You are on page 1of 20

ამერიკის საგარეო პოლიტიკა

I ჯგუფური სამუშაო:
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ახლო
აღმოსავლეთის მიმართ

ავტორები: მადონა მაჭარაშვილი, რუსუდან დუგლაძე, ანა იმნაძე, ნინი ჩაჩხიანი,


მარიამ სიხარულიძე, ანა გელენავა, თამრიკო ხახუტაიშვილი.

ხელმძღვანელი: იონა ცინცაძე

თარიღი: 10.12.2023
თემაზე მუშაობის დროს თითოეულ მონაწილეს დაევალა შესაბამის საკითხზე ინფორმაციის
მოძიება, დამუშავება და ანალიზი. საკითხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მადო
მაჭარაშვილი - ზოგადი ისტორიული ფონი; რუსუდან დუგლაძე - ამერიკის შეერთებული
შტატების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში(რესურსები); ანა იმნაძე - ტერორიზმი და
კონტრტერორიზმი; ნინი ჩაჩხიანი - მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში; მარიამ
სიხარულიძე - ბირთვული იარაღი; თამრიკო ხახუტაიშვილი - ეკონომიკური დახმარებები;
ანა გელენავა - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობები
დღეს.

ზოგადი ისტორია

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა


საკმაოდ კომპლექსური იყო და დღემდე გრძელდება. ამ ყოველივეს გამომწვევ მიზეზებად
შესაძლოა დავასახელოთ გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვითი მოტივები. ერთ-
ერთ ყველაზე ადრეულ კავშირად შესაძლოა ჩაითვალოს აშშ-ს დაპირისპირება ბერბერ
მეკობრეებთან. რეალურად, ამერიკისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო
ხმელთაშუაზღვა, ამიტომ, სიძლიერისათვის სჭირდებოდა თავისი გემების დაცვა ბერბერი
მეკობრეების თავდასხმებისაგან. მნიშვნელოვანია, ტრიპოლის ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც ამერიკულ გემებს ჰქონდათ უსაფრთხო გავლის შესაძლებლობა
ხმელთაშუაზღვაში. ამავე დროს, თომას ჯეფერსონი და ჯონ ადამსი უპირისპირდებიან
მეკობრეებს და იწყება ომები. (Historian, 2023). რეალურად, ეს კონკრეტული შესაძლოა, არ
ყოფილიყო ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის მჭიდრო ურთიერთობის მაგალითი, თუმცა,
მოწმობს ამერიკის მხრიდან დაინტერესებას ხმელთაშუაზღვით, რომ ამერიკისათვის
გეოპოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანია. ადრეული წლები ვაშინგტონის, ადამსისა და
ჯეფერსონის დროს ერთგვარად მხოლოდ ორიენტირებული იყო დიპლომატიურ
ურთიერთობასა და ვაჭრობაზე. თუმცა, უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
ახლო აღმოსავლეთს შორის ურთიერთობები იწყება მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისა და
მის შემდეგ. აშშ იწყებს ამ დროს აქტიურ ნავთობის დიპლომატიას. 1928 წლიდან
აქტიურდება წითელი ხაზის შეთანხმება, რომელიც აძლევდა 30-იან წლებში ამერიკულ
კომპანიებს გაეკონტროლებინათ ნავთობის წარმოების ძირითადი ნაწილი. (Relations, 1859-
2022) მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შეერთებულ შტატებს ჰქონდა საკმაოდ დიდი
პასუხისმგებლობა ნავთობის წარმოებაზე. იაპონია დამოკიდებული იყო ამერიკის
შეერთებულ შტატებზე ნავთობის მხრივ, ამიტომ, ინდოჩინეთში შეჭრამდე მის მიერ
ნავთობის მომარაგებას, მოჰყვა ამერიკის მხრიდან კონტროლი იაპონიაში ნავთობის
ექსპორტზე. (Relations, 1859-2022) როგორც ჩანს, უდიდესი დაინტერესება ჰქონდა ამერიკის
შეერთებულ შტატებს ნავთობზე და ამას მოწმობს, ასევე, იმ დროინდელი პრეზიდენტის
ფრანკლინ რუზველტის ქმედებებიც. საინტერესოა, ასევე, ჰარი ტრუმენი რა პოლიტიკას
ატარებდა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით. ჰარი ტრუმენი, მეორე მსოფლიო ომის
დასასრულისას აგრძელებდა უშუალოდ რუზველტის პოლიტიკას და ცდილობდა, რომ
ახლო აღმოსავლეთთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობა. ტრუმენმა აღიარა ისრაელი
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ დროიდან დაამყარეს ურთიერთანამშრომლობა ამერიკამ
და ისრაელმა, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი სვლა იყო ამერიკის მხრიდან, როცა არაბული
მხარე ასე ძალიან ეწინააღმდეგებოდა ისრაელის დამოუკიდებლობას. (Historian, Creation of
Israel, 1948, 1945-52). შემდგომ წლებში, ეიზენჰაუერის დოქტრინა ამოქმედდა, რომელიც
მოიცავს კომუნიზმის გავრცელების მაქსიმალურ შეკავებას ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ,
ამერიკისათვის ამ პერიოდში უდიდეს როლს ასრულებდა ანტიკომუნისტური რეჟიმები და
მაქსიმალურად ეხმარებოდა ეკონომიკური დახმარებით ისეთ ქვეყნებს, სადაც კომუნიზმის
გავრცელების საფრთხე აშკარა იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო სუეცის არხის კრიზისი. არხი,
რომელიც საკმაოდ დიდ სავაჭრო მნიშვნელობას ატარებდა, მრავალი ქვეყნის სამიზნე გახდა.
რეალურად, საბჭოთა კავშირი უპირისპირდება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, ხოლო,
მხარდაჭერას უცხადებს არაბებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ, ამ დროს ხდება
საჭირო ამერიკის მხრიდან ჩართულობა. ეიზენჰაუერისათვის მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა
გავლენასთან ერთად პანარაბული განწყობების გავრცელების აღმოფხვრა, რომ არ
შექმნილიყო ალიანსები. (Historian O. O., 1953-1960) ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო
პრეზიდენტ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს დადებული კემპ-დევიდის შეთანხმება,
რომელიც დაიდო ეგვიპტესა და ისრაელს შორის. კარტერი და ამერიკის მთავრობა
ასრულებდნენ წამყვან როლს ამ შეთანხმების დადების პირობებში. მოცემული შეთანხმება
იყო მცდელობა, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. (Historian O. o., Camp David Accords and the
Arab-Israeli Peace Process, 1977-80) რაც შეეხება რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდს, ამ დროს
ხდება სპარსეთის ყურის პირველი ომი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ერაყსა და
სადამ ჰუსეინს უჭერს მხარს და ამარაგებს იარაღით. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული
სპარსეთის ყურე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ამერკის საგარეო პოლიტიკისათვის, ამიტომ
მისთვის ამ ომში ჩართვა გადამწყვეტ რგოლს წარმოადგენდა, რომ დაემტკიცებინა თავისი
ინტერესები. თუნდაც, კარტერის პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანი იყო, რომ შეექმნა
ამერიკული სამხედრო დანაყოფები დასავლეთ აზიაში. (Khan, 2001) ძალიან მნიშვნელოვანია,
ასევე, 2001 წლის 9/11-ის შეტაკებები, რომლის დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
გააცნობიერა ტერორისტული საფრთხე. ერთგვარად, შესაძლოა ითქვას კიდეც, რომ ამ ფაქტმა
შტატებსა და არაბულ მხარეს შორის სამუდამოდ დაძაბა სიტუაცია, რადგან ყოველთვის
იარსებებს უნდობლობა. ამერიკის მხრიდან ავღანეთში ინტერვენციაც იყოს ერთ-ერთი
შედეგი ამ ტერორისტული აქტისა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ახლო
აღმოსავლეთსა და ამერიკას შორის, მოხდა არაბული გაზაფხულის დროს. ამერიკის
ჩართულობა ობამას ადმინისტრაციის დახმარებით მხარს უჭერდა დემოკრატიული
ღირებულებების გავრცელებას. ამერიკის ჩართულობა იგრძნობოდა ტუნისში, ეგვიპტეში,
ლიბიაში, სირიასა ბაჰრეინში. (L.Keiswetter, 2012) აშშ-ს ჩარევა ამ საკითხში განპირობებული
იყო იმით, რომ სურდა, სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში, რომ შემდგომი
დაპირისპირებები აეცილებინა თავიდან. ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთს შორის დღემდე
საკმაოდ იძაბება სიტუაცია, თუნდაც, ერთ-ერთი მაგალითია ირანის ბირთვული შეთანხმება,
რომელიც 2015 წელს დაიდო თეირანზე სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანი თანახმა
იყო, შეეზღუდა ბირთვული იარაღის გამოყენება. თუმცა, დონალდ ტრამპის დროს თეირანზე
სანქციები კვლავ წესდება და ირანი არღვევს შეთანხმებას. ბაიდენის ადმინისტრაცია კი
ცდილობდა და დღემდე ცდილობს დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებას, რომ
კვლავ შეინარჩუნოს სტაბილურობა რეგიონში. (Robinson, 2023) ასევე, საგულისხმოა,
ამერიკის ჩართულობა ისრაელ-პალესტინის მრავაწლიან კონფლიქტში. ჯო ბაიდენს და მის
ადმინისტრაციას, თითქოს სურთ, ხელი შეუშალონ რეგიონში სიტუაციის დესტაბლიზაციას,
თუმცა, რეალური შედეგი არ ჩანს.

