You are on page 1of 3

მარიამ ჭანიშვილი 2019

ჩინეთის რესპუბლიკა - ტაივანი

საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოს გარდა სხვა სუბიექტებიც ჰყავს, როგორიცაა


საერთაშორისო ორგანიზაციები, თვითგამორკვევისთვის მებრძოლი ხალხი და ზოგჯერ
ფიზიკური პირებიც. ამასთან, არსებობს სხვა სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები,
რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოს სტატუსი და მათ sui generis სუბიექტებად ვიცნობთ.
ერთ-ერთი ასეთი სუბიექტია ტაივანი. ეს არის ერთგვარი დე ფაქტო წარმონაქმნი,
რომელსაც სახელმწიფოთა გარკვეული რაოდენობა აღიარებს, თუმცა უმეტესობა და
მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მას არ აღიარებს.

ტაივანი არ შექმნილა როგორც ცალკე სახელმწიფო და მის ჩამოყალიბებას


განსხვავებული ისტორია აქვს. ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანის ერთგვარი
წინამორბედი) დაარსდა 1911 წელს და აკონტროლებდა კონტინენტალური ჩინეთის
დიდ ნაწილს და მონღოლეთს. ის იყო გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და
განსხვავდებოდა დღეს არსებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.
1949 წლის 1 ოქტომბერს, სამოქალაქო ომისა და პეკინში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის შექმნის გამოცხადების შემდეგ, ჩან კაი-ში, ძაინ ძინ-გოსთან ერთად
სამუდამოდ დატოვა მატერიკული ჩინეთი და ტაივანზე გადავიდა, სადაც გააგრძელა
მმართველობა. მისი კონტროლის ქვეშ ასევე დარჩა პენხუ, ცზინმენი, მაცზუ და
ტაივანთან ახლოს მდებარე სხვა პატარა კუნძულები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის
რესპუბლიკას ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფაქტობრივი იურისდიქცია ჰქონდა, 1970-
იანებამდე მას აღიარებდნენ, როგორც მთელი ჩინეთის კანონიერ მმართველს. ასევე,
რესპუბლიკის წარმომადგენელი 1971 წლამდე გაეროში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის წარმომადგენელის მაგივრად იყო. 1971 და 2007 წლებში ტაივანი
ცდილობდა გაეროში წევრობის აღდგენას, პირველად ჩინეთის რესპუბლიკის, ხოლო
მეორედ ტაივანის სახელით რაც უშედეგო აღმოჩნდა. დღეისათვის კი მხოლოდ 18
სახელმწიფო აღიარებს ტაივანს, რომელთა უმრავლესობაც აფრიკის კონტინენტზე
მდებარეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ ვატიკანიც აღიარებს ტაივანს და მასთან
დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი არ არის სახელმწიფო, გარკვეულ საერთაშორისო


შეთანხმებებსა და ნორმებში ის იკვეთება როგორც საერთაშორისო ერთეული,
მაგალითად: საინვესტიციო ერთეული, თევზჭერის რეგულირების ერთეული,
მეტეოროლოგიური ერთეული და სამოქალაქო საავიაციო ერთეული. ამასთან, იგი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს როგორც ტაივანი, მისი სუბიექტის
მკაფიო განსაზღვრის გარეშე. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ტაივანი შესაძლოა
განვიხილოთ, როგორც თვითგამორკვევის უფლების ერთეული. ვინაიდან 1949 წლიდან
მარიამ ჭანიშვილი 2019

მასზე ჩამოყალიბდა ცალკე ხალხი და ხელისუფლება, რომელთაც აქვთ უფლება


იბრძოლონ თვითგამორკვევისათვის.

მთავარი პრობლემა, რის გამოც დღემდე გაურკვეველია ტაივანის სტატუსი და


მოვიხსენიებთ მას როგორც sui generis სუბიექტად მდგომარეობს იმაში, რომ ტაივანი
ათწლეულების მანძილზე მიიჩნევდა, რომ ის იყო ჩინეთის რესპუბლიკა. მას სურდა
სახელმწიფოების მხრიდან მისი როგორც ჩინეთის რესპუბლიკის აღიარება. თუმცა, ეს
მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა და ამიტომაც, ბოლო პერიოდში ტაივანმა შეცვალა
პოლიტიკა და უკვე ცდილობს ჩამოყალიბდეს როგორც ცალკე სუბიექტი. ცხადია,
ყველაზე დიდი პრობლემა და კონფლიქტი ამ ერთეულს ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკასთან აქვს და ჰქონდა რაც ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა.
თუმცა, ამ კუთხით გარკვეული პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა, რაც 2015 წელს ამ
ორი მხარის სინგაპურში შეხვედრის გამოიხატა, ამ შეხვედრას Ma–Xi meeting-ის
სახელით ვიცნობთ.

