You are on page 1of 14

სასწავლო კურსი: ძირითადი უფლებები

ლექტორი: ნანა ჭიღლაძე

სემინარის ხელმძღვანელი: თამარ ავალიანი

დრო: 3 საათი

შენიშვნა: გამოცდა იწყება 11 საათზე, მთავრდება 14 საათზე, მაქსიმუმ 15 წუთი


შესრულებული სამუშაოს გადასაგზავნად!
tamaravaliani@tsu.ge

ასევე, nana.chighladze@tsu.ge

I ვარიანტი

კაზუსი #1

2020 წლის 10 აპრილს, საქართველოს კანონში - ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების


შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა ისეთი ტიპის გამოხატვა,
რომელიც შეეხებოდა ბოსნიელი ალბანელების გენოციდის გამართლებას. 2020 წლის 15
ივნისს, ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის
თანახმადაც ბოსნიელი ალბანელების გენოციდის გამართლებისათვის განისაზღვრა
თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. 2020 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ერთ-
ერთმა მოქალაქემ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იგი ამართლებდა და
იწონებდა ბოსნიელი ალბანელების გენოციდს. სამართალდამცავმა ორგანოებმა მოქალაქე
დააკავეს, რომელიც გასამართლდა და სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა
7 წლის ვადით. მოქალაქემ მიიჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება.

დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება?


იმსჯელეთ კაზუსის ამოხსნის სქემის მიხედვით!

კაზუსის ამოხსნა

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სკ-ის მე-17 მუხლით დაცულია აზრის


თავისუფლება,რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის
თავისუფლებით სახელით მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ყველას აქვს გამოხატვის
თავისუფლების უფლება, იგი მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი
შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების
ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. სახელმწიფოს გააჩნია ნეგატიური და
პოზიტიური ვალდებულება, ნეგატიური ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ
შეზღუდოს ადამიანი აზრის გამოხატვის თავისუფლებით, არ აიძულოს იგი გაავრცელოს
ისთი ინფორმაცია, რაც მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებში შედის, ხოლო თავად
პიროვნების ინტერესებს ლახავს, რაც შეეხება პოზიტიურს, იგი გულისხმობს იმას,რომ
სახელმწიფო ვალდებულია აღჭურვოს ადამიანი შესაბამისი უფლებებით, უზრუნველყოს
მისი ინტერესების დაცვა და სამართლიან გარემოში ცხოვრება. საკონსტიტუციო
სასმართლომ აღნიშნა, რომ პოზიტიური გაგებით ადამიანს აქვს უფლება გააჩნდეს პირადი
შეხედულება და გაავრცელოს იგი, როგორც თავად სურს.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე-17 მუხლით დაცულია ადამიანის აზრის თავისუფლება და


დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. სამართლის ნორმები
უნდა განიმარტოს ძირითადი უფლებების არსისა და სულისკვეთების გათვალისწინებით.

1. უფლებით დაცული სფერო

დავიწყებ უფლებით დაცულ სფეროთი, ზოგადად დაცული სფერო წარმოადგენს იმ


ცხოვრების ასპექტს ან სფეროს, ან იმ სამართლებრივ სიკეთეს, რომელიც დაცულია ამა თუ იმ
უფლებით კონკრეტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ჩვენს შემთხვევაში უფლებით
დაცული სფეროა ადამიანის აზრის თავისუფლება, როგორც კაზუსის ფაბულიდან ვიგებთ,
საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა ისეთი ტიპის
გამოხატვა, რომელიც შეეხებოდა ბოსნიელი ალბანელების გენოციდის გამართლებას.
ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმადაც
ბოსნიელი ალბანელების გენოციდის გამართლებისათვის განისაზღვრა თავისუფლების
აღკვეთა 3 წლამდე ვადით. 2020 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ
ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იგი ამართლებდა და იწონებდა ბოსნიელი
ალბანელების გენოციდს. სამართალდამცავმა ორგანოებმა მოქალაქე დააკავეს, რომელიც
გასამართლდა და სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
როგორც ვხედავთ სახელმწიფომ გამოსცა ისეთი კანონი, რომელიც ბლანკეტურად ზღუდავს
ადამიანის უფლებას გამოხატოს საკუთარი აზრი ბოსნიელი ალბანელების გენოციდთან
დაკავშირებით და მეტიც, გაამართლოს ისინი. იზღუდება მათი ინტერესები, უხეშად ხდება
ჩარევა მე-17 მუხლით დაცულ სფეროში, ვინაიდან მათ კანონი არ აძლევს საშუალებას
გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, შევიდნენ პოლემიაკში მოცემულ საკითხთან
დაკავშირებით, ამასთან ერთად დაკისრებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია,
სამართალამცავმა ორგანოებმა მოქალაქე დააკავეს ვიდეოს გავრცელების გამო, რომელსაც 7
წლით თავისუფლეის აღკვეთა მიუსაჯეს, ეს ქმედება კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს,
მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ თავად კანონი წარმოადგენს დარღვევას?! იგი კონსტიტუციური
ნორმებისადმი შეუსაბამოა. პირის სამართლებრივი მდგომარეობა არასახაბიელოდ იცვლება
და როგორც უკვე აღვნიშნე მისი ძრითადი უფლების შელახვა ხდება. აზრის თავისუფლების
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ იგი სამართლებრივი სახელმწიფოსა
და დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრინციპი და საფუძელია, იგი საქართველოს
ყველა ადამიანის უფლებაა, რადგან წარმოუდგენელია ადმიანის თვითგანვითარება,
როდესაც მას არ შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა. ეს უფლება ჩვენს
შემთხვევაში ნამდვილად შელახულია და ეხება ფიზიკურ პირებს, შესაბამისად დაცული
სფერო გახსნილია.