რომ შევაჯამოთ, საკმაოდ კომპლექსურად შეიძლება დავახასიათოთ აშშ-სა და ახლო


აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობები. 2023 წლისათვის კი რეალურად ამერიკა
ცდილობს შეინარჩუნოს დიპლომატიური ურთიერთობა, გარდა ირანისა, რომელიც იყო
წამომწყები სირიის სამოქალაქო ომისა.

ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში (რესურსები)

ახლო აღმოსავლეთი არის დიდი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური


მნიშვნელობის რეგიონი მსოფლიოსთვის, ტეროტორია მოიცავს ნავთობის უდიდეს
რესურსებს მსოფლიოში, ასევე, მნიშვნელოვან გასასვლელებს, ზღვებს და ა.შ. და
არამხოლოდ მსოფლიოსთვის, რეგიონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც
მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინტერესები რეგიონში არა
მარტო ძალასა და პრინციპებს უკავშირდება, არამედ კეთილდღეობასაც. მაგალითად,
ამერიკა აღიარებს რეგიონის მნიშვნელობას, ახლო აღმოსავლეთი ამერიკელმა
მაღალჩინოსნებმა აღწერეს, როგორც ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზონა
მსოფლიოში. აგრეთვე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური მიზნები, ეფუძნება
იმ აზრს, რომ „ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მხარდაჭერილია გაძლიერებული
სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებით, შეუძლია გააძლიეროს აშშს მიზნები: მშვიდობისა
და სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში“.

დაახლოებით, მე-20 საუკუნის განმავლობაში და ახლა უკვე 21-ე საუკუნეში, აშშ-ს ჰქონდა,
როგორც გლობალური ინტერესები, ასევე გლობალური წვდომა. კერძოდ, ახლო
აღმოსავლეთში შეერთებულმა შტატებმა თავისი დიპლომატიური, ეკონომიკური და
სამხედრო ძალა გამოიყენა თავისი ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად. მიუხედავად
რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა, აშშ მაინც ინარჩუნებს გარკვეულ
გავლენასა და სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანასთან.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ხელს უწყობს ეკონიმიკურ ზრდას, მილიარდობით


დოლარის ყოველწლიური, საგარეო დახმარების საშუალებით მთელს რეგიონში, ასევე
სამხედრო დახმარებას უწევს ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და საუდის არაბეთს. RAND
Corp.-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთი იღებს აშშ-ს გლობალური სამხედრო დახმარების
50%-ზე მეტს, ხოლო 2019 წელს გამოყოფილი 6 მილიარდი აშშ დოლარის გლობალური
საგარეო სამხედრო დაფინანსებიდან, 80%-ზე მეტი გავრცელდა ისრაელზე, ეგვიპტესა და
იორდანიაზე. განსაკუთებული მნიშვნელობის გახლდათ, ასევე სპარსეთის ყურე, რომელიც
არა მხოლოდ ძალის დემონსტრირების, არამედ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც
წარმოადგენდა. აშშ-ს ერთ-ერთ ძირითადი პოლიტიკური მიზანი, ყურეში ნავთობის
შეუფერხებელი ნაკადის შენარჩუნება იყო, ასევე მიზანს წარმოადგენდა, ნებისმიერი
მტრული საგარეო ან რეგიონული ძალის, რეგიონში კონტროლის ან გავლენის თავიდან
აცილება. ამ მიზნების განსახორციელებლად, კი აშშ-მ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან შექმნა
ალიანსები და იარაღის გადაცემის შეთანხმებები. სპარსეთის ყურეს მნიშვნელობა სავაჭრო
ურთიერთობებს, საინვესტიციო შესაძლებლობების, ენერგიტიკულ უსაფრთხოებასა და
ჰუმანიტარულ ინტერესებსაც მოიცავს. შეერთებულ შტატებს, ასევე აქვს ბილატერალური და
მულტილატერალური სავაჭრო შეთანხმებები ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან,
მაგალითად აშშ-ისრაელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA), რომელიც ძალაში
შევიდა 1985 წელს და წარმოადგენს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოების საფუძველს
აშშ-სა და ისრაელს შორის ბარიერების შემცირებით. შემდგომი მაგალითია, აშშ-იორდანიის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც პირველი შეთანხმებაა არაბულ ქვეყანასა და
აშშს შორის, თავისუფალი ვაჭრობის მხრივ. შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის
სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აქვე, შესაძლოა, რომ ახლო
აღმოსავლეთში ამერიკის ჩართულობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტად მივიჩნიოთ
1933 წელი, როდესაც საუდის არაბეთის ახალი სამეფოს მეფემ ინდ საუდმა „დათმობა მიანიჭა
ამერიკულ კომპანიას“ Standard oil of California-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები ამ
დრომდე იყვნენ ახლო აღმოსავლეთში ჩართული მთავარი დასავლური ძალა, ამ ნაბიჯის
შემდგომ, მნიშვნელოვანი ბრუნვა მოხდა და შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს
შორის, შემდგომ კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. Standard oil of California
კი საბოლოოდ გახდა არაბულ-ამერიკული ნავთობკომპანია (ARAMCO). მნიშვნელოვანია,
ასევე რეგიონში აშშ-ს ნავთობის პოლიტიკა, შეერთებულ შტატებს მჭიდრო ალიანსები აქვს
საუდის არაბეთის, ქუვეითის, ბაჰრეინის, ყატარის, არაბეთის გაერთიანებული
საამიეროებისა და ომანის „ნავთობის მონარქიებთან“. ნავთობის ექსპორტიორი ეს ექვსი
ქვეყანა, რომლებიც ქმნიან GCC-ს, ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება იარაღის
გაყიდვებს (arms sales) არის აშშ-ს ეკონომიკური ურთიერთობების ცენტრალური კომპონენტი
ახლო აღმოსავლეთში, 2013-17 წლებში, აშშ-ს იარაღის თითქმის 50% მიდიოდა რეგიონში,
ძირითადად საუდის არაბეთში, ასევე ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ხოლო აშშ, საუდის არაბეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია განსაკუთრებით, კი იარაღის
გაყიდვაში. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ
ინტერესს იჩენს ახლო აღმოსავლეთში, ის ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და
ცხოვრების დონის ამაღლებას დაბალ შემოსავლიან ქვეყენბში, მაგალითად იემენსა და
ეგვიპტეში, ამ ორ ქვეყანაში სიღარიბისა და უთანასწორობუს გამო, ხშირად სამხედრო
მსვლელობები და პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებს ვაწყდებით, რომელიც მთელს
რეგიონში ვრცელდება და პირდაპირ მიმართულია აშშ-ს ინტერესებისკენ, რომელიც საგარეო
პოლიტიკის ოთხივე პრინციპს მოიცავს.

