You are on page 1of 14

ჩინეთის თანამედროვე დიპლომატია

ძალაუფლება თანდათან ინაცვლებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უფრო


ზუსტად, ჩინეთისაკენ. შესაბამისად, ეკონომიკურად სწრაფად აღმავალი,
ბირთვული, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოს
დიპლომატია ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ჩინეთის შემთხვევაში იკვეთება არსებული საერთაშორისო სამართლის სისტემის


შენარჩუნების ტენდენცია, რომლის ცენტრალურ ნაწილში დგას გაერო და
უშიშროების საბჭო, სადაც პეკინი ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს. სწორედ
გაეროს კონფერენციაზე რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის გაწევრიანების 50 წლის
იუბილეს სი ძინპინმა განცხადა რომ დემოკრატია მშვიდობა, ჰუმანიზმი ჩინეთის
პრიორიტეტებია .ასევე ჩინეთი უარს ამბობს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევასა და
ძალისმიერ პოლიტიკაზე.

ინსტიტუტებში წამყვან როლს ,ვეტოს უფლებას , იყენებს ჩინეთი საკუთარი


ინტერესების რეალიზებისთვის-ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს
ეწინააღმდეგება, თავს იკავებს დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ჩინეთი თანდათან აარსებს ალტერნატიულ ინსტიტუტებსაც- შანხაის


თანამშრომლობის ორგანიზაცია ,ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური
ბანკი , განვითარების ახალი ბანკი. მათი შტაბ-ბინები ჩინეთში მდებარეობს და
ისინი განიხილებიან როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, სავალუტო ფონდის
ალტერნატივებად.

1990 წლებიდან ჩინეთმა დაიწყო ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების


დამყარება მსოფლიოსთან. უფრო მეტად ფოკუსირდა აზიაზე. რადგან ორმხირვი
ურთიერთობებისგან სარგებელი არც ისე დიდი იყო ბენეფიტების მიღება
მულტილატერალიზმიდან სცადა.
დავიდ შამბაუ 2013 წელს გამოცემულ წიგნში ‘’CHINA GOES GLOBAL’’ წერდა რომ
ჩინეთი არის ფართოთვალსაწიერის არმქონე, საკუთარი ინტერესებით მოქმედი
სახელმწიფო რომელიც მიისწრაფვის მისი ეროვნული ინტერესების
რეალიზებისკენ. ჩინეთს არ აქვს სურვილი ჩაერიოს გლობალური პრობლემების
მოგვარებაში ,მისთვის დამახასიათებელია თავდაჯერებულობა საზღვრებს მიღმა,
მაგრამ უმწეობის შეგრძნება ქვეყნის შიგნით.

ამგვარი შეფასების მიუხედავად სი ძინპინის მმართველობის დროს ჩინეთი


გააქტიურდა გლობალური პოლიტიკის მიმართულებით. ჩინეთი ცდილობს
წარმოაჩინოს რომ ის ყოველთვის იყო არსებითად მშვიდობიანი აქტორი და
არასოდეს ყოფილა აგრესიულად ექსპანსიონისტი. როგორც პრეზიდენტმა სი
ძინპინმა განაცხადა 2014 წელს გერმანიაში გამოსვლისას: „ჩინელი ერი
მშვიდობისმოყვარე ერია... ჩინეთის ცივილიზაცია, 5000 წელზე მეტი ხნის
ისტორიით, ყოველთვის აფასებდა მშვიდობას. მშვიდობის, მეგობრობისა და
ჰარმონიისკენ სწრაფვა არის ჩინური ხასიათის განუყოფელი ნაწილი... ძველ
დროში ჩინეთში პოპულარული იყო შემდეგი აქსიომები: „მშვიდობას უმთავრესი
მნიშვნელობა აქვს.“ „ეძიეთ ჰარმონია ერთგვაროვნების გარეშე“ „კეთილდღეობა
მოუტანე ერს და უსაფრთხოება ხალხს.“ „მიაღწიე საყოველთაო მშვიდობას.“ ეს
აქსიომები ჩინეთში თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩინეთი დიდი ხნის
განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში.
მიუხედავად ამისა, ის არასოდეს ყოფილა ჩართული კოლონიალიზმში ან
აგრესიაში. მშვიდობიანი განვითარებისკენ სწრაფვა წარმოადგენს ჩინელი ერის
ტრადიციას ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, ტრადიცია, რომელიც
ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ და გავაგრძელეთ“

