You are on page 1of 13

სულ ტესტი შედგება 14 საკითხისგან აქედან 8 იქნება დახურული ხოლო 6

ღია

1. განასხვავეთ საერთასორისო ორგანიზაცია და კონფერენცია.

საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივი სახელმწიფოთაშორისო დაწესებულებებია


რომლებიც განგრძლივი ვადით ან უვადოთ იქმნება პოლიტიკური ეკონომიკური
კულტურული ან სხვა მიზნების განსახორციელებლად. სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობები ყოველოთვის წარმოშობდნენ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს
რომელთა მიზანი იყო სახელმწიფოთა შორის კავშირების განმტკიცება. შესაბამისად
საერთაშორისო ორგანიზაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: სამთავრობათაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციებად.

სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები იქმნება საერთაშორისო


სამართლის ძირითადი სუბიექტების-სუვერენული სახელმწიფოების მიერ , რომლებიც
განსაზღვრავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენიიცს ფარგლებსა და მათ სტრუქტურას ,
ასევე ამ ორგანიზაციიის საერტაშორისო სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას . ასეთი
ორგანიზაციის ყოველი წევრი მოქმედებს მოცემული ქვეყნის სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით.

რაც შეეხება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება რამდენიმე


სახელმწიფოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან პირების მიერ . სამთავრობოსგან
განსხვავებით მას არ გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა .

განსხვავებით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო კონფერენცია


ეწოდება ორ ან რამდნემიე სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვდერას ამა თუ იმ
პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა საკითხების განხილვისა და მათ თაობაზე
შეთანხმების მიღწევისთვის. საერთაშორისო კონფერენციას აქვს დროებითი ხასიათი ,
იგი მარტივადრომ ვთქვათ არის ერთჯერადი ხასიათის ვინაიდან როგორც კი
კონფერენციაზე განსახილველი საკითხი გადაწყდება იგი წყვეტს არსებობას . მას
იწვევენ ან თვით სუვერენული სახელმწიფოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები .
კონფერენციათა წრე განისაზღვრება კონფერენციის მოწვევის ინიციატორთა მიერ .

2. ორგანიზაციათა სტუქტურა- დაახასითეთ


საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის საჭიროა
ორგანიზაციას ჰქონდეს შიდან ორგანოები რომლებსაც ფუნქცია მოვალეობები
გადანაწილებული ექნებათ და ამავდროულად განახორციელებენ ერთმანეთის
კონტროლს. ისევე როგორც ეს მოცემულია სახელმწიფებში სახელისუფლებო
ორგანოების მაგალითზე, რომელთაც გადანაწიელბული აქვთ თავიანთი
მოქმედების სფერო და საგანი. საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანოები
მოქმედებენ ორგანიზაციის სახელით და არ ახასიათებთ ინდივიდუალურობა .
თითოეული საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც არის
სამთავრობათაშორისო იქმნება სახელმწიფოთა სუვერენული ნების
საფუძველზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ორგანიზაციები შედგება რამდენიმე
ძირითადი ორგანოსგან: პლენარული ორგანო, სადაც წევრი სახელმწიფოების
წარმომადგენლები იკრიბებიან დროის რეგულარული ინტერვალებით
წელიწადში ერთხელ ან რამდენჯერმე. როგორც წესი პლენარულ ორგანოში
სახელმწიფოებს წარმოადგენენ მთავრობის წარმომადგენლები თუმცა ეს წესი
ყველა ორგანიზაციაში არ გვაქვს. პლენარული ორგანოს მთავარი ფუნქცია
არის საერთო სტანდარტების დაწესება და შიდა ორგანიზაციული საკითხების
გადაწყვეტა. მაგალიტად ევროსაბჭოს პლენარული ორგანოა მინისტრთა საბჭო ,
გაეროში-გენერალური ასამბლეა, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია არ აქვს
იგი შემოიფარგლება ოგანიზაციის ფუნქციური საკიტხების გადაწყვეტით და ა .შ .
მეორე ძირითადი ორგანო აღმასრულებელი ხასიათისაა, რომელიც
კონკრეტულ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგიერთი მათგანს
სამართლებრივად მბოჭავი გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია მაშინ
როდესაც ძირითადად ასეთი ორგანოს ფუქნცია გადაწყვეტილებათა
აღსრულება და მასზე ზედამხედველობაა.
მესამე ძირითად ორგანოს ადმინისტრაციული ფუნქცია გააჩნია. ასეთ ორგანოს ,
როგორც წესი შეზღუდული ადმინისტრაციული უფლებამოსილება გააჩნია .
გაეორს შემთვხევაში, გენერალურ მდივანს გააჩნია აგრეთვე პოლიტიკური
სტატუსიც იგი წარმოადგენს გაეროს საერთასორისო ასპარეზზე, მშვიდობისა და
უშიშროების სფეროში პრობლემური საკითხის არსებობისას იგი აწვდის
შესაბამისს ინფორმაციას უშიშროების საბჭოს.. ზოგიერთ საერთაშორისო
ორგანიზაციას გააჩნია სასამართლო ორგანოც. გაეროს შემთხვევაში ეს
საერთაშორისო სასასამართლო ICJ, ევროპის საბჭოს ფარგლებშ კი
ევროსასამართლო ანუ სტრასბურგის სასამართლო. თუმცა როგორც ვიცით
სასამართლოები არ მიეკუთვნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებთა ძირითად
ორგანოებს, ვინაიდან მათ გარეშეც შესაძლებელია საერთაშორისო
ორგანოზაციამ განახორციელოს თავიანთი ფუნქციები. სასამართლო
ორგანოები აღნიშნულ შემთხვევაში წყვეტს დავებს ორგანიზაციის წევრ
სახელმწიფოთა შორის და იძლევა საკონსულტაციო დასკვენბის მოთხოვნის
შესაბამისად. საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან დამხმარე
ორგანოები კომისიების, კომიტეტების და ტრიბუნალების სახით. მაგალითად
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ევროსაბჭოს ფარგლებში, ადამიანის
უფლებათა კომიტეტი გაეროს ფარგლებში, გაეროს ფარგლებშ მოქმედი
სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალები რუანდასა და ყოფილი
იუგოსლავიის საქმეებზე და ა.შ. ორგნაიზაციის ორგანოთა ძირითადი უფლება -
მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია ორგანიზაციისს სადამფუძნებლო
აქტით,წესდებით.
3. რომელი არ არის ძირითადი ორგანო- არ არის კვაზი სასამართლოები,
პლენარული, ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ორგანოები
ძირითადი ორგანოებია.

