MidTerm CP 1

You might also like

You are on page 1of 13

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

შედარებითი პოლიტიკა

შუალედური გამოცდა

საკითხები:

1. განასხვავეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბოკასა I-ის რეჟიმი და


ირანის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები. კონკრეტულ ისტორიულ
ანალიზზე დაყრდნობით ისაუბრეთ ორივე ქვეყანაში რეჟიმის ლეგიტიმაციის
გზებზე. თითოეულ სახელმწიფოში გამოყავით ტოტალიტარიზმის ელემენტები -
იმსჯელეთ ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარული მართვისკენ გადახრის
შესაძლებლობებზე. (15 ქულა; სიტყვები 2500; Sylfaen 11; Line Spacing 1.15; Margins:
Normal)

2. განასხვავეთ ერთმანეთისგან საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო


სისტემები, ახსენით ორივე სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები .
საფრანგეთისა და ა.შ.შ.-ს სისტემების ფარგლებში მომხდარი კონკრეტული
შემთხვევების განხილვის მაგალითზე აჩვენეთ კრიზისული ვითარების დროს
რომელ სისტემას უფრო მეტად შეუძლია საკანონმდებლო ორგანოსთან
თანამშრომლობა. (10 ქულა; სიტყვები 2000; Sylfaen 11; Line Spacing 1.15; Margins:
Normal)

გამოცდის სრული შეფასება - 25 ქულა.

ნაშრომის ჩაბარების ვადა: 8 მაისი 23:00. ყოველ გადაცილებულ 4 საათზე სტუდენტი


კარგავს 3 ქულას.

წარმატებები!

პოლიტიკურ რეჟიმს, რომელშიც ძალაუფლება გადამოწმების გარეშე


კონცენტრირებულია ინდივიდსა ან კონკრეტულ მიკრო ჯგუფში ისე, რომ მას
არავითარი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა არ გააჩნია საზოგადოების წინაშე
არადემოკრატიულ რეჟიმს ვუწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა
არადემოკრატიული რეჟიმი აგებულია ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვასა და
ძალაუფლების მაქსიმალიზაციაზე, ისინი მრავალმხრივ განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. არადემოკრატიული რეჟიმი შეიძლება იყოს
იდეოლოგიური(კომუნიზმი, ფაშიზმი), შეიძლება იყოს ინსტიტუციური და
არაინსტიტუციური, ლეგიტიმური და არალეგიტიმური და ა.შ. ეს არადემოკრატიული
რეჟიმები ავტორიტარულია , რომლებიც ზღუდავენ მოქალაქეთა ჩართულობას ,
შეჯიბრებითობას და თავისუფლებას. აუცილებელია ვიცოდეთ განსხვავება
ავტორიტარულ და ტოტალიტალურ რეჟიმებს შორის, რადგან ტოტალიტარიზმს
გააჩნია ის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები , რომლებიც
განასხვავებს მას სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან. ტოტალიტარიზმი , ეს არის
პოლიტიკური რეჟიმი , რომელშიც ძალაუფლება მოქცეულია ინდივიდის ან გარკვეული
ჯგუფის ხელში, რომელსაც გააჩნია იდეოლოგიური სარჩული და მიიღწვის, რომ
გარდაქმნას და ერთი გახადოს სახელმწიფო, საზოგადო და ეკონომიკური
ინსტიტუტები. ის ძალადობისა და ტერორის გამოყენებით ქმნის საზოგადოების ახალ
ტიპს, რომელიც მას დაემორჩილება და ამას აკეთებს ძველის დეკონსტრუქციით .
ტოტალიტარიზმის ინტერესის სფეროა ნებისმიერი რამ, რაც არის საჯარო ,
საზოგადოებრივი ან ინდივიდუალური. ამ რეჟიმისთვის განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია ბრძოლა გარკვეული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რათა შექმნას
ხელსაყრელი გარემო თავისი იდეოლოგიისა და რეჟიმის გასავრცელებლად . მთავარი
მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებენ მას სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან
არის: ტოტალური კონტროლი კერძო სექტორის, ძველი არსებული ინსტიტუტების
გაუქმება ძალადობის გზით და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა - იდეოლოგია .