ჯერ კიდევ ცივი ომის დროს მიხვდა ჩინეთი, მისი ეროვნული ინტერესი
ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში ეფექტურად რეალიზდებოდა
თანამშრომლობით და კოორდინაციით ,ძალის გამოყენების და კონფრონტაციის
გარეშე და ნაკლებად სავარაუდოა, ეს მიმართულება შეიცვალოს.
სამხედრო მოაზროვნე სუნძი ამბობდა რომ მთავარი ღირსება მთავარსარდლის
ისაა რომ ბრძოლის გარეშე მიაღწიოს წარმატებას.ჩინეთი ერიდება ბოლო
პერიოდში ესკალაციას კონფლიქტისას და დიპლომატური საშუალებებით
ცდილობს მოაგავროს პრობლემები.(დღევანდელი ჩინეთი უკანასკნელ
ათწლეულებში ცდილობს მშვიდობიანად გადაჭრას პრობლემური საკითხები,
თუმცა აღსაღნიშნავია ჩინეთის სამხედო მოდერნიზაციაში ,თავდაცვითი
შესაძლებლობების განვიათრებაში ბევრი ფული იხარჯება ,ფლოტის
შესაძლებლობები უმჯობესდება, უმჯობესდება დამიზნების საშუალებებიც.

პეკინის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ინტერესებით ყალიბდებოდა და არა


ღირებულებებით. შესაბამისად, მისი საგარეო მოქმედება და დამოკიდებულება
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ განპირობებულია სარგებლის და
დანახარჯების გამოთვლის ,სახელმწიფო მიზნების ,ეროვნული უსაფრთხოების
გათვალისწინებით.
უტილატერალიზმის მიუხედავად აქცენტი კეთდება ორმხრივ ურთიერთობაზე ,ეს
ეხება დიდ ძალებს - ევროკავშირი , იაპონია აშშ, რუსეთი... მათთან ურთიერთობას
ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ხელისუფლების წარმოამდგენლები აქტიურად აჟღერებენ იმ აზრს რომ ჩინეთი
არ არის აშშ-ს კონკურენტი და ცდილობს იყოს პასუხისმგებლობიანი მოთამაშე
საერთაშორისო ურთიერთობებში.
ჩინეთი უფრო და უფრო აქტიურად ერთვება საერთაშორისო ორგანიზაციებში და
აქტიური მოთამაშე ხდება რეგიონულ და გლობალურ დონეზეც . (გაეროში მისი
როლი , აზეანი , მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია , გატი.

ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დასავლურ ღირებულებებს და


ამასთან ერთად კომუნისტური პარტიის მიერ იმართება, უკონფლიქტო და რბილი
პოლიტიკით მოქმედებს, რაც ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს იწვევს
ჩინეთი პირდაპირ კონფრონტაციას ერიდება სანამ სათანადოდ არ
გაძლიერდება. ჩინეთი ცდილობს არაპირდაპირ დაუპირისპირდეს აშშს.
გააძლიეროს აშშ-ს მეზობლები - ბრაზილია არგენტინა მექსიკა გახდნენ
ანგარიშგასაწევი ძალები ,რაც აშშ-ს აიძულებს საკუთარ რეგიონზე
კონცენტრირდეს.
ჩინეთი აფრიკაში ლათინო ამერიკაშიც აქტიურია . ის ზრდის პოლიტიკურ
ბერკეტებს სავაჭრო პირობების შეთავაზებით. ჩინური ინვესტიციები გაზრდილია
აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
ქვეყანამ გასცა შეღავათიანი კრედიტები აფრიკის მთელი რიგი
სახელმწიფოებისთვის სანაცვლოდ პოლიტიკური მოთხოვნები არ წაუყენებია .
ისეთ სახელწმიფოებთან დაამყარა ურთიერთობები რომლის გარიყვასაც
ცდილობდა დასავლეთი .
ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, ჩინეთმა მარტივად დაამყაროს პარტნიორული
ურთიერთობები აფრიკის სახლემწიფოებთან. სუდანში 20 მილიარდი
ინვესტიცია , ლიბიაში -18 მილიარდი .
სამხრეთ ამერიკასთან ურთიერთობები ასევე აღნიშვნის ღირსია, ამ შემთხვევაში
ინტერესის საგანი არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსებია, არამედ ამერიკის
ინტერესების წინააღმდეგ პოტენციურ მოკავშირედ აღიქვამს რეგიონის
ქვეყნებს. .
ჩილეში, ბრაზილიაში, არგენტინაში, კუბაზე ჩინეთი აქტიურადაა ჩართული
მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ჩინეთის სიძლიერე მდგომარეობს ინვესტიციების და სამუშაო ადგილების


დაპირებაში, რომელიც აცდუნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას.
ჩინეთი ევროპაში მიმართავს დაყავი და იბატონე ტაქტიკას. ცდილობს ევრო-
ატლანტიკურ პარტნირობაში გააჩინოს ბზარი . ნაკლებ სავარაუდოა ჩინეთსა და
აშშ-ს შორის ურთიერთობები დასტაბილურდეს ამის საფუძელზეც კარგად
იაზრებენ ჩინეთში ევროპასთან ურთიერთობების მნიშვნელობას,რომელიც
გამოავლენს სტარტეგიულ ავტონომიას ჩინეთთან დამოუკიდებელი
ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში.
აზიის რეგიონში ჩინეთი საკუთარ თავს ხედავს უფროსი ძმის ამპლუაში .
აქტუალურია ხელისუფლების ნარატივი- რაც არ უნდა განვითარებული და
ძლიერი გახდეს ჩინეთი მომავალში, ის ყოველთვის დაიცავს განვითარებადი
ქვეყნების უფლებებსა და ინტერესებს, მათ შორის ASEAN-ის ფარგლებში.

რაციონალური არჩევანის მოდელი

შიდა ფაქტორი რაც საზღვრავს ჩინეთის დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკას


არის ქვეყნის ეკონომიკური-პოლიტიკური აღმავლობა. ჩინეთის საგარეო
პოლიტიკა დაფუძნებულია მის ინტერესებზე ეკონომიკურ განვითარებასა და
მოდერნიზაციაზე ჩინეთს სჭირდება მშვიდობიანი სტაბილური გარემო ამ მიზნის
რეალიზებისთვის ჩინეათს სურს აღიქმებოდეს პასუხისმგებლიან სახელმწიფო
აქტორად რომელიც მიიღებს მონაწილეობას გლობალური პრობლემების
გადაჭრაში. ჩინეთის დიპლომატია პრაგმატული გათვლებს ეფუძნება .

საგარეო პოლიტიკის ანალიზის თეორიებიდან ერთ-ერთი კატეგორია


გადაწყვეტილების მიღების თეორიებია ,რომელიც ფოკუსირდება თუ როგორ
მიიღება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები .

საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ყურადღება


გამახვილებულია სნაიდერის წიგნში (1962) „გადაწყვეტილების მიღება, როგორც
საერთაშორისო პოლიტიკის შესწავლის მიდგომა“. ეს მიდგომები მიჰყვება
„რაციონალური არჩევანის მოდელს“ სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკისა და
გადაწყვეტილებების მიღებისას. რაციონალური არჩევანის მოდელი მოიცავს
მიზანმიმართულ და შედეგზე ორიენტირებულ გამოთვლებს.

