You are on page 1of 13

საკუთრების შეძენა და დაკარგვა არამატერიალურ ქონებრივ

სიკეთეებზე

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე საკუთრების უფლების გადაცემა


განაპირობებს ორ სამართლებრივ შედეგს:
• არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მესაკუთრის ცვლილებას;
• მოთხოვნაზე, უფლებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას.
საკუთრების უფლების გადაცემით ერთ პირს უწყდება და მეორე პირს
წარმოეშობა საკუთრების უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე,
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით არ იცვლება უფლების,
მოთხოვნის, ვალის სახელშეკრულებო ან ნორმატიული შინაარსი (სსკ-ის 198.1).
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება
შემდეგი სამართლებრივი ფორმით:
• მოთხოვნას დათმობით;
• უფლების გადაცემით;
• ვალის გადაკისრებით.
1. მოთხოვნის ან უფლების დათმობა
1.1. მოთხოვნათა სახეები
სანივთო სამართალში მოთხოვნა, როგორც ქონებრივი კატეგორია,
გულისხმობს პირის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომელიც მას ანიჭებს
შესაძლებლობას, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს კანონის ან
ხელშეკრულების ძალით რაიმე მოსთხოვოს. ცალმხრივ და ორმხრივ
ხელშეკრულებაში მოთხოვნის უფლების საკითხი განსხვავებულად წყდება:
 ცალმხრივ ხელშეკრულებაში მოთხოვნისა და მოთხოვნის დათმობის უფლება
აქვს მხოლოდ კრედიტორს.(მაგ.სესხის)
 ორმხრივ ხელშეკრულებაში მოოთხოვნისა და მოთხოვნის დათმობის უფლება
აქვს,როგორც კრედიტორს,ისე მოვალეს. მაგალითად, ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება კანონისმიერი მოთხოვნის დათმობისას, მოხლოდ კანონზე
მითითება საკმარისი არ არის, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოთხოვნის
წარმოშობის ფაქტი და მისი ოდენობა დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
მოთხოვნაზე საკუთრების უფლება სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე წარმოიშობა. მაგალითად, ხელშეკრულება არის არა მარტო პირთა
შორის სახელშეკრულებო კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ ის
ასევე ადასტურებს პირის საკუთრების უფლებას მოთხოვნაზე.
1.2. მოთხოვნის ან უფლების დათმობის ფორმა
მოთხოვნის დათმობა (ცესსიო) არის გარიგება, რომლითაც თავდაპირველი
კრედიტორი (ცედენტი) უთმობს ახალ კრედიტორს (ცესიონერი) თავის
მოთხოვნას მოვალის მიმართ. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის
მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით (სსკ-ის 199.2).
თუმცა, მოთხოვნის
დათმობას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კანონის დანაწესი.
1.3. მოთხოვნის დათმობა ხელშეკრულებით
მოთხოვნის დათმობის თაობაზე შეთანხმება ხდება ძველ და ახალ კრედიტორს
შორის. ცესიის ხელშეკრულების მხარეები არიან: ცედენტი (კრედიტორი) და
ახალი კრედიტორი (ცესიონერი). ცესიის ხელშეკრულების მხარეები საკუთარი
შეხედულებით განსაზღვრავენ მოთხოვნის დათმობის ფორმის საკითხს _
გააფორმებენ ზეპირი,
მარტივი თუ რთული (სანოტარო) წერილობითი ფორმით.მოთხოვნის დათმობის
დროს თავდაპირველი კრედიტორი იცვლება ახალი კრედიტორით ისე, რომ არ
იცვლება მოთხოვნის შინაარსი. მოთხოვნის დათმობა, რომელიც ძირითად
ხელშეკრულებაში ცვლილებით ხორციელდება, უფრო მეტად პრაქტიკული
მნიშვნელობით არის განპირობებული, ვინაიდან ახალ კრედიტორს ეძლევა
შესაძლებლობა მოთხოვნის მიღებამდე ან ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე
გაეცნოს იმ თავდაპირველი შეთანხმების შინაარსს, რომელიც ცედენტსა და
მოვალეს შორის იყო გაფორმებული.
