You are on page 1of 3

თემა 7.

უშუალო დემოკრატია და პარტიული სისტემა საქართველოში

1. ამოხსენით კაზუსები:

ა) საქართველოს მოქალაქემ 40 წლის ასაკში დატოვა საქართველოს საზღვრები და წავიდა


იტალიაში სამუშაოდ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება
დაბრუნდა საქართველოში და ნატურალიზაციით მოითხოვა მოქალაქეობის მიღება,
ვინაიდან მიაჩნდა, რომ აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო მოთხოვნას, კერძოდ,
სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას, იცოდა ისტორია, სამართალი და ამასთან, ჰქონდა
წილი საწარმოში. მიუხედავად, ყოველივე ზ/აღნიშნულისა, მას უარი ეთქვა მოქალაქეობის
მიღებაზე ( ამოხსენით კაზუსი).

ბ) ქ. ბოლნისში მოქმედებდა ქალთა გაერთიანება, რომელიც მუსულმან მანდილოსნებს


მოუწოდებდა დაეცვათ საუკუნო სამოსელი საგანმანათლებლო და შრომით
დაწესებულებებში. აინურა, რომელიც ბოლნისის გამგეობაში მუშაობდა და აღნიშნული
ქალთა კავშირის წევრი იყო, სამსახურში ტრადიციული სამოსელით ცხადდებოდა. აინურას
სამსახურის უფროსმა, მიუთითა ამ უკანასკნელს „საჯარო სამსახურში ქცევის ზოგადი წესისა
და ჩაცმის სტანდარტების შესახებ“ საქართველოს კანონზე და მოითხოვა მისგან საჯარო
სამსახურისათვის შესაფერისი სამოსელის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აინურა
განთავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. აინურამ მიიჩნია, რომ მითითებული
მოთხოვნა ზღუდავდა ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ
უფლებებს და ამ უფლებათა დაცვის მიზნით მიმართა სასამართლოს. ამოხსენით კაზუსი.

გ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ სამხარაულმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო


წინადადებით მიმართა და მოითხოვა, როგორც საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის
ძირითადი ტექსტის, ისე მთელი საკანონმდებლო მასივის საქართველოს კონსტიტუციის
პრეამბულასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ მის იმ ნაწილთან, რომელიც აცხადებს რომ
,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქები... საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-
სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით... ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”. ავტორის
განმარტებით, 1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში
საპარლამენტო მმართველობის მოდელი ფუნქციონირებდა და ამასთან, მას პრეზიდენტი არ
ჰყავდა. სამხარაულის მოსაზრებით, პარლამენტი უბრალოდ ვალდებულია მისი
წინადადებები გაიზიაროს, რამდენადაც თავად კონსტიტუციის პრეამბულა ამას პირდაპირ
მოითხოვს. პრეამბულას კი, რომელიც კონსტიტუციის არათუ შემადგენელ ნაწილს, არამედ
მის წინსართს წარმოადგენს, გაცილებით მეტი იურიდიული ძალა გააჩნია. საკანონმდებლო
წინადადებაში მოქალაქე ზურაბ სამხარაული ითხოვდა, მომხდარიყო ქვეყნის
მმართველობის წმინდა საპარლამენტო მოდელის განსაზღვრა, ასევე, პრეზიდენტის პოსტის
გაუქმება და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების სხვადასხვა სუბიექტზე
გადანაწილება. რამდენად საფუძვლიანია მოქალაქე ზურაბ სამხარაულის მოთხოვნა?

2. მოიძიეთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდება და დაახასიათეთ როგორაა ასახული


წესდებაში პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციური პრინციპები.

პასუხები :

ა) საქართველოს მოქალაქემ 40 წლის ასაკში დატოვა საქართველოს საზღვრები და წავიდა


იტალიაში სამუშაოდ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება
დაბრუნდა საქართველოში და ნატურალიზაციით მოითხოვა მოქალაქეობის მიღება,
ვინაიდან მიაჩნდა, რომ აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო მოთხოვნას, კერძოდ,
სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას, იცოდა ისტორია, სამართალი და ამასთან, ჰქონდა
წილი საწარმოში. მიუხედავად, ყოველივე ზ/აღნიშნულისა, მას უარი ეთქვა მოქალაქეობის
მიღებაზე ( ამოხსენით კაზუსი).