აღნიშნული მოდელი განიხილავს სახელმწიფოებს, როგორც რაციონალურ


უნიტარულ აქტორებს და როგორც ცენტრალურ ერთეულებს საერთაშორისო
ურთიერთობებში. იგი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მიზნები და ეროვნული
უსაფრთხოება არის ის, რაც განსაზღვრავს პოლიტიკის არჩევანს. სახელმწიფოს
ქმედებები განისაზღვრება საერთაშორისო პოლიტიკით შესაბამისად, შიდა
პოლიტიკა არ არის აქტუალური (Saikaly, 2009).

სნაიდერის აბსოლუტური რაციონალურობის მოდელის მიხედვით, ვარაუდობენ,


რომ გადაწყვეტილების მიმღებები, მიზნების იდენტიფიცირებისა და სრული
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, განსაზღვრავენ თითოეული არჩევანის შედეგს
და ირჩევენ საუკეთესო გადაწყვეტილებას (Snyder, 1962:54). ჯერ ხდება სხვადასხვა
ვარიანტების იდენტიფიცირება შემდეგ იმ მეთოდის არჩევა ,რომლითაც მიზნების
მიღწევა შეიძლება დაბალი დანახარჯებით.

სარგებლის მაქსიმიზაცია, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე


მნიშვნელოვანი მიზანია.
რაციონალური აქტორის მოდელის ძირითადი იდეაა გადაწყვეტილებების
მიღების თანმიმდევრობა არსებული პრობლემების განსაზღვრის, მიზნების
მკაფიოდ ჩამოყალიბების, ყველა შესაძლო ალტერნატივის განხილვისა და
წარმოდგენილი შესაძლებლობებიდან საუკეთესო შედეგის მისაღწევად
ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის გზით გადაწყვეტილების მიღება.

რაციონალურობა გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებები იღებენ


გადაწყვეტილებებს ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდონ მათი მოსალოდნელი
სარგებლიანობა (Nau, 1998: 2).

რაციონალური აქტორის მიდგომა კარგი საშუალებაა ყველა სახელმწიფოს მათ


შორის ჩინეთის საგარეო პოლიტიკური მოქმედების მიღმა არსებული მიზნებისა
და განზრახვების გასაგებად.

ჩინეთი შერჩევითად თანამშრომლობს. ორიენტირდება ეკონომიკურ


განვითარებაზე ამ მიზნის მიღწევის ხელშემშლელი ფაქტორი სწორედ
კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკა იქნება.
კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკა, სანქციების დაწესების საფრთხე ჩინეთზე,
რადიკალურად ეწინააღმდეგება სი ძინპინის „ჩინური ოცნების“ კონცეფციას,
ჩინელი ერის აღორძინებისთვის კი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური
კეთილდღეობის ზრდაა.

ჩინეთი საგარეო პოლიტიკაში კომუნისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობაზე


უარს აცხადებს.
თანამშრომლობა ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებთან
აუცილებელია შესაბამისად ავითარებს კაპიტალისტურ ქვეყნებთან
ურთერთობას და იაზრებს მნიშვნელობას მისი ინსტიტუტებში ჩართულობის.
არაფორმალური იდეოლოგიის წამოწევაც სწორედ ეკონომიკით შეიძლება
აიხსნას. ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულობამ განაპირობა ჩინეთს
საგარეო პოლიტიკა ყოფილიყო პრაგმატული და არა იდეოლოგიით მართული.
ჩინეთი-პასუხისმგებლიანი მოთამაშე

პეკინი განიხილავს ხანგრძლივ დავებს სხვადასხვა ქვეყნებს შორის, როგორც


დესტაბილიზაციის გამომწვევს და სარისკოს მისი გრძელვადიანი ბიზნეს
ინტერესებისთვის. ჩინეთი აქტიურად ცდილობს თავი წარმოაჩინოს
პასუხისმგებლიან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე- ირგებს მედიატორის
როლს. მათ შორის ახლო აღმოსავლეთში პეკინი შუამავლობდა ირანსა და
საუდის არაბეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას ახლა ცდილობს
ხელი შეუწყოს ისრაელსა პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ უზრუნველყოფს კომფორტულ
გარემოს მოლაპარაკებებისთვის .

