You are on page 1of 5

სახელმწიფოს ცნება და ძირითადი ნიშნები

„სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის მეცნიერებაში სახელმწიფოს


განმარტავენ, როგორც ამა თუ იმ ქვეყანაში საზოგადოების პოლიტიკური
ორგანიზაციის განსაზღვრულ-ისტორიულ ფორმას, მმართველობის
განმახორციელებელ განსაკუთრებულ აპარატს, რომელიც დარწმუნებისა და
იძულების მეთოდების გამოყენებით, უზრუნველყოფს საშინაო და საგარეო
ფუნქციების შესრულებას ქვეყანაში გაბატონებული კლასისა თუ ფენის
ინტერესების შესაბამისად „ ( გ. ინწკირველი).
გამოყოფენ სახელმწიფოს ოთხ ძირითად ნიშანს , ესენია :
1. ქვეშევრდომთა ( მოსახლეობის) დაყოფა
ტერიტორიული ნიშნის ( პრინციპის) მიხედვით. აქ
ხაზი უნდა გაესვას ორ კომპონენტს, ქვეშევრდომებს და
ტერიტორიას, სახელმწიფოს ტერიტორია ეწოდება
სივრცეს, რომელზეც ვრცელდება მოცემული
სახელმწიფოს იურისდიქცია.
2. საჯარო ხელისუფლება.
საჯარო ხელისუფლება ეწოდება მმართველობის აპარატისა და
იძულების აპარატის ერთობლიობას.
მმართველობის აპარატი გულისხმობს იმ ორგანოთა სისტემას,
რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სახელმწიფოს მართვა ,
ესენია :საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოები, და სხვა ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც
ხორციელდება სახელმწიფოს მართვა.
იძულების აპარატი ეწოდება - სპეციალურ ორგანოებს,
რომლებსაც გააჩნიათ უფლება და ძალმოსილება
სახელმწიფოებრივი ნების იძულებითი აღსრულებისათვის. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ იძულებას სახელმწიფო მიმართავს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნების მეთოდით
შეუძლებელია სახელმწიფოებრივი ნების აღსრულება
( თუ დარწმუნების მეთოდით შედეგის მიღწევა შეუძლებელი
აღმოჩნდება).
იძულების აპარატში შედის:
არმია
პოლიცია
უშიშროების ორგანოები
პროკურატურა
სასამართლოები
სასჯელ-აღსრულების ორგანოები.
საჯარო ხელისუფლება ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: :.
 გამოყოფილია საზოგადოებისგან,
 არ ატარებს საზოგადოებრივ ხასიათს და უშუალოდ საზოგადოების
კონტროლქვეშ არ იმყოფება.
 ხორციელდება ადამიანთა განსაკუთრებული ფენის ( ჩინოვნიკები,
სახელმწიფო მოხელეები) მიერ, რომლებსაც მინიჭბული აქვთ
სახელმწიფო-ხელისუფლებრივი ძალმოსილება, როგორც წესი, ამისთვის
გადიან სპეციალურ მომზადებას,მათთვის სახელმწიფოს მართვა
( იძულება) არის საქმიანობის ძირითადი სფერო.
 თავის საქმიანობაში, საჯარო ხელისუფლება ემყარება დაწერილ-
ფორმალიზებულ სამართალს.
 საჯარო ხელისუფლების საქმიანობა გარანტირებულია სახელმწიფოებრივი
იძულების ძალით.
3. საგადასახადო სისტემა
4. სუვერენიტეტი : სახელმწიფო ხელისუფლების უნარი და
შესაძლებლობა, თავისი შევედულებისამებრ გადაწყვიტოს
საშინაო და საგარეო ფუნქციები. სახელმწიფო სუვერენიტეტის
ორი სახე არსებობს-საგარეო და საშინაო.
 საშინაო სუვერენიტეტი-უზენაესობა ქვეყნის შიგნით.
 საგარეო სუვერენიტეტი-დამოუკიდებლობა სხვა
ქვეყნებთან ურთიერთობაში.

