You are on page 1of 2

მარიამ სხილაძე

სახელი და გვარი

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი

გამოცდა

2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო


შენაერთების შემოჭრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო
დადგენილება, რომელშიც მიუთითა, რომ აუცილებელია, საქართველომ
დაიცვას თავი სამხედრო მოკავშირეების დახმარებით. ამავე დადგენილების
მიხედვით, საქართველომ გაწყვიტა დიპ. ურთიერთობები რუსეთთან და გააუქმა
ყველა ხელშეკრულება, გარდა ხელშეკრულებისა კულტურის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ. ამის საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ თუ
საქართველოს არ სურს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, არც რუსეთს
სურს კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების
შენარჩუნება და გააუქმა ის.
პარლამენტის დადგენილების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა
სასწრაფოდ მიიღო ბრძანება, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები
დიდ ბრიტანეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი
ხელშეკრულების დადების შესახებ და დაავალა თავდაცვის მინისტრს
მოლაპარაკებების წარმოება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის მხარე
დაარწმუნა, რომ სასწრაფოდ უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომლის
მიხედვით საქართველოზე თავდასხმა აღიქმება როგორც დიდ ბრიტანეთზე
სამხედრო თავდასხმად. საქართველოსა და ბრიტანეთის მხარეებმა ხელი
მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ის ძალაში შედის
ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 99 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების
ხელმოწერის დღეს რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა დატოვეს
საქართველოს ტერიტორია.
გავიდა 5 წელი. საქართველო პირნათლად ასრულებდა თავის
ვალდებულებებს დიდ ბრიტანეთთან, თუმცა საქართველოს პარლამენტის ერთ-
ერთმა წევრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთთან
სამხედრო ხელშეკრულება დაიდო საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით. ამის გამო, მან (სხვა 28 დეპუტატთან ერთად) შეიტანა სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ ბრიტანეთთან
ხელშეკრულება დაიდო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, რის გამოც ,
ხელშეკრულება გააუქმა. თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 12 აპრილს
შეატყობინა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ შეტყობინების დღიდან
საქართველო აუქმებს ამ ხელშეკრულებას.
2013 წლის 13 აპრილს რუსეთის სამხედრო შენაერთები შემოიჭრნენ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ...

გთხოვთ მისცეთ სამართლებრივი შეფასება მოცემულ სიტუაციას


საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის
კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
 კონვენციის 63 მ მიხედვით თუ აუცილებელი პირობა არაა მაშინ
გავლენას არ იქონიებდა დანარჩენ ხელშეკრულებებიბზე დიპ.
ურთიერთობების გაწყვეტა. რაც შეეხება საქართველოს, კულტურის
სფეროში არსებული ხელშეკრულებების გარდა, ყველა სხვა ხელშეკრულება
გააუქმა ეს ქმედება შეიძლება კანონიერად აღიქვას, რადგან რუსეთმა
უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
 იმისათვის რომ რუსეთს გაეუქმებინა ხელშეკრულებები კულტურის
სფეროში (რომელიც არაა სამხედრო ხასიათის) უნდა ყოფილიყო
არსებითი დარღვევა რაც კანზუსის ტექსტიდან არ გამოვლინდა. რუსეთის
ქმედება არასწორია.
 საქ. კანონის 11 მუხლის 1 ნაწ. მიხედვით მოლაპარაკების გამართვისა და
მისი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქართველოს
მთავრობას განკარგულების სახით. საქართველოს პრეზიდენტს არ
ჰქონდა უფლებამოსილება რომ მსგავსი გადაწვეტილება მიეღო და
თავდაცვის მინისტრისთვის დაევალებინა მოლაპარაკებების წარმოება.
შესაბამისად ეს ნაწილი დარღვევაა.
 სამხედრო ხასიათის ხელშეკრულება რადგანაა ეს ექვემდებარება
რატიფიკაციას ძალაში შესვლისთვის. ანუ, დაირღვა რადგან
ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში. ვადასთან
დაკავშირებით დარღვევა არ იკვეთება, მხარეებს გააჩნიათ სრული
დისკრეცია მასზე.
 კონვენციის 46 მუხლის 1 ნაწ. მიხედვით სახელმწიფოს არა აქვს უფლება
მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ მისი თანხმობა ხელშეკრულების
მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე გამოხატული იყო მისი
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისას ამა თუ იმ დებულებების
დარღვევით, რომელიც ეხება ხელშეკრულების დადების კომპეტენციას,
როგორც მისი თანხმობის ბათილობის საფუძველს, თუკი ეს დარღვევა არ
იყო აშკარა და არ ეხებოდა მისი შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობის ნორმებს, რომლებიც განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა. შესაბამისად ის რომ 5 წლის შემდეგ მოხდა ამის
განცხადება დარღვევაა, რადგან შემგომში არ გამოკვეთილა ისეთი
გარემოებები რაც თავდაპირველად არ ჩანდა, რაც გაამართლებდა. ეს
ნაწილი დარღვევაა.
 კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთ მეხუთედს ანუ 30 პარლამენტის წევრს (რადგან სულ 150ია).
ამიტომაც დარღვევაა მთლიანად უნდა ყოფილიყო 30 წევრი, აქ კი იყო 29
(ის ვინც წარადგინა და კიდევ 28).
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება
რომ განეხილა სარჩელი.
 ხელშეკრულების გაუქმებაზე საქ. კანონის 40 მუხლის 2 ნაწილის
შესაბამისად ოფიციალურ შეტყობინებას აკეთებს საგარეო საქმეთა
სამინისტრო რომელიც აწყობინებს მონაწილე მხარეს, და თავდაცვის
სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი ამაზე.

You might also like