ჩინეთს აქვს მოტივაცია გადაჭრას დავები, რადგან ამის საფუძველზე მას შეუძლია
ისარგებლოს რეგიონში სტაბილურობით. გარდა ამისა, შუამავლის როლი ჩინეთს
აძლევს შესაძლებლობას აჩვენოს, რომ ის არის დიდი ძალა, რომელსაც სურს
ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში.

უკრაინაში 2022-2023 წელს მიმდინარე ომის პირობებში , ჩინეთი ცდილობს


მოირგოს შუამავლის როლი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მისი როგორც დიდი
ძალის სტატუსს, რაც ხაზს უსვამს ფაქტს მისი აღმასვლა როგორც რეგიონში ასევე
გლობალურად სტაბილურობის გარანტია ასევე, ჩინეთი ცდილობს სუდანის
კონფლიქტში სამშვიდობო მისიის შესრულებას.

გლობალური პრობლემების მოგვარება

მას შემდეგ რაც, პანდემია კონტროლს დაექვემდებარა, ჩინეთმა დაიწყო ე.წ


„ნიღბის დიპლომატია“ .
დასავლეთში ამგვარ ქმედებას მოჰყვა შეფასებები ,რომ ჩინეთი პოლიტიკური
მიზნებისთვის იყენებს მსგავს შემოწირულებებს, რომ თავი წარმოაჩინოს ამერიკის
ჩამნაცვლებელად გლობალური პრობლემების მოგვარების საკითხში. ჩინეთი
დახმარებას ახორციელებდა საელჩოების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო
ორგანიზაციების მეშვეობით.

სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა 150-მდე ქვეყანას და 4 საერთაშორისო


ორგანიზაციას, გაიგზავნა სამედიცინო ჯგუფები 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის
იტალია, ირანი და საუდის არაბეთი.

ამასთანავე, ჩინეთის გლობალური პრობლემებით დაინტერესება გამოიხატა


კლიმატის ცვლილების საკითხში. თუ რამდენიმე წლის წინ პეკინი სკეპტიკურად
იყო განწყობილი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მიმართ, 2015 წელს
ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მზად არის კლიმატის ცვლილებასთან
გამკლავება დაიწყოს პარიზის შეთანხმების პირობების შესაბამისად.

შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპი

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი არის ყველა


სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და
სხვა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა, იქიდან გამომდინარე რომ
ტაივანი ჩინეთის შიდა პოლიტიკის საკითხია, რომელშიც სხვა ქვეყნებს
ჩარევის უფლება არ აქვთ.

ჩინეთის ხელისუფლება მკვეთრად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას,


რომელიც მკაფიოდ არ აყალიბებს ტაივანის სტატუსს, ან აყალიბებს მას
შემდეგი ფორმულების შესაბამისად: ერთი ჩინეთი, ერთი ტაივანი; ერთი
ჩინეთი, ორი ხელისუფლება; ორი ჩინეთი; დამოუკიდებელი ტაივანი.“
ჩინეთი მოქმედებს ისე რომ წარმოაჩინოს პატივს სცემს ყველა ქვეყნის
სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ უგულებელყოფს სხვა ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხს ვინაიდან მას აქვს ტაივანის
პრობლემა, თუმცა ჩინეთი ხშირად ახდენს ძალის დემონსტრირებას, ტაივანის
სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ატარებს, განსაკუთრებით მაშინ როცა ტაივანში
ოფიციალური ვიზიტები ხორციელდება.

სახალხო დიპლომატია

სასურველ სახელმწიფოში ჩინეთი შედის ინვესტირების დაპირებითა და ზოგჯერ -


კონკრეტული ბიზნესპროექტებითა და ფულითაც (განსაკუთრებით
ინფრასტრუქტურულ პროექტებში)

რბილი ძალის გამოყენება ხდება ჯერ სასურველ ქვეყანაში ინვესტირებებით


ფულის ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაბანდებით, იმავდროულად ჩინეთი
ცდილობს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს როცა ყალიბდება მეგობრობის
ჯგუფები , ურთიერთგაგების მემორანდუმები , რომ თანამშრომლობა ცალკეულ
ქვეყნებთან ყველასთვის წარმატებულად წარმოჩინდეს. ასევე ხორციელდება
ჩინური ენის, კულტურის შესწავლის წახალისება- კონფუცის ინსტიტუტების გახსნა,
სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისთვის.

