You are on page 1of 6

რატომ არ შეიძლება ჩინეთის მშვიდობიანი აღზევება ?

(ჯ.მირშეიმერის სტატიის ადაპტირებული ვერსია)

სტატის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას შესაძლებელია თუ არა ჩინეთის


მშვიდობიანი აღზევება ?
ცივი ომის შემდეგომ აშშ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო საერთაშორისო
სისტემაში. იგი ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ისე აწარმოებდა ომებს, რომ
შეეძლო არ გაეთვალისწინებინა სხვა დიდი სახელმწიფოების აზრი. (სპარსეთის
ყურის პირველი ომი, ბოსნია, კოსოვო, ავღანეთი და ერაყის მეორე ომი და ლიბია)
როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიცვლება და ჩინეთი გახდება მისი
თანასწორი კონკურენტი. ამისთვის კი ჯ.მირშეიმერის აზრით მნიშვნელოვანია
ჩინეთმა ამ ტემპებით გააგრძელოს განვითარება.
მომავლის პროგნოზირებისთვის ის იყენებს საერთაშორისო ურთიერთობების
თეორიას, შეტევით რეალიზმს, რომელიც ხსნის თუ როგორ იქცევიან აღმავალი
ქვეყნები და სისტემაში არსებული სახელმწიფოები ,როგორ პასუხობენ მას. მისი
აზრით შეტევითი რეალიზმი საუკეთესო თეორიაა ჩინეთის ზრდის
გასაანალიზებლად. ჩინეთი შეეცდება დომინირება მოახდინოს აზიაზე ისევე როგორც
აშშ დომინირებს დასვლეთ ნახევარ სფეროზე. აშშ დახარჯავს დიდი ძალისხმევას
რათა ჩინეთი არ გახდეს რეგიონული ჰეგემონი. ავტორის აზრით პეკინის
მეზობლები: ინდოეთი, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, რუსეთი და ვიეტნამი
შეუერთდებიან აშშ ჩინეთის შეკავების საქმეში.
შედეგი იქნება ინტენსიური უსაფრთხოების შეჯიბრი და ომის მაღალი ალბათობა.
ავტორი ხაზს უსვამს რომ ის არ საუბრობს ახლო მომავალზე. ახლა ჩინეთი არ არის
მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა და ჩინეთი თუ დღეს შევა სამხედრო კონფლიქტში
აშშ-სთან დაუშვებს დიდ შეცდომას. სტატიაში ავტორი ავითარებს შეტევითი
რეალიზმის ძირითად პრინციპებს. კერძოდ: 1. საერთაშორისო სისტემა ანარქიულია,
რაც იმას ნიშნავს რომ სისტემა შედგება დამოუკიდებელი პოლიტიკური
ერთეულებისაგან, რომელსაც არ ჰყავთ ზემდგომი ხელისუფლება. 2. სახელმწიფოებს
ბუნებრივად გააჩნიათ აგრესიის იარაღი - სამხედრო ძალა. ზოგს დიდი და ძლიერი
ზოგს პატარა და სუსტი. 3. სახელმწიფოები ვერასდროს იქნებიან დარწმუნებული თუ
რა განზრახვები აქვთ სხვა სახელმწიფოებს. არცერთ სახელმწიფოს არ ააქვს გარანტია,
რომ თავს არ დაესხმება მეორე სახელმწიფო. 4. სახელმწიფოების ძირითადი მოტივი
არის თვითგადარჩენა. 5. სახელმწიფოები არიან რაციონალური აქტორები. ისინი
შეიძლება შეცდნენ, რაღაცები ვერ გათვალონ, მაგრამ ძირითადად მაინც
რაციონალურად იქცევიან.
ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებიდან გამომდინარეობს ის რომ სახელმწიფოებს
მუდმივად ეშინიათ ერთმანეთის. ისინი დამოკიდებულნი არიან მხოლოდ საკუთარ
თავზე. ისინი მოქმედებენ თვით დახმარების რეჟიმში. ამიტომ ისინი ცდილობენ
გაზარდონ მათი ძალა. რაც უფრო ძლიერია სახელმწიფოს სამხედრო ძალა მით უფრო
დაცულია იგი. სახელმწიფოს მიზანია გახდეს ჰეგემონი სისტემაში. ის თვლის რომ
დიდი სახელმწიფოებს შეუძლიათ მხოლოდ იყვნენ რეგიონალური ჰეგემონები,
გლობალური ჰეგემონია შეუძლებელია პლანეტის გეოგრაფიის გამო.
ჯ.მირშეიმერი ვარაუდობს რომ ჩინეთი შეეცდება მაქსიმალურად გაზარდოს თავისი
ძალები რეგიონის ისეთი დიდი სახელმწიფოებთან შედარებით როგორიცაა: იაპონია,
ინდოეთი, რუსეთი. უფრო ძლიერი ჩინეთი სავარაუდოდ შეეცდება ამერიკის აზიის
რეგიონიდან გაძევებას. დაახლოებით ისე როგორც თავის დროზე აშშ მოიქცა მე-19
საუკუნეში როცა ევროპული სახელმწიფოები გააძევა დასავლეთის
ნახევარსფეროდან. ჩინეთის ლიდერები ფიქრობენ რომ აშშ-ს არ ააქვს უფლება
ჩაერიოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე არსებულ ტერიტორიულ დავაში. 2010 წელს ისინი
ეწინააღმდეგებოდნენ აშშ მონაწილეობას ყვითელ ზღვაში გამართულ
წვრთნებში. ყვითელი ზღვა რომელიც ჩინეთსა და კორეის ნახევარკუნძულს შორის
მდებარეობს ჩინეთი თავის გავლენის სფეროდ მიაჩნია. აშშ იძულებული იქნა
სამხედრო წვრთნები იაპონიის ზღვაში განეხორციელებინა. ეს წვრთნები
მიმართული არ იყო ჩინეთის წინააღმდეგ არამედ იყო პასუხი ჩრდილოეთ
კორეის აგრესიულ ქმედებებზე.

საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩინეთს სურს აშშ საზღვაო ძალების
გაძევება ე.წ. კუნძულების პირველი ჯაჭვის მიღმა. რაც საშუალებას მისცემს მას
გადაკეტოს სამხრეთ ჩინეთის და ყვითელი ზღვა. ასევე ჩინეთში საუბრობენ აშშ
საზღვაო ძალების კუნძულების მეორე ჯაჭვის მიღმა გაყვანაზე. რომელიც მოიცავს
ტერიტორიას იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროდან გუამამდე და ქვევით მალაკას
კუნძულებამდე. (იხილე დანართი)

ეს მიზნები კარგია ჩინეთის სტრატეგიისათვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,


რომ ჩინეთი მიაღწევს მას. ჩინეთი ისურვებდა სამხედრო თვალსაზრისით სუსტ
ინდოეთს, იაპონიას და რუსეთს ისევე როგორც აშშ ურჩევნია სუსტი მექსიკა და
კანადა. რატომ უნდა მოითმინოს ძლიერმა ჩინეთმა აშშ საზღვაო ძალები მისი
გავლენის სფეროში? ისე როგორ აშშ თვლიდა საფრთხედ სხვა ქვეყნების სამხედრო
ძალებს მისი ტერიტორიის სიახლოვეს რატომ უნდა იგრძნოს ჩინეთმა თავი
დაცულად როცა ამერიკის სამხედრო ძალები მის ზღურბლთან დგას? აშშ-ზე
ნაკლებად ნაციონალისტები არიან? ან სხვაზე ნაკლებად აღელვებთ გადარჩენა?
ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მართალია ჩინეთის აღზევება აშფოთებს მის
მეზობლებს და აშშ-ს, მაგრამ ჩინეთის მხრიდან სახეზე გვაქვს ჭკვიანური სტრატეგია
რომ მიაღწიოს მის მიზნებს მშვიდობიანი გზით. უმჯობესია მან გააგრძელოს
ეკონომიკური ზრდა და თავი აარიდოს სამხედრო კონფლიქტს აშშ-თან. ასევე არ
ჩაერთოს ტერიტორიულ დავებში მეზობლებთან. მირშეიმერი კი ფიქრობს რომ ეს
მიდგომა არ იმუშავებს მომავალში. ვინაიდან უკვე გვაქვს მყარი ფაქტები რომელიც ამ
მოსაზრებას ეწინააღმდეგება. 2009 წლამდე ჩინეთი ახერხებდა თავი აერიდებინა
კონფლიქტებისგან და არ წარმოექმნა შიში მის მეზობლებში. მაგრამ 2009 წლის
შემდეგ ის ჩაერთო ტერიტორიულ დავებში მეზობლებთან. ეს კი გამოწვეულია იმით,
რომ მიუხედავად იმისა თუ რა სიგნალს გააგზავნის ჩინეთი მის მეზობლები
ვერასდროს იქნებიან დარწმუნებული თუ რა ზრახვები აქვს ჩინეთს ახალ ან მის
მმართველ ელიტას მომავალში. მისი მეზობლები აკვირდებიან ჩინეთის
შესაძლებლობების ზრდას, მისი ეკონიმიკის აღმავლობას და სამხედრო ძალის ზრდას
და აცნობიერებენ რომ მათ ცხოვრება მოუწევთ ახალ სუპერ სახელმწიფოსთან.
