You are on page 1of 9

ანი ნადარეიშვილი

2022 წელი

აშშ-ს გრანდ სტრატეგია

დიდ ძალებს შორის შეჯიბრი- ჩინეთი , როგორც ამერიკის ეროვნული


უსაფრთხოების პრობლემა

პოლიტიკის ბარათი

შესავალი

ამერიკისა და ჩინეთის სტრატეგიული კონკურენცია არის სრულმასშტაბიანი შეჯიბრი დიდ


ძალებს შორის, რომელიც მიმართულია ძალაუფლების, სიმდიდრის და გავლენის,
მოპოვებისკენ , როგორც აღმოსავლეთ აზიაში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩინეთსა და
ამერიკას შორის შეჯიბრი ძირითადად მოიცავს სამ განზომილებას: გეო-ეკონომიკური და
გეოპოლიტიკური შეჯიბრი ძალაუფლებისთვის, შეჯიბრი ტექნოლოგიური
პირველობისთვის და სამხედრო ძალების დომინირება.1 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
დაამყარა საერთაშორისო წესრიგი ცივი ომის შემდეგ. ის ავრცელებს დასავლურ იდეას
თავისუფალი ვაჭრობისა და ლიბერალური დემოკრატიის შესახებ, ჩინეთის აღზევება კი ამ
კონცეფციის გამოწვევად განიხილება. 2

მოცემული საკითხი მნიშვნელოვანი პრობლემაა ამერიკის უსაფრთხოებისთვის 3 მთავარი


მიზეზის გამო:

1
M Matheswaran, “US-China Strategic competition in the Asia-Pacific”, Trends, Research and Advisory. 4 august
2021. https://trendsresearch.org/insight/us-china-strategic-competition-in-the-asia-pacific/

2
National Security Strategy of the United States of America, 2017. https://trumpwhitehouse.archives.gov/wp-
content/uploads/2017/12/NSS-Final-12-18-2017-0905.pdf
1. ჩინეთის გაძლიერება, როგორც საერთაშორისო წესრიგის პრობლემა. ჩინეთის
აღორძინება ხელს უშლის საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას, რომელიც
დაამყარა აშშ-მ.
2. რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემა- ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია
მიმართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე დომინირების მოპოვებისკენ, სადაც
ამერიკისა და ჩინეთის ინტერესები იკვეთება. ამერიკისთვის ამ ზღვას აქვს
სტრატეგიული დანიშნულება, ვინაიდან ამ ზღვაზე გადის 5 ტრილიონად
შეფასებული ამერიკული საქონელი. ხოლო ჩინეთმა ამ ზღვაში არსებულ სპარტლის
კუნძულებზე საჰაერო ბაზების აშენება დაიწყო კუნძულზე პოზიციების
გასამყარებლად. 3
3. ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა, მიმართულია ჩინეთის პირველობის და
4
ჰეგემონიისკენ სწრაფვისკენ, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკის პირველობას.

მოცემული პრობლემების გადასაჭრელად, მიმდინარე პოლიტიკის ბარათში ვისაუბრებ


პრობლემის გადაჭრის სამ ალტერნატიულ ხედვაზე და ასევე განვიხილავ მოცემული
ხედვების დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს ხედვები კი გულისხმობს:

1. ამერიკის მხრიდან სამხედრო საჭიროებების გაზრდას აზია- წყნარი ოკეანის


რეგიონში, ვინაიდან ამერიკა არის აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფო და რეგიონი
წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების გადაცემის წყაროს აშშ-ში, რაც თითქმის 900
მილიარდ დოლარს შეადგენს. 5

3
Congressional Research Service; “U.S.- China Strategic competition in South and East China Seas: background and
issues for Congress”; updated January 26 2022.
https://sgp.fas.org/crs/row/R42784.pdf?
fbclid=IwAR0AiyvzVUTneNXM3VQ3EdFam_u5EdrCcbeiq9qJHOzjMY3znRebi5lCqR8

