You are on page 1of 2

თემა 3.

საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სისტემა


სტუდენტი: მაკალათია ალექსანდრე
ლექტორი: გუგავა ნატო
საგანი:საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი
ჯგუფის ნომერი: 107950b

კითხვები:

• 1. სამართლებრივი აქტის დეფინიცია


• პასუხი: სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმართველობის ორგანოს ( თაანამდებობის პირის) მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შესასრულებლად სავალდებულო
ხასიათის მქონე აქტი.

• 2. რა განსხვავებაა ნორმატიულ და ინდივიდუალური აქტებს შორის


• პასუხი: ნორმატიული აქტი ვრცელდება მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე, ხოლო
ინდივიდუალური აქტი მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ.

• 3. რა არის კოდექსი?
• პასუხი: კოდექსი კოდიფიცირებულ კანონთა, ნორამთა კრებულს წარმოადგენს.

• 4. ნორმატიული აქტის მოქმედება პირთა (სუბიექტთა) მიმართ


პასუხი: ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე
პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

• 5. რა განსხვავებაა კანონის ანალოგიასა და სამართლის ანალოგიას შორის


პასუხი: კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი
ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების
საფუძველზე. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

• 6. საქართველოს ნორმატიული აქტის მოქმედება დროშიმთავრობის


პასუხი: ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან,
ძალაში შედის, მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების
შემდეგ.
9. რა საკითხებზე მიიღება საქართველოს მთავრობის დადგენილება?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის და საკანონმდებლო აქტებზე

• 10. დაახასიათეთ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს


პრეზიდენტის დეკრეტი და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება
• პასუხი: საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, - ბრძანებას
გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში და მის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის
ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

You might also like