ძველი კრედიტორი ასევე ვალდებულია `ახალ კრედიტორს გადასცეს მის
მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომელიც ეხება მოთხოვნებსა და
უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა
და უფლებების გამოყენებისთვის~(სსკ-ის 198.2).
მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით ან
სხვა მოთხოვნის დათმობისათვის, ან უფლების გადაცემისათვის, უფლებამოსილ
პირებს შორის შეთანხმებისა და დოკუმენტების გადაცემის გარდა, ასევე
დამატებით საჭიროა ცესიონერის რეგისტრაცია. მაგალითად, როდესაც ხდება
იპოთეკარის ცვლილება, გარდა სახელშეკრულებო შეთანხმების ფორმით
კრედიტორის ცვლილებისა, იპოთეკარის თაობაზე ჩანაწერი უნდა შეიცვალოს
ასევე საჯარო რეესტრში.
1.4. მოთხოვნის ან უფლების გადაცემა კანონის საფუძველზე
წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ, შესაბამისად,
გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომელიც
ხორციელდება კანონის ძალით (სსკ-ის 207).
კანონის საფუძველზე წარმოეშობილი მოთხოვნა ან უფლება მხოლოდ კანონზე
მითითებით არ გადაიცემა. უფლებამოსილმა პირმა კანონის საფუძველზე
არსებულ მოთხოვნაზე ან უფლებაზე უნდა მოიპოვოს საკუთრების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირის კანონისმიერ საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნა ან უფლება
დგინდება:
• სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით;
• ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
როგორც სახელშეკრულებო, ასევე კანონისმიერი მოთხოვნის ან უფლების
დათმობის პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ შემდეგი თანამიმდევრობით:
მხარეთა შეთანხმება ცესიის
თაობაზე

მარტივიწერილობითიფორმით
მოთხოვნის ან უფლების ახალი კრედიტორის ან უფლებამოსილი პირის
• რთულიწერილობითიფორმით
დამადასტურებელი რეგისტრაცია
• ძირითადხელშეკრულებაში
დოკუმენტის გადაცემა • საჯარორეესტრში:
ცვლილების ფორმით.
• ხელშეკრულება  უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
 სასამართლო  მოძრავ ნივთებზე არამატერიალურ ქონებრივ
გადაწყვეტილება სიკეთეებზე უფლებათა რეესტრში
• ადმინისტრაციულიაქტი  სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ
• ფასიანი ქაღალდი პირთა რეესტრში
• ზედნადები  შსს მომსახურებისსააგენტოში
• ვარანტი
• სასაწყობომოწმობა
1.5. მოვალის ინფორმირება მოთხოვნის დათმობისას
რომის სამართალში მოთხოვნის დათმობის შესახებ მოვალის შეტყობინებით
ცედენტი კარგავდა მოთხოვნაზე უფლებას და ამ უფლებას საბოლოოდ
მოიპოვებდა ცესიონერი. დენუნტიატიო განვითარდა იუსტინიანეს ეპოქაში და იგი
აისახა იუსტინიანეს კოდექსის ცალკე ნორმაში.საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი არ ითვალისწინებს მოთხოვნის დათმობის შესახებ მოვალის
ინფორმირების საგანგებო წესს. კერძოდ, რა ფორმით უნდა შეატყობინოს
ძველმა ან ახალმა კრედიტორმა მოვალეს დათმობის შესახებ _ წერილობით თუ
ზეპირად. ასევე არ არის დადგენილი,
რა ვადაში უნდა ეცნობოს მოვალეს მოთხოვნის დათმობის ფაქტი. ვიდრე
მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს
შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე
(სსკ-ის 200).