4
National Security Strategy of the United States of America, 2017. https://trumpwhitehouse.archives.gov/wp-
content/uploads/2017/12/NSS-Final-12-18-2017-0905.pdf

5
The White House, Indo-Pacific Strategy of the United States, February, 2022.
https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2022/02/U.S.-Indo-Pacific-Strategy.pdf
2. ამერიკის მიერ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას, რაც შეამცირებს
ამერიკის დამოკიდებულებას ჩინურ პროდუქტებზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც
ეკონომიკური, ასევე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის.

3. ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთთანამშრომლობას, ჩინეთთან საერთო


შეშფოთების არსებობის თაობაზე, რათა დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და
შეეწინააღმდეგონ ჩინეთის იმ ქმედებებს, რომლებიც არღვევს საერთაშორისო
სამართლის წესებს და ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების და ევროკავშირის
საერთო ინტერესებს. მაგალითად, ჩინეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა,
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მუდმივი რეპრესიები და ა.შ. 6

პრობლემის გადაჭრის გზები

1. ამერიკის მხრიდან სამხედრო საჭიროებების გაზრდა აზია- წყნარი ოკეანის


რეგიონში, ვინაიდან ამერიკა არის აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფო და რეგიონი
წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების გადაცემის წყაროს აშშ-ში, რაც თითქმის 900
მილიარდ დოლარს შეადგენს. 7

მოცემულ ალტერნატივას ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე გააჩნია,


ვინაიდან აზია-წყნარი ოკეანე არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი ამერიკისთვის.
აქედან გამომდინარე, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია განიმტკიცოს ძალაუფლება მოცემულ
რეგიონზე და გაზარდოს სამხედრო საჭიროებები. როგორც ცნობილია, ჩინეთმა ამ ზღვაში
არსებულ სპარტლის კუნძულებზე საჰაერო ბაზების აშენება დაიწყო, კუნძულზე პოზიციების
8
გასამყარებლად, რაც ამერიკის გლობალურ ლიდერობას დიდ საფრთხე უქმნის. ცივი ომის

6
US Department of State, U.S.- EU: joint press release by the EEAS and Department of state on the second High-
Level Meeting of the U.S.- EU Dialogue on China. December 2, 2021. https://www.state.gov/u-s-eu-joint-press-
release-by-the-eeas-and-department-of-state-on-the-second-high-level-meeting-of-the-u-s-eu-dialogue-on-china/

7
The White House, Indo-Pacific Strategy of the United States, February, 2022.
https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2022/02/U.S.-Indo-Pacific-Strategy.pdf

8
Congressional Research Service; “U.S.- China Strategic competition in South and East China Seas: background and
issues for Congress”; updated January 26 2022.
https://sgp.fas.org/crs/row/R42784.pdf?fbclid=IwAR0AiyvzVUTneNXM3VQ3EdFam_u5EdrCcbeiq9qJHOzjMY3znRebi5lCqR8
დასასრულს, აშშ-მ განიხილა, თუმცა უარყო ჯარების გამოყვანა აზია-წყნარი ოკეანის
რეგიონიდან, იმის გამო, რომ რეგიონს ჰქონდა დიდი სტრატეგიული დანიშნულება, რაც 21-ე
საუკუნეში კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დროთა განმავლობაში, ნათელი გახდა აშშ-ს
სტრატეგიული როლი მოცემულ რეგიონში. ამ ზღვაზე გადის 5 ტრილიონად შეფასებული
ამერიკული საქონელი. კონტროლი და ჯარების განლაგება მოცემულ ზღვაზე კი ნიშნავს
9
დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას. ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის
ადმინისტრაციას კარგად ესმოდა აზიის მზარდი მნიშვნელობა, ობამას ადმინისტრაციამ კი
განსაკუთრებით მიანიჭა აზიას პრიორიტეტი, სადაც უდიდესი დიპლომატიური,
ეკონომიკური და სამხედრო რესურსები ჩადო. 10

