You are on page 1of 10

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი - სამართლისა და დიპლომატიის


საფეხური - ბაკალავრიატი. ჯგუფი - 2, კურსი - 1
საგანი - სანივთო სამართალი, ლექტორი - ია ხარაზი
სახელი, გვარი - ლაშა ნანეტაშვილი
დასკვნითი გამოცდის თარიღი - 06.30.2022

თემა: უზუფრუქტის სამართლებრივი ბუნება

უზუფრუქტი რომის სამართლიდან მოსული ინსტიტუტია,


რომელიც სანივთო უფლებაა და სხვისი ქონებით სარგებლობის
უკეთესი საშუალებაა, ვიდრე სხვა რომელიმე ვალდებულებითი
უფლება. სამუწხაროდ, ჩვენს რეალობაში ვერ მოიძებნება
აღნიშნული ინსტიტუტის ქართული შესატყვისი, ამიტომაც
კოდექსში დარჩა ტერმინი უზუფრუქტი. კოდექსის 242-ე მუხლის
მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს
სარგებლობაში მაშინ, როდესაც იგი უფლებამოსილია როგორც
მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა
მიერ მისით სარგებლობა. კოდექსის ამავე მუხლიდან ჩანს, რომ
უზუფრუქტუარი მოკლებულია მესაკუთრის რიგ უფლებებს,
კერძოდ, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან,
კიდევ მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტუარს
მესაკუთრის მსგავსად უფლებაუნარიანია გამოიყენოს ნივთი
მისი სამეურნეო დანიშნულებით, მიიღოს მისგან სარგებელი და
ნაყოფი. უზუფრუქტუარს შეუძლია ნივთი გააქირავოს ან იჯარით
გადასცეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ამის თაობაზე
მესაკუთრისაგან მიიღებს თანხმობას. მესაკუთრის თანაბრად,
უზუფრუქტუარს უფლება აქვს გამოიყენოს საკუთრების
უფლების დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი საშუალებები,
კერძოდ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ნივთით სარგებლობა,
გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობდიან და მოითხოვოს
ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა... უზუფრუქტის
დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი
ნივთების შეძენის დროს, კერძოდ, უზუფრუქტის დასადგენად
აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და
უზუფრუქტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან,
რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც
უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ისე უზუფრუქტუარს. უზუფრუქტი
შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო. უზუფრუქტი
სასყიდლიანია, თუ იგი გულისხმობს ნივთის სარგებლობაში
გადაცემის სანაცვლოდ უზუფრუქტუარის მიერ საზღაურის
გადახდას. მაგრამ თუ ასეთი ვალდებულება უზუფრუქტუარს არ
ეკისრება, ასეთ დროს უზუფრუქტი უსასყიდლოა. უზუფრუქტის
მოქმედება შეიძლება იყოს განსაზღრული გარკვეული ვადით,
მაგალითად, 5 წლით, 10 წლით და ა.შ. ამასთან უზუფრუქტის
მოქმედების ვადა შეიძლება განისაზღვრებოდეს
უზუფრუქტუარის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით.
უზუფრუქტის დროს ნივთი სარგებლობაში გადაეცემა
კონკრეტულ პირს პერსონალურად. იგი შეიძელბა იყოს როგორც
ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. ამიტომ იმ ფიზიკური პირის
გარდაცვალება ანდაც, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, ვის
სასარგებლოდაც იყო დადგენილი უზუფრუქტი, გამოიწვევს
უზუფრუქტის გაუქმებას. უზუფრუქტუარის ნივთი
სარგებლობისთვის გადაეცემა, რაც მის ნორმალურ ცვეთას
გულისხმობს. შესაბამისად, უზუფრუქტუარს არ ეკისრება
პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისთვის. იგი
ვალდებულია, რომ აანაზღაუროს ნივთის სარგებლობასთან
დაკავშირებული მიმდინარე ხარჯები და ასევე იზრუნოს ნივთის
ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. უზუფუქტუარს
ეკისრება ვალდებულება, რომ უზუფრუქტის მოქმედების
მანძილზე სათანადოდ დააზღვიოს ნივთი. უზუფრუქტის
დადგენის დროს განისაზღვრება ნივთის სარგელობის მიზანი,
რომელიც როგორც წესი, მისი სამეურნეო დანიშნეულებიდან
გამომდინარეობს. ამიტომ უზუფრუქტუარს არა აქვს უფლება
ცალმხრივად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე შეცვალოს ნივთის
სარგებლობის მიზანი. უზუფრუქტის ერთ-ერთი პირობაა, რომ
მისი დამთავრების შემდეგ უზუფრუქტუარმა ნივთი უნდა
დაუბრუნოს მესაკუთრეს. ამასთან, უზუფრუქტი ისპობა, თუ
უზუფრუქტუარი გახდება მის სარგებლობაში არსებული ნივთის
მესაკუთრე.