ტერორიზმი და კონტრტერორიზმი

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს


ტერორიზმთან ბრძოლას. გლობალიზაციის განვითარებამ უამრავ პოზიტიურ მოვლენებს
ჩაუყარა საფუძველი თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ
მოაქცია, როგორიცაა ტერორიზმი. მაშინ როდესაც აშშ-ს მთავარი სტრატეგია საერთაშორისო
ურთიერთობების ასპარეზზე იყო „ყველაფერი კომუნიზმის გარდა“, მოულოდნელად
ჩაანაცვლა ფრაზამ, „ყველა ტერორისტების გარდა“. დღის წესრიგში ახლო აღმოსავლეთის
და მისი მთავარი ფიგურანტების აქტიურმა გამოჩენამ უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა.
ტერორისტული აქტებმა თანდათან უფრო მეტად იჩინა თავი. ალ ქაიდა მიზანმიმართულად
ახორციელებდა საზღვარგარეთ აშშ-ს წარმომადგენლობების მიმართ ტერორიზმს, საუდის
არაბეთი და ეგვიპტე უჭერდნენ მხარს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, თუმცა ოსამა ბინ ლადენი
წარმომავლობით სწორედ აქედან გახლდათ, მისი თანამებრძოლი კი ეგვიპტიდან რაც მათ
არასტაბილურობასა და დიდ საფრთხეს უსვამდა ხაზს, აღსანიშნავია 1990 წლის 2 აგვისტოს
მოვლენა, რომლის დროსაც სადამ ჰუსეინის არმიამ დაიპყრო ქუვეითი და ჰქონდა სურვილი
სპარსეთის ყურეში ჰეგემონობის, საუდის არაბეთი, რომელიც აშშ-ს მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორი იყო საფრთხის ქვეშ იყო, რადგან სადამ ჰუსეინის სამხედრო
ძალები მზადყოფნაში იყვნენ შეწრილიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ფაქტით
მკვეთრად იყო გამოხატული თუ რამდენად ძლიერ ძალას წარმოადენდა დროთა
განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი და რა საფრთთხეების წინაშე იდგა აშშ უსაფრთხოების
თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურის ომში აშშ-მ მკაფიო
დემონსტრირება წარმოაჩინა მისი ძალის. 11 სექტემბერს კი მოვლენებმა კულმინაციას
მიაღწია და მრავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკის შეერთებული შტატების ძალა,
მშვიდობა, პრინციპები და კეთილდღეობა. აღნიშნულ ფაქტამდე აშშ-ს მტერი ერი
სახელმწიფო იყო, რომლის დამარცხებით უნიპოლარული, მსოფლიო ასპარეზზე ერთადერთ
წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ახლო აღმოსავლეთის გამოჩნამ განსაკუთრებით, კი ალ-ქაიდას
აღნიშნულმა ქმედებამ, ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უხილავი მტრის,
ტერორიზმის წინაააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრია. 11 სექტემბერს ისე, როგორც არასდროს აშშ-მ
ვერ შეძლო უდანაშაულო მოქალაქეების დაცვა, მათ ისტორიაში ამ დღემდე არ ყოფილა
მსგავსი რაოდენობის მსხვერპლი. სახელმწიფომ, რომელიც ჰეგემონი და მსოფლიო
ასპარეზზე ლიდერი გახლდათ ფაქტობრივად ფუნდამენტური ღირებულებები და
უმნიშვნელოვანესი პოზიცია დაკარგა.

გამომდინარე იქიდან, რომ ალ-ქაიდამ, შეძლო წამოეყწო გლობალური მასშტაბის


ტერორიზმი, 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლა, ერთ-ერთ მთავარ მიზნად და პრიორიტეტად ჩამოყალიბდა.
კონტრტერორიზმს აშშ აქტიურად ეწეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
ავრცელებდა მის სამხედრო ვალდებულებებს, სადაც კი რაიმე საფრთხე იყო მოსალოდნელი.
ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა რომ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიზანი პრინციპები გახლდათ, სწორედ ისე როგორც კომუნიზმთან ბრძოლა
და თავისუფლა გარემოში ცხოვრება. პრეზიდენტი ობამაც ბუშის მსგავსად აქტიურად
ატარებდა კონტრტერორისტულ ღონიშძიებებს, მისი სტრატეგია ითვალისწინებდა ისეთ
ფაქტორებს, როგორიცაა ძალისა და გავლენის დიპლომატიური, პოლიტიკური და
ეკონომიკური ჩარევები. აღსანიშნავია, რომ მისი ადმინისტრაცია უპილოტო საფრენ
აპარატებს აქტიურად იყენებდა ტერორიზმის წინააღმდეგ, რასაც დადებით შედეგებთან
ერთად მოჰყვა მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ მიდგომით გამოწვეული
მსხვერპლი, უკავშირდება ალ-ქაიდაში მრავალი მოხალისე ტერორისტის რაოდენიბის
ზრდას. ობამას ადმინისტრაცია ამ ტაქტიკას სრულიად გამართლებულად თვლიდა.
კონტრტერორიზმზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნია, ერაყის ომი, რომელშიც უამრავი
სახელმწიფო მონაწილეობდა, ეს შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა თუ როგორი
მონდომებით, პრინციპულად იბრძოდა აშშ სადამ ჰუსეინისა და მისი ქმედებების
წინააღმდეგ, ტერორიზმის დასამარცხებლად. ამტკიცებდა რომ შეერთებული შტატები იყო
უპირველესი ძალა მსოფლიო ასპარეზზე, რომ ჰქონდა სათანადო შესაძლებლობები
დაემყარებინა მშვიდობა და თავისუფლება.

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იზოლაციონიზმი დაარღვია, მეორე


მსოფლიო ომის წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და მსოფლიო ასპარეზზე
გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, მისი საგარეო პოლიტიკური კურსი
ცალსახად შეიცვალა. ცივი ომის პერიოდში, მაშინ , როდესაც ამერიკისთვის ერთადერთ
პირდაპირ მტერს საბჭოთა კავშირი და კომუნიზმის ექსპანსია წარმოადგენდა, აშშ-ს საგარეო
პოლიტიკაც განისაზღვრებოდა ABC პოლიტიკით, რაც გულისხმობდა ყველაფერს გარდა
კომუნიზმისა. ამ პერიოდში ამერიკის მთავრობა ხელს უწყობდა კომუნისტური მთავრობების
დამხობას და არაკომუნისტი ლიდერების გამარჯვებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ
დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა მმართველი იქნებოდა ავტორიტარი, დიქტატორი თუ
ტირანი, მთავარია , რომ ის კომუნისტი არ ყოფილიყო. შესაბამისად, ცივი ომის პერიოდის
ამერიკის საგარეო პოლიტიკა ხასიათდებოდა არა მშვიდობისა და დემოკრატიის
გავრცელებით მსოფლიოში, არამედ კომუნიზმის ექსპანსიის აღკვეთით და საკუთარი ძალის
დემონსტრირებით.