2. დაცულ სფეროში ჩარევა

ზოგადად, საჯარო ხელისუფლება ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში მის მიერ


განხოციელებული ნებისმიერი აქტით ერევა მაშინ, როდესაც ის ზღუდავს პირის
საქმიანობას, სამართლებრივ სიკეთეს ან თავისუფლებას, რომელიც ძირითადი უფლებით
არის დაცული. ჩვენს შემთხვევაში დაცულ სფეროში ჩარევა, რა თქმა უნდა, სახეზეა,
ვინაიდან ზემოთ ხსენებული საქართველოს კანონები უშუალოდ მოქმედებენ მოსახლეობის
წარმომადგენელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე, მათ ეკრძალებათ თავიანთი აზრის
გამოხატვა, ტოლერანტულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება. კანონი უხეშად და
პირდაპირ არღვევს ადამიანთა მე-17 მუხლით გარანტირებულ კონსტიტუციურ უფლებას.
შესაბამისად დაცულ სფეროში ჩარევა სახეზეა.

3. კოსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

რაც შეეხება ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველს, ჩარევით ადამიანის


ძირითადი უფლება მხოლოდ მაშინ ირღვევა, თუ სახელმწიფოს მიერ ადამიანის ძირითადი
უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული არ
არის. აუცილებელია დავადგინოთ,რამდენად ირღვეოდა ჩვენს შემთხვევაში სხვათა
უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს,რომ თანაზომიერების პრინციპი
სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს და და მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის
უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოსთვის ფარგლების განსაზღვრა, იგი უზრუნველყოფს
თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ,თანაზომიერ
დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც
დემოკრატიულ საზოგადოებაშია აუცილებელი, ჩვენს შემთხვევაში უნდა დავადგინოთ
რამდენად არღვევს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები საქართველოს
მოქალაქეთა მე-17 მუხლით გარანტირებულ უფლებას.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდია თავისუფლების ძირითადი უფლების


მნიშვნელობა, თუმცა მიუხედევად ამისა, იგი მაინც არ არის აბსოლუტური. სწორედ ამიტომ
დაწესებულია საკმაოდ მაღალი სტანდარტი,რომელიც იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს
და სახელმწიფოს არ აძლევს საშუალებას თვითნებურად ჩაერიოს მასში. უფლებაში ჩარევა
შესაძლოა განხორციელდეს:

 კანონით
 აღმ. ორგანოს მოქმედებით ან მათ მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით
 სასამართლოს გადაწყვეტილებით

დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა იქნება ეს კანონიდან


გამომდინარე, აღმ. ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტისა თუ
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, არც ერთ
სახელმწიფო ორგანოს აქვს იმის უფლება,რომ უხეშად ჩაერიოს უფლებით დაცულ
სფეროში და შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
პირიქით, სახელმწიფო მისი დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგეს. ადამიანი
წარმოადგენს მიზანს და არა მიზნის მიღწევის საშუალებას. ჩვეს შემთხვევაში
ადამიანის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლება იზღუდება, ამ სამი
საშუალებიდან სახეზე გვაქვს კანონის გამოყენებით უფლებაში ჩარევა, ვინაიდან
საქართველოს ხელისუფლებამ გამოსცა იგი და ბლანკეტურად შეზღუდა ადამიანთა
გამოხატვის თავისუფლება.

შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოს


საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს,რომ ცალკეულ შემთხვევაში, აზრისა და
გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვა უფლებებთან
შედარებით, მაგრამ ამის მართლზომიერების შეფასება ზუსტად სასამართლოში უნდა
მოხდეს თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით.

უნდა ვახსენო აშშ-ს მაღალი სტანდარტი, რომლისგან განსხვავებით ევროპული მიდგომა


გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით უფრო ფართოა, შესაბამისად
მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლება უფრო
ხშირად და მარტივად შეიზღუდოს. შემიძლია ვახსენო ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს საჯარო
განცხადების გაკეთებას ომის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ
დაიწყო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აღნიშნულ ქმედებას
დანაშაულად აცხადებს და ითვალისწინებს სანქციას ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით
ამგვარი განცხადებისთვის. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ადამიანთა სუიექტურ
შეხედულებებზე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომლის შეზღუდვაც
დაუშვებელია, რადგან ადამიანის პირადი შეხედულება აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს
წარმოადგენს და მისი შეზღუდვის რაიმე მიზეზი მხედველობაში მისაღები არ არის, ამ
შემთხვევაში ადამიანთა გამოხატვის თავისუფლება არასამართლიანად იზღუდება და პირთა
სამართლებრივი მდგომარეობაც უსამართლოდ იცვლება.

ლეგიტიმური საჯარო მიზანი : უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა განხორციელებულ ჩარევას


ლეგიტიმური მიზანი, ასეთი მიზანი ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რადგან უხეშად და
გაუმართლებლად არ მოხდეს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა ადამიანის
ძირითად უფლებებში ჩარევა. საკონტიტუციო სასამართლო განმარტავს,რომ ლეგიტიმური
მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ
ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძელშივე გაუმართლებელი და
არაკონსტიტუციურია.

აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძელს განსაზღვრავს მე-17 მუხლის მე-5


პუნქტი,რომლის თანახმად შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ სახელმწიფოში ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ან ტერიტორიული
მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური
ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა
და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს შემთხვევაში არ იკვეთება საშიშროება
იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, შეზღუდვა სახეზეა კანონის შესაბამისად. მხოლოდ
სუბიექტურია აზრის, საკუთარი შეედულების გამო ადამიანის სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობაში მიცემა ყოვლად დაუშველად და არაკონსტიტუციურად მიმაჩნია. ჩვენს
შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანი შესაძლოა იყოს ქვეყანაში სიშვიდის შენარჩუნება,
ტოლერანტიზმი, სახელმწიფოს ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე
ძალადობრივი ქმედებებისგან თავის აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების
გატარება და სხვა. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ვფიქრობ,
გამოსავალი არ არის, ის ხომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლთან, დემოკრატიის
პრინციპთან, არის კავშირში და აზრის შეზღუდვა მისი დაკნინების მთავარ წინაპირობად
იქცევა?!

გამოსადეგობა: მეორე ეტაპი არის გამოსადეგობა, ამ შემთხვევაში დგინდება არის თუ არა


მიზნის მიღწევის სათანადო საშუალება სახეზე, კაზუსის ფაბულიდან ირკვევა,რომ
ადამიანებს მე-17 მუხლით გარანტირებული უფლება შეეზღუდათ. აღვნიშნავ ‘’სიტყვისა და
თავისუფლების შესახებ’’ კანონს, რომლის თანახმად აზრი არის შეფასებითი მსჯელობა,
თვალსაზრისი, კომენტარი, ასევე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების
გამოხატვა,რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ
დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურება და უარყოფად ფაქტებს. ხოლო, როგორც
ვიცით, ადამიანის მოსაზრებები, პირადი შეხედულებები, აბსოლუტურად დაცულ უფლებას
წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ საჯარო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის დროს
შესაძლებელია გამოითქვას მწვავე, ირონიული, ცინიკური და სხვაგვარი შეხედულებები, ამ
მხრივ აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება, რომლის
მიხედვით კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია
არა მხოლოდ ყველასათვის მისაღები, არამედ შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და
აღმაშფოთებელი მოსაზრებებიც, სასამართლო დამატებით ერთ-ერთ საქმეში ‘’ჰენდისაიდი
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’ აღნიშნავს,რომ ასეთია პლურალიზმის,
ტოლერანტობის და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშე არ არსებობს
დემოკრატიული საზოგადოება.

ვფიქრობ იმას, რომ თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავის აზრს გამოხატავდა


ბოსნიელი ალანელების გენოციდთან დაკავშირებით და გაამართლებდა მათ, ეს გამოიწვევდა
პოლემიკას, რა თქმა უნდა, ნაწილი ამ აზრს გაზიარებდა, ნაწილი-არა. თუმცა დებატები
წარმოადგენს საშუალებას, რომ ადამიანებმა საკუთარი აზრები ერთმანეთში გაცვალონ,
წარმოუდგენელი და ალოგიკურია ის, რომ თითოეული მათგანი ერთ აზრზე შეჯერდეს, მათ
აქვთ სრული უფლება იმისა, რომ არ ჰქონდეთ შიში გამოთქვან საკუთარი აზრი სხვებისგან
დამოუკიდებლად. არსებული საკითხის განხილვისას აღსაშნავია ის, რომ დამტკიცებად
ფაქტებთან საქმე არ გვაქვს, ეს უკანაკსნელი რომ იყოს სახეზე, შესაძლოა სახელმწიფოს მიერ
განხორციელებული ღონისძიება მის აკრძალვასთან დაკავშირებით მისაღები ყოფილიყო,
მაგრამ ამ შემთხვევაში მოსახლეობის წარმომადგენლებს ეზღუდებათ თავიანთი
შეხედულების გავრცელების უფლება, რომელიც შესაძლოა ზოგიერთმა მოიწონოს,
ზოგიერთმა არა. თუ ყველას მხოლოდ იმიტომ გავასაამრთლებთ, რომ საკუთარი აზრი
დააფიქსირა და მის ჭეშმარიტებასა და სისწორეზე საუბარიც კი აბსურდია, მაშინ რას
ვიღებთ? ბლანკეტურად და უხეშად შეზღუდულ უფლებებს. ასე რომ სახელმწიფოს მიერ
გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები არ შეიძლება იყოს გამოსადეგი, სახეზე არ გვაქვს
ძალადორივი მოქმედებები, რამაც შესაძლოა მაგალითად ქვეყნის გადატრიალება ან ქაოსი
გამოიწვიოს, შესაბამისად საშიშროების ალბათობაც საგრძნოლად ნაკლებია.

აუცილებლობა : მესამე ეტაპზე კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი,თუ არ


არსებობს სხვა, შედარებით მოქნილი, ნაკლებად რადიკალური საშუალება. ასეთის
არსებობის შემთხვევაში საჯარო ხელისუფლების მოქმედება ვერ იქნება გამართლებული
აუცილებლობის კუთხით. სახელმწიფო ვალლდებულია ყველაზე ნნაკლებად მზღუდავი
საშუალება გამოიყენოს, რომელიც ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ამ შემთხვევაშიც მიაღწევს.
ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობ,რომ აუცილებლობას არ წაროადგენდა მოსახლეობის
წარმომადგენელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრება,ამავდროულად მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საშიშროების
ალბათობა როგორც უკვე ვახსენე ძალიან დაბალია, ასევე მხლოდ ვარაუდი იმისა, რომ ეს
შედეგი სახეზე იქნება შორეულ ხედვებს უფრო უკავშირდება და რეალურ აღქმასთან შორს
არის. შესაბამისად, ის, რაც გამოსადეგი არ არის, აუცილებელიც ვერ იქნება და
დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფო ადამიანის უფლებათა დაცვის
სადარაჯოზე უნდა იდგეს, უხეშად და პირდაპირ არ უნდა ზღუდავდეს სხვათა უფლებებს.
პირიქით, სწორედ ამგვარმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება
სახელმწიფოსა და მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის.