ახლა მინდა უშუალოდ გადავიდე ცენტრალურ აფრიკაში ბოკასა პირველისა და


ირანის ავტორიტარული რეჟიმების განხილვაზე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის
კოლონიზაცია მოხდა საფრანგეთის მიერ 1903 წელს და მას საფრანგეთისგან
დანიშნული მმართველები მართავდნენ, ის მოიხსენიებოდა, როგორც ფრანგული
ეკვატორული აფრიკის ფედერაცია. 1958 წელს ის დაიშალა და ჩამოყალიბდა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რომელიც ახლა დამოუკიდებლად იმართებოდა
პრემიერ მინისტრის, ბოგანდას მიერ, რომელიც მალევე გარდაიცვალა და 1959 წელს
ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტი გახდა დავიდ დაკო, რომელიც არჩეულ იქნა
ეროვნული ასამბლეის მიერ, 1960 წლის 1-ელ აგვისტოს კი ცენტრალური აფრიკის
რესპუბლიკამ ოფიციალურად გააფორმა დამოუკიდებლობა. დაკო 1964 წლის 5
იანვარს ახლიდან იქნა არჩეული ოპოზიციის გარეშე, საკანონმდებლო არჩევნები კი 15
მარტს ჩატარდა , სადაც მოძრაობამ ,,შავი აფრიკის სოციალური
ევოლუციისთვის’’(დაკოს მოძრაობა) 60/60 ადგილი მიიღო ეროვნულ ასაბლეაში.
კრიზისული ფაზა დაიწყო 1965 წლის 31 დეკემბრიდან, როდესაც კოლონელ ჟან-ბედელ
ბოკასამ სამხედრო გადატრიალებით გადააყენა დაკო და ამას 8 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სათავეში მოვიდა ადამიანი , რომელმაც
ძალადობით მიიღო ლეგიტიმაცია. რევოლუციურმა საბჭომ, რომელსაც სათავეში
ბოკასა ედგა, გააუქმა არსებული კონსტიტუცია და დაითხოვა პარლამენტი . მან
საკუთარი თავი მუდმივ პრეზიდენტად და მთავარსარდლად გამოაცხადა .
მმართველობის თავდაპირველ წლებში ის ცდილობდა საკუთარი თავის კულტი
შეექმნა საზოგადოებაში, როგორც ყველაზე ძლიერი, მამაცი, გამბედავი და
ქარიზმატული ლიდერი. ის ბანერებით უჩვენებდა ხალხს საკუთარ ფრანგულ მედლებს .
პარლამენტს კი, რომელიც თავად დაითხოვა უწოდებდა ,,უსიცოცხლო ორგანოს ,
რომელიც ამიერიდან აღარ წაროადგენს ხალხს’’. ის მოქალაქეებს მოუწოდებდა , რომ
მთავრობა აუცილებლად ჩაატარებდა მომავალში არჩევნებს, ახალი ასაბლეაც
ჩანოყალიბდებოდა და ახალი კონსტიტუციაც გაიწერებოდა. ბოკასა თანამემამულეებს
ჰპირდებოდა, რომ ის მაშინ დათმობდა თავის ძალაუფლებას, როცა კომუნისტურ
საფრთხეს მოიშორებდა, ეკონომიკას სტაბილურს გახდიდა და კორუფციას
აღმოფხვრიდა. ის ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას არსებობას უკრძალავდა .
ბოკასას რეჟიმი აშკარად წარმოადგენდა ტოტალიტარულ მმართველობას , რადგან
მან დაიწყო საჯარო, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური სექტორების კონტროლი .
ატარებდა ისეთ რეფორმებს, როგორებიცაა: ქალებსა და კაცებს 18-დან 55 წლამდე
უნდა ჰქონოდათ სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებდნენ ან
დააპატიმრებდნენ. მათხოვრობა აიკრძალა, შეიქმნა ,,მორალის ბრიგადა ’’ , რომელიც
აკონტროლებდა ბარებსა და საცეკვაო დარბაზებს. ბოკასას რეჟიმმა შეაღწია
ადამიანების ცხოვრებაში და მათი თითოეული ნაბიჯი კონტროლდებოდა , არ
შეგეძელო მასზე რაიმე ცუდი გეთქვა, ამ შემთხვევაში ის უმალვე თავიდან იშორებდა
ყველას. 1967 წლის აპრილში ბოკასას ვიცე-პოლკოვნიკი აუჯანყდა , თუმცა
სამთავრობო ჯარებმა ეს აჯანყება ჩაახშეს და ვიცე-პოლკოვნიკი სიკვდილით დასაჯეს ,
საფრანგეთიც მხარს უჭერდა ბოკასას მმართველობას და მან მთავრობის
მხარდასაჭერად ჯარები განალაგა ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე . ამის შემდეგ
ბოკასამ მთავრობაც დაშალა და დააარსა 31 წევრისგან შემდგარი ცენტრალური
აფრიკის რევოლუციური საბჭო, თუმცა ესეც მალევე დაითხოვა , როდესაც საკუთარი
თავი იმპერატორად გამოაცხადა. მან მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელშიც
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აქცია ცენტრალური აფრიკის იმპერიად და
საკუთარი თავი იმპერატორი, ბოკასა პირველი გახადა. მისი კორონაცია 1977 წლის 4
დეკემბერს მოხდა. ამ ცერემონიაში ბოკასამ 20 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც
მთლიანი ცენტრალური აფრიკის ბიუჯეტის მესამედს წარმოადგენდა . იმპერატორი
ცდილობდა საკუთარი საქციელები გაემართლებინა იმით, რომ მონარქიის დამყარება
დაეხმარებოდა ცენტრალურ აფრიკას კონტინენტის დანარჩენ ნაწილს გამოყოფოდა
და სამყაროს პატივისცემა მოეპოვებინა. თუმცა, დასავლური პრესა მას ახასიათებდა ,
როგორც გიჟ, ეგოცენტრისტულ, აფრიკელ დიქტატორს, რომელიც წააგავდა უგანდას
ყოფილ პრეზიდენტს, იდი ამინს. ბოკასა ამ დროსაც ჰპირდებოდა ხალხს, რომ ახალი
იმპერია კონსტიტუციური მონარქია გახდებოდა, თუმცა, პრაქტიკაში ეს არასდროს
მოხდა და მისი დიქტატურა ისევ მილიტარისტულ მმართველობაზე იყო დამყარებული .
ამის შემდეგ უფრო და უფრო იმატა წამების, მკვლელობების რიცხვებმა , ბოკასა
უსწორდებოდა ყველა ოპონენტს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას აკრიტიკებდა .
საბოლოო წერტილი კი სტუდენტების მასობრივი ამოხოცვა იყო. ეს დაიწყო იქიდან ,
როდესაც იმპერატორმა სცადა მიეღო წესი, რომლის მიხედვითაც ყველა სტუდენტი ,
დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტის ჩათვლით, ჩაიცმევდა განსაკუთრებულ
უნიფორმას, რომელიც მისი ერთ-ერთი ცოლის კომპანიის მიერ იყო დამზადებული .
ამის წინააღმდეგ სტუდენტებმა დაიწყეს პროტესტი ბოკასას წინააღმდეგ და 1979
წლისთვის სტუდენტები და პოლიცია ფაქტობრივად ,,საომარ მდგომარეობაში ’’
იმყოფებოდნენ. ამ დროს პოლიციამ მრავალი სტუდენტი დახვრიტა და მოხდა მათი
მასობრივი დაპატიმრება, რომლებიც ნგარაგბას ციხეში გადაიყვანეს, სადაც
დაახლოებით 100 სტუდენტი სიკვდილამდე სცემეს. ეს იყო ის საბოლოო მოქმედება,
რამაც უცხო სახელმწიფოების და განსაკუთრებით , დასავლეთის მთავრობების
წარმოდგენა შეცვალა ბოკასაზე და მას მხარი აღარავინ დაუჭირა . ბოკასა პირველის
მმართველობა ცენტრალურ აფრიკაში ნამდვილად იქცა ტოტალიტარულ
მმართველობად, სადაც სახელმწიფო კონტროლი ვრცელდებოდა ადამიანთა
ცხოვრების ყველა ასპექტზე. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ვისაუბროთ , ბოკასას
ლეგიტიმაციის სახეზე. როგორც ვნახეთ, ის ქვეყნის სათავეში სამხედრო
გადატრიალებით მოვიდა, დააპატიმრა პრეზიდენტი, მას გადადგომა აიძულა და ჯარის
გამოყენებით მთავრობა დაითხოვა. შემდეგ დილით კი ხალხს მიმართა: ,, დღეს
დილის 3:00 საათზე თქვენმა ჯარმა აიღო მთავრობა. დაკოს მთავრობა გადადგა.
სამართლიანობის საათი ახლოვდება. ბურჟუაზია გაუქმებულია. ყველას შორის
თანასწორობის ახალი ერა დაიწყო. ცენტრალური აფრიკელები, სადაც არ უნდა იყოთ ,
დარწმუნებული იყავით, რომ ჯარი დაგიცავთ თქვენ და თქვენს ქონებას ... გაუმარჯოს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას’’. ბოკასა თავისი კულტის შექმნით ცდილობდა
ხალხში ლეგიტიმიაცია დაემყარებინა, ის აჯერებდა ხალხს, რომ იყო ისეთივე ძლიერი
და დიდებული, როგორც ნაპოლეონი და მისი კორონაციის ცერემონიაც
ნაპოლეონისას დაამსგავსა. სამხედრო გადატრიალებით მოსულმა დიქტატორმა
საშინელი ძალადობით, რეპრესიებით, ადამიანთა წამებითა და მკვლელობით შეძლო
თავისი ადგილის შენარჩუნება, ტოტალური კონტროლი ჰქონდა ყველაფერზე და
მოქალაქეები მისთვის არაფერს ნიშნავდნენ. მისი გამოგონილი კულტიც ცხადია ნელ -
ნელა ქრებოდა და ხალხში ის მხოლოდ ზიზღს, შიშსა და აგრესიას იწვევდა .
სტუდენტთა მასობრივმა მკვლელობამ კი საბოლო წერტილი დაუსვა მის
მმართველობას, რომელსაც არაფერი ჰქონდა დემოკრატიასთან ახლოს და მეტიც , ის
უკიდურეს ტოტალიტარულ მმართველობად უნდა მივიჩნიოთ.