ზოგადად, sui generis სუბიექტებზე საუბრისას ჩინეთი ყველაზე გამორჩეულია,


ვინაიდან ორი მსგავსი სუბიექტი ჰონგ-კონგი და ტაივანი შეიქმნა მისგან და არსებობენ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად. თუმცა, როგორც ვხედავთ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ საკითხების მშვიდობის შენარჩუნებისა და
დემოკრატიის პრინციპების ჭრილში უყურებს. ცნობილია, რომ მას ისევე როგორც
ტაივანს დიდი სამხედრო და ეკონიმიკური რესურსი აქვს, თუმცა მათ შორის არ აქვს
ადგილი სამხედრო დაპირისპირებას, რაც საკმაოდ პროგრესულ მიდგომად მიმაჩნია.
მიუხედავად ამისა, დიდი და არამარტო დიდი სახელმწიფოები ტაივანის საკითხს
კომპლექსურად აღიქვამენ. სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არსებობა
განაპირობებს იმას, რომ ტაივანს მხოლოდ 18 სახელმწიფო აღიარებს და ეს
სახელმწიფოებიც აღარ განიხილავენ მას როგორც ჩინეთის სახელმწიფოს, ისინი
აღიარებენ მას როგორც ტაივანს. ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნები ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკასთან არსებული ურთიერთობების გამო თავს იკავებენ ტაივანის
აღიარებისა და მკაფიო პოზიციების გამოხატვისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს არ აქვს სახელმწიფოს სტატუსი და მისი


სუბიექტურობაც საკმაოდ კომპლექსური და ბუნდოვანია და მისი არსებობა ჯერ ერთ
საუკუნესაც არ ითვის, ის ერთ-ერთი მოწინავე ერთეულია მსოფლიოში.
ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ტაივანს მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. მეოცე საუკუნის შუა წლებში არსებული
ჰიპერინფლაცია და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანამ უცხოეთიდან მიღებული
ფინანსური დახმარებით და საბაზრო ეკონომიკაზე კონცენტრირებული რადიკალური
რეფორმებით დაძლია. წარმატების ერთ- ერთ საზომად 1952 - 1982 წლების შუალედში
არსებული საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეგვიძლია მივიჩნიოთ,
რომელმაც 8.7% პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2016
მარიამ ჭანიშვილი 2019

წლის მონაცემებით, ტაივანის მშპ $508, 849 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო


ქვეყნების ჩამონათვალში 23-ე ადგილზეა. ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ-ის
რაოდენობა კი 46,883 დოლარია, რითაც ტაივანი გერმანიასთან ერთად მე-19 ადგილს
იკავებს. ტაივანის მოსახლეობა 23,51 მილიონ ადამიანს შეადგენს, აზიის კონტინენტზე
ეკონომიკის სიდიდით კი რიგით მე-5 ქვეყანაა.
2016 წლის აგვისტოში დაუსაქმებელთა რაოდენობამ რეკორდულად დაბალი
მაჩვენებელი, 3,9% შეადგინა. ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, ის გამოირჩევა
მრავალრიცხოვანი მოსახლეობით და საკმაოდ ძლიერი სამხედრო რესურსებით.

საინტერესოა, ზემოხსენებულის გათვალისწინებით სჭირდება თუ არა საერთოდ


ტაივანს სახელმწიფოს სტატუსი იმისათვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს
საერთაშორისო სამართალში, ვინაიდან სტატუსის არქონის მიუხედავად ის საკმაოდ
ძლიერი მოთამაშეა. მიმაჩნია, რომ ტაივანის მაგალითი არის საერთაშორისო
სამართლის განვითარებისა პროგრესულობის ერთ-ერთი გამოხატულება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო
„ნებას აძლევს“ მას იარსებოს დამოუკიდებლად და ათწლეულების მანძილზე არ
რეაგირებდა ტაივანის განცხადებებსა და მოთხოვნებზე, რითაც ის ჩინეთის
რესპუბლიკად აღიარებას და გამოცხადებას ითხოვდა. მონტევიდეოს კონვენციით
ჩამოყალიბებული ელემენტების მიხედვით ტაივანი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს,
რომელიც სუბიექტის სახელმწიფოდ აღიარებას გულისხმობს, ამიტომაც, ტაივანის
შეცვლილი მიდგომა შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს და გარკვეული დროისა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შემდეგ
შესაძლოა ის ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო ტაივანი და მოიპოვოს აღიარება
სახელმწიფოებისგან.

You might also like