პროპორციულობა: ამ ეტაპზე ხდება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის


ურთიერთშეჯერება, ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში არსებული შემთხვევა პროპორციულობის
ფარგლებში არ ექცევა, აღვნიშნავ ერთ-ერთ საქმეს ‘’ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ’’, სადაც
უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტზე,
რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა და განაცხადა,რომ საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე
არ შექმნია,მხოლოდ ვარაუდი იმისა,რომ გამოხატვა შესაძლოა სახელმწიფოს მოსახლეობამ
შეურაცხყოფად მიიღოს,ამ უფლების შესაზღუდად არასაკმარისია. სასამართლომ
აღნიშნა,რომ სიტყვის თავისუფლების ფუნქციაა დისკუსიის გამოწვევა, ამ ფუნქციამ თავის
უმაღლეს მიზანს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიოს,როდესაც იგი იწვევს მღელვარებას,
ჰქმნის უკმაყოფილებას და ხალხი გაბრაზებამდეც კი მიჰყავს. რაც შეეხება ტეხასის შტატის
კიდევ ერთ არგუმენტს სახელმწიფო დროშის, როგორც ეროვნული ერთიანობისა და
სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს, დაცვის აუცილებლობის შესახებ, სასამრთლომ უპასუხა,
რომ ჯონსონის დასჯა დროშის დაწვის გამო ნიშნავს მის დასჯას პოლიტიკური პროტესტის
გამო, რის გამოხატვასაც იგი დროშის დაწვით შეეცადა. ეს ქმედება სიტყვის თავისუფლების
არსში ჩარევას მოიაზრებს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, მეორხარისხოვანია ეს
გამოხატვა ვინმესთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს თუ არა. სასამართლომ განმარტა,
რომ თავად ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიმბოლო, როგორიც სახელმწიფო
დროშაა, ვერ დადგება გამოხატვის თავისუფლების მაღლა. შესაბამისად, სასამართლომ
ტეხასის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დაადგინა, რომ
ჯონსონისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება აშშ-ს
კონსტიტუცის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგებოდა (რომლის თანახმად კონგრესის მიერ
არ უნდა იქნეს მიღებული არც ერთი კანონი,რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან
ხელს შეუძლის მის თავისულაფ აღმსარებლობას, რომელიც შეზღუდავს სიტყვისა ან პრესის
თავისუფლებას, ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას
პეტიციით მიმართოს მთავრობას რათა მან ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს). ასევე,
ვახსენებ ერთ-ერთი უზენაესი სასამართლოს გააწყვეტილებას საქმეზე ‘’ბრანდენბურგი
ოჰაიოს წინააღმდეგ’’. გადაწყვეტილების თანახმად გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას
და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება სახეზე გვექნება, ჩვენს შემთხვევაში იმ
მოტივით, რომ შესაძლოა დადგეს მძიმე შედეგი არ შეიძლება პირი გავასამართლოთ, რადგან
ქმედება რეალურად უნდა განხორციელდეს, ასევე შედეგები წინასწარ განჭვრეტადი უნდა
იყოს, მხოლოდ ალბათობა საკმარისი არ არის. ჩვენს შემთხვევაშიც წინასწარ განჭვრეტადი არ
არის რამდენად იქნება სახეზე მძიმე შედეგი, განხორციელდება კი რეალურად? ასევე,
ვფიქრობ,რომ ჩარევა იმაზე მეტად ინტენსიურია, ვიდრე საჭიროა, თავისუფლების აღკვეთა
წარმოადგენს უხეშ ჩარევას ადამიანის გამოხატვის თავისუფლებაში, სახელმწიფოს
ლეგიტიმურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ მიმართოს ყველაზე ნაკლებად მზღუდავ
საშუალებას, 3 და 7 წელი კი ამ შემთხვევაში მიუღებლად მიმაჩნია, მაშინ როდესაც სახეზე არ
გვაქვს ძალადობრივი ქმედებები, არამედ ადამიანი მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას
აფიქსირებს. ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ იყოს შიშისმმოგვრელი იქნებოდა, რადგან
ადამიანები მუდმივად ეცდებოდნენ საკუთარი აზრის დამალვას იმ საფუძლით, რომ
სახელმწიფოს მიერ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულიყო.
შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლოა სხვა ხერხებით და არა იმგვარად,
როგორც სახელმწიფო ცდილობდა. აღნიშნული სანქცია ვფიქრობ, რომ ბლანკეტურად
ზღუდავს ადმიანის გამოხატვის თავისუფლებას, იგი ზედმეტად მკაცრია და შესაძლოა
სახელმწიფოს თვითნებობის საფუძველიც კი გახდეს.