ა) ჰიპოტეზა - ჩვენ ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ვხედავთ ამ პირის საქმიანობას


უცხოეთში,მაშასადამე შესაძლებელია ჩაედინა ისეთი ქმედება რის გამოც ნატურალიზაცის
გზას ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამისად 2.ნორმა საქართველოს მოქალაქეობის 16 მუხლის
4 ქვეპუნქტის თანახმად,საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის
თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.აქედან
გამომდინარე თუ ეს ყველაფერი დადგინდება მაშინ არის შესაძლებელი რომ მას არ
დაუკმაყოფილდეს მოთხოვნა,ამასთან ერთად მნიშვნილოვანია ის საკითხი რომ
პრეზიდენთმა არ ისარგებლობს თვითნებობით და დ0ასაბუთებულად უთხრას უარი ან
თანხმობა

ბ) ქ. ბოლნისში მოქმედებდა ქალთა გაერთიანება, რომელიც მუსულმან მანდილოსნებს


მოუწოდებდა დაეცვათ საუკუნო სამოსელი საგანმანათლებლო და შრომით
დაწესებულებებში. აინურა, რომელიც ბოლნისის გამგეობაში მუშაობდა და აღნიშნული
ქალთა კავშირის წევრი იყო, სამსახურში ტრადიციული სამოსელით ცხადდებოდა. აინურას
სამსახურის უფროსმა, მიუთითა ამ უკანასკნელს „საჯარო სამსახურში ქცევის ზოგადი წესისა
და ჩაცმის სტანდარტების შესახებ“ საქართველოს კანონზე და მოითხოვა მისგან საჯარო
სამსახურისათვის შესაფერისი სამოსელის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აინურა
განთავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. აინურამ მიიჩნია, რომ მითითებული
მოთხოვნა ზღუდავდა ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ
უფლებებს და ამ უფლებათა დაცვის მიზნით მიმართა სასამართლოს. ამოხსენით კაზუსი.

ბ)ჰიპოთეზა - შესაბამისად მუსულმანი მანდილოსნებისთვის მათი ტრადიციული სამოსელი


რომელიც მათვის ზნეობრივად და მორალურად მნიშვნელოვანია და აღიარებულია თავის
ქვეყანაში მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს,მაგრამ ყველა ქვეყანას თავის
ღირებულებები და თავის ნორმები გააჩნია ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ
სად ვიმყოფებით არის თუ არა შესაძლებელი რომ როგორიც არის მუსულმანი
მანდილოსნების ტრადიციული სამოსი საჯარო სამსახურში ჩავიცვათ ეწინაღმდეგება თუ არა
ნორმებს გასარკვევია

2.ნორმა ქცევის ზოგადი საჯარო მომსახურებისთვის მუხლი 73-ს 3 ქვეპუნქტის მიხედვით


დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ქცევის ზოგადი წესების
ხელმისაწვდომობა და გაცნობა მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო
მოსამსახურეთათვის ამასთან ერთად 70 მუხლის 3 ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამსახურში წესდება დიპლომატიური რანგები და
სხვა საკლასო ჩინები. საჯარო სამსახურში საკლასო ჩინების შესაბამისად შეიძლება
დაწესდეს განმასხვავებელი ფორმის ტანსაცმელი.

3.სუბსუმცია - შესაბამისად კაზუსში გარკვევით ჩანს რომ ხელმძღვანელმა მიუთითა და


მიაწოდა ინფორმაცია საჯარო ეთიკისა და ქცევის წესებზე.შეგვიძლია მოვიყვანოთ
მაგალითად საჯარო სამსახურის,როგორც პოლიცია ისე სამხედრო პირები შესაბამისად
აუცილებელია რომ გამოირჩეოდნენ ჩვეულებრივი მოქალაქებისგან

4.დასკვნა აქედან გამომდინარე რადგან უკვე არსებობს სათანადო ურთიერთობების


მომაწესრიგებელი ნორმა და წარმოქმნის გარკვეულ ვალდებულებას ამიტომ
აუცილებელია დაემორჩილოს საჯარო სამსახურის შესაფერის ტანისაცმლის ჩაცმას

You might also like