უცხო აუდიტორიაზე ზემოქმედება და ინტერესის ქვეყნებთან მრავალმხრივი


კავშირების შექმნა სახალხო დიპლომატიის მთავარი მიზანია.

პანდების დიპლომატია- 2019 წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა ნდობის


გაღრმავებისთვის " რუსეთს ორი პანდა გადასცა. 15 წლით ხოლო ჩინეთ აშშ-ს
სავაჭრო ომის პარალელურად ჩინეთმა სან დიეგოს ზოოპარკიდან 26 წლის
გიგანტურ პანდა და მისი ბელი გამოითხოვა.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენს, ჭოუ ენლაის მიერ
იდიომად ქცეული, პრინციპი - „თანამშრომლობისთვის ნიადაგის მოსინჯვა“. ეს
პრინციპი დღესაც აქტუალური და პრაქტიკულია თავისი ეფექტურობის
თვალსაზრისით.როცა პრეზიდენტად ბაიდენი დაინიშნა ჩინეთში გამოითქვა
მზაობა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებს თაობაზე.

ასევე დიდი მნიშვნელობისაა სპორტული ღონისძიებები ,რომელიც ხალხთა


შორის გაუცხოებას ამცირებს და ხელს უწყობს მთავრობებს შორის
კულტურათშორის ურთიერთთანამშრომლობას.

ოლიმპიადების გადაიცემა არმხოლოდ ტელევიზიების, არამედ


მედიასაშუალებებითაც. რაც მილიარდობით ადამიანს აძლევს საშუალებსას
ნახოს მასპინძელი ქვეყნის იდეოლოგია, შიდა პოლიტიკა. პეიზაჟები,
რესურსების შესახებ ინფორმაცია, ხელს უწყობს ინვესტიციებს, ტურიზმს.

ჩინეთი ცდილობს პეკინის ოლიმპიადის წარმოჩენას საერთაშორისო


მნიშვნველობის მოვლენად. ეს ჩინეთს დაეხმარება წარმოჩინდეს როგორც
აღორძინებული ერი ღია ერი ,რომელიც მიისწრაფვის შექმნას ,,საზოგადოება
კაცობრიობის საერთო მოვალით’’

პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების დევიზიც იყო ერთად საერთო


მომავლისთვის, რაც ჩინეთის გლობალურ მმართველად ჩამოყალიბებისკენ
სრწფვას უსვამს ხაზს.

ჩინეთის კვების კულტურისა და კულინარიული ხელოვნების წარმოდგენა


საზღვარგარეთ არის "გასტრო-დიპლომატიის" შესანიშნავი მაგალითი.
გასტროდიპლომატია სახალხო დიპლომატიიის ინსტრუმენტია.

გასტროდიპლომატია და რბილი ძალა ხდება გადამწყვეტი საყრდენი


საერთაშორისო კომუნიკაციაში. გასტრო-დიპლომატია გულისხმობს საკვების
გამოყენებას , კულტურის პოპულარიზაციისთვის , იმიჯის ჩამოყალიბებისთვოს ,
უცხო საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებისათვის.
ერთად ჭამას და დალევას შეუძლია ურთიერთობების გამოსწორება ეს ეხება
როგორც საერთაშორისო დიპლომატიას, ასევე ადგილობრივ პოლიტიკას.

"გულებისა და გონების მოსაგებად ყველაზე მარტივი გზა კუჭის გავლითაა"

2017 წელს სი ძინპინის და ტრამპის შეხვედრისას ფლორიდაში აშშ-ის


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს სირიის ავიაბაზის
დაბომბვის შესახებ, დესერტის დროს უთხრა.