როგორც უკვე ვახსენე საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ რამდნემიმე ძირითადი


ორგანო ესენია პლენარული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანო და
აღმასრულებელი ორგანო. რაც შეეხება არა ძირითად ორგანოებს ეს შესაძლოა იყოს
კვაზი სასამართლოები, კომიტეტები, კომისიები, ტრიბუნალები და ა. შ. რაც შეეხება
სასამართლო ორგანოს შესაძლოა სასამართლო ორგანო განვიხილოთ არა ძირითად
ორგანოდ ვინაიდან სს ორგანიზაციას შეუძლია თავისი ფუნქციები სასამართლოების
გარეშეც განახორციელოს.

4. დაახასიათეთ პლენარული ორგანო რა მიმეზ მატარებელია


როგორც უკვე აღვნიშნე, ორგანიზაციები შედგება რამდენიმე ძირითადი
ორგანოსგან: პლენარული ორგანო, სადაც წევრი სახელმწიფოების
წარმომადგენლები იკრიბებიან დროის რეგულარული ინტერვალებით
წელიწადში ერთხელ ან რამდენჯერმე. როგორც წესი პლენარულ ორგანოში
სახელმწიფოებს წარმოადგენენ მთავრობის წარმომადგენლები თუმცა ეს წესი
ყველა ორგანიზაციაში არ გვაქვს. პლენარული ორგანოს მთავარი ფუნქცია
არის საერთო სტანდარტების დაწესება და შიდა ორგანიზაციული საკითხების
გადაწყვეტა. მაგალიტად ევროსაბჭოს პლენარული ორგანოა მინისტრთა საბჭო ,
გაეროში-გენერალური ასამბლეა, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია არ აქვს
იგი შემოიფარგლება ოგანიზაციის ფუნქციური საკიტხების გადაწყვეტით და ა .შ .

