You are on page 1of 2

961-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კანონპროექტში უცვლელი სახით არის დატოვებული და ზუსტად

სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის ანალოგიურად არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, სსკ-ის მიხედვით, თუ მხარეთა შეთანხხმებით საზიარო
მოთხოვნის უფლება გამორიცხულია 1. სამუდამოდ; ან 2. განსაზღვრული ვადით, პატივსადები
მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. წარმოდგენილი
კანონპროექტის მიხედვით, კი პატივსადები მიზეზის გარდა, მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს
საზიარო უფლების გაუქმება, თუ, კონკრეტული ვითარების, მათ შორის, თანამესაკუთრეთა
ინტერესების გათვალისწინებით, ასეთი შეთანხმების დაცვა თანამესაკუთრეთათვის
გონივრული არ არის. აღნიშნულ დამატებას არ ვეთანხმები ბუნდოვანი ჩანაწერის და არასაჭირო
დამატების გამო. როგორც მოგეხსენებათ, ფრაზა ,,კონკრეტული ვითარება‘’ ბევრი
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და პრაქტიკაში ბევრ გაურკვევლობასა და დავას
წარმოშობს. გარდა ამის გასათვალისწინებელა ისიც, რომ მეორე ნაწილის კანონპროექტისეული
დამატება შესაძლოა ისედაც იქნეს მოაზრებული „პატივსადებ მიზეზში“, რაც საზიარო უფლების
გაუქმების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი სსკ-ის რედაქციით ისედაც არის.

961-ე მუხლის მე-3 ნაწილი შინაარსობრივად არ შეცვლილა არც კანონპროექტში.

რაც შეეხება, 961 მუხლის მე-4 ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილს თითქმის იგივე
შინაარსი აქვს, რაც სსკ-ის 962 მუხლს. სსკ-ის 962 მუხლის თანახმად: “თუ მოწილეებს რაიმე
ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ
შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.”

კანონპროექტში კი განსაზღვრულია ვადა და წერია, რომ „თუ მოწილეებს 10 წელზე მეტი ვადით
გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება
ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით.“ ე.ი. კანონპროექტის მიხედვით, არა ნებისმიერი
ვადით გამორიცხვისას, არამედ 10 წელზე მეტი ვადით საზიარო უფლების გაუქმების უფლების
გამორიცხვისას, შეთანხმება ძალას კარგავს რომელიმე მხარის გარდაცვლების შემთხვევაში.
ხსენებული მუხლის კანონპროექტისეულ ვერსიას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, როდესაც
უფლების გამორიცხვა ხდება მნიშვნელოვანი არ აქვს ამ უფლების გამორიცხვის ვადას, როდესაც
შეთანხმების ერთიი მხარე გარდაიცვლება მის სამართალმემკვიდრეებს უფლება უნდა ჰქონდეთ,
რომ შეთანხმება გააუქმონ.

ხოლო რაც შეეხება კანონპროექტში 961-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ის სიახლეს წარმოადგენს და
ახალი მოწესრიგებით, სასამართლო უფლებამოსილია გადადოს საზიარო უფლების გაუქმება
არაუმეტეს 3 წლისა, თუ ამგვარი გადადება გამართლებულია მოწილეთა საერთო ინტერესებით
ან თუ არსებობს ამისთვის ერთ-ერთი მოწილის პატივსადები ინტერესი და ეს გაუმართლებლად
არ ხელყოფს სხვა მოწილეთა ინტერესებს. ვთვლი , რომ სამართლიანია, ვინაიდან ორივე მხარის
ინტერესებზეა მორგებული. ამასთან გადავადებასთან დაკავშირებით მსჯელობა სასამართლოს
უწევს, რომელიც ასევე შეისწავლის თითოეული მხარის ინტერესს, როდესაც საზიარო უფლების
გაუქმება ხდება.

You might also like