მოთხოვნის დათმობის საკითხთან დაკავშირებით მოვალე პირის
უფლებამოსილების საკითხი უნდა განვიხილოთ ორი მიმართულებით:
• რა გავლენას ახდენს მოვალე პირის თანხმობა მოთხოვნის დათმობის
ნამდვილობაზე;
• ვინ და როდის არის უფლებამოსილი მიაწოდოს ინფორმაცია მოვალე
არის მოთხოვნის დათმობის თაობაზე.
მოთხოვნის დათმობის ეტაპზე მოვალის თანხმობის საკითხი უნდა განვიხილოთ
შემდეგ შემთხვევებში:
• მოთხოვნის დათმობა მოვალის თანხმობის გარეშე;
• მოთხოვნის დათმობა მოვალის თანხმობით;
• მოვალე პირის მხრიდან მოთხოვნის დათმობის აკრძალვა.
ზოგადი წესის თანახმად, მოთხოვნის დათმობის ნამდვილობაზე გავლენას არ
ახდენს მოვლე მხარის არც წინასწარი და არც შემდგომი თანხმობა.
მოთხოვნის დათმობის ეტაპზე კრედიტორი უფლებამოსილია თავისუფლად
განკარგოს მოთხოვნა მოვალე პირის თანხმების გარეშე. ამ წესიდან არსებობს
გამონაკლისი, კერძოდ, მოვალის თანხმობა სავალდებულოა, თუ:
• ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარეობს;
• მოვალის თანხმობის გაცემის თაობაზე არსებობს კრედიტორისა და
მოვალის წინასწარი თანხმობა;
• კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (სსკ-ის 199.1).
თუ არსებობს კრედიტორისა და მოვალის წინასწარი თანხმობა :
ამ საფუძვლით კრედიტორის მიერ მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნის
დათმობით განიხილება, როგორც სახელშეკრულებო შეთანხმების
პირობის დარღვევა.
კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები:
კანონმდებელი ითვალისწინებს მოვალე მხარის მხრიდან კრედიტორისათვის
მოთხოვნის დათმობის აკრძალვის შესაძლებლობას. კერძოდ, მოვალესთან
შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ
მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (სსკ-ის 199.1).
1.6. უზრუნველყოფის საშუალებათა სამართლებრივი ბედი მოთხოვნის
დათმობისას

უზრუნველყოფილი მოთხოვნა
უზრუნველყოფილი მოთხოვნა
პირები, რომელთა სამართლებრივ ინტერესსაც შესაძლებელია მოთხოვნის
დათმობით საფრთხე შეექმნას, არიან ისინი, ვინც დაკავშირებულია
მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებასთან. მაგალითად, გააჩნიათ მასზე
საკუთრების უფლება (მესაკუთრე, რომელიც არ არის კრედიტორის პირადი
მოვალე), ასევე კრედიტორები, რომლებსაც, მსგავსად ცედენტისა, გააჩნიათ
უზრუნველყოფის უფლება აღნიშნულ ობიექტზე ქონებაზე.
კანონმდებელი, მოთხოვნის დათმობის თავისებურებებიდან გამომდინარე, _
როდესაც მოთხოვნა თავისი პირველადი შინაარსით პრაქტიკულად
უცვლელი შინაარსით გადადის ცესიონერზე, _ ადგენს უზრუნველყოფის
საშუალებათა მიდევნების წესს. ამ წესის თანახმად, მოთხოვნის დათმობით ახალ
მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და
მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც (სსკ-ის 201.1).
სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების წარმოშობა დაკავშირებულია საჯარო
რეესტრში უფლების (იპოთეკა, რეგისტრირებული გირავნობა)
რეგისტრაციასთან. უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის
შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი და იპოთეკარი ერთი და იგივე პირია,
გარდა სახელშეკრულებო დონეზე კრედიტორთა ცვლილებისა, საჭიროა
შეიცვალოს რეგისტრირებული მონაცემებიც. მაგალითად, თუ მოხდა იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობა, საჭიროა ცესიონერმა
დაიკავოს იპოთეკარის ადგილი. ელექტრონული რეგისტრაციის პრინციპიდან
გამომდინარე, თითოეული სარეგისტრაციო განაცხადი ინარჩუნებს
დამოუკიდებლობას და შესაძლებელია, კრედიტორის ცვლილების საფუძველზე
პირველი იპოთეკარი აღმოჩნდეს ბოლო და უფლების რეალიზაციის
ეტაპზე მისი კანონიერი ინტერესები შეილახოს. აღნიშნული გარემობების
გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის შემთხვევევაში,
აუცილებელია ცესიონერმა (ახალმა კრედიტორმა) შეინარჩუნოს
ის რიგი სხვა კრედიტორებთან შედარებით, რომელიც ეკავა ცედენტს (ძველ
კრედიტორს).
მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ კრედიტორს ყველა ის შესაგებელი, რაც
მას ჰქონდა ცედენტის (ძველი კრედიტორის) მიმართ მოთხოვნის დათმობის
შესახებ ცნობის მიღების დროისათვის (სსკ-ის 201.1).
მოვალის მოთხოვნათა შინაარსი შესაძლებელია განსაზღვრული იყოს
ხელშეკრულებით ან კანონით. 196
თამარ შოთაძე
1.7. მოთხოვნის რამდენჯერმე გადაცემა
მოთხოვნის დათმობის ფორმასთან დაკავშირებით კანონმდებელი არ
აწესებს იმპერატიულ წესს, რაც შესაძლებელია ერთ მოთხოვნაზე რამდენიმე
კრედიტორის პრეტენზიის მიზეზი გახდეს. კანონმდებელი მოთხოვნის დათმობის
ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ადგენს მოთხოვნაზე
უფლებამოსილ პირთა რიგითობის ორ საფეხურს. მოთხოვნაზე ან უფლებაზე
საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხის გარკვევა ხდება შემდეგი
რიგითობით:
მოთხოვნაზე ან უფლებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტის
დაზუსტების პირველ ეტაპზე შესაძლებელია მიმდინარეობდეს დავა ცედენტსა და
რამდენიმე კრედიტორობის პრეტენდენტს შორის:
• პირველთან დაიდო ცესიის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით;
• მეორესთან დაიდო წერილობითი ხელშეკრულება და დამოწმდა
სანოტარო წესით;
• მესამე კრედიტორს გადაეცა მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი _
ხელშეკრულება.
მოთხოვნის მფლობელთა სიმრავლის შემთხვევაში კანომდებლობით
დადგენილია მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის დადგენის კანონისმიერი
წინაპირობები, კერძოდ, პირველ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება იმ კრედი-197
სანივთო სამართალი
ტორს, ვისთანაც მოხდა ცესიონერის მხრიდან პირველად სამართლებრივი
კავშირის დამყარება, თუ ამ საფუძვლით მოთხოვნაზე უფლებამოსილი
პირის დადგენა შეუძლებელია, უპირატესობა ენიჭება იმ კრედიტორს, ვის
შესახებაც პირველად ეცნობა მოვალე მხარეს.
2. ვალის გადაკისრება
2.1. ვალი, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
ვალი სანივთო სამართალში განიხილება, როგორც არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე. ვალის, როგორც ქონებრივი კატეგორიის წარმოშობას წინ
უსწრებს მხარეთა შორის სამართლებრივი კავშირის არსებობა _ გარიგების ან
კანონის საფუძველზე. მოთხოვნის მსგავსად, ვალის
არსებობაზე მიუთითებს ხელშეკრულება ან კანონის შესაბამისი დებულება.