ვითარებას ამწვავებს ე.წ. უსაფრთხოების დილემა. როდესაც ერთი სახელმწიფოს მიერ
მისი უსაფრთხოების ზრდა იწვევს მეორე სახელმწიფოს უსაფრთხოების შემცირებას.
ყველაფერს რასაც ჩინეთი აკეთებს თავისი სამხედრო შესაძლებლობის
გასაძლიერებლად, პეკინში აღიქმება როგორც თავდაცვითი თავისი არსით, მაგრამ
იგივე ფაქტი ტოკიოში, ჰანოიში ან ვაშინგტოში აღიქმება როგორც შეტევით
შესაძლებლობის ზრდა. მეტიც შეიძლება ვივარაუდოთ ჩინეთის ირგვლივ
კონფლიქტების გამწვავება გამოწვეულია იმით რომ მისი მეზობლები ხედავენ რა
ჩინეთის ამ სწრაფ ზრდას ფიქრობენ, რომ მათ შორის არსებული ტერიტორიული
დავები უმჯობესია ახლა გადაწყდეს ვიდრე მომავალში როცა ჩინეთი გაცილებით
ძლიერი იქნება.
ჯ. მირშეიმერი საუბრობს კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე. ის ფიქრობს რომ
ისეთი ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი, იაპონია და პატარა ქვეყნები: სინგაპური,
ვიეტნამი და სამხრეთ კორეა - აშინებთ ჩინეთის ზრდა. მისი აზრით არსებობს
რეალური ფაქტები რომელიც მიუთითებს რომ ეს ქვეყნები ფიქრობენ ჩინეთის
შეკავებაზე. ის სვამს კითხვას, რა არის აშშ საუკეთესო სტრატეგია, ჩინეთის აზიაში
დომინირების პრევენციისთვის? იქვე პასუხობს რომ ყველაზე ოპტიმალური
სტრატეგია არის შეკავების სტრატეგია. რომელიც გულისხმობს აშშ კონცენტრირებას
იმაზე რომ ჩინეთმა არ გამოიყენოს მისი შეირაღებული ძალები ტერიტორიების
დასაპყრობად და ზოგადად გავლენის გასავრცელებლად აზიაში. ამისთვის აშშ
დაიწყებს ალიანსების შექმნას ჩინეთის მეზობლებთან. შეკავების სტრატეგია უფრო
თავდაცვითი სტრატეგიაა, რადგან იგი არ გულისხმობს ომს ჩინეთთან. პირიქით ის
ომის ალტერნატივაა, მაგრამ ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ასევე ამ
სტრატეგიის დროს აშშ შეიძლება ქონდეს სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. როგორც
დიდი ბრიტანეთს და რუსეთს ჰქონდა გერმანიასთან პირველი მსოფლიო ომის წინ.
შეკავების სტრატეგიის გარდა თეორიულად არის სამი სტრატეგიული
ალტერნატივა. პირველი პრევენციული ომი. მერე ისეთი პოლიტიკის წარმართვა
რომელიც შეანელებს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას. მესამე რეჟიმის შეცვლისკენ
მიმართული პოლიტიკის გატარება.