„მაგიდასთან ვისხედით, სადილი დავასრულეთ და დესერტს მივირთმევდით,


უგემრიელეს შოკოლადის ტორტს, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ. პრეზიდენტი სი
სიამოვნებით მიირთმევდა, სწორედ ამ დროს გენერლებმა დამირეკეს. მე ვთქვი:
ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ რაღაც გითხრათ, ჩვენ ახლახან 59 რაკეტა
გავუშვით

სირიის მიმართულებით, როგორც ტრამპმა აღნიშნა ჩინეთის ლიდერი 10 წამით


დაფიქრდა, მერე კი თქვა: „კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ვიღაც ბავშვების
წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს“.

დასკვნა

თანამედროვე ჩინური დიპლომატია მიმართულია მშვიდობიანი განვითარებისკენ.

ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ჩინური დიპლომატია არ აღიქმებოდეს


გამოწვევად არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის.

ჩინეთის თანამედროვე დიპლომატია ეფუძნება გაფართოებულ ეკონომიკურ


თანამშრომლობას და ვაჭრობას დანარჩენ მსოფლიოსთან. მიუხედავად იმისა,
რომ ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიები სწრაფად განვითარდა, ჩინეთის
დიპლომატია არ გამხდარა მილიტარისტული.
2010-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო
ძალა გაიზარდა, ასევე გაიზარდა მისი ამბიცია და შესაძლებლობა, მოახდინოს
გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირება, ისე რომ ასახული იყოს
პეკინის პრიორიტეტები და ღირებულებები.

ჩინეთი, თანამშრომლობისას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ქვეყანაში არსებულ


რეჟიმებს. ქვეყანა დემოკრატიულია თუ ავტორიტარული, ჩინეთისთვის დიდი
მნიშვნელობას არ წარმოადგენს შესაბამისად, ეკონომიკურ-პოლიტიკურ
ურთიერთობებს ამყარებს ნებისმიერ ქვეყანასთან. ამის გამო ჩინეთი
განვითარებად სამყაროში პოპულარობით სარგებლობს.

ჩინეთის დიპლომატია ემყარება ღირებულებებს როგორიცაა ორმხრივი


სარგებელი სხვა სახელმწიფოზე თავდაუსხმელობის პრინციპის პატივისცემა,
შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა .

იმ მიდგომის წყალობით რომ ჩინეთი არ აიძულებს სახელმწიფოებს გაატარონ


მისთვის მოსაწონი პოლიტიკა, კრედიტების საშუალებით, ჩინეთმა სხვადასხვა
რეგიონში მნიშვნელოვნად დაიმკვიდრა ადგილი.

ჩინეთი აქტიურად ცდილობს თავი წარმოაჩინოს პასუხისმგებლიან მოთამაშედ


საერთაშორისო არენაზე- ირგებს მედიატორის როლს. გლობალური კრიზისების
დროს ცდილობს სტაბილურობის გარანტორად თავის წარმოჩენას. პანდემიის
პიროებბში ჩინეთი დახმარებას ახორციელებდა საელჩოების, კერძო
კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამედიცინო
აღჭურვილობა გადაეცა 150-მდე ქვეყანას და 4 საერთაშორისო ორგანიზაციას.

თუ წლების განმავლობაში, პეკინი სკეპტიკურად იყო განწყობილი კლიმატის


ცვლილების გასამკლავებლად მრავალმხრივი მიდგომების მიმართ, 2015 წელს
ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მზად არის კლიმატის ცვლილებას
გაუმკლავდეს პარიზის შეთანხმების პირობების შესაბამისად.

ჩინეთი მოქმედებს ისე რომ წარმოაჩინოს პატივს სცემს ყველა ქვეყნის


სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ უგულებელყოფს სხვა ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხს ვინაიდან მას აქვს ტაივანის
პრობლემა.

ჩინეთში თანდათან ვითარდება სახალხო დიპლომატია-რომლის ერთ-ერთ


ინსტრუმენტს წარმოადგენს გასტროდიპლომატია.