5. აღმასრულებელი ორგანო-უშიშროების საჭო


მეორე ძირითადი ორგანო აღმასრულებელი ხასიათისაა, რომელიც
კონკრეტულ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგიერთი მათგანს
სამართლებრივად მბოჭავი გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია მაშინ
როდესაც ძირითადად ასეთი ორგანოს ფუქნცია გადაწყვეტილებათა
აღსრულება და მასზე ზედამხედველობაა. კონკრეტულად კი უშიშროების საბჭო
მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების
საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი უფლებამოსილია
იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც
ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და
შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის
საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს
რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს
და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და
სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის
გამოყენების უფლებასაც იძლევა. უშიშროების საბჭო 15 წევრისგან
შედგება აქედან 5 დამფუძნებელი წევრია დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე
წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. უშიშროების საბჭოს
მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და
უსაფრთხოების განმტკიცება და მხარდაჭერაა. ამ ფუნქციის
შესრულებისას უშიშროების საბჭო ხელმძღვანელობს გაეროს მიზნებისა
და პრინციპების შესაბამისად. ორგანოს უფლებამოსილებები გაწერილია
გაეროს ქარტიის მე-6, მე-7, მე-8 და მე-12 თავებში.
6. ადმინისტრაციულო ორგანო-სამდივნო
მესამე ძირითად ორგანოს ადმინისტრაციული ფუნქცია გააჩნია. ასეთ ორგანოს ,
როგორც წესი შეზღუდული ადმინისტრაციული უფლებამოსილება გააჩნია .
გაეორს შემთვხევაში, გენერალურ მდივანს გააჩნია აგრეთვე პოლიტიკური
სტატუსიც იგი წარმოადგენს გაეროს საერთასორისო ასპარეზზე, მშვიდობისა და
უშიშროების სფეროში პრობლემური საკითხის არსებობისას იგი აწვდის
შესაბამისს ინფორმაციას უშიშროების საბჭოს. გენერალური მდივანი ინიშნება
გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭს რეკომენდაციით 5 წლის
ვადით. იგი ახორციელებს სამმდივნოს ყველა ქვედანაყოფის საერთო
ხელმძღვანელობას, უფლება აქვს უშშროების საბჭოს აცნობოს ნებისმიერი
საკითხი რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის სს მშვიდობას და
უსაფრთხოებას.
7. კვაზი სასამართლო ორგანო-
8. დამატებითი ორგანოების შექმნა
9. რომელია ძირითადი ორგანო და რომრლი არა
10. დაახასიათეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი სტრუქტურა-
ძირითადი ორგანოები, დამხმარე ორგანოები, წარმომადგენლობა-
რეგიონალური კუთხით.

11. იმსჯელეთ წევრთა კატეგორიაზე: რა სახის წევრები არსებობს-


ასოცილებური, პირველად.
იმისათვის რომ სახელმწიფო რომელიმე ორგანიზაციის წევრი გახდეს საჭიროა
აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტული ორგანიზაციის წესდების პირობებს. ევროპის
საბჭოს მაგალითზე რომ გავიდეთ არსებობს რამდენიმე სახის წევრობის
სტატუსი. კერძდ: ასოცირებული წევრის სტატუსი, დამკვირვებლის სტატუსი ,
სპეციალური სტუმრის სტატუსი. არსებული ვარაუდით, ასოცირებული წევრის
სტატუსი ენიჭება იმ არაევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ასეთ შემთხვევაში უფრო
მჭიდროდ შეძლებდნენ ორგანიზაციასთა თანამშრომლობას. დამკვირვებლის
სტატუსი- ნებისმიერ სახელმწიფოს რომელიც აღიარებს დემოკრატიის კანონის
უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს და სურს ევროპის
საბჭოსთან თანამშრომლობა, მინისტრთა კომიტეტეის მიერ შესაძლოა მიენიჭოს
დამკვირვებლის სტატუსი, რომელსაც არეგულირებს საწესდებო რეზოლუია . ის
შესაძლოა ასევე მიენიჭოს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო
ორგანიზაციებს რომლებიც თავიანთი საქმიანობით ევროპის საბჭოს
დამხხმარედ გვევლინებიან. მაგ. აშშ-ს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა 1996
წლის 10 იანვარს. სპეციალური სტუმრის სტატუსი- ეს საპარლამენტო ასამლეის
მიერ იქნა შემოღებული 1989 წლის მაისში. თავდაპირველად ის წარმოადგენდა
ლიბერალი შვეიცარიელი პარლამენტარის ნააზრევს, და მიზნად ისახავდა
„გარდამავალ“ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის შანსის მიცემას, ასამბლეის
სხდომების მეშვეობით გაცნობოდენ საპარლამენტო დემოკრატიას
მოქმედებაში. რამაც ორგანიზაციაშ წევრობის გზა გაუხსნა ყოფილ საბჭოთა
ბლოკის ქვეყნებს. ამ სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს ბიურო. თითოეულ
სპეციალურ სტუმარს მიეკუთვნება ადგილების ის რაოდენობა რამდენსაც მას
სავარაუდოდ მიაკუთვნებენ სრულუფლებიან წევრად მიღების შემთხვევაშ . ამ
სტატუსის მქონე დელეგატები სხდომებს ხმის უფლების გარეშე ესწრებიან .
დრესდღეობიტ ამ სტატუსის მქონე დელეგატები აღარ არიან.
12. გაწევრიანების პირობები-გაეროს და ევროპის საბჭოს პირობებში
კლებერსი 6 თავი, გაეროს მართმსაჯულების სასამართლო.