სახელხელმწიფოს ფორმა
სახელმწიფოს ფორმა ეწოდება სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურასა
და ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს :
 მართვა-გამგეობის ფორმას ( მმართველობის ფორმა)
 სახელმწიფო წყობილების ფორმას (ტერიტორიული მოწყობის ფორმა)
 პოლიტიკურ რეჟიმს.

მართვა-გამგეობის ფორმა, სახელმწიფო წყობილების (ტერიტორიული მოწყობის


ფორმა და პოლიტიკური რეჟიმი არის სახელმწიფოს ფორმის ელემენტები.
მმართველობის (მართვა-გამგეობის) ფორმა
( განმარტება იხილეთ გ. ინწკირველი სახელმწიფოს და სამართლის თეორიაში )

მმართველობის (მართვა-გამგეობის) ფორმა სახელმწიფოს ფორმის ელემენტია და


მოიცავს :

 სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა სისტემასა და


ორგანიზაციას.
 ამ ორგანოთა შექმნის წესსა და უფლებამოსილების ვადებს
 მათ კომპეტენციასა და ურთიერთქმედებას.
მმართველობის ფორმის ზირითადი სახეებია :
1. მონარქია
2. რესპუბლიკა

მონარქიის სახეებია

 აბსოლუტური
 შეზღუდული

შეზღუდული მონარქიის სახეებია

 დუალისტური
 საპარლამენტო(კონსტიტუციური)
 არატრადიციუი მონარქიები (არაბთა გაერთიანებული საამირო და მალაიზია)

რესპუბლიკის სახეებია:

 საპრეზიდენტო
 საპარლამენტო
 შერეული (საპარლამენტო-საპრეზიდენტო)
 ე.წ. არატრადიციული ( საბჭოთა, სახალხო დემოკრატიის)რესპუბლიკები.

სახელმწიფო წყობილების ( ტერიტორიული მოწყობის) ფორმა


( განმარტება იხილეთ გ. ინწკირველის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში )

სახელმწიფო წყობილების ფორმა ეწოდება სახელმწიფოს ტერიტორიული


ორგანიზაციის წესს,რაც ზემოქმედებს უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე
ცენტრალურ , რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

სახელმწიფო წყობილების ფორმის ძირითადი სახეებია :

 უნიტარული (მარტივი) სახელმწიფო


 ფედერაცია (რთული) სახელმწიფო
 კონფედერაცია

უნიტარულ სახელმწიფოს ახასიათებს ტერიტორიის ერთიანობა და ერთგვაროვნება,


სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოტა ერთიანი სისტემა. უნიტარულია როგორც
წესი ტერიტორიულად პატარა, მონოეთნიკური სახელმწიფოები, თუმცა პრაქტიკაში
გვხვდება გამონაკლისებიც.

უნიტარული სახელმწიფოს ნიშნები :

1. ტერიტორიის ერტიანობა და ერთგვაროვნება.


2. უნიტარული სახელმწიფოს შიგნით სუვერენიტეტის ნიშნების მქონე
სუბიექტების არარსებობა, სახელმწიფოში მის შემადგენელ ცალკეულ
ნაწილებს არ გააჩნიათ სახელმწიფოს ნიშნები.
3. უნიტარული სახელმწიფოს დაყოფა ხორციელდება მხოლოდ
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ნიშნით.
4. ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებს არა აქვთ პოლიტიკური
დამოუკიდებლობა- სახელმწიფოს ნიშნები არ გააჩნიათ.
5. უნიტარულ სახელმწიფოში მოქმედებს მხოლოდ ერტი საერთო-
სახელმწიფოებრივი კონსტიტუცია.
6. უნიტარულ სახელმწიფოში არსებობს ერთიანო საკანონმდებლო სისტემა.
7. უნიტარულ სახელმწიფოში მოქმედებს სახელმწიფო ხელისუფლების
უმაღლეს ორგანოთა ერთიანი სისტემა.
8. პარლამენტი, როგორც წესი, ერთპალატიანი სტრუქტურისაა.
9. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლების ორგანოები
ექვემდებარებიან ცენტრალურ ხელისუფლებას.
10. უნიტარულ სახელმწიფოს ახასიათებს ერთიანი მოქალაქრობა.
11. ერთიანი ფულად-საკრედიტო და საგადასახადო სისტემა.