თემა: იპოთეკა

იპოთეკისა და გირავნობის შინაარსი არსებითად ძალიან არ


განსხვავდება. განსხვავება მხოლოდ ისაა რომ, იპოთეკა უძრავ
ნივთებს ეხება, მაშინ როდესაც გირავნობის საგანი მოძრავი
ნივთებია. იპოთეკა განეკუთვნება უზრუნველყოფის სანივთო
საშუალებებს. იგი წარმოადგენს მოთხოვნის, განსაკუთრებით კი
საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის ყველაზე საიმედო და
პოპულარულ საშუალებას. იპოთეკა, როგორც თავად სანივთო
უფლება აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება
მესაკუთრის ბრალის მიუხედავად. ერთმანეთისგან განასხვავებენ
შეთანხმებას იპოთეკის შესახებ და თვით იპოთეკას. იპოთეკა,
როგორც უკვე ვთქვით, მოცემულია სანივთო სამართალში, ხოლო
შეთანხმება იპოთეკის შესახებ წარმოადგენს ვალდებულებით-
სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლითაც ნივთის მესაკუთრე
კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, დაკისრებული
მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს ამ
ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება გადასცეს თავად ამ
კრედიტორს. იპოთეკა წარმოადგენს შეზღუდულ სანივთო
უფლებას, რომელიც წარმოიშობა საჯარო რეესტრში
რეგისტრაციის გზით. ამ უფლების შინაარსი კანონით არის
დადგენილი და მისი შეცვლა მხარეებს მხოლოდ კანონით
განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ. იპოთეკა არის
აბსოლუტური უფლება, განსხვავებით სხვა სანივთო
უფლებებისგან, როგორიცაა უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა
და ა.შ. იპოთეკა აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის
რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის
უფლებას. რაც შეეხება განკარგვას, ის მესაკუთრის ექსკლუზიური
უფლებაა. იპოთეკის ხელშეკრულება იდება ორ მხარეს შორის
რომელთაგან ერთს ეწოდება იპოთეკარი, ხოლო მოვალეს
სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრედ მოიხსენიებს. იპოთეკა არის
სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალება. მის
არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფის მოთხოვნაზე.
იპოთეკის კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით. წარმოშობის საფუძვლებიდან გამომდინარე,
ერთმანეთისგან განასხვავებენ სახელშეკრულებო და ასევე
კანონისმიერ იპოთეკას. სახელშეკრულებო იპოთეკა იპოთეკის
ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, რაც იმით აიხსნება, რომ
იპოთეკის აბსოლიტურ უმრავლესობას საფუძვლად იპოთეკის
ხელშეკრულება უდევს. ამ ვალდებულებით-სამართლებრივი
ხელშეკრულების შედეგად წარმოიშობა სანივთო უფლება-
იპოთეკა, მაგრამ ეს მის სამართლებრივ ბუნებას არ ცვლის.
კანონისმიერი იპოთეკა გამონაკლისს წარმოადგენს და მხოლოდ
კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიყენება. იგი
იპოთეკის ნაირსახეობად ლიტერატურაში გამოყოფილია
საგადასახადო იპოთეკა, რომელიც გამოიყენება საგადასახადო-
სამართლებრივი მიზნისთვის. ჩვეულებრივი იპოთეკის
წარმოშობისათვის აუცილებელია იპოთეკის ხელშეკრულება და
რეგისტრაცია, იპოთეკის მოწმობას კი გააჩნია მესამე
წინაპირობაც-საჯარო რეესტრის მხრიდან იპოთეკის მოწმობის
გაცემა. იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნდა
გაიცეს იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლში განმტკიცებულია იპოთეკის
კიდევ ერთი სახე, ესაა საერთო იპოთეკა. ეს ის შემთხვევაა,
როდესაც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით
ერთდროულად რამდენიმე უძრავი ნივთია დატვირთული.
საერთო იპოთეკა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც
კრედიტორის ერთი და იგივე მოთხოვნა უზრუნველყოფილია