იმისათვის რომ სახელმწიფო რომელიმე ორგანიზაციის წევრი გახდეს საჭიროა


აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტული ორგანიზაციის წესდების პირობებს. განვიხილოთ
გაწერვიანების პირობები ევროპის საბჭოს მაგალითზე. arsebobs ori umTavresi
kriteriumi, romlebic sabWoSi gawevrianebis msurvelma
saxelmwifoebma unda daakmayofilon. maTgan pirveli geografiulia
- isini moqceulni unda iyvnen evropis sazRvrebSi, meore ki
politikuri - isini unda iziarebdnen demokratiul faseulobebs,
romelTac organizacia efuZneba da unda iRvawon mis SigniT
solidarobis gansamtkiceblad, yvela im saxelmwifos gamoricxviT,
romelic ar iziarebs aRniSnul idealebs. ევროპის საზღვრებში
მდებარეობა- ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის
განმტკიცების გარდა წევრობის მსურველი უნდა ითვლებოდეს ევროპულ
სახელმწიფოდ. დასაზუზტებელია ის თუ რას ნიშნავს განსაზღვრება ევროპული.
გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორისო სამართლით არასოდეს
დადგენილა ევროპის კონტინენტის საზღვრები. ამ საკითხთან დაკავშირებით
ზუსტი პასუხი არიყო ჩამოყალიბებული, ვინაიდან არსებობდა მრავალი
მოსაზრება და ევროპელობის სხვადასხვა კრიტერიუმი. საბოლოოდ
საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ და მოგვიანებით თვით ასამბლეამ დაუდეს
საზღვრები საბჭოს გაფართოებას, რომლის თანახმად ევროპის საბჭო უნდა
დაყრდნობოდა ევროპის ზოაგდ აღიარებულ გეოგრაფიულ საზღვრებს და რომ
გეოგრაფიული ევროპის შემადგენელ ნაწილად ყოფნა უნდა იქცეს
გაწევრიანების კრიტერიუმად ორგანიზაციაში. ასამბლეამ ასევე დაადგინა და
დაადასტურა რომ ევროპასთან მათი კულტურული კავშირების
გათვალისწინებით სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შეეძლოთ
გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა იმ პირობით თუკი ისინი
გამოხატავდნენ ნებას ~-ყოფილიყვნენ მიჩნეულნი ევროპის შემადგენელ
ნაწილად. მარტივად რომ ვთქვათ, ასამბლეამ გეოგრაფიულ ტრიტერიუმს
სუბიექტური კრიტერიუმიც დაამათა რაც ევროპისადმი კითვნილების
შეგრძნებას აღნიშნავდა. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, ესაა დემოკრატიულ
ფასეულობათა გაზიარება იგი განმარტებულია წესდების მესამე მუხლში,
რომელიც ადგენს რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრმა უნდა აღიაროს კანონის
უზენაესობისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირის
ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით გარანტირების
პრინციპები და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან.
13. შეწყვეტის სახეები : გასვლა, სამართებრივი შედეგები, ვის ნებაზეა
დამოკიდებული.

ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს წევრობის ნებაყოფლობით შეწყვეტას.


თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს, შეიცავს თუ არა
საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები ნებაყოფლობით გასვლის
კონკრეტული წესების ნუსხას. ორგანიზაციიდან რომელიმე წევრის
ნებაყოფლობით გასვლას დამაბრკოლებელ გარემოებად ვერიქცევა ის ფაქტიც,
თუკი წესდებაში არაფერია ნათქვამი მსგავსი გასვლის შესახებ. ნებაყოფლობით
გასვლის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის
პრინციპი, რომლის შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თვითონ
განსაზღვროს ამა თუ იმ ორგანიზაციაში ყოფნის მიზანშეწონილობა.
ორგანიზაციიდან გასვლა ზოგიერთი აუცილებელი პირობის შესრულებას
უკავშირდება: აუცილებელია შესაბამისი წერილობითი განაცხადის შეტანა
სადამფუძნებლო აქტის დენონსაციის თხოვნით; განისაზღვრება გარკვეული დრო,
რომლის შედეგადაც ძალაში შედის განცხადება ორგანიზაციიდან გასვლის
შესახებ; განისაზღვრება ორგანიზაციის სადამფუძნებლო აქტის ძალაში შესვლის
პერიოდი, რომლის ამოწურვის შემდეგ გასვლის მსურველს შეუძლია დაიყოს
ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურა;გასვლის წინ აუცილებელია ზოგიერთი
ვალდებულების შესრულება;აუცილებელია გასვლის პირობების შეთანხმება
უფრო ზოგადი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციებთან. ავტომატური გასვლა
ნებაყოფლობითი გასვლის სახესვაობაა. მისი არსიიმაში მდგომარეობს, რომ
სახელმწიფო შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე,ვალდებულია შეყვიტოს
ორგანიზაციის წევრობა. ასე, მაგალითად, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც
წყვეტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრობას, სამითვის ვადაში
ავტომატურად ადის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის
წევრთა სიიდანაც.
14. რა განსხვავებაა შეწყვეტასა და შეცერებას შორის.

საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოსვლის პრობლემა უშუალოდ უკავშირდება


უფრო ზოგად საკითხს - იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის წესს,
რომელიც ე. წ. ინსტიტუციონალურ დოკუმენტს წარმოადგენს(ანუ რომლის
საფუძველზეც შეიქმნა თავის დროს ორგანიზაცია). „დენონსაცია საერთაშორისო
ხელშეკრულებისა ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმაა. შეიძლებამოხდეს თავად
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების მიხედვით.
ზოგიერთი საერთაშორისო ხელშეკრულება კრძალავს დენონსაციას.
მრავალმხრივი ხელშეკრულების დენონსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ
სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ახდენს მის დენონსაციას.ორგანიზაციის
სადამფუძნებლო აქტებში ძირითადად წევრობის შეწყვეტის ხუთ წესზეა საუბარი:
ა) ნებაყოფლობით გასვლა; ბ) ავტომატური გასვლა; გ) გარიცხვა; დ) სახელმწიფოს
არსებობის შეწყვეტა; ე) ორგანიზაციის ლიკვიდაცია. თითქმის ყველა
ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს წევრობის ნებაყოფლობით შეწყვეტას.
თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არა აქვს, შეიცავს თუ არა
საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები ნებაყოფლობით გასვლის
კონკრეტული წესების ნუსხას. ორგანიზაციიდან რომელიმე წევრის
ნებაყოფლობით გასვლას დამაბრკოლებელ გარემოებად ვერიქცევა ის ფაქტიც,
თუკი წესდებაში არაფერია ნათქვამი მსგავსი გასვლის შესახებ. ნებაყოფლობით
გასვლის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის
პრინციპი, რომლის შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თვითონ
განსაზღვროს ამა თუ იმ ორგანიზაციაში ყოფნის მიზანშეწონილობა.
ორგანიზაციიდან გასვლა ზოგიერთი აუცილებელი პირობის შესრულებას
უკავშირდება: აუცილებელია შესაბამისი წერილობითი განაცხადის შეტანა
სადამფუძნებლო აქტის დენონსაციის თხოვნით; განისაზღვრება გარკვეული დრო,
რომლის შედეგადაც ძალაში შედის განცხადება ორგანიზაციიდან გასვლის
შესახებ; განისაზღვრება ორგანიზაციის სადამფუძნებლო აქტის ძალაში შესვლის
პერიოდი, რომლის ამოწურვის შემდეგ გასვლის მსურველს შეუძლია დაიყოს
ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურა;გასვლის წინ აუცილებელია ზოგიერთი
ვალდებულების შესრულება;აუცილებელია გასვლის პირობების შეთანხმება
უფრო ზოგადი კომპეტენციისმქონე ორგანიზაციებთან.ავტომატური გასვლა
ნებაყოფლობითი გასვლის სახესვაობაა. მისი არსიიმაში მდგომარეობს, რომ
სახელმწიფო შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე,ვალდებულია შეყვიტოს
ორგანიზაციის წევრობა. ასე, მაგალითად, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც
წყვეტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრობას, სამითვის ვადაში
ავტომატურად ადის რეკონსტრუქციისა და განვითარებისსაერთაშორისო ბანკის
წევრთა სიიდანაც.გარიცხვა, როოგრც წევრობის შეწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი,
გამოიყენება სანქიების სახით და თვით ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად.
სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევ ორგანიზაციის
წესდებას,შესაძებელია გაირიცხოს ორგანიზაციიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი
ორგანიზაციის წესდება არ ითვალისწინებს მსგავს პირობებს. მაგალითად,
ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის თანახმად, ნებისმიერ წევრს, რომელიც
სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის ნორმებს, შესაძლებელია
შესთავაზონ ორგანიზაციის დატოვება. წევრი-სახელმწიფოს არსებობის
შეწყვეტაში იგულისხმება სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა, ანუ ერთი
სახელმწიფოს შეცვლა მეორით. სამართალმემკვიდრეობის პრობლემა შეიძლება
დადგეს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოშობის, სახელმწიფოების
გაერთიანების ან ტერიტორიების გამოყოფის შემთხვევაში. საერთაშორისო
სამართლის შესაბამისად, აუცილებელი არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო
იმთავითვე გახდეს რომელიმე საერთასორისო ორგანიზაციის წევრი იმ ფაქტის
გამო, რომ სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის მომენტში ორგანიზაციის
სდამფუძნებლო აქტი მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც სამართალმემკვიდრე
სახელმწიფოს ობიექტს წარმოადგენდა. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო
უფლებამოსილია გააკეთოს განაცხადი სამართალმემკვიდრეობაზე და ასე
განსაზღვროს საკუთარი სტატუსი ნებისმიერ ორგანიზაციაში. ორი ან მეტი
სახელმწიფოს გაერთიანების შემთხვევაში, როგორც წესი, სამართალმემკვიდრე
სახელმწიფო წყვეტს, რომელი სახელწმიფო უნდა დარჩეს ორგანიზაციაში და ვინ
უნდა წარმოადგინოს ახალი სახელმწიფო მასში სამომავლოდ.ორგანიზაციის
ლიკვიდაცია გულისხმობს წევრობის შეწყვეტას. ამჟამდ არსებული
ორგანიზაციების ლიკვიდირება სხვადასხვა საშუალებითაა
შესაძლებელი.განსაკუთრებით რეალურია მისი დატოვება ზოგ სახელმწიფოთა
მიერ.მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში თევზჭერის გენერალური საბჭოს წესდებაში
მითითებულია, რომ ეს ორგანიზაცია წყვეტს თავის საქმიანობას, თუკი
მისიწევრების რაოდენობა ხუთზე ნაკლები იქნება.

