You are on page 1of 16

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასკვნითი გამოცდა
საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი

სახელი გვარი პირადი ნომერი


ლაშა ნანეტაშვილი 43001044765

ფაკულტეტი - სამართლისა და დიპლომატიის

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი


კურსი პირველი
სასწავლო კურსის საქართველოს
დასახელება საკონსტიტუციო
სამართალი
ლექტორი პაატა დავითაია
დასკვნითი გამოცდის 23.06.2022
თარიღი
თემა: სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა.
ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის გარეშე
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არ
არსებობს. ეს პრინციპი ემსახურება ძალმომრეობითი,
ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობის
საფრთხის თავიდან აცილებას. სასამართლო
გამოცალკევებული უნდა იყოს საკანონმდებლო და
აღმასრულებელ სახელისუფლებო განშტოებათაგან თუ
ის მიერთებულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან,
მოსამართლე მჩაგვრელის როლს ირგებს. სასამართლოს
არსებობა, უპირველეს ყოვლისა, სამართლის
უზენაესობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მას
გააჩნია უფლებამოსილებები, რომელიც არ გააჩნია
საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.
მას შეუძლია ადამიანს თავისუფლება აღუკვეთოს,
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ჩამოართვას ქონება,
გააუქმოს პოლიტიკური პარტია, უღირს მშობელს
მშობლის უფლება ჩამოართვას და ა.შ. აგრეთვე
სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება
სავალდებულოა საქართველოს თითოეული
მოქალაქისათვის. სასამართლო ხელისუფლება
შეიძლება განიმარტოს, როგორც დამოუკიდებელი
სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც კანონით
განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას,
ახორციელებს სასამართლო კონტროლს, ადგენს
იურიდიულ ფაქტებსა და გარემოებებს. სასამართლო
სისტემების ორი ძირითადი მოდელი არსებობს -
რომანულ-გერმანული და ანგლოამერიკული.
რომანულ-გერმანულ სამართლის სისტემის მოდელს
ახასიათებს საკმაოდ სრულყოფილი საკანონმდებლო
ბაზა, რომელიც სასამართლოების ორგანიზაციასა და
საქმიანობის წესს განსაზღვრავს სააპელაციო
ფორმასთან ერთად არსებობს გასაჩივრების საკასაციო
და სარევიზიო ფორმები, ნაკლებადაა გავრცელებული
ნაფიცი მსაჯულებისა და მომრიგებელი
მოსამართლეების ინსტიტუტი.
ანგლოამერიკული, ანუ საერთო სამართლის
სასამართლო სისტემის ძირითადი მახასიათებლებია:
ისტორიულად ჩამოყალიბებული საერთო სამართლის
არსებობა, სასამართლო პრეცედენტის სამართლის
წყაროდ აღიარება, სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების ძირითად ფორმად მხოლოდ სააპელაციო
საჩივრის არსებობა, პროცესის შეჯიბრებითი ხასიათი,
რომლის დროსაც თავად სასამართლო პასიურია,
ნაფიცი მსაჯულებისა და მომრიგებელი
მოსამართლეების შედარებით ფართოდ გამოყენება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პროკურატურას.
სახელმწიფოთა ნაწილში პროკურატურა
აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაშია
ინტეგრირებული, მაგრამ დამოუკიდებლობის
გარკვეული ხარისხით მაინც სარგებლობს
პროკურატურა სასამართლო სისტემის
ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების
განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორია. პასუხისმგებელია საზოგადოების საერთო
ინტერესების, კანონიერების დაცვაზე და
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იურიდიულ
პროცესში. საქართველოს ორგანული კანონის
(პროკურატურის შესახებ) მეხუთე მუხლის მიხედვით -
პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
კანონიერება და სამართლიანობა; ობიექტურობა და
მიუკერძოებლობა; პროფესიონალიზმი და
კომპეტენტურობა; ერთიანობა და ცენტრალიზაცია,
ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის
სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი
დაქვემდებარება; პირის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვა და ღირსების
ხელშეუხებლობა; პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მოსამართლე მართლმსაჯულების
განმახორციელებელი ძირითადი სუბიექტია, რომელიც
კანონით დადგენილი წესითა და პროცედურებით
განიხილავს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას.
მოსამართლის სამართლებრივი სტატუსის საფუძველი,
უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის ნორმებია.
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეიძლება 1701
წელს და ინგლისის დამფუძნებელ აქტს
დაუკავშირდეს, რომელიც მოსამართლისათვის დამცავ
მექანიზმს წარმოადგენდა, რათა მეფეს ისინი
დაკავებული თანამდებობიდან ერთპიროვნულად არ
გადაეყენებინა. დღეისათვის ისეთი სახელმწიფოები
ისწრაფვიან სასამართლოს დამოუკიდებლობის
იდეისაკენ. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის
პრინციპი არა მხოლოდ სახელმწიფოთა შიდა
კანონმდებლობითაა აღიარებული, არამედ მთელ რიგ
საერთაშორისო აქტებშია ასახული, როგორიცაა,
მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ 1999
წელს მიღებული მოსამართლეთა საყოველთაო ქარტია.
თუ მოსამართლე დამოუკიდებელია ყოველგვარი
პოლიტიკური და სხვა სახის კონტროლისგან, რამაც
შესაძლოა დაანგრიოს მის მიერ საქმის სამართლიანი,
მიუკერძოებელი გადაწყვეტის პრინციპი, ის უფრო
მეტად მისდევს კანონს, იცავს ძალაუფლების გამიჯვნის
პრინციპს და ხელს უწყობს საქმის სამართლიანად
გადაწყვეტას. განასხვავებენ მოსამართლეთა
პერსონალურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობას.
პერსონალური დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას,
რომ მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ
საკუთარ შინაგან რწმენასა და კანონს. მას არ უნდა
ჰქონდეს იმის შიში, რომ მის გადაწყვეტილებას
უარყოფითი შედეგი მოჰყვება მისი ოჯახისთვის, ან
ცუდი დამოკიდებულება ხელმძღვანელის მხრიდან.
ფუნქციური დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ
სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას
მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ კანონს
ემორჩილება. ის თავისუფალი უნდა იყოს არა მხოლოდ
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,
არამედ მისი კოლეგა მოსამართლეების
ზეგავლენისგანაც, არ უნდა ემორჩილებოდეს სხვა
ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ბრძანებებსა
და მითითებებს. მოსამართლის სტატუსთან
დაკავშირებით, ასევე, მნიშვნელოვანია მოსამართლის
თანამდებობის სხვა საქმიანობასთან შეუთავსებლობის
პრინციპი. სამოსამართლო ფუნქციების
განსაკუთრებული ხასიათი, სასამართლოს
ინსტიტუტის ღირსების შენარჩუნების და
მოსამართლეების ყველა სახის ზეწოლისაგან დაცვის
აუცილებლობა მოითხოვს მოსამართლეთა ისეთ ქცევას,
რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა
კონფლიქტი ან უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება. ეს მათგან მოითხოვს უარის თქმას
ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაზე, რომელმაც
შეიძლება მოაცდინოს სამოსამართლო მოვალეობების
შესრულებისაგან. მოსამართლის ვალდებულებების
ჯეროვნად განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია
მიუკერძოებლობის პრინციპი. მოსამართლემ მისი
სამსახურებრივი მოვალეობები რომელიმე მხარის
მიმართ კეთილგანწყობის ან წინასწარ შექმნილი აზრის
გარეშე უნდა განახორციელოს. მას უფლება არა აქვს,
გააკეთოს საჯარო ან სხვაგვარი კომენტარი, რომელმაც
შეიძლება გავლენა იქონიოს რომელიმე პირის ან
საკითხის მიმართ სამართლიან პროცესზე.
მნიშვნელოვანია აგრეთვე მოსამართლეთა
ხელშეუხებლობის პრინციპიც. ეს პრინციპი არ
გულისხმობს მოსამართლეთა აბსოლუტური
იმუნიტეტის უფლებას, თუმცა გამორიცხავს
სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით
მოსამართლის თვითნებურად პასუხისგებაში მიცემას.
მოსამართლეთა ხელშეუხებლობის პრინციპს
დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციების
დიდი ნაწილი განამტკიცებს.
საქართველოს კონსტიტუცია საერთო სასამართლოების
შესახებ არცთუ ისე ბევრ ნორმას შეიცავს. ქვეყნის
ძირითადი კანონით განსაზღვრულია სასამართლო
ხელისუფლების განხორციელების ფორმები,
მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპები,
მოსამართლის სტატუსი, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს დაკომპლექტების წესი და უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეთა სტატუსის საკითხები.
კონსტიტუციის მეხუთე თავში მოცემულია ის
ძირითადი პრინციპები და ცნებები, რომლებსაც
ეყრდნობა სასამართლო სისტემა საქართველოში.
სასამართლო კონსტიტუციურად უფლებამოსილი
ერთადერთი ორგანოა, რომელსაც უფლება აქვს,
განახორციელოს მართლმსაჯულება. კონსტიტუცია
სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში
აერთიანებს როგორც საერთო იურისდიქციის
სასამართლოებს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს.
სამხედრო სასამართლოების შემოღება
გათვალისწინებულია მხოლოდ საომარ პირობებში და
მხოლოდ საერთო სასამართლოს სისტემაში, საგანგებო
და სპეციალური სასამართლოების შექმნას კი
ძირითადი კანონი დაუშვებლად აცხადებს.
სასამართლო სისტემის, მისი კომპეტენციის საკითხებს
დაწვრილებით აწესრიგებს საერთო სასამართლოების
შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. საერთო
სასამართლოების სისტემა საქართველოში სამ
სამსაფეხურიანია: 1. რაიონული (საქალაქო)
სასამათლოები; 2. სააპელაციო სასამართლოები; 3.
უზენაესი (საკასაციო) სასამართლო. რაიონული
სასამართლო იქმნდება მუნიციპალიტეტში, ხოლო
საქალაქო სასამართლო - თვითმართველ ქალაქში.
რაიოონული სასამართლო არის პირველი ინსტანციის
სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის
მიკუთნებულ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო,
სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს
ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში - კოლეგიურად, 3 მოსამართლის
შემადგენლობით. რაიონული სასამართლო შედგება
არანაკლებ 2 მოსამართლისგან. ამასთან მის
შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი
მოსამართლეები. სააპელაციო სასამართლო იქმნება და
მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებით. საქართველოში მოქმდედებს ორი
სააპელაციო სასამართლო - თბილისსა და ქუთაისში.
სააპელაციო სასამართლო განიხილავს პირველი
ინსტანციის საამრთლოს გადაწყვეტილებებზე
შემოსულ საჩივრებს. „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,
სააპელაციო სასამართლოში იქმნება სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა
პალატები, ასევე საგამოძიებო კოლეგია. საქართველოს
იზენაესი სასამართლო (საკასაციო სასამართლო)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და
საბოლოო ინსტანციის სასამართლოა. ის შედგება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეებისგან. უზენაეს
სასამართლოში იქმნება: 1. სამოქალაქო საქმეთა
პალატა; 2. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; 3.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 4. დიდი
პალატა; 5. პლენუმი; 6. სადისციპლინო პალატა.
უზენაესი სასამართლოს პალატა (სადისციპლინო
პალატის გარდა) საკასაციო ინსტანციის სასამართლოა,
რომელიც განიხილავს საკასაციო საჩივრებს
სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს
განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს. დიდი
პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა
და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების
შემადგენლობიდან არჩეული არანაკლებ 12
მოსამართლისაგან, საქმეს კი განიხილავს 9
მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი
სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეების,
უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო
სასამართლოების თავმჯდომარეებისგან. პლენუმის
უფლებამოსილებაში შედის უზენაესი სასამართლოს
სტრუქტურული ერთეულების შეამდგენლობის არჩევა,
საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის დანიშვნამ
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შეტანა
ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასტან
შესაბამისობის თაობაზ, უზენაესი სასამარტლოს
რეგლამენტის დამტკიცება და სხვ. პლენუმი მოიწვევა
საჭიროებისამებს, მაგრამ არანკლებ წელიწადში
ერთხელ. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს პლენუმის
მიერ არჩეული 3 მოსამართლისგან. სადისციპლინო
პალატა განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის გადაწყვეტილებაზე. საერთო
სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს იუსტიიციის უმაღლესი საბჭო.
მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან , თუ მას
აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და
სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წელი
გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული
აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა,
გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული
სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის
მსმენელტა საკვალიფიკაციო სიაში. 2010 წლის
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე,
მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება ხდებოდა
არანაკლებ 10 წლის ვადით, ხოლო დღევანდელი
რედაქციით მოსამართლეების თანამდებობაზე
დანიშვნა ხდება უვადოდ, მაგრამ კანონით შეიძლება
დაწესებულ იქნეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და
მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის
წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.
საერთო სასამარტლოს მოსამართლეს
დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისთვის
ეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა და
სახდელი. დისციპლინალური გადაცდომის სახეებია:
კორუფციული სამართალდარღვევა, მოსამარტლის
თანამდებობისთვის შეუთავსებელი საქმიანობა, საქმის
განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და ა.შ. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით. კონსტიტუციის
დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ 1/3. პარლამენტი
უფლებამოსილია, შესაბამისი დასკვნის მიღების
შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობიდან გადააყენოს. საქართველოს
კონსტიტუციის 84-ე მუხლის მიხედვით: მოსამართლე
თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე
ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის
საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის
მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
მოსამართლის ხელშუხებლობის პრინციპი
კონსტიტუციაშია განმტკიცებული, დაუშვებელია
მოსამართლის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობაში მიცემა, დაკავება, დაპატიმრება,
გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის ტანხმობის გარეშე. გამონაკლისისა
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ იგი არ
მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
მოსამარტლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის
თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა
თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან.
მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობდეს
პოლიტიკურ საქმიანობაში, იყოს პოლიტიკური
პარტიის წევრი. სახელმწიფო უზრუნველყოფს
მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრის
უსაფრთხოებას. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება,
სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ
მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.
ასევე, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ
საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლამდე აკრძალულია პროცესის
მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო
მოსამსახურეთა მოსამართლესთან კომუნიკაცია.
ფუნქციური დამოუკიოდებლობა გულისხმობს, რომ
მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ
კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის
აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში
კონკრეტულ საქმეზე. მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს
პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის ან
კრიტიკის შიშით. მოსამართლისთვის მინიჭებული
დიდი უფლებამოსილება და ნდობის მაღალი ხარისხი
დაბალანსებას მოითხოვს, რაც მისი პასუხისმგებლობის
ინსტიტუტის არსებობითაა შესაძლებელი. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ კანონის არასწორი განმარტება,
რომელსაც მოსამართლის შინაგანი რწმენა უდევს
საფუძვლად, არ არის დისციპლინური გადაცდომა და
ასეთი ქმედებისთვის მოსამართლეს დისციპლინური
პასუხისმგებლობა არ ეკისრება. საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ
დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის
გადაწყვეტილებას შესასრულებლად სავალდებულოა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის
წესით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 64-ე
მუხლი განსაზღვრავს. უზენაესი სასამართლოს წევრს
უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. სააპელაციო და
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს კი
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენცია საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა
თვითმმართველობის ორგანოა, რომელიც განამტკიცებს
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას,
ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის რწმენის
განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის
ამაღლებას. მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა
და საბჭოს სხვა წევრებს, ამტკიცებს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და
რეგლამენტს, იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს და
ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა
წელიწადში ერთხელ მაინც. კონფერენციის სხდომა
ღიაა სახისაა. საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და
მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.
სასამართლო სისტემის მაკოორდინებელ,
მართლმსაჯულების ხარისხიანად და ეფექტურად
განხორციელების ხელშემწყობ ორგანოს საქართველოში
წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭოს
შექმნის წესი და უფლებამოსილება განსაზღვრულია
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს
ორგანული კანონით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შემადგენლობაში შედის მოსამართლეთა
თვითმმართველობის ორგანოს, პარლამენტისა და
პრეზიდენტის მიერ არჩეული 15 წევრი. საქართველოს
საერთო სასამართლოებს საბჭოში წარმოადგენენ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ
არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ფუნქციებში შედის საერთო სასამართლოების
მოსამართლეების დანიშვნა და თანამდებობიდან
გათავისუფლება, საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, საქართველოს
საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის
წესის შემუშავება და დამტკიცება, სასამართლო
რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება,
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური
სამართალწარმოების განხორციელება და სხვ.

You might also like