რამდენიმე უძრავ ნივთზე იპოთეკით. ეს აშკარა უპირატესობაა
იპოთეკარისთვის. იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილეები
არიან იპოთეკარი და მესაკუთრე. ისინი შეიძლება იყვნენ
როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. იპოთეკის
მოწმობის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა
შეთანხმება. რეესტრი ამ მოწმობას თავისი ინიციატივით ვერ
გასცემს. იპოთეკის მოწმობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
დამატებით კანონი აწესებს ე.წ. პერსონალური ნოტარიუსის
ინსტიტუტს. კერძოდ, ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება,
რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას ამავე
ნოტარიუსის მიერ. მართალია იპოთეკის წარმოშობისთვის
საჯარო რეესტრში რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა
ენიჭება, თუმცა სამოქალაქო ბრუნვაში უპირატესობას იპოთეკის
მოწმობა იძენს. ეს ფაქტი აიხსნება სამოქალაქო ბრუნვის
სტაბილურობისა და, რათქმაუნდა სანდოობის
უზრუნველყოფით. ხელშეკრულების მონაწილეებს ორივე მხარეს
შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში
ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ იპოთეკარებს და
სოლიდარულ მოვალეებს. იპოთეკის საგნის რეალიზაცია - თუ
მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის
უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა,
იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის
რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა არაფერი არ
არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის
საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ
შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი
ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არაა
იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ
კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკის საგნის რეალიზცია შეიძლება მოხდეს ნებაყოფლობით
(მხარეთა შეთანხმებით) ან იძულებით. თუ ვერ ხდება
ნებაყოფლობითი შეთანხმება რეალიზაციის თაობაზე, მაშინ
სასამართლოსთვის მიმართვის გზით იპოთეკარის შეუძლია
მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და შემდეგ
სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში
გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც
მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებითი აუქციონზე.
კაზუსი: გიზო ბოჭორიშვილი და ლენგერ კობახიძე მეგობრები
აღარ არიან. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პირველი
ტრაქტორების ერთადერთი დისტრიბუტორია საქართველოში,
ხოლო მეორე კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი
ქსელის მფლობელი, მაინც უწევთ ერთმანეთთან საქმიანი
ურთიერთობა. ამჯერად გიზოს ხელში ჩაუვარდა უახლესი
იაპონური ტრაქტორი, რომლის ფასიც 100 000 ლარს აღწევს და
რომლის მიყიდვასაც აპირებს ლენგერისათვის. ლენგერიც
თანახმაა, თუმცა შესანიშნავად უწყიან რა ერთმანეთის ფლიდი
ხასიათის შესახებ, გიზო არ აპირებს, შეელიოს ტრაქტორზე
საკუთრებას მანამ, სანამ მთლიან ფასს არ მიიღებს, ხოლო
ლენგერი კი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ ფასის
ნახევრის გადახდა შეუძლია, გეგმავს, დაუყოვნებლივ
წამოიყვანოს ტრაქტორი, რათა გიზომ ის სხვას არ მიჰყიდოს და,
გარდა ამისა, ავტომატურად გახდეს მესაკუთრე ფასის
დარჩენილი ნაწილის გადახდასთან ერთად, გინდ გამყიდველმა
ამ შუალედში თავისი წინადადება გამოიხმოს. მხარეებს
აინტერესებთ, თუ როგორ უნდა გამართონ ხელშეკრულების
შინაარსი, რომ თითოეული მათგანი დაცული იყოს მეორის
ფლიდობისაგან.