მას შემდეგ რაც 1948 წელს აშშ-მ ისრაელი დამოუკიდებლად ცნო, მათ შორის
ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ხედავდა რა ამერიკა ისრაელს, როგორც
სტრატეგიულ მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც იყო პროდასავლური, აგრეთვე
საბჭოთა გავლენების მუქარამ ამ რეგიონში დააახლოვა ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან.
თუმცა, სუეცის კრიზისის დროს ამერიკა ისრაელის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის
ოპერაციას წინ აღუდგა (World 101 From the Council on Foreign Relations, 2017). მას არ სურდა
ისეთ სტრატეგიულ ადგილას, როგორიც იყო სუეცის არხი ევროპის სახელმწიფოებს
მოეხდინათ დომინაცია. ამით კარგად ჩანს, რომ ცივი ომის დროს ამერიკის საგარეო
პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ძირითადად განპირობებული იყო ძალითა და
კეთილდღეობით. სუეცის კრიზისის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამოსა
დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ის დაიცავდა ახლო აღმოსავლეთს სამხედრო
ინტერვენციისგან, ასევე იქნებოდა ამ რეგიონში სტაბილიზატორი და დაეხმარებოდა
რეგიონში არსებულ ქვეყნებს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. (Wallenfeldt,
n.d.)

როგორც ვახსენე, საბჭოთა კავშრის დაშლამდე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს


ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელება არ წარმოადგენდა. თუმცა, მნიშნელოვანი
იყო ამ ტერიტორიებზე გარკვეული კონტროლის მექანიზმების ქონა, რათა ამერიკას
ნავთობზე პრობლემები არ შექმნოდა. სპარსეთის ყურის ომიც ორი მნიშვნელოვანი მიზეზის
გამო მიმდინარეობდა: პირველი, ეს იყო ნავთობი, ანუ ამერიკა იცავდა საკუთარ
კეთილდღეობას. აგრეთვე, ერაყის მხრიდან არსებობდა მუქარა საუდის არაბეთზეც,
რომელიც ამერიკის მოკავშირე გახლდათ. აშშ-ს კი ცხადია, რეგიონში მოკავშირის დაკარგვა
არ აწყობდა. ხოლო მეორე, ეს იყო ძალის დემონსტრაცია, რაც ძალიან კარგად მოახერხა
სპარსეთის ყურის ომმა. აშშ-ს გამარჯვებამ აქ ისევ წინ წამოწია ამერიკის, როგორც
სუპერსახელმწიფოს როლი გლობალურ არენაზე. რადგანაც ომის დასაწყისში საბჭოთა
კავშირი უკვე კოლაფისის გზას ედგა, ახლა ამერიკისთვის აღარ წარმოადგენდა კომუნიზმი
მთავარ საფრთხეს, მისთვის იწყებოდა უნიპოლარული მომენტი, რომელიც აუცილებლად
უნდა გამოეყენებინა, ამ სტატუსს კი ის მხოლოდ საკუთარი ძალის დემონსტრაციით
შეინარჩუნებდა. ერაყის დაუყოვნებელი და სრული გაყვანა ქუვეითიდან; ქუვეითის
ლეგიტიმური მთავრობის აღდგენა; ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობა და უსაფრთხოება -
ეს იყო სპარსეთის ყურის ომის მთავარი მიზნები.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე ამერიკის შეერთებულ


შტატებს მართლაც გააჩნდა უნიპოლარული მომენტი. ამ დროს პრეზიდენტები ჯოჯრ ბუში
უფროსი, ბილ კლინტონი, ასე თუ ისე განსხვავებულ პოლიტიკას მისდევდნენ, რაც
ძირითადად გამოიხატებოდა მათ უნილატერალურ და მულტილატერალურ
მმართველობაში, თუმცა ფაქტი სახეზე იყო, რომ ძალა და კეთილდღეობა მნიშნელოვნად
ჩაანაცვლა მშვიდობამ და ახლა ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი მსოფლიოში
მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

1991 წლის ოქტომბერში ბუშის ადმინისტრაციამ საბჭოთა კავშირთან და ესპანეთთან ერთად


მოაწყო კონფერენცია მადრიდში, რათა წარემართა სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელ-
არაბეთს შორის. შეერთებულმა შტატებმა ახალი ლეგიტიმაცია მოიპოვა ახლო
აღმოსავლეთში სპარსეთის ყურის ომის შემდეგ. არაბული ქვეყნები უფრო მეტად
ეყრდნობოდნენ შეერთებულ შტატებს. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის კონფერენციას არ
მოჰყოლია რაიმე ხანგრძლივი შეთანხმება, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამომავლო
სამშვიდობო შეთანხმებებისკენ (Office of the Historian, n.d.)

კლინტონის პრეზიდენტობის დროს უკვე ცალსახა ხდება ის, რომ ამერიკის საგარეო
პოლიტიკა გადასულია მშვიდობისა და საკუთარი პრინციპების დაცვასა და
უზრუნველყოფაზე და ძალა და კეთილდღეობა უკვე მეორეხარისხოვნად იქცა. ,,საგარეო
პოლიტიკა, რომელიც იმუშავებს ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ახლო
აღმოსავლეთში - ისრაელთან, ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან, რათა დაიცვას ამერიკის
ინტერესები ახლო აღმოსავლეთში და დაუპირისპირდეს რადიკალურ რეჟიმებს, იქნება ეს
სეკულარული თუ რელიგიური. საგარეო პოლიტიკა, რომელიც შეეცდება შეაჩეროს
მასობრივი განადგურების იარაღის ნაკადი ამ არასტაბილურ რეგიონში; საგარეო პოლიტიკა,
რომლის პრიორიტეტი იქნება ახლო აღმოსავლეთში რეალური და ყოვლისმომცველი
მშვიდობის ხელშეწყობა’’ (Indyk, 1993) - სწორედ ასე ახასიათებდა კლინტონი ამერიკის
საგარეო პოლიტიკას მისი პრეზიდენტობის დროს. მას ესმოდა, რომ ახლო აღმოსავლეთს
შესაძლოა ჰქონოდა ორი ალტერნატიული მომავალი: ერთი, რომელშიც რელიგიური ან
ნაციონალისტური ექსტრემისტთა ჯგუფები გაააკონტროლებდნენ მთელ რეგიონს და
მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებდნენ. და მეორე პერსპექტივა, რომელშიც
ისრაელი, მისი არაბი მეზობლები და პალესტინელები მიაღწევდნენ ისტორიულ შერიგებას,
რომელიც გზას გაუხსნიდა მშვიდობიანი თანაარსებობის, რეგიონული ეკონომიკური
განვითარების, შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებსა და მზარდ დემოკრატიზაციას
მთელ ახლო აღმოსავლეთში. (Indyk, 1993) კლინტონის ადმინისტრაცია იმუშავებს საგარეო
პოლიტიკის ახალ ,,ორმხრივი შეკავების’’ დოქტრინას, რომელიც მიმართულია
ბალისტიკური ერაყისა და რევოლუციური ირანის შეკავებაზე. რადგანაც პრეზიდენტს
სურდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება გაეხადა მთავარ პრიორიტეტად
საგარეო პოლიტიკაში, ამას არ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ ერაყი და ირანი. ერაყთან აშშ-სა
და მის მოკავშიირეებს სპარსეთის ყურის ომში აკრძალული ჰქონდათ ფრენები, ხოლო
ირანთან 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ისედაც გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობები
(Wikipedia, n.d.)

კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში რამდენიმე მნიშნელოვანი მოვლენის მომსწრე


გავხდით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით: 1993 წლის ოსლოს
აკორდები, რომელიც გაფორმდა ისრაელსა და პალესტინის გამათავისუფლებელ
ორგანიზაციას შორის, სადაც კლინტონის ადმინისტრაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა
ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის პროცესში. აქ ორი ქვეყნის წარმომადგენელმა ერთმანეთს
ხელი ჩამოართვა (Markakis, 2015) აგრეთვე, 2000 წელს პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა კამპ
დეივიდის სამიტზე გაერკვია ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრები, თუმცა ის უშედეგოდ
დამთავრდა. აგრეთვე 1994 წელს იორდანიასა და ისალს შორის სამშვიდობო
ხელშეკრულების დადებაშიც მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა კლინტონის ადმინისტრაციამ.
2001 წლის 11 სექტემბერი მთლიანად ცვლის ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსს და
ABT(Anything but Terrorism) ხდება მისი წამყვანი კონცეფცია. ამ პერიოდში მშიდობის
დამყარების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში მნიშნელოვან
ოპერაციებს ახორციელებს. 2000-იანი წლების დასაწყისში სამხედრო ინტერვენციები
ავღანეთსა და ერაყში ემსახურებოდა არა მხოლოდ ტერორირსტული დაჯგუფებების, სადამ
ჰუსეინისა და მასობრივი განადგურების იარაღების განადგურებას, არამედ აშშ-ს მიზანი იყო
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიის გავრცელება. ბუში უმცროსი
იმედოვნებდა, რომ ამ რეგიონში მოხდებოდა დემოკრატიზაცია, რაც სტაბილურს,
მშვიდობიანსა და უსაფრთხოს გახდიდა რეგიონს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სადამ
ჰუსეინი ჩამოაგდეს, რეგიონში მშვიდობის დამყარება მაინც ვერ მოხერხდა.

ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის გავრცელების


პროცესში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მოვლენა: პირველ რიგში, 2011 წელს არაბული
გაზაფხული. ეს იყო საპროტესტო აქციებისა და ამბოხების სერია, რომელიც არაბულ
ქვეყნებში განხორციელდა. მისი განმაპირობებელი მიზეზები არსებული სოციო-
ეკონომიკური პრობლემები გახლდათ, რომელიც გამოწვეული იყო ავტორიტარული
მმართველობით, პოლიტიკური კორიფციითა და ეკონომიკური პრობლემებით. ის ახლო
აღმოსავლეთში მოედო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ლიბია, იორდანია, ომანი, იემენი,
საუდის არაბეთი, ეგვიპტე, სირია, ბაჰრეინი, ირანი, ქუვეითი. მიუხედავად იმისა, რომ
ამერიკის ინტერესებში შესაძლოა არ შედიოდა ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი და
მთავრობის შეცვლა, საბოლოოდ ამერიკა მაინც მხარს უჭერდა დემოკრატიზაციის პროცესს
და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ამ სახელმწიფოებს (wikipedia, n.d.) აგრეთვე, 2011
წელს შეერთებულმა შტატებმა მონაწილეობა მიიღო ნატოს ეგიდით სამხედრო
ინტერვენციაში ლიბიაში (Selim, 2013) ძირითადად სამოქალაქო კონფლიქტის დროს
მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და პოტენციური სისასტიკის თავიდან
ასაცილებლად. ინტერვენციამ გამოიწვია მუამარ კადაფის დამხობა.

მიუხედავად სამშვიდობო ოპერაციებისა, ახლო აღმოსავლეთი დღემდე რჩება არასტაბილურ


რეგიონად, სადაც მუდმივად მძვინვარებს კონფლიქტები და დაპირისპირებები.
ტერორისტული ჯგუფები, რელიგიური ექსტემისტული დაჯგუფებები კვლავაც
მოუგვარებელ პრობლემად რჩება და დღესაც ერაყი და ავღანეთი ფაქტობრივად Faild
სახელმწიფოებად შეიძლება მოვიაზროთ. აგრეთვე ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელსა და არაბულ
სამყაროს შორის დაპირისპირბები დღემდე გრძელდება და ყოველ დღე ასობით ადამიანი
ეწირება ამ სისხლისმღვრელ კონფლიქტს. აქ კი ჩნდება უდიდესი კითხვა, არის კი ამერიკის
შეერთებული შტატები ის უდიდესი ძალა, რომელსაც შეუძლია აღმოფხვრას დაძაბულობა და
დაამყაროს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში?..
ბირთვული იარაღი

ბირთვული შეთანხმებების მხრივ ვითარება ახლო აღმოსავლეთში, რთულია და ხშირად


მოიცავს მრავალ ქვეყანას, ხელშეკრულებებსა და მოლაპარაკებებს. გეოპოლიტიკური
დაძაბულობა, უსაფრთხოების დინამიკა და ენერგეტიკული მოთხოვნილებები და
ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის მცდელობები არის ის ზოგიერთი ფაქტორი,
რომელიც გავლენას ახდენს ბირთვულ შეთანხმებებზე რეგიონში. მიმდინარე
დიპლომატიური ძალისხმევა და განვითარება შესაძლოა გაგრძელდეს რეგიონში ბირთვული
შეთანხმებების მომავლის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ აშშს არ აქვს რაიმე
ყოვლისმომცველი ბირთვული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში, თუმცა
აქვს გამოცდილება ამ კუთხით ახლო აღმოსავლეთის კონკრეტულ ქვეყნებთან.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა -


JCPOA, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ირანის ბირთვული შეთანხმება, ამ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წელს ირანსა და P5+1 ჯგუფს შორის (აშშ, დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია). JCPOA-ს ძირითადი მიზანი იყო შეეზღუდა
ირანის ბირთვული პროგრამა: ირანი დათანხმდა მისი ბირთვული საქმიანობის
შეზღუდვაზე, შეემცირებინა ურანის მარაგი და დაეშვა ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს (IAEA) ინსპექტირება სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. კიდევ ერთი მიზანი
იყო მოეხდინათ ბირთვული იარაღის განვითარების პრევენცია. შეთანხმება მიზნად
ისახავდა ირანის ატომური იარაღის შემუშავების თავიდან აცილებას მის ბირთვულ
პროგრამაზე მკაცრი შეზღუდვებისა და მონიტორინგის დაწესებით. შეთანხმებამ მის
ძირითად მიზნებს მიაღწია, თუმცა, 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა, ტრამპის
ადმინისტრაციის პირობებში, გადაწყვიტა JCPOA-დან გამოსვლა და ისევ აღადგინა სანქციები
ირანის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა წარმოშვა და დაიწყო
გაურკვევლობა შეთანხმების მომავალთან დაკავშირებით. აშშ-ს გასვლის შემდეგ, ირანმა
განაგრძო შეთანხმების გარკვეული ასპექტების დაცვა, მაგრამ ასევე დაიწყო თანდათანობით
ზოგიერთი შეთანხმებული ლიმიტების მოხსნა მისი ბირთვული საქმიანობის შესახებ. ეს
განიხილებოდა, როგორც შეთანხმების სხვა მხარეებზე ზეწოლის საშუალება, რათა
შეემსუბუქებინათ აშშ-ს სანქციების გავლენა. აშშს გასვლის მიუხედავად, დარჩენილმა
მხარეებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი) არ მოიხსნეს
თავიანთი ვალდებულებები, მეტიც ცდილობდნენ JCPOA-ს გადარჩენას დიპლომატიური
მოლაპარაკებების გზით. იყო მცდელობები ეპოვათ საერთო საფუძველი და აღედგინათ
ყველა მხარის მიერ გარიგების საწყის პირობებთან შესაბამისობა. თუმცა, სიტუაცია
კომპლექსური დარჩა, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ეს დაძაბულობა და
გაურკვევლობა დღემდე არსებობს, სწორედ ამიტომ რა განვითარებას მიიღებს ეს შეთანხმება
არ არის ცნობილი. (The Joint Comprehensive Plan of Action (JCPOA) and its implementation,
Nuclear Agreement with Iran., 2021)
შემდეგი არის 123 შეთანხმება. შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შემდეგ ახლო
აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან მიაღწია ორმხრივ ბირთვულ თანამშრომლობის
შეთანხმებას, რომელსაც უწოდებენ "123 შეთანხმებას". ეს შეთანხმებები ასახავს ბირთვული
ენერგიის სფეროში თანამშრომლობის პირობებს და უზრუნველყოფს ბირთვული მასალების
და ტექნოლოგიების გამოყენებას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის და არა ბირთვული
იარაღის განვითარებისთვის. აქ აღსანიშნავია, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE).
შეერთებულმა შტატებმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 2009 წელს მოაწერეს
ხელი 123 შეთანხმებას. შეთანხმების საფუძველზე UAE-ს უნდა განავითარებინა
მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკული პროგრამა და არ უნდა გაემდიდრებინა ურანი ან
არ გადაამუშავებინა დახარჯული საწვავი ქვეყნის შიგნით. რაც შეასრულა. რაც შეეხება
საუდის არაბეთს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიმდინარეობდა დისკუსიები და
მოლაპარაკებები პოტენციური 123 შეთანხმების შესახებ. (123 Agreements for Peaceful
Cooperation, 2022)