ავტორის აზრით პრევენციული ომი სტრატეგია წარუმატებელი იქნება იმ მარტივი


მიზეზის გამო, რომ ჩინეთს აქვს ბირთვული იარაღი. იმ შემთხვევაშიც კი რომ ჩინეთი
არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს რთულია წარმოვიდგინოთ რომ აშშ დაიწყოს
პრევენციული ომი ჩინეთის წინააღმდეგ რომელსაც ორ მილიონზე მეტი ჯარისკაცი
ყავს.

ეკონომიკური ზრდის შენელება უფრო საინტერესო სტრატეგიაა ვიდრე ბირთვული


ომის დაწყება, მაგრამ ესეც შეუძლებელია ამერიკის ეკონომიკისთვის ზიანის
მიყენების გარეშე. თეორიულად ამან შეიძლება იმუშავოს თუ აშშ იპოვის სხვა სავაჭრო
პარტნიორს და ჩინეთი ვერა. რეალობაში ეს შეუძლებელია, ვინაიდან სხვა
სახელმწიფოები გააქტიურებენ ვაჭრობას ჩინეთთან და დიდი ენთუზიაზმით
ჩაანაცვლებენ აშშ ინვესტიციებს. მაგალითად ევროპის ქვეყნები რომლებიც
პირდაპირ საფრთხეს არ გრძნობენ ჩინეთიდან.

ხოლო მესამე ალტერნატიული სტრატეგია გულისხმობს იმას რომ აშშ დაამხოს


ჩინეთის მხარდამჭერი რეჟიმები. მეტიც წაახალისოს შიდა დაძაბულობა. მაგალითად
თუ პაკისტანი არის ჩინეთის გუნდში, რაც შესაძლებელია მომავლში ასეც იყოს, აშშ
შეუძლია ხელი შეუწყოს რეჟიმის ცვლილებას ისლამაბადში და ხელისუფლებაში პრო
ამერიკული ძალა მოიყვანოს ან ხელი შეუწყოს ირიდენტური ჯგუფების საქმიანობას
სინჯიანის და ტიბეტის პროვინციებში. მირშეიმერი ფიქრობს რომ ამ სტრატეგიას არ
ექნება დიდი გავლენა ჩინეთზე, ისე როგორც ცივი ომის დროს არ ქონია დიდი
გავლენა ძალთა ბალანსზე აშშ და საბჭოთა კავშირს შორის. ამიტომ ის თვლის რომ
შეკავების სტრატეგია უფრო ოპტიმალური ვარიანტია ამერიკისთვის. ის ფიქრობს
რომ ძალიან დაბალი ალბათობაა იმის რომ ჩინეთის ისეთი ძლიერი გახდეს, რომ აშშ
ვერ შეძლოს მისი შეკავება.