ვარიანტი: გიზო და ლენგერი ათანხმებენ ნასყიდობას


ყოველგვარი დამატებითი დათქმის გარეშე. ერთი კვირის შემდეგ
კი ტრაქტორის მიწოდებისას მიღება-ჩაბარების აქტს დიდი
შრიფტით თანდართული აქვს პირობა, რომლის მიხედვითაც
გიზო ინარჩუნებს ტრაქტორზე საკუთრებას ნასყიდობის ფასის
სრულად გადახდამდე. ლენგერს ეს პირობა თავიდანვე თვალში
მოხვდება, თუმცა დიდ ყურადღებას არ მიაქცევს და უსიტყვოდ
ჩაიბარებს ნივთს. ის მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, უპირობო
საკუთრება მოიპოვა, როგორც ეს ნასყიდობით იყო
შეთანხმებული.
ამოხსნა: გიზოსა და ლენგერის სურვილს, შეათანხმონ ნასყიდობა
იმგვარად, რომ ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ფასის გადახდამდე
მოიპოვოს მფლობელობა, თუმცა გამყიდველი გიზო ამ ფასის
სრულად გადახდამდე მესაკუთრედ დარჩეს, შეიძლება
შეესატყვისებოდეს პირობადებული საკუთრება 188 I მუხლის
მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულება პირობადებული
საკუთრების შეთანხმებისდა მიუხედავად უპირობოდ იდება.
გამყიდველმა მყიდველს ამ შემთხვევაშიც უნდა გადასცეს
მფლობელობა, თუმცა ის ვალდებულია, გადასცეს არა უპირობო,
არამედ მხოლოდ პირობადებული საკუთრება, შესაბამისად,
გამყიდველი ნივთის გადაცემით ასრულებს თავისი შესრულების
ვალდებულებას. ხელშეკრულების მიმდინარეობისას მან არ უნდა
შეუშალოს ხელი პირობის დადგომას, მაგალითად, არ განკარგოს
სხვაგვარად ჯერ კიდევ მის საკუთრებაში მყოფი ნივთი.
გამყიდვლის გასვლის უფლება: მართალია რომ ნივთის
გადაცემის შემდეგაც გიზო რჩება მის მესაკუთრედ, თუმცა მას
აქვს ინტერესი რომ მეორე მხარის მიერ ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში სწრაფად და მარტივად დაიბრუნოს
გაცემულიმფლობელობა.მისი ინტერესი უზრუნველყოფილია
დაუყოვნებლივი გასვლის უფლებით სახით. თუ მყიდველი
გადააცილებს ფასის გადახდის ვალდებულების შესრულების
ვადას, გამყიდველს შეუძლია, დაუყოვნებლივ გავიდეს
ხელშეკრულებიდან. „ჩვეულებრივი” გასვლის უფლებისაგან
განსხვავებით, აქ არ არის აუცილებელი ვადის დათქმა
დამატებითი შესრულებისათვის ან გაფრთხილება. გასვლის
შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს უკან უნდა დაუბრუნონ
მიღებული შესრულებები და სარგებელი. გასვლის გარეშე
ნივთის დაბრუნება საკითხავია, შეუძლია, თუ არა გიზოს
ბოჭორიშვილს გასვლის გარეშე, მხოლოდ საკუთრების
პირობადადებულობის მიზეზით დროებით უკან წაიღოს
გადაცემული ნივთი. ამით მას ექნებოდა დამატებითი
იძულების ბერკეტი ლენგერის მიერ ნებისმიერი
ვალდებულების დარღვევისაგან თავის დასაცავად.
გაბატონებული მოსაზრების თანახმად, პირობადებულობის
დათქმით ეს დროებითი „უკან წაღების” უფლება მოცული არ
არის, რადგან ამ უფლების მინიჭება ნასყიდობის
„ეკონომიკურ არსს” ეწინააღმდეგება. ეს მიზანი კი იმაში
მდგომარეობს, რომ, მაგალითად, მეწარმე-მყიდველმა
მოპოვებული ნივთი თავისუფლად გამოიყენოს საკუთარი
სამეწარმეო მიზნებისათვის და აქედან მიღებული
შემოსავლით ნასყიდობის ფასი დაფაროს. თუ
პირობადებულად შემძენის მხრიდან მოსალოდნელია ნივთის
ისეთი გამოყენება, რომელიც საფრთხეს უქმნის
უზრუნველყოფის მიზანს (მაგალითად, ნივთის
განადგურება). პირობადადებულად გამსხვისებელს რა თქმა
უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან წარმომდგარი ამ
ქმედების აღკვეთის მოთხოვნა.
სანივთო გარიგება - თუ მხარეები სხვა რამეზე არ
შეთანხმებულან, ამოსავალი საკანონმდებლო წესის
თანახმად, საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი
სანივთო გარიგება ითვლება ფასის სრულად გადახდის
გადადების პირობით დადებულად. საკუთრება შემძენზე
გადადის მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირობა შესრულდება. ამ
მომენტამდე ნივთის მესაკუთრე არის გამყიდველი. ფასის
უკანასკნელი ნაწილის გადახდასთან ერთად საკუთრება
ავტომატურად გადადის გამყიდველიდან მყიდველზე,
მხარეთა ყოველგვარი დამატებითი მოქმედების გარეშე.
ხოლო შუალედში განხორციელებული პირობადებული
საკუთრების გამოხმობა არანამდვილია. ამგვარად, უპირობო
ნასყიდობა და პირობადებული საკუთრება (სანივთო
გარიგება), როდესაც ნასყიდობა დადებისთანავე შედის
ძალაში და ანიჭებს გამყიდველს საფასურის მოთხოვნის
უფლებას, ხოლო მყიდველი კი, მართალია, დაუყოვნებლივ
მოიპოვებს მფლობელობას, თუმცა საკუთრება მასზე
მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ გადადის,
მოცემულ სიტუაციაში სრულად შეესაბამება მხარეთა
ორმხრივ სურვილს.