მესამე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია, ხელშეკრულება ბირთვული იარაღის


გაუვრცელებლობის შესახებ (NPT). NPT არის გლობალური ხელშეკრულება, რომელიც
მიზნად ისახავს ბირთვული იარაღისა და ტექნოლოგიების გავრცელების პრევენციას.
მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის ხელშეწყობას და ხელმომწერ ქვეყნებს შორის
განიარაღების განხორციელებას. ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის
ისრაელი, ირანი, ეგვიპტე და სხვები, იყოფიან ორ მხარედ, ერთი ვინც ხელი მოაწერეს NPT-ს
შეთანხმებას და მეორე, ვისაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ ხელშეკრულებაზე. NPT მოითხოვს
ატომური შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს იმუშაონ განიარაღებისკენ, ხოლო
არაბირთვული შეიარაღებული სახელმწიფოები ვალდებულნი არიან არ შეიმუშაონ ან არ
შეიძინონ ბირთვული იარაღი. NPT მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთში
ბირთვული პოლიტიკისა და შეთანხმებების ფორმირებაში, თუმცა გამოწვევები არსებობს
საყოველთაო ერთგულების მიღწევაში და რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემების
მოგვარებაში. ("The Nuclear Nonproliferation Treaty at a Glance" ) (Treaty on the Non-Proliferation
of Nuclear Weapons (NPT).)

ახლო აღმოსავლეთში ბირთვული შეთანხმებების შესახებ ვითარება, როგორც უკვე ზევით


ვახსენეთ საკმაოდ ბუნდოვანია, დღევანდელი მონაცემებით ვითარების სხვადაასხვა
განვითარებაა მოსალოდნელი, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მოვლენების,
ხელმძღვანელობის ცვლილებებისა და დიპლომატიური ძალისხმევის გამო. ფაქტორები,
როგორიცაა ირანთან მოლაპარაკებების შედეგი, რეგიონალური კონფლიქტები და
დისკუსიები ბირთვული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით, კვლავაც მოქმედებს
რეგიონში ბირთვული შეთანხმებების ლანდშაფტზე.
ეკონომიკური დახმარებები

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ,როცა შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ დაარღვია


იზოლაციონიზმი, დაიწყო ურთიერთობების დამყარება სხვა მეზობელ თუ არამეზობელ
ქვეყნებთან,მათ შორის ახლო აღმოსავლეთთანაც. აშშ-ს მთავრობა ხშირად გამოყოფს თანხებს
ისეთი სააგენტოების მეშვეობით,როგორიცაა USAID, ისეთი იდეების მხარდასაჭერად
როგორიცაა განათლება,ჯანდაცვავ ან თუნდაც ეკონომიკური განვითარება. აშშ-ს მხრიდან
დახმარებას სხვადასხვა მიზეზები და მიზნები აქვს,იქნება ეს სტაბილურობის შენარჩუნება,
ძალთა ბალანსი,ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ჰუმანიტარული საჭიროებების
დაკმაყოფილება.

აშშ დახმარებას უწევს კონფლიქტების, ბუნებრივი კატასტროფების ან სხვა კრიზისების


შედეგად წარმოქმნილი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს შეიძლება
მოიცავდეს სასურსათო დახმარებას, სამედიცინო და სხვა. აშშ-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს
ეკონომიკური განვითარების ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი ზრდის,
სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. ეს შეიძლება მოიცავდეს
ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძო სექტორის განვითარებასაც.აშშ-ს შეუძლია
გამოიყენოს დიპლომატიური და სავაჭრო ინიციატივები რეგიონში ეკონომიკური
განვითარების მხარდასაჭერად. ეს შეიძლება მოიცავდეს სავაჭრო შეთანხმებებს,
საინვესტიციო პარტნიორობას და დიპლომატიურ ძალისხმევას სტაბილურობის
ხელშესაწყობად.

შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას უწევს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე


ქვეყანას, რათა გააძლიეროს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს
რეგიონულ უსაფრთხოებას. ეს დახმარება ხშირად მოიცავს სამხედრო აღჭურვილობის
მიწოდებას, წვრთნას და თანამშრომლობას ტერორისტულ მცდელობებში.ყოველწლიურად
შტატები 3 ბილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის ისრაელს. აშშ-ს სამხედრო
დახმარება უფრო მეტს გვპირდება, ვიდრე ასრულებს. არსებობს მწირი მტკიცებულება
რამდენიმე იზოლირებული შემთხვევის მიღმა იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის
ქვეყნებისთვის შეერთებული შტატების მატერიალურმა მხარდაჭერამ შეასრულა რომელიმე
ეს მიზანი. აშშ-ს დაფინანსებისა და იარაღის მიმღებებმა დიდწილად ვერ მიაღწიეს
მნიშვნელოვან წინსვლას თავიანთ შესაძლებლობებში და, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა
რეგრესიაც კი განიცადონ. 40 წლის განმავლობაში აშშ-ს 47 მილიარდი დოლარის სამხედრო
დახმარების მიუხედავად, ეგვიპტის არმია ძლიერ იბრძოდა ISIS-ის შვილობილი ჯგუფის
შესაკავებლად, რომელიც არ აღემატება 1200 ბოევიკს. საუდის არაბეთმა ძლივს გამოიყენა
ამერიკული წარმოების მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ის ხელმძღვანელობით ISIS-
ის საწინააღმდეგო ოპერაციაში სირიაში, ხოლო სამეფოსთვის იარაღის მიყიდვამ 89
მილიარდი დოლარი ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელი არ შეუშალა რიადის ჩაძირვას
მზარდ ძვირადღირებულ ჭაობში. იემენში აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღით. შეერთებულმა
შტატებმა ასობით მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა მიყიდა სპარსეთის ყურის
ქვეყნებს, მაგრამ ერთობლივად მათ არ შეუძლიათ დაიცვან ნავთობის თავისუფალი ნაკადი
სპარსეთის ყურედან სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ირანის წინააღმდეგ აშშ-ს
დახმარების გარეშე.

ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდგომ მკაფიოდ შეიცვალა დახმარების გაწევა


ქვეყნებისათვის. შეერთებული შტატები და ისრაელი იზიარებენ დემოკრატიულ
ღირებულებებს, მათ შორის ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და კანონის
უზენაესობის ერთგულებას.