არადემოკრატიული მმართველობის მეორე მაგალითია ირანი. 1979 წლის ისლამური


რევოლუცია ძალთა ფართო კოალიციის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აქ
გაერთიანებულ ადამიანებს ჰქონდათ საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები და
თეორიები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკას უნდა გაჰყოლოდა ახლა ირანი, როცა
ახალი ერა იწყებოდა. კოალიცია ძალიან უცნაურ სინთეზს გვთავაზობდა შემდეგი
საზოგადოებების : სასულიერო და საერო პირები; ისლამური და საერო პოლიტიკური
მოძრაობები; ცენტრისტული პარტიები და რადიკალური მემარცხენე ფრთა ,
პარტიზანული მოძრაობები; ბაზრის ვაჭრები, მაღაზიის მეპატრონეები და მუშები ;
საშუალო კლასის საჯარო მოხელეები და ქალაქის უმუშევრები; ორგანიზებული
პოლიტიკური ჯგუფები და არაორგანიზებული მოქალაქეები. ამ კოალიციას სათავეში
ედგა და რევოლუციას ხელმძღვანელობდა აიათოლა ხომეინი, რომელიც
დომინანტური ფიგურა იყო. ისლამურმა რევოლუციამ გამოიწვია შაჰის რეჟიმის დაცემა
და ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსება, რომელიც ავტორიტარული ,
თეოკრატიული რეჟიმით ხასიათდება. რევოლუციის დროს შაჰს დასდეს ბრალი
დასავლეთის აგენტობაში და რომ ის იყო ამერიკელთა მოახლე, რომელიც
ამერიკელთა ინტერესებით მოქმედებდა და რომლის მიზანიც იყო ირანელი ხალხის
ჩამოშორება ისლამისგან, სწორედ ამიტომ ის ცხოვრების ბოლომდე გადაასახლეს .
ისლამური რევოლუციიდან ირანმა იცვალა სტრატეგია, გაწყვიტა აშშ - სთან
ურთიერთობები, იზოლაციონიზმის პოლიტიკა შემოიღო და დაიწყო თავისი გზის
გაკვლევა შუა აღმოსავლეთში.
ხომეინს ძალიან მყარი შეხედულებები ჰქონდა , რასაც მოუწოდებდა კიდეც
ადამიანებს, როდესაც შაჰის წინააღმდეგ გაილაშქრა. მას სამი მთავარი
მამოძრავებელი რგოლი გააჩნდა: ძალაუფლება, იდეოლოგია და რელიგია. ის
ამბობდა, რომ ის , ვისაც აქვს ძალაუფლება დომინირებს სხვებზე და მათ
ექსპლუატაციას უწევს, ხოლო მათ ვისაც ძალაუფლება არ გააჩნიათ, უწევთ, რომ
დაემორჩილონ ძლიერს( რეალისტური მიდგომა). იდეოლოგიური თვალსაზრისით ის
ორ ბანაკს გამოყოფდა: ისინი, ვინც დასავლეთს მისდევენ და ვინც აღმოსავლეთს ,
სწორედ არადასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოები იყო ხომეინისთვის
ძლიერი და სწორი სტრატეგიით მართული. და საბოლოოდ უბრუნდებოდა რელიგიას ,
სადაც მუსლიმი ადამიანები სწორ გზაზე იდგნენ, ხოლო დანარჩენები სატანის გზას
ირჩევდნენ. ხომეინის ასეთი ძლიერი ზიზღი დასავლეთის მიმართ გამოწვეული იყო
მათი 50 წლიანი დომინირებით ირანზე, რა დროსაც შაჰის რეჟიმს აშშ მთლიანად
აკონტროლებდა, რაც ხომეინისთვის ისლამის დაქვეითებასა და ირანელი ხალხის
გადაგვარებაში გამოიხატებოდა. ხომეინის მთავარი მოწოდება თავდაპირველად იყო
ისლამზე აგებული სახელმწიფო, რომელიც ყურანის გზაზე ივლიდა, დაიცავდა თავის
სუვერენიტეტსა და კულტურას და ხელს შეუშლიდა დასავლეთს აღმოსავლეთში
გავლენების გაზრდაში. ხომეინი ასევე აშკარად მიიჩნევდა ირანს ისლამის მთავარ
სახელმწიფოდ, რომელიც ვალდებული იყო დახმარებოდა სხვა გაჭირვებულ
ქვეყნებს , რომელთაც აუცილებლად უნდა განეცადათ ისლამიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამური რევოლუცია რელიგიური ხასიათის იყო , მას ძალიან
კარგი წინაპირობა გაუმზადა შაჰის რეჟიმმაც, დასავლეთის მზარდი გავლენა ,
კორუფცია, დიდ სახელმწიფოებზე ზედმეტად დამოკიდებულება და ირანის
საზოგადოების შიგნით გაჩენილი უფსკრული სეკულარებსა და სასულიერო პირებს ,
ელიტებსა და მუშათა კლასს შორის კარგი საძირკველი აღმოჩნდა რევოლუციური
ტალღისთვის. ამ დროს კი მათ მოევლინათ განათლებული, რელიგიური, ნიჭიერი
ლიდერი , სასულიერო ფიგურა, როგორიც იყო ხომეინი და ხალხიც, ცხადია, მოხიბლა
მისმა ქარიზმამ და აქ მან გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვა. ირანში თეოკრატია
ჩამოყალიბდა.