შედეგი: გიზომ და ლენგერმა უნდა შეათანხმონ


პირობადებული საკუთრება.

კაზუსი 2: მეცნიერებათა აკადემიას სახელმწიფომ გადასცა


უსასყიდლო უზუფრუქტით შენობა. მეცნიერებათა აკადემიამ
აღნიშნული შენობის ნაწილი იჯარით გადასცა მეწარმეს,
რათა იჯარის თანხიდან მიღებული შემოსავლებით
სამეცნიერო კვლევები დაეფინანსებინა.
სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ იჯარიდან
შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა, რაზედავ
აკადემიამ სარჩელინ შეიტანა.

ამოხსნა: როგორც ირკვევა, კაზუსიდან გამომდინარე


მეცნიერებათა აკადემია უზუფრუქტუარი გამოდის რადგან
სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა უზუფრუქტით შენობა
როგორც 242 მუხლიდან ვიგებთ, რომ უძრავი ნივთი
შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს
ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა,
მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის
გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით
გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან
იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.
უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება
არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების
მონაწილე. როგორც ვიცით უზუფრუქტუარი სარგებლობს
შეზღუდული უფლებებით მას არ შეუძლია მესაკუთრის
თანხმობის გარეშე როცა იჯარას ეხება საქმე იჯარით
გადასცეს სხვა პირს ნივთი, 245 მუხლის II ნაწილის თანახმად
- უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს
უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი. არსებულ
შემთხვევაში ჩანს რომ პირობა შესრულებულად არ ეთვლება
უზურფრუქტუარი ისე გადასცა შენობის ნაწილი მესამე პირს
იჯარით რომ მესაკუთრისათვის არ უკითხავს.
შედეგი: სამართლიანად ჩაითვლება სახელმწიფოს
კომპეტენტური ორგანოს საქციელი.

You might also like