თუმცა ამ ალტერნატივას აქვს გარკვეული ნაკლოვანებები. მიუხედავად იმისა, რომ აზია-


წყნარი ოკეანის რეგიონი ამერიკის პოლიტიკის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს,
ამერიკას არ აწყობს ომი ან დაძაბული სიტუაცია ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთი ამერიკისთვის
მაინც უდიდეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. ამერიკის მხრიდან კი სამხედრო საჭიროების
გაზრდა რეგიონში, ჩინეთის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება და ეს მოქმედებები
აღქმული იქნება , როგორც აშშ-ს სამხედროების მიერ მოცემული რეგიონის ალყაში მოქცევა.
11
ინდოეთის ოკეანეში ომის თავიდან აცილების ყველაზე საიმედო გზა არის თავშეკავება და
არა მეტი ჯარის განლაგება არარსებული წითელი ხაზის დასაცავად. 12

9
Congressional Research Service; “U.S.- China Strategic competition in South and East China Seas: background and
issues for Congress”; updated January 26 2022.

https://sgp.fas.org/crs/row/R42784.pdf?
fbclid=IwAR0AiyvzVUTneNXM3VQ3EdFam_u5EdrCcbeiq9qJHOzjMY3znRebi5lCqR8

10
The White House, Indo-Pacific Strategy of the United States, February, 2022, https://www.whitehouse.gov/wp-
content/uploads/2022/02/U.S.-Indo-Pacific-Strategy.pdf

11
Van Jackson, “America’s Indo-Pacific Folly,” Foreign Affairs, March 12, 2021.

12
Van Jackson, “America’s Indo-Pacific Folly,” Foreign Affairs, March 12, 2021.
2. შემდეგი ალტერნატიული ხედვა გულისხმობს ამერიკის მიერ ჩინეთთან სავაჭრო
ურთიერთობის შეწყვეტას, რაც შეამცირებს ამერიკის დამოკიდებულებას ჩინურ
პროდუქტებზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ასევე ამერიკის
ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენს და მის წინამორბედს, ტრამპს, განსხვავებული


პოლიტიკური ხედვები ჰქონდათ და ბაიდენი თავის კამპანიაში მუდმივად აკრიტიკებდა
ტრამპის იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ბაიდენმა განაგრძო მისი წინამორბედის მკაცრი
მიდგომა პეკინის მიმართ. ბაიდენი თვლის, რომ ამერიკამ უნდა გაწყვიტოს ჩინეთთან
სავაჭრო პარტნიორობა, რათა შემცირდეს ჩინურ პროდუქტზე დამოკიდებულება, რაც
გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამერიკისთვის ჩინეთისგან ეკონომიკური განცალკევება არის ძალიან დიდი გამოწვევა, თუ
ამერიკა გადაწყვეტს გაზარდოს თავისი ეკონომიკა გლობალურად, მნიშვნელოვანი იქნება
დაარწმუნოს ჩინეთის სხვა დიდი პარტნიორი ქვეყნები, რომ მონაწილეობა მიიღონ მოცემულ
პროცესში. ამ მიზნების მიღწევა კი იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ამერიკას
წარმოუდგენია. 13