განსაზღვრულობის პრინციპი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით განსაზღვრულობის პრინციპი საქართველოს


კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს,
მან ასევე მიუთითა , რომ კანონმდებელი განსაკუთრებით შებოჭილია ამ პრინციპით,
როდესაც ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობას აწესებს, ვინაიდან მოსამართლემ უნდა
შექმნას არაორაზროვანი და განჭვრეტადი ჯანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს პირის
დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან და ასევე ადგენს გარანტიას, რომ პირმა
მიიღოს სახელმწიფოსგან მკაფიო შეტყობინება,რადგან ნორმა სწორად აღიქვას, მოქალაქეს
უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განჭვრიტოს მისი რომელი ქმედება არის
კანონსაწინააღმდეგო და რომელი დასაშვები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განმარტავს,რომ უპირველეს ყოვლისა კანონი უნდა იყოს ადეკვატურად ხელმისაწვდომი,
მოქალაქეს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კონკრეტულ გარემოებებში მისი
საქმიანობის მიმართ გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ. ერთ-ერთ საქმეში
სახელმწიფომ მიუთითა, რომ კანონმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვროს
ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთის მინიჭებული უფლებამოსილებების
ფარგლები და მათი განხორციელების საშუალებები, რათა ადამიანმა შეძლოს
ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ შესაბამისი და ადეკვატური დაცვის
განხორციელება.

საინტერესოა,რამდენად არის დაცული ჩვენს შემთხვევაში განსაზღვრულობის პრინციპი?


ვფიქრობ, რომ განსაზღვრულობის პრინციპი დარღვეულია, ბუნდოვანია ის, თუ რომელი
უფლების ან სიკეთის დასაცავად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. ასევე გამოხატვის
თავისუფლების რა სახეს მიემართება ამგვარ შეზღუდვა (შესაძლოა ფაქტების
გათვალისწინება, თუ მხოლოდ მოსაზრებების, მხედველობაშია მისაღები სიძულვილის ენა,
უხამსი კრიტიკა თუ ა.შ.). შესაბამისად ეს შეზღუდვა გასაზღვრულოის პრინციპს ვერ
აკმაყოფილებს,რადგან საკმაოდ არაგანჭვრეტადია.

დასკვნა: საბოლოოდ, მივიჩნევ, რომ დაცული სფერო, დაცულ სფეროში ჩარევა სახეზეა,
ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედება არ არის კონსტიტუციური,
დარღვეულია თანაზომიერების ტესტი, შესაბამისად საქართველოს კანონი არღვევს აზრის
თავისუფლების ძირითად უფლებას.

კაზუსი 2

2020 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ,,საჯარო


სამსახურის შესახებ“ კანონში, რითაც განისაზღვრა, რომ დამსაქმებელს უფლება ჰქონდა,
სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, უარი ეთქვა ორსულისათვის დასაქმებაზე.
მითითებული ცვლილება დისკრიმინაციულად მიიჩნია პროფკავშირებმა და განმარტა, რომ
შრომის კოდექსის აღნიშნული ცვლილება უთანასწორობის გამოწვევი იყო და საჯარო
სამსახურში ქალების დისკრიმინაციას ახალისებდა.

დაირღვა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება? იმსჯელეთ


სქემის მიხედვით!

კაზუსის ამოხსნა

პირველ რიგში აღვნიშნავ იმას,რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით


აღიარებულია თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის
წინაშე ადამიანთა თანასწორობას. თანასწორობის ძირითადი უფლება ირღვევა, როდესაც
საჯარო ხელისუფლება უთანასწოროდ ეპყრობა სხვადასხვა პირებს და მას არ გააჩნია
გონივრული საფუძველი.

1. უთანასწორო მოპყრობის დადგენა

ცნობილია ის,რომ საჯარო ხელისუფლება და ზოგადად სახელმწიფო შეზღუდულია


თანასწორობის უფლებით , როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აუცილებელია
მიმოვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და ძირითადი უფლება , კერძოდ თანასწორობის უფლება : ,, ყველა
ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის,
სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.’’. ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის მიხედვით „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი თავის
ღირსებებსა და უფლებებში”. რაც შეეხება საჭიროებას, თანასწორობის ინსტიტუტი
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქ.
კონსტიტუციის მე-11 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, იზრუნოს
ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. საკონსტიტუციო სამართლის შეფასებით
კანონის წინაშე თანასწორობა არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია,
პრინციპი,რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები
ეფუძნება. გამოვარჩევ სსკ-ს ერთ-ერთ საქმეს ‘’საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’, სადაც თანასწორობის პრინციპი განმარტეს,
როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძელი და მიზანი, რაც ამ
უფლების უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე ან პირთა წრეზე?

უნდა განვიხილოთ საჯარო ხელისუფლების მოქმედების ასპექტები:

ა) ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე (პირთა წრეზე);

ბ) მეორე საფეხურზე უნდა განვსაზღვროთ, სხვაგვარად ხომ არ ზემოქმედებს ან საერთოდ


არ ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება სხვა პირზე (პირთა წრეზე);

გ) ბოლოს უნდა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა მსგავსება განხილულ პირებს (პირთა


წრეებს) და/ან სიტუაციებს შორის. ამისთვის უნდა დავადგინოთ, აღენიშნებათ თუ არა
შესადარებელ პირებს და სიტუაციებს საერთო პუნქტი, ანუ შეიძლება თუ არა ისინი
გავაერთიანოთ რაიმე ზემდგომი ცნების ქვეშ.

სამივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვადგენთ, რომ საჯარო ხელისუფლება


ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო მოპყრობას.

როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, საჯარო ხელისუფლება ზემოქმედებს გარკვეულ


პირთა წრეზე, კერძოდ ორსულ ქალბატონებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო
სამსახურში. ვფიქრობ, რომ ეს შეზღუდვა მთლიანად ქალებზე მოქმედებს, რადგან
დაორსულების საშუალება მხოლოდ მათ გააჩნიათ. სახეზე გვაქვს პოზიტიური ზემოქმედება.

სხვაგვარად ხომ არ ზემოქმედებს ან საერთოდ არ ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება


სხვა პირზე (პირთა წრეზე) ? კაზუსის ფაბულიდან ნათლად ჩანს ის,რომ იგივე საჯარო
ხელისუფლება საერთოდ არ ზემოქმედებს სხვა პირზე, ან პირთა წრეზე, კერძოდ
მამაკაცებზე. ამ შემთხვევაში სახეზეა ნეგატიური ზემოქმედება.

ბოლოს უნდა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა მსგავსება განხილულ პირთა წრეებისა, რა


თქმა უნდა მათ შორის მსგავსება არის, რადგან თითოეული მათგანი წარმოადგენს ფიზიკურ
პირებს და ისინი მუშაობენ საჯარო სამსახურში, ე.ი. სამსახურეობრივ მოვალეობას
ახორციელებენ ერთად.

საჯარო ხელისუფლება სახეზეა, რადგან პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას


ახორციელებს, მისი მიზანი საჯარო ინტერესების დაცვაა.

შუალედური დასკვნა: საჯარო ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედება სახეზე გვაქვს.


პარლამენტი ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო მოპყრობას. სახეზეა
კონსტიტურიის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპის დარღვევა, ამ
შემთხვევაში, სახეზე გვაქვს შემდეგი სახის უთანასწორობა - როდესაც არსებითად
თანასწორს ეპყრობიან უთანასწოროდ.

შესაბამისად საჯარო ხელისუფლება ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო


მოპყრობას.

II. კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

შინაარსობრივად უთანასწორო მოპყრობა არ არღვევს თანასწორობის ძირითად უფლებას,


თუ მას არ გააჩნია თვითნებური საფუძველი. არ ირღვევა თანასწორობის უფლება, თუ მას
გამართლებული საფუძველი გააჩნია- ე.ი მიზანი, რომელიც გონივრულია და სამართლიანი.
ამ კუთხით, საჭიროა, საჯარო ხელისუფლების შესაბამისი ქმედება კონსტიტუციურ-
სამართლებრივ საფუძვლის შესაბამისი იყოს.

აუცილებელია დავადგინოთ, რამდენად ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა. უთანასწორო


მოპყრობის ინტენსივობის განვსაზღვრავთ შემდეგი ასპექტებით:

ა) რაც უფრი მეტად უახლოვდება საჯარო ხელისუფლების მიერ გამოყენებული


დიფერენცირების კრიტერიუმი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლ
დიფერენცირების დაუშვებელ კრიტერიუმებს (რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, სქესი და
სხვა), მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა

ბ) რაც უფრო ნაკლებად შეუძლია პირს გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ


გამოყენებული დიფერენცირების კრიტერიუმზე, მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო
მოპყრობა

გ) ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირს ხელს


უშლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში.
ამ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ უთანასწორო მოპყრობა ინტენსიურია თუ არა.

კაზუსის ფაბულიდან ჩანს , რომ მოცემული უთანასწორობა ინტენსიურია , რადგან საქმე


ეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. დიფერენცირება ხდება იმგვარად, რომ ორსულ
ქალებს არ აქვს საშუალება კონკრეტულ სამსახურში იმუშაონ. მარტივად მისახვედრია ის,
რომ დიფერენცირება ხდება სქესის ნიშნის მიხედვით და ქალბატონები მხოლოდ იმიტომ ვერ
საქმდებიან, რომ ორსულად არიან. უთანასწორო მოპყრობა ვფიქრობ, რომ უფრო ფართო
ასპექტით უნდა გავიაზროთ და კანონის ზემოქმედება ქალთა მიმართ უნდა გავიგოთ.
დიფერენცირების კრიტერიუმს სქესი წარმოადგენს და იგი უახლოვდება მე-11 მუხლით
გარანტირებულ დიფერენცირების კრიტერიუმს, სწორედ ამიტომ მაღალი ინტენსივობით
უთანასწორო მოპყრობა სახეზეა. დიფერენცირების ინტენსივობა მხოლოდ ამ კრიტერიუმით
არ განისაზღვრება, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებს ნაკლებად შეუძლიათ ზეგავლენა
მოახდინონ სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ დიფერენცირების კრიტერიუმზე,
დიფერენცირება გენდერული ნიშნით ხდება და ქალებს არ ეძლევათ საშუალება
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში, მაგალითად აღვნიშნავ
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომლის თანახმად ‘’საქართველოს ყოველ
მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს’’. ამ მუხლში მითითება არ არის გაკეთებულ
იმასთან დაკავშირებით, რომ ორსული ქალების სამსახურში დასაქმება არ შეიძლება, აქ
ქალიცა და კაციც მოიაზრება თანასწორუფლებიან სუბიექტად, რომელთაც გააჩნიათ უფლება
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დასაქმდნენ საჯარო სექტორში. ვფიქრობ, მაინც
ბუნდოვანება იკვეთება კაზუსის ფაბულიდან, არ არის დაკონკრეტებული რა სამუშაოს
სპეციფიკაზეა საუბარი, შესაძლოა მშენელობის ობიექტზე მძიმე ტვირთის გადაზიდვაა
საჭირო, რაც დიდ ძალას მოითხვს, ლოგიკურად ორსული ქალი ამ სამუშაოს ვერ
განახორციელებს და შეზღუდვაც გამართლებული იქნება, თუმცა ვინაიან მითითება მსგავს
შემთხვევაზე არ არის, ვვარაუდობ, რომ ამგვარი გამონაკლისი სახეზე არ იქნება. შესაძლოა
გავივალისწინოთ სსკ-ის მე-12 მუხლი, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლებას გულისხმობს. „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლება“, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და
ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს,
მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე.
მიუხედავად ასეთი ლაკონურობისა შინაარსობრივად ეს ნორმა კონსტიტუციის ყველა სხვა
ნორმაზე დიდი მოცულობის მქონეა და თავის არსში მოიცავს სხვა ძირითად უფლებებსაც.
კონსტიტუციის მე-12 მუხლი მჭიდრო კავშირშია მე-9 მუხლთან, მათგან გამომდინარე
სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა
თავისი უნარებისა და ნიჭის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობითა და რისკით
განავითაროს თავისი პიროვნება ცხოვრების ყველა სფეროში. ამ შემთხვევაშ ქალებს არ აქვთ
საშუალება თავიანთი თავი განავითარონ ისე, როგორც თავად სურთ და დასაქმდნენ იმ
საჯარო სექტორში, სადაც მუშაობის უფლება ნამდვილად გააჩნიათ. საქართველოს ყველა
მოქალაქე თანასწორუფლებიანია და მათ გააჩნიათ იმის შესაძლელოა, რომ დაიკავონ
ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
აკმაყოფილებს.