რაც შეეხება შეჩერებას, გაეროს წესდების თანახმად, წევრობის შეჩერება


გულისხმობს უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობის დროებით
შეცერებას. ფინანსური ორგანიზაციების წესდებების თანახმად კი (მაგ:
IBRD)წევრობის შეჩერება გულისხმობს წესდებით გათვალისწინებული ყველა
სახის უფლებით(!) სარგებლობის შეჩერებას. თუმცა, ყველა საერთაშორისო
ორგანიზაციის წესდება არ შეიცავს დებულებებს წევრობის შეჩერების თაობაზე. ამ
შემთხვევაში, წევრობის შეჩერება ატარებს სანქციის ხასიათს ფინანსური
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. გაეროში კი ფინანსური
ვალდებულებისდარღვევა, რაც გულისხმობს 2 წლის საწევროს ეკვივალნეტური
დავალიანების დაგროვებას, იწვევს სახელმწიფოსთვის გენერალურ ასამბლეაში
ხმის მიცემის უფლების შეჩერებას. ევროპის საბჭოში კი, წევრობის შეჩერებას
იწვევს სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციის წესდების უხეში დარღვევა და
ადამიანისუფლებების დაცვის სფეროში სერიოზული გადაცდომა. წევრობის
შეჩერების ეფექტი განსახვავებულია. გაეროში პრივილეგიებისა და უფლებების
დროებითი ჩამორთმევა გამოწვეულია სახელმწიფოს მიმართ უშიშროების
საბჭოსმიერ პრევენციული ან რეპრესიული აქტების განხორციელებით. ხმის
უფლების ჩამორთმევა კი გულისხმობას, ამ შემთხვევაში, ყველა ორგანოში ხმის
უფლების ჩამორთმევას. ანუ, აღნიშნულ შემთხვევაში, ცხადია, რომ უფრო
სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ფინანსური კონტრიბუციის
გადაუხდელობაა.როგორცწესი, წევრობის შეჩერება არ არის სავალდებულო
ხასიათის სანქცია. ორგანიზაციამას წევრს სახელმწიფოს ნებაყოფლობით
უფარდებს. ეს არის კომპეტენტური ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება.
თუ კი აღმოჩნდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნა
დაუძლეველი ძალით, მაშინ სახელმწიფოს ეხსნება სანქცია. წევრობის შეჩერება,
როგორც წესი, პლენარული ორგანოს პრეროგატივაა. საკითხის გადასაწყვეტატ კი
2/3 უმრავლესობის თანხმობაა საჭირო,მაგალითად, ICAO–სა და WHO–ში.
წევრობის შეჩერება ეხება მხოლოდ უფლებებისა დაპრივილეგიების ნაწილს. წევრი
სახელმწიფო კვლავაც ვალდებულია ჩვეულ რიტმში განაგრძოს ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება.

15. შეწყვეტის სახე- გეფერიძე

16. რა ფუნქციების მატარებელი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო


ორგანო

17. სახელშეკრულებო ორგანოების დამახასიათებელი ფუნქციების


დიფერენცირება-რა და რა ტიპის ფუქციებია

წარმოადგენს დამოუკდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ


კომიტეტებს,რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითადი საერთაშორისო
ხელშეკრულებების მონიტორინგს. სულ არის 9 ძირითადი საერთაშორისო
ხელშეკრულება, ხოლო კომიტეტი -10.

სახელშეკრულებო ორგანოების კომპეტენცია 6 ძირითად ფუნქციაში ვლინდება:


1.ზოგადი კომენტარები/რეკომენდაციები; 2.სახელმწიფოთა მოხსენებები; 3. გამოძიება
4.სახელმწიფოთა შორის დავები, 5. ინდივიდუალური კომუნიკაციები(საჩივრები) და 6.
გადაუდებელი მოქმედებები/წინასწარი გაფრთილებები (გადაწყვეტილებები ,
განცხადებები და წერილები/რეკომედაციები)

თუმცა ყველა ორგანო აღნიშნული ფუნქციების მატარებლები არ არიან .