ხომეინმა შექმნა კონსტიტუცია, რომელშიც გაწერილია, რომ ისლამის თვალთახევით ,


ხელისუფლება ერთი კლასის მეორეზე დომინირებიდან არ ჩნდება , ის ქადაგებს , რომ
გაერთიანებული, შეკრული უნდა იყოს პოლიტიკურად ერი, რათა იაროს მისი მთავარი
მიზნისკენ, ანუ ალაჰისკენ მიმავალ გზაზე. კონსტიტუციის მიხედვით, ირანის ისლამური
რესპუბლიკის მოვალეობაა, შექმნას გარემო , სადაც ადამიანთა მორალი და
ღირებულებები რწმენაზე იქნება დამყარებული, სადც არ იარსებებს კორუფცია , იქნება
თავისუფალი განათლება და ფიზიკური წრთვნა ყველასთვის, უცხოური
იმპერიალიზმისა და გავლენების ჩახშობა, ქვეყნის დაცვა ავტოკრატიის , დესპოტიზმისა
და მონოპოლიებისგან , პოლიტიკური და სოციალური თავისუფლება კანონის
ფარგლებში. ირანს გააჩნია საკანონდმებლო ორგანო, მეჯლისი, რომელიც ძალიან
ჰგავს დემოკრატიულ პარლამენტს. მას ქმნიან ხალხის მიერ პირდაპირი ან ფარული
კენჭისყრით არჩეული ადამიანები. საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს ორგანო
თეოკრატიის პირობებში, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო არსებობს , მცველთა
საბჭო, რომლის მიზანიცაა ისლამური ღირებულებებისა და კონსტიტუციის დაცვა
მეჯლისის მიერ მიღებული კანონმდებლობის შემოწმებით. კონსტიტუციის მიხედვით ,
მეჯლისი არანაირ სამართლებრივ ძალაუფლებას არ ფლობს მცველთა საბჭოს
გარეშე. ხომეინმა არა მხოლოდ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს , უზენაეს ლიდერს
(რელიგიური ლიდერი, რომელიც ამავდროულად ისლამის კანონების ექსპერტიცაა )
მიანიჭა უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტი. ეს ინსტიტუტი არის ყველაზე ძლიერი
ირანში, რომელიც ხომეინმა შექმნა თავისნაირი ქარიზმატული, ბრძენი ლიდერისთვის ,
რომელიც ამავდროულად იქნება იდეოლოგიური წინამძღოლი. უზენაესი ლიდერი
არის საჭირო იმისთვის, რომ სასულიერო პირი ხელმძღვანელობდეს , საზოგადოების
როგორც პოლიტიკურ, ისე სულიერ ცხოვრებას. უზენაესი ლიდერი უვადოდ მსახურობს ,
1979 რევოლუციის შემდეგ ირანს მხოლოდ 2 უზენაესი ლიდერი ჰყავდა, ხომეინი,
რომელიც 1989 წელს გარდაიცვალა და ხამეინი. პრეზიდენტი, პარლამენტი (მეჯლისი )
და ექსპერტთა ასაბლეა პირდაპირ აირჩევა, ხოლო უზენაესი ლიდერი , მცველთა
და ,,მიზანშეწონილების’’ საბჭოს ადგენენ სასულიერო პირები.

ახალმა ხელისუფლებამ დაიჭირა ყველა ოპოზიციონერი ჯგუფი, მათ შორის,


მარქსისტები და სხვა სეკულარული პოლიტიკური ჯგუფები, ეთნიკური უმცირესობები ,
და სხვა მრწამსის ადამიანები. 1979-80 წლებში ათასამდე ადამიანი დასაჯეს
სიკვდილით ,,რევოლუციური სამართლიანობის’’ სახელით. რადიკალ სტუდენტებს
ამერიკის საელჩოს თანამშრომლები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ტყვედ
ჰყავდათ აყვანილი. სწორედ ამ არეულობების დროს ერაყმა გადაწყვიტა საომარი
მოქმედებები დაეწყო ირანში, რადგან ის პოტენციურ მტრად მიიჩნია. როგორც ზემოთ
აღვნიშნე, ხომეინი აპირებდა ისლამური სულისკვეთების საზღვრებს გარეთ
გავრცელებას, ერაყი კი ლოგიკურად შემდეგი არჩევანი იქნებოდა. აიტომ 1980 წელს
ერაყმა სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა ირანში, რითაც დაიწყო ირანი -ერაყის
ომი, რომელიც 1988 წლამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა ძალიან
დიდი წვლილი შეიტანეს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 1979 წლის
რევოლუციაში, სწორედ ამ რევოლუციის შემდეგ შეიზღუდა საგრძნობლად მათი
უფლებები. იმასთან ერთად, რომ ფაჰლავების ერა ძალიან ცუდი მმართველობით
გამოირჩეოდა, აქ ქალებს გაცილებით მეტი უფლება გააჩნდათ, ვიდრე მას შემდეგ რაც
სახელმწიფოს სათავეში აიათოლა ხომეინი მოვიდა და თეოკრატია დაამყარა .
როგორც ვახსენე, რევოლუციის დროს დისი შიში და აგრესია არსებობდა დასავლეთის
მიმართ, რადგან ადამიანები, განსაკუთრებით აქტიურად რელიგიური მოსახლელობა
მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმი და ვესტერნიზაცია საფრთხეს უქმნიდა ირანის
ტრადიციულ კულტურას და ხალხს უთანასწოროს ხდიდა. სწორედ ამას ქადაგებდა
ხომეინიც და მან 1979 წლის 7 მარტს მიიღო სავალდებულო ისლამური ჩაცმულობის
ეტიკეტი, რომლითაც ქალების უფლებები ძლიერ შეიზღუდა. საოჯახო სამართლის
უფლებები დაირღვა, შექიმნა მორალის პოლიცია, რომელიც დღემდე ათასობით ქალს
აპატიმრებს ჩაცმულობის გამო, მათ ცხოველურად ექცევიან, მიჰყავთ ციხეებში , სცემენ
და საჯაროდ უსწორდებიან. ქალების სურვილი და იმედი, რომ 1979 წლის რეოვლუცია
ირანის პროგრესულ მომავალს ჩაუყრიდა საფუძველს , მთლიანად განადგურდა და
დღემდე მათი უფლებები დარღვეული და შელახულია.

დღემდე ირანში სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა , ქვეყანა ისევ თეოკრატიული


რეჟიმის მიმდევარია, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ტარდება არჩევნები , ის
ნაკლებად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტებში. მცველთა საბჭოს გავლენა,
რომელსაც შეუძლია კანდიდატის დაბლოკვა, აგრეთვე უზომო ძალაუფლება ,
რომელსაც უზენაესი ლიდერი ფლობს, კიდევ უფრო აშორებს ირანს
დემოკრატიზაცისგან. 1979 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდიდან განსხვავებით ,
როდესაც ირანი იზოლაციონიზმის პოლიტიკას მისდევდა, დროთა განმავლობაში , მან
თითქოს დაალაგა ურთიერთობები მეზობელ და დასავლურ სახელმწიფოებთან ,
თუმცა აქაც ვნახეთ კიდეც ახლო წარსულში დაძაბული სიტუაციები აშშ სთან , რომელიც
ძალიან ახლოსაც კი მივიდა ომთან. Freedom house-ის მონაცემებით დემოკრატიის 100
ქულიდან მხოლოდ 14 მიიღეს. პოლიტიკურ უფლებები 40-დან 4 -ია , ხოლო
სამოქალაქო თავისუფლება 60-დან 8.