იმის კითხვა რას გააკეთებენ ჩინეთის მეზობლები? ისინი შეეცდებიან


დააბალანსონ თუ მიეტმასონონ ჩინეთს? არის მოსაზრება რომ შეიძლება
სახელმწიფოების ნაწილმა ეგრეთწოდებული ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.
მირშეიმერი ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია არა მარტო იმიტომ რომ პეკინი და
ვაშინგტონი დიდ ზეწოლას მოახდენენ მათზე რათა აირჩიონ მხარე, არამედ
იმიტომაც რომ ამ პატარა სახელმწიფოებს ესაჭიროებათ ძლიერი მფარველი თუ მათ
უსაფრთხოებას რამე დაემუქრება. ის ფიქრობს რომ სახელმწიფოების უმეტესობა
უპირატესობას ანიჭებენ რა გადარჩენას შეეცდებიან ჩინეთის დაბალანსებას. მიზეზი
მარტივია, ჩინეთი წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს აზიური სახელმწიფოებისთვის
ვიდრე აშშ. სახელმწიფოები აბალანსებენ უფრო საშიშ მოწინააღმდეგეს ვიდრე
მიეტმასნებიან მას. ჩინეთი უფრო საფრთხედ აღიქმება გეოგრაფიული ფაქტორის
გამო. მსგავსი სიტუაცია იყო ცივი ომის დროს ევროპაში, საბჭოთა კავშირის
გეოგრაფიულ მდებარეობის გამო. მიუხედავად იმისა რომ აშშ კვლავ რჩება ძლიერ
მოთამაშედ აზიაში და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ სისტემაში ის არ არს აზიური
სახელმწიფო ამდენად ნაკლებად აშინებს მათ. აშშ ძალიან შორსაა რომ ამ რეგიონის
დაპყრობა განახორციელოს. მართალია მან ორი ომი აწარმოა (კორეის და ვიეტნამის)
რეგიონში მაგრამ მას არ შეუძლია აზიის ქვეყნები დაპყრობა და დამორჩილება ისე
როგორც ძლიერ ჩინეთს ხელეწიფება. რაც აზიის ქვეყნებს აღელვებთ არის ის რომ
იქნება თუ არა აშშ მათ გვერდით როცა ჩინეთთან კრიზისი დაიწყება ? და არ
ამერიკელი სამხედროები მათ შეუტევენ და დაიპყრობენ. ამ შიშებზე პასუხი იყო 2011
წელს ობამას პოლიტიკა "აზიისკენ მიბრუნება".