მხოლოდ 8 კომიტეტი იღებს და განიხილავს ინდივიდუალურ


კომუნიკაციებს/საჩვივრებს (ესენია: ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტი,წამების წინააღმდეგ კომიტეტი , რასობრივი
დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტი, შეზ.შესაძ.მქონე პირთა უფლებების
კომიტეტი,იძულებით გაუჩინარებულთა კომიტეტი,ეკონომიკურ, სოციალურ და
კულტ.უფლებათა კომიტეტი, ბავშვთა უფლებათა კომიტეტი. ხოლო მე-9 კომიტეტი
(რომელსაც აქვს ინდ. საჩივრების განხილვის უფლება, ძალაში არ არის შესული,
რადგან კონვენციის საფუძველზე 10 სახელმწიფო მხრიდან აღიარებაა საჭირო
კონვენციის 77ე მუხლის საფუძველზე) მშრომელ მიგრანტთა შესახებ განიხილავს ინდ
საჩივრებს, მაგრამ ჯერ ძალაში არ არის შესული.

18. სახელმწიფოთა მოხსენების წარდგენა რას გულისხმობს-ანგარიშების


წაარდგენა, როგორ ხდება მისი მომზადება,რა საკითხზე ხდება
აქცეპტების გაკეტება, ძირითად საკითხებზე შეთანხმება,
დოკუმენტებისა და დამატებითი დოკუმენტების შემუშავება ძირითად
საკითხზე, ჩრდულოვაბი ანგარიშები NGO-ს მიერ შემუშავბეული, ამას
რეკომენდაციის ხასიათის მატარებელია-ზოგაგად რა არის
სახელმწიფო მოხსენება- ამაზე გაამახვილეთ ყურადღეაბო

19. ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება არის თუ არა


სავალდებულო- არის სავალდებულო, პაქტის დონეზეა განსაზღვრული,
ვინც პაქტის ხელმომწერია, მისსთვის სავალდებულოა ზოგადად პაქტიტ
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება , რადგან პაქტის დონრზე
გვაქვს კომიტეტის არსებობა და ამ კომიტეტის კომპეტენციას ვაღიარებთ ,
მიუხედავად იმისა რომ მისი ცალსახად სადმე წაკითხვა
შეუძლებელია,სავალდებულო არის თუ არა, მაინც იგულისხმება რომ
სავალდებულოა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარკვეულ შემთხვევაში
გვეხმარება პაქტის ნორმების ინტერპრეტაციაში გაგებაში და გვეუბნება
რომ ის მავალდებულებელი ხასიათისაა
20. ინდივიდუალური სარჩელის წარდგენა რამდენ კომიტეტს აქვს-
პასუხი:9
21. გამოგკვლევა რას ნიშნავს/ფუნქცია

კონვენციების მონაწილე რომელიმე მხარის მიერ სერიოზული, მძიმე ან სისტემატური


დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე , უფლებამოსილია
დაიწყოს გამოძიება, თუ მიიღეს სანდო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს საფუძვლიან
მითითებებს მონაწილე სახელმწიფოში კონვენციის სერიოზული ან სისტემატური
დარღვევის თაობაზე.

22. რომელ კომიტეტს აქვს გამოკვლევის ფუნქცია

კონვენციების მონაწილე რომელიმე მხარის მიერ სერიოზული, მძიმე ან სისტემატური


დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე , წამების საწინააღმდეგო
კომიტეტი (მუხლი 20), ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW
არჩევითი ოქმის 8-ე მუხლი) ), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კომიტეტი (CRPD დამატ. პროტოკოლი 6-ე მუხლი), იძულებითი გაუჩინარების კომიტეტი
(CED 33-ე მუხლი), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი
(ICESCR- ის არჩევითი ოქმის 11-ე მუხლი) ) და ბავშვთა უფლებების კომიტეტი (არჩევითი
ოქმის მე -13 მუხლი (საკომუნიკაციო პროცედურაზე) CRC)), უფლებამოსილია დაიწყოს
გამოძიება, თუ მიიღეს სანდო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს საფუძვლიან
მითითებებს მონაწილე სახელმწიფოში კონვენციის სერიოზული ან სისტემატური
დარღვევის თაობაზე.

გამოძიების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოების


მიმართ, რომლებმაც ამ მხრივ აღიარეს შესაბამისი კომიტეტის კომპეტენცია .
მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გვერდი აუარონ გამოძიების პროცედურას ,
ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან შეერთების დროს (მუხლი 28 CAT; CEDAW არჩევითი
ოქმის 10-ე მუხლი; CRPD- ის არჩევითი ოქმის 8-ე მუხლი, არჩევითი პირობების 13-ე
მუხლი 7) პროტოკოლი (საკომუნიკაციო პროცედურაზე) CRC) ან ნებისმიერ დროს (ICESCR
არჩევითი ოქმის 11-ე მუხლის მე -8 პუნქტი) განცხადების გაკეთებით, რომ ისინი არ
ცნობენ კომიტეტის კომპეტენციას გამოძიების ჩატარების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, CED არის გამონაკლისი, რადგან გამოძიების ჩატარების


კომპეტენცია არ ექვემდებარება მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღიარებას (33-ე
მუხლი ICPPED

პროცედურა შეიძლება დაიწყოს კომიტეტმა იმ შემთხვევაში თუ მიირებს სანდო


ინფორმაციას,მისი წევრის სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული
უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევის თაობაზე.

