You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის გადაცემა სხვა


პირისთვის
იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და
ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის
გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც წერილობითი ფორმით დადებული
გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ ან იპოთეკის მოწმობა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გადაეცემა ახალ კრედიტორს (ამ კოდექსის 2894 მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით). მოთხოვნის გადაცემა რეგისტრირდება
საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია იპოთეკის მოწმობა.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის 1
წესებს; მათი მიზანია მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ორივე მხარის
ინტერესების დაცვა მოთხოვნის გადაცემისათვის სპეციალური დამატებითი
ფორმალობების დადგენით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. პირველად იგი შეიცვალა 2
2006 წლის 8 დეკემბრის №3879 კანონით, რომლითაც გარიგების სანოტარო წესით
დამოწმების თავდაპირველი მოთხოვნის ნაცვლად დადგინდა გარიგების წერილობითი
ფორმის დადების კანონისმიერი მოთხოვნა. შემდგომში 2011 წლის 1 ივლისის №5017
კანონით მუხლს დაემატა ნორმები, რომლებიც არსებითად ეხება იპოთეკის მოწმობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადაცემას.

II. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობა

ვინაიდან იპოთეკა აქცესორული უფლებაა, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა 3


პირისათვის დათმობით ამ უკანასკნელზე გადადის იპოთეკაც; იპოთეკა მიჰყვება
მოთხოვნას. დაუშვებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და იპოთეკის
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი
პირდაპირ არ ადგენს მოთხოვნის დათმობის გარიგების წერილობით ფორმას,
დარწმუნებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა მოქმედებდეს
მოთხოვნის დათმობის გარიგების ფორმის თავისუფლების ზოგადი წესი (198-199) და,
შესაბამისად, წერილობითი ფორმის დაცვა აუცილებელია გარიგების სამართლებრივი
ძალისათვის, ვინაიდან იგი ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. გარდა
აღნიშნული ფორმისა, თავად მოთხოვნის დათმობის გარიგების სამართლებრივი
ძალისათვის კანონი ადგენს მხარეთა მიერ დამატებითი ფორმალობების კუმულატიურ
დაცვას, კერძოდ:
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

- იპოთეკის ხელშეკრულების (დოკუმენტის) ან იპოთეკის მოწმობის მოთხოვნის


ახალი მფლობელისათვის - ახალი კრედიტორისათვის (იპოთეკარისათვის)
რეალური გადაცემა და
- როგორც წესი, მოთხოვნის დათმობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; თუმცა,
რეგისტაცია აუცილებელი არ არის, თუ ადგილი აქვს იპოთეკის მოწმობის გაცემას.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like