ჯ. მირშეიმერი ფიქრობს რომ თუ სინო-ამერიკული შეჯიბრი დაიწყება


უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მას ექნება რამოდენიმე შემადგენელი
კომპონენტი: პირველი კრიზისი, რომელიც შეიძლება ომში გადაიზარდოს, მეორე
შეირაღების ზრდა. ორივე დიდი სახელმწიფო და ჩინეთის მეზობლები დაიწყებენ
სამხედრო ბიუჯეტის ზრდას. ასევე უნდა ველოდოთ ე.წ. პროქსი ომებს როდესაც აშშ
და ჩინეთის მოკავშირეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე ორივე მხარე
შეეცდება გამოიყენონ შესაძლებლობა და შეცვალონ რეჟიმები რომლებიც მათთვის
მიუღებელია. ასევე შესაძლოა მხარეებმა გამოიყენოს "სისხლისგან დაცლის"
სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მოწინააღმდეგის შეტყუებას ძვირადღირებულ
და სულელურ ომში. ღია და დახურული დოკუმენტები რომელიც ეხება სამხედრო
სტრატეგიას, განსაზღვრავს მეორე სახელმწიფოს როგორც საშიშ მოწინააღმდეგეს
რომელსაც წინ უნდა აღუდგნენ. ასევე აშშ და ჩინეთის ანალიტიკური ცენტრები
რომლებიც იკვლევენ ეროვნულ უსაფრთხოებას თავიანთი საქმიანობის დიდ ნაწილს
დაუთმობენ სუპერ სახელმწიფოების დაპირისპირების შესწავლას.
ასევე შესაძლებელია აშშ და ჩინეთმა დააწესოს ბარიერები ცალკეული
ვიზიტორებისთვის. აშშ იმ ჩინელ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ ისეთ
საგნებს რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ახალი იარაღის წარმოებაზე და ამ
გზით შეცვალოს ძალთა ბალანსი შეზღუდვებს დაუწესებს.
ავტორი ძირითად კონტრარგუმენტებს მისი მოსაზრების წინააღმდეგ ასევე
განიხილავს. პირველი მოსაზრება არის ჩინეთის ე.წ. "კონფუციური კულტურა".
ჩინელი პოლიტიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ კონფუციანიზმი ავრცელებს
არა მარტო მორალურ სათნოებას და ჰარმონიას, ასევე ის თავის თავში გამორიცხავ
ყოველგვარ აგრესიას მეზობლების მიმართ.
მირშეიმერი ასკვნის რომ ისტორიულად ძალიან ცოტა მტკიცებულება მოიპოვება
რომ ჩინეთი საერთაშორისო პოლიტიკაში იქცეოდა კონფუციანიზმის პრინციპებზე
დაყრდნობით. მეტიც მსგავსად ევროპული ქვეყნებისა ისიც თავისი მეზობლების
წინააღმდეგ აგრესიულად იქცეოდა. იგი იზიარებს მოსაზრებას რომ ჩინეთისთვის
დამახასიათებელია ე.წ. "ომის მზადების პარადიგმა" (“parabellum paradigm” ) რაც
არაფრით განსხვავდება რეალპოლიტიკისაგან. ასევე კონფუციანიზმი არ
გამორიცხავს სამართლიან ომს. ეს მოძღვრება არის უსამართლო ამორალური ომის
წინააღმდეგი, მაგრამ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას სამართლიანი
მიზნებისათვის. ბოლოს ის ასკვნის კონფუციანიზმი ამერიკული ლიბერალიზმის
მსგავსად ეხმარება ჩინელ პოლიტიკოსებს ისაუბრონ როგორც იდეალისტებმა და
იმოქმედონ როგორც რეალისტებმა.
ასევე ჯ. მირშეიმერი თვლის რომ ლიბერალური
ურთიერთდამოკიდებულების თეორია აყენებს სერიოზულ არგუმენტებს მისი
თეორიის წინააღმდეგ. ის ცდილობს ამ არგუმენტების გაბათილებას.
ლიბერალური თეორიის მიხედვით აშშ-ს ჩინეთს და მის მეზობლებს შორის
კონფლიქტის ალბათობა დაბალია ვინაიდან მათი ეკონომიკები მჭიდროდ არიან
ურთიერთ დაკავშირებული. კონფლიქტის შემთხვევაში ყველა მათგანის
კეთილდღეობას ზიანი მიადგება. კეთილდღეობა თანამედროვე სახელმწიფოების
მიზანია. საზოგადოება ელოდება მათგან რომ უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაემშვიდბებეინა ხელისუფლებას. ასეთ
მოცემულობაში მხოლოდ არარაციონალურ ლიდერს შეუძლია ომის დაწყება.

იმის კითხვა არის კი ურთიერთ დამოკიდებულების თეორია ისეთი უნივერსალური


რომ მან ყველა გარემოებაში იმუშავოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც
სახელმწიფოებს უსაფრთხოების პრობლემა უდგათ? რომ გამდიდრდე ამისთვის ჯერ
უნდა გადარჩე. ასევე არანაირი გარანტია არ არსებობს რომ ეს მდგომარეობა დიდხანს
შენარჩუნდება და სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ომები არ დაიწყება, 1 ასევე ერთ
ერთი არგუმენტი ამ თეორიის წინააღმდეგ არის ის რომ სახელმწიფოები ხშირად
იწყებენ ომს იმ მიზნით , რომ ის მოუტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და
სტრატეგიულ წარმატებას. ამ კონტექტსში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული
დაპირისპირებაში შესაძლოა გამოყენებული იქნეს ძალა.

სურათს რომელსაც მირშეიმერი ხატავს შესაძლებელია მოხდეს თუ ჩინეთი


გააგრძელებს ეკონომიკის ზრდას. სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკა საშიში
საქმეა. მაგრამ სოციალური მეცნიერების საუკეთესო თეორიასაც კი არ შეუძლია
სრულად ახსნას წარსული და გამოიცნოს მომავალი. იმედი ვიქონიოთ რომ ჩინეთის
ეკონომიკური და სამხედრო ზრდა საწინააღმდეგოს დაამტკიცებს ვიდრე მისი
თეორიები ამტკიცებენ.

1
ეს სტატია დაწერილია 2014 წელს, დღეს კი უკვე სახეზე გვაქს სავაჭრო ომის აშშ და ჩინეთს შორის

You might also like