ინსტიტუტებში წამყვან როლს ,ვეტოს უფლებას , იყენებს ჩინეთი საკუთარი


ინტერესების რეალიზებისთვის.

ჩინეთი მულტილატერალიზმისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის


დიპლომატიურ ფილოსოფიას მისდევს.

ჩინეთი შეეცდება პასუხისმგებლიანი სახელწიფოს იმიჯის შენარჩუნებას იქამდე


სანამ მნიშნელოვნად არ გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა პეკინის
ღირებულებები ასახოს გლობალური მმართვეელობის სისტემაში.

გამოყენებული ლიტერატურა

Fitzgerald, John. “Public Diplomacy, China Style.” Mind Your Tongue: Language, Public
Diplomacy and Community Cohesion in Contemporary Australia—China Relations. Australian
Strategic Policy Institute, 2019. http://www.jstor.org/stable/resrep23070.5.
Segev, Hiddai, and Galia Lavi. “China’s Donation Diplomacy.” Institute for National Security
Studies, 2020 http://www.jstor.org/stable/resrep25543.
Godement, François, and Abigaël Vasselier. “Public Diplomacy and Lobbying: How Influential Is
China in Europe?” CHINA AT THE GATES: A NEW POWER AUDIT OF EU-CHINA RELATIONS.
European Council on Foreign Relations, 2017. http://www.jstor.org/stable/resrep21666.8.
Ilyas, Ayesha, Rahemeen Malik, and Shakeel Ahmed Ramay. “China Today: Cultural Soft Power
and Cultural Diplomacy.” China’s Cultural Diplomacy. Sustainable Development Policy Institute,
2020. http://www.jstor.org/stable/resrep29117.5.
Ilyas, Ayesha, Rahemeen Malik, and Shakeel Ahmed Ramay. “Modern Day China.” China’s
Cultural Diplomacy. Sustainable Development Policy Institute, 2020.
http://www.jstor.org/stable/resrep29117.6.
Jaivin, Linda. “SOFT POWER, HARD TIMES.” In Power, edited by Linda Jaivin, Jane Golley, Paul J.
Farrelly, and Sharon Strange, 237–42. ANU Press, 2019.
http://www.jstor.org/stable/j.ctvfrxqkv.26.
DUCHÂTEL, MATHIEU, OLIVER BRÄUNER, and ZHOU HANG. “Chinese Debates on Non-
Interference.” Protecting China’s Overseas Interests: The Slow Shift Away from Non-Interference.
Stockholm International Peace Research Institute, 2014.
http://www.jstor.org/stable/resrep19183.8.
Varrall, Merriden. “Chinese Worldviews and China’s Foreign Policy.” Lowy Institute for
International Policy, 2015. http://www.jstor.org/stable/resrep10139.
Chan, G. (2013). Power and responsibility in China’s international relations. In Y. Zhang & G.
Austin (Eds.), Power and Responsibility in Chinese Foreign Policy (pp. 48–68). ANU Press.
http://www.jstor.org/stable/j.ctt5vj73b.8
Jakobson, Linda. “China’s Diplomacy toward Africa: Drivers and Constraints.” International
Relations of the Asia-Pacific 9, no. 3 (2009): 403–33. http://www.jstor.org/stable/26159445.
Chen, Gang. “CHINA’S DIPLOMACY ON CLIMATE CHANGE.” The Journal of East Asian Affairs 22,
no. 1 (2008): 145–74. http://www.jstor.org/stable/23257877.
Fitzgerald, John. “Public Diplomacy, China Style.” Mind Your Tongue: Language, Public
Diplomacy and Community Cohesion in Contemporary Australia—China Relations. Australian
Strategic Policy Institute, 2019. http://www.jstor.org/stable/resrep23070.5.
Pryke, Jonathan. “China Is Not Conducting Debt Trap Diplomacy in the Pacific—At Least Not
Yet.” East-West Center, 2020. http://www.jstor.org/stable/resrep24984.

You might also like