ამდენად, ვალის მოცულობა და გადახდის წესი დადასტურებულ უნდა
იქნეს მხარეთა შეთანხმებით ან უფლებამოსილი ორგანოს _ სასამართლოს,
ადამინისტრაციული ორგანოს _ გადაწყვეტილებით. თუმცა კერძო სამართალში
გვხვდება გამონაკლისი შემთხვევა როდესაც ვალი დამოუკიდებელია
მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისაგან, კერძოდ
ვალის აღიარების შემთხვევში, `ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და
აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე
მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ
მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების
გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან
გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების
შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის
აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ
მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან
და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს.~179
ვალი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოვალის
მიერ შესრულების შინაარსს გამოხატავს. მოვალის მიერ ვალდებულების
შესრულება შესაძლებელია ქონების გადაცემით ან მომსახურების გაწევით.
ვალის ოდენობა პირდაპირპროპორციულია კრედიტორის მოთხოვნის
ოდენობის. მიუხედავად იმისა, რა ტიპის ხელშეკრულება წარმოშობს ვალს
179 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011
წლის 8
ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე: ას-839-890-2011); ხელმისაწვდომია:
წწწ.სუპრემეცოურტ.გე. 198
თამარ შოთაძე
_ ქონების გადაცემის თუ მომსახურების (სამუშაოს შესრულების) გაწევის,
ვალი ყოველთვის ფულადი ოდენობით გამოიხატება. ვალი კრედიტორის
ქონებაა, რომლის აღსრულება მოვალის მიმართ მოთხოვნის წარდგენაში
გამოიხატება:
ვალი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოვალის
მიერ შესრულების შინაარსს გამოხატავს. მოვალის მიერ ვალდებულების
შესრულება შესაძლებელია ქონების გადაცემითი ან მომსახურების გაწევით
და ა.შ..
ვალის გადაკისრება ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებაში, განსხვავებულ
გავლენას ახდენს ვალის, როგორც არამატერიალური ქონებრივი
სიკეთის შეფასებაზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოთხოვნის უფლება კრედიტორს
ეკუთვნის. ხოლო მოვალე შესრულებაზე ვალდებული პირია. უფლებებისა
და ვალდებულებების ამგვარი გადანაწილება ცალმხრივ ხელშეკრულებებს
ახასიათებს. როდესაც კრედიტორსა და მოვალეს აქვს როგორც მოთხოვნის
უფლება, ასევე შესრულების ვალდებულება, სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება.
ძნელი წარმოსადგენია, რომ მესამე პირი მოვალის ნაცვლად გადაიხდის
კრედიტორის ვალს. თუმცა, თუკი კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია
მესამე პირის ქონებით,ქონების დაკარგვის შიში აიძულებს მესამე
პირს მოვალის ნაცვლად გადაიხადოს ვალი.
2.2. ვალის გადაკისრება ხელშეკრულებით
ვალზე, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, საკუთრების
უფლება ეკუთვნის კრედიტორს, შესაბამისად, მისი განკარგვა _ შესრულებაზე
უფლებამოსილი პირის ცვლილება კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული. ვალის
გადაკისრება წარმოადგენს სანივთო გარიგებას. მსგავსად 199
სანივთო სამართალი
მოთხოვნის დათმობისა, ვალის გადაკისრების შემთხვევაში მოვალე პირის
ცვლილება გავლენას არ ახდენს შესასრულებელი ვალდებულების შინაარსზე.