სახეზეა ინტენსიური უთანასწორო მოპყრობა. შესაბამისად, ვიყენებთ ე.წ მკაცრ ტესტს და


ვაფასებთ უთანასწორო მოპყრობის თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. თუ
ინტენსივობა დაბალი იქნებოდა, გამოვიყენებდით რაციონალური დიფერენცირების ტესტს.
სასამართომ განმარტა, რომ სქესის, სექსუალური ორიენტაციის და ეროვნების საფუძველზე
განსხვავებული მოპყრობა საჭიროებს განსაკუთრებულად სერიზულ მიზეზებს ასეთი
მოპყრობის გასამართლებლად, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს
განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ მას ობიექტური
და გონივრული გამართლება არ ექნება.

სწორედ ამიტომ, როდესაც სახეზეა ინტენსიური უთანასწორო მოპყრობა, აუცილებელია,


დავადგინოთ საჯარო ხელისუფლების აქტი რამდენად შეესაბამება პროპორციულობს
(თანაზომიერების პრინციპს). ამისთვის კი ვამოწმებთ 4 ელემენტს. საკონსტიტუციო
სასამართლო აცხადებს,რომ თანაზომიერების პრინციპი სახელმწიფოს იდეიდან
მომდინარეობს და და მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების
შეზღუდვისას სახელმწიფოსთვის ფარგლების განსაზღვრა, იგი უზრუნველყოფს
თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ
დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც
დემოკრატიულ საზოგადოებაშია აუცილებელი. აღვიშნავ სსს 2011 წლის გადაწყვეტილებას
საქმეზე ‘’საქართველოს სახალხლო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’,
სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ‘’ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ
ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას,
თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს’’, შესაბამისად აუცილებელია იმის გარკვევა,
რამდენად თანასწორ პირებთან გვაქვს საქმე, ჩვენს შემთხვევაში თანასწორი პირები სახეზეა,
ისინი ერთ საჯარო სექტორში შესაძლოა დასაქმდნენ.

ლეგიტიმური საჯარო მიზანი: თავდაპირველად უნდა შემოწმდეს აქვს თუ არა


განხორციელებულ ჩარევას ლეგიტიმური მიზანი, ასეთი მიზანი ყველა შემთხვევაში
აუცილებელია, რადგან უხეშად და გაუმართლებლად არ მოხდეს საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენელთა ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევა. საკონტიტუციო სასამართლო
განმარტავს, რომ ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში
ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძელშივე
გაუმართლებელი და არაკონსტიტუციურია. ჩვენს შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზანს
შესაძლოა წარმოაგენდეს მომსახურე პერსონალთა დაცვა და საფრთხის პრევენცირება რაც
შესაძლოა ორსულობას მოჰყვეს, ასევე ხარისხიანი და ეფექტური მუშაობა, რომელსაც
ორსული ქალი თავს ვერ გაართმევს თავისი ბიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

გამოსადეგობა: მეორე ეტაპი არის გამოსადეგობა, ამ შემთხვევაში დგინდება არის თუ არა


მიზნის მიღწევის სათანადო საშუალება სახეზე, კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ
დიფერენცირება ხდება სქესის მიხედვით, ამის მიზეზად ქალების ორსულობას ასახელებენ,
რაც ალბათ სამუშაოს ხარისხზე აისახება. ვფიქრობ, მოცემული საშუალება, რომ საჯარო
სექტორში ორსული ქალები არ დაასაქმონ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ
საშუალებას ნამდვილად წარმოადგენს, შესაბამისად რისკები თავიდან აცილებული
იქნებოდა.