კომიტეტი იწვევს წევრ-სახელმწიფოს თანამშრომლობისათვის ინფორმაციის


გადამოწმების მიზნით დაკვირვებების წარდგენით.

კომიტეტმა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დაკვირვებებისა და სხვა რელევანტური


ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება კომიტეტის ერთ ან მეტ წევრ -სახელმწიფოს
წარმომადგენელს დაავალოს გამოძების/გამოკვლევის ჩატარება და მოხსნების
წარდგენა. შესაძლებელია, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზიტიც. კომიტეტი
განიხილავს წვერი-სახელმწიფოების მიგნებებს და კომენტარებითა და
რეკომენდაციებით უგზავნის ე.წ. სავარაუდო დამღვევ სახელმწიფოს .

წევრი-სახელმწიფო ვალდებულია წარადგინოს თავის დაკვირვება/დასკვნა


კომიტეტის მიგნებებზე, კომენტარებსა და რეკომენდაციებზე, როგორც წესი 6
თვისვადაში და წარდგენს კომიტეტის წინაშე და მოახსენოს იმ მექანიზმების თაობაზე ,
რაც გაატარა გამოძიების საპასუხოდ.

23. ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ კომიტეტში გამოკვლევის


ფუნქცია რას გულისხმობს.

კონვენციების მონაწილე რომელიმე მხარის მიერ სერიოზული, მძიმე ან სისტემატური


დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე , ქალთა დისკრიმინაციის
წინააღმდეგ კომიტეტი უფლებამოსილია დაიწყოს გამოძიება, თუ მიიღეს სანდო
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს საფუძვლიან მითითებებს მონაწილე სახელმწიფოში
კონვენციის სერიოზული ან სისტემატური დარღვევის თაობაზე.

24. გამოკვლევის ფუნქცია რამდენ კომიტეტს აქვს

საგამოძიებო ფუნქცია გააჩნია 6 კომიტეტს.

25. ადამიანის უფლებათა კომიტეტი , რამდენი წევრისგან შედგება, რა


კომპეტენციის მატარებელია

26. კომიტეტების იეროგლიფები შემოკლებული სახელები


• საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (ICCPR)

• საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების


შესახებ (ICESCR)

• საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის


აღმოფხვრის შესახებ (ICERD),

• კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW),

• კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების


შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ (CAT),

• კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (CRC),

• საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრთა


უფლებების დაცვის შესახებ (ICRMW),

• კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (CRPD)

27. ჩამოთვალეთ სახელშეკრულებო ორგანოები და განმარტეთ მათი


კონპეტენციები
• საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ
(ICCPR)
. უნივერსალური დეკლარაცია და ორი პაქტი ერთად აყალიბებს ადამიანის
უფლებათა დაცვის მინიმალურ სტანდარტს, რომელიც ცნობილია, როგორც
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტი

• საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული


უფლებების შესახებ (ICESCR)

• საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის


აღმოფხვრის შესახებ (ICERD),

• კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ


(CEDAW),

• კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების


შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ (CAT),

• კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (CRC),

• საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის


წევრთა უფლებების დაცვის შესახებ (ICRMW),

• კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების


შესახებ (CRPD)
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 3 ქულა: იმსჯელეთ
ფუფსიდიალურობის პრინციპზე

29. იმსჯელეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს


სტრუქტურაზე და მის კომპეტენციაზე10ქ.

30. იმსჯელეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს


სტუქტურაზე და სუფსიდირების პრინციპზე

31. არის თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემდგომი


მესამე ინსტანცია სახელმწიფოთა სასამართლოების მიმართ

32. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება


არის თუ რა სავალდებულო

33. დასაშვებობის კრიტერიუმი და სუბსიდირების პრინციპი -10 ქ

34. მორიგება რას ნიშნავს - განმარტეთ- 4 ქ

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის- სუბსიდიალური


სასამართლოა, რომლის გადაწყვეტილება იურიდიული ხასიათისაა

36. შუალედური ღონისძებები, დასაშვებობა- რას ნიშნავს


დასაშვბეობის ტერმინები-ლათინური?(ეს ან მოვა ან არა ღმეთმა უწყის)

37. ზოგადი კომენტარი რას ნიშნავს

ზოგადი კომენტარი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების


ნორმების განმარტება და მითითება წევრი-სახელმწიფოებისათვის , რათა შეძლონ
საერთაშორისო ხელშეკრულებების ეფექტურად შესრულება.

38. რას ნიშნავს სახელმწიფოთა დავის განხილვა.

ზოგიერთი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულება


სახელმწიფოებს ნებას რთავს წევრი სახელმწიფოს მიმართ წარადგინონ საჩივრები თუ
ამ უკანასკნელთა მხრიდან არ ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
აბა თქვენ იცით <3 მპუაჰ

You might also like