ფედერაცია -რთული საკავშირო სახელმწიფოა, მის შემადგენელ ნაწილებს აქვთ


სახელმწიფოს ნიშნები. ფედერაციულ სახელმწიფოს ახასიათებს შემდეგი ნიშნები :

1. ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორიას შეადგენს მისი სუბიექტების


ტერიტორია.
2. ფედერაციის სუბიექტებს აქვთ სახელმწიფოს ნიშნები, აქვთ საკუთარი
კონსტიტუცია, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები,
სუბიექტის მეთაური, სუბიექტის პარლამენტი და მთავრობა, სიმბოლიკა.
3. ფედერაციულ სახელმწიფოში მოქმედებს ერტიანი საკავშირო კონსტიტუცია,
რომელშიც გამიჯნულია უფლებამოსილებები ფედერაციულ ცენტრსა და
ფედერაციის სუბიექტებს შორის.
4. მთელი ქვეყნისათვის საერთო უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი
და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საეღტოფედერალურ ორგანოებს -
ფედერალურ პრეზიდენტს ( საპარლამენტო რეესპუბლიკაში ),ფედერალურ
მთავრობას, პარლამენტს და სასამართლოებს.
5. ცენტრალური მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ერთიანი შეიარაღებული
ძალების,უსაფრთხოების, პოლიციის, საბაჟო და თავდაცვის სისტემა.
6. პარლამენტი როგორც წესი ორპალატიანია: ქვედა პალატა წარმოადგენს
მთლიანი სახელმწიფოს ინტერესებს, ზედა პალატა კი - ფედერაციის
სუბიექტების ინტერესებს.

ფედერაციული სახელმწიფოს 23 ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ მთავარი


კრიტერიუმებით ფედერაციული სახელმწიფო შეიძლება იყოს :

 ეროვნული
 ტერიტორიული
 ეროვნულ-ტერიტორიული ( შერეული )

კონფედერაცია - სახელმწიფოს მოწყობის ფორმის რელიქტურ


ნაირსახეობას წარმოადგენს ფედერაციისა და კონფედერაციის მთავარი
განმასხვავებელი ის ნიშანია, რომ ფედერაცია არის საკავშირო სახელმწიფო,
ხოლო კონფედერაცია-სახელმწიფოთა კავშირია. კონფედერაცია დროებითი
მყიფე ( არამყარი) წარმონაქმნია,იგი როგორც წესი იქმნება როგორც
გარდამავალი ეტაპი ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს ეტაპობრივი
დაშლის წინ პატარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ან პირიქით-
სახელმწიფოთა გაერთიანების წინ ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოდ.

კონფედერაციის ძირითადი ნიშნებია :

1. ინტეგრაციის სუსტი დონე მის შემადგენელ ნაწილებს შორის.


2. კონფედერაციაში შემავალ ნაწილებს ( სახელმწიფოებს) აქვთ
სახელმწიფო სუვერენიტეტი და სახელმწიფოს სხვა დამახასიათებელი
ძირითადი ნიშნები, არმია, კანონმდებლობის სისტემა, მოქალაქეობა.
3. კონფედერაციაში ან არ არსებობს ხელისუფლების ერტიანი ორგანოები
ან თუ არსებობს, აქვს მხოლოდ მინიმალური უფლებამოსილება.
4. კონფედერაციიდან ტავისუფალი გასვლის უფლება.

You might also like