ახლა მინდა უშუალოდ შედარებაზე გადავიდე ბოკასა პირველისა და ირანის


ავტორიტარული რეჟიმების. როგორც ვნახეთ, ბოკასა პირველის მმართველობა
წმინდა ტოტალიტარულ რეჟიმზე იყო დამყარებული, მას ჰქონდა განსაზღვრული
იდეოლოგია, მოვიდა სამხედრო გადატრიალებით ხელისუფლებაში, ტოტალური
კონტროლი დაამყარა აბსოლუტურად ყველა სექტორზე: საზოგადო, საჯარო თუ
ინდივიდუალურზე. მან სრული დეკონტრუქცია მოახდინა ინსტიტუციების , რათა თავისი
იდეოლოგიისა და რეჟიმის გვარცელებისთვის სათანადო გარემო შეექმნა . ბოკასას
რეჟიმი სრულიად ძალადობასა და რეპრესიაზე იყო დამყარებული და მისი
ტოტალიტარული რეჟიმი შეიძლება მილიტარისტულადაც მივიჩნიოთ , რადგან
მმართველის ძლიერება მხოლოდ ძლიერ არმიაზე იყო დამოკიდებული , სწორედ
არმიითა და პოლიციით აკონტროლებდა, აშინებდა ხალხს და ასე ინარჩუნებდა
ლეგიტიმაციას მათში. სხვაგვარად, შეუძლებელი იყო მას ძალაუფლება
შეენარჩუნებინა, რადგან მმართველობის პირველივე წლებში უკვე ცალსახა იყო , რომ
ბოკასა საკუთარ კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე უფრო მეტად ფიქრობდა , ვიდრე
ქვეყნის განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობაზე. მისი კანონები, შექმნილი
ინტიტუტები, რეპრესიები, რასაც უდანაშაულო ხალხზე ახორციელებდა კიდევ უფრო
ცხადყოფს, როგორი ტოტალიტარული მმართველობა ჰქონდა მას. ის ნიშნები
რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმს ტოტალიტარულისკენ ხრის აქ აშკარად იკვეთება .
როგორც დასაწყისში ვახსენე, ტოტალური კონტროლი კერძო საკუთრების , არსებული
ინსტიტუტების გაქრობა ძალადობის გზით, და არსებული იდეოლოგიური სარჩული - ეს
არის სამი მტავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ტოტალიტარიზმს
ავტორიტარიზმისგან გამოყოფს. ჩემ მიერ აღწერილი ბოკასა პირველის
მმართველობა კი აშკარად აღწერს, როგორ ჰქონდა გაძლიერებული ბოკასას სამივე
ეს პუნქტი. მასობრივი ხოცვა, წამება ადამიანების, მათი გადასახლება , ცხოვრების
ყველა ასპექტის კონტროლი და წესები, რომლებიც მოქალაქეებს ელემენტარულად
გართობას და ერთმანეთთან ურთიერთობას უზღუდავდა. ბოკასა მთელმა მსოფლიომ
აღიარა , როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი დიქტატორი, ტოტალიტარი
მმართველი, რომლის რეჟიმსაც ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა . რაც
შეეხება მისი ლეგიტიმაციის სახეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბოკასა ცდილობდა
საკუთარი კულტის შექმნას ხალხში, ის აქვეყნებდა ბანერებს, რომელშიც აღბეჭდილი
იყო თვითონ , ძალიან ბევრი მედლით, აგრეთვე ხშირად გამოირჩეოდა პოპულისტური
ნარატივებით, რომ ის იყო ერთადერთი, რომელიც შეძლებდა ცენტრალური აფრიკა
დაეცვა აშშ სა და საბჭოთა კავშირისგან, იყო ერთადერთი, რომელიც გააძლიერებდა
ქვეყანას და წარმატებას მოუტანდა მას. საბოლოოდ იმპერატორადაც იკურთხა თავი
და მუდმივ პარალელს ავლებდა ნაპოლეონსა და თავის თავს შორის , ამითაც
ცდილობდა ხალხში პიროვნების კულტი შეექმნა და ამაზე დაემყარებინა თავისი
ლეგიტიმაცია. თუმცა, აქ მთავარი საკითხი სწორედ ისაა, რომ შეძლო კი ამ
პერსონალური კულტის შექმნა და ამით ხალხისგან ლეგიტიმაციის მიღება? ვფიქრობ ,
რომ არმიისა და იმ ინსტიტუტების გარეშე, რომელბიც მან ჩამოაყალიბა, ბოკასა ვერ
შეძლებდა გრძელვადიანად ემართა სახელმწიფო და მისი მთლიანი მმართველობა
დამყარებული იყო ხალხის დაშინებასა და დასჯაზე.

რაც შეეხება ირანის არადემოკრატიულ რეჟიმს, ცალსახაა, რომ 1979 წლის


რევოლუციიდან ირანში თეოკრატია დამყარდა , რომელიც დღემდე გრძელდება .
აიათოლა ხომეინი, რომელიც რევოლუციის ლიდერი გახლდათ, ამავდროულად
რელიგიური წინამძღოლიც იყო. ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც
რევოლუციის შემდეგ დაერქვა, ნამდვილად ატარებს ტოტალიტარული რეჟიმის
ნიშნებს, თუმცა , ცხადია, თეოკრატიაა, რადგან მას რელიგიური ლიდერები მართავენ .
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ჰყავს პრეზიდენტი, ჰყავს პარლამენტი (მეჯლისი ), თუმცა
ყველაზე დიდი ძალაუფლება მაინც უზენაეს ლიდერს გააჩნია , რომელიც სასულიერო
პირია და პარლამენტზე პირდაპირ მოქმედებს მცველთა კომისია , რომელიც ასევე
იცავს კონსტიტუციას , რომ რელიგია და ისლამური ღირებულებები არ შეურაცხყონ .
ირანის პოლიტიკური რეჟიმიც მოიცავს საზოგადოს, ინდივიდუალურისა და საჯაროს
კონტროლს. იმის გამო, რომ ქვეყანა ისლამურ წესებს მიჰყვება, აკრძალულია ძალიან
ბევრი რამ , მაგალითად, აზარტული თამაშები, ალკოჰოლის მოხმარება, აგრეთვე
ქალების უფლებები არის ძალიან შეზღუდული, მათ არ შეუძლიათ თავისუფლად ჩაცმა ,
მოქცევა , განსაზღვრულია ოჯახის წესები. შესაბამისად , ეს რეჟიმი მთლიანად
აკონტროლებს და ზღუდავს მის მოქალაქეებს. წესების დარღვევის შემთხვევაშიც
ძალადობრივი დასჯის მექანიზმებია და ზემოთ აღვნიშნე კიდეც, როგორ ექცევა
ქალებს ირანის პოლიცია. სწორედ ეს პუნქტები ხრის ირანის რეჟიმს
ავტორიტარულიდან ტოტალიტარულისკენ, ის რომ ხომეინმა ძალაუფლებაში
მოსვლისას შაჰი გაასახლა, ამოხოცა ყველა ოპოზიციონერი და აგრეთვე სხვა
რელიგიის მიმდევარი, უსწორდებოდა ყველა იმ ადამიანს საშინელი გზებით ,
რომლებიც დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდნენ ,
შეცვალა კონსტიტუცია, შექმნა ახალი ინსტიტუტები, ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ
ხრის ირანის რეჟიმს ავტორიტარულიდან ტოტალიტარულისკენ და ამას ემატება
ისლამზე დაფუძნებული მმართველობა და რელიგიური ლიდერები , რაც
თეოკრატიისკენ ხრის რეჟიმს. რაც შეეხება ლეგიტიმაციის სახეს, უნდა აღინიშნოს , რომ
1979 წლის რევოლუციის დროს აიათოლა ხომეინი ნამდვილად განასახერებდა
ქარიზმატული ლიდერის სახეს. ხალხს გააჩნდა ის რწმენა, რომ ხომეინი
განასახიერებდა ინდივიდს, რომელსაც შეეძლო ემოძრავებინა საზოგადოება და ამას
აკეთებდა ღვთის სიტყვით, მოვლენილი იყო ირანელი ხალხის გადასარჩენად .
ხომეინს იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა ირანელ ხალხში, რომ ამ რევოლუციაში ძალიან
ბევრი განსხვავებული აზრისა თუ შეხედულების ადამიანი იყო ჩართული , თუმცა
ერთიანდებოდა საერთო იდეის ქვეშ, რომ ირანის ცხოვრებაში ახალი ერა უნდა
დაწყებულიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ აიათოლას ლეგიტიმაცია , სწორედ მის
ქარიზმატულ და ღმერთისგან მოვლენილ სახეზე იყო დამყარებული .

2. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ


მმართველობის საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ნახევრად-საპარლამენტო
მოდელებს. საპარლამენტო სისტემები მსოფლიო დემოკრატიების უმეტეს ნაწილში
გვხვდება. ასეთი სისტემები ორ ძირითად ელემენტს მოიცავს: პირველი - პრემიერ -
მინისტრები და მათი კაბინეტები და მეორე, საკანონმდებლო ორგანო არის
ინსტრუმენტი, რომელიც ირჩევს და ათავისუფლებს პრემიერ -მინისტრს . ამ დროს
პოლიტიკური ძალაუფლება და როლები არის გადანაწილებული მთავრობის
მეთაურსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის, სადაც ძლაუფლების აბსოლუტური
უმრავლესობა მთავრობის მეთაურს, ანუ პრემიერ-მინისტრის ეკუთვნის , ხოლო
სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, რომელიც ან პირდაპირ ხალხის მიერ არის
არჩეული, ან ირიბად საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ან მონარქი , რომელმაც
მემკვიდრეობით მიიღო თანამდებობდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის
ძალაუფლება უფრო ცერემონიული ხასიათისაა, ვიდრე რეალური, განსაკუთრებით
მონარქის არსებობის დროს. სახელმწიფოს მეთაურს შეიძლება გააჩნდეს ძალა იმისა ,
რომ უარყოს ან გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობა , თუ ის
არადემოკრატიულად განიხილება, თუმცა, აქაც ასეთ ძალაუფლებას პრეზიდენტები ან
მონარქები ძირითადად არ ახორციელებენ. საპარლამენტო მოდელში პრემიერ -
მინისტრის არჩევა ხდება საკანონმდებლო ორგანოდან, რაც ასახავს პარტიებს შორის
ძალთა ბალანსს. პრემიერ-მინისტრი ახდენს კაბინეტის ინიცირებას , ხოლო
პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში არის საგარეო პოლიტიკის კურატორი და უფრო
რიტუალური ფუნქციები გააჩნია. რადგანაც პრემიერ-მინისტრი ინიშნება
საკანონმდებლო ორგანოს მიერ, მას დიდი გავლენა აქვს პრემიერზე და
საპარლამენტო სისტემაში საკანონმდებლო ორგანო ითვლება ყველაზე ძლიერ
ინსტიტუტად, რომელსაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, რადგან
პრემიერ-მინისტრის მიერ არჩეული კაბინეტის რატიფიკაცია სწორედ პარლამენტის
მიერ ხორციელდება, შესაბამისად პარლამენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს
პრემიერი ან მინისტრთა კაბინეტი. თუ ასეთ სისტემაში ვხედავთ, რომ პრეზიდენტს
ფაქტობრივად არანაირი უფლება-მოსილება არ გააჩნია და ის უბრალოდ
ფორმალური ხასიათისაა, დიდი განსხვავებაა საპრეზიდენტო და ნახევრად -
საპრეზიდენტო სისტემებში, რომლებშიც პრეზიდენტს გაცილებით მეტი ძალაუფლება
აქვს ვიდრე საპარლამენტოში.

დავიწყოთ საპრეზიდენტო სისტემის განხილვით. საპარლამენტო მოდელისგან


განსხვავებით, საპრეზიდენტო მოდელი მსოფლიო დემოკრატიების ძალიან ცოტა
შემთხვევაში გვხვდება. აქ, პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირ ხალხის მიერ , გარკვეული
ვადით და ის აკონტროლებს კაბინეტსა და საკანონმდებლო პროცესებს .
საპრეზიდენტო სისტემაში სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის პოზიციები ,
ძირითადად, აკუმულირებულია პრეზიდენტში. ეს არის ძირითადი რამ , რაც
განასხვავებს საპრეზიდენტო სისტემას საპარლამენტოსგან. პრეზიდენტიც და
პარლამენტიც პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით აირჩევა ხალხის მიერ ,
შესაბამისად მათ საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია გააჩნიათ, რადგან პირდაპირ
მოქალაქეების მიერ არიან დანიშნულები. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მათ შორის
კონფლიქტები კანონთან დაკავშირებით არსებობს , რადგან ისინი ერთმანეთზე
დამოკიდებულნი არ არიან. ამ კონფლიქტებს, კი აგვარებს საკონსტიტუციო
სასამართლო, რომელიც თავის მხრივ, საპრეზიდენტო სისტემაში ძალიან ძლიერდება ,
რადგან სწორედ ის აგვარებს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და ხდება არბიტრი
პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. საპარლამენტო სისტემისგან განსხვავებით , აქ
მთავრობის ფორმირებისას არ არის მნიშვნელოვანი რომელ პარტიას აქვს
პარლამენტში მანდატების უმრავლესობა. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც , რომ
პრეზიდენტის ძალაუფლებას პირდაპირ ვერ ზღუდავს საკანონმდებლო ორგანო , და
პირიქით, ეს არის ორი დამოუკიდებელი ინტიტუტი, რომლებსაც არ აქვთ იმის
შესაძლებლობა , რომ მარტივად დაითხოვონ ერთი მეორე. ძალაუფლების ამ
დაყოფას მივყავართ checks and balances-ა და დანაწილებულ მმართველობაზე.
პრეზიდენტი და საკანონმდებლო უმრავლესობა შესაძლოა რომ სულ სხვადასხვა
პარტიებიდან იყოს, თუმცა , მაშინაც კი, როდესაც ერთსა და იმავე პარტიას ეკუთვნიან ,
ამ ორი ინსტიტუტის გამიჯვნა უფრო დამოუკიდებელს ხდის თითოეულს
ერთმანეთისგან. საპრეზიდენტო სისტემა ხასიათდება ძალთა დანაწილებით ,
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება
დამოუკიდებელია და ისინი ერთმანეთზე ვერ მოქმედებენ. თუმცა , პრეზიდენტს
გარკვეულწილად აქვს კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე , სწორედ ამიტომ
უზენაესი მოსამართლის არცევის ვადა და პერიოდი უფრო გრძელია , ვიდრე
პრეზიდენტის, რადგან აქაც არ მოხდეს ერთმანეთზე კონტროლი და უფრო გაიმიჯნოს
ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან. აშშ წარმოადგენს პრეზიდენტიალიზმის
უძლიერეს ფორმას, რადგან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალები
დაყოფილი და დამოუკიდებელია, ხოლო საკანონმდებლო ორგანოებს ხშირად
მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნიათ. რეალურად , საპრეზიდენტო სისტემა
უფრო წარმოადგენს ადამიანთა არჩევანს, ვიდრე საპარლამენტო , რადგან აქ
აღმასრულებელი მეთაური(რომელიც შემდგომ აკონპლექტებს კაბინეტს ) და
საკანონმდებლო ორგანოც აირჩევა ხალხის მიერ. და ისინი ერთმანეთისგან
დაყოფილი და დამოუკიდებლები არიან. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ პრეზიდენტს არ
შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში ადამიანთა დათხოვა, აგრეთვე თუ ის პარტია ,
რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი, პარლამენტში უმცირესობა გახდება ,
პრეზიდენტი მაინც დარჩება თავის თანამდებობაზე იქამდე, სადამდეც მას ამის ვადა
აქვს.

