You are on page 1of 1

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, რის

მიხედვითაც განისაზღვრა მთელი რიგი საკითხების სამართლებრივი რეგულირება.


ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოქმედი
ზოგიერთი კანონი იყო წინააღმდეგობაში ასოცირების ხელშეკრულებასთან. ამ
საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის აზრით ამ
კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებათა კოლიზიის დროს,
კვლავაც უნდა ემოქმედა კანონებში მოცემულ წესებს, რამდენადაც ისინი სრულ
შესაბამისობაში იყვნენ საქართველოს კონსტიტუციასთან.

 კითხვა: განსაზღვრეთ, სწორედ მსჯელობენ თუ არა პარლამენტის ის დეპუტატები,


რომელთა აზრით კანონის ნორმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა მოცემულ
სიტუაციაში. პასუხი დაასაბუთეთ.

ამოხსნა:

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საერთაშორისო


ხელშეკრულებას თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ
შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის
მიმართ. ამასთან, საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს საქართველოს საკანონმდებლო აქტების,
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ იერარქიას, რომლის თანახმად საერთაშორისო
ხელშეკრულებას და შეთანხმებას აქვს უპირატესი ძალა საქართველოს ორგანული კანონის,
პრეზიდეტის დეკრეტის, საქართველოს კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მიმართ. ამდენად, საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის აზრი, რომ კანონებისა
და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებათა კოლიზიის დროს, კვლავაც უნდა ემოქმედა
კანონებში მოცემულ წესებს, რამდენადაც ისინი სრულ შესაბამისობაში იყვნენ საქართველოს
კონსტიტუციასთან არის მცდარი. საერთაშორისო ხელშეკრულება ნორმატიული აქტების
იერარქიაში უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან
ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას მიმდინარე კანონმდებლობა უნდა იყოს
მოყვანილი შესაბამისობაში ასოცირების ხელშეკრულებასთან.

You might also like