აუცილებლობა : მესამე ეტაპზე კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი,თუ არ


არსებობს სხვა, შედარებით მოქნილი, ნაკლებად რადიკალური საშუალება. ასეთის
არსებობის შემთხვევაში საჯარო ხელიოსუფლების მოქმედება ვერ იქნება გამართლებული
აუცილებლობის კუთხით. სახელმწიფო ვალლდებულია ყველაზე ნაკლებად მზღუდავი
საშუალება გამოიყენოს, რომელიც ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ამ შემთხვევაშიც მიაღწევს.
ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობ,რომ სხვა შედარებით ნაკლებად რადიკალური საშუალება
შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო, რაც ნაკლებად შეზღუდავდა ქალთა უფლებას.
მოქნილ საშუალებასა და ალტერნატიულ ქმედებაში ალბათ მოვიაზრებ დეკრეტულ
შვებულებას, რომელიც ნამვილად ეფექტურ გზას წარმოადგენს, რომ ქალბატონები საჯარო
სექტორში დასაქმებულნი იყვნენ, ორსულობის პერიოდში მათ მიეცეთ დასვენების
საშუალება, ხოლო ძალების მოკრების შემდეგ სამსახურში დაბრუნდნენ. აქედან
გამომდიანრე მათ სამუშაო უნარჩუნდებათ და მათი უფლებაც დაცული რჩება. ლეგიტიმური
მიზანი ამ მხრივაც მიღწეულია, რისკები და საფრთხეები გათვალისწინებულია და სამუშაოს
ეფექტურობა და ხარისხიანობაც დაცულია. ამ შემთხვევაში მამაკცები პრივილეგირებულ
მგომაორეობაში არ არიან ქალებთან შედარებით, თანასწორუფლებიანობაც დაცულია და
აქედან გამომდიანრე ვფიქრობ, აუცილებლობას არ წარმოადგენდა კანონში ცვლილების
შეტანა იმასთან დაკავშირებით, რომ უარი ეთქვათ ორსულთათვის დასაქმებაზე.
შესაბამისად, სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხისადმი
დისკრიმინაციულად მიმაჩნია, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ლეგიტიმური მიზნის შესაბამისობა: ამ ეტაპზე ხდება საჯარო და კერძო ინტერესების


პროპორციულობის ურთიერთშეჯერება, ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში არსებული შემთხვევა
პროპორციულობის ფარგლებში არ ექცევა, ვინაიდან პირდაპირ ირღვევა როგორც მე-11
მუხლი, რადგანაც აზრი ეკარგება თანასწორობის უფლებას. ვფიქრობ, რომ ჩარევა საკმაოდ
ინტენსიური და მძიმეა, რადგან ორსულ ქალებს არ ეძლევათ საშუალება რომ საკუთარი
შესაძლებლობები გამოავლინონ, ვიდრე ამის ძალა შესწევთ, ერთმევათ საშუალება
დასაქმდნენ საჯარო სექტორში, მიიღნ ანაზღაურება და გავიდნენ დეკრეტულ საშუალებაში.
ე.ი. მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება არ შეუძლიათ, რაც თვითგანვითარების
პრობლემას ბადებს. არსებითად თანასწორს სახელმწიფო ეპყრობა, როგორც უთანასწოროს,
რაც ნამდვილად მიუღებლად მიმაჩნია. მიზნის მიღწევის საშუალება ნამდვილად
არაპროპორციულია და ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენება შესაძლებელი იყო.
კონვენციის თანახმად დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა განსაკუთრებით
ეფექტიანია იმ ვალსაზრისით, რომ მის სადარაჯოზე დგას ისეთი ინსტიტუცია, როგორიცაა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები
აღსასრულებლად სავალდებულოა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის.
განსაზღვრულობის პრინციპი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით განსაზღვრულობის პრინციპი საქართველოს


კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს,
მან ასევე მიუთითა , რომ კანონმდებელი განსაკუთრებით შებოჭილია ამ პრინციპით,
როდესაც ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობას აწესებს, ვინაიდან მოსამართლემ უნდა
შექმნას არაორაზროვანი და განჭვრეტადი ჯანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს პირის
დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან და ასევე ადგენს გარანტიას, რომ პირმა
მიიღოს სახელმწიფოსგან მკაფიო შეტყობინება,რადგან ნორმა სწორად აღიქვას, მოქალაქეს
უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განჭვრიტოს მისი რომელი ქმედება არის
კანონსაწინააღმდეგო და რომელი დასაშვები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
განმარტავს,რომ უპირველეს ყოვლისა კანონი უნდა იყოს ადეკვატურად ხელმისაწვდომი,
მოქალაქეს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კონკრეტულ გარემოებებში მისი
საქმიანობის მიმართ გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ. ერთ-ერთ საქმეში
სახელმწიფომ მიუთითა, რომ კანონმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვროს
ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთის მინიჭებული უფლებამოსილებების
ფარგლები და მათი განხორციელების საშუალებები, რათა ადამიანმა შეძლოს
ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ შესაბამისი და ადეკვატური დაცვის
განხორციელება.

რამდენად არის დაცული ჩვენს შემთხვევაში განსაზღვრულობის პრინციპი? ვფიქრობ, რომ


განსაზღვრულობის პრინციპი დარღვეულია, ბუნდოვანია ის, თუ რა სამუშაოს სპეციფიკაზეა
საუბარი, რატომ იზღუდება ორსულ ქალთა უფლებები? რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია
სახელმწიფოს, როდესაც ამგვარ აკრძალვას უშვებს ? ეს შეზღუდვა გასაზღვრულობის
პრინციპს ვერ აკმაყოფილებს,რადგან საკმაოდ არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანია.

დასკვნა: საქ-ოს მე-11 მუხლით თანასწორობის უფლება დარღვეულია, რადგან არსებითად


თანასწორს ეპყრობიან უთანასწოროდ.

You might also like