ახლა კი ვისაუბროთ ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე. ზემოთ სწორედ იმიტომ


ვისაუბრე საპარლამენტო სისტემაზე, რომ მარტივი იყოს ნახევრად -საპრეზიდენტო
სისტემის გაგება, რადგანს ეს არის საინტერესო მიქსი საპარლამენტო და
საპრეზიდენტო სისტემების. ის ბოლო 50 წელია , რაც უფრო ფართოდ გავრცელდა,
თუმცა მაინც უფრო ნაკლებად პოპულარულია ვიდრე საპრეზიდენტო ან
საპარლამენტო მოდელები. ამ მოდელში ძალაუფლება განაწილებულია
სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს შორის, პრემიერ მინისტრსა და პირდაპირ
არჩეულ პრეზიდენტს შორის და ორივე ახორციელებს ძალაუფლებას . თუ როგორ არის
დანაწილებული ძალაუფლება ამ ორ ინსტიტუტს შორის, ეს მთლიანად
სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი
შედარებით დამოუკიდებელია პრეზიდენტისგან, პრეზიდენტი მნიშვნელოვან
ძალაუფლებას ფლობს, თუმცა გააჩნია ლიმიტირებული კონტროლი პრემიერ -
მინისტრზე. სხვა შემთხვევებში, პრემიერ მინისტრი დამოკიდებულია როგორც
პარლამენტზე, ასევე პრეზიდენტზე და ამგვარად, პრეზიდენტს უფრო დიდი
უფელბამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრის არჩევის, გადაყენებისა და მისი
საქმიანობის კონტროლის მხრივ. ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტი დამოუკიდებლად
ფლობს ძლაუფლებას, თუმცა იზიარებს უფლებამოსილებას პრემიერთან . პრეზიდენტი
ამ სისტემაში არის პოლიტიკის შემქმნელი და აქვე პრემიერი არის ფიგურა , რომელიც
პრეზიდენტის კაბინეტთან ერთად აყალიბებს კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებს .
ასეთ სისტემაში პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლო, რომელიც
ნაკლებდამოკიდებულია. ეს ხდება იმიტომ, რომ რადგანაც საკანონმდებლო ორგანოს
გარკვეული გავლენა აქვს პრემიერზე, ხოლო პრემიერს აქტიური ურთიერთობა აქვს
პრეზიდენტთან და მის კაბინეტთან, ამ დროს მომგვარებლის ფუნქცია ნაკლებად
აკისრია ხოლმე სასამართლოს. შესაბამისად მას იმხელა ძალა და მნიშვნელობა აღარ
აქვს, როგორიც საპრეზიდენტო სისტემაში. ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემა
განსხვავდება საპარლამენტოსგან იმით, რომ მას ჰყავს სახელმწიფო მეთაური ,
რომელიც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ცერემონიალური ფიგურა . ხოლო
საპრეზიდენტოსგან განსხვავდება იმით, რომ, კაბინეტი, რომელსაც აკომპლექტებს
პრეზიდენტი პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, რამაც შეიძლება
აიძულოს კაბინეტი , რომ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში , გადადგეს .
შეგვიძლია განვიცილოთ საფრანგეთი, რომელშიც ნახევრად-საპრეზიდენტო
სისტემაა. აქ პრეზიდენტს გააჩნია ფართო უფელბამოსილებები: მაგალითად,
პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ქმნის კაბინეტს ,
რომელსაც ის ხელმძრვანელობს. აგრეთვე, პრეზიდენტი და მისი კაბინეტი , რომელიც
მოიცავს დიდ ბიუროკრატიულ აპარატს, აწარმოებს კანონების უმეტესობას . აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მსგავს სისტემაში მყოფი
სხვა პრეზიდენტებიც საგარეო საქმეებში მთავარი მოთამაშეები არიან და ამ მხრივ
მათი მოვალეობა კარგად არის განსაზღვრული. მტავრობის ყოველდღიური მართვა კი
პრემიერ-მინისტრსა და კაბინეტს ევალება.