ვალის გადაკისრების ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის თანხმობით,
შემოდის ახალი მოვალე, რომელიც უერთდება მხარეთა
შორის არსებულ ვალდებულების პირობებს უცვლელი შინაარსით. ვალის
გადაკისრება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ სამართლებრივ
ურთიერთობებში მოვალე პირის ცვლილებას იწვევს180. ამდენად, თუკი
მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალს თავის თავზე
იღებს მესამე პირი (ვალის გადაკისრება), იგი დაიკავებს თავდაპირველი
მოვალის ადგილს (სსკ-ის 203). ძირითადი ვალდებულებითი გარიგების
ბათილობა ახალ მოვალეს აძლევს კანონით დადგენილ შესაძლებლობას,
კერძოდ „ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ
წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც გამომდინარეობს მოთხოვნის
მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან“
(სსკ-ის 205). კრედიტორს უფლება არ აქვს გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც
თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა. მაგალითად, თუ
კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო
ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, მოვალე პირის ცვლილება ვერ
გახდება კრედიტორის მხრიდან ვალდებულების ერთიანად შესრულების
მოთხოვნის საფუძველი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალის
გადაკისრება შესაძლებელია განვიხილოთ შემდეგი სამართლებრივი
კონსტრუქციის საფუძველზე:
პირველი კონსტრუქციით, მოვალე პირის თანხმობის გარეშე, ვალის
გადაკისრებაზე თანხმდებიან კრედიტორი და ახალი მოვალე. სამოქალაქო
კოდექსი არ ითვალისწინებს ძველი მოვალის თანხმობის აუცილებლობას
180 იხ. ჭეჭლაშვილი ზ., მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება
(შედარებით-სამართლებრივი კვლევა), თბ., 2004, 119-146.200
თამარ შოთაძე
(სსკ-ის 203.1). ვალის გადაკისრებით პრაქტიკულად ხდება მოვალე პირთა
ცვლილება, ისე რომ არ იცვლება შესასრულებელ ვალდებულებათა მოცულობა
და შინაარსი. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს
მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ
გადაიხადოს ვალი (სსკ-ის 203.2).
თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე,
მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის
თანხმობაზე (სსკ-ის 204). მოთხოვნის მფლობელის თანხმობა შესაძლებელია
გამოიხატოს:
• ვალის გადაკისრებამდე კრედიტორის წინასწარი წერილობითი
თანხმობით;
• ვალის გადაკისრების გარიგებაზე კრედიტორის ხელმოწერის
განხორციელებით;
• ძველ და ახალ მოვალეს შორის დადებული გარიგების მოწონებით.
ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციების მეშვეობით შესაძლებელია ასევე
სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით
დადასტურებული ვალის გადაკისრება, კერძოდ, მხარეთა შორის შეთანხმებისა
და
ახალი მოვალისათვის ვალის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემით.
2.3. ვალის გადაკისრება ანდერძით _ საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
მამკვიდრებელი საანდერძო დანაკისრის სახით მემკვიდრეზე ახდენს
არა ვალის გადაცემას, არამედ ანდერძის საფუძველზე ვალდებულების
შესრულების დავალებას. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი
ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება
სამკვიდროს ხარჯზე (საანდერძო დანაკისრი _ ლეგატი)(სსკ-ის 1383).
საანდერძო დანაკისრის შესრულების წინაპირობებია:
• კანონის საფუძველზე შედგენილი ანდერძი;
• ქონება, რომლის ფარგლებში მემკვიდრე ვალდებულია შესარულოს
საანდერძო დანაკისრი.
საანდერძო დანაკისრის ფარგლებში მამკვიდრებელი უფლებამოისილია
დაავალოს მემკვიდრეს _ დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის)
შემდეგი შინაარისის ვალდებულების შესრულება:
• სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა ანდერძში
მითითებული პირისათვის (ლეგატარისათვის) საკუთრებაში, სარგებლობაში ან
სხვა სანივთო უფლებით;
• მისთვის ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის 201
სანივთო სამართალი
სამკვიდროში;
• ლეგატარის წინაშე განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მომსახურების
გაწევა და ა.შ (სსკ-ის 1384);
• მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც
საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის,
სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღემშიო სარგებლობის
უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად
ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში
სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების
შემდგომი გადასვლისას სამისდღემშიო სარგებლობა ძალას
ინარჩუნებს (სსკ-ის 1385).
მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა,
უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძები სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების
ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის
გასტუმრებაც მას შეხვდა (სსკ-ის 1387).
თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს
დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის
პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სსკის
1390-ე). საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის
ვალებისათვის (სსკ-ის 1393).
მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება
საერთო-სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც
ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი (სსკ-ის 1397.1). თუ დაკისრებული
მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის
მარეგულირებელი ნორმები (სსკ-ის 1397.2). მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული
მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით
ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ _ ყოველ
მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ
ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს (სსკ-ის 1397.4).202
თამარ შოთაძე
2.4. ვალის გადაკისრება კანონის საფუძველზე
კანონის საფუძველზე ვალის გადაკისრების შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ
შემდეგ შემთხვევებში:
2.4.1. მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ხშირად არის ისეთი სამართლებრივი
შემთხვევები, როდესაც კრედიტორის წინაშე ვალდებულება სრულდება არა
მოვალე მხარის, არამედ მესამე პირის მიერ. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს
მოვალე კრედიტორ მხარესთან შეთანხმების გარეშე მოვალის
ნაცვლად ვალდებულების შერულებას მესამე პირის მიერ. `თუ კანონიდან,
ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს,
რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს
ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც~ (სსკ-ის 371.1). `კრედიტორს
შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე
ამის წინააღმდეგია~ (სსკ-ის 371.2).
ძნელი წარმოსადგენია, რომ მესამე პირმა მოვალის ნაცვლად შეასრულოს
ვალდებულება. თუმცა, თუკი კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მესამე
პირის ქონებით, ქონების დაკარგვის შიში აიძულებს მესამე
პირს მოვალის ნაცვლად გადაიხადოს ვალი.
მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება გავრცელებულია
საკრედიტო უზრუნველყოფის სამართლაში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა
უზრუნველყოფილია არა მოვალის, არამედ მესამე პირის ქონებით.
მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დგება
მესამე პირის ქონების რეალიზაციის საკითხი, რაც მას აძლევს კანონით 203
სანივთო სამართალი
დადგენილი წესით კრედიტორის დაკმაყოფილების შესაძლებლობას შემდეგ
ეტაპებზე:
• უზრუნველყოფის საგანზე იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყებამდე:
ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც შეიძლება
გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად გაუარესდეს, უფლებამოსილია
დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები
დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ (სსკ-ის
269.3).
• უზრუნველყოფის საგანის აუქციონზე გადატანამდე:
მესამე პირს, რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად,
უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით
თავიდან აიცილოს აუქციონი (სსკ-ის 304.1).
• უზრუნველყოფის საგნის აუქციონზე რეალიზაციის პროცესში:
აუქციონი წყდება, თუ აუქციონის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი,
რომელიც უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდოს მის
დასაკმაყოფილებლად და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხა
(სსკ-ის 3061.2).
2.4.2. უფლებამონაცვლეობა და ქონების გადაცემა
იურიდიულ დოქტრინაში ნაწარმოები საკუთრების უფლების წარმოშობასთან
დაკავშირებით ერთმანეთისაგან განასხვავებენ: უნივერსალურ
და სინგულარულ უფლებამონაცვლეობას.
პირი უნივერსალური უფლებამონაცვლეობის დროს მისი წინამორბედისაგან
იღებს მთელ ქონებას ან ქონებაში წილს. არსებობს უნივრსალური
უფლებამონაცველობის ორი შემთხვევა:
• მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლისაგან სამკვიდრო ქონების ან ქონებაში
წილის მიღება;
• საწარმოთა რეორგანიზაცია.