ისტორიული კავშირები უბრუნდება ისრაელის დაარსებას 1948 წელს და აშშ იყო ერთ-ერთი
პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა.ისრაელი შეერთებული
შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება ახლო აღმოსავლეთში. აშშ ხედავს ისრაელს,
როგორც სტაბილურ და საიმედო პარტნიორს რთული გეოპოლიტიკური დინამიკის მქონე
რეგიონში. ორი ქვეყანა თანამშრომლობს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სხვადასხვა
საკითხებზე, მათ შორის კონტრტერორისტულ ძალისხმევასა და თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობაზე.შეერთებული შტატები ისრაელს განიხილავს, როგორც
სტაბილიზირებულ ძალას ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის მხარდაჭერა განიხილება,
როგორც წვლილი რეგიონის სტაბილურობისა და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ
ბრძოლაში.შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას და მხარდაჭერას უწევს ისრაელს,
რათა გააძლიეროს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს დახმარება განიხილება, როგორც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისრაელის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ხელს
უწყობს უფრო ფართო რეგიონულ უსაფრთხოებას.რო-ისრაელის ლობის გავლენამ
შეერთებულ შტატებში, მათ შორის ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა AIPAC (ამერიკული
ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტი), ითამაშა როლი ისრაელის მიმართ აშშ-ს
პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი ზოგადად მხარს უჭერს ისრაელს და ამ


მხარდაჭერას შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
ჰოლოკოსტის ხსოვნა იყო ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერის ჩამოყალიბების ფაქტორი.
ისრაელის დაარსება ნაწილობრივ იყო პასუხი მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეებზე და ამ
ისტორიულმა კონტექსტმა გავლენა მოახდინა აშშ-ს პოლიტიკაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების სპეციფიკა შეიძლება


განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ურთიერთობები დღეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთ შორის ურთიერთობა ყოველთვის


კომპლექსური იყო, რაც უკვე სხვადასხვა თვალსაჩნო მაგალითებით ვიხილეთ.
რეგიონალური კონფლიქტები, სხვადასხვა ინტერესები, გეოპოლიტიკა და სხვა ელემენტები
ამ ორ მხარეს შორის გარკვეულ ურთიერთბას აყალიბებს. უკვე ვახსენეთ ისეთი
მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, უსაფრთხობა და კონტრტერორიზმი.
ამერიკა ეხმარებოდა ახლო აღმოსავლეთს აღნიშნულ საკითხთან ბრძოლაში, რაც ერთ-ერთი
მნიშნვნელოვანი საკითხია მათ უერთიერთობაში. ასევე მნიშნელოვანია უკვე განხილული
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რეგიონალური დაპირსიპირებები, რომელშიც აშშ
გარკვეულ როლს თამაშობდა. ამერიკა რეგიონში ოთხ ძირითად მიმართულებას მიჰყვებოდა:
საუდის არაბეთთან, ისრაელთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან. რეგიონში ნამდვილად
მიაღწია მნიშნელოვან გამარჯვებას შტატებმა, მაგრამ დროის სვალსთან ერთად შეიცვალა
სისტემა. საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ ერთგვარი გადაწყობა მოხდა, რამაც ამერიკას
დიდი ძალაუფლება უბოძა. ამერიკა ნავთობის უდიდეს მწარმოებლად დარჩა მსოფლიოში,
ასევე უამრავი სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოა და ძლაიან მნშვნელოვანია პალესტინის
საკითხი. ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ შექმნა თავისი სახელი, სტატუსი, რომ ის იყო ძალა,
რომელმაც კეთილშობილი საქმიანობა დაიწყო რეგიონში, მოახდინა ცვლილებები და
ურთიერთობა დაამყარა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანასთან. თითქოს მისმა ისტორიამ
და ევროპისგან განსხვავებით არა კოლონიალისტურმა წარსულმა, იმოქმედა გარკვეულ
წილად და ამერიკას ხელი შეუწყო მოქმედებებში. აუცილებელია ვახსენოთ ექვსდღიანი ომი,
რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მშვიდობიანი, თავივსუფალი ამერიკის
სახელი შეარყია. (Hisham Melhem; “The End of America’s Middle East”).

ამერიკის ურთიერთბები ირანსა და თურქეთთან შედარებით დაძაბულია, მაგრამ


თავისმხრივ აშშ აწარმოებს ურთიერთბებს მათთან. ირანთან ისეთი უთანხმოებები გვხვდება,
როგორიცაა ბირთვული პროგრამა და ასევე ადამიანების უფლებები. ამ მხრივ ირანი
გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის, მაგალითად 2015 წლის ბირთვული შეთანხმება,
რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანთან შეთანხმების
მიღწევას. აშშ-სთვის თავისთავად მნიშნელოვანია ირანთან ურთიერთბა და მისი
შესაძლებლობების განსაზღვრა, მაგრამ მიუხედავად ამისა ისლამურმა რევოლუციამ დიდი
გავლენა იქონია. არაერთხელ ვახსენეთ ბირთვული შეთანხმება, რაც ძალიან მნიშნელოავანია
ამერიკისთვის და სხვა შეთანხმებაშ მონაწილე ქვეყნებისთვის. ამერიკიამ ასევე
განახორციელა მაქსიმალური ზეწოლის კამპანია, რომელიც მიმართული იყო ირანზე
ზეწოლის განსახორციელებლად ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. გაამართლა
თუ არა ამ კამპანიამ განხილვის თემად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ირანი არ უშინდება
თავისი პოზიციის დაფიქსირებას და რამდენჯერმე გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელმაც
სამხედრო დაპირისპირების საფრთხის შიში გააჩინა. ირანთან ურთიერთობაში
უმნიშნელოვანესია ნახსენები JCPOA- შეთანხმება, რომელიც მთავარი გზამკვლევია
ურთიერთობის (Kali Robinson; October 27, 2023 ;“What Is the Iran Nuclear Deal?”).

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთობები, ირანის დამოკიდებულება სხვა


აქტორებთან და კომფლიქტებში ჩართვა. აღნიშნეთ, რომ თურქეთთანაც შედარებით
დაძაბული ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეიძლება ეს იყოს სარაკეტო
თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული თუ სხვა რეგიონის კონფლიქტები. თურქეთი
მნიშვნელოვანი აქტორია, ვინაიდან ის ფლობს კონტროლს ბოსფორის სრუტეზე, რაც მეტად
მნიშნელოვანს ხდის მას. ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობაზე საუბრისას
მნიშვნელოვანია სირიის კონფლიქტი, რამაც ამ ორს შორის უთანხმოება გააჩინა. აქვე უნდა
ვახსენოთ სარაკეთო თავდაცვის სისტემების, S-400 სისტების შეძენის შესახებ. ამის
საპასუხოდ თურქეთი F-35 მოიერიშე თვითმმფრინავების პროგრამიდან ამოიღო (Aaron
Mehta; 2019; Turkey officially kicked out of F-35 program, costing US half a billion dollars) .
ამერიკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ რეგიონის თითქმის ყველა აქტორთან
მნშნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი, დემოკრატიასთან, პრესის
თავისუფლებასთან, სასამართლო სისტემებთან და პოლიტიკურ უთანხმოებებთან
დაკავშირებით ხსირად გამოთქვამს უკამყოფილებას.

ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობა


აქვს საუდის არაბეთთან, ასევე რამდენიმე სპარსეთის ქვეყანასთან. გარდა ამისა
მნიშნელოვანია ერაყისა და ავღანეთის ფაქტორი, სადაც ამერიკა ჩართული იყო სამხედრო
ოპერაციებში. მნიშნელივანია სტაბილურობის თვალსაზრისით ამერიკის ქმედებები, რისი
მაგალითიც არის აშშ-ს მიერ ჯარების გაყვანა ერაყიდან, რამაც რეგიონში პროცესების
განვიტარებას მისცა მიამრთულება.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა


ახლო აღმოსავლეთში არამარტო პოლიტიკური რელაობის შესაქმნელად, ცივი ომიდან
დაწყებული ტერორიზმთან ბრძოლით გაგრძელებული საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული
პროცესებში. ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა ახლო აღმოსავლეტში ამერიკის
აქტიურობა, რაც შეიძლება რამდენიმე მიზეზს დავუკავშიროთ. რეგიონალური ძალაუფლება
არსებითად შეიცვალა, თურქეთის სამხედრო ჩართულობამ სირიაში, ირანის გავლენის
გაფართოებამ ერაყში, სირიასა და ლიბანში და რუსეთის ურყევმა მხარდაჭერამ ასადის
რეჟიმის მიმართ ძალთა ბალანსი შეცვალა. ასევე არსებითი მნშვნელობა მიიღეს
არასახელმწიფო აქტორებმა, როგორიცაა ჰეზბოლა ლიბანში, ჰუთი მეამბოხეები იემენში და
ქურთული ძალები სირიაში, რომლებიც გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს კიდევ უფრო
ართულებენ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც. ავთობის მოპოვების
თანმხლებმა ზრდამ, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ახლო აღმოსავლეთის გარეთ
მდებარე სხვა ქვეყნებიდან, შეამცირა ამერიკის დამოკიდებულება რეგიონზე ნავთობისა და
გაზის მიმართ. გარდა ამისა, გლობალურმა გადასვლამ განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ,
როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალურმა
გაფართოებამ შეამცირა ახლო აღმოსავლეთის წიაღისეული საწვავის სტრატეგიული
მნიშვნელობა. ამერიკის შემცირებული აქტიურობა ერთის მხრივ აღმოსავლეთისთვის
საშიშროების წარმოქმნის საფრთხეა. ეს არამარტო პოლიტიკურ, არამედ უსაფრთხოების
საკითხებს უკავშირდება.
ამერიკის გავლენა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესზე შეზღუდულია და ასევე
ბოლოდროინდელი პროცესები ავღანეთში - თალიბანის ფუნდამენტალისტურ მთავრობა,
აჯანყება და კონტროლი. ამერიკისთვის მნშვნელოვანი უნდა იყოს სტატუსის და გავლენების
შენარჩუნება, რადგან მსგავსი არააქტიური ჩართულობა აშკარაა ნდობასა და გავლენას
აქარგვინებს. ( America’s Role in the Middle East: The View from the Gulf).

Bibliography
(ზოგადი ისტორიული ფონი)

1. Historian, O. o. (1945-52). Creation of Israel, 1948. Retrieved December 12, 2023, from
history.state.gov: https://history.state.gov/milestones/1945-1952/arab-israeli-war

2. Historian, O. O. (1953-1960). The Eisenhower Doctrine, 1957. Retrieved December 12, 2023,
from history.state.gov: https://history.state.gov/milestones/1953-1960/eisenhower-doctrine

3. Historian, O. o. (1977-80). Camp David Accords and the Arab-Israeli Peace Process. Retrieved
December 12, 2023, from history.state.gov:
https://history.state.gov/milestones/1977-1980/camp-david

4. Historian, O. o. (2023, December 12). Barbary Wars, 1801-1895 and 1815-1816. Retrieved from
history.state.gov: https://www.google.com/search?
q=barbary+wars+1801&oq=barbary+wars+1801+&aqs=chrome..69i57j0i22i30.4974j0j9&sourcei
d=chrome&ie=UTF-8

5. Khan, M. N. (2001, May 2). The US Policy Towards Persian Gulf : Continuity and Change.
Retrieved December 12, 2023, from ciaotest.cc.columbia.edu:
https://ciaotest.cc.columbia.edu/olj/sa/sa_may01khm01.html

6. L.Keiswetter, A. (2012, January 13). The Arab Spring: Implications for US Policy and Interests.
Retrieved from mei.edu: https://www.mei.edu/publications/arab-spring-implications-us-policy-
and-interests

7. Relations, C. F. (1859-2022, December 12). Oil Dependence and US Foreign Policy / Oil Embargo
on Japan. Retrieved from cfr.org: https://www.cfr.org/timeline/oil-dependence-and-us-foreign-
policy

8. Robinson, K. (2023, October 27). What is the Iran Nuclear Deal ? Retrieved from cfr.org:
https://www.cfr.org/backgrounder/what-iran-nuclear-deal

9. State, U. D. (2001, January 20). The Cairo Conference, 1943. Retrieved December 12, 2023, from
2001-2009.state.gov: https://2001-2009.state.gov/r/pa/ho/time/wwii/107184.htm

რესურსები
10. (the foreign policy: middle east)
11. (what have been the role and effects of U.S foreign policies and actions in the middle
east)
12. (Leir, 2009)
13. (ZUNES, 1999 )
14. (khan, 2001)
15. (history of US-middle east economic relations)
16. (w.jentleson, 2014 )

მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში

17. World 101 From the Council on Foreign Relations. ,, United States Recognizes Israel, Alienates
Arab Neighbors’’

https://world101.cfr.org/rotw/middle-east/us-foreign-policy#united-states-recognizes-israel-alienates-
arab-neighbors

18. Markakis, d. (2015). US Democracy Promotion in the Middle East. Routledge, 2015.

file:///C:/Users/A.Gortamashvili/Downloads/US%20Democracy%20Promotion%20in%20the%20Middle
%20East_%20The%20Pursuit%20of%20--%20Dionysis%20Markakis%20--%20Routledge%20Studies
%20in%20US%20Foreign%20Policy,%202016%20--%20Routledge%20--%209780415727266%20--
%20ce9dd88ad8339b91c10754b8becfe494%20--%20Anna%E2%80%99s%20A.pdf

19. Cristol, J. ,, United States Foreign Policy in the Middle East after the Cold War’’, 2018.

https://www.e-ir.info/2018/11/14/united-states-foreign-policy-in-the-middle-east-after-the-cold-war/

20. U.S. Power and Influence in the Middle East: Part One, 2022.

https://www.csis.org/analysis/us-power-and-influence-middle-east-part-one

21. Indyk, M. The Clinton Administration's Approach to the Middle East. 1993

https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/clinton-administrations-approach-middle-east
22. Office of the Historians. The Madrid Conference, 1991.

https://history.state.gov/milestones/1989-1992/madrid-conference

23. The United States Institute of Peace. ,, Bringing Peace to a War’’, 2013.

https://reliefweb.int/report/iraq/bringing-peace-war

24. Selim, m. ,, The United states and The Arab Spring: The dynamics oF Political Engineering’’, 2013.

https://www.scienceopen.com/hosted-document?doi=10.13169/arabstudquar.35.3.0255

25. Wikipedia. ,, The Arab Spring’’

https://en.wikipedia.org/wiki/Arab_Spring

26. Jentelson, b. ,, American Foreign Policy: The Dynamics of Choice in the 21st Century (Fifth
Edition)’’

ეკონომიკური დახმარება

27. U.S. Foreign Assistance to the Middle East: Historical Background, Recent Trends, and the
FY2011 Request,

https://sgp.fas.org/crs/mideast/RL32260.pdf

28. What military aid the US is sending to Israel after Hamas attack?,
https://www.aljazeera.com/news/2023/10/9/what-military-aid-the-us-is-sending-to-israel-after-
hamas-attack

29. What Has $49 Billion in Foreign Military Aid Bought Us?

https://carnegieendowment.org/2018/02/27/what-has-49-billion-in-foreign-military-aid-bought-us-not-
much-pub-75657

30. Joe Biden Is Turning Out to Be America’s Most Pro-Israel President Ever,

https://time.com/6340511/biden-israel-history/
თანამედროვე ურთიერთობები

31. Hisham Melhem, „The end of America’s Middle East”


https://foreignpolicy.com/2023/09/14/united-states-middle-east-egypt-turkey-saudi-arabia-
israel/
32. Elliott Abrams; “ Did the “Maximum Pressure” Campaign Against Iran Fail?”; 2021.

https://www.cfr.org/blog/did-maximum-pressure-campaign-against-iran-fail

33. Kelsey Davenport, Director of Nonproliferation Policy, (202) 463-8270 x102; Julia Masterson,
Research Associate, (202) 463-8270 x103; “The Joint Comprehensive Plan of Action (JCPOA) at a
Glance”; 2022.

https://www.armscontrol.org/factsheets/JCPOA-at-a-glance

34. https://www.cfr.org/timeline/iraq-war

35. “America’s Role in the Middle East: The View from the Gulf”

https://gulfif.org/americas-role-in-the-middle-east-the-view-from-the-gulf/

ტერორიზმი და კონტრტერორიზმი

36. Jentelson, b. ,, American Foreign Policy: The Dynamics of Choice in the 21st Century (Fifth
Edition)’’

You might also like