მოცემული ალტერნატივას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეს სულ მცირე გავლენა
ჩინეთის პოლიტიკაზე, მაინც აქვს დადებითი მხარეები. მაგალითად, აშშ შეამცირებს არამყარ
მიწოდების ჯაჭვზე საიმედოობას, რამაც შეიძლება აარიდოს აშშ უამრავ განხეთქილებას, რაც
აშშ-სა და ჩინეთს შორის ხდება. ეს ყველაფერი კი შესაძლოა განხორციელდეს, იმ
14
შემთხვევაში თუ ამერიკას ეყოლება საიმედო საერთაშორისო პარტნიორები. ასევე
დავეთანხმები ბაიდენს, რომ ამერიკის ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტა
მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთოხებისთვის, იქიდან
გამომდინარე, რომ ამერიკას და ჩინეთს აქვთ კონფლიქტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და
მოცემულმა უთანხმოებამ შეიძლება დააზარალოს ამერიკის ეკონომიკა, იქიდან
გამომდინარე, რომ ჩინეთმა შესაძლოა ტარიფები დაადოს მის პროდუქტს.
13
Jeffrey Kucik and Rajan Menon, Foreign Policy, Analysis: Can the United States Really decouple from China? ,
January 11, 2022. https://foreignpolicy.com/2022/01/11/us-china-economic-decoupling-trump-biden/

14
Jeffrey Kucik and Rajan Menon, Foreign Policy, Analysis: Can the United States Really decouple from China? ,
January 11, 2022. https://foreignpolicy.com/2022/01/11/us-china-economic-decoupling-trump-biden/
ამ ალტერნატივას გააჩნია უამრავი უარყოფითი მხარე. მაგალითად აშშ-ს სავაჭრო პალატისა
15
და Rhodium Group-ის თანახმად, აშშ-ს ეკონომიკამ შეიძლება დაკარგოს 1 ტრილიონ
დოლარზე მეტი, იმ შემთხვევაში, თუ ის განაგრძობს მკვეთრ გამიჯვნას ჩინეთისგან. ასევე
სავარაუდო დანაკარგები მოიცავს 500 მილიარდ დოლარამდე ერთჯერადი მთლიანი შიდა
პროდუქტის დაკარგვას, თუ აშშ გაყიდის თავისი პირდაპირი ინვესტიციების ნახევარს
16
ჩინეთში. ეს მონაცემები კი ცხადჰყოფს იმ დანაკარგს და უარყოფით მხარეებს , რაც
შეიძლება ამერიკამ მიიღოს ჩინეთისგან გამოყოფით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მაღალი
ინფლაციისა და ფასების უეცარი მომატების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა
ჩინურ იმპორტზე ტარიფების შემცირებას, ინფლაციის შესამსუბუქებლად. ტარიფებმა
მართლაც ძალიან დააზარალა, როგორც აშშ ინდუსტრია, ასევე მუშები. ამასთანავე, ჩინეთის
საპასუხო ტარიფებმა გავლენა მოახდინა ავტომობილების ექსპორტზეც. საპასუხო
ტარიფებმა შეამცირა საცალო ვაჭრობა ქვეყნის მასშტაბით, დაზარალებულმა ფირმებმა
შეცვალეს მიწოდების ჯაჭვები და გაათავისუფლეს მუშები. ამ ყველაფერმა ამერიკის
ეკონომიკა ძალიან დააზარალა. 17

3. რაც შეეხება პრობლემის ბოლო გადაჭრის გზას, ეს ეხება ევროკავშირისა და ამერიკის


ურთიერთთანამშრომლობას, ჩინეთთან საერთო შეშფოთების არსებობის თაობაზე,
რათა დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და შეეწინააღმდეგონ ჩინეთის იმ ქმედებებს,
რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს.

მოცემულ ალტერნატივას აქვს უამრავი დადებითი მხარე, მაგალითად ამ ალტერნატივაში


იკვეთება ევროკავშირის და ამერიკის საერთო ინტერესები და შეშფოთება ჩინეთთან
მიმართებით, რაც ვთვლი, რომ ამერიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა ჰყავდეს
ძლიერი დასაყრდენი და პარტნიორი ჩინეთთან გასამკლავებლად. მაგალითად, ერთ-ერთ
შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და ევროპის საგარეო მოქმედებების
სამსახურის გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ამერიკასა და ევროკავშირს შორის
15
Daniel H.Rosen and Lauren Gloudman, Rhodium Group, Understanding US-China Decoupling: Macro Trends and
Industry Impacts, February 17, 2021. https://rhg.com/research/us-china-decoupling/