უნივერსალური უფლებამონაცვლეობისაგან განსხვავებით, სინგულარული
უფლებამონაცვლეობისას პირი მოიპოვებს უფლებას ერთ განსაზღვრულ ნივთზე
ან ნივთთა ერთობაზე. შემძენი, რომელიც მოიპოვებს
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებას ნივთზე,
წარმოადგენს სინგულარულ უფლებამონაცვლეს.181
181 Л.П.У ван Влиет, Сравнительное-правовые аспекты перехода прав на движимые
вещи:
классификация систем перехода прав, Ежегодник сравнителъново права, 2011,228.204
თამარ შოთაძე
სამოქალაქო კანონმდებლობით, ხელშეკრულებით ვალის გადაკისრების
გარდა, არსებობს ვალის გადაცემის კანონისმიერი საფუძვლები. კანონის
საფუძველზე ვალის გადაკისრებისას სახეზე გვაქვს უნივერსალური
უფლებამონაცვლეობის შემთხვევები. არა მხარეთა შორის შეთანხმებით, არამედ
კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგომისას, პირს
ეკისრება ვალდებულება, ჩაებას სამართლებრივ ურთიერთობებში პირის
ნაცვლად და იკისროს ყველა ის სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები,
რაც მის წინამორბედს გააჩნდა. მაგალითად, აღნაგობის უფლების
შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება აღნაგობის უფლების მქონე
პირის მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების მონაწილე
(სსკ-ის 241). თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს
დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს
გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან
გამომდინარე უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის 572). თუ მოწილეებმა
განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, მაშინ ეს
წესი გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც (სსკ-ის 958-ე).
უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არ იცვლება ხელშეკრულების შინაარსი,
არამედ ხდება სამართლებრივ ურთიერთობაში პირის ცვლილება,
უფლებამონაცვლე პირზე უცვლელი სახით გადადის ყველა ის უფლება და
ვალდებულება, რაც უფლებამონაცვლეობამდე სახელშეკრულებო
ურთიერთობის მონაწილეებს მიერ იყო განსაზღვრული.
მემკვიდრეებს მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში ეკისრებათ
კანონისმიერი ვალდებულება, გადაიხადონ მამკვიდრებლის ვალები.
მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის
კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის
ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი
მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ
მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მამკვიდრებლის ვალებისათვის
პასუხისმგებელი არიან როგორც კანონისმიერი. ასევე სავალდებულო წილის
მიმღები მემკვიდრეებიც.
2.5. უზრუნველყოფის საშუალებათა ბედი ვალის გადაკისრებისას
ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა (სსკ-ის 206). კანონმა მხოლოდ
ორი სახის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტის წესი განსაზღვრა. ამ სახის
უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტის ახსნა გან-205
სანივთო სამართალი
პირობებულია იმით, რომ თავდები პირისათვის მოვალე პირის ფაქტორს
არსებითი მნიშვნელობა აქვს.
კანონმდებელი არ ადგენს, თუ რა ბედი ეწევა ვალის გადაკისრებისას მოვალის
მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილ
რეგისტრირებულ უზრუნველყოფის საშუალებებს, რომელზედაც სანივთო
უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა კრედიტორისა და მოვალის
(დამგირავებლის, მესაკუთრის) ერთობლივი მიმართვა მარეგისტრირებელი
ორგანოსადმი. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ვალის
გადაკისრება არის კრედიტორთან ძველი მოვალის სამართლებრივი კავშირის
შეწყვეტისა და უზრუნველყოფის უფლების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განიხილავს ორი სახის გირავნობას _
მფლობელობითსა და რეგისტრირებულს. ვალის გადაკისრების
შემთხვევაში კრედიტორსა და მოვალეს შორის წყდება სამართლებრივი კავშირი.
აქედან გამომდინარე, მფლობელობითი გირავნობისას კრედიტორი
(მოგირავნე) ვალდებულია უზრუნველყოფის საგანი გადასცეს მესაკუთრეს.
რეგისტრირებული გირავნობისა და იპოთეკის შემთხვევაში, მხარეთა
ერთობლივი მიმართვით უქმდება ძველი მოვალის მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლებები.
პრაქტიკაში შესაძლებელია უზრუნველყოფის საშუალებებმა განაგრძოს
არსებობა ვალის გადაკისრების შემდეგ კრედიტორის მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამისთვის საჭიროა თავდები ან დამგირავებელი
პირის
თანხმობა სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც განიხილება
უზრუნველყოფის საშუალებაზე ახალ შეთანხმებად

You might also like