You are on page 1of 12

ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვა

Case Brief

საგანი - ხალხთა თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის


პრინციპების თანაფარდობა თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის კონტექსტში

0
თბილისის სახელმწიფო
ავტორი - ანრი კურდღელაშვილი 16 იანვარი 2019
უნივერსიტეტი
სარჩევი

I. საქმე - აღმოსავლეთ ტიმორი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ...........................................2

II. საქმე - ესპანეთის პრემიერ მინისტრი კატალონიის პარლამენტის წინააღმდეგ............................4

III. საქმე - რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება......................8

1
I. საქმე - აღმოსავლეთ ტიმორი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ

ჰააგის საოლქო სასამართლო

გადაწყვეტილება დასაშვებობაზე
21 თებერვალი, 1980 წელი

მხარეები - აღმოსავლეთ ტიმორი, გაერთიანება „ფრეტილინი“, 15 სხვა


ფიზიკური და იურიდიული პირი;

ნიდერლანდები;

დავის საგანი - ჩაითვლება თუ არა აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული


რესპუბლიკა სახელმწიფოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვით?

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები

1. 1975 წლის 7 დეკემბერს ინდონეზია შეიჭრა აღმოსავლეთ ტიმორში და


მოახდინა დამოუკიდებელი აღმოსავლეთ ტიმორის რევოლუციური
მთავრობის (ფრეტილინის) დამხობა.

2. 1975 წლის 21 აგვისტოს, ნიდერლანდების მთავრობამ გამოსცა ინდონეზიაში


ორი სახედრო ხომალდის ექსპორტირების ლიცენზია.

3. აღნიშნული ფაქტის პასუხად, აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული


რესპუბლიკის და გაერთიანება ფერტილენის წარმომადგენლებმა საჩივრით
მიმართეს ჰააგის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ინდონეზიაში
სამხედრო ხომალდების ექსპორტირების ლიცენზიის გაუქმება. მათი თქმით,
ინდონეზიაში სამხედრო ხომალდების ექსპორტირება ეწინააღმდეგებოდა
თავად ნიდერლანდების მიერ გაცხადებულ საერთაშორისო პოლიტიკას,
რომლის თანახმად, იგი კრძალავდა იარაღის მიწოდება შეირაღებულ
კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოსთვის.

4. მომჩივანი მხარის, აღმოსავლეთ ტიმორის, მტკიცებით, ინდონეზია 1975


წლის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ ძალისმიერი მეთოდებით
ახორციელებდა აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის ჩაგვრას.
2
5. საჩივრის საპასუხოდ, ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ
აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიულ რესპუბლიკას არ ჰქონდა მიმდინარე
სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილება და მისი
საჩივარი უნდა გამოცხადებულიყო დაუშვებლად, რადგანაც აღმოსავლეთ
ტიმორი არ არსებობდა დამოუკიდებელი სახელწიფოს ფორმით, ხოლო
იარაღის ექსპორტის ლიცენზიის გაუქმებს მოთხოვნის უფლება მხოლოდ
სახელმწიფოებს წარმოეშობოდათ.

6. გაერთიანება ფერტილენის მტკიცებით, ოკუპაციამდე 10 დღის განმავლობაში


აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა აკმაყოფილებდა
საერთაშორისო სამართლით დადგენილ სახელმწიფოებრიობის
კრიტერიუმებს და ითვლებოდა სახელმწიფოდ.

სასამართლოს პოზიცია / გადაწყვეტილების დასაბუთება

7. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ აღმოსავლეთ ტიმორის


დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიჩნევის საკითხი უნდა განხილულიყო
საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სახელმწიფოებრიობის
ფაქტობრივი კრიტერიუმების შესაბამისად და მათი განმარტების
საფუძველზე.

8. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა ნიდერლანდების ან/და ზოგადად


საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღმოსავლეთ ტიმორის
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე. თუმცა, საერთაშორისო
საზოგადოების წევრთა უმრავლესობის თავშეკავება აღმოსავლეთ ტიმორის
აღიარების საკითხზე და ამ უკანასკნელი არ აღიარება დამოუკიდებლ
სახელმწიფოდ წარმოქმნიდა პრეზუმფციას, რომ აღმოსავლეთ ტიმორი არ
აკმაყოფილებდა დადგენილ სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებს.

9. საყურადღებოა, როგორც აღმოსავლეთ ტიმორის და გაერთიანება


ფრეტილინის წარმომადგენლებმა, ასევე მოპასუხე სახელმწიფომ,
ნიდერლანდებმა, გაიზიარეს პრეზუმფცია, რომ აღმოსავლეთ ტიმორის
ტერიტორია მიმდინარე სამართალწარმოების საწყის ეტაპზე სრულად
იმყოფებოდა ინდონეზიის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ანუ, აღმოსავლეთ
ტიმორს არ ჰქონდა ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლისა და სტაბილური
მმართველობის შესაძლებლობა.

3
10. ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ მალუკუს საქმეში (NV
Koninklijke Paketvaartmij v Republic of South Maluku , judgment 8 February 1951),
დაადგინა, რომ სამხრეთ მალუკუ აკმაყოფილებდა სახელმწიფოებრიობის
კრიტერიუმებს მიუხედავად დიდი ალბათობისა, რომ მის მთავრობას არ
ჰქონდა გრძელვადიანი არსებობის პერსპექტივა.

11. სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოაღნული პრეცედენტული


გადაწყვეტილება არ მიესადაგებოდა აღმოსავლეთ ტიმორისა და
ფრეტილინის სიტუაციას, რადგანაც სამხრეთ მალუკუ აკმაყოფილებდა
საერთაშორისო სამართლით დადგენილ სახელმწიფოებრიობის
კრიტერიუმებს - ჰქონდა სტაბილური და ეფექტიანი კონტროლი საკუთარ
ტერიტორიაზე.

12. სასამართლომ დაასკვნა, რომ აღმოსავლეთ ტიმორი არ აკმაყოფილებდა


სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებს მიმდინარე სამართალწარმოების
დროს და ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამგვარად,
აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის, გაერთიანება
ფრეტილინისა და სხვათა პირთა საჩივარი მიუღებლად იქნა ცნობილი ჰააგის
საოლქო სასამართლოს მიერ.

II. საქმე - ესპანეთის პრემიერ მინისტრი კატალონიის პარლამენტის წინააღმდეგ

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო

17 ოქტომბერი, 2017 წელი

მხარეები - ესპანეთის პრემიერ მინისტრი;

კატალონიის პარლამენტი;

4
დავის საგანი - ეფუძნება თუ არა კატალონიის კანონი თვითგამორკვევის
საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საერთაშორისო სამართალში
განმტკიცებულ თვითგამორკვევის უფლებას?

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები

13. 2017 წლის 6 სექტემბერს კატალონიის პარლამენტმა მიიღო


თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ექსტრაორდინალური
პროცედურა („რეფერენდუმის კანონი“). აღნიშნული კანონით განისაზღვრა
კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკითხზე
რეფერენდუმის ინიცირებისა და ჩატარების პროცედურა.

14. რეფერენდუმის კანონის მიღებიდან მეორე დღეს, 2017 წლის 7 სექტემბერს,


ესპანეთის პრემიერ მინისტრის სახელით ესპანეთის საკონსტიტუციო
სასამართლოს წარედგინა საკონსტიტუციო საჩივარი. საჩივრის ავტორი
გამოხატავდა პროტესტს კატალონიის პარლამენტის წინააღმდეგ და
მოითხოვდა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2
დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას (საქმე - „ესპანეთის მთავრობა
კატალონიის პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლის თანახმადაც
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კატალონიის პარლმანეტის 2015 წლის
9 ნომებრის რეზოლუცია კატალონიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს
ჩამოყალიბების პოლიტიკური პროცესის დაწყების შესახებ.

15. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კატალონიის პარლამენტის მიერ 2017 წლის


6 სექტემბერს მიღებული რეფერენდუმის კანონი იყო არაკონსტიტუციური
და წინააღმდეგობაში მოდიოდა, მათ შორის, ესპანეთის საკონსტიტუციო
სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან.

16. ამასთან, რეფერენდუმის კანონი ეწინააღმდეგებოდა ესპანეთის 1978 წლის


კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და შემდეგ სამართლებრივ ნორმებს:
მუხლი 1(1), 1(2), 1(3), 2 და 168. რეფერენდუმის კანონი არღვევდა
კატალონიის ავტონომიის სტატუტის 222-ე მუხლს.

17. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის კანონის პრეამბულა ეყრდნობოდა


სართაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
(„ICCPR”) და საერთაშორისო პაქტს ეკონომიკური, სოციალური და

5
კულტურული უფლებების შესახებ („ICESCR”), გაერთიანებული ერების
ქარტიის 1(2) მუხლს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს
სტატუტს, რომლებიც აღიარებდნენ თვითგამორკვევის პრინციპს.

18. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საერთაშორისო სამართალში აღიარებული


ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის თანახმად დემოკრატიული
საკონსტიტუციო სისტემის მქონე ქვეყნებზე არ ვრცელდებოდა
თვითგამორკვევის უფლება. ცალმხრივი სეცესიის უფლება აღმოცენდებოდა
კოლონიური ჩაგვრის, ხალხთა მასიური შევიწროებისა და ადამიანის
უფლებათა დარღვევის უკიდურეს შემთხვევებში. კატალონიის შემთხვევაში
კი ჩამოთვლილთაგან არც ერთს ჰქონია ადგილი. საჩივრის ავტორმა
რეფერენდუმის კონტექსტში მიუთითა უკრაინის ტერიტორიულ
მთლიანობაზე და ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმზე, რომელიც
საერთაშორისო საზოგადოებამ უკანონოდ ცნო.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი


მოითხოვდა კატალონიის რეფერენდუმის კანონის ბათილად ცნობას მისი
არაკონსტიტუციურობისა და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამობის
საფუძველზე.

სასამართლოს პოზიცია / გადაწყვეტილების დასაბუთება


20. მხარეთა პოზიციების გაცნობისა და ფაქტობრივი გარემოებების
გამოკვლევის შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ ესპანეთის
კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა ცალმხრივი სეცესიის უფლებას.
აღნიშნული უფლება ასევე არ გამხდარა ესპანეთის სამართლის სისტემის
ნაწილი სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნულ
სამართალში იმპლემენტაციის შედეგად.

21. სართაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და


საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების შესახებ აღიარებდნენ ცალმხრივი სეცესიის უფლებას მხოლოდ
გარკვეული კატეგორიის ხალხისთვის, რომლებსაც ექსპლუატაციას
უწევდნენ გარე ძალები და რომლებიც იმყოფებოდნენ გარე მმართველობის
მორჩილებაში. ცალმხრივი სეცესიის უფლება მხოლოდ ჩამოთვლილი
შემთხვევებით შემოიფარგლება, ეს განმტკიცებულია ასევე გაერთიანებული
ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციაშიც (1541 XV). აღნიშნული

6
რეზოლუციით გაცხადდა, რომ ქვეყნის ეროვნული ერთიანობისა და
ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი ან სრული რღვევის ნებისმიერი
მცდელობა ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებული ერების ქარტიის პრინციპებს
და მიზნებს.

22. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1995 წლის


რეზოლუციით (50/6) აღიარა თვითგამორკვევის უფლება, თუმცა მტკიცედ
განაცხადა, რომ ეს უფლება არ მოიცავდა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც
დაუშვებდა ან წაახალისებდა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული
მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის სრულ ან ნაწილობრივ მოშლას
და ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სახელმწიფო
პატივს სცემს და იცავს ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპს,
უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას და არ ატარებს
დისკრიმინაციულ პოლიტიკას.

23. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კატალონია სარგებლობდა


ავტონომიით და წარმომადგენლობითი უფლებებით, რომელიც
განმტკიცებული იყო ესპანეთის კონსტიტუციით, კატალონიის ავტონომიის
სტატუტით და ზოგადად ესპანეთის სამართლებრივი სისტემით.

24. სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ კატალონიელი ხალხი იყო


ესპანეთის ნაწილი და კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ესპანელი ხალხის
სუვერენული ნება გადაწყვეტდა სახელმწიფოს ტერიტორიულ
მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, კატალონიელი ხალხის
უფლებები სათანადოდ და ჯეროვნად იყო დაცული ესპანეთის
კონსტიტუციით. კატალონია სარგებლობდა ავტონომიის მაღალი ხარისხით
და ახორციელებდა მინიჭებულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას,
მათ შორის, ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად,
სასამართლომ დაადგინა, რომ რეფერენდუმის კანონი ეწინააღმდეგებოდა
ესპანეთის კონსტიტუციას და ევროკავშირის ხელშეკრულების მე-4 (2)
მუხლს, რომლის თანახმადაც დაცული უნდა იყოს ევროპული გაერთიანების
წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა.

7
III. საქმე - რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილება

31 ივლისი, 1995 წელი

დავის საგანი - რუსეთის ფედერაციის მიერ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო


ძალის გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა საერთაშორისო სამართალს და
რუსეთის კონსტიტუციას?

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები

25. 1991 – 1994 წლებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ უკანონო


სამხედრო ფორმირებები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ რუსეთის
ფედერაციის კონსტიტუციურ წესრიგს. შედეგად, დაიწყო სახელმწიფო
უწყებების მოშლა და ადამიანის უფლებათა ფართო მასშტაბიანი დარღვევა.

26. აღნიშნულმა ანტისამთავრობო შეიარაღებულმა ჯგუფებმა მოითხოვეს


ჩეჩნეთის რუსეთისგან სეცესია. თუმცა, რუსეთის კონსტიტუცია არ უშვებდა
ფედერაციაში შემავალი სუბიექტების, მათ შორის ჩეჩნეთის, სტატუსის
ცალმხრივად შეცვლას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივით,
რუსეთის ფედერალურმა უწყებებმა შეიმუშავეს ფედერაციის აქტები,
რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებას
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის მიზნით.

27. რუსეთის სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მიმართეს


საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვეს ფედერაციის აქტების
რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება, რომელი აქტების
საფუძველზეც შეიძლებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება
ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

8
სასამართლოს პოზიცია / გადაწყვეტილების დასაბუთება

28. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, თვითგამორკვევის


უფლების რეალიზაციამ არ უნდა დაუშვას ან წაახალისოს სუვერენული
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის
სრული ან ნაწილობრივი მოშლა ან დაზიანება. 1991 – 1994 წლების
მანძილზე, რუსეთის ეროვნული სამართალი უშვებდა ქვეყნის
შეიარაღებული ძალების გამოყენებას გარე საფრთხეებისაგან თავდაცვის,
საკუთარი მოსახლეობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვის
მიზნით. რუსეთის ეროვნული სამართლის თანახმად, შეიარაღებული
ძალების გამოყენება არ იყო შეზღუდული ქვეყანაში საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადებით.

29. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო


ხელშეკრულებები ითვალისწინებდნენ შეირაღებული ძალების გამოყენებას
ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით.
მაგალითად, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დამატებითი ოქმი
(protocol II) შეიცავს არასაერთაშორისო ხასიათის სამხედრო კონფლიქტში
მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ ნორმებს. 1989 წლის 4 აგვისტოს
საბჭოთა კავშირმა მოახდინა ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმის
რატიფიკაცია. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, საყოველთაოდ
აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმები და საერთაშორისო
ხელშეკრულებები, მათ შორის ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმი,
წარმოადგენდა რუსეთის ეროვნული სამართლის სისტემის განუყოფელ
ნაწილს. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციას არ მიუღია
შესაბამისი ზომები ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმის ეროვნულ
სამართალში იმპლემენტაციისთვის და დამკვიდრებისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სწორედ ეს გახდა ჩეჩნეთის
კონფლიქტის დრო ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმის ნორმათა
დარღვევის საფუძველი.

30. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე


რუსეთის სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლომ
დაადგინა, რომ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კონსტიტუციას.

9
თუმცა, ჩეჩნეთის კონფლიქტის მიმდინარეობისას მთავრობის მიერ
მიღებული ფედერაციის აქტები, რომლებიც ზღუდავდნენ ადამიანის
უფლებებს და თავისუფლებებს, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული.
სასამართლოს თქმით, მსგავსი შემზღუდველი აქტების მიღების
აუცილებელი წინაპირობა იყო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადება რაც არ მომხდარა განსახილველ შემთხვევაში.

31. ამასთან, კომპეტენციის არ არსებობის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ


არ განიხილა შეირაღებული კონფლიქტის მხარეთა მოქმედებების
შესაბამისობა ჟენევის კონვენციის დამატებით ოქმთან. თუმცა სასამართლომ
აღნიშნა, რომ რუსეთის ეროვნული კანონმდებლობა სამხედრო ძალის
გამოყენების შესახებ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო ჟენევის კონვენციის
დამატებითი ოქმის ნორმებთან.

მოსამართლე კონონოვის განსხვავებული აზრი

32. მოსამართლის თქმით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გამოყენებული იქნა


სართაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აკრძალული ომის წარმოების
სასტიკი საშუალებები. ამის მიზეზი იყო რუსეთის სამხედრო შტაბის
წარმომადგენელთა მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
ნორმათა არ ცოდნა. მაგალითად ისეთი კონვენციების როგორიცა არის:
ჟენევის კონვენცია ბრძოლის ველზე დაჭრილთა და ავადმყოფთა
გაუმჯობესების შესახებ; ჟენევის კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა
დაცვის შესახებ; ჟენევის კონვენცია საზღვაო შეირაღებულ ძალებში
დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილ პირთა
მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და ჟენევის კონვენცია სამხედრო
ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. ასევე, აღნიშნული კონვენციების
დამატებითი ოქმები.

33. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის


დაცულობის პრინციპი არ უნდა ყოფილიყო გადაულახავი დაბრკოლება
ხალხთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზებისთვის. თვითგამორკვევის
უფლება ყოველგვარი შეზღუდვისა და დათქმის გარეშე იყო განმტკიცებული
სართაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების და დაცვის მიზნით ძალის
გამოყენება დაუშვებელი იყო, მაშინ როდესაც ადგილი ჰქონდა

10
თვითგამორკვევის უფლების კანონიერ გამოხატვას. ასეთი შემთხვევა უნდა
გადაწყვეტილიყო თვითგამორკვევის კანონიერი უფლების მქონე ხალხის
სასარგებლოდ.

34. ამასთან, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვა


ეწინააღმდეგებოდა სირაკუზის პრინციპებს სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების საერთაშორისო პაქტის შეზღუდვებისა და გადახვევების შესახებ.
ამ პრინციპების თანახმად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
დაუშვებელია ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით. ეს პრინციპები არ
იქნა დაცული ჩეჩნეთის შემთხვევაში.

მოსამართლე ლუჩინის განსხვავებული აზრი

35. მოსამართლის აზრით, რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და პრეზიდენტის


მიერ შემუშავებული ფედერაციის აქტები, რომელიც ითვალისწინებდა
ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,
ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ საერთაშორისო
ვალდებულებებს.

36. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დამატებითი ოქმი (protocol II),
რომლის რატიფიკაციაც მოხდა 1989 წელს, რუსეთის ფედერაციას აკისრებდა
ვალდებულებას არ განეხორციელებინა თავდასხმა მშვიდობიან
მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე. ხსენებული კონვენციის
ნორმები არ იქნა დაცული ჩეჩნეთის კონფლიქტის შემთხვევაში.

11

You might also like