16
Jeffrey Kucik and Rajan Menon, Foreign Policy, Analysis: Can the United States Really decouple from China? ,
January 11, 2022. https://foreignpolicy.com/2022/01/11/us-china-economic-decoupling-trump-biden/

17
Alex Durante, Tax Foundation, U.S.-China Trade war hurt American Industries and Workers. May 13, 2022.
https://taxfoundation.org/us-china-tariffs-trade-war/
თანამშრომლობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე ჩინეთში. მათ ასევე
ისაუბრეს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი
ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ გამოთქვეს მხარდაჭერა ჩინეთის მიერ დაფინანსებული
დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ასევე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის
ქმედებების გამო სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებისა და ტაივანის სრუტეში, რაც
ძირს უთხრის მშვიდობას რეგიონში და გავლენას ახდენს აშშ-სა და ევროკავშირის
უსაფრთხოებაზე. 18 აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამერიკისთვის თანამოაზრე ქვეყნების
არსებობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის
ასპექტში.

თუმცა აქვე არსებობს ამ ალტერნატივის ნაკლოვანებაც, მაგალითად ის , რომ ევროკავშირი


დგას დიდი და რთული ამოცანის წინაშე, მან უნდა მართოს თავისი ჩახლართული
ურთიერთობები პეკინთან და ასევე ვაშინგტონთან, ისე, რომ დაიცვას წესებზე
დაფუძნებული გლობალური წესრიგი შემდგომი ზიანისგან. ჩემი აზრით, ევროკავშირის
მიერ ამერიკის მხარდაჭერამ გარკვეული ზიანი შეიძლება მიაყენოს საერთაშორისო სისტემას,
რადგან ამ ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩინეთის გაღიზიანება, რომელიც ევროპის ერთ-
ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა.19 ასევე ევროკავშირი კარგად აანალიზებს
ჩინეთის ადგილს საერთაშორისო სისტემაში, აქედან გამომდინარე ევროკავშირმა შეიძლება
ნეიტრალური დამოკიდებულება აირჩიოს ამერიკასთან მიმართებაში ჩინეთის წინააღმდეგ
და მაშინ როდესაც ამერიკას ექნება ევროკავშირის დახმარების იმედი, ეს ვარაუდები
შესაძლოა არ გამართლდეს.

18
US Department of State, U.S.- EU: joint press release by the EEAS and Department of state on the second High-
Level Meeting of the U.S.- EU Dialogue on China. December 2, 2021. https://www.state.gov/u-s-eu-joint-press-
release-by-the-eeas-and-department-of-state-on-the-second-high-level-meeting-of-the-u-s-eu-dialogue-on-china/
19
Eurostat, China-EU – International trade in goods statistics,
https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=China-EU_-
_international_trade_in_goods_statistics#:~:text=Highlights&text=China%20was%20the%20largest%20exporter,in
%20the%20world%20in%202020.&text=In%202021%2C%20China%20was%20the,of%20goods%20(22.4%20%25).
ჩემი აზრით, მოცემული ალტერნატივებიდან საუკეთესო ვარიანტია პრობლემის გადაჭრის
მესამე გზა, რაც ეხება ევროკავშირსა და ამერიკას შორის თანამშრომლობას საერთო
ინტერესების დასაცავად ჩინეთთან მიმართებით. შესავალში ჩემს მიერ გამოყოფილი
ძირითადი საფრთხეებიდან გამომდინარე, მოცემული ალტერნატივა გულისხმობს, როგორც
საერთაშორისო წესრიგის დასამყარებლად ევროკავშირისა და ამერიკის თანამშრომლობას,
ასევე საერთაშორისო პრინციპების დაცვის მნიშვნელობის განსაზღვრას. ამასთანავე
ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის ქმედებებზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ
ჩინეთის ზღვებისა და ტაივანის სრუტეში, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-სა და ევროკავშირის
უსაფრთხოებას. შესაბამისად, ამერიკისთვის ევროკავშირის მსგავსი მოკავშირე ძალიან
ფასეულია, ხოლო ის ნაკლოვანებები, რაც გამოვყავი შეიცავდა მხოლოდ ვარაუდს და
რეალურად სრულიად შესაძლებელია ამერიკისა და ევროკავშირის სანდო პარტნიორობა
ჩინეთიდან წამოსული საფრთხეების გასამკლავებლად.

