო, ამ კადრებში კი
მხოლოდ რამდენიმე ელიტალური უნივერიტეტის კურსდამთავრებულები
შედიოდნენ, ამ კონკრეტულმა კი გამოიწვია ჯგუფური იდენტობის
ჩამოყალიბება, იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების ერთ ფენას
წარმოადგენდნენ ეს კადრები.
საკმაოდ საყურადღებოა ხუთ წლიანი გეგმა რომელიც მიმართული იყო
ექსპორტის გაზრდაზე, ქვეყანას უნდა ეწარმოებინა თავისი პროდუქტი და
გაეტანა მსოფლიო ბაზარზე. სახელმწიფომ მოახდინა ყველა კომერციული
ბანკის ნაციონალიზაცია, საბანკო რეფორმა დაბალპროცენტიანი სესხების
გაცემას ითვალისწინებდა.
თავდაპირველად პაკი ერიდებოდა უცხოური ინვესტიციების მიღებას, მაგრამ
ეკონომისტების რჩევით მან ესეც დაუშვა და ამით ქვეყანა კიდევ უფრო
ადვილად მოხვდა მსოფლიო ბაზარზე, ამასთან ერთად სამხრეთ კორეა უფრო
და უფრო უახლოვდებოდა აშშ-ს, რომელიც მაშინ ნამდვილად საჭირო
ეგობარი იყო ჯერ კიდევ დასუსტებული ქვეყნისთვის.
პაკმა ასევე აღადგინა ურთიერთობა იაპონიასთან, ეს უკანასკნელი
საყურადღებოა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან იაპონელი მუშახელი
მაშინ საკმაოდ იაფი იყო, რაც სამხრეთ კორეის ეკონომიკას საშუალებას
აძლევდა თანხა დაეზოგა და მეტი საქმე გაეკეთებინა. ყოველივე ეს სამხრეთ
კორეის მოსახლეობას არ მოსწონდა, რადგან მათ კარგი გამოცდილება არ
ჰქონდათ იაპონიასთან ურთიერთობის. საბოლოოდ სამხრეთ კორეისთვის
იაპონია ეკონომიკური განვითარების კარგ მოდელად იქცა.
1970-იანი წლებისთვის სამხრეთ კორეა უკვე მძიმე მრეწველობაზე გადავიდა
და დაიწყო სხვადასხვა სფეროების განვითარება, როგორიც იყო მაგალითად
გემთმშენებლობა, ფოლადის და ლითონის წარმოება, მანქანათმშენებლობა,
ელექტრონიკა და ქიმიური მრეწველობა. ამ დარგების განვითარებამ სამხრეთ

6
კორეას ეკონომიკურად კარგი შედეგები მოუტანა, მალევე ის
გემთმშენებლობის კუთხით მსოფლიოში სიდიდით მეორე სახელმწიფო იყო.
შესაბამისად რაც უფრო დიდი იყო ეკონომიკური მოგება მით უფრო ადვილად
აფინანსებდა სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს, სწორედ ამან გამოიწვია
ქვეყანაში „ჩებოლების“ გაჩენა, რომლებიც ამ მსხვილ კომპანიებს
მიეკუჯთვნებოდნენ, მათ ფაქტობრივად არ ჰყავდათ კონკურენტები და
სახელმწიფოც უფრო და უფრო მეად ზრუნავდა მათ განვითარებაზე, ასეთ
კომპანიებს იეკუთვნებიან, მაგალითად ყველასთვის ცნობილი „სამსუნგი“ და
„ჰიუნდაი“.
სახელმწიფო ჩებოლებს ნამდვილად აძლევდა შეღავათს ბევრ საკითხში,
მაგრამ ამასთანავე, არ აძლევდა უფლებას სრული მონოპოლია მოეპოვებინათ,
კონკრეტულად კი კონკურენტული მხარეების წახალისებას ცდილობდა,
მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ეს კომპანიები უფრო და უფრო
იზრდებოდნენ, ამიტომ მათი დომინირება უკვე თავლსაჩინო იყო.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ პაკ ჩონ ჰის ჰქონდა საკმაოდ
კარგად გაწერილი გეგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ეს
ყველაფერი ძალიან მოკლე დროში განავითარა, მაგრამ ამ ყველაფერმა
საზოგადოება ფენებად დაყო, ეკონომიკური განვითარება კარგი იყო მხოლოდ
მაღალი ფენისთვის, დაბალი ფენა რჩებოდა გარიყულად, რადგან მათ არ
შეეძლოთ მოწინავე უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში სწავლა ან
ბაზარზე წარმოების დაწყება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდი იყო და
ზემოთ ჩამოთვლილ გიგანტურ კომპანიებს კონკურენციიას ვერ უწევდნენ.
შესაბამისად პაკის გეგმებმა მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე იმოქმედა
დადებითად, საბოლოოდ ის უკან მდგარი ფენა ისევ ისე გაჭირვებული
დარჩა,ამას ემატებოდა პაკის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც
იმიტომ არსებობდა, რომ ქვეყანას მალე მიეღწია ეკონომიკური განვითარების
პიკისთვის, როგორც თავში ვახსენე პაკ ჩონ ჰი იყო კარგი მმართველი

7
ქვეყნისთვის მაგრამ არა მისი ხალხისთვის. რომ არა მისი დიქტატორული
ხასიათი, ის შეძლებდა შედარებით გვიან მაგრამ მაინ მიეღწია მიზნისათვის,
პაკის მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით სისწრაფე იყო, სწორედ ამიტომ ვეღარ
აკონტროლებდა ბოლომდე სახელმწიფოსხვადასხვა გიგანტ კომპანიებს,
საზოგადოების დიდი ნაწილი იგივე და შეიძლება უფრო ცუდ მდგომარეობაში
იყო წლები, რადგან ამ დროს ჩნდება უსამართლობის განცდა, როცა
კონკურენტუნარიანი ბაზარი ქვეყანაში არ არსებობს და ეკონომიკური
წინსვლა არა საზოგადოების 100% არამედ მხოლოდ 50ზე ან კიდევ უფრო
ნაკლებზე აისახება.

დასკვნა
საბოლოოდ ვიტყვი, რომ პაკის მმართველობა იმაზე ბევრად ხელსაყრელი იყო
სამხრეთ კორეისთვის ვიდრე ლი სინ მანის, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი
უარყოფითი მხარეები, პაკმა განახორციელა თავისი 6 პუნქტიანი გეგმა, მაგრამ
ყველაფერი ზალიან სწრაფად და არეულად, მტავარი რაც სამხრეთ კორეამ
კარგად განავითარა აშშ-სთან და იაპონიასთან ურთიერთობა იყო. დანარჩენი
პუნქტები, როგორიც იყო მაგალითად ეროვნული სულისკვეთების
გაძლიერება, კორუფციის აღმოფხვრა და სხვა უკან დარჩა და ყველაზე
ნაკლებად განვითარდა რეალურად, რადგან პაკი ავტორიტარულად მართავდა
ქვეყანას, მაშინ როცა „ კორეული დემოკრატიის“ შექმნა სურდა. მისი აზრით
მხოლოდ ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეძლო ეროვნული
უსაფრთხოების და ძლიერი ეკონომიკის შექმნა. ყოველივე ეს მას გამოუვიდა,
მაგრამ არა დემოკრატიის ხარჯზე, არამედ ავტორიტარული მმართველობის
გავლენით.

8
გამოყენებული ლიტერატურა:
არგუსის სასწავლო მასალები

You might also like