ახლა ვისაუბროთ იმ უპირატესობებზე, რომლებიც საპრეზიდენტო და ნახევრად -


საპრეზიდენტო სისტემებს გააჩნიათ. საპრეზიდენტო სისტემის უპირატესობაა ის , რომ
პრეზიდენტი პირდაპირ ხალხის მიერ აირჩევა, შესაბამისად მას მოქალაქეთა მანდატი
აქვს. აგრეთვე, ძალაუფლება არის გადანაწილებული და ის დაყოფილია
აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებად, სადაც სამივე
მათგანი დამოუკიდებელია და ცალკე შეუძლიათ მოქმედება. სასამართლო
ხელისუფლება არის ძლიერი, რადგან კონფლიქტებსა და უთანხმოებებს სწორედ ის
აგვარებს ამ ორ შტოს შორის. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, აქ შეგვიძლია გამოვყოთ
ის, რომ რადგანაც ამ სისტემაში შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფალი სხვა
პარტიის წარმომადგენელი იყოს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო სხვა პარტიით
კონტროლდებოდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაყოფილი მმართველობა და დიდ
უთანხმოებამდე მივიდეს საქმე. აგრეთვე შეიძლება პრეზიდენტმა გაზარდოს თავისი
ძალაუფლება და დიქტატურამდე მიიყვანოს მმართველობა. ნაკლოვანებებში
ასახელებენ ხოლმე იმასაც, რომ ეს სისტემა იმდენად მკაცრია, რომ ის გარემოს
ცვლილებას ვერ უწყობს ხელს. მაგალითად, აშშ ში მეორე მსოფლიო ომის დროს
ჩატარდა ყველა დაგეგმილი არჩევნები დადგენილი საარჩევნო კალენდრით , რადგან
სისტემას არ გააჩნდა მოქნილი საშუალება, რომელიც გადადებდა არჩევნებს .
ერთადერთი რაც დაეხმარა აშშ-ს ამ დროს, რომ პოლიტიკის სტაბილურობა არ
დარღვეულიყო გახლდათპრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის
პოპულარულობა, რომელიც ხელახლა აირჩიეს.
რაც შეეხება, ნახევრად საპრეზიდენტო სისტემას, აქ უპირატესობებში შეგვიძლია
მოვიაზროთ ის, რომ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი და არაპირდაპირ არჩეული
პრემირ მინისტრი იზიარებენ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობებს , აქ გვაქვს
როგორც სახალხო მანდატი(პრეზიდენტი), აგრეთვე არაპირდაპირ არჩეული პრემიერ
მინისტრი, რომელსაც პარტიათა კოალიციები უჭერენ მხარს. ეს სისტემა აგრეთვე
უზრუნველყოფს სტაბილურობას, რადგან პრეზიდენტი თუ განსაზღვრული ვადით
მსახურობს, პრემიერი შეიძლება გადააყენონ, თუ მას საკანონმდებლო ორგანო
უნდობლობას გამოუცხადებს. ეს კარგია იმ მხრივ, რომ აღმასრულებელი
ხელისუფლება დესპოტიზმში ვერ გადავა, რადგან მას არ აქვს პრემიერ -მინისტრის
გადაყენების უფლება. რაც მთავარია, ალბათ ის, რომ ამ სისტემაში მხოლოდ
პრეზიდენტი ან მხოლოდ პრემიერ-მინისტრი(როგორც ეს ხდება საპრეზიდენტო და
საპარლამენტო სისტემებში) არ არიან ერთდროულად მთავრობის და სახელმწიფოს
მეთაურები და მათ შორის ძალაუფლება დანაწილებულია. ახლა ვისაუბროთ
ნაკლოვანებებზე, სარისკოა ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ -მინისტრი დიდ
კონფლიქტში გაეხვან ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით. აგრეთვე ისიც ,
რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენლები
არ არიან, შესაძლოა საფრთხე იყოს , რადგან გაჩნდეს მათ შორის იდეოლოგიური
განსხვავებულობები, რაც გამოიხატოს შემდგომ ადმინისტრაციულ საქმიანობაში .
აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კანონის ინიცირების პროცესში, მინისტრებსაც
ეთქმით გარკვეული სიტყვა, რაც ზედმეტ დაბნეულობასა და შეფერზებას ქმნის
საკანონმდებლო ორგანოში.

როგორც ვიცით, აშშ ში საპრეზიდენტო სისტემა მოქმედებს. აქ კონგრესი და


პრეზიდენტი ხშირად ვერ თანხმდებიან ხოლმე ერთ , საერთო გადაწყვეტილებაზე ,
მაგალითად 2012 წლის არჩევნების შემდეგ ობამამ დაადგინა საიმიგრაციო რეფორმის
პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც კონგრესმა არ მიიღო. მეტიც, სპიკერმა
ბინერმა, უარი თქვა საიმიგრაციო რეფორმის პაკეტის განხილვაზე , მიუხედავად იმისა ,
რომ ის სენატმა პრეზიდენტის მხარდაჭერით მიიღო. აგრეთვე ტრამპმა 2017 წელს ვერ
მიიღო ამერიკული ჯანდაცვის აქტი, რომელსაც დაპირდა საზოგადოებას . ეს აჩვენებს ,
რომ მაშნაც კი , როდესაც პრეზიდენტი კონგრესის უმრავლესობას წარმოადგენს ,
ადვილად ვერ მიაღწევს საკანონმდებლო წარმატებას. გვაქვს შემთხვევაც , როდესაც
კონგრესმა გადალახა ბარაკ ობამას ვეტო, რათა მიეღო კანონი, რომელიც
საერთაშორისო ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლებს საშუალებას მისცემდა ,
რომ ეჩივლათ უცხო მთავრობებისთვის. აქედან ცანს, რომ მიუხედავად ასეთი ძლიერი
საპრეზიდენტო სისტემისა, როგორიც ამერიკაშია, მაინც ძალიან დიდი ძალა აქვს
კონგრესს და შეუძლია პირველი პირის გადაწყვეტილება არ გაიტანოს. რაც შეეხება
საფრანგეთს, სულ ახლახანს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო
კანონი, რომელმაც გაზარდა საპენსიო ასაკი, რის შედეგადაც მასობრივი გამოსვლები
დაიწყო. საფრანგეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეს კანონი
მთავრობამ მიიღო დაძალებით პარლამენტში , საბოლოო ხმის გარეშე. აქ კარგად
გამოჩნდა ნახწვრად-საპრეზიდენტო სისტემაში რამხელა განხეთქილება შეიძლება
არსებობდეს. ამიტომ , იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ნახევრად -საპრეზიდენტო
მოდელი ყველაზე მეტად არის მისაღები, ის სხვადასხვა გამოცდილებას შეიძლება
გვიჩვენებდეს ყველა ქვაყანაში. ამიტომ რთულია გადაჭრით საუბარი იმაზე , რომ
ყვალზე კარგია ან ყველაზე ცუდი. ამერიკის მაგალითზეც, სადაც საპრეზიდენტო
სისტემაა, ვნახეთ, რომ კონგრესი ძალიან კარგად მუშაობს.

https://en.wikipedia.org/wiki/Jean-B%C3%A9del_Bokassa

https://www.theguardian.com/world/2010/dec/03/jean-bedel-bokassa-posthumous-pardon

https://uca.edu/politicalscience/dadm-project/sub-saharan-africa-region/central-african-republic-
1960-present/

https://enoughproject.org/blog/central-african-republic-90-years-chaos-1903-1993

https://www.files.ethz.ch/isn/26514/PN05.07.pdf?
fbclid=IwAR2zhUVaEEO6pF2B0vJgceCQGPDIsAwNftUqza7AqzEK04-0EnFJTlRHCxM

https://drive.google.com/file/d/1_5BeG3BVEWZ4t8yzHWedsk4Vg-ay1SeS/view?
fbclid=IwAR2WnFp6gFXek4uLATc44GzY09QvVdOFZ8wquoM0o6xhp_3wljlnxzGk3to

https://freedomhouse.org/country/iran/freedom-world/2023

https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/iranian-daughters-struggling-rights-their-
mothers-lost-revolution#:~:text=On%20March%207%2C%201979%20Ayatollah,of%20women%20for
%20their%20clothing.

https://www.shivajicollege.ac.in/sPanel/uploads/econtent/
6a6d4a640d926b328ac2d8d9cc6c0c33.pdf

https://knowyourmpmla.com/semi-presidential-government/

https://gozerim.yasar.edu.tr/wp-content/uploads/2016/10/PARLIAMENTARY-AND-PRESIDENTIAL-
SYSTEMS.pdf

You might also like