ბიბლიოგრაფია

 Congressional Research Service; “U.S.- China Strategic competition in South and East China Seas:
background and issues for Congress”; updated January 26 2022. https://sgp.fas.org/crs/row/R42784.pdf?
fbclid=IwAR0AiyvzVUTneNXM3VQ3EdFam_u5EdrCcbeiq9qJHOzjMY3znRebi5lCqR8

 National Security Strategy of the United States of America, 2017.


https://trumpwhitehouse.archives.gov/wp-content/uploads/2017/12/NSS-Final-12-18-2017-0905.pdf

 M Matheswaran, “US-China Strategic competition in the Asia-Pacific”, Trends, Research and Advisory. 4
august 2021. https://trendsresearch.org/insight/us-china-strategic-competition-in-the-asia-pacific/

 National Security Strategy of the United States of America, 2017.


https://trumpwhitehouse.archives.gov/wp-content/uploads/2017/12/NSS-Final-12-18-2017-0905.pdf

 The White House, Indo-Pacific Strategy of the United States, February, 2022
https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2022/02/U.S.-Indo-Pacific-Strategy.pdf

 US Department of State, U.S.- EU: joint press release by the EEAS and Department of state on the second
High-Level Meeting of the U.S.- EU Dialogue on China. December 2, 2021. https://www.state.gov/u-s-eu-
joint-press-release-by-the-eeas-and-department-of-state-on-the-second-high-level-meeting-of-the-u-s-
eu-dialogue-on-china/
 Congressional Research Service; “U.S.- China Strategic competition in South and East China Seas:
background and issues for Congress”; updated January 26 2022.
https://sgp.fas.org/crs/row/R42784.pdf?
fbclid=IwAR0AiyvzVUTneNXM3VQ3EdFam_u5EdrCcbeiq9qJHOzjMY3znRebi5lCqR8
 Van Jackson, “America’s Indo-Pacific Folly,” Foreign Affairs, March 12, 2021.
 Daniel H.Rosen and Lauren Gloudman, Rhodium Group, Understanding US-China Decoupling: Macro
Trends and Industry Impacts, February 17, 2021. https://rhg.com/research/us-china-decoupling/

 Jeffrey Kucik and Rajan Menon, Foreign Policy, Analysis: Can the United States Really decouple from
China? , January 11, 2022. https://foreignpolicy.com/2022/01/11/us-china-economic-decoupling-trump-
biden/

 Alex Durante, Tax Foundation, U.S.-China Trade war hurt American Industries and Workers. May 13, 2022.
https://taxfoundation.org/us-china-tariffs-trade-war/

 US Department of State, U.S.- EU: joint press release by the EEAS and Department of state on the second
High-Level Meeting of the U.S.- EU Dialogue on China. December 2, 2021. https://www.state.gov/u-s-eu-
joint-press-release-by-the-eeas-and-department-of-state-on-the-second-high-level-meeting-of-the-u-s-
eu-dialogue-on-china/

 Eurostat, China-EU – International trade in goods statistics, https://ec.europa.eu/eurostat/statistics-


explained/index.php?title=China-EU_-
_international_trade_in_goods_statistics#:~:text=Highlights&text=China%20was%20the%20largest
%20exporter,in%20the%20world%20in%202020.&text=In%202021%2C%20China%20was%20the,of
%20